თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ სალა ღობო!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 03:52 PM
მოკლედ, აქ ვაშაიროთ ერთმანეთი ზრდილობიი ფორმებშია. მოდით იუმორით ვუთხრათ ერთმანეთს, როგორი წარმოგვიდგენია ნიკის იქეთ მყოფი ადამიანი. გავეხუმროთ.
კი ყველგანა ვხუმრობთ, ვხალისობთ, ვენამოსწრებობთ, მაგრამა აქ უფრო პირადად ვიხუმროთ, ერთმანეთსა ვეშაიროი... ველაღობოი და ვიფუნდრუკოი... შაირი და ტკბილ-მწარე სიტყვაც ხომ ჩვენი ისტორიაა და მემკვიდრეობა... ამბობენ დეპრესიაი შველისო...
ერთი პირობითა: ამ პირველის გარდა ყველა გაურითმავი პოსტი დაექვემდებაროს რეინკარნაცია-დისკვალიფიკაციასა
ესეც ეპილოგადაა:
,,შაირობა ოდითგანვე სიბრძნისაა ერთი დარგი,
საღმრთო, საღმრთოდ გასაგონი, მსმენელთათვის დიდი მარგი,
კვლა აქაცა ეამების, ვინცა ისმენს კაცი ვარგი,
გრძელი სიტყვა მოკლედ ითქმის, შაირია ამად კარგი!''
ალავერდი შენთანა ვაარ: ჰაიტ, შე გლახა!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 04:09 PM
დაემკვიდრა ჩვენს ფორუმში,
პოსტებში აქვს უკვე წილი,
გოგონაა თუ ბიჭია,
გვიპასუხებს შეხვეწილი?
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 04:16 PM
თქვენ გენაცვალოთ ყველასა
ეს ჩემი წრფელი გულიო,
ღმერთსა ვთხოვ კარგად იყავით
მერე დავლიო სულიო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 04:24 PM
მარინე
ეს მთავრობაც მასე შვება,
თავისი აქვთ ყველგან წილიც,
მგელი ცხვარს თუ მოეშვება,
გათხოვდება შეხვეწილიც!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 04:36 PM
შეხვეწილი
უი, ქალაი ყოფილხარ,
ღმერთმა დაგლოცოს, ლამაზო,
შენი სიტყვებით ფორუმი
ხშირად რომ გაგვილამაზო.
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 04:40 PM
მარინე
შენ თუ მანახებ, მოეშვას
ცხვრის ფარას სადმე მგელიო,
მოდი და თან წამიყვანე
სასიძოდ შენა გელიო!
ხალხნოუ
მიშველეთ თორემ მარინემ
ლამის და, გამათხოვაო...
იმ წელსამც ცხვარი მგელს ჭამდეს,
თიბათვეს იყოსმც თოვაო!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 04:45 PM
marine
შეხვეწილი
ქალი კი არა ოქრო ხართ,
მიყვარხართ დაო ძლიერად,
ხმლითა დავკოდავ ყველასა,
ვინც რამეს გეტყვით ცბიერად...
პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Feb 13 2007, 04:50 PM
შეხვეწილი
მე დაპსოტვა არ მინდოდა,
შენ შემომაგდე ძალათო,
აქ შაირობა გინდოდა,
PM-ში რად მწერ ლამაზო?
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 04:51 PM
t.l
marine
მთელ ფორუმს!
მიშველეთ, ხალხნო, ტ.ლ.-მ და
მარინემ გამათხოვესო!
იმ წელსამც ცხვარი მგელს გლეჯდეს!
შუა ზაფხულში თოვდესო!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 04:54 PM
შეხვეწილი
შენ რა გჭირს ქალაუ საშველი?
შამეშვი გადი, გამცილდი,
თორემ სიმწრისგან ვბრაზდები
თან დღეს მგონია გავცივდი.
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 04:56 PM
t.l.
marine
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 04:57 PM
QUOTE(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 04:40 PM)
მარინე
შენ თუ მანახებ მოეშვას
ცხვრის ფარას სადმე მგელიო,
მოდი და თან წამიყვანე
სასიძოდ შენა გელიო!
რა ვქნა რომ კაცი არა ვარ,
არ ძალმიძს ცოლად მყავდეო,
არ ძალმიძს შენსა სიყვარულს
ჭკუიდან გადავყავდეო.
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 04:59 PM
რევიცი რევიცი
რევიცი რევიცი
დაამცინეთ
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 04:59 PM
t.l
marine
mis-qartveli
ქალი გეგონოსთ, მამენდეთ...
შუაშიმც ლაღად ჩამისვამთ...
დავატრიალებ ფრანგულსა -
სუყველას ცოლად დაგისვამთ!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:00 PM
მნათე
გულს ნუ გაიტეხ ძმისგულო
თუ ვერ აგვყევი თამასსში
ეს თავსატეხი ყოფილა
ხო ხედავ გავიჭედე
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:02 PM
კაც რომ აქ შამაიხედავ
და შაირებსა ნახავო
განა კი იგრძნობ რომ მალე
იწყება დიდი მარხვაო?
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 05:02 PM
შეხვეწილს:
კაცი ხარ თუ ქალიო
არ არს ჩემი ბრალიო
გადარიე ფორუმი
დააბნიე ხალხიო
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:02 PM
ციტატა
ქალი გეგონოსთ, მამენდეთ...
შუაშიმც ლაღად ჩამისვამთ...
დავატრიალებ ფრანგულსა -
სუყველას ცოლად დაგისვამთ!
არა, არ მიცნობთ ქალასა
მე ვერ მანახება ძალასა.
ჩემი საქმისა თავობა
არაერთს უთქვმს კარგადა.
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 05:04 PM
შეხვეწილი
რა ვქნა რომ სატრფო უკვე მყავს,
რა მოვუხერხო ამ გულსა,
გვერდიდან ის არ მშორდება,
ის ატრიალებს ფრანგულსა.
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 05:05 PM
ციტატა
კაც რომ აქ შამაიხედავ
და შაირებსა ნახავო
განა კი იგრძნობ რომ მალე
იწყება დიდი მარხვაო?
აქაც მასულა ყმაწვილი
ენას ილესამს ჩვენზედა
მალე ქორწილი იქნების,
რაღატომ გვიშლი ნერვებსა
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 05:06 PM
ციტატა
კაც რომ აქ შამაიხედავ
და შაირებსა ნახავო
განა კი იგრძნობ რომ მალე
იწყება დიდი მარხვაო?
რაო რაო?
კიდევ ერთხელ
დაამცინეთ
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:06 PM
ციტატა
აქაც მასულა ყმაწვილი
ენას ილესამს ჩვენზედა
მალე ქორწილი იქნების,
რაღატომ გვიშლი ნერვებსა
მაგასა ვტირი რომ მალე
ქორწილიც კი იქნებისა
სჯულის კანონი ირღვევა
კანონისტ გადირევისა
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:08 PM
გლახა
როგორ გიკითხო, ძმის გულო.
ხომ ხარ ლომისა დარადა.
ე, კაცი (იგულისხმება კანოისტი) მომაშორეო,
თორემ მოგიველთ ავდრადა.
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 05:10 PM
miss_kartveli
შენითა ნათობს ფორუმი
მზესა რცხვენია გამოსვლა,
მაგ სილამაზის მცოდნესა
იასაც უჭირს ამოსვლა
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 05:10 PM
ციტატა
როგორ გიკითხო, ძმის გულო.
სიყვარულის და მეგობრობის ფორუმის გავლენაა-ოოოო
ოოო
ოო
ო
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:12 PM
გლახა
ციტატა
შენითა ნათობს ფორუმი
მზესა რცხვენია გამოსვლა,
მაგ სილამაზის მცოდნესა
იასაც უჭირს ამოსვლა
შენ გენაცვალე გლახაუ
ემაგ სიტყვების მთქმელსაო
სიკეთის ქმნისა ქადაგსა
საქმითაც კარგის მქმნელსაო
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 05:12 PM
t.l.
ლომისა რაღა მოგიგო
მიკლია მხოლოდ ფაფარი
კიანონისტ თიელს შაეშვი
უკვე გზას ადგას მაყარი
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 05:12 PM
კანონისტი
ფორუმი თავისას შვება
სიყვარულისა ჩარხვაში,
ვიცით რომ არ შაიძლება
ჯვარის დაწერა მარხვაში.
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:13 PM
ციტატა(მნათე @ Feb 13 2007, 06:10 PM)
სიყვარულის და მეგობრობის ფორუმის გავლენაა-ოოოო
ოოო
ოო
ო
რა ვქნა თაფლად ვარ ქცეული
ვერ გავექეცი სიყვარულს
და ვერც ფორუმის გავლენას
რა მეშველება უთქვენოთ?
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 05:16 PM
გასაგები კი მაგრამ,სად იმალება სიძეო
გავათანაბროთ იქნება თქვენი სიგანე სიგრძეო
აქ მოდი ცოლად წაიყვა ნუღა მიტირებ დასაო
თორემ წაგაცლი იცოდე ემაგ ტილიან თავსაო...
და ვინ არის სიძე?
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 05:16 PM
ციტატა
არა, არ მიცნობთ ქალასა
მე ვერ მანახება ძალასა.
ჩემი საქმისა თავობა
არაერთს უთქვმს კარგადა.
t.l.ნახავ როგორი ქალიც ვარ,
განახებ თუ ვარ კაციო!
ცხვარი გადენე დედალი
არ მოგიბრუნდეს ვაციო!
ციტატა
რა ვქნა რომ სატრფო უკვე მყავს,
რა მოვუხერხო ამ გულსა,
გვერდიდან ის არ მშორდება,
ის ატრიალებს ფრანგულსა.
marineარა გშორდება მიჯნური?
ერთხელაც გნახო მარტონი
ფრანგულის ტრიალს ვასწავლი,
თუნდ იყვეს მუხრან-ბატონი!
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:17 PM
შაირები კი კარგია
ამოდ წვრთნის კაცის გონებას
ჩანს შახვეწილმა უყურა
კვირას იმედზე "დროება"-ს
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 05:18 PM
ციტატა
რა მეშველება უთქვენოთ?
რითმისთვის შანიძეს საფლავში ბრუნვა არ არის საჭირო
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 05:20 PM
გლახა
უიმე, ბიჭოვ, მაშინებ?
მე არ გიტირებ დასაო,
თუ ვტყუი, მაშინ ღვთის ნებით
გამოვეკერო ცასაო..
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:20 PM
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 06:16 PM)
t.l.
ნახავ როგორი ქალიც ვარ,
განახებ თუ ვარ კაციო!
ცხვარი გადენე დედალი
არ მოგიბრუნდეს ვაციო!
marine
არა გშორდება მიჯნური?
ერთხელაც გნახო მარტონი
ფრანგულის ტრიალს ვასწავლი,
თუნდ იყვეს მუხრან-ბატონი!
ნერვებს დაგიჭამს ტიალი.
შენი ენა და ხანჯალი
არც ხმლისა ქნევას დაგიდევთ -
ვისწავლით, თუკი, არ ვიცით.
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:24 PM
ციტატა(მნათე @ Feb 13 2007, 06:18 PM)
კარგი ნუ დამცინ ტიალი,
ჩემთვის სიტყვაის კადრებას
ვინ შამაბედავს ტიალი -
სად წახველთ, ხალხნო მელექსნევ,
სად დასდით, დაიარებით,
შამაი, შამაიხედეთ
სიტყვა სთქვით ნაირევი.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:25 PM
ლევან, რა გლახად დადუმდი
რად არ აღაღებ პირსაო
ფეხი გამადგი, გაინძერ
ნუ ემსგავსები ვ.......ო
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 05:26 PM
QUOTE(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 05:16 PM)
marine
არა გშორდება მიჯნური?
ერთხელაც გნახო მარტონი
ფრანგულის ტრიალს ვასწავლი,
თუნდ იყვეს მუხრან-ბატონი!
ნუ გამაბრაზებ, ნუ მამშლი
შეცვალე სიტყვა და ტონი,
ჩემი მიჯნური მართლაც რომ
არისო მუხრან-ბატონი!!!
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 05:27 PM
ციტატა
ლევან, რა გლახად დადუმდი
რად არ აღაღებ პირსაო
ფეხი გამადგი, გაინძერ
ნუ ემსგავსები ვ.......ო
ააა?
აა?
ა?
ხო
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 05:27 PM
მნათე
კოკაკოლის ფორმულაო, რას მიკრეჭავ კბილებსა
წადი დუსტი იყიდე მოუარე ტილებსა
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:27 PM
კანონისტი
მაგი რა ჰკადრე ყმაწვილსა
ვაი რომ გულში ჩაიდოს
სადაც დაგიჭერს გაგფატრავს
ინატრე არსით ეყარო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 05:28 PM
ციტატა(t.l. @ Feb 13 2007, 05:20 PM)
ნერვებს დაგიჭამს ტიალი.
შენი ენა და ხანჯალი
არც ხმლისა ქნევას დაგიდევთ -
ვისწავლით, თუკი, არ ვიცით.
t.l.მზაკვირს ზმარებასმც გასწავლი
ჯერ კარგად უნდა გავლესო..
მანამდე მითხარ სახელი -
თავით ბოლომდე გავლექსო,
შემს გულსაც ტალად დაედოს
ჩემზემც თქვა: სჯობნის შავლესო!
გლახაგლახა, ვით გაქო, რა გაქო?
ძნელად საქებო ენითა!
ცოდოა ჩვენი ქვეყანა
არ ამაყობდეს შენითა!
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:29 PM
ლევან კარგი ხარ ძმისაუ
მწამს არ დაგწყდების გულიო
ჰოდა, ერთიცა ეს ნახე
საცა წაგიყვანს ბმულიო:
http://church.ge/index.php?s=&showtopic=928&view=findpost&p=50363
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 05:32 PM
კანონისტი
უიმეეე, გავიგე შვილო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 05:33 PM
ციტატა(marine @ Feb 13 2007, 05:26 PM)
ნუ გამაბრაზებ, ნუ მამშლი
შეცვალე სიტყვა და ტონი,
ჩემი მიჯნური მართლაც რომ
არისო მუხრან-ბატონი!!!
მარინემუხრან-ბატონის ყმობითა!
ხილი ვერ დავდგი გობითა!
მაცადე ქალი წაგართვა!
შემოგეპარო ნდობითა...
მუხრან-ბატონი ვინა მყავ? -
დაგნაცრავ ჩემის ტრფობითა!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:33 PM
ციტატა
მანამდე მითხარ სახელი -
თავით ბოლომდე გავლექსო,
შენ რა კაი მელექსე ხარ?
თიელი ვერ გაგილექსავს
რა ამბავში ხართ უჩემოდ?
მოვიდა ლიკა უჩექმოდ...
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 05:33 PM
შეხვეწილი
შენ უნდა თქვა შეხვეწილო
მე კაცი ვარ კაცურიო
სტუმრად მოვალთ მალე შენთან
დროა იწყო ფაცურიო
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:33 PM
მნათე
ციტატა
უიმეეე, გავიგე შვილო
აბა რა გითხრა ბალღი ხარ
ჯერ ვერ შაიშრობ რძესაო
იმ დღესაც ღმერთი მამასწრებს
ეფერებოდე ძესაო
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 05:35 PM
QUOTE(გლახა @ Feb 13 2007, 05:27 PM)
მნათეკოკაკოლის ფორმულაო, რას მიკრეჭავ კბილებსა
წადი დუსტი იყიდე მოუარე ტილებსა
შემოვევლები გლახუნას,
ცოდნია ლექსი შაირი,
ტილის პრობლემა გადაჭრას,
გინახავთ ამისნაირი?
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:36 PM
კანონისტი
დღეს ამ ბალღს ცოტა აცალე
გაუგოს პაწა მუღამი
ხვალ ნახეთ თემას ლევანი
დაგვამხობს თავზე ლექსობით
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:38 PM
XXI საუკუნის ჰიმნოგრაფია:
თავნი იტყვიან მ ნ ა თ ე
მკურნალობაი უხმს სულისაი და
ნივთიერთა ყოველთა ძალთა თვისთა
არა არს რამეთუ საქმეი ერთიცა
თანა მყოფი მისთანა რომელსა შინა
ეგე არა ურევდეს მწარედ
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 05:40 PM
თიელი
მე ვიფიქრე ტ.ლ. იყავი
ტლად დაედე ჩემ გულსაო,
თიელის ხარ თუ მახევის
არ დაგტოვებ ეულსაო...
სიძე აქ ვარ, ეგ შენი ძმა
ვიღას ეძებს ტიალიო,
მოვედი და გამატანეთ
ქალი ლამაზ-თმიანიო...
ჰაიტ, გლახა, დაგიმოყვრდი!
შენ დის ცეცხლით ვიალიო!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:44 PM
შეხვეწილი
ახლა არა ვარ იმფერად
შენ ჩაგისახო იმედი.
იმედმა მეც კი დამსტოვა
დავსევდიანი ქალი იმერლის.
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 05:45 PM
კანონისტი
ციტატა
აბა რა გითხრა ბალღი ხარ
ჯერ ვერ შაიშრობ რძესაო
იმ დღესაც ღმერთი მამასწრებს
ეფერებოდე ძესაო
შენც გვეყოფი დიდი კაცი
მთავრობაში ქებული,
ახოვანი, ტანკენარი
სახე განათებული
მნათეარ დაუჯერო ამ ძიას
და არ ჩაუჯდე გუდაში
ვიღაცა ჰალსტუხიანთან
გამაადგები ხურდაში
marineმარო მარო მარინეო
მარინე!
კარგი გოგონა ხაარო
მარინე!
მერე როცა მხედარ მოვა
მარინე!
ქორწილში ხომ დაგვპატიჟებ
მარინე?
გაგიმარჯოს მარინე!
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 05:47 PM
სად არი თემის მოდერნი
სულ აირია ფორუმი
რაღაც ცუდი სუნი ასდის
იხურება მემგონი
როგორც ვატყობ შეხვეწილსა
შეიხვეწავს მოდერი
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:47 PM
ციტატა
შენც გვეყოფი დიდი კაცი
მთავრობაში ქებული,
პოლიტიკაზე უბნობა,
დღეს რაღაც არ მომდომებია.
ისევ სჯობს ენა ვიქავო,
გულს სხვა არ მოსდომებია.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:49 PM
ნიკოლოზ_V
რა ვქნა ჩემო ძმაო ლექსად კი ვუთხარი მარა ესმით???
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 05:49 PM
QUOTE(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 05:33 PM)
მარინე
მუხრან-ბატონის ყმობითა!
ხილი ვერ დავდგი გობითა!
მაცადე ქალი წაგართვა!
შემოგეპარო ნდობითა...
მუხრან-ბატონი ვინა მყავ? -
დაგნაცრავ ჩემის ტრფობითა!
მაშ არ მეშვები, მაშინებ?
ძალა ჰქონია ტრფობასა!!!
მიყიდე ოქროს ქოშები,
ნუ ეძებ იეფობასა.
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:51 PM
ნიკოლოზ_V
შენ რა გითხარი ნიკოლოზ
კაცი კაცს არ გადაგვკიდო
რა მოხდა ცოტა ვილექსოთ
თან ჩვენს საქმესაც მივხედოთ
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 05:53 PM
ნიკოლოზ_V
ციტატა
სად არი თემის მოდერნი
სულ აირია ფორუმი
რაღაც ცუდი სუნი ასდის
იხურება მემგონი
როგორც ვატყობ შეხვეწილსა
შეიხვეწავს მოდერი
ნიკოლოზ შენ გენაცვალე
შენა ხარ ჩვენი გმირიო
შენზე გავიგე "ლუბიტო"
ვაშლის და ატმის ჩირიო.
მოდი და ჩვენთან იყავი
ხვალ დაგვპატიჟე ხინკალზე
დაგვისხი დაგვალევინე
ფორუმის მტრების ჯინაზე
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 05:56 PM
ნიკოლოზ_V
მართალსა უბნობს ეს კაცი'
არ დაუჯერებ ინანებ
მოდი და შემოგვიერთდი
მეფურადაც კი მიგიღებთ
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 05:58 PM
გლახა
თუკი ქორწილი მეღირსა,
გვერდით დამიდგა ვაჟიო,
შენ რავა გამოგაპარებ,
შეგეჯიბრები სმაშიო!!!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 05:58 PM
ნიკოლოზი ჩემზე ეჭვობს...
სად წავიდა, მართლა, თათი?
ღაწვები აქვს ბროწეულის,
მომენატრა მასთან ჩათი,
წარბი გიშრით ნაფერია,
ბაგედ ჩაუწყვიათ სათი,
უკრეფავი ბაღნარია,
გამაცალა არაქათი!
ჩიტი არის მგალობელი,
ვერ დავუგე კაკანათი!
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 05:59 PM
გლახა
t.l.
რას ამბობთ რისი ხინკალი
აღებული არს ხორციო
არ კი შეცდება თუნდ სცადოთ
მეფეი ნიკოლოზიო
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:05 PM
კანონისტი
არც კი მიცდია შეცდენა
ეგ ვაფშე როგორ მკადრეო
ჩვენს მეფეს კარგო ხინკლაზე
ეპატიჟება სერგიო
პასუხიც იმას მოსთხოვე
და მე ცილს ნუღარ მწამებო
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 06:05 PM
ციტატა
ნიკოლოზ შენ გენაცვალე
შენა ხარ ჩვენი გმირიო
შენზე გავიგე "ლუბიტო"
ვაშლის და ატმის ჩირიო.
მოდი და ჩვენთან იყავი
ხვალ დაგვპატიჟე ხინკალზე
დაგვისხი დაგვალევინე
ფორუმის მტრების ჯინაზე
რაღა დროს ხინკლის ჭამაა
მარხვაა გაქანებული,
დალევა რა თვენი საქმეა
მიხედეთ ლექსის წერასა.
ვინმე დახურავს თემას?
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 06:06 PM
marine
ეგრე იყოს შევეჯიბროთ
მაგრამ რა ვუთხრათ სიძესა
სანამ სმას სევუდგებოდეთ, უნდა მოვუხმოთ სიბრძნესა...
შეხვეწილი
ბენზინ გასამართ სადგურსა
ნუ ჩაუვლი შეხვეწილო
თორემ ხანძარი გაჩნდების
და არ მინდა შეეწირო
კანონისტი
კანონისტ სენცა გპატიჟებთ
არ გაიტეხო გულია
მთავარია ჩვენთან იყო
ჯიბეზე გქონდეს ფულია
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 06:08 PM
ნიკოლოზ_V
ციტატა
რაღა დროს ხინკლის ჭამაა
მარხვაა გაქანებული,
დალევა რა თვენი საქმეა
მიხედეთ ლექსის წერასა.
ვინმე დახურავს თემას?
სჯობს დაიცვა მარხვა და
დარჩე თუნდაც მარტო
თემის დახურვა თუ გინდა
იკითხე kato_Bato
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:08 PM
ციტატა
რაღა დროს ხინკლის ჭამაა
მარხვაა გაქანებული,
დალევა რა თვენი საქმეა
მიხედეთ ლექსის წერასა.
ვინმე დახურავს თემას?
ფრთხილად იყავი, ვაჟკაცო,
ამორძალს ნუ ეომები
თორემ დარჩები მარტოკა
ჩადრითა შაიმოსები
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 06:10 PM
გლახა
მე და შენ ბევრი დავლიოთ,
ვინ ეკითხება სიძესა,
არ გამაბრაზოს თორემა
ჯიბეში დანა მიძევსა...
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:12 PM
marine
ქალაუ რათა ბლატაობ
რა უბნელი ხარ ნეტავი
ნუ ემუქრები სიძესა
ნაგანი უდევს ჯიბეში
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 06:13 PM
ციტატა(marine @ Feb 13 2007, 05:49 PM)
მაშ არ მეშვები, მაშინებ?
ძალა ჰქონია ტრფობასა!!!
მიყიდე ოქროს ქოშები,
ნუ ეძებ იეფობასა.
მარინეერთი ტიელი კაცი ვარ,
ღარიბი, შეხვეწილიო,
სადა მაქვს მაგის ფლურები
თავში გამიჩნდა წილიო...
სხვაფრივ არ დამეწუნების,
შუბლზე ღვთის მაზის წილიო,
მტერ-დუშმან ჩემით კანკალებს
ცხრაჯერ მყვან დალეწილიო!
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 06:13 PM
კატო, შეგიძლია მიხურო ეს თემა? Yუ შემოვლით გზებს მივმართო?
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2007, 06:14 PM
t.l.
რად მეკითხები? რად გინდა?
ვცხოვრობ დიღომსა შინაო,
ეჰ, ვზივარ გასათხოვარი,
ვერავინ დამაშინაო..
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 06:15 PM
მნათე
დაგიკრეჭია კბილები
ცხვირში იტენი ცერასო
ისე მაგარი ბიჭი ხარ
ცელით იპარსამ წვერსაო!
ციტატა
კატო, შეგიძლია მიხურო ეს თემა? Yუ შემოვლით გზებს მივმართო?
რათა ხარ ბოროტი?
რა გინდა?
რას ბლატაობ?
გშია?
ვინა ხარ?
რამდენი წლისა ხარ?
დაღლილი ხარ?
ვერა გვცნობ?
გადი ახლა აქედან...
რას ვასავებთ კაცო? რატომ კრძალავთ?
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 06:16 PM
შეხვეწილი
არ მაეშვები მაგ ბავშვსა?!!
იცოდე დაგიგებ ხაფანგსა,
და ვინც ხაფანგში ებმევა
ვეგარ წასულა ლაღადა.
ნუ დაიმედებ თავსაო
არ გამოგივა მართლაო,
ჯობია დაამუხრუჭო
მიხედე საკუთარ თავსაო.
იცოდე მეფე ფიცხია,
არ გააბრაზო ფრთხილადა
გავაგრძელოთ pm_ში?
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:16 PM
ციტატა(მნათე @ Feb 13 2007, 07:13 PM)
კატო, შეგიძლია მიხურო ეს თემა? Yუ შემოვლით გზებს მივმართო?
ბიჭო რას ერჩი ამ თემას
რა დაგიშავა ასეთი
ცუდი აფერი არ გვითქვამს
ნუ დაგვაპუტე ნერვები
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 06:16 PM
თემა მიხურეთ რაა
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:17 PM
ციტატა
რად მეკითხები? რად გინდა?
ვცხოვრობ დიღომსა შინაო,
ეჰ, ვზივარ გასათხოვარი,
ვერავინ დამაშინაო..
მაგ საქმეს შიში რად უნდა
ან კიდევ დიღომს ჯდომაო
ნახალოკაში გამოდი
აქ ნახავ დანის ტრიალსო
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 06:18 PM
მნათე აქ სტატუსს იფერებს
მე ვარ თვით სენატორიო
მაგას სჯობს წადი სკოლაში
ისწავლე ორჯერ ორიო
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 13 2007, 06:19 PM
თემას არ დავხურავ, მაგარიაააააააა
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 06:19 PM
წიგნი შეხვეწილისა, ოდეს წაშლა დაუპირეს თემასა მას
თუ გინდა თემის დახურვა,
პირდაპირ თქვი და - წავალო
მაგას აჯობებს ბატონო,
ურითმო პოსტი წაშალო
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 06:19 PM
ციტატა
გრიგოლ რობაქიძე
კანონისტს ავტორიტეტები ყავს
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:20 PM
კანონისტი
კანონისტ რამე გვიშველე
თემა არ დაახურინო
მეფის მრჩეველი შენა ხარ
ეცადე დაიყოლიო
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 06:21 PM
kato_Bato
ყოჩაღ კატო!!!!!!
კარგი ხარ!!!!!
აი ეგრე!!!!!
დორბლიან მნათეს ჩამჩა ნაცარში ჩაუვარდააა
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:23 PM
გლახა
ლილიანა
marine
რითმა ვერ ვიპოვე თუ დავყრუვდი?
კაი იყო მაგრად ვიხალისე... წუბ
ეს რა მოშაირეები ვყოფილვართ და რა ვიცოდი ა?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 06:24 PM
t.l.
მეფის მრჩეველი არა ვარ
არცა ვარ დისიდენტიო
ჩემი გამგე და მე მისი
არს ჩვენი პრეზიდენტიო
kato_Bato
შენ გენაცვალე, იხარე
რომ არ დახურე ეს თემა
თორემ ლევანი გაბრაზდა
და მგონი აღარ გვეშვება
ბოვშს სუპი დროზე დაუსხი
ჩქარა ყველაზე დიდ ჯამში
შენ გაგიმარჯოს მნათე-ჯან
მნათე
ციტატა
კანონისტს ავტორიტეტები ყავს
შენ გენაცვალე რითმაში
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 06:24 PM
თემა არ იხურება?
ძალიან კარგი, მაშინა დავიწყე შაირი
მერე არ დამიწყოთ რა დღეში ხარო
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2007, 06:24 PM
მაიმუნები მომრავლდნენ დღესდღეისობით აქაო
თემა არ დავახურინოთ ამ მაიმუნებს აქაო
გამოვიდა? ა?
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 13 2007, 06:26 PM
ციტატა
რითმა ვერ ვიპოვე თუ დავყრუვდი?
რითმი კი არა რისხვას გადაურჩით
ნიკოლოზ_Vდაიწყო
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:26 PM
ნიკოლოზ_V
ნიკოლოზ გამხიარულდა
დაგვადგა მგონი საშველი
მაგრამ მას როგორ შევკადრო
ლექსები ჩემებრ ფხიანი
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 06:26 PM
ცუდად დაასრულებთ
მიიღეთ გაფრთიხლებად :ჟორა:
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2007, 06:27 PM
გლახა
ქართველი რომ ხარ ვიცოდი,
კაცი რომ იყავ ისიცა,
ლექსის წერაც თუ იცოდი
ეგ არ ვიცოდი ნაღდადა!
რითმი ბოლოში ვერაა
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 06:28 PM
მეფე-სეფეს
ნიკოლოზს თათი უნდებავ?
მე ვარ მურმანის ეკალი?!
ხელს არ შეგიშლით ჭირიმე
ქალისთვის ვის შევეკალი?!
ქარი ვარ ლაღი, უკადრი!
ხაფანგით, როგორ მიჭერო!
ჩვენ შორის ყოვლი გათავდა,
თუ გინდა არ დაიჯერო
აწი შენია ეგ ქალი,
კარგად უთოხნე ძირიო,
არ ვარ მურმანის ეკალი,
ვტყუოდე - მომხვდეს ჭირიო!
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 06:28 PM
ქავთარაძე
ციტატა
მაიმუნები მომრავლდნენ დღესდღეისობით აქაო
თემა არ დავახურინოთ ამ მაიმუნებს აქაო
გამოვიდა? ა?
ამან ყველას გადაუსწრო
კაცს ეტყობა მთიულია
მიდი გიო მიაწექი
დედამიწა წრიულია
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 13 2007, 06:29 PM
ნიკოლოზ_V
არ გამიკვირდა დახურვა რატომ უნდა თქო
1-უზრდელობა გამორიცხე
2-მხოლოდ საკუთარი შემოქმედება
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:29 PM
ციტატა
დიდად ვაფასებ იუმორს
შაირში ეგეც მოსულა
ეცადე შენ არ გარითმო
სიცილით მოვკვდებით სუყველა
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 06:30 PM
ქავთარაძე
ციტატა
ქართველი რომ ხარ ვიცოდი,
კაცი რომ იყავ ისიცა,
ლექსის წერაც თუ იცოდი
ეგ არ ვიცოდი ნაღდადა!
რითმი ბოლოში ვერაა
გეხვევი და გეფერები
გენაცვალე ჩემო გიო
კაცუნა ხარ კაცური და
კაცურ ჭამე კაცურ სვიო
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 06:31 PM
რავა ყველა წერს და მღერის
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 06:33 PM
მნათე
მკითხავი მხოლოდ სენა ხარ
რაზე მკითხაობ? ყავაზე?
ახლა იჯექ და გვიყურე
სანამ არ გახვალ ჭამაზე
(პრინციპში შენ მაინც კომპთან ჭამ )
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2007, 06:34 PM
გლახა
მაგარი ხარ გლახუნია
მარა ეხლა წვერში გწვდიო
შენ ატეხე დაურ ტაში
ხელი მიშვი ჩემო გიო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 06:34 PM
ციტატა(მნათე @ Feb 13 2007, 06:31 PM)
რავა ყველა წერს და მღერის მნათე დარჩა მარტო ,,ძველი,''
არ იკადრა ჩვენთან მღერა
და პოსტები დააგრძელა...
ჭედავს ბიჭო ჩემი კომპი,
ნუ იქნები ,,სადღაც'' რომბი,
დაამოკლე პოსტებიო
თორე გტყეპე ფლოსტებიო!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:35 PM
ეს რა აგვიგე გლახაო
წვერი გიმშვენებს პირსაო
რა ვქნა ჯილეტი გაჩუქო
თუ ვერ გიშველის ეგაო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 06:39 PM
ლილიანა
ლილიანა ნუ გაშპები,
მიეჩვევი ნელა-ნელა,
გარითმვა ხომ იოლია,
არაფერი არი ძნელა,
როცა არ ხარ ამ თემაში,
თავი ბრუის, თვალში ბნელა!
გაზაფხულის ყვავილი ხარ,
ლილია ხარ თუ ენძელა?
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2007, 06:45 PM
t.l.
ბასეინში რომ ისკუპებ
წყალში ისმის ტყლაპუნი
თიელ შენი ტყუილებით
ძილშიაც კი მაბოდებს
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 06:45 PM
ლილიანა
ნება მიბოძე თავიდან მოკრძალებულად წაგეშველო:
ძილს მიეცა სენატი,
ჩაეხუტა ბალიშებს,
,,დედას დააგვიანდება!'' -
და ბავშვებმაც აიშვეს
ქავთარაძე
ციტატა
t.l.
ბასეინში რომ ისკუპებ
წყალში ისმის ტყლაპუნი
თიელ შენი ტყუილებით
ძილშიაც კი მაბოდებს
-
ვარ სარგადაყლაპული!
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2007, 06:46 PM
შენ მითხარი ქმარი მყავსო
მერე შვილიც მაჩვენე,
მე ჯერ კიდევ გიბრაზდები
შე მამუნო გაბოდებს ?
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:46 PM
კარგნი ვართ ვინც აქ შამაველთ,
გენაცვალეთ მე ყველასა,
ჩემ თავსა თქვენთვის გადავდებ
თუ კი მაითხოვთ შველასა
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 06:47 PM
ციტატა
მეფე-სეფეს
ნიკოლოზს თათი უნდებავ?
მე ვარ მურმანის ეკალი?!
ხელს არ შეგიშლით ჭირიმე
ქალისთვის ვის შევეკალი?!
ქარი ვარ ლაღი, უკადრი!
ხაფანგით, როგორ მიჭერო!
ჩვენ შორის ყოვლი გათავდა,
თუ გინდა არ დაიჯერო
აწი შენია ეგ ქალი,
კარგად უთოხნე ძირიო,
არ ვარ მურმანის ეკალი,
ვტყუოდე - მომხვდეს ჭირიო!
გადირევა ალბათ კაცი
ხელს ვერვინ, მე ვერ შემიშლის
ნურც იოცნებეთ მაგაზე.
ჯერ ჩემი ხელის შემშლელი
არ დაბადებულა ქვეყნათა.
რაღაც ვერა ხარ გრძნობებში,
რაღაცას მიედ მოედე,
არა გრცხვენია ყმაწვილო?
რაღაც ჭორებს რომ მივრცელებ!
და ერთი გამაგებინე,
რა იყო, რომ დაამთავრე?
სიცილით გული გამისკდა
09 ყინაღამ დამჭირდა.
იქნებ ამიხსნა შეხვეწილ
როდის იყავით ერთადა?
ეტყობა რაღაც გეშლება
და ვიღაცაში გეშლება.
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 13 2007, 06:47 PM
შეხვეწილი
ვახ გაჩერდი სად შემიძლია
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:48 PM
ციტატა(ქავთარაძე @ Feb 13 2007, 07:46 PM)
შენ მითხარი ქმარი მყავსო
მერე შვილიც მაჩვენე,
მე ჯერ კიდევ გიბრაზდები
შე მამუნო გაბოდებს ?
ეგ ერთხელ, მე მაპატიე
ბოდვა რა მოსატანია
ტყუილს ჩვენთან რა წილი აქვს
გეხუმობა ვერ გაგიგია
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 06:48 PM
ციტატა(leluka @ Feb 13 2007, 06:44 PM)
ეს ლექსები სპონტამ არის
თუ სჭირდება გლიცინი ?
ლექსები რომ წავიკითხე
ვიცინი და ვიცინი
როგორ უნდა ,,სპონტამ'' წერა,
ჩვენზე მაგრად გლახამ იცის,
მაგრამ ახლა კუს-ტბას სერავს,
გადუყლაპავს ხონტროლიცი!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 06:55 PM
ლილიანა მემუქრება,
შეგჯორავო ბანებითა,
ბანიაზე ვარს არ ვიტყვი,
ოღონდ ხლისტის ქალებითა!
p.s.
ახლა მგონი კი მამხვდება,
მაგრამ დაგემალებითა...
ვინც მიშველით და დამარჩენთ,
ვისაც შეგებრალებითა,
ამაგს მე ვერ გადავიხდი,
შვილს დავტოვებ ვალებითა!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 06:59 PM
ციტატა(ქავთარაძე @ Feb 13 2007, 07:45 PM)
t.l.
ბასეინში რომ ისკუპებ
წყალში ისმის ტყლაპუნი
თიელ შენი ტყუილებით
ძილშიაც კი მაბოდებს
ნუ შემჭამე თუ კაცი ხარ
მარტო მე მოგატყუე?
ჩემი სკუპი თუ არ მიგწონს
კუს ტბასაც მიაშურე
იქ დაგხვდება გლახაია
შეხვეწილმა ცურავსო
გადაეშვი მიეშველე
ხონდრორიცმა არ უმტყუნოს
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 07:03 PM
მელია
ელია
ლია
ია
ა
?
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 07:11 PM
ციტატა
ლილიანა
ლილიანა ნუ გაშპები,
მიეჩვევი ნელა-ნელა,
გარითმვა ხომ იოლია,
არაფერი არი ძნელა,
როცა არ ხარ ამ თემაში,
თავი ბრუის, თვალში ბნელა!
გაზაფხულის ყვავილი ხარ,
ლილია ხარ თუ ენძელა?
შეხვეწილი გედირია
სულ აებნა თავ-გზა,
ახლა ლილის გადეკიდა
და დაუწყო შაბ..ა
იცოდე რომ არც ლილისთან
გამოგივა რაცხა,
საცხა ფეხი არ დაგიცდეს
და მიხედე თავსა.
როგორც ვატყობ,
მე მომიწევს, ახლა შენი ბანვა,
მაგრამ წყალი სად ავავსო
აღარა მაქვს ვანა.
მაგრამ რამეს გამოვნახავ,
და გიშველი რაცხას.
შეხვეწილო ნუ გადამრევ,
ძმობაში გთხოვ ამას,
თვარა თუ გადავირეიე
არ გეწყინოს, რა ვქნა
ისეთ დღეში ჩაგაყენებ,
და მოგტეხავ მხარსა.
დედა რავარი მერითმე ვყოფილვარ და არ მცოდნია რა ვქნა
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 07:17 PM
მნათე სწავლობს ანა-ბანას,
ხანაც მჯოკრავს, ხანაც მბანავს,
ვერ ისწავლა რითმში წერა,
წვალობს მნათე, გულში სჭვალავს,
მნათე, მოდერნიზმი გძალავს!
ასეთია ბედისწერა -
ვინც არ დალევს, ვერ იქმს წერას
გადააგდე კოკა-კოლა,
მიეძალე ,,ციცქას'' ,,მანავს!''
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 07:21 PM
ნიკოლოზ_V
ჩვენს ნიკოს ნიჭი ჰქონია
ზედ ფასი არ დაედების
სულ შაირობით ბლატაობს
შიში არ დაენახვების
დიდი ვაჟკაცი ვინმეა'
დაცვა სცოდნია კაცური
ერთი ნაკლი კი ისა აქვს
ვანა არ შერჩა საბანი
მოუწევს მგონი მაგასაც
კუსტბაზე გასეირნება
ბარემ დახედოს იმ კაცსა
ხონდრორიცინმა უშველა?
პ.ს. მიკლედ ხონდრორიცინის რეკლმამზე ვმუშაობთ რაა
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 07:32 PM
თვითმეფედგამოცხადებულს
ნიკოლოზი არ მეშვება,
იალაღის ხარიაო,
- ჩემთან იყვეს ლილიც, თათიც,
შენთან - ნაღრძობ მხარიაო''-
გაჰყვირის და რქას მიღერებს,
ნესტოთი ხვეტს მიწასაო,
რა იცის რო წითელ ნაჭერს
მე ვაფარებ ფიწალსაო...
წინაპართა ხმას მისდიე -
სანამ დროა, გამეცაო!
ხარო, რაგინდ ლაღი იყო,
რქას ვერ მასტეხ კამეჩსაო!
პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Feb 13 2007, 07:34 PM
ციტატა
მნათე სწავლობს ანა-ბანას,
ხანაც მჯოკრავს, ხანაც მბანავს,
ვერ ისწავლა რითმში წერა,
წვალობს მნათე, გულში სჭვალავს,
მნათე, მოდერნიზმი გძალავს!
ასეთია ბედისწერა -
ვინც არ დალევს, ვერ იქმს წერას
გადააგდე კოკა-კოლა,
მიეძალე ,,ციცქას'' ,,მანავს!''
დააგცინე
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 07:36 PM
შაირების აზრზე არ ვარ
მარა ისე ვერ დაგტოვეთ
თქვენი ბაასი რო ვნახე
ერთი სიტყვა დაგიტოვეთ
ვაიმე რა ცოდო რამე გამოვიდა
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 07:37 PM
ციტატა(მნათე @ Feb 13 2007, 07:34 PM)
დააგცინე
მნათე ერთი ა ტელეოლოგიაა
ორი ა ტავტოლოგიაა
სამი ა ფრენოლოგიაა
ოთხი ა მსმელოლოგიაა (მრავალჟამიერი)
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 07:38 PM
შეხვეწილი ბევრს "ბლატაობს"
ნეტა რომელ ფეხზე ადგა?
ნიკოლოზთან შერკინება
არ გეგონოს განდაგანა !!!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 07:40 PM
ციტატა
შაირების აზრზე არ ვარ
შაირობა პირველადვე სიბრძნისაა ერთი დარგი....
არაა მგონი ეგ სახვა რამე გავრითმე ეხა
თათი შენ კი გენაცვალე
აკი აზრზე არ ვარო?
სულ მალე ისე დავტოვებ
მნათეს ვერ ვცნობთეთ შვილსაო
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 07:50 PM
შემოვედი და ფორუმის ნაცვლად
დამხვდა შაირთა გრიალი
გავედი თორემ თქვენს ხელში
დამეწყო გულის ფრიალი
t.l.
უკეთ გამომივიდა ხო???
შეხვეწილი
ოცნება ცუდი არ არის
შენთვის რამდენჯერ მითქვამსო
მაგრამ თუ ბევრს იოცნებებ
სასიძო ხელებს ჭიმავსო
წადი და მშვიდად იარე
შენ სახლის გზაზე ძვირფასო
სხვის ქალზე თვალის ჭერასა
შენი მოძებნო ის ჯობსო
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 13 2007, 07:54 PM
თათი87
ბებიას ტექსტებს ნუ პარავ
ციტატა
დამეწყო გულის ფრიალი
პოსტის ავტორი: Karo თარიღი: Feb 13 2007, 07:57 PM
გაიხარეთ, რავარი მელექსეები გვყოლია აქა
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 08:00 PM
შეხვეწილი
ჩემი ბებო ღამღამობით
შეხვეწილს წერს შაირებს
ჩემ შვილიშვილს ნუ ედრები
და თუ თავზე აიშვებ
და თუ გამოცდილის სიტყვას
ყურს არ უგდებ ინანებ
მერე ნახავ რა ძალა აქვს
ხნიერების "სიგნალებს"
თუ კიდე გავქვს პრეტენზია
პმ-ებში მიბრძანეთ!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 08:03 PM
ციტატა(ლილიანა @ Feb 13 2007, 07:54 PM)
თათი87-ბებიას ტექსტებს ნუ პარავ
-რა მოსაპარი ეგ არი?
თათი უთხარი მეფესა,
მამხსნას სუყველა ბეგარი,
თორემ ვიჯანყებ, ავხანჯლავ!
ჩემი საშველი ეგ არი!
ბებოს უთხარი -
ბაბუ მყავს,
გამოცდილი და მედგარი!
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 08:18 PM
შეხვეწილი
ბებომ მითხრა ბაბუმისმა
თავისი გამოცდილება
შეხვეწილს რომ მოახმაროს
უკეთესი იქნება!!!
მისგან რაცხა დადგება
და სამშობლოს წაადგება!
ციტატა
თათი უთხარი მეფესა,
მამხსნას სუყველა ბეგარი,
ვინმესთან სალაპარაკოდ
შენ ქალის სიტყვა დაგჭირდა
ეგ არის შენი კაცობა?
თუ ეს ცხოვრება გაჭირდა?
პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 13 2007, 08:21 PM
ვა ხალხო თგვენ გენაცვალეთ,
ეს რა კარგები ყოფილხართ,
ღმერთმა გინათოთ გონება
გაგიადვილოთ ცხოვრება...
მეც ვითომ რაღაც მოვბედე,
მეტის თქმა ვეღარ გავბედე,
მაგრამ ეს ჩემი სიტყვები
კეთილი გულით დავწერე
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 13 2007, 08:25 PM
თვალი შეგავლეთ_ მეამა
იცავთ წესების მიჯნას,
ლექსები გადავიკითხე
...ვაიმე, გლიჯავს
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 08:32 PM
თათი87
ნაბოდვარი ეძახე და
კი ეამა კატოსაო
გაინაბა კატასავით
შიში არ გვაქვს ბანისაო
პოსტის ავტორი: mogzaura თარიღი: Feb 13 2007, 08:39 PM
რემიქსულად გადავავლე თვალი ყველა ფურცელსა,
გაიხარეთ გენაცვალეთ ჩემი გახარებისთვინა
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 08:48 PM
van111
ეხა მართლა ბოდიალობ
ლელა რა მოსატანია
რამე აზრიანი მკითხე
თავი არ მომჭრა ხალხშია
გაცეცხლება მერე ნახე
სულ იცვალო ფერები
მარტო წითელი კი არა
სვეტაფორი იქნები
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 08:53 PM
ციტატა
მარტო წითელი კი არა
სვეტაფორი იქნები
ვაიმე რა მაგარი ხარ!
T.L. მე შენი ფანი ვარ!
პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Feb 13 2007, 08:59 PM
ლექსის წერა მე არ ვიცი
არც სიმღერა მეხერხება
მე თქვენს ფოსტებს შემოვევლე
ეს რა თაობა იზრდება
ვწვალობ, ვფიქრობ რა დავწერო
როგორ დავალაგო აზრი
მე პოეტი ხომ არა ვარ
ვარ უბრალოდ ნაზი ქალი))))))))))))))
ნეტა რა გამოვიდა
პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 13 2007, 09:10 PM
ციტატა(t.l. @ Feb 13 2007, 08:48 PM)
van111
ეხა მართლა ბოდიალობ
ლელა რა მოსატანია
რამე აზრიანი მკითხე
თავი არ მომჭრა ხალხშია
გაცეცხლება მერე ნახე
სულ იცვალო ფერები
მარტო წითელი კი არა
სვეტაფორი იქნები
t.l. მართლა მაგარი ხარ... გავსკდი სიცილით
მიმაჩმორა რა...
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 09:18 PM
ეს რა ნახა ჩემმა თვალმა
რა ისმინა ყურებმა
მნათე ბიჭი შეაშინეს
დიდუბელმა ტურებმა
მნატე ბიჭო არაუშავს
ნახე შენი ტოლი
თუ ჭკვიანად მოიქცევი
უნ გიყიდო დოლი
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 09:20 PM
კატო-ბატოს
ვატყობ, კატოს ექავება ხელისგულის დიდი ბორცვი,
ეს თემა ხომ მე გავხსენი, იცით, არ ვარ დიდი მორცხვი -
მიდი, კატო, შაუბერე! ურითმო პოსტს ყველას - ცოცხი!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 09:21 PM
ციტატა
ვაიმე დიდი ბოდიში
მსგავსი რამ არც მიპიქრია
უბრალოდ ეგრე გაირითმა
რავიცი ჩემი ბრალია?
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 09:27 PM
თავ ქაჯი მაქ შეყრილი
დავიღალე ძალიან
ჩვენი ფორუმელები კი
ისევ ჯანზე არიან
ბარაქალა თქვენს ქალობას
დაგილოცავთ კაცობას
თქვენი სახით მეგობრებო
ვხედავ ახალ თაობას
გაიხარეთ, გაიმარჯვეთ
გიყვარდეთ და ლოცავდეთ
მტერსა ბოროტის ჩამდენსა
სულ სიკეთით მოსრავდეთ!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 09:29 PM
თათისა და ნიკოლოზას
ნიკოლოზი ქალსა ირთავს
ღვინოს გვასმევს კახურსაო
თამადა ვარ თქვენს ქორწილში
ნახავთ ჯიხვის ჭახუნსაო!
ბაბუმ მითხრა, - ვერ აგყვები
სადღა შემიძლია სმაო,
თათის ბებოს გამოვყვები
ჩამოვუვლი დავლურსაო!
მიყურე და დაიხსომე
დასალურმვნის დალურსმვაო...
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 09:29 PM
ციტატა
ეს რა ნახა ჩემმა თვალმა
რა ისმინა ყურებმა
მნათე ბიჭი შეაშინეს
დიდუბელმა ტურებმა
მნატე ბიჭო არაუშავს
ნახე შენი ტოლი
თუ ჭკვიანად მოიქცევი
უნ გიყიდო დოლი
რაო გლახა კუს ტბაზე
რა ხდებოდა ახალი?
რაღაც საეჭვოდ იქცევი
ხომ არ მოწიე შენ პლ...ი
აბა სად დოლი სად მნათე
ან დიდუბეში ტურები
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 09:41 PM
ხევსურის რძალს არ ასცდება
ცხრა თვის თავზე ბოსელი!
მჯერა, ისევ დაბრუნდება
ჩვენი კანუდოსელი!
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 09:41 PM
t.l.
ციტატა
რაო გლახა კუს ტბაზე
რა ხდებოდა ახალი?
რაღაც საეჭვოდ იქცევი
ხომ არ მოწიე შენ პლ...ი
აბა სად დოლი და სად მნათე
ან დიდუბეში ტურები
ფანტაზიას თქვენსასა აღარა აქვს საზღვარი
რა მინდოდა კუსტბაზე აქა ვგდივარ საწყალი
პლანი ჩემგან შორს არის, მე ვეწევი "ჰავანას"
მის გარეშე არ ზალმიძს ამ ცხოვრების ატანა...
პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 13 2007, 09:44 PM
ციტატა(t.l. @ Feb 13 2007, 09:21 PM)
ვაიმე დიდი ბოდიში
მსგავსი რამ არც მიპიქრია
უბრალოდ ეგრე გაირითმა
რავიცი ჩემი ბრალია?
კაი რა, რას მებოდიშები?
საწყენად კი არ მითქვია
ეგეთი მიმჩმორებელი,
ჩემგან დალოცვის ღირსია....
დაგლოცოს მაღალმა ღმერთმა,
რწმენაში გაგაძლიეროს,
შენი ოჯახის წევრები
გიხაროს, გიბედნიეროს...
ვააა, მემგონი რაცხა გამევიდა
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 13 2007, 09:46 PM
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 09:20 PM)
კატო-ბატოს
ვატყობ, კატოს ექავება ხელისგულის დიდი ბორცვი,
ეს თემა ხომ მე გავხსენი, იცით, არ ვარ დიდი მორცხვი -
მიდი, კატო, შაუბერე! ურითმო პოსტს ყველას - ცოცხი!
რომელი დიდი მოლექსე მე ვარ,
ანდა ქებული მოშაირეო,
რითმის ძებნაში საათებს ვცელავ,
ფხიანობა კი დავაპირეო.
ვაჟკაცს არად თუ უხდება
კდემის შემოსვა, რიდიო
ენა წყლიანს და უტიფარს
გიწონებ, თვალი გკიდიო!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 09:46 PM
ციტატა
ფანტაზიას თქვენსასა აღარა აქვს საზღვარი
რა მინდოდა კუსტბაზე აქა ვგდივარ საწყალი
პლანი ჩემგან შორს არის, მე ვეწევი "ჰავანას"
მის გარეშე არ ზალმიძს ამ ცხოვრების ატანა...
არ ვუჩივი ფანტაზიას,
ვინმე სერგისი არ იყოს
შენზე სთქვეს ტბაზე არისო,
მიტომ დაგისვი ეგ კითხვა,
ხონდრორიცინი შველისო
ეგეც დაგწამეს შენ ბეჩავს
მაშ არ ყოფილა სიმართლე
მომატყუილეს მე ბეჩვას
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 09:47 PM
გლახას
გლახა კაი კაცი ხარო!
მინდა გული გამიხარო!
ცოდო არის ასე კაი
გაიძახდე გლახა ვარო!
მესხს გადარებ!
მარადონას!
შორს წამიყვანს, ჩამოვთვალო!
პოეზიის ზიდანი ხარ
და რითმების კანავარო!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 09:49 PM
ციტატა
კაი რა, რას მებოდიშები?
საწყენად კი არ მითქვია
ეგეთი მიმჩმორებელი,
ჩემგან დალოცვის ღირსია....
დაგლოცოს მაღალმა ღმერთმა,
რწმენაში გაგაძლიეროს,
შენი ოჯახის წევრები
გიხაროს, გიბედნიეროს...
შენი დალოცვა მამშვიდებს
ბოღმა არ ჩაგრჩეს გულშია
მეც ჩემი წრფელი გულითა
მადლობა გადამიხდია
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 09:50 PM
შეხვეწილი
ციტატა
ნიკოლოზი არ მეშვება,
იალაღის ხარიაო,
- ჩემთან იყვეს ლილიც, თათიც,
შენთან - ნაღრძობ მხარიაო''-
გაჰყვირის და რქას მიღერებს
ნესტოთი ხვეტს მიწასაო,
რა იცის რო წითელ ნაჭერს
მე ვაფარებ ფიწალსაო...ა
წინაპართა ხმას მისდიე -
სანამ დროა, გამეცაო!
ხარო, რაგინდ ლაღი იყო,
რქას ვერ მასტეხ კამეჩსაო!
ციტატა
თათი უთხარი მეფესა,
მამხსნას სუყველა ბეგარი,
თორემ ვიჯანყებ, ავხანჯლავ!
ჩემი საშველი ეგ არი!
შეხვეწილობანარაის რქა და რაის ხარი?
რა წითელი ხალიჩაო?
ვინმეში არ შეშგეშალო!
კარგად დააკვირდი ნიკსა.
ლილის და თათის შეეშვი!!!
იქნებ სხვა ვინმე იკმარო,
ეგება გესიამოვნოს
ჯუბერი, დათო, გიაო.
არ მოგაკლებენ არაფერს,
არც ჭამას, არც გაროზგვასო
ცოტა მკაცრები არიან
გირჩცევ არ შეეკამათო.
წინაპართა ხმას თუ მივსდიე,
შენი ბურდღლაც არ დარჩება
ისე ჩუმად შეგიხვეწავ
ვერც კი მოხვალ გონზედაო.
არ გირჩევ ჩემთან ჭიდილსა,
თათისთან კიდე ჭიკჭიკსა.
მაინც ვერაფერს გახდები
ტყვილა რათ ითხრი ძირსაო
ფრთხილად იყავი ძმისაო
თვარა დაგიფრთხობ ძილისაო
სიზმრაშიც არ მოგეშვები
კოშმარად გადაგექცევი.
ყველგან მე მოგელანდები
სადაც კი გაიხედავო
შენი აჩრდილი გავხდები
მომეშვის გაძახინებო.
ცუდათახარ ატეხილი,
გამომტყუებ რაცხას,
მერე ვერვინ ვერ გიშველის
დაიღუპავ თავსა.
***
აჯანყდი ჩემო შეხვეწილ
არ მოგერიდოს არაო,
ახანჯვლის რა მოგახსენო
რათ ითხრი სამარესაო?
არავის ვალში არ ვრჩები,
არც შენ დაგრჩები ძმისაო
ერთს გირჩევ კარგად იფიქრე
სანამ დაიწყებ ფიქრსაო
ახლა კი კარგად მეყოლე,
გავედი დავისვენებო
თუ რამე არ მოგეწონა
PM ში ნენააა აი მე ვარ?არ მჯერა არ მჯერა
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 09:50 PM
t.l.
ტყულს მიაქვს ქვეყანა თურმე ჩვენი ფორუმიც
მოდით ხალხო ავდგეთ და "ვიტანცაოთ' ხორუმი
ნეტავ ერთი ვინა თქვა კუსტბაზეა გლახაო
ამღამესა სიზმარში სულ ვირთხები ნახაო!!!
აი ეგრე
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 09:51 PM
შეხვეწილო ვერ გაჯობებ
ვაღიარებ ამასაო
რითმა კარგად გეხერხეა
თქმა რად უნდა ამასაო
ჭორებიც კი გყვარებია
ხშირად "აბირჟავებ" გარეთ
ნიკოლოზის ქორწილიშია
ერთ ყანწს ალბათ მეც კი დავლევ...
ისე ყვითელ ჭორებს გირჩევნია სხვა გზა ნახო
მიდგე-მოდგე რამე სთესო
და ქვეყანას რამე არგო!!!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 09:53 PM
'kato_Bato
კატო-ბატომ გულში დამჭრა
გადვიკარგო დამრჩენია...
პოეზიის დედოფალო,
რა რითმები გაგჩენია!
რისი თვალი!
მთელი გული
შენს ეზოში დამრჩენია!
თუ ცოლად არ გამომყვები
არ ვარ ცოცხლად დამრჩენია!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 09:54 PM
ციტატა
ტყულს მიაქვს ქვეყანა თურმე ჩვენი ფორუმიც
მოდით ხალხო ავდგეთ და "ვიტანცაოთ' ხორუმი
ნეტავ ერთი ვინა თქვა კუსტბაზეა გლახაო
ამღამესა სიზმარში სულ ვირთხები ნახაო!!!
აი ეგრე
სიმართლე გითხრა არ მახსოვს
ან ეგ რა საკადრისია
ავდგედა ეხლა და შენ გითხრა
ვინ თქვა ეგ სისულელეა
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 09:56 PM
ციტატა
თუ ცოლად არ გამომყვები
არ ვარ ცოცხლად დამრჩენია!
შენ რა ყველას ცოლად იწვევ
ვაკანსია დაგრჩენია?
ფრთხილად იყავ ჩემო კარგო
სათვალავი აგერია
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 09:56 PM
თუ ქორწილი გადიხადეთ დამიძახეთ მეცა...
თორემ აი ასე გეტყვით: დიდი მგელი გეცათ
ან ასე:
შენ დაგეწვას "ტუფლები
აგივიდეს ბოლიო!
სიზმარში მოგელანდოს
გარმონი და დოლიო! (ხუთი წლის მანძილზე, ყოველ ღამე)
პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 13 2007, 09:57 PM
ხალხი ნახეთ რა დღეშია,
შაირობაც ამას ქვია,
შეხვეწილს რას გადაეკიდეთ,
ეგ ხომ თემის ავტორია...
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 09:59 PM
ციტატა(van111 @ Feb 13 2007, 10:57 PM)
ხალხი ნახეთ რა დღეშია,
შაირობაც ამას ქვია,
შეხვეწილს რას გადაეკიდეთ,
ეგ ხომ თემის ავტორია...
თემის ავტორი არ ვიცი
ცოლი კი ბლომად ყოლია
აი გლახა კიდე რა ვნახე
წყევლა არ დანანებია
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 10:02 PM
შეხვეწილი ქალებს არჩევს
არ უმართლებს ალბათ
ვიცას კი თვალი შეავლო
ყველა სხვა კაცს დარჩა !!!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 10:02 PM
ტიელი და კატო ბატო
ვაკანსია როგორ არ მაქვს,
ამბობენ რომ, ვარ გურმანი,
ადგილისთვის ერთურთს ხოცავთ?
მე გავხდები ბუსურმანი!
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 10:03 PM
შეხვეწილი აღარა ჩანს
მიშვანშვალებს პოსტსა
მაგრამ დიდხანს არ იწვალო
დაისვენე ძმისა
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 10:06 PM
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 11:02 PM)
ტიელი და კატო ბატო
ვაკანსია როგორ არ მაქვს,
ამბობენ რომ, ვარ გურმანი,
ადგილისთვის ერთურთს ხოცავთ?
მე გავხდები ბუსურმანი!
ბუსურმანობის რა გითხრა
რა დოზანაა არ ვიცი,
არც ერთურთს ვხოცავთ გეთაყვა
ორთავს ყვყავს ჩვენი ლოვები
მაგრამ ერთი კი ვიცი'
მსურველი ბევრი იქნება
ვაკანსიება კარგია
მაგრამ მავს ერთი შეკითხვა
მაგ ვაკანსიის შევსებას
CV თუ უნდა ვიცოდე
თუ შენუ ჭკუის პატრონი
გასაუბრებას აპირებ?
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 10:07 PM
ნიკოლოზ_V
წაიყვანე, კაცო, თათი
აღარ მინდა მასთან ჩათი...
ჩემთვის ჩხუბობს ტიელ-კატო
უკეთესი რა ვინატრო?
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 10:10 PM
ციტატა
შეხვეწილისა არ მიკვირს,
მეც უკვე 5 ცოლი მყავს,
მაგრამ სუყველა ყალბია,
ერთი არ გამომდგომია...
გლახას კი ასე უთხარით,
თუ ესე ყველას წყევლის
"კრიჭი კრიჭი მაკრატელი,
შემნი წყევლა (სიტყვა) გადავჭერი"
ეს რა შაჰები გვყოლია
რა არის ამდენი ცოლი
თუ თქვენი ჰობი ეგაა
აგროვოთ სხვისი ცოლები?
გლახას არაფერს არ ვეტყვი
თუ გინდა თავად უთხარი
მაგისი წყევლა იცოდე
არა ძალისა არ არის(წუბ)
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 10:12 PM
კატო-ბატოს
ნელა-ნელა პოსტავს კატო,
მაგრამ კარგად რითმავს ზატო,
კატო პოსტავს ნელა-ნელა,
ამ ლოდინში გამანელა!
ირგვლის ცივა, სულში ბნელა
გაანათე მზეო ძალუმ
თაყვანი გცე: ლოხი შალუმ!
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 13 2007, 10:23 PM
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 09:53 PM)
'kato_Batoკატო-ბატომ გულში დამჭრა
გადვიკარგო დამრჩენია...
პოეზიის დედოფალო,
რა რითმები გაგჩენია!
რისი თვალი!
მთელი გული
შენს ეზოში დამრჩენია!
თუ ცოლად არ გამომყვები
არ ვარ ცოცხლად დამრჩენია!
ვინც გაგაჩინა ისივ დაგარჩენს
ღვთისავ, დღეები გაგემრავლოსა,
ბეჩავ არა ვარ მარტოკა
პატრონ ვაჟკაცი მყავოსა
შახვეწილ მაიმღეროდა
"მე რომ მაველი გონსაო
შავხედე ჩემი ქალშავა
ცისკენ მიჰყვანდა ქორსაო".
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 10:12 PM)
კატო-ბატოს
ნელა-ნელა პოსტავს კატო,
მაგრამ კარგად რითმავს ზატო,
კატო პოსტავს ნელა-ნელა,
ამ ლოდინში გამანელა!
ირგვლის ცივა, სულში ბნელა
გაანათე მზეო ძალუმ
თაყვანი გცე: ლოხი შალუმ!
გამოგელია რითმები
ვაჟავ ტოლებში მკვეხარო,
დიდ საქმემ გამოაჩინოს
რავარ მოლექსეც გვყევხარო
პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 13 2007, 10:25 PM
ციტატა(t.l. @ Feb 13 2007, 10:10 PM)
ეს რა შაჰები გვყოლია
რა არის ამდენი ცოლი
თუ თქვენი ჰობი ეგაა
აგროვოთ სხვისი ცოლები?
მე რათ მინდა სხვისი ცოლი,
კოლექცია კი არ მინდა,
ნაღდი როცა იქნება,
ვაიმეეეეე!!! მაგარი იქნება
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 10:26 PM
ციტატა(kato_Bato @ Feb 13 2007, 10:23 PM)
შახვეწილ მაიმღეროდა
მე რომ მაველი გონსაო
შავხედე ჩემი ქალშავა
ცისკენ მიჰყვანდა ქორსაო.
კატოეხლა ყველა გადაიქცნენ ქავრიჯ არეთ გასულებად
ყველა ქალი არ აღმოჩნდა?! მე გამეცნენ ასულებად!
პოსტის ავტორი: van111 თარიღი: Feb 13 2007, 10:28 PM
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 10:26 PM)
ეხლა ყველა გადაიქცნენ ქავრიჯ არეთ გასულებად
ყველა ქალი არ აღმოჩნდა?! მე გამეცნენ ასულებად!
ჰიჰიჰიჰი
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 10:30 PM
ციტატა
მე რათ მინდა სხვისი ცოლი,
კოლექცია კი არ მინდა,
ნაღდი როცა იქნება,
ვაიმეეეეე!!! მაგარი იქნება
კოლექცია არ მინდაო
5 ცოლი კი გყოლია
არ გიმართლებს, არ გეწყინოს
არჩევა შენ არ გცოდნია
სუყველა ყალბი გამოდგა
ერთი არ გამოგდგომია
ვაი შენ ცოდვით დავიწვი
ნეტაი რამ გადაგრია
პოსტის ავტორი: ნიკოლოზ_V თარიღი: Feb 13 2007, 10:31 PM
შეხვეწილი
რაც შეეხება კატოსა
იცოდე მაი, დაია
და ჩემ დებს ვინც კი ეხება
ტიტუუ მტრისას
გარითმას აღარ დაგიწყებ
დაიმახსოვრე ძმისა
იცოდე ფრხილად იყავი
და მორჩი ჭიმვას
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 10:32 PM
ნიკოლოზ_V
ნიკოლოზ მაგრად მაოცებ
ხანაც სკამიდნ ვვარდები
ნენა შენს ლექსებს ვკითხულობ
და სიცილისგან ვბჟირდები
პ.ს. პაწა რითმი მიაყოლე რა იქნება?
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 13 2007, 10:34 PM
ციტატა(kato_Bato @ Feb 13 2007, 10:23 PM)
გამოგელია რითმები
ვაჟავ ტოლებში მკვეხარო,
დიდ საქმემ გამოაჩინოს
რავარ მოლექსეც გვყევხარო
რითმა დადუმდა, რიტმი კი სულეთში გაიპარაო
პირი ვით შაკრეს ქალებმა - სუყველამ: არა! არაო!
პირბადე ჩამაიფარეს, ზოგმა აიღო მარაო!
რევოლუცია მომიწყვეს: ეს შეხვეწილი ,,კმარაო''!
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 13 2007, 10:39 PM
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 10:26 PM)
კატოეხლა ყველა გადაიქცნენ ქავრიჯ არეთ გასულებად
ყველა ქალი არ აღმოჩნდა?! მე გამეცნენ ასულებად!
თუმც ბევრ ვარჩივე საქმარო
ამაყ ვიწერდი ჯვარსაო,
არ კი შეშვენის ქალასა
ახსენ-აქებდეს ქმარსაო
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 10:34 PM)
რითმა დადუმდა, რიტმი კი სულეთში გაიპარაო
პირი ვით შაკრეს ქალებმა - სუყველამ: არა! არაო!
პირბადე ჩამაიფარეს, ზოგმა აიღო მარაო!
რევოლუცია მომიწყვეს: ეს შეხვეწილი ,,კმარაო''!
ვინ თქვა ადვილი იქნება
პოეტის გზა და კვალიო,
შენს მტერს და ცუდად მახსენარს
მიწყივ დაუდგეს თვალიო!
პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Feb 13 2007, 10:56 PM
როგორ კარგად ვიხალისე,
დამავიწყდა ჭირ-ვარამი,
ღმერთმა ყველა გაგახაროთ!
გკოცნით http://lider.caucasus.net/
თქვენი მარიამი
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 13 2007, 10:58 PM
აგერ გვერძე თემაში
მიდის წეწვა გლეჯვა
მნათე ამბობს მართალი ვარ
უდასტურებს ზეზვა
ზეზვას მზია ექაჩება
ეუბნება:
ზეზვა! გეყო თორემ დაემსგავსე
მაგ მაიმუნ ვეჟსა
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 11:00 PM
მარიამი
ქალი,რა ქალი მოსულა,
ამ ღამეს მზე მოიყავანა
ჩვენ აქ ამდენი ვიწვალეთ
და სულ წყალში ჩაგვიყარა
რა ნახე აქ სახალისო
ცოლებს ეძებენ კაცები
ფორუმელსაც კი ვერ ცნობენ
გადაირივნენ ყველანი
პ.ს. გენაცვალე როგორა ხარ?
ქავთარაძე
მეც მოვედი იმ თემაში
გული ნასკში ჩამივარდა
რა დღეში ხართ,არ გრცხვენიათ
ერთმანეთი გაგილანძღავთ (კულტურულად)
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 13 2007, 11:03 PM
ციტატა
ცოლებს ეძებენ კაცები
აგი მაართლმადიდებლური ფორუმია სამაჭანკლო სახლი კი არა (მინდოდა გარითმვა მარა ვერ მოვახერხე )
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 13 2007, 11:06 PM
ციტატა
მინდოდა გარითმვა მარა ვერ მოვახერხე
პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Feb 13 2007, 11:08 PM
ციტატა(თათი87 @ Feb 13 2007, 11:03 PM)
აგი მაართლმადიდებლური ფორუმია სამაჭანკლო სახლი კი არა (მინდოდა გარითმვა მარა ვერ მოვახერხე )
ეს ცხვირში თითის ტრიალი, რა ჩვევა დაამკვიდრა დიდმა მეფემ, კაცოუუუუ!
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 13 2007, 11:39 PM
თამარი
ციტატა
აქ ლექსების ცხობა მიდის,
სალაღობოდ გარდაქმნილან.
კანუდოსელ-სოტირისის
მოგონება იავარქმნილა.
მაგრამ ცქნაფო ჩუმად იცდის,
საწიოკოდ აქოჩრილა,
ჯერ სადა ხართ,
სულ დავპუტავ
ფორუმელთა ფრთა-წიწილას!
თამარ ქალო დავიშოკე
შენი ლექსის წაკითხვითა
ყოჩაღ შენა, მაგარი ხარ
ენა გიჭრის ხმალივითა
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 10:23 AM
ნიკოლკიდს
ნიკოლოზი არ მეშვება,
როგორც მელას თავის კუდი,
კატო-ბატომ იხეირა
და ასწაპნა თავზე ქუდი!
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 14 2007, 10:39 AM
სამსახურად მივიჩქარი
ვალის გრძნობა მერევაო,
გიპასუხებთ წმასვე, რაჟამს
საქმე გამომელევაო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 11:02 AM
მხევალ ნინოი
მხევალ ნინოს შემოვევლე,
სად წახვედი წუხელიო,
აქ ლექსების ბუღი იდგა,
კეფას მედო სუ ხელიო!
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 11:38 AM
ვალენტინობას გილოცავთ
ვინც ხართ ფორუმის ქალიო
ვისაც ჯერ არ გყავთ, გყოლოდეთ
მალე ბომბორა ქმარიო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 11:56 AM
გლახა
რადროს ვალენტინობაა,
გადამირჩი ცემასაო!
ბიჭო, ეს რა მოიგონე!
დახურავენ თემასაო!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 12:18 PM
QUOTE(შეხვეწილი @ Feb 13 2007, 06:13 PM)
მარინე
ერთი ტიელი კაცი ვარ,
ღარიბი, შეხვეწილიო,
სადა მაქვს მაგის ფლურები
თავში გამიჩნდა წილიო...
სხვაფრივ არ დამეწუნების,
შუბლზე ღვთის მაზის წილიო,
მტერ-დუშმან ჩემით კანკალებს
ცხრაჯერ მყვან დალეწილიო!
უი, წილები გყოლია,
ქაჩალო, იფხან თავსაო,
"ადმინ"-ს საყვედურს ვუცხადებ,
ფორუმში განგათავსაო.
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 12:24 PM
გავსჭერ გამოვჭერ ენაი
ვერა გავრითმე სიტყვანი
არ შეიძლება ვესესხო
ვისიც ენა აქვს ხმიანი?
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 12:25 PM
მარნეს & ადმინს
ციტატა
"ადმინ"-ს საყვედურს ვუცხადებ,
ფორუმში განგათავსაო.
ადმინისა მიმართ თქმული
საყვედური არის ესე:
იმკი ყველგან იმას, ძმაო,
საითკენაც რა დათესე!
ფორუმში გაქვს მოდერნიზმი,
დაიწუნე კომუნიზმი,
რას ერჩოდი წითელს ნეტა?
(ბოდიშს ვიხდი, ბევრს თუ ვბედავ)
ყვითლად რად შეღებე ფონი?
ამას ძველი სჯობდა, მგონი...
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 12:28 PM
marine
არ დამიჩაგროთ ეს გოგო
ფორუმის მკვიდრი შვილია.
თორემ სვანობას განახებსთ
მერე რამ რომ იმერს შვილი ვარ.
ციტატა
ყვითლად რად შეღებე ფონი,
ამას ძველი ჯობდა მგონი...
ესეც ძაან კარგი არის
დაელოცოს მომგონი
რაგინდ ბევრი იხტუნაო
აღარ შეცვლის მემგონი
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 12:30 PM
კანონისტი იმალება,
რა შევცოდეთ ნეტავი?
პატრიოტი რატომ არ ჩანს -
მტრების სახრით მპენტავი?
ანდა მნათე სადღა გაშპა
ვეიკურად მსვეტავი...
მგონი ლილიც გაგვებუტა,
ჩემ პოსტების მხვეტავი...
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 12:30 PM
შეხვეწილი
შენ ასე ნუ მეხუმრები
თუ არ გინდა ბღრიალიო
თორემ ისეთ დღეს დაგაყრი
ფორუმს გასძვრეს გრიალიო
თემას როგორ დახურავენ
აქ ვარ ბიჭო ძია გლახა
აღარ უნდათ ჩვენს მეგობრებს
ნაღდი პროტესტანტის ნახვა?
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 12:33 PM
ციტატა
პატრიოტი რატომ არ ჩანს -
მტრების სახრით მპენტავი?
რაღა დროს პატრიოტია
არ გაგიგია ამბავი?
მაგასო ბანი დაადეს
სამუდამოო მემგონი
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 12:34 PM
ციტატა(გლახა @ Feb 14 2007, 12:30 PM)
თემას როგორ დახურავენ
აქ ვარ ბიჭო ძია გლახა
აღარ უნდათ ჩვენს მეგობრებს
ნაღდი პროტესტანტის ნახვა?
გლახუსსაეჭვოა, სად წავიდნენ
თიელ, კატო, მნათე, ლილი,
ბიჭო, თემა არ დახურონ
და არ ბანონ შეხვეწილი?
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 12:39 PM
შეხვეწილი
სულყველანი აქ არიან
უბრალოდ არა სჩანანო
ნეტავი რა თავს იდებენ
დიდი ვინმენი მყვანანო
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 12:46 PM
გლახა
შენ ბიჭო ბევრს ნუ ბლატაობ
რითი ვარ შენზე ნაკლები
მაცალე ეხლა ავდექი
ჯერ დამილაგდეს აზრები
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 12:46 PM
გლახუს
ეხლა მნათეს გამოვიყვან
ემაგ სამალავიდანა,
ისე მწარეს დავუპოსტავ,
ამოიღოს დიდი დანა,
აბა მნათე, წაიკითხე
და გამოდი ჩრდილიდანა:
მნათეუს
მნათე განა, მარტო არი?
მნათეს უკან სენატია!
მოიშორე თავსაფარი,
არ გადიქცე შენ ნათიად!
მნათე წვალობს ახლა პასუხს,
სწავლობს მნათე რითმში წერას:
,,შეხვეწილო, მომიფრთხილდი,
ატანილი ჰყავხარ წერას!''
მნათეს უჭირს ისევ რიტმი,
ხვითქი გასდის როგორც სპირტი!
-,,შეხვეწილო, ნუ გადამრევ,
არ გაგი-Live-ო virt-ი!''
მნათე, შენი ცოდვით ვიწვი!
ამ თემაში შენ ხარ ,,ხიწვი!''
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 12:50 PM
მნათემ დანა გაამზადა,
იყურება გან და განა,
სენატორებს დაუძახა:
გავედითო ჩრდილიდანა!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 01:07 PM
გლახა
კანონისტი გადირია,
აგვირია ყველას ცნობა:
,,მარხვა არის დაწყებული!
მოიკვეთეთ ლექსთა წყობა!''
აგვიკრძალა ნადიმები -
ხორცი, კვერცხი, ყველი, თრობა!
შენ კი შენსას არ ეშვები,
გაჰყვირი: ვა-ლენტი-ნობა!
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 01:52 PM
შეხვეწილი
ციტატა
კანონისტი გადირია,
ვუსაც არ უნდა შაირი
ჩვენ დაგვაცალოს ძამია
კანონისტ ახლა შაგვეშვი
არა გვაქვს შენი თავია!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 01:57 PM
ციტატა
შენ კი შენსას არ ეშვები,
გაჰყვირი: ვა-ლენტი-ნობა!
უხარია კაცს აცალე
ეტყობა ჰყავს გულის სწორი
ყველა ბიჭო შენ კი არ გგავს
რომ გყოლია 5 ცოლი
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 14 2007, 02:05 PM
რაღაცა ჩემი სახელი
მომესმა აქაც თითქოს
აზრის თქმას თქვენ ვერ დამიშლით
სანამ ვაზროვნებ, ვფიქრობ
მარხვის დაცვა რომ კარგია
არ უნდა დიდი ტესტი
უფლება გაქვს თუ არ მოგწონს
აქაც თქვა შენი პროტესტი
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 02:20 PM
ციტატა
უხარია კაცს აცალე
ეტყობა ჰყავს გულის სწორი
ყველა ბიჭო შენ კი არ გგავს
რომ გყოლია 5 ცოლი
ტიელხუთი ცოლი კიც კაია,
თუმცა ხარჯი დიდია!
გადაგვასწრებს კიტაია,
თუ დავრჩებით მშვიდია!...
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 02:22 PM
კანონისტი
მარხვა კარგია ბატონო
გლახამ როდი თქვა რამეო,
ჩვენ შემწვარ მოხრაკულს შავწამთ
შენ კი წიწმატი შჭამეო
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 02:45 PM
გლახუნას ნუ გამიბრაზებთ,
ბიჭია ოქრო-ვერცხლიო,
ხედავთ, ფორუმში შაირის
დაანთო დიდი ცეცხლიო!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 02:53 PM
შეხვეწილი
შენ კიტაიას ნუ სჩივი
შენსას მიხედო ჯობია
აქ ლექსებს რაღას უზიხარ
ხუთთავე გიდგას რიგშია
პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: Feb 14 2007, 03:16 PM
მიდის ჩეხვა და აკუწვა,
დედაც კი ,შვილს არ იბრალებს.
ყველანი აქ შეკრებილან,
ვინც პოეტობას იბრალებს.
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 03:20 PM
ლეონტი
გაგვიბრაზდა ლეო:
,,არ შეგაშრათ რძეო,
თქვენ იბრალებთ პოეტობას,
პოეტი ვარ - მეო!''
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 14 2007, 03:23 PM
შეხვეწილი
შეხვეწილ თემა გადიდდა
აღარ ეტევა ფორუმზე
ექსკურსიაზე წამოდი იქ ვიშაიროთ
გემოზე
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 03:36 PM
თათი87
ციტატა
გლახავ ბატონო ერთს გეტყვი
და ნუ დაგწყდება გულიო
შენ ენას ძვალი მართლ არ აქვს
რას არ იგონებს ტვინიო!
რას მიპარჭყან ხელებსა
ვერ გავიგე რა გინდა
შენ თათია კი არა
ფორუმის ხარ მამიდა
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 14 2007, 03:41 PM
გლახა
მამიდობა და სიბერე
ჯერ ადრე არის ჩემთვისო
რათ გამიბრაზდი გლახუნა
მე ხო არაფერს გერჩიო
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 03:47 PM
თათი87
შენ გაბრაზებას ჩივიხარ?
მადლობა გაქვს სათქმელი
წყევლას ბეწვზე გადაურჩი
ბედი გქონია სანატრი
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 14 2007, 03:53 PM
t.l.
არა ლიკუნა არ მჯერა
მე გლახამ ცუდად რამ მითხრას
მე მისი წყევლა არ მახსოვს
თუ ვტყუი მიწა გაიხსნას
ვაი წყევლა მგონი მე უფრო გამომივიდა
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 14 2007, 03:56 PM
ციტატა
ვაი წყევლა მგონი მე უფრო გამომივიდა
გამოუშვია ბებია ჩემთან თორე დაიღუპა ბავშვი
პოსტის ავტორი: თათი87 თარიღი: Feb 14 2007, 03:59 PM
ლილიანა
არ გცხვენია ჩემო კარგო?
ბებო აქ რა შუაშია?
როდის იცის წყევლა-კრულვა
სად აქვს თავი... ურვაშია
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 03:59 PM
თათი87
მიწის გახსნა მტრისას იყოს
სკლეროზი გაქვს ლამაზო
მთელი ფორუმი წინა დღეს
წყევლით თავზე დაგვამხო
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 14 2007, 04:01 PM
გლახა
შენ ბალღო ზვიო გაჭამეს?
თუ ვინმეს მიმბაძავი ხარ,
ხელებს გიპარჭყავს მჩვია? მეტი ვერ მოვიფიქრე
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 04:09 PM
დაანებეთ გლახას თავი,
შეგეშალათ სალესავი,
არ დაგემტვრეთ დანებიო,
არ მოირტყათ ბანებიო!
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 04:21 PM
მაშ ინტრიგანად შემრაცხეს
ერთი უყურეთ ამათო
უნდა გავრისკო, ფორუმზე
ბანების ცეცხლი დავანთო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 04:24 PM
გლახა
თაგუნამ თხარა, თხარაო,
ფისუნა გამოთხარაო,
არიქა, გლახა, გაჩერდი!
ფორუმი გადამწვარაო!
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 04:26 PM
ქავთარაძე
შენ მთიული ბიჭი ხარ
გიყვარს მწვადის ჭამაო,
აბა ერთი მაგვიყევ
რომ გაშინა თაგვმაო...
შეხვეწილი
ვერ გავიგე რას მერჩით
ატრიალებთ ენასა
გინდა ჯარად გამოდით
მაინც დაგბანთ ყველასა
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 04:27 PM
გლახა
ერთს ბედს ქვეშა ვართ გლახავ მე და შენ,
უხვად გვაპკურეს შავი ბანი ჩვენ!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 04:28 PM
გლახა
ინტრიგა რა შუაში?
შენც დაგმართვნია სკლეროზი
წინა დღით ნეტავ ვინ იყო
წყევლით აგვიკლო ფორუმი
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 04:30 PM
QUOTE(შეხვეწილი @ Feb 14 2007, 02:20 PM)
ტიელხუთი ცოლი კიც კაია,
თუმცა ხარჯი დიდია!
გადაგვასწრებს კიტაია,
თუ დავრჩებით მშვიდია!...
ცოლი ხუთი გყავს, რა გიშავს
ტილს გაგიწყობენ თმაშიო,
მეც შამიყვარდი, თუმც ვფიქრობ
შენთვის ვარ წვეთი ზღვაშიო.
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 04:31 PM
ციტატა
გინდა ჯარად გამოდით
მაინც დაგბანთ ყველასა
ჯარი რა ქალის საქმეა
ეგ 'პატრიოტსა' მოჰკითხე
შენი დაბანვა რად მინდა
ამ დილით კი ვიბანავე
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 04:31 PM
ლეონ
პოეტების მეფე გვსტუმრობს,
რომ გვიწუნებს შაირებსა,
ლეონტია წმინდა ოქრო,
რიოშს არას გაირევსა!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 04:32 PM
შეხვეწილი
შეხვეწილ ბედი გაგეხსნა
ქალ გიხსნის სიყვარულსაო
მეექვსე ცოლი არ გაწყენს
პური გვაჭამე ჩვენცაო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 04:42 PM
წიგნი მარინესი, ოდეს შეხვეწილსა მიუწერა წილის გასახილავად პრაქტიკული რჩევებითა
ციტატა(marine @ Feb 14 2007, 04:30 PM)
ცოლი ხუთი გყავს, რა გიშავს
ტილს გაგიწყობენ თმაშიო,
მეც შამიყვარდი, თუმც ვფიქრობ
შენთვის ვარ წვეთი ზღვაშიო.
პასუხი შეხვეწილისა ასე ღარიბიც არა ვარ,
ტილიც არა მყავ თმაშიო,
რაღაი შენაც გიყვარვარ,
ერთად გავიქცეთ მთაშიო!
ყველა ცოლს სხვისთვის დავტოვებ!
შენს ქმარსაც ჩავსვამთ რქაშიო!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 04:51 PM
QUOTE(შეხვეწილი @ Feb 14 2007, 04:42 PM)
წიგნი მარინესი, ოდეს შეხვეწილსა მიუწერა წილის გასახილავად პრაქტიკული რჩევებითა
პასუხი შეხვეწილისა
ასე ღარიბიც არა ვარ,
ტილიც არა მყავ თმაშიო,
რაღაი შენაც გიყვარვარ,
ერთად გავიქცეთ მთაშიო!
ყველა ცოლს სხვისთვის დავტოვებ!
შენს ქმარსაც ჩავსვამთ რქაშიო!
ცოლად მომიყვან?? გიყვარვარ??
ვაიმე, დედა, წყალიო..
მეგონე ვინცხა ღარიბი,
უფულო და საწყალიო,
ვაიმე, ხალხო მიშველეთ
უკვე მწვავს ტრფობის ალიო
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 04:59 PM
გოდება შეხვეწილისა მარინეს გულყრის ჟამსა
არიქა, ხალხნო, მიშველეთ!
მოიყვათ აქიმ-ბაშიო!
საღამოს ცხელი ჩაი სვი,
დილას უზმოზე - ხაშიო!
ხომ არ წამიხვალ გულისავ?
ხომ არ დამტოვებ შავშიო?
შავშინდი, აქეთ! დასტაქარ!
ვიმკი, რაც ვთესე თავშიო!
ისე წავიდა იმ ქვეყნად,
არ დამიტოვა ბავშვიო!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 05:08 PM
ციტატა
ისე წავიდა იმ ქვეყნად,
არ დამიტოვა ბავშვიო!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 05:13 PM
ტ.ლ.
ჯვარი სწერია მარინეს,
ღმერთმა ამრავლოს ასჯერა,
მგონია იცის - ვშაირობ
და ჩემგან წყენის არ სჯერა!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 05:18 PM
შეხვეწილი
ჩემო კეთილო, რას დაგტოვ!!!
ამიფანცქალე გულიო,
შენ მეფიქრები ყოვეწამს,
ვარ ტრფობით დადაგულიო
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 14 2007, 05:20 PM
გლახავ, შეხვეწილ, თიელო
სოროთ გამოყავთ თავიო,
ფორუმზე არ ვაჭაჭანო
მე თქვენი დამბანავიო!
შეგხედეთ გული გამეხსნა!
ფიქრი მაქვ სალის კლდისანი:
"კიდევაც დაიზრდებიან
ალგეთს ლეკვები მგლისანი!"
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 05:24 PM
კეტრინსა
- ქალო, სად იყავ, ამდენ ხანს,
გამოდი ერდო-ბანზედა!
- სად ვიქნებოდი ბატონო,
ფარას ვწყემსავდი მთაზედა...
- რომელ მთაზედა სწყემსავდი?
- აიმა გორი ფხაზედა...
- მარტო იყავ თუ ...
- რას მკადრებ!
მიგბან-მოგბანო გვარზედა!
- შენივე ხელით თუ დამბან,
კიდევაც გავალ თავზედა!
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 05:27 PM
შეხვეწილი
ვაიმე ბიჭო ვეღარ გცნობ
მოგნატრებია ბანიო
დედასა რა დღე დაგიდგა
ძალად იღუპავ თავსაო...
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 05:28 PM
კანონისტი
ციტატა
ბენ ანლამადიმ ნე ოლდუ
ჰერქეს ქენდისი იაზიორ
ნეისე ბირაზ სონრაქი
ზამანიმიზ დე გელიორ
ო ზამან შაირ იაზარლარი
ბუთუნ შეილერ ანლიიჯაქ
ონუნ იჩინ ქი იერლერი
ქენდი იერდე ოლაჯაქ
ქართული დაგვიწყებია
მისძალებიხარ თურქულსა
ხმამაღლა გიძღვნი ხოტბასა
არ ვარ ჩვეული ჩურჩულსა
კანონისტ შენი ჭირიმე
მიხარის შენზედ მამზირალს
მაჭანკაკლი ვარ, გირიგებ,
ახტაჯანოვა ლამზირას
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 05:28 PM
კანონისტი
საეჭვოდა წერ რაღაცას
ვეღარაფერი გავიგე
თუ მანდ ცუდი რამ წერია
ვეღარ გიშველი იცოდე
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 05:28 PM
კანონისტი
გლახას დასწამეს გვწყევლისო,
ეს კანონისტი გაგიჟდა!
მგონია, გვჩხიბავს გრძნეული,
არ გაგვამწესა ჰაჯისთან?!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 05:32 PM
QUOTE(გლახა @ Feb 14 2007, 05:28 PM)
კანონისტიკანონისტ შენი ჭირიმე
მიხარის შენზედ მამზირალს
მაჭანკაკლი ვარ, გირიგებ,
ახტაჯანოვა ლამზირას
უი, ლამზირას მეცა ვცნობ,
გადაკვლანჭია წარბიო,
დავით, არ გინდა ცოლადა?
შე კაცო, საით გარბიო?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 14 2007, 05:32 PM
გლახა
ციტატა
მაჭანკაკლი ვარ, გირიგებ,
ახტაჯანოვა ლამზირას
შენ გაიხარე გლახაუ
კაცი ხარ ნაღდი კაცური
თუმცა კი გამკვირვებია
შენი სამაშვლო ფაცური
საქმეს დაიწყე და გინდა
დასრულდეს ის ახალ წლამდე
სომეხი გოგო რად მინდა?
ეს ინჩა ტო, ცავად ტანემ??
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 05:32 PM
QUOTE(გლახა @ Feb 14 2007, 05:28 PM)
კანონისტიკანონისტ შენი ჭირიმე
მიხარის შენზედ მამზირალს
მაჭანკაკლი ვარ, გირიგებ,
ახტაჯანოვა ლამზირას
უი, ლამზირას მეცა ვცნობ,
გადაკვლანჭია წარბიო,
დავით, არ გინდა ცოლადა?
შე კაცო, საით გარბიო?
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 14 2007, 05:32 PM
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 14 2007, 05:24 PM)
კეტრინსა- ქალო, სად იყავ, ამდენ ხანს,
გამოდი ერდო-ბანზედა!
- სად ვიქნებოდი ბატონო,
ფარას ვწყემსავდი მთაზედა...
- რომელ მთაზედა სწყემსავდი?
- აიმა გორი ფხაზედა...
- მარტო იყავ თუ ...
- რას მკადრებ!
მიგბან-მოგბანო გვარზედა!
- შენივე ხელით თუ დამბან,
კიდევაც გავალ თავზედა!
ვაჟამ მოზიდნა სადავე,
თმებზე გადისვა ქონია,
სიზმრად ნანახი ასული
თავისი კერძო გონია
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 05:33 PM
QUOTE(გლახა @ Feb 14 2007, 05:28 PM)
კანონისტიკანონისტ შენი ჭირიმე
მიხარის შენზედ მამზირალს
მაჭანკაკლი ვარ, გირიგებ,
ახტაჯანოვა ლამზირას
უი, ლამზირას მეცა ვცნობ,
გადაკვლანჭია წარბიო,
დავით, არ გინდა ცოლადა?
შე კაცო, საით გარბიო?
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 05:36 PM
ციტატა(marine @ Feb 14 2007, 05:18 PM)
შეხვეწილიჩემო კეთილო, რას დაგტოვ!!!
ამიფანცქალე გულიო,
შენ მეფიქრები ყოვეწამს,
ვარ ტრფობით დადაგულიო
მარინემე კი ჩვეული არა ვარ,
ქალისგან ტრფობის ხსნასაო,
მე ვერ დავიდებ შენ ცოდვას,
ვერ წაგგვრი მაგ შენს ქმარსაო!
თუ გინდა, სადმე ვიქურდოთ,
ვინ გაიგებს-ყე ხმასაო?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 14 2007, 05:39 PM
marine
http://church.ge/index.php?s=&showtopic=928&view=findpost&p=50973
http://church.ge/index.php?s=&showtopic=928&view=findpost&p=50975
http://church.ge/index.php?s=&showtopic=928&view=findpost&p=50977
შენ გაიხარე მარინევ
გული შეგტკივა ჩემ ზედა
ერთ გოგოს სამჯერ მირიგებ
რაღა სიტყვა მაქვს შენ ზედა??
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 05:41 PM
შეხვეწილი
შენ მაგაზე არ იდარდო,
ქმარი მყავ დედის ბიჭიო,
ჩემს გამო იეჭვიანოს?
ეჰ, არ აქვს მაგის ნიჭიო...
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 05:42 PM
ციტატა(kato_Bato @ Feb 14 2007, 05:32 PM)
ვაჟამ მოზიდნა სადავე,
თმებზე გადისვა ქონია,
სიზმრად ნანახი ასული
თავისი კერძო გონია
კატერინას-ყესიზმარში იყო რაც იყო!
ახლა კი გავაცხადოთო,
რაც გვიპარია აქამდე,
შენს ქმართან განვაცხადოთო!
არ გვაპატიებს მაშინვე,
პატარა დავაცადოთო!
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 14 2007, 05:43 PM
მარინოლა აწანწალებს
ქუჩა- ქუჩა სომხის ქალსა,
დავით ხათრით ვერ იშორებს
ხელმოცარულ მაჭანკალსა!
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 05:44 PM
კანონისტი
დათუნა, კომპის ბრალია,
მაუსს ვაწკაპე სამჯერო,
მაშ ცოლად მოგყავს ლამზირა?
მიყვარხარ ჩემო დამჯერო
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 14 2007, 05:44 PM
შეხვეწილი
ციტატა
გლახას დასწამეს გვწყევლისო,
ეს კანონისტი გაგიჟდა!
მგონია, გვჩხიბავს გრძნეული,
არ გაგვამწესა ჰაჯისთან?!
ნუ გეშინ, წყევლა არ მიყვარს
ეგ საქმე ეშმაკის არი
უბრალოდ თურქულ რომ ვიცი
ხომ უნდა ამას პიარი??
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 05:53 PM
ციტატა(marine @ Feb 14 2007, 05:41 PM)
შეხვეწილიშენ მაგაზე არ იდარდო,
ქმარი მყავ დედის ბიჭიო,
ჩემს გამო იეჭვიანოს?
ეჰ, არ აქვს მაგის ნიჭიო...
მარინეაკი იკვეხდი, ქმარი მყავ,
ზოოპარკში რომ ტირია
ტყვიას აჯენსო ტყვიაში,
მასთან შენ ხარო მწირია!
ეხლა კი ცრემლად დაღვრილხარ,
ბედაურს ეძახ: ,,ვირია!''
მიშველეთ, ხალხნო!
მრწემი ვარ! ამა საქმესა ვკვირია:
რომელი დავუჯერო-ყე,
მართალია თუ ტყვილია?
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 05:53 PM
კანონისტი
ახლა მოველაპარაკე ახტაჯანოვ
ლამზირასა
მისმა მშობლებმა იკითხეს:
კანონისტი
ფიქრობს რასა?
მე ვუთხარი: თანახმაა
ხვალე მიდის აბანოში-
სასიდედრომ სასიმამრომ
სულ უკუღმა ჰყარეს ქოში.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 14 2007, 05:55 PM
გლახა
ციტატა
მე ვუთხარი: თანახმაა
ეჰ ეს ნაღდად გამიკვირდა
ტყუილების რომ ხარ გუდა
ერთი კარგი თოვლი იდოს
მოგხვდებოდა დიდი გუნდა
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 05:56 PM
კანონისტი
დათო, ენა შემასწაველე,
შევიცვალო იქნებ ნირი,
მყავდა ადრე პედაგოგი,
დამიჯინა "ოთუს ბირი"
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 14 2007, 05:58 PM
ციტატა(შეხვეწილი @ Feb 14 2007, 05:42 PM)
კატერინას-ყესიზმარში იყო რაც იყო!
ახლა კი გავაცხადოთო,
რაც გვიპარია აქამდე,
შენს ქმართან განვაცხადოთო!
არ გვაპატიებს მაშინვე,
პატარა დავაცადოთო!
რა გიყო, ძმისავ რას ვაქნევ
მაგ შენს ჩურჩუტა თავსაო,
არ გავაღვიძებ, გიწყენდეს,
ამ ჩემს ლომგულა ქმარსაო.
იცოცხლე, მიეთ-მოეთით
არ მოგიწყინოს გულიო,
მიჰქონდ-მოჰქონდეს ნიავსა
შენ ჭირთ ნაშოვნი ფულიო!
დაობლდნენ, უქმროდ
ხელიხელ
საგოგმანები ქალები,
კაი ყმის გლახად სიკვდილზე
დააფახულონ თვალები!
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 05:59 PM
ყოვლსა კასცა, აქა მყოფსა,
ქალსაც კიდე, შევასმინოთ:
სად არიან დანარჩენნი?
ნინორე და მხევალ ნინო?
მარტასი და მაეასი,
ჯამბაკური, შოთა, თეო,
კაიროსი, გუჯა, მნათე,
მარინე და ბრძენი ლეო?
წინადადება შემომაქვს,
როგორც კაპრიზი ბალღური -
თემის სათაურს ვინ შეცვლის?
მოდით დავარქვათ: ,,ხალხური''
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 14 2007, 06:02 PM
marine
ციტატა
დათო, ენა შემასწაველე,
შევიცვალო იქნებ ნირი,
მყავდა ადრე პედაგოგი,
დამიჯინა "ოთუს ბირი"
ნათქვამია, ხელი ხელს ბანს
ორივე კი ერთად პირსო
ერთი გოგო გამირიგე
თურქთა ენას ვუთხრით ძირსო
აქვე რეკლამაც გამოცხვა
"ვარ მე თურქულში ნაქები
ვინც კაი გოგოს მიშოვს
სწავლებას არ დავზარდები!"
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 06:08 PM
ციტატა
ერთი გოგო გამირიგე
თურქთა ენას ვუთხრით ძირსო
რა ვანხე რას მოვესწარი
აიყოლიეს ეს კაციც
ესეცა ცოლსა თხოულობს
რად უნდა ნეტავ არ ვიცი
პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 14 2007, 06:12 PM
ბავშვებო, გავდივარ და ხვალე დაგიწერთ პასუხებს მიყვარხართ ყველანი
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 06:14 PM
კანონისტი
ციტატა
აქვე რეკლამაც გამოცხვა
"ვარ მე თურქულში ნაქები
ვინც კაი გოგოს მიშოვს
სწავლებას არ დავზარდები!"
გიშოვე და სხვა რა გინდა
ქალი კოხტა ლამაზი
მეტი რა ვქნა გენაცვალე
შევასრულო ნამაზი?
ლამზო უკვე თანახმაა
ქალი ძლივას თხოვდება
უარი არ გამაგონო
-ტრაგედია მოხდება.
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 14 2007, 06:26 PM
კანონისტი
ციტატა
ნათქვამია, ხელი ხელს ბანს
ორივე კი ერთად პირსო
ერთი გოგო გამირიგე
თურქთა ენას ვუთხრით ძირსო
აქვე რეკლამაც გამოცხვა
"ვარ მე თურქულში ნაქები
ვინც კაი გოგოს მიშოვს
სწავლებას არ დავზარდები!"
ამას რას ხედავს ჩემი თვალები
ვაი, რა კაცი გადარიესო!!!
დაწყნარდით ხალხნო მარხვა იწყება
გოლგოთის გზაზე შედგა იესო
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 14 2007, 06:28 PM
თათიამ "ფეხი გამოყო"
"ნიჭი ძამიკო, ნიჭიო",
მიხაზ-მოხაზა სიტყვები
გამოაჩინა კიჭიო
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 06:36 PM
თათი87
ციტატა
მოდაშ მოიდა ქალისგან
სიყვარულისა ახსნაო
ჰოდა გზა მივეც ჩემ გრძნობას
თავს დავიმშვიდებ ახლაო...
მოდაშია, ვიცი მაგრამ ვერ გავიგე ვერაფერი
წადით სხვებსაც აუხსენით ..ჩემს თავს ხდება ყველაფერი...
კარგია თუ თავს იმშვიდებ მშვიდობა არის მთავარი
ხვალ დუბაიში მივდივარ მოსატანი მაქვს "ტავარი"
მალე ჩამოვალ იქიდან, ლილოშვი ვვაჭრობ წლებია
რაც მტრობას დაუნგრევია, სიყვარულს უშენებია.
ხო და ვაშენოთ თათია ჩვენი ქვეყანა ლამაზი,
იმას ვერ შევეცილები, ხომ იცი გყვარობს თამაზი.
მიდი და სოზარს უთხარი, სუბელიანსა გვარითა,
იქნებ გვიშველოს რამეი, ცნობილ არს "დიდი თავითა"
თუკი ეგეც ვერ გვიშველის მაშინ გაჰყევი თაზიკოს
მე კიდევ ცოლად მოვიყვან, შვიდჯერ გათხოვილ ტასიკოს
პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 14 2007, 06:38 PM
ციტატა(თათი87 @ Feb 14 2007, 06:30 PM)
kato_Batoეჰ ჩემო ეკატერინე
სად დამინახე კიჭიო
იმ ხნის ქალი ვარ იცოდე
"პროტეზი" მიდგა პირშიო
მაშ გამიქარწყლე ხოტბა და
კდემით დახარე თვალები...
ე ვაჟნი დაბანცალებენ
მა ვისი ეშხით მთვრალები?
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 14 2007, 06:47 PM
ყველას
ხედავთ რა ნიჭი შეყრილა
ამ ჩვენ ფორუმის კარავსა
ჩვენ კი ვდგავართ და დავეძებთ
მესხი მელექსეს საფლავსა
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 14 2007, 07:01 PM
რამ ჩაგძირათ მეგობრებო,
შემოგელიათ რითმები?
მოდით მარინას მიმართეთ
და კმაყოფილი იქნებით
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 07:05 PM
მხევალი ნინო
მარინე ვერას მიშველის
სევდა მომაწვა გულზედა
რა არის ბედი წყეული
რომ არ გიმტყუნოს გზაზედა
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 07:11 PM
t.l.
ციტატა
მხევალი ნინო
მარინე ვერას მიშველის
სევდა მომაწვა გულზედა
რა არის ბედი წყეული
რომ არ გიმტყუნოს გზაზედა
რა მოხდა დაო მითხარი,
ნუთუ ვერ შევძლებთ შველასა?
სევდა ხომ კაცის ხვედრია
წილად ერგების ყველასა.
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 14 2007, 07:17 PM
მნათე
რად გაგვირბის მნათე ბიჭი,
რად არა გვწერს პოსტებასაო
დავიჯერო ნიჭი არ აქვს
თუ გაურბის ცოდვებსაო????
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 07:17 PM
გლახა
შენ ძმაო ვერას მიშველი
გულს ლახვარი მაქვს სობილი
სისხლი მდის არა მემჩნევის
როს დავიცლები არ ვიცი
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 14 2007, 07:38 PM
შეხვეწილი
ხედავთ ნიღაბს, ხელში დაშნას,
მტერი მთაზე შეხვეტილი
თურმე ზორო კი არადა ეგ ყოფილა შეხვეწილი
პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: Feb 14 2007, 07:39 PM
t.l.
ვაი ეს რა მოვისმინე სულ დამწვა ჯიგარიო
ამ სიტყვებმა გამიგმირეს ღმერთო გულის ფიცარიო...
რა ვქნა მითხარ რით ვუშველო მაცხოვარო დასა ჩემსა
შევავედრებ მის სიცოცხლეს შენს დალურსმულ წმინდა ხელსა
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 07:48 PM
გლახა
პოსტის ავტორი: შეხვეწილი თარიღი: Feb 14 2007, 07:49 PM
ციტატა(kato_Bato @ Feb 14 2007, 05:58 PM)
რა გიყო, ძმისავ რას ვაქნევ
მაგ შენს ჩურჩუტა თავსაო,
არ გავაღვიძებ, გიწყენდეს,
ამ ჩემს ლომგულა ქმარსაო.
იცოცხლე, მიეთ-მოეთით
არ მოგიწყინოს გულიო,
მიჰქონდ-მოჰქონდეს ნიავსა
შენ ჭირთ ნაშოვნი ფულიო!
დაობლდნენ, უქმროდ
ხელიხელ
საგოგმანები ქალები,
კაი ყმის გლახად სიკვდილზე
დააფახულონ თვალები!
კეიტახლა რომ კაცსა იკვეხნი,
აკი, ,,არ შვენის ქალსაო,''
ნუ გააღვიძებ, ეძინოს
მაგ შენს ნაფერებ ქმარსაო,
ან კი რად გავაღვიძოთ-ყე,
მერ შველა უნდა თავსაო,
იძინოს, სიზმრად გვიხილოს,
ისმენდეს ჩვენსა ხმასაო!
კარგი ზმანებამც უნახავს,
სანამ არ გავალ კარსაო!
დილას რომ გაეღვიძება,
უმზადე შვრიის ქაშიო,
არ გაგიცივდეს, უფრთხილდი,
გარეთ, ორპირა ქარშიო,
ხვალ ისევ მოვალ, ჭირიმე,
შავძვრებით ნალიაშიო,
არ მოგიშორებ მკერდიდან
სანამ დგა სული ტანშიო!
რა ჯაფა ადგას შენს ქმარსა?
სხვამ გაუკეთოს ბავშვიო!
სხვისი გაზარდოს, უვლიდეს,
მე რატომ ვირტყა თავშიო?
პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Feb 14 2007, 07:54 PM
ვახ თქვენ არ გაკლდეთ
პოსტის ავტორი: t.l. თარიღი: Feb 14 2007, 07:56 PM
გლახა
დაძაბულობის რა გითხრა
საცაა გული გასკდება
შენ მყავდე კარგად ძმის გულო
სხვა მე არ მედარდება
წუბ
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 14 2007, 07:57 PM
ლილიანა
ლილიანას წერა უჭირს
არც რითმები გამოდის
თუმცა მისი პირისაგან მწარე სიტყვა ამოდის
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)