მეგობრებო,
როგორც იცით, უწმიდესის კურთხევით რეგისტრაცია გაიარა ჩვენმა ორგანიზაციამ
24 ივნისს, კვირას, 15:00 საათზე, წმ. სამების საპატრიარქო ტაძრის ახალგაზრდულ ცენტრში იგეგმება გაერთიანებული კრება. გთხოვთ, მაქსიმალურად ყველანი მოხვიდეთ
ამასთან, ერთად შევიმუშავოთ დღის წესრიგი. რა საკითხები განვიხილოთ? მე უკვე მოფიქრებული მაქვს რაღაც-რაღაცეები და ხვალ დავდებ
რა ორგანიზაციაა?
ისე ვეცდები მოვიდე........
კანონისტი
ფოლკლორისა და სასულიერო მუსიკის პრობლემატური საკითხები შედის თქვენს მიერ განსახილველ საკითხებთა შორის?
გილოცავ დავით ახალი განყოფილების გახსნას
შევეცდები მოვიდე
კანონისტი
ვეცდები მოვიდე ღვთის მადლით.
მაგას გამოვტოვებ ახლა მე?
თან დღეს ისეთი რამე მითხარი რო რო არ მოვიდე შანსი არაა.
ხო გილოცავ კიდე ახალი განყოფილების გახსნას. და წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ორგანიზაციას.
გაიხარე ძამიიი.
დღის წესრიგი:
1. წევრების მიღების საკითხი
2. სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა
3. ქცევის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები
4. ზნეობრიობის მხარდაჭერა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად
5. მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილესთან დაკავიშრებული საკითხები
6. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხები
გიორგი
გაიხარე! შევცვალე უკვე....
სათაურში გიო შეცვლის
მე მოვდივარ რა თქმა უნდა
:-*
შაკუნა
რაღაც საეჭვო სმაილაკებს წერ.
ხო მოდიხარ ბოშო?
დღის წესრიგი:
1. წევრების მიღების საკითხი
2. სკოლებში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა
3. ქცევის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები
4. ზნეობრიობის მხარდაჭერა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად
5. მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილესთან დაკავიშრებული საკითხები
6. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხები
7. სამეცნიერო მუშაობის საკითხები და მიმართულებები
თამარი_ცქნაფო
მხევალი ნინო
ჰო, ცოტა ზოგადი მეჩვენება მაინც ყველაფერი, უცებ კონკრეტული კიტხვა რომ დასვა, არავინ აღმოჩნდება პასუხის გამცემი. თან ეს პრობლემები მაინც ძალიან ზოგა-გლობალურია და უსაზღვრო, პოტენციალის განსაზღვრაა მთავარი ამიტომ
თამარი_ცქნაფო
კანონისტი
მე კი მეეჭვება
მაქსიმალურად ვეცდები, რომ მოვიდე . . .
მე გავდივარ ახალგაზრდებში?
მიმიღებთ წევრად?
მე მოვდივაარ...
მოვალ აბა რა
მეც მოვალ სიამოვნებით
ukacravad, mainteresebs tu mimigebt?
ეჰ მე ვერ მოვდივარ ზეგ საშინელი გამოცდა მაქვს,მე მაპატიეთ,ზეგ ვამთავრებ გამოცდებს და მის მერე თქვენთან მიგულეთ....
ვინც დღეს აპირებთ კრებაზე მოსვლას, გთხოვთ, თუ პრინტერი გაქვთ სანამ წამოხვალთ კრებაზე შემეხმიანეთ რაა პლლლზზ
აი დღევანდელი შეხვედრის სურათებიც
მოგზაურა და Kato_bato
http://imageshack.us
miss_qartveli, ai_gogo, და adamis_nekni
http://imageshack.us
მნათე
http://imageshack.us
ნინოს მეგობარი , .nino და გიორგი
http://imageshack.us
იოანა, Kato_bato და მოგზაურა
http://imageshack.us
ცნობილი სახეები ....
http://imageshack.us
http://imageshack.us
ამდენ სახელს რა ჩამოწერს... ამოიცანით
http://imageshack.us
http://imageshack.us
ფაფუუ, მეტი აღარ არის
გულახდილად გეტყვით დავტკბი. კატუნია რამხელა ხარ უკვე. . ჩვენი მნათუშკა სულ ლოცვაშია.
ამ სურათებიდან მხოლოდ ერთს ვიცნობ ლაივში კანონისტს
როგორ მინდოდა მოსვლა მაგრამ ვერ მოვახერხე
მოყევით რა ხდებოდა რა...
ნენა, რამსისქე ვარ
მხევალი ნინო
kato_Bato
კატო, რავა დაქალებულხაარრრრ
საყვარელოოო!
თამარი_ცქნაფო
ჩამოვედი და ეხლა შემიძლია ყველგან წამოვიდე აბა ჰე ეხლა დაბარებები წავიდა
დარიალიდა ფლოიდამ მოგიკითხაათ.... გაცხარებული მშენებლობა მიდის
ყველანი ძალიან კარგები ხართ
ძალიან მიხარი რომ გაგიცანით
გაიხარეთ ხალხნო, კარგები ხართ ძალია
მოკლე შინაარსს არ მოყვება ვინმე
სამწუხაროდ მე ვერ შევძელი დასწრება, თუმც დარწმუნებული ვარ ძალაინ საინტერესო შეხვერდა იქნებოდა. მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ დამსწრე საზოგადოებას.
ბატონო დავით თქვენს სამსახურში მიგულეთ!
ხვალ დავდებ კრების ოქმს, სადაც ნახავთ რა იქნა განხილული და რა გადაწყვეტილება მიღებული
ბექა.შუხოშვილი†
შავნაბადას მონასტერი აშენებს დარიალის მონასტერს მისახმარებლად იქაა ამჟამად
chven mshvidoba
lamara
Kato Bato
რა ქალი,რა ქალიი აფსუს,რა შანსი დავკარგე შენი გაცნობისა
არადა ძალიან მინდა
მაგ მუცლიკაში რომ გიზის პაწაწუნა,აი იმას ვენაცვალე მეეე ( რამე ორიგინალური და ყველასგან განსხვავებული ხომ უნდა მეთქვა?
)
P.S. აქა იმდენს ვაოფებთ, რომ კანონისტი გადაირევა,ხოდა ჯობია მალე დადოს ის,რის დადებასაც აპირებს
ვინმემ მითხარით რა მეც შემიძლია თუ არა გაერთიანება და რა ხდება ამ გაერთიანებაში,რითი შემიძლია დაგეხმაროთ?
II სხდომის
ო ქ მ ი
ქ. თბილისი, სამების საპატრიარქო ლავრა
2007 წლის 24 ივნისი
I. წევრების მიღების საკითხი
____________________________
აღინიშნა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთ ფორუმელს შეიძლება არ სურს გაერთიანების წევრობა, ამასთან არიან წევრობის ისეთი მსურველებიც, რომლებსაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, სასურველია გაერთიანებაში გაწევრიანება მოხდეს ცალკე. აღინიშნა ისიც, რომ საიმისოდ, რათა წევრობის ყველა მსურველს სრული წარმოდგენა ჰქონდეს გაერთიანების საქმინობის შესახებ, გაერთიანების მიზნები განთავსდეს მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს შესაბამის განყოფილებაში და მომზადდეს მცირე ბუკლეტები. დაისვა გაერთიანების წესდების შემუშავების საკითხიც. განხილულ იქნა გაერთიანების დაფინანსების პრობლემა
1. დაევალოს გაერთიანების თავმჯდომარეს დ. ჩიკვაიძეს 2 (ორი) კვირის ვადაში შეიმუშავოს საწევრო-სარეგისტრაციო ფორმა
2. დაევალოს საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელს ბ. შუხოშვილს უზრუნველყოს შავ-თეთრი ბუკლეტების მომზადება
3. დაევალოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს ივ. პეტრიაშვილს სექტემბრამდე შეიმუშავოს გაერთიანების წესდება
4. დაევალოს გაწევრიანების ყველა მსურველს უზრუნველყოს გაერთიანების შესახებ ინფორმაციის გავრცელება ახალი წევრების მიღების მიზნით
5. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ გაწევრიანების პროცესის დაწყების შემდეგ დღის წესრიგში დადგება ფილიალების საკითხი, უპირველესად კი ბათუმის ფილიალის
6. საწევრო შენატანების საკითხი შეუთანხმებლობის გამო გადადებულ იქნეს შემდგომი სხდომისათვის
II. სკოლაში საღვთო სჯულის სწავლების საკითხი და არსებული მდგომარეობა
__________________________________________________________________
აღნიშნა, რომ კონსტიტუციური შეთანხმებისა და "ზოგადი განათლების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, საღვთო სჯულის სწავლება საჯარო სკოლებში ნებაყოფილობითია, თუმცა ეს უფლება, როგორც წესი, რეალიზებული არ არის. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს სტეფანესაგან (კალაიჯიშვილი) მიღებულია ლოცვა-კურთხევა, რომ მომზადდეს საინფორმაციო ხასიათის ინსტრუქცია, რომელიც დარიგდება სკოლებში საიმისოდ, რომ სკოლების სამეურვეო საბჭოებს სრული ინფორმაცია ჰქონდეთ აღნიშნული უფლების რეალიზაციის საშუალებების თაობაზე
1. დაევალოს იურიდიული მიმართულების ხელმძღვანელს ივ. პეტრიაშვილს განათლების მიმართულების ხელმძღვანელ ნ. განაიასთან ერთად 2007-2008 სასწავლო წლის დაწყებამდე შეიმუშავოს საღვთო სჯულის სწავლების შემოღების თაობაზე ინსტრუქცია
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ კანონმდებლობის შესაბამისად სოციალური რეკლამა უფასოა სსმ-ის ეთერში და შესაძლებელია დამატებით იქნეს განხილული აღნიშნული ინსტრუქციის თაობაზე საზოგადოების ინფორმირება ტელევიზიის ეთერით
III. ქცევის კოდექსთან დაკავშირებული საკითხები
____________________________________________
"მაუწყებელთა ქცევის კოდექსი"-ს ის ვარიანტი, რომელსაც ამჟამად განიხილავს კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია უარყოფილია საქართველოს საპატრიარქოს მიერ. აღინიშნა, რომ გაერთიანება ხელმომწერია "ზნეობრივი საქართველოსათვის" კოალიციის მიერ შემუშავებული საპროტესტო განცხადებისა
1. ცნობად იქნეს მიღებული გაერთიანების თავმჯდომარის დ. ჩიკვაიძის მოხსენება "ქცევის კოდექსთან" დაკავშირებით
2. ეთხოვოთ დამსწრეებს აქტიურად ჩაერთონ კოდექსის განხილვის პროცესში
IV. ზნეობრიობის მხარდაჭერა საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრთან ერთად
___________________________________________________________________
აღინიშნა, რომ საპატრიარქოს ახალგაზრდული ცენტრი გეგმავს სხვადასხვა ღონისძიებებს ზნეობრიობის მხარდაჭერის მიზნით, სადაც სასურველია ჩაერთოს გაერთიანებაც
1. ცნობად იქნეს მიღებული გაერთიანების თავმჯდომარის დ. ჩიკვაიძის მოხსენება ზნეობრიობის მხარდამჭერ ღონისძიებათა თაობაზე
2. ეთხოვოთ დამსწრეებს აქტიურად ჩაერთონ ამ პროცესში
V. სამეცნიერო მუშაობის საკითხები და მათი მიმართულებები
_____________________________________________________
საგანგებოდ აღინიშნა, რომ გაერთიანების დასაფუძნებლად მისი უწმიდესობის ლოცვა-კურთხევა უპირველესად სამეცნიერო საქმიანობის წახალისებას შეეხებოდა. სასურველია, რომ გაერთიანებამ ფართო სპექტრი მოიცვას და უზრუნველყოს ახალგაზრდობის ჩართვა სამეცნიერო საქმიანობაში, წახალისებულ იქნეს კონფერენციები, სემინარები და სხვა მსგავსი ტიპის ღონისძიებები
1. დაევალოს საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელს ბ. შუხოშვილს უზრუნველყოს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის საერთაშორისო ფონდში დააზუსტოს სამეცნიერო საქმიანობის დაფინანსების საკითხები
2. დაევალოს სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს ი. ჭიღლაძეს 30 სექტემბრამდე განსაზღვროს კონკრეტული პროექტები და კონფერენციები, რომელთა ორგანიზების თაობაზეც გაერთიანება იმსჯელებს შემდგომში
3. ეთხოვოთ დამსწრეებს სრული ინფორმირება მათთვის ხელმისაწვდომ პირთა წრეში გაერთიანების სამეცნიერო საქმიანობის თაობაზე
4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ წარმატებული თემები და პროექტები წახალისებული იქნება გაერთიანების მიერ
VI. მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილესთან დაკავშირებული საკითხები
_________________________________________________________________________
აღინიშნა, რომ მ/წლის 23 ივლისს არის მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს იუბილე. მისი ყოვლადუსამღვდელოესობის, ცაგერისა და ლენტეხის ეპისკოპოს სტეფანესაგან (კალაიჯიშვილი) მიღებულია ლოცვა-კურთხევა იუბილეს სამების საპატრიარქო ლავრის ახალგაზრდულ ცენტრში. აღინიშნა ისიც, რომ გაერთიანება აქტიურად უნდა ჩაერთოს ღონისძიების ორგანიზების საქმეში
1. დაევალოთ საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელ ბ. შუხოშვილსა და კულტურისა და ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელ ა. მიქაბერიძეს ფორუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყონ გაერთიანების მონაწილეობა ფორუმის იუბილეში
2. დაევალოს გაერთიანების თავმჯდომარეს დ. ჩიკვაიძეს საქართველოს უმაღლესი საერო და სასულიერო ხელისუფლების წარმომადგენელთა მოწვევა აღნიშნულ იუბილეზე
3. ცნობად იქნეს მიღებული, რომ საიუბილეო ღონისძიების დეტალები დამატებითი კონსულტაციების საფუძველზე გადაწყდება
4. ცნობად იქნეს მიღებული, რომ იუბილესათვის მზად იქნება ფორუმის მაისურები
VII. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხი
___________________________________________
მოხსნილია განხილვიდან
დავით ჩიკვაიძე,
ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანების
თავმჯდომარე
მდააა
აბა წარმატებები ვუსურვოთ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანებას, მომავალში უფრო გაფართოება ისე რომ მთელი მსოფლიო მოვიცვათ, ღმერთმა გაგაძლიეროთ
Tqven gaxarebas, wevri rom gavxde ra unda vqna mokled Tu metyvis vinme
წარმატებებიიი ასეთი კარგი საქმეების განხორციელებაში
წარმატებებს გისურვებთ .....
გულით და სულით...
Sotiris
რამდენი კალკია?
ძალიან კარგი იდეაა,განხორციელება უფრო კარგი იქნება წარმატებები ბევრი ბევრი ბევრი
კანონისტი
ა. მიქაბერიძე ვინ არის?
გამარჯობათ!
მე ფორუმის აქტიური დამთვალიერებელი ვიყავი. 24 ივნისის შეკრების შემდგომ გადავწყვიტე ფორუმის წევრი გავხდე. ვეცდები, კანონისტს დავეხმარო ინსტრუქციის შედგენაში (კანონისტის ჯგუფელი ვარ და ამის წყალობით ვესწრები ამ გაერთიანების შეკრებებს).
წარმატებებს გისურვებთ!!!
მადლობა!
mariami_484
გაიხარე, დიდი მადლობა
გაუმარჯოს
ბატონო დავით! მესამე სხდომა როდისთვისაა დაგეგმილი? ალბათ ანსაბლის თაობაზე საკითხი ამ სხდომაზე განიხილება ხომ? იმედია მეს მაინც დავესწრები
ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM)
2. დაევალოს სამეცნიერო მიმართულების ხელმძღვანელს ი. ჭიღლაძეს 30 სექტემბრამდე განსაზღვროს კონკრეტული პროექტები და კონფერენციები, რომელთა ორგანიზების თაობაზეც გაერთიანება იმსჯელებს შემდგომში
3. ეთხოვოთ დამსწრეებს სრული ინფორმირება მათთვის ხელმისაწვდომ პირთა წრეში გაერთიანების სამეცნიერო საქმიანობის თაობაზე
4. მიღებულ იქნეს ცნობად, რომ წარმატებული თემები და პროექტები წახალისებული იქნება გაერთიანების მიერ
ეს საკითხები იქნებ ცოტა განავრცო და დააკონკრეტო?
ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM)
1. დაევალოთ საორგანიზაციო მიმართულების ხელმძღვანელ ბ. შუხოშვილსა და კულტურისა და ფოლკლორის მიმართულების ხელმძღვანელ ა. მიქაბერიძეს ფორუმის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით უზრუნველყონ გაერთიანების მონაწილეობა ფორუმის იუბილეში
ეს საკითხიც ბუნდოვანია
ციტატა(კანონისტი @ Jun 27 2007, 10:50 AM)
VII. გაერთიანების ანსამბლის წევრობის საკითხი
___________________________________________
მოხსნილია განხილვიდან
ეს საერთოდ გაუგებარია
კანონისტი
მერე მეტყვი რა შუაშია იგნორიო
N. R.
N. R.
ბატონო დავით აუცილებლად გავწევრიანდები თქვენს გაერთიანებაში!
მიხარია ამ ფორუმსჰი მონაწილეობა
უფალი გფარავდეთ ყველა ფორუმელს
anania
გაიხარე!
საწყენია რომ ამ ორგანიზაციაში გაწევრიანებისთვის არსებობს ასაკობრივი ზგვარი, იქნებ როგორმე მოვახერხოთ და შევძლოთ ერთად დასახული მიზნების განხორციელება. მე 17 წლის ვარ და სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გავაკეთო ის საქმე რასაც დამავალებთ.
shota_shotadze
პრობლემა არ არის, შეგიძლია ჩვენთან იყო და ჩვენთან ერთად აკეთო საქმეები
მეგობრებო,
ზაფხული დამთავრდა და მგონი დროა შევუდგეთ საქმეს.
30 სექტემბრისათვის იგეგმება მორიგი შეხვედრა, სადაც უკვე კონკრეტულ გეგმებზე ვისაუბრებთ. გთხოვთ დაწეროთ თქვენი მოსაზრებები, რის შემდეგაც გავხსნი ცალკე თემას და მოვემზადებით კრებისთვის
ჩემი მოსაზრება ასეთია გამახვილდეს ყურადღება ნარკომანიაზე და საპატრიარქოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებს რაღაც ჩვენც შევმატოთ,ამ საკითხზე მართლაც ღირს ჩვენი შEსაძლებლობების გამოყენება, თუ რამეს შევძლებთ რა თქმა უნდა! რას იტყვი ამაზე დავით?
იქნებ როგორმე შეიკრიბოს გარკვეული ჯგუფი და კონკრეტულად დავიწყოთ სკოლის პრობლემების გადაჭრა. ამას უდიდესი ძალისხმევა სჭირდება და საკმაოდ ძნელი იქნება, და სრულიად შესაძლებელია რომ ეს პრობლემა მოგვარდეს და ღირსეული მამულიშვილები ვაჩუქოთ საქართველოს
კარგი იქნება თუ დავსახავთ გზას, რითაც სასულიერო ლიტერატურის მიტანა იქნება შესაძლებელი ისეთ ხალხთან, ვისაც აქვს სურვილი და არ აქვს შესაძლებლობა (არამარტო ფინანსური) მაგ: რაიონებში, სოფლებში და ა.შ. ოღონდ ეს ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს,რომ არ მიაკერონ პროპაგანდის იარლიყი და ვინმეს თვალში არ გამოიწვიოს აგრესია
მართა
shota_shotadze
თათი87
დიდი მადლობა
გავითვალისწინებ აუცილებლად
გამარჯობათ,ჩვენს მოსვლას და თქვენს დახვედრას გაუმარჯოს. დიდი სურვილი გვაქვს თქვენთან ურთიერთობის. გფარავდეთ უფალი.
აქ ხართ
რა კარგიაააა
თუ ჯიგრულათ მიმიღებთ ახალი ფორუმელი ვარ და ძველი მართლმადიდებელი.(რათქმაუნდა)
მე მიმიღებთ?
ახალ წევრებს შეუძლიათ მონაწილეობის მიღებაა?
მეც მოვალ რა, თუ მიმიღებთ, ოღონდ რაიმე კრიტერიუმებს ხო არ უნდა შევესაბამებოდე (მყავდეს მამაო, შარვლით არ შეიძლება ხო მოსვლა? ახალი ვარ და რა ვქნა, არ ვიცი )?
ეს ძველია, შარშანდელი
წელს აღარ გაქვთ შეკრებები? ახლებისთვის ხო შეიძლება მოსვლა?
უკაცრავად და რას შვება ეს გაერთიანება, თვლემს?
http://www.facebook.com/pages/%E1%83%9B%E1%83%94-%E1%83%95%E1%83%90%E1%83%A0-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98/103351929770697 დაგვიჭირეთ მხარი
მე ვარ ქართველი...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)