თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ახალი წიგნები

პოსტის ავტორი: ANA_BANA თარიღი: Oct 16 2010, 09:52 PM

ახალი წიგნები, რომელიც მოგეწონათ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 17 2010, 12:05 AM

წიგნი არ ვიცი, მაგრამ რეკლამა მომეწონა. ილია ჭავჭავაძის ენციკლოპედია გამოიცაო, ერთ-ერთ ჭორიკანა ჟურნალში წავიკითხე შემთხვევით. იმედია, ჭორი არაა smile.gif სადმე თუ ნახოთ ვინმემ, არ გამომაპაროთ. დღეს პარნასში ვიკითხე და არ ჰქონდათ.

პოსტის ავტორი: კოკა თარიღი: Oct 17 2010, 08:29 AM

რომელიღაცა ფორუმზე ამოვიკითხე, რომ ვინმე მამა ნიკოლოზის წიგნი ყოფილა გამოსული სახელად საუბრები ბიძიასთან ჭადრაკზე.........

მივედი ლესელიძეზე ერთ-ერთ საეკლესიო მაღაზიაში, სადაც არსებული ინფორმაციით უნდა ყოფილიყო ეს წიგნი, და როგორც იქ გაირკვა კურთხევა არ ყოფილა ამ წიგნზეო და აღარსად არ იყიდებაო.

რამე უფრო კონკრეტული ხომ არ იცით ამ საკითხთან დაკავშირებით?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Oct 18 2010, 07:22 PM

მარიამი

დღეს "ბავშვთა სამყაროსთან" ვიყიდე რაღაც წიგნი, ეგეც გავიკითხე და არსად ჰქონდათ.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Oct 18 2010, 11:03 PM

მარიამი

ციტატა
ილია ჭავჭავაძის ენციკლოპედია გამოიცაო, ერთ-ერთ ჭორიკანა ჟურნალში წავიკითხე შემთხვევით. იმედია, ჭორი არაა

მარი, ჭორი რომ არაა მაგას ნამდვილად ვადასტურებ. უფრო სწორად ეს 3 ლინკი ადასტურებს biggrin.gif აგერ, ნახე მეტი ინფო ამ წიგნზეsmile.gif

http://pirweli.com.ge/index.php?option=com_content&task=view&id=55606&Itemid=1

http://www.open.ge/index.php?m=12&y=2010&art=19764

http://sana.ge/?katid=4




ისე კი, თუ ვინმე ხართ დაინტერესებული ახალგამოცემული წიგნებით,თვალყური ადევნეთ ამ საიტებს:

http://lib.ge/newbook.php

http://arili2.blogspot.com/search/label/%3D%20%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%AC%E1%83%98%E1%83%92%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%3D

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Oct 19 2010, 09:30 AM

სოფი
ოქრო ხარ kiss1.gif

მგონი ჯერ მხოლოდ პრეზენტაცია იყო. იმედია მალე მაღაზიებშიც გამოჩნდება. ჩემმა ქმარმა დამიბარა მივლინებაში რომ მიდიოდა, რომ ჩამოვალ ნაყიდი დამხვდესო!!! biggrin.gif დავიჯერო ერთ კვირაში მოვასწრებ ყიდვას? rolleyes.gif

გუშინ ვკითხულობში 2007 წელს დაბეჭდილ ინტერვიუს გურამ დოჩანაშვილთან და ამბობდა, რომ ახალ წიგნს ვწერო, მემუარული სტილისასო, "რაც მახსოვს და რაც მახსენდება" თუ რაღაც ამის მსგავსი სათაურით იყო. ხომ არ იცით გამოიცა უკვე?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Oct 29 2010, 12:20 AM

მარიამი kiss1.gif

ციტატა
მგონი ჯერ მხოლოდ პრეზენტაცია იყო. იმედია მალე მაღაზიებშიც გამოჩნდება.

აშკარად მარი. არაერთ ცნობილ წიგნის მაღაზიას დავუკავშირდი და არსად ჰქონდათ, არც არაფერი იცოდნენ. აქეთ მთხოვდნენ წიგნის სათაური და გამომცემლის ვინაობა შეგვატყობინეთ,შემოვიტანთო biggrin.gif

მაშინ,ვაგზალზე მითხრეს, კატალოგში უკვე ვნახე და შემოვიტანთო. მოკლედ მოცდა მოგვიწევს ჯერ smile.gif

ციტატა
გუშინ ვკითხულობში 2007 წელს დაბეჭდილ ინტერვიუს გურამ დოჩანაშვილთან და ამბობდა, რომ ახალ წიგნს ვწერო, მემუარული სტილისასო, "რაც მახსოვს და რაც მახსენდება" თუ რაღაც ამის მსგავსი სათაურით იყო. ხომ არ იცით გამოიცა უკვე?

"რაც უფრო მახსოვს და მეტად მაგონდება" - ამას რაც შეეხება,არც ეს ჰქონდათ ცალკე წიგნად ან რომელიმე კრებულში. არამგონია საერთოდ წიგნად იყოს გამოცემული,თუმცა დაზუსტებით ის ვიცი,რომ ეს რომანი ჟურნალ "ლიტერატურულ პალიტრაში" იბეჭდებოდა.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 3 2011, 10:16 PM

მარიამი

სიახლე მაქვს მარი შენთვისsmile.gif "ლიტერატურული გაზეთის" ცნობით (2010-11-26 ) გამოვიდა გურამ დოჩანაშვილის ავტობიოგრაფიული რომანის - "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" - პირველი წიგნი. მეორე წიგნზე მწერალი ამჟამად მუშაობს.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 4 2011, 01:37 AM

სოფი
ეგ სიახლეა? biggrin.gif

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მეორე ტომიც გამოვიდა, წინა კვირას იყო პრეზენტაცია სამების ახალგაზრდულ ცენტრში. შეძენა შეიძლება ენათმენციერების ინსტიტუტში.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jan 4 2011, 12:52 PM

ციტატა(სოფი @ Jan 3 2011, 10:16 PM) *

მარიამი

სიახლე მაქვს მარი შენთვისsmile.gif "ლიტერატურული გაზეთის" ცნობით (2010-11-26 ) გამოვიდა გურამ დოჩანაშვილის ავტობიოგრაფიული რომანის - "რაც უფრო მახსოვს, და მეტად მაგონდება" - პირველი წიგნი. მეორე წიგნზე მწერალი ამჟამად მუშაობს.

ძალიან კარგი smile.gif

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Jan 4 2011, 01:37 AM) *

სოფი
ეგ სიახლეა? biggrin.gif

ჩემთვის კი smile.gif მე ხომ ჭურში ვზივარ ყოველთვის.


ციტატა

ქართული ენის განმარტებითი ლექსიკონის მეორე ტომიც გამოვიდა, წინა კვირას იყო პრეზენტაცია სამების ახალგაზრდულ ცენტრში. შეძენა შეიძლება ენათმენციერების ინსტიტუტში.

უკვე ვიყიდე.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 4 2011, 04:16 PM

მარიამი
იმ დღეს იყიდე?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)