ყველაფერი ვეფხისტყაოსანზე!
ვეფხისტყაოსანი ეს სასწაულია, მეტს ვერაფერს ვიტყვი ჩემი საყვარელი აფორიზმი კი ესაა: "რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არ საქმე არ იქმნების"..
ბედი ცდაა, გამარჯვება, ღმერთსა სწადდეს, შე-ცა-გხვდების!
წაგიკითხავს სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ სწერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ! ცან, ცნობანი მიაფერენ,
"სიყვარული აღგვამაღლებს", ვით ეჟვანნი, ამას ჟღერენ
შენ არ ჯერ-ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!
ვინ დამბადა შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად
ვინ არს ძალი უხილავი შემწედ ყოვლთა მიწიერთად
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმეთი ღმერთად
იგი გახდის წამის-ყოფით, ერთსა ასად, ასსა ერთად!
''ღმერთო, ღმეთო მოწყალეო,არვინ მივის შენგან კიდე, შენგან ვითხოვ შეწევნასა,რაზომსაცა გზასა ვლიდე: მტერთა ძლევა,ზღვათა ღელვა,ღამით მავნე გამარიდე! თუღა დავრჩე,გმსახურებდე,შენდა მსხვერპლსა შესწირვიდე".
Sexvewili
ვეფხისტყაოსანი ეს არის ყველაფერი კაცობრიობის შესახებ , შოთა რუსთაველი კი არის გენიოსი და ზოგადად საქართველოს უდიდესი საუნჯე ,
აბა სომხებს ვკითხოთ?
შეხვეწილი
ჩემთვის ვეფხისტყაოსანი იმდენად დიდია, იმდენი შემიძლია ვთქვა, რომ უბრალოდ არ ვიცი საიდან დავიწყო, წინასწარ ვიცი, რომ მაგდენი დრო არ მექნება და ამიტომ ვარ ჩუმად
წაკითხული მაქვს არა მარტო სკოლაში, არამედ სკოლის დამთავრების შემდეგაც რამდენიმეჯერ და უდიდესი სიამოვნებით.
პ.ს. კარგია რომ გამახსენეთ, კიდევ წავიკითხავ
სკოლის პერიოდში კი,მას მერე აღარ
http://file015r.mylivepage.com/chunk15/171086/118/vefxis%20tyaosani.exe.exe?2401193657
აი ეს ნახეთ .ლამაზადაა. როცა გადმოწერთ წერტილი და exe მიაწერეთ(ეს ვინც არ იცის
ჩემდა სამარცხვინოდ უნდა ვაღიარო რომ წაკითხული არ მაქვს
ილუსტრაციები ვეფხისტყაოსნიდან
"ხსოვნა არა ჟამს ჭირისა, ვით დღისა გარდასულისა"
* * *
"ხამს მამაცი გაგულოვნდეს, ჭირსა შიგან არ დაღონდეს"
ყოვლი ცრუ და მოღალატე ღმერთსა ჰგმობს და აგრე ცრუობს
-----
თუ არ მოგყვეს სიყვარული, შენ მას მიჰყევ, რაცა სწადეს,
ბოლო ყოვლი დამალული საქმე ცხადად გამოცხადდეს.
უხვად გავცემდეთ, ვავსებდეთ, სიძუნწე უმეცრულია.
უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა, ვინც ორგულია.
მე ყველაზე ძალიან მაინტერესებს თუ რას გულისხმობდა შოთა რუსთაველი როცა ტარიელს და ავთანდილს მზეს ადარებს და საერთოდ მათი აღწერისას, მე არ მგონია რომ მაინცდამაინც გარეგნობას გულისხმობს, იმიტომ რომ გარეგნობის შესაფასებლად ძალიან გადაჭარბებული შედარებებია(ცუდად არ ვგულისხმობ). მითუმეტეს ტარიელი ინდოელი იყო და ავთანდილი არაბი და მზესავით როგორ ანათებდნენ.თქვენ თუ გაქვთ რაიმე მოსაზრება ამაზე მაინტერესებს(ამას ირონიულად არ ვამბობ)
"თუ ყვავი ვარდსა იშოვის, თავი ბულბული ჰგონი.."
"გული, ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან;
რა გული წავა, იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან."
ახალმან ფიფქმან დათოვა, ვარდი დათრთვილა, დანასა;
მოუნდის გულსა დაცემა, ზოგჯერ მიჰმართის დანასა;
თქვის: “ჭირი ჩემი სოფელმან ოთხმოცდაათი ანასა,
მოვჰშორდი ლხინსა ყველასა, ჩანგსა, ბარბითსა და ნასა!”
http://rustaveli.tripod.com/rustaveli/index.htm
http://sisauri.tripod.com/lit/french/roustaveli.html
ვარდსა ჰკითხეს ეგზომ ტურფა რამან შეგქმნა ტანად, პირად
მიკვირს რად ხარ ეკლიანი, პოვნა შენი რად არს ჭირად,
მითხრა: ტკბილსა მწარე ჰპოვებს, სჯობს, იქმნების რაცა ძვირად
ოდეს ტურფა გაიეფდეს, აღარ ღირდეს არცა ჩირად!
უკომენტაროდ...
მეგონა აბიტურიენტობის მერე ,,ვეფხისტყაოსანს" აღარ წავიკითხავდი, მაგრამ ძალიანაც მომენატრა და ჩავუჯექი თავიდან
,,ჰკითხე ასსა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გივაზიროს!" აი, ეს მიყვარს ყველაზე ძალიან
მე მომწონს:
"რა ყვავი ვარდსა იშოვის თავი ბულბული ჰგონიაო"
ხშირად მახსენდება და იმიტომ)
"რაც არა გსურდეს იგი ჰქმენ,ნუ სდევ წადილთა ნებასა"
"მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს."
მინდა გამოვეხმაურო მრ მორისონს და ვუთხრა, რომ მზე მართლა არ არის მხოლოდ გარეგნობის აღსაწერად ნახმარი ეპითეტი. მზე არის უძველესი ქართული (წარმართული) სიმბოლო სამყაროს ცენტრის, სულის, ანუ ღმერთის. ასეთივე დატვირთვას ატარებს მზე ყველა უძველეს რელიგიაში. ამასთან ისიც მინდა გითხრა, რომ რუსთაველი მზეს უწოდებს არა მხოლოდ ტარიელს და ავთანდილს, არამედ ნესტანს, თინათინს... საეთოდ ამ წიგნში ბევრი საიდუმლოა. ზოგი ამოხსნილი, ზოგიც _ ჯერ კიდევ ამოუხსნელი.
ბედითი ბნედა, სიკვდილი რა მიჯნურობა გგონია?
სჯობს საყვარელსა უჩვენე საქმენი საგმირონია!
ხატაეთს მყოფნი ყველანი ჩვენნი სახარაჯონია,
აწ მათნი ჯავრნი ჩვენზედა ჩვენგან არ დასათმონია!
სკოლაში რა თქმა უნდა ტავიდან ბოლომე მაქს წაკიტხული, სკოლის მერე ერთი ორჯერ აქა იქ მაქვს ტავლი გადავლებული. გამიგია ზვიად გამსახუდია კარგი რუსთველოლოგიც იყოო, მე მისი იოანე ზოსიმეს ქებაი და დიდებაი ქარUლისა ენისაის განმარტება მაქვს წაკიტხული, ვეფხისტყაოსანის არა. თქვენ კიდევ ვინ შეგიძლიატ მრჩიოთ
ყმამან უთხრა: „რაშიგან ხარ, შენ საქმესა რად იქმ ავსა?
ვინ მიჯნური არ ყოფილა, ვის სახმილი არა სწვავსა,
ვის უქმნია შენი მსგავსი სხვათა კაცთა ნათესავსა
რად სატანას წაუღიხარ, რად მოიკლავ ნებით თავსა?
თუ ბრძენი ხარ, ყოვლნი ბრძენნი აპირებენ ამა პირსა:
ხამს მამაცი მამაცური, სჯობს რაზომცა ნელად ტირსა;
ჭირსა შიგან გამაგრება ასრე უნდა ვით ქვიტკირსა
თავისისა ცნობისაგან ჩავარდების კაცი ჭირსა
მე სახლში შოთა რუსთაველის აფორიზმები მაქვს,ხოდა ახლა შეძლებიშდაგვარად გადმოვწერ.თან ანბანის მიხედვითაა დაწერილი.ნელ-ნელა მოვიწერები.
ავად შეჰფერობს მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება.
ავსა კარგად ვერვინ შესცვლის,თავსა ახლად ვერვინ იშობს.
ავსა კაცსა ავი სიტყვა ურჩევნია სულსა,გულსა.
ავსა კაცსა ურჩევნია,ავსამცა რას ადრე სცნობდა.
აუ, ბევრის მოწერა მინდოდა,მაგრამ სამწუხაროდ უნდა წავიდე. მერე გავაგრძელებ აუცილებლად.
მე წაკითხული მაქვს.მეც,როგორც აბიტურიენტს,მორისონასავით მომიწია გარჩევა.თუმცა ბევრჯერ არ მაქვს წაკითხული,იმედი მაქვს მომავალში კიდევ წავიკითხავ რამდენიმეჯერ.ახლა კი დაპირებულისამებრ,ვაგრძელებ აფორიზმების წერას.
არას გარგებს სიმძიმილი,უსარგებლო ცრემლთა დენა;
არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა;
წესი არის მამაცისა მოჭირვება,ჭირთა თმენა;
არვის ძალ-უც ხორციელსა განგებისა გარდავლენა.
არას გარგებს სჭავლულება,თუ არა იქმ ბრძენთა თქმულსა:
არ იხმარებ, რას ხელსა ხდი საუნჯესა დაფარულსა?
არ იცი, ვარდი უეკლოდ არავის მოუკრებიან?
არ-სასმენლისა მოსმენა არს უმჟავესი წმახისა.
ასი გართებს გაგონება,არ გეყოფის,არ,ერთხელი.
აწყა ვცან,საქმე სოფლისა ზღაპარია და ჩმახია.
ბოროტსა სძლია კეთილმან,არსება მისი გრძელია!
განგებაა,სწორად მოჰკლავს,ერთ იყოს,თუნდა ასი.
განგებასა ვერვინ შესცვლის,არ-საქმელი არ იქმნების.
განგებით ქმნილსა რისხვასა ვერავინ დარიდებია!
გასტეხს ქვასაცა მაგარსა გვრდემლი ტყვიისა ლბილისა.
გველსა ხვრელით ამოიყვანს ენა ტკბილად მოუბარი.
გონიერთა მწვრთელი უყვარს,უგუნურთა გულსა ჰგმიდეს.
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი.
გული კრულია კაცისა,ხარბი და გაუძღომელი,
გული-ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო,ლხინთა მნდომელი,
გული-ბრმა,ურჩი ხედვისა,თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰპატრონობს სიკვდილი,ვერცა პატრონი რომელი!
გული,ცნობა და გონება ერთმანეთზედა ჰკიდიან:
რა გული წავა,იგიცა წავლენ და მისკენ მიდიან.
გ-ები გავათავე,დღეისთვის ეს იყო, დანარჩენს მერე მოვიწერები. იმედი მაქვს აფორიზმების უმრავლესობა გეცნობათ, და სიამოვნებით გადაავლებთ თვალს და გაიხსენებთ.
ერთი რა, მეტი კი არა
"სიყვარულსა მალვა უნდა,ვითა ცხენსა ნაპარავსა"
http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/library.exe?e=d-000-00---0vertwo--00-1-0dc%2eFormat--0prompt-10---4------0-1l--1-ka-50---20-about---00031-001-1-0utfZz-8-00&a=d&c=vertwo&cl=CL1.13.2
მე ორჯერ მაქვს წაკითხული: ერთხელ მეცხრე კლასში(ქართულის მასწავლებელმა თავიდან ბოლომდე გვასწავლა) და მეორედ როცა უნივერსიტეტში ვაბარებდი და ახლა კიდე წავიკითხავ მესამედაც. მესამე და სამართალიო.
ჩემი აზრით ვეფხიტყაოსანზე "დიდი" ნაწარმოები ჯერ არ დაწერილა. მან ყველა დროს და ყველა ეპოქას გაუძლო.ვეფხისტყაოსანი ყველა ზოგადსაკაცობრიო მნიშვნელობის თემას ეხება: ესენია:უფლის სიყვარული,სამშობლოსა და მოყვასისადმი თავდადება და სიყვარული, მიჯნურობა. იგი ამავდროულად ეხება პატრონ-ყმურ წყობილებასაც(ბევრი რამ დღესაც შეიძლება გადმოვიღოთ, მე უპირველესად პატრონსა და ყმას შორის დამოკიდებულობას ვგულისხმობ და არა ბატონ-ყმობის აღდგენას ). ვეფხისტყაოსანში ასევე კარგადაა ნაჩვენები იმდროინდელი ქალაქური ცხოვრება(კარგადაა ნაჩვენები სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა), მეცნიერება(ვეფხისტყაოსანში ჩამოთვლილია ციური სხეულები, მე ძალიან მაინტერესებს რა მეთოდებით იკვლევდნენ იმ დროს ციურ სხეულებს) ვეფხისტყაოსანში კიდევ ძალიან ბევრი რამაა საინტერესო და გამოსაკვლევი.
მე ეს ადგილი მახსენდება ხოლმე ხშირად:
"ჭირსა შიგან გამაგრება ისე უნდა ვით ქვითკირსა"
"ქვე წვა ვით კლდისა ნაპრალსა ვეფხი პირ-გამეხებული" (მიყვარს ეს ფრაზა.... ნესტანზეა საუბარი)
''ვარდსა და ნეხვსა ვინათგან მზე სწორად მოეფინების''
2002 წლის შემოდგომაზე ქართველი მეცნიერი პარმენ მარგველაშვილი საგანგებო მისიით ოქსფორდში გაემგზავრა. მან იცოდა, რომ ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის განყოფილებაში, უორდროპების ფონდში, "ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები ინახებოდა.
პარმენ მარგველაშვილი: "- საოცარი შეგრძნება იყო, როცა მცველების თანხლებით ბოდლის საცავში აღმოვჩნდი. დღეისათვის "ვეფხისტყაოსნის" 160 ხელნაწერია ცნობილი. აქედან 48 უძველესია, მათგან მხოლოდ ხუთია დასურათებული. საქართველოში, ხელნაწერთა ინსტიტუტში, ამ ხუთიდან მხოლოდ სამია დაცული: თავაქარაშვილის, ავალიშვილის და S5006-ის სახელით ცნობილი ხელნაწერი. მათ შესახებ 1966 წელს შალვა ამირანაშვილმა გამოსცა წიგნი - "ვეფხისტყაოსნის მინიატურები." წიგნში მეცნიერი მე-4, მინიატურებიან "ვეფხისტყაოსანზეც" საუბრობს, რომელიც, მისი თქმით, პარიზში თაყაიშვილის მიერ ყოფილა დაცული და რომლისათვისაც დავით კაკაბაძეს ფოტოები გადაუღია. შალვა ამირანაშვილი თავის წიგნში კაკაბაძისეულ მინიატურების სამ შავ-თეთრ ფოტოსაც გვაწვდის და ამ ხელნაწერს ჩვენამდე მოღწეული ხელნაწერებიდან ყველაზე ძველად XIII-XV, თბილისში, ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცულ ხელნაწერებს კი XVII საუკუნით ათარიღებს. მოგვიანებით პარიზში ხელნაწერი გაიყიდა და საბოლოოდ ის ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში, უორდროპების ფონდში აღმოჩნდა.
უორდროპების ფონდში უნიკალური მინიატურების შემცველი "ვეფხისტყაოსნის" მეორე ხელნაწერიც ინახება. ინგლისში, ბოდლის ბიბლიოთეკაში მისი აღმოჩენა XIX საუკუნეში და-ძმა მარჯორი და ოლივერ უორდროპების საქართველოში მოგზაურობასა და საქართველოსთან მათ დიდ მეგობრობას უკავშირდება."
1912 წელს ოლივერ უორდროპი "ვეფხისტყაოსანს" უკვე გარდაცვლილი დის, მარჯორის თარგმანითა და კომენტარებით გამოსცემს. დის გარდაცვალების შემდეგ ის ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკაში აარსებს მარჯორი უორდროპის სახელობის ქართული ხელნაწერი და ნაბეჭდი წიგნების ფონდს.
პარმენ მარგველაშვილი: "- 2005 წელს, უორდროპების იუბილესთვის (ბოდლის ბიბლიოთეკის ნებართვით) გამოვეცი "ვეფხისტყაოსანი" მარჯორი უორდროპის თარგმანითა და უნიკალური მინიატურებით."
კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურმე არ წახდების
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან, ჭირიცა შევიწყნაროთა
ბინდისფერია სოფელი, ესე თურ ამად ბინდდების,
კოკასა შიგან რაცა დგას, იგივე წარმოდინდების!
გასტეხს ქვასაცა მაგარსა,გლემლი ტვიისა ლბილისა
და კიდო ბევრი
ვეფხისტყაოსანი, ლექსიკონი
აკაკი შანიძე
http://www.lib.ge/body_text.php?407
რუსთველოლოგია, მეცნიერების დარგი, რომელიც სწავლობს შოთა რუსთაველის პოემა ვეფხისტყაოსანსა და მის ავტორთან დაკავშირებულ პრობლემატიკას.მეც ამ კითხით დავწერ რაღაცეებს...
„ვეფხისტყაოსანს“ დართული აქვს პროლოგი, ანუ შესავალი ნაწილი,
კომპოზიციურადაა შეკრული „ვეფხისტყაოსნის“ ძირითად ნაწილთან და თეორიულ
ასპექტშია გადაწყვეტილი ყველა ის პრობლემა, რომლებიც პოემის ძირითად ამბავშია
მხატრულად ხორცშესხმული.ტრადიციის მიხედვით პოეტი შესავალში ჯერ უფალს ახსენებს, შემდეგ
მეფეებსა და პერსონაჟებს.
პროლოგში რუსთაველი ორჯერაა პოემის ავტორად
დასახელებული:
„დავჯე, რუსთველმან გავლექსე,
და კიდევ: „მე რუსთველი , ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი...
რუსთველი პოემის ავტორად მოხსენიებულია სხვა ლიტერატურულ წყაროებშიც.
XVI საუკუნის დასაწყისის ქართველი მწერალი სერაპიონ საბაშვილი აღნიშნავს, რომ
რუსთაველმა შეამქო ის, „ვინ სოფელი დაამშვენა“ აქ თამარ მეფე იგულისხმება ამავე
საუკუნეში სპარსულიდან გადმოთარგმნული „ზილიხანიანის“ შესავალში
ვკითხულობთ:„თუმცა ხელქმნილი რუსთველი თინათინს აქებს არ. ავსა, ნესტან-დარეჯანს
ბროლ-ვარდსა, გიშრის მელანით სარავსა“.
დიდი პოეტის სახელი, შოთა, პოემაში არ გვხვდება, მაგრამ სხვადასხვა
ლიტერატურული წყაროთი. ასე, მაგალითად, XVIII საუკუნისს ცნობილი პოეტი
თეიმურაზ I ერთგან აღნიშნავს: „ესენი“ „ვეფხისტყაოსნის“ გმირების შოთა რუსთველმან
შეამკო არსთა მკობითა.“
რუსთაველი გვარი არ არის, მხოლოდ ზედწოდებაა დარუსთავის მფლობელს უნდა
ნიშნავდეს ამ დროს საქართველოში კი ორი რუსთავი იყო: ჰერეთსა და მესხეთში.
ზოგიერთი ლიტერატურული წყარო, მაგალითად, XVIII საუკუნეში შექმნილი
„არჩილიანი“, განსაკუთრებით კი ხალხური გადმოცემები, რუსთაველს თვლის მესხად.
ეპილოგში მოცემული სიტყვები: „ვპერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა დამისა.“
კვლევართა აზრით პოეტის მიმბაძველის მიერ უნდა იყოს ჩართული და შემდეგნაირად
უნდა წავიკითხოთ: მე, ვინმე მესხი მელექსე, ამას რუსთველის მიბაძვით ვწერ. მართალია
დამოწმებული ტაეპი რუსთველის მესხობის დასამტკიცებლად არ გამოდგება, მაგრამ
მეცნიერებისთვის უმნიშვნელოვანესია, რადგან პოეტმა მშვენივრად იცის ხელოვნების
თეორია და ამ თეორიას თანამედროვე პოეტებსაც ასწავლის. მესხი მელექსე რუსთველის
სკოლის პოეტია, მაგრამ იგი არ არის თვითონ რუსთაველი. რა თქმა უნდა, სავსებით
შესაძლებელია, რუსთველიც მესხი ყოფილილყო, მესხეთის რუსთავის მფლობელ-
მეპატრონე.
მეცნიერთა აზრით, შოთა რუსთაველი საქართველოს სემეფო კარის
მეჭურჭლეთუხუცესია, რომელმაც ხანდაზმულ ასაკში შეაკეთებინა იერუსალიმის ჯვრის
მონასტერი და მოახატვინა სვეტები. ამ დამსახურების აღსანიშნავად მონასტრის სააღაპე
წიგნში შეიტანეს მისი სახელი, ხოლო მონასტრის ერთ-ერთ სვეტზე, მაქსიმე აღმსარებელსა
და იოანე დამასკელის ფრესკათა შორის, მისი სურათი გამოსახეს. რუსთველის სხვა
ნაწარმოებები, გარდა “ვეფხისტყაოსნისა“ ჩვენამდე არ მოღწეულა. ეს პოემა დაწერილი
უნდა იყოს 1189-1207 წლებში. ლეგენდარული თამარ მეფისა და მისი მეუღლის ზეობის
ხანაში. თუმცა პოემის უზველესი ხელნაწერი XVII საუკუნითაა დათარიღებული. პოეტი
მოწიწებით ახსენებს მეფე-პატრონებს, ვის საქებრადაც დაუწერია “ხელის-ხელ
საგოგმანები“ “ვეფხისტყაოსანი“:
პოემას რუსთაველი იწყებს უფლის ხსენებით, რომელმაც შექმნა სამყარო და
აღნიშნავს ნაცვალსახელით ,,რომელმან“. მკვლევარ რევაზ სირაძის აზრით ,
ავტორი ღმერთს ისე აღნიშნავს, რომ ეს ღმერთის ცოდნა კი არ არის, არამედ ,,რაღაცის“
შინაგანი შეგრძნება. ასეთი გაგება არეოპაგიტული ფილოსოფიიდან მოდის.
სიტყვა ,,სამყარო“ მრავლისმომცველია, მაგრამ რუსთაველი სამყაროში
გულისხმობს უმაღლეს ზეცას. რუსთაველი ჯერ უფალს იხსენიებს და შემდეგ უმაღლეს
ზეცას, რომელიც პირველი შეიქმნა.სამყაროს ასეთი აღქმა პტოლემეოსის მოძღვრებაშია.
ავტორი ამქვეყნიურ არსებებზე საუბრობს, რომლებსაც უფალმა სული შთაბერა,ამის
შემდეგ იქმნება ქვეყანა, სადაც ცხოვრობს ადამიანი და სადამდეც მისი
გონება წვდება.
შოთა რუსთაველი სამყაროს შექმნას სამ საფეხურად ყოფს, ჯერ უმაღლესი
ზეცა, მერე არსებები და ბოლოს ქვეყანა. ასეთი საფეხურებრივი წარმოდგენით იგი პლა-
ტონს უახლოვდება.
რევაზ თვარაძის აზრით, პირველი სტროფის ბოლო სტრიქონი ,,ჩვენ, კაცთა,
მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა“, იმეორებს ბიბლიურ ტექსტს: ,,ცანი ცათანი
უფლისანი არიან და ქვეყანა მოსცა ძეთა კაცთასა“.
შემდეგ სტრიქონში ავტორი ამბობს, რომ ამქვეყნიური ხელმწიფობა ღვთით
არის განპირობებული, უფლისგან არის ყოველი ხელმწიფე მისმიერი სახით, ანუ მიწიერი
იერარქია ზეციურის შესატყვისია, როგორც უფალი დგას ყველაზე მაღლა, ისევეა
წუთისოფელში-ხელმწიფე. ამ სტრიქონშიც იგრძნობა ფსევდო-დიონისეს გავლენა.
ასეთი მოსაზრება გამოთქმულია ასევე ,,გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშიც“.
პროლოგის მეორე სტროფში ავტორი უკვე მიმართავს უფალს, როგორც
ერთარსებას, რომელმაც შექმნა პირველსახე სხეულის მქონე ყველა არსებისა, რათა
დაიცვას და მისცეს ძალა ეშმაკის დასათრგუნად.
მას ღვთაებრივი ამაღლება მიჯნურობის გზით უნდა და სთხოვს უფალს:
,,მომეც მიჯნურთა სურვილი, სიკვდიდმდე გასატანისა“.
მომდევნო სტროფებში ავტორი უკვე იხსენიებს თამარს და დავით სოსლანს.
პ.ს. თუ გაინტერესებთ კიდევ გავაგრძელებ...
''მარგალიტი არვის მიჰხვდეს უსასყიდლოდ, უვაჭრელად,
კაცი ცრუ და მოღალატე ხამს ლახვრითა დასაჭრელად. ''
ვაჰ, ვენაცვალე რუსთველს, რა ნაღდი სიტყვებია რა!
ახლა ჩამქოლავენ, გულბოროტი ხარ, რუქასავითო
t.l.
ამას საიდანმე იწერ, თუ შენეული ადაფტირებული ვარიანტია?
...„მთვარეო, შენმცა მზე ვით მოგერია?
მე ღმერთმან იგი ნუ მომცეს, რაც არა შენი ფერია! ''
ამ სიტყვებს რომ გეტყვის კაცი, რა მრავალფეროვანი სმაყარო უნდა ჰქონდეს და რა სული!
აწ საყვარელსა მოიწერს გულამოსკვნილი მტირალი
ავტორი ამ პოემსა როგორც ვიცით არის შოთა რუსთაველი ან უფრო სწორედ რუსთველი; პირველად რუსთველი მოხსენიებულია XVI საუკუნის პირველ ნახევარში სერაპიონ სოგრატის ძე საბაშვილის მიერ,მისსავე ნათარგმნ "იოსებიზილიხანიანში"...შემდეგ XVII საუკუნის პირველ წლებში კახეთის მეფის დავითის მიერ თარგმნილ "ქილილა და დამანაში"....შემდეგ უფრო და უფრო ხშირია მისი ხსენება...
მათ პოემის ავტორის ვინაობა გაიგეს იმ სტოფებიდან,რომლებიც დართული ქონდა როგორც პროლოგს ასევე ეპილოგს.
პროლოგში ნათქვამია:
დავჯე, რუსთველმან გავლექსე,მისთვის გულ-ლახვარ-სობილი (7)
მე, რუსთველი,ხელობითა,ვიქმ საქმესა,ამადარი (8)
ეპილოგში:
ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა (1665)
ტარიელ მისსა რუსთველსა მისთვის ცრემლ-შეუშრობელსა (1669)
მართალია ავტორი არსად არ აღნიშნავს რომ მას შოთა ქვია,სამაგიეროდ ხაზგასმით ამბობს რომ რუსთველია... მაგრამ, რა გარანტიაა რომ ეს სტროფები ნამდვილია და არა ჩამატებული.
არავითარი გარდა ერთი მოსაზრებისა.ხელაღებიტ პროგის უარყოფა არ შეიძლება.წარმოუდგენელია რომ პოემას რამე შესავალი არ ქონოდა.დასაწყისში უნდა ყოფილიყო: მიმართვა ღვთისადმი (1-2),შემდეგ მეფის ქება (4-19),მსჯელობა ზოგიერთ განყენებულ სახეზე და პოემის შინაარზე (12,13,16,17,20,21,22-17)
ამრიგად პროლოგის სედგენილობა ასეტი უნდა იყოს 1,2,4,19,8,3,6,12,13,15-17,11,20-27,9 სტროფები...
რა ვიცით რუსთაველზე? ფაქტობრივად არაფერი...აღორძინების ხანის დასაწყისამდე არსად არაა მისი ხსენება.ეს შეიძლება გამოწვეული იყოს იმით რომ იგი იდევნებოდა.იგნორი იქამდე მიდის რომ პოეტის სახელიც კი არ ვიცით.ცნობა იმის შესახებ რომ ვეფხისტყაოსნის ავტორია შ ო თ ა, უნდა მოდიოდეს ქართველთა ჯვრის მონასტრიდან პალესტინაში. ჩვენში დიდი ხანი ერსებოდა ლეგენდა რომ რუსთაველი იყო მეჭურჭლეთუხუცესი და რომ მან თავისი ცხოვრების უკნასკნელი წლები იერუსალიმის მახლობლად გაატარა ჯვრის მონასტერში... ამავე დროს ჯვრის მონასტრის ქართული "სვინაქსირის" აღაპთა შორის იკითხება ერთი აღაპი რომელიც მიწერილი უნდა იყოს არაუადრეს XIV საუკუნისა: "ამასვე ორშაბათსა აღაპი შოთაისი,მეჭურჭლეთუხუცესისაი". ამგვარად "მეჭურჭლეთუხუცესი შოთა" და სვინაქსირის "მეჭურჭლეთუხუცესი შოთა" ერთი და იგივე პირია,სახელდობრ ვეფხისტყაოსნის ავტორი. ეს დასკვნა 1643 წლის მახლობლად ნიკიფორემ გადმოიტანა ჯვრის მონასტრის სვეტზე,სადაც გამოხატულია მაქიმე აღმსარებელი და იოანე დამასკელი,რომელთა წინაშე მუხლი მოუყრია ერთ დიდებულ ქართველს წარწერით: " ამისა დამხატავსა შეუნდოს ღმერთმან ამინ." ეს წარწერა სურათის მარცხენა მხარეზეა,ხოლო მარჯვენა მხარეზე მიწერილია "შოთა რუსთაველი".
19-20 საუკუნის მკვლევარებმა ისტორიულ წყაროებში დაიყეს შოთა რუსთაველის ძებნა.გარდა ზემოტ დასახელებული 2 პირისა 1)სვინაქსრის შოთა მეჭურჭლეთუხუცესისა და 2) მონასტრის სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველისა,პოემის ავტორად მიჩნეულია შემდეგი შოთა: 3) შოთა ართავაჩოს ძე... და 4) შოთა კუპრი...
შოთა ართავაჩოს ძე როგორც1177 წლის აჯანყების მონაწილე და ერთ ერთი ინიციატორი,ჩავარდნილა გიორგი მეფის ხელში და სიკვდილიტ დაუსჯიათ....
შოთა კუპრს კი ისტორიკოსი ახასიატებს როგორც "არარათა ნიჭთა და ზნეთა მქონებელი",ასეთი კაცი კი ასეთ პოემას ვერ დაწერდა....ამრიგად მისი სახელი გაურკვეველია...
რაც შეეხება საიდანაა წარმომდგარი რუსთაველი?აქ ირი ვარიანტია დაბა რუსთავი მესხეთსი და კახეთის რუსთავი... თეიმურაზ ბაგრატიონმა გამოთქვა პირველად აზრი რომ შოთა რუსთაველი დაბადებულა და ცხოვრობდა კახთის რუსთავში,სადაც ის გამგებლადაც ყოფილა...მის აზრს იზიარებ პავლე ინგოროყვა და ამას ამტკიცებს პოემაზე ქართული ენის იმ კილოს გავლენით რომელი ჰერეთი იყო... მკვლევართა მეორე რიგი პიქრობს რომ ავტორი იყო მესხეთის რუსთავიდან.ეს გამოვეულია "ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დაბისა" ამ ტაეპის არასწორმა წაკიტხვამ...
დრესდღეობით ცნობილია პოემის 27 ხლნაწერი.აქედან ხოლოდ 13 შია ეს ტაეპი ნახსენები (სხვას ან საერთოდ არ ქონია ან დაეკარგა) და აქ ვკითხულობთ:
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა თემისა"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა თემისა"
"მე მესხმან ვინმე დავწერე ოქ რუსთავისა თემისა"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისა და მისა"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთავისა დამის"
"ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა"
ხელნაწერთა მიხედვით უნდა იკითხებოდეს "ვწერ ვინმე მესხი მელექსე მე რუსთველისად ამისა"... რას ნიშნავს "რუსთველისად ამისა"? ეს ნიშნავს : ვწერ ამას ვინმე მესხი მელექსე, აი ამ "რუსთველის მსგავსად"... ასე რომ პოეტის მესხობის ამბავი გამორიცხულია....ეს ადგილი გულისხმობს არა პოემის ავტორს არამედ პოემის ერთ-ერთი დამატების ავტორს.ეს ადგილი ადასტურებს მხოლოდ იმას, რომ პოემის ავტორად რუსთაველს თვლიდა ის მესხი მელექსეც,რომელსაც ეს სიტყვები ეკუთვნის...
ნიკო მარმა 1902წელს თქვა რომ პოემის ავტორი არის იგივე ჩახრუხაძე,რომელსაც ტამარიანი დაუწერიაო. (მაგრამ მერე 1917წელს უარყო ეს აზრი).ამას კი იმით ამტკიცებდა რომ ავტორი ამბობს: "ჩემი აწ ცანიტ ყოველმან,მას ვაქებ, ვინცა მიქია"აქედან ჩანსო,ამბობს ნიკო მარი. რომ პოემის ავტორს წინათაც ქონია დაწერილი წება თამარისაო.თან ორივე ნაწარმოების სტილი ერთნაირიაო,ჩახრუხაძეც მესხიაო,და ორივეს ავტორს თამარი ყვრებიაო... დავიწყოთ იმით რომ ავტორი მესხი არ იყო....მეორე- პოემების მსგავსება (სტილი) აიხსნება იმით რომ ერთსა იმავე ეპოქაშია შექმნილი....და კიდევ ერთი პოემის ავტორისათვის თამარი არის "უწყალო ვითა ჯიქია",თამარიანის ავორი კი ამბობს "ვიცი მეწყალე" და "თვით მე გეწყალე"-ო...აშკარა შეუსაბამობაა...
ყველაზე საოცარი ისაა რომ ყოველი ტაეპი 16 მარცვლისაგან შედგება და ყველა სროტპი და ხაზი ერთი და იგივე აკანცანიათი ბოლოვდება
მხოლოდ ერთი კუპლეტია გამონაკლისი,ალბათ ეგ არის ჩამატებული
ერტადერტი ხელმოსაკიდი დეტალი ავტორის ცხოვრებიდა არის პროლოგის სემდეგი სიტყვები: "მე, რუსთველი, ხელობითა, ვიქმ საქმესა, ამადარი,ვის ჰმორჩილობს ჯარი სპათა, მისთვის ვხელობ მისთვის მკვდარი" აქ გასარკვევია ორი რამ: სიტყვები - "ხელობითა" და "ვხელობ" პირველ შემთხვევაში (ხელობითა) იგულისხმება არა სიგიჟე არამედ თამანდებობა....მეორე შEმთხვევაში კი (ვხელობ) ლაპარაკია სიგიჟეზე... რაღაა ამადარი ? ეს თითქოს ნიშნავს - ამისათვის,ამიტომ,ამნაირად...
ამ სიტყვის ამგვარი წაკითხვა ქართული ენჰის თვალსაზრისით მიუღებელია.აქ უნდა იყოს არა ორი
("ამად არი" და "ამა დარი) არამედ ერთი სიტყვა მაგრამ არა "ამადარი" არამედ "ალამდარი" რაც მედროშეს ნიშნავს...ასეთი ინტერპრეტაციის შემდეგ პროლოგის სიტყვები შემდეგნაირად უნდა გავიგოთ: ვიქმ საქმესა (იგულისხმება პოემის წერა) მე,რუსთველი,რომელიც თანამდებობით ვარ ა ლ ა მ დ ა რ ი (ე.ი. მედროშე) იმისა ვისაც მორჩილობს ჯარი სპათა და ვისთვისაც გაგიჟებული ვარო....
ვაჰ სოფელო რა შიგან ხარ.....................
ოქსფორდში, ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის განყოფილებაში, უორდროპის ფონდში "ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები ინახება.
შოთა რუსთაველის გენიალურმა პოემამ კაცობრიობის ისტორიაში ფასდაუდებელი წვლილი შეიტანა. ქებათა ქება ვეფხისტყაოსანს. ხშირად ვკითხულობ აფორიზმებს და ყოველთვის ამაღლებული განწყობა და სიამაყის გრძნობა მეუფლება. სამწუხაროა და მით უფრო სამარცხვინოც ჩვენთვის, რომ გენიალურ პოემას ბევრი მტერი ყავდა და ყავს, ზოგჯერ ქართველებს შორისაც და განსაკუთრებით დღეს. ალბათ იმიტომ, რომ ის ყველაზე მეტად საქართველოსთან ასოცირდება... მეგობრებო, დანარჩენი თქენთვის და თქვენი გულისთქმისთვის მომინდია.
შოთა რუსთაველის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ჩვენამდე თითქმის არავითარ ცნობას არ მოუღწევია. რიგი ისტორიული, ლიტერატურული და ფოლკლორული წყაროების საფუძველზე იქმნება დიდი პოეტის ცხოვრებისა და მოღვაწეობის არაერთი ვერსია. რუსთაველის ბიოგრაფიული მონაცემების დასადგენად ერთ-ერთი ძირითადი წყარო თვით მისი პოემაა.
რუსთაველის ავტორობას გვიმოწმებს ვეფხისტყაოსნის პროლოგი ("დავჯდე, რუსთველმან გავლექსე, მისთვის გულ-ლახვარსობილი", "მე, რუსთველი, ხელობითა ვიქმ საქმესა ამა დარი"), ეპოლოგი, აგრეთვე XV-XVIII საუკუნეების ქართული მწერლობა (ამაზე ადრინდელი ცნობები არ მოგვეპოვება). სახელწოდება რუსთაველი (რუსთველი) უკავშირდება გეოგრაფიულ პუნქტს რუსთავს და ნიშნავსრუსთავის მკვიდრს ან რუსთავის ციხე-ქალაქის გამგებელს, მეპატრონეს. იმდროინდელი საქართველოს სოციალური-პოლიტიკური სინამდვილე გვაფიქრებინებს, რომ მეორე მნიშვნელობა უნდა იყოს სწორი. რუსთაველის სახელის შესახებ პირდაპირ ცნობას გვაწვდიან თეიმურაზ I (იგი ვეფხისტყაოსნის პერსონაჟთა შესახებ ამბობს:"ესენი შოთა რუსთველმან შეამკო არსთა მკობითაო") და XVII-XVIII საუკუნეებში სხვა ქართველი მწერლები. ამასვე ადასტურებს რუსთაველის ფრესკული პორტრეტი XIII საუკუნის I ნახევრის წარწერით, რომელიც რესტავრირებული სახითაა შემონახული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის სვეტზე (გაბაშვილი, ტიმოთე|ტ. გაბაშვილის მიერ 1757-1758 ნანახი და შემდეგში ზეთის საღებავების სქელი ფენით დაფარული ფრესკა გამოავლინა იერუსალიმის სამეცნიერო ექსპედიციამ) და ამავე საუკუნეში მონასტრის სააღაპო წიგნში მოსახსენებელი "შოთაჲსა მეჭურჭლეთუხუცესისაჲ", რომელიც იგივე რუსთაველი უნდა იყოს. ფრესკის წარწერის მიხედვით, რუსთაველს შეუკეთებია და განუახლებია ჯვრის მონასტერი.
ვეფხისტყაოსნის მანუსკრიპტისავარაუდოა, რომ პოეტი ყოფილა სამეფო კარის დიდი მოხელე, ვაზირი, თამარ მეფესთან დაახლოებული პირი. როგორც მეჭურჭლეთუხუცესს, მას ევალებოდა ქართული საკულტო ძეგლებზე, მ. შ. ჯვრის მონასტერზე ზრუნვა. გამოთქმულია მოსაზრება, რომ პოეტი სიცოცხლის მიმწუხრს გაემგზავრა იერუსალიმში, აღიკვეცა ბერად, იქვე აღესრულა და იქვეა დასაფლავებული. არ მართლდება გადმოცემა პოეტის ბერად შედგომაზე: ფრესკაზე გამოხატული ქართველი დიდებული ერისკაცის სამოსელშია გამოწყობილი. თანაც რუსთაველი, როგორც ვაზირს, შეეძლო საქართველოდანვე წარემართა მონასტრის შეკეთება-განახლებისათვის საჭირო საქმიანობა. რუსთაველის ბიოგრაფიულ ცნობების სემცველ სხვა წერილობით წყაროებს ჩვენამდე არ მოუღწევია. ხალხური გადმოცემით, პოეტი მესხი უნდა იყოს. მესხად თვლის მას პოეტი არჩილ II. ვეფხისტყაოსნის გაგრძელებანიც მიგვანიშნებს შოთას მესხურ წარმოშობას. შეასძლებელია სახელწოდება რუსთაველი უკავშირდებოდეს მესხეთის რუსთავს, რომელიც მდებარეობს ახალციხე-ასპინძის შარაგზის მახლობლად.
პოეტის დაბადების თარიღად მიიჩნევენ 1160-1165 წლებს. ის ცხოვრობდა საქართველოს მეფის თამარისა და მისი მეუღლის დავით სოსლანის ზეობის პერიოდში, ქართული სახელმწიფოსა და მისი ხალხის მატერიალური და სულიერი აყვავების პერიოდში.
1960 წელს პალესტინაში გაემგზავრნენ ქართველი მეცნიერები ი. აბაშიძე, გ. წერეთელი, ა. შანიძე, რომელთაც იერუსალიმის ჯვრის მონასტერში მოიძიეს და გადაიღეს სვეტზე გამოსახული შოთა რუსთაველის პორტრეტი. აქ მოპოვებული მასალით დასტურდება, რომ იგი იყო მეჭურჭლეთუხუცესი თამარის კარზე. ლეგენდის თანახმად, პოეტი გარდაიცვალა ჯვრის მონასტერში, თუმცა ეს ვერსია სადავოა.
განათლება
შოთა რუსთაველმა, როგორც ჩანს, ბრწყინვალე განათლება მიიღო ჯერ საქართველოში, გელათის აკადემიაში, შემდეგ - საბერძნეთში; შეისწავლა ბერძნული, არაბული და სპარსული ენები, იცნობდა არა მარტო ქართველ მოაზროვნეთა ნაშრომებს, არამედ ანტიკურ ფილოსოფიას, ემპედოკლეს, ჰერაკლიტეს, პლატონის ნაშრომებს, აღმოსავლურ ლიტერატურას (ფირდოუსი, გურგანი, ნიზამი და სხვა). ყოველივე ეს, აგრეთვე პოეტის განსწავლულობა ასტრონომიაში, ასტროლოგიაში, გეოგრაფიაში, მედიცინაში, ფილოსოფიაში, სამართალში, ისტორიაში, სამხედრო საქმეში და სხვა, ასახულია მის პოემაში.
ვეფხისტყაოსანი
შოთა რუსთაველის ფრესკა იერუსალიმის ჯვრის მოსანტერშიპოემა “ვეფხისტყაოსანის” შესაძლო შექმნის თარიღია XII ს-ის 80-90-იან წლები და არაუგვიანეს XIII ს-ის პირველი ათწლეულისა. ზოგიერთი მკვლევარი პოემის დაწერის თარიღს 1205-1207 წლების ინტერვალში ათავსებს. სავარაუდოდ, ეს არ უნდა იყოს შოთა რუსთაველის ერთადერთი ნაწარმოები, თუმცა მათ ჩვენამდე არ მოუღწევია.
საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ხელნაწერთა ინსტიტუტში ინახება ვეფხისტყაოსნის XVI საუკუნის ხელნაწერთა ორი ფურცელი. პოემის დანარჩენი ფურცლები XVII საუკუნისაა (დაახ. 1653).
მემკვიდრეობა
საქართველოს რესპუბლიკის უმაღლესი ჯილდო ხელოვნებისა და ლიტერატურის დარგში შოთა რუსთაველის სახელს ატარებს (შოთა რუსთაველის სახელმწიფო პრემია). თბილისის მთავარ გამზირსაც რუსთაველის სახელი ჰქვია. ასევე არსებობს შოთა რუსთაველის სახელმწიფო აკადემიური თეატრი, შოთა რუსთაველის ქართული ლიტერატურის ინსტიტუტი საქართველოს მეცნიერებათა აკადემიასთან, და ა.შ.
ნიკალასეული შოთა რუსთაველი
rustvelologias gavdiodi institutshi da Zalian saintereso iko, tu ar vcdebi vexistkaosnis ramodenime gamocema arsebobs da zogshi ragac kupletebi saertod aris amogebuli, zog tavebshi chamatebulia ragac kupletebi romelic rustavels ar ekutvnis
ზუსტად აღარ მახსოვს გადავხედავ თემას და მოგაწვდით ინფორმაციას
''მიწურვილ იყო ზაფხული , ქვეყნად ამოსვლა მწვანისა,
ვარდის ფურცლობის ნიშანი , დრო მათი პაემანისა''
რა კარგია, არა?!
მე მინდა თქვენი ყურადღება გავამახვილო ერთ ფრიად საინტერესო და უცნაურ მოვლენაზე ვეფხისტყაოსანში. როგორც ვიცით, ვეფხისტყაოსანში, აბსოლუტურად ყველა სტროფი არის თექვსმეტმარცვლიანი
მაგალითად:
სხვა-გან იქს მი-სი გო-ნე-ბა მის-მან თა-ვი-სა წო-ნა-მან...
...
ი-ყო ა-რა-ბეთს როს-ტე-ვან, მე-ფე ღმრთი-სა-გან სვი-ა-ნი...
მოკლედ, ყველა ტაეპი 16 მარცვლისგან შედგება
ვეფხისტყაოსნის 1500-ზე მეტი სტროფიდან გამონაკლისია მხოლოდ ერთი (!!!)
მხოლოდ ერთ სტროფშია 20 მარცვლიანი ტაეპები. ეს სტროფი ასე ჟღერს:
შეკ-რა წი-თე-ლი ა-სი ა-თა-სი პი-რად მზე-მან და ტა-ნად სა-რო-მან,
სამასი თავი სტავრა ატლასი უხვმან, ნიადაგ მიუმცდარომან,
სამოცი თვალი ლალ-იაგუნდი ფერად მართ ვითა მიუმხვდარომან.
კაცი გაგზავნა ნაზირისასა, ესე ყველაი მის წილ არო მან.
ეს სტროფი არის თავში "დათხოვა ავთანდილისა როსტევან მეფესთანა და ვაზირის საუბარი" და ასახავს ავთანდილის მიერ ვაზირისათვის ძღვენის გაგზავნას.
საინტერესოა, რატომ გააკეთა ერთი ასეთი უცნაური გამონაკლისი შოთამ? 1500-ზე მეტი სტროფიდან მაინცდამაინც ეს ერთი სტროფი რატომაა 20 მარცვლიანი?
თქვენ არ გაინტერესებთ? მე მაინტერესებს, თან ძალიან.
რაღაც მეეჭვება, რომ შოთას ამ სტროფში გადმოცემული აზრის გადმოცემა 16 მარცვლიან სტროფში არ შეძლებოდა.
იქნებ შოთამ ცოტა გართობა გადაწყვიტა და იმიტომ გააკეთა ეს? ანუ უბრალოდ ერთი ხალისიანი ექსპერიმენტი ჩაატარა?
ჰა? თქვენ რას ფიქრობთ?
___________________________________________________________
P.S. რა გამაოგნებელია ვეფხისტყაოსანი!!!
ამ ფაქტზე ცალკე თემაც უნდა გავაკეთო!!!
დაწერეთ რა თქვენი აზრი (თუ დაპოსტეთ, თუ რაც ქვია, რავი ახალი ვარ ამ ფორუმზე)
"ვეფხისტყაოსნის" უძველესი მინიატურები, რომლებიც ინახება ბოდლის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის განყოფილებაში, უორდროპების ფონში:
რუსთაველის "ლექსი" ისე უნდა იკითხო ყოველ დილა საღამოს, როგორც დილა-საღამოს კითხულობენ ბერები ლოცვას და ძილისპირივით უნდა იღიღინო ჯადოსნური სტრიქონები... ყოველი ქართველი უნდა ივსებდეს გონებას შოთას შაირით, როგორც დემოსთენი ივსებდა პირს კენჭებით, ენაბრგვილობის დასაძლევად...
დიდი სიამოვნებით გადავიღებდი ფილმს და ამ სახითაც შევუწყობდი ხელს მის უკვდავებას თუმცა რა სასაცილოა ჩემს გარეშეც უკვდავია!!! ჰო მაგრამ რომ გადამეღო ფილმად ზუსტად ვიცი ბეჭდების მბრძანებელსაც ვაჯობებდით და სხვა მისთAნებს!
საინტერესოა...
ამოღებულია წიგნიდან "რუსთველოლოგიური ძიებანი"
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/cincadze/content.htm
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/ratiani/index.htm
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/anzor%20abjandadze/0.htm
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/TATISHVILI%20SYLFAEN/index.htm
http://www.nplg.gov.ge/ic/DGL/work/Rustaveli%20MZADAA/Nozadze%20-Mze%20MZADAA/index.html
http://www.russianplanet.ru/filolog/epos/vityaz/
"იგი მიენდოს სოფელსა, ვინცა თავისა მტერია"
"საწუთრო ნათლად გვატირებს ,რაც ოდენ გაგვიცინია"
"მტერი მტერსა ვერას ავნებს, რომე კაცი თავსა ივნებს"
"ცრუ და მუხთალი სოფელი მიწყივ ავისა მქმნელია"
"მსგავსი ყველაი მსგავსსა შობს, ესე ბრძენთაგან თქმულია"
მიწურვილ იყო ზაფხული, ქვეყნად ამოსვლა მწვანისა
ვარდის ფურცლობის ნიშანი - დრო მათის პაემანისა.
სჯობს საყვარელსა უჩვენო საქმენი საგმირონია...
ეს არის ჩემი საყვარელი სტროფი....ვგიჟდებიიიიი ძალიან მიყვარს და არასდროს დამავიწყდებაააააა
შენი სიცოცხლე მეყოფის ჩემად იმედად გულისად,
გულისა ერთობ წყლულისა და ასრე დადაგულისად!
მომიგონებდე, გახსოვდე მე შენთვის დაკარგული სად;
ვზი მზრდელი სიყვარულისა, მის ჩემგან დანერგულისად.
მართალია დიდათ მტანჯა მაგრამ მაინც ძალიან მიყვარს ვეფხისტყაოსანი...
განსაკუთრებით ის მომენტი მიყვარს ტარიელი ქახებისაგან დიდ გორას რო გააკეთებს
დავწერ რაც ზეპირად მახსოვს:
მეფეთა შიგან სიუხვე, ვით ედემს ალვა რგულია;
უხვსა მორჩილობს ყოველი, იგიცა ვინ ორგულია;
სმა-ჭამა_დიდად შესარგი, დება რა სავარგულია?
ღასაცა გასცემ, შენია; რაც არა, დაკარგულია!
მართლად თქმულა: “არა მართებს ყვავსა ვარდდი, ვირსა რქანი,”
მაგრა თქმულა: “კარგის მქმნელი კაცი ბოლოდ არ წახდების”
მიჯნური მიჯნურსა შეებრალების
თუ ჭირსა არ დასთმობ, ლხინი რა დასათმობია!
ნუ ამდურებ უმართლესსა, ნუ წაიწყმედ ამით სულსა!
რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების.
რაცა საქმე უსამართლო, ღმერთმან ვისმცა შეარჩინა?
რაც არა გწადდეს იგი ქმენ, ნუ სდევ წადილთა ნებასა.
რაცა ვის რა ბედმან მისცეს, დასჯერდეს და მას უბნობდეს:
მუშა მიწყივ მუშაკობდეს, მეომარი გულოვნობდეს;
კვლა მიჯნურსა მიჯნურობა უყვარდეს და გამოსცნობდეს,
არცა ვისგან დაიწუნოს, არცა სხვასა უწუნობდეს.
რაღაა იგი სინათლე, რასაცა ახლავს ბნელია?
სიკვდილამდის ვის მოუკლავს თავი კაცსა მეცნიერსა?
რა მისჭირდეს, მაშინ უნდან გონებანი გონიერსა!
საუბარმან უმეცარმან შმაგი უფრო გააშმაგოს
ხამს, თუ კაცმან გონიერმან ძნელი საქმე გამაგონოს
არ სიწყნარე გონებისა მოიძულოს, მოიძაგოს
სხვა სხვისა ომსა ბრძენიაო.
სიყვარული აგვამაღლებს.
სცდების და სცდების, სიკვდილსა ვინ არ მოელის წამისად
ღმერთი კარგსა მოავლინებს და ბოროტსა არ დაბადებს
შეცოდება შვიდ-გზის თქმულა შესანდობლად
წყლულსა დანა ვერა ჰკურნებს, გაჰკვეთს, ანუ გაასივნებს
ხამს მიჯნური ხანიერი, არ მეძავი, ბილწი, მრუში,
რა მოშორდეს მოყვარესა, გაამრავლოს სულთქმა, უში,
გული ერთსა დააჯეროს, კუშტი მიხვდეს, თუნდა ქუში;
მძულს უგულო სიყვარული, ხვევნა, კოცნა, მტლაშა-მტლუში.
ხამს სტუმარი სასურველი, მასპინძელი მხიარული.
ვარდთა დ ანეხვთა ვინათგან მზე სწორად მოეფინების,
დიდთა და წვრილთა წყალობა შენცა უნ მოგეწყინების!
Uხვი ახსნილსა დააბამს, იგი თვით ების, ვინე ბის.
ხვად გასცემდი!-ზღვათაცა შესდის და გაედინების
წაგიკითხავს, სიყვარულსა მოციქულნი რაგვარ წერენ?
ვით იტყვიან, ვით აქებენ? ცან, ცნობანი მიაფერენ! “სიყვარული აღგვამაღლებს”, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ,
შენ არ ჯერ ხარ, უსწავლელნი კაცნი ვითმცა შევაჯერენ!
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან ყოველი გასწორდეს სუსტი და ძალ-გულოვანი;
ბოლოდ შეყარნეს მიწამან ეროგან მოყმე და მცხოვანი,
სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი
მაქვს საქონელი ურიცხვი, ვერვისგან ანაწონები
მიეც გლახაკთა საჭურჭლე, ათავისუფლე მონები
შენ დაამდიდრე ყოველი ობოლი, არას მქონები:
მიღვწიან, მომიგონებე, დამლოცვენ, მოვეგონები.”
როგორც ვიცით, "ვეფხისტყაოსანში" თანდათან ჩნდება ახალი ქართულისათვის დამახასიათებელი გრამატიკული ფენომენები. ხომ არ მოგეპოვებათ უფრო ვრცელი ინფორმაცია ამასთან დაკავშირებით ან ხომ ვერ მიმითითებთ ინტერნეტში ლიტერატურას რუსთველის ენის შესახებ?
თუ ყვავი ვარდსა იპოვნის, თავი ბულბული ჰგონია...
ჰმ...
ვეფხისტყაოსანი ნამდვილად სიბრძნის წიგნია:"რასაცა გასცემ სჰენია რაც არა დაკარგულია" "ჭირსა შიგან გამაგრება, ისე უნდა ვით ქვიტკირსა" "ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი, მისგან გასწორდეს ყოველი სუსტი და ძალ გულოვანი, ბოლოს შეყარნეს მიწამან ერთად მოყმე და მცხოვანი, სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა სიკვდილი სახელოვანი"
ვეფხისტყაოსნის გამონაგონობას რაც შეეხება, ეს ამბავი რეალური ამბებიდან აქვს შოთას აღებული, ჩემი აზრით. ტოპონიმებიც კი ისეთივეა ნახსენები,როგორიც საქართველოში რეალურად არსებობდა. როგორც მსმენია სამცხეში იყო ქალაქი რომელსაც ქართველები ქაჯთა ქალაქს უწოდებენ. "ინდოეთს შვიდთა მეფეთა...." ნახსენებია ვეფხისტყაოსანში პარალელი შეიძლება გავალოთ ოქროს ხანის დროინდელ საქართველოსთნ რომელიც 7 სამეფო -სამთავროდ იყო დაყოფილი. თავად ნესტან დარეჯანისა და ტარიელის გმირები შეიძლება თამარ მეფისა და მისი ბიძაშვილის დემნა ბატონიშვილის პროტოტიპებად მოვიაზროთ. ამის შესახებ რამდენიმე საინტერესო მოსაზრება არსებობს თუმცა ისტორიული წყაროებით ეს დადასტურებული არ არის. ასევე საინტერესოა ის ფაქტი, რომ თინათინის გამეფების ეპიზოდი აბსოლუტურად ემთხვევა ისტორიულ წყაროებში თამარის გამეფების შესახებ დაცულ და მოხსენიებულ ქრონოლოგიას. დარწმუნებული ვარ კიდევ მრავალი პარალელის პოვნა შეიძლება რეალობასთან. მე მაინც ვემხრობი იმ აზრს, რომ ეს რეალური მოვლენების შთაგონებით შექმნილი ნაწარმოებია. P.ს. ნიკო მარი ამტკიცებდა , რომ ლონდონის მუზეუმში დაცული იყო სპარსული წყარო- ვეფხისტყაოსნის დედანი, შემდგომში მან ცრუ ინფორმაციის გავრცელებისთვის ბოდიში მოიხადა. ესეც კიდევ ერთი დასტური იმისა, რომ ვეფხის ტაოსანი ქართველი ავტორის მიერ შექმნილი ქართული ნაწარმოებია!
"ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი,
მისგან გასწორდის ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი..."
,,ჰკითხე ასაა, ჰქმენ გულისა, რა გინდა ვინ გიაქიმოს." ამით ჩემ სიჯიუტეს ვიმოწმებ ხოლმე, მართალია მაგაზე არა აქვს ნათქვამი იმ სულმნათს, მაგრამ მაინც
,,ოდეს ტურფა გაიაფდეს , აღარა ღირს არცა ჩირად " ...
ბებიაჩემიც სულ მარიგებს ტავი დაიFასეო, მაგრამ ვერა რა , ვერ გამომდის
"სხვაგან ქრის მისი გონება, მისმა თავისა წონამან...."
ხშირად მომყავს ხოლმე ყოველდღიურობაში..
''სიყვარული აგვამაღლებს, ვით ეჟვანნი ამას ჟღერენ ''
ერთი გამორჩეული აფორიზმი არ მაქვს, "ვეფხისტყაოსანი" ქართული კულტურის შედევრია, ძალიან ბევრი კარგი ნაწარმოები შექმნილა ქართულ მწერლობაში, მაგრამ მისი მსგავსი არა...
რაც მე მაწამეს შარშან მაგ პოემის სწავლაზე
ვერ დაიჭირავს სიკვდილსა გზა ვიწრო, ვერცა კლდოვანი;
მისგან გასწორდეს ყოველი, სუსტი და ძალგულოვანი
ერთ-ერთ ფორუმზე გადავაწყდი ასეთ მოსაზრებებს,
დამაინტერესა, და თქვენი აზრი მაინტერესებს.
მგონი დაგაინტერესებთ
პრლოგის პირველი სტროფი:
რომელმან შექმნა სამყარო ძალითა მით ძლიერითა,
ზეგარდმო არსნი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა,
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავი ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა."
რომელმან შექმნა სამყარო, ძალითა მით ძლიერითა
რომელმან: 1) რომ ელ მან = მან, ვისაც რომ ელი; 2)რომ-მელ-მან = ვინც/რაც რომ მელის
გარდა ამისა:
რ-რაე-მზე=25-ღ-მერთი;
ო-ონ=16+14=30-სრულქმნილი (ასევე, 30 წლის იესოს, როცა იწყო ქადაგება, აღმნიშვნელი);
მ=13=4-დონ (დონე, სავანე)
ე=5 (აღნიშნავს ცენტრს. რატომ, ამას აქ ვერ განვიხილავ)
ლ=12=3 გან - განი, დედამიწა; ლას=ლ(12/30)+ა(1/1)+ს(20/200)=33/231=6/6=ვინ?/წერილი(კაცი); ლ და ლას - დედამიწაზე ვინ წერილი? ამის პასუხია მომდევნო ასო-ბგერა >
მ-მე
ა - საერთოქართველური აქაურბის, “აქ” აღმნიშნელი
ნ - ხორციელი დედისგან ნაშობი. ზოგადად ნაყოფი (ისე, “ნაყოფი”=შობის შედეგად მყოფი)
(ასოებს ამაზე ღრმად აქ არ გავშიფრავ. თუ ზემოთ მოცემული, ნაკლებსარწმუნოა, შეგიძლიათ არ ირწმუნოთ)
ესე იგი, რომელმან, სიტყვები რომ არ ჩავხლართო და ისე გადმოვცე, ნიშნავს - სააქაოს ნაშობ ღვთის ძეს, მზე სრულქმნილი მე მიმელის. ამ აზრს სხვა ადგილას პირდაპირ ამბობს რუსთაველი. კერძოდ: “მზე უშენოდ ვერ იქნების, რადგან შენ ხარ მისი წილი”. ახლა, შეიძლება თქვან, თამარი შეადარაო მზეს, ან ასეთი რამ. მაგრამ რა შუაშია “უშენოდ ვერ იქნების” და “შენ ხარ მისი წილი”? რატომ ვერ იქნების, ან რას ნიშნავს წილი? კონკრეტულად თამარის უბრალო შედარება რომ სდომოდა მზესთან, განა ვერ იტყოდა “მზეს უშენოდ ვერ ვიხილავ, რადგან შენ ხარ მისი ხიბლი”, “მზე უშენოდ არად მიღირს, - ჩემთვის შენ ხარ მისი ხიბლი”, “მზემ უშენოდ ვერ მინათოს, რადგან შენ ხარ მისი სხივი”, ან სხვა ამგვარი რამეს? როგორ, მე ვამბობ და რუსთაველი ვერ იტყოდა?!
სამყარო არ ნიშნავს მაინცდამაინც მყარი და მკვრივი სხეულების ადგილსამყოფელს. ამის დასადასტურებლად ძველი აღქმნის ფრაზას მოვიშველიებ: ღმერთმა შექმნა ცის მყარი. ცხადია, როდესაც აღიარებ, რომ სული არ არის მკვრივი და ამათან ერთად, სხეულის დატოვების შემდეგ ზეცისკენ მიიწევს, ამით იმასაც გამორიცხავ, თითქოს ცა მყარი და მკვრივი იყოს. მაშასადამე, სამყაროში იგულისხმება არა მყარი სხეულების ადგილსამყოფელი (თუმცა ეს არც გამოირიცხება, ცხადია) არამედ სივრცე, სადაც გარკვეული კანონზომიერებები მოქმედებს, წესრიგია დამყარებული.
მეორე მხრივ, სამ-ყარ-ო არის სამ - სამი არე (სამარე), ყარ=ყ(26)+ა(1)+რ(19)=46 - ადამ. რატომ?
ცის მყარი 1+4+1+13=19(რაე-მზე)
ა+დ+ა+მ
მიწის მყარი 1+4+1+40=46 – 4(დონ) 6(ვინ)
ესე იგი, ყარ=46, მიწის მყარზე ადამ=46, ამიტომ, ყარ=მიწიერ ადამს
ხოლო ო – სრულქმნა (სრულქმნილი)
ესე იგი, სამ-ყარ-ო ნიშნავს სამარის გავლით მიწიერი ადამის სრულქმნას.
ამას აქ მეტად აღარ გავართულებ
ზეგარდმო არსი სულითა ყვნა ზეცით მონაბერითა
ზეგარდმო: ზე(=ციდან) გა (მიწად, მიწაზე) რდ(რდოდ, ანუ საზრდელად, საზრდოდ, სამყოფად) მო(-ვლენილი)
ზეგარდმო არსნი - ზეციდან დედამიწაზე მოვლენილი არსნი (ადამიანები, ფლორა, ფაუნა)
სულითა ყვნა - სულით ამყოფა
ზეცით მონაბერითა
ესე იგი, ზეციდან დედამიწაზე მოვლენილი, მოვლინებული ართა სამყარო, ზეციდანვე მონაბერი სულით ჰყო, ამყოფაო.
ეს არის არსთა სამყაროს დედამიწის შესაქმეში დათესვის პროცესი, ანუ ის, რაც მოსემ დაფარა, ანუ პროცესი, ვიდრე "სული ღთისა იძვროდა წ ყ ლ ე ბ ს ზემოთ"
გარდა ამისა, მონაბერი ასევე ნიშნავს:
მონა: მ(13)+ო(16)+ნ(14)+ა(1)=44=4+4=8=ჱ=ძე. აქედან მოდის ფრაზა “მონა ღვთისა”, რაც ნიშნავს - “ძე-ღვთისა” და არა სხვა რამეს.
ბერი: ბ(2)+ე(5)+რ(19)+ი(10)=36=9 - ღმერთი, ხოლო
თა: თ(9)ღმერთი+ა(1)აქ, სააქაო = 10>1-ერთიანი 0-სრულქმნილი=სააქაოს ერთიანი სრულქმნილი ღმერთი
მაშასადამე, მონაბერი=ძე-ღმერთი, ხოლო მონაბერითა=ძე-ღმერთთა სრულქმნილი ერთობლიობა
მთლიანობაში: ზეციდან დედამიწაზე მოვლინებული არსნი, სულით ყვნილი სრულქმნილი ძე-ღმერთების ერთობლიობააო. ესეც დაფარა მოსემ. განა არ იცოდა, არამედ არ თქვა დაბადების წიგნში.
ამაზე ღრმად ამ ფრაზის შინაარსში ვერ შევალ, რადგან რელიგიის საკითხებში მომიწევს გადასვლა.
ამით რუსთაველმა დაფარული რელიგიის ერთ-ერთი საიდუმლოება გაამხილა და ეს ფრაზა იყო ერთ-ერთი იმ ფრაზათაგანი, რომელთა გამოც იძულებული გახადეს საქართველო დაეტოვებინა.
ჩვენ, კაცთა, მოგვცა ქვეყანა, გვაქვს უთვალავის ფერითა,
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე, სახითა მის მიერითა
ჩვენ, კაცთა, მოგვცა:
კაცთა, და არა ადამიანებს. ადამიანი მარადიული ცნებაა. კაცი კი, ხორციელი ადამიანი, მიწიერი ადამია (მამაკაცები და დედაკაცები). ადამს, მარადიულ ადამიანს მიცემული აქვს როგორც ქვე-ყანა, ისე ზე-ყანა, მაგრამ ხორციელ ადამს მხოლოდ ქვე-ყანა აქვს მიცემული და ეს ქვე-ყანა დედამიწაა, “ურთვალავის ფერითა” და ფერისცვალებით არსებული
მისგან არს ყოვლი ხელმწიფე სახითა მის მიერითა.
ეს ორმხრივად დაქვემდებარებული წინადადებაა და ორი აზრის მატარებელია:
1)მისგან (ანუ “რომელმან”-ც, ანუ ღვთისგან) არის ყოვლი ხელმწიფე, ანუ ხელ-მო-წიფე, ხელწიფული, შემძლე, რომელსაც რისამე ქმნა ხელეწიფების და არა - მეფე
2)მისგან (ანუ უთვალავი ფერით არსებული ქვე-ყანისგან) არს ყოვლი ხელმწიფე, ანუ ხელ-მწიფე, არახელმკუხე, წმინდა ყოფიერი თვალსაზრისით
მდაააააააა...
_Matasi_
მალე შენ თერმომეტრი კი არა, ბარომეტრი დაგჭირდება მოეშვი ამ კვაზიკაბალისტიკას...
_Matasi_
არაააა... ტყუილია ეგ ყველაფერი და ძალით გამოგონილი.
და საერთოდ, რატომ ცდილობენ ამ ვეფხისტყაოსანში რაღაც დაშიფრული და დაპროგრამებული დაინახონ? ამით ხომ მხოლოდ კნინდება ვეფხისტყაოსნის ჭეშმარიტი მნიშვნელობა...
ვეფხისტყაოსანი არის ქართველი ერის უდიდესი განძი და სიმდიდრე. ვეფხისტყაოსნის სიდიადე არის მის მთავარ იდეებში: ჭეშმარიტი სიყვარულისა და მიჯნურობის განდიდება, ნამდვილი მეგობრობისა და ერთგულების წარმოჩენა, სიძუნწის დაგმობა, სიუხვის, ჰუმანურობის, შემწყალებლობისა და მიმტევებლობის ქება და მოწოდება ამ თვისებებისკენ და სხვა. და, რა თქმა, უნდა ვეფხისტყაოსნის გენიალური პოეზია: მხატვრული ხერხები, ქართული სიტყვის უნიკალური გამოყენება და სხვა თვისებები, რაც ვეფხისტყაოსანს უდიდეს ლიტერატურულ შედევრად აქცევს.
ვეფხისტყაოსანს სწორედ ამ კუთხით უნდა შევხედოთ, ხოლო ყველანაირი მცდელობა მასში ვეძიოთ რაღაც დაშიფრული თუ ასე შემდეგ, არის მხოლოდ და მხოლოდ ადამიანური ცნობიმოყვარეობისა და ადამიანის მიერ სკანდალურისაკენ და ექსტრაორდინალურისაკენ დაუოკებელი სწრაფვის შედეგი.
KAIROS
მნათე
Ismail
არა, არც მე არ მჯერა მართლა მისტიკური გამოთვლების, უბრალოდ ჩემთვის უცხო იყო ასეთი სახით გაშიფვრა
კიდევ ეწერა რაღაცეები, სულ ანბანური კვლევით.
_Matasi_
_Matasi_
ჰხედავცა, ჩემო, სოფელი რათა საქმეთა მქმნელია!
რაზომცა ნათობს სინათლე, ჩემთვის ეგრეცა ბნელია.
ბრძენნი იცნობენ, სწუნობენ მით, მათგან საწუნელია;
და უშენოდ ჩემი სიცოცხლე, ვამე, რა დიდი ძნელია!
მძულს უგულო სიყვარული,ხვევნა,კოცნა,მტლაშ
-მტლუში . . .
იგი წავა და სხვა მოვა ტურფასა საბაღნაროსა . . .
რაღაა იგი სინათლე,რასაცა ახლავს ბნელია? . . .
კარგი საქმე კაცსა ზედა აზომ თურე არ წახდების . . .
თუ ლხინი გვინდა ღმრთისაგან,ჭირიცა შევიწყნაროთა . . .
ავად შეჰფერის მიჯნურსა მიჯნურობისა ცხადება . . .
ზოგჯერ თქმა სჯობს არა-თქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების . . .
მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომე კაცი თავსა ივნებს . . .
სიყვარული აგვამაღლებს,ვით ეჟვანნი,ამას ჟღერენ . . .
კოკასა შიგან რაცა დგას,იგივე წარმოსდინდების . . .
გული კრულია კაცისა, ხარბი და გაუძღომელი,
გული - ჟამ-ჟამად ყოველთა ჭირთა მთმო, ლხინთა მნდომელი,
გული - ბრმა, ურჩი ხედვისა, თვით ვერას ვერ გამზომელი,
ვერცა ჰმორჩილობს სიკვდილი, ვერცა პატრონი რომელი.
შოთა შეუდარებელია!
ვინმემ ხომ არ იცით, როგორ ითარგნმნება ესპანურად,ინგლისურად და გერმანულად"ვეფხისტყაოსანი"?
რამოდენიმე ენაში თარგმანი სასტიკი შეცდომითაა გაკეთებული... და პირველ რიგში რუსულში.
ბარბარე
თამარი_ცქნაფო
ქალიშვილო ისე რუსულზე როგორა ხართ?
აბა მითახრით რუსულად "ვეფხი' როგორ გამოითქმის?
zegardeli
ვეფხი რომელი ცხოველია?
ვეფხვი, პანტერა თუ ავაზა?
რაც შეეხება შეცდომებს სათაურის თარგმანში, რამოდენიმე თარგმანში ტყავის მაგივრად კანია ნახსენები....
კანონისტი
ვეფხი ჯიქია, რომელიც რუსულად არის "ბარს", ასე რომ ნუცუბიძე შესცდა. სხვათა შორის ეს ყველაფერი თავის დროზე სტალინსაც არ გამოჰპარვია და მისცას კიდეც შენიშვნა შალვას, მაგრამ საქმე უკვე შორს იყო წასული და დარჩა ეს მცირედი და უბოროტო შეცდომა ისე, როგორც დღესაა.
zegardeli
კარგი რა. რატომ უკირკიტებ? თავად თარგმნეთ მაშინ და დაამტკიცეთ, რომ ის ცუდია და თქვენი უკეთესი. ჯერ ერთ - აუცილებელი არაა, სიტყვა სიტყვით იყოს ნათარგმნი. არც სხვა ენებშია ვეფხი ვეფხად გადატანილი, ამიტომ გავაცამტვეროთ? თქვენ რა გგონიათ, დანტეა ზუსტად ტარგმნილი? მე არც მომეწონებოდა, ზუსტად რომ გადმოეტანათ. საერთოდ, ის ტარგმანი უფრო კარგაი, რომელიც ცდილობს სათარგმნ ენას მოერგოს ისე, რომ ორიგინალის ენაც არ დაკარგოს.
პ.ს. რა იცით, რომ ქალიშვილი ვარ?
რუსულთან გადასარევად ვარ, მაგრამ არა იმდენად, რომ კადნიერება მეყოს და ნუცუბიზე ვლანძღო. სხვა თუ არაფერი, მე იმ შრომას ვერ გავწევ, რაც მან იტვირთა. თუ თქვენ ძალგიძთ, კი, ბატონო, ამას რა ჯობს. ოღონდ არა წინამორბედის ნაღვაწის ლანძღვით.
ამაზე სხვა დროს
რაც შეეხება ზუსტ თარგმანსა თუ კოპირებას, მე ვთვლი, რომ ასეთი რამ პრაქტიკულად შეუძლებელია მიუხედავად მთარგმნელის დიდი მონდომებისა. მაგალითად მოვიყვან თაბუკაშვილის "სონეტებს", რომელიც აი უკვე მერამდენედ გადავიკითხე და სულ უფრო და უფრო მომწონს ყოველი წაკითხვის შემდეგ. ალბათ მიხვდით რაზეცა მაქვს საუბარი... სხვათა შორის წიგნში ქართულის გვერდზე ინგლისური ტექსტიც არის მოცემული (ალბათ) შესადარებლად. მაგრამ ერთი მითხარით, როგორ ხასიათზე დადგებოდით იმ შემთხვევაში თუ თქვენ ინგლისურ ტექსტში გამოყენებული სიტყვა "მერანის" შესატყვისად ქართულ თარგმანში სიტყვა "სახედარი" დაგვხვდებოდათ???
შალვა ნუცუბიძე მარტოოდენ მთარგმნელი კი არ იყო.... და ამისათვის მას მე დიდ პატივსაცა ვცემ, მაგრამ მას ნამდვილად შეეშალა და სიტყვა "ვეფხი" ჩათვალა იგივე ვეფხვად და ამიტომაც თარგმა "ტიგრ", რაც არასწორია და ჩემი ბრალია რამე? აი ეს არის და ეს.
კანონისტი
აღფრთოვანებული ვარ!!!!!!!!!!!!!!
სიმართლე რომ ვთქვა,საბერძნეთში თუ გაეგოთ არც მეგონა(ამათ ჰომეროსიც არ იციან,თუ უმაღლესი არ დაამთავრეს!და თუ დამიჯერებთ,არც თავიანთი მითოლოგია!)...რამდენი ხანია ვკითხულობ და სათაურიც ვერავის ვათარგმნინე...
ძალიან სასიამოვნო(ჩემთვის) დისკუსია გამოიწვია ჩემმა შეკითხვამ...ბევრი ახალი გავიგე...
დიდი სურვილი მაქვს,რაც შეიძლება ბევრ ენაზე ნათარგმნი მქონდეს...(წიგნების შემგროვებელს რა ჰქვია?...)
ბერძნულად არ არისო,მაგრამ მაინც მოვიძიებ,იქნებ იყოს...
zegardeli
არსებობს ერთი კარგი წიგნი "ვეფხისტყაოსნის მთარგმნელები" (მგონი ესე ქვია), გუშინ გადავაქექე სახლეული, მაგრამ ვერსად ვიპოვე... თუ ვინმეს მოგეძებნებად ბევს საინტერესოს შესძენთ ამ თემას.
მე პირადად ძალიან მომწონს ინგოროყვასეული განხილვა ვეფხისტყაოსნისა, ამ წიგნიდან ბევრი საინტერესო შევიტყვე პოემის შესახებ.
staywhite
დავიწყოთ თავიდან(კანონისტის შემოთავაზებულ სიაში)
ინგლისურში წერია პანტერა, მაგრამ გერმანულში, ბულგარულში და ბევრ ენებში ტიგრია ნახსენები. ინგლისურად და გერმანულად ვეფხვი ერთნაირადაა და ტიგრი და პანტერა სხვადასხვა მხეცები არიან, მაშ რაშია საქმე? რატომაა ინგლისურში პანტერა და გერმანუშლი ვეფხვი?
შეგიძლიათ ჩაიკითხოთ სია და კიდევ ბევრ შეუსაბამობას იპოვით....
ისე სიაში მონღოლურშია მხოლოდ "ბარს" ნახსენები.... "ვეფხი" არის იგივე ჯიქი, ჯიქი კიდევ რუსულად არის "ბარს", ხოდა ეტყობა მონღოლურადაც ასევე გამოითქმის.
zegardeli
ინგოროყვასეული განხილვა შეიძლება მოგწონდეს, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ მარალია. საერთოდ, პავლე ინგოროყვას სჩვეოდა საკუთარი ფანტაზიის უტყუარ საბუთად გამოტანა. დღეს მისი მოსაზრებები ''ვეფხისტყაოსანსა'' და ჰიმნოგრაფიის ბევრ ნიმუშთან დაკავშირებით უარყოფილია.
გველსა ხვრელით ამოიყვანს, ენა ტკბილად მოუბარი
თამარი_ცქნაფო
მართალია, ინგოროყვას ბევრი უარყოფს, მაგრამ არც ეგ ნიშნავს იმას, რომ ისინი მართლებია არიან. უბრალოდ მოსაზრება ერია და რაიმეს მტკიცება მეორე, აი ეს არის და ეს.
შესაძლოა თავად ვეფხისტყაოსანიც არ მოსწონდეს ვინმეს და სანაცვლოს ტვინნაღრძობი კოტე ყუბანეიძვილის "შემოქმედებას" აღიარებდეს, მაგრამ ეს მხოლოდ მისი აზრია და არა საერთო აზრი. მე კიდევ ვიმეორებ, რომ მომწონს და ვაფასებ ინგოროყვას მოსაზრებას, თუმცა არ ვამბობ, რომ სხვები სცდებიან ან სხვათა აზრს არა ვცემ პატივს.
zegardeli
თქვენ რა სპეციალობის ხართ? კიდევ რა გამოკვლევას იცნობთ ''ვეფხისტყოასანზე'', რომ მხოლოდ ინგოროყვას ანიჭებთ უპირეტესობას?
zegardeli
რომელ ნაშრომებს იცნობთ კიდევ, რომ მაინცდმაიანც ინგოროყვა დაგამახსოვრდათ?
თემა არასწორ მიმარულებას იღებს.
ვის რა წაუკითხია ან კიდევ ჰგონია, რომ წაკითხული აქვს ნამდვილად არ არის საინტერესო.
აბა ვინმეს ზიჩისეული სურათები ხომ არა აქვს ვეფხისტყაოსნიდან, ან სულაც ინფორმაცია მიხაი ზიჩის შესახებ?
ბარბარე
მოკლედ ის წიგნი უნდა მოვხელო სადმე რამენაირად. ისე კი ბევრ ენაზე ყოფილა ნათრარგმნი და რომ წავიკითხე ცოტა გამიკვირდა კიდეც...
ინგოროყვას მერე რუსთველოლოგია დაახლოების ისე განვითარდა, როგორც, მაგალითად, კომპიუტერი მეოცე საუკუნის დასაწყისიდან დღემდე. ამას სერიოზულად გეუბნებით. სხვა რომ არა, ალექსანდრე ბარამიძეც რომ არ ვახსენოთ, თანამედროვე და მსოფლიო დონის რუსთველოლოგი გვყავს, ადამიანი, რომელმაც მართლა სიღრმისეულად შეისწავლა პოემა - ელგუჯა ხინთიბიძე.
ლეკვი ლომისა სწორია, ძუ იყოს თუმდა ხვადია.
სულ ახლახან გამოვიდა ძალიან კარგი წიგნი. ავტორი ელგუჯა ხინთიბიძეა. რაც კი აქამდე გამოკვლვენვა და წიგნი ჰქონია ''ვეფხსიტყსაოსანზე'', ყველაფერი შესულია მასში, ამასთან, გადამუსავებული, ბევრი ახალი მასალაა, სხვა მეცნიერთა ნააზრევიცაა. მართლა სერიოზული ანშრომია და ვისაც გსურთ სიღრმისეულად და არა ზღაპრების დონეზე გაიცნოთ პოემა, ეს წიგნი შეიძინეთ. ცოტა ძვირი კია ისე, სადღაც 60-70 ლარი, მაგრამ საშვილიშვილოდ დაგრჩებათ...
რეკლამა გამომივიდა
თამარი_ცქნაფო
აუუუუ... ჩემთვის ძაან ძვირია და საჯაროში იქნება? ქსეროასლებს ავკინძავ წიგნად
:გაჭირვებამიჩვენეგაქცევას გიჩვენებო:
"რაცა ღმერთსა არა სწადდეს, არა საქმე არ იქმნების..."
ვინ დამბადა, შეძლებაცა მანვე მომცა ძლევად მტერთად,
ვინ არს ძალი უხილავი, შემწედ ყოვლთა მიწიერთად,
ვინ საზღვარსა დაუსაზღვრებს, ზის უკვდავი ღმერთი ღმერთად,
იგი გახდის წამის ყოფით, ერთსა ასად, ასსა - ერთად.
ყმასა უთხრა: "ვინცა კაცმან ძმა იძმოს, თუ დაცა იდოს,
ხამს, თუ მისთვის სიკვდილსა და ჭირსა თავი არ დარიდოს;
ღმერთმან ერთი ვით აცხოვნოს, თუ მეირე არ წაწყმიდოს!
შენ ისმენდი, მე გიამბობ, რაცა გინდა წამეკიდოს"
.....................................................
......................................................
უღმრთოდ ვერას ვერ მოვაწევ, ცრემლი ცუდად მედინების,
განგებასა ვერვინ შეცვლის, არ-საქმენი არ იქნების.
http://iveria-tv.ge/forum/index.php?topic=6352.msg189491#msg189491
,,ყვავმა თუ ვარდი იშოვა , თავი ბულბული ჰგონია''
ჩემს ტოლებს
ვიცი, რომ მზითვად არ მომცემენ ”ვეფხისტყაოსანს”
არც წასაღებად დაჰკეცავენ ქირმანის შალებს,
არც ქართულ კაბას ჩამაცმევენ ჯვარის საწერად,
არც ვერცხლის ქამარს მომავლებენ დარდიან წელზე.
ცაში ოთახი განათდება იაპონურად,
ბედნიერებას მომილოცავთ უცხო კილოზე,
მრავალ წერილებს გამაყოლებთ გზის საპოვნელად,
მრავალ მოკითხვას დავუხვდები ვით მკვდარ მიმოზებს.
დავიმალები სიყვარულის ცისფერ სუნთქვაში,
დიდი იქნება აღტაცება მზეგამართული,
უხვი კოცნები, ვით კახეთში ღვინის მარნები,
და სადღეგრძელოს მოიტაცებს სიტყვა ქართული.
ნამჯისფერ ფრჩხილებს დაამძიმებს მთვრალი ჰაერი,
გულის პასუხი ყარამფილებს ვეღარ დაყნოსავს,
და მე ვიქნები სიკვდილივით გაუხარელი,
რადგან მზითევში არ მომცემენ ”ვეფხისტყაოსანს”.
/ნინო თარიშვილი/
ზიჩი და ფიროსმანი
ბნელ სარდაფში ბორგავს ფიროსმანი,
ფურცლავს წიგნს და ვერ ერევა ფიქრებს:
"სხვამ მოხატა "ვეფხისტყაოსანი",
მე კი ქვეყნად სული მიდგას კიდევ?!
ხომ არ გაწყდა ჩვენში მხატვრის ჯიში,
სადაური სად მოსულა ზიჩი!
საქართველოს სადღეგრძელოს ვსვამო
შენაც იტყვი, ნიკო ფიროსმანო!"
ბნელ სარდაფში მდუმარება სუფევს,
ზურგს შეაქცევს "ორთაჭალის ტურფებს."
ბინდში არჩევს ჩასვენებას მზისას,
სხივის წკეპლამ სულში გაატანა.
რომ გიყვარდეს რუსთაველის მიწა,
ეს პატარა ცის ნაჭერი კმარა!
და მტყუანი არ ყოფილა ზიჩი,
რომ ამ მხარეს შეალია ნიჭი!
მუშამბაზე ძველი ჭრაქი ბოლავს,
იწყებს ნიკო მუზის ღმერთთან ბრძოლას!
მურს აგროვებს და გატეხილ ფუნჯით
არ ნებდება ღამეს ბედის ურჩი!
დგას სირცხვილის ელდით ცოცხალმკვდარი
და რუსთაველს ხატავს ფიროსმანი!..
/ოთარ მამფორია/
იყალთოში
იყალთოში ტკბილსახსოვარ
ცისქვეშ სძინავს ნეტარ დღეთა,
სალ კლდეებზე სხივთა კრთომას
ფერთა ჯადო დაუბერტყავს.
სადაც ნიჭი გაგინათებს,
სამყაროს რომ ეცილება.
რა გასწავლეს, რა გიამბეს
ფილოსოფოს-მეცნიერთა?!
სულის სიბრძნით გამოწრთობა,
სიტყვა ჩანგზე დასამღერი?
ვარსკვლავების ამოცნობა,
თუ გაჩენა ზღვა და ხმელის?
ჰანგის გულის გაცისკრება,
საიდუმლო შორი მზისა?
ღვთის მადლი და კაცის ნება,
ერთგულება მოყვასისა?
სევდა ტრფობით დაზაფრულთა,
ეშხი ვარდის მაისობის?
სიყვარულს რა სწავლა უნდა,
განა თავად არ იწვოდი?
ვერ შეხედე მზეს თვალებში,
სიტყვაც ვეღარ გამოსცარი,
და თამარის ფეხთა ქვეშე
დასდე "ვეფხისტყაოსანი."
აქ დასტოვე უკვდავება,
შორს გაჰყევი გზას ეკლიანს.
გამშრალ თვალთა მდუღარება
ახლაც სევდით ნასეტყვია.
იყალთოში იმ ძველ წუხილს
ქარი ვარდს და იას აკმევს.
და ეცემა შენი შუქი
ძველი ტაძრის ღია სარკმელს...
/ოთარ მამფორია/
მე მაინტერესებს ვეფხისტყაოსანში 1587 სტროფია თუ 1662?
სასწავლო სისტემის და ალბათ მასწავლებლების ბრალია რომკ დღეს მოსწავლეების ნაწილს ეს გენიალური ნაწარმოები სძულს, თავის დროზე მეც მძულდა.
– ხინთიბიძე ელგუჯა ; ვეფხისტყაოსნის იდეურ – მსოფლმხედველობითი სამყარო ; თბილისი 2009 წელი
გუა შენი ფანი ვარ
†სერგი†
ელდადი და მედადიც გაფანატდნენ ?
გაქადაგდნენ
"აზრის მეუფე - რუსთაველი"
/ელგუჯა მაღრაძე/
http://radikal.ru/big/1f29878962f9493c916b999967448c41
რომში, ვილა ბორგეზეს ხელოვნების ბაღში, მსოფლიო კლასიკოს მწერლთა შორის შოთა რუსთაველის მონუმენტი...
2016 წელი იუნესკომ მსოფლიოში შოთა რუსთაველის წლად გამოაცხადა.
"...თანდათან ვრწმუნდებოდი, რომ პოემას სახარება ედო საფუძვლად. ის, რაც სახარებაშია, "ვეფხისტყაოსანში" უფრო დაწნეხილად არის გადმოცემული. ბევრი დაფარული და გაუხსნელია, ისე როგორც ბიბლიაში და არც იყო ავტორის მიზანი, ყველაფერი გახსნილიყო..."
/მამა გურამ ოთხოზორია
"კარიბჭე" N27, 2015, გვ.23-24/
"პოემას სახარება ედო საფუძვლად"
"უშურველია [გრივერ ფარულავა]. თუმც, ერთხელ შევნიშნე "შურიანი" აღტაცება კოლეგათა წრეში მცირე პურობისას, სადღეგრძელოში თქვა, წარმოგიდგენიათ, ვიღაცას (არც კი ვიცით, ვის), კურთხევად ეღირსა ბედნიერება - მის წიაღში "მოდუღდა" (ასე თქვა), მომწიფდა შოთა რუსთველი! მის დედას გაუმარჯოსო!.."
/ქეთევან გვაზავა/
"იოანეს სახელით შემონაზვნებული სათაყვანებელი შოთა რუსთაველი"
როდესაც ''ვეფხისტყაოსანზე'' ჩამოვარდება ლაპარაკი, აუცილებლად შეახსენეთ იქ მყოფ საზოგადოებას რომ:
- ახლანდელ რუსთაველის მოედანზე შოთა რუსთაველის ძეგლი სტალინის ბრძანებით აღმართეს
- უთხარით, რომ 1936 წელს სტალინის ბრძანებით მსოფლიომ ''ვეფხისტყაოსნის'' 750-ე წლისთავი აღნიშნა.
-ისიც უთხარით, რომ სტალინის ბრძანებით გადათარგმნეს პირველად ''ვეფხისტყაოსანი'' გერმანულ, ინგლისურ, ფრანგულ, რუსულ, იტალიურ, ყაზახურ, უზბეკურ, თურქმენულ, ყირგიზულ, აფხაზურ, ჩეჩნურ, ტაჯიკურ, ბელარუსულ და ებრაულ ენებზე.
- ისიც უთხარით, ოპონენტებს, რომ შალვა ნუცუბიძეს პოემის რუსულად თარგმანში თვით სტალინიც კი ''ეხმარებოდა'', გენერალსიმუსის ნათარგმნი 1402-ე სტროფი, ნუცუბიძესთან შედარებით დედანთან უფრო მიახლოებული იყო და წიგნებშიც სწორედ მისი ნათარგმნი შეიტანეს.
-არც იმის თქმა დაგავიწყდეთ, რომ პოემის თითო ეგზემპლარი ბელადმა ჩერჩილს, დე გოლს, ტრუმენს და ჰიტლერს უსახსოვრა.
(თ.მურაჩაშვილი)
/FB/
"რუსთაველი XII საუკუნეში მოღვაწეობდა. მაშინ ჯერ კიდევ არ იყო განვითარებული ევროპული სამართალი დღევანდელი გაგებით. იმ დროს ბერძნული ფილოსოფიური აზროვნება იყო წინ წამოწეული. გავიხსენოთ რუსთაველის სიტყვები: "პლატონისგან სწავლა-თქმულსა". სწორედ პლატონის ფილოსოფიას ეყრდნობოდა რუსთაველი, როცა ამბობდა: "ქმნა მართლისა სამართლისა ხესა შეიქმს ხმელსა ნედლად". აქ ორი აზრია გამოხატული: პირველი, ყოფილა ორგვარი სამართალი, უსამართლო და მეორე, - მართალი სამართალი. სამართალი გვაქვს მაშინ, როდესაც გვაქვს კანონი. მაგრამ კანონი ყოველთვის არ გულისხმობს "მართალ სამართალს". ბევრი ამ საკითხში ვერ ერკვევა და ამიტომ ხშირად ისმის ასეთი გამოთქმა: "კანონის უზენაესობა", მაშინ როდესაც უნდა ითქვას - "სამართლიანი კანონის უზენაესობა".
/ოთარ გამყრელიძე/
"პირველი ცნობა ჯვრის მონასტერში შემორჩენილი შოთა რუსთაველის ფრესკის შესახებ ეკუთვნის ტიმოთე გაბაშვილს. 1845 წელს რუსთაველის პორტრეტული გამოსახულება ფანქრით გადმოუღია ნიკო ჩუბინაშვილს. იგი ქართველი დიდებულისთვის დამახასიათებელ საერო ტანსაცმელშია. მხარზე მოსხმული აქვს ყარყუმის ბეწვისსაყელოიანი მეწამული მანტია. თავზე შავით გაწყობილი თეთრი ქართული ქუდი ახურავს და მუხმოდრეკილი და ხელაპყრობილი დგას ეკლესიის დიდი მამების - მაქსიმე აღმსარებლისა და იოანე დამასკელის წინაშე".
"ვეფხისტყაოსანში" საკუთრივ სიტყვა "ღმერთი" ორასზე მეტჯერაა ნახმარი (გარდა იმ მრავალი შემთხვევისა, როდესაც უზენაესი არსება სახელდებით არ იხსენიება, მეტაფორებით, შედარებით ან რომელიმე ატრიბუტითაა მინიშნებული) ...რუსთველისთვის არსებობა საერთოდ ვერც მოიაზარება ღმერთის გარეშე".
"რა იცოდა მაშინ ბატონმა სარგისმა [ცაიშვილი], რომ ერთმორწმუნე ბერძნები არც სამომავლოდ უღალატებდნენ ჩვეულებას და XXI საუკუნეში რუსთაველს კიდევ უფრო ვანდალურად გაუსწორდებოდნენ - მისი კვალი სამუდამოდ რომ გამქრალიყო, საგულდაგულოდ გადაფხეკდნენ ფრესკას, ჯვრის მონასტრის კარიბჭის თაღზე გადაშლიდნენ ქართულ წარწერებს, მონასტრისკენ მიმავალ გზაზე აღმართულ რუსთაველის ბარელიეფს კი სახეს ჩამოამტვრევდნენ".
"გამორკვეულად და დადგენილად უნდა ჩაითვალოს, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არავითარი დევნა არ გამოუცხადებია "ვეფხისტყაოსნისთვის". პირიქით - "ვეფხისტყაოსანი" წიგნი გათხოვილის მზითვისათვის აუცილებელ და ძვირფას შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა და მზითევთან ერთად, წიგნი "ვეფხისტყაოსანი" იკურთხებოდა. "ვეფხისტყაოსანი" წიგნი ინახებოდა საგანგებოდ ფარჩის ქსოვილისგან შეკერილ ბუდეში. მზითევის გადატანის დროს (ქმრის სახლში) - "ვეფხისტყაოსანი" განსაკუთრებულ ხონჩაზე იდო და ხონჩის მტვირთველი ჩაყენებული იყო სხვებთან ერთად მწკრივში და პატივით მიჰქონდათ სასიძოს სახლში".
"ყოველ ქართველ მღვდელს, როდესაც ოჯახში შედის, ცალ ხელში ბიბლია, სახარება და ჯვარი უნდა ეჭიროს, მეორეში - "ვეფხისტყაოსანი". ეს არის ქრისტიანულ მორალზე აღმოცენებული მართლაც ღვთიური პოემა, რომელიც ქადაგებს სიყვარულს, მიჯნურობას, მეუღლებრივ ერთგულებას, სიწმინდეს, თავდადებას, რაზეც უნდა გაიზარდოს მომავალი თაობა".
/დეკ. კონსტანტინე კაჭარავა/
"1841 წ. ქართველი მწიგნობრების დ. ჩუბინაშვილისა და ზ. ფალიაშვილის დახმარებით და საკუთარი ხარჯით გამოსცა [მარი ბროსემ] შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსანი". 1712 წლის ვახტანგისეული გამოცემის შემდეგ ეს იყო პოემის მეორე ბეჭდური გამოცემა".
როცა ქართველი...
ამ მოჯარებულს რა ვუყო ფიქრებს,
ვის გავუმხილო ლექსად სათქმელი,
როცა დრო სულის ნაღვერდალს მიქრობს
და ძლივსღა ბჟუტავს ხსოვნის სანთელი...
ჩანს შორით მგოსნის ძველი ნათელი
და ეფერება რითმას შაოსანს,
ღმერთო, კი მომკალ, როცა ქართველი
არ წაიკითხავს "ვეფხისტყაოსანს"...
/თემურ ჩალაბაშვილი/
"პოემა ჟანრობრივი თვალსაზრისით ვერ თავსდება ჰეროიკული და სახოტბო ეპოსის საზღვრებში, - მასში ვხვდებით მარადიულ თემებს, რის გამოც "ვეფხისტყაოსანი" ყველა ეპოქის თანადროულ ნაწარმოებადაა აღიარებული.
სიბრძნის წყაროდ მიჩნეული ეს გენიალური ქმნილება აგებულია "ოქროს კვეთის" (Sectio aurea), ანუ "ღვთაებრივი პროპორციის" პრინციპზე, - იგი რითმათა სიმფონიაა, სიყვარულისა და მეგობრობის უდიადესი ჰიმნია".
/ნანა ბაგრატიონ-დავითაშვილი/
"ვეფხისტყაოსნით" სუნთქავდა გოგლა [ლეონიძე] - თავის ქალიშვილებს ნესტანი და თინათინი დაარქვა".
"რუსთაველი დიდია და მიუვალი".
/კათოლიკოს-პატრიარქი ეფრემ მეორე/
"ესთეტიკური ფასეულობებიც თავის დატვირთვას იძენენ რუსთაველთან, რაც მანამდე არ იყო ჰაგიოგრაფიაში. "გრიგოლ ხანძთელის ცხოვრების" ავტორს არ აინტერესებს ისეთი ნიუანსი, როგორიცაა აშოტ კურაპალატის ცხენზე ლამაზად ჯდომა. რუსთაველს კი ესეც აინტერესებს და მხედრის ესთეტიკურ სილამაზეზეც ამახვილებს ყურადღებას: "ტაიჭი მიუქს მერანსა, მიეფინების მზე ველად".
"შოთა რუსთაველი საქართველოა"
"კარგი იქნებოდა, დაგვეწესებინა შოთა რუსთაველის დღე, რომელიც ყოველწლიურად გახდებოდა პოეზიის, ჰუმანიზმის ზეიმი და კულტურული მიმართულებით საქართველოს წარმოჩენის კიდევ ერთი ძალიან კარგი შესაძლებლობა იქნებოდა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმა, მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა".
"საქართველო, როგორც ამას ჩვენი ძველი მოღვაწეები იტყოდნენ ხოლმე, შემოინახა სახნისმა, ჯვარმა და ხალხმა, და მე ამ სამ დიდ ფაქტორს დავუმატებდი მეოთხესაც - წიგნს... და ეს წიგნი იყო "ვეფხისტყაოსანი"...
/ირაკლი აბაშიძე/
"როდესაც რუსთაველმა თავისი პოემით გვამცნო: "ესე ამბავი სპარსული, ქართულად ნათარგმანები" ამით თავად მიგვითითა იმ ხერხზე, რომლითაც მისი იგავის ენა უნდა გაგვეგო. საკმარისია მხოლოდ ვთარგმნოთ სპარსული და არაბული სახელები პოემის გმირებისა, რომ ამ სახელების სიმბოლოებსაც და მათ დანიშნულებასაც მივაკლევთ.
ნესტან-დარეჯანი ანუ "ის, რაც არსად არ არის", "საღმრთო სიბრძნე და მადლი" - რაც ადამიანმა თავისი ცოდვების გამო დაკარგა, თავიანთ ჯურღმულში ჰყავთ დამწყვდეული ქაჯებს, ანუ ცოდვისმიერ ვნებებს: შურს, ბოროტებას, სიავეს, უკეთურობას, სიბილწეს - და იმისათვის, რათა დავიბრუნოთ იგი, საჭიროა გაერთიანდეს საღმრთო სიყვარული (რასაც გულისხმობს "ტარიელი"), სარწმუნოება (რასაც ნიშნავს "ავთანდილი") და იმედი (რასაც ნიშნავს "ნურადინ ფრიდონი"), ისე, როგორც ამაზე ახალ აღთქმაში მოგვიწოდებს პავლე მოციქული სრულქმნილების მისაღწევად "სარწმუნოების, სასოების და სიყვარულის" მეშვეობით (იხ. I კორ. 13,13). ყოველივეს დასაბამია თინათინის ("გონების") ძალისხმევა, რომელიც მოუწოდებს "რწმენას" (ავთანდილს) სიყვარულისა და იმედის ძალებთან შეკავშირებით დაკარგული საღმრთო მადლის დაბრუნებისაკენ.
და თუკი ადამიანი შესძლებს გააერთიანოს რწმენა, იმედი და სიყვარული - დაამარხებს მიწიერ ვნებებს და შეუერთდება საღმრთო სიბრძნეს, რისი დასტურიცაა ტარიელისა და ნესტანის ბედნიერი სამიჯნურო შეყრა. ამ გზით ადამიანი მივა უფალთან და დაიბრუნებს ნეტარებას - დაიმკვიდრებს ცათა სასუფეველს!"
/"ჩემო კარგო ქვეყანავ" (ნორჩი მართლმადიდებლის ბიბლიოთეკა) გვ.49/
"მისი არცოდნა დანაშაულია"
"ქართველ მწერალთა შორის ყველაზე ახლო ურთიერთობა არტურ ლაისტს ილია ჭავჭავაძესთან ჰქონდა. ილიამ ერთგულ მეგობარს "შორეული თავისიანი" უწოდა. ი. ჭავჭავაძისა და ივანე მაჩაბლის დახმარებით არტურ ლაისტმა გერმანულ ენაზე პროზაულად თარგმნა "ვეფხისტყაოსანი". თარგმანი დრეზდენსა და ლაიფციგში გამოქვეყნდა. ეს იყო რუსთაველის პოემის პირველი თარგმანი ევროპულ ენაზე".
"სოფელ საღოლაშენის სამხრეთით, ერთ კილომეტრზე არის წყარო, რომელსაც შოთა რუსთაველის სახელი ჰქვია. აქაურები "შოთას წყაროდ" იხსენიებენ."
"...შოთა რუსთაველი, რომელიც შეიძლება მივიჩნიოთ სიბრძნის სიმბოლოდ, მაქსიმე აღმსარებელთან და იოანე დამასკელთან უმცირესად მიიჩნევდა თავს, რის გამოც ჯვრის მონასტერში მისი სურვილით შექმნილ ფრესკაზე ამ ორი მნათობის უზარმაზარ გამოსახულებასთან რუსთაველმა თავი დაახატინა უმცირესად..."
/დეკ. დავით ქვლივიძე/
"ვეფხისტყაოსანი" დაიწერა თამარ მეფის დროს XII-XIII საუკუნეში, თვით თამარ მეფემ დაავალა რუსთაველს ტექსტის შედგენა და გალექსვა".
"ისტორიამ შემოგვინახა შოთა რუსთაველის ორი პორტრეტი: პირველი - რუსთაველის ახალგაზდობის პორტრეტი, რომელიც შესრულებულია XII-XIII სს-ის უცნობი მხატვრის მიერ; მეორე - ფრესკა დაცული იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ძველ ქართულ მონასტერში. რუსთაველი დაიბადა 1166 წლის ახლოს, "ვეფხისტყაოსანი" დაიწერა 1196-1207 წლებს შორის, შოთა ამ დროს იყო 30-41 წლის (პ. ინგოროყვა, 1976, ტ.4, გვ. 55,ვ56,ვ62).
რუსთაველის ახალგაზრდობის პორტრეტი XVII ს-ის ზაზა ციციშვილისეულ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერს აქვს დართული, რომელიც XII-XIII სს-ის უცნობი მხატვრის მიერ შექმნილი პორტრეტიდან გადმოუხატავთ. "ვეფხისტყაოსნის" ეს ხელნაწერი ჯერ ვახტანგ V-ის ოჯახის, ხოლო მოგვიანებით ერეკლე II-ის უმცროსი ქალიშვილის თეკლას საკუთრება გამხდარა. რუსთაველის ახალგაზრდობის ეს პორტრეტი მოგვიანებით სარგის კაკაბაძემ გამოიყენა 1927 წელს მის მიერ გამოცემულ "ვეფხისტყაოსანში" (ბორის კანდელაკი, 1982 წელი - "რუსთაველის 100 პორტრეტი").
"ვეფხისტყაოსნის" გმირები რჩეული საზოგადოების რჩეული წარმომადგენლები არიან, რომლებიც პიროვნული სრულყოფილების მისაღწევად, სულიერი ამაღლებისათვის, დაკარგული ჰარმონიის აღსადგენად იბრძვიან. ისინი ზრუნავენ ადამიანის არსებობის იდეალის განხორციელებისათვის."
/პროფესორი ნესტან სულავა
"კარიბჭე" N22, 2009, გვ.15/
სრული ვერსია:
ღვთის განგებას ადამიანის დასაზღვრულ-შემოფარგლული გონება ვერ ჩასწვდება
"ვეფხისტყაოსანში" თავმოყრილი და განფენილია იმდროინდელი ეპოქის ძირითადი ინტელექტუალური მონაპოვარი, ნასაზრდოები და გაჟღენთილი ქრისტიანული მსოფლმხედველობით. შოთა რუსთველის ქრისტიანული მსოფლმხედველობის წარმოსაჩენად ერთი უმთავრეს საკითხთაგანია განგების კონცეფცია, რომელიც რამდენიმე რუსთველოლოგიურ პრობლემას უკავშირდება. ამ თემაზე გვესაუბრება ახალციხის სახელმწიფო ინსტიტუტის სრული პროფესორი ლიტერატურის მიმართულებაში, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ნესტან სულავა.
- როგორ ვლინდება "ვეფხისტყაოსანში" განგება, როგორია განგების რუსთველური კონცეფცია?
- "ვეფხისტყაოსანში" ღმერთი და განგება თავიანთი არსით სხვადასხვანი არიან. ღმერთი უზენაესი არსებაა, რომლის წინასწარზრახვაა განგება. "ვეფხისტყაოსანში" ღმერთის სახელად განგება არ არის მოხმობილი და არც შეიძლებოდა ყოფილიყო. ღმერთი განაგებს ყველაფერს - სამყაროს, არსს, განგება კი ღვთის ნება - წინასწარგანზრახვაა, რომლის ზოგადი არსი ცნობილია ადამიანისათვის, მაგრამ მისი კონკრეტული გამოვლინება საქმის აღსრულებამდე მისთვის უცნობი რჩება. განგება არის ღმერთის ზრუნვა, შემწეობა, მფარველობა ადამიანზე. ცხადია, ღმერთისა და განგების აღრევა არ შეიძლება.
განგების რუსთველური კონცეფცია საღვთისმეტყველო ლიტერატურას ემყარება, რაც კიდევ ერთხელ ათვალსაჩინოებს შოთა რუსთველის ქრისტიანულ მსოფლმხედველობას. განგების რწმენა პოემის გმირებისათვის მოქმედებისა და მომავალი გამარჯვების სათავეა, მათ ქმედებას, ბრძოლას ღვთის განგების სასოება წარმართავს. განგების აღსრულებას ყოველთვის წინ უძღვის გმირის თხოვნა ღმერთისადმი, გმირის ლოცვა კეთილი საქმის აღსასრულებლად. შემთხვევითი არ არის, რომ ავთანდილი ანდერძში სწორედ განგების მოიმედეა, ვინაიდან სჯერა:
"არ გარდავა გარდუვალად მომავალი საქმე ზენა...
არვის ძალუც ხორციელსა განგებისა გარდავლენა".
განგება, წინასწარხილვა, გონებით წინაგანჭვრეტა არის ღვთის ნების შეხამება ადამიანურ თავისუფლებასთან, იგი ყოველი არსის თავისუფალ ქმედებათა წინასწარხილვაა. ეს არის ნება, რომელიც ადამიანის სულის ხსნას ორიენტირებს, რომელსაც შეუძლია ადამიანს სასარგებლო საქმე აკეთებინოს, ვინაიდან იგი სიკეთითაა გასხივოსნებული. თუ ადამიანს მისი შეცნობა შეუძლია, ცთუნებას აერიდება. ისიც მნიშვნელოვანია, რომ ღმერთი თავისი განგებითი მოქმედებით ადამიანთა თავისუფლებას კიდეც ზღუდავს და კიდეც აფართოებს. ღმერთი მოქმედებს თავისუფალი ნების გამოსახატავად, თავისუფალი არჩევანის აღსასრულებლად, იგი მოქმედებს ადამიანისათვის თავისივე ბოძებული თავისუფლების შესაბამისად, თავის ქმედებებს უქვემდებარებს თავისი შექმნილი არსებების ქმედებებს, რათა თავისი წინასწარგანზრახულება და თავისუფალი ნება აღასრულოს, დაცემული სამყარო ისე წარმართოს, რომ მათ არ დაურღვიოს მათთვის მინიჭებული თავისუფლება. ღმერთმა კი არ დათრგუნა ადამიანში თავისუფალი ნება და არჩევანი, არამედ მიანიჭა იგი. გრიგოლ ნოსელის თვალსაზრისით, ადამიანის განსაცდელში ჩავარდნის მიზეზი პიროვნების არჩევანი, ბოროტი არჩევანია. ღვთის განგებას ადამიანის დასაზღვრულ-შემოფარგლული გონება ვერ ჩასწვდება, იგი ღვთაებრივი საიდუმლოა, დაფარულია. ადამიანისთვის ღმერთი "უცნაური და უთქმელია", "ძალი უხილავია", რომელიც ყოველივეს ჭვრეტს. განგება ისევე შეუცნობელია, როგორც თვით ღმერთი, მხოლოდ დასახული საქმის აღსრულებით სწვდება ადამიანის გონება ღვთის ნებას. ამიტომ ადამიანისთვის ღმერთი საცნაური გახდა ძე ღმერთის, იესო ქრისტეს, ლოგოსის განსხეულებით. განკაცებამდე იგი იყო სიტყვა (იოანე 1,1-2). განგებით, ღვთის წინასწარგანზრახულებით, ღვთის ნებით უნდა მოვლენოდა კაცობრიობას მხსნელი, მესია ცოდვათა განსაწმენდად, რაც არაერთგზის არის ნაწინასწარმეტყველები ძველ აღთქმაში. ღვთის ნება აღსრულდა, განგება გამჟღავნდა, როდესაც ღმერთი განკაცდა, აქედან მიეცა დასაბამი განგების აღსრულებას, ღმერთის კეთილი ნების, ადამიანებზე მზრუნველობის გამოხატვას. განგებაა ის, რაც საღვთო წერილში სულიწმინდის მეშვეობით დაიწერა, განგებით მოხდა ყოველივე ის, რაც იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრებით განხორციელდა, განგებით ეცვა ჯვარს იესო ქრისტე, რაც ევანგელურ თხრობებში არაერთგზისაა მითითებული. მართალია, განგება დაფარულია, აქედან გამომდინარე, მისტიკურია, მაგრამ "არა არს დაფარული, რომელი არა გამოჩნდეს, და არცა საიდუმლო, რომელი არა გამოცხადნეს" (მათე 10,26), რაც მის აღსრულებადობას მიანიშნებს.
"ვეფხისტყაოსნის" მიხედვით, განგების აღსრულებისათვის აუცილებელია ცდა, აქტიური ქმედება; განგება და ადამიანის ქმედება თანხმიერია, ადამიანის ქმედებას მაშინ აქვს აზრი, როდესაც იგი ღვთის წინასწარგანზრახულებით, ნებით ხდება. "ვეფხისტყაოსანში" განგების აღსასრულებლად აუცილებელია წინააღმდეგობათა დაძლევა, გასაჭირის ატანა, ვინაიდან ღმერთი არის "ზოგჯერ მომცემი პატიჟთა, ზოგჯერ კეთილთა მზათა". ავთანდილის ეს სიტყვები იმ პატიჟთ, იმ ვნებებს გულისხმობს, რომლებიც ღვთის ნების წინააღმდეგ ქცევით ევლინება ადამიანს. ღმერთი თავის დამოკიდებულებას ადამიანისადმი განგების აღუსრულებლობისას დაბრკოლებით ამჟღავნებს, ე.ი. პატიჟი მაშინაა მოსალოდნელი, როდესაც ადამიანის ქმედება სცილდება განგებას, ღვთის ნებას. ადამიანი თავად იახლოვებს ვნებას, პატიჟს, რომლის გადასალახავად საჭიროა "გამორჩევა და თათბირი".
"ვეფხისტყაოსნის" გმირები რჩეული საზოგადოების რჩეული წარმომადგენლები არიან, რომლებიც პიროვნული სრულყოფილების მისაღწევად, სულიერი ამაღლებისათვის, დაკარგული ჰარმონიის აღსადგენად იბრძვიან. ისინი ზრუნავენ ადამიანის არსებობის იდეალის განხორციელებისათვის.
- რა წარმართავს პოემის მთავარი გმირების ქმედებას?
- რა თქმა უნდა, ღვთის განგება. იმთავითვე განსაზღვრულია, რომ მათ ამქვეყნიური ცხოვრება, წუთისოფელი ტრაგიკულად არ უნდა განვლონ და დაასრულონ, ვინაიდან მათ ცხოვრებისეულ გზას, ამქვეყნიურ გზას თავად ღმერთი განაგებს და წარმართავს, საკუთრივ ადამიანის მცდელობასთან ერთად. ისინი სოფელს მინდობილნი არ არიან, ღმერთმა სოფელი ადამიანისათვის მინიჭებული თავისუფალი ნებისა და არჩევანის შესაბამისად ზესთასოფლის მიმსგავსებით შექმნა. ღმერთის მიერ სამყაროს შექმნას სიკეთე უდევს საფუძვლად. ამიტომ ღმერთი განგებით მხოლოდ სიკეთის დასამკვიდრებლად და სულიერი სრულყოფილების მოსაპოვებლად მიმართავს ადამიანის მოქმედებას. ადამიანმა განგებით უნდა მიაგნოს ადამიანის არსებობის აზრს, რაც ზეცისაკენ სწრაფვით რეალიზდება.
"ვეფხისტყაოსანში" ადამიანის, ვითარცა სუბიექტის, ვითარცა პიროვნების ქმედება პირდაპირ კავშირშია ღვთის განგებასთან, ისინი ერთიანია, რაც ამკვიდრებს ჰარმონიას.
რომაელთა მიმართ პავლეს ეპისტოლე გვასწავლის, რომ ყველაფერი ხდება ღვთის განგებით, ვინაიდან "არავინ ჩუენგანი თავით თვისით ცოცხალ არს, და არავინ თავით თვისით მოკუდების" (რომ. 14,7). ყოველივე ის, რის გადატანაც უწევთ ტარიელსა და ნესტან-დარეჯანს, ავთანდილსა და თინათინს, ღვთისაგან განგებულია. ღმერთი მუდმივ კავშირშია ადამიანთან, იგი მისი ქმედების წარმმართველი და წინამძღოლია, მისი მომავლის წინაგანმგებელია. ღმერთი განგებას სულიწმინდის მეშვეობით ახორციელებს, იგი ადამიანის სულის მღვიძარების დასტურია (რომ. 8,6-9). განგება ადამიანის სულის მხსნელია, თუ იგი გამოიცნობს მას. იგი ადამიანს აძლევს საშუალებას, სრულად გამოამჟღავნოს თავისი შესაძლებლობები. განგებას უკავშირდება ქრისტიანული მსოფლმხედველობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საკითხი სიკეთისა და ბოროტების არსობა-უარსობისა. "ვეფხისტყაოსანში" არაერთგზის ვლინდება სიკეთის ღმერთისაგან მომდინარეობა და ბოროტის უარსობა, რომლის გათვალისწინებით, კეთილის შემოქმედი, მოწყალე ღმერთი განგებით, მზრუნველობით ექცევა ადამიანს, იგი "ყოველთათვის ტკბილად მხედია" და მისი განგებაც, წინასწარგანზრახულებაც კეთილია. სწორედ ღვთის განგება განსაზღვრავს ადამიანის ქმედებას სიკეთის განსახორციელებლად. როდესაც ბოროტება იჩენს თავს, იქ განგებით სიკეთეა შესუსტებული ადამიანის ბუნების გამოსაცდელად. "ვეფხისტყაოსნის" გმირებმა უნდა გაუძლონ გამოცდას და სულიერად ამაღლებულნი, განწმენდილნი წარდგნენ ღვთის წინაშე.
"ვეფხისტყაოსნის" გმირთა მომავალს განსაზღვრავს მათი ზნეობა და ფსიქოლოგიური თავისებურება. თუ იგი "გული გონიერით" შეიგრძნობს საკუთარ თავში, რომ ღმერთმა მასში თავისი ნება, წინასწარგანზრახულება განახორციელა სულიწმინდის მეშვეობით, თუ იგი არა მხოლოდ სიტყვით, არამედ გრძნობადით, ინტელექტუალურითა და ნებელობითით, ე.ი. სულიერი ცხოვრებით უერთდება ღმერთს, ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის ნება აღსრულდა. განგების რწმენა მათში ინტელექტუალურ სფეროში მარადიული ცხოვრებისაკენ სწრაფვას, ზესთასამყაროს სულიერებასთან შეხების გრძნობას აღვიძებს და ასაზრდოებს; გრძნობად სფეროში ღმერთისადმი, უზენაესისადმი ამაღლებული სიყვარულის შეგრძნებას უმკვიდრებს; ნებელობით ანუ პრონოეტულ სფეროში ღვთის წინასწარგანზრახულებისადმი, ნებისადმი შეგუების, მისი გამოცნობის ღრმა წადილსა და მისადმი სრულ ერთგულებას უნერგავს. ყოველივე ამას, ცხადია, ქრისტიანული მსოფლმხედველობა უდევს საფუძვლად.
"ვლადიკავკაზში დაიწყო ლევან გოთუამ ლიტერატურული მოღვაწეობა. ხატვა და ძერწვაც ემარჯვებოდა. მისი გამოძერწილი შოთა რუსთაველი დიდხანს ამშვენებდა სკოლის დარბაზს."
კიდევ ერთი დეტალი: გოთუა თანამემამულეებს "ჩაპარუსკებას" - ქართულად საუბრისას რუსული სიტყვის თქმას უშლიდა და "დამნაშავეს" "ვეფხისტყაოსნის" ერთი სტროფის შესწავლით სჯიდა.
/"კარიბჭე" N2, 2006, გვ.42, 43/
"ვეფხისტყაოსანი" ჩვენთვის ლიტერატურული ფორმით გადმოცემული საღვთო სიბრძნეა"
/მეუფე დოსითეოზი (ბოგვერაძე)/
"ცნობილია ასევე, რომ ნიკო ფიროსმანი კედლებზეც ხატავდა. არსებობს ცნობა, რომ ფიროსმანს კედელზე "ვეფხისტყაოსნის" ილუსტრაციები დაუხატავს".
/"კარიბჭე" N18, 2017, გვ.35/
"1938 წელს იგი [შალვა ნუცუბიძე] დააპატიმრეს, როგორც "გერმანიის ფაშიზმის აგენტი". მოულოდნელად ვითარება არსებითად შეიცვალა. სტალინის განკარგულებით შ. ნუცუბიძე გაათავისუფლეს "ვეფხისტყაოსნის" რუსული თარგმანის გარკვეულ ვადაში შესრულების პირობით. ხშირად უთქვამს, სიკვდილს რუსთაველმა გადამარჩინაო. "ვეფხისტყაოსნის" ნუცუბიძისეულ თარგმანს რუსეთის ლიტერატურულმა საზოგადოებრიობამ მაღალი შეფასება მისცა. სხვათა შორის, "ვეფხისტყაოსნის" გარდა მან რუსულად თარგმნა ჩახრუხაძის "თამარიანი" და შავთელის "აბდულმესიანი". შ. ნუცუბიძეს ეკუთვნის დღეს ფართოდ აღიარებული თეორია აღმოსავლური რენესანსის შესახებ, რომელიც საბოლოო სახით ჩამოაყალიბა წიგნში: "რუსთაველი და აღმოსავლური რენესანსი".
/"კარიბჭე" N21, 2009, გვ.57/
"ვეფხისტყაოსნის" პოლონურენოვანი მინიატურული გამოცემა, რომელიც მიეძღვნა შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილეს, ვარშავის უნივერსიტეტში დაიბეჭდა. პოემა 1966-1976 წლებში ეჟი ზაგურსკიმ და პოლონელმა ქართველოლოგმა იან ბრაუნმა თარგმნეს. ტექსტი გამოსაცემად მოამზადა და ბოლოთქმა დაურთო დავით ყოლბაიამ. წიგნის მხატვრული კაზმულობისთვის გამოყენებულია მამუკა თავაქარასვილის მინიატურები".
/"ისტორიანი" N9, 2017, გვ.10/
"ვეფხისტყაოსნის" თარიღისათვის
/ტიტე მოსია/
"...მეცნიერს [კ. კეკელიძეს] სჯერა: "თვით პოემის პროლოგში გათვალისწინებულია, რომ თამარის ეს "ქება" დაწერილია არა მის სიცოცხლეში არამედ მისი გარდაცვალების შემდეგ". ამის დასამტკიცებლად ის იშველიებს შემდეგ ტაეპს: "ჩემი აწ სცანით ყოველმან, მას ვაქებ, ვინ ცამ იქია". ესე იგი, მე ვაქებ იმას, ვინც ცაზე იმყოფება, ვინც მკვდარია უკვე"...
"...ასე რომ, "ვეფხისტყაოსნის" ისტორიულ-ლიტერატურული საკითხებიდან ყველაზე უფრო გამოკვეთილად და მკაფიოდ (ძალდაუტანებლად) არის გარკვეული პოემის დაწერის თარიღი XII საუკუნის მიწურული და XIII საუკუნის დასაწყისი ანუ 1189-1207 წლები".
/"ათინათი" N2, 2017, გვ. 210, 2015/
ძალიან საინტერესო სტატია, დაინტერესებულებმა წაიკითხეთ...
"ძველი მესხეთის ნატეხია გურია, ამის ნიშანი ბევრია. თავდაპირველად "ქართული", გურული ქართული ლაკონიურია რუსთაველის სამშობლოს სიტყვასავით. საქართველოს არცერთ კუთხეში ასე სხარტულად არ ლაპარაკობენ, როგორც გურიაში.
გურული სინტაქსი უაღრესად ეპიგრამატულია: მოკლე, მკაფიო, მკვთილი, ჭლეული, თვითონ რუსთაველიც გურულებმა სხვა ქართველებზე უფრო იციან. "ვეფხისტყაოსნის" ზოგიერთი სიტყვები, რაც საქართველოს სხვა კუთხეებისათვის გაუგებარია, გურიაში უბრალო მუსაიფის ჟამს გვხვდება.
ძველ მესხთა შაირობა ცნობილია - თაობიდან თაობაზე გადადის. შაირობა გურულებისათვის ისეთივე მოთხოვნილებაა, როგორც საამო გასეირნება".
/"კარიბჭე" N22, 2017, გვ.49/
"ერისთავების საგვარეულო სახლი კიდევ უფრო განმტკიცდა მას შემდეგ, რაც კონსტანტინემ მეფე დავით მეორის შვილიშვილი, ალექსანდრა დავითის ასული წერეთელი შეირთო ცოლად. სხვათა შორის, ალექსანდრას ჰყავდა მშვენებით განთქმული და ნინო. ის ცოლად ჰყავდა კავკასიის გმირ გენერალს, ქუთაისის გუბერნატორ ბიძინა ჩოლოყაშვილს.
ნინო წერეთლის ღვთიურმა სილამაზემ რუსეთის იმპერატორი, ალექსანდრე მესამე მოხიბლა. მოსწრებულად ამბობდა, - ყველაზე მეტად საქართველოში მომეწონა "კახეტინსკოე ვინო ი ცერეტელი ნინო". ნინო წერეთელი ულამაზეს ქალად აღიარეს ევროპაშიც.
1882 საქართველოს ესტუმრა ცნობილი უნგრელი მხატვარი მიხაი ზიჩი "ვეფხისტყაოსნის" დასასურათებლად. მან ნინო წერეთელი თამარისა და ნესტან-დარეჯანის პროტოტიპად მიიწვია. აღსანიშნავია ისიც, რომ ნინოს მეცადინეობით ქუთაისში ზიჩის აუშენეს სახელოსნო, სადაც იდგმებოდა პოემის ცოცხალი სურათები, რომელშიც მონაწილეობდნენ მშვენიერი ქართველები. მათ მერე ზიჩი ხატავდა. მათი მრავალი კოსტიუმი ნინოს ნახელავია. "ვეფხისტყაოსნის" პირველი ეგზემპლარი საჩუქრად მიართვეს ნინო წერეთელს".
/"კარიბჭე" N1, 2010, გვ.30/
"- რომელ ქართველ პოეტს გამოვარჩევდი?
- ქართული სიტყვის, მიწის, ცისა და მთის მომფერებელი ყველა უფლისმიერია, მაგრამ რუსთაველი თვალშეუდგამი სიმაღლეა".
/პედაგოგი ლიანა თოდუა/
"ა.წ. 13 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შეხვდა პოლონელ ახალგაზრდებს, რომლებმაც პოლონურად თარგმნილი "ვეფხისტყაოსანი" ხელით გადაწერეს და მისი საჯაროდ კითხვა მოაწყვეს თავის ქვეყანაში. ეს იყო ქართველი ახალგაზრდების მიერ გასულ წელს ადამ მიცკევიჩის ნაწარმოების ქართულად გადაწერისა და გავრცელების საპასუხო ქმედება.
მისმა უწმინდესობამ დალოცა პროექტის მონაწილეები და მოისმინა "ვეფხისტყაოსანის" ფრაგმენტი პოლონურ ენაზე".
"ჟურნალ "ოლეს" ხსენებულ ნომერში დაბეჭდილია აგრეთვე თუშეთში ცნობილი მოლექსეს (ამავე ავტორისაა, ცნობილი, ხალხურად გახმაურებეული ლექსი "შირაქის გზაზე") იროდიონ რაინაულის პოემა "გოდება შოთა რუსთაველისა და "ვეფხისტყაოსნის" მირთმევა თამარ მეფისადმი".
/ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.10/
"ნომერში დაბეჭდილია, აგრეთვე, მარინა მამალაშვილის მეტად საინტერესო წერილი: "ბრძოლა "ვეფხისტყაოსნის" წინააღმდეგ", რომელშიც ორიგინალური მოსაზრებებია გამოთქმული "ვეფხისტყაოსნის" ზოგიერთ დებულებასა და "ახალ აღთქმასთან" დაკავშირებით".
/ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.12/
"გვებოძა უბადლო შაირი - ვეფხისტყავმოსილი საუნჯე"
/თამარ ფარჩუკიძე
ლიტერატურული ჟურნალი "ოლე" N4, 2017, გვ.18/
"მისდამი [მარი ბროსე, ფრანგი ქართველოლოგი] ჩვენი პატივისცემა ორკეცდება, როცა ვითვალისწინებთ იმ ფაქტს, რომ მან "ვეფხისტყაოსნის" შემდეგ ძველი ქართული პოეზიის ეს უდიდესი ძეგლი, ქართველთათვის მაშინ თითქმის შეუცნობი და ზოგისათვის სულაც უცნობი, ერთბაშად ევროპასაც გააცნო".
"1680 წელს გიორგი მეფის [XI] დავალებით დამზადებულ "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერზე, რომელიც კალიგრაფიული ხელოვნების შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს, მისი გადამწერი მდივანი ბეგთაბეგი აღნიშნავს, რომ "მრავალნი მეფენი გარდაცვალებულან და არავის შეუმკია წიგნი "ვეფხისტყაოსანი" მსგავსად გიორგი მეფისა. მეფეს შვილივით აღუზრდია და განუსწავლებია თავისი დედის ძმისწული (ე.ი. ბიძაშვილი) სულხან-საბა ორბელიანი, რასაც იგი ერთგვარი სიამაყით გვამცნობს".
"- აგიოგრაფიული მწერლობის ნიმუშებში წინ არის წამოწეული საზეო, საღვთო მიჯნურობის თემა. ქალ-ვაჟის მიწიერი ტრფობისა და სიყვარულის თემას, როგორც ამაღლებულსა და ღვთაებრივთან წილნაყარს, პირველად რუსთაველი შეეხო...
- დიახ, ქალისა და მამაკაცის ტრფიალების მომენტი მანამდე არ იყო განხილული ქართულ ლიტერატურაში. თუკი მაინც იყო, მხოლოდ უარყოფით კონტექსტში. თავისთავად ცოლქმრობა და ტრფიალება სხვადასხვა კატეგორიებად აღიქმებოდა. მხოლოდ რუსთაველთანაა ცოლქმრობა და მიჯნურობა ორგანულად დაკავშირებული ერთმანეთთან.
რუსთაველი ამბობს, რომ მიჯნურობა არ არის მხოლოდ ხორციელი ნდომა, რომელიც დემონურია ანდა ბოროტი. პირიქით, მიჯნურობა შეიძლება იყოს დაკავშირებული მარადიულთან, მას შეიძლება ჰქონდეს პედაგოგიური დანიშნულება სულის ამაღლებისათვის, რადგანაც ამ მიწიერი ეროსით ადამიანი ზეციურ სიყვარულამდე მაღლდება: "ვსთქვნე ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ხვდებიან; მართლ მასვე ჰბაძვენ, თუ ოდენ არ სიძვენ, შორით ბნდებიან".
რუსთაველთან მიჯნურობა და ქორწინება ორგანულ კავშირშია. პრინციპი ასეთია: უნდა იქორწინო მასთან, ვინც გიყვარს, ვის მიმართაც გაქვს ეს ძალიან პირადი, ხანდახან რაციონალურად სრულიად აუხსნელი ეროსი. ამ შემთხვევაში ქორწინება არ არის სოციალურ-ეკონომიკური ანდა პოლიტიკური ინსტიტუტი. პირადი სიყვარული პოლიტიკაზე მაღლა დგას.
უფლისწულ ხვარაზმშას კლავენ, რადგან მისი და ნესტან-დარეჯანის დაკავშირება პოლიტიკურ საფუძველზე უნდა მოხდეს. პოლიტიკური ქორწინება კი ღვთის ნება არ არის. უცნაურია, უდანაშაულო ადამიანს კლავენ და ამ ფაქტს "ქმნა მართლისა სამართლისას" უწოდებენ. რუსთაველის მიხედვით, "მართალი სამართლის" აღსრულება არის, ცხადია, არა მკვლელობა, არამედ ის, რომ გულწრფელი სიყვარულით ხდება ქორწილი და არა პოლიტიკური გარიგებით."
/ლევან გიგინეიშვილი
"კარიბჭე" N4, 2009, გვ.20/
"საყურადღებო პიროვნებაა XVII საუკუნის მოღვაწე ზაზა პაპუნას ძე ციციშვილი. ის ქართლის სამეფო კარზე საკმაოდ დაწინაურებული დიდებული იყო, სარდლობა და სახლთუხუცესობა ეპყრა. მისი დაკვეთითაა გადაწერილი "ვეფხისტყაოსნის" ერთი ძვირფასი ხელნაწერი, რომელიც ზაზასეული ნუსხის სახელითაა ცნობილი."
"მკვლევარმა ვ. ნოზაძემ თავის შრომას "ვეფხისტყაოსნის ღვთისმეტყველება" დაურთო ორი შესანიშნავი ნუსხა: "ბიბლიისა და ვეფხისტყაოსნის ნათესავ აზრთა ერთობა" და "ბიბლიისა და ვეფხისტყაოსნის თქმათა ერთობა", რომლებშიც ერთიმეორის გვერდიგვერდ მოტანილია 141 შემთხვევა, როდესაც "ვეფხისტყაოსნის" ამა თუ იმ აზრის უშუალო წყაროდ ბიბლია გვევლინება და 35 შემთხვევა, როდესაც "ვეფხისტყაოსნის" ამა თუ იმ სიტყვის ან გამოთქმის უშუალო წყარო არის ბიბლია".
"საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას არავითარი დევნა არ გამოუცხადებია "ვეფხისტყაოსნისათვის": პირიქით - "ვეფხისტყაოსანი" წიგნი გათხოვილის მზითვისათვის აუცილებელ და ძვირფას შემადგენელ ნაწილად ითვლებოდა და მზითევთან ერთად, წიგნი "ვეფხისტყაოსანი" იკურთხებოდა.
ვეფხისტყაოსანი" წიგნი ინახებოდა საგანგებოდ ფარჩის ქსოვილისაგან შეკერილ ბუდეში. მზითევის გადატანის დროს (ქმრის სახლში) - "ვეფხისტყაოსანი" განსაკუთრებულ ხონჩაზე იდო და ხონჩის მტვირთველი ჩაყენებული იყო სხვებთან ერთად მწკრივში და პატივით მიჰქონდათ სასიძოს სახლში".
"..."მწვანე მონასტრიდან" გამოსულებს მამა ზოსიმემ ჩვეული სიდინჯით გვითხრა: რადგან აქ ვართ, ქვაბისხევის ეკლესიაც მოვილოცოთ.
წვიამიანი ამინდის გამო შევიშმუშნეთ, ერთამნეთს გადავხედეთ... გავუდექით ქვაბისხევისაკენ მიმავალ აღმართს. წვიმიან ნაკადს გზის შუაგულში ღარი გაეკეთებინა და შიგ მოედინებოდა.
წვიმდა, ჩვენ კი წინ მივიწევდით; გზადაგზა ვჩერდებოდით და გზის პირას ნაირფერ ყვავილებს ვკრეფდით.
დიდხანს ვიდექით ეკლესიის კედელთან, სადაც შოთა რუსთაველისა და დედამისის - იას ფერგადასული ფრესკა იყო (ზოგი მეცნიერი მას შოთა რუსთაველის ფრესკად არ ცნობს)..."
/"კრიალოსანი" N10, 2009, გვ.38/
"ღვთაების ეკლესიის სამხრეთით მონასტერთან არსებული სკოლა-აკადემიის ნანგრევებია შემორჩენილი, რომელიც გრძელი (73 მ), ორსართულიანი, რიყის ქვით ნაშენი ნაგებობაა. იგი არსენ იყალთოელის ინიციატივით XI-XII ს.ს-ში აიგო. აქ ისწავლებოდა ღვთისმეტყველება, ფილოსოფია, რიტორიკა, გალობა და სხვა.
არქეოლოგიური შესწავლის შედეგად აღმოჩნდა, რომ აკადემიის მთავარი შენობის ირგვლივ არსებობდა სახელოსნოები, მარანი, სამჭედლო, სამეურნეო ნაგებობანი და სხვა დამხმარე სათავსები, რაც მიუთითებს, რომ იქ მძლავრი სამონასტრო კერა იყო, სადაც ისწავლებოდა ლითონის დამუშავება, კერამიკული წარმოება, მევენახეობა-მეღვინეობა, ფარმაკოლოგია და ა.შ. ხალხური გადმოცემით, აქ უსწავლია შოთა რუსთაველს.
აკადემიის აღმოსავლეთით ყურძნის საწნახელია. ვიწრო, გრძელი საწნახელი ოთხი ნაწილისგან შედგება. თითოეული მათგანი გადახურულია ჯვრული კამარით, ურთიერთშორის და ჩრდილოეთით თაღებადაა გახსნილი.
1921 წლიდან, რუსეთის მიერ საქართველოს განმეორებით ანექსიის შემდეგ, იყალთოს მონასტერი დაკეტეს. აიკრძალა ღვთისმსახურება. 1965 წელს, ე.წ. იყალთოს "სახალხო უნივერსიტეტის" ინიციატივით, ღვთაების ტაძარში მუზეუმი გახსნეს. საეკლესიო ნივთებსა და საეკლესიო წიგნებთან ერთად, დაკარგულია მთავარი ტაძრის დიდი ზარიც.
1966 წელს იყალთოს სამონასტრო კომპლექსში არქეოლოგიური გათხრები დაიწყო. მოპოვებული მასალა არავის უნახავს. ქართული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ მნიშვნელოვან ძეგლს კი მიწის სქელი ფენა გადაეფარა. კომუნისტების დროს საუფლო დღესასწაულები შეცვალეს სახალხო დღესასწაულებით. აღინიშნებოდა "შოთაობა".
"პაპამ არც ვეფხისტყაოსნის აფორიზმები იცოდა ზეპირად, მაგრამ ის საოცრად ჰგავდა ამ პოემის ყველა დადებით პერსონაჟს..."
"თანიაშვილი ბეგთაბეგ - გიორგი XI - ის მდივანი. მეფის დაკვეთით მის მიერ გადაწერილი "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერი, როგორც ეს ქართულ მეცნიერებაშია აღნიშნული, ყურადღებას იმსახურებს მაღალმხატვრული გაფორმებითა და კალიგრაფიით, რომელიც საერთოდ ქართული კალიგრაფიის ბრწყინვალე ნიმუშს წარმოადგენს. მასვე ეკუთვნის გიორგი მეფის პროზაული ქება, რომელიც "ვეფხისტყაოსნის" ხელნაწერს აქვს დართული და სახოტბო ოდა, ასევე მისდამი მიძღვნილი".
/"საქართველოს ეკლესიის კალენდარი 2009" გვ. 224/
"ვეფხისტყაოსანი", რომელსაც დღეს ქართველების "ბიბლია" ჰქვია"
"ამავე წელს [1974] გამოიცა გერმანულად ნათარგმნი "ვეფხისტყაოსანი", რომელიც რუთ ნოიკომმა კიტა ჩხენკელთან ერთად დაიწყო და დამოუკიდებლად დაასრულა. პროზად შესრულებულ თარგმანს დართული აქვს ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი შოთა რუსთაველისა და მისი ეპოქის შესახებ. ილუსტრირებულია მამუკა თავაქარაშვილის მინიატურებით".
"ანტონ კათალიკოსის შემოქმედების შესწავლა გვეხმარება რუსთველოლოგიურ კვლევაში, "ვეფხისტყაოსნის" რთული ფილოსოფიური და საღვთისმეტყველო ტერმინების, სიმბოლოებისა და ალეგორიების გაშიფვრაში. ანტონი იყო რუსთელოლოგი, რუსთაველის პოეზიაზე და ფილოსოფიაზე აღზრდილი კაცი".
/მიტროპლიტი ანანია ჯაფარიძე, ლია ბარბაქაძე, "საქართველოს საეკლესიო ისტორია IX-X კლასის სახელმძღვანელო" გვ. 54/
"უწმიდესმა ეფრემმა [II სიდამონიძე] შოთა რუსთაველის "ვეფხისტყაოსნის" 800 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბელეო დღეებში სიონის საპატრიარქო ტაძარში 1966 წლის 30 ოქტომბერს წაიკითა მოხსენება "შოთა რუსთაველის აღმსარებლობისათვის", რომლის ცალკე წიგნად დასტამბვა ვერ მოახერხა"
"დიდი პატივისცემით უნდა მოვიხსენოთ დოვ გაპონოვი, რომელმაც ქართულიდან ებრაულ ენაზე (ივრითზე) თარგმნა "ვეფხისტყაოსანი", რისთვისაც მიანიჭეს მას შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია (სიკვდილის შემდეგ)".
"მსოფლიოს ხალხთა მენტალობის შესახებ მონოგრაფიის ავტორი გიორგი გაჩევიც ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ "ვეფხისტყაოსანი" არის პოემა არა ომის შესახებ, როგორც "ილიადა", არა პოემა ვნება-სიყვარულის შესახებ, როგორც აღმოსავლური "ლეილა და მეჯნუნი", არამედ, რა თქმა უნდა, ეს არის ეპოპეა მეგობრობის შესახებ. იმავე ავტორს შენიშნული აქვს, რომ პოემის გმირ ავთანდილისთვის ძმადნაფიცობისა და მეგობრობის მოვალეობა სასიყვარულო ურთიერთობასა და პოლიტიკურ ინტერესებზე მაღლა დგას. აქ მეგობრობისა და ძმობილობის იმპერატივი აბსოლუტური და კატეგორიულია. დასავლეთისთვის თუ ფორმულა "პლატონი ჩემი მეგობარია, მაგრამ უფრო დიდი მეგობარია ჭეშმარიტება" - აქსიომაა, ქართველისთვის ის არ მოქმედებს. მისთვის მეგობარი ჭეშმარიტებაზე ძვირფასია (გ. გაჩევი)".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 315/
"იუსტინე აბულაძე გახლდათ უდიდესი სპარსოლოგი, საქართველოში სპარსული ენის მეცნიერული სწავლების ფუძემდებელი. სწორედ მან თარგმნა პირველად "ვეფხისტყაოსანი" სპარსულ ენაზე"
"1920 წლისათვის ქართულ სამხედრო-საზღვაო ფლოტილიაში გამანადგურებელი "ფრიდონი" შედიოდა. მას უფროსი ლეიტენანტი ჩიკვაიძე მეთაურობდა. ჩიკვაიძემ დაამთავრა ქუთაისის რეალური სასწავლებელი და ცალკე გარდემარინის კლასი პეტროგრადში. მსახურობდა გემებზე ბალტიის ზღვაში. ბოლშევიკების (გამარჯვების) შემდეგ, ჩამოვიდა საქართველოში. მსახურობდა სხვადასხვა თანამდებობებზე სამხედრო სექციაში გენერალური შტაბისა. დროებით სარდლობდა სამხედრო ფლოტილიაში.
გამანადგურებლის "ავთანდილის" უფროსი ლეიტენანტი იყო ჭითანავა. იგი მსახურობდა მატროსად სხვადასხვა გემზე შავ, ხმელთაშუა და ბალტიის ზღვებზე. ომის დროს მუშაობდა სხვადასხვა სამხედრო ტრანსპორტებზე და "ორჯერ გადაურჩა სამხედრო ავარიას". საქართველოში ჯერ კატერ "მუშის" კაპიტანი იყო, შემდეგ - "პატარა კახის", ბოლოს კი - "ავთანდილის".
გამანადგურებელ "ტარიელს" უფროსი ლეიტენანტი ლომბერიძე მეთაურობდა. მან ხონის ექვსკლასიანი სამოქალაქო სასწავლებელი და ბაქოს საზღვაო სასწავლებელი დაამთავრა. მას სამგზავრო გემებზე სხვადასხვა თანამდებობა, მესამე თანაშემწიდან პირველ თანაშემწემდე, ეკავა. გარკვეულ პერიოდში შავ ზღვაზე სანაპირო რაზმს მეთაურობდა და შემდეგ გამანადგურებელ "ტარიელის" უფროსად დაინიშნა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 283/
"შუა საუკუნეების საქართველოში ზღვაოსნობის განვითარების მაღალ დონეზე მეტყველებს შოთა რუსთაველის უკვდავი "ვეფხისტყაოსანიც". პოემაში მოხსენიებულია ამ დროისათვის ზღვაოსნობაში გავრცელებული ნავების ორივე ძირითადი ტიპი: აფრიანი დიდი ხომალდი და კატარღა - ნიჩბიანი დიდი საბრძოლო ნავი. შოთა რუსთაველს დაწვრილებით აქვს აღწერილი "ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა", რომელსაც "ნავთა სალეწად სახნისი ჰგია ძელითა". ჩვენი აზრით, პოემაში მოცემულია მეკობრეთა ნავის მსოფლიოში ერთ-ერთი პირველი აღწერილობა. რაც მთავარია, შოთა რუსთაველი თავის პოემაში ზღვაოსნობის მხოლოდ ადგილობრივ, ქართულ ტერმინოლოგიას იყენებს. აქ ვერ შეხვდებით ვერც ევროპულ და ვერც აღმოსავლურ საზღვაო ტერმინილოგიას. შოთა რუსთაველს თავისი ცოდნა ზღვაოსნობის შესახებ ქართული სინამდვილიდან უნდა აეღო, რაც ერთხელ კიდევ უსვამს ხაზს იმ დროისათვის საზღვაო საქმის მაღალ დონეს ჩვენს ქვეყანაში".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 90/
"ქალაქ კახის ცენტრში, ჰეიდარ ალიევის პროსპექტზე არსებული შოთა რუსთაველის ძეგლიც მრავალი წლის მანძილზე დაზიანებულია და უყურადღებოდაა მიტოვებული, რადგან დღემდე კახის რაიონის ადმინისტრაციამ არ გამოყო დაფინანსება ძეგლის აღდგენა-რესტავრაციისთვის"
"ვეფხისტყაოსნის" გმირი ქალები ხომ უაღრესად განათლებულნი არიან! თვით რუსთველის უკვდავი ქმნილება აღზრდის ერთ-ერთ საშუალებად ითვლებოდა, რომლის წყალობითაც ცალკეულ ოჯახებში სკოლა იყო გამართული. კითხულობდნენ, სწავლობდნენ და შემდეგ თაობიდან თაობას გადასცემდნენ რუსთველის გენიალურ სიბრძნეს"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 18/
"საგანგებოდ შეჩერდა ხატის წარწერასა და მის ავტორზე პ. ინგოროყვა. წარწერა მან მიიჩნია XIII საუკუნისეულად და ავტორიც მოღვაწეობაც ამავე ხანით დაათარიღა. მისი დასკვნით, იამბიკოს ავტორი არის ბორენა დედოფალი - მეუღლე ცოტნე დადიანისა, ასული შოთა რუსთველის ძმის - ტბელისა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 28/
"შოთას რითმის პულსაცია ბუნებრივად იღვრება ბორენას სტრიქრონებში"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 33/
"ანას [ანა იყო ასული ეგნატე ბაინდურის ძე თუმანიშვილისა, რომელიც ჯერ ერეკლე მეორის, ხოლო შემდეგ გიორგი მეცამეტის მდივანი ყოფილა] გადაუწერია "ვისრამიანი" და შოთა რუსთველის "ვეფხისტყაოსანი" 1825 წელს. "აღვწერე მე თავადის ავთანდილ ამილახოროვის კნეინა ანნამ ეს "ვეფხისტყაოსანი" - გვამცნობს გადამწერი"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 160/
"ვეფხისტყაოსნის" ტექსტობრივი შესწავლა სამედიცინო-ბიოლოგიური საკითხების თვალსაზრისით საშუალებას გვაძლევს დავასკვნათ, რომ შოთა რუსთაველს სამედიცინო განათლებაც ჰქონდა მიღებული, რაც სრულიად ბუნებრივია, რადგან იმდროინდელი უმაღლესი განათლების სისტემაში შვიდ სავალდებულო საგანს შორის მედიცინაც იყო გათვალისწინებული"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 149/
"ქუჩა, სადაც ჯვრის მონასტერი მდებარეობს, შოთა რუსთაველის სახელს ატარებს"
"სწორედ აქ [ტაო-კლარჯეთში] უნდა დაწერილიყო "ვეფხისტყაოსანი" და სხვაგან რომ ვერ დაიწერებოდა, ამაზე მეტყველებს ის გვირაბები და გამოქვაბულები, სადაც ტარიელი და ავთანდილი ხვდებიან ერთმანეთს, გამტაცებელთა ქაჯეთის ციხე და ინდოეთ-არაბეთის მორჭმულ ხელმწიფეთა კლდოვანი დარბაზების სრა-სასახლეები...
ქართველი, რომელიც არ ყოფილა ტაო-კლარჯეთში, ვერასოდეს გაიგებს, როგორ დაიწერა "ვეფხისტყაოსანი" და რანაირი იქნებოდა ის დიდი საქართველო, რომელიც შობდა მისებრ დიდ შემოქმედს!"
"სწორედ აქ [ტაო-კლარჯეთში] უნდა დაწერილიყო "ვეფხისტყაოსანი" და სხვაგან რომ ვერ დაიწერებოდა, ამაზე მეტყველებს ის გვირაბები და გამოქვაბულები, სადაც ტარიელი და ავთანდილი ხვდებიან ერთმანეთს, გამტაცებელთა ქაჯეთის ციხე და ინდოეთ-არაბეთის მორჭმულ ხელმწიფეთა კლდოვანი დარბაზების სრა-სასახლეები...
ქართველი, რომელიც არ ყოფილა ტაო-კლარჯეთში, ვერასოდეს გაიგებს, როგორ დაიწერა "ვეფხისტყაოსანი" და რანაირი იქნებოდა ის დიდი საქართველო, რომელიც შობდა მისებრ დიდ შემოქმედს!"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience