თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ქართული ენა
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 18 2006, 09:22 PM
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო
1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე.
2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ...
3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება.
4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ.
5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი.
დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ.
პოსტის ავტორი: mari თარიღი: Nov 18 2006, 09:27 PM
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 18 2006, 09:30 PM
ციტატა(mari @ Nov 18 2006, 09:27 PM)
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"
მათ ალბათ სმენიათ, რომ ორი უარყოფა ერთად არ იხმარება, მაგრამ იმდენი აღარ იციან, რომ არსებობს გამონაკლისები. ამასთანავე,
ვერცერთი და
არცერთი ცალ-ცალკე იწერება:
ვერც ერთი, არც ერთი. დანარჩენს მერე აგიხსნით, ახლა სიცხე მაქვს და წერა ნამდვილად მიჭირს.
პოსტის ავტორი: mari თარიღი: Nov 18 2006, 09:34 PM
მშვენიერი თემაა, გაგვანათლე, გაგვანათლე თორემ დღეს გრამატიკა ბევრს აღარაფრად მიაჩნია
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 18 2006, 09:36 PM
ციტატა(mari @ Nov 18 2006, 09:34 PM)
მშვენიერი თემაა, გაგვანათლე, გაგვანათლე
თორემ დღეს გრამატიკა ბევრს აღარაფრად მიაჩნია
''მარტო ვმუშაობ და...''
თქვენც უნდა დამეხმაროთ, მარტო ვერაფერს გავხდები (აი, აქ ერთი უარყოფაა)
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 18 2006, 09:56 PM
ციტატა(mnate @ Nov 18 2006, 09:48 PM)
შესანიშნავი თემაა
ახლა თავისუფლებას მივუბრუნდეთ
შეცდომაა "ა
ნთავისუფლებს" სწორია
"ათავისუფლებს"პირველ შემთხვევაში
"ნ"წარმოადგენს
"გან"-ზმნისწინის ნაშთს, ზმნისწინის გაყოფა კი არ შეიძლება
დავმატებ. სწორია:
ასხვავებს,
ავითარებს და არა:
ანსხვავებს,
ანვითარებს! აქაც არ არის საჭირო
ნ.
ხშირად ძველი ქართული ზმინსწინი აღ შუაზეა გახლეჩილი და ამ ორ ასოს შორის პირველი სუბიექტური პირის ნიშნები გვხვდება. ასე მაგალითად:
ავღზარდე,
ავღნიშნეთ.... მართებულია ვ-ს აღ ზმნისწინის შემდეგ დაწერა:
აღვზარდე,
აღვნიშნე. რაც შეეხება ზმნას აღიარება, მართებულია ვ-აღიარებ და არა აღვიარებ. ძველ ქართლში იყო ფორმა აღვიარებ, მაგრამ დღეს ეს აღ ფუძის ნაწილია და ამიტომ სუბიექტური პირის ნიშანი წინ მოექცევა.
ასევე გასამახვილებელია ყურადღება ერთ სიტყვაზე, რომელიც ხშირად იხმარება საეკლესიო ლიტერატურაში. ბევრ ''ლოცვანში'' შემიმჩნევია, რომ არასწორი ფორმითაა იგი გადმოცემული. ესაა
ღწვა. ხშირად წერენ:
ვიღწვი,
იღწვის. არადა ეს ზმნა მოდის სიტყვა ღვწა-დან, ამიტომ უნდა იყოს:
ვიღვწი იღვწის. აქედანაა სიტყვა
ღვაწლიც.
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 18 2006, 09:59 PM
ციტატა
ხშირად წერენ: ვიღწვი, იღწვის. არადა ეს ზმნა მოდის სიტყვა ღწვა-დან, ამიტომ უნდა იყოს: ვიღვწი იღვწის
ისე კი ძველი უფრო კარგად გამოითქმის...
პოსტის ავტორი: mnate თარიღი: Nov 18 2006, 10:11 PM
უი, უი, ჩვენი ბრენდი
არასწორია: ძააან
სწორია: ძალიან
პ.ს
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 18 2006, 10:12 PM
ახლა ყველამ მომისმინეთ!
თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, გაჩერდით და აქ მხოლოდ თემაზე ისაუბრეთ. თუ გნებავთ, გაგიხსნით ცალკე განყოფილებას, სადაც პროტესტის გამოხატვა შეგვეძლება, მაგრამ აქ არა. ძალიან გთხოვთ, ნუ მიფუჭებთ ამ ნორმალურ თემას. მჯერა თქვენი ჩემდანი ესოდენი გულისხმიერებისა და მოკრძალების და ვიმედოვნებ, რომ არ გადამთელავთ თქვენი გამოსვლებით და არ მომიკლავთ გულს!
პოსტის ავტორი: tat-ia თარიღი: Nov 19 2006, 01:27 PM
ხშირად შემხვედრია Cemis azriT, რაც არასწორია, უნდა ვთქვათ, [b]Cemi azriT[/b
პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 19 2006, 01:52 PM
თამარი
დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის...
შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა...
ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა:
სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ...
ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე?
პასუხისათვის წინასწარ მადლობა...
mari
მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი ეთერის დროს (არა სტუდიაში, არამედ იმ ადგილიდან საიდანც კორესპონდენტი ერთვება) ძნელია ყველაფერი გამართული ქართულით ითქვას..თან დრო აქვთ შეზღუდული და სწრაფად ლაპარაკობენ...
გარდა ამისა სტუდიაში მყოფი დიქტორი (მაგალითად კურიერის ან ქრონიკის დროს) კითხულობს მეტწილად სხვის დაწერილ ტექსტს (მგონი ასეა)..
აი ამ ტექსტის დამწერს, ან საგაზეთო და ჟურნალის სტატიების ავტორებს მართლაც მართებთ დახვეწონ ქართული ენა.
პოსტის ავტორი: fallen თარიღი: Nov 19 2006, 04:30 PM
ციტატა(mari @ Nov 18 2006, 08:27 PM)
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"
ეგ სწორეა გენაცვალე
2 უარყოფა უკვე დასტურია ასე რომ სწორია ვერცერთი მოვიდა
პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 19 2006, 04:31 PM
შეცდომაა მომწომს––სწორია მომწომნს
პოსტის ავტორი: fallen თარიღი: Nov 19 2006, 04:34 PM
ციტატა(mogzaura @ Nov 19 2006, 03:31 PM)
შეცდომაა მომწომს––სწორია მომწომნს
როგოორ? გაგვიმეორე თუ შეიძლება
პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 19 2006, 04:35 PM
რა არა?
პოსტის ავტორი: fallen თარიღი: Nov 19 2006, 04:36 PM
ციტატა(mogzaura @ Nov 19 2006, 03:35 PM)
რა არა?
ანუ უნდა ვთქვა მომწომნს?
აჰა დავიმახსოვრებ
პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Nov 19 2006, 04:41 PM
კი რადგან ბევრჯერ მივიღე მაგ სიტყვაზე შენიშვნა სულ მომწომს ვიძახდი და არაო მეუბნებოდნენ არის სწორი მომწომნს
პოსტის ავტორი: fallen თარიღი: Nov 19 2006, 04:45 PM
ციტატა(mogzaura @ Nov 19 2006, 03:41 PM)
კი რადგან ბევრჯერ მივიღე მაგ სიტყვაზე შენიშვნა სულ მომწომს ვიძახდი და არაო მეუბნებოდნენ არის სწორი მომწომნს
ვაიმეეე
ანუ მომწონს არ უნდა ვთქვათ ხოო?
დიდი ბოდიში მარა ამ ფორუმზე რას უშვებიან ხაალხს?
პოსტის ავტორი: mari თარიღი: Nov 19 2006, 05:01 PM
ციტატა(fallen @ Nov 19 2006, 04:30 PM)
ეგ სწორეა გენაცვალე
2 უარყოფა უკვე დასტურია ასე რომ სწორია ვერცერთი მოვიდა
ალბათ თამარის პასუხი ვერ ნახე ამასთან დაკავშირებით, სადაც გამონაკლისებზეა საუბარი
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 19 2006, 07:30 PM
ციტატა(glaxa @ Nov 19 2006, 01:52 PM)
თამარი
დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის...
შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა...
ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა:
სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ...
ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე?
პასუხისათვის წინასწარ მადლობა...
mari
მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი ეთერის დროს (არა სტუდიაში, არამედ იმ ადგილიდან საიდანც კორესპონდენტი ერთვება) ძნელია ყველაფერი გამართული ქართულით ითქვას..თან დრო აქვთ შეზღუდული და სწრაფად ლაპარაკობენ...
გარდა ამისა სტუდიაში მყოფი დიქტორი (მაგალითად კურიერის ან ქრონიკის დროს) კითხულობს მეტწილად სხვის დაწერილ ტექსტს (მგონი ასეა)..
აი ამ ტექსტის დამწერს, ან საგაზეთო და ჟურნალის სტატიების ავტორებს მართლაც მართებთ დახვეწონ ქართული ენა.
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის
წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის
უკან.
(ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით)
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 19 2006, 07:47 PM
[quote name='glaxa' date='Nov 19 2006, 01:52 PM' post='20444']
თამარი
დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის...
შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა...
ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა:
სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ...
ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე?
პასუხისათვის წინასწარ მადლობა...
მართალია თამარი არა ვარ, მე დავწერ პასუხს იმედი მაქვს, კადნიერებაში არ ჩამომერთმევა)
ადრინდელი წინა ვითრების აღსანიშნავად, ძველიდან მოკიდებული დღევანდლამდე, მუდამ იხმარებოდა და ამჟამადაც იხმარება სიტყვაწინ(ამ სიტყვისგან მიივიღეთ მსგავსი დანიშნულიების მქონე სხვა სიტყვები: წინათ, უწინ, წინანდელი,უწინდელი, წინასწარ, გუშინწინ, შარშანწინ, წინარე(წინარეისტორიული, წინარექრისტიანული), წინასაახალწლო..)
რაც შეეხება უკან სიტყვას, ტრადიციულად იგი შემდგომი, მომდევნო, გვიანდელი ვითარების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამაზე მეტყველებს მისგანვე მიღებული სიტყვა უკანასკნელიც (ე.ი. ყველაზე ბოლო).
მაგალითად შევადაროთ ერთმანეთს მყარი გამოთქმები: ამას წინათ და მას უკან ყოველი ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ პირველი გამოთქმა (ამას წინათ) ადრინდელ ვითარებას მიუთითებს, ხოლო მეორე (მას უკან) იგივეა რაც: მას შემდეგ.
ამ "წინ" და "უკან"- სიტყვების აღრევის წყაროა რუსული გამოთქმები:два часа (тому) назад, три года (тому) назад. და სხ.ვა მართალია, ცალკე აღებული назад ქართულად ითარგმნება როგორც უკან , მაგრამ ეს _მხოლოდ ადგილის მნიშვნელობით! დროის გაგებით კი ამგვარი გამოთქმები პირდაპირ, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება.
ასე რომ: სწორია (ეგ გადაცემა გოგი გეგეჭკორს მიყავდა)
[b] მრავალი საუკუნის წინ// წინათ
ოთხი წლის წინ // წინათ;
ერთი თვის წინ// წინათ;
ორი კვირის წინ// წინათ;
რამდენიმე დღის წინ(ათ);
ნახევარი საათის წინ;
ხუთი წუთს წინ...;[b][i]
)
ციტატა(თამარი @ Nov 19 2006, 07:30 PM)
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის
წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის
უკან.
(ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით)
ვაი!! თამარის პასუხი არ მინახავს ისე დავწერე
(
თამარ, მიიღეთ ჩემი დიიიიდი და თვალბფახულა ბოდიში
)
პოსტის ავტორი: fallen თარიღი: Nov 20 2006, 12:35 AM
ციტატა(mari @ Nov 19 2006, 04:01 PM)
ალბათ თამარის პასუხი ვერ ნახე ამასთან დაკავშირებით, სადაც გამონაკლისებზეა საუბარი
რა გამონაკლისებზე
მე იმას ვერაფრით ვერ მოვიდნენთქო არ ვიტყვი
იმიტომ რომ არაა სწორი
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 20 2006, 01:01 AM
ციტატა(fallen @ Nov 20 2006, 12:35 AM)
რა გამონაკლისებზე
მე იმას ვერაფრით ვერ მოვიდნენთქო არ ვიტყვი
იმიტომ რომ არაა სწორი
მერე მაგაზე არ გვითქვამს, გამონაკლისიაო. მანდ ერთი უარყოფაა საჭირო. მგონი, იქ სხვა მაგალითი იყო
პოსტის ავტორი: fallen თარიღი: Nov 20 2006, 02:27 AM
ციტატა(თამარი @ Nov 20 2006, 12:01 AM)
მერე მაგაზე არ გვითქვამს, გამონაკლისიაო. მანდ ერთი უარყოფაა საჭირო. მგონი, იქ სხვა მაგალითი იყო
ხო კაი თუნდაც ვერცერთი
ვერცერთი მოვიდა რა არასწორი ფორმაა?
პოსტის ავტორი: glaxa თარიღი: Nov 20 2006, 10:50 AM
თამარი
შენ ფილოლოგი ხარ?
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 21 2006, 12:02 AM
ძალიან ხშირია და თითქმის უკვე დამკვიდრებული სიტყვა - მამის გამოყენება წოდებით ბრუნვაში, მაშინ როდესაც ეს სიტყვა სახელობიშია, მოთხრობითში ან სხვა ბრუნვაში.
მაგალითად: მამაომ მომიტანა, მამაოს მივეცი, მამაო მოვიდა და ა.შ.
ეს შეცდომაა და მისი ასეთი ფორმით ხმარება არ შეიძლება.
სწორი ფორმაა:
მამამ
მამას
მამის
მამით
მამად
მამაო
მესმის რომ ასეთი ფორმით მიმართვისას ჩვენ განვასხვავებთ ჩვეულებრივ მამას სულიერი მამისგან, მაგრამ ეს მაინც არასწორია. ასეთ დროს, პირადად მე, მამის წინ ვახსენებ ხოლმე მის სახელს ან უბრალოდ მის სინონიმს - მღვდელს, მოძღცარს ან ღვთისმსახურს ვამბობ ხოლმე.
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Nov 21 2006, 01:44 AM
დათიკო, ვერ წარმოიდგენ, როგორ გეთანხმები თავიდან ძალიან მჭრიდა ეს "მამაო" ყურს, მაგრამ თანდათან ისე შევეჩვიე, მეც კი ვამბობ ხოლმე.
პ.ს. არა მგონია ხალხში ეს აღმოიფხვრას ასე ადვილად
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 21 2006, 02:01 AM
მარიამი
ციტატა
პ.ს. არა მგონია ხალხში ეს აღმოიფხვრას ასე ადვილად
ეს რთულია, მაგრამ შესაძლებელი
პირადი მაგალითით, რჩევით და ა.შ.
პოსტის ავტორი: ხათუნა თარიღი: Nov 21 2006, 02:26 AM
ციტატა(mogzaura @ Nov 19 2006, 03:31 PM)
შეცდომაა მომწომს––სწორია მომწომნს
უკაცრავად, მაგრამ მგონი ამდენი მ არ არის საჭირო ამ სიტყვებში
პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Nov 21 2006, 03:20 AM
ციტატა(mari @ Nov 18 2006, 09:27 PM)
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"
მცდარი ფორმაა ვერცერთი ვერ მოვიდა, რადგან ვერცერთი უკვე უარყოფითი ფორმაა და "ვერ" ამ შემთხვევაში უკვე ზედმეტია
ციტატა(თამარი @ Nov 18 2006, 09:30 PM)
მათ ალბათ სმენიათ, რომ ორი უარყოფა ერთად არ იხმარება, მაგრამ იმდენი აღარ იციან, რომ არსებობს გამონაკლისები. ამასთანავე, ვერცერთი და არცერთი ცალ-ცალკე იწერება: ვერც ერთი, არც ერთი. დანარჩენს მერე აგიხსნით, ახლა სიცხე მაქვს და წერა ნამდვილად მიჭირს.
მართლა? ანუ ვერც ერთი ვერ მოვიდა სწორია?
რატომ?
ასხვავებს რატომ? ეს ხომ სიტყვა "განსხვავებიდან" იწარმოება?
ციტატა(თამარი @ Nov 18 2006, 10:12 PM)
ახლა ყველამ მომისმინეთ!
თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, გაჩერდით და აქ მხოლოდ თემაზე ისაუბრეთ. თუ გნებავთ, გაგიხსნით ცალკე განყოფილებას, სადაც პროტესტის გამოხატვა შეგვეძლება, მაგრამ აქ არა. ძალიან გთხოვთ, ნუ მიფუჭებთ ამ ნორმალურ თემას. მჯერა თქვენი ჩემდანი ესოდენი გულისხმიერებისა და მოკრძალების და ვიმედოვნებ, რომ არ გადამთელავთ თქვენი გამოსვლებით და არ მომიკლავთ გულს!
რას ამბობ პირიქით სასიამოვნოა ასეთი შემეცნებითი თემები, რადგან ჩვენ დროში უმეტესობა არასწორად საუბრობს, რაც ყურს ძალიან ცუდად ხვდება, არის გავრცელებული ფორმები, დამირეკია, მილაპარაკია, დამიბავს, მღერიხარ და ა. შ. რაც შეცდომაა, მაგრამ სწორ ფორმას ძალიან ცოტა ხმარობს, ამიტომ მომზრე ვარ ასეთი თემების, რასაც ვკითხულობ აღმოვაჩინე ისეთი სიტყვები, რასაც მეც არასწორად წარმოვთქვამდი და კარგია სწორი ფორმა რომ გავიგე
ციტატა(თამარი @ Nov 19 2006, 07:30 PM)
ბევრი რომ არ ვილაპარაკო, გეტყვი: სწორია - რამდენიმე წლის
წინ. შეცდომაა: რამდენიმე წლის
უკან.
(ალბათ, უკვე მიხვდით, რომ სწორ ფორმებს ლურჯი ფერის შრიფტით ვწერ, გაუმართავს - წითლით)
მეც ვიცი რომ სწორი ფორმაა რამდენიმე წლის უკან
რადგან წინ შემდეგს აღნიშნავს და უკან უკვე გასულს, ტუ არ ვარ მართალი გთხოვთ ამიხსნათ რატომ? მაინტერესებს
ციტატა
ადრინდელი წინა ვითრების აღსანიშნავად, ძველიდან მოკიდებული დღევანდლამდე, მუდამ იხმარებოდა და ამჟამადაც იხმარება სიტყვაწინ(ამ სიტყვისგან მიივიღეთ მსგავსი დანიშნულიების მქონე სხვა სიტყვები: წინათ, უწინ, წინანდელი,უწინდელი, წინასწარ, გუშინწინ, შარშანწინ, წინარე(წინარეისტორიული, წინარექრისტიანული), წინასაახალწლო..)
რაც შეეხება უკან სიტყვას, ტრადიციულად იგი შემდგომი, მომდევნო, გვიანდელი ვითარების აღსანიშნავად გამოიყენებოდა. ამაზე მეტყველებს მისგანვე მიღებული სიტყვა უკანასკნელიც (ე.ი. ყველაზე ბოლო).
მაგალითად შევადაროთ ერთმანეთს მყარი გამოთქმები: ამას წინათ და მას უკან ყოველი ჩვენგანისთვის აშკარაა, რომ პირველი გამოთქმა (ამას წინათ) ადრინდელ ვითარებას მიუთითებს, ხოლო მეორე (მას უკან) იგივეა რაც: მას შემდეგ.
ამ "წინ" და "უკან"- სიტყვების აღრევის წყაროა რუსული გამოთქმები:два часа (тому) назад, три года (тому) назад. და სხ.ვა მართალია, ცალკე აღებული назад ქართულად ითარგმნება როგორც უკან , მაგრამ ეს _მხოლოდ ადგილის მნიშვნელობით! დროის გაგებით კი ამგვარი გამოთქმები პირდაპირ, სიტყვასიტყვით არ ითარგმნება.
ასე რომ: სწორია (ეგ გადაცემა გოგი გეგეჭკორს მიყავდა)
[b] მრავალი საუკუნის წინ// წინათ
ოთხი წლის წინ // წინათ;
ერთი თვის წინ// წინათ;
ორი კვირის წინ// წინათ;
რამდენიმე დღის წინ(ათ);
ნახევარი საათის წინ;
ხუთი წუთს წინ...;[b][i]
დიდი მადლობა, კითხვა დავსვი და პასუხი უკვე ყოფილა
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Nov 22 2006, 04:39 PM
არასწორია: დავდ-ო-ბ
სწორია: დავდ-ე-ბ
ერთი ფორუმელის გასაგონად
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 22 2006, 04:42 PM
ასხვავებს სიტყვა განსხვავებიდან არ იწარმოება, იგი იწარმოება სიტყვა სხვაობიდან. ნ ამ შემთხვევაში უადგილოა, რადგან გან ზმნისწინის ანალოგიით გაჩნდა, თუმცა სრულიად უსაფუძვლოდ, რადგან თუ გან ძველი ქართული ზმნისწინის სახეა (თანამედროვე სახე გა), მაშინ ა ზმნისწინის ძველი ქართული ფორმაა აღ და არა ან. სიტყვა ასხვავებში ა საარვისო ქცევის ნიშანია, ეს რომ ასეა, შემდეგ ზმნისწინიან მაგალითში კარგად ჩანს: გან-ა-სხვავებს. მაშ, რატომ არის აქ ორი ა, ან მეორე ას სემდეგ რატომ აღარ ვწერთ ნ-ს?
თუმცა ეს ყოველივე არ გამორიცხავს პარალელურ ფორმათა არსებობას, რომლებიც ძირითადად გან ზმნისწინზე მოდის, ხოლო ან-ისზმნისწინად ჩათვლა კი ყოველ შემთხვევაში უადგილო და გაუმართავია!
ციტატა(კანუდოსელი @ Nov 22 2006, 04:39 PM)
არასწორია: დავდ-ო-ბ
სწორია: დავდ-ე-ბ
ერთი ფორუმელის გასაგონად
ობ და ებ არის თემის ნიშნებია, ასე რომ, შენც ნუ ყოფ ცალ-ცალკე თითოეულ ასოს!
პოსტის ავტორი: Springchild თარიღი: Nov 22 2006, 04:42 PM
ციტატა
არასწორია: დავდ-ო-ბ
nu es kutxuri gamotqma ufro aris... ise, kilosac tavisi xibli aqvs da..
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 22 2006, 04:45 PM
რაც შეეხება, ვერც ერთსა და არც ერთს.
1. გვინდა თუ არა, ე სსიტყვები ცალ-ცალკე იწერება;
2. საერთოდ უმჯობესია ზემოთ მოყვანილი კონსტრუქციის დროს საერტდო სხვა სიტყვა ვიხმაროთ და ამით ავიცილოთ თავიდან ზედმეტი უზუსტობანი. მაგალითად, აი, ასე: ვერავინ მოვიდა, არავინ მოვიდა....
პოსტის ავტორი: დათიკო თარიღი: Nov 22 2006, 04:45 PM
ციტატა
სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ...
სწორია - რამდენიმე წლის წინ
არასწორია - რამდენიმე წლის უკან
ეს რუსულიდან კალკირებულია - Несколько лет назад.
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 22 2006, 04:51 PM
ახლა შევეხოთ ფორმებს: დამირეკია, მითქვია, დამიხატია. მესამე სერიას აქვს კითხვა რა მიქნია, სწორედ ეს კითხვა იწვევს არაზუსტ ფორმათა გამოყენებას. მის თანახმად, რა თქმა უნდა, ზმნა -ია-ზე დაბოლოვდება, მაგრამ აქაც გვაქვს გამონაკლსის: თუ ზმნას აქვს -ავ და ამ თემის ნიშნები, მესამე სერიაში ეს ნიშნები უცვლელად გადაჰყვება და შესაბამისად, იცვლება დაბოლოებაც: ხატვა - დამიხატავს, დარეკვა- დამირეკავს, ხატვა- დამიხატავს. რაც შეეხება ისეთ ზმნებს, რომელთაც სხვა თემის ნიშნები ეწარმოებათ, ან საერთოდ არ აჩენენ თემის ნიშნებს, მესამე სერიაში, კითხვაზე - რა მიქნია, ექნებათ -ია დაბოლოება!
მოკლედ, სწორი ფომებია: დამირეკავს, დამიხატავს, მითქვამს....
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 22 2006, 07:43 PM
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები.
ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია.
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 25 2006, 12:44 AM
ფორუმზე ხშირია ასეთი მიმართვა - ხალხნო!
”ხალხი” თავისთავად კრებითი სახელია და მრავლობითის ფორმის ”ნ” აქ ზედმეტია. უნდა იყოს ხალხო.
ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ახლახანს წავიკითხე ბოლო გზავნილში - ძაან. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს ძალიან.
პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Nov 25 2006, 01:09 AM
მე ისე ვიტყვი რომ ძველ ქართულს არაფერი შეედრება და მოხარული ვქნებოდი დღესაც რომ ასე ვსაუბრობდეთ.
პოსტის ავტორი: A L U B A L A თარიღი: Nov 26 2006, 12:13 AM
ზნაჩიტ,სწორია შამპანური და არა შამპანიური
პანიატნა?
კარგი,ვხუმრობ,არ გაბრაზდეთ,ისე,გრამატიკა აღარ გამაგონოთ,ეგ საგანი ყველაზე ნაკლებად მიყვარდა და მაინც ვსწავლობდი
გამაწამა
პოსტის ავტორი: zura.b.g. თარიღი: Nov 26 2006, 02:02 AM
ციტატა(.:თამარი:. @ Nov 22 2006, 07:43 PM)
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები.
ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია.
მართლაა?
თამარ თქვენც ამოწმებთ?
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 26 2006, 05:46 PM
ციტატა(zura.b.g. @ Nov 26 2006, 02:02 AM)
მართლაა?
თამარ თქვენც ამოწმებთ?
იცი, ეს შეცდომა იმდენადაა დამკვიდრებული, რომ ყველას უკვირს. სწორი ვარიანტი კი თითქოს უცხოდ ჟღერს. იმდენად მიჩვეული ვართ ამ შეცდომას, ასე გვესმის ტელევიზიიდანაც და ახალი ჟურნალ-გაზეთებშიდანაც უმეტესად ასე ვკითხულობთ.
ჩემი დამოწმება გინდა თუ მეორე თამარის?
დარწმუნებული ვარ, ისიც დამემოწმება.
თუ მაინც არ დაიჯერებ, მე გამოგიგზავნი ქართული გრამატიკის და მართლწერის სახელმძღვანელოს თავისი პატარა ლექსიკონით. მაქვს ელექტრონული ვერსია.
საქმე იმაშია, რომ როცა გვაქვს "ე"-ზე დაბოლოებული სახელი, მაგალითად
ხე, მრავლობითში გვექნება ორი ე -
ხეები. მაგრამ სხვა შემთხვევაში ორი ე შეცდომაა.
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 26 2006, 06:26 PM
ციტატა
ჟურნალ-გაზეთებშიდანაც
აქ "შ" ზედმეტია. უნდა იყოს ჟურნალ-გაზეთებიდანაც.
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 27 2006, 01:19 AM
ციტატა(.:თამარი:. @ Nov 25 2006, 12:44 AM)
ფორუმზე ხშირია ასეთი მიმართვა - ხალხნო!
”ხალხი” თავისთავად კრებითი სახელია და მრავლობითის ფორმის ”ნ” აქ ზედმეტია. უნდა იყოს ხალხო.
ეს ყველამ ვიცით, მაგრამ ახლახანს წავიკითხე ბოლო გზავნილში - ძაან. რა თქმა უნდა, აქ უნდა იყოს ძალიან.
თამარ, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, თუმცა უნდა მაპატიო, ახლა შენს ნაწერს შეგისწორბ.
1. სავსებით გეთანხმები ყველაფერში, თუმცა ''ხალხში'' ნ-ს გაჩენა მაინც ნართანიანს გავლენაა და მთალდ უხეშ შეცდომად არ მიიჩნევა, განსაკუთრებით ლიტერატურაში: პოეზია-პროზაში
2.
ახლახანს არ არის მართებული ფორმა, ვამბობთ
ახლახან,
ს-ს გარეშე
3. სადღაც აქვე დაწერე ''საქმე იმაშიოა'', რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ეს ფრაზაც შეცდომათა რიგშია
იმედია, არ მიწყენ, პირიქით, დიდი მადლობა მინდა გითხრა, რადგან შენმა ნაწერმა რამდენიმე შენიშვნის დამატების საშუალება მომცა, ეს კი სხვათა სასარგებლოდ გამოგვადგა
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 27 2006, 05:19 PM
ციტატა(თამარი @ Nov 27 2006, 01:19 AM)
თამარ, ძალიან დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის, თუმცა უნდა მაპატიო, ახლა შენს ნაწერს შეგისწორბ.
1. სავსებით გეთანხმები ყველაფერში, თუმცა ''ხალხში'' ნ-ს გაჩენა მაინც ნართანიანს გავლენაა და მთალდ უხეშ შეცდომად არ მიიჩნევა, განსაკუთრებით ლიტერატურაში: პოეზია-პროზაში
2.
ახლახანს არ არის მართებული ფორმა, ვამბობთ
ახლახან,
ს-ს გარეშე
3. სადღაც აქვე დაწერე ''საქმე იმაშიოა'', რაზეც ზემოთ უკვე ვისაუბრეთ და ეს ფრაზაც შეცდომათა რიგშია
იმედია, არ მიწყენ, პირიქით, დიდი მადლობა მინდა გითხრა, რადგან შენმა ნაწერმა რამდენიმე შენიშვნის დამატების საშუალება მომცა, ეს კი სხვათა სასარგებლოდ გამოგვადგა
გაიხარე! ეს თემაც ალბათ, იმისთვის გახსენი, რომ ნასწავლი და დაღეჭილი კი გვაქვს, მაგრამ მაინც ჩვევაში გვაქვს არასწორი ფორმების ხმარება. რა უნდა მეწყინოს, პირიქით, როგორც კი რამეს შემამჩნევ, დაუნდობლად მამხილე.
ამ "ს"- ების ხმარებას მაინც ვერ ვიშლი. მაგალითად ძლივს გადავეჩვიე
ჩვენსკენ, შენსკენ, ჩემსკენ - ფორმებს. განმარტებისთვის ვიყვი, რომ "კენ" არის ნათესაობითი ბრუნვის თანდებული. ნაცვალსახელების ბრუნებისას ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი "ს" არ გვაქვს. ამიტომ სწორი ფორმებია -
ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ.
საქმე ისაა, რომ ეს ბოლო შეცდომაც, ალბათ, შეკითხვიდან გამომდინარეობს - "რაშია საქმე?"
თუ კიდევ შევცოდე, იმედია, ძვირფასი სეხნია გამისწორებს.
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 27 2006, 09:08 PM
ციტატა(.:თამარი:. @ Nov 27 2006, 05:19 PM)
გაიხარე! ეს თემაც ალბათ, იმისთვის გახსენი, რომ ნასწავლი და დაღეჭილი კი გვაქვს, მაგრამ მაინც ჩვევაში გვაქვს არასწორი ფორმების ხმარება. რა უნდა მეწყინოს, პირიქით, როგორც კი რამეს შემამჩნევ, დაუნდობლად მამხილე.
ამ "ს"- ების ხმარებას მაინც ვერ ვიშლი. მაგალითად ძლივს გადავეჩვიე
ჩვენსკენ, შენსკენ, ჩემსკენ - ფორმებს. განმარტებისთვის ვიყვი, რომ "კენ" არის ნათესაობითი ბრუნვის თანდებული. ნაცვალსახელების ბრუნებისას ნათესაობითი ბრუნვის ნიშანი "ს" არ გვაქვს. ამიტომ სწორი ფორმებია -
ჩემკენ, შენკენ, ჩვენკენ.
საქმე ისაა, რომ ეს ბოლო შეცდომაც, ალბათ, შეკითხვიდან გამომდინარეობს - "რაშია საქმე?"
თუ კიდევ შევცოდე, იმედია, ძვირფასი სეხნია გამისწორებს.
მეც გამისწორეთ ხოლმე, თორემ ისე გამოდის, მე ვარ ყოვლისმცდონე, არადა ასე სულაც არ არის
გაიხარე, თამარ, ასეთი დახმარებისთვის
სიმართლე გითხრა, მე მხოლოდ ამ თემის გამო ვიჭყიტები უკვე აქ და გულს მიხარესბ ყოველი ახალი ნაწერი
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 27 2006, 10:32 PM
ციტატა
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები.
ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია.
მოიცა ახლა, "ხეები" და "ხეები"-ა სწორია და "ვიღაცები"-ც სწორია?ეს კი დიდი სიახლე იყო...
ნეტა ეგრეა?
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 27 2006, 10:34 PM
ციტატა(KAIROS @ Nov 27 2006, 10:32 PM)
მოიცა ახლა, "ხეები" და "ხეები"-ა სწორია და "ვიღაცები"-ც სწორია?ეს კი დიდი სიახლე იყო...
ნეტა ეგრეა?
შენთვის რა მნიშვნელობა აქვს, მაინც ისე ამბობ, როგორც გინდა....
სწორია ისე
პოსტის ავტორი: valeri თარიღი: Nov 28 2006, 12:11 AM
ძალიან გამიხარდა ასეთი თემის გახსნა. მემგონი არავის ეწყინება ერთმანეთსაც რომ გავუსწოროთ შეცდომები.
ზოგჯერ "მასწავლებლებს" თავადაც გვეშლება ხოლმე
მეც დიდი სიამოვნებით გავითვალისწინებ თქვენს შენიშვნებს.
მნათე
"ზევითა პოსტს, რომ შევეხმიანო" მემგონი აქ "," არაა საჭირო, როგორც მე ვიცი "რომ" აკავშირებს ორ წინადადებას.წინადადება სრულყოფილი რომ იყოს აუცილებელია ის შეიცავდეს ზმნას.ხოლო ზემოთ ნახსენებ წინადადებაში მხოლოდ ერთი ზმნაა. ე.ი. აქ "," საჭირო არაა .
ეს გამონაკლისი შემთხვევაა, როდესაც "რომ"-ის წინ მძიმე არ იწერება.
ძალიან ხშირად მესმის: "დახურე კარები." არადა საუბარი მხოლოდ ერთ კარზეა. სწორია: დახურე კარი.
შეცდომაა: ხვალე. სწორია: ხვალ.
შეცდომაა: აკვრია სწორია: აკრავს.
შეცდომაა: მითქვია, მინახია. სწორია: მითქვამს, მინახავს.
შეცდომაა: ავღწერო. სწორია: აღვწერო.
შეცდომაა: ეხლა. სწორია: ახლა
ჯერ ეს იყოს და მერე თუ გავიხსენე, კიდევ დავწერ.
პოსტის ავტორი: manana თარიღი: Nov 28 2006, 03:53 AM
ციტატა(.:თამარი:. @ Nov 22 2006, 06:43 PM)
მეც შევეხები ერთ ძალზე გავრცელებულ შეცდომას - ვიღაცეები, რაღაცეები.
ეს არის მრავლობითის ფორმა. მხოლობითში გვაქვს ”ვიღაცა”, ”რაღაცა”. შესაბამისად მრავლობითის ფორმის ნიშნის ”ების” დართვისას გვექნება ვიღაცები, რაღაცები. ასე რომ, ეს მეორე ”ე” ზედმეტია.
ამავე ტიპის შეცდომას ვაწყდებით ფორმაში:
რეებს ლაპარაკობ? სწორი ფორმაა
რაებს. რა + მრავლობითის ნიშანი "ებ".
ციტატა(.:თამარი:. @ Nov 26 2006, 04:46 PM)
გამოგიგზავნი ქართული გრამატიკის და მართლწერის სახელმძღვანელოს თავისი პატარა ლექსიკონით. მაქვს ელექტრონული ვერსია.
თამარ, ეს სახელმძღვანელო რომ აგეტვირთა აქვე ფორუმზე მგონი ურიგო არ იქნებოდა, ყველას გამოგვადგება! წინასწარ მადლობა
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Nov 28 2006, 11:41 AM
ციტატა(manana @ Nov 28 2006, 03:53 AM)
თამარ, ეს სახელმძღვანელო რომ აგეტვირთა აქვე ფორუმზე მგონი ურიგო არ იქნებოდა, ყველას გამოგვადგება! წინასწარ მადლობა
მართალია!
თამარ ძალიან გთხოვთ
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 28 2006, 02:35 PM
აუცილებლად, ჩემო ძვირფასებო. ოღონდ ჯერ უნდა ვიპოვნო და უახლოეს მომავალში ავტვირთავ.
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 28 2006, 11:37 PM
ციტატა(.:თამარი:. @ Nov 28 2006, 02:35 PM)
აუცილებლად, ჩემო ძვირფასებო. ოღონდ ჯერ უნდა ვიპოვნო და უახლოეს მომავალში ავტვირთავ.
ზუსტად რა ჰქვია და ვინ არის ავტორი?
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 29 2006, 12:27 AM
ა, ბატონო! მგონი სწორად ავტვირთე.
http://up.aqache.com/?act=download&fid=
http://dade.ge/?code=1164757094JLFP40S6JU
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 29 2006, 12:39 AM
აი ბოლოს კი, მგონი აიტვირტა!
აბა თქვენ იცით, ხვალ გამოკითხვა გვექნება!!!
ახლა გამახსენდა კიდევ ერთ გავრცელებული შეცდომა, რომლის გამოც, დარწმუნებული ვარ, ისევ გამომიჩნდებიან ოპონენტები.
ვგულისხმობ სიტყვებს - მომგებიანი, წამგებიანი, რომლებიც ნაწარმოებია სახელებიდან - მოგება, წაგება.
ჰოდა, სწორი ფორმებია მოგებიანი, წაგებიანი.
აბაა!
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Nov 29 2006, 01:25 AM
ციტატა(.:თამარი:. @ Nov 29 2006, 12:27 AM)
ა, ბატონო! მგონი სწორად ავტვირთე.
http://up.aqache.com/?act=download&fid=
http://dade.ge/?code=1164757094JLFP40S6JU
გაიხარე
ავტორი ვინ არის, შენ?
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 29 2006, 02:01 PM
ციტატა(თამარი @ Nov 29 2006, 01:25 AM)
გაიხარე
ავტორი ვინ არის, შენ?
ავტორი - ა.ზარდალიშვილი. ცნობარისთვის გამოყენებული ლიტერატურა მითითებულია ბოლოს.
ქართული ენის მოკლე ორთოგრაფიული ლექსიკონიც მქონდა სადღაც და ვეღარ ვპოულობ.
თუ გამოჩნდა სადმე, იმასაც მოგაწვდით.
ისე, პატარა ლექსიკონი ჩვენც შეგვიძლია შევადგინოთ.
მაგალითად:
ადრესანტი - წერილის გამგზავნი
ადრესატი - წერილის მიმღები
ადოპტაცია - მცირეწლოვანი ბავშვის შვილად აყვანა.
ადაპტაცია - შეჩვევა გარემოსთან
თუ სურვილი გაქვთ, გააგრძელეთ...
პოსტის ავტორი: manana თარიღი: Nov 29 2006, 06:50 PM
აი კიდევ ერთი ბმული:
http://web.sanet.ge/meskhitb/lexicon/
ნიკო ჩუბინაშვილი
ქართული ლექსიკონი რუსულის თარგამანითურთ,
სისტემისაებრ საბა-სულხან ორბელიანისა.
1812-1825 წწ.
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Nov 29 2006, 07:15 PM
შესანიშნავია! გმადლობ, manana
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2006, 12:44 PM
თინეიჯერთა და სხვათა ნაცვლად:
5 წლამდე - ჩვილი
5-დან 10 წლამდე - უსუარი
10-დან 15 წლამდე - ნინველი
15-დან 20 წლამდე - ყრმა
20-დან 25 წლამდე - ჭაბუკი
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Dec 2 2006, 11:20 PM
შეცდომაა: გეხვერწები. სწორია: გეხვეწები. რ-ს გარეშე
შეცდომაა: ყველანაერი, არანაერი. სწორია ყველანაირი, არანაირი. არა ე, არამედ ი
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 3 2006, 01:25 PM
მოდით დავუკვირდეთ :
სახელობითი: მამა დავით_ი
მოთხრობითი: მამა დავით_მა
მიცემითი: მამა დავით_ს
ნათესაობითი: მამა დავით_ის
მოქმედებითი: მამა დავით_ით
ვითარებითი: მამა დავით_ად
წოდებითი:მამა დავით!
აქედან გამომდინარე, ვხედავთ რომ ,სწორი მიმართვის ფორმა არის :მამა დავით( მამა დიმიტრი, მამა პეტრე)...
მამა-- არის ხმოვანზე დაბოლოებული სიტყვა, ამიტომ როდესაც იგი წინამავალია, საკუთარ სახელთან (პეტრე, გიორგი, არჩილ) შეხამებისას უცვლელია.
იცვლება მხოლოდ საკუთარი სახელი, ანუ მომდევნო სიტყვა.
მაგალითად:
წმიდა გიორგი_ მამა გიორგი,
წმიდა გიორგი-მ_მამა გიორგი-მ,
წმიდა გიორგი-ს_მამა გიორგი-ს...
და მიმართვისას:
წმიდა გიორგი!_მამა გიორგი!
მაგრამ ამ უკანასკნელ შემთხვევაში გვაქვს გარკვეული ტრადიცია მამაო ფორმის ხმარებისა :მამაო გიორგი! მამაო ალექსი! მიმართვის ასეთი ფორმები გვხვდება ეპისტოლარულ ლიტარატურაში და ისინი დასაშვებ ფორმებადაა მიჩნეული.
მაგრამ დღეს საკმაოდ ხშირად გვესმის და ვკითხულობთ: "მამაო ამბობს", "მამაომ თქვა", "მამაოს უთქვამს"...
ასევე საკუთარ სახელთან ერთად: მამაო არჩილი მოვიდა, მამაო არჩილმა ბრძანა, მამაო არჩილს მოვახსენე...
ეს იგივეა რომ ვთქვათ: ბატონო არჩილი მოვიდა, ბატონო არჩილმა ბრძანა, ბატონო არჩილს მოვახსენე...
მშასადამე , სასულიერო პირის მიმართ მამაო ფორმის ხმარება გამართლებულია მხოლოდ მიმართვის ფორმებში_ისიც, მაშინ, როცა ეს საზოგადო სახელი დამოუკიდებლად გამოიყენება (მამაო!), და საკუთარ სახელთან(მამაო არჩილ!) ...
ყველა სხვა ფორმაში სიტყვა მამა უცვლელი დარჩება, შეიცვლება ხოლოდ საკუთარი სახელი:
მამა შიო, მამა შიომ, მამა შიოს... მამა(ო) შიო!
იგივე წესი გვექნება, თუ მამას შეენაცვლება მეუფე
მეუფე დავით-ი, მეუფე დავით-მა, მეუფე დავით-ს...
მიმართვის ფორმა იქნება:მეუფე დავით!
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 3 2006, 02:38 PM
kato_Bato
მშვენივრად ახსენი და განმარტე ყველაფერი.
განვაგრძობ თემას:
ა-ზე დაბოლოებული სახელის კვეცა და უკვეცელობა ზოგჯერ მნიშვნელობის სადიფერენციაციოდ არის გამოყენებული. უკვეცელია ნათესაური დამოკიდებულების გამომხატველი საზოგადო სახელები (დედა, მამა, ბაბუა, ბებია...), თუ მათ საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობთ:
"მამას სამუშაო ოთახი ნათელია”,
"შვილს მამის მორიდება უნდა ჰქონდეს”.
პირველ შემთხვევაში ვგულისხმობთ საკუთარ "მამას” და იგი არ იკვეცება,
მეორე შემთხვევაში იგულისხმება საერთოდ "მამა” და იკვეცება.
მე შეგნებულად ვამბობ ხოლმე შეცდომით: “მამაომ მითხრა”, “დღეს მამაომ იქადაგა” და ასე შემდეგ. ეს ხდება მრევლთან ურთიერთობისას. ვიცი, რომ შეცდომაა და მაინც. ალბათ, ჩემი დაწერილი წესიდან გამომდინარეც. საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობ და იმიტომ. ამით გამოვხატავ, რომ ის ზოგადად მოძღვარი კი არა, ჩვენი მოძღვარია, რომელიც ძალიან გვიყვარს. სახელთან ერთად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, უფრო ზოგადი სახე მიეცემა. ერთი სიტყვით, ჩემი წესები შემოვიღე.
მოკლედ, ბევრი ვიბჟუტურე, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ავხსენი, რატომ ვერ გადავეჩვიე ამ შეცდომას…
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 3 2006, 02:44 PM
ხანდახან შეგეშველებით ორ თამარს
ციტატა(.:თამარი:. @ Dec 3 2006, 02:38 PM)
მე შეგნებულად ვამბობ ხოლმე შეცდომით:
“მამაომ მითხრა”, “დღეს მამაომ იქადაგა” და ასე შემდეგ. ეს ხდება მრევლთან ურთიერთობისას. ვიცი, რომ შეცდომაა და მაინც. ალბათ, ჩემი დაწერილი წესიდან გამომდინარეც. საკუთარი სახელის მნიშვნელობით ვხმარობ და იმიტომ. ამით გამოვხატავ, რომ ის ზოგადად მოძღვარი კი არა, ჩვენი მოძღვარია, რომელიც ძალიან გვიყვარს. სახელთან ერთად რომ ვთქვა, ჩემი აზრით, უფრო ზოგადი სახე მიეცემა. ერთი სიტყვით, ჩემი წესები შემოვიღე.
მოკლედ, ბევრი ვიბჟუტურე, მაგრამ, ვფიქრობ, მაინც ავხსენი, რატომ ვერ გადავეჩვიე ამ შეცდომას…
ამაზე გავლენა ცნობილმა ლოცვამაც იქონია "მამაო ჩვენო"..
ამ ლოცვის სახელიც ხომ სწორედ ესაა..
და რაღაც მზა ფორმასავით დევს ჩვენში "მამაო"
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 3 2006, 02:48 PM
ციტატა(kato_Bato @ Dec 3 2006, 02:44 PM)
ამაზე გავლენა ცნობილმა ლოცვამაც იქონია "მამაო ჩვენო"..
ამ ლოცვის სახელიც ხომ სწორედ ესაა..
და რაღაც მზა ფორმასავით დევს ჩვენში "მამაო"
ამიტომაც არ მივიჩნევ ამას დიდ შეცდომად.
ნეტა მხოლოდ ეს იყოს ჩვენი "შეცდომა"...
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 3 2006, 02:54 PM
ციტატა(.:თამარი:. @ Dec 3 2006, 02:48 PM)
ამიტომაც არ მივიჩნევ ამას დიდ შეცდომად.
ნეტა მხოლოდ ეს იყოს ჩვენი "შეცდომა"...
და კიდე კაი "ბატონო კოტე მოვიდა-ს" რომ არ ვამბობთ
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 3 2006, 03:03 PM
ციტატა(kato_Bato @ Dec 3 2006, 02:54 PM)
და კიდე კაი "ბატონო კოტე მოვიდა-ს" რომ არ ვამბობთ
ჩვენ შეიძლება არა, მაგრამ მასეთებსაც ვიცნობ, განსაკუთრებით, ვისაც რუსული განათლება აქვთ.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 4 2006, 01:34 PM
სასომხეთი = ს ო მ ხ ე თ ი
ანეგდოტი = ა ნ ე კ დ ო ტ ი
გავს = ჰ გ ა ვ ს
დაბოლოვებაში = დ ა ბ ო ლ ო ე ბ ა ში
იმათმა თქვეს = იმათ თქვეს
მათმა გააკეთეს =მათ გააკეთეს
მაგრამ:
მათმა ამხანაგმა მითხრა
პოსტის ავტორი: M.W.S. თარიღი: Dec 6 2006, 05:57 PM
იოანე-ზოსიმე: “ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი”
დამარხულ არს ენაი ქართული დღემდე მეორედ მოსვლისა მესიისა საწამებლად. რაითა ყოველსა ენასა ღმერთმა ამხილოს ამით ენითა
და ესე ენაი მძინარე არს დღესამომდე და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰქვიან.
და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართა.
და მეგობრობაი ამისათვის თქუა მახარობელმან, რამეთუ ყოველი საიდუმლოი ამას ენასა შინა დამარხულ არს.
და ოთხი დღის მკუდარი ამისთვის თქუა დავით წინაისწარმეტყველმან, რამეთუ “ათასი წელი-ვითარცა ერთი დღე”,-
და სახარებასა შინა ქართულსა ხოლო თავსა მათეისსა წილი ზის, რომელი ასოი არს. და იტყვის ყოვლად ოთხ ათასსა მარაგსა, და ესე არს ოთხი დღე და ოთხი დღისა მკუდარი, ამისთვის მისთანავე დაფლული სიკვდილითა ნათლისღებისა მისისაითა
და ესე ენაი, შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაითა მდაბალი და დაწუნებული- მოელის დღესა მას მეორედ მოსვლასა უფლისასა და სასწაულად ესე აქუს ასოთხი წელი უმეტეს სხვათა ენათა ქრისტეის მოსვლითგან ვიდრე დღესამომდე
და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამეთ წარმოგითხარ: “ას ოთხი წელი და წილი ანბანისაი”
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2006, 04:45 PM
"ღრმა, უნაპირო, ბრძენი, თავმდაბალი და მიუწვდომელია ენა ქართული, ვითარცა გონება და სიყვარული. მისი სათავე ისევე უცნობია, როგორც მელქისედეკ მამამთავრისა. მასშია მთელი საქართველო... გაზაფხულზე გაშლილი პირველი ვარდივით მშვენიერია იგი და ახლადამოსული მზის ცხოველმყოფელი სხივივით საამო; ცისფერია მისი სამოსი, ზეცაა მისი საწყისი, უფალია მისი მშობელი და მფარველი. სიტყვა მისი მჭრელია, ვით დავით აღმაშენებლის ხმალი. ძლიერია, როგორც სვეტიცხოველი და ნაზი, ვით ყვავილზე მარგალიტად დაკიდული დილის ნამი."
ილია II
პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Dec 8 2006, 06:16 PM
S O S
adamianebo mishvelet sakutar,qartul fontze ver davayene klaviatura
ყველაფერი რიგზეა,
მე ვფიქრობ, რაც უფრო სუფთა ქართულით ვსაუბრობთ ერთმანეთთან , მით უფრო სუფთაა გზა ღვთისკენ
პოსტის ავტორი: zura.b.g. თარიღი: Dec 9 2006, 02:39 AM
ეს თემა სწორედაც რომ საჭირო და ძალიან აქტუალერია.
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 12 2006, 04:36 PM
[
ციტატა(ზოსიმე @ Dec 8 2006, 06:16 PM)
მე ვფიქრობ, რაც უფრო სუფთა ქართულით ვსაუბრობთ ერთმანეთთან , მით უფრო სუფთაა გზა ღვთისკენ
დაუშვებელია ზმნისწინის გაყოფა და მის ნაწილებს შორის ქცევის ნიშნების (ი, ა, უ) ან ვნებითი გვარის მაწარმოებლების (ი, ე) ჩასმა. ასეთ შეცდომებს განსაკუთრებით ხშირად უშვებენ გან და წარ ზმნისწინიან ფორმებში. მაგ. ზმნის ფორმაში
ა-თავისუფლებს ა ქცევის ნიშანია. თუ აქ გა ან გან ზმნისწინებს ვიხმართ, უნდა დავწეროთ
გა-ა-თავისუფლებს ან
გან-ა-თავისუფლებს, არასწორია
გა-ა-ნ-თავისუფლებს.
სწორია:
გა-ა-ვითარებს,
გან-ა-ვითარებს (და არა
გა-ა-ნ-ვითარებს),
ა-ხორციელებს,
გა-ა-ხორციელებს,
გან-ა-ხორციელებს (და არა:
გა-ა-ნ-ხორციელებს),
გა-ე-ხორციელებინა,
გან-ე-ხორციელებინა (და არა
გა-ე-ნ-ხორციელებინა) და ა.შ.
(ქცევა სამია ქართულში:
სათავისო (ი-კეთებს),
სასხვისო (უ-კეთებს) და
საარვისო (ა-კეთებს).
პირველი სუბიექტური პირის ნიშანი
ვ ზმნისწინის შემდეგ იწერება:
აღ-ვ-ნიშნავ, აღ-ვ-ნუსხავ, აღ-ვ-ზრდი და ა.შ. არასწორია
ავღზრდი, ავღნიშნავ, ავღნუსხავ...
გამონაკლისია ზმნები:
ვაღიარებ (აქ აღ ფუძესთანაა შეზრდილი),
ავღორძინდი (აქ ღ მიჩნეულია ფუძისეულად).
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 22 2006, 03:10 PM
ლათინურიდან (გერმანულ-რუსული გზით) მომდინარე სიტყვებში QU უნდა გადმოიცეს კვ (და არა ქვ) კომპლექსით.
სწორია: ადეკვატური, ეკვივალენტი, კვორუმი (და არა ადექვატური, ექვივალენტი, ქვორუმი).
უცხოური წარმოშობის სიტყვები, რომლებიც რუსულში ЕЯ-ზე ბოლოვდება, ქართულში "ეა" დაბოლოებით უნდა გადმოიცეს.
სწორია: ასამბლეა, ბაკალეა, გალანტერეა, გალერეა, იდეა, ეპოპეა (და არა ასამბლეია, ბაკალეია, გალანტერეია, გალერეია, იდეია, ეპოპეია).
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 03:41 PM
.:თამარი:.
ძალიან გამიხარდა შენი პოსტის წაკითხვა. ერთი პიროვნება ხშირად ამბობს "ადექვატურს" და სულ მაინტერესებდა რომელი იყო სწორი ვარიანტი..
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 22 2006, 03:48 PM
marine
თუ გაგიხარდა, გავაგრძელებ:
უმახვილო O-ს შემცველი რუსული და რუსულის გზით შემოსული სიტყვები, აგრეთვე საკუთარი სახელები, გვარები და გეოგრაფიული სახელები ო-თი უნდა გადმოიცეს.
სწორია: ბოკალი, ოდეკოლონი, კომპოტი, კომპილაცია, ბორის გოდუნოვი, ვორონცოვი... ოდესა, ორიოლი (და არა ბაკალი, ადეკალონი, კამპოტი, კამპილაცია... ბარის გადუნოვი, ვარანცოვი... ადესა, არიოლი)...
რუსულ და რუსულის გზით ქართულში შემოსულ სიტყვებში Ю უნდა გადმოიცეს იუ ჯგუფით.
სწორია: კოსტიუმი, ვესტიბიული, მანიკიური, ავანტიურა
(და არა: კოსტუმი, ვესტიბული, მანიკური, ავანტურა) და მისთ.
გამონაკლისის წესით Ю რამდენიმე სიტყვაში უ-თი გადმოიცემა: დუჟინი, ბროშურა, პარაშუტი, კაფსული...
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 22 2006, 03:51 PM
.:თამარი:.
თამარ,ძალიან ბევრის მომცემია შენი თემა და პოსტები!! დიდი მადლობა!!!
პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Dec 23 2006, 01:30 AM
თამარ,მიხარია შენნაირი ხალხის არსებობა ამ ფორუმში,თორე ვხედავ აქ ბევრს თავი ნამდვილი ქართველი და თანაც მართლმადიდებელი გონია,ვერ ხედავენ დირეს თვალში...გისურვებ სიტყვის ძალას.(თუ შეცდომა მიპოვე გთხოვ შემისწორე
პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Dec 23 2006, 02:04 AM
აუ რა კარგი და საჭირო თემაა, ვკითხულობ და რამდენი რამ ვისწავლე უკვე, ახლა ვეცდები გამართულად ვწერო და ვილაპარაკო და ბარბარიზმები არ ვიხმარო კიდევ, თუ რამე შემეშლება, მეც შემისწორეთ
დიდი მადლობა ამ თემისთვის!
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Dec 23 2006, 02:49 AM
ციტატა(ზოსიმე @ Dec 23 2006, 01:30 AM)
თამარ,მიხარია შენნაირი ხალხის არსებობა ამ ფორუმში,თორე ვხედავ აქ ბევრს თავი ნამდვილი ქართველი და თანაც მართლმადიდებელი გონია,ვერ ხედავენ დირეს თვალში...გისურვებ სიტყვის ძალას.(თუ შეცდომა მიპოვე გთხოვ შემისწორე
თამართან მართლა დიდი მადლობა, ჩემ მაგივრად იხარჯება, პრინციპში, ჩემ მაგივრად კი არა, თავად სურს ასე, მაგრამ სხვების კბენებს კი მოვერიდოთ ამ ჩემს თემაში
ჰო, შეცდომა მე ვიპოვე: თუ შეცდომა მიპოვე
, გთხოვ
, შემისწორე
პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Dec 23 2006, 01:23 PM
ციტატა
მაგრამ სხვების კბენებს კი მოვერიდოთ ამ ჩემს თემაში
შეცდომაა-კბენა
სწორია-მხილება
p.s.-სასვენი ნიშნებისთვის მადლობა.
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 23 2006, 02:16 PM
ციტატა(ზოსიმე @ Dec 23 2006, 01:23 PM)
შეცდომაა-კბენა
სწორია-მხილება
p.s.-სასვენი ნიშნებისთვის მადლობა.
პ.პ.ს.
კბენა (გაკილვისა და ცოტა ირონიანარევი განკითხვის მნიშვნელობით) სულაც არ არის შეცდომა
მხილებასა და გაკილვას შორის კი დიდი განსხვავებაა_ეს სწორია
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 24 2006, 02:20 PM
ვინმემ ხომ არ იცით, იწერება თუ არა რომაულ რიცხვებთან ბრუნვის ნიშნები ყველა შემთხვევაში?
მაგალითად, "ილია II ქადაგება", თუ "ილია II-ის ქადაგება"?
"ვულოცავ ნიკოლოზ V დაბადების დღეს" თუ "ვულოცავ ნიკოლოზ V-ს დაბადების დღეს"?
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Dec 24 2006, 05:46 PM
ციტატა(მარიამი @ Dec 24 2006, 02:20 PM)
ვინმემ ხომ არ იცით, იწერება თუ არა რომაულ რიცხვებთან ბრუნვის ნიშნები ყველა შემთხვევაში?
მაგალითად, "ილია II ქადაგება", თუ "ილია II-ის ქადაგება"?
"ვულოცავ ნიკოლოზ V დაბადების დღეს" თუ "ვულოცავ ნიკოლოზ V-ს დაბადების დღეს"?
ილია II-ის ქადაგება
ნიკოლოზ V-ის დაბადების დღე
ახალ ''უწყებანზე'' შეცდომაა
უნდა იყოს: ილია II-ს და არა _ ილია II-ეს
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 24 2006, 06:07 PM
მადლობა გაიხარე!
პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 24 2006, 07:00 PM
ციტატა(თამარი @ Dec 24 2006, 05:46 PM)
ილია II-ის ქადაგება
ნიკოლოზ V-ის დაბადების დღე
ახალ ''უწყებანზე'' შეცდომაა
უნდა იყოს: ილია II-ს და არა _ ილია II-ეს
მე სხვაგვარად მასწავლეს
რომაული ციფრის მერე ბრუნვის ნიშნები არ იწერებაო,იგულისხმებაო
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 24 2006, 07:21 PM
QUOTE(მარინე @ Dec 24 2006, 07:00 PM)
მე სხვაგვარად მასწავლეს
რომაული ციფრის მერე ბრუნვის ნიშნები არ იწერებაო,იგულისხმებაო
მეც მქონდა ეგ ვერსია გაგებული და იმიტომ ვიკითხე. მე თვითონ ვფიქრობ, რომ უნდა იწერებოდეს. ყოველთვის ცალსახად არ იგულისხმება ხოლმე.
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Dec 24 2006, 10:24 PM
ციტატა(მარინე @ Dec 24 2006, 07:00 PM)
მე სხვაგვარად მასწავლეს
რომაული ციფრის მერე ბრუნვის ნიშნები არ იწერებაო,იგულისხმებაო
აბა, რა გითხრა, ვინც ეგ თქვა, ეტყობა ნორმებს მთლად კარგად არ იცნობდა, მაგის გამო ქულას ვაკლებთ
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 25 2006, 01:42 PM
ციტატა(თამარი @ Dec 23 2006, 02:49 AM)
თამართან მართლა დიდი მადლობა, ჩემ მაგივრად იხარჯება, პრინციპში, ჩემ მაგივრად კი არა, თავად სურს ასე,
თამარ, სიმართლე გითხრა, მეც მქონდა ამგვარი თემის გახსნის სურვილი. ამიტომაც ვაქტიურობ ხოლმე (რა მნიშვნელობა აქვს, ვისი გახსნილი იქნება
). რამდენიმე დღის წინ რომ ვნახე, მეორე გვერდზე იყო გადასული, გული დამწყდა და სასწრაფოდ გავააქტიურე.
კარგია, კითხვებსაც რომ სვამენ. ორი დღეა ფორუმზე არ შემოვსულვარ და სასიამოვნო სიახლეები დამხვდა.
ციტატა(ზოსიმე @ Dec 23 2006, 01:30 AM)
თამარ,მიხარია შენნაირი ხალხის არსებობა ამ ფორუმში,თორე ვხედავ აქ ბევრს თავი ნამდვილი ქართველი და თანაც მართლმადიდებელი გონია,ვერ ხედავენ დირეს თვალში...გისურვებ სიტყვის ძალას.(თუ შეცდომა მიპოვე გთხოვ შემისწორე
დიდი მადლობა კეთილი სურვილებისთვის ორივე თამარის სახელით.
ოღონდ ერთს დავამატებდი, თუ არ მიწყენ: ვინმეს თავი მართლმადიდებელი რომ "ეგონოს", ამაში ცუდს ვერაფერს ვხედავ. ჭეშმარიტ მართლმადიდებლობას კი მთელი ცხოვრების მანძილზე (ხშირად საკუთარ შეცდომებზე) ვსწავლობთ.
შეცდომები უკვე გაუსწორებიათ.
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 25 2006, 01:54 PM
თემიდან გადახვევა რომ არ გამომივიდეს....
გერმანულიდან ქართულში შემოსულ სიტყვებში EI დიფთონგი აი -თი უნდა გადმოიცეს.
სწორია: აინშტაინი, რაიხსტაგი, ცვაიგი (და არა: ეინშტეინი, რეიხსტაგი, ცვეიგი) და ა.შ.
ეს წესი არ ვრცელდება იმ სიტყვებზე, რომლებიც გერმანულიდან შესულან რუსულ ენაში, დაქვემდებარებულან რუსული ენის ნორმებს და შემდგომ შემოსულან ქართულში. ამის კვალობაზე ქართულში უნდა იწერებოდეს: ბრონშტეინი, ეიზენშტეინი, რუბინშტეინი, ეიხენვალდი...
ევროპული ენებიდან მომდინარე LA და LU ჯგუფებიანი სიტყვები, რომლებიც რუსულ ენაში გამოვლით ЛЯ და ЛЮ კომპლექსიან ფორმებს იძლევა, ქართულში უნდა გადმოიცეს მხოლოდ ლა და ლუ ჯგუფებით.
სწორია: აკუმულაცია, აკუმულატორი, ასიმილაცია, იზოლაცია, იზოლატორი, კანცელარია, კომპილატორი, მალარია, პლაჟი, პოპულარული, ტრანსლაცია, ალუმინი, ილუზია, პლუს, რეზოლუცია. ჰალუცინაცია (და არა: აკუმულიაცია, აკუმულიატორი, ასიმილიაცია, იზოლიაცია, იზოლიატორი, კანცელიარია, კომპილიატორი, მალიარია, პლიაჟი, პოპულიარული, ტრანსლიაცია, ალიუმინი, ილიუზია, პლიუს, რეზოლიუცია, ჰალიუცინაცია) და მისთ.
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 26 2006, 01:27 PM
შეცდომაა:მადლობა მოუხადა
სწორია:მადლობა გადაუხადა
მაგრამ:
ბოდიში მოუხადა
და არა ბოდიში გადაუხადა
ასოციაცია: ბოდიშის მოხდა _ ბოდიში თითქოს ვალია, რომელიც უნდა მოიხადო
მადლობა კიდევ საფასურია, რომელიც უნდა გაიღო, ანუ გადაიხადო, იმისთვის რაც შენთვის გააკეთეს.
პ.ს. amdin-s
როცა პოსტს "აქვეყნებ" და ეწერება "მადლობთ" არის დიიიდი შეცდომა, უნდა იყოს გმადლობთ!!
ანდა მადლობა!!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2006, 01:34 PM
.:თამარი:.
რომელია სწორი ვარიანტი: ვერ აგიწერ თუ ვერ აგიღწერ?
წინასწარ დიდი მადლობა.
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 26 2006, 01:41 PM
ციტატა(marine @ Dec 26 2006, 01:34 PM)
.:თამარი:.რომელია სწორი ვარიანტი: ვერ აგიწერ თუ ვერ აგიღწერ?
წინასწარ დიდი მადლობა.
სწორია:
ვერ აღგიწერ თუმცა ვერ
აგიწერ ასევე შესაძლებელია.
აღ-არის ზმნისწინი, რომელიც ამ ფორმით (ანუ ძველი ფორმით) დღევანდელ ქართულშიც იხმარება რამდენიმე სიტყვასთან, მათ შორის სიტყვა
აღ-წერასთან.
ამ პრევერბის თამანედროვე ვარიანტია ა_ ,რომელიც შეიძლება შეენაცვლოს ძველ ფორმას, იმ შემთხვევაში თუკი სიტყვის მნიშვნელობა არ შეიცვლება.
ვერ აგიღწერ არის დიდი შეცდომა, რადგან ზმნისწინის გახლეჩა არ შეიძლება.
მაპატიეთ, მე რომ გიპასუხეთ, მაგრამ სულმა წამძლია
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 26 2006, 01:43 PM
kato_Bato
ძალიან დიდი მადლობა!!
პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Dec 26 2006, 06:36 PM
გთხოვთ დამეხმარეთ, ტესტს ვავსებ და...
ჩამოთვლილთაგან რომელია ორთოგრაფიულად მცდარი ფორმა?
ა) მგონია
ბ) არც ერთი
გ) მით უმეტეს
დ) მინახიხარ
თქვენი იმედი მაქვს
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 26 2006, 06:43 PM
ციტატა(tinka @ Dec 26 2006, 06:36 PM)
გთხოვთ დამეხმარეთ, ტესტს ვავსებ და...
ჩამოთვლილთაგან რომელია ორთოგრაფიულად მცდარი ფორმა?
ა) მგონია
ბ) არც ერთი
გ) მით უმეტეს
დ) მინახიხარ
თქვენი იმედი მაქვს
მცდარია:
მინახიხარ რადგან ზმნა არის
ნახვა უნდა იყოს:
მინახავხარ
პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Dec 26 2006, 06:47 PM
kato_Bato
მადლობა, გაიხარე!
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 26 2006, 09:31 PM
ციტატა
მაპატიეთ, მე რომ გიპასუხეთ, მაგრამ სულმა წამძლია
რა პატიებას ითხოვ, მე პრივატიზებული კი არ მაქვს ეს თემა. :D
პირიქით, შესანიშნავია, ასე ოპერატიულად რომ უპასუხე. აბა მე ხომ არ დამელოდებოდით საღამომდე...
ძალიან მიხარია, ეს თემა რომ ცოცხლობს, კითხვებსაც სვამენ... :rolleyes:
ციტატა
პ.ს. amdin-s
როცა პოსტს "აქვეყნებ" და ეწერება "მადლობთ" არის დიიიდი შეცდომა, უნდა იყოს გმადლობთ!!
ანდა მადლობა!!
ჰო, ეგ შეცდომა მეც მომხვდა თვალში...
პოსტის ავტორი: ზოსიმე თარიღი: Dec 27 2006, 03:46 AM
33 ბგერა(ანბანის)
33 წელი(მაცხოვრის)
33 მალა (ხერხემლის)
დიდებულ და საკვირველ არს სამების გამოვლინებანი.
ჯანმთელ ხერხემალს---ძალას სიტყვისას---მაცხოვრის შეწევნას გისურვებთ.
(სასურველია,თქვენთან ერთად მეც გავხდე ამ ”სიმდიდრის” მომპოვებელი)
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 27 2006, 10:34 AM
ზოსიმე
შენი პოსტი ძალიან მომეწონა!!! ლამაზი დაკავშირებაა..
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 28 2006, 01:38 AM
QUOTE
ქრისტეანიზმი
რაღაც ეს ტერმინი არ მომწონს
სწორია ასეთი ფორმა? თუ "ქრისტიანობა" უნდა იყოს?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2006, 12:56 PM
.:თამარი:.
kato_Bato
ბავშვებო, რომელია სწორი ვარიანტი: ჰგავნან თუ გვანან?
წინასწარ მადლობა.
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 28 2006, 02:23 PM
ციტატა(marine @ Dec 28 2006, 12:56 PM)
.:თამარი:.kato_Batoბავშვებო, რომელია სწორი ვარიანტი: ჰგავნან თუ გვანან?
წინასწარ მადლობა.
ჰგვანან შევუწყოთ პირები:
ჰგვანან_ ისინი მას მაგალითად: ბავშვები ჰგვანან დედას
ისინი_ბავშვები_არის სუბიექტი. დგას
სახელობით ბრუნვაში
მას _დედას _არის ირიბი ობიექტი, დგას
მიცემით ბრუნვაში (ყოველთვის)
როცა ზმნა ორ ამ სამ პირიანია,
როცა ზმნას შეეხამება მ უ დ ა მ მიცემითში მდგომი სახელი ან მესამე პირის ნაცვალსახელი (
მას/მათ)
თავსართ :
ს -ს დართვა არის აუცილებელი 9 თანხმოვნის წინ: :
დ თ ტ ძ ც წ ჯ ჩ ჭ თავსართ :
ჰ -ს დართვა არის აუცილებელი7 თანხმოვნის წინ: :
ბ ფ პ გ ქ კ ყ თუ ზმნა არის ერთპირიანი ანუ მას შეეწყობა მხოლოდ სუბიექტური პირი და არ შეეწობა მას მიცემითში მდგომი სახელი ან მესამე პირის ნაცვალსახელი, ამ თავსართების ხმარება დაუშვებელია:
ასევე თუ ზმნა არის ორპირიანი, მაგრამ მას შეეწყობა სუბიექტი და პირდაპირი ობიექტი(რომელიც ბრუნვას იცვლის) ამ თავსართების ხმარება ასევე დაუშვებელია.
მაგალითად
სწორია :
ქრის (ის-ერთპირიანია)
შეცდომაა
ჰქრის ("ქარი ჰქრის"...)
სწორია:
ყვავის (ის_ერთპირიანია)
შეცდომაა:
ჰყვავის სწორია:
ჰგავს (ის მას_ ორპირიანია, შეეწყობა მესამე ირიბ ობიექტური პირი)
შეცდომაა:
გავს სწორია:
ჰყავს ჰქონდა, ჰქვია, სცემს, სთხოვს, მისცა.. შეცდომაა:
ყავს, ქონდა, ქვია, ცემს, თხოვს, მიცა.. ასევე, უნდა გაიმიჯნოს ზოგი ზმნა პირთა რაოდენობის მიხედვით:
ცივა და
სცივა (მას);
ცხელა და
სცხელა (მას);
თბილა და
სთბილა (მას);
გრილა და
ჰგრილა (მას);
ცვივა და
სცვივა (მას)
წერს (ის მას_კაცი წერს
წერილს , დაწერა კაცმა
წერილი ანუ აქ
მას არის პირდაპირი ობიეტი, რომელიც არ გახლავთ მიცემით ბრუნვაში მ უ დ ა მ)
და
სწერს (ის მას მას_ კაცი წერს წერილს მეგობარს_მისწერა კაცმა წერილი მეგობარს,
მეგობარს არის ირიბი ობიექტი რომელიც არ იცვლის ბრუნვას სერიების მიხედვით, ასეთ შემთხვევაში ზმნა იწყება თანხმოვნით
წ და მის წინ დაგვჭირდება
ს თავსართი)
ჭრის (ის მას) და
სჭრის (ის მას მას);
კრავს (ის მას) და
ჰკრავს (ის მას მას);
პ.ს მაპატიეთ თუ ბევრი ვწერე, და უფრო მაპატიეთ თუ გაუგებარად!
მითხარით, წავშლი და უფრო გასაგებად დავწერ!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2006, 02:26 PM
kato_Bato
უღრმესი მადლობა, კატო
საკმაოდ გასაგებადაა დაწერილი, ასე რომ ნუ წაშლი..
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 28 2006, 06:55 PM
ციტატა(მარიამი @ Dec 28 2006, 01:38 AM)
რაღაც ეს ტერმინი არ მომწონს
სწორია ასეთი ფორმა? თუ "ქრისტიანობა" უნდა იყოს?
"ქრისტიანობა" უნდა იყოს, მაგრამ უკვე "ქრისტიანიზმსაც" ძალიან შევეჩვიე ერთი ფორუმელის წყალობით.
(გვარს არ დავასახელებ
)
კატოს ვენაცვალე ოპერატიულობაში.
აბა, მე რა დამაწერინებდა მაგდენს?
ისე კი მომიწევდა, მაგრამ გადავრჩი...
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 28 2006, 07:17 PM
ციტატა(მნათე @ Dec 28 2006, 07:08 PM)
.:თამარი:.საერთოდ ქრისტ
ეანობა უნდა იყოს
ქრისტიანობა-სლაური გავლენაა
ქრისტეშობა, ქრისტეშობისთვე...
მაგრამ ქრისტიანი, ქრისტიანობა. შეიძლება გავლენაა, მაგრამ უკვე საკმაოდ დამკვიდრებული.
შენი ვერსიაც არ არის შეცდომა, რა თქმა უნდა. ის უფრო ადრინდელ ნაწერებში გვხვდება...
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 28 2006, 07:24 PM
ციტატა
ქრისტეშობა, ქრისტეშობისთვე...
მაგრამ ქრისტიანი, ქრისტიანობა. შეიძლება გავლენაა, მაგრამ უკვე საკმაოდ დამკვიდრებული.
შენი ვერსიაც არ არის შეცდომა, რა თქმა უნდა. ის უფრო ადრინდელ ნაწერებში გვხვდება...
ძალიან ბევრი "ი" მოგვიმრავლდა, არ მომწოოოოოონსსს!!
"ამენი"-ს მაგიერ "ამინ"
"ალლელუია"-ს მაგიერ "ალილუია"
აგერ უკვე "ქრისტე"-ს "ქრისტი" დავარქვით, მალე ალბათ "ხირისტიანობა"-ზე გადავალთ და ჰეიდააა, სლავიანიზმი არ გვეყო?
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 28 2006, 07:31 PM
ციტატა(მნათე @ Dec 28 2006, 07:24 PM)
აგერ უკვე "ქრისტე"-ს "ქრისტი" დავარქვით.
ეგ ჯერ არ მომხდარა და არც მოხდება.
ციტატა
მალე ალბათ "ხირისტიანობა"-ზე გადავალთ და ჰეიდააა, სლავიანიზმი არ გვეყო?
ეგეც არ მოხდება, დარწმუნებული იყავი.
ციტატა(მნათე @ Dec 28 2006, 07:17 PM)
.:თამარი:."ქრისტეანიზმს"-რას უწუნებთ?
არაფერს-მეთქი, ხომ ვთქვი.
პოსტის ავტორი: maka maisuradze თარიღი: Dec 28 2006, 08:37 PM
ციტატა(თამარი @ Nov 18 2006, 08:22 PM)
5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი.
,,ბერ-მონაზონი", თამუნა, ერთად არ იწერება, თუ მღვდელ-მონაზონი იწერება დეფისით, ვერ გამიგია, ბერ-მონაზონი რატომ არ უნდა იწერებოდეს დეფისით?! ორივეს ერთი საერთო წესი შეესაბამება: რთულ კომპოზიტებში, სადაც ,,და" კავშირია გამოტოვებული, ყველგან დეფისი იწერება. თვითვე ეწინააღმდეგები იმას, რასაც ამტკიცებ. ,,ბერმონაზვნური" ნამდვილად ერთად იწერება, რადგანაც რთული სიტყვებისაგან სუფიქსებით ნაწარმოები ყველა ახალი რთული სახელი ერთად იწერება.
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Dec 28 2006, 09:25 PM
ციტატა(maka maisuradze @ Dec 28 2006, 08:37 PM)
,,ბერ-მონაზონი", თამუნა, ერთად არ იწერება, თუ მღვდელ-მონაზონი იწერება დეფისით, ვერ გამიგია, ბერ-მონაზონი რატომ არ უნდა იწერებოდეს დეფისით?! ორივეს ერთი საერთო წესი შეესაბამება: რთულ კომპოზიტებში, სადაც ,,და" კავშირია გამოტოვებული, ყველგან დეფისი იწერება. თვითვე ეწინააღმდეგები იმას, რასაც ამტკიცებ. ,,ბერმონაზვნური" ნამდვილად ერთად იწერება, რადგანაც რთული სიტყვებისაგან სუფიქსებით ნაწარმოები ყველა ახალი რთული სახელი ერთად იწერება.
მე ის "თამარი" არ ვარ, ვისაც შენ მიმართავ,
მაგრამ მაინც გიპასუხებ:
ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი უნდა დაიწეროს ერთად, ერთ სიტყვად, ხოლო ორ და მეტცნებიანი - დეფისით.
ბერმონაზონი ერთცნებიანია. მღვდელ-მონაზონი - ორიანი.
ერთ- და მეტცნებიანი კომპოზიტების განმარტებასაც შემოგთავაზებთ დაინტერესებულ პირებს, თუ სურვილი გექნებათ...
პოსტის ავტორი: manana თარიღი: Jan 3 2007, 03:50 AM
სადავოი კირიალესა
ზუსტი თარგმანი ვინ იცის?
(მეგრულის მცოდნეებს ეხებათ )
პოსტის ავტორი: tatuli თარიღი: Jan 13 2007, 03:27 PM
ციტატა(mari @ Nov 18 2006, 09:27 PM)
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"
გრამატიკულად სწორია "ვერცერთი მოვიდა" , რადაგნ"ვერცერთი ვერ მოვიდას" შემთხვევაში ორმაგი უარყოფა გამოდის წესით და რიგით გამონათქვამს დადებით მნიშვნელობას ანიჭებს და გამოდის "ყველა მოვიდა"
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jan 13 2007, 04:39 PM
ციტატა(maka maisuradze @ Dec 28 2006, 08:37 PM)
,,ბერ-მონაზონი", თამუნა, ერთად არ იწერება, თუ მღვდელ-მონაზონი იწერება დეფისით, ვერ გამიგია, ბერ-მონაზონი რატომ არ უნდა იწერებოდეს დეფისით?! ორივეს ერთი საერთო წესი შეესაბამება: რთულ კომპოზიტებში, სადაც ,,და" კავშირია გამოტოვებული, ყველგან დეფისი იწერება. თვითვე ეწინააღმდეგები იმას, რასაც ამტკიცებ. ,,ბერმონაზვნური" ნამდვილად ერთად იწერება, რადგანაც რთული სიტყვებისაგან სუფიქსებით ნაწარმოები ყველა ახალი რთული სახელი ერთად იწერება.
გაუგებარი არაფერია, აბა, ჩასვი ბერსა და მოანაზონს შორის ''და'', ნუთი სხვადასხვა ცნებებს მიიღებ? დღევანდელი გადასახედიდან არ უნდა აღიქვათ ეს სიტყვა, ეტიმოლოგია-შინაარსიდან გამომდინარე აქ ქალის და მამაკაცის გარჩევა წარსულში არ იგულისხმებოდა. მოლედ: მღვდელ-მონაზონი სხვა ცნებაა, ბერბონაზონი კი - სხვა. მსგავს დამტკიცებას ორთოგაფიულ ლექსიკონშიც ვკითხულობთ.
თამარ, დიდი მადლობა, შენ მართებულად ახსენი
ციტატა(.:თამარი:. @ Dec 28 2006, 09:25 PM)
მე ის "თამარი" არ ვარ, ვისაც შენ მიმართავ,
მაგრამ მაინც გიპასუხებ:
ყველა ერთცნებიანი კომპოზიტი უნდა დაიწეროს ერთად, ერთ სიტყვად, ხოლო ორ და მეტცნებიანი - დეფისით.
ბერმონაზონი ერთცნებიანია. მღვდელ-მონაზონი - ორიანი.
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 19 2007, 10:33 PM
შეკითხვა მაქვს: როცა ფრჩხილებში მოქცეული ტექსტის ბოლოს კიდევ შიგნით ფრჩხილებია, დახურვის დროს ორმაგი ფრჩხილი იწერება?
მაგალითად: (წმინდა გიორგი (IV)) ასე?
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Jan 19 2007, 10:43 PM
ციტატა(მარიამი @ Jan 19 2007, 11:33 PM)
შეკითხვა მაქვს: როცა ფრჩხილებში მოქცეული ტექსტის ბოლოს კიდევ შიგნით ფრჩხილებია, დახურვის დროს ორმაგი ფრჩხილი იწერება?
მაგალითად: (წმინდა გიორგი (IV)) ასე?
კი...ეგრე იწერება.... მე ეგრე მასწავლეს ყოველშემთხვევაში და...
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 19 2007, 10:53 PM
QUOTE(t.l. @ Jan 19 2007, 10:43 PM)
კი...ეგრე იწერება.... მე ეგრე მასწავლეს ყოველშემთხვევაში და...
მადლობა
მე ეგ საერთოდ არ მასწავლეს, როგორც მახსოვს...
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Jan 19 2007, 11:15 PM
ციტატა(t.l. @ Jan 19 2007, 10:43 PM)
კი...ეგრე იწერება.... მე ეგრე მასწავლეს ყოველშემთხვევაში და...
მე დიდად არ მომწონს ეგ წესი, თუმცა ასეა და რას ვიზამთ
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 27 2007, 11:34 PM
რომელია სწორი: დიდ-მარხვა, დიდმარხვა თუ დიდი მარხვა?
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Jan 27 2007, 11:39 PM
ციტატა(მარიამი @ Jan 28 2007, 12:34 AM)
რომელია სწორი: დიდ-მარხვა, დიდმარხვა თუ დიდი მარხვა?
მგონი დიდი მარხვა, თუმცა გამოიყენება მაგალითად ასევე: დიდმარხვა-რაც არასწორია...იმედია არ ვცდები, აბა ფილოლოგოსებო გაგვეცით პასუხი
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 27 2007, 11:53 PM
QUOTE(კანუდოსელი @ Jan 27 2007, 11:39 PM)
მგონი დიდი მარხვა, თუმცა გამოიყენება მაგალითად ასევე: დიდმარხვა-რაც არასწორია...იმედია არ ვცდები, აბა ფილოლოგოსებო გაგვეცით პასუხი
მეც მასე ვფიქრობ, მაგრამ მაინც დაველოდები ფილოლოგოსებს
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Jan 30 2007, 12:23 AM
დიდი მარხვა, თავისთავად, შეცდომა არ არის. მაგრამ აქ ვინმემ შეიძლება იგლისხმოს ნებისმიერი მარხვა, რომელიც თაგისი ხანგრძლივობით დიდია.
მაგრამ დიდმარხვა არის მხოლოდ აღდგომის მარხვა, რომელიც ყველიერიდან აღდგომამდე გრძელდება. დეფისი საჭირო არ არის.
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 1 2007, 12:16 AM
QUOTE(.:თამარი:. @ Jan 30 2007, 12:23 AM)
დიდი მარხვა, თავისთავად, შეცდომა არ არის. მაგრამ აქ ვინმემ შეიძლება იგლისხმოს ნებისმიერი მარხვა, რომელიც თაგისი ხანგრძლივობით დიდია.
მაგრამ
დიდმარხვა არის მხოლოდ აღდგომის მარხვა, რომელიც ყველიერიდან აღდგომამდე გრძელდება. დეფისი საჭირო არ არის.
დიდი მადლობა, თამარ
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Feb 2 2007, 04:27 PM
ბევრი ჟურნალისტისგან მესმის: ''ყოველი ჩვენთაგანი''..ჩემი ქართულის მასწავლებელი სულ მეჩიჩინებოდა: ''ყოველი ჩვენგანი, დაიმახსოვრეთ''. მის მერე არ დამვიწყებია. მაინტერესებს რომელია სწორი ''კათალიკოს'' პატრიარქი, თუ ''კათოლიკოს'' პატრიარქი..ეგ ვერ გავიგე....????
პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 7 2007, 01:32 AM
ციტატა
მაინტერესებს რომელია სწორი ''კათალიკოს'' პატრიარქი, თუ ''კათოლიკოს'' პატრიარქი..ეგ ვერ გავიგე....????
როგორც ვიცი კათალიკოს პატრიარქია .
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 7 2007, 01:42 AM
სწორია კათალიკოსი.
მაგრამ კათოლიკოსიც უკვე ისეა დამკვიდრებული, თუ არ ვცდები, საპატრიარქოს ვებ-გვერდზეც ასეა, რომ უკვე შეცდომად აღარ მივიჩნევ რატომღაც.
ერთი შეცდომა, რომელიც ყველა ვებ-გვედზე მხვდება, არის "ჩვენს შესახებ".
უნდა იყოს ჩვენ შესახებ.
პოსტის ავტორი: _MATASI_ თარიღი: Feb 7 2007, 01:46 AM
QUOTE
მაინტერესებს რომელია სწორი ''კათალიკოს'' პატრიარქი, თუ ''კათოლიკოს'' პატრიარქი..ეგ ვერ გავიგე....????
მე ვიცი რომ ორივე სწორია
როგორც ანგელოზი და ანგელოსი. მგონი ორივე სწორია
პოსტის ავტორი: BOO თარიღი: Feb 7 2007, 01:53 AM
გმადლობთ ყველას ინფორმაციისთვის.
პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 7 2007, 02:35 AM
ციტატა
როგორც ანგელოზი და ანგელოსი. მგონი ორივე სწორია
ეს ნამდვილად არ ვიცოდი გმადლობთ ინფორმაციისათვის თებროლე
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Feb 8 2007, 03:02 AM
ერთი თხოვნა მაქვს: როცა პმ-ს ვაგზავნით ან პოსტს ვასწორებთ, სულ იწერება მადლობთ.
არადა უნდ იყოს _ გმადლობთ, უკიდურეს შემთხვევაში _ მადლობა.
იქნებ ჩაასწოროთ! წინასწარ გმადლობთ გუმისხმიერებისთვის!
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 8 2007, 04:38 PM
ციტატა(თამარი @ Feb 8 2007, 03:02 AM)
ერთი თხოვნა მაქვს: როცა პმ-ს ვაგზავნით ან პოსტს ვასწორებთ, სულ იწერება
მადლობთ.
არადა უნდ იყოს _
გმადლობთ, უკიდურეს შემთხვევაში _
მადლობა.
იქნებ ჩაასწოროთ! წინასწარ
გმადლობთ გუმისხმიერებისთვის!
იგულისხმება
გულისხმიერება ხო???
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Feb 8 2007, 07:15 PM
ციტატა(თათი87 @ Feb 8 2007, 04:38 PM)
იგულისხმება
გულისხმიერება ხო???
ჰო, კლავიატურის ბრალია ეგ
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 8 2007, 08:27 PM
ციტატა(თამარი @ Feb 8 2007, 03:02 AM)
ერთი თხოვნა მაქვს: როცა პმ-ს ვაგზავნით ან პოსტს ვასწორებთ, სულ იწერება
მადლობთ.
არადა უნდ იყოს _
გმადლობთ, უკიდურეს შემთხვევაში _
მადლობა.
იქნებ ჩაასწოროთ! წინასწარ
გმადლობთ გუმისხმიერებისთვის!
ეგ ადრეც ითქვა http://church.ge/index.php?showtopic=392&st=100
მაგრამ სადაა "გუმისხმიერება"...
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Feb 8 2007, 08:38 PM
ციტატა(.:თამარი:. @ Feb 8 2007, 08:27 PM)
ეგ ადრეც ითქვა http://church.ge/index.php?showtopic=392&st=100
მაგრამ სადაა "
გუმისხმიერება"...
და მერე ჩემზე იტყვიან, გვკბენსო
ერთი სიტყვა ვერ მოინელა ამხელა ფორუმაა
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Feb 8 2007, 10:05 PM
ციტატა(თამარი @ Feb 8 2007, 08:38 PM)
შენზე არ უთქვამთ...
ჩემზე თქვეს და აგერია, სეხნიავ.
პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Feb 9 2007, 03:18 AM
ციტატა
და მერე ჩემზე იტყვიან, გვკბენსოერთი სიტყვა ვერ მოინელა ამხელა ფორუმაა
პოსტის ავტორი: შევრდომილი თარიღი: Feb 12 2007, 12:49 AM
როცა ამ თემას ვკითხულობდი ბევრი რამ გამახსენდა (თემასთან დაკავშირებით) და ვიფიქრე შევუერთდებიმეთქი, თქვენ ამომწურავად გიწერიათ ყველაფერი. სათქმელი აღარ დამრჩა. მაგრები ხართ, გაიხარეთ.
გაზეთები და ჟურნალები სავსეა მსგავსი შეცდომებით. აღარაფერს ვამბობ ტელევიზიაზე.
უცებ გამახსენდა
ზოგჯერ შემხვედრია ალბად, სწორია_ალბათ
პოსტის ავტორი: maia თარიღი: Mar 12 2007, 12:15 AM
მაინტერესებს რას ნიშნავს სიტყვა "ჩაუქი" ან "სიჩაუქე".
იქნებ დაწეროთ განმარტება, ვინც იცით...
გულისხმიერებისთვის წინასწარ დიდი მადლობა.
პოსტის ავტორი: mampali თარიღი: Mar 12 2007, 01:07 AM
ფეხბურთის კომენტატორებმა არ იციან რომ ურტყავს კი არა ურტყამსაა. ან კითხვას ვსვავ კი არა ვსვამაა. კიდევ ის რომ ამბობენ- გავმეორდები.
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Mar 16 2007, 01:30 AM
ციტატა(maia @ Mar 12 2007, 12:15 AM)
მაინტერესებს რას ნიშნავს სიტყვა "ჩაუქი" ან "სიჩაუქე".
იქნებ დაწეროთ განმარტება, ვინც იცით...
გულისხმიერებისთვის წინასწარ დიდი მადლობა.
ჩაუქი - მარდი, მამაცი.
შესაბამისად:
ჩაუქად - მარდად, მამაცურად.
სიჩაუქე - ჩაუქის თვისება - სიმარდე, სიმამაცე.
პოსტის ავტორი: maia თარიღი: Mar 22 2007, 11:35 AM
ბავშვებო, მაინტერესებს, რომელია სწორი ფორმა: "გაჩერებასთან გამიჩერეთ" თუ "გაჩერებაზე გამიჩერეთ"? თუ არცერთი არაა სწორი ..
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 8 2007, 06:16 PM
ფილოლოგებო! რომელია სწორი: "ქრისტე აღსდგა" თუ "ქრისტე აღდგა"?
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Apr 16 2007, 12:12 AM
ციტატა(maia @ Mar 22 2007, 12:35 PM)
ბავშვებო, მაინტერესებს, რომელია სწორი ფორმა: "გაჩერებასთან გამიჩერეთ" თუ "გაჩერებაზე გამიჩერეთ"? თუ არცერთი არაა სწორი ..
ორივე სწორია.
მხოლოდ მცირე შინაარსობრივი განსხვავებაა ამ ორ გამონათქვამში.
ციტატა(მარიამი @ Apr 8 2007, 07:16 PM)
ფილოლოგებო! რომელია სწორი: "ქრისტე აღსდგა" თუ "ქრისტე აღდგა"?
ეს უკვე დაგიდგენია,
მაგრამ აქაც ვიტყვი, რომ გრამატიკულად სწორი ფორმაა
აღდგა.
(ისევე როგორც - მე ავდექი, შენ ადექი, ის ადგა) მაგრამ
აღსდგა იმდენადაა დამკვიდრებული, ხშირად მოძღვრებიც ასე გამოთქვამენ, ასე იბეჭდება, რომ სწორი ფორმა ეს ჰგონია ყველას.
ქრისტე აღდგა!
ჭეშმარიტად აღდგა!
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Apr 16 2007, 01:31 PM
ციტატა
(ისევე როგორც - მე ავდექი, შენ ადექი, ის ადგა) მაგრამ აღსდგა იმდენადაა დამკვიდრებული, ხშირად მოძღვრებიც ასე გამოთქვამენ, ასე იბეჭდება, რომ სწორი ფორმა ეს ჰგონია ყველას.
"ქრისტე აღსდგა" ძველი ქართულიდან მომდინარე ტრადიციული გამოთქმაა და მხოლოდ ამიტომ შეიძლება გამონაკლისის სახით უცვლელი დარჩეს.
თორემ "დეგ" ზმნა, რა თქმა უნდა, თანამედროვე მეტყველებაში "ს" თავსართს არ საჭიროებს და მისი გამოყენება შეცდომად ითვლება.
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 16 2007, 07:10 PM
ჩვენს ფორუმზე ხშირად ახსენებენ ოპტინელ ბერებს, თუმცა მე ვიცი, რომ ქართულად გამოითქმის, როგორც ოპტელი და არა ოპტინელი.
ოპტელი ბერების ლოცვა და არა ოპტინელი ბერების ლოცვა.
რომელია სწორი ფორმა?
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Apr 16 2007, 07:12 PM
ციტატა
რომელია სწორი ფორმა?
ოპტა - ოპტელი
ოპტინა - ოპტინელი
მონასტერს რა ქვია?
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 16 2007, 07:24 PM
ეს ოპტელად მოიხსენება, სხვა სემთხვევაში ოპტინელ ბერებს ახსენებენ,
ლოცვა ანტიქრისტესაგან დასაცავად
უფალო, იესუ ქრისტე, ძეო ღმრთისაო, რომელი მომავალ-ხარ განსჯად ცხოველთა და მკვდართა, შეგვიწყალენ ჩუენ ცოდვილნი, შეგვინდევ შეცოდებანი ყოველთა დღეთა ცხოვრებისა ჩუენისათა და ვითარცა უწყი დაგვიფარენ ჩუენ პირისაგან ანტიქრისტესა დაფარულსა უდაბნოსა მაცხოვარებისა შენისასა.
ღირსი ნექტარიოს ოპტელი
ლოცვა შვილთათვის ღირსისა ამბროსი ოპტინელისა
უფალო, შენ მხოლომან ყოველივე უწყი, ყოველივე ძალ გიძს და გნებავს ყოველთა ცხოურება და მეცნიერებასა ჭეშმარიტებისასა მოსვლა. განაბრძუნე შვილნი ჩუენნი (სახელები) შემეცნებითა ჭეშმარიტებისა შენისა და წმიდისა ნებისა შენისა და განამტკიცენ იგინი სლვად მცნებათა შინა შენთა და მეცა ცოდვილი შემიწყალე.
აქ უკვე ოპტინელია
ოპტელი ბერების ლოცვა
უფალო, მომეც მე ძალა, რათა სიმშვიდითა სულიერითა მივიღო ყოველივე, რასაცა მომიტანს დღეი ესე, მომეც მე ძალა, რათა სრულიად მინდობილ ვექმნე წმიდასა ნებასა შენსა. ყოვლითურთ მიწინამძღვრე და შემეწიე მე თვითოეულსა ჟამსა დღისასა. რაიცა რა ამბავი მესმას დღესა ამას, მასწავე მიღებად მისსა სულითა სიმშვიდისათა, რწმენითა მტკიცითა, რამეთუ ყოველივე ნებითა შენითა წმიდითა ქმნილ არს. შენ ექმენ მარადის წინამძღვარ აზრთა და გრძნობათა ჩემთა ჟამსა შრომისა და უბნობისა, ჟამსა ყოვლისა უცებისა საქმის მოწევნისასა. ნუ მიმცემ მე დავიწყებად, რამეთუ ყოველივე შენ მიერ მოვლინებულ არს. მასწავე მე კეთილგონიერებითა და წრფელად ცხოვრება ჩემდათანა ყოვლისა სახლობისაითა, არა წყინებად და არცა აღშფოთებად ვინმესა. უფალო, მომეც მე ძალა, რათა დავითმინო დაშრომაი მდგომარისა დღისაი და ყოვლისა შემთხვევისაი განმავლობასა შინა მისსა. ექმენ წინამძღვარ ნებასა ჩემსა და მასწავე მე ლოცვაი, სასოებაი, რწმენაი, სიყვარული, მოთმინებაი და მიტევებაი, ამიn
ეს ბოლო ლოცვა, ხან ოპტინელი ბერების სახელით იბეჭდება ხან ოპტელის
პოსტის ავტორი: .:თამარი:. თარიღი: Apr 16 2007, 11:22 PM
სამწუხაროდ მონასტრის ზუსტი დასახელება მეც არ ვიცი, ოპტა ჰქვია თუ ოპტინა.
რატომღაც მგონია, რომ "ოპტინელი" რუსულიდან მომდინარეობს, ქართულად კი ოპტა უნდა იყოს. ეს ჩემი პირადი ვარაუდია და მეტი არაფერი.
თუმცა მე მაქვს დაუჯდომელი ლოცვა, რომელსაც ამბროსი ოპტინელის დაუჯდომელი ჰქვია. მას ევედრებიან სულიერი განსჯისა და გონიერების მოსაპოვებლად, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებისას...
რა ვიცი, ლოცვანში როგორც წერია, მეც ისე ვკითხულობ...
მოკლედ, არ ვიცი...
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 16 2007, 11:28 PM
მგონი ოპტა უნდა იყოს სწორი. მაგრამ ოპტინა ძალიან დაკვიდრდა უკვე.
პოსტის ავტორი: მანანა თარიღი: Jun 2 2007, 04:19 PM
ციტატა(თამარი @ Feb 8 2007, 03:02 AM)
ერთი თხოვნა მაქვს: როცა პმ-ს ვაგზავნით ან პოსტს ვასწორებთ, სულ იწერება
მადლობთ.
არადა უნდ იყოს _
გმადლობთ, უკიდურეს შემთხვევაში _
მადლობა.
იქნებ ჩაასწოროთ! წინასწარ
გმადლობთ გულისხმიერებისთვის!
თამარი მართალია. ერთს დავამატებდი კიდევ: როდესაც მომხმარებლის სახელით შევდივართ ჩვენს პროფილში ან ძებნის ფუნქციით ვსარგებლობთ, სანამ მოხდება ძირითად გვერდზე გადამისამართება იწერება ასეთი ფრაზა:
მადლობთ, (თქვენ შესული ხართ როგორც........და. ა.შ.)
იქნებ ესეც ჩაასწოროთ, გმადლობთ.
პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 4 2007, 02:59 PM
გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე
ჩემი აზრით თანამედროვე ქართულში ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:
გადმომირეკე
უნა იყოს: ხელახლა დამირეკე, ან დამირეკე
განვადება
უნდა იყოს: ნისია
საქმე იმაშია
უნდა იყოს: საქმე ის არის
პირდაპირი ეთერი
უნდა იყოს: ღია ეთერი
კიდევ ბევრია, სხვა დროს დავწერ
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2007, 03:02 PM
ulvashi
ციტატა
განვადება
უნდა იყოს: ნისია
რაომ კაცო? განვადება სულ სხვა რამეა, განვადების დროს ფულს ნელ-ნელა იხდი, ნისიაზე სამომავლო გადახდის უფლებით მოგაქვს.
პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 4 2007, 03:17 PM
მხევალი ნინო
ციტატა
რაომ კაცო? განვადება სულ სხვა რამეა, განვადების დროს ფულს ნელ-ნელა იხდი, ნისიაზე სამომავლო გადახდის უფლებით მოგაქვს.
არ არის სულ სხვა რამ. განვადება არაა ქართული სიტყვა, რუსული სიტყვის კალკია. რუსულად არის რასსროჩკა (ბოდიში, მაგრამ რუსულად ვერ ვწერ)
რასსროჩკა 1959 წლის რუსულ-ქართულ ლექსიკონში განმარტებულია როგორც ნისია. ე.ი 1959 წელს ქართულ ენაში სიტყვა განვადება არ იყო.
რამდენადაც საბჭოთა პერიოდში სამოქალაქო ბრუნდა არ არსებობდა, ანუ არ იყო თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა, სავარაუდოდ, ეს სიტყვა ქართულში დამკვიდრდა 80-იანების ბოლოს ან ცოტა ადრე. თავისუფალ ეკონომიკაზე და გაცვლა-გამოცვლაზე გადასვლასთან ერთად და მოხდა რასსროჩკის პირდაპირი თარგმნა.
ქართულ ში არის ნისია და უნდა ვთქვათ ნისია. ნისია გულისხმობს ნივთის წამოღებას შემდგომში გადახდის პირობით. მნიშვნელობა არ აქვს, თანდათანობით გადაიხდი თუ მთლიანად.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 4 2007, 05:29 PM
ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 03:59 PM)
გამიხარდა ეს თემა რომ ვნახე
ჩემი აზრით, თანამედროვე ქართულში ყველაზე გავრცელებული შეცდომებია:
გადმომირეკე
უნა იყოს: ხელახლა დამირეკე ან დამირეკე
ბოდიში, ჩაგისწორე
1. მძიმე აკლდა; 2. მძიმე ზედმეტი იყო
არ გეწყინოს, ეს უბრალოდ თვალსაჩინოებისთვის
პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 4 2007, 05:32 PM
თამარი_ცქნაფო
სწრაფად ბეჭდვის ბრალია
"უნა იყოს" ნაცვლად "უნდა იყოს" უნდა ყოფილიყო
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 4 2007, 05:41 PM
ციტატა(ulvashi @ Jun 4 2007, 06:32 PM)
თამარი_ცქნაფოსწრაფად ბეჭდვის ბრალია
"უნა იყოს" ნაცვლად "უნდა იყოს" უნდა ყოფილიყო
ჰო, ეგ აღარ ჩავმატე, გამოვშტერდი
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 4 2007, 05:45 PM
შეცდომაა: წინგი, წინგში
სწორია: წიგნი, წიგნში
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 4 2007, 05:48 PM
ulvashi
ციტატა
რასსროჩკა 1959 წლის რუსულ-ქართულ ლექსიკონში განმარტებულია როგორც ნისია. ე.ი 1959 წელს ქართულ ენაში სიტყვა განვადება არ იყო.
რამდენადაც საბჭოთა პერიოდში სამოქალაქო ბრუნდა არ არსებობდა, ანუ არ იყო თავისუფალი ყიდვა-გაყიდვა, სავარაუდოდ, ეს სიტყვა ქართულში დამკვიდრდა 80-იანების ბოლოს ან ცოტა ადრე. თავისუფალ ეკონომიკაზე და გაცვლა-გამოცვლაზე გადასვლასთან ერთად და მოხდა რასსროჩკის პირდაპირი თარგმნა.
ქართულ ში არის ნისია და უნდა ვთქვათ ნისია. ნისია გულისხმობს ნივთის წამოღებას შემდგომში გადახდის პირობით. მნიშვნელობა არ აქვს, თანდათანობით გადაიხდი თუ მთლიანად.
ეს იურიდიული ტერმინია, თანაც ძალიან კონკრეტული.
პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 5 2007, 11:36 AM
მხევალი ნინო
ციტატა
ეს იურიდიული ტერმინია, თანაც ძალიან კონკრეტული.
ასერთოდ არანაირი ტერმინი არაა, არ არსებობდა ქართულ ენაში 1959 წელს და ახლა როგორ გაჩნდა? არც იურიდიული ტერმინი არაა, მაშინ რატომ არაა ნახსენები საბჭოთა სამოქალაქო სამართლის წიგნში? ეს არის ქართული ენის ბუნებისათვის უცხო ზმნა, იმიტომ რომ რუსული ზმნის კალკირებითაა მიღებული
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 5 2007, 11:38 AM
ციტატა(ulvashi @ Jun 5 2007, 11:36 AM)
მხევალი ნინო
ასერთოდ არანაირი ტერმინი არაა, არ არსებობდა ქართულ ენაში 1959 წელს და ახლა როგორ გაჩნდა? არც იურიდიული ტერმინი არაა, მაშინ რატომ არაა ნახსენები საბჭოთა სამოქალაქო სამართლის წიგნში? ეს არის ქართული ენის ბუნებისათვის უცხო ზმნა, იმიტომ რომ რუსული ზმნის კალკირებითაა მიღებული
რომელ სიტყვაზე ამბობ?
პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 5 2007, 11:43 AM
განვადება
ქართულად ნისია
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 5 2007, 11:46 AM
ციტატა(ulvashi @ Jun 5 2007, 11:43 AM)
განვადება
ქართულად ნისია
აა, ეგ ჰო
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 5 2007, 11:53 AM
ulvashi
თამარი_ცქნაფო
კანონისტს ჰკითხეთ ეს იურისტების ტერმინია, ნისია თიტქოს ისე არ გამოხატავს იმას, რასაც განვადება.
რია ვიცი აბა, თუ შეეძლოთ ნისიას გამოყენება გამოეყენებინათ.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 5 2007, 11:55 AM
ციტატა(მხევალი ნინო @ Jun 5 2007, 11:53 AM)
ulvashi
თამარი_ცქნაფო
კანონისტს ჰკითხეთ ეს იურისტების ტერმინია, ნისია თიტქოს ისე არ გამოხატავს იმას, რასაც განვადება.
რია ვიცი აბა, თუ შეეძლოთ ნისიას გამოყენება გამოეყენებინათ.
ისე ნისია ცოტა სხვა შინაარსისაა, უბრალოდ განვადება, როგორც სიტყვა, არ არსებობდა ადრე, ახლა დამკვიდრდა
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 5 2007, 11:56 AM
ulvashi
თამარი_ცქნაფო
ნისია გულისხმობს რაიმეს შეძენას თანხის შემდგომში (არ ჩანს როდის!) გადახდის მიზნით
განვადება გულისხმობს რაიმეს შეძენას თანხის პერიოდულად დაფარვით
იურიდიულად ერთიდაიგივე არ არის
რაც შეეხება ახალ ტერმინს თუ იმაზე მითითებას, რომ საბჭოთა დროინდელ კანონმდებლობაში არ იყო, ეს არაფერს ნიშნავს. საქართველოს სსრ კანონმდებლობა იცნობდა "არაქმედუნარიან"-ს დღეს კი ვხვდებით "ქმედუუნარო"-ს
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 5 2007, 11:59 AM
კანონისტი
ციტატა
ნისია გულისხმობს რაიმეს შეძენას თანხის შემდგომში (არ ჩანს როდის!) გადახდის მიზნით
განვადება გულისხმობს რაიმეს შეძენას თანხის პერიოდულად დაფარვით
მადობთ დავით, ამას ვამტკიცებდი ჩემს წინა პოსტებშიც, მაგრამ არ მომისმინეს.
ეხლა პროფესიონალის პასუხით დაკმაყოფილდით?
პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 5 2007, 12:13 PM
ციტატა(k@the @ Jun 4 2007, 05:45 PM)
შეცდომაა:
წინგი, წინგშისწორია:
წიგნი, წიგნში
ეგ ჩემი ბიოლოგიის მასწავლებლისთვილ უნდა გეთქვა
პოსტის ავტორი: kotetbeli თარიღი: Jun 5 2007, 11:58 PM
მარტო გრამატიკაზე რომ გავამახვილოთ ყურადღება, არ გამოდგება ასე. უფრო მნიშვნელოვანი და პირველხარისხოვანი პრობლემა დაბინძურებული ლექსიკაა... სასაუბრო ენაში ბევრი სალანძღავი და უშინაარსო სიტყვაა. ენაში, სადაც ოთხპირიანი ზმნაა ("მიმირთვი"-შენ,მე,ის,მას),არ შეიძლება იყოს პარაზიტი და არაფრისმთქმელი სიტყვები. ყველამ ჩვენ-ჩვენი ლექსიკა უნდა გავაკონტროლოთ. ცრუსიტყვაობისას სიტყვის ძალაც იკარგება და მთქმელის ზემოქმედებაც არაეფექტურია.
პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 6 2007, 10:48 AM
კანონისტი
სწორედ იმიტომ არ შეიცვალა არაქმედუნარიანი ქმედუუნაროთი, რომ ეს უკანასკნელი ქართული სიტყვაა, არაქმედუნარიანი კი კალკია
განვადება საერთოდ არ არსებობდა ქართულ ენაში, დამისახელეთ წყარო, სადაც ეს სიტყვაა დასახელებული, ლექსიკონი, სადაც ეს სიტყვა შეტანილია.
ნისია გულისხმობს თანხის გადახდას შემდგომ. აქ იგულისხმება როგორც თანხის გადახდა ნაწილ-ნაწილ, ასევე ერთბაშად
საერთოდ სპეციალურ პროფესიულ ლიტერატუაში უფრო მეტად მკვიდრდება ქართული ენისათვის უცხო ტერმინები და მერე ამ უცხო სიტყვებს პროფესიულ ტერმინებად ვასაღებთ
ნახეთ გიორგი შალლამბერიძე "თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის საკითხები" თბილისი 1993 წელი
მე ჩემს გრამატიკულ იდეებს კი არ ვაფრქვევ. ეს ენათმეცნიერებმა თქვეს
კანონებში სიტყვა "ჩეკიც" კი წერია, მაგრამ ქართული არ არის და უნდა ეწეროს ქვითარი
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 6 2007, 10:53 AM
ulvashi
ციტატა
განვადება საერთოდ არ არსებობდა ქართულ ენაში, დამისახელეთ წყარო, სადაც ეს სიტყვაა დასახელებული, ლექსიკონი, სადაც ეს სიტყვა შეტანილია
იმიტომაც ვამბობთ, რომ ეს იურიდიული ტერმინია და ზუსტად ასახავს მის შესაფერის მოქმედებას, ანუ გადახდას განვადებით. ნისიას ნაწილ-ნაწილ გადახდაზე ცალკე შეთანხმება უნდა, ნისია ტავად გულისმხობს შემდგომში გადახდას და არა ნაწილ-ნაწილ გადახდას, ანუ ორივე ფორმით სეიძლება მისი გაგება, შესაბამისად შეთანხმების დროსაც უნდა დაკონკრეტდეს როფგორი ნისიაა სამომავლო გადახდით თუ ნაწილ-ნაწილ გადახდით, რაც ართულებს სიტუაციას, განვადება ზუსტად გეუბნება, რა სახით ხდება გადახდა.
ხელშეკრულებებში ისედაც ყველაფერი სადავოა და ყველაფერი დაკონკრეტებას საჭიროებს ეხლა კიდევ ეს გახადე სადავო და დასაკონკრეტებელი
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 6 2007, 10:57 AM
http://www.paxmelia.ge/
ნაბახუსევი რა არის?
პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 6 2007, 11:00 AM
განვადება ქართული ენის ბუნებისათვის უცხოა, არის კალკირება და მეტი რა გითხრათ?
ყველა ლექსიკონში წერია ნისია,
რუსულ-ქართულ ლექსიკონში, გერმანულ-ქართულ ლექსიკონში და ასე შემდეგ.
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონი ნახეთ და დარწმუნდებით. ეს არის ხელოვნურად შექმნილი ტერმინი. თუ ქართულ ენის სიწმინდეზე მართლა ვსაუბრობთ, მაშინ ენის ბუნებისათვის უცხო სიტყვები არ უნდა გამოვიყენოთ. იურიდიული ტერმინოლოგიაც და სხვა პროფესიული ტერმინოლოგიაც უნდა ჯდებოდეს ქართული გრამატიკის წესებში
პოსტის ავტორი: lamara თარიღი: Jun 6 2007, 03:20 PM
ციტატა(mari @ Nov 18 2006, 08:27 PM)
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"
მე კი მგონია, რომ ვერცერთი ვერ მოვიდა არ არის სწორი, რადგან ორმაგი უარყოფა საჭირო არ არის, "ვერცერთი" უკვე უარყოფითი ფორმაა და "ვერ" უკვე ზედმეტია
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 6 2007, 04:11 PM
ulvashi
ციტატა
კანონებში სიტყვა "ჩეკიც" კი წერია, მაგრამ ქართული არ არის და უნდა ეწეროს ქვითარი
ქვითარი და ჩეკი პრინციპულად სხვადასხვაა
ქვითარი ადასტურებს თანხის გადახდას ნივთის შეძენის შემდეგ, ხოლო ჩეკი - მფლობელის უფლებას გადაიხადოს თანხა მომავალში
ქვითარი - квитанция - receipt
ჩეკი - чек - cheque
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 6 2007, 04:18 PM
ulvashi
ისე ქვიტარიც არაქართული ყოფილა ამჩნევ? ))))
სერიალების ,,მოდური,, გამოთქმა ,,მინდა გელაპარაკო,, ან ,,მინდა არ წახვიდე,, არ მოგწონთ
პოსტის ავტორი: ნინო კობიძე თარიღი: Jun 6 2007, 05:37 PM
იხმარება.
4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ.
5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი.
დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ.
[/quote]
"თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები"
არასწორია მითქვია,დამიხატია,დამინახია სწორია მითქვამს, დამიხატავს, დამინახავს.. რადგან :თქმა, ხატვა, ნახვა ----დან არის
უკაცრავად
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 7 2007, 02:36 AM
ციტატა(ნინო კობიძე @ Jun 6 2007, 06:37 PM)
არასწორია
მითქვია,დამიხატია,დამინახია სწორია მითქვამს, დამიხატავს, დამინახავს.. რადგან :თქმა, ხატვა, ნახვა ----დან არის
უკაცრავად
ასე ვერ გაიგებენ, ცოტა უფრო გასაგებად ავხსნათ:
მესამე სერიის პირველი თურმეობითის კითხვაა: რა მიქნია? შესაბამისად, როცა ზმნა ამ მწკრივში ხვდება, -ია დაბოლება აქვს, თუცა გამონაკლისები უნდა ვიცოდეთ. უპირვეელსად ეს ეხება -ავ და -ამ თემის ნიშნიან ზმნებს. თუ ჩვენ ზმნა ჭამა ჩვეულებრივად გადაგვყავს ამ მწკრივში და -ია დაბოლოებას ვიღებთ: რა მიქნია? მიჭამია, -ავ და ამ- თემის ნიშნიანი ზმნები ამ ნიშნებს ინარჩუნებენ და სხვა დაბოლოებას გვაძლევებ: ხატ
ვა, დაბ
მა: რა მიქნია? დამიხატ-
ავ-ს, დამიბ-
ამ-ს
პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 7 2007, 02:27 PM
წაიკითხეთ გიორგი შალამბერიძე "თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის საკითხები"
ჩემი არ გჯერათ და ეგებ მეცნიერებს დაუჯეროთ
შევდომაა: მიმაჩნია, რომ ის კარგი ადამიანია
უნდა იყოს: ის კარგ ადამიანად მიმაჩნია
შეცდომაა: ფილმი გაახმოვანეს
უნდა იყოს: ფილმი აახმოვანეს (იხ. აკაკი ბაქრაძე, აკაკი შანიძე, ვაჟა)
შეცდომაა: განხილულ იქნა, მიღებულ იქნა
უნდა იყოს: განიხილეს, მიიღეს (ქართული ენა "ვერ იტანს" ვნებით გვარს)
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 7 2007, 03:37 PM
ციტატა(ulvashi @ Jun 7 2007, 03:27 PM)
წაიკითხეთ გიორგი შალამბერიძე "თანამედროვე ქართული სალიტერატურო ენის საკითხები"
ჩემი არ გჯერათ და ეგებ მეცნიერებს დაუჯეროთ
შევდომაა: მიმაჩნია, რომ ის კარგი ადამიანია
უნდა იყოს: ის კარგ ადამიანად მიმაჩნია
შეცდომაა: ფილმი გაახმოვანეს
უნდა იყოს: ფილმი აახმოვანეს (იხ. აკაკი ბაქრაძე, აკაკი შანიძე, ვაჟა)
შეცდომაა: განხილულ იქნა, მიღებულ იქნა
უნდა იყოს: განიხილეს, მიიღეს (ქართული ენა "ვერ იტანს" ვნებით გვარს)
ისე შალამბერიძეზე დიდი ავტორიტეტები გვყავს
თუმცა ვეტანხმები (ფილმის მაბავსი ვერა ოღონდ)
პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jun 7 2007, 04:09 PM
თამარი_ცქნაფო
შეცდომაა "მაბავსი"
სწორია "ამბავში"
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 7 2007, 04:15 PM
არაიურისტები ხშირად ურევენ ამ ხუთ ტერმინს. არადა მათ პრინციპულად სხვადასხვა მნიშვნელობა აქვთ
ეჭვმიტანილი - პირი, რომლის მიმართაც დაიწყოს სისხლისსამართლებრივი დევნა და რომლის მიმართაც არსებობს მაღალი ეჭვი, რომ მან ჩაიდინა დანაშაული
ბრალდებული - პირი, რომელსაც დადგენილი წესით წაეყენა ბრალდება დანაშაულის ჩადენისათვის და რომლის მიმართაც ხორციელდება გამოძიება
განსასჯელი - პირი, რომლის ბრალდებას განიხილავს სასამართლო
მსჯავრდებული - დამნაშავე, რომლის მიმართაც არსებობს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი
ნასამართლევი - პირი, რომელმაც მოიხადა კანონითა და სასამართლოს განაჩენით განსაზღვრული სასჯელი და რომლის ნასამართლობის გაქარწყლების ვადა არ არის გასული
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 7 2007, 06:21 PM
ციტატა(di_onise @ Jun 7 2007, 05:09 PM)
თამარი_ცქნაფოშეცდომაა "მაბავსი"
სწორია "ამბავში"
ეგ, ჭირიმე, უაზრო აკრეფა რომ ვიცი, იმის ბრალია
ჰო, შალამბერიძეს რაც შეეხება, მოძველდა ეგ წიგნი, დღეს ცოტა სხვა გამოცემებით ვხელმძღვანელობთ, თუმცა ძირითადი პრინციპები უცვლელია. 1963 წლის მერე ენაში ბევრი რამ შეიცვალა და მაგ დროის წიგნს ბოლომდე ვერ დავეყრდნობით
პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jun 8 2007, 10:36 AM
ეგ წიგნი 1993 წელსაა დაწერილი და არა 1963 წელს
ფილმს რაც შეეხება:
გა პრეფიქსი სულ სხვა მნიშვნელობას ატარებს
შანიძეზე დიდი ავტორიტეტი გვყავს? გაგვიჭირდება მოძებნა. შანიძემ თქვა პირველად, რომ გახმოვანების ნაცვლად უნდა გვეთქვა ახმოვანება
აკაკი ბაქრაძე როცა მუშაობდა "ქართულ ფილმში", მაშინ ახმოვანებას იყენებდა ყოველთვის
ვაჟა
უსულო საგნებს სული შთავბერე
ავამეტყველე (და არა გავამეტყველე) ბალახი მთისა
ვამბობთ ალაპარაკდა და არა გალაპარაკდა
მუნჯი ამეტყველდა და არა გამეტყველდა
ხმა ამოვაღებინეთ და არა გამოვაღებინეთ
ფილმი ავახმოვანეთ და არა გავახმოვანეთ
რაც ყველაზე მეტად გავცელებული შეცდომებია და დამახინჯებაა, ყველაფერზე მედავებით, იმდენად შეჩვეულები ხართ და რად გინდათ ეს თემა?
პოლი, სტოლი დსა ვორდინგი რომ ბარბარიზმია, ეგ ყველამ იცის
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jun 8 2007, 12:53 PM
ციტატა
უსულო საგნებს სული შთავბერე
ავამეტყველე (და არა გავამეტყველე) ბალახი მთისა
ვამბობთ ალაპარაკდა და არა გალაპარაკდა
მუნჯი ამეტყველდა და არა გამეტყველდა
ხმა ამოვაღებინეთ და არა გამოვაღებინეთ
ფილმი ავახმოვანეთ და არა გავახმოვანეთ
შედარება არაა სწორი.
მაგალითებში ლაპარაკია იმაზე, რომ რაღაც საგანი, რომელსაც თურმე არ ჰქონდა ენა, ა-მეტყველდა.
ესაა ყვავილი
მუნჯი
თუ სხვა რამ.
ან ადამიანი არ იღებდა ხმას და ა-მეტყველდა
მაგრამ ფილმი, თუ მას ახმოვანებენ მუნჯური ნამდვილად არ არის.
გა- ზმნისწინს აქვს იმისი ფუნქცია, რომ ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა გამოხატოს მაგ: "გა-ნკაცდა ძე ღვთისა"
და არა ა-კაცდა და ან და-კაცდა.
ფილმი იყო გაუგებარ ენაზე(იმ ქვეყნისთვის სადაც ხმოვანდება) და გახმოვანდა გასაგებ ენაზე, ანუ ,ვთქვათ, ქართულად გახმოვანდა.
მაგრამ ვამბობთ: "ფილმს ახმოვანებდნენ....ესენი და ესენი"
და არა ფილმს "გაახმოვანებდნენ", რადგან აქ უკვე იცვლება ზმინის დროც, სერიაც, მწკრივიც და წინადადების აზრიც.
ზმმისწინებს იმისი ფუნქციაც აქვთ ერთმანეთს შეენაცვლონ და სიტყვის არსებითი მნიშვნელობა არ შეცვალონ. მაგ:
მი-გორდა, მო-გორდა და-გორდა (სიტყვა გორვა), შეიცვალა მარტო მიმართულება.
ზოგიერთ სიტყვასთან კიდევ ზმნისწინების შენაცვლებამ შეიძლებასრულიად არაფერი შეცვალოს.
ასე რომ რომელი ზმინსწინი სად შეგვხვდება, საკითხი ეს კი არაა არამედ ის, რომელია პროდუქტიული ამა თუ იმ სიტყვასთან მიმართებაში.
უამრავი ასეთი მაგალითი გვაქვს, მაგალითად: " შორს მუსიკა გა-ხმიანდა" და არა ახმიანდა.
მთავარია ზმნისწინი ზმნას მნიშვნელობას არ უცვლიდეს შეუსაბამოდ წინადადებასთან, თორემ სხვა დანარჩენი უკვე საკითხია ენათმეცნიერების იმ ნაწილისა, რომელშიც იკვლევენ, რომელი სიტყვა დამკვიდრდა ახალი ფორმით და, ვთქვათ, ძველი უფრო მართებული ფორმა თითქმის დაკარგულია.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 8 2007, 06:10 PM
კატოს ნათვქამს ვეთანხმები და კიდევ: ეგ წიგნი 93 რომ გამოვიდა, ახალი არაფერი დამატებია, 63-ის გადამღერებაა ისე მაგას გირჩევ სანიკიძის ''ქართული მართლწერა'' აიღო, ახალი ორთოგრაფიულიც კარგია და თვალთვაძე, გაფრინდაშვილის '' მართლწერის წესები და სავარჯიშოები''
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 12 2007, 11:06 PM
მარიამ, არ მიწყინო, მაგრამ შენმა ნაწერმა მიბიძგა
შეცდომაა: ფაქტიურდ
სწორია: ფაქტობრივად
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 12 2007, 11:15 PM
ჰაა აბა..
89 ქულა მაქვს ქართულში... ანუ გამეგება რაღაც
კანონისტის ძმის, გიორგის გასაგებად!
არასწორია: ქრისტეანი
სწორია: ქრისტიანი
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 12 2007, 11:17 PM
ციტატა(komisia @ Aug 13 2007, 12:15 AM)
ჰაა აბა..
89 ქულა მაქვს ქართულში... ანუ გამეგება რაღაც
კანონისტის ძმის, გიორგის გასაგებად!
არასწორია: ქრისტეანისწორია: ქრისტიანი ასე მკაცრად არა...
ისტორიულად მართებულია, ჩვენ გავაუკუღმართეთ... ასე რომ, შეიძლება გაგეგება, მაგრამ არგუმენტებს დაგიდებენ და მერე არ გეწყინოს
ისე არც მე მომწონს ეს არქაული ფორმა, დღეს უხესად ხვდება ყურს და რაც ნორმებითაა დადგენილი, ჯობს, მას მივყვეთ
ზუსტად მსგავსი პრობლემაა ღ
მრთისმშობელსა და ღ
ვთისმშობელზეც
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 12 2007, 11:31 PM
თამარი_ცქნაფო
ციტატა
ისტორიულად მართებულია, ჩვენ გავაუკუღმართეთ...
იყოს მერე რა, მაშინ ჩაიცვან ძველი ქართული ტანსაცმელი, ჩოხებამდე რაც იყო, და სულ არქაულად ილაპარაკონ. თან ჯორებით იარონ ქალაქში.
პ.ს.
სალიტერატურო ქართულში ახლა შეცდომად არ ითვლება არქაული გადმონაშთები?
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 13 2007, 09:48 AM
ეს თემა გაცოცხლდა? რა ბედნიერებაა
QUOTE(თამარი_ცქნაფო @ Aug 12 2007, 11:06 PM)
მარიამ, არ მიწყინო, მაგრამ შენმა ნაწერმა მიბიძგა
შეცდომაა: ფაქტიურდ
სწორია: ფაქტობრივად
აუფ, მაგას რა შეეჩვევა
სულ არასწორად ვამბობ ხოლმე...
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 13 2007, 03:03 PM
ციტატა(komisia @ Aug 13 2007, 12:31 AM)
თამარი_ცქნაფო
იყოს მერე რა, მაშინ ჩაიცვან ძველი ქართული ტანსაცმელი, ჩოხებამდე რაც იყო, და სულ არქაულად ილაპარაკონ. თან ჯორებით იარონ ქალაქში.
პ.ს.
სალიტერატურო ქართულში ახლა შეცდომად არ ითვლება არქაული გადმონაშთები?
ეგ ისეთი გადმონაშთია, რომელზეც ჯერ ვერ შეთანხმებულან, ზოგიერთ მღვდელს ქრისტ
იანი რომ უთხრა, 500 მეტანიას აგკიდებს, აბა!
პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Aug 13 2007, 03:06 PM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Aug 13 2007, 03:03 PM)
ეგ ისეთი გადმონაშთია, რომელზეც ჯერ ვერ შეთანხმებულან, ზოგიერთ მღვდელს ქრისტ
იანი რომ უთხრა, 500 მეტანიას აგკიდებს, აბა!
ქრისტეა ჩვენი ღმერთი, ქრისტი ვინაა არ ვიცი. აგათა? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 13 2007, 04:30 PM
ციტატა(komisia @ Aug 13 2007, 05:24 PM)
Sotirisგეტყობა ჩახედული ხარ ამ სამეში
არ გეწყინოს, მაგრამ ერთს გეტყვი, ქართულში მართალია, მაღალი ქულები აიღე, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ ზედმიწევნით იცი ან ქართული ენის ნორმები, ან ამა თუ იმ სიტყვის ეტიმოლოგია...
საერთოდ, ეს მეტისმეტად რთული საკითხია და თავის დადება არ ივარგებს, ასე რომ, სოტირსს ამ შემთხვევაში ნუ შევედავებით
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Aug 13 2007, 04:41 PM
თამარი_ცქნაფო
ციტატა
არ გეწყინოს, მაგრამ ერთს გეტყვი, ქართულში მართალია, მაღალი ქულები აიღე, მაგრამ ეს სულ არ ნიშნავს, რომ ზედმიწევნით იცი ან ქართული ენის ნორმები, ან ამა თუ იმ სიტყვის ეტიმოლოგია...
ეგ მეც ვიცი, ჩახედული არც მე ვარ, მაგრამ რადგან ქრისტე ჰქვია და არა ქრისტი, ამის მიხედვით არ შეიძლება სწორი ფორმის დადგენა. შესაბამისად არც მსჯელობა. ისღა დაგვრჩენია დავემორჩილოთ პროფესიონალებს და მათი დაწესებული კანონად მივიღოთ. დაკანონებულია, წითლით თეთრზე წერია რომ სწორია ქრისტიანი და არა ქრისტეანი.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 13 2007, 05:02 PM
ციტატა(komisia @ Aug 13 2007, 05:41 PM)
თამარი_ცქნაფო
ეგ მეც ვიცი, ჩახედული არც მე ვარ, მაგრამ რადგან ქრისტე ჰქვია და არა ქრისტი, ამის მიხედვით არ შეიძლება სწორი ფორმის დადგენა. შესაბამისად არც მსჯელობა. ისღა დაგვრჩენია დავემორჩილოთ პროფესიონალებს და მათი დაწესებული კანონად მივიღოთ. დაკანონებულია, წითლით თეთრზე წერია რომ სწორია ქრისტიანი და არა ქრისტეანი.
გეთანხმები. ორტოგრაფიული ლექსიკონი პირდაპირ გვეუბნება _ ქრისტეანი კი არა, ქრისტიანი, მაგრამ მარტივი გზა კამათის გაადჭრისა გითხრა? დაუმტკიცე! ჰოდა, მაწარმოებელია -იან, ბოლოკიდური -ე იკვეცება ხოლმე და მორჩა მთელი ფილოსოფია
პოსტის ავტორი: e k a თარიღი: Aug 13 2007, 05:29 PM
მაშინ რატომ არისსახე_ სახ იანი, ტყე_ ტყ იანი, მთვარე_მთვარ ი ანი, აქ ნიშანია "იანი"და არა "ანი", "ე" კი იკვეცება;ჩემი აზრით ქრისტიანია სწორი და არა ქრისტეანი...ნუ რავიცი მე ასე მგონია და არავის ვედავები
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Aug 13 2007, 05:31 PM
ციტატა(e k a @ Aug 13 2007, 06:29 PM)
მაშინ რატომ არისსახე_ სახ იანი, ტყე_ ტყ იანი, მთვარე_მთვარ ი ანი, აქ ნიშანია "იანი"და არა "ანი", "ე" კი იკვეცება;ჩემი აზრით, ქრისტიანია სწორი და არა - ქრისტეანი...ნუ რავიცი, მე ასე მგონია და არავის ვედავები
სწორი არა - მართებული
მართალი ხარ, არც ჩვენ გედავებით, ოღონდ იქ მძიმე დაგაკლდა და დაგიწერე
არ გაბრაზდეთ, ამ ტოპიკში ცქნაფო დეიდა აწესრიგებს ყველაფერს
პოსტის ავტორი: e k a თარიღი: Aug 13 2007, 05:37 PM
მე სანამ წიგნებში ვარკვევდი სწორსა და მცდარს თქვენ უკვე დაგიწერიათ ჩემი სათქმელი
მადლობა
პოსტის ავტორი: kavkasieli თარიღი: Sep 21 2007, 09:22 AM
უამრავი უცხო სიტყვა შემოდის და ქართული ენა კი არ ვითარდება, ბევრი სიტყვა შეიძლება ითქვას ქართულად მაგრამ მოდაშია რომ თქვან უცხოურად
პოსტის ავტორი: komisia თარიღი: Sep 21 2007, 10:19 AM
kavkasieli
მართალია ეს კაცი. უკვე ნერვები მეშლება ხოლმე ”სვეტური” საუბარი რომ ჰგონიათ ინგლისური სიტყვების თქმა...
ჯერ რაც გვქონდა ისინი არ გვეყოფა, რომ ახლა ტელევიზიამაც აქტიურად დაიწყო ბარბარიზმების მატრაკვეცულად დამკვიდრება.
მაგალითად წარმოდგენაზე ამბობენ : პერფომანსი, წვეულებაზე: ფართი....
მეზიზღება ეგეთი ძალიათ ოცდამეერთე საუკუნის ხალხი... უცხოური სიტყვების რახა-რუხი რომ ჰგონიათ პრესტიჟულობა...
პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 21 2007, 10:22 AM
komisia
ციტატა
მეზიზღება ეგეთი ძალიათ ოცდამეერთე საუკუნის ხალხი...
ჭეშმარიტი ქრისტიანის ნათქვამია. ყოჩაღ!!!
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Sep 21 2007, 11:27 AM
ციტატა
მაგალითად წარმოდგენაზე ამბობენ : პერფომანსი, წვეულებაზე: ფართი
კიდევ ბიFინგი გამართა ... ქასთინგი დაიწყო...
rockციტატა
ჭეშმარიტი ქრისტიანის ნათქვამია. ყოჩაღ!!!
ცინიზმთან ახლოს ხარ გეტყობა
შეიძლება ძმაკაცობთ კიდეც
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Sep 21 2007, 11:30 AM
rock
ციტატა
ჭეშმარიტი ქრისტიანის ნათქვამია. ყოჩაღ!!!
უცოდველი კაცის ხმა ისმის
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 21 2007, 11:38 AM
XVII საუკუნის ქართული "სვეტობა":
- მინდა ერთი რამ გკითხოთ, ჩემო აღა, რომ ჩვენში მურაზსა და დურუმსა გულისასა, დიდს ყურადღებას აქცევენ
- დიახ, ჰაყ სოზდურ, როგორც ოსმალონი იტყვიან, იანი სიმართლე და ადალათი ფრიად შეეწევა კაცსა
XIX-XX საუკუნეების ქართული "სვეტობა":
- მოი დარაგოი, როგორ განვლო გუშინდელმა დღემ?
- როგორც რუსები იტყვიან, ოჩენ პრიკრასნო, ჩვენი სტოლის წევრნი სტაკანს სტაკანზე სცვლიდნენ, ხოლო შემდეგ ოტკაზეც გადავიდნენ....
XXI საუკუნის ქართული:
- აფლოადი რო გავაკეთო, აფდეითი უნდა ბრაუზერს?
- არა, შედი, ფასვორდი ჩაწერე, დასერჩე ბაილი ბრაუზით და ატვირთავს
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩინური ჟარგონი როგორი იქნება, საინტერესოა.....
პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 21 2007, 11:43 AM
ციტატა(კანონისტი @ Sep 21 2007, 11:38 AM)
XVII საუკუნის ქართული "სვეტობა":
- მინდა ერთი რამ გკითხოთ, ჩემო აღა, რომ ჩვენში მურაზსა და დურუმსა გულისასა, დიდს ყურადღებას აქცევენ
- დიახ, ჰაყ სოზდურ, როგორც ოსმალონი იტყვიან, იანი სიმართლე და ადალათი ფრიად შეეწევა კაცსა
XIX-XX საუკუნეების ქართული "სვეტობა":
- მოი დარაგოი, როგორ განვლო გუშინდელმა დღემ?
- როგორც რუსები იტყვიან, ოჩენ პრიკრასნო, ჩვენი სტოლის წევრნი სტაკანს სტაკანზე სცვლიდნენ, ხოლო შემდეგ ოტკაზეც გადავიდნენ....
XXI საუკუნის ქართული:
- აფლოადი რო გავაკეთო, აფდეითი უნდა ბრაუზერს?
- არა, შედი, ფასვორდი ჩაწერე, დასერჩე ბაილი ბრაუზით და ატვირთავს
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
ჩინური ჟარგონი როგორი იქნება, საინტერესოა.....
VII-VIII საუკუნეს ვერ დაამატებ?
მაგარი იყო.
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Sep 21 2007, 11:46 AM
ციტატა(kavkasieli @ Sep 21 2007, 09:22 AM)
მოდაშია
ეს რომელი ქართულია ერთი გამაგებინეთ
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 21 2007, 11:48 AM
rock
ციტატა
VII-VIII საუკუნეს ვერ დაამატებ?
მაგარი იყო.
კი
- მამაი ანტონი აქა არსა? ტინ პრაქსინ ეხო...
- არა, კელლიასა შინა თვისსა შესრულ არს, ვითარცა ბიზანტიელნი იტყვიან პროსევხიტი ტონ კირიონ იმონ აპო კარიას ტაFტის....
კანუდოსელიციტატა
ეს რომელი ქართულია ერთი გამაგებინეთ
XX-XXI მიჯნა
პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Sep 21 2007, 11:49 AM
rock
როგორ შეიძლება რომ
ციტატა( @ Sep 21 2007, 10:22 AM)
ჭეშმარიტი ქრისტიანის ნათქვამი
იყოს
ციტატა( @ Sep 21 2007, 10:22 AM)
მეზიზღება
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Sep 21 2007, 11:51 AM
კანუდოსელი
პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 21 2007, 11:54 AM
რაღაც იუმორი დევინახე ფორუმზე და აღფრთოვანებული ვარ.
გცოდნიათ გაღიმება თქვე კაი ადამიანებო და რას იბღვირებოდით?
ორბიტის და ლაკალუტის პრობლემა ხომ არ გქონდათ?
ქრისეს შობამდე X საუკუნე.
- ბჟა აპოლონიშ ძღაბებ სო რენა?
- ოხვამეს მიდართეს დო ქომულა მალას?
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 21 2007, 11:59 AM
საერთოდ, რომ იცოდეთ, მრავლობითის ნიშანი, მრავლობითში დასმულ პირველ და მეორე პირთან არის "თ" , ანუ ზმნას უნდა დავურთოთ ასო ბგერა "თ" და არა "დ", როცა ის მრავლობითშია დასმული.
მე ვისაუბრებ
მაგრამ
ჩვენ ვისაუბრებ"თ"
აი მაგალითად, შეცდომაა ამ თემის სათაურში:
"
ქართველებმა ვისაუბროდ ქართულად"
აბა ეს რანაირი ქართულია?
სწორია:
"ქართველებმა ვისაუბროთ ქართულად".
მოდი, აქედან დავიწყოთ...
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 21 2007, 12:40 PM
აჰა, ისევ ერთი კლონი ტოპიკი
ხალხო, რომ შემოანათებთ ამ ფორუმში, ჯერ კარგად აითვსიე ის თემები, რაც გხვდებათ და მერე მიადექით და გახსენით ახლები.
''ოი, გოსოპაძიიიი''
ვაჰ!
ციტატა(kavkasieli @ Sep 21 2007, 01:31 PM)
მე არ ვიძახი რომ მე შეცდომას არ უშვებ.
შეცდომები ბევრია და ამიტომაც წამოვჭერი ეს თემა,
მადლობა ყველას ვინც დაინტერესდა და გამოეხმაურა.
ახლა დაგიდებ შენი პოსტის გასწორებულ ვარიანტს და მერე გამოდი სიტყვაში:
მე არ ვამბობ, რომ არ ვცდები. შეცდომები მრავლადაა და ამიტომ გავხსენი ეს თემა. მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდა და გამომეხმაურა. პუნქტუაციას მიხედე, ჩემი რჩევაა
არ გაბრაზდე, ჩემი მოვალეობა ამ ფორუმზე გრამატიკაა
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 21 2007, 01:00 PM
თამარი_ცქნაფო
ციტატა
მე არ ვამბობ, რომ არ ვცდები. შეცდომები მრავლადაა და ამიტომ გავხსენი ეს თემა. მადლობა ყველას, ვინც დაინტერესდა და გამომეხმაურა
დასტურ!
პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 21 2007, 01:09 PM
თამარი_ცქნაფო
ციტატა
აჰა, ისევ ერთი კლონი ტოპიკი
კლონი ნეოლოგიზმია, ტოპიკი ცალსახად სლენგია.
ნეოლოგიზმი და სლენგი ნეოლოგიზმებია.
ცალსახად კი რუსულის კალკია.
კალკი ბარბარიზმია.
შესაძლოა ძოგიერთი განმარტება არასწორად დავპოსტე, მაგრამ ძირითადში ეგრეა.
დავპოსტე სლენგია.
ძირითადშია ეგრეა საერთოდ არაა ქართული და გაურკვეველი წარმომავლობის ფრაზაა.
ციტატა
პუნქტუაციას მიხედე, ჩემი რჩევაა
ბოლოში სასვენი ნიშანი აკლია.
ციტატა
არ გაბრაზდე, ჩემი მოვალეობა ამ ფორუმზე გრამატიკაა
მძიმის ნაცვლად წერტილიც და ძახილის ნიშანიც შეიძლებოდა, ხოლო ბოლოში ისევ სასვენი ნიშანი აკლია.
გრამატიკა მეცნიერებაა და მოვალეობა ვერ იქნება. მოვალეობა შეიძლება იყოს გამართული წერის კონტროლი და შესწორება.
არ გაბრაზდე, ჩემი მოვალეობა ამ ფორუმზე მოგეხსენება.
ისე ტოპიკებს, პოსტებს, აპინვას და ეგეთებს თუ მიხედავთ არ იქნება ცუდი.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Sep 21 2007, 01:11 PM
rock
ცხოვრებაზე დაბოღმილი ხარ?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Sep 21 2007, 01:30 PM
rock
ციტატა
აპინვას
მიჭიკარტება ჰქვია....
ისე, რა გვჭირს ჩვენ მაინც? აგერ სომხებს შევხედოთ და ავიღოთ რამდენიმე მაგალითი
--> ქართული ლიტერატურა (გვაქვს: მწიგნობრობა)
--> ჰაი გრქუთიუნ
--> საქართველოს რესპუბლიკა (შეიძლება: ხალხმმართველობა)
--> ჰაიასტანი ჰანრაპეტუთიუნ
--> დემოკრატიული კონსტიტუცია
--> იშხანაკან საჰმანადრუთიუნ
--> მერი (ქალაქის თავი)
--> ქაღაქპეტ
--> პრეზიდენტი და მინისტრთა კაბინეტი
--> ნახაგაჰ იევ ნახარარნერი კარრავარუთიუნ
--> ისტორია და კულტურა (მატიანე ხომ მაინც გვაქვს!)
--> პატმუთიუნ იევ მშაკუით
--> პასპორტი
--> ანძნაგირ
--> უნივერსიტეტი
--> ჰამალსარან
--> ეკონომიკა
--> ტნტესუთიუნ
ხანდახან მივბაძოთ.....
პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 21 2007, 02:09 PM
ციტატა(komisia @ Sep 21 2007, 09:19 AM)
kavkasieli
მართალია ეს კაცი. უკვე ნერვები მეშლება ხოლმე ”სვეტური” საუბარი რომ ჰგონიათ ინგლისური სიტყვების თქმა...
ჯერ რაც გვქონდა ისინი არ გვეყოფა, რომ ახლა ტელევიზიამაც აქტიურად დაიწყო ბარბარიზმების მატრაკვეცულად დამკვიდრება.
მაგალითად წარმოდგენაზე ამბობენ : პერფომანსი, წვეულებაზე: ფართი....
მეზიზღება ეგეთი ძალიათ ოცდამეერთე საუკუნის ხალხი... უცხოური სიტყვების რახა-რუხი რომ ჰგონიათ პრესტიჟულობა...
კიდევ ვიპოვე ერთი კაცი ჩემსავით რომ უყურებს ამ საკითხს.ჩვენებუროო,გაიხარე!
პოსტის ავტორი: natiako თარიღი: Sep 21 2007, 02:33 PM
ციტატა(xornabujeli @ Sep 21 2007, 02:09 PM)
კიდევ ვიპოვე ერთი კაცი ჩემსავით რომ უყურებს ამ საკითხს.ჩვენებუროო,გაიხარე!
მეც გეთანხმებით ორივეს!!!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 21 2007, 02:57 PM
ზოგიერთს ეამაყება, მაგალითად "პორმოუტერ" (!!!!!!!) ვანიკო თარხნიშვილს, რომ ქართულში ინგლისურ სიტყვებს ამკვიდრებს..
ციტატა(komisia @ Sep 21 2007, 10:19 AM)
kavkasieli
მართალია ეს კაცი. უკვე ნერვები მეშლება ხოლმე ”სვეტური” საუბარი რომ ჰგონიათ ინგლისური სიტყვების თქმა...
ჯერ რაც გვქონდა ისინი არ გვეყოფა, რომ ახლა ტელევიზიამაც აქტიურად დაიწყო ბარბარიზმების მატრაკვეცულად დამკვიდრება.
მაგალითად წარმოდგენაზე ამბობენ : პერფომანსი, წვეულებაზე: ფართი....
მეზიზღება ეგეთი ძალიათ ოცდამეერთე საუკუნის ხალხი... უცხოური სიტყვების რახა-რუხი რომ ჰგონიათ პრესტიჟულობა...
ზუსტად.. საინფორმაციო გადაცემას რომ უყურებ ადამიანი, თუ ინგლისური არ იცი, ზოგჯერ ძნელია ბოლომდე ჩაწვდე, რაზეა საუბარი..
რა მნიშვნელობა ჰქონდა რუსულის განდევნას ქართული ენიდან, თუკი ინგლისურით ჩაანაცვლებდნენ, თანაც გაასმაგებით..
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 22 2007, 10:14 PM
ჟარგონიზმები ქართულ ენაში
(თანამედროვე???) ახალგაზრდული/თინეიჯერული ??? ჟარგონები
ავოიე - შეძახილი
აზრზე მოსვლა "აზრზე მოდი" მოწოდებაქცევი ან დამოკიდებულების შეცვლისკენ, ხშირად მუქარის ელფერით.
აზრზე ყოფნა. "აზრობ?!", "აზრზე ხარ?!" მიმართვის დროს გამოხატავს გაკვირვებას, დაახ. იგივეა რაც "წარმოგიდგენია?!".
'ბაზარი ლაპარაკი, მსჯელობა. "ბაზარი არაა" ულაპარაკოდ, რა თქმა უნდა.
გაბაზრება რაიმე ამბავის გავრცელება
ბანძი ბინძური, ხელმოცრული ან არასიმპატიური ადამიანი.
გაბანძება სახელის შელახვა.
ბლატი (რუს.) არაფორმალური კავშირები, კონტაქტები, ნაცნობობა, ხშირად მექრთამეობასთან ან პროტექციონიზმთან კავშირში. ბლატაობა ,
ბლატნოი
'გარასხოდება ანგარიშის გასწორება
გასწორება
გამაზვა 1. მიზანის ვერ მიღწევა, აცდენა. 2. რაიმის შოვნა
გაკატავება
გადაგდება
გაჩითვა რაიმის შოვნა. გაჩითული რაიმე სახის მაღალი სტატუსის მქონე ადამიანი
დაადება რაიმის შოვნა
დვიჟენია
დვიჟენიობა
დათრევა რაიმის შოვნა
დაწერება, შეწერება წართმევა ძალადობით ან მოტყუებით
ვსიო (რუს.) მორჩა
ზმანი (ა) ტანსაცმელი
იასნი (ზ) (რუს.) ნათელი გასაგები
გაიასნება (ზ) გაგება, ახსნა
იმენა (რუს) ზუსტად, სახელდობრ
კაროჩე (რუს.) მოკლედ
კლიენტი - პიროვნება
მარიაჟი ტრაბახი,
მამენტ
მასტი - პიროვნება
მუღამი
დამუღამება - ალღოს აღება
ნაკოლკა - სვირინიგი
პონტი 1. მდგომარეობა, სიტუაცია 2. რა პონტია?" იგივეა რაც რაშია საქმე? რა არის? 3. პონტი გამორიცხულია 4. ბეზპონტა, უპონტობა მოწყენილობა, მოსაბეზრებელი სიტუაცია
პრიკოლი
დაპრიკოლება
რიჟა 1.მწითური 2. სულელური ან არასწორი
'როჟა - ადამიანი
სვეტი (რუს.)
გასვეცკება
სიხა მიმართვის ფორმა, სიხარულის შემოკლება
ტასაობა - სიარული
'ტისკი
ტუსოვკა (რუს.)
ცვეტნოი მართალი
ძერსკი მოდური. გაძერსკეება
ჯიგარი
პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 23 2007, 04:02 PM
ციტატა
სიხა მიმართვის ფორმა, სიხარულის შემოკლება
ამ ფრაზაზე ვგიჟდები..
არ მომწონს რომ ამბობენ... ბარემ წინ ერთი ასო "ფ" ჩაამატონ და მაშინ გამოვა რაც გამოვა...
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 12 2007, 09:24 PM
ძვირფასო ფორუმელებო! იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვროთ:
რა თქმა უნდა იწერება ცალ-ცალკე,
რასაკვირველია იწერება ერთად!
და კიდევ: წინადადებაში აუცილებად მძიმეებით გამოიყოფა!
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 12 2007, 09:29 PM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 12 2007, 09:24 PM)
ძვირფასო ფორუმელებო! იქნებ ერთხელ და სამუდამოდ დაიმახსოვროთ:
რა თქმა უნდა იწერება ცალ-ცაკლე,
რასაკვირველია იწერება ერთად!
და კიდევ: წინადადებაში აუცილებად მძიმეებით გამოიყოფა!
როგორ იწერება? "ცალ-ცაკლე?"
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 12 2007, 09:32 PM
ციტატა(მაკუნა @ Oct 12 2007, 10:29 PM)
როგორ იწერება? "ცალ-ცაკლე?"
რა გაცინებს?
მეტი ვერაფერი დაიმახსოვრე ამხელა შეგონებიდან ხომ?
ეჰ, შეაყარე კედელს ცერცვი...
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 12 2007, 09:34 PM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 12 2007, 09:32 PM)
რა გაცინებს?
შეცდომაა: ცალ-ცაკლე
სწორია: ცალ-ცალკე
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 12 2007, 09:36 PM
ციტატა(მაკუნა @ Oct 12 2007, 10:34 PM)
შეცდომაა: ცალ-ცაკლე
სწორია: ცალ-ცალკე
ფხუკ
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 12 2007, 09:37 PM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 12 2007, 09:36 PM)
ფხუკ
შენადა რაჭველი ხარ?
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 12 2007, 09:39 PM
ციტატა(მაკუნა @ Oct 12 2007, 10:37 PM)
გურული რომ ვარ, იმიტომ მოგიგე კაი ხანია. ზევით აიხედე
ჰო, ოდესმე აქ თუ მოდერი იქნება, ეს პოსტები წაიშლება უეჭვლი
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 12 2007, 09:47 PM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 12 2007, 09:39 PM)
გურული რომ ვარ, იმიტომ მოგიგე კაი ხანია. ზევით აიხედე
ჰო, ოდესმე აქ თუ მოდერი იქნება, ეს პოსტები წაიშლება უეჭვლი
ჩემ დაკოპირებულს რაღას უშვები ჰა?
ეგ იმას ამბობს ზევითა პოსტი ჩასწორებულია ცქნაფოს მიერო
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 12 2007, 09:48 PM
ციტატა(მაკუნა @ Oct 12 2007, 10:47 PM)
და იქნებ შენ გადაასწორე ცქნაფოს ნაწერი?
მოდერი არ გვყავს?
პოსტის ავტორი: მაკუნა თარიღი: Oct 13 2007, 01:41 AM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 12 2007, 09:48 PM)
და იქნებ შენ გადაასწორე ცქნაფოს ნაწერი?
მოდერი არ გვყავს?
ეჰ კი იქნებოდა კაი ერთი "ჯიგარი" მოდერი მაგრამ სადაა
იმედია მალე გვეყოლება
ისე ქალბატონო თამარ,ნეტა რას იტყოდა თქვენს კანდიდატურაზე "სენატორიატი?"
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 13 2007, 01:58 AM
ციტატა(მაკუნა @ Oct 13 2007, 02:41 AM)
ეჰ კი იქნებოდა კაი ერთი "ჯიგარი" მოდერი მაგრამ სადაა
იმედია მალე გვეყოლება
ისე ქალბატონო თამარ,ნეტა რას იტყოდა თქვენს კანდიდატურაზე "სენატორიატი?" ნამდვილად შეთქმულებაა. ყველა ამას გაიძახის
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 13 2007, 02:12 PM
წუხელ ვიღაც ჟურნალისტი საუბრობდა რომელიღაც გადაცემაში და გამუდმებით ''გამეხარდას'' გაიძახოდა
ახლა რომელიღაც თემაში აღმოვაჩინე აქაც იგივე. მოკლედ:
გამეხარდა არაა სწორი. უნდა ვთქვათ:
გამიხარდა მე
გაგიხარდა შენ
გაუხარდა მას
სათავისო ქცევის ნიშნებია:
I პირი _ ი
II პირი _ ი
III პირი _ უ
ე არავითარ შემთხვევაში არ უნდა ვიხმაროთ!
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 12 2007, 03:09 PM
კაიროსის საყურადღებოდ (და არა მხოლოდ)!
ასე თუ ისე და რა თქმა უნდა იწერება ცალ-ცალკე
პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 14 2007, 04:02 PM
რიცხვითი სახელების წერისას მე და ე სად იწერება გითხრათ??
თუ რიცხვითი სახელის ფუძეში გვხვდება და კავშირი,ჯერ ვწერთ რიცხვს ხოლო ბოლოში -ე
თუ რიცხვითი სახელის ფუძეში და კავშირი არ გვხვდება მაშინ ჯერ ვწერთ მე- და შემდგომ რიცხვს
რომალური რიცხვების წერისას მე- და -ე არ იწერება
მემგონი სწორად გავიმეორე გაკვეთილი
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 14 2007, 04:07 PM
ციტატა(m16 @ Dec 14 2007, 05:02 PM)
რიცხვითი სახელების წერისას მე და ე სად იწერება გითხრათ??
თუ რიცხვითი სახელის ფუძეში გვხვდება და კავშირი,ჯერ ვწერთ რიცხვს ხოლო ბოლოში -ე
თუ რიცხვითი სახელის ფუძეში და კავშირი არ გვხვდება მაშინ ჯერ ვწერთ მე- და შემდგომ რიცხვს
რომალური რიცხვების წერისას მე- და -ე არ იწერება
მემგონი სწორად გავიმეორე გაკვეთილი
და როცა და კავშირით შეერთებული რიცხვითი სახელი გვაქვს, სიტყვა ერთად დავწეროთ თუ ცალ-ცალკე?
ან როგორ დავწერო ეს 34567 სიტყვებით?
პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 14 2007, 04:09 PM
ოცდათოთხმეტი ათას ხუთას სამოჩდაშვიდი
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 14 2007, 04:10 PM
ციტატა(m16 @ Dec 14 2007, 05:09 PM)
ოცდათოთხმეტი ათას ხუთას სამოჩდაშვიდი
მალ'იადეც
რას ვუშვებით ბრუნვის ნიშნებსა და თანდებულებს როგორც რიგობითი, ასევე რაოდენობითი რიცხვითი სახელის ციფრებით გამოსახვისას, ვწერთ თუ არა?
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 14 2007, 04:15 PM
თამარი_ცქნაფო
ციტატა
ან როგორ დავწერო ეს 34567 სიტყვებით?
ეს ჩემს სამსახურის პრობლემაა, თუმცა განგვიმარტეს, რომ რიცხვის ცალკე დაწერაც შეიძლება და ერთადაც ანუ ორიათასხუთასი, ან ორიათას ხუთასი
პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 14 2007, 04:17 PM
თამარი_ცქნაფო
ბრუნვის ნიშმნები??რა სისულელეა 20-ი,50-ი ასე ხომ არ დაიწერება?
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 14 2007, 04:18 PM
ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 14 2007, 05:15 PM)
თამარი_ცქნაფო
ეს ჩემს სამსახურის პრობლემაა, თუმცა განგვიმარტეს, რომ რიცხვის ცალკე დაწერაც შეიძლება და ერთადაც ანუ ორიათასხუთასი, ან ორიათას ხუთასი
არა, ასეა სწორი: ორი ათას ხუთასი
ციტატა(m16 @ Dec 14 2007, 05:17 PM)
თამარი_ცქნაფობრუნვის ნიშმნები??რა სისულელეა 20-ი,50-ი ასე ხომ არ დაიწერება?
სისულელე არაა ნამდვილად, აბა, როგორ დაწერ ოცდამერვემ?
პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 14 2007, 04:22 PM
მხევალი ნინო
გითხრა წესი როგორაა??
რიცხვითი სახელები ასის ფარგლებში,ასეულიბი ათასეულები და ა.შ იწერება ერთად(მ.გ. ოცდახუთი,ჩვიდმეტი,ასი,ორასი,ა
ასი,მილიონი და ა.შ.)
ხოლო ასის ზემოთ რიცხვები ცალცალკე მ.გ. ას ოცი,ორას ხუთი და ასე შემდეგ
თამარი_ცქნაფო
ციტატა
სისულელე არაა ნამდვილად, აბა, როგორ დაწერ ოცდამერვემ?
ასე დავწერდი"ოცდამერვემ"
ხო?
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 14 2007, 04:24 PM
ციტატა(m16 @ Dec 14 2007, 05:22 PM)
მხევალი ნინოგითხრა წესი როგორაა??
რიცხვითი სახელები ასის ფარგლებში,ასეულიბი ათასეულები და ა.შ იწერება ერთად(მ.გ. ოცდახუთი,ჩვიდმეტი,ასი,ორასი,ა
ასი,მილიონი და ა.შ.)
ხოლო ასის ზემოთ რიცხვები ცალცალკე მ.გ. ას ოცი,ორას ხუთი და ასე შემდეგ
თამარი_ცქნაფოასე დავწერდი"ოცდამერვემ"
ხო?
28-ემ
აი, ესაა სწორი
პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 14 2007, 04:30 PM
თამარი_ცქნაფო
უი ხო,დავიბენი კიტხვა ვერ გავიგე სწორად თორე ვიცოდი
როგორ არის სწორი ფორმა:სიტყვიერად თუ სიტყვიერათ?
არ ვიცი სად უნდა "თ" და სად "დ"
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 14 2007, 04:32 PM
ციტატა(m16 @ Dec 14 2007, 05:30 PM)
თამარი_ცქნაფოუი ხო,დავიბენი კიტხვა ვერ გავიგე სწორად თორე ვიცოდი
როგორ არის სწორი ფორმა:სიტყვიერად თუ სიტყვიერათ?
არ ვიცი სად უნდა "თ" და სად "დ"
რომელი რუნვაა, დააკვირდი? კითხვა: როგორ? ვითარებითი ბრუნვა... დდდდდდდდდდ!!!!!!!!!!!!
პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Dec 14 2007, 04:34 PM
როგორ? ლამაზად
ლამაზათ
ორივე სწორი მგონია
კაი წავედი ეხლა მათმატიკაზე
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 14 2007, 04:35 PM
ციტატა(m16 @ Dec 14 2007, 05:34 PM)
როგორ? ლამაზად
ლამაზათ
ორივე სწორი მგონია
კაი წავედი ეხლა მათმატიკაზე
მგონი ბრუნებას ვერ ვფლობ სრულყოფილად
მოქმედებითი - ით
ვითარებითი- ად
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 14 2007, 04:40 PM
თამარი_ცქნაფო
სადაო თუ სადავო?
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 14 2007, 04:42 PM
ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 14 2007, 05:40 PM)
თამარი_ცქნაფო
სადაო თუ სადავო?
სადავო
დავა
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 14 2007, 05:43 PM
თამარ,
ბარემ მეც შეგაწუხებ და გამაგებინე გთხოვ განსხვავება ამ ორ სიტყვას შორის: ცნება და მცნება, რომელი როდის გამოიყენება კონტეკსტიც დაწერე.
მადლობა წინასწარ
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 14 2007, 07:51 PM
staywhite
ცნება, როგორც მათემატიკური ცნება , ანუ რაიმეს აღმნიშვნელი, დამახასიათებელია ცნება.
მცნება კი ალბათ დოგმატი, 10 მცნება.
ისე პროფესიონალს მეც მოვუსმენდი
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 14 2007, 10:12 PM
დიდი მადლობა, რომ ინტერესი გაქვთ
დღეს, თქვენი სურვილისამებრ, გავარჩიოთ სიტყვები ცნება და მცნება.
აბდაუბდა შეცდომები რომ არ გამეპაროს, წინასწარ გეტყვით, რომ საგანგებოდ უფრო მეცნიერული და ჩამოყალიბებული განმარტებისათვის შ. აფრიდონიძის წიგნიც კი მოვიმარჯვე, რათა მაგალითებით უფრო გამემდიდრებინა.
თქვენი არ მიკვირს, საკითხში გათვითცნობიერებული ადამიანებიც ხშირად ურევენ ამ ტერმინებს ერთმანეთში და ყველაზე მეტად ცნების ნაცვალდ მცნებას წერენ.
ცნება სიტყვის შინაარსს, სიტყვის განმარტებას, რაც სიტყვით აღინიშნება (ანუ აღსანიშნი), იმას გულისხმობს.
მაგალითად: ''ინტელიგენტის ცნება (და არა მცნება) მხოლოდ განათლებულ ადამიანს როდი გულისხმობს''. ''სამშობლოს ცნება (და არა მცნება) ყველასთვის ძვირფასია''.
მცნება ერთი სიტყვის შინაარსით არ იფარგლება. ეს ტერმინი გულისხმობს არა ერთ სიტყვას არამედ მთელი წინადადების შინაარსს, ანუ აზრს, რომელსაც ესა თუ ის წინადადება გამოხატავს. ასეთი ტიპის წინადადებები შეგონებები, ზნეობრივ-მორალური ხასიათის გამონათქვამები, რელიგიური გამონათქვამებია. მართალია ქეთი ათი მცნების მოხმობის მაგალითით, ათი მცნება წარმოადგენს რელიგიური შეგონებების ნაკრებს (უხეში ნათქვამია, მაგრამ მეცნიერულადა ასეა ახსნილი).
მაგალითი: ''ისმინე სწავლის მძებნელო, მოჰყევ დავითის მცნებასა (და არა ცნებასა)''
ასე რომ, თუმცა ეს ორი სიტყვა გარეგნულად ჰგავს ერთმანეთს, შინაარსი სრულებით განსხვავებულია. ცნება ერთი სიტყვის მნიშვნელობას გულისხმობს, მცნება კი - მთელი წინადადებისას.
ისევ მაგალითები: ცნებებია: ადამიანი, თავისუფლება, სიკეთე, სიყვარული, მეგობრობა, ერთგულება...
მცნებაა: ''შეიყვარეთ სიყვარული'', ''ადამიანს თავისუფლება უნდა უყვარდეს'' და მისთ.
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 15 2007, 10:34 AM
კატ და თამარ,
მადლობები ძვირფასებო, მართლაც ამომწურავად და ზუსტად გასაგებად აიხსნა, კაი გოგონები ხართ
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 15 2007, 12:00 PM
აქ ლაპარაკი იყო "რაღაცეები" თუ "რაღაცები"-ო?
გრამატიკულად როგორც არ უნდა იყოს, მაინც რაღაცეები არის, თუ გინდათ მესროლეთ. ხომ ვიცით, რომ ყველა სიტყვა წესებს არ ემორჩილება?
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 15 2007, 05:21 PM
ციტატა(M.M. @ Dec 15 2007, 01:00 PM)
აქ ლაპარაკი იყო "რაღაცეები" თუ "რაღაცები"-ო?
გრამატიკულად როგორც არ უნდა იყოს, მაინც რაღაცეები არის, თუ გინდათ მესროლეთ. ხომ ვიცით, რომ ყველა სიტყვა წესებს არ ემორჩილება?
უკაცრავად, მაგრამ რა სისულელეა ეს ამ შემთხვევაში!
ეს სიტყვა მშვენივრად ემორჩილება წესს, ისევე როგორც ყველა ა ხმოვანზე დასრულებული სიტყვები კვეცისა და ებიან მრავლობითში დასმისას....
ისე ცნობისათვის შეგახსენებთ: ე-სა და ა-ზე დასრულებული სიტყვები (თუ ეს არ არის ტოროლას, თაგუნიას ტიპის ან უცხოური სიტყვები) იკვეცება, ხოლო ებ მრავლობითის დართვისას, ა ხმოვანი იკვეცება, ე კი არა და ამიტომ ვიღებთ ორ ეს (ერთი ფუძისეულია, მეორე _ მრავლობითის). 2 ე-ს ანალოგიით მეტად გავრცელებულია იმ ტიპის შეცდომები, როცა იმ სიტყვის ფუძეს, რომელიც ა-ზე სრულდება, ე-დ გადააკეთებენ ხოლმე და იღებენ დამახინჯებულ ფორმებს. როგორიცაა: რეები, რაღაცეები, ვიღაცეები. ამ სიტყვების ფუძეა: რაღაც (ა), ვიღაცა(ა), რა. და არა: რაღაცე, ვიღაცე, რე... ამიტომ ასეთ დროს ორი ე სრულებით უადგილოა!
ხოლო ის რომ ზოგიერთი სიტყვა წესს არ ემორჩილება, ესეც არასწორია, გამონაკლისები არსებობს, მაგრამ ეს გამონაკლისებიც ახსნილია ხოლმე. თუმცა მოცემული მაგალითები არავითარ გამონაკლისს არ წარმოადგენს.
პ.ს. გრამატიკა ისევე ზუსტი მეცნიერებაა, როგორც მათემატიკა და ნუ მოვირგებთ მას ჩვენს ჭკუაზე, აქ ყველაფერი კანონზომიერია.
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 16 2007, 08:05 PM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 15 2007, 05:21 PM)

მანახე სადმე ვინმეს "რაღაცები" ეწეროს (კორექტულ შეცდომებს არ ვგულისხმობ
)!
მთლად ზუსტი მეცნიერება მათემატიკაც არაა, წარმოიდგინე. გრამატიკაზე ხომ ლაპარაკიც არაა.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 16 2007, 10:36 PM
M.M.
კი, ვნახე, მისაღებ გამოცდებზე, თემებში
გადახედე ბუმბერაზ გრამატიკოსებს
პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Dec 17 2007, 01:22 AM
ციტატა
სადავო
დავა
ვახ.. მე ყოველთვის "სადაო"-ს ვწერდი
იყო ასეთი წიგნი: ქართული სალიტერატურო ნორმები (თუ მაგდაგვარი), იქიდან ვისწავლეთ და.. ნუთუ არასწორად მახსოვს?.. წავალ შევამოწმებ.. თქვენის ნებართვით...
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 17 2007, 08:05 AM
ხშირად არის , განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისიც არ ჩამოუვარდება, ასეთი სახის გამოთქმები:
"ვიზავ ", "სვავ", "მე უთხარი ", "მე ულოცავ"... რაც მგონი დიალექტს არ მიეკუთვნება და მხოლოდ არასწორი გამოთქმაა, უბრალოდ ზმნის ფორმების დამახინჯება,თან უხეშად ხვდება ყურს რა ვიცი...
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 17 2007, 11:21 AM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Dec 16 2007, 10:36 PM)
M.M.კი, ვნახე, მისაღებ გამოცდებზე, თემებში
გადახედე ბუმბერაზ გრამატიკოსებს
გრამატიკოსებისა რა გითხრა, საერთოდ კი რაღაცები, რამები და მისთანები არსად მინახავს. ძველ მწერლობაში ეს სიტყვა საერთოდ არ იყო, როგორღაც უმისოდაც იოლად გადიოდნენ, ახლებში კი...
მაინც დამისახელე ერთი ნაწარმოები
ციტატა(staywhite @ Dec 17 2007, 08:05 AM)
ხშირად არის , განსაკუთრებით აღმოსავლეთ საქართველოში და თბილისიც არ ჩამოუვარდება, ასეთი სახის გამოთქმები:
"ვიზავ ", "სვავ", "მე უთხარი ", "მე ულოცავ"... რაც მგონი დიალექტს არ მიეკუთვნება და მხოლოდ არასწორი გამოთქმაა, უბრალოდ ზმნის ფორმების დამახინჯება,თან უხეშად ხვდება ყურს რა ვიცი...
აღმოსავლეთში? იქ მგონი პირიქითაა, მაგ. "მოვკლავ" კი არა, "მოვკლამ"-ო ამბობენ. თავში და ზოგჯერ შუაშიც ვ-ს დაკლება კი იციან აღმოსავლეთში. "მათხოე ბარი, ნიჩაბი, სამარე ამოვითხარო" ხომ იცი?
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 17 2007, 11:34 AM
თბილისლებისგანაც მსმენია M.M., ამ ფორუმზეც ხშირად ხმარობენ მაგ "ვიზა-ვ", "ვსვა-ვ" და ასე შემდეგ, არ ვიცი, კუთხის მითითებაში ალბათ ვცდები,მაგრამ დასავლეთში არ მომისმენია მასეთი რამ. ხო, ახლა გამახსენდა შენ რომ დაწერე "მოვკლა-მ" , მეც გამიგონია. ეგ უფრო დიალექტია რასაც შენ ამბობ მგონი, ჩემი დასახელებული პრობლემა კი რამდენჯერმე საინფორმაციო გადაცემა-სტატიებშიც შემხვედრია, თორემ დიალექტს რა უჭირს, პირიქით, კოლორიტია.
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 17 2007, 11:45 AM
ციტატა(staywhite @ Dec 17 2007, 11:34 AM)
თბილისლებისგანაც მსმენია M.M., ამ ფორუმზეც ხშირად ხმარობენ მაგ "ვიზა-ვ", "ვსვა-ვ" და ასე შემდეგ, არ ვიცი, კუთხის მითითებაში ალბათ ვცდები,მაგრამ დასავლეთში არ მომისმენია მასეთი რამ. ხო, ახლა გამახსენდა შენ რომ დაწერე "მოვკლა-მ" , მეც გამიგონია. ეგ უფრო დიალექტია რასაც შენ ამბობ მგონი, ჩემი დასახელებული პრობლემა კი რამდენჯერმე საინფორმაციო გადაცემა-სტატიებშიც შემხვედრია, თორემ დიალექტს რა უჭირს, პირიქით, კოლორიტია.
პრესა და ტელევიზია ქართული ენის პირველი გამრყვნელებია დღეს.
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 18 2007, 03:23 AM
ციტატა
"ვიზავ ", "სვავ", "მე უთხარი ", "მე ულოცავ"...
სწორი ფორმებია: ვიზამ; ვსვამ; მე ვუთხარი; მე ვულოცავ.
პ.ს. ველოსიპედი მოვიგონე თავიდან
პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Dec 18 2007, 04:00 AM
თამარი_ცქნაფო
ციტატა
პ.ს. გრამატიკა ისევე ზუსტი მეცნიერებაა, როგორც მათემატიკა და ნუ მოვირგებთ მას ჩვენს ჭკუაზე, აქ ყველაფერი კანონზომიერია.
თამარ, მართლა მასეა ვითომ?
მეცნიერება კი ნამდვილადაა და დიდად პატივსაცემიც, მაგრამ მათემატიკასთან მაინც სიზუსტით ვერ მივა, ალბათ.
მათემატიკა იმ კანონზომიერებებს სწავლობს და იმ წესებით მოქმედებს, რომელიც უცლელია დროში.
გრამატიკაშიც არის კანონების ნაწილი უცვლელი, მაგრამ უმეტესად მაინც იმ წესების ნაკრებს მაგონებს, პარლამენტი რომ იღებს დადგენილებებს, ან უფრო კონსტიტუციას, რომლის ცვლილება საჭიროებისას ყოველთვის ხდება. მათემატიკაში მსგავსი რამ არ არსებობს.
გრამატიკა თუ ადრე გვეტყოდა, რომ "თავყანისცემაა" სწორი, რადგან თავის ყანაზე (მიწაზე) ცემას გულისხმობსო, ახლა აღიარებს, რომ "თაყვანისცემაა" სწორი და მომდინარეობს "თავყანისცემისგან". მერე ლათინური ტერმინებით გვეუბნება როგორ გაუცვალა ამ ორმა ბგერა ერთმანეთს ადგილები (რა უფლებით გაუცვალა?
), ან სხვა სიყტვებში როგორ ჩაყლაპა ერთმა ბგერამ მეორე, ან კიდევ, როგორ გადააქცია ამა თუ იმ გარემოებამ "რ" "ლ"-დ ან პირიქით.
ჩვენ იძულებულნი ვართ, რომ დავიცვათ ამჟამინდელი ნორმები, რადგან ახლა ენისთვის არაა ის გარემო, სადაც შეიძლება სრულყოფისკენ წავიდეს მისი ცვლილება. ამიტომაც უნდა ვეცადოთ შესაძლებლობის ფარგლებში შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და როგორც გვაქვს, მაგრამ მაინც უნდა ვთქვათ, რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია, ცოცხალი და შესაბამისად ცვალებადი სისტემაა და მისი ბუნებრივი ცვლილების გრამატიკულ ნორმებში ვერასახვა და ამიტომ გარკვეული გრამატიკული ფორმების კანონგარეშე გამოცხადება თვით გრამატიკის არასრულყოფილებაზე მეტყველბს და არა თავად ენაში ყველანაირი ცვლილების უკანონობაზე და არაბუნენრივობაზე.
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 18 2007, 11:28 AM
გიხაროდეთ თუ გიხაროდენ?
მე ვხმარობ : გიხაროდეთ, მსმენია რომ უნდა იყოს გიხაროდენ, რატომ? უღლების დროს უფრო სწორად მეჩვენება ->გიხაროდეთ. როგორ არის საინამდვილეში სწორი გამოთქმა?
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 18 2007, 01:30 PM
ციტატა(staywhite @ Dec 18 2007, 11:28 AM)
გიხაროდეთ თუ გიხაროდენ?
მე ვხმარობ : გიხაროდეთ, მსმენია რომ უნდა იყოს გიხაროდენ, რატომ? უღლების დროს უფრო სწორად მეჩვენება ->გიხაროდეთ. როგორ არის საინამდვილეში სწორი გამოთქმა?
გიხაროდენ ძველი ფორმაა, ახლა გიხაროდეთ იხმარება (თუ მოქკავშირის კლიპს არ ჩავთვლით
)
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Dec 18 2007, 02:47 PM
განახვებ თუ განახებ?
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Dec 31 2007, 01:29 AM
ამას წინათ გავიგე, რომ სიტყვა "გვფცქვნის" გინესის წიგნშია შესული, როგორც სიტყვა, რომელშიც მიყოლებით არის თავმოყრილი ყველაზე მეტი (7) თანხმოვანი ბგერა, ვიდრე მსოფლიოს სხვა ენების ნებისმიერ სიტყვაში... მაინტერესებს, მართალია თუ არა ეს.
მაგრამ იგივე ქართულ ენაში კიდევ გვხვდება სხვა მსგავსი სიტყვა: "გვწვრთნის". მასშიც ასევე 7 თანხმოვანია ერთად...
პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Dec 31 2007, 03:17 AM
რომელია სწორი გრამატიული თუ გრამატიკული?
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 31 2007, 04:19 PM
Ismail
9 თანხმოვნიანიცაა, მაგრამ სკლეროზი მაქვს ბოლო დროს, ვერ ვიხსენებ. (აფხაზი დაადასტურებს ჩემს სკლეროზს )
Маиа
გრამატიკულია სწორი
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Dec 31 2007, 05:57 PM
არა ნუ, მაინც რამდენჯერ უნდა ვთქვა, რომ ქრისტეანული არაა სწორი
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 1 2008, 08:22 AM
თამარ,
ისიც დაუსაბუთე რა, არა "ფანტასტიური" არამედ "ფანტასტიკური" , თან ისეთი ხალხისგან ვისმენ ამ სიტყვას ასე არასწორად, რომ მიკვირს და შესწორებაც ვერ ვაკადრე, მათი მდგომარეობა-პროფესიის გამო.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 2 2008, 04:32 PM
ციტატა(staywhite @ Jan 1 2008, 08:22 AM)
თამარ,
ისიც დაუსაბუთე რა, არა "ფანტასტიური" არამედ "ფანტასტიკური" , თან ისეთი ხალხისგან ვისმენ ამ სიტყვას ასე არასწორად, რომ მიკვირს და შესწორებაც ვერ ვაკადრე, მათი მდგომარეობა-პროფესიის გამო.
ასე ''ფაქტიურადსაც'' ამბობენ, მაგრამ სწორია - ფაქტობრივად
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 2 2008, 10:09 PM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 2 2008, 01:32 PM)
ასე ''ფაქტიურადსაც'' ამბობენ, მაგრამ სწორია - ფაქტობრივად
ეგ არ ვიცოდი, მადლობა თამუნა რომ გავიგე
მე სულ ორი სხვადასხვა შინაარსის სიტყვა მეგონა
ორივეს ვხმარობდი სხვადასხვა კონტექსტში... მდა...
პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 4 2008, 02:22 AM
პატრიარქს კურთხევა აქვს მიცემული მეუფე ანანიაზე,სწორედ ის მუშაობს ამ პრობლემაზე რაც შემაშფოთებელია ჩემი აზრით.ასე უბრალო საუბარი კიდე არაფერი ,მაგრამ იქ სადაც ნამდვილად გამართულად უნდა საუბრობდნენ აი იქაა ყველაზე დიდი პრობლემა,ვგულისხმობ მასმედიას! ესაა ამაზრზენი,როცა ქართული სიტყვები გესმის ინგლისური აქცენტით,აღარ ვლაპარაკობ დაუხვეწავი და დაულაგებული, გრამატიკულად აბსოლიტურად გაუმართავი ქართულით ,მოსაუბრე ჟურნალისტებზე!ღმერთმა დაეხმაროს მეუფეს ამ პრობლემის დაძლევაში!
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 4 2008, 01:28 PM
ციტატა(მართა @ Jan 4 2008, 03:22 AM)
პატრიარქს კურთხევა აქვს მიცემული მეუფე ანანიაზე,სწორედ ის მუშაობს ამ პრობლემაზე რაც შემაშფოთებელია ჩემი აზრით.ასე უბრალო საუბარი კიდე არაფერი ,მაგრამ იქ სადაც ნამდვილად გამართულად უნდა საუბრობდნენ აი იქაა ყველაზე დიდი პრობლემა,ვგულისხმობ მასმედიას! ესაა ამაზრზენი,როცა ქართული სიტყვები გესმის ინგლისური აქცენტით,აღარ ვლაპარაკობ დაუხვეწავი და დაულაგებული, გრამატიკულად აბსოლიტურად გაუმართავი ქართულით ,მოსაუბრე ჟურნალისტებზე!ღმერთმა დაეხმაროს მეუფეს ამ პრობლემის დაძლევაში!
მეუფე შენ ფილოლოგი ან ენათმეცნიერი გგონია? უბრალოდ ის ხელმძღვანელობს კომისიას, თუმცა ამ კომისიაში შეწმავალ მეცნიერებს რომ ვუყურებ, აქ ენათმეცნიერთა მხოლოდ ერთი ფრთაა, ოპონენტები არ ჩანან და რა ვიცი, რა ვიცი...
პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Jan 4 2008, 03:33 PM
თამარი_ცქნაფო
ეგ რა თქმა უნდა ჩემო თამარ ფილოლოგი რომ არარის ცნობილია, მაგრამ კომისია ხომ მუშაობს და იმედი გამოვთქვი რომ უფრო რადიკალურ და ქმედით ნაბიჯებს გადადგამენ ,რადგან პრობლემა არის უდიდესი და სწორედ ამიტომაც დასახა საჭიროდ პატრიარქმა ამ კომისიის არსებობა... რიგით წევრებზე ვერაფერს გეტყვი მე კომპეტენტური არ ვარ მაგ საკითხში შენგან განსხვავებით,ექიმი გახლავარ,მაგრამ აშკარად არის ქართულ საზოგადოებაში ცნობილი ვინ არიან პროფესიონალები,იმედია დამშვიდებულ ქვეყანაში უფრო აქტუალური გახდება ეს თემა და ჩაებმება მთელი ერი!
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 4 2008, 03:48 PM
თამარ,
მაგალითს გეტყვი ფაქტობრივობასა და ფაქტიურობაზე, უკეთ მიხვდები სად ვცდებოდი
მაგ.: "ფაქტიურად კი საქმე სულ სხვა რამეს ეხება" ანუ, სინამდვილეში საქმე სხვა რამეშია, ამას ვგულისხმობ-დი.
მაგრამ: "მოვლენები რომ ფაქტობრივად დავახასიათოთ" ანუ, ფაქტები გამოვიყენოთ მოვლენების შესაფასებლად ან მსგავსი.
მადლობა რომ მითხარი, თორემ ნამდვილად ორი სხვადასხვა სიტყვა მეგონა და არა ერთის არასწორი ფორმა.
კაი გოგო ხარ
პ.ს რაც შეეხება ქართულ მასმედიას, მართლაც რომ საშინელი სიტუაციაა, როცა ვუყურებ ინტერნეტით საინფორმაციოს (ადრე, ისიც იშვიათად ვუყურებდი), ყურს საშინლად ხვდება ეს რიკრიკი და უამრავი შEცდომა. მიჩვეული ვარ თან აქ გერმანელების დახვეწილ, სასიამოვნო, დაწყობილ საინფორმაციო გადაცემათა წამყვანების პროფესიონალურ გადმოცემებს და ეს მითუფრო მიკარგავდა სურვილს მომესმინა ბოლომდე, მაპატიეთ, მაგრამ ასე იყო ისე , ადრე კაი დიქტორები იყვნენ ჯულიეტა, სოკოლოვი და სხვები, ზოგიერთებს მაინც გემახსოვრებათ.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 4 2008, 03:52 PM
staywhite
იცი რა, მეორე წინადადებაში მარტივად შეგიძლია თქვა: ფაქტებით რომ დავახასიათოთ, ან არგუმენტები რომ მოვიყვანოთ, ან მსგავსი რამ.... ფაქტიურად მართლა მცდარი ფორმაა
არაფრის
ვაიმე, 25-ში ერთ-ერთ არხზე მოვისმინე პატრიარქის აღსაყდრების ინტრონიზაციის დღეაო და გადავყირავდი სკამიდან. დედაჩემი მეჩხუბა, რა ყველაფერს აკრიტიკებ, ეგ შენი იცი, მაგათ კი არაო, მაგრამ კარგით რა, ელემენტარული განათლებაა რა
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 9 2008, 01:23 PM
ციტატა(staywhite @ Jan 4 2008, 03:48 PM)
ისე , ადრე კაი დიქტორები იყვნენ
ჯულიეტა, სოკოლოვი და სხვები, ზოგიერთებს მაინც გემახსოვრებათ.
დიქტორის შვილიშვილი მაინც არ ვიყო...
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 4 2008, 03:52 PM)
ვაიმე, 25-ში ერთ-ერთ არხზე მოვისმინე პატრიარქის
აღსაყდრების ინტრონიზაციის დღეაო და გადავყირავდი სკამიდან. დედაჩემი მეჩხუბა, რა ყველაფერს აკრიტიკებ, ეგ შენი იცი, მაგათ კი არაო, მაგრამ კარგით რა, ელემენტარული განათლებაა რა
იქნებ ჩვენთვის უნდოდათ ცხდად აეხსნათ და შუაში მძიმე დააკლდათ?
მე ეგეთებზე აღარ მეცინება. ჯერ პარაკლისის და პანაშვიდის გარჩევა ვერ ისწავლეს აგერ უკვე რამდენი წელია.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 9 2008, 10:52 PM
ციტატა(M.M. @ Jan 9 2008, 02:23 PM)
დიქტორის შვილიშვილი მაინც არ ვიყო...
.
კონკრეტულად?
პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jan 10 2008, 11:44 AM
ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 9 2008, 10:52 PM)
კონკრეტულად?
ა. ლელუაშვილი-მაჭავარიანისა.
პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Jan 15 2008, 01:49 AM
თამარ
ერთ ჩემს ცუდ ჩვევაზე მინდა მოგითხრო,მაგრამ ეგება "გამამართლო " რა ვიცი
უკვე რამდენიმე წელია დამჩემდა წინადადებების წყობაში არაორდინალური ცვლილებები მაგალითად, ჯერ ვწერ
არსებით სახელს და მერე ზედსართავს ან კუთვნილებით ნაცვალსახელს, მაგალითად: გრძნობა სიყვარულისა, სათნოებანი ჩვენი (ეს ბოლო რეციდივია, უახლეს პოსტში) და ასე შემდეგ. არ ვიცი, გერმანულიდან მაქვს ვითომ? არადა ცოტა მიდრეკილებანი ადრეც მქონდა, გერმანულში ასეა: das Gefühl der Liebe ანუ იგივე გრძნობა სიყვარულისა , მაგრამ ასეც ამბობენ, ოღონდ ამ შემთხვევაში სიტყვები ებმება ძირიტადად ერთმანეთს -> das Liebesgefühl - სიყვარულის გრძნობა (გერმანული ენა ცნობილია უმარავ სიტყვათა გადაბმით, ნებისმიერი შეიძლება გადაებას თითქმის და აზრიც ქონდეს, მაგალითად der Kernkraftwerkdampfmaschinenreiniger და ნიშნავს ბირთვული ელექტროსადგურის ორთქლის მანქანების საწმენდს , უარესიც არის der Stoffwechselendproduktsausscheidungsorgan და ნიშნავს -> ნივთიერებათა ცვლის საბოლოო პროდუქტის გამომყოფ ორგანოს ). მოკლედ, ამ ჩემს ალბათ გაუკუღმართებულ მეთოდს (ამაზე შენ მითხარი არის თუ არა ნამდვილად გაუკუღმართებული ან სრულიად დაუშვებელი, რამეთუ რატომრაც მახსენდება ძველ ქართულში უნდა იყოს ასეთი ფორმების გამოყენება) უნებლიეთ ვიყენებ სერბულ ენაშიც , თუმცა დიდი კატასტროფა არც იქაა, მაგრამ "თანამედროვე ენით " მოსაუბრე ახლობლები უკვე "მთხოვენ" რომ "სტაროსლავიანსკი" ენას გადავეჩვიო.
იმედია გაიგე თამუნა, რა მაწუხებს, ხოდა ან დამტუქსე ან დამამშვიდე და თან მასწავლე, როგორ გადავეჩვიო, მოკლედ, ველოდები შენი დიდაქტიკური გამოცდილებების ძალას
პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jan 15 2008, 10:34 PM
staywhite
ციტატა
Stoffwechselendproduktsausscheidungsorgan
აი ამის ბრალია რაც გჭირს
პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jan 18 2008, 05:06 PM
ძალიან დიდ და საკმაოდ მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ქართულად სწორი მეტყველების ისტორიაში, ჟურნალისტიკა..რადგან, ადამიანები, როგორც წესი ხშირად ტელევიზორთან ვართ, შესაბამისად ვიღებთ ტერმინებს ტელევიზორიდან ანუ ჟურნალისტები უნდა იყვნენ კარგად გაწრთობილი ქართულ მეტყველებაში...
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 20 2008, 12:25 AM
დაბრძანდი, ფრიადი
აბა, ახლა სადაც ამდენი, ისიც გეცოდინება, თანდებულები და ბრუნვის ნიშნები როგორ დაიწერება ასეთ დროს და შევუერთებ ამ პოსტებს ენის თემას ბარემ
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 20 2008, 10:36 PM
ციტატა(q-e-T-i @ Jan 20 2008, 10:18 PM)
ისე მგონი ამ ბოლო დროს ძალიან გავრცელებული და უკვე დამკვიდრებული სიტყვა
"გმადლობ" არაა სწორი.. უნდა იყოს მადლობა... აბა რას იტყვით? ასეა ?
და მაინტერესებს ვიპოვნე თუ ვიპოვე? მე "ვიპოვე"-ს ვხმარობ, მაგრამ ამ სიტყვის საწყისია "პოვნა" და "ნ" სად იკარგება?
გ მანდ ობიექტური პირის ნიშანია
ისე ლენუსს მადლობა ეწერა და რახან მომმართავდა, უფრო გავუმართე, მიმართვის წინ მძიმე ჩავუმატე და ობიექტური პირის ნიშანიც ჩავუსვი
პრინციპში, ზმნა ძველთაგანვე მაინც ''პოვაა'' და ნ მერე ჩაემატა და ისიც არა უშუალოდ ზმნაში, არამედ მისგან წარმოებულ სახელზმნებში და მიმღეობებში გვხდება. მაგალითად: პოვნა, მპოვნელი, პოვნილი. ზმნები: ვპოვე, მოვიპოვე, ვიპოვე, ჰპოვა და მისთ.
ციტატა(Lenus @ Jan 20 2008, 10:14 PM)
9 თანხმოვნიანი არ ვიცი, მაგრამ 8-იანები კი:
გვფრცქვნის, და გვბრდღვნის!
ოოო, ბრდღვნაა, ანუ თვლაში ამერია
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 21 2008, 10:10 PM
ციტატა(Lenus @ Jan 21 2008, 07:23 PM)
ოო, მე მეგონა მადლობაც შეიძლებოდა, ანუ ზმნის გამოყენებას არ ვაპირებდი...
თან წავისკოლისმოსწავლე
''პარდონ, მაგრამ არ ''მევასება'' მადლობა-ს ასე ხმარება და ''წავისვეცკე''
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 25 2008, 05:09 PM
ცქნაფო მასწ.
ტექსტში ციტატას რომ ვწერთ ბრჭყალებში, სასვენი ნიშანი ბრჭყალების მერე იწერება, თუ წინ?
მაგალითად აქ: ამიტომაც შეგვაგონებს ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთაველი: „რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია“. - ჩემი აზრით სწორად წერია, მაგრამ მინახავს ხოლმე პირიქითაც, ასე: ამიტომაც შეგვაგონებს ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთაველი: „რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია.“
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 25 2008, 05:19 PM
ციტატა(მარიამი @ Jan 25 2008, 06:09 PM)
ცქნაფო მასწ.
ტექსტში ციტატას რომ ვწერთ ბრჭყალებში, სასვენი ნიშანი ბრჭყალების მერე იწერება, თუ წინ?
მაგალითად აქ: ამიტომაც შეგვაგონებს ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთაველი: „რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია“. - ჩემი აზრით, სწორად წერია, მაგრამ მინახავს ხოლმე პირიქითაც, ასე: ამიტომაც შეგვაგონებს ჩვენი დიდი წინაპარი შოთა რუსთაველი: „რასაცა გასცემ შენია, რასც არა, დაკარგულია.“
თუ სასვენი ნიშანი, ციტატას ეკუთვნის, შიგნით უნდა. თუ ზოგადად წინადადებისაა, მაშინ - გარეთ. ეგ სწორია.
პ.ს. იქ მძიმე ჩაგიმატე
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 25 2008, 05:27 PM
ციტატა
თუ სასვენი ნიშანი, ციტატას ეკუთვნის, შიგნით უნდა. თუ ზოგადად წინადადებისაა, მაშინ - გარეთ. ეგ სწორია.
და თუ ასეთი სიტუაციაა: ციტატა მთავრდება ძახილის ნიშნით - ეს ძახილის ნიშანი ციტატას ეკუთვნის. და ამ ციტატით მთავრდება აბზაციც. მაშინ ბრჭყალების გარეთ არაფერი აღარ უნდა ხომ? ანუ ასე: "ააა!" და არა "ააა!".
ციტატა
პ.ს. იქ მძიმე ჩაგიმატე tongue.gif
სწორად მოიქეცი
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 25 2008, 05:41 PM
ციტატა(მარიამი @ Jan 25 2008, 06:27 PM)
და თუ ასეთი სიტუაციაა: ციტატა მთავრდება ძახილის ნიშნით - ეს ძახილის ნიშანი ციტატას ეკუთვნის. და ამ ციტატით მთავრდება აბზაციც. მაშინ ბრჭყალების გარეთ არაფერი აღარ უნდა ხომ? ანუ ასე: "ააა!" და არა "ააა!".
უნდა, ასე მახსოვს.
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 26 2008, 01:38 PM
ციტატა(Lenus @ Jan 26 2008, 11:08 AM)
თამარი_ცქნაფოთამარი მასწ,
წარჩინებული მასწავლებლის ასეთ წარჩნებულ მოსწავლეს, აბა ასეთები ეკადრება??
ცნობილი სერიიდან არის მაგრამ ამან დამაინტერესა, მეც არ ვიცი სწორი ფორმა
მასწ? ჩემს პოსტებს რატომ უგულებელჰყოფთ (აუ რა სიტყვა დავწერე..
) ?
ხო კარგად ვიქცევი, არც ვლაპარკობ გაკვეთილზე, დავალებებსაც ვასრულებ. რა ვიცი რა, დღიურიც სულ დამაქვს...
ვერ გავიგე, რა გინდა?
კაიროსმა დაწერა ასე და ამას ამბობ?
შემეშვით, ვაააჰ! დღეს ერთი ნაცნობი მომადგა, მომამზადე, დედას გაფიცებ და დიდი კაცი რომ გავხდები, გადაგიხდიო. წუხელ დაქალის ქმარმა მთხოვა, აუ, ცოტა დამეხმარე და მომამზადეო
გავიპუტები ცოცხლად რა
პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 26 2008, 01:49 PM
ციტატა(Lenus @ Jan 26 2008, 02:47 PM)
ვხუმრობ ცქნაფო, რა უნდა მინდოდეს.
თუ იცი სწორი ფორმა დაწერე, მაინტერესებდა, ვინ დაწერა რა მნიშვნელობა აქვს.
ხმას არ გაგცემ, შენ თუ ასე განიცდი
ვიხუმრე
ანი გაინტერესებს ''ბოდიში
თ'' სწორია თუ არა?
არა, არაა სწორი. უნდა იყოს ბოდიში, გამარჯობა. თ-ს გარეშე
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)