თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ ლესელიძის ქუჩას სახელი გამოვუცვალოთ!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 13 2009, 09:31 PM

თბილისში, ძველი თბილისის უბანში არის უნიკალური ქუჩა, სადაც ქართულ მართლმადიდებლურ, სომხურ-გრიგორიანულ, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიებს, ებრაულ სინაგოგასა და (ოდნავ ზემოთ) მუსლიმურ მეჩეთს ერთმანეთისგან მეტრები აშორებს...

ამ უნიკალურ ქუჩას ხან იერუსალიმს ადარებენ და ხან კიდევ ხაზს უსვამენ მის განსაკუთრებულობას.

და აი ამ ქუჩას ჰქვია, მართალია ფრიად პატივსაცემი საბჭოთა გენერლის, კ. ლესელიძის სახელი, მაგრამ იგი კონტექსტურად ვერანაირად ვერ პასუხობს ამ ქუჩის უნიკალურობას.

გამიჩნდა სურვილი, რომ მას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს "რელიგიური ტოლერანტობის", "რელიგიური შემწყნარებლობის" ან სხვა სახელის ქუჩა.

აბა, გთხოვთ იდეებს.

cool.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jul 13 2009, 09:34 PM

ვააა ვააა. smile.gif

შეილება კაი სახელის მოფიქრება ნუ ამ სახელს ნაღდად აჯობებს. smile.gif

მარა ჯერ არაფერი მაფიქრდება აბა გავანძრევ ცოტა ტვინს. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 13 2009, 09:34 PM

უჩა
ჰო, აბა მიდით smile.gif

kiss1.gif

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jul 13 2009, 09:38 PM

ეკუმენიზმის ქუჩა biggrin.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jul 13 2009, 09:40 PM

ციტატა
ეკუმენიზმის ქუჩა

ეუჰ. laugh.gif

მერე წამოვა წინასწარმეტყველებები ეგ ქუჩა მეორე იერუსალიმიაო და ანტიქრისტე მანდ დაიდგავს ტახტსო. biggrin.gif laugh.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 13 2009, 09:42 PM

თავად იერუსალიმის ქუჩა?

ამჟამად ეს სახელი ჰქვია იქვე, პატარა ასახვევს სინაგოგასთან, მაგრამ შეიძლება იმას სხვა სახელი ეწოდოს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 13 2009, 09:43 PM

საინტერესო იდეაა, მაგრამ იქნებ უბრალოდ ტოლერანტობის ქუჩა გვეწოდებინა...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 13 2009, 09:44 PM

კანუდოსელი
იყოს ეგ იდეაც.

პოსტის ავტორი: G_I_O_R_G_I_ თარიღი: Jul 13 2009, 09:50 PM

ციტატა
თავად იერუსალიმის ქუჩა

მე ეს იდეა უფრო მომწონს
მაშინ შარდენი და მეიდანის სახელებიც შეიძლება შეიცვალოს

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Jul 13 2009, 10:00 PM

ერთსულოვნება biggrin.gif ან სხვა რაიმე ქუჩას ვუწოდოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jul 13 2009, 10:33 PM

მაიცა და როგორ ვაპირებთ აბა სახელის გადარქმევას? biggrin.gif ფლომასტერებით მივაწეროთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Jul 13 2009, 10:37 PM

ყველაფრის "ჩაწყობა" შეიძლება საქართველოში მთავარია მონდომება გიო a075.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Jul 13 2009, 10:42 PM

Floyd
მაშინ მე მინა "საბითუმო საეკლესიო ნივთების" ქუჩა დავარქვა smile.gif როგორც მაღაზიებზე წერია biggrin.gif და თან გასაკრავიც არაფერი იქნება tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jul 13 2009, 10:49 PM

ციტატა(G_I_O_R_G_I_ @ Jul 13 2009, 09:50 PM) *

მეიდანის სახელებიც შეიძლება შეიცვალოს


აი ეს ნამეტანია, თბილისის შარმი სწორედ მის მეიდანში, მეტეხში და მსგავს ულამაზეს კოლორიტშია...კაკრაზ მეიდანი უნდა დარჩეს

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 14 2009, 12:38 AM

ციტატა
მაშინ მე მინა "საბითუმო საეკლესიო ნივთების" ქუჩა დავარქვა

biggrin.gif


მე ცუდი ვარიანტი მაქ და არ დავწერ, ჩამქოლავთ მერე biggrin.gif laugh.gif


პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Jul 14 2009, 01:27 AM

ციტატა(კანუდოსელი @ Jul 13 2009, 10:49 PM) *

აი ეს ნამეტანია, თბილისის შარმი სწორედ მის მეიდანში, მეტეხში და მსგავს ულამაზეს კოლორიტშია...კაკრაზ მეიდანი უნდა დარჩეს

ტოლერანტობის ქუჩას ხო სუ თბილისური შარმის სუნი აქვს რა.
პ.ს. რაღაც მეცნო ეს თემა, ნეტა რათა? ეტყობა გაორება მჭირს.

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jul 14 2009, 01:56 AM

ესე ადვილია დავით ვოტ ვზიალი და გადავარქვათ,ა? თუ როგორაა საქმე? : ))

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 14 2009, 08:12 AM

რაც შეეხება გადარქმევის პროცედურას:

ჯერ თავად უნდა შევთანხმდეთ.
მერე შევუთანხმოთ შესაბამის კონფესიებს.
მერე შევაგროვოთ გარკვეული რაოდენობის ხელმოწერა მოსახლეობიდან.
ბოლოს კი დავწერთ განცხადებას საკრებულოს სახელზე.

მე მინდა თქვენი დახმარება მხოლოდ პირველ ეტაპზე, ანუ რაც შეიძლება მეტი იდეა. smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 14 2009, 11:06 AM

ციტატა

და აი ამ ქუჩას ჰქვია, მართალია ფრიად პატივსაცემი საბჭოთა გენერლის, კ. ლესელიძის სახელი, მაგრამ იგი კონტექსტურად ვერანაირად ვერ პასუხობს ამ ქუჩის უნიკალურობას.


მაგ ქუჩას უკვა აღAრ ქვია ლესელიძის ქუჩა - ერთი წელიც არ იქნება ჯერ ალბათ

სახელი გადაერქვა და ახლა არის კოტე აბხაზის ქუჩა.


ცოტა არ იყოს და ცივი წყლის გადსხმასაცი გAმომივიდა smile.gif)))))))

საიტრესსო არის რომ კოტე აფხაზი, თუ არ ვცები, ქაქუცას თAნამებზოლი იყო და თანაც სწორედ ამ გენრეალ ლესელიძეს ებრძოდა smile.gif)))

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 14 2009, 11:19 AM

Iona
ხო ეგ გავიგე მეც, მაგრამ იდეას არ ცვლის.

არც კოტე აფხაზია შუაში მაგ ქუჩასთან.

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jul 14 2009, 12:43 PM

ტოლერანტობა არა კვახი,თანაც სულაც არა ვართ ტოლერანტები tongue.gif
კოტე აფხაზის ქუჩა შესანიშნავი სახელია smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 15 2009, 12:47 AM

ქუჩას რატომ უნდა გადავარქვათ სახელი რომ ხაზი გავუსვათ რომ აი მინარეთი სინაგოგა ეკლესია ( ქართული და სომხრურიც ) ახლო - ახლო დგანან? .....და რა საჭიროა პრინციპში ?

ოთხთა კავშირის ქუჩა ?! smile.gif)))

ციტატა
არც კოტე აფხაზია შუაში მაგ ქუჩასთან.

მაგ ქუჩAსთან ყველაზე დიდ კავშირში არიან 100 ათასი მოწამე - ჩემი აზრით.

რადგანაც მას მივკავართ მეტეხის ხიდთან სადაც მოხდა ეს ისტორიული მოვლენა.
იქვეა მინარეთიც სადაც სადაც მცირერიცხოვანი მოღალატეები ინათლებოდნენ და იქვეა სიონის ტაძარი რომლისაც მოხადეს გუმბათი და ჯალალედინმა დაიდგა ტახტი რომ კარგად ეკურებინა სისხლისღვრისთვის.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 15 2009, 01:33 AM

მერია ტოლერანტობის ქუჩას დაეთანხმება, 100 000 -ს არა, იმიტომ რომ შეიძლება სხვა კოფესიებს არ მოეწონოს. ისე ასი ათასი მოწამის ქუჩა მოუხდებოდა, ეკუთვნის კიდეც. ტოლერანტობის ქუჩაც არაა ცუდი.
შეიძლება რელიგიის ქუჩაც - არაა პრეტენზიული სახელი და იოლად გამოითქმის
აბო

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 15 2009, 08:34 AM

Iona
abo
100 000 მოწამის სახელი უფრო "ევროპის მოედანს" ეკუთვნის... smile.gif



Iona
abo
100 000 მოწამის სახელი უფრო "ევროპის მოედანს" ეკუთვნის... smile.gif


პოსტის ავტორი: .:Lela:. თარიღი: Jul 15 2009, 09:44 AM

ციტატა(inaina @ Jul 14 2009, 12:43 PM) *

ტოლერანტობა არა კვახი,

გეთანხმები cool.gif

მშვენიერი სახელი აქვს ნეტა რას ერჩით unsure.gif თუ არადა ცოტა ნორმალური მაინც მოიფიქრეთ

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Jul 15 2009, 09:44 AM

ციტატა
100 000 მოწამის სახელი უფრო "ევროპის მოედანს" ეკუთვნის...
შესაძლოა smile.gif

...აი ევროპის მოედანი კი საერთოდ რატომ ქვია გაუგებარი მოვლენაა -

ციტატა
მერია ტოლერანტობის ქუჩას დაეთანხმება, 100 000 -ს არა, იმიტომ რომ შეიძლება სხვა კოფესიებს არ მოეწონოს.


არ მოეწონებათ და რა ვუყოთ .......... ჩვენ ძაან მოგვეწონა მუსულმანებმა რომ ამოვჟუჟეს ?
ზედმეტი შემწყნარებლობა და ლოლიაობაც არ ვარგა -

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 15 2009, 10:40 AM

Iona

ციტატა
აი ევროპის მოედანი კი საერთოდ რატომ ქვია გაუგებარი მოვლენაა -

და ჯორჯ ბუშის ქუჩა გასაგებია? biggrin.gif biggrin.gif

საქართველოში აღარ გვყავს სახელოვანი ხალხი და ბუშებზე მივიდა ჯერი biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 15 2009, 10:44 AM

მე არ მომწონს , პირადად ეს სახელი "რელიგიური ტოლერანტობის ქუჩა", უბრალოდ ქუჩისთვის უშნო სახელია. მეორეც ლესელიძე იმსახურებს მისი სახელობის ქუჩა იყოს. არაბეთში მოითხოვეთ აბა ასეთი სახელის დარქმევა და ხელში დაგაჭერინებენ საკუთარ თავს smile.gif სულ იმაზე როგორ უნდა ვიფიქროთ, რომ სხვას მოეწონოს.

ციტატა
არ მოეწონებათ და რა ვუყოთ

ნამდვილად smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 15 2009, 11:08 AM

staywhite
არც სხვისი მოწონება მიფიქრია და არც ის, რომ ლესელიძე რამეს არ იმსახურებს (თან, უკვე შეცვლილიც ყოფილა - კოტე აფხაზის სახელი რქმევია)

უბრალოდ, ქუჩა იმსახურებს თავად, რომ რამე ორიგინალური ერქვას smile.gif

ებრაელებს განა სახელოვანი ხალხი არ ჰყავთ, რომ ჯვრის მონასტერი სადაც დგას, იმ ქუჩას რუსთაველის სახელი რომ უწოდეს?

პოსტის ავტორი: damiane80 თარიღი: Jul 15 2009, 11:18 AM

ციტატა(კანონისტი @ Jul 13 2009, 09:42 PM) *

თავად იერუსალიმის ქუჩა?

ამჟამად ეს სახელი ჰქვია იქვე, პატარა ასახვევს სინაგოგასთან, მაგრამ შეიძლება იმას სხვა სახელი ეწოდოს.


იერუსალიმი სიმბოლოა ყველაფრის ერთად აღებულის ტოლერანტობის, რელიგიათა სიმრავლის და მაინც ამ რელიგიებს შორის მართლმადიდებლობის გამორჩეულობის ამიტომ ეს სახელი ზედგამოჭრილია

ციტატა
ბოლოს კი დავწერთ განცხადებას საკრებულოს სახელზე.


ამ საკითხს მერია წყვეტს როგორც მახსოვს

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 15 2009, 11:27 AM

მომხრე ვარ, რომ ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩადვე დარჩეს smile.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jul 15 2009, 11:49 AM

კანონისტი

ციტატა
უბრალოდ, ქუჩა იმსახურებს თავად, რომ რამე ორიგინალური ერქვას

ხო, დავით, მაგრამ მაგარი ჩაშვებული სახელია, ამ მხრივ კი იქნება ორიგინალური, მაგრამ ცუდი ორიგინალური sad.gif სახელი ჟღერს რაღაც არა ქუჩის შესაფერისად.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 15 2009, 08:45 PM

იერუსალიმის ქუჩა.. : )

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Jul 15 2009, 08:50 PM

არ გეწყინოთ მაგრამ მოგცლიათ : ) : ) : )

with the greatest respect to you. : )

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 15 2009, 09:29 PM

უკაცრავად, გადის ეს მარშუტკა ტოლერანტობის ქუჩაზე? biggrin.gif


laugh.gif




ციტატა
მომხრე ვარ, რომ ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩადვე დარჩეს

მეც, მით უფრო რომ მივეჩვიე... smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 15 2009, 10:00 PM

ციტატა
მომხრე ვარ, რომ ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩადვე დარჩეს


+1

"დაჟე" აფხაზსაც მირჩევნია biggrin.gif

მივეჩვიე, და საკმაოდაც მომწონს smile.gif

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 16 2009, 12:07 AM

ციტატა
მომხრე ვარ, რომ ლესელიძის ქუჩა ლესელიძის ქუჩადვე დარჩეს

yes.gif jump.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 20 2009, 12:10 PM

ციტატა(კანონისტი @ Jul 13 2009, 09:31 PM) *

გამიჩნდა სურვილი, რომ მას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს "რელიგიური ტოლერანტობის", "რელიგიური შემწყნარებლობის" ან სხვა სახელის ქუჩა.

აბა, გთხოვთ იდეებს.
[/b]
cool.gif
ეგ როგორ უნდა დაარქვა ან დაუძახო? "რელიგიური ტოლერანტობის", "კონსტიტუციის", "რევოლუციის, "მსოფლიო პროლეტარიატის ერთიანობის" და მასეთი სახელები არ მიყვარს. ზოგს ძალიან დასავლური გემო დაჰკრავს, ზოგს კომუნისტური.
ლესელიძე იყოს ისევ, ჯობია.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 20 2009, 04:46 PM

ძმათაშორისო სიყვარულის, უტოლერანტულესი, ან ტუტანჰამონის ქუჩა. ისე ბარაკ ობამას სახელიც მოუხდება ამ ქუჩას. კაცი მუსულმანიც იყო, ახლა პროტესტანტიცაა, დედა ტეტრი მამა შავი, კაცი თვით იერუსალიმი.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 20 2009, 04:55 PM

ევოლუციის ქუჩა ეწოდოს!

(არავის რომ არ ეწყინოს)

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 20 2009, 05:05 PM

ციტატა(Giorgi- @ Jul 20 2009, 04:55 PM) *

ევოლუციის ქუჩა ეწოდოს!

(არავის რომ არ ეწყინოს)


ჩარჩ.ჯი-ს ჯობია, მაინც ბევრი ეკლესიებიაა

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 20 2009, 05:40 PM

ციტატა
ჩარჩ.ჯი-ს ჯობია, მაინც ბევრი ეკლესიებიაა


ანდა ადამიანობის ქუჩა

ყველაზე ნაღდია:

"ო-ზ-დახუთი წელი ვაჭრობის სამინისტროს ამბებში ნამუშევარი კრისტალი ხალხის გამზირი"

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 20 2009, 07:00 PM

რატომ ღადაობთ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Jul 20 2009, 07:09 PM

http://www.stamp.caucasus.net

ციტატა(კანონისტი @ Jul 20 2009, 07:00 PM) *

რატომ ღადაობთ? biggrin.gif

http://www.stamp.caucasus.net

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 21 2009, 11:08 AM

ჩიკვაიძის ქუჩა დაერქვას!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 21 2009, 11:09 AM

M.M.
ეგ 100 წლის შემდეგ კი, მაგრამ ეხლა რა ვუყოთ? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 21 2009, 11:18 AM

ჯერ იყოს ლესელიძე

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 21 2009, 11:39 AM

ციტატა
ჩიკვაიძის ქუჩა დაერქვას!


არა, ჯობია "ძმები ჩიკვაიძეების ჩიხი", ან "ფინდამენტალისტი ძმების, ჩიკვაიძეების ქუჩა"

ან,

"დავით და გიორგი ვანუსების ქუჩა",

აქ მთავარია, რომ ძმები ერთად ეწეროს


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 21 2009, 01:46 PM

იდეა მეც მომიწონებია და ვერ ვეთანხმები მეგობრებს ხუმრობაში, ჩემი სტუდენტობის 8 წელი სწორედ მაგ ქუჩაზე გავატარე და ნამდვილად სხვა სახელს იმსახურებს, გახედეთ ვერცხლის ქუჩა, მეიდანი (სწორია კანუდოსაუნდა დარჩეს,ეგაა ლაზათი) ერეკლე II ქუჩა და მერე ლესელიძის ქუჩა, ის უბრალოდ შეიძლება იქვე რომელიმე ჩიხს ან სხვა ქუჩას ეწოდოს, ეს კი შეიცვალოს.
უბრალოდ ძნელი ასარჩევია ასე, მე ტოლერანტობა არ მომწონს, და იმ იდეის გამოსახატავად შეიძლება სრულიად უპრეტენზიო და ამავდროულად ღრმა და ლამაზ ქართული:
ძმობის ქუჩა
ეწოდოს.
იხარეთ;
კაიროსი!
პ.ს.
ჩაატარეთ გამოკითხვა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 21 2009, 01:49 PM

KAIROS

ციტატა
ძმობის ქუჩა

ვაა, რა მაგარი იდეა.

ყოჩაღ. smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 21 2009, 06:12 PM

მგონი არსებობს უკვე თბილისში ძმობის ქუჩა. ისე, ცუდი აზრი არაა. smile.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jul 22 2009, 06:52 AM

მართლმადიდებლური მხედველობიდან მოწყალების ქუჩა უნდა ერქვას მაგ ქუჩას biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jul 22 2009, 08:38 PM

ეტყობა ის გენერალი ათეისტი იყო და მაგიტომ დაარქვეს, ათეიზმიც ხო თავისებური რელიგიაა biggrin.gif

ძმობის რა მოგახსენოთ, ნაკლებათ ვეძმობი სხვა მფსოფლმხედველობებს. უფრო სწორი ტერმინი მაინც ,,თავისუფლება" მგონია.


პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Jul 23 2009, 01:09 AM

რა აზრი აქვს? მაინც ყველა ლესელიძეს დაუძახებს 20 წელია აღმაშენებელის გამზირს სახელი გადაერქვა მაგრამ ყველა პლეხანოვს ეძახის. . . იგივეა ყაზბეგის გამზირის შემთხვევაშიც, მარშუტკებზე დღესაც "პავლოვი-პეკინი" წერია. . .
ისე კი იდეის დონეზე ესეთი იდეა მაქვს:
დემოკრატიის ქუჩა.
smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jul 23 2009, 01:11 AM

და ქუჩას რომ სახელი გადაერქმევა ძეგლიც უნდა აიღონ სკვერიდან? tongue.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jul 23 2009, 09:21 AM

ციტატა(likka @ Jul 23 2009, 01:11 AM) *

და ქუჩას რომ სახელი გადაერქმევა ძეგლიც უნდა აიღონ სკვერიდან? tongue.gif



ძეგლსაც შეუცვლიან სახელს... უცბად არ იცნონ ლესელიძეა ტუ კოფიანანი biggrin.gif

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jul 23 2009, 01:42 PM

ციტატა(Iona @ Jul 14 2009, 12:06 PM) *

მაგ ქუჩას უკვა აღAრ ქვია ლესელიძის ქუჩა - ერთი წელიც არ იქნება ჯერ ალბათ

სახელი გადაერქვა და ახლა არის კოტე აბხაზის ქუჩა.
ცოტა არ იყოს და ცივი წყლის გადსხმასაცი გAმომივიდა smile.gif)))))))

საიტრესსო არის რომ კოტე აფხაზი, თუ არ ვცები, ქაქუცას თAნამებზოლი იყო და თანაც სწორედ ამ გენრეალ ლესელიძეს ებრძოდა smile.gif)))

ეს პოსტი წაიკითხეთ ჯერ და რაღა დარჩება სადავო?
გადავარქვათ ისევ ქუჩას სახელი?
გადაურქმევიათ უკვე და რაღას ვემსჯელებით ვერ გავიგე smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 23 2009, 02:59 PM

ძმობის და კომუნიზმის კიდე biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 23 2009, 08:35 PM

ამხანაგობის ქუჩა smile.gif

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jul 23 2009, 10:22 PM

ციტატა(Genesis @ Jul 23 2009, 10:21 AM) *

ძეგლსაც შეუცვლიან სახელს... უცბად არ იცნონ ლესელიძეა ტუ კოფიანანი biggrin.gif

შენ ეგა თქვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jul 24 2009, 01:52 AM

ინანიშვილის ქუჩა (ყოფილი ძმობის ქუჩა) და ძმობის ქუჩა, არსებობს ნამდვილად, კომუნიზმი არაფერ შუაშია, არც ამხანაგობა ან მოწყალება, მაგრამ მე დავითის იდეა მომწონს და აშკარად შესაცვლელია სახელი, ის რომ ხალხი იგივეს დაუძახებს, ვერაფერი არგუმენტია, მასე ოზურგეთს კარგა ხანი უძახოდნენ მახარაძეს, მაგრამ ახლა ოზურგეთს უძახის ყველა, მაგრამ ჩემი იდეა ისევ შეიძლება დარჩეს ძალაში, თუ უბრალოდ სახელს გადმოიტანენ აქეთ და ამ სახელს იქით smile.gif მგონი არ იქნება პრობლემა...

იხარეთ;

კაიროსი!

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 24 2009, 10:22 AM

ჯო ბაიდენის ქუჩა. ყველაზე აქტუალურია ეხლა დამეთანხმებით laugh.gif

P.S. განსაკუთრებით კახელებს გაუხარდებათ (ჯო) რომ ურევია.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Jul 24 2009, 04:22 PM

მე მომხრე ვარ ეწოდოს ვაშინგტონის ქუჩა. ლესელიძის ძეგლის ხოტორა თავზე პარიკი დაიდოს, მუნდირი ფრაკით შეიცვალოს და უცებ არ გაიგონ, მერე ლესელიძეა თუ ვაშინგტონი? biggrin.gif http://ge.smiles.26l.com/smile.139287.html

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jul 24 2009, 04:26 PM

რატომ ვიწუნებთ კოტე აფხაზს,რამე დაგვიშავა?აღარ ყოფილა ლესელიძე,აღარააა!! biggrin.gif
უნდა გავადიდიოთ მაინცდამაინც რომ გასაგები იყოს? biggrin.gif

აღარ ყოფილა ლესელიძე,აღარააა!! tongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 24 2009, 04:45 PM

ციტატა(KAIROS @ Jul 24 2009, 02:52 AM) *

ინანიშვილის ქუჩა (ყოფილი ძმობის ქუჩა) და ძმობის ქუჩა, არსებობს ნამდვილად, კომუნიზმი არაფერ შუაშია, არც ამხანაგობა ან მოწყალება, მაგრამ მე დავითის იდეა მომწონს და აშკარად შესაცვლელია სახელი, ის რომ ხალხი იგივეს დაუძახებს, ვერაფერი არგუმენტია, მასე ოზურგეთს კარგა ხანი უძახოდნენ მახარაძეს, მაგრამ ახლა ოზურგეთს უძახის ყველა, მაგრამ ჩემი იდეა ისევ შეიძლება დარჩეს ძალაში, თუ უბრალოდ სახელს გადმოიტანენ აქეთ და ამ სახელს იქით smile.gif მგონი არ იქნება პრობლემა...

იხარეთ;

კაიროსი!

სამტრედიას რა დავარქვათ, საგედე? tongue.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 24 2009, 08:26 PM

კანონისტი

ციტატა
გამიჩნდა სურვილი, რომ მას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს "რელიგიური ტოლერანტობის", "რელიგიური შემწყნარებლობის" ან სხვა სახელის ქუჩა.



არავინ იცოდა სიტყვა რელიგიური ტოლერანტობა, მაგრამ შედეგს ჰხედავ. ამ სახელის დარქმევა რაღაც ხელოზვნური ხაზგასმა და იმის დაკნინება იქნება, რაც არის. მაგას ზოგადად ყველას სალოცავი ქუჩა, რელიგიის ქუჩა, ან სულც ჩვეულებრივი სახელი ერქვას ჯობია. ყველა ხედავს იმ ტაძრებს რაც მაგ ქუჩაზეა. მაგალისთვის ეს საკმარისია.

თამარი_ცქნაფო
ციტატა
სამტრედიას რა დავარქვათ, საგედე?



ნწუ, საველოსიპედე biggrin.gif აცალე ბაღანას იდეები აქვს.

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Jul 31 2009, 09:23 PM

ლესელიძე ჯობია უფრო შეჩვეული ვარ user.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 31 2009, 10:22 PM

ჰა რას შვებით? biggrin.gif

ცლით თუ არ ცვლით სახელს?

biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevani-82 თარიღი: Jul 31 2009, 10:26 PM

პროტესტო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: tinatin* თარიღი: Aug 1 2009, 12:03 AM

თბილისის ქუჩა unsure.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Aug 9 2009, 02:36 AM

და რომ დარჩეს რა პრობლემაა რომ? რას ერჩით ლესელიძეს? მაშინ საბჭოთა კავშირი იყო და იმ ქვეყანას იცავდა, სადაც მისი თანამემამულეები ცხოვრობდნენ. სხვათაშორის თავისი საქმის პროფესიონალი და გამოჩენილი სამხედრო იყო. თუ არ ერჩით და უბრალოდ რელიგიური დატვირთვის კუთხით მსჯელობთ, მაშინ კი ბატონო biggrin.gif ისე რამე ეგეთი სახელის შერჩევაც არ იქნება ურიგო. მოკლედ გინდ გადაარქვან გინდ არა, მე დიდად არ მანაღვლებს ეგ საკითხი biggrin.gif

პოსტის ავტორი: Sagittarius1980 თარიღი: Aug 9 2009, 11:45 AM

ციტატა(Amuza @ Jul 20 2009, 04:46 PM) *

ძმათაშორისო სიყვარულის, უტოლერანტულესი, ან ტუტანჰამონის ქუჩა. ისე ბარაკ ობამას სახელიც მოუხდება ამ ქუჩას. კაცი მუსულმანიც იყო, ახლა პროტესტანტიცაა, დედა ტეტრი მამა შავი, კაცი თვით იერუსალიმი.



Amuza
აი ყოჩაღ!!! ნამდვილად მოსაწონი პოსტი იყო!!! biggrin.gif

პოსტის ავტორი: kiki თარიღი: Aug 9 2009, 09:37 PM

ლესელიძეს დიდი ხანია გადაარქვეს სახელიsmile.gif იერუსალიმის ქუჩააsmile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 12 2009, 11:29 AM

ერთსულოვნების ქუჩა-ზე რას იტყვით? კონსტანტინოპოლის ქუჩა არის თბილისში ან საქართველოში სადმეე?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 12 2009, 11:31 AM

ლესელიძის ქუჩას კიდე ვერ გადაარქვით სახელი?
რას შობით ამდენ ხანს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 12 2009, 11:35 AM

ნაინა
ვფიქრობთ smile.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Aug 14 2009, 12:18 PM

ციტატა(KAIROS @ Jul 21 2009, 01:46 PM) *

ნამდვილად სხვა სახელს იმსახურებს, გახედეთ ვერცხლის ქუჩა, მეიდანი (სწორია კანუდოსაუნდა დარჩეს,ეგაა ლაზათი) ერეკლე II ქუჩა და მერე ლესელიძის ქუჩა,
ეგ საქმესთან ახლოა, მაგრამ ძმობა და ეგეთი პათეტიკური ლოზუნგები არ გვინდა. ამ ძველ სახელებს მაინც არ მოუხდება. ნეტავ ადრე რა ერქვა?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 14 2009, 12:30 PM

M.M.
ლესელიძემდე ხო? საინტერესო კითხვაა, სხვათა შორის. გავარკვევ აბა.

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 14 2009, 07:17 PM

პავლე ციციანოვის ქუჩა ეწოდოს, მაინც სიონშია დაკრძალული და დიდი "ღვაწლი" აქვს ქართველი ერის წინაშე.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 14 2009, 08:58 PM

ნწ, ციციანოვი არა.. სიყვარულის ქუჩა ვუწოდოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Aug 14 2009, 09:06 PM

ციტატა(ქევანა @ Aug 14 2009, 08:58 PM) *

ნწ, ციციანოვი არა.. სიყვარულის ქუჩა ვუწოდოთ biggrin.gif


ალექსანდრე ბატონიშვილის ქუჩა ვუწოდოთ, იმსახურებს ეგ კაცი, რომ თბილისში იყოს მისი ქუჩა, რა კოტე აფხაზი, რის ლესელიძე, კაცი იყო, რომელმაც მთელ კავკასიის მაშტაბით თავისუფლებისთვის ბრძოლის კოცონი გააჩაღაა. კაცი რომელიც არ შეეგუაა მონობის უღელს, ვფიქრობ, მართლა კარგი იქნებაა ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს მისი სახელი, თუ ლესელიძის ქუჩას არაა...

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Aug 18 2009, 11:07 AM

ვერ გავიგეთ, ადრე რა ერქვა? ისე, მე ლესელიძე ძალიან მომწონს, რას ვერჩით? რახან სხვადასხვა რჯულის სალოცავებია, მაგიტომ ძმობის, ტოლერანტობის და ჩახუტების ქუჩა უნდა დაერქვას? მაგ ლოგიკით შაურმის ქუჩაც შეეფერება biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Aug 20 2009, 11:36 AM

ვერ გავიგეთ, ადრე რა ერქვა? ისე, მე ლესელიძე ძალიან მომწონს, რას ვერჩით? რახან სხვადასხვა რჯულის სალოცავებია, მაგიტომ ძმობის, ტოლერანტობის და ჩახუტების ქუჩა უნდა დაერქვას? მაგ ლოგიკით შაურმის ქუჩაც შეეფერება biggrin.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Sep 7 2009, 12:11 PM

ვინ თქვა, სახელი გადაარქვესო? ისევ ლესელიძე აწერია, რა აფხაზი, რის აფხაზი smile.gif

პოსტის ავტორი: Rati_Van_Bakuradze თარიღი: Sep 7 2009, 01:16 PM

ციტატა(კანონისტი @ Jul 13 2009, 10:31 PM) *

თბილისში, ძველი თბილისის უბანში არის უნიკალური ქუჩა, სადაც ქართულ მართლმადიდებლურ, სომხურ-გრიგორიანულ, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიებს, ებრაულ სინაგოგასა და (ოდნავ ზემოთ) მუსლიმურ მეჩეთს ერთმანეთისგან მეტრები აშორებს...

ამ უნიკალურ ქუჩას ხან იერუსალიმს ადარებენ და ხან კიდევ ხაზს უსვამენ მის განსაკუთრებულობას.

და აი ამ ქუჩას ჰქვია, მართალია ფრიად პატივსაცემი საბჭოთა გენერლის, კ. ლესელიძის სახელი, მაგრამ იგი კონტექსტურად ვერანაირად ვერ პასუხობს ამ ქუჩის უნიკალურობას.

გამიჩნდა სურვილი, რომ მას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს "რელიგიური ტოლერანტობის", "რელიგიური შემწყნარებლობის" ან სხვა სახელის ქუჩა.

აბა, გთხოვთ იდეებს.

cool.gif



ბუშის ქუჩა ხომ დავარქვით იმ მშვენიერ ქუჩას და მოდით ახლა ბარაკ ობამას ქუჩა დავარქვათ biggrin.gif ქართველებს გვჩვევია ასეთი უაზრო და შემძრომი გადაწყვეტილებების მიღება smile.gif

ისე როდემდე უნდა ვეგებოდეთ ყველას ფეხებში და ვუკოცნიდეთ?
კოტე აფხაზის ქუჩა თუა იყოს მაგის სახელობის. მგონი მისი ქვეყნისადმი სიყვარული იმსახურებს ერთ ცენტრალურ ქუჩას მაინც ერქვას მისი სახელი smile.gif და ტოლერანტობის ქუჩა ისედაცაა ეგ ადგილი,რაც ერთი შეხედვითაც ადვილად ჩანს და მგონი სახელის დარქმევა აღარ არის საჭირო. ეგ ერთი შეხედვითაც ჩანს smile.gif

ესაა ჩემი კომენტარი...

ციტატა(M.M. @ Aug 20 2009, 12:36 PM) *

ვერ გავიგეთ, ადრე რა ერქვა? ისე, მე ლესელიძე ძალიან მომწონს, რას ვერჩით? რახან სხვადასხვა რჯულის სალოცავებია, მაგიტომ ძმობის, ტოლერანტობის და ჩახუტების ქუჩა უნდა დაერქვას? მაგ ლოგიკით შაურმის ქუჩაც შეეფერება biggrin.gif



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ძანსაღი ლოგიკაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: აზნაური კიკნაველიძე თარიღი: Oct 13 2009, 04:19 PM

ეგ იდეა რაც თავი მახსოვს იმის მერე მაქ . რელიგიური ტოლერანტობის ქუჩა - მერიას და საპატრიარქოს უნდა მიმართოთ .

პოსტის ავტორი: llaasshhaa თარიღი: Oct 13 2009, 09:34 PM

მიყვარს ლესელიძეზე სეირნობა ძალიან რატო არ ვიცი biggrin.gif უნივერსიტეტიდან სუ მაქეთ ავდივარ ჩავდივარ tongue.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Oct 13 2009, 11:38 PM

ციტატა
ეგ იდეა რაც თავი მახსოვს იმის მერე მაქ . რელიგიური ტოლერანტობის ქუჩა - მერიას და საპატრიარქოს უნდა მიმართოთ


კარგი დაფარული სჯობს smile.gif

თუ ტოლერანული ხარ იყავი რა საჭიროა იყვირო ამის შესახებ?

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 20 2009, 11:29 AM

ცუდი სახელია ტოლერანტობის ქუჩა. არ ჟღერს. შინაარსით კი არის კარგი, მარა რეალურად ჩვენს დღევანდელ რეალოაბს არ შეესაბამება. რადგან ჩემი დაკვირვებით საქართველოს რელიგირი ტოლერანტულობა მითია და ის სხვადასხვა პოლიტიკური გარემოებებით იყო განპირობებული.
შემომაქვს წინადადება დავარქვათ ლესელიძის ქუჩას - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ქუჩა. biggrin.gif

პოსტის ავტორი: აზნაური კიკნაველიძე თარიღი: Oct 20 2009, 02:31 PM

ციტატა(დათიკო @ Oct 20 2009, 11:29 AM) *

ცუდი სახელია ტოლერანტობის ქუჩა. არ ჟღერს. შინაარსით კი არის კარგი, მარა რეალურად ჩვენს დღევანდელ რეალოაბს არ შეესაბამება. რადგან ჩემი დაკვირვებით საქართველოს რელიგირი ტოლერანტულობა მითია და ის სხვადასხვა პოლიტიკური გარემოებებით იყო განპირობებული.
შემომაქვს წინადადება დავარქვათ ლესელიძის ქუჩას - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ქუჩა. biggrin.gif



რა იყო კათოლიკობას ხო არ აპირებ ლეონის გავლენით ????/

პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Oct 24 2009, 11:01 PM

აზნაური კიკნაველიძე

ციტატა
რა იყო კათოლიკობას ხო არ აპირებ ლეონის გავლენით ????/

არა ვუდუს კულტი უფრო მიზიდავს ამ ეტაპზე. a075.gif

პოსტის ავტორი: subterranean თარიღი: Oct 28 2009, 08:42 PM

ციტატა
ტოლერანტობის ქუჩა


საშინელი იდეაა

biggrin.gif

პოსტის ავტორი: აზნაური კიკნაველიძე თარიღი: Oct 28 2009, 10:04 PM

ციტატა(დათიკო @ Oct 24 2009, 11:01 PM) *

აზნაური კიკნაველიძე

არა ვუდუს კულტი უფრო მიზიდავს ამ ეტაპზე. a075.gif


მალე ლეონიც ჩამოაყალიბებს თავის კულტს და სუთიძის მოწმე იქნები !!! biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 29 2009, 11:12 AM

ციტატა(აზნაური კიკნაველიძე @ Oct 28 2009, 10:04 PM) *

მალე ლეონიც ჩამოაყალიბებს თავის კულტს და სუთიძის მოწმე იქნები !!! biggrin.gif biggrin.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ციტატა(დათიკო @ Oct 20 2009, 11:29 AM) *

ცუდი სახელია ტოლერანტობის ქუჩა. არ ჟღერს. შინაარსით კი არის კარგი, მარა რეალურად ჩვენს დღევანდელ რეალოაბს არ შეესაბამება. რადგან ჩემი დაკვირვებით საქართველოს რელიგირი ტოლერანტულობა მითია და ის სხვადასხვა პოლიტიკური გარემოებებით იყო განპირობებული.
შემომაქვს წინადადება დავარქვათ ლესელიძის ქუჩას - მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ქუჩა. biggrin.gif


არა, მე ბუდისტ ყრმათა ქუჩა მინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 29 2009, 11:21 AM

აბა რა ეტაპზე ვართ, მოვიფიქრეთ რამე სახელი თუ ჯერ ისევ განსჯის პერიოდი გვაქვს? biggrin.gif


კანუდოსელი

ციტატა
არა, მე ბუდისტ ყრმათა ქუჩა მინდა

შენ უკვე შემიყვანე მაგ კავშირში, ასე რომ გეთანხმები biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 29 2009, 11:43 AM

ციტატა(ნაინა @ Oct 29 2009, 11:21 AM) *

აბა რა ეტაპზე ვართ, მოვიფიქრეთ რამე სახელი თუ ჯერ ისევ განსჯის პერიოდი გვაქვს? biggrin.gif
კანუდოსელი

შენ უკვე შემიყვანე მაგ კავშირში, ასე რომ გეთანხმები biggrin.gif

მოდი ერთ ქუჩას ამბიონა დავარქვათ - ისიც დაისვენებს, ჩვენც და მთელი კაცობრიობა laugh.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 29 2009, 12:02 PM

კანუდოსელი

ციტატა
მოდი ერთ ქუჩას ამბიონა დავარქვათ - ისიც დაისვენებს, ჩვენც და მთელი კაცობრიობა

ოხ, რა შეიფერებს ერთი სულიერი biggrin.gif biggrin.gif
კიი, მე თანახმა ვარ, თუნდაც ცენტრალურ ქუჩას დავარქვათ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Oct 29 2009, 12:23 PM

მეც თანახმა ვარ და წავიდა ხელმოწერების შეგროვება biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 29 2009, 12:53 PM

იმ დღეს ვიყავი ნახალოვკაში და გაიჩითა დეპუტატის ქუჩა biggrin.gif

აჯაფსანდლის ქუჩაზე რას იტყვით?

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Oct 29 2009, 03:02 PM

ციტატა(Amuza @ Oct 29 2009, 12:53 PM) *

აჯაფსანდლის ქუჩაზე რას იტყვით?

ვიტყვი, რომ თემა დასახურია smile.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Oct 29 2009, 05:34 PM

მე ბარაკ ჰუსეინ ობამას ქუჩა მომწონს, ოღონდ მართლა.

ერთდროულად შემწყნარებლობას, კოსმოპოლიტიზმს და "ყველაფერ კაის" გამოხატავს

ნუთუ ამდენი "ტვინი" იმაზე იხარჯება ლესელიძის ქუცას რა დავარქვათ?

ეჰ, მუშაობა უნდა ამ საკითხს, შესწავლა და განხილვა

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: Oct 29 2009, 11:43 PM

ციტატა(ნაინა @ Oct 29 2009, 01:02 PM) *

[
ოხ, რა შეიფერებს ერთი სულიერი biggrin.gif biggrin.gif


კი აბააა, გადმოდგება ამბიონიდან და ქადაგებას დაგვიწყებს მაგის გამო biggrin.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Oct 29 2009, 11:56 PM

ციტატა(Giorgi- @ Oct 29 2009, 05:34 PM) *

მე ბარაკ ჰუსეინ ობამას ქუჩა მომწონს, ოღონდ მართლა.



მაგას ბაკური ქვიებია, მაგის მამა აჭარიდან გადასული ჰუსეინაა ფორტოხალი წაუღია გასაყიდად და კი აღმოჩენილა აფრიკაში.

ცისფერი ლაზური სისხლი უჩქეფსო ამბობენ.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Oct 30 2009, 07:24 PM

Amuza

ციტატა
აგას ბაკური ქვიებია, მაგის მამა აჭარიდან გადასული ჰუსეინაა ფორტოხალი წაუღია გასაყიდად და კი აღმოჩენილა აფრიკაში.

ცისფერი ლაზური სისხლი უჩქეფსო ამბობენ.



შენ ხუმრობ და ბებიამისი რაისა ნელსონ მანდელას პირველი ცოლის და იყო, ნელსონი კიდევ ბაბუაჩემ სოლომონს ლესელიძეზე დასდევდა კუდში ჭაჭის გამოხდა მასწავლეო, მერე ძალაუფლება რომ მოიხვეჭა ვიღას ახსოვდა ბაბუაჩემი. კაი კაცი იყო საწყალი მანდელა, 40 წელი ქურდებთან იჯდა.

ეჰ, მაინც რა დრო იყო...

ლესელიძე კი არა, სამართალი რომ იყოს ჭაჭის ქუჩა უნდა ერქვას მაგ ჩიხს!

თქვენი არ ვიცი და მე კი მოვესწარი მანდ ჩამწკრივებულ წისქვილებს, უწინ მტკვარი საკრებულოდან ჩაედინებოდა ერეკლეს ქუჩისკენ, მერე კომუნისტებმა შეუცვალეს კალაპოტი. რა რომანტიკა, ზღაპრული ხედები... წისქვილი უფრო მეტი იყო თუ დუქანი თვლაში აგერეოდა

პოსტის ავტორი: Misha Songulashvili თარიღი: Nov 2 2009, 10:48 AM

კანონისტი

ციტატა
თბილისში, ძველი თბილისის უბანში არის უნიკალური ქუჩა, სადაც ქართულ მართლმადიდებლურ, სომხურ-გრიგორიანულ, რომაულ-კათოლიკურ ეკლესიებს, ებრაულ სინაგოგასა და (ოდნავ ზემოთ) მუსლიმურ მეჩეთს ერთმანეთისგან მეტრები აშორებს...

ამ უნიკალურ ქუჩას ხან იერუსალიმს ადარებენ და ხან კიდევ ხაზს უსვამენ მის განსაკუთრებულობას.

და აი ამ ქუჩას ჰქვია, მართალია ფრიად პატივსაცემი საბჭოთა გენერლის, კ. ლესელიძის სახელი, მაგრამ იგი კონტექსტურად ვერანაირად ვერ პასუხობს ამ ქუჩის უნიკალურობას.

გამიჩნდა სურვილი, რომ მას შეეცვალოს სახელი და ეწოდოს "რელიგიური ტოლერანტობის", "რელიგიური შემწყნარებლობის" ან სხვა სახელის ქუჩა.

აბა, გთხოვთ იდეებს.

პანეკუმენიზმის ქუჩა... biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Nov 5 2009, 12:41 PM

smile.gif ეკლესიების ქუჩა! რა ვიცი აბა,მეტი რა გითხრათ...

პოსტის ავტორი: Iloreli თარიღი: Jun 17 2010, 12:02 PM

გლდანის მე-2 სა მე-4 მკრ-ბს შორის ქუჩას ჰქვია კონსტანტინე ლესელიძის ქუჩა, ჩანს რომ ახალი დარქმეულია და აბრაც ახალი აქვს, აქამდე არასდროს მინახავს და არც გამიგია. ასე რომ , რა საჭიროა ორი ამ სახელის ქუჩა? ძველ ლესელიძის ქუჩას შეეცვალოს სახელი და ძველი სახელი დაუბრუნონ ან შესაბამისი და შესაფერისი დაარქვან .

პოსტის ავტორი: ჯეგე თარიღი: Jun 17 2010, 03:18 PM

მშვიდობის ქუჩაზე რას იტყვით?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 17 2010, 05:35 PM

ჯეგე
არაა ცუდი იდეა. smile.gif

პოსტის ავტორი: .zakaria. თარიღი: Jun 17 2010, 05:39 PM

ჯანდაბას დაარქვით ჩემი სახელი თანახმა ვარ ან თუნდაც ატმანის სახელობის იყოს ,ან იზი -დათვის ან კარპაკის, ან მატის, დარრქვიტ ოღონდ და...))

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 17 2010, 09:11 PM

მე თავიდანვე ძმობის ქუჩა მინდოდა, სამწუხაროდ არსებობს ასეთი

ციტატა
ინანიშვილის ქუჩა (ყოფილი ძმობის ქუჩა) და ძმობის ქუჩა, არსებობს ნამდვილად, კომუნიზმი არაფერ შუაშია, არც ამხანაგობა ან მოწყალება, მაგრამ მე დავითის იდეა მომწონს და აშკარად შესაცვლელია სახელი, ის რომ ხალხი იგივეს დაუძახებს, ვერაფერი არგუმენტია, მასე ოზურგეთს კარგა ხანი უძახოდნენ მახარაძეს, მაგრამ ახლა ოზურგეთს უძახის ყველა, მაგრამ ჩემი იდეა ისევ შეიძლება დარჩეს ძალაში, თუ უბრალოდ სახელს გადმოიტანენ აქეთ და ამ სახელს იქით მგონი არ იქნება პრობლემა...

ყველაზე ახლოს იდეასთან არის არა მშვიდობა (ომი არც გვქონია ჩვენ კათოლიკებთან ან ებრაელებთან), არამედ რელიგიური თანაცხოვრება, ანუ ტოლერანტობა, ის რომ ვერ ჟღერს ფაქტია, მაგრამ იდეა სწორია.
მე ან ძმობა (გადმოტანით) ან ტოლერანტობა მომწონს.
დანარჩენზე იფიქროს უმრავლესობამ.
ვეთანხმები სახელი გამოსაცვლელია.

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Jun 17 2010, 10:02 PM

კანუდოსელი

ციტატა
იქნებ უბრალოდ ტოლერანტობის ქუჩა გვეწოდებინა...

KAIROS
ციტატა
ტოლერანტობა მომწონს

ისე, ტოლერანტობა ცოტა ფართო ცნებაა და მაგ ქუჩაზე ასეთი დროშების ფრიალზე რა აზრის ხართ?
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 17 2010, 11:32 PM


ალტერნატიული იდეა ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ, ეს ტოლერანტობა რაღაც ვერ რა.

ძმაო, სად ცხოვრობ?
- ტოლერანტობის ქუჩაზე.

რამე ისეთი რა, ჯიგრული, ტიფლისური.


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jun 17 2010, 11:47 PM

athos

laugh.gif

სად იპოვე ეგ დროშა biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 20 2010, 08:37 AM

ციტატა
მაგ ქუჩაზე ასეთი დროშების ფრიალზე

a075.gif
ვიცი ეგ დროშა რაცაა, და ლგტბ სიმბოლოს, რომელიც ჩემთვის პირადად (როგორც ცნება ცისფერი), ცისარტყელას შეურაცხყოფაა...
მაგრამ არაფერ შუაშია რელიგიური შემწყნარებლობის იდეასთან.
ციტატა
ალტერნატიული იდეა ჯერჯერობით არ მაქვს, მაგრამ, ეს ტოლერანტობა რაღაც ვერ რა.

სამწუხაროდ მეც მასე ვფიქრობ, იდეა სწორია, ტერმინი ვერ გამოდის, ძმობა მომწონდა მაგრად, მაგრამ დაკავებულიაო და გადმოტანა კიდენა არააო ადვილიო biggrin.gif
ისე ვისაც იდეა დაგებადებათ აგერ საიტი
http://directory.ge/map/index.php?ltr=%E1%83%9B
შეამოწმეთ და დადეთ
ჰოდა აი ჩემს ძმობის ქუჩაზე გავარკვიე, რომა თურმე არ არსებობს ასეთი ქუჩაოო ohmy.gif არის მხოლოდ ძმობის ჩიხი http://directory.ge/map/index.php?act=map_id&map_id=85
(ესეც იყო ძმობის 1-ლი შეს. და ახლა არის ინანიშვილის რეზო ქ. )
, ახლა მითხარი ბატონო კანონისტ, შეიძლება
ასეთი კარგი სახელის ჩიხისათვის მოცდენა?
პ.ს.
მეგობრობის ქუჩაც ძალიან სიყრუეშია, სადღაც გლდანის სიყვარულობის ჩიხებში biggrin.gif...
http://directory.ge/map/index.php?act=map_id&map_id=3
პ.ს.ს.
მოკლედ ახალ იდეებსაც გეტყვით და წავედი, ვასახელებ ორ სახელს, რომელიც არათუ საქართველოში უცხოეთშიც ცოტაა (მე ვერ დავძებნე)
....... ლოცვის ქუჩა
და ტაძრის ქუჩა

© კაიროსი რათქმაუნდა smile.gif
აბა გელით

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 20 2010, 10:34 AM

KAIROS

ციტატა
და ტაძრის ქუჩა


ან - ტაძრების. რა უშავს..


პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 20 2010, 05:46 PM

სწორედ მაგისათვის შემოვედი, მოკლედ ვიმეორებ,

ციტატა
ვასახელებ ორ სახელს, რომელიც არათუ საქართველოში უცხოეთშიც ცოტაა (მე ვერ დავძებნე)
....... ლოცვის ქუჩა
და ტაძრების ქუჩა ( ან ტაძრის ქუჩა ()
© კაიროსი რათქმაუნდა
აბა გელით

ჰა, კანონისტ, ავაგოროთ ამბავი?

პოსტის ავტორი: მათველა თარიღი: Jun 21 2010, 05:55 PM

რადროს ქუჩის სახელია. მგონი დასახურია თემაც.

პოსტის ავტორი: tatoabdushelishvili თარიღი: Jun 21 2010, 06:04 PM

ჩემ უბანშია ეს სახლი და ძალიან შემეცოდენ :შ

შემეშალა biggrin.gif ლესელიძე სხვგანააა

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 24 2010, 01:42 AM

თემის დახურვაზე მოდერატორები იფიქრებენ, სხვა თემაზე კი სხვაგან საუბრობენ, გვერდების დათვალიერების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ ბატონ კანონისტს (დაკარგულს) არ დაუყენებია ურიგო წინადადება.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Jun 24 2010, 08:38 PM

ციტატა
ლოცვის ქუჩა და ტაძრის ქუჩა

ასე ნელ-ნელა ღვთის ქუჩამდე მივალთ მგონი...

რატომღაც არ მომწონს ლოცვის და ტაძრის ქუჩა...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 24 2010, 08:43 PM

ლესელიძის ქუჩას რომ სახელს ვუცვლით ერთზე მეტყველებს: საქმე გმაოგვლევია...

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 25 2010, 10:39 AM

ციტატა
ღვთის ქუჩამდე

არც ეგაა ცუდი აზრი biggrin.gif ახლა სერიოზულად, ტაძრების ქუჩა შეესატყვისება იდეასაც და ადგილსაც, კარგად ჟღერს, მოკლედ ეს სხვებმა განსაზღვრონ.
ვერ ვეთანხები ლინგვოს საქმე იმდენია ჩემო კარგო, რომ მეტი არ შეიძლება, მაგრამ ის რომ ამ თემაზე ფორუმმა (რომელიც ძალიან პასიურია, როგორც ყოველთვის) თავისი აზრი დააფიქსიროს უსაქმობას კი არა საკუთარი აზრის ქონას ნიშნავს, ისე კი ვიტყოდი, ვისაც არ გაინტერესებთ ეს თემა, ნუღარ შემოხვალთ და ნურც გვლანძღავთ ხალხო biggrin.gif
პ.ს.
მე იცით, რომ ზაფხულში გასული ვარ, შეიძლება საერთოდ გასული ვიყო შემდეგაც smile.gif ამიტომ ის მაინც მითხარი სხვაგან სად აქტიურობთ, როცა აქ უსაქმურობას უჩივით smile.gif მოკლედ ვიაქტიუროთ კი ბატონო ყველგან ოღონდ, აქ აქტიურობას უსაქმურობად ნუ უთვლით ფორუმელებს, ამით უბრალოდ სხვა რომ არაფერი შეურაცხყოფას აყენებთ მათ, წერონ სადაც უნდათ,მითუმეტეს ეგ საქმე მაინც გაკეთდება, როგორც სტალინი ძეგლი აიღეს smile.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 25 2010, 11:00 AM

ერთი ეს გამაგებინეთ ჯერ, თქვენ ვინ გეკითხებათ ამ ქუჩის სახელის გამოცვლას? მერიაში გყავთ ახლობელი თუ აქ არის ვინმე მერიიდან? biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 25 2010, 11:37 AM

KAIROS
შემინდეთ თუ ვინმეს გაწყენინეთ. უბრალოდ მინდა რომ ლესელიძის ქუცა ლესელიძის ქუჩად დარჩეს. არ ვიზიარებ ცვლილების იდეას.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2010, 12:11 PM

Atman
ჯერ ერთი, არ მომწონს და მეორე კიდევ ჩემ ხელმოწერას არ დაკვირვებიხარ ეტყობა შენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 25 2010, 12:15 PM

კანონისტი

ციტატა
ჯერ ერთი, არ მომწონს და მეორე კიდევ ჩემ ხელმოწერას არ დაკვირვებიხარ ეტყობა შენ


უპს biggrin.gif

მაშინ ჩემ იდეასაც ვიტყვი: რომელიმე წმინდანის სახელი დაარქვით. რა სისულელეა ტოლერანტობა და მშვიდობა და ეგეთი სახელები? ბუშის და ალიევის ქუჩები არსებობს და წმინდანები დაგველია რომ მათი სახელი დავარქვათ? მაგ ქუჩასთან არ ჰქონია რომელიმე წმინდანს ან რომელიმე ღვაწლმოსილ სასულიერო პირს შეხება?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 25 2010, 12:17 PM

Atman
ჰო, მაგრამ რომელი კონფესიის?

ერთი ვარიანტია რომ იერუსალიმის ქუჩა ერქვას (ოთხივესთვის წმინდა ქალაქია), თორემ იდეას, რის გამოც მინდა სახელი შეეცვალოს, დავცილდებით.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 25 2010, 12:18 PM

ციტატა
თორემ იდეას, რის გამოც მინდა სახელი შეეცვალოს, დავცილდებით.


რა იდეას გულისხმობ?

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 25 2010, 01:45 PM

ციტატა(კანონისტი @ Jun 25 2010, 12:17 PM) *

ერთი ვარიანტია რომ იერუსალიმის ქუჩა ერქვას (ოთხივესთვის წმინდა ქალაქია)


აი ეს იდეა ძალიან მომეწონა. მით უმეტეს, რომ ლესელიძის ქუჩიდან 40 მეტრში - იერუსალიმის მოედანია.
იდეურადაც ძალიან გამართლებულია და სადაო არავის არაფერი ექნება (იუდეველებს, მუსლიმებს და მონოფიზიტებს).

ასევე, შეიძლება ტიფლისის ქუჩა დაერქვას, მაგრამ იერუსალიმი ნამდვილად ჯობია.
ტაძრების ქუჩა რა თქმა უნდა ძალაში რჩება.


ისე, მე მაინც ლესელიძეს დავუძახებ cool.gif


პოსტის ავტორი: unknown lady თარიღი: Sep 2 2010, 07:22 PM

ძალიან მიყვარს ეს ქუჩა და ეს უბანი
სწორედ ამ განსაკუთრებულობის გამო
სამი რელიგიის მშვიდობიანი ქუჩაა

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 2 2010, 10:30 PM

ხალხო, მე მაპატიეთ და დღეს გავიგე რომ არსებობს ასეთი ქუჩა
მიხეილ ბურძგლას ქუჩა საბურთალოზე სადღაც.. biggrin.gif

გვარმა გამაგიჟა.. თორე განა რამე biggrin.gif


ხოდა, რამდენი ქუჩა იცვლება, რა წესია, სადმე ვინმეს ეკითხებიან? თუ თვითონ მერია წყვიტავს? ან ასე ხშირ-ხშირად სახელების გამოცვლა ამდენი ქუჩისთვის, კარგია? მოსაწონია? fiqri.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 3 2010, 12:08 AM

ციტატა(ქევანა @ Sep 2 2010, 10:30 PM) *

ხალხო, მე მაპატიეთ და დღეს გავიგე რომ არსებობს ასეთი ქუჩა
მიხეილ ბურძგლას ქუჩა საბურთალოზე სადღაც.. biggrin.gif

გვარმა გამაგიჟა.. თორე განა რამე biggrin.gif
ხოდა, რამდენი ქუჩა იცვლება, რა წესია, სადმე ვინმეს ეკითხებიან? თუ თვითონ მერია წყვიტავს? ან ასე ხშირ-ხშირად სახელების გამოცვლა ამდენი ქუჩისთვის, კარგია? მოსაწონია? fiqri.gif

ბურძგლას ქუჩა რამდნეი ხანია არსებობს, ეგ გვარ კი გურულია, რახან არ გაგიგია, ამიტომ გაგიჟდი? huh.gif
საირმის პარალელურადაა მგონი, სოკარის მთავარი ოფისია იქ

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 3 2010, 12:13 AM

ციტატა
რახან არ გაგიგია, ამიტომ გაგიჟდი?


გვარმა გამაგიჟა არა იმიტომ რომ არ გამიგია, არამედ იმიტომ რომ მეუცნაურა biggrin.gif

და თავში ჩემს პოსტს დავუწერე, მე მაპატიეთ თქო :უსერ:

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 3 2010, 12:15 AM

ციტატა(ქევანა @ Sep 3 2010, 12:13 AM) *

გვარმა გამაგიჟა არა იმიტომ რომ არ გამიგია, არამედ იმიტომ რომ მეუცნაურა biggrin.gif

და თავში ჩემს პოსტს დავუწერე, მე მაპატიეთ თქო :უსერ:

რა გაპატიოთ, კაცო? blink.gif biggrin.gif
ბურძგლას ვიცნობ რამდენიმე ადამიანს tongue.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)