თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ახალგაზრდული ცენტრის განცხადება

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2008, 12:36 PM

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრი, დევნილი ბავშვებისათვის აგროვებს სასკოლო ლიტერატურას და საკანცელარიო ნივთებს.
აქცია გაგრძელდება 7 ოქტომბრამდე.
მონაწილეობის მსურველებს გთხოვთ დაგვიკავშირდეთ
საპატრიარქოს ახ. ცენტრში (სამების საკათედრო ტაძარი)
საკონტაქტო პირი: თამარ არჩუაძე
ტელ:893 185 840

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 10 2008, 04:15 PM

საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული
ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების
ცენტრში
განახლდება “შემეცნებითი საუბრები”


სამების საკათედრო ტაძარში; ყოველ დღე 15:00 საათზე
დასწრება ნებისმიერი მსურველისთვის თავისუფალია

სამშაბათი (11.11.08) _ ისტორია
საუბრის თემა: ,,ქართული გვარის გეოგრაფია”
ისაუბრებს საქართველოს საგვარეულოთა კავშირის წარმომადგენელი გენეალოგი ალექსანდრე ნაზღაიძე
ოთხშაბათი (12.11.08) _ სოფლის მეურნეობა და ბიოუსაფრთხოება
საუბრის თემა: ,,საკვების კვებისწინა შემზადება ფერმერულ პირობებში”
ისაუბრებს იაკობ შუბითიძე
ხუთშაბათი (13.11.08)
საუბრის თემა: საბავშვო მწერლობა ,,გუშინ, დღეს, ხვალ”
ისაუბრებს მარიამ წიკლაური
პარასკევი (14.11.08) ქრისტიანული ოჯახი და ბავშვთა აღზრდა
საუბრის თემა: ,,კონფლიქტის გადაჭრის გზები”
ისაუბრებს ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი
კვირა (16.11.08) წირვის შემდეგ
სამების საკვირაო სკოლაში სასულიერო პირი ისაუბრებს რელიგიურ თემაზე, რის შემდეგაც შედგება ფილმის ჩვენება.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 10 2009, 10:36 AM

დღეს, 10 მარტს, წმიდა სამების საპატრიარქო ლავრის ახალგაზრდულ ცენტრში 15:00 ლექციას წაიკითხავს მისი უწმიდესობა, კათოლიკოს-პატრიარქი ილია II.

დასწრება თავისუფალია.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 12 2009, 10:54 AM

9 მარტიდან საქართველოს საპატრიარქოსთან არსებული ახალგაზრდობის სულიერი და ინტელექტუალური განვითარების ცენტრში (სამების საკათედრო ტაძარი) განახლდება “შემეცნებითი საუბრები”, რომლებიც გაიმართება ყოველ დღე 15 საათზე, ახალგაზრდული ცენტრის საკონფერენციო დარბაზში,
დასწრება თავისუფალია.



ორშაბათი 09.03.09. – ისტორია
დიალოგის თემა: “რა ენაზე ლაპარაკობდნენ ჩრდილო_დასავლეთ საქართველოში (ამჟამინდელ აფხაზეთში) მე-16 საუკუნემდე”
საუბარს წარმართავს პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი
თეიმურაზ გვანცელაძე



სამშაბათი 10.03.09. – ღვთისმეტყველება და ფილოსოფია
დიალოგის თემა: “დროის ფაქტორი თანამედროვე ცხოვრებაში”
საუბარს წარმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II



ოთხშაბათი 11.03.09. _ სოფლის მეურნეობა
დიალოგის თემა: “გენმოდიფიცირებული პროდუქტები_საფრთხე და რეალობა”
საუბარს წარმართავს მარიამ ჯორჯაძე


ხუთშაბათი 12.03.09.--სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უწმინდესისა და უნეტარესის ილია II ლოცვა-კურთხევით ეს დღე მღვდელთმთავრებს დაეთმობა.
დიალოგის თემა: “ქრისტიანული აღზრდის საკითხები”
საუბარს წარმართავს ცურტაველი ეპისკოპოსი იოანე (გამრეკელი)


პარასკევი 13.03.09. _ ქრისტიანული ოჯახი და ბავშვთა აღზრდა
დიალოგის თემა: “ქრისტეანული ოჯახის შექმნა”
საუბარს წარმართავს მღვდელი კონსტანტინე (გიორგაძე)



კვირა 15.03.09.
კახაბერ იმნაიშვილის ფილმის “გურჯისტანის ვილაიეთის”—ჩვენება და განხილვა.

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Mar 12 2009, 11:30 AM

ციტატა

სამშაბათი 10.03.09. – ღვთისმეტყველება და ფილოსოფია
დიალოგის თემა: “დროის ფაქტორი თანამედროვე ცხოვრებაში”
საუბარს წარმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია II


სიუჟეტი ვნახე ამაზე wub.gif ისეთი უშუალო ოყო უწმინდესი... აუცილებლად მინდა დავესწრო შემდეგ ლექციას smile.gif

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Mar 17 2009, 12:30 PM

ვინმე ხომ არ აპირებს წასვლას დღეს 3 საათზე? smile.gif მე მინდა ძალიან, ალბათ წავალ smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 17 2009, 12:33 PM

მატასი
დღეს რა ხდება?

პოსტის ავტორი: მატასი თარიღი: Mar 17 2009, 12:43 PM

დღეს პატრიარქი ატარებს ლექციას

ციტატა
სამშაბათი 10.03.09. – ღვთისმეტყველება და ფილოსოფია
დიალოგის თემა: “დროის ფაქტორი თანამედროვე ცხოვრებაში”
საუბარს წარმართავს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი უწმინდესი და უნეტარესი ილია I


პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 17 2009, 02:01 PM

მე და მატასი მივდივართ, მსურველები წამოდით, ვხვდებით ახალგაზრდულის კარებთან 3 ს რომ 10 დააკლდება.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 17 2009, 11:03 PM

ე არ მოვიდა პატრიარქი smile.gif მეუფე სტეფანეს სემინარი იყო სამაგიეროოდ tongue.gif

პოსტის ავტორი: ana.anu თარიღი: Apr 21 2009, 11:46 AM

იქნებ ვინმემ გამარკვიოს,როდიდან განახლდება ახალგაზრდულ ცენტრში საუბრები,იმიტომ რომ,როგორც ვიცი,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გამო,დროებით გადაიდო...დიდი მადლობა წინასწარ smile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Apr 22 2009, 09:40 PM

ციტატა(ana.anu @ Apr 21 2009, 11:46 AM) *

იქნებ ვინმემ გამარკვიოს,როდიდან განახლდება ახალგაზრდულ ცენტრში საუბრები,იმიტომ რომ,როგორც ვიცი,აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის გამო,დროებით გადაიდო...დიდი მადლობა წინასწარ smile.gifsmile.gifsmile.gif

ამ დღეებში გადაწყდება ზუსტად ეგ საკითხი.როგორც დავადგენ დავწერ აუცილებლად.თუ არ ვცდები ამ ორშაბათიდან უნდა დაიწყოს.

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Apr 23 2009, 08:53 PM

http://axalgazrdoba.ge/shemec.html

პოსტის ავტორი: ana.anu თარიღი: Apr 23 2009, 09:36 PM

დღეს დაუდიათ საიტზე smile.gif
natianatushki
tamuna m
თქვენთან მაქვს გოგოებო შეკითხვა:ბუნებრივია,რომ ეკლესიაში კაბით შევდივართ და მაინტერესებს ახალგაზრდულ ცენტრშიც,გარდა შემთხვევებისა,როდესაც პატრიარქი თავად წარმართავს საუბრებს,აუცილებელია თუ არა კაბით მისვლა?(არასდროს დავსწრებივარ და მინდა,რომ სანამ მივალ,ზოგადად მაინც გავერკვე ) წინასწარ გმადლობთ smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: May 11 2009, 08:33 PM

ana.anu
ახალგაზრდული ცენტრი ეკლესიაშია ფაქტიურად smile.gif ასე რომ კაბით იარე გირჩევ

პოსტის ავტორი: ana.anu თარიღი: May 11 2009, 08:36 PM

llaasshhaa
გმადლობ რჩევისთვის,გავითვალისწინებsmile.gifsmile.gifsmile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 18 2009, 02:06 PM

ხალხნო იქნებ გამაკვიოთ ამ კვირასი იქნება შემეცნებითI საუბრები?

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Jun 18 2009, 09:19 PM

ციტატა(llaasshhaa @ Jun 18 2009, 02:06 PM) *

ხალხნო იქნებ გამაკვიოთ ამ კვირასი იქნება შემეცნებითI საუბრები?

აუცილებლად იქნება,ხვალ ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი ატარებს. კვირას ფილმის ჩვენება იქნება.

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jun 18 2009, 09:24 PM

ციტატა
აუცილებლად იქნება,ხვალ ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი ატარებს. კვირას ფილმის ჩვენება იქნება.


აუ იყო?

აუ საიტზე რომ არ იდო მეთქი შესვენებაათქო და ამ კვირაში აღარ ამოვედი. sad.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 18 2009, 10:38 PM

natianatushki
გასაგებია მადლობ smile.gif

საიტზე არ გაუნახლებიათ რომელ დღეს რაზე იქნება ქადაგება და მეთქი რა ხდება smile.gif ხვალ ვაპირებ წასვლას

ციტატა
აუ საიტზე რომ არ იდო მეთქი შესვენებაათქო და ამ კვირაში აღარ ამოვედი.

+1 sad.gif

პოსტის ავტორი: TIMATI თარიღი: Jun 19 2009, 03:38 PM

....................

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: Jun 20 2009, 12:42 AM

TIMATI
უკაცრავად,მაგრამ "......."ეს რას ნიშნავს? huh.gif mellow.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 29 2009, 11:12 AM

საიტზე აღარ ანახლებენ როდის რა იქნება რატო? sad.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jun 29 2009, 08:06 PM

llaasshhaa
საიტის შემქმნელი დააკავეს და რავიცი sad.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 29 2009, 11:21 PM

ციტატა(აკაკი @ Jun 29 2009, 09:06 PM) *

llaasshhaa
საიტის შემქმნელი დააკავეს და რავიცი sad.gif

ohmy.gif ohmy.gif ohmy.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Jun 29 2009, 11:42 PM

შემეცნებითი საუბრები აღარ იქნება ამ ზაფხულზე.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jun 30 2009, 02:22 PM

cray.gif cray.gif cray.gif cray.gif cray.gif cray.gif cray.gif cray.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 30 2009, 02:51 PM

ვაი, მართლა?! blink.gif
დღეს რატომღაც დამეზარა წასვლა (ქალურმა ინტუიციამ მიკარნახა laugh.gif )
ძალიან ცუდი!
თითქმის ყოველ სამშაბათს და ხუთშბათს დავდიოდი და ისეთი საინტერესო და შემეცნებითი იყო... user.gif user.gif user.gif user.gif

პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Jul 13 2009, 09:43 PM

ხვალ საღამოს 6 სთ-ზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში სტუმრად იქნება საბერძნეთიდან ჩამოსული მამაო, რომელიც ისაუბრებს ღვთისმეტყველებაზე და ამავე დროს მოხდება მისი წიგნის (რომელიც ნათარგმნია ქართულად) პრეზენტაცია...

პოსტის ავტორი: _tekla_ თარიღი: Sep 19 2009, 05:46 PM

ხომ არ იცით,როდის არის ხოლმე...ანუ,დაიწყო თუ არა ისევ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრშIი შემეცნებითი საუბრები?..

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Sep 19 2009, 11:27 PM

ციტატა(_tekla_ @ Sep 19 2009, 05:46 PM) *

ხომ არ იცით,როდის არის ხოლმე...ანუ,დაიწყო თუ არა ისევ საპატრიარქოს ახალგაზრდულ ცენტრშIი შემეცნებითი საუბრები?..

5 ოქტომბრის მერე დაიწყება.დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე დავდებთ ინფორმაციას.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Oct 5 2009, 04:19 PM

რა ხდება ახალი smile.gif როდის რომელ საათზე ვინ რას იქადაგებს smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Oct 6 2009, 06:31 PM

დღეს უწმიდესი იყო მოსულიი ხოდა ერთად ვიგალობეთ დავიღალე მოდი ჩემთან უფალო wub.gif

პოსტის ავტორი: ლანა თარიღი: Oct 6 2009, 08:55 PM

კარგი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Oct 6 2009, 09:58 PM

მართლაც ძალიან კარგი იყოო.

იქნებ რომელ დღეს ვიც იქნება სტუმრად სამებაში საიტზეც (www.axalgazrdoba.ge )დადოთ, ვისაც ეხება რა თქმა უნდა

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Oct 7 2009, 09:45 PM

იქნებ ეს თემა დაიხუროს,ან შეუერთდეს თემას"შემეცნებითი საუბრები
სამების ახალგაზრდულ ცენტრში"-ამ თემაში ყოველთვის იდება საუბრების შესახებ..

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)