თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ანჩისხატის მუზეუმიდან ტაძარში გადაბრძანება

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 29 2009, 01:15 PM

იქნებ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებამ მოამზადოს წერილი, (ან იქნებ ადრე გაქვთ მომზადებული და გაცხადებული) მთავრობის შესაბამისი სტრუქტურების მიმართ, რომ ანჩისხატი ხელოვნების მუზეუმიდან გადაბრძანებული იყოს ანჩისხატის ტაძარში.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Aug 29 2009, 06:55 PM

lingvo
მე როგორც გავიგე ძალიან არის დაზიანებული და არ შეიზლება გამოძრავებაც კიო...

მართლა ასეა ნეტა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 29 2009, 07:13 PM

lingvo
კარგი იდეაა.

მაგრამ შესაბამისი სტრუქტურები უკვე მუშაობენ და პრეზიდენტსა და პატრიარქს შორისაც არსებობს შეთანხმება ამ საკითხზე smile.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 29 2009, 10:29 PM

ძალიან კარგი დავით. ალბათ ანჩისხატის ტაძარში მოსამზადებელია შესაბამისი ტექნიკური პირობები, (კლიმატის კონტროლი და სხვ.) რომ ხატი არ დაზიანდეს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 29 2009, 10:43 PM

ლინგვო, რამეს რომ დაწერ, ჯერ ძირფესვიანად გამოიკვლიე რა, ძალიან გთხოვ smile.gif ზუსტად ვიცი, უწმინდესის კურტხევაა, ხატი არ გაანძტრონ, იმდენადაა დაზიანებული დ აჯერ ვერც კი ხერხდება მისი რესტავრაცია. რა გადაბრძანება, საკმარისია, ერთი მკვეთრი მოძრაობა და დაიფერფლოს, ისეთი კოროზია აქვს პერანგის ქვეშ...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 30 2009, 02:35 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Aug 29 2009, 11:43 PM) *

ლინგვო, რამეს რომ დაწერ, ჯერ ძირფესვიანად გამოიკვლიე რა, ძალიან გთხოვ smile.gif ზუსტად ვიცი, უწმინდესის კურტხევაა, ხატი არ გაანძტრონ, იმდენადაა დაზიანებული დ აჯერ ვერც კი ხერხდება მისი რესტავრაცია. რა გადაბრძანება, საკმარისია, ერთი მკვეთრი მოძრაობა და დაიფერფლოს, ისეთი კოროზია აქვს პერანგის ქვეშ...

კარგი, ვეცდები გავითვალისწინო შენი თხოვნა მომავალში, მადლობა ინფორმაციისთვის a075.gif

პოსტის ავტორი: torne თარიღი: Aug 30 2009, 03:28 PM

]''სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დააბრუნებს,აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება,როგორღა გაბრწყინდება საქართველო''[/b]
ბერი გაბრიელი


ყველამ დავუნთოთ სანთელი დატყვევებულ სიწმინდეებს



მუზეუმის წინ,დატყვევებული სიწმინდეების წინაშე 2008 წლის 29 აგვისტოდან
(ანჩისხატობიდან)
მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა,ხოლო ყოველ საღამოს 7 სთ-ზე ერის
კეთილდღეობისთვის პარაკლისი,გალობანი.აქ დაბრძანებულია სალიტანიო ანჩისხატი და მამა
გაბრიელის საბერო სამოსი.(ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი მდებარეობს თავისუფლების მოედანზე
ცეკავშირის წინ)


http://www.radikal.ru
28 აგვისტოს თბილისში შემობრძანდა ანჩისხატის მაცხოვრის ხელითუქმნელი სალიტანიო ხატი,რომელიც არის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული დედნის ასლი.მან მოილოცა იერუსალიმი,ქალაქი ედესა,ტაო-კლარჯეთი,ქვემო ჭალა...ეს არის ის გზა,რომელიც საუკუნეების წინ გაიარა დედანმა!დღეს სალიტანიო ანჩისხატი დაბრძანებულია მუზეუმის წინ,სადაც მიმდინარეობს ლოცვები,რომ მუზეუმში მყოფი ხატები დაუბრუნდეს ეკლესიას!

2004 წელს შეიმქნა ამ ხატის სალიტანიო ასლი,რომელიც დაბრძანდებოდა სხვადასხვა ეპარქიებში,ტაძრებში საქადაგო მოწოდებით 'სიწმინდეები გვიხმობენ''!გუშინ 29 აგვისტოს იყო ანჩისხატობა ამ ხატის დღეასაწაული!სალიტანიო ხატმა ზუსტად ის გზა განვლო,რომელიც თავის დროზე დედანმა!ანუ იერუალიმში,სადაც მაცხოვარმა სახეზე მიდებით გამოსახა ტილოზე,შემდეგ ედესაში-ედესის მთავარს გაუგზავნა მაცხოვარმა ტილოზე გადასული მისი სახე..შემდეგ კონსტანტინეპოლში...კონსტანტინეპოლიდან შემობრზანდა ტაო-კლარჯეთში სოფელ ანჩაში...ამის შემდეგ ქვემო ჭალაში გივი ამილახვრის სასახლეში იყო დაბრძანებული!ბოლოს კი დომენტი კათალიკოსმა დააბრძანა ანჩისხატის ტაძარში,რომელსაც მანამდე ღვთისმშობლის შობის სახელობის იყო!

2004 წლამდე მუზეუმში ლოცულობდა მრევლი ამ სიწმინდეების წინაშე,მაგრამ 2004 წელს მუზეუმმა კანონით აკრძალა ლოცვა და მამაოებთან ერთად მრევლი გარეთ გამოყარა!ამის შემდეგ მრევლმა მუზეუმის წინ გააგრზელა ლოცვა და ყოველ ოთხშაბათს და კვირას ლოცულობდა!პატრიარქი როგორც ბრძანებს ამ სიწმინდეების წინაშე მუდმივი ლოცვა უნდა მიმდინარეობდეს!პატრიარქმა 1996 წელს მოითხოვა,რომ ანჩისხატის ხელითუქმენლი ხატი დაბრუნდებოდა ეკლესიას!დღესაც რა თქმა უნდა ითხოვს,მაგრამ ბოროტი ძალები სხვადასხვა ხერხით ცდილობენ ანჩისხატის ხატი არ დაუბრუნდეს თავის სახელდებულ ტაძარს!წლების განვმავლობაში მრევლის გაჩერებას სხვადასხვა ხერხებით ცდილობენ!სახელმწიფომ თავისი მომხრეები სასულიერო პირებში პოვა,მაგრამ ეს საქმე უამრავი მეუფის,სასულიერო პირის და პატრიარქი ლოცვა-კურთხევით მიმდინარეობდა!ცხვრის ქურქში გახვეული მგლები გამალებით ცდილობდნენ და ცდილობენ ხალხმა სიმართლე არ შეიტყოს!სახატის პროექტი შექმნილია,რომელიც უზრუნველყოფს ამ ხატის დაცვა თავის სახელდებულ ტაძარში!მაგრამ ამ ხატს პირველიგში ლოცვა და ეკლესიური პატივის აღდგენა ჭირდება!პირიქით უფალი აქეთ გვიცავს და გვეხმარება!ჩვენ კი უპატიოთ გვყავს დატყვევებული!რაც არაფრით არ განსხვავდება ხატმებრძოლობისაგან!

1996 წლიდან პატრიარქი სახელმწიფოსგან ანჩისხატის ხელითუქმნელ ხატს მოითხოვს, რაც მორწმუნეთა დიდი ხნის სურვილი იყო

მის აღმატებულებას,
საქართველოს პრეზიდენტს,
ბატონ ედუარდ-გიორგი შევარდნაძეს
თქვენო აღმატებულებავ, ბატონო პრეზიდენტო!

კარგად მოგეხსენებათ, თუ რამდენად აუცილებელია დღეს ჩვენს ხალხში რწმენის, სულიერებისა და ზნეობის ამაღლება, სწორედ ამ საწყისებზე უნდა გამთლიანდეს ჩვენი ერი, ჩვენი ქვეყანა.

ერთ-ერთი უდიდესი სიწმიდე, რომელსაც წარსულში განსაკუთრებული გავლენა ჰქონდა ქართველ ხალხზე, არის ამჟამად თბილისის ხელოვნების მუზეუმში დაცული "ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატი" მაცხოვრისა თავისი კარედით.

ძველი წყაროებიდან და გადმოცემებიდან ცნობილია, რომ იგია ის საყოველთაოდ ცნობილი ხელთუქმნელი ხატი, რომელიც იესო ქრისტემ სახეზე მიდებით გამოსახა ტილოს ნაჭერზე და გაუგზავნა ედესის მეფე ავგაროზს.

ეს არის ჩვენი ქვეყნისთვის უდიდესი მადლის მომნიჭებელი სიწმიდე, ამიტომაც მის წინაშე მუდმივად უნდა მიმდინარეობდეს ლოცვა. ჩვენთან შემოდის მორწმუნეთა მრავალი თხოვნა, სადაც ისინი გამოთქვამენ დიდ სურვილს მისი ტაძარში გადასვენების თაობაზე.

გთხოვთ, თუ შესაძლებელია, გასცეთ ბრძანება "ანჩისხატის ხელთუქმნელი ხატის" საპატრიარქოსთვის გადმოცემის შესახებ. იგი, წმ. ნინოს ჯვართან და სხვა სიწმიდეებთან ერთად, სათანადოდ იქნება დაცული ტაძარში და მის წინაშე აღევლინება ლოცვები ჩვენი ქვეყნის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის.

ღმერთმა დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ ამ ხატის მადლმა.
უღრმესი პატივისცემით
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II

სიწმინდეთმკრეხელობა ითვლება მძიმე სნეულებად

სიწმინდეთა მკრეხელობა, საეკლესიო ნივთების მიტაცება, ძველი აღთქმის წიგნთა მიხედვით, ღირსია არანაკლები სასჯელისა, ვიდრე მკვლელობა, რადგან კაცისმკვლელიცა და ღვთისთვის შეწირული ქონების მიმხვეჭელიც ჩაქოლვით ისჯება (შდრ. ისუ ნავე 7, 22-26).

არ ვიცი, საეკლესიო ჩვეულებამ დაუშვა თუ არა რაიმე შეღავათი ან შერბილება სასჯელისა, რომ ეს სენი განიკურნოს უფრო ადვილი სასჯელით. მამათაგან გადმოცემით მიღებული სჯულის მიხედვით, ასეთი დანაშაულის ჩამდენთა განკანონება შემოიფარგლა მრუშობისთვის დაწესებულ სასჯელზე ნაკლები დროით.

ცოდვის მოქმედების ყველა სახის განხილვის დროს პირველ ყოვლისა საჭიროა გაირკვეს, თუ როგორია განკურნებადის გულმოდგინება. არ უნდა გვეგონოს, რომ მხოლოდ დრო არის საკმარისი განკურნებისთვის, რადგან კურნებას დრო კი არ მოიტანს, არამედ მთავარია ნება და არჩევანი მისი, რომელსაც სურს მოიქცეს და ისწრაფვის, განიკურნოს თავი. ეს ყოველი, ჰოY ღვთის კაცო, დიდი სისწრაფით, სახელდახელოდ დაწერილი, სასწრაფოდ გამოგიგზავნე, რადგან საჭიროა ყური დავუგდოთ ძმების ბრძანებას. შენ კი ნუ დააყოვნებ ღვთისადმი ჩვენთვის ჩვეულებრივ ლოცვის შეწირვას, რადგან, როგორც ერთგულ ძეს, გმართებს, რომ ლოცვით ემსახურო შენი საღვთო მშობლის სიბერეს იმ მცნებისამებრ, რომელიც ბრძანებს მშობელთა პატივისცემას, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანაზე (გამოსლვ. 20, 12). მე მწამს, რომ ამ წერილს მიიღებ როგორც წმინდა ნიშანს და ძღვენს არ შეურაცხყოფ, თუნდ შენს მაღალგონიერებაზე დაბლა იდგეს იგი. (გრიგოლ ნოსელი. VIII კანონი)

ვინც საეკლესიო ნივთებს თავისი სარგებლობისთვის მიიტაცებს, ან სიწმინდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით

ვნებათა მონებად ქცეულებს არამცთუ საღვთო კანონთა სასჯელის არ ეშინიათ, არამედ ამ კანონებს ურცხვად აგდებით ექცევიან. ისინი ამახინჯებენ მათ და თავისი ვნებების მიხედვით ცვლიან. ვნებისმიერი ცდომის პატივისცე

მითა და სიყვარულით, როგორც გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, ბოროტს, ეშმაკს არათუ საძრახისად არ თვლიან, არამედ ეშმაკი ღმერთად სურთ მიიჩნიონ. მათ შესახებ სამოციქულო კანონი (73-ე) ამბობს: `ნურავინ წაიღებს სახმარებლად განწმენდილ ოქროს ან ვერცხლის ჭურჭელს, ან კრეტსაბმელს, რადგანაც ეს არის უკანონობა, ხოლო თუ ვინმეს ემხილება ამის ჩადენა, ის უზიარებლობით უნდა განიკანონოს~.

ვინც თავის უსჯულოებას ამართლებს, ამბობს: ჯეროვანი არ არის განკვეთის ღირსად მივიჩნიოთ ის, ვინც წმინდა ტრაპეზის თაყვანსაცემ სამოსელს თავის სამოსლად, ან სარტყლად იხმარს, გინდ სარეცლისათვის, და არა მარტო ის, არამედ ისიც კი, ვინც თავისი საჭიროებისათვის მოიხმარს წმინდა ბარძიმს, ჰოი უღვთოებავ, პატიოსან ფეშხუმს და სხვა მათ მსგავსს თითონ გამოიყენებს და უბრალო ხმარებით წაბილწავს იმათი სიტყვით, ეს კანონი თითქოს იმას ამბობს, რომ ამ დანაშაულის მოქმედნი განიკანონებიან მხოლოდ უზიარებლობით და არ ისჯებიან განკვეთით. მაგრამ ვინ აიღებს თავის თავზე ამოდენა უღმერთოებასა და ამოდენა შეცვლა-შერყვნას. კანონი განაკანონებს უზიარებლობით განწმენდილი ჭურჭლისა და სხვა ნივთების მხოლოდ ხმარებისათვის და არა მიტაცებისათვის. ხოლო ეს უსჯულონი განკვეთისაგან ათავისუფლებენ წარმტაცებლებსაც, სიწმინდეთმკრეხელებსაც და იმათაც, ვინც წმინდათა წმინდა შეაგინა. და აგრეთვე თავისი უსამართლო მსჯავრით განკვეთის გარეშე ტოვებენ იმათ, ვინც სანოვაგისათვის ხმარებით თაყვანსაცემ ფეშხუმს და სამღვდელო ბარძიმს წაბილწავს მაშინ, როდესაც უეჭველია ამ საქმის სიბილწე და ცხადია, რომ ამის მოქმედნი არამცთუ მხოლოდ განიკვეთებიან, არამედ უკიდურესი უღვთოების დანაშაულში ჩაცვივდებიან. ამისთვის წმიდა კრებამ განსაზღვრა, რომ ვინც წმინდა ბარძიმს, ფეშხუმს, მარწუხს (საზიარებელ კოვზს), საკურთხევლის სამღვდელო შესამოსელს, პერექელს, ანუ ცას, ან საკურთხევლის შიგნით სამსახურებელ ყოველგვარ წმიდა ჭურჭელს ან შესამოსელს თავისი სარგებლობისთვის მიიტაცებს, ან სიწმიდეთა გარდა სხვა რამისთვის იხმარს, ის უნდა დაისაჯოს სრული განკვეთით. ვინაიდან ერთი მათგანი სიწმიდეთმკრეხელობაა, ხოლო მეორე შეგინება. ვინც საკურთხევლის გარეთ მყოფ საეკლესიო ჭურჭელს ან ნაქსოვს სიწმიდეთა გარდა თავისთვის ან სხვისთვის მოიხმარს, მათ კანონი უზიარებლობით დასჯის და ჩვენც მასთან ერთად უზიარებელვყოფთ. ხოლო მთლიანად მიმტაცებლებს სიწმიდეთამკრეხელთა კანონით და სასჯელით დავსჯით.

(კონსტანტინეპოლის ორგზისი კრება. 10 კანონი)
http://www.anchiskhati.ge

პოსტის ავტორი: Diversity თარიღი: Aug 30 2009, 06:02 PM

ციტატა
28 აგვისტოს თბილისში შემობრძანდა ანჩისხატის მაცხოვრის ხელითუქმნელი სალიტანიო ხატი, რომელიც არის ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში არსებული დედნის ასლი.

ანუ ხელთუქმნელი ასლი?
ციტატა
სიწმინდეთა მკრეხელობა, საეკლესიო ნივთების მიტაცება, ძველი აღთქმის წიგნთა მიხედვით, ღირსია არანაკლები სასჯელისა, ვიდრე მკვლელობა, რადგან კაცისმკვლელიცა და ღვთისთვის შეწირული ქონების მიმხვეჭელიც ჩაქოლვით ისჯება (შდრ. ისუ ნავე 7, 22-26).

და მრავალი სხვა მოშველიებული ციტატა, არის თუ არა ადეკვატური ამ ვითარებასთან?
მე მაინტერესებს, უნდა ვუხდიდეთ თუ არა მადლობას მუზეუმს ამ ხატის დაცვისთვის მრავალი წლის განმავლობაში? თუ გავითვალისწინებთ, რომ ეკლესია თავდაპირველად ვერ უზრუნველყოფდა ამ ხატის დაცვას... ეს პრობლემა დღესაც დგას... ამ ჭრილში მუზეუმის განხილვა არის ცილისწამება და ალბად ამ ციტატების მომყვანს არ გაუჭირდება იგივე წყაროებში მოიძიოს თუ რა სასჯელით ისჯება ცილისმწამებელი...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 30 2009, 09:48 PM

ციტატა
]''სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დააბრუნებს,აწყურის ღვთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება,როგორღა გაბრწყინდება საქართველო''[/b]
ბერი გაბრიელი

უკაცრავად რომ ვიჭრები მე უთავხედესი, მაგრამ სხვაგვარად არ შემიძლია: ჩვენ კიდე ბევრი ძვირფასი რამ დავკარგეთ.. თუნდაც ხახულის ხატის მინანქრული ნაწილი, როგორც ვიცი ნაწილებად იქნა დატეხილი და ამგვარად გატანილი იმ საზიზღარ პერიოდში, ეგეც უნდა გამოჩნდეს, მერე კიდე, გვქონდა შემოქმედის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზების ტვიფრული მინანქრით შესრულებული ხატი, რომელიც ასევე დაიკარგა.. ისიც უნდა გამოჩნდეს : )

და ბევრი სხვა..

უი, ყველაზე მთავარი.. თამარის საფლავი უნდა ვიპოვოთ კიდე : )




პ.ს. mellow.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 6 2009, 12:52 PM

"იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სალიტანიო ანჩისხატი დღეს სამების საკათედრო ტაძრიდან საკვირაო წირვის შემდეგ ეროვნული მუზეუმის წინ დაბრძანდება. როგორც "პირველს" საპატრიარქოდან აცნობეს, დღეს, წირვის შემდეგ, 13:30-ზე სალიტანიო ანჩისხატი სამების ტაძრიდან ლოცვითი სვლით წამობრძანდება და 15:00-ზე ეროვნული მუზეუმის წინ მის დედანთან დაბრძანდება, სადაც ერის კეთილდღეობისათვის ლოცვა და ანჩისხატის გზის Mმშვიდობიანად დამთავრებისათვის სამადლობელი პარაკლისი აღევლინება. აღსანიშნავია, რომ მუზეუმთან წელიწადზე მეტია, მუდმივად მიმდინარეობს სადღეღამისო ლოცვა და ყოველდღიურად, 19:00 საათზე პარაკლისი აღევლინება. მუზეუმიდან დედნის მადლით სალიტანიო ანჩისხატი კვლავაც განაგრძობს სრულიად საქართველოს დალოცვას. შეგახსენებთ, რომ იერუსალიმიდან ჩამობრძანებული სალიტანიო ანჩისხატი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ამ დრომდე დიდი სამების საკათედრო ტაძარში იყო დაბრძანებული. "


მუზეუმის შესასვლელში მოწყობილი სამლოცველო, არაფერია თუ არა ლოცვით მანიპულირება და შანტაჟი... მოშიმშილეებივით ზიან შენობის შესასვლელთან... რატომ ზაინ მაინც და მაინც იქ, რატომ არ წავლენ და დასხდებიან ეკლესიაში? თუ ანჩისხატის მადლი რამოდენიმე მეტრის რადიუსში მოქმედებს?
ან სახელმწიფო რატომ ხუჭავს თვალს? მუზეუმია ბოლოს და ბოლოს რესტორანი ხომ არაა...

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Sep 7 2009, 12:30 AM

ციტატა
მუზეუმის შესასვლელში მოწყობილი სამლოცველო, არაფერია თუ არა ლოცვით მანიპულირება და შანტაჟი...

რატომ მაინდამაინც შანტაჟი და მანიპულირება?
ციტატა
თუ ანჩისხატის მადლი რამოდენიმე მეტრის რადიუსში მოქმედებს?

არამარტო რამოდენიმე მეტრის რადიუსში

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 7 2009, 12:35 AM

mogzaura

ციტატა
რატომ მაინდამაინც შანტაჟი და მანიპულირება?

თუ შანტაჟი არაა, და თანაც მადლი
ციტატა
არამარტო რამოდენიმე მეტრის რადიუსში
მოქმედებს, მაშ გადაბრძანდნენ ახლომდებარე ეკლესიაში და იქ ილოცონ... კიბეებზე მოწყობილი სამლოცველო საკმაოდ უხერხულ გარემოს ქმნის. ამ გზით სურთ აიძულონ სახელმწიფო, გამოიტანოს ეს ხატი...


პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Sep 7 2009, 12:45 AM

ციტატა
ამ გზით სურთ აიძულონ სახელმწიფო, გამოიტანოს ეს ხატი...

მე როგორც ვიციი არავინ არაივის არ აიძულებს
და ლოცვას რაც შეეხებააა მშვენივრად იციან სად ილოცონsmile.gif

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 7 2009, 12:49 AM

mogzaura

ციტატა
მე როგორც ვიციი არავინ არაივის არ აიძულებს
და ლოცვას რაც შეეხებააა მშვენივრად იციან სად ილოცონ


და მეც როგორც ვიცი იმას ვამბობ...
მშვენივრად რომ იცოდნენ, მუზეუმის კობეზე არ მოიკალათებდნენ...

პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Sep 7 2009, 12:53 AM

ვისთვის უხერხულია, ვისთვის არააა!!
ბევრი რამე არაა მოსაწონიი,მაგრამ მაინდამაინც ამას გამოიტანენ განსახილლველად,ხომ უნდა უპოვონ გასაკრიტიკებელი რაღაც მაინც

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Sep 7 2009, 12:57 AM

mogzaura

ციტატა
ბევრი რამე არაა მოსაწონიი,მაგრამ მაინდამაინც ამას გამოიტანენ განსახილლველად,ხომ უნდა უპოვონ გასაკრიტიკებელი რაღაც მაინც

ვცდილობ გასაკრიტიკებელი ვაკრიტიკო და შესაქები შევაქო...

პოსტის ავტორი: STALKER2012 თარიღი: Jan 5 2010, 03:23 PM

და ერთ კითხვას დავსვამ აქ.. მზად ხართ იმისთვის რომ ანჩისხატი ტაძარს დაუბრუნდეს?
ვინც კითხვა ვერ გაიგო სჯობს არ უპასუხოს...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 6 2010, 02:42 AM

ციტატა(STALKER2012 @ Jan 5 2010, 03:23 PM) *

და ერთ კითხვას დავსვამ აქ.. მზად ხართ იმისთვის რომ ანჩისხატი ტაძარს დაუბრუნდეს?
ვინც კითხვა ვერ გაიგო სჯობს არ უპასუხოს...

არ არიან მზად, მაგრამ რქებით აწვებიან. არადა ამ დროს ხატი ისეთ მდგომარეობაშია, წარმოდგენაც არ აქვთ.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 7 2010, 08:50 PM

ციტატა
არადა ამ დროს ხატი ისეთ მდგომარეობაშია, წარმოდგენაც არ აქვთ.

ისე, სადაც ჩვენ გავიგეთ,დავიჯერო მაგაენი ვერ გაიგებდნენ ამას? huh.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 7 2010, 10:00 PM

ციტატა(სოფი @ Jan 7 2010, 08:50 PM) *

ისე, სადაც ჩვენ გავიგეთ,დავიჯერო მაგაენი ვერ გაიგებდნენ ამას? huh.gif

არ სჯერათ და არ უნდათ გაგება! მარტივი ფანატიკური ლოგიკა

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jan 11 2010, 11:39 AM

ციტატა
არ სჯერათ და არ უნდათ გაგება! მარტივი ფანატიკური ლოგიკა

ციტატა
და ერთ კითხვას დავსვამ აქ.. მზად ხართ იმისთვის რომ ანჩისხატი ტაძარს დაუბრუნდეს?
ვინც კითხვა ვერ გაიგო სჯობს არ უპასუხოს...


და რა არის დაუჯერებელი და შეუძლებელი იმაში რომ ხატი კარგად შეინახოს სპეციალურ საცავში და იყოს მოთავსებული ტაძარში. ?

პოსტის ავტორი: +++ვახო+++ თარიღი: Jan 18 2010, 07:19 PM

გადაცემა ჟურნალისტის დღიურმა გადაიღო ფილი ანჩისხატის შესახებ.

ვიდეოს მისამართი:
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=136047

ფილმის დასასრულს მამაო ბღძანებს, რომ შეთანხმება შედგა ხატის სხვა ადგილზე წაბრძანების შესახებ. როგორც მახსოვს ელიას მთაზე უნდა აშენდეს მუზეუმი და იქ უნდა წააბრძანონ. კიდევ იმასაც ბრძანებდა: ზოგიერთებს გონიათო, რომ ხატი დაპატიმრებული არისო და ასე არ არისო.

ვიდეოში არის ამ თემაზეც საუბარი.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jan 20 2010, 07:54 PM

ძალიან კარგი ინფორმაციაა

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 20 2010, 08:44 PM

ციტატა(+++ვახო+++ @ Jan 18 2010, 07:19 PM) *

გადაცემა ჟურნალისტის დღიურმა გადაიღო ფილი ანჩისხატის შესახებ.

ვიდეოს მისამართი:
http://tvali.ge/index.php?action=watch&v=136047

ფილმის დასასრულს მამაო ბღძანებს, რომ შეთანხმება შედგა ხატის სხვა ადგილზე წაბრძანების შესახებ. როგორც მახსოვს ელიას მთაზე უნდა აშენდეს მუზეუმი და იქ უნდა წააბრძანონ. კიდევ იმასაც ბრძანებდა: ზოგიერთებს გონიათო, რომ ხატი დაპატიმრებული არისო და ასე არ არისო.

ვიდეოში არის ამ თემაზეც საუბარი.

კი, ლინგვო, კი, კაი თემაა და ეს შენს გასაგონად tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Jan 20 2010, 10:41 PM

ხატის ადგილი ტაძარშია და არ მგონია მას სპეციალური შენახვა სჭირდებოდეს,

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 21 2010, 12:18 AM

ციტატა(mari-mari15 @ Jan 20 2010, 10:41 PM) *

ხატის ადგილი ტაძარშია და არ მგონია მას სპეციალური შენახვა სჭირდებოდეს,



ეუფ, კაი ერთი biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 21 2010, 07:00 PM

mari-mari15

ციტატა
არ მგონია მას სპეციალური შენახვა სჭირდებოდეს,



სჭირდება მარიამ, რადგან ძალიან არის დაძიანებული. შესაბამისი პირობების შექმნის მერე, გადაბრძანებენ.

რესტავრაციის დროს, ფრესკებსაც კი სპეციალურ გარემოს უქმნიან ხოლმე ასეთ დროს არაერთხელ მომისმენია ტხოვნა, ფოტოაპარატით სურატი არ გადაიღოთ აზიანებს ფრესკასო, ანუ მოვლა უნდა, სპეც,გერმოს შექმნად და როცა დრო მოვა გადაბრძანდება ტაძარში. ეხლა უადროოდ გადასვლას და დაფერფვლას, იმაზე ვიზურინოთ რომ კარგად იქნას შენახული და მვლილი.

პოსტის ავტორი: dani თარიღი: Jan 22 2010, 07:15 PM

ანჩისხატის ხატი სრულიად აგდგენილია და 2009 წელს მან თითქმის მტელი ევროპა და აზიის წმინდა ადგილები შემოიარა... წესიტ ხატი ეკლესიაში უნდა იყოს,ნეტავ რატომ არ გადააქვთ??? rolleyes.gif rolleyes.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 23 2010, 06:35 PM

dani

ციტატა
ანჩისხატის ხატი სრულიად აგდგენილია და 2009 წელს მან თითქმის მტელი ევროპა და აზიის წმინდა ადგილები შემოიარა...

დამადასტურებელ ფაქტს ხომ არ დაგვიდებდით? biggrin.gif

პოსტის ავტორი: giorgi kareliZe თარიღი: Nov 12 2010, 09:48 PM

"როცა ერი მუზეუმიდან ანჩისხატს დაიბრუნებს, აწყურის ღვთისმშობლის ხატი გამოჩნდება და ივერიის ღვთისმშობლის ხატი ჩამობრძანდება, მაშინ გაბრწყინდება საქართველო"
გაბრიელ ბერი

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Nov 13 2010, 02:58 PM

და მუზეუმში შესაფერისი პირობები აქვთ რომ?! არც ისე დიდი ხნის წავიკითხე სტატია, კონდიციონერები საერთოთ არ უყენიათო ჟურნალისტი წერდა. არა და ერთი და იგივე კლიმატის პირობებში უნდა იყოს ხატი მაგ დროს. ასევე სხვა მრავალი ხატები საერთოთ პადვლის სანახავში ქონიათ შენახული .
ყველაფერი ამის მერე მუზეიმის თანამშრომელი ხატის წინ ლოცვას უგრძალავენ ხალხს რადგან თურმე ლოცვის დროს ადამიანის ორგანიზმი ფოსფორს თუ რახაცა ჯანდაბას (ზუსტად აღარ მახსოვს რა ეწერა) გამოყოფს რასაც შეუძლია ხატის დაზიანოსო.
მოკლეთ თუ მუნდომება იქნება ეკლესიაშიც შეიძლება ბევრათ უფრო უკეთესი პირობების შექმნა ვიდრე დღეს მუზეუმში აქვს, თანაც მაგის გამოცდილება უკვე არსებობს რუსეთში კაზანის ხვთის მშობლის ხატი თუ არ ვცდები ეკლესიში რომ გადამოასვენეს სპეციალურ ჩარჩო გაუკეთეს აერო კლიმატის კონტროლით და ბრონილებური მინით.
მოკლეთ მთავარი მონდომება და დანარჩენი გაუკეთებელი არაფერია.

პოსტის ავტორი: Grizly თარიღი: Jan 23 2011, 09:27 PM

შოთა
გეთანხმები, ტაძარში შესაბამისი პირობების შექმნას ამდენი ხანი და რაღაც სასწაული არ უნდა მთავარია, მცირეოდენი მონდომება, რასაც ვერ ვხედავ...


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jan 23 2011, 10:02 PM

ციტატა
არც ისე დიდი ხნის წავიკითხე სტატია, კონდიციონერები საერთოთ არ უყენიათო ჟურნალისტი წერდა.

ტემპერატურა დაბალანსებული აქვთ, მე ლექციები მიტარდებოდა საგანძურში (biggrin.gif) და საკუთარი თვალით მაქვს ნანახი

ციტატა
ასევე სხვა მრავალი ხატები საერთოთ პადვლის სანახავში ქონიათ შენახული .

პადვალი ეს ფონდი?
საერთოდ, ფონდებში ბევრი ექსპონატი ინახება, მაგრამ არა მგონია ეს ხატები იყოს

ციტატა
თურმე ლოცვის დროს ადამიანის ორგანიზმი ფოსფორს თუ რახაცა ჯანდაბას (ზუსტად აღარ მახსოვს რა ეწერა) გამოყოფს რასაც შეუძლია ხატის დაზიანოსო.

ადამიანი გამოყოფს ნახშიროჟანგს ფილტვებიდან 2kiss.gif ალბათ მაგაზეა საუბარი ხომ?
ისე, ხელით შეხებაც კი არ შეიძლება, იმიტომ რომ ადამიანის ხელი ნესტიანია და ეს ნესტი ცუდად მოქმედებს ექსპონატზე, მით უფრო თუ ლითონია და კოროზირებულია smile.gif

ციტატა
მოკლეთ თუ მუნდომება იქნება ეკლესიაშიც შეიძლება ბევრათ უფრო უკეთესი პირობების შექმნა ვიდრე დღეს მუზეუმში აქვს, თანაც მაგის გამოცდილება უკვე არსებობს რუსეთში კაზანის ხვთის მშობლის ხატი თუ არ ვცდები ეკლესიში რომ გადამოასვენეს სპეციალურ ჩარჩო გაუკეთეს აერო კლიმატის კონტროლით და ბრონილებური მინით.

ჩვენთან ეკლესიაში მაგას ვინ გააკეთებს ან როდის გააკეთებენ? biggrin.gif გამეცინა biggrin.gif

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: Feb 26 2011, 01:46 PM

თუ საპატრაიარქოსთან შედგე შეთანმხება ხატის გადაბრძანებისა, თუ ანჩისხატის ტაძრის მღვდელმსახურიც ამას ადასტურებს, ეს ადამიანები ვისი კურთხევთ მოითხოვენ ხატის წაღებას ან სად აპირებენ? რაღაც ვერ მივხვდი.

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Sep 24 2011, 09:26 PM

ვლადიმირის ღმრთისმშობლის ხატი - ეკლესიური გადმომცემის თანახმად, დაწერილია ლუკა მახარებლის მიერ იმ მაგიდის ფიცარზე, რომელზეც სადილობდნენ უფალი, ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი და მართალი იოსები. 1918 წელს ის ჩამოართვეს ტაძარს რესტავრაციის მიზნით ხოლო 1926 წელს გადასცეს სახელმწიფო ისტორიის მუზეუმს. 1930 წელს გადაეცა ტრეტიაკოვის გალერიას. 1999 წლიდან ის დაბრძანებულია ტრეტიაკოვის გალერიასტან არსებულ წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძარ-მუზეუმში. წყარო - ვიკიპედია.

შესაბამისად, ხატი აუცილებლად უნდა იყოს ტაძარში... შესაბამისი პირობების შექმნით, დაცვით, მაგრამ ტაძარში.
და მეორე - მაპატიეთ და უბრალოდ აბსურდად მეჩვენება მტკიცება რომ ანჩისხატი დაიშლება, განადგურდება (!) რომ ჩვენ ვიცავთ მას.... ეს ანჩისხატი იცავს მთელს საქართველოს და ყველა ქრისტიანს.




მიმაგრებული სურათ(ებ)ი
მიმაგრებული სურათი

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Sep 25 2011, 09:01 PM

რა კანკელიააააblink.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 26 2011, 07:36 PM

ციტატა
რა კანკელიაააა

გეთანხმები...

პოსტის ავტორი: tamar Chkhaidze თარიღი: Sep 27 2011, 10:16 PM

რუსულია...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 29 2011, 04:43 PM

tamar Chkhaidze

ციტატა
შესაბამისი პირობების შექმნით, დაცვით, მაგრამ ტაძარში.

არ ხდება ეს ეკლესიებში

ციტატა
მეორე - მაპატიეთ და უბრალოდ აბსურდად მეჩვენება მტკიცება რომ ანჩისხატი დაიშლება, განადგურდება (!) რომ ჩვენ ვიცავთ მას

კარგით, ანჩისხატს რომ თავი დავანებოთ, ატენის ფრესკები ნაკლები სიწმინდისაა განადგურების პირას რომ არის მისული?

გასაგებია რომ რელიგიური გრძნობები გამოძრავებთ ხალხო, მაგრამ ცოტაოდენი ისტორიულ-ტექნიკური ხასიათის ცოდნაც საჭიროა. ეს ხელს არ შეგიშლით, დამიჯერეთ ^^
ცოდნა + რწმენა = დიიდ ძალას

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Sep 30 2011, 01:47 AM

ქევანა
ქეთ, აბსოლუტურად გეთანხმები.
ალბათ არც ეს სიწმინდეები შემოგვრჩებოდა, რაც ფონდში ინახება, რომ არა მათი მუზეუმზე გადაცემმა.
ამაში არა მხოლოდ ათეისტური წყობის რეჟიმი ვიგულისხმე, არამედ სხვადასხვა გარემოებები (იქნებოდა ხალხის დამოკიდებულება, კლიმატი, დრო და ა. შ.)
ჩვენ ხომ ყველაფერი ზედმეტი ვიცით.
ჯვარზე მთხვევისას ლამის მამებს ხელიდან და კისრებიდან წავღლიტოთ ჯვრები.
თავისუფლად რომ შეგვეძლოს მსგავს სიწმინდეებთან მიახლება, ალბათ ქვებს და მინანქრებს დავაძრობდით და სახლში წავიღებთ, მადლის შესატანად.
შეიქმნას დაცვითი მექანიზმი და გადაბრძანდეს ტაძრებში.
მგონი ამის წინააღმდეგი არავინ იქნება.
პ. ს. პირველ რიგში, როგორც სიწმინდედ აღვიქვამ და მერე, როგორც ხელოვნების ნიმუშსს და მეორე ვარიანტიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. ნუ ალბათ არაა კარგი, მაგრამ აღიარებითი ჩვენება იყო tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 30 2011, 12:47 PM

tamuna m

ციტატა
შეიქმნას დაცვითი მექანიზმი და გადაბრძანდეს ტაძრებში.
მგონი ამის წინააღმდეგი არავინ იქნება.

ამის წინააღმდეგი არ ვარ, მაგრამ ფაქტია რომ ჯერ არ არის ასეთი დაცვითი მექანიზმები ეკლესიებში და ჩვენში დარჩეს, ვერც წარმომიდგენია.. მრევლს უნდა რომ ეკლესიაში დასვენებულ ხატს ემთხვიოს, როგორ უნდა აუკრძალო?

მოდით ჯერ ჩვენ ქართული კულტურის დაფასება-შენარჩუნება და მოვლა ვისწავლოთ და მერე გამოვთქვათ პრეტენზიები და მოთხოვნები... ნერვები მეშლება ჩუქურთმიან ქვაზე რომ არის ამოკაწრული საასიყვარული განტოლება :/

გარდა ამისა, მუზეუმმა და სასიქადულო მამულიშვილებმა გადაგვირჩინეს ეკლესიებში დაცული განძის ნაწილი, როცა მეფის რუსეთის დროს რუსებმა რომ გაძარცვეს ეკლესიები... ამის დავიწყება არ შეიძლება!!!!

პოსტის ავტორი: ბეღელა თარიღი: Oct 4 2011, 10:44 PM

აქ სირთულე, ჩემი აზრით, აი, რაშია: საქართველოს წარსულის კულტურული მემკვიდრეობა მთლიანად ან თითქმის მთლიანად არის დაკავშირებული ქრისტიანობასთან და ეკლესიასთან. ქრისტიანობამდელი ძეგლები ლამის მთლიანად არის განადგურებული და დავიწყებული. ისე რომ, ჩვენ თითქმის არაფერი ვიცით ჩვენი წინაპრების ქრისტიანობამდელ ცხოვრებაზე. აქედან გამომდინარე, საქართველოს ისტორიული მემკვიდრეობის დიდი ნაწილი არის ეკლესია-მონასტრები, ხატები, ჯვრები და ა.შ. თუ ყველა ხატი და ჯვარი ტაძრებში იქნა გადატანილი, მუზეუმებში თითქმის აღარაფერი დარჩება. გარდა, ცხადია, ახალი და უახლესი ისტორიის მემკვიდრეობისა და შორეული წარსულის არქეოლოგიური არტეფაქტებისა. ფაქტიურად, საქართველოს შუასაუკუნეების მემკვიდრეობიდან ყველაფერი ეკლესიებში იქნება დასაბრუნებელი. ესვე ითქმის ანჩისხატზეც. სხვა ამბავია, რომ ეკლესიამ შექმნას თავისი მუზეუმი და მოითხოვოს მსგავსი სიძველენის ამ მუზეუმში გადატანა. თუმცა, აქაც ასეთი პრობლემა წამოიჭრება: ხომ არ გამოვა, რომ ეკლესიური კულტურის ნიმუშები ეკლესიის კუთვნილებაა და არა მთლიანად ქართველი ერისა? რადგან საქართველოში არა მხოლოდ ქრისტიანები ცხოვრობენ და არა ყველა ქართველი არის ქრისტიანი. ახლა ისეა საქმე, რომ მიუხედავად რწმენისა თუ ურწმუნოებისა, როცა ქართველი მუზეუმში შედის, მან იცის, რომ ეს არის მისი კულტურის, მისი წარსულის დანატოვრები და არა მხოლოდ იმ ქართველების კულტურისა, ვინაც რომ ქრისტიანია. ანუ, დელიკატური საქმეა. ცხადია, რელიგიური აზრით, ხატი იმისაა, ტაძარში ესვენოს უნდა. მაგრამ ანჩისხატი და სხვა მსგავსი საგნები აღარაა მხოლოდ ხატები, აღარაა მხოლოდ რელიგიის სარიტუალო ნივთები. მაგალითად, მაგავე ოქროს ფონდში დაცულია დავით აღმაშენებლის ჯვარი. წესით, ამ ჯვრის დაბრუნებასაც უნდა მოითხოვდეთ. ან, მაგალითად, ხელნაწერთა მუზეუმში დაცული სახარებანი და ბიბლიანი. მაშინ ესენიც დასაბრუნებელია.

მე არ მესმის, რა შეიცვლება იმით, ანჩისხატს თუ გამოვიტანთ მუზეუმიდან? იგივენი არ ვიქნებით, რაც ეხლა ვართ? იგივე მთავრობა, იგივე ერი და ბერი. ჩვენი გასაკეთებელი და ჩვენი მისაღწევია საქართველოს გაბრწყინებაცა და კეთილდღეობაც და არა ხატისა, როგორც არ უნდა გვეძვირფასებოდეს ჩვენ იგი. ხატის მუზეუმიდან გამოტანა როგორ გვიშველის? ისე გამოდის, რო ვიდრე ანჩისხატი მუზეუმშია, ყირაზე ვივლით და საკუთარი სიბრიყვე გაგვიმწარებს ცხოვრებას, ხოლო როგორც კი გამოვიტანთ, მაშინვე სიბრძნით აღვივსებით და ღვთის გზას დავუბრუნდებით. ხატი როგორ შეგვეწევა, საკუთარ თავს თვითონ თუ არ შევეწევით?


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)