თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ შემეცნებითი საუბრები

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2010, 10:48 AM

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) ყოველდღე იმართება შემეცნებითი საუბრები. დასწრება თავისუფალია.

ორშაბათი 18.10.10 _ საფანგეთში ქართველი ემიგრანტის ლევან ზურაბიშვილის წერილებზე გამოცემული წიგნის `პარიზიდან ვაშინქტონამდე საქართველოზე ფიქრით~ - წარდგინება. (წიგნის ავტორი: ციცინო ჯერვალიძე) (18:00 სთ.)


სამშაბათი 19.10.10 _ თემა: `ორნამენტული დეკორით შემკული საბუხარები და მათი სიმბოლიკა.~
საუბარს წარმართავს ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი იზოლდა მელიქიშვილი. (18:00 სთ.)


ოთხშაბათი 20.10.10 _ საქართველოს მწერალთა კავშირის საღამო:
გრიგოლ რობაქიძის 130 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. (17:00 სთ.)


ხუთშაბათი 21.10.10 _ ახალგაზრდა შემოქმედთა საღამო:
ინესა მერაბიშვილის შემოქმედებითი საღამო. (18:00 სთ.)


პარასკევი 22.10.10 _ თემა: `მეცნიერება და რელიგია.~
ჯვართამაღლების ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი თეოდორე გიგნაძე. (15:00 სთ.)


კვირა 24.10.10 _ გიორგი კალანდიას ფილმის `ერთი ჭოროხის შვილები~ -ჩვენება. (15:00 სთ.)

პოსტის ავტორი: Maria_mi თარიღი: Oct 18 2010, 11:47 AM

ვაიმე,გაიხარე, ძალიან მაინტერესებდა ეს განრიგიი, იმ კვირისაც დადეთ მერე

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 18 2010, 01:57 PM

Maria_mi
აუცილებლად. ყოველ კვირას განახლდება smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 18 2010, 02:53 PM

საიტიც აქვთ და ''უწყებანშიც'' იბეჭდება, რა პრობლემაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: Maria_mi თარიღი: Oct 18 2010, 09:41 PM

საიტზე არ დევს ხოლმე,რავი მე რამდენჯერ შევედი სულ ძველი ინფორმაცია იყო. აგერ დადებს ადამიანი და გავიგებ,რა პრობლემაა: ))

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Oct 22 2010, 07:29 PM

დღეს იყო მამა თეოდორე.ჩანაწერები თუ დაიდება? http://axalgazrdoba.ge/axalgazrdoba/index.php?option=com_content&view=article&id=51&Itemid=48 აქ აქ არის ინფორმაცია

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 22 2010, 10:35 PM

nikolozzi
მარტო მისი მრევლი იწერდა, ყველა შეხვედრას ვინ აკეთებს და არ მგონია ნეტით გავრცელდეს

პოსტის ავტორი: nikolozzi თარიღი: Oct 23 2010, 07:38 PM

ეს ცუდია.ვიდეოთიც იღებდნენ და შეიძლება ხმასაც იწერდნენ და იქნებ ხმის ჩანაწერი დადოს ვინმემ

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 25 2010, 10:07 AM

ორშაბათს, 25 ოქტომბერს, 18:00 სთ-ზე, საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრის დარბაზში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) გაიმართება წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი III საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენციის დასკვნითი პრეს-კონფერენცია.

პრეს-კონფერენციაზე ისაუბრებენ კონფერენციის შედეგებზე, გაკეთდება მნიშვნელოვანი განცხადებები წმ. მაქსიმე აღმსარებელთან დაკავშირებით.

წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი საერთაშორისო საღვთისმეტყველო კონფერენცია ყოველწლიურად ტარდება ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოს სტეფანეს ლოცვა-კურთხევით.

კონფერენცია გაიხსნა 20 ოქტომბერს, წმ. ანდრია პირველწოდებულის სახ. ქართულ უნივერსიტეტში. 21 - 23 ოქტომბერს კონფერენცია გაგრძელდა ცაგერისა და ლენტეხის ეპარქიაში.

წმ. მაქსიმე აღმსარებლისადმი მიძღვნილი კონფერენცია ტარდება საქართველოს საპატრიარქოს, წმ. მაქსიმე აღმსარებლის სახ. საღვთისმეტყველო სამეცნიერო ცენტრისა და წმ. ანდრია პირველწოდებული სახ. ქართული უნივერსიტეტის მხარდაჭერით.


პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 25 2010, 09:43 PM

ამ კვირის განრიგი არ განახლდა საიტზე და ვიცით რამე?

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Oct 26 2010, 12:06 AM

ოთხშაბათს 5სთ-ზე მწერალთა კავშირის საღამოა, (ჯანსუღ ჩარკვიანზე).
ხუთშაბათს 6სთ-ზე ახალგაზრდა შემოქმედთა საღამო. მეტი არვიცი.

პოსტის ავტორი: Maria_mi თარიღი: Oct 26 2010, 11:04 AM

კანონისტი
კი შეგვპირდა ყოველ კვირას განვაახლებო,მაგრამ ალბათ გამორჩა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 27 2010, 09:57 AM

Maria_mi
არა. მე რასაც მიგზავნის ახალგაზრდული ცენტრი, იმას ვდებ. smile.gif


საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) ყოველდღე იმართება შემეცნებითი საუბრები. დასწრება თავისუფალია.


ორშაბათი, 1 ნოემბერი, 18:00 სთ
მარო მაყაშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო და წიგნის "შარავანდედი" წარდგინება

სამშაბათი, 2 ნოემბერი, 18:00 სთ
თემა: "სიყვარულის ქრისტიანული გაგება"
საუბარს წარმართავს კარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი წეროძე

ოთხშაბათი, 3 ნოემბერი, 18:00 სთ
საქართველოს მწერალთა კავშირის საღამო: ახალგაზრდა პოეტების საღამო

ხუთშაბათი, 4 ნოემბერი, 18:00 სთ
ახალგაზრდა შემოქმედთა საღამო: მწერალ როსტომ ჩხეიძის წიგნის "შავი ჩოხა" წარდგინება (წიგნი ეძღვნება ქაქუცა ჩოლოყაშვილის ხსოვნას)

პარასკევი, 5 ნოემბერი, 15:00 სთ
თემა: "ფერი და ორნამენტი"
საუბარს წარმართავს ხალხური რეწვის განყოფილების ხელმძღვანელი ელისო არაბული

კვირა, 7 ნოემბერი, 15:00 სთ
გიორგი კალანდიას ფილმის "გელინო" ჩვენება

პოსტის ავტორი: Maria_mi თარიღი: Oct 27 2010, 10:46 AM

გაიხარე!

პოსტის ავტორი: ბინეხი თარიღი: Oct 31 2010, 10:07 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 27 2010, 10:57 AM) *


სამშაბათი, 2 ნოემბერი, 18:00 სთ
თემა: "სიყვარულის ქრისტიანული გაგება"
საუბარს წარმართავს კარის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა გიორგი წეროძე

ვინმეს ხომ არ გაქვთ შესაძლებლობა აუდიო ან უკეთესი ვიდეო ჩანაწერი რომ გააკეთოთ? ეს ძალიან მაინტერესებს

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 9 2010, 11:31 AM

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) ყოველდღე იმართება შემეცნებითი საუბრები. დასწრება თავისუფალია.
ორშაბათი 8.11.10 _ თემა: `მედიცინა და ეკლესია~
საუბარს წარმართავს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე. (18:00 სთ.)

სამშაბათი 9.11.10 _ შეხვედრა ცურტაველ ეპისკოპოს იაკობთან (იაკობაშვილი). (18:00 სთ.)

ოთხშაბათი 10.11.10 _ საქართველოს მწერალთა კავშირის საღამო.
(18:00 სთ.)

ხუთშაბათი 11.11.10. _ შეხვედრა მთარგმნელ დალი კოკაი-ფანჯიკიძესთან. (გრიგოლ რობაქიძე _ ესსე `ადოლფ ჰიტლერი უცხოელი მწერლის თვალით~)

პარასკევი 12.11.10 _ თემა: `ქრისტიანული ოჯახი~
საუბარს წარმართავს წმ. სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობ აბაშიძე. (15:00 სთ.)O

კვირა 14.11.10 _ გიორგი კალანდიას ფილმის `საქართველოს მნათობი~ _ ჩვენება. (15:00 სთ.)

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 9 2010, 11:34 AM

ციტატა
ორშაბათი 8.11.10 _ თემა: `მედიცინა და ეკლესია~
საუბარს წარმართავს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე. (18:00 სთ.)

მინდოდა დასწრება, მაგრამ როგორც ჩანს გუშინ ყოფილა sad.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 9 2010, 11:56 AM

lingvo
კი, მე გახლდით yes4.gif
მართალია ცოტანი ვიყავით, მაგრამ საინტერესოდ ისაუბრა მამა კონსტანტინემ.
ვაპირებდი შენთვის თქმას და გადამავიწყდა sad.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 9 2010, 01:33 PM

ციტატა
lingvo
კი, მე გახლდით yes4.gif
მართალია ცოტანი ვიყავით, მაგრამ საინტერესოდ ისაუბრა მამა კონსტანტინემ.
ვაპირებდი შენთვის თქმას და გადამავიწყდა sad.gif

თუ არ გეზარება მოკლედ დაწერე საუბრის შინაარსი. რა ასპექტები იყო განხილული? ძალიან მაინტერესებს ეგ თემა ხომ იცი... smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 9 2010, 08:33 PM

lingvo
შევეცდები...
მამა კონსტანტინემაც ძალიან ზოგადად იასუბრა.
მოყვა სამყაროს შექმნიდან.
ჯერ შეიქმნა, რაც უნდა გამოეყენებინათ (ბალახი, წყალი...) და მერე ის, ვისაც უნდა გამოეყენებინა (ცხოველი, ადამიანი)
შეეხო ადამიანის ფიზიოლოგიურ აგებულებას, ცხოველებისგან და სხვა არსებებისგან განსხვავებას.
ცხოველები ოთხით დადიან და მიწისკენ იყურებიან.
ადამიანი კი ორ ფეხზე დგას და ზეცისკენ იხედებაო.
ყველას აქვს რაღაც დაცვითი ნიშნები (ჩლიქები, რქები, ბეწვი და ა. შ.) ადამიანი კი ყველაზე უმწეოა.
მას სჭირდება განსაკუთრებული ზრუნვა , რადგან იგია ამ სამყაროს მეუფედ შექმნილი.
აღნიშნა, რომ ავადმყოფობა პირდაპირ კავშირშია ცოდვებთან და მერე უკვე ეს თემა განავცრო.
ძალიან ცოტანი ვიყავით და სირღმიესულად არ უსაუბრია.
რაც შეიძლება მოკლედ დავწერე.
უფრო ვრცლად თუ გინდა სკაიპით განგიმარტავ tongue.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 9 2010, 09:40 PM

tamuna m
მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: FARESHISHVILI თარიღი: Nov 12 2010, 12:01 PM

მოგესალმებით... ახალგაზრდული ცენტრის საიტი ახლდება ყოველდღიურად ამ ლინკზე შეძლებთ ნახოთ შემეცნებითი საუბრების განრიგი http://axalgazrdoba.ge/axalgazrdoba/index.php?option=com_content&view=article&id=51&Itemid=48

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 12 2010, 01:26 PM

FARESHISHVILI
ფორუმი როდიდან დაიწყებს ფუნქციონირებას?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 18 2010, 10:30 AM

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) ყოველდღე იმართება შემეცნებითი საუბრები. დასწრება თავისუფალია.
ორშაბათი – 22.11.10
გიორგობის დღესასწაულის გამო, შემეცნებითი საუბარი არ გაიმართება.

სამშაბათი – 23.11.10
გიორგობის დღესასწაულის გამო, შემეცნებითი საუბარი არ გაიმართება.

ოთხშაბათი – 24.11.10
საქართველოს მწერალთა კავშირის საღამო.
(18:00 სთ.)

ხუთშაბათი – 25.11.10
მსახიობ თენგიზ არჩუაძის შემოქმედებითი საღამო.
(18:00 სთ.)

პარასკევი – 26.11.10
მაია წიკლაურის წიგნის "გოდერძი ჩოხელი – შემოქმედება საზღვრების გარეშე" – წარდგინება
(19:00 სთ.)

კვირა – 28.11.10
ნაჩვენები იქნება გიორგი კალანდიას ფილმი – "ერთი ჭოროხის შვილები"
(15:00 სთ.)

პოსტის ავტორი: mwereli თარიღი: Nov 29 2010, 11:41 AM

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) ყოველდღე იმართება შემეცნებითი საუბრები. დასწრება თავისუფალია.[size=3]


ორშაბათი _ 29.11.10 _ წარედგინება ჯანგირ ელიაშვილის წიგნი _ "მეცნიერების პრობლემები და რელიგია" (18:00 სთ.)

სამშაბათი _ 30.11.10 _ კონფერენცია _ სოფლის მეურნეობა :
ემ (ეფექტური მიკროორგანიზმები) ტექნოლოგიების გაცნობა დაინტერესებული ფერმერებისა და ორგანიზაციებისათვის. (15:00 სთ.)

ოთხშაბათი _ 1.12.10 _ საქართველოს მწერალთა კავშირის საღამო.
მსჯავრდებულ გიორგი დავითის_ძე კილაძის წიგნ "დილეგი"-ს პირველი ნაწილის _ "პირველი ტკივილების" განხილვა. (18:00 სთ.)

ხუთშაბათი _ 2.12.10 _ წარედგინება პოეტ კახაბერ კაპანაძის წიგნი _ "მზე სიცოცხლისა" (18:00 სთ.)

პარასკევი _ 3.12.10 _ თემა: "მარხვისა და ლოცვის შესახებ"
საუბარს წარმართავს წმ. სამების ტაძრის მღვდელთმსახური, დეკანოზი იაკობ აბაშიძე. (18:00 სთ.)

კვირა _ 5.12.10 _ ნაჩვენები იქნება გიორგი კალანდიას ფილმი _ "ერთი ჭოროხის შვილები". (15:00 სთ.)

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 29 2010, 01:37 PM

mwereli

ციტატა
პარასკევი _ 3.12.10 _ თემა: "მარხვისა და ლოცვის შესახებ"
საუბარს წარმართავს წმ. სამების ტაძრის მღვდელთმსახური, დეკანოზი იაკობ აბაშიძე. (18:00 სთ.)

დიდ დღესასწაულებზე შეხვედრები ხო არ ტარდებოდა და რაღა ამ პარასკევს ჩასვით.
ხალხი ლოცვაზე და ვერ მოასწრებს მოსვლას user.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 1 2010, 04:32 PM

ორშაბათი _ 6.12.10 _ "ზიარების წინა ლოცვების განმარტება" საუბარს წარმართავს ნაძალადევის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი წეროძე. (18:00 სთ.)

სამშაბათი _ 7.12.10 _ "რიყეზე "ბუდა ბარი"-ს მიზანშეწონილობის შესახებ" საუბარს წარმართავს წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბიძინა გუნია. (18:00 სთ.)
ოთხშაბათი _ 8.12.10 _ საქართველოს მწერალთა კავშირის საღამო.
პოეტ მურმან ლებანიძის ხსოვნის საღამო. (18:00 სთ.)
ხუთშაბათი _ 9.12.10 _ შემოქმედებითი საღამო ერეკლე საღლიანთან ერთად.
(18:00 სთ.)

პარასკევი _ 10.12.10 _ "ევთანაზია და მისი სულიერი პრობლემები" საუბარს წარმართავს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე. (18:00 სთ.)
კვირა _ 12.12.10 _ ნაჩვენები იქნება კახაბერ იმნაიშვილის ფილმი _ "გურჯისტანის ვილაიეთი"_ I-II ნაწილი. (15:00 სთ.)

საინტერესო კვირაა!
შეიძლება სამშაბათის თემა ჩვენნი ფორუმის თემების აქტივობამ განაპირობა.
ამ საკითხით დაინტერესებული ხალხი თუ მოხვალთ კარგი იქნება tongue.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 1 2010, 04:37 PM

ციტატა
სამშაბათი _ 7.12.10 _ "რიყეზე "ბუდა ბარი"-ს მიზანშეწონილობის შესახებ" საუბარს წარმართავს წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბიძინა გუნია. (18:00 სთ.)

ციტატა
პარასკევი _ 10.12.10 _ "ევთანაზია და მისი სულიერი პრობლემები" საუბარს წარმართავს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე. (18:00 სთ.)

საინტერესო იქნება. 6-ზე ვამთავრებ სამსახურს და ვნახოთ როგორ იქნება...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 3 2010, 11:49 AM

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) ყოველდღე იმართება შემეცნებითი საუბრები. დასწრება თავისუფალია.

ორშაბათი _ 6.12.10
`ზიარების წინა ლოცვების განმარტება~
საუბარს წარმართავს ნაძალადევის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი გიორგი წეროძე. (18:00 სთ.)

სამშაბათი _ 7.12.10
`რიყეზე `ბუდა ბარი~-ს მიზანშეწონილობის შესახებ~
საუბარს წარმართავს წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბიძინა გუნია. (18:00 სთ.)

ოთხშაბათი _ 8.12.10
საქართველოს მწერალთა კავშირის საღამო.
პოეტ მურმან ლებანიძის ხსოვნის საღამო. (18:00 სთ.)

ხუთშაბათი _ 9.12.10
შემოქმედებითი საღამო ერეკლე საღლიანთან ერთად.
(18:00 სთ.)

პარასკევი _ 10.12.10
`ევთანაზია და მისი სულიერი პრობლემები~
საუბარს წარმართავს იოანე ღვთისმეტყველის ტაძრის მღვდელმსახური, მღვდელი კონსტანტინე გიორგაძე. (18:00 სთ.)

კვირა _ 12.12.10
ნაჩვენები იქნება კახაბერ იმნაიშვილის ფილმი _ `გურჯისტანის ვილაიეთი~_ I-II ნაწილი. (15:00 სთ.)

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Jan 22 2011, 10:16 PM

ფორუმზე საუბრებისთვის თემების მონიშვნა არ მოხდება? ხომ უნდა გაკეთებულიყო...

პოსტის ავტორი: mwereli თარიღი: Mar 15 2011, 12:40 PM

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) ყოველდღე იმართება შემეცნებითი საუბრები. დასწრება თავისუფალია.

სამშაბათი _ 15.03.11. _ თემა: "მრწამსის განმარტება".
საუბარს წარმართავს წმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი იაკობ აბაშიძე. (18:00 სთ.)

ოთხშაბთი _ 16.03.11. _ საქართველოს მწერალთა კავშირის საღამო _ "ერთი ლექსის საღამო". (18:00 სთ.)

ხუთშაბათი _ 17.03.11._ თემა: "თაობათა ურთიერთობები ეკლესიური გააზრებით".
საუბარს წარმართავს ცაგერისა და ლენტეხის მთავარეპისკოპოსი სტეფანე (კალაიჯიშვილი). (18:00 სთ.)

პარასკევი _18.03.11. _ ქრისტიანული ოჯახი და ბავშვთა აღზრდა.
თემა: "ბავშვთა აღზრდა".
საუბარს წარმართავს წმ. გაბრიელ ეპისკოპოსის სახელობის ფსიქოლოგიური დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი ნინო კანდელაკი. (18:00 სთ.)

კვირა 20.03.11. _ თამარ თაგვაძის ფილმის "ემიგრანტი პატარიძეები" _ ჩვენება და განხილვა. (15:00 სთ.)

პოსტის ავტორი: nikoloz jmukhadze თარიღი: Mar 24 2011, 10:44 PM

smile.gif)))))

პოსტის ავტორი: kh@tia თარიღი: Mar 25 2011, 01:39 AM

დავით,განაახლე ხოლმე smile.gif

პოსტის ავტორი: თამას თარიღი: Jun 6 2011, 08:37 PM

რა კარგი საუბრებია,არადა ხალხი აღარ დადის.

ამ თემაშიც არ ხდებოდა თემების განახლება და უკვე შესვენებაც დაიწყება შემოდგომამდე..


http://axalgazrdoba.ge/axalgazrdoba/index.php?option=com_content&view=article&id=51 -ზეცაა საუბრების ცხრილი.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 17 2011, 07:14 PM

ეს შეხვედრები ტარდება ისევ? თუ ზაფხული რომ არის შესვენებაა?

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Aug 17 2011, 09:18 PM

ციტატა(georgios @ Aug 17 2011, 07:14 PM) *

ეს შეხვედრები ტარდება ისევ? თუ ზაფხული რომ არის შესვენებაა?

შემოდგომამდე დასვენებაა და შემდეგ ისევ განახლდება.

პოსტის ავტორი: georgios თარიღი: Aug 17 2011, 09:21 PM

natianatushki

ციტატა

შემოდგომამდე დასვენებაა და შემდეგ ისევ განახლდება.

და რა სახით წარიმართება საუბრები?

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 4 2011, 11:08 PM

georgios
პირველი ნწაილი ლექციის სახისაა და შემდეგ იმართება დიალოგი, კითხვა-პასუხი.
ხუთშაბათიდან განახლდება საუბრები
http://www.facebook.com/event.php?eid=256264997743372

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Oct 6 2011, 11:48 PM

ესეც ასე:
პარასკევი _ 7.10.11. _ ქრისტიანული ოჯახი და ბავშვთა აღზრდა.
თემა: "გარეგანი და შინაგანი ადამიანი". საუბარს წარმართავს წმ. სამების ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი ბიძინა გუნია.
(18:00 სთ.)
კვირა _ 9.10.11. _ ფილმის ჩვენება.
რეჟისორ თამარ თაგვაძის და ირაკლი რობაქიძის ფილმი: "ნიკო ნიკოლაძე." (15:00სთ.)

http://axalgazrdoba.ge/axalgazrdoba/index.php?option=com_content&view=article&id=51&Itemid=48

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 10 2011, 04:48 PM

ხუთშაბათი _ 10.11.11. _ ღვთისმეტყველება, ფილოსოფია და ისტორია.
თემა: `პოსტმოდერნის ფილოსოფია~.
საუბარს წარმართავს ფილოსოფიის მიმართულების დოქტორანტი, მღვდელი გიორგი წეროძე. (18:00 სთ)
პარასკევი _ 11.11.11. _ ქრისტიანული ოჯახი და ბავშვთა აღზრდა.
თემა: `ქრისტიანული ოჯახი~
საუბარს წარმართავს წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი თეიმურაზ თათარაშვილი. (18:30 სთ.)
კვირა _ 13.11.11. _ ასი ათასი მოწამის ხსენების დღის გამო ფილმის ჩვენება არ გაიმართება. (15:00 სთ)

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 14 2011, 07:22 PM

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (წმ. სამების საკათედრო ტაძარი) ყოველდღე იმართება შემეცნებითი საუბრები.
დასწრება თავისუფალია.
ორშაბათი _ 14.11.11. _ გიორგი ტიგინაშვილის წიგნის `უწმინდესი და უნეტარესი კირიონ II და ქართული საზოგადოება~ _ წარდგინება. (19:00 სთ.)

სამშაბათი _ 15.11.11. _ შეხვედრა პატრიარქის ნათლულების მშობლებთან.
(18:30 სთ.)
ოთხშაბათი _ 16.11.11. _ ჭაბუა ამირეჯიბის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილი საღამო. (19:00 სთ.)
ხუთშაბათი _ 17.11.11. _ ღვთისმეტყველება, ფილოსოფია და ისტორია.
თემა: `ბრწყინვალე მეფე გიორგი V~.
საუბარს წარმართავს ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი მიხეილ ბახტაძე.
(19:00 სთ)
პარასკევი _ 18.11.11. _ ქრისტიანული ოჯახი და ბავშვთა აღზრდა.
თემა: `ეკლესია და ქრისტიანული ოჯახი~.
საუბარს წარმართავს წმ. სამების საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური, დეკანოზი პეტრე კვარაცხელია. (18:30 სთ.)
კვირა _ 20.11.11. _ ფილმის ჩვენება.
თამარ თაგვაძისა და ირაკლი რობაქიძის ფილმი _ `ლადო ასათიანი~.
(15:00 სთ.)

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 14 2012, 09:24 PM

ამ თემაშიც დავწეროთ ჯობია
"ხუთშაბათს, 16 აგვისტოს, საღამოს 19:00 სთ-ზე ახალგაზრდულ ცენტრში მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II, მისი ლოცვა-კურთხევით განიხილება ძველი აღთქმიდან ერთ-ერთი წიგნი, ყველას შეგეძლებათ დასწრება და მონაწილეობის მიღება. ასევე შეეგიძლიათ თქვენს მეგობრებსაც გადასცეთ ეს ინფორმაცია"
მე ვაპირებ წასვლას

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Aug 25 2012, 12:53 PM

კვირას 26 აგვისტოს, საღამოს 19:00 სთ-ზე, საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრში მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა ილია II, მეორე შეხვედრაა, ამჯერად საუბარი იქნება დიდი ქართველი მოღვაწის ვაჟა-ფშაველას შესახებ, თუ რამხელა სიბრძნე და სიღრმე დევს მის ნაწარმოებებში, მოგვიწოდა მისმა უწმინდესობამ რომ კიდევ ერთხელ გადავიკითხოთ და გავიაზროთ მისი შემოქმედება, დასწრება თავისუფალია

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Oct 3 2012, 06:23 PM

ისე მაინტერესებს, ინფორმაციისათვის.
ამ შეხვედრებზე დასასწრებად აუცილებელია მევლი იყო?
რატომ ვკითხულობ?
ბევრი მეგობარი მყავს, ვისთვისაც, ვგონებ, საინტერესო იქნება მსგავს შეხვედრებზე სიარული საკუთარი თავის საპოვნელად :|

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Oct 3 2012, 06:26 PM

ყველას შეუძლია დასწრება...

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Oct 3 2012, 06:38 PM

აკაკი
უახლოეს მომავალში არაფერი იგეგმება? smile.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Oct 3 2012, 06:49 PM

ვერ გეტყვი, მე არ ვიცი ეხლა რა ხდება....

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 11 2012, 01:46 AM

მამა თეოდორესთან შეხვედრები გრძელდება?

პოსტის ავტორი: shako1993 თარიღი: Dec 9 2013, 05:17 PM

კიდევ გრძელდება შეხვედრები?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 9 2013, 07:26 PM

მამა თეოდორესთან გრძელდება

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)