გამიკვირდა რევაზ ინანიშვილზე თემა ხო ვერ ვნახე აქ..
ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი მწერალი..
მის მოთხრობებს აკაკი ბაქრაძემ სულის პური
უწოდა..
ნუ ბეევრი რომ არ ვილაპრაკო..
რევაზ ინანიშვილი..
http://www.radikal.ru
რევაზ ინანიშვილი დაიბადა 1926 წლის 20 დეკემბერს, საგარეჯოს რაიონის სოფელ ხაშმში, მოსამსახურის ოჯახში. ხუთი კლასი დაამთავრა მშობლიურ სოფელში.
1937 წელს ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა თბილისში. საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მეორე მსოფლიო ომის წლებში, 1943–45–ში მუშაობდა 31-ე ქარხანაში. მერე სწავლობდა საავიაციო ტექნიკუმში, რომელიც არ დაუმთავრებია.
1947 წ. წელს შევიდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე, 1949 წელს სწავლა მიატოვა დის ოჯახის სიდუხჭირი გამო და მუშაობა დაიწყო “სამგორის” არხის მშენებლობაზე.
1951 წელს კვლავ დაუბრუნდა სწავლას და 1956 წელს დაამთავრა თსუ ფილოლოგიის ფაკულტეტი.
1952 წელს დაოჯახდა და ოთხი წელი ცხოვრობდა ლიტერატურული შრომით.
1960 წლიდან მუშაობა დაიწყო საბავშვო გამომცემლობა “ნაკადულში”.
1966 წელს გადავიდა კინოსტუდია “ქართული ფილმის” სასცენარო განყოფილებაში.
1985-1988 წლებში მუშაობდა მწერალთა კავშირის მდივნად.
1989 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე (1991) იყო ჟურნალ ,,დილას" რედაქტორი.
პირველი მოთხრობა „სახსოვარი“ გამოაქვეყნა ალმანახ „პირველ სხივში“ 1950 წელს, ხოლო პირველი კრებული „პირველი მოთხრობები“ – 1953 წელს. მისი ნაწარმოებები თარგმნილია რუსულ, უკრაინულ, გერმანულ, ბულგარულ, სომხურ და სხვა ენებზე. დაკრძალულია დიდუბის პანთეონში.
მისი მოთხრობების ძირითადი კრებულები [რედაქტირება]
„მეგობრისადმი მიწერილი წერილებიდან“ (1958)
„წვეთები ფოთლებზე“ (1962)
„ცოსფერი გორგალი“ (1968)
„საღამო ხანის ჩანაწერები“ (1971)
„ბარისკენ მოფრინავს ჯაფარა“ (1974)
„ჩიტების გამომზამთრებელი“ (1978).
მწერალს ეკუთვნის საბავშვო კრებულებიც
„ბედნიერი მთა“ (1960)
„ბიბო“ (1964)
„სად ცხოვრობს მეზღაპრე“ (1970)
„მგლის ლეკვები“ (1973)
„შორი თეთრი მწვერვალი“ (1976), რომელშიაც 1977 წ. მიიღო შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.
მწერლის სცენარების მიხედვით გადაღებული ფილმები
„არდადეგები“
„დაბრუნებული ღიმილი“
„ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება“
„ფერმა მთაში“
„ზაფხული სოფლად“ („პასტორალი“, თანაავტორი ოთარ იოსელიანი)
„ნატვრის ხე“ (გ. ლეონიძის წიგნის მიხედვით, თანაავტორი თ. აბულაძე)
„ქვიშანი დარჩებიანო“ (თანაავტორი გ. შენგელაია)
რევაზ ინანიშვილი გარდაიცვალა 1991 წელს. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.
http://www.radikal.ru
ხაშმი
ჩემი სამშობლო სოფელი ხაშმია. ეს სახელი მაინცა და მაინც საამაყოდ არ ჟღერს, საბა მას ,,ავჰაეროვანსა და უმავშნოს’’ უწოდებს; ბებიაჩემი ნინოც მიყვებოდა ხოლმე, - კომშებივით იყვნენ დაყვითლებულნი და დაბუსუსებულნი ციებისაგან ჩვენებურები; გამოვიდოდნენ დასხდებოდნენ მყუდროებში თავწახვეულები, სწორად ვერ სხდებოდნენ, ტყირპები ჰქონდათ დასიებულები, გადახრილები იყვნენ საცოდავადო. მეც კი მახსოვს ციებიანები, მიყუდებულები მზემიმდგარ კედელთან, მაგრამ მიუხედავად ამისა, ხაშმი მიკარგული სოფელი არასოდეს ყოფილა.
ჯერ ის რად ღირს, რომ რამდენიმე კომლს დღესაც სჯერა, რომ შთამომავლები არიან სახელგანთქმული კაწარელებისა. კაწარეთიდან მათი პაპისპაპანი ჩამოსახლებულან ძველ ხაშმში, ივრისა და ლაფიანხევის შესართავთან, იქიდან, ნაწილს ცოტა ქვემოთაც ჩამოუწევიათ, ფიქლიანის აღმართის დაბლა, საბოლოოდ კი ახლანდელ ადგილას დამკვიდრებულან.
აქ, დღევანდელ ქვემო უბანში, ჯერ კიდევ შუა საუკუნეებში ყოფილა კარგად შეკრული მონასტერისა. ნაწილი უდაბნოს იოანე ნათლისმცემლის ირგვლივ ჩანს ხაშმელთა ყველაზე ძველი სახლები. Aაქაური კაცი, დიდი ისტორიკოსი დიმიტრი ბაქრაძე, 1844 წლის რუსულ `სოვრემენიკში~ წერს: სერისკენ რომ გახედავ, დაბლითა შემაღლებაზე დაინახავთ ახალაღმართულ წმინდა გიორგის მშვენიერ ეკლესიასო. Eესე იგი, ზემო უბანი მაშინ ჯერ კიდევ არ ჩანს ეკლესიის იქით.
Uუფრო ადრე, რუსთა წინააღმდეგ-კახეთის აჯანყების დღეებში, 1812 წელს, ხაშმს დიდად უმედგრია. Aამაზე მეტი დიდი და პატარა შეჰკვდომია რუსის ჯარს. რუსებსაც სათანადოდ დაუფასებიათ ეს სიმამაცე, ცეცხლისთვის მიუციათ სოფელი. Mმაგრამ დღეს ხაშმი დიდი სოფელია, რვაასამდე კომლს ითვლის. არ ვიცი, რამდენად ზუსტია ეს ცნობა, მაგრამ, ამბობენ, მარტო მეცნიერებათა დოქტორი და კანდიდატი ორმოცზე მეტი კაციაო აქაური.ხაშმელები ძალიან მხრებგაშლილები დადიან.
დავბადებულვარ აქ, ამ სოფელში, ქვემოუბანში, ჩრდილოეთისკენ ყველაზე განაპირებულ სახლში, 1926 წლის დეკემბრის ოცის განთიადისას. მაშინვე უფრინებიათ მახარობლად ჩვენი მეზობელი Gგვარიძიანთ ქეთო დედაჩემის მამასთან. პაპაჩემს, გიორგის, მეტსახელად ლიტრიძირს, ვერცხლის მანეთიანი უჩუქებია სამახარობლო. აი, ამოდენა მანეთიანი იყოო, მოამგვალებდა ცერითა და საჩვენებული თითით ქეთო, თვითონ კიდევ, პაპას, აუკიდია კარგად მოზრდილი გოჭი და თოვაში ჭყივილ-ჭყივილით გადმოუყვანია ჩვენთან, - ძეობისთვის დაგჭირდებათო. მაგრამ დედაჩემი მშობიარობის თანავე ცუდად გამხდარა, გოჭისთვის კარგად ვერ მიუხედიათ და მოჰკვდომიათ. ჩემთვის კიდევ რამდენიმე დღეს კი უწოვებია დედაჩემს და დაწყებულა ჩემი ვაინაჩრობა, ხან ძალუა ჩემი მაწოვებდა თურმე ( კოჭლი, ძალიან ნერვიული ქალი) ხან მეზობელი პატარძლები.
-ისეთი გამხდარი იყავი, შვილო, სულ მეტირებოდა, ხელში რომ აგიყვანდიო - მეტყოდა ხოლმე დედა. სამაგიეროდ, მრავალთა ძუძუნაწოვს, მრავალთა სიყვარული ჩამინერგა ღმერთმა. სულ მეჩვენებოდა, რომ ნათესავები და მოკეთეები იყვნენ ყველანი ჩემს ირგვლივ. დაცოლშვილებულსაც კი ისე მომეფერებოდნენ ჩემი უბნელი ნუცა ძალო, ვარა ძალო, ნინა ძალო და სხვანი, თითქოს ისევ პატარა ვყოფილიყავი. რა კარგები იყვნენ ეს გარჯასა და ჯაფაში თვალებდაქანცული ქალები! ვაი, რომ ვერავითარი სასიხარულოთი ვერ აღვნიშნე მათი ტკბილი ამაგი!.. ვერც მათი, ვერც სოფლისა. ან წყალი გამეყვანა, ან გზა, ან ბიბლიოთეკა ამეშენებინა! მე ისიც კი ვერ შევძელ, ჩემი ეზო _ ყურესთვის მიმეხედა, როგორც საჭიროა. წლები გადის, ფეხიც კი არ დამიდგამს ჩემს ეზოში. ღამით კი, სიზმრებში, ხშირად ვარ იქ. ათეული წელია, უჯარმაში ვატარებ ზაფხულის ორ თვეს მაინც, უჯარმას არასოდეს ვნახულობ სიზმრად, ხაშმში კი, კვირა არ გავა, იქ არ ვიყო, თან სულ მძიმე სიზმრებში! ხან ჩემი ეზოს დიდი კაკალია გამხმარი და ტოტებჩამოლეწილი, მღვრიე წყალია ბაღჩაში შევარდნილი, ხანაც სახურავი ენგრევა, ან უკვე ჩანგრევია, ჩვენს სახლს. შიგაც არავინ არის, არც ჩვენთან, არც ბიძაჩემთან. ვდგავარ ხოლმე ძირს და ვეძახი ჩემს ძმას, მერე ბიძაჩემ გიორგის. ხმას არავინ მცემს. ცივად და შავად იყურებიან ფანჯრები. ამომიჯდება გული, ავტირდები...
დღისით, ღამის გახსენებისას, ვითომ ვიცინი: “ხაშმო, ტკბილად შემკობილო, თეატრო და კლუბიანო, სოფლის თავში მაშტიაო, სოფლის ბოლოს კუზიანო”, _ ვიმეორებ ჩვენებური მაჩვი ნიკუას ლექსს, საწყალი მაჩვი ნიკუას იშვიათი იუმორით თქმულ ლექსს, ვითომ დარდს ვიშორებ გულიდან, მაგრამ მე და ხაშმმა ხომ ვიცით, საქმე როგორც არის! თავის მაღლა აწევა მიჭირს მის წინაშე
http://www.radikal.ru
პატარა რეზო ბებიასთან ერთად..
ბებია-ჩემი მზე
პირველად არ ვწერ მასზე. ჩემი მოთხრობების რამდენიმე პასაჟი მიძღვნილია მისადმი, მაგრამ მხოლოდ დღეს მეძლევა საშუალება, ვუყურო მას, არა როგორც მოთხრობის პერსონაჟს, არამედ ჩვეულებრივ ჩემს მახლობელ ადამიანს.
როგორც ამ ჩანაწერების დასაწყისშივე მოგახსენეთ, ჩემი დაბადების შემდეგ დედა ცუდად გამხდარა, სულ გული მისდიოდა თურმე. Mმე ბებიას ვებარე, ის მივლიდა, ის დამატარებდა სხვათა ძუძუს მოსაწოვებლადაც. Oოცდაორი წლის ვიყავი, ბებია რომ გარდამეცვალა, მაგრამ ზუსტად არ მახსოვს, სახის ნაკვთები როგორი იყო. ის იყო, საერთოდ ბებია, თალხებით შემოსილი (მის კაბებს ყოველთვის ასდიოდა ბუხრის, კვამლისა და დამწვარი რძის სუნი), ძველ ქართულად ზრდილი, ტკბილი, თბილი, იმედიანი. საცა ის იყო, მეც იქ ვიყავი, საცა მე, ბებიაც იქა.თუ ფეხზე იდგა, კალთაზე ვიყავი მიკრული, თუ იჯდა, კალთაში ვიჯექი.
ავიდოდა ბაღჩაში და ვენახში სამუშაოდ და მეც თან მივყავდი. Mმე დამახურებდა წვერებწაკვანძული ცვირსახოცის ქუდს, თვითონ დაიწყებდა ხახვის მარგვლას, ან პომიდორის ახვევას და, - გამომართვი ნამგალიო და ბილიკზე დაყარეო, მომაწოდე სახვევიო, კიდევ მომაწოდე სახვევიო, - საქმეში გავყავდი. Mმე მახარებდა ეს, შინ ნაჯაფარი კაცივით ვბრუნდებოდი. ბებია კი თან მამუშავებდა, მიხსნიდა, რა რას წარმოადგენდა ადამიანისათვის. დამამხსოვრდა კარტოფილზე თქმული: ადრე, შვილო, ჩვენშიაც და სხვაგანაც ხშირად იცოდა შიმშილობა, ჩამოდგებოდა რამდენიმე კვირას ძლიერი გვალვა, მოსწვამდა, მოფშრუკავდა ყვავილობისას პურეულს და დაიმშეოდა ქვეყანა. Mმაგრამ მას შემდეგ, რაც კარტოფილი შემოიტანეს ამერიკიდან, უპურობა ისე ვეღარ აწუხებს ადამიანებს, კარტოფილი დიდ სიცხეებს ასწრებს, მაწევრობით კი დიდად არ ჩამოუვარდება პურს, თან დიდი მოსავალიც იცისო.
აიელვებდა ჩვენგან სამხრეთით, სამგორის გასწვრივ და გაეღიმებოდა ბებიას: ღმერთო, ღმერთო, ჯავახეთისკენ წვიმს, საქართველოს პური არ გაუჭირდებაო.ვინ იცის, რა დროიდან იყო წამოსული ეს რწმენა!
აიღებდა ზაფხულის სიცხეში კიტრს, წააჭრიდა თავს, და იმ წანაჭრელს მომაკრავდა შუბლზე, მერე ნათალებსაც მომაკრავდა ცხვირზე, საფეთქლებზე, ნიკაპზე თვითონაც მიიკრავდა ნათალებს, თან კიტრს გეახლებოდით, თან იმ სიჯანსაღის ცერემონიალით ვტკბებოდით.B
მაჭმევდა ვაზის პწკალებს, მაყვლის ძალიან ნორჩ ყლორტებს, ყინტორას და სხვა ხილის წაკალუკს.
ახლაც ხომ დიდი თავი მაქვს და პატარაობისას მთლად დიდი მქონია. ერთხელ ერთ უცხო კაცს უთქვამს ბებიასთვის: ეს ბიჭი ან გენიოსი გამოვა, ან ოლიგოფრენიო. ბებიას იმ წუთში ვერ გაუგია. რასაც ნიშნავდა ოლიგოფრენი, მერე, რომ უთქვამთ, გაცეცხლებულა, - დაუბრმავდეს თვალები, ჩემი ბიჭის თვალების პატრონს ოლიგოფრენობისა რა შეატყოო. ეს რომ გავიგე, მეც დავიწყე თვალმოწონება ჩემი თვალებით, ვახამხამებდი და ვახამხამებდი. ახლა ამაზე შეაწუხა ბებიამ გული, - ვაიმეო, რა გემართებაო! თავშიშველი რომ დადიხარ მზეში, მაგიტომაო.
წლისა რომ გავმხდარვარ, - წინათ ჩვენში ასეთი რწმენა ჰქონდათ. – დავუსვივარ, შემოუყრიათ ირგვლივ სხვადასხვა ხელობის იარაღები: კოჭებიანი საანგარიშო, წალდი, სადგისი, ასტამი, კალამი, ნალი, ხერხი და სხვა რაღაცები. რასაც პირველად მოჰკიდებდა ბავშვი ხელს, იმ ხელობის კაცი გამოვიდოდა. ბებია მეტყოდა ხოლმე, შენო კალამს დასწვდი მაშინვეო. Aარა მჯერა, ერთი წლის ბავშვმა, კოჭებიანი საანგარიშოს გვერდით, კალამს წაატანოს ხელი, მაგრამ ეგრე იყოო, დაუდასტურებია დედასაც, და მეც, მეტი რაღა ძალაა, ვუჯერებ.
წერა –კითხვა ძალიან პატარას მასწავლა ბებიამ. სულ კარგად მახსოვს წერა – კითხვაც მასწავლა და დათვლაც. დათვლა მარტო ქართულად კი არ რუსულადაც და თათრულადაც. გამორჩეულად მსიამოვნებდა ეს თათრული დათვლა. ერთხელ მამიდაჩემის მულის ქმარი, მენშევიკური მთავრობის ფოსტა-ტელეგრაფის ნამინისტრალი დავით ჭიაბერაშვილი იყო ჩვენთან სტუმრად. რომ ნახა, რეები ვიცოდი, საათის ცნობასაც გასწავლიო. აიბჯინა მსხვილი, კორძებიანი ხელჯოხი, დაიხარა და დამიწყო ახსნა- რა როგორც იყო ჩვენს ენიან საათზე საამურად რომ გაჰქონდა ტიკტაკი. ჩანს, ისე ნათლად ამიხსნა ყველაფერი, ის დღე იყო და საათის ცნობაც ვიცოდი.
თუ ჟინჟღლავდა, რა თქმა უნდა, ზაფხულში ბებია და მე ვისხედით აივანზე და გადავყურებდით ქვეყანას. ტახტზე მქონდა აკრეფილი ფეხები და რაიმე თბილიც წაფარებული. ჩვენს წინ და ზემოთ სახლები არ იყო. წინ იყო ჩანისნული დიდი ივრის ჭალა, ზემოთ -სულ ვენახები. იმ ჭალაში ვენახებში და გორაკებში იდუმალებით გამოირჩეოდა ორი მთა, ერთი ამბარა, მწოლიარე კაცი კეხიანი ცხვირით ამომართული მაღლა, მეორე იალნო, დიდი იალნო. Bბებია მიყვებოდა ბიბლიურ ამბებს: როგორ წახდა ქვეყნიერება, მართალს რომ აღარ ამბობდა აღარავინ, როგორ უბრძანა უფალმა ნოეს, აეგო კიდობანი... ააგო ნოემ კიდობანი უზარმაზარი, შეიყვანა შიგ ყოველი ცხოველისა და ფრინველის დედალ-მამალი. დაიწყო წარღვნა.კამეჩი დარჩენილიყო გარეთ. – ნოე! ნოე! ნოე! – იძახდა საბრალობლად. შეიყვანა კიდობანში კამეჩიც ნოემ. გაგრძელდა წარღვნა ორმოცი დღე და ღამე... მთელი სხეულით განვიცდიდით ამ ამბებს, ვეხუტებოდით ბებიას...
ბებია მასწავლიდა ძალიან კარგ ლექსებსაც: "ვარდმა გასძახა ბულბულსა, ეგ ბაღი დამიცალეო, განა სხვა ბაღი არ არის, რა ჩემთვის მოიცალეო", ანდა: "მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა, სიცივეს კაცი მოუკლავს, აგერ, საწყალი, გორავსა",ანდა: "ნეტამც არ ჩაგძინებოდა, ჩიტო ნიბლიავ, ნარზედა, წამოგიქროლებს ალალი, წაგიღებს მაღლა მთაზედა". სადაც მაღალი მთა-იალნო იყო, იქ მიჰქონდათ ალალებს ნიბლიები, იქ ფანტავდენ მათ ნაზ ბუმბულებს. ჩამოჯანღულ, ჩამოღამებულ იალნოზე დააბოტებდენ დიდი, წითელპირიანი დათვები, ისხდნენ ჩასაფრებულნი მაღლა თავაწეული მგლები, ხროვად გარბოდნენ ჩხავანა ტურები. ზოგჯერ ტურები მოდიოდენ ჩვენთანაც, ჩვენი კაკლის ქვეშ, იქ ასტეხდნენ კივილს და გააგიჟებდენ ძაღლებს...
ყოველი დაძინების წინ მე ვიტყოდი ლექსს: "დავწვები, დამეძინება, პირჯვარი დამეწერება, ცხრა ხატი, ცხრა ანგელოზი სულ თავით დამესვენება". ბებია დამასხამდა პირჯვარს: "ღმერთო, შენ დასწერე შენი წყალობის ჯვარი",- და მშვიდად დამეძინებოდა.
თუ რამდენად ვიყავი შეკვეთილი ბებიასთან, ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს მოვყვები. ციებით დაშინებული ხაშმელები, ვისაც არ შეეძლო, ზაფხულობით, ერთი-ორი თვით მეზობელ სოფლებში გადმოდიოდენ. ერთხელ, მამამ და ბიძაჩემმა, დედის ძმამ, ჩაგვსხეს მთელი ორი ოჯახი დიდ ფურგუნში, ჩატვირთეს უკან ლოგინებიც და წაგვიყვანეს მუხროვანში, ბავშვები ჰაერს გამოიცვლიან და გაკაჟდებიანო. ბიძაჩემი იქ მუშაობდა, რუსის ოჯახში ეკავა პატარა სახლის ზედა სართული.
მე მომეწონა ეს მგზავრობა: იორში გასვლა, ყანებსა და სათიბურებს შორის სიარული, ჩადაბლებულში პატარა ლურჯი ტბა, მერე კლდეები, მუხნარი ტყე. მუხროვანში, სანამ დიდები პურობდნენ (ერთი რუსი მალ-მალ ყვიროდა, -გაუმარდჟოს!), ჩვენ, პატარები დავრბოდით, ვიმალებოდით ვეება ძირხვენებში, მეც ვიცინოდი სხვებთან ერთად, მაგრამ რომ დაღამდა, ქალებმა ლოგინების გაშლა დაიწყეს, მე ტირილი ავტეხე-ბებოსთან მინდა, ბებოსთან მინდა-მეთქი, დამაჭანჭყარა დედამ, მოიხსნა ქამარი მამამ, მაგრამ არა და არა, არ გავჩუმდი,- აქ არ დავიძინებ, ბებიასთან მინდა-მეთქი.
მაშინ მოვიდა ბებიაჩემი,- მოიცათ, ხალხო, არ გადავრიოთ ყმაწვილიო. შეაბა ფურგუნში ცხენები, ჩააგო რბილად თივა, ჩამსვა, წამოიღო პრიალა რუსული შაშხანაც დ აი იმ გვიან ვახშმობას, საერთო ჩოჩქოლში, წამომიყვანა ხაშმში. კიდევ კარგი, რომ მთვარე ანათებდა, თორემ იმ დროს არც თუ უხიფათო იყო იორში გასვლა. ბიძაჩემმა, ჩემს გასამხნევებლად, სამჯერ ისროლა შაშხანა, სამჯერვე სულ შეაჯერა მთები, მერე თვითონ წაუძღვა ცხენებს წყალში, ისე გავედით გაღმა და შუაღამისას მიჰგვარა თვისი დიდთავა შვილიშვილი ბებიას. რომ გავფრიალდი და მივუწყდი კალთაზე, ასე მგონია იმ კალთაზე მიმეძინა ისევე.
დაუსრულებლივ შემიძლია ლაპარაკი ბებიაზე, მაგრამ აქ ჯერ-ჯერობით კმარა.
http://www.radikal.ru
დედა და მამა
დედაჩემი თამარ მამულაშვილების ქალი იყო, ისიც ხაშმელი, ისიც ქვემოუბნელი. მამამისს, გიორგის, ზემოთ უკვე ვთქვი, მეტსახელად ლიტრიძირს, სამი შვილი ჰყავდა, ორი ვაჟი და დედაჩემი, ყველაზე უმცროსი. ამ გიორგი პაპას ეძღვნება მოთხრობა "ზამთარი",მის ბავშვობას- "ქარი რომ უბერავდა და თან თოვლის ფიფქები მოჰქონდა". ეს ბოლო მოთხრობა მთლიანად დოკუმენტური არ არის. ამას ბედნიერი დასასრული აქვს (ასე მინდოდა დამთავრებულიყო მოთხრობა ბავშვებისათვის), სინამდვილეში კი პატარა და დაეღუპა.ერთხელ გაცხელებული იყო, გავარვარებული, მე, ცხრა წლისამ, სულ ცოტა ხნით დავტოვე მარტო, ბიჭებში გავედი ხმის ამოსაღებად და რომ დავბრუნდი, გაციებული დამხვდაო, ცრემლები კი ისევ ედგა ღია თვალებშიო.
მოიჭერდა პაპა ხელს შუბლზე, დახუჭავდა თვალებს.
დედ-მამით ობოლს, იმდენნაირი გაჭირვება ჰქონდა გადატანილი ბავშვობაში, ათ კაცს ეყოფოდა ხასიათის გაძაღლებისათვის. Pპატარა დაც რომ მომიკვდა და მთლად მარტო დავრჩი ჩვენს პატარა ქოხში, მე და ერთი ჩემი ამხანაგი, ისიც დედ-მამით ობოლი, წმინდა გიორგის ეკლესიაში გადავსახლდით, იქ ერთი პატარა მინაშენი იყო, იქ ვიყავით მობღუნძულები. Mმოდიოდენენ ეკლესიაში და მოგვიკითხამდენენ ხოლმე ვინ რით, ვინ რით.
ერთხელ ერთ ჭექა-ქუხილიან ღამეს, ნათელი სიზმარი ვნახე: დაჭექა ცამ, გაირღვა ღრუბლები, გამობრწყინდა წმინდა გიორგი-თეთრ ცხენზე, მაღალი შუბით-დამადგა თავზე და მკითხა მკაცრად,: ქონება გინდაო თუ ჯანმრთელობაო? მე მაციებდა, სულ ცუდად ვიყავი, ქონებას რა თავში ვიხლიდი, ჯანმრთელობა- მეთქი. ასრულდესო! ასწია შუბი და წავიდა, შეერია ღრუბლებს. ამხანაგმა რომ გაიღვიძა და სიზმარი ვუამბე, ჩხუბი დამიწყო, ცარიელი ჯანმრთელობა რას გამოგიყრის, ქონება უნდა გეთხოვაო. მაგრამ იმ დღიდან ჩემი ბედის ბორბალმა სულ წაღმა იწყო ტრიალი. წამიყვანა სოფლის `ბორჩიკმა~ (ალბათ, გადასახადების ამკრეფმა), დამბანა, ჩამაცვა, შვილივით მომიარა,-მე ხომ ცეცხლის კალოში ჩავდგებოდი, იმას რომ ეთქვა,-ბოლოს საქმეშიც გამიყვანა და ბებიათქვენიც იმან მათხოვნინა, ჩვენი სოფიო. ბებია გოგნიაშვილების ქალი იყო. ნაყვავილარი სახისა, მაგრამ საოცრად მხნე.A
სოფიოს საკმაოდ დიდი მამული მოჰყვა მზითევად. პაპაც დაუღლელი იყო, ბებიაც, საზრისიანობაც არ აკლდათ და ბოლოს ისეთი ძლიერი ოჯახი ჰქონდათ, ეს დრო რომ დადგა, გააკულაკეს. კიდევ კარგიო, ვიღაც დიდ კაცს აქებდა პაპა (ესაც ნათქვამი მაქვს მოთხრობა `ზამთარში~), იმ კაცმა გადამარჩინაო. ოცდაჩვიდმეტში მაინც დაიჭირეს 69 წლისა და აქვე, ნავთლუღის ბოლოზე დახვრიტეს.
აი, ამ ძლიერი ოჯახის ნანატრი ქალიშვილი იყო დედაჩემი, ქალაქშიც ნასწავლი, თვით ახალგიმნაზიაში (ახლანდელი უნივერსიტეტის შენობაში), წიგნების მოყვარული. რასაც დედა იტყოდა, მათი ოჯახისათვის კანონი იყო. გიმნაზიაშიც დიდხანს არ უსწავლია. ომი იყო, ძალიან ჭირდა, თან უცხო ოჯახში იყო მიბარებული და, ერთხელ რომ პაპაჩემი ჩასულა, გამოჰყოლია, საბოლოოდ დაბრუნებულა თავის სოფელში. აქ უკვე ჰყვარებია მამაჩემი. მე ცამეტი წლისა ვიყავი, რომ გადავირიეთ, მამათქვენი კიდევ თექვსმეტისო. თუ როგორ იყო ეს სიყვარული, თვალნათლივ ჩანს აქედან: მთელ დღეს რომ ერთად ვყოფილიყავით, საღამოს ისევ წერილებს ვწერდით ერთმანეთსო. ხან ვის ატანდნენ, თურმე, ამ წერილებს, ხან-ვის. რაღა თქმა უნდა, ქვეყანას მოედო ეს ამბავი. პაპა, ბებია და დედაჩემის ძმები გიჟდებოდნენ თურმე. მამაჩემს, კოტე ინანიშვილს, მამით ობოლს, ჩვილბავშვობიდანვე დანგრეული, დარბეული ოჯახის შვილს(ძველი ვალის მარტო სარგებელში რომ მიჰქონდათ 3-4 საპალნე ღვინო), ერთი ძმისა და ორი დის პატრონს, არაფერი რომ არ გააჩნდა მკვირცხლი გონებისა და ძალიან ლამაზი ღიმილის მეტი, რომელი ოჯახი ინატრებდა სიძედ, მით უფრო ეგეთი ძლიერი ოჯახი, როგორიც პაპაჩემისა იყო, მაგრამ დედამ თავისი გაიტანა. ოღონდ არ დაგვიჭლექდესო და შეაუღლეს. დედა თქვესმეტი წლისა ყოფილა მაშინ, მამა ცხრამეტისა. ბედნიერებიც ვიყავით ძალიანო. ახალი ცხოვრება მოვიდა. მამა პირველ კომკავშირელთაგანი გახდა, მალე პარტიულიც, ხან რა კურსებზე გზავნიდნენ, ხან რა, და ბოლოს იმას მიაღწია, რომ მთელი სოფლის თავკაცი გახდა. მოწიწებით შეჰყურებდა თვითონ პაპაჩემიც. მინახავს ოჯახის საამაყო სურათი. მალაქია ტოროშელიძე და რამდენიმე ახალგაზრდა, მათ შორის-მამაჩემი. მახსოვს რევოლვერიც, ნაჩუქარი სერგო ორჯონიკიძის ძმის, პაპულია ორჯონიკიძის მიერ. ტარზე ჰქონდა ამოკვეთილი წარწერა. 37-ში მამა რომ დააპატიმრეს, სურათიც წაიღეს, რევოლვერიც და კიდევ ბევრი რამ, - თვით დედაჩემისა და მამაჩემის ადრეული, ნახევრად ბავშვური სასიყვარულო წერილები. გადასახლებიდან ერთ ხანს მოგვდიოდა წერილები. ამ წერილებით სულ ერთს შეგვაგონებდა, -მე კომუნისტი ვარ, კომუნისტად მოვკვდები, კომუნისტებად უნდა დაიზარდნეთ თქვენცაო. ეს კი რას ნიშნავდა მაშინ, - ჯერ ხალხს, მერე შენო. ორმოცდაათში წერილები შეწყდა. 1956 წელს რეაბილიტაცია მივიღეთ.
ხომ იციან ნათესავებმა ბრძნობა, მამაჩემზეც – ასე და ისე რომ მოქცეულიყო, ვინ ახლებდა მაგას ხელსო, მაგრამ დედა მაინც არასოდეს ამბობდა რაიმე სააუგოს მამაზე. პირიქით, ეტყობა, სულ იმის სახეს დაჰფოფინებდა ფიქრებში. შემოგვისხამდა შვილებს საღამოობით, ან სიმინდს ვფხვნიდით, ან მატყლს ვწეწავდით და გვიყვებოდა თავიანთი სიყვარულის ამბებს. დღესაც, სულ ცხადად ვხედავ ერთ იმ ამბავთაგანს: დამთავრდა საშობაო არდადეგები, ქალაქში მივყავარ დიდის ამბით ჩვენებს. თოვლია, გადაბარდნილა ყველაფერი. მოჩარდახულ, მოთბილულ ურემში ვსხედვართ: დედაჩემი, დედაჩემის დის მული (ის იყო ქალაქელი ქალი, იმასთან ვიყავი ოჯახად) და მე – გაბუებული, გადრუნჩული. მამაჩემი ხარებს მიუძღვის წინ. ქვემოთ გზაზე მივდივართ, ვენახებში, ისევა თოვს, ბარდნის, გადათეთრებულია მამაჩემიც, ხარებიც. გავიხედე და რასა ვხედავ: კოტე არ გადმოხტა გზაზე?! თოფი უჭირავს ორი ხელით; ნადირობს. მარტო ერთი შევხედეთ ერთმანეთს და, ვენახებიდან აღარ გავსულვართ, ავიტკიე მუცელი, ვაიმე, ვკვდები_მეთქი, ვაიმე, გავთავდი_მეთქი. გადაირიაA მამაჩემი, მოაბრუნა ხარები, მიმიყვანეს შინ, ჩამაყრევინეს ფეხი ცხელ წყალში, დამიდეს ცხელი აგურიც, დამალევინეს ხართუთის მურაბიანი ჩაი, საღამოს კი ავიპარე, ავედი ზევით და შევხვდი გაბრწყინებულ მამაჩემს.
ესაც ადრე მაქვს ნათქვამი, დედას სანამ ავადმყოფობა დარევდა ხელს, შესანიშნავი მთხრობელი იყო, თანაც ძალიან თავისებური: თითქოს მშრალად მეტყველი. იმ სიყვარულის ამბებს ხომ ყვებოდა წერტილიდან წერტილამდე, მერე ზღაპრებს უყვებოდა შვილიშვილებს. თვალები გადმოცვენაზე დამრჩა _ ორი ძმის, გიჟისა და ჭკვიანის ზღაპარი რომ მოუყვა კოტეს: “-ავიდა გიჟი ძმა პანტაზეო, დაჰკრავს ფეხს, ხრიალით მოდის პანტა, თხები და ცხვრები ხან აქეთ მიაწყდებიან შიშით, ხან იქით, მარტო ერთ თხას ჩამოუგო რქაზე პანტა; ჩამოვიდა გიჟი, შენ აქეთ იდექიო, გაიყვანა ის რქაზე პანტაჩამოგებული თხა ცალკე, დანარჩენებს კიდევ მისდგა, ამოიდებს მუხლქვეშ და გამოსჭრის ყელს, სტაცებს ხელს, დააბჯენს ზედ მუხლს და გამოსჭრის ყელს”... ერთი სიტყვით, ყოველგვარ მოძრაობას დაინახავდა კაცი.
მკაცრი და თავისი თავით შემოსაზღვრული ქალი კი იყო. იშვიათად მოცინარი, იშვიათად გასული უბნის სალაყბოზე საღამოობით. ჩემს და-ძმაზე ვერაფერს ვიტყვი, უფრო ძმაზე, ის ყველაზე პატარა იყო, თანაც ხშირად ავადმყოფობდა და იმას ხშირად ეფერებოდა ხოლმე, მე კი, ასე მეჩვენა, რომ გავჭაღარავდი, მაშინ მომკიდა ორივე ხელი თავზე, - ვაიმე, შვილო, რა ადრე მიჭაღარავდებიო, მიმიხუტა და იმ ჭაღარაზე მაკოცა. ვერავითარ საღლაბუცო სიტყვას ვერ ვიტყოდით მასთან. არც თვიონ იცოდა ჩვენი წყევლა. თუ ძალიან გაბრაზდებოდა, ერთ ამას გვეტყოდა – “მამა გიცხონდათ”... თან უკვე ვიცოდით, რომ “ცხონება”, “ცხოვრებასაც” ნიშნავდა. ჯანსუღ ჩარკვიანმა ერთხელ ტელევიზიაში თქვა, რეზო ინანიშვილის დედა, თურმე, კარგაუნახავებს ეძახის გაუთხოვარ ქალებსო. ეგ ნათქვამი დედისთვის არ გაგვიმხელია, რომ გაეგო, ძალიან იწყენდა. შესანიშნავად კითხულობდა ` ~ვეფხისტყაოსანს`_ძველებურად, წამღერებით ტკბილად. არასოდეს დამავიწყდება მისი წაკითხული `ელისოც` თითქოს ცოცხლები გელაპარაკებიანო. სიბერეში, როცა მოიცალა ყველა გაზეთს კითხულობდა თავიდან ბოლომდის. ბევჯერ ის მაცნობებდა, სად რა ეწერა ჩემთვის საინტერესო. ჩემს დაწერილებსაც ხშირად მას ვუკითხავდი, დიდად არასოდეს შევუქივარ, მაგრამ მისი კეთილი, კმაყოფილი გამოხედვაც კი დიდ ძალას მაძლევდა. ერთხელ ისე მოხდა, რომ რუსულიდან ჩემს მიერ თარგმნილი მოთხრობა ხელმოუწერლად გამოქვეყნდა. დედას დაეწყო ამ მოთხრობის კითხვა და მკითხა, შენი გასწორებული ხომ არ არისო? მე სახტად დავრჩი.
მამაზე ერთი ესაც უნდა ვთქვა: სოფლის შვილად თუ გრძნობდა თავს – გულლაღი იყო, პირდაპირი, შეუპოვარი, მუდამ სახეგახსნილი. ახლობელი ქალები ანდა კარგად მცნობნი, ხშირად მეტყოდნენ ხოლმე, - ვაიმე, შვილო, ის რა ლამაზი გყავდათ და შენ ვის დაემსგავსეო. ინანიშვილებს ორი მთავარი გენი გვაქვს – შავები და თეთრები. შავები ზაქარაანთებში სჭარბობს, თეთრები ინანიშვილებში. მამა თეთრი იყო, მისი ძმა გიორგი შავი. შვილები შავები გამოვედით, მისი შვილიშვილები – ერთი თეთრი, მეორე შავი, ჩემი შვილიშვილებიც, - ერთი თეთრი, მეორე შავი.
36 წლისა იყო მამა, რომ მოგვაცილეს. თუმცა, რა მოგვაცილეს, როდის იყო ის ჩვენთან, დილით ძალზე ადრე მიდიოდა საქმეზე და ღამე გვიან ბრუნდებოდა. ჩვენთან, მარტო ოჯახის წევრებთან, არ დაჯდებოდა პურის საჭმელად, უეჭველად რომელიმე ამხანაგს დააძახებინებდა და წინ დაისვამდა. მე სულ რიდით ვიყავი მასთან. 3-4 წლის ვყოფილვარ, გადმოუღია თოფი და მოუმიზნებია ხუმრობით, - გესროლოო? მე ერთი წამოვწითლებულვარ და წამოვჭიმივარ, მესროლე-მეთქი. მამას ცრემლები წამოსვლია.
ესაც უკვე მაქვს ნათქვამი: ერთხელ ბავშვები პატარა ქოხს ვაკეთებდით. ბოძების ჩასმა გვიჭირდა, გამოიარა მამამ ამხანაგთან ერთად, გამოგვართვა ის ბოძები – ჭიგოები, დააწვა ღონივრად და ჩასვა. ის დღე იყო და სულ მეამაყებოდა იმისი ღონე.
უსაყვარლესი...
ჩემი ბავშვობის თანმდევი თუ როგორ ვთქვა...
http://www.radikal.ru
რევაზ ინანიშვილის
სამაგიდო რვეულებიდან
თორმეტი სქელი, საოჯახო ფოტოალბომისხელა ბლოკნოტი დატოვა რევაზ ინანიშვილმა. ამ დიდ, სამას-ოთხას გვერდიან ბლოკნოტებს ის “სამაგიდო რვეულებს” ეძახდა. ნაწილი, “რვეულებში” ჩაწერილი ესეების, მინიატურების, შთაბეჭდილებების და მოთხრობების ესკიზებისა, მან სიცოცხლეშივე გამოაქვეყნა.
რვეული I. 1966წ.
გვ 3.
ჩვენი სული ბავშვების მიერ კუბიკებით აშენებული ხუხულას ჰგავს. ყველა, ვინც კი გვხედება, თითო კუბიკს მაინც ადებს ზედ, ანდა პირიქით, მიაქვს. და ვაი, რომ ამ ადამიანთა შორის არიან ისეთები, რომლებიც ორი ხელით, უბით, მთელი კალთით იტაცებენ იმას, რასაც თითო-თითოდ დებდნენ სხვები...
გვ 4.
როგორც მუსლიმანი შედის მეჩეთში – ფეხგანბანილი, განწმენდილი, - ისე მე შევდივარ ფერებისა და სახეების სამყაროში, რომლებიც სადღაც მაღლიდან უნდა ჩამოვკრიფო და წინ დავუწყო სხვებს. ვგრძნობ ეს ყველაფერი ძველია, თანამედროვეობას ჩამორჩენილი, მაგრამ იმედი მაქვს ხელოვნებაც აიტანს ერთ ცრუმორწმუნეს, და უდრტვინველად განვაგრძობ გზას.
გვ 26.
ლიტერატურამ მკითხველი არ უნდა მოსწყვიტოს თავის თავს. პირიქით, მან უნდა ასწავლოს ვინ არის ის, რა ადგილი უკავია მას ამ დედამიწაზე და რა მისია აქვს შესასრულებელი. ნუ გვგონია, ბევრმა იცოდეს ეს.
როდესაც “განათლებულ ადამიანთა” ერთი ჯგუფი მიმტკიებს, თითქოს საჭირო არ იყოს ჩვენი, საკუთარი პატარა ლიტერატურის ქონა მსოფლიოს დიდი ლიტერატურების გვერდით, თითქოს თარგმნილი წიგნები უკეთესად გააკეთებდეს ჩვენი ლიტერატურის გასაკეთებელ საქმეს, მე მათ ერთ-ერთ კითხვად ყოველთვის ამას ვაძლევ: ხომ არ მოსწყვეტს თარგმნილი ლიტერატურა ჩვენს მკითხველებს თავის ადგილს ხომ არ დააბნევს; რადგან მე ასე ვიცი: რამდენი მთაც არსებობს – იმდენნაირი ხასიათი აქვს ამ მთებს, იმდენნაირი კონკრეტული ხერხებია საჭირო ამ მთის ძირის საცხოვრებლად; ძნელად, რომ ამერიკის პრერიების მცხოვრებთა სულისკვეთება მოარგოთ ჩვენი ფიცხი მთების შვილთა ხასიათს.
გვ 28.
ადამიანი ბავშვობიდანვე უნდა შეაჩვიოთ იმ აზრს, რომ იგი განცხრომისთვის არ არის მოსული ამ ქვეყანაზე. მან უნდა ზიდოს მძიმე ლოდები სახლების ასაშენებლად, თხაროს ქვასავით მაგარი მიწა გზებისა და არხების გასაშენებლად, თვალები ჩაიწყალოს მილიარდობით დახვავებულ სასტამბო ნიშნებში. წინააღმდეგ შემთხვევაში იგი დაჰკარგავს სულიერ წონასწორობას. ეს კი უსაშინლესი დაავადებაა ყველა დაავადებათა შორის.
გვ 46.
ადამიანის ცხოვრება ყველაზე მეტად ცეცხლის ალს წააგავს. ის ხომ გამუდმებულ სწრაფვაშია. თანაც მიისწრაფვის მხოლოდ და მხოლოდ მაღლა, მიისწრაფვის და... თავდება არარაობაში, როგორც თვით ალი, ისევე მისი კვამლიც.
გვ 47.
ჩემს წიგნის კარადაში ჩამწყვდეულია ასეულობით ადამიანის სული. მე კი ხელები ზურგს უკან მაქვს წამოწყობილი და ციხის ზედამხედველივით ვცემ ბოლთას მათ წინ.
გვ 64.
ჩემი ნაწერები ნამცეცებად გაბნეული სიკეთის ამოკენკვის ცდაა.
გვ 71.
ღმერთო, რა ლამაზები ვიყავით, მშივრები რომ ვიდექით წიგნის მაღაზიაში და აღტაცებულნი შევყურებდით კუინჯის “არყნარს”.
რვეული II. 1971წ.
გვ. 13.
სისადავე! სისადავე! სისადავე!
ოი, რა ძნელია მიღწევა.
გვ. 22.
თანდათან უფრო მიჭირს “მხატვრული ნაწარმოებების” წერა. მე მეჩვენება, მამაკაცისთვის უკადრისი საქმეა, დაჯდე, დაიდო წინ სუფთა ქაღალდი, მოიმარჯვო კალამი და დაიწყო შეთხზვა რაღაც - რაღაცეებისა.
მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ უარს ვამბობდე საერთოდ წერაზე. არა როგორც ამ წიგნიდანაც ჩანს, მე ვწერ, ვწერ დიდი სიყვარულითაც – მხოლოდ... არა ტრადიციულ მოთხრობებსა და ასეთებს.
გვ. 29.
სინათლე, სინათლე ფრაზაში, სინათლე კომპოზოციაში, სინათლე დედააზრში! აი, ჩემი მთავარი დევიზი წერის დროს.
გვ. 76. მუსიკაზე
ღამის ორ საათზე ვიღაცა უკრავს შოპენს, იგი მაღლაა, მესამე სართულზე, მე დაბლა, ჩაბნელებულ უკაცრიელ ქუჩაში, და მეჩვენება, რომ თავზე მაყრის ძველებური, ბროლივით გამჭვირვალე და წკრიალა პოეტური სულის ნამსხვრევებს.
გვ. 89.
თქვენ ატყობთ ჩემი მწერლობით მე “მდგომარეობას” არ ვიკეთებ. არც მდგომარეობით არ ვიკეთებ მწერლობას. მე ვწერ, ჩემს სულს რომ ლოცვა დასჭირდება. რატომღა ვბეჭდავ და ფულს რატომღა ვიღებ? იმიტომ, რომ ჩემს ფიზიკურ არსებობას უამრავი გადასახადი აქვს შეწერილი ამ ქვეყანაზე.
გვ. 168.
მხატვრული სახე – ადამიანი, ცხოველი, მცენარე, ნისლი ან წვიმა – ისე ამყვება, ვერაფრით ვეღარ ვახერხებ ხოლმე მის ჩამოცილებას, თუ არ ავდექი და ერთ დღეს ქაღალდზე არ გადავიტანე. მაგალითად: კუკრუჭანებმა ათ წელიწადზე მეტ ხანს მდიეს. სულ სამი გვერდის დაწერა კი დამჭირდა და მორჩა, გამათავისუფლეს.
გვ. 169.
რამდენი ხანია მე ვყაყანებ ამას: ჩვენი მოზარდი თაობის სულს მართავს ამერიკანიზმი. ამერიკული ჯინსი, ამერიკული ბრტყელი ქამარი, პერანგი, ვარცხნილობა სმიტ – ვენსონი, სიარული, ერთმანეთთან ურთიერთობა, აი, საოცნებო სამყარო, როგორც ბიჭებისთვის, ასევე გოგონებისთვისაც. ჩვენ კი თევზის ქონივით ძალით ვასმევთ ჩვენს შეხედულებებს – ჩვენს პუშკინს, ჩეხოვს, ვაჟას, ალ. ყაზბეგს და სხვა ასეთებს.
გვ. 183.
ერთი წუთითაც კი რომ წარმოვიდგინო, მე ვმწერლობ ვიღაცეების გასართობად, მაშინ სამუდამოდ ავიღებდი ყოველგვარ წერაზე ხელს.
გვ. 184.
ჩემო საბრალოებო, ჩემო საცოდავებო, მე ხომ ყოველთვის სიცოცხლეს ვათავებ, როცა მდგომარეობას წარმოვიდგენ სამყაროში: მე ხომ ყველას გულისათვის ვკვდები! მხოლოდ ჩემი თავი არ მიმაჩნია ამის ღირსად.
გვ. 196.
მე ვეღარ ვახერხებ ფიქრისა და წერისათვის გამოვგლიჯო მსახვრალ ცხოვრებას დრო, და ეს დამღუპავს.
არადა რა საინტერესო რაღაცეებს ვხედავ ჩემს შიგნით, მხოლოდ ღრმად, როგორც მდინარის ფსკერზე.
რვეული IV. 1975წ.
გვ. 154.
როგორ მიკვირს, - რა ვარ და ვინ ვარ? ესოდენ მძაფრად რომ მიწურავს გულს ყოველი ცუდი ფეხსაცმელი ქალისა, ყოველი გახეხილი პალტო, ყოველი უგემურად შეკერილი კაბა. არანაკლებად განვიცდი ხოლმე გამხდარი, ფერმკრთალი ბიჭების ულაზათო, უქონოლობით იოლად გასასვლელ ჩასაცმელ – დასახურს. თანაც ეს შარვლის სიგანე უსიამოვნოდ მეჩხირება თვალში.
გვ. 170.
ნუთუ ჩემი ერთგულება “მცირე ფორმისადმი” არ მეტყველებს იმაზე, რომ არავის ვეჯიბრები არც მწერლურ სახელში, არც ქონების მოხვეჭაში. მე ხომ გრძლადაც შემიძლია წერა, (თანაც ძალიან სწრაფად) რაზედაც მეტყველებს ჩემი კინოსცენარები.
გვ. 174
არავითარი გამონაგონი! რაღა დროს გამონაგონებია. ყველაზე საშინელი ყოველდღიურობა, აი, ამოცანა თანამედროვე ხელოვნებისა. წავიკითხე ჩემი ~დაბრუნება~ და ცოტა დამიმიმშვიდდა სული.
გვ. 203
საზიზღრად ადვილად იწერება ~უიღბლო გიგოს~ ფრაზები. იმდენად ადვილად, რომ არავითარი სურვილი არა მაქვს წერისა. სულ სხვა იყო ~ძველებური ელეგია~ და დედულეთის გზაზე~, იქ ყოველი ფრაზა ქვის თლას ჰგავდა. მე ასეთი ქვის თლა მიტაცებს.
გვ. 222.
ჩანაწერები ~სამაგიდო რვეულიდან~, რომლებიც გამოქვეყნებულია ~ცისკრის~ პირველ ნომერში: ნუთუ ვერ ხედავთ, რამდენმა რამემ მოიყარა ერთი ფორმის ფარგლებში? რამდენი ხასიათია, რამდენი სიუჟეტი, რამდენი ფერი. გადაიღეთ თანმიმდევრობითი კინოფილმი და ნახავთ, რომ იგი იქნება უმდიდრესი მოზაიკა. ეროვნული მოზაიკა. სცადეთ და სხვა საშუალებებით ჩატიეთ ამდენი რამ ოციოდე გვერდში! რამდენი გრძელი მოთხრობა და თანამედროვე რომანი დაგჭირდებათ საამისოდ.
გვ. 236.
ვკითხულობ ჩემს ~შორი თეთრი მწვერვალს~ (წიგნს).
მეჩვენება თუ მართლა ასეა? ვაჟას, ეკატერინე გაბაშვილის და იროდიონ ევდოშვილის სოფლებს მიემატა ჩემი სოფელიც. 30-40-იანი წლების ჩემი სოფელი. ამ წლების შემდეგ უკვე სხვები იქნებიან, ან უკვე არიან კიდეც, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ საბავშვო ლიტერატურაში.
რვეული V 1981წ. 17.VII უჯარმა
გვ. 48.
ზედაზენზე და უძოზე ისევ დგანან ჩემი ბავშვობის ზამთრისპირის ღრუბლები.
გვ. 51.
ძალიან ძალიან რომ გაგიჭირდება ადამიანებთან, მიდი მიწასთან ბარით და თოხით, გაუხსენი გული, იმას ელაპარაკე ის დაგიამებს სულის ტკივილს.
გვ. 58.
~კეთილო~ - მოთხრობა ბავშვებისათვის ძროხაზე. კეთილო მარტო ძროხაა? ის მკვებავი მიწაა. მე მზარავს ამ მიწის გაუფასურების შიში. დედამიწაზე არსებული ყველა მანქანა ვერ შეედრება ძროხის სასიკეთო ქმედებას. ასევე ვფიქრობ მოთხრობებზე: ~ჩიტუნიას ლოცვა~, ~ლამაზი ხე-თელა~ და სხვა.
გვ. 59.
მე პოეტი ვარ, მხოლოდ იმით ვარ გამორჩეული, რომ პროზაიკოსის გასამრჯელოს მიხდიან ან: მე პროზის ტარიფით მომუშავე პოეტი ვარ.
გვ. 80.
დადგება დრო და ვიღაც უთუოდ მიხვდება, რომ ჩემი მოთხრობების დიდი ნაწილი პასტელით კი არა, ნემსის წვერით არის ნაწერი ფოლადზე.
რვეული VI _ 1982წ.
გვ. 5.
მგონია ვეღარასოდეს დავუბრუნდები მოთხრობებს, თუ ქალაქიდან არ გავიქეცი.
გვ. 6.
მეღვიძება ხოლმე შუაღამის სამის ნახევარზე_სამზე უმშვენიერეს საკითხავს მივაგენი. ესაა ჩვენი, ქართული ენციკლოპედია. დიდი სიამაყით მევსება გული, მასალათა უდიდესი ნაწილი ხომ ჩვენი სპეციალისტების მიერ არის დაწერილი, წიგნიც ჩვენებმა გააკეთეს, სტამბის მუშებმა.
გვ. 7.
მე მხოლოდ იმის იმედიღა მაქვს, ზემოდან თუ მოვა რამე შვება.
გვ. 29.
ჩემს ნამდვილ მოთხრობებს არასოდეს მკარნახობს სინამდვილე, უფრო ზუსტად _ ისინი არ მოდიან წინიდან ჩემსკენ, ვიღაცეები თუ რაღაცეები მასხედან მხრებზე და მეჩურჩულებიან ყურისძირებში. როცა ისინი მტოვებენ, ვყრუვდები. რასაც მაშინ დავწერ, თვითონ არ მესმის.
გვ. 80.
გუშინ აქ, უჯარმაში, ჩემთან იყვნენ თემურ მაღლაფერიძე და გურამ გეგეშიძე. დიდად გავიხარეთ. თითქმის სხვაგვარად გამოიყურებოდნენ მთებიც და ცაც.
გვ. 167.
წუთით მოგვევლინა ~ჩუფჩიკა~(თენგიზ მირზაშვილი, მხატვარი) რა სასიამოვნო ზეიმი იყო ეს წუთი ჩემი ოჯახისათვის!...
გვ. 102.
აფთიაქში ჩემი თანაკურსელი ცისანა გენძებაძე შემხვდა. შვილი მძიმეზე მძიმე ავადმყოფი ჰყავს, ქმარი შარშან გარდაეცვალა. გამხდარა, დაპატარავებულა, უმძიმესი სევდა უდგას ოდესღაც გიზგიზა თვალებში. ღმერთო, რა შემიძლია, რით ვცე ნუგეში?!
გვ. 113.
მე ძალიან ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, არც ვცდილობ, რაიმეთი გამოვერჩიო სხვათაგან. ისე ვიცმევ, როგორც ყველა, ისე ვიკრეჭ თმას, როგორც ყველა, სიარულიც ისეთი ვიცი, როგორც ყველა დადის. მიუხედავად ამისა, მაინც ვგრძნობ, რა საშინელი ტვირთი მკიდია სხვებთან შედარებით. მე გამუდმებით უნდა ვწერო, თან ვწერო ახალი და ახალი გამონაგონნი. ამ გამოგონებებისთვის იძულებული ვარ გადავიდე, გადავსახლდე სხვაგან და სხვაგან, ჩავდგე სხვათა და სხვათა შორის. ვუყურო და ველაპარაკო სხვებსა და სხვებს. ეს საშინელი შრომაა, ძალიან მღლის. გარეგნულად ვერაფერს შემატყობთ, მაგრამ შინაგანად ქანცი მაქვს გაწყვეტილი.
გვ. 120.
რატომ დავდივარ მხრებდახრილი? წამით არ მტოვებს ხოლმე ფიქრი, რომ ხალხი პურს მაჭმევს ჩემი ნაწერების გამო, ის კი არ ვიცი, რამდენად ნამდვილი სიკეთე მოაქვთ ამ ნაწერებს.
გვ. 125.
რა უნდა ჩემს სულს? რას ელის, რისი იმედი აქვს... ხანდახან აიწევს ასაფრენად აზიდული არწივივით, ვერ აფრინდება და ისევ მძიმედ დაუშვებს ფრთებს. მაშინ დავდივარ უმიზნოდ და უმისამართოდ. ამას მარტოობა ჰქვია.
გვ. 148.
ლოგინში რომ ვწვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ.
დამენანება ჩამოტეხილი ტოტი და იმ წამშივე ყუჩდება სულის ტკივილში რაღაც.
გვ. 167.
პოეზია ადრე ჩემს გარეთ იყო. ახლა ჩემშია, შიგნით, ძვალ-რბილში მაქვს გამჯდარი.
წინათ სხეულთავისუფალი, დროებით შევდიოდი მასში, მობანავესავით ვეძლეოდი განცხრომას და მერე ვტოვებდი, როგორც ზღვას. ახლა ვეღარ ვახერხებ ამას. მძინარესაც კი ყოველი უჯრედი გათანგული მაქვს შეგრძნებებით~ ეს საოცარია~: საოცარია ფოთოლი, კვირტი, ხე, ფრინველი, წყალი, მთა, ყველაზე მეტად _ ადამიანი. საოცარია და საამოდ მათრობელი.
გვ. 241.
ხანდახან ვფიქრობ _ დანაშაულს ხომ არ ჩავდივარ, შვილიშვილებს ტკბილად რომ ვექცევი-მეთქი. მერე გადავავლებ ჩემს ცხოვრებას თვალს, _ სულ დაძაბულობა, სულ პასუხისმგებლობის ქვეშ კანკალი!_ მხოლოდ ბებიას ღიმილი, მისი სათნო დამოკიდებულება ყველაფრისადმი!_ და ისევ განვაგრძობ ჩემსას. მე რომ ბებიას გვერდით არ გამეტარებინა ჩემი ბავშვობის დღეები, რაღა დამრჩებოდა ლამაზი მოსაგონებელი, არ ვიცი.
გვ. 260.
შემიძლია განვმარტოვდე, ვიყო ახალ ბინაში, საბურთალოს ქუჩაზე, უჯარმაშიც, მაგრამ აშკარად ვხედავ, პატარების გარეშე ვეღარ ვძლებ. ისინი ახშობენ თავიანთი ხმაურით ჩემში ჩამოწოლილ მარტოობის გრძნობას. რომ ვეღარ მუშაობო? მე მეღიმება. დიდია ღმერთის ძალა. თუ ღმერთი ღირსად მცნობს, მამუშავებს, წისქვილის ქვაზეც რომ ვიჯდე. სასწრაფო გადაუდებელი სათქმელი კი არაფერი მაქვს. რაც სასწრაფო და გადაუდებელია, იმას მთელი ქვეყნიერება ღრიალებს _ გონს მოდით, ადამიანებო, სიცოცხლის მოსპობას ნუ აპირებთ დედამიწაზე! ყველა კი ყრუა თითქოს.
გვ. 303.
ჩემი წარმოდგენით, მწერალი უნდა წააგავდეს მწირს, რომელიც ბრძოლის ველზე დადის და წყლულებს უხვევს დაჭრილებს. ეს მწირი, თვითონ გადამტანი ათასგვარი ჭირ-ვარამისა, ნუგეშს უნდა უნერგავდეს სულატკივებულებს, ათბობდეს შეციებულთ და აწყნარებდეს.
გვ. 324.
შემიპყრობს ხოლმე ეჭვი, სინათლე, რომლისკენაც მე ესოდენ დაუოკებლად მივისწრაფი, ხომ არ არის პრიმიტიზმი, რომელიც მძულს. მივდივარ გოგენთან, ვან-გოგთან, მოდლიანთან, მარკესთან და ვმშვიდდები. აი, ახლაც წინ მიდევს მოდლიანის ~პეიზაჟი~_ სულ რამდენიმე ხაზით მოთავებული ფოთოლი, ხე, სახლის სამკუთხა სახურავი, ერთი შავი სარკმელი, იქით, სიღრმეში, ზღვა და მერე ბაცი ცა... დამთრგუნავი სილამაზე, რაღაც მარტოობისა და განწირულობის გრძნობა... პრიმიტივისტები ვერასოდეს ახერხებენ განწყობილების ამ რანგში ატანას.
გვ. 371.
დგება დღე, ხან როდის, ხან როდის,_ ყველაფერი არარაობად მეჩვენება, რაც კი მე დამიწერია ოდესმე.
”ძალიან პატარა დიდი ქვეყანაში..”
"ტირიან ირმები,
ტირიან შვლები,
ტირიან მელიები,
ტირიან მგლები,
ტირიან ტყეები,
ტირიან მთები,
მზევ მოდი მოგვხედე..”
"..კიდევ კარგი რომ მამაკაცებს უმეტესად უკან გადაგვდის ცრემლი."
"როცა შენს გვერდით გამიჭირდეს და ტოტზე ჩამოვჯდე..თუკი ჩემი თვალების ბოლოებზე ახალი ნაოჭეი შეამჩნიო,შეჩერდი და იმ ნაოჭებზე რბილად გადამისვი ხელი."
"საკმარისია აქეთ-იქით მიმოხედვა შესძლო და უამრავ რამეს დაინახავ ისეთს,რომელთა გულისათვის მაინც უნდა დარჩე ქვეყანაზე"
”ზამთრის პირი”
"...მივალ და დავჯდები,ისიც დაჯდება,ჩემკენ გვერდმოქცეული.ქსოვს.მე ვდუმვარ.ისიც სდუმს.ბოლოს,მე მაინც ვამბობ რაღაცას,ის ქსოვს.თითები სიბრაზით აქვს დამუხტული.მე ისევ ვიტყვი რაღაცას,ის ისევ ქსოვს.მე ერთხელაც ვიტყვი ჩემსას.ის ნერვიულად იხვევს თითებზე ძაფს და მერე ისევ ქსოვს.თიღები ხმელი აქვს,მთრთოლი და ცივი,ტუჩებიც ცივი ,ცივი.. "
"პაპა ,იცი რა? რა და იცი,როგორ უნდა დამყარდეს მშვიდობა მთელ დედამიაზე?როგორ და სუყველა ოჯახს,სუყველას უნდა ჰყავდეს პატარა ბავშვები იმ ბავშვებს კიდე- დედები,მამაები,ბებიები,პაპებ
.იმათ ხოიმ ყველას ძალიან ეყვარებთ ის ბავშვები,როგორც თქვენ გიყვარვართ მე და ჩემი ძმა,ჰოდა,როცა ყველას ასე ეყავრება ბავშვები ვირაც მოუნდება,ვიღა დაიწყებს ომს?!და დამყარდება სუყველგან მშვიდობა."
"უკვე რამდენი ყავისფერი ხალი აქვს ხელის გულზე.."
"შენ კი მუდამ მშვიდი და ცივი,არასდროს არაფერს ამბობ დაუწერელი ქაღალდივით...შენ ახლა ხ არ..კოშკი,რომელსაც კარი აღარ აბია არსაით.."
"ჩვენს კატაფშატაში" რომ არის, მე და ჩემი მამუკა ავიყრებოდით ჩვენი ხაშმელი ბებიის სანახავადო, მტელი ბავშვობა ინტერესი მკლავდა ახლოს იყო ეს ხაშმი თუ შორს, ფეხით რომ მიდიოდნენ ხოდა ამას წინათ ვნახე სადაც იყო
milana
გაიხარე ამ თემისთვის
ინანიშვილს რომ ვკითხულობ ერთ-ერთი მწერალია რომლის დაწერილსაც ისე ნათლად წარმოვიდგენ ხოლმე, რომ ქვების სუნსა და გემოსაც ვგრძNობ
ეს ყველა მწერალს არ შეუძლია და მე თამამად ვიტყვი რომ ინანიშვილი თავისი ე.წ. ,,სოფლური პროზით" ბევრ კლასიკოსს თU რაღაც აღიარებულს მირჩევნია
ვოტ
გვ. 148.
ლოგინში რომ ვწვები, თუ წუთით მაინც შეგიპყრობს ფიქრი, სადღაც ვიღაცას სცივა, სადღაც ვიღაცას ენატრება ლოგინი, სადღაც ავადმყოფი ფრინველი კანკალებს ბუჩქის ძირას, ან ცხოველი ილოკავს ჭრილობას, უკვე ადამიანი ხარ.
დამენანება ჩამოტეხილი ტოტი და იმ წამშივე ყუჩდება სულის ტკივილში რაღაც.. <==
მერეც გააგრძელეთ რა..
galaqtikosi
გადმოვიღო წიგნი მეეც?
milana
გაიხარე დადებისთვის, დიდი მადლობა... ძააან მაგრებია..
”ფეხების ფალტუნით მიმავალი მოხუცი”,”ლურჯად შეღრმავებული ცა”,”ხმელ ფოთლებსა და ბალახებზე რბილი,რბილი თათებით მომავალი სიბნელე”(რ.ინნაიშვილი)
ხელნაწერები...
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
რა ლაამზი ხელი აქვს...
http://www.radikal.ru
მისი ნახატები..
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
მე რეზოს ნაწარმოებებზე ვარ გაზრდილი.....ჩემთვის უსაყვარლესი და უახლობელესია მისი მოთხრობები....განსაკუთრებით მიყვარდა და მიყვარს წიგნი"შორი თეთრი მწვერვალი".....ახლაც რომ ვკითხულობ საოცარი სიმშვიდე მეუფლება..."მყუდრო" ნაწარმოებები აქვს
milana
ვაჰ, შენ რა მდიდარი მასალა გქონია
აი ყოჩაღ და მადლობა, რომ დადევი
"რევაზ ინანიშვილის პიროვნება და შემოქმედება ის სანთელია, რომელიც ჩაუქრობლად იწვის, სულს გითბობს და მგლისფერ რეალობას გიფერადებს".
/ლალი ურდულაშვილი/
"დედას ყველაფრის ეშინოდა, განსაკუთრებით სიცილის. სიცილის ყველას ეშინია... გაიცინებს ქართველი კაცი ცოტა მეტს და იმწუთშივე ელდასავით დაჰკრავს - ვაიმე, ცუდად არ ამიხდესო".
/რეზო ინანიშვილი, "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"/
"თუ ძალიან, ძალიან მოინდომებ რამეს, ძალიან, ძალიან - უეჭველად შეგისრულდება".
/რეზო ინანიშვილი, "ვიღაცას ავტობუსზე აგვიანდება"/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)