თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ორგანიზაცია
პოსტის ავტორი: protestanti თარიღი: Dec 10 2009, 01:25 AM
მე მაინტერესებს, რა მიზნით იქმნება ორგანიზაცია? არასამთავრობოა?
ვინ არიან ინიციატორები და ორგანიზატორებიამ იდეის?
ანუ : პარტიული კუთვნილება, პროფესია და ა.შ.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 15 2009, 07:41 PM
კარგი, მოვიფიქრებთ რამეს
პოსტის ავტორი: sable თარიღი: Dec 15 2009, 09:08 PM
ციტატა(aia @ Dec 15 2009, 07:07 PM)
რაც ვიცი ის არის რომ დაეხმარებიან ეკლესიებს და კიდევ სხვა კეთილ
საქმეებს გააკეთებენ ღვთის მადლით!
მეც უბრალოდ მხოლოდ სახელის შერჩევაში მთხოვეს დახმარება.
ბევრი არაფერი ვიცი.
გთხოვთ, უბრალოდ თქვენი ვერსიები დაწერეთ.
ყველა ვერსიას დიდი მადლობით მივიღებთ
ორგანიზაციას აარსებენ ხალხი და სახელი როგორ ვერ შეარჩიეს
პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Dec 15 2009, 09:28 PM
ციტატა
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ორგანიზაცია
დაგირქმევიათ უკვე და ეგ არის
, შემოკლებით "ამო" მზეო ამოდი ამოდის ასოციაციით
პოსტის ავტორი: syd თარიღი: Dec 15 2009, 09:38 PM
ციტატა
რაც ვიცი ის არის რომ დაეხმარებიან ეკლესიებს და კიდევ სხვა კეთილ საქმეებს გააკეთებენ ღვთის მადლით!
ყველა ეგრე იწყებს. იმედია ორ წელიწადში ხელისუფლებაში მოსვლას არ მოითხოვენ
პოსტის ავტორი: Batuka თარიღი: Dec 25 2009, 05:17 PM
ივერია ... ვგონებ ცუდი არ უნდა იყოს ...
პოსტის ავტორი: aia თარიღი: Dec 26 2009, 12:57 AM
ციტატა(Batuka @ Dec 25 2009, 05:17 PM)
ივერია ... ვგონებ ცუდი არ უნდა იყოს ...
დიდი მადლობა. მეც მომეწონა, გადავცემ აუცილებლად თქვენს ვერსიას.
პოსტის ავტორი: mari-mari15 თარიღი: Dec 26 2009, 08:06 PM
ციტატა
მე მაინტერესებს, რა მიზნით იქმნება ორგანიზაცია? არასამთავრობოა?ვინ არიან ინიციატორები და ორგანიზატორებიამ იდეის?ანუ : პარტიული კუთვნილება, პროფესია და ა.შ.
მგონი ეს იმ ახალგაზრთა ჯგუფია, რომელსაც სათავეში მამა დავით ისაკაძის სულიერი შვილი უდგას, მგონი გაიგებთ რისი თქმაც მინდა.
პოსტის ავტორი: mkrexeli თარიღი: Jan 31 2010, 01:06 PM
ციტატა(aia @ Dec 10 2009, 01:00 AM)
სიხარულებო!!!!
შეიძლება არც ღირს ამაზე თქვენი შეწუხება, მაგრამ ვისაც არ დაგეზარებათ იმას გთხოვთ,
რომ დაგვეხმაროთ! იქმნება ახალგაზრდა მართლმადიდებელთა ორგანიზაცია და სახელის მოფიქრება უჭირთ,
რაც უნდოდათ, ისინი უკვე სხვას ჰქვიოა და იქნებ დაწეროთ თქვენი ვერსიები?
სახელი უნდათ, რომ მოიცავდეს რწმენის, ეროვნულობის და განათლების ერთობლიობას...
ჩემი დეიდაშვილიც მონაწილეობს და მან მთხოვა...
ყველას ვერსიას სიხარულით მივიღებთ!!!!
შეიძლება იყოს რამდენიმე სიტყვიანიც....
თქვენი იმედი მაქვს სიხარულებოოო
ჩემი აზრით ადექვატური იქნება ამ ორგანიზაციაც ეწოდოს: "ახალგაზრდა ჯვარმცმელთა კავშირი."
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 31 2010, 01:19 PM
mkrexeli
ნუ მკრეხელობ.
პოსტის ავტორი: mkrexeli თარიღი: Jan 31 2010, 05:21 PM
ციტატა(terra @ Jan 31 2010, 01:19 PM)
mkrexeli
ნუ მკრეხელობ.
კარგი, მაშინ სხვა ვარიანტი- "ახალი დროის ახალგაზრდა ინკვიზიტორები."
რას იტყვით?
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jan 31 2010, 05:34 PM
ციტატა(mkrexeli @ Jan 31 2010, 05:21 PM)
კარგი, მაშინ სხვა ვარიანტი- "ახალი დროის ახალგაზრდა ინკვიზიტორები."
რას იტყვით?
დაასაბუთე - რატომ ასე?
იცნობ ამ ხალხს?
პოსტის ავტორი: mkrexeli თარიღი: Feb 3 2010, 01:03 AM
ციტატა(terra @ Jan 31 2010, 05:34 PM)
დაასაბუთე - რატომ ასე?
იცნობ ამ ხალხს?
მეც ვიყავი მათნაირი ერთ დროს და როგორც იტყვიან: "კატლეტში ვიცნობ." ნამდვილად ანტიქრისტიანები და ჯვარმცმელები არიან, ოღონდ ეს არის, რომ - "მათ არ უწყიან." ეს დიდი თემაა.
შეენდობათ.
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 3 2010, 02:04 AM
ციტატა(mkrexeli @ Feb 3 2010, 01:03 AM)
მეც ვიყავი მათნაირი ერთ დროს
ანუ, სავლე - პავლედ კიარადა, ახალგაზრდა ჯვარმცმელი იქცა მკრეხელად?!
დიდებული ტრანსფორმაციაა, ვერაფერს იტყვი.
პოსტის ავტორი: mkrexeli თარიღი: Feb 3 2010, 03:29 PM
ციტატა(terra @ Feb 3 2010, 02:04 AM)
ანუ, სავლე - პავლედ კიარადა, ახალგაზრდა ჯვარმცმელი იქცა მკრეხელად?!
დიდებული ტრანსფორმაციაა, ვერაფერს იტყვი.
"თქვენ საქმის არსს სწორად ჩასწვდით." ოღონდ ერთი შენიშვნა: "მკრეხელი" - მართლმადიდებლებისთვის ის არის, ვინც ცნობიერი ქრისტიანობის მიმდევარია და არა ფანატიურ-დოგმატიკური სიბნელის.
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 3 2010, 04:08 PM
mkrexeli
სასაცილოდ ნუ გაიხდი თავს.
იაზროვნე რას წერ
პოსტის ავტორი: mkrexeli თარიღი: Feb 3 2010, 11:21 PM
ციტატა(terra @ Feb 3 2010, 04:08 PM)
mkrexeliსასაცილოდ ნუ გაიხდი თავს.
იაზროვნე რას წერ
თუ სასაცილოა რასაც ვწერ, იცინეთ და იცინეთ... სიცილი სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის.
შენიშვნა: "იაზროვნე რას წერ," ეს რანაირი ქართულია? მგონი თქვენ "აზროვნების" მნიშვნელობა არ გესმით. ასე მაინც დაგეწერათ: "გაიაზრეთ რას წერთ."
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Feb 3 2010, 11:24 PM
mkrexeli
ხომ მიხვდი რისი თქმაც უნდოდა
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Feb 4 2010, 03:05 AM
ikanosi
მიხვდა
პოსტის ავტორი: aia თარიღი: Feb 4 2010, 10:40 AM
მოდერატორს ვთხოვ, დახუროს თემა...
ყველას ძალიან დიდი მადლობა დახმარებისთვის....
პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Dec 6 2010, 08:01 PM
ციტატა
შენიშვნა: "იაზროვნე რას წერ," ეს რანაირი ქართულია? მგონი თქვენ "აზროვნების" მნიშვნელობა არ გესმით. ასე მაინც დაგეწერათ: "გაიაზრეთ რას წერთ."
:D
პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 12 2010, 06:44 AM
ციტატა(terra @ Jan 31 2010, 01:19 PM)
mkrexeli
ნუ მკრეხელობ.
აი ამ პოსტზე ბევრი ვიხალისე რა...
რაღა მაინც და მაინც ეგ ზმნა აარჩიე terra?
ინგლისურად ასე გამოითქმება: "He was asking for it, and got it!"
მინიშნებას გვაძლევს იუზერი როგორც უნდა მოვიხსენიოთ ან თუ რა ზმნით შევამკოთ...
პოსტის ავტორი: yvelaperi თარიღი: Apr 4 2011, 01:39 PM
პოსტის ავტორი: -ვაჟა- თარიღი: Nov 20 2011, 06:07 PM
"ქრისტეს ჯარისკაცები"
მგონი ცუდი სახელი არ იქნება.
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
ან, "უფლის"
პოსტის ავტორი: aia თარიღი: Nov 21 2011, 09:20 PM
ციტატა(-ვაჟა- @ Nov 20 2011, 06:07 PM)
"ქრისტეს ჯარისკაცები"
მგონი ცუდი სახელი არ იქნება.
უფალო, იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი
ან, "უფლის"
მადლობა. გაიხარე.
პოსტის ავტორი: nana gamyrelidze თარიღი: Nov 28 2011, 09:49 PM
მოგესალმებით. თუ ასე გულით გსურთ, კეთილი და სუფთა საქმეები აკეთოთ, მაშინ რატომ არ ამოიღებთ ხმას იმაზე, რომ თანამედროვე ქართული ლიტერატურა სულ უფრო მეტად და მეტად ირყვნება. .. ამ ფორუმზე სხვა თემაშიც დავპოსტე, მაგრამ ლიტონი სიტყვების გარდა ვერაფერი მოვისმინე საქმიანი. ამჯერად ჩემი აღშფოთება გამოიწვია ახალგამოსულმა მოთხრობების კრებულმა ,,არა, ვამბობ მე" - ასეთი სათაურით. ავტორი გახლავთ ლელა კოდალაშვილი. კრებული დიდის ამბით წარმოგვიდგინა რუსთავი ორის გადაცემამ. მე ვიყიდე და წავიკითხე. მერწმუნეთ, მსგავსი გარყვნილება არ დაწერილა ქართულ ლიტერატურაში. მე თავად ფილოლოგი ვარ და ასე თუ ისე ვიცნობ ამ სფეროს. ესაა ე.წ. ეროტიკული ტექსტები, ბოლო მოთხრობას კი თავისუფლად შეიძლება ეწოდოს პორნგრაფიული ჟანრის ტექსტი. აქ ავტორი ქალი მაღალმხატვრულად აღწერს სექსულაური ურთიერთობის დეტალებს, გაუკუღმართებულ აქტს (კუნილინგუსს), სხვა მოთხრობებში კი ორქმრიანობას ქადაგებს, აღწერს ახალგაზრდა გოგონას ჩუკენობის აქეტს, ქალებს, რომლებიც ერთდროულად არიან მამაკაცთან სექსუალურ კავშირში და ა.შ. მე მგონია, რომ ეს ტირაჟი არ უნდა მივიდეს ჩვენს შვილებამდე, თორემ ჩვენ - ჯანდაბას, ასე თუ ისე ვიცით კარგისა და ავის გარჩევა. იქნებ იმაღლოთ ხმა ამ უპრეცენდენტო ამბის წინააღმდეგ, ან იქნებ მირჩიოთ, ვის მივმართო, რომ საზოგადოებას ხმა მივასწვდინოთ. არ შეიძინონ ეს კრებული და ამ მაგალითით იქნებ სხვებმაც თავი ცოტათი მაინც შეიკავონ მსგავსი ტექსტების წერისგან, თორემ, ხომ იცით, ასეთებს მიმბაძველები უჩნდებათ ხოლმე. ეს კომერციასთანაც დიდ კავშირშია. გამომცემლობებს აძლევს პირველ რიგში ხელს მსგავსი ტექსტების ბეჭდვა... გმადლობთ წინასწარ
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 28 2011, 10:59 PM
nana gamyrelidze
ციტატა
ამ ფორუმზე სხვა თემაშიც დავპოსტე, მაგრამ ლიტონი სიტყვების გარდა ვერაფერი მოვისმინე საქმიანი.
რატომ დაიწერა მხოლოდ "ლიტონი სიტყვები", ახსნილიც იყო.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)