თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ძალადობა მოზარდებში

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 4 2008, 02:49 PM

პირადად მე მეგობრებთან ერთად ვმუშაობ პროექტზე,რომელიც ეხება მოცემულ თემას! პირველ რიგში საინტერესოა სტატისტიკა და კვლევა თუ რაოდენ ხშირია ძალადობის შემცველი ფაქტები(ნუ ალბად ყველას გვახსოვს შარშანდელი გაზაფხული და ზაფხული რა ინტენსივობით ხდებოდა მკვლელობები და დაჭრები,ქ.თბილისში) ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,გამოვთქვათ მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება ამ სენს ვებრძოლოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც ყველაზე საინტერესოა,თუ ვინმეს რაიმე სახის(ვიდეო,ფოტო,სტატია,კვლევ
და ა.შ ) მოეპოვება დადოს თემაში რაც ნამდვილად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენგან "რაიმეს"გაკეთების შანსს! ამასთანავე იქნებ იცოდეთ საიტებიც და მიგვითითეთ ლინკები...მოკლედ ყველას წინასწარ გიხდით მადლობას,მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და მოდერატორს ვთხოვ დიდი პატივისცემით, მოგვცეს რჩევები და ობიექტური დისკუსიის საშუალება smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 4 2008, 02:54 PM

ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ოჯახი თამაშობს. და რომ იძახიან რომ "უი ჩემი ბიჭი მაგას როგორ იზავდაო" არ მჯერა. უყურადღებობის ბრალია ყველაფერი. მთავარი აღზრდაა და არა მარტო გაზრდა. ჯობია ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლონ სახარება და ღვთის შიში და სიყვარული, იმის ნაცვლად რომ ღამის 12 საათამდე ინტერნეტ კაფეებში ეყარონ. თუმცა ზოგმა მშობელმე თვითონ არაფერი იცის და ბავშვს რა უნდა ასწავლოს!

მომიტევეთ თუ ძაან რადიკალური ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 4 2008, 03:06 PM

syd
არა რატო ძალაინ ბევრი ჩემის ჩათვლით დაგეთანხმებათ,რადგან სწორედ მედიის და ინტერნეტის მავნე ზეგავლენაცაა ალბად ამ პრობლემის გამაღრმავებელი!

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jul 4 2008, 03:09 PM

ტაძარში აღზრდა დიდ როლს თამაშობს მოზარდის ფსიქოლოგიის და აზროვნების ჩამოყალიბებაში . ამაში დიდი ხანია დავრწმუნდი უკვე.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jul 4 2008, 07:03 PM

ხო, ნამდვილად აქტუალური და მტკივნეული თემაა.
რასაც ვაკვირდები, ცდილობენ ბავშვებს "რაღაც" შიშები (მილიცია, ციხე, სხვაგვარი დასჯა) შთაუნერგონ და ამით მოთოკონ მათი აგრესი. მე კი ვფიქრობ, რომ უფლის შიში უნდა იგრძნონ. იცოდნენ, რომ მათი ცუდი საქციელი შეიძლება აქ დაიმალოს, მაგრამ "იქ" ამისთვის აუცილებლად პასუხს მოსთხოვენ. ოჯახში (სადაც აღიზარდა) და ეკლესიის დახმარებით უნდა მოხდეს ბავშვის იდეოლოგიის და პიროვნმების ჩამოყალიბება.
ტელევიზიას რაც შეეხება, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ბავშვი მისგან. ჩემზე საშინლად მოქმედებს!
შეიძლება საერთოდ მშვიდ თემას ვუყურებდე, მაგრამ რეკლამებიც (რომელიც მუდმივად არის შუალედში) ისეთი დამთრგუნველია და "ამაზრზენი" (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის!). თუნდაც ფილმების. ხან ყბა ჩამოვარდნილი ვუმზერ laugh.gif (ეტყობა, ძალიან ამოვარდი ცხოვრების რითმიდან და დაცინვას არ ვართ tongue.gif .)
არ ვიცი, მეჩვენება, თუ მართლა ასეა, "თანამედროვე" ყველაფერში (თითქმის): მუსიკაში, გასართობ საშუალებებში (თამაში თუ სხვა), წიგნებში (ც) გადაგვარებულია ყველაფერი. ნუთუ მე "ვაზვიადებ"? blink.gif
მოკლედ, ძალიან ძნელია ახლანდელი თაობა დაიცვა მავნე ზეგავლენისგან.
"არცერთი დღე და წუთი უფლის გარეშე"<------ აი, მშობლების ერთადერთი ხსნა და გამოსავალი...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Jul 4 2008, 07:42 PM

ციტატა
"არცერთი დღე და წუთი უფლის გარეშე"<------ აი, მშობლების ერთადერთი ხსნა და გამოსავალი...


პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Jul 4 2008, 11:33 PM

ამ თემაზე აქვს გადაღებული ფილმი კვირიკე და ივლიტას ტაძრის წინამძღვარს, მამა გიორგის... საკმაოდ დამაფიქრებელი და გულში ჩამწვდომი ფილმია smile.gif

აქ ნახეთ www.kvirike.ge ფილმს ქვია "ნათელი ბნელში"

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 6 2008, 05:26 PM

აბსოლიტურად გეთანხმებით ყველას,თუმცა მე სხვა კუთხით მინდოდა ეს თემა გამეშალა ანუ რა შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენ იმათთვის ვინც ჯერ არ იცის ეკლესია ან იცის მაგრამ მის როლს ვერ უყურებს ამ პრობლემის გადაჭრაში...ეს ერთი ამავდროულად ძალიან საინტერესო იქნება ყველამ გამოვთქვათ მოსაზრება რა გზით შეიზლება ისინი გავხადოთ უფრო თბილნი,ყურადღებიანნი,ჰუმანურ
ები,სულიერნი ხელოვნების მოტრფიალენი და ა.შ.

პოსტის ავტორი: T I K O თარიღი: Jul 6 2008, 05:40 PM

ციტატა(მართა @ Jul 6 2008, 05:26 PM) *

რა გზით შეიზლება ისინი გავხადოთ უფრო თბილნი,ყურადღებიანნი,ჰუმანურ
ები,სულიერნი ხელოვნების მოტრფიალენი და ა.შ.
პირადი მაგალითით smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 6 2008, 05:52 PM

.nino
ნინო უღრმესი მადლობა,ეს ფილმი მართლაც ძალიან კარგია და ზუსტად ასახავს ამ პრობლემის არსს და გამოსავალს.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 6 2008, 11:02 PM

ციტატა
ყველამ გამოვთქვათ მოსაზრება რა გზით შეიზლება ისინი გავხადოთ უფრო თბილნი,ყურადღებიანნი,ჰუმანურ

ები,სულიერნი ხელოვნების მოტრფიალენი და ა.შ.

უნარების ტესტების მაყურებელი სითბოზე და ყურადღებაზე ნუ ვისაუბრებთ
კაცი წყალში იხრჩობა?- თუ სამსახურში მიდიხარ ის დაიხრჩოს, შენ სამსახურში წადი
მოხუცი ამოვიდა ავტობუსში?- შენ ბილეთი გაქვს აღEბული და რატომ დაუთმობ?
ვაი იმ ახალგაზრდას რომელიც ამ მორალით გაიზრდება.
ციტატა
ჰუმანურ
ები,სულიერნი ხელოვნების მოტრფიალენი და ა.შ.

სერიალების და ძალადობის მეტი არ სმის ახალგაზრდას და როგორ გინდა ჰუმანურობა ჩააგონო? ხელოვნების ტრფიალი? ვაი რა სასაცილოა... საშოში თვალს რომ გამოუფენ საჯარო ბიბლიოთეკაში და ხელოვნების ნიმუშად გაუსაღებ ახალგაზრდობას იქ ხელოვნებას გაიგებენ? ან კიდევ ხელოვანებს რომ მასხრად აიგდებ ახალგაზრდა რას იზამს?
აი სადაა მაგ უმსგავსოების სათავე.
სწავლების ამერიკულმა სტილმა იქაურ ახალგაზრდას იარაღი ააღებია და კოლეჯში მასიური მკვლელობები მოაწყობია. ასეთ რამეს 3 თვეში ერთხელ ვგებულობ და რასაც ვერ ვგებულობ რამდენი იქნება? აცადეთ ახლა და მალე საუბედუროდ აქაც დაიწყება მასეთი შეტევები. ერტეული ნიშნები უკვე არის.
პატივისცემით აბო.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jul 6 2008, 11:05 PM

ციტატა
ძალადობა მოზარდებში


მშობლების ბრალია

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 6 2008, 11:49 PM

Tue mir gefahlen und bleib Gangster, dass heisst, mach genau was du denkst da.... © DJ Tomekk biggrin.gif

ხუმრობა იქეთ და დიდი პრობლემაა ეს მითუფრო დღევანდელ მოზარდებში, ისე ადრეც არ აკლდათ.მე ვფიქრობ , სოციალური პირობების გაუარესების ბრალია. მთელ ფრუსტაციას აგრესიაში ავლენენ.. უპრასვეტო სიტუაციის ბრალია...

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 7 2008, 12:01 AM

თათარაშვილი
ერთ-ერთ მიზეზად შეგვიძლია ეგ დავასახელოდ,მაგრამ სკოლები,განათლების სისტემა და საზოგადოებისგან წამოსული ინდიფერენტულობაც რომ უწყობს ხელს?!

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 7 2008, 01:01 AM


staywhite

ციტატა
მე ვფიქრობ , სოციალური პირობების გაუარესების ბრალია. მთელ ფრუსტაციას აგრესიაში ავლენენ.. უპრასვეტო სიტუაციის ბრალია...

მსოფლიო კორიფეები გვიკიჟინებენ წინ მივდივართო და როგორ? დასკვნა ერთია:
ანტროპოლოგიურად ადამიანი დეგრადირების გზაზეა, ე.ი. ღმერთს შორდება.
სად მიდის?
ეშმაკთან .
როდის მივა ეშმაკთან ?
მალე.
მაგრამ ზუსტად როდის?
ეს მამამ იცის.
აბო.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jul 7 2008, 11:17 PM

abo
ნუხარ ხოლმე ასეთი რადიკალური,სანამ პირში სული გვიდგას უნდა ვიბრძოლოთ ხოდა შევებრძოლოდ ამ ძალადობასაც,მოვიფიქროთ ხერხები...

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jul 8 2008, 01:54 AM

ციტატა
უპრასვეტო სიტუაციის ბრალია...


smile.gif ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ეგეც არის,აგრეთვე მშობელთა გულგრილობა, კიდევ სკოლებში ზედმეტი ლიბერალიზმია გამეფებული.ასევე, როგორც ჩვენი პატრიარქი ილია-II, ხშირად შეგვახსენებს,რომ სკოლის,ოჯახის,და ეკლესიის,ამ სამი ინსტიტუტის მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობის გარეშე თითქმის შეუძლებელია ჯანსაღი მომავალი თაობის აღზრდა.

პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: Jul 10 2008, 03:08 AM

ციტატა(მართა @ Jul 4 2008, 02:49 PM) *

პირადად მე მეგობრებთან ერთად ვმუშაობ პროექტზე,რომელიც ეხება მოცემულ თემას! პირველ რიგში საინტერესოა სტატისტიკა და კვლევა თუ რაოდენ ხშირია ძალადობის შემცველი ფაქტები(ნუ ალბად ყველას გვახსოვს შარშანდელი გაზაფხული და ზაფხული რა ინტენსივობით ხდებოდა მკვლელობები და დაჭრები,ქ.თბილისში) ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,გამოვთქვათ მოსაზრებები თუ როგორ შეიძლება ამ სენს ვებრძოლოთ რა შეგვიძლია გავაკეთოთ და რაც ყველაზე საინტერესოა,თუ ვინმეს რაიმე სახის(ვიდეო,ფოტო,სტატია,კვლევ
და ა.შ ) მოეპოვება დადოს თემაში რაც ნამდვილად გაამდიდრებს ჩვენს ცოდნას და კიდევ უფრო გაზრდის ჩვენგან "რაიმეს"გაკეთების შანსს! ამასთანავე იქნებ იცოდეთ საიტებიც და მიგვითითეთ ლინკები...მოკლედ ყველას წინასწარ გიხდით მადლობას,მოგიწოდებთ აქტიურობისკენ და მოდერატორს ვთხოვ დიდი პატივისცემით, მოგვცეს რჩევები და ობიექტური დისკუსიის საშუალება smile.gif

ძალიან კარგია! რამოდენიმე პროექტი მეც მაქვს მაგრამ სამწუხაროდ განხორციელება ვერ ხერხდება.
ერთი ვიცი რო, მე როდესაც სკოლის მოსწავლე ვიყავი მაშინ ვნახე რამოდენიმე მართლმადიდებლური ფილმი და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა და ახლანდელ სკოლის მოსწავლეებსაც თუ ვანახებთ, მათვისაც ძაან კარგი იქნება, ყველასთვის შეიძლება არა მაგრამ ზოგისთვის მაინც კარგი იქნება

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Oct 4 2008, 08:39 PM

ნამდვილად დიდი როლს თმაშობს პიროვნების ჩამოყალიბებაში ეკლესიურად აღზრდა.
"მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს
თუ ბუნებამაც არ უშველა?"
აე რომ მე მარტო ოჯახს ვერ დავადანაშაულებ,მრამდენი შემთხვევაა ერთი და იმვე ოჯახში გაზრდილი ბავშვებიდა,ერთი სწორ გზას ადგება და მეორე კი.................



პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Oct 4 2008, 09:20 PM

აუ თუ გახსოვთ ადრე საპატრიარქოში ჩატარდა ამ თემაზე შეხვედრა ^^ და მე და ჩემი რამოდენიმე სკოლელი ვიყავით და პატივი მხვდა რომ მთელი მოსწავლეების სახელით გამოვსულიყავი პატრიარქის წინაშე smile.gif მოკლედ ის ვილაპარაკე და ახლაც მაგ აზრზე ვარ რომ პირველ რიგში დამნაშავე არის ოჯახი და მერე სკოლა და არც ერთი არ იქნება დამნაშავე თუ ორივე მათგანი აღზრდის ელემენტებში რელიგიას შეიტანს. ვოტ tongue.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 4 2008, 10:09 PM

ციტატა
პირველ რიგში დამნაშავე არის ოჯახი

რათქმაუნდა ოჯახის ბრალია, უფრო კიდე იმის რომ მშობლები 24 საათი სამუშაოზე არიან და შვილებისთვის დრო არ რჩებათ...ეს კი ეკონომიური სიდუხჭირისგან არის განპირობებული..
ანუ სახელმწიფო=> საზოგადოება=> ოჯახი=> ბავშვი

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Oct 4 2008, 11:11 PM

m16

ციტატა
რათქმაუნდა ოჯახის ბრალია, უფრო კიდე იმის რომ მშობლები 24 საათი სამუშაოზე არიან და შვილებისთვის დრო არ რჩებათ...ეს კი ეკონომიური სიდუხჭირისგან არის განპირობებული..


ნოდარ, ყოველთვის არ არის მასე, ანუ ეს არაა კრიტერიუმი, შეიძლება სახლში იჯდეს მშობელი და ბავშვი ქუჩაში გაიზარდოს. აქ , დასავლეთში კი ძირითადად უმუშევარი მშობლების შვილები არიან მასე, უპრასვეტოდ მიიჩნევენ თავს და ამას აგრესიაში გამოხატავენ. თუმცა, მდიდარი მშობლების შვილებიც არ არიან ნაკლები, ოღონდ ისინი სხვა "სასტავში" არიან და ეგაა.

ყველაფერი ეს კი სწორედ ესაა, რაც შენ დაწერე, ყველა მიზეზი მაქედან მოდის :

ციტატა
ანუ სახელმწიფო=> საზოგადოება=> ოჯახი=> ბავშვი


პოსტის ავტორი: qalbatonimrcheveli თარიღი: Oct 5 2008, 04:00 PM

ბავშვის აღზრდასა და პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდეს და უპირველესს როლს ოჯახი ასრულებს.იქ სადაც არის სიყვარული,ურთიერთგაგება,უფრო
სების პატივისცემა და ყველაზე მთავარი მეუღლეებს შორის ჰარმონია ბავშვი იზრდება უპრობლემოდ,არანაირი ფილოსოფის და ფსიქოლოგია არ ჭირდება ამ უბრალო ჭეშმარიტებას.უმთავრესია ცოლ-ქმრული ჰარმონია.თუნდაც ყოველ კვირა დღეს მთელი ოჯახი ერთად დაესწრება წირვას,ეს არის მცირე მაგალითი იმისა როგორ ნიადაგში აღმოცენდება ჯანმრთელი თესლი.ოჯახი და უპირველეს ყოვლისა ოჯახი,ხოლო შემდეგ სკოლა და თავისთავად ეკლესია.

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Oct 5 2008, 04:01 PM

ოჯახი კი შეიძლება რაღაც მომენტში დანმაშავეა და თუ მშობლები 24საათი სამუშად არია გასულები,ისინი ვისთვის მუშაობენ|? ისევ შვილებისთვის,ხოდა ეს ბავშვმა უინდა დაინახოს,რომ მშობლები მისი კეთილდღეობისთვის და ნათელი მომვლისთვის ბევრს წვალობენ და ის მადლობას მხოლოდ მისი კარგი ქცევით გადაუხდის.
და კიდე ვიმეორებ რომ ბევრი ოჯახია სადაც ერთი შვილი სწორ გზას ადგება და მეორე კი არასწორ.

რატომ?ისინი ხომ ერთი და იმავე ოჯახში გაიზარდნენ.ასე რომ ბავშვის შინაგან სამყაროსეც არის დამოკიდებული.


პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Oct 5 2008, 04:59 PM

ციტატა
ასე რომ ბავშვის შინაგან სამყაროსეც არის დამოკიდებული.

ხოდა მაგ შინაგანი სამყაროს სწორად განვითარებას უნდა ემსახურებოდნენ ფსიქოლოგები სკოლებში...
კი ყავთ სკოლებს ფსიქოლოგები, მაგრამ პასიურები არიან ამ საკითხში, გინდ ყოფილან გინდ არა...

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Oct 5 2008, 11:31 PM

ციტატა
სერიალების და ძალადობის მეტი არ სმის ახალგაზრდას და როგორ გინდა ჰუმანურობა ჩააგონო? ხელოვნების ტრფიალი? ვაი რა სასაცილოა... საშოში თვალს რომ გამოუფენ საჯარო ბიბლიოთეკაში და ხელოვნების ნიმუშად გაუსაღებ ახალგაზრდობას იქ ხელოვნებას გაიგებენ? ან კიდევ ხელოვანებს რომ მასხრად აიგდებ ახალგაზრდა რას იზამს?
აი სადაა მაგ უმსგავსოების სათავე.
სწავლების ამერიკულმა სტილმა იქაურ ახალგაზრდას იარაღი ააღებია და კოლეჯში მასიური მკვლელობები მოაწყობია. ასეთ რამეს 3 თვეში ერთხელ ვგებულობ და რასაც ვერ ვგებულობ რამდენი იქნება? აცადეთ ახლა და მალე საუბედუროდ აქაც დაიწყება მასეთი შეტევები. ერტეული ნიშნები უკვე არის.
პატივისცემით აბო.


აბო ძია, ამაში აბსოლიტურად გეთანხმებით... იქნებ გამოსავალზეც გვეფიქრა. რისი შეცვლა შეგვიძლია თითოეულ ჩვენთაგანს? და სად არის ის ზღვარი შობლისა და შვილის ურთიერთობაში, უნდა ჩაერიოს თუ არა მასში უცხო პირი, თუ მშობელი უარყოფით გავლენას ახდენს ბავშვზე?

ციტატა
უნარების ტესტების მაყურებელი სითბოზე და ყურადღებაზე ნუ ვისაუბრებთ
კაცი წყალში იხრჩობა?- თუ სამსახურში მიდიხარ ის დაიხრჩოს, შენ სამსახურში წადი
მოხუცი ამოვიდა ავტობუსში?- შენ ბილეთი გაქვს აღEბული და რატომ დაუთმობ?
ვაი იმ ახალგაზრდას რომელიც ამ მორალით გაიზრდება.


ამაში კი კატეგორიულად არ გეთანხმებით. აბსოლიტურად ზუსტად ვიცი, რომ სახელმწიფოს გამოქვეყნებულ არცერთ მოსამზადებელ და მისაღებ ტესტებსი მსგავს არაფერზე არ არის საუბარი... და ვის დასჭირდა ამ უაზრო პროვოკაციის გაპიარება არ ვიცი.

პ.ს. ძალიან თავდაჯერებული რომ არ გამოვცნდე, ვიტყვი ჩემი დარწმუნებადობის მიზეზს: მამაჩემი ამზადებს უნარებში და ყველა წლის ტესტები, თუ კი რამე გამოუშვია სამინისტროს და ოფიციალური ვარიანტებიც, აბსოლიტურად სუყველა მიდევს სახლში. საკმაოდ კარგი სააზროვნო ტესტებია smile.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Oct 5 2008, 11:42 PM

აუ ეს უნარები არაფერ შუაშია biggrin.gif სრულია განსხვავებული ტესტებია და რომ არ იცით ნუ ლაპარაკობთ.
ბავშვი რომ უბანში დგას და დანას ატრიალებს პირველ რიგში მშობელია მოსაკლავი.

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Oct 6 2008, 11:02 AM

ციტატა
"მაგრამ მარტო წვრთნა რას იზამს თუ ბუნებამაც არ უშველა?"


პოსტის ავტორი: codvili tevdore თარიღი: Nov 25 2008, 07:25 PM

მართლები ხართ ეხლა მოზარდები მთელი დღეები ქუჩაში არიან არც ღმერთი ახსოვთ და არც არავინ პირიდან ათასი სისაძაგლე ამოდით და ამ ცხოვრებას აგინებენ
და მე იმაზე მინდა ყურადღება გამავახვილო რომ სულ დაკარგეს ნამუსი და იმაზე ფიქრობენ როდის წავლენ ქალებში
ამ ქურდულმა გაგებამ კი ბავშვებს გონება აუბნიეს და და ისეთ რაღაცეებზე დაიწყეს ლაპარაკი რომ თვითონაც გაგებაში არ არიან mad.gif
სულ აღარ ახსოვთ რა არის ნამდვილი ვაჟკაცობა


მაგათ ვაჟკაცობა გინება გონიათ და სხვისი დამცირება
ეს ყველაფერი ურწმუნოებიდან მოდის მეტი არაფერი ნეტავი ისეთი ვინმე გამოჩნდეს რომ აზრზე მოიყვანოს ყველა

პოსტის ავტორი: MARDUK თარიღი: Nov 25 2008, 09:41 PM

ციტატა
ამ ქურდულმა გაგებამ

ამან დაგვღუპა და დაგვაქცია sad.gif

პოსტის ავტორი: anna_anna თარიღი: Nov 25 2008, 09:50 PM

ბევრი ოჯახი ვიცი სადაც მშობლები ძალინ კარგი ადამიანები არიან,პატიოსნები და წესიერები,მაგრამ შვილი იმის გამო რომ სამეგობრო არ ჰყავს კარგი ცუდ გზას დაადგა
ასე რომ ყველაფრის მშობლებზე დაბრალება არაფრით შეიძლება
რა თქმა უნდა,ბავშვსაც უნდა ესმოდენ იმდენი რომ მეგობრის შერჩევში არ შეცდეს,მაგრამ ეს ძნალიან იშვიათად ხდება სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Nov 26 2008, 12:56 PM

ციტატა(მართა @ Jul 4 2008, 02:49 PM) *

პირადად მე მეგობრებთან ერთად ვმუშაობ პროექტზე,რომელიც ეხება მოცემულ თემას! პირველ რიგში საინტერესოა სტატისტიკა და კვლევა თუ რაოდენ ხშირია ძალადობის შემცველი ფაქტები(ნუ ალბად ყველას გვახსოვს შარშანდელი გაზაფხული და ზაფხული რა ინტენსივობით ხდებოდა მკვლელობები და დაჭრები,ქ.თბილისში) ძალიან საინტერესოა თქვენი აზრი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით,გამოვთქვათ მოსაზრებები


მართა აბო ძიას ხათრით a075.gif მოგცემ ჩემს სამეცნიერო ნაშრომს "დანაშაული როგორც სოციალური მოვლენა" მართალია რამოდენიმე წლის წინ დავწერე და მაგრა გარევიზირდა და დაებითი შეფასებაც მიიღო, მაგრამ იქ მოცემული სტატისტიკური კვლევები რათქმაუნდა იმ წლებს მოიცავს როცა ის დავწერე, ანუ სტატისტიკა გადასახედი გექნება, დანარჩენში ვფიქრობ გამოგადგება.
თემის მოცულობიდან გამომდინარე ჯობია სკაიპში გადმოგიგზავნო.

პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Jan 4 2009, 11:43 PM

მოზარდი ჩემი აზრით გამოხატავს იმ მდგომერეობას გარეთ რაც ოჯახში აქვს. ამას ემატება აგრესიული გადაცემები ტელევიზორში, კომპიუტერული თამაშები და ა. შ.
მოზარდს კი არა უკვე ჩამოყალიბებულ ადამიანს უჭირს დღევანდელ დღეს ცხოვრება...

პოსტის ავტორი: KveS_! თარიღი: Jan 5 2009, 12:00 AM

ციტატა(tamuna m @ Jul 4 2008, 07:03 PM) *

ხო, ნამდვილად აქტუალური და მტკივნეული თემაა.
რასაც ვაკვირდები, ცდილობენ ბავშვებს "რაღაც" შიშები (მილიცია, ციხე, სხვაგვარი დასჯა) შთაუნერგონ და ამით მოთოკონ მათი აგრესი. მე კი ვფიქრობ, რომ უფლის შიში უნდა იგრძნონ. იცოდნენ, რომ მათი ცუდი საქციელი შეიძლება აქ დაიმალოს, მაგრამ "იქ" ამისთვის აუცილებლად პასუხს მოსთხოვენ. ოჯახში (სადაც აღიზარდა) და ეკლესიის დახმარებით უნდა მოხდეს ბავშვის იდეოლოგიის და პიროვნმების ჩამოყალიბება.
ტელევიზიას რაც შეეხება, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ბავშვი მისგან. ჩემზე საშინლად მოქმედებს!
შეიძლება საერთოდ მშვიდ თემას ვუყურებდე, მაგრამ რეკლამებიც (რომელიც მუდმივად არის შუალედში) ისეთი დამთრგუნველია და "ამაზრზენი" (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის!). თუნდაც ფილმების. ხან ყბა ჩამოვარდნილი ვუმზერ laugh.gif (ეტყობა, ძალიან ამოვარდი ცხოვრების რითმიდან და დაცინვას არ ვართ tongue.gif .)
არ ვიცი, მეჩვენება, თუ მართლა ასეა, "თანამედროვე" ყველაფერში (თითქმის): მუსიკაში, გასართობ საშუალებებში (თამაში თუ სხვა), წიგნებში (ც) გადაგვარებულია ყველაფერი. ნუთუ მე "ვაზვიადებ"? blink.gif
მოკლედ, ძალიან ძნელია ახლანდელი თაობა დაიცვა მავნე ზეგავლენისგან.
"არცერთი დღე და წუთი უფლის გარეშე"<------ აი, მშობლების ერთადერთი ხსნა და გამოსავალი...

100 % ით გეთანხმები smile.gif მოზარდებმა იციან რომ შეიძლება დაემალნონ "პაგონიანი ბიძიების " და მშობლების მიერ დასჯას და არ იციან რომ უფლის კანონს ვერსად დაემალებიან და მის სასჯელს ვერსად გაექცევიან (ან საიდან ეცოდინებათ თუ მათ ეს არავინ ასწავლა ? ) მოზარდი კი არ უნდა დააშინო ! ! უნდა ასწავლო ! ! (ნასწავლი ხომ არავინ იბადება ? biggrin.gif biggrin.gif )

ქუჩა არის ადამიანის დამღუპველი sad.gif ქუჩსი გადამკიდე არც სწავლა ახსოვს მოზარდს და აღარც ღმერთი sad.gif

პოსტის ავტორი: egri3 თარიღი: Jan 5 2009, 04:10 PM

ციტატა
100 % ით გეთანხმები smile.gif მოზარდებმა იციან რომ შეიძლება დაემალნონ "პაგონიანი ბიძიების " და მშობლების მიერ დასჯას და არ იციან რომ უფლის კანონს ვერსად დაემალებიან და მის სასჯელს ვერსად გაექცევიან (ან საიდან ეცოდინებათ თუ მათ ეს არავინ ასწავლა ? )

ამის შემდეგ ეს:
ციტატა
მოზარდი კი არ უნდა დააშინო ! !

ცოტა ალოგიკურია. არა?

ღმერთის შიში ციხის შიშს ვერ შეცვლის.

სიყვარული სძლევს ზალადობას.
თუმცა დაშინებაც აუცილებელია. ყველა ვერ შეიყვარებს. დაშინება ამქვეყნიური უფრო ეფექტურია. smile.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jan 5 2009, 04:49 PM

ეს ჩემი აზრია,რომ:
მეტი დრო უნდა დავუთმპოთ შვილებს,და არ მოვიშოროთ ისინი თავიდან.
როცა ისინი კომპიუტერთან ზიან და თამაშობენ ამით არაფერს აშავებენ,თან აქვეა,ვხედავთ და მშვიდად ვართ,წყნარად ზის,მაგრამ სინამდვილეში სწორედ მაშინ ვშორდებით მათ სულიერად,მისი გონება მთლიანად მოცულია კომპიუტერული თამაშებით,ჩვენ მათთვის არა გვცალია.დადგება დრო და მისი აღარ გვესმის და მას ჩვენი აღარ ესმის,
ვუსვავთ თავს კითხვას,რატომ?
იმიტომ,რომ როცა მას ვჭირდებოდით,მაშინ არ გვეცალა.ის კი ჩამოყალიბდა უკვე და სულ სხვა რამემ მოახდინა მასზე აღმზრდელობითი გავლენა.
არა აქვს მნიშვნელობა რამ მოახდინა,ან ვინ მოახდინა მასზე გავლენა,კომპიუტერი მხოლოდ მაგალითია smile.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 5 2009, 07:02 PM

რაღაც ამ ბოლო დროს აღვირახსნილობა მხვდება თვალში фь მოზარდებში, რაღაც საოცარი ტემპით პროგრესირდება, ისეთ სიტუაციებს წააწყდები რომ...ტელევიზიამ აჩვენა გოგონების საოცარი ცემა-ტყეპა უყურეთ? გაოცებული დავრჩი...

პოსტის ავტორი: Ahura Mazda თარიღი: Jan 11 2009, 11:03 AM

სასამართლოში ეხლაც არის საქმე როგორ მოკლეს სამების ეკლესიიდან გამოსულმა "მართლმადიდებელმა მორწუნეებმა" თავისივე თანატოლი -16/17 წლის ბიჭი..

ქურდულ გაგებაზე იყო ლაპარაკი..არ დაგავიწყდეთ რომ ბევრი მღვდელი ამაყობს კიდევაც რომ მის მრევლში ქურდია და სხვათაშორის ეკლესიებიც კარგად ფინანსდებიან დამნაშავეების ფულებით..

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jan 11 2009, 03:31 PM

ციტატა
არ დაგავიწყდეთ რომ ბევრი მღვდელი ამაყობს კიდევაც რომ მის მრევლში ქურდია

unsure.gif

პოსტის ავტორი: diletanti თარიღი: Jan 12 2009, 01:38 AM

ისე ყველაფრის სხვაზე გადაბრაკლება იგივეა რაც კრწანის ბრძოლის უბედურება აღა_მაჰმადხანს დავაბრალოდ! და გუშინ პოსკრიპტომზე ერთი ძალზედ ჭკვიანი თეოლგის მოსზრება მოვისმინე რასაც სულ მოდამ გავყვირი, რომ ბუნებრივია რაც რუსეთი შვება! მთავარი ჩვენ რას ვაკეთებთ ამის წინააღმდეგ! ასევე ეს შემთხვევა არ შეძლება მათ მშობლებს გადავაბრალოთ! ეკლესი არ არის ეკლესია რაც იყო უწინ დაკარგა და ამას პატრიარქიც აღირებს თავის ეპისტოლეში როცა ამბობს, რომ ეკლესიას ებრძვიან როგოც გარე ძალები ისვე ელესიის შიდა წევრნი და ეს რას ნიშნავს, იმას რომ ეს რომ უბრალო მღვდელი ყოფილიყო დაამარცხებდა, მაგრამ ისენი ისეთი ძლიერნი არიან რომ პატრიარქი ვერ ერევა!ე.ი. სინოდში არინ რომ პატრიარქზე ძლიერნი არიან და ელესიამ დაკარგა თავის განათალების ფუნქცია მაგ: ებრაელები სინაგოგაში სულ თორას ასწავლიან და მოაზროვნეებს პრაქტიკულ თორას და რა დონეზე არიან და ძველ საქართველოშიც მასე იყო, მაგალიათ დავით აღმაშენებლის დროს როცა ყველა და მღვდელს არ ჰქონდა მოძღვრობის უფლება და აქ არის პრობლემა ეკლესიის დალაგება ყველა პრობლემას დაალაგებს და ეარის............!

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 12 2009, 02:21 AM

Ahura Mazda

ციტატა
არ დაგავიწყდეთ რომ ბევრი მღვდელი ამაყობს კიდევაც რომ მის მრევლში ქურდია და სხვათაშორის ეკლესიებიც კარგად ფინანსდებიან დამნაშავეების ფულებით..

აი სიამაყე არ ვიცი,მაგრამ ნებისმიერმა მართლმადიდებელმა სწორედ რომ ცოდვილი და ეგეთი დამნაშავე უნდა შეიფაროს და ეცადოს მის "განათლებას", მითუმეტესს სასულიერო პირებმა. ამიტომ ნუ დავძრახავთ მათ ასეთი ადამინების დაახლოებისთვის. სწორედ ამ სიახლოვემ იცის მერე კარგი ნაყოფის გამოღება. ეს ერთი და მეორეც განა რაიმე დაკარგული ნივთი არ გიპოვიათ? თუ პატრონს ვერ პოულობთ რას აკეთებთ? მე ჩემმა მოძღვარმა მირჩია უპავართ მივცე, ტაძარს შევწირო და ა.შ. რა გასაკვირია რომ თუკი ეგეთი ადამიანის გონებაში სინანული გაღვივდება მან ეკლესიას შესწიროს "ქარის მოტანილი"?

ხო კიდე ახლა დავაკვირდი ამ ჩემს გახსნილ თემაში მე თვითონ რომ ავურიეეეეეეეე biggrin.gif tongue.gif biggrin.gif
დავდგეთ ხალხნო და მართლა იმ პრობლემებზე ვისაბროთ რაც მართლა აწუხებს მოზარდებს!

პოსტის ავტორი: diletanti თარიღი: Jan 12 2009, 02:48 AM

ციტატა
დავდგეთ ხალხნო და მართლა იმ პრობლემებზე ვისაბროთ რაც მართლა აწუხებს მოზარდებს

შენი აზრით რა აწუხებს ხალხს?

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 12 2009, 11:25 AM

მოზარდებში აგრესიის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს დავასახელებ:
1) მოწამლულია როგორც ფიზიკური ასევე სულიერი გარემო.
ეკოლოგიურად დაბინძურებულია საკვები, წყალი, ჰაერი. ეს ყველაფერი ცვლილებას იწვევს ადამიანის ორგანიზმში და გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზეც. არაჯანსაღი ცხოვრების წესი, უმოძრაობა, ბუნების ჰარმონიასთან კავშირის გაწყვეტა, ესენიც არის აგრესიის მიზეზი.
რაც შეეხება სულიერ გარემოს. უხვი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი მთელი დღის მანძილზე ღებულობს, ღლის მის ფსიქიკას და ფიტავს. ტელევიზორიდან, ინტერნეტიდან და პრესის საშუალებით ადამიანი უყურებს ძალადობას, სექსუალურ გარყვნილებას და ა.შ.
2) მშობლებისა და შვილების გაუცხოება.
მშობლები უნდა ცდილობდნენ შვილებთან სულიერ სიახლოვეში ყოფნას. უნდა უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს, გრძნობებს. ძალიან კარგია როცა მშობელი არა დირექტიული მეთოდებით და მხოლოდ დარიგებებით შემოიფარგლება, არამედ მაგალითს მისცემს შვილს და იქნება მისი მეგობარი.
3) მოზარდის სწრაფვა თავისუფლებისა და თვითდამკვიდრებისაკენ.
მოზარდობის პერიოდში ორგანიზმში სერიოზული ჰორმონალური ძვრები მიმდინარეობს. ახალგაზრდა უფრო აღგზნებულია, ემოციური ფიზიოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე. მოზარდი აღარ არის ბავშვი. მასში ფორმირებას განიცდის პიროვნება. ხშირად აგრესიულადაც იქცევა.
4) მოზარდი ადამიანის შინაგანი ბუნება, ხასიათი, გენეტიკა, ტემპერამენტი...
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგი უფრო მშვიდი ბუნებისაა, ზოგი მეტად ემოციური.
5) ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.
უკიდურესი სიღატაკე და ასევე უკიდურესი ფუფუნება ადამიანს აგრესიულს ხდის.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 14 2009, 06:02 AM

mekaje
დაახლოებით იგივე ისუბრა ფსიქოლოგმაც პირად საუბარში...

პოსტის ავტორი: codvili tevdore თარიღი: Jan 27 2009, 04:17 PM

ყველაზე საშინელება ის არის რომ ბევრი მოზარდი არამართმადიდებლურად არის აღზრდილი
მათი ყოველი საქციელი ცოდვითაა აღვსილი და თვითონაც არ იციან ეს

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: Jan 27 2009, 04:33 PM

ციტატა(codvili tevdore @ Jan 27 2009, 04:17 PM) *

ყველაზე საშინელება ის არის რომ ბევრი მოზარდი არამართმადიდებლურად არის აღზრდილი
მათი ყოველი საქციელი ცოდვითაა აღვსილი და თვითონაც არ იციან ეს



გეთანხმები, მაგრამ ყველაფრის საწყისი აღზრდის მეთოდი და ოჯახია.
ვეთანხმები და ჩემთვის სრულიად მისაღებია, რომ სკოლაში არსებობდეს ფსიქოლოგისა და მოძღვრის კაბინეყი, კუთხე სადაც სეიძლება მოზარდების ფსიქო-სულიერი მფგომარების შესწავლე, მოსმენა მათზე და შესაბამისად ეს ფაქტი შეამცირებს აგრესიისა და ძალადობის ფაქტებს. smile.gif
მაგრამ მოძღვრის არსებობას სკოლაში ერთ დროს მოჰყვა უცნაური რეზონანსი, გარკვეულმა წრეებმა მიიჩნიეს რომ ეს ფაქტი შეზღუდავდა იმ მოსწავლეთა რწმენასა და სულიერებას, რომლებიც სხვა რელიგიის მიმდევრები არიასნ.
თუ არ ვცდები თავისუფლების ინსტიტუტის წარმომადგენლისა და ილია ჭავჭავაძის სახელობის უნივერსიტეტის რექტორის ინტერვიუები იყო.. huh.gif

პოსტის ავტორი: mekaje თარიღი: Jan 27 2009, 04:52 PM

მართა

ციტატა
mekaje
დაახლოებით იგივე ისუბრა ფსიქოლოგმაც პირად საუბარში...

ფსიქოლოგია-რელიგიათმცოდნეობის ფაკულტეტზე ვსწავლობ.

პოსტის ავტორი: codvili tevdore თარიღი: Jan 28 2009, 06:30 PM

საქართველოში მთავარ სარწმუნოებად მართმადიდებლობაა მიღებული და ჩემი აზრით რატომაც არ უნდა იყოს სკოლებში მოძღვარი

პოსტის ავტორი: Funny_GiRL თარიღი: Jan 29 2009, 01:28 AM

[i] ჩემი აზრიიით ჩვენ ქვეყანაში ძალადობა მოზარდთა შორის ძალიან აქტუალური პრობლემაა დგესდგეობით. მე ვფიქრობ, ეს იმის ბრალია რომ დგევანდელ დროში მოზარდი ძალიან ბევრ საშინელებას უყურებს, ხედავს და იგებს...ასევე მოზარდთა უმეტესობას არ აქვს საქმე, უმეტესობა იზრდება ქუჩაში და არ აქვს ინტერესი ცხოვრებაში... ამიტომ მოზარდები უნდა დააინტერესონ უფროსებმა რამით რომ აგარ დარჩეთ ძალადობის დრო smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Jan 29 2009, 05:52 PM

Funny_GiRL
პირველ რიგში ოჯახის ბრალია და გარემოცვის smile.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jan 29 2009, 05:59 PM

კარგი იქნებოდა მოძღვარი რომ ყოფილიყო სკოლაში მაგრამ სადაა sad.gif

პოსტის ავტორი: teko tkhelidze თარიღი: Jan 29 2009, 08:35 PM

http://www.kvirike.ge/index.php?m=publications&p=96 <<<< ეს ფილმი ძალადობას შეეხება ძალიან საინტერესოა და ვინც შეძლებთ გადმოწერეთ და უყურეთ ki.gif ki.gif ki.gif ki.gif

ადამიანი არ უნდა იზრდებოდეს ისეთ გარემოში სადაც ძალადობაა . ჩემი აზრით ყველაფრის თავი და თავი ქუჩაა სადაც დგევანდელი ახალგაზრდების თითქმის 50%-ია

პოსტის ავტორი: giorgi gvasalia თარიღი: Jan 31 2009, 12:05 PM

თეკ ყოველტვის არაა ძალადობის თავი და თავი ქუჩა და ქუჩაში მარტო ძალადობას ვერ შეხვდები მაინტერესებს შენი აზრით ქუჩა ბავშვისთვის მარტო ძალადობაააააააააა?


ანა თუ სკოლაში მოძღვარი გინდა გადადი საეკლესიო სკოლაში


პოსტის ავტორი: teko tkhelidze თარიღი: Jan 31 2009, 12:29 PM



ეს მხოლოდ ჩემი აზრიააა ბავშვი ქუჩაში ი ძალადობას ხედავს სხვა რაღაცაც არის მაგრამ ქუჩა მაინც ერთ ერთი ძალადობის ადგილია შენი აზრით ქუჩაში კარგად აღიზრდება ბავშვი ? rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: giorgi gvasalia თარიღი: Jan 31 2009, 12:35 PM

ყველაფერი ზომიერად საწიროა ქუჩის გარეშე ბავშვი ვერ აღიზრდება ქუჩა ზომიერად საწიროა

პოსტის ავტორი: teko tkhelidze თარიღი: Jan 31 2009, 12:39 PM

ციტატა(giorgi gvasalia @ Jan 31 2009, 12:35 PM) *

ყველაფერი ზომიერად საწიროა ქუჩის გარეშე ბავშვი ვერ აღიზრდება ქუჩა ზომიერად საწიროა


მე ჩემი პირადი აზრი გამოვთქვი რამდენადაც არის ქუჩა კარგი იმდენად არის ცუდი გალაკტიონის ლექსი გაიხსენე ი.ა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif იმასაც დავწერ რომ ოჯახიც შეიძლება იყოს დამნაშავეე მაგრამ მე მაინც უფროო ქუჩა მგონიაა smile.gif smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: giorgi gvasalia თარიღი: Jan 31 2009, 12:41 PM

ჩემი აზრით ყოველთვის არააააააა
ეს ჩემი შეხედულებააააააა
ზომიერებაა ყველაპერში საწიროა აბა გაიხსენე ტაბატაძე


პოსტის ავტორი: teko tkhelidze თარიღი: Jan 31 2009, 12:43 PM

ციტატა(giorgi gvasalia @ Jan 31 2009, 12:41 PM) *

ჩემი აზრით ყოველთვის არააააააა
ეს ჩემი შეხედულებააააააა
ზომიერებაა ყველაპერში საწიროა აბა გაიხსენე ტაბატაძე



რაღაც ზღვარი არსებობს და იამს არ უნდა გასცილდეს ბავშვი მაგრამ დგევანდელი თაობისთვის ის ზღვარი არ არსებობს და ძალიან ბევრი ახალგაზრდა ქუჩაში ყოფნით იღუპავს თავს unsure.gif unsure.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: giorgi gvasalia თარიღი: Jan 31 2009, 12:45 PM

რაც მარტალია მართალია მაგრამ ჩემი აზრით ბავშვს მაინც წირდება კუჩა ოღონდ გიმეორებ ზომიერადდდდდდდდდდდდდდდდდდდ
დდდდდდდდდდდდდდდდ blink.gif g.gif

პოსტის ავტორი: teko tkhelidze თარიღი: Jan 31 2009, 12:48 PM

ციტატა(giorgi gvasalia @ Jan 31 2009, 12:45 PM) *

რაც მარტალია მართალია მაგრამ ჩემი აზრით ბავშვს მაინც წირდება კუჩა ოღონდ გიმეორებ ზომიერადდდდდდდდდდდდდდდდდდდ
დდდდდდდდდდდდდდდდ blink.gif g.gif


ხოდა მე გეუბნები ის ზომერიად არ ესმით დგევანდელ ახალგაზრდებს მეთქი biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბექო თარიღი: Feb 1 2009, 03:34 AM

ციტატა
მოზარდებში აგრესიის გამომწვევ რამდენიმე ფაქტორს დავასახელებ:
1) მოწამლულია როგორც ფიზიკური ასევე სულიერი გარემო.
ეკოლოგიურად დაბინძურებულია საკვები, წყალი, ჰაერი. ეს ყველაფერი ცვლილებას იწვევს ადამიანის ორგანიზმში და გავლენას ახდენს მის ფსიქიკაზეც. არაჯანსაღი ცხოვრების წესი, უმოძრაობა, ბუნების ჰარმონიასთან კავშირის გაწყვეტა, ესენიც არის აგრესიის მიზეზი.
რაც შეეხება სულიერ გარემოს. უხვი ინფორმაცია, რომელსაც ადამიანი მთელი დღის მანძილზე ღებულობს, ღლის მის ფსიქიკას და ფიტავს. ტელევიზორიდან, ინტერნეტიდან და პრესის საშუალებით ადამიანი უყურებს ძალადობას, სექსუალურ გარყვნილებას და ა.შ.
2) მშობლებისა და შვილების გაუცხოება.
მშობლები უნდა ცდილობდნენ შვილებთან სულიერ სიახლოვეში ყოფნას. უნდა უზიარებდნენ ერთმანეთს აზრებს, გრძნობებს. ძალიან კარგია როცა მშობელი არა დირექტიული მეთოდებით და მხოლოდ დარიგებებით შემოიფარგლება, არამედ მაგალითს მისცემს შვილს და იქნება მისი მეგობარი.
3) მოზარდის სწრაფვა თავისუფლებისა და თვითდამკვიდრებისაკენ.
მოზარდობის პერიოდში ორგანიზმში სერიოზული ჰორმონალური ძვრები მიმდინარეობს. ახალგაზრდა უფრო აღგზნებულია, ემოციური ფიზიოლოგიური პროცესებიდან გამომდინარე. მოზარდი აღარ არის ბავშვი. მასში ფორმირებას განიცდის პიროვნება. ხშირად აგრესიულადაც იქცევა.
4) მოზარდი ადამიანის შინაგანი ბუნება, ხასიათი, გენეტიკა, ტემპერამენტი...
ყველა ადამიანი ინდივიდუალურია. ზოგი უფრო მშვიდი ბუნებისაა, ზოგი მეტად ემოციური.
5) ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა.
უკიდურესი სიღატაკე და ასევე უკიდურესი ფუფუნება ადამიანს აგრესიულს ხდის.


+ აბსოლიტურად გეთანხმები

პოსტის ავტორი: შაკო თარიღი: Feb 1 2009, 03:50 AM

გეთანხმები . ძალიან სწორი მიდგომაა თუმცა მიზეზს ყველა ხვდებით რაც ხდება ... აბა დავფიქრდეთ გამოსავალზე... რაც შედეგს დადებს....

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Feb 3 2009, 09:49 PM

მმ მე ვფიქრობ რომ ამ "კაი ბიჭობის" ბრალია ყველაფერი ბავშვს მოძალადედ აყალიბებს a075.gif ყველაფერი ამის შემოტრიელება უნდა იყოს საქართVელოს მიზანი, ბავშვის ფსიქოლოგია უნდა შეიცვალოს. ამის შემდეგ მოვა ისედაც სხვა ყველაფერი. ეს საბჭოთა კავშირიდან მოდის მაშინ საბჭოთა მთავრობამ დაამკვიდრა ქურდები, რომ სიტუაცია მათი საშუალებით ეკონტროლებინა და ქვეყანა გაერყვნა. ხოდა ამ მეთოდმა მაგრადაც გაამართლა, ეს ქურდობა გადაიზარდა მოდათ და ეხლა რასაც ხედავთ იმათ. თან საბჭოთა კავშირის რელიგიისადმი მიმართ დამოკიდებულებას ხედავდა ყველა და რაზეა საუბარი. ეხა საქართველოსთვის ზედგამოჭრილია აი შავნაბადის საერო სასულიერო სკოლა როა ტელევიზორში რო ჩვენეს მასეთები რო ბავშვები რელიგიისკენ შემოტრიალდნენ smile.gif რელიგია გამორიცხავს ქურდობას ბავშვს თავიდანვე უნდა ჩაუდო თავში.

პოსტის ავტორი: joriko86 თარიღი: Feb 4 2009, 06:25 PM

დღევანდელ დღეს რაც ხდება ჩვენს თავს, ჩვენი ბრალია... ეს ძალადობა იქნება თუ სხვა ათასი უბედურება. ჩვენ ვალდებულნი ვართ, ვიზრუნოთ ამის აღმოფხვრაზე, რათქმაუნდა რითიც შევძლებთ....... ღმერთმა დაგვაძლევვინოს ეს (და არა მარტო ეს) განსაცდელი, , ,

პოსტის ავტორი: sali-j თარიღი: Feb 6 2009, 10:24 PM

ძალიან მტკივნეული და აქტუალური თემაა, მე მასწავლებელი ვარ, საერთოდ ძაან მიყვარს ბავშვები, მე-9 კლასი მყავს და ძალიან ბევრს ვფიქრობ მათზე, იცით რა საყვარლები არიან?! სიმკაცრესთან შეზავებული სიყვარულით უნდა მოვექცეთ მათ, თუ ჩვენში სიყვარული და სიმართლე ვერ დაინახეს, არ გვენდობიან! უფალმა გააძლიეროს ჩვენი ბავშვები!

სამწუხაროა მაგრამ ბავშვებისთვის ქუჩის ცხოვრება გახდა მისაბაძი, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ უკეთესი ალტერნატივა!

პოსტის ავტორი: წახწახა თარიღი: Feb 7 2009, 07:03 PM

მეც მეხრე კლასში ვარ user.gif ხოდა ქურდობა ბავშვებში მაგარი აქტუალურია. ჯერჯერობით უკეთესს ვერ ვხედავ, უკვე სიგარეტის მოწევის ასაკი დაახლოებით მერვეკლასამდე ჩამოვიდა sad.gif ხოდა პირველკასელები არიან კიდე უკვე გაქანებული ქრურდები იგინებიან რას არ შვებიანნ... sad.gif
სახელმწიფო კი არასწორ გზას ადგას ეს კამერები და ნულოვანი ტოლერანტობა, ბავშვების დაპატიმრება სისულელეა.

პოსტის ავტორი: sali-j თარიღი: Feb 7 2009, 08:26 PM

ციტატა(წახწახა @ Feb 7 2009, 07:03 PM) *

მეც მეხრე კლასში ვარ user.gif ხოდა ქურდობა ბავშვებში მაგარი აქტუალურია. ჯერჯერობით უკეთესს ვერ ვხედავ, უკვე სიგარეტის მოწევის ასაკი დაახლოებით მერვეკლასკოლაშისამდე ჩამოვიდა sad.gif ხოდა პირველკასელები არიან კიდე უკვე გაქანებული ქრურდები იგინებიან რას არ შვებიანნ... sad.gif
სახელმწიფო კი არასწორ გზას ადგას ეს კამერები დამს ნულოვანი ტოლერანტობა, ბავშვების დაპატიმრება სისულელეა.

[size=6]ჩ[size=7]ჩემო კარგო გეთანხმები, ბათუმში, ჩემს სკოლაში, ახლა დაცვა დააყენეს კი, სიმშვიდეა, მაგრამ ზოგი მასწავლებელი სარგებლობს ამით და სურს რომ ბავშვები დაცვას ჩაუყვანოს, საშინელებაა, ციხე ხო არაა, ბავშვებთან მიდგომა უნდა იცოდნენ, სიყვარულზე აუცილებლად გიპასუხებს სიყვარულით, სიგარეტს სამწუხაროდ ჩემებიც ეწევიან, ზაან ბევრს ველაპარაკები მაგრამ.. ohmy.gif

პოსტის ავტორი: codvili tevdore თარიღი: Feb 23 2009, 02:06 PM

მოზარდებში როგორც ძალადობა ისევე სიძვის ცოდვაცაა გაბატონებული sad.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 23 2009, 03:50 PM

ეს იმიტომ, რომ მათ არ აცვიათ ჩოხა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 23 2009, 04:44 PM

sali-j

ციტატა
ძალიან მტკივნეული და აქტუალური თემაა, მე მასწავლებელი ვარ, საერთოდ ძაან მიყვარს ბავშვები, მე-9 კლასი მყავს და ძალიან ბევრს ვფიქრობ მათზე, იცით რა საყვარლები არიან?! სიმკაცრესთან შეზავებული სიყვარულით უნდა მოვექცეთ მათ, თუ ჩვენში სიყვარული და სიმართლე ვერ დაინახეს, არ გვენდობიან! უფალმა გააძლიეროს ჩვენი ბავშვები!

სამწუხაროა მაგრამ ბავშვებისთვის ქუჩის ცხოვრება გახდა მისაბაძი, ჩვენ ვერ ვაჩვენეთ უკეთესი ალტერნატივა!

შენ გაიხარე, ნეტავ ბევრი მასწავლებელი ფიქრობდეს შენსავით kiss1.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 24 2009, 05:10 PM

განათლების მინისტრი რომ გეყოლება ლომაია, და მერე ეგეც სანატრელი რომ გაგიხდება - იმიტომაც ვართ სადაც ვართ biggrin.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Feb 24 2009, 10:31 PM

კანუდოსელი

ციტატა
განათლების მინისტრი რომ გეყოლება ლომაია, და მერე ეგეც სანატრელი რომ გაგიხდება - იმიტომაც ვართ სადაც ვართ

100%-იანია

პოსტის ავტორი: mariami seminaria თარიღი: Feb 28 2009, 12:34 AM

ეს ძალიან ცუდია და დამნაშავე საზოგადოებაა, უბრალოდ ''კაი ბიჯების'' ინსტიტუტია აქტუალური. ამის შემცვლელი კი სამწუხაროდ ვერავინ იპოვა. არადა საერტო არაა რთული.

პოსტის ავტორი: codvili tevdore თარიღი: Feb 28 2009, 04:16 PM

ჩაცმულობა აქ არაფერ შუაშია აქ მე სულიერად გარყვნაზე ვიძახი

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Feb 28 2009, 04:45 PM

sali-j
მეც მეცხრე კლასელი ვარ smile.gif

ციტატა
სიმკაცრესთან შეზავებული სიყვარულით უნდა მოვექცეთ მათ, თუ ჩვენში სიყვარული და სიმართლე ვერ დაინახეს, არ გვენდობიან!


ამაში კი ნამდვილად გეთანხმები, განსაკუთრებით ბიჭები sad.gif ნეტა ყველა მასწავლებელი თქვენნაირი იყოს smile.gif

საშინელებაა ბიჭები როგორ ლაპარაკობენ... sad.gif მაგათ ლაპარაკს ვერ მოუსმენ sad.gif არც გოგოს ერიდებიან არც უფროსს არც არაფერს sad.gif მითუმეტეს კლასში ხატები გვაქვს... sad.gif

პოსტის ავტორი: codvili tevdore თარიღი: Mar 5 2009, 01:49 PM

ციტატა(*ana* @ Feb 28 2009, 04:45 PM) *

sali-j
საშინელებაა ბიჭები როგორ ლაპარაკობენ... sad.gif მაგათ ლაპარაკს ვერ მოუსმენ sad.gif არც გოგოს ერიდებიან არც უფროსს არც არაფერს sad.gif მითუმეტეს კლასში ხატები გვაქვს... sad.gif

მაგაში გეთანხმები , ძალიან ცუდია რომ ესე ხდება, ერთი ნაცნობი მყავს ისეთ სიტყვებს იძახის გოგოების თვალწინ რომ მე მრცხვენია იმის მაგივრად mad.gif mad.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Mar 6 2009, 09:46 PM

ჩემი აზრით, განათლების სისტემაში არის, მთელი რიგი ძირეული ცვლილებები განსახორციელებელი. პირველ რიგში უნდა იყოს მკაცრი კონტროლი გაკვეთილებზე დასწრებაზე, სწავლების საათებში უნდა მოწმდებოდეს, პოკერ კლუბები და ინტერნეტ კაფეები. ჩემის აზრით რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, უბნის ინსპექტორის ინსტიტუტი უნდა შემოვიდეს სკოლაში, უნდა იყოს კონტროლი პოლიციის მიერ, არა ისე რომ ბავშვის ფსიქიკა დამახინჟდეს და თავისუფლება შეიზღუდოს? არამედ უფრო უნდა ჰქონდეს აღმზრდელობითი და დამრიგებლური სახე. მოკლედ "კუკარაჩებ"ი გვჭირდება რა.

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jun 26 2009, 05:26 PM

ნეტავ ვისი ბრალია? ნეტავ რისი გვეშინია სიმართლის სათქმელად? რაც ბერიო ის ერიო. ეხლა დაასკვენით ყველაზე მეტად ვისი ბრალია.

პოსტის ავტორი: მაშიკო თარიღი: Jun 28 2009, 01:30 PM

26 ივნისი არის წამების მსხვერპლთა საერთაშორისო დღე. სწორედ ამასთან დაკავსირებით გაიმართა შეხვედრა სახალხო დამცველის ოფისში. იქ ნაჩვენები იყო ფილმი ,,ანარეკლი" და ჩვენების შემდეგ წარიმართა დისკუსია ძალადობის თემაზე. უმრავლოსობის აზრი იყო ასეთი. მოძალადედ არავინ არ იბადება, თუ ბავშვი არის მოძალადე ეს მისი არასწორად აღზრდის შედეგია... და ჩვენ ყველამ ხელი უნდა შევუწყოთ ასეთი ახალგაზრდების გზაზე დაყენებას

პოსტის ავტორი: @rusudani@ თარიღი: Jan 28 2010, 11:57 AM

ციტატა
ნეტავ ვისი ბრალია? ნეტავ რისი გვეშინია სიმართლის სათქმელად? რაც ბერიო ის ერიო. ეხლა დაასკვენით ყველაზე მეტად ვისი ბრალია.

სიმარტლის თქმას მოსმენა უნდა ა სამცუხაროდ დგევანდელი თაობა არ არის მზად ამის მოსასმენად.საშიში სწორედ ესაა, რომ შენი ნათქვამი სიმართლე ისევერ გაუგიათ როგორც ამბობ და შიშობ ამიტი პროტესტის გრძნობა არ გამოიცვიო მოზარდებში

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jan 28 2010, 12:20 PM

ჩემო კარგებო...ეხლა რა ხდება.. მოკლედ ყველამ ვიცით, რომ სკოლას დაემატა 12 კლასი...ჩემი სისხლი და ხორცი სწავლობს სკოლაში, მე-12 კლასში..დამირეკე და დამიბარეს, რადგანაც მშობლები მუშაბდნენ, ჩემი მეგობარია დამრიგებელი და დამირეკა გადმოდიო..გადავედი,ვიფიქრეე დააქციეს სკოლათქო რა ხდება.... სკოლას ახალი დირექტორი ყავს..ესენი მე-11 კლასში იყვნენ რომ მოვიდა ეს დირექტორი..მერე როგორც ხდება ახალი წესები,ახალი კანონები და არაფრით არ აყვნენ ეს ბავშვები,როგორც ჩანს ამ დირექტორს..მე-12 კლასი ეს მოსწავლეები ამჟამად არიან 18 წლის..მე და ისევე,როგორც თქვენ დარწმუნებული ვარ ამ ასაკში მეორე კურსზე ვიყავით და ცხოვრებას სხვანაირად ვუყურებდით, ესენი კიდე სკოლის მოსწავლეები არიან ჯერ კიდევ..ვეღარ იკავებს სკოლა აშკარად ამ ბიჭებს და გოგოებს..მოკლედ მთელმა მაღალმა კლასებმა იღლაბუცეს ანუ იჭიდავეს დერეფანში,მხოლოდ იჭიდავეს ბიჭებმა და ეს დირექციამ აღიქვა სასტიკ დანაშაულად..თანაც უკვე ამ ბიებს ისედაც ვეღარ იტანენ და რომ გადავედი ასე მითხრა დერექტორმა: ეხლა ამათ საქმე მილიციას გადავცემ, მოვლენ, აიყვანენ ამ ბიჭებს აღრიცხვაზე და ისინი დაელაპარაკებიანო.....წამოვხტი და ხზმამაღლა დავიწყე ახსნა, რომ ბატონო დირექტორო ეს ბიჭები თუ მილიას გადაეცემიან, თუ მათ პირად საქმეში მილიციიდან აღრიცხვაზე აყვანა მოხდება,იმის გამო რომ კლასელები თუ 18 წლის ბიები ჭიდაობენ და ფარიკაობენ, ამით როგორ ფიქრობთ მათ შორის აგრესიას უფრო არ გაამძაფრებთ მეთქი?მე ვფიქრბ ამის მერე აგრესიას უკვე ვეღარ დაიჭერთთქო..მაშინო წაიღეთო მათი საბუთები და წაიყვანეთო ამ სკოლიდანო.4 თვეში ატესტატი უნდა იღონ და ეხლა გადაწყვიტეს გარიცხვა და მილიცია და რამე..მე დარწმუნებული ვარ 18 წლის ადამიანები ამაზე აუცილებლად მოახდეენ რეაგირებას და აგრესიას მძიმედ გამოუინთხევენ მთელს სკოლას და დირექციას...ეს სკოლიდან როგორი მიდგომაა?

პოსტის ავტორი: gvanca baxutashvili თარიღი: Apr 21 2010, 06:17 PM

ეგ კი არა ჩემი კლასელები რა დღეში არიან მეშვიდე კლასელი ვარ და sad.gif აუ იცი როგორ მიყვარს ისინი და მაგათ რამე რომ დაემართოთ აი რავიი..... sad.gif დაჭრები და რაგაცეებია უკვე ჩვენთან sad.gif არადა ჯერ ძაან პატარები ვართ მაგისთვის რავი გოგოები ვერაფერს ვეუბნებით მუ ერევითო და sad.gif მეტიც ვთხოვდით ერთი პერიოდი მარა რა! sad.gif დზაან გვიყვარხართო მარა....... sad.gif

პოსტის ავტორი: gvanca baxutashvili თარიღი: Apr 21 2010, 06:32 PM

ხოდა კიდევ ერთი პრობლემა: "lampochka","chainiki","kraoti","stoli"-ambicia ulevia,inteleqti noli:X

ვაიმეეე გოგოები? როგორ ჭრიან ერთმანეთს გაგიჟებლი ვარ ohmy.gif მარა თუ ოდნავი საკუთარი თავის პარივისცემა მაინც გაქვს და არ იმცირებ თავს გოგო გოგოზე ხელს არ აწევ ნუ ბიჭზე ხო ლაპარაკი არაა................. sad.gif და არც ბიჭი აწევ გოგოზე ხელს sad.gif (ხუმრობაზე არ მაქ ლაპარაკი აქ გაცილებით სერიოზლადაა საქმე)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2010, 12:42 PM

ჩემი მეგობრის ძმიშვილი თავისმა კლასელმა გოგომ დაჭრა, რატომ არ გიყვარვარო...

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Apr 23 2010, 02:12 PM

ციტატა
ჩემი მეგობრის ძმიშვილი თავისმა კლასელმა გოგომ დაჭრა, რატომ არ გიყვარვარო...


laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2010, 03:07 PM

ციტატა(Atman @ Apr 23 2010, 02:12 PM) *

laugh.gif laugh.gif laugh.gif


სასაცილო კი არა სატირალია. ამ ტელესერიალებმა სულ გადარიეს ჩვენი მოზარდი გოგონები. ჰგონიათ რომ კაცის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ და თუ საჭირო გახდება დანაც დაარტყან sad.gif საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ის, რაც დღეს ხდება. ბიჭის გულისთვის გოგოები ხოცავენ ერთმანეთს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Apr 23 2010, 04:36 PM

ციტატა(marine @ Apr 23 2010, 03:07 PM) *

სასაცილო კი არა სატირალია. ამ ტელესერიალებმა სულ გადარიეს ჩვენი მოზარდი გოგონები. ჰგონიათ რომ კაცის მოსაპოვებლად უნდა იბრძოლონ და თუ საჭირო გახდება დანაც დაარტყან sad.gif საქართველოს ისტორიას არ ახსოვს ის, რაც დღეს ხდება. ბიჭის გულისთვის გოგოები ხოცავენ ერთმანეთს.


არაფერ შუაშია ტელესერიალები...ისინი სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან მსგავსი პრობლემები საერთოდ არაა...

მიზეზი მრავალია ამისი, მაგრამ ერთერთი არის სკოლაში სკოლისთვის მთავარი დანიშნულების უნებლიეთ მოსპობა...

სკოლაში გაქრა სწავლება, ნელ-ნელა კიდევ უარესი გახდება, არადა მე თავად მყოლია "ავარდნილი" მოწაფე, რომელსაც ამოუქაჩავს იმიტომ, რომ მის გვერდით ხედავდა წარმატებულს...ბავშვებს აქვთ კონკურენციის ყველაზე ძლიერი შეგრძნება და თუ არ მისცემ ამისთვის სასკოლო "სცენას", წავა და სხვა - ქუჩის სცენას იპოვის

მაგრამ ასეთი მინისტრის ხელში, როგორიც ახლა ყავს განათლებას და მეცნიერებას, არაფერი გამოსწორდება...შეხედავ და ხვდები, რომ ან დებილია ან უარესი. ან სად გაგონილა რომ ყოველი ახალი მინისტრი ახალ სტრატეგიას წერდეს განათლების სისტემისა? ან კიდევ უარესი, სად გაგონილა, რომ განათლების მინისტრი წავიდეს მინისტრობიდან განათლების მისაღებად უცხოეთში...ტრაგიკომედიაა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2010, 04:48 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Apr 23 2010, 04:36 PM) *

არაფერ შუაშია ტელესერიალები...ისინი სხვა ქვეყნებშიცაა, მაგრამ ბევრგან მსგავსი პრობლემები საერთოდ არაა...



მე მაინც ვფიქრობ, ზაზა, რომ გარკვეულწილად ტელესერიალებიც მოქმედებს, სადაც უხვადაა ქალის გიჟური ლტოლვა მამაკაცის მოსაპოველბად.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 23 2010, 05:03 PM

ყველაფერი მოქმედებს ჩვენზე, ზოგი კარგად, ზოგი ცუდად,

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 23 2010, 08:23 PM

დღეს მამიდაშვილის შვილის კრებაზე ვიყავი (დედა მუშაობდა) მე- 4 კლასი.
მთავარ პრობლემად - ურთოერთობები დაასახელეს.
ერთს მეორისთვის (ინვილიდია sad.gif ) უთქვამს: "ფეხმონგრეული" ხარო.
ასევე გოგოებს შორს მიდის გარჩევ-გამორჩება და არა ჯანსაღი ურთოერთობაო.
პედაგოგები უკვე განათლებას კი არ დარდობენ, არამედ ადამიანობას.
ცხადია ყველანაირი გარემო მოქმედებს, მაგრამ ალბათ მშობლებიც ნაკლებ დროს უთმობენ მოზარდებს.

პოსტის ავტორი: A.v.B თარიღი: Apr 24 2010, 01:36 AM

მოაშორეთ ბავშვებს აგრესიული კომპიუტერული თამაშები და "ბაევიკები"..... დახურონ მაღაზიები სადაც დანების გამყიდველი ვაჭრუკანები.. არასრულწლოვნებზე ყიდიან დანებს... მოაშორონ "სვარჩიკები" (ვიხუმრე ეს smile.gif ) განათლების სისტემიდან და მერე რაღაც შეიძლება გამოსწორდეს... სკოლიდან გაუშვან 70 წელზე მეტი ასაკის მქონე მასწავლებლები... ყურში რომ არ ესმით და თვალში ვერ ხედავენ... და კარგი იქნება მშობლები თუ თავის მოვალეობად მარტო ბავშვის გაზრდას არ დაიტოვებს და აღზრდაზეც იზრუნებს...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2010, 12:33 PM

მიეცით ბაშვებს სპორტით დასაქმების საშუალება და ნუ იქნება სპორტი ელიტარული, როგორც დღესაა (დიდი გადასახადებით) და მაშინ კრიმინალი საგრძნობლად შემცირდება

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: May 29 2010, 12:47 PM

კანუდოსელი

ციტატა
მიეცით ბაშვებს სპორტით დასაქმების საშუალება და ნუ იქნება სპორტი ელიტარული, როგორც დღესაა (დიდი გადასახადებით) და მაშინ კრიმინალი საგრძნობლად შემცირდება



კანუდოს, ჩბენტან არ წყალობენ სპორტს. ქართველი მშობლები ყველაფრზე ატარებენ ბავშვს, ყველანაირ წრეზე, ენის, ხატვის, ნუ არ ვიც კიდევ რისი, მაგრამ სპორტზე თითქმის არასოდეს. მე მგონი ქართველები მსოფლიოში ერთადერთი ერია, რომლის 70% ცურვა არ იცის smile.gif)))

მე მომხრე ვარ სპორტის, მაგრამ მგონი მარტო მე ვარ მომხრე biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: May 29 2010, 01:19 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ May 29 2010, 12:47 PM) *

მე მომხრე ვარ სპორტის, მაგრამ მგონი მარტო მე ვარ მომხრე biggrin.gif

მარტო შენ? biggrin.gif
აბა ამხელა ყაზილარი ტყუილად ვარ აქ? biggrin.gif

პ.ს.
აგერ სპორტის თემა გავხსენი

პოსტის ავტორი: kokito თარიღი: Jun 3 2010, 10:13 AM

ციტატა(syd @ Jul 4 2008, 02:54 PM) *

ბავშვის აზროვნების ჩამოყალიბებაში უდიდეს როლს ოჯახი თამაშობს. და რომ იძახიან რომ "უი ჩემი ბიჭი მაგას როგორ იზავდაო" არ მჯერა. უყურადღებობის ბრალია ყველაფერი. მთავარი აღზრდაა და არა მარტო გაზრდა. ჯობია ბავშვს პატარაობიდანვე ასწავლონ სახარება და ღვთის შიში და სიყვარული, იმის ნაცვლად რომ ღამის 12 საათამდე ინტერნეტ კაფეებში ეყარონ. თუმცა ზოგმა მშობელმე თვითონ არაფერი იცის და ბავშვს რა უნდა ასწავლოს!

მომიტევეთ თუ ძაან რადიკალური ვარ smile.gif


ნამდვილად გეთანხმები იმაში რო ბავსჰვის აღზრდას უდიდესი მნიშვნელობა აქვს მის მომავალ ადიმიანურობის ჩამოყალიბებაში მერე უკვე ყველაფერი დანარჩენი მეგობრების წრე და ასე შემდგეგ ყველაფერი კარგი ოჯახმა უნდა ასწავლოს და მერე თვითონ როგორი ჩამოყალიბდება ეს უკვე სხვაა

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 29 2013, 04:19 PM

ბევრგან ვეძებე თემა, რომ დამეწერა რაც მინდოდა ყველაზე, ახლოს ეს თემაა და ა აქ დავწერ.
ადამიანის შფოთი, რომ მის გარშემო სატანისტური მოძრაობები არსებობს, ისეთივე მარადიულია, როგორც თვით ამ ადამიანის რწმენა ღვთისადმი, - არსებობს უფალი ე.ი. არსებობს ძალა, რომელიც მას ებრძვის. მე პირადად მეშინია მისი, მაგრამ როცა სანზონაში, მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილებში ლეკვის ცოცხლად გატყავების შემსწრეებს დავეძებდი, არანაკლებ შემეშინდა იმის, რომ მოსახლეობის შეგნებული ნაწილი ამ თემაზე საუბარს გაურბოდა. საუბრობდნენ მხოლოდ თინეიჯერები, ერთმა მეტად ინტელიგენტური იმიჯის ქალბატონმა კი საუბრისას ლამის ისინიც ხელიდან გამომგლიჯა, - ყოველშემთხვევაში, თავისი შვილი თითქმის თმებით წაათრია, აქ რას უდგეხარ და რა თემაზე ლაპარაკობო.

თემა კი ასეთი გახლავთ: 24 აპრილს მეტრო ღრმაღელის მიმდებარე ადგილზე, იქ, სადაც ეკლესია და მის უკან სკოლის გაუქმებული ორსართულიანი შენობაა, 20-22 წლის ოთხმა შავებში ჩაცმულმა ბიჭმა და ერთმა გოგონამ ლეკვი დაიჭირა და ცოცხლად გაატყავა. ეს ამ პროცესის შემსწრე მეორეკლასელი მოსწავლეები აღმოჩნდნენ, რომელთაგან ერთმა ემოციურ დატვირთვას ვერ გაუძლო, ტემპერატურამ აუწია და ისტერიკაში ჩავარდა. ამას რამდენიმე მშობლის თავმოყრა მოჰყვა, რომელთაც ლეკვი უკვე გატყავებული დახვდათ და ასევე ისტერიკაში აღმოჩნდნენ. მოგვიანებით ერთ-ერთმა მათგანმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. განცხადებაში წლების განმავლობაში მსგავსი ფაქტების მასობრიობაზე მიუთითა და საქმის გამოძიება მოითხოვა.

შსს-მ შემთხვევის ადგილი დაათვალიერა, მოწმეები დაკითხა და საქმე აღძრა. შედეგზე ჯერჯერობით საუბარი შეუძლებელია, დანამდვილებით მხოლოდ ის შეგვიძლია ვთქვათ, რომ აქამდე არავინ დასჯილა კანონის იმ მუხლით(259-ე), რომელიც ცხოველების წამებისა და მოკვდინებისათვის 2 წლით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თუმცა ალბათ მსგავსი შემთხვევები მხოლოდ ცხოველის წამებად ან მოკვდინებად ვერ ჩაითვლება. ჩემმა პატარა რესპონდენტებმა საუბრის გარდა ლეკვის გატყავების ადგილიც დამათვალიერებინეს და იქვე დასძინეს, რომ ახლომახლო მსგავსი "რიტუალები" ბევრგან და ხშირად ტარდება. გასაგები მიზეზების გამო პატარა რესპონდენტების ვინაობას არ ვამხელ. ჩვენი საუბარი კი ასეთი გახლავთ:

" დეიდა, იცი, ამას ვინ აკეთებს? ემო-ები! ახლავე გეტვით, როგორ გამოიყურებიან ისინი, - შავი ტანსაცმელი აცვიათ. თვალებიც შავად აქვთ დახატული, ტუჩებიც, ფრჩხილებიც. დიდი რკინებიც აქვთ ჩამოკიდებულები და თავად იძახიან, - ჩვენ ვართ ემოო! ჯერ ქვებს ესვრიან აიღებენ ძაღლებს და კატებს და რომ მოარტყამენ, დაიჭერენ და გაატყავებენ.

- როგორ ატყავებენ, გინახავთ?!

- გვინახავს. კი არ გვიშლიან, თუ გინდა, უყურე. თუ დიდია ძაღლი, ხეზე ჩამოკიდებენ, და ატყავებენ. კატას და ლეკვებს კი მიწაზეც ატყავებენ. ზოგი ფეხებს უჭერს და თავს, რომ არ დაკაწროს.

- ანუ როცა ატყავებენ, ძაღლები და კატები ცოცხალი არიან?!

- კი, დეიდა. როცა ატყავებენ, წკავწკავებენ. ცოცხალი უნდა იყოსო, ეგრე ამბობენ. შუამდე რომ გაატყავებენ, ძაღლები უკვე კვდებიან.

- და ამას ბოლომდე უყურებთ?!

- ვისაც შეუძლია კი. პატარები უფრო ვერ უძლებენ. აი, ის ბიჭი ავად რომ გახდა როცა ლეკვის გატყავებას უყურა, 9 წლის იყო და იმიტომ ვერ გაუძლო, თანაც იმ ლეკვის გატყავება თვალებიდან დაიწყეს. ღამე სასაფლაოზეც ადიან. ვისაც პატარა ძაღლი ჰყავდა, ყველას მოუკლეს, ასე ამბობენ, აქ ჩვენი მეგობარი არის დამარხული და იმას ვწირავთ მსხვერპლსო.

- კიდევ, უფრო ხშირად რა ადგილებში იკრიბებიან?

- ყველგან, სადაც დანგრეული შენობაა. წყლის კანალიზაციაშიც ჩადიან, ტანს იბანენ.

- და ვინ ვართ, საიდან ვართო, ამბობენ?

- ზუსტად არ ვიცით. მგონი, ზოგს მშობლები არ ჰყავს. ერთი ჩვენი მეგობარი დაიჭირეს და უთხრეს, თუ შენც ემო გახდები, მაშინ არაფერს დაგიშავებთ, თუ არა, მოგკლავთო. ის ჩვენი მეგობარი გამოიქცა."

... მერე ბიჭები "ემო"-ების სარიტუალო ნანგრევებისაკენ, რომლებიც, სხვათა შორის, სკოლასა და საბავშვო ბაღთან ახლოს მდებარეობს. იქ კი კედლებზე ცხოველთა სისხლისგან გამოყვანილი ეშმაკის გამოსახულებები და ინგლისური წარწერები მაჩვენეს: "ჩვენ ვართ ემო". ამ ავადმყოფური სანახაობით შეძრწუნებულმა იქაურობა ბავშვებთან ერთად სასწრაფოდ დავტოვე. თუმცა ვერ ვიტყვი, რომ ჩემი პატარა თანამგზავრებიც ჩემსავით განიცდიდნენ ნანახს. პირიქით, ძალზე მშვიდად განმიმარტეს, "აი, ხომ ნახეთ აქაც ის წერია, რომ ემო ეშმაკის მსახურს ნიშნავსო".

არ ვიცი სწორად მოვიქეცი თუ არა, მაგრამ მე მათთვის არ ამიხსნია, რომ სინამდვილეში "ემო" XXI საუკუნის სუბკულტურაა და ზოგადად სატანიზმთან და ცხოველების მსხვერპლშეწირვასთან არაფერი აქვს საერთო. ამ მოძრაობისათვის დამახასიათებელია დეპრესიულობა და საზოგადოების მიმართ პროტესტი, მაგრამ არა აშკარად გამოვლენილი აგრესია. საკუთარი დეპრესიული ემოციების შესაბამისად ისინი იცვამენ შავ ტანსაცმელს, შავადვე იღებავენ ტუჩებსა და ფრჩხილებს, ხშირად ატარებენ მასიურ რკინის ნივთებს.
გეცნოთ? ალბათ, "ემო-ებს" თქვენც შეხვედრიხართ და როგორც მივხვდით, ისინი ცხოველების "მსხვერპლშეწირვით" დაინტერესებული არ არიან. თუმცაღა ამ ამბავიდან მთავარი ის კი არ არის ემო სინამდვილეში ვინ არის, არამედ ის რომ რეალურად არსებობს დაჯგუფება, რომლის ძალადობის მსხვერპლი, დღეს ცხოველებთან ერთად ბავშვებიც ხდებიან. ხვალ კი არავინ იცის ეს რაში გადაიზრდება. ამიტომაც, შეიძლება ბუნებრივად ჩაითვალოს, რომ ფსიქოლოგი მარინა ბალიაშვილი მხოლოდ ფაქტის ფსიქოლოგიური კომენტარით არ შემოიფარგლა:

"პირადად მე აუცილებლად მიმაჩნია, რომ აღნიშნული ფაქტების გამოძიება მოხდეს და ამ ჯგუფს აღარ ჰქონდეთ საშუალება, მსგავსი ძალადობები განახორციელოს. ზოგადად კი ამ შემთხვევაში არა ემო-ზე და ეშმაკზე, არამედ აქ პატარა სექტაზეა საუბარი, რომელმაც რაღაც ნიშნები მოიძიეს, რომ გარემოს დაპირისპირებოდნენ. აქვე აღვნიშნავ, რომ აუცილებელი სულაც არ არის რომ სექტა რელიგიური ორგანიზაცია იყოს, - თვით გარემოსაგან ოზოლირებული ოჯახიც შეიძლება პატარა სექტა გახდეს და ოჯახის წევრები ერთმანეთზე ფსიქოლოგიური ზეწოლით დაკავდნენ და დაავადმყოფდნენ სულიერად. ეს ახალგაზრდებიც, რომლებიც სავარაუდოდ ღატაკი ოჯახის შვილები არიან და არ იციან რა აკეთონ და რომლთაც გარემომ ვერაფერი შესთავაზა და არ მიიკარა, მარტონი დარჩნენ. ამიტომაც მონახეს ერთმანეთი. მათი ყოველი საქციელი არის პროტესტი გარემოსადმი და ერთმანეთისათვის თავმოწონება - აი, მე არ მოვწონვარ გარემოს, მაგრამ არა უშავს, მე შენ მყავხარ და დაგიმტკიცებ, რომ მე შენი მეგობარი ვარ, რაც შენ მოგწონს, იმას გავაკეთებო. ასე ერთმანეთის მოსაწონებლად შექმნეს მათ თავისი სექტა და საბრალო ცხოველებს გარემოს დასაშინებლად ხოცავენ. ამასობაში თავადაც სულიერად დაავადმყოფდნენ და საზოგადოებაზეც ძალადობენ. ყველა შემთხვევაში ეს უნდა შეჩერდეს".

წყარო: http://www.kvirispalitra.ge/public/16835-lekvebis-ritualuri-mskhverplshetsirvebi-thbilisshi-avadmyofebis-seqta.html
ამასთან დაკავშირებით თქვენი აზრი მაინტერესებს.

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Apr 30 2013, 02:50 PM

G_saxva

ემო-ები კი არა ჩემ დროს რამდენ სისაძაგლესაც მართლმადიდებელი ბიჭები ჩადიოდნენ, იმდენი არც ერთ სხვა ჯგუფს არ დაესიზმრება.

ემო სიმღერებს მე ვუსმენ, მაგრამ სტილი ზედმეტად არაკლასიკური აქვთ. smile.gif არამგონია ვინმეს რამეს ვნებდნენ.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 30 2013, 03:29 PM

ციტატა(Otherguy @ Apr 30 2013, 02:50 PM) *

G_saxva

ემო-ები კი არა ჩემ დროს რამდენ სისაძაგლესაც მართლმადიდებელი ბიჭები ჩადიოდნენ, იმდენი არც ერთ სხვა ჯგუფს არ დაესიზმრება.

ემო სიმღერებს მე ვუსმენ, მაგრამ სტილი ზედმეტად არაკლასიკური აქვთ. smile.gif არამგონია ვინმეს რამეს ვნებდნენ.

ეს ჩემი დაწერილი კი არ არის biggrin.gif კვირის პალიტრის ჟურნალისტის სტატიაა. ემოები არ არიან უბრალოდ გაუნათლებელი უტვინო ბავშვები არიან რაღა ბავსვები 2წლისანები მაგრამ განუვითარებლობით ასე ჩანან, რომლებიც არ იციან რას აკეთებენ და ყურადღების მიქცევის მიზნით საშინელებებს ჩადიან.

მართლმადიდებელი ბიჭები რაშუაშია? რაღამც მართლმადიდებელია ცუდია არ იქნება ცუდს არ გააკეთებს თუ ვერ მოიფიქრებ ? ან საერთოდ ახლა რა მოსატანი იყო ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Apr 30 2013, 04:27 PM

ციტატა(G_saxva @ Apr 30 2013, 03:29 PM) *

მართლმადიდებელი ბიჭები რაშუაშია? რაღამც მართლმადიდებელია ცუდია არ იქნება ცუდს არ გააკეთებს თუ ვერ მოიფიქრებ ? ან საერთოდ ახლა რა მოსატანი იყო ? biggrin.gif


ეგ აზროვნება არ ვიცი რამ მოიტანა... პრობლემა ისაა, რომ მართლმადიდებლობა გახდა ტრადიციის(ბავშვების ნათლობაც შედის აქ) ნაწილი. "ჰო აბა რა მოხდა, ზოგი მართლმადიდებელი კარგია, ზოგი ცუდი", ეს კამათლის გაგორებაზეა? blink.gif

არადა მე მახსოვს ნამდვილი, ძველი ქრისტიანობა, როცა პავლე მოციქული ქრისტიანებზე ამბობდა, რომ ნათლობის მერე "ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა რათა აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას"-ო.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 30 2013, 04:50 PM

ციტატა(Otherguy @ Apr 30 2013, 04:27 PM) *

ეგ აზროვნება არ ვიცი რამ მოიტანა... პრობლემა ისაა, რომ მართლმადიდებლობა გახდა ტრადიციის(ბავშვების ნათლობაც შედის აქ) ნაწილი. "ჰო აბა რა მოხდა, ზოგი მართლმადიდებელი კარგია, ზოგი ცუდი", ეს კამათლის გაგორებაზეა? blink.gif

არადა მე მახსოვს ნამდვილი, ძველი ქრისტიანობა, როცა პავლე მოციქული ქრისტიანებზე ამბობდა, რომ ნათლობის მერე "ჩვენი ძველი კაცი ჯვარს ეცვა რათა აღარასოდეს დავმონებოდით ცოდვას"-ო.

არ მიყვარს ასეთი ცალსახა საუბრაი რომ არ შეიძლება მართლმადიდებელი ცუდი იყოს. პავლე მოციქული სიტყვებს რომ იხსენებ თვად ქრისტეს მოწაფემ არ ჩაიდინა ისეთი დიდი ბოროტება რასაც ადამიანი ვერ ჩაიდენს? ალბათ მიხვდები იუდას რომ ვგულისხმობ. რატომ არ ითვალისწინებთ ამას ვერ ვხვდები, მაცხოვარს ყავდა უახლოეს მოწაფეთაგანი გამმცემელი თორმეტიდან ერთი და მართლმადიდებლებში რომ ასეულობით გამოერიოს ეს გსაკვირია?

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Apr 30 2013, 06:29 PM

ციტატა(G_saxva @ Apr 30 2013, 04:50 PM) *

არ მიყვარს ასეთი ცალსახა საუბრაი რომ არ შეიძლება მართლმადიდებელი ცუდი იყოს. პავლე მოციქული სიტყვებს რომ იხსენებ თვად ქრისტეს მოწაფემ არ ჩაიდინა ისეთი დიდი ბოროტება რასაც ადამიანი ვერ ჩაიდენს? ალბათ მიხვდები იუდას რომ ვგულისხმობ. რატომ არ ითვალისწინებთ ამას ვერ ვხვდები, მაცხოვარს ყავდა უახლოეს მოწაფეთაგანი გამმცემელი თორმეტიდან ერთი და მართლმადიდებლებში რომ ასეულობით გამოერიოს ეს გსაკვირია?


ჯერ ეს ერთი, იუდა არ იყო ჯერ ქრისტიანი. ის იყო მოწაფე, რომელიც სწავლობდა და ბოლოს არ მიიღო იესოს სწავლება.

მართლმადიდებლობას რაც შეეხება, ადრე რომ იყო კატეხუმენების ინსტიტუტი საკმაოდ კარგი იყო.

ამაზე არ გვინდა ეხლა საუბარი.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 30 2013, 09:00 PM

ქრისტიანი მარტო ნათლობით რომ ხდებოდნენ რაღა გვიჭირს. მართლა არ გვინდა ამაზე საუბრაი საერთოდ არ იყო ეს თემა აქ მოსატანი.

პოსტის ავტორი: ana-rukheli თარიღი: Nov 21 2015, 08:26 PM

ციტატა(tamuna m @ Jul 4 2008, 07:03 PM) *

ხო, ნამდვილად აქტუალური და მტკივნეული თემაა.
რასაც ვაკვირდები, ცდილობენ ბავშვებს "რაღაც" შიშები (მილიცია, ციხე, სხვაგვარი დასჯა) შთაუნერგონ და ამით მოთოკონ მათი აგრესი. მე კი ვფიქრობ, რომ უფლის შიში უნდა იგრძნონ. იცოდნენ, რომ მათი ცუდი საქციელი შეიძლება აქ დაიმალოს, მაგრამ "იქ" ამისთვის აუცილებლად პასუხს მოსთხოვენ. ოჯახში (სადაც აღიზარდა) და ეკლესიის დახმარებით უნდა მოხდეს ბავშვის იდეოლოგიის და პიროვნმების ჩამოყალიბება.
ტელევიზიას რაც შეეხება, მაქსიმალურად უნდა შეიზღუდოს ბავშვი მისგან. ჩემზე საშინლად მოქმედებს!
შეიძლება საერთოდ მშვიდ თემას ვუყურებდე, მაგრამ რეკლამებიც (რომელიც მუდმივად არის შუალედში) ისეთი დამთრგუნველია და "ამაზრზენი" (მაპატიეთ ამ სიტყვისთვის!). თუნდაც ფილმების. ხან ყბა ჩამოვარდნილი ვუმზერ laugh.gif (ეტყობა, ძალიან ამოვარდი ცხოვრების რითმიდან და დაცინვას არ ვართ tongue.gif .)
არ ვიცი, მეჩვენება, თუ მართლა ასეა, "თანამედროვე" ყველაფერში (თითქმის): მუსიკაში, გასართობ საშუალებებში (თამაში თუ სხვა), წიგნებში (ც) გადაგვარებულია ყველაფერი. ნუთუ მე "ვაზვიადებ"? blink.gif
მოკლედ, ძალიან ძნელია ახლანდელი თაობა დაიცვა მავნე ზეგავლენისგან.
"არცერთი დღე და წუთი უფლის გარეშე"<------ აი, მშობლების ერთადერთი ხსნა და გამოსავალი...


პოსტის ავტორი: ana-rukheli თარიღი: Nov 21 2015, 08:53 PM

ნამდვილად გეთანხმებით, rolleyes.gif მეც ხშორად მიფიქრია, რომ ტელევიზიაც,პრესა, ინტერნეტიც, გარე-რეკლამა, მუსიკა, წარმოუდგენლად ცუდ ზეგავლენას ახდენს მოზარდზე. თქვენ წარმოიდგინეთ, დღესაც მახსოვს პატარაობაში ადამიანთა მკვლელობის ამსახველი სატელევიზიო კადრები...

რაც შეეხება, უარყოფით გავლენას. მამა ალექსანდრე (ელჩანინოვი) ამბობს:

,,რატომ უნდა ვიჩქაროთ ადრეულ ასაკში ბავშვის გულისა და გონების ნათელითა და სიკეთით შევსებას? ყრმა ასაკში საკმაოდ ძლიერია ნდობა, უბრალოება, ლმობიერება, თანაგრძნობა, წარმოსახვის უნარი; არ არის მასში სისასტიკე, სიცრუე, გულღრძოობა. ეს სწორედ ის ნიადაგია, სადაც დათესილი იძლევა 30, 60 და 100-ჯერ მეტ მოსავალს. შემდეგ თუკი ისე მოხდა, რომ გულმა გაქვავება და ხავსის მოკიდება დაიწყო, ბავშვობაში აღქმულს შეუძლია კბლავ განწმინდოს და გამოაცოცხლოს იგი, კვლავ გამოხსნის გზაზე დააყენოს. ამიტომ არის ესოდენ მნიშვნელოვანი ბავშვის ეკლესიურობა; ეს მას მთელი ცხოვრება გამოკვებავს''

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 21 2015, 10:18 PM

ana-rukheli

ანა, კეთილი იყოს თქვნი ფორუმელობა wub.gif mpua.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)