რას არ წერენ ეს ბავშვები გამოცდებზე
მინდა ერთმანეთს გავუზიაროთ, ვისაც რა გაუგია და წაუკითხავს ამასთან დაკავშირებით...
თან ხუმრობა ხუმრობით შემოგვესწავლება რაღაც რაღაცეები..
მაშ ასე:
(სტუდენტების პასუხი წითლად აღვნიშნოთ)
შეკითხვა:
_ვის იმოწმებს ავთანდილი, როდესაც სიყვარულის ძალაზე ლაპარაკობს?
პასუხი:
_ეჟვანს...
დავითიანი:
"სად კაცს არ უნდა, წარიყვანს, ყელზე საბელი უბია"...
_ რას გულისხმობს ავტორი ამ ხატოვან თქმაში?
_კაცს თავისი შვილი ყელზე აბია...
_რა მიზნით გააგზავნა ვარსქენმა მოციქულები შუშანიკთან და რით დაემუქრა?
_იმიტო რომ შუშანიკს არ ეღალატა მისთვის,თუ მიღალატეფო, გაწამეფო...
"_ვაჟა თავს ხარს ადარებს და სურს, რომ რქებით თხაროს მიწა..."
_დამბეზღებელთა აზრით რატომ იყო აუცილებელი აბოს დასჯა?
_რადგან აბო უკვე ნასამართლევი იყო და საზოგადოებას საფრთხეს უქმნიდა ...
_რა ახსენდება ყივჩაღს?
_ახსენდება ის, თუ როგორ მოკლა იგი მტერმა და როგორ გაისტუმრა იმ სამყაროში...
_რატომ დააბრუნა არაბმა ცხენი?
_იმიტომ რომ იგი მამალი იყო
_პოეტს არ უნდა ტაში, იგი ისედაც ტაშდაკრული დადის...
_"...ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყოობადი..." ნიშნავს იმას, რომ ჩვენ უნდა ჩავერთოთ ევროპულ ინტეგრაციაში...
_გულუპრყვილო ადამიანი შევიდა ტყეში, მიადგა ტოტგარდათხმეულ წიფელს და წააქცია...
_გაასწორეთ: საფეხბურთო სკოლამ მრავალი სპორტსმენები აღზარდა.
_ამ წინადადებაში შეცდომაა საფეხბურთო. უნდა იყოს საბეღბურთო. სუბიექტური პირის ნიშანი "ხ" ზედმეტია...
_მრავალი ტურნირები თუ მრავალი ტურნირი?
_ მრავალი ტურისტები. შეცდომაა ტურნირი. ის არის სავარჯიშო. ხოლო ტურისტი სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობს...
ჯერჯერობით ეს იყოს)
დანარჩენი მერე)
მაგარი ნიჭიერი ახალგაზრდები გვეზრდება რას ერჩით კაცო
აააააააააააა გადავბჟირდი ვაიმეე ნასამართლევი იყოო
ძალიან ბევრი ვიცინე ; ისე ერთი ასეთი თემა რომ გაგვეხსნა "კურიოზები" ცუდი არ იქნებოდა სადაც დავწერდით ისეთ კურიოზებს რომელიც რწმენასთან და ეკლესიასთან იქნება კავშირში
აი, მაგალითად: ზაფხულში ქალაქიდან რომ გავედი იქაურმა მამაომ მკითხა:მორწმუნე თუ ხარო.
ვუპასუხე: კითქო. თუ მარხულობო? მე ვუთხარი ჩემ მამაოსგან ასეთი კურთხევა მაქვს ოთხშაბათი და პარასკევი ვიმარხულოთქო და მან მომიგო: ყვავს რო კაკალი გააგდებინო ეგეც კარიგაო! რაზეც ყველას სიცილი აგვიტყდა.
რამდენი ვიცინეეე
კატო რო არ ყოფილიყო რა გვეშველებოდა ხომ ვეღა ვიცინებდით, ხომ გეუბნებოდით კატო კარგი გოგოა თქო.
auu.. sasaciloa satirali rom ar ikos... ise, abo nasamartkevi rom kofila.. eg aris rac aris ra...
ვალერი, რა საყვარელ მამაოსთან გქონია საუბარი
_გაყო-გაჰყო. რომელია სწორი ფორმა?
_რაღაც შეიძლება გაყო, მაგალითად:ორად გაყო, მაგრამ ზოგჯერ შეიძლება ზორ გამეში თავი გაჰყო, და სხვა რამეც...
_ონისე ცოცხალი იყო, ის მტერს უკნიდან მიეპარა და განსაცდელში ჩააგდო...
_სიყვარულის გარეშე არ არსებობს უკვდავება, არ იქროლებს ქარი, თავად საქართველოც ხომ სიყვარულის თანამგზავრია...
_გიორგის წინ და უკან ერთი ძაფიც არ აკავებდა...
_ვის იმოწმებს ავთანდილი როცა ამბობს "სიყვარული აღგვამაღლებს"?
_იმოწმებს ეკლესიის მსახურთა სწავლებას და ტაძრის ზარების რეკვას
_ჩემი აზრით თეიმურაზი იყო საერთოდ მოსასპობი კაცი...
_ხალხის წინამძღოლს არ შეშვენის შვილის მოკვლა. ეს აბრკოლებს ერის, ხევის თუ სხვა რომელიმე გეოგრაფიული ადგილის მოსახლეობის სულიერ და სტრატეგიულ ზრდას...
_ჯოჯიკი ეხვეწებოდა შუშანიკს არ შეეწყვიტა დედოფლობა..
_ხანძთელს რ უნდა გაეგო თავისი ძმების ვინაობის ადგილი
_შუშანიკმა ეპისკოპოს აფოცს უთხრა თავის შვილებზე:შენი გაჩენილები არიან და შენვე მოუარეო...
ვაიმე ჩევბჟირდი..აუ როგორი დაღლილი ვიყავი და მაგარად გავმხიარულდი რააა....
გამარჯობათ, ისე მართლა ვერაფერს იტყვი, თაობა მოდის "უნიჭიერესი" 3-4წელიც და ახალ ისტორიას დაწერენ ალბად საქართველოსას.
ისე ერთის მხრივ მართლა სატირელია..ნეტა საიდან იგონებენ..ზოგი პასუხი ისეთია
ხალხო ეს სასაცილო კი არა ღვთის რისხვაა, ჩვენი საზოგადოების უზნეობის გამო!
თხოვნა მაქვს ერთი! აღნიშნულამდე ნუ ჩამოვალთ, ვეცადოთ როგორმე მივხედოთ ჩვენი ახალგაზრდების("გარკვეული" ნაწილის) ცნობიერ სამყაროს - არა ქვეცნობიერს, არამედ ზეცნობიერს!
მართლაც სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს.. გადაცემები: "ყველაზე ჭკვიანი" და "ეტალონი" იმედს სახავენ გულში რომ ახალ თაობაშიც არიან და იზრდებიან წიგნზე, სწავლაზე შეყვარებულები..
შენ ხომ სულ ეგეთი იყავი ბავშობიდან ?
არც დიდები აკლებენ
გაზეთ ჯორჯიან თაიმსში დაიბეჭდა ამერიკაში მცხოვრები ერთი ქართველის მიერ შეგროვებული ქართველი პოლიტიკოსების ფრაზა-მარგალიტები.
===============================================
გიორგი ბარამიძე: ბუკვალურად მინდა ავღნიშნო
ვანო მერაბიშვილი: სოლიდარული რაოდენობა
ვანო მერაბიშვილი: მნიშვნელობა არა აქვს ჩვენი თანაპარტიელია,თანამოაზრე თუ თანამეგობარი,თუ დააშავა მაინც დავიჭერთ.
ვანო მერაბიშვილი: ამ სისტემაში მოკიდებული აქვს ადგილი კორუფციას
ვანო მერაბიშვილი: ყველაზე მეტი თანამშრომელი შინაგან საქმეთა სამინისტროდან დააკავა სწორედ შინაგან საქმეთა სამინისტრომ
ვანო მერაბიშვილი: მიმდინარეობს თანამშრომლობა დაკავებული თანამშრომლის მხრიდან
მიშა სააკაშვილი: მეთერთმეტე კლასელთა გამოსაშვებ ბალზე ვიყავი
ელენე თევდორაძე:აღშფრთოვანებული ვარ
მიშა სააკაშვილი: ჩვენ ბათუმში გავხსნით 1000 რესტორანს
გიორგი არველაძე: ამ სამ კვირაში(ოსიაურის ბანაკში) ჩვენ(რეზერვისტებმა) მივიღეთ ფუნდამენტური ტაქტიკური განათლება
მიშა სააკაშვილი: ყველამ იცოდეს,რომ ოქრუაშვილი ერთი ღამით თითოეულ სამხედრო ბანაკში იქნება მოულოდნელი სტუმარი( 5 ლარად წავა)
მიშა სააკაშვილი: ის,რომ რუსეთის გენ. პროკურორის მოადგილე ჩადის აფხაზეთში და კარგი კანონიერი ქურდივით არჩევს საქმეებს,ეს არაა პატივისცემა
მიშა სააკაშვილი: მი მალენკაია სტრანა,ნე ნადო ნამ ატკუსივატ
მიშა სააკაშვილი: ჯარი იყო რამდენიმე თვის უჭმელი
ვანო მერაბიშვილი: ადგილზე მოკვლევას ატარებდნენ ჩვენი ექსპერტები,კერძოდ ძაღლები
ვანო მერაბიშვილი: აი,ჩვენ გვსაყვედურობენ-პროფესიონალიზმი!პროფესიონალიზმი!რა შუაშია პროფესიონალიზმი? მთავარია ეფექტურობა!
ნინო ბურჯანაძე: ერთმნიშვნელოვნად უნდა განვაცხადო,რომ ღრმად ვარ დარწმუნებული (მაღალფარდოვანი ლაპარაკის დედა)
მიშა სააკაშვილი: ქართული ფეხბურთის გარშემო შეინიშნება მაფიოზური ფუსფუსი.
სალომე ზურაბიშვილი: მე წასვლამდე მქონდა შეხვედრა ქალბატონ ნინოსთან,საკმაოდ გრძლად
შალვა ნათელაშვილი: ჩვენ ბუშის ვიზიტს ველოდებოდით 200 წელი
მიშა სააკაშვილი: მე მეორედ მოსვლამდე დავაგებ ასფალტს
გიორგი ბარამიძე: მე მეტს აღარ გავგრძელდები
მიშა სააკაშვილი აეროპორტის მშენებლობის საზეიმო გახსნაზე: მომავალ წელს ჩვენ ყველანი გავფრინდებით აქედან (პაუზა,ღიმილი) და დავბრუნდებით აქ
ვანო მერაბიშვილი: დაშავებულები მძიმე მდგომარეობაში არიან,რადგანაც მათ ჩვენ აღმოვუჩინეთ დახმარება
მიშა სააკაშვილი: წელს ჩვენთან შემოვიდა უფრო მეტი საპატრულო მანქანა! ჩვენ გავეცით ბინები მრავალ ხალხზე! (ეკითხება ვანო მერაბიშვილს): რამდენი მანქანა დაგვემატა წელს? მერაბიშვილი:-ოთხი.მიშა სააკაშვილი: და რამდენი ბინა გავეცით? ვანო მერაბიშვილი: ორი
ვანო მერაბიშვილი: ჩვენს პოლიციელებს ბრძანების მიცემა არ სჭირდებათ.ისინი ისედაც ყველანაირ ბრძანებას ასრულებენ
ვანო მერაბიშვილის პრეს-კონფერენცია ნარკოტიკების დიდი პარტიის დაკავების თაობაზე.ნარკოტიკების დემონსტრირების წინ თქვა: მე მოვახდენ გამოყენებით დემონსტრირებას თქვენს წინაშე
მიშა ქარელი: განბაჟუიტე და უეჟაიტე...( ამაზე რამის ცუდად გავხდი)
ზესტაფონელი პატრული: დავაკავეთ წითელი ფერის ჟიგული,გავუღეთ საბარგული და აღმოვაჩინეთ დიდი რაოდენობით უაქციზო სიგარეტი.მძღოლმა აღარ დაიფიცა და აღიარა დანაშაული
კობა ბექაური: აუცილებლად გავცემ პასუხს ჩემს მიერ დასმულ ყველა კითხვას
ნინო ბურჯანაძე: იმ ყვავილებიდან,რომელიც ყვავის,მიყვარს ია და ვარდი (ერთი რომელი ყვავილი არ ყვავის გამაგებინეთ)
პატრული: დაკავებულ იქნა ვოლვო და მასთან ერთად შეიარაღებული პირები
სალომე ზურაბიშვილი: "გვამის" შეხვედრა იყო აქა (გვამი ანუ სუამი)
პრეზიდენტი სააკაშვილი პატრულის დაბადების დღეზე: პატრული ერთადერთი გადაცემა იყო გასულ წელს,სადაც კარგ ამბებს ამბობდნენ...(პაუზა) ცუდი ამბების შესახებ
მიშა სააკაშვილი: ჩვენი პირობა ის არის,რომ დენს მიგაერთებთ და დენი გექნებათ
რეპლიკა დარბაზიდან თევდორაძის გასაგონად: აქ ზოგიერთები ბევრს რომ ლაპარაკობენ,ჯერ საკუთარი ჯანმრთელობის გამოკვლევა ჩაიტარონ!...
აღშფოთებული ელენე თევდორაძე: იცით რას გეტყვით? ჩვენ აქ,პარლამენტში,ყველანი გამოკვლევებულები ვართ.
მიშა სააკაშვილი: რევოლუცია რომ ღვთის ნებით მოხდა ამას ისიც ადასტურებს, რომ ხალხი თბილისში ჩამოვიყვანე ჩემი მფარველის წმინდა მიხეილის დღეს (მთავარანგელოზი მიქაელი იგულისხმა)
კანონისტი
(პირდაღებულისმაილიკი)
marine
t.l.
როგორ გამამხიარულე!
ამათ რომ ჩაუტარო ტესტირება ქართულ ენასა და ლიტერატურაში, აბა მაშინ ნახე შედეგები.
რას ვერჩით ბავშვებს.
+ჩემი ხმა
marine
.:თამარი:.
მნათე
დიდი მადლობა. ხუმრობა ხუმრობად და ნდობის მომენტს ნამდვილად ვხედავ
ისე, რაღაცნაირად წინათგრძნობა მაქვს, რომ ეს მართლა ასე იქნება! დაე იყავნ ნება ღვთისა, მე კი უღირსი მსახური მისი........
ზვიად გამსახურდიას პრეზიდენტობის დროა.
ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე.
დაფაზე წერია კონსტანტინე გამსახურდიას ''დიდოსტატის მარჯვენა'' რომელი თემაა დასაწერია ზუსტად აღარ მახსოვს.
მოსწავლე გაკვირვებული აკვირდება დაფას და შემდეგ კითხვას სვამს: ზვიად გამსახურდია ვიცი ვინც არის, მაგრამ ეს კონსტანტინე ვიღაა ვერ გავიგეო?
1) "ვეფხისტყაოსნის" ავტორი რომ შოთა რუსთაველია, ამას ჩვენ ვიგებთ წიგნის ყდიდან.
2) 30-იან წლებში დაიწყო მასობრივი დეპრესიები
3) ავთანდილმა მეკობრეები ძალიან დახოცა
4) ტარიელი კი გაკვირვებული იყო ბატკანივით
5) ტარიელს ვეფხვი თავისი შეყვარებული ეგონა და კოცნა დაუპირა
6) შავი კლდე ეუბნებ ადამიანებს, რომ მათ უნდა უყვარდეთ ერთმანეთი და სულ კარგებს და კარგებს უსურვებდნენ
7) სულხან-საბა ორბელიანი. "სიბრძნე სიცრუისა"
"ფინეზმა განძი უბოძა გლახაკებს, რომ გლახაკებმა სთხოვონ ხალხს, ხალხმა სთხოვოს რმერთს და
ღმერთმა მისცეს ძე. "
"მეფემ უფლისწულის აღმზრდელი პირველად სიზმარში ნახა. მას ლენონი ერქვა."
"თავის იგავებში სულხან-საბამ ოპტიმის ტურა დაგვიხატა."
"ლენონი და რუკა ერთმანეთს შაირობაში ეჯიბრებოდნენ."
8) "ეთერიანი"
"ეთერი რომ მივიდა ტყეში, დაიღალა. ერთ ხეზე ავიდა, დაეძინა და დაბლა ჩამოვარდა. აბესალომმა
ცხენზე შეისვა და გააქროლა."
"მურმანმაეთერს ჯადო გაუკეთა და ტილები შეასია."
9) შიო არაგვისპირელი-"მიწაა"
"ბერამ ცხვრის სახოცი ამოიღო და ერთი პატარა ფხვიერი მიწა გაახვია. თან სთქვა, მე რომ მოვკვდები,
ჩემი სოფლის მიწა უნდა დავიყარო გულზევო."
"ასე მოკვდა საწყალი ბერია"
10) თემა - "ცხოვრება ფუტკრებისა" II კლასი :smile:
"მინდა ვიყო მამალი ფუტკარი, მაგრამ არ მინდა მუშა ფუტკრებმა მომკლან." (!!!!!!! :smile: )
"ძალიან მეწყინა, როცა გავიგე, რომ კაც ფუტკრებს კლავენ."
"ფუტკარი რომ ვიყო, ზამთარში არხეინად ვიცხოვრებდი."
11) განმარტებები - II კლასი
"ვარია- ეს არის მსუქანი ქათამი."
"ვარია -გემრიელი ქათამია."
"მსუნაგი-ის ვინც ყველაფერს სუნავს!"
12) ორიგინალი: ღმერთმა მეექვსე დღეს შექმნა კაცი, ადამიანი, რომელსაც დაარქვა ადამი
მოსწავლე: მეექვსე დღეს ღმერთმა შექმნა კაცია ადამიანი
13) ორიგინალი: ამ დროს ევას ეყოლა ორი ვაჟი: აბელი და კაენი
მოსწავლე: ასე გახდა ევა კაცობრიობის მშობელი დედა
14) ორიგინალი: თამარის მეუღლეობას ეძებდა არა ერთი ტახტის მემკვიდრე გარეშე ქვეყნისა.
მოსწავლე: თამარის ცოლად შერთვა ბევრ უცხოელს უნდოდა, მათ შორის განსაკუთრებით - შაჰ-აბასს
15) ორიგინალი: ბიჭს ქუჩის ბოლოში ოთხი მეტოქე ელოდა
მოსაქავლე: ბიჭს ქუჩის ბოლოში ოთხი დოინჯშემოყრილი მედოქე ელოდა
16)ჩემი ქალაქი წელიწადის ყველა დროს ლამაზია. შემოდგომაზე ოქროსფერი ფოთლები განტელებივით ევლება თავს.
17) შვლის ნუკრი ბედმა დაიბრიყვა, ის დედითაც ობოლი იყო და მამითაც.
18) "ლუარსაბის სახლის მორთულობა იყო: ტალახიანი თეთრი წაღები, პირმოტეხილი სპილენძის თუნგი, ქონიანი შანდალი, ზურგიელის ნაჭერი და ლამაზისეული."
19) "ზამთრის ერთ ყინვიან ღამეში მგლები შიმშილისგან გამხეცებული იყვნენ."
"მგლებს სურდათ მოეკლათ შიმ შილის გრძნობა , რომელიც მათ ზამთარმა ჩაუსახა."
"ერთი მოხუცი მგელი , სახელად ტოტია, ახალგაზრდებს ეხმარებოდა - იდეებს აწვდიდა."
20) "ელიოზი ოქროს ბეჭდის მდებელ ქათამს დაეძებდა"
"თუ კაცი ნატვრის ხის ნაყოფს შეჭამდა, ერთ საათში ორი ახალი ამოვიდოდა"
ორიგინალი: "ტყის მცველი ბოდაველი ზედ წასდგომოდა გაყინულ ელიოზს"
მოსწავლე: "გაყინული ელიოზი ტყის კაცმა იპოვა"
ორიგინალი: "ნატვრის ხის ძიებაში, მის ყარაულობასა და ლოდინში, ყინვით აყვავებული ხის ქვეშ გაყინულიყო"
მოსწავლე: "ელიოზას ძალიან ლამაზი ხე აერჩია და იმ ხეზე მიყინულიყო"
21) "სულხან საბა ორბელიანი სმარცხვინო სვეტზე აკრავს ყველა უარყოფით პერსონაჟს"
"იგი გვასწავლის: ვერაგი ადამიანების გვერდით რომ არა არსებობდნენ მართალნი, კაცობრიობა ზნეობრივ წუმპეში ამოიხრჩობოდა."
"მწერალმა თავის იგავებში ბოროტების წინააღმდეგ გაილაშქრა. ალბათ ამიტომ დაასაჭურისა ბოროტი კარისკაცი რუქა."
"ცბიერმა რუქამ მეფესთან ბევრჯერ ჩაუშვა ლეონი."
22) თავისუფალი თემა- "ერთხელ..."
"შარშან მთელი კლასი წავედით ბაზალეთის ტბაზე. მასწავლებელი ილიას ლექსს გვიკითხავდა. უცებ ტბიდან ბაყაყი გადმოხტა. ვიღაცამ დაიძახა ბიჭებო, ბაყაყიო და ყველანი უკან გავეკიდეთ."
23) თემა- ვაჭართა ქარავანთან შეხვედრა
ორიგინალი:ჩვენ აქა ვპოვეთ ზღვის პირსა კაცი უსულოდ მდებარე..."
მოსწავლე: " ქარავნის უფროსებს ზღვის პირას ერთი გულმოსული კაცი უნახავთ. გონზე რომ მოსულა, გაკვირვებია, ცოცხალი როგორ გადავრჩიო."
ორიგინალი:
გამოჩნდა ნავი მეკობრე დროშითა მეტად გრძელითა,
მას ნავსა ნავტა სალეწად სახნისი ჰგია ძელითა."
მოსწავლე:ამ დროს გამოჩნდა მეკობრეთა ხომალდი, რომელზეც გუთანი იყო შებმული" :smile:
ორიგინალი:
"მათ ლაშქართა გულ უშიშად ასრე ხოცდა, ვითა თხასა....
დაკოდილნი მკვდართა შუა იმალვიან, მალვენ ხმასა."
მოსწავლე:
"ავთანდილმა მეკობრეებს მუსრი გაავლო.ნავიდან თხებივით გადაყარა შუა ზღვაში. შეშინებულმა დაჭრილებმა მკვდრებს შეაფარეს თავი."
ორიგინალი:
"რა გინდ რა მომცეთ რას ვაქმნევ?მე ვარ და ჩემი ცხენია!"
მოსწავლე:
"გამარჯვებულმა ავთანდილმა მეკობრეების ქონებაზე უარი თქვა, მარტო ერთი ბედაური მოითხოვა."
"ავთანდილმა უთხრა მექარავნეებს , თქვენს სიმდიდრეში წვრილს ვერ დავიდებო."
"ასე უთხრა, მე მაგის კაცი არა ვარ, წილში ჩაგიჯდეთო." (!!!!!!!!)
24) ფატმან-ხათუნი სიძვის დიაცი იყო. მისი ქმარი სულ აქეთ-იქით დადიოდა და აბა რა ექნა?
25) ორიგინალი:ჩამოდი ეთერო ძირსამანდ რას უ ზიხარ ხესაო,ჩამოდი ცოლად გამომყევ...
მოსწავლე:ქალო,მანდ რომ ამხტარხარ ცოლად არ გამომყვები?
26) გიორგი მერჩულემ ეს ნაწარმოები გარდაცვალებიდან 90 წლის შემდეგ დაწერა.
ახლა რასაც დავწერ სასკოლო მარგალიტებში ეწერა, მაგრამ მე მართლა მაინტერესებს, ჯერ დავდებ და მერე შეგეკითხებით
ვარსქენს ყავდა ცოლი სახელად ვარდენი,მოფერებით შუშანიკი.
მაინტერესებს იმათი აზრი ვისაც შუშანიკი ნასწავლი აქვს 7-8 წლის წინ და მაინტერესებს იმათი აზრიც ვინც ახლა სწავლობს.
იმდღეს მომივიდა კამათი აბიტურიენტთან, რადგან ბავშვი მიმტკიცებდა რომ შუშანიკის ნამდვილი სახელი იყო ვარდანი, ასული ვარდანისი და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ. ჩვენ ვეჩხუბეთ მასეთი სისულელე არავისთან თქვათქო, მაგრამ ბავშვი გაგიჟდა, მასწავლებელმა ამიხსნაო (საკმაოდ კარგ ლექტორთან ემზადება) და მაინც რომ არ დავუჯერეთ , ალბათ რამე გეშლებათქო, სასწავლო სახელმძღვანელო გვაჩვენაა, სადაც ახსნილია, რომ შუშანიკს ერქვა ვარდანი.
გეხვეწებით მიპასუხეთ: მე არ მაქვს ნორმალურად ნასწავლი თუ ახალი შუშანიკი დაიწერა???
განსაკუთრებით აბიტურიენტებს გთხოვთ მომწეროთ, მარტლა მასე გასწავლიან ახლა?
ახლა კი გავაგრძელებ:
1) ვარსქენმა ბრძანა შუშანიკისთვის 90 კვერცხი დაეხალათ.(კვერთხის ნაცვლად.)
2) ვაჟა-ფშაველას "ია"
"იასთან მისვლა და მისი კოცნა უნდა ერთ გაუბედურებულ მორს."
პატარა ყვავილი ია თავის თავს სთავაზობს დამპალ კუნძს".
"უღრან ტყეში ბოროტი კაცი მივიდა, რომელსაც ერთ მხარეს ცოლი ეკიდა,მეორე მხარეს - თაფი."
"იას და მის დობილს სისხლის დანახვაზე ნევროზი დაემართათ"
3) "შუშანიკის წამება დაიწერა ძველი წელთაღრიცხვით V საუკუნეში"
4) შპიონმა ქისტებს გააგებინა, რომ მათი მოსისხლე მტერი- ზვიადაური - ჯოყოლას სტუმრობდა.."
ჯოყოლამ სტუმარი კორიდორში დააძინა"
"შუაღამისას ჯოყოლას სახლს მიადგა მუსა და მისი სასტავი."
5) ორიგინალი:
"რა ჩურჩული ესმის ჩემთა ყურთა,
რა ჩურჩული, დამდაგველი, მწველი...
ლამის სახლში შემოიჭრას თუთა,
ლამის წელზე შემომხვიოს ხელი!"
მოსწავლე:
"ამ შემთხვევაში ხე მამაკაცად არის ქცეული. მიხვდებით. რომ ეს ლექსი ქალის მიერ არის შექმნილი, იმიტომ, რომ კაცი კაცს წელზე ხელს ვერ შემოხვევს."
6) ორიგინილი: ეს მუხა ტყის პირას დგას - ბებერი, ჯმუხი, აღარც ჩრდილს იფენს, აღარც რკოს ისხამს
მოსწავლე: მუხა უკვე ბებერი იყო და მისგან ხეირი აღარ იყო
7) ორიგინალი:უფალმა უთხრა სამოელს: სცხე დავითს მირონი, ეგ იქნება ისრაელის მეფე
მოსწავლე: დავითი დააპროგრამეს, რომ შენ უნდა იყო ისრაელის მეფეო
8) "შვლის ნუკრსა და ადამიანის შვილს შორის საერთო ის არის, რომ ორივენი ბიჭები არიან"
-----------------------------
ერთ-ერთ ფორუმზე იდო გერმანული "სასკოლო მარგალიტები":
თავისუფალი თემა, 2 კლასი:
ჩემი უფროსი და მძიმე ავადმყოფია, დიდ ხმაურზე გული უხდება ცუდად. ამიტომ საღამოობით დისკოთეკაზე ან მეგობრებთან წასვლის წინ რაღაც აბებს ყლაპავს ხოლმე. მაგრამ ამას ჩუმად აკეთებს მშობლებმა რომ არ ინერვიულონ.
წრე არის მრგვალი კვადრატი.
ყველა თევზები კვერცხებს დებენ, რუსული თევზები კი ხიზილალას.
ზოოპარკი ძალიან მომეწონა. იქ ისეთი ცხოველებიც ვნახე, რომლებიც აღარ არსებობენ.
კარაქს ძროხისგან აკეთებენ.
ღორი შინაური ცხოველია. მის ხორცს იყენებენ საჭმელად, კანს - ტყავის მისაღებად, ჯაგარს - კბილის ჯაგრისებისთვის, სახელს კი სალანძღავ სიტყვად.
დედოფალ ელისაბეტის პერიოდი 30 წელიწადს გაგრძელდა.
-----------------------------------------------
10) ავთანდილი ისე გაეპარა როსტევანს ტარიელის საძებნელად, რომ როსტევანი აზრზე არ იყო
11) მოსწავლე: სკოლაში რომ შევდიოდი მიხაროდა, ოღონდ ბაღს მომაშორა და რას დავეძებ სკოლაში სწავლას მეთქი. სკოლაში კი ისეთი ამბავი დამხვდა, რომ ბაღი სანატრელი გამიხდა. კიდევ კარგი, არდადეგების იმედზე რომ ვარ. სკოლაში დედაჩემის ხათრით დავდივარ და კიდევ იმიტომ, რომ თანაკლასელებთან ვერთობი
12) ორიგინალი: მე ქლიავი გადმოვაყარე არა ჩვენს სათყვანო მეფეს, რომელიც ჩვენ ღმერთივით გვიყვარს, არამედ სპარსელს.
მოსწავლე: გოგონა იმართლებდა თავს, რომ მან ქლიავი ერეკლეს კი არ გადმოაყარა, არამედ მან სპარსელს გადმოაყარა ქლიავი, რომელიც ჩვენ ღმერთივით გვიყვარს
----------------------------------------
ესეც ერთ-ერთ ფორუმზე წავიკითხე და პირდაპირ დავაკოპირე, ასე რომ ჩემი მეგობარი არაა:
კიდევ ერთი თემა რომელიც ჩემმა მეგობარმა დაწერა გეპეიში ქართული ენის გამოცდაზე:
აბდუშაილი ტყეში მიდიოდა, უცბად შველი გადმოხტა და აბდუშაილს დაუწყო ყურება. აბდუშაილმა ისარი შესტყორცნა და შიგ ფეხში ჩაარჭო.
შველი გაიქცა მაგრამ ზისხლი მოდიოდა.
აბდუშაილი მიყვა ზისხლს და ცოტახანში მიადგა შუადღის მონასტერს. იქ ლამაზი გოგო იჯდა
შველი გოგოსთან მივიდა და თავი მიადვა..
გოგოს ზისხლის გულიზე გული წაუვიდა.
აბდუშაილი მივადრდა
ვინხარ, სად ხარ რა ხარო?
მერე გოგო იქვე ქვაზე დადვა.
შუადღის მონასტერს ორი კრუგი დაარტყა
რომ მოვიდა ის გოგო უკვე არ იდვა.
----------------------------------------
ეს ჰქონდ შავზე დაწერილი გამოსვლის დროს ჩემი შავი გავუცვალე და გამომყვა და მერე წავიკითხე ეგა..
ის ჩაირიცხა იმ წელს
მე მეორე წელს
გაზეთში წავიკითხე სტუდენტმა როგორ დაწერა ორი კვადრატში. დაწერა ორი და შემოახატა გარედან კვადრატი
სამი წლის შემდეგ ავთანდილი ბრუნდება ბრწყინვალედ შესრულებული საშინაო დავალებით.
---
შოთა რუსთაველმა რვა საუკუნის წინ იწინასწარმეტყველა ჩვენი დღევანდელი მიღწევები. მან, პირველმა მთელს მსოფლიოში, წამოაყენა აზრი იმის შესახებ, რომ შესაძლებელია ქალსა და კაცს შორის მიჯნურობა.
---
შოთა რუსთაველი მეთორმეტე საუკუნის მეორე ნახევრის ერთ-ერთი ცნობილი პოეტია.
---
რვაასი წელი გვაშორებს დიდებულ შოთას, რვაასი წელი! ეს ხომ მთელი ნახევარი საუკუნეა.
---
სოლომონ ისაკიჩმა წამსვე მიაშურა საკოლმეურნეო ბაზარს.
---
დანიელ ჭონქაძის "სურამის ციხე" ხელისხელსაგოგმანებელი გახდა ყველა საბჭოთა და საზღვარგარეთელი ახალგაზრდისათვის.
---
პლატონი ჰუმანისტია - ის არ შეჯდა გაძვალტყავებულ ცხენზე, მაგრამ წიხლები დაუშინა დედინაცვალს მუცელში, როცა გაორკეცების ნიშნები შეატყო.
---
ალექსანდრე ჭავჭავაძე მისტირის წარსულს, უკმაყოფილოა აწმყოთი და პესიმისტურად არის განწყობილი მომავლისადმი, მაგრამ მისი შემოქმედება მაინც ოპტიმისტურია.
---
ქართული ლიტერატურა იწყება VI საუკუნის მეორე ნახევრიდან და მთავრდება X საუკუნის 90-იან წლებამდე.
-----------------------
"წუწანიკის შამება"
-------------------------
1. მწყერმა თვალები გადმოკაკლა და მოკვდა სამუდამოდ
2. როსტევანმა თინათინს თავისი ხელით დაადვა გვირგვინი და სკარპიონი დააჭერინა ხელში.
3. შეკაზმული როსტევან მეფე სანადიროდ წავიდა.
4. ჩემი სოფელი სოფლის განაპირას იდგა.
5. მანქანები მარნისკენ მიეშურებიან, რათა მალე დაწურონ ყურძენი.
6. ხერხეულიძეების დედამ ღირსეული და მანდილოსანი ცხრა ვაჟკაცი გაზარდა.
7. ხერხეულიძეების დედა ღირსეულიც იყო და მანდილოსანიც.
8. სულხან-საბა ორბელიანი თავის მოთხრობებში გვასწავლის, რომ არავის ვენდოთ, რათა არ გამოგვიყენონ.
9. მართალია სულხან-საბა ორბელიანი 27 წლის ასაკში გარდაიცვალა, მაგრამ დაგვიტოვა ბევრი ლექსები, მოთხრობები, პოემები, ლექსიკონები.
10. ბატონმა დავითმა ყველა ქართული თხზულება ერთ წიგნში "დავითიანში" გააერთიანა.
11. ოცი წლის შემდეგ უკვე საკმაოდ ხანდაზმული ვიქნები. 32 წელი არც ისე ცოტაა. შეიძლება ამ დროს შვილიშვილებიც მყავდეს.
12. თბილისი გაშენებულია დინამო მტკვრის თავზე.
13. დავით აღმაშენებელი კავკასიონის მთებმა მეფედ-მეფედ აღიარეს.
14. ქართველები კარგად ცხოვრობდნენ, მაგრამ ბოლოს და ბოლოს აირივნენ და დიდგორის ომში დიდი გორები შეეჯახნენ ერთმანეთს.
15. ორიგინალი: ბაბუა კოტემ კუთხეში მიყუდებულ ჯოხს ხელი დაავლო
მოსწავლე: ბაბუა კოტემ თავის მიყუდებულს ხელი დაავლო. :grin:
16. მე რომ ქალაქის მერი ვიყო, პირველ რიგში მერს აღარ დავირქმევდი, რადგან მერი ქალის სახელია.
17. დღეს ჩვენ ვისწავლეთ ძალიან დამწუხრებული მოთხრობის ერთი თავი.
18. ბებერ ტოტიას ერთმა ახალგაზრდა მგელმა ტოტი ჩასცხო თავში. ტოტია გაწყრა და ცივად მისცა შენიშვნა. იმ მგელმა კიდევ უფრო ცივად უპასუხა და თან შეჭამა :grin:
19. მოულოდნელად მთვარე ამოვიდა და სოფელი გადაარჩინა მგლების თავდასხმას. გაბრაზებულმა მგელებმა მთვარე შეჭამეს. :grin:
20. იოსება ისეთი გაუგონარი იყო, დედასაც კი უჯერებდა.
21. ბიჭი შეჩერდა და დაღლილ ფილაქანზე ჩამოჯდა
22. შიმშილისაგან შეწუხებულმა მგლებმა ისიც კი იკადრეს, რომ საწყალი ბებერი ტოტია მგელი შეჭამეს, რომელმაც ერთ წამში გაათავა სიცოცხლე.
23. გოგოთურის ცოლი ყოველთვის უკმაყოფილო იყო თავისი ქმრისა, რადგან იგი უხეირო და ჩლუტე კაცი იყო და თანაც პატიოსანი.
24. ლუარსაბის სახლი მეტად გულშემატკივრად იყო მიტოვებული.
25. ორიგინალი: აი, მეხი კი დავაყარე თავზე, ამასაც კი სდომებია იუბკა.
მოსწავლე: ილია ჭავჭავაძემ მეხი ჩასცხო თავში ლამაზისეულს, რადგან ამ უკანასკნელმა იუბკა მოინდომა.
26. ბულბული მუსიკას უკრავდა და არემარეს აცოცხლებდა, მხიარული ფრინველები კი მღეროდნენ.
27. XIX საუკუნის 60-იანი წლები იმითი იყო ღირშესანიშნავი, რომ სამოღვაწვო ასპარეზზე გამოვიდა რუსეთში სწავლაგანათლებამიღებული ახალგაზრდობა, რომლებსაც თეთრგვარდიელებს უწოდებნენ.
28. ხატაელებთან ბრძოლის შემდეგ ტარიელმა ბრძოლის ველს გადახედა, აინტერესებდა, რამდენი ჯარისკაცი დარჩა ცოცხალი.
ჩირიკი და ჩიკოტელა
29. უნდა იყოს: ჩიკოტელა დღემუდამ უშარდებოდა ჩირიკს
მოსწავლე: ჩიკოტელა მუდამ უშარდავდა ჩირიკს
30. ორიგინალი: ჩიკოტელა ორგალმა ყანის მოსამკელად იყო წასული. უკან დაბრუნებულმა იორი გამოტოპა, გაცივდა, სიცხემ აუწია და გზისპირას მთვრალი კაცივით მიეგდო, იქნება ვინმემ გამოიაროს და სახლში წამიყვანოსო.
მოსწავლე: გაცივებული და სიცხიანი ჩიკოტელა გზისპირას მიგდებულიყო. იმედი ჰქონდ, ვინმე გამოივლიდა და სახლში წაიყვანდა. მაგრამ ქუჩა სულ მთვრალი კაცებით იყო სავსე და ავადმყოფს არავინ აქცევდა ყურადღებას.
გოგოთურ და აფშინა
31. ორიგინალი:
რადა ძმობილო, რად აგრე?
გან დიაცი ვარ, ორსული?
მოსწავლე: გოგოთურმა გადაწყვიტა თავი შეებრალებინა აფშინასთვის და უთხრა, რომ ორსულად ვარ და თავი დამანებეო :grin:
შვლის ნუკრის ნაამბობი
32. ორიგინალი: ნეტავი ვინ შეიღებავს ჩემი სისხლით ხელებს?
მოსწავლე: ნეტავი ვინ დამემორჩილება, ვინ შემიღებავს სისხლით ხელებს?
თავისუფალი თემა: მე რომ ხელოვანი ვიყო
33. მე რომ ხელოვანი ვიყო, ყოველ ღონეს ვიხმარდი, რომ მეცნიერების უმნიშვნელოვანეს დარგებში გამერკვია ხალხი.
34. მე რომ ხელოვანი ვიყო და ლექსების წერაც შემეძლოს, მათში გადმოვცემდი ყველაფერს, რაც განმიცდია ცხოვრებაში. ცხოვრებაში კი საკმაოდ ბევრი რამ შემხვედრია.
ხევისბერი გოჩა
35. ორიგინალი: დროშის თავის შეხება მხოლოდ ხევისბერ გოჩას შეეძლო რამოდენიმე მარხული კვირის შემდეგ.
მოსწავლე: დროშის თავის შეხება მხოლოდ ხევისბერ გოჩას შეეძლო რამოდენიმე მხიარულიკვირის შემდეგ
--------------------------
ორიგინალი:
"არაგვს იქით, არაგვს აქეთ,
შუაშია სათიბები,
კენკეშა და უკადრისა,
ნაზ-სათუთად ნატიფები".
მასწავლებელი: "რა არის არაგვი"?
მოსწავლე: "რესტორანი, მასწავლებელო".
----------------------------
უნდა იყოს: "ნინო წმინდანად შერაცხეს".
მოსწავლე: "ნინო წმინდა წყლით შერეცხეს".
---------------------------
"დავით გურამიშვილმა ყველა იმ ამბავს,რაც დაღუპვის შემდეგ გადახდა, ერთ თხზულებაში მოუყარა თავი".
---------------------------
გერმანულის მასწავლებელი მოსწავლეებს გერმანულად არსებითი სახელების დასახელებას სთხოვს, კლასში სიჩუმეა, ეხლა ქართულად დამისახელეთო სთავაზობს, მაინც სიჩუმეა, მასწავლებელი მოთმინებას კარგავს და მერხი რა არის მერხიო ყვირის, კლასი ერთხმად პასუხობს, - ხე მასწავლებელო.
------------------------------
დავით გურამიშვილი მწერალი იყო. იგი ძალიან კარგი ადამიანი იყო, არიგებდა ბავშვებს. მას მართლის თქმის ეშინოდა და სულ ტყუილებს ამბობდა.
-------------------
XVII საუკუნის საქართველოში დავითი აღმობრწყინდა თავისი თავგადასავლიანი და მძიმე რთული სიცოცლით.
--------------------
თეიმურაზმა გაითხარა მიწა აბესალომსა და ეთერს შუაში ჩაუწვა მურმანის ეკალივით.
---------------------
ორივე ორბელიანი - სულხანიც და საბაც გამოჩენილი მეზღაპრეები იყვნენ.
------------------------
ამასაც ვაკოპირებ:
ეს ამბავიც ნამდვილია და ლეხაინდრაოს ( სოფელია ასეთი ) სკოლაში მოხდა.
რუსულს ამ სკოლაში ასწავლიდა ერთი მათივე თანასოფლელი, რომელმაც ენა ფრონტზე "ისწავლა".
ერთხელაც 70-იან წლების ბოლოს სკოლა შეამოწმეს და ამ "მასწავლებელს" გაკვეთილზე დაესწრო ჩემი, აქ კი ამტკიცებენ რომ ქალთ მოძულე ვარ, მაგრამ გარწმუნებთ რომ სწორედაც რომ ძალიან პირიქით, მორცხვად ვიტყვი ჩემი იმჟამინდელი "დულცინეა".
სხვა აღარ მახსოვს მაგრამ ეს კი ერთ რამედა ღირს:
კრილოვის ბიოგრაფია ქონიათ დავალება. რამდენი მოსწავლემ (ხო დარწმუნებული ხართ საუკეთესოს შეარჩევდა ) ონ-ო თქვა იმდენი მასწავლებელმა შეუსწორა ანა-ო.
გაკვეთილის ბოლოს როცა იმ ჩემმა "დულცინეა"-მ კითხა: კი მაგრამ კრილოვი მამაკაცია და ტქვენ ონ-ს ანა-ზე რატომ უსწორებდით მოსწავლესო.
გადაირია თურმე "რუსული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი": კაცი ტუ იყო ეს მამაცხონებული თმებს რაღას იხუჭუჭებდაო.
დამსწრესა და "პედაგოგს" სორის საუბარი თურმე მეგრულად მიმდინარეობდა და ვისაც შეგიძლიათ წარმოსახვაში შსცენა მეგრულად გაახმოვანეთ. "დულცინეა" ამბობდა ქართულში ბევრად ნაკლებად ჟღერსო.
------------------------------
ორიგინალი: გამოარა ვინმე თათარმან, ნახა გზირი ხეზედ კიდებული, წავიდა, ყადს უთხრა: ჩვენი გზირი დაუხრჩვიათო.
მოსწავლე: წავიდა ხეზე ჩამოკიდებული და დამხრჩვალი გზირი და ყადს უთხრა: ჩვენი გზირი დაუხრჩვიათო.
---------------------------
დევგარეულს ჰყავდა ცოლი, იმას ერქვა დევქალი.
---------------------------
ორიგინალი : ეთერმა აბესალომის ნაჩუქარი დანით მოიკლა თავი.
მოსწავლე: ეთერმა ნაჩქარევად მოიკლა თავი.
----------------------------
დედა ვეფხვისაგან დაგლეჯილ შვილს ტირილით უხვევდა ნატკენებს და თან ამბობდა: რაც არის, არის, წავალ, ვეფხვის დედას სამძიმარს მაინც ვეტყვიო.
--
ამ ფიქრებში გართულები ტიროდნენ: იქით ვეფხვის დედა და აქეთ მოყმის დედა.
--
ნანადირევით ხელდამშვენებული ჭაბუკი ისე მოადგა ვეხვის კარს, რომ ვერც კი გაიგო, თუ რა სისასტიკით იყო განთქმული ის ვეფხვი.
--
ორიგინა: მიხვდა ქმარი, რაც მომხდარა
ზარმა დაჰკრა, ელდა ეცა
მოსწავლე: ბათუ ყველაფერს მიხვდა და ელდანაკრავმა ზარი დარეკა
--
ფარნავაზის დროს საქართველოს შემოესია მაკედონელთა ლაშქარი იასონის ხელმძღვანელობით.
--
სიყვარულით ფრთაშესხმული ავთანდილი შვიდ ცაზე დადიოდა
--
შეყვარებულ რაინდს გვერდში ედგნენ მზე, მთვარე და სხვა მნათობები.
--
ორიგინალი: ოსების დანაშაული მეტად აშკარა იყო. მცირე სიჩუმის შემდეგ გოჩამ თავი აიღო და წარმოთქვა: - ორნივ ჩაქვავდეს
მოსწავლე: ხევისბერმა გოჩამ ბრძანა, მოღალატე ოსებს ცემენტი დაასხითო.
--
ქრისტიანულმა რელიგიამ ადამიანი ორ ნაწილად გაყო: სულად და ხორცად
ვაიმე ცუდად ვარ
2) 30-იან წლებში დაიწყო მასობრივი დეპრესიები
დეპრესია და რეპრესია აერიათ
მე ერთ ამბავს მოგიყვებით, რომელიც რამოდენიმე წლის წინათ გადმოსცა რუსეთის ტელევიზიამ.
ერთ მეგრელს, ციმბირის ერთ-ერთ მივარდნილ სოფელში მოუწია ცხოვრება და გადაწყვიტა ბავშვების მომზადება ინგლისურ ენაზე ( როგორც ამას თვითონ ამბობდა), მაგრამ აღმოჩნდა რომ თურმე ბავშვებს ასწავლიდა მეგრულს. ბავშვების უმეტესობა თავისუფლად მეტყველებდა ამ ენაზე და მოსახლეობაც კმაყოფილი იყო მასწავლებლით და დიდი პატივცემითაც სარგებლობდა მათში.
მხოლოდ ერთმა ფაქტმა გამოავლინა რომ ეს ენა მეგრული იყო და არა რუსული. ერთ-ერთმა მოსწავლემ ენის სიყვარულის გამო გადაწყვიტა ერთ-ერთ უმაღლეს სასწავლებელში ინგლისური ენის შესწავლის გაგრძელება.
წარმოიდგინეთ პროფესორების გაოცება გამოცდაზე, როდესაც მოსწავლე რომელიღაც ენაზე შეუჩერებლად მათ მიერ მიწოდებულ თემას განიხილავდა და ამტკიცებდა რომ ინგლისური იყო.
მეც დავდებ....აი...!
1. მეფე ფინეზმა თავისი შვილობილი ლენინს მიაბარა აღსაზრდელად.
2. ილია ჭავჭავაძე დიდი ბალეტისტი იყო.
3. ასოწარკვეთილი აფხაზი საგონებელშია.
ჩემმა პატარამ სიზმარში ნახა მამიკო, კითხეს ვინ ნახეო?
და პასუხი იყო: ვნახე მამიკო და დანარჩენი ცხოველებიო
პირველ კლასში მასწავლებელმა ბავშვებს დაავალა, დაეწერათ სასურველი თემა (ფრინველებზე, ჩინაურ ცხოველებზე...)
ერთმა ბავშვმა დაწერა თემა -
გოჭი
გოჭი არის პატარა, ბინძური და საცოდავი, ერთი დედა ყავს და ისიც ღორი
ვარსკვლავები
ვარსკვლავები ღამით ცაზე ციცმციმებენ და კაიფობენ (კიაფობენ)
გოჭი არის პატარა, ბინძური და საცოდავი, ერთი დედა ყავს და ისიც ღორი
აუ, რა მაგარია
ჩემო ძვირფასო და კარგო გუჯა! გილოცავ! ღვთის წყალობა არ მოგკლებოდეს. მზეგრძელი, დღეგრძელი და ძალიან ბედნიერი ყოფილიყავი მუდამ! გფარავდეს ყოვლადწმინდა ქალწული და ყველა წმინდანი. სულ ასეთი ალალი, მართალი და სუფთა ადამიანი დარჩი ცხოვრების ბოლომდე და ყველა შენი ოცნება და მიზანი კეთილად აგსრულებოდეს!
დიდი სიყვარულით,
თამარი-ცქნაფო
ჰეეეიი,გუჯა, ჭირიმე, გილოცავ ძმაო, რა გაჩუმებულხარ, ხმას რომ არ იღებ...
მოკლედ დიდ სიხარულს და სიყვარულს გისურვებ, ღმერთის მფარველობას და ლამაზი ოჯახის შექმნას ძალიან მალე
ვახ გუჯა მეც გილოცავ დაბადების დღეს ხელცარიელი მოვედი მაგრამ არაუშავს შემდეგი დაბადების დღისათვის იყოს გაიხარე
კანუდოს
თამარ
სანდრო
დიდი მადლობა სურვილებისთვის, მაგრამ ჩემი დაბადების დღე ეხლა ნამდვილად არაა, ჩემი დაბადების დღე არის 15 მარტს დღევანდელი თარიღი ჩავწერე იმისთვის რომ მაინტერესებდა ფორუმი ავტომატურად აფიქსირებდა თუ არა დაბადების დღის შესახებ, მერე წავშლიდი რომ დააფიქსირებდა, მოკლედ ცდა ჩავატარე ეს ნახა თამარმა, და სკაიპში მკითხა იყო თუ არა ეს სიმართლე, მე მოვატყუე რომ ჩემი დაბადების დღე იყო, რა ვიცოდი თემას თუ გახსნიდა მოკლედ, თამარ მაპატიე ჩემი სულელური ტყუილი გთხოვ, არ გამიბრაზდე
მეც გილოცავ ღმერთმა ხელი მოგიმართოს აბა ასეთ მუსიკოსს ამ ფორუმმა ერთი კარგი სკრიპკა არ უნდა გაჩუქოთ
მოკლედ შენი ორიგინალობით გაოცებული ვარ რა
თემა რატო მიითვისე ?
ახია ჩემზე უნდა წამეშალე მაგრამ ასეთ ორიგანურ ხელწერას ხელისმოსმით ვერ ვშლი ხოლმე
ვუერთდები მილოცვებს საუკეთესო სურვილებით გუჯა, მრავალს დაესწარი ჯანმრთელი, დღეგრძელი და უფლისმიერი სიყვარულით სავსე!
გუჯ!
გილოცავ ჯიგო.
მრავალს დაესწარი.
15 მარტსაც მოგილოცავ კაცო, კი არ დამეზარება.
გილოცავ გუჯაია
მაგარი ხაარ რა
გუჯუნიიიი
მერეც არ აგცდება ჩემი მოლოცვა და ეხლაც გილოცავ
მოკლედ, ასე ჩაიარა ჩემმა "დაბადების" დღემ
ნენაა
ორივე ორბელიანი - სულხანიც და საბაც გამოჩენილი მეზღაპრეები იყვნენ
აუ ამათ ზღაპრებს ხომ ვერ მიშოვით
"სასკოლო მარგალიტები":
თავისუფალი თემა ”როგორ გავატარე ზაფხული”.
”მთელი ზაფხულის განმავლობაში ვკითხულობდი წიგნებს, სხვადასხვა ჟურნალ-გაზეთებს და ახალი გატალკვესებული გონებით დავუბრუნდი ჩემს ახლადგარემონტებულ სკოლას”.
”მდინარეზე დავდიოდი, ვიპარავდი თხილს და საპირფარეშოს თავზე ვჭამდი”.
ექსკურსია მძღოლმა ჩვენი ღირშესანიშნაობები დაგვითვალიერა”.
ერთ დღეს წავედი სათევზაოდ და ჩავიბარე ხუთი თევზი. სამწუხაროდ, ისინი მეორე დღეს მეზობლის ქათმებმა შემიჭამეს”.
დავდიოდი ყოველდღე ტყეში ფეხბურთის სათამაშოდ”.
”შემოდგომა”.
”დადგა შემოდგომა, ხეებს ფოთლები გასცვივდა. მარადმწვანე ბალახებიც აღარსად ჩანდნენ”
”ასე გავატარე შემოდგომა. მართლია, შემოდგომა ჯერ არ დამთავრებულა, მაგრამ მე მაინც დავამთავრე”.
თავისუფალი თემა ”რომელ ყვავილად გადაქცევას ვინატრებდი”
”მე მირჩევნია ვარდად გადავიქცე, რადგან ეკლებით თავსაც დავიცავ და კარგი სუნიც მექნება”
”ალბათ, ვარდად გადაქცევას ვინატრებდი, რადგან ვარდების რევოლუციის გამო ეს ყვავილი ძალიან შემოვიდა მოდაში”.
”თუ მაინცდამაინც რაიმე ყვავილად უნდა ვიქცე, ჯობია, ისევ ლენცოფა ვიყო, რადგან შხამიანსა და მყრალს არავინ მომწყვეტს და ვიქნები ჩემთვის მშვიდად”.
აუ ძალიან მაგარი რახაცეები წერია გავიგუდე სიცილით ერთ ამბავს მეც მოგიხვებით.
აბიტურიენტი არი ახლა ქართულის გამოცდაზე მარა მაგარი ზარმაცია და არაფრის აზრზე არ არი, აიღებს ბილეთს და მოუვა თემა რა არის სიზარმაცე, ხოდა ადგება და დაწერს: სიზარმაცე არის ეს.......... და მრავალწერტილი. ხოდააა ამბობენ მერე კაი ნიშანი მიიღოო და რამდენად მართალია მაგი ახარ ვიცი უკვე
ხო ეს ფრაზაც ვანო მერაბიშვილს ეკუთვნის : " სამინისტროში მობილიზებულია სამინისტრო! "
დედაჩემის მეგობარი უნივერსიტეტში აბიტურიენტების ნაწერებს ასწორებს ხოლმე და უამრავ სასაცილო ამბავს გვიყვება ხოლმე. სამწუხაროდ მხოლოდ 1 შემთხვევა მახსოვს.
ერთ-ერთი აბიტურიენთი "შ"-ს და "წ"-ს ერთმანეთისაგან ვერ არჩევდა და "შუშანიკის წამება"-ის მაგივრად დაწერა "წუწანიკის შამება".
გიგი უგულავა ცდილობს დაგვიმტკიცოს, რომ ენები ისე კარგად იცის რომ უკვე ერთმანეთში ერევა. ერთხელ მახსოვს თქვა: "ჩვენ უნდა "ურგენტულად" დავეხმაროთ ამ ხალხსო. არადა ეს სიტყვა როგორც ნეოლოგიზმი ენაში შემოსული არ არის.
ერთხელ კიდევ სააკაშვილმა სიტყვა ორგანიზება საოცარი გრამატიკული სისწორით ტქვა. :" ჩვე ახლა უნდა "დავორგანიზდეთ" და ყველაფერი მოვაგვაროთო".
მოკლედ სკოლას არ ეხება, მაგრამ აქ დავდებ ამ ანეგდოტს:
1944 წელი, საკონცენტრაციო ბანაკიდან გამორბის ახალგაზრდა პოლონელი, მას მისდევენ სს-ელები, ერთი განსაკუთრებით აქტიურობს, მისდევს რაც ძალი და ღონე აქვს, პოლონელი გარბის, აი გამოჩნდა გზა მარჯვნივ, შეუხვია, იქვე მარცხნივ....ჩაირბინა კიბეებზე...მოიხედა უკან და გამწარებული სს-ელი უკვე ძალიან ახლოსაა...მირბის რაც ძალი და ღონე აქვს, მირბის მაგრამ ძალაც ეცლება და სს-ელიც უკვე ერთ ნაბიჯშია. და აი უცებ აღიმართა უზარმაზარი კედელი...რა ქნას?, სხვა გზა არ არის, უნდა გადავიდეს მასზე, ახტა, ჩამოეკიდა კედლის კიდეს და იწევა ზემოთ....მაგრამ ფატალური მომენტი: სს-ელი ტენის ავტომატს, ადებს კეფაზე და ღრიალებს: შვაინ, ღორო ბინძურო პოლონელო დაგიდგააააა ბოლო წუთებიიიი
და უცებ ზეციდან მგრგვინავი ხმა: შვილოოო ჩემოოო, ხელი უშვი მაგაააას
სს-ელი: (დაბნეული ხმით) რა, რატომ? ვინ....
ხმა ზეციდან: ეს გახდება რომის პაპიიიიიი
სს-ელი: (კიდე უფრო დაბნეული წვრილი ხმით) კი მაგრამ მეე...?
ხმა ზეციდან: შენ მის შემდეეგ, მის შემდეეეგ
არც ეს ეხება სკოლას მაგრამ მაინც:
მეგრელი და სვანი გაიჭედებიან ლიფტში!
სვანი დაიწყებს ყვირილს: მიშველეეეეთ! მიშველეეეთ!
მეგრელი ეუბნება: მოდი ერთად ვიყვიროთო და სვანი ყვირის: ერთაააად! ერთაააად!
[quote name='ninore' date='Dec 5 2006, 08:18 AM' post='24905']
ახლა რასაც დავწერ სასკოლო მარგალიტებში ეწერა, მაგრამ მე მართლა მაინტერესებს, ჯერ დავდებ და მერე შეგეკითხებით
ვარსქენს ყავდა ცოლი სახელად ვარდენი,მოფერებით შუშანიკი.
მაინტერესებს იმათი აზრი ვისაც შუშანიკი ნასწავლი აქვს 7-8 წლის წინ და მაინტერესებს იმათი აზრიც ვინც ახლა სწავლობს.
იმდღეს მომივიდა კამათი აბიტურიენტთან, რადგან ბავშვი მიმტკიცებდა რომ შუშანიკის ნამდვილი სახელი იყო ვარდანი, ასული ვარდანისი და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ. ჩვენ ვეჩხუბეთ მასეთი სისულელე არავისთან თქვათქო, მაგრამ ბავშვი გაგიჟდა, მასწავლებელმა ამიხსნაო (საკმაოდ კარგ ლექტორთან ემზადება) და მაინც რომ არ დავუჯერეთ , ალბათ რამე გეშლებათქო, სასწავლო სახელმძღვანელო გვაჩვენაა, სადაც ახსნილია, რომ შუშანიკს ერქვა ვარდანი.
გეხვეწებით მიპასუხეთ: მე არ მაქვს ნორმალურად ნასწავლი თუ ახალი შუშანიკი დაიწერა???
განსაკუთრებით აბიტურიენტებს გთხოვთ მომწეროთ, მარტლა მასე გასწავლიან ახლა?
ახლა კი გავაგრძელებ:
სხვათაშორის არის საზეპირო სადაც არის ეგ ნახსენები,თავიდან რომ იწყება საზეპირო სადაც არის
''მამისაგან სახელით ვარდან და სიყუარულიტ სახელი მისი შუსანიკ''
ჩემმა კლასელმა დაწერა არაჩვეულებრივი რამასმათმა ავთანდილი შკაფში დამალაო, იყო მაშინ შკაფი და რას ერჩით))
მარიამი
ე.ი. შუშანიკი მოფერებითი სახელი იყო?!
და ეკლესიამ რაღატო შერაცხა იგი წმინდანად ამ სახელით?
და არა ნამდვილი სახელით?
p.s. სჯობს გვიან ვიდრე არასდროს!
მარიამი
სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ!
ჩემს არც ერთ მასწავლებელს არ გაუმახვილებია ყურადღება ამ საკითხზე !
ისე კაი ჩამჭრელი კითხვა კია...
მარიამი
გაგმართლებია !
არა,არ ერქვა ვარდანიი... შუშანიკს ვარდანი კი არ ერქვა, ვარდან მამიკონიანის შვილი იყო
adamis_nekni
თათი87
დღეს ვკითხე ქართულის მასწავლებელს და ვარდანი ერქვა შუშანიკსოო
ნამდვილად ვარდანი ერქვა..როდესაც აბიტურიენტი ვიყავი, საოცარ ადამიათან და უძლიერეს ფილოლოგთან ვემზადებოდი.. და როდესაც პირველად მივედი მასთან, მკითხა შუშანიკის წამება თუ იციო, სკოლაში კარგად ვსწავლობდი, თან ჰაგიოგრაფია ძალიან მიყვარდა და ვუთხარი კი ყველაზე კარგად ვიცი მეთქი, მაშინ მითხარი რა ერქვა შუშანიკსო.... და ....თავიდან დავიწყე საერთოდ ყველაფრის სწავლა და სწორად გაგება..
ჩემ დროს ეს კითხვა იყო "ჩამჭრელი' : რამდენჯერ მოთხოვაო შუშანიკს მაზდეანობის მიღება პიტიახშმაო.
ისე მართლაც ძალიან ცუდადაა საქმე ასეთი "განათლების" მქონე ახალგაზრდობა რომ გვყვავს და არც ისე ცოტა რომ მაგის გამო არ ვწუხდეთ. მე პირადად უფრო მეტად სამწუხაროდ მიმაჩნია ეს ვიდრე სასაცილოდ
ვინ იყო შუშანიკის მეუღლე?
ფხუანი
ეს როგორია?
ჩემმა მასწავლებელმა ასეთი რაღაცა გვითხრა, თურმე ბავშვი საკონტროლო წერას მეგობრისგან იწერდა , უნდა გადაეეწერა წინადადება : ნერვი აუთრთოლდაო დავერ ამოიკითხა და დაწერა : ნ ე ხ ვ ი აუთრთოლდაო
ერთმანეთის განკითხვა არ იყოს!
თორე მოვიდა ბანი
ერთმა ჩემმა კლასელმა კოსინუსის ნაცვლად წაიკითხა კოსა
შესაბამისად; სინა
ტანგა
კოსა
ამასწინათ იყო იმედზე
ერთი კაცი ლაპარაკობდა ამ შეცდომებზე
"აკაკი წერეთელი დიდი ერევნელი მწერალი იყო " ეროვნული უნდა ყოფილიყი
"თეოდორე და ქრისტეფორე კოლუმბი" ........
და ამან კიდე მაგარი მაცინა
"აბო არაბებს ეუბნება მე არაფირის მეშინია ომამდე ტანკისტი ვიყავიო"
მე ყვალეზე მეტად ის მომწონს გრიგოლ ხანძთელზე, რომ დაუწერია ბავშვს 102 წლის იყო და სათვალეს არ ხმარობდაო
ვა ჩემზე ჭკვიანებიც თუ იყვნენ არ მეგონა ნაღდად ბავშვებმა მაჯობეს აშკარად ეჰ მე კიდე მეგონა მე ვიყავი გაუნათლებელი
ეს საშიში მდგომარეობაა ძაან რო იცოდეთ როცა ჩემზე უარესად განათლებულებიც არსებობენ მე პირადად არ მომეწონა ეგ ამბავი
"ბოლთა ვინ იყო ლუარსაბი რომ სულ სცემდა?"
staywhite
აა შენ არ იცოდი რომ ბოლთას ლუარსაბი სცემდა
ჰაჰა
მარიამი
[quote name='NinucebiNinucebi' date='Oct 26 2007, 12:40 AM' post='196697']
მე და დეაჩემი ამის წაკითხვის სემდეგ მოსასულიერებლები გავხიდთ
ისე ეს ისტორიები მართლა სასაცილო იქმნებოდა სატირალი რომ არ იყოს.მე მეცოდებიან ეს ბავშვები.
რაც შეეხება შუშანიკს პირველად მესმის რომ ვარდანი ერქვა და მაგარი სისულელე მგონი.ვარდან მამიკონიანი იყო შუშანიკის მამა.
შუსშანიკს მოფერებით ეძახდნენ რაც ყვავილს ნიშნავდა
ისე კი ვარდანი ერქვა. ეს პირველივე გვერდზე წერია.
თამარი_ცქნაფო
მხევალი ნინო
სად გავიცინე?
თამარი_ცქნაფო
iako
ერთმა აბიტურიენტმა მისაღებ გამოცდაზე დაწერა: "მას შემდეგ რაც ოთარაანთ ქვრივს ქმარი გარდაეცვალა, მთელი ტვირთი ილია ჭავჭავაძეს დააწვა კისერზეო"
კიდევ ვიცი ერთი კურიოზი: ახალციხეში ერთმა სომეხმა მოსწავლემ დაწერა, საქართველოს ყ ი ზ ი ლ ბ ა ვ შ ვ ე ბ ი შემოესივნენო :
სკოლაში ჩემმა კლასელმა დაწერა: "ოთარაანთ ქვირვ" ვწერდით...წამოხტა ოთარაანთ ქვრივი ლეიბიდან , ფეხები ფლოსტებში წაყო და გარეთ გავიდა
ჩემს სკოლაში ერთ მოსწავლეს (რომელიც მერვე კლასელი იყო მაშინ თუ არ ვცდები) საქართველოს დედაქალაქიო რომ კითხეს დიდი სერიოზულობით მიუგო მუხიანიო ,მაშინ კი სულ ასე ვიცინეთ ბავშვებმა,მაგრამ ახლა ვხვდები რომ სატირელია.
ერთი ბავშვი კი ორბელიანს სულ ბორბლებიანს ეძახდა.
"და ცოლად მისა იყო ასული ვარდანისა, სომეხთა სპაიპეტისაი, მამისაგან სახელით ვარდან,და სიყვარულით სახელი მისი შუშანიკ, მოშიში ღმრთისაი..." (ძველი ქართული ლიტერათურის ქრესტომათია, IX კლასი, "საქართველოს მაცნე", 2005წ. გვ.38. )
"ვარდანი"-ვარდი
"შუშანიკი"- შროშანი, რას ერჩით ბავშვს და მის მასწავლებელს?
როგორ ვაბარებდი და გამოცდაზე წყალი რომ უნდა შემეტანა, შევიტანე ნაბეღლავი და შუა ჯაფაში, პირი რომ გამიშრა და დავწვდი თავსახურს, იხუვლა და ორი მერხის რადიუსში დავასველე ხალხი
დავიხოცეთ სიცილით... და მერე ვიქორწინეთ
ბევრი ვიცინე.გულიანად.
1. რატომ იყო ფრიდონი სევდიანი ქაჯეთის აგების მერე? იმიტომ რომ ნაშა არ ყავდა.
2. თამარ მეფე მეფობდა ქვის ხანაში
3. მევიდა და წევიდა კაცო ეგ
ninoreმაინტერესებს იმათი აზრი ვისაც შუშანიკი ნასწავლი აქვს 7-8 წლის წინ და მაინტერესებს იმათი აზრიც ვინც ახლა სწავლობს.
იმდღეს მომივიდა კამათი აბიტურიენტთან, რადგან ბავშვი მიმტკიცებდა რომ შუშანიკის ნამდვილი სახელი იყო ვარდანი, ასული ვარდანისი და სიყუარულით სახელი მისი შუშანიკ. ჩვენ ვეჩხუბეთ მასეთი სისულელე არავისთან თქვათქო, მაგრამ ბავშვი გაგიჟდა, მასწავლებელმა ამიხსნაო (საკმაოდ კარგ ლექტორთან ემზადება) და მაინც რომ არ დავუჯერეთ , ალბათ რამე გეშლებათქო, სასწავლო სახელმძღვანელო გვაჩვენაა, სადაც ახსნილია, რომ შუშანიკს ერქვა ვარდანი.
გეხვეწებით მიპასუხეთ: მე არ მაქვს ნორმალურად ნასწავლი თუ ახალი შუშანიკი დაიწერა???
განსაკუთრებით აბიტურიენტებს გთხოვთ მომწეროთ, მარტლა მასე გასწავლიან ახლა?
მე მართალია 2 წლის წინ დავამთავრე სკოლა მაგრამ ასე ვისწავლე შუშანიკის ეგ მონაკვეთი:" მამისაგან სახელი ვარდან, ხოლო სიყუარულით სახელი ისი შუშანიკ ვითარცა იგი ვთქუთ სიყრმითგან თვისთ!"
შუშანიკის წამების საკონტროლოს ვწერდით და ჩემმა კლასელმა ასეთი რამ დაწერა:" რა შევიდა და იხილა სიმსივნეი მისი..."ორიგინალში დაახლოვებით ასეა მან კი დაწერა: " ვარსქენმა შუსანიკს კიბო აღმოუჩინაო"
ცნობილია რომ თემურ ლენგმა ბრძოლაში ხელი დაიზიანა და იდაყვის სახსარში მოძრაობა შეეძღუდა.
- მოსჭავლე წერს : "თემურ ლონგი ხელითაც კოჭლი იყო"
ცნობილია რომ მეფე გიორგი ადრეულ ბავშვობაში გაამეფეს (სამეფო სკიპტრა უბოძეს)
მოსწავლე-მეფე გიორგის ბავშვობიდანვე სკრიპკა შეაჩეჩეს ხელში
ერთმა მეგობარმა მითხრა ჩემმა კლესელმა საკონტროლო წერაზე ესე დაწერაო: ლადო ასათან დასაფლავებულია დიდუბის პადიომში....
tinka
tinka
არსებობდა, ასეთი რადიოგასართობი გადაცემა "კამარა". უძღვებოდა ლალი დათუკიშვილი.
ერთ-ერთ გადაცემაში, მისცეს ხალხს სიტყვები, რომ შეექმნათ ამ სიტყვებზე მოთხრობა ან ლექსი.
ეს სიტყვები იყო : კოცონი, ზღარბი, კოქტეილი, ნაცარი, კაზინო, აბაზანა, კარტოფილი, კარტი, ცოცხი, რადიო და სეტყვა.
რაღაც საბუთების ძებნისას, შემთხვევით წავაწყდი ჩემს მიერ დაწერილ ამ ლექსს
კოცონის მონოლოგი (ნაამბობი) ანუ სამი კარტოფილი ნარკომანისთვის
ეზოში ბიჭებმა დამანთეს ღამით,
და მოეტანათ სუყველას სკამი,
იქვე გაშალეს კაზინოს დაფა,
კარტის თამაში დაიწყეს სწრაფად.
ამ დროს მოვიდა ნარკუშა "ზღარბი"
თან მოიტანა რადიო "შარფი"
"კოცონი გინთიათ"-წარმოთქვა სიტყვა
და გააჩაღა გაზეთის კითხვა.
უცებ გიჟივით მორბოდა გუა,
თურმე დალია მან მანაგუა,
ხელში ეჭირა სანაყი ფილი,
შიგ ჩაეყარა მას კარტოფილი.
კარტოფილები ჯადოსნურია,
როგორც კონკიას სამი კაკალი,
ეს გუამ ბიჭებს არ დაუმალა
დააწყებინა ჟრჟოლა, კანკალი;
პირველი ნატვრა გუასი იყო-
აბაზანაში ჩაწოლილიყო
და თან შეესვა მას კოქტეილი,
ამერიკიდან გამოწერილი;
კოცონი ჩაქრა დარჩა ნაცარი,
და მეეზოვეც წვერის ცანცარით,
ცოცხის ტარს ურტყამს გალეშილ გუას,
თან ამბობს- "ნეტავ ზოზღალი თუა?
ვაიმე, ამის საძღალი დედა
ამას დაეცეს მეხი და სეტყვა,
ადექი ბიჟო, გააღე თვალი,
თორე გაგისკდო ეგ ღოღრა თავი".
17 იანვარი 1997 წელი
რა დრო იყო
Amuza
ჩემს მეგობარს ვკიტხე,რომელიც აბიტურიენტია და იმან მითხრა:შუშანიკის ნამდვილი სახელი ვარდანი იყოო.....მამამისიც ვარდან მმიკონიანი იყო.
კი გამიკვირდა,მე მასე არ მახსოვდა,მაგრამ მასე ყოფილა......
შუშანიკი ნიშნავს _შროშანს
ისე ვარდანი ერქვა, წერია კიდეც შიგნით
მამამისსაც ვარდანი ერქვა
მეც ეგრე ვიცი...რომ შუშანიკს ერქვა ვარდანიი...
Your Download-Link:MRR #T-171-PWPS0001.PDF
კანონისტი
რა გაცინებს, ტირილი მომინდა
სოსო ფილოლოგი ?
"...სადაც იქნებიან ქვეწარმავლები და გამხდიან ისინი მამათმავალს..."
The Smile Emoticons are part of private property of Tatarashvili and under his direct jurisdiction
© All Rights Reserved
Amuza
მიშველეეეეეეთ ცუდად ვააააააააააააარ
თან თავისი ლოგიკური "მჯელობით" დაწერა "ძელწერილი" აცადეთ
3 ასეთი ხელწერილი კიდევ მაქვს, უბრალოდ გვარებს გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე არ ვახმაურებ.
სულ მალე იმ ხელწერილებსაც იხილავთ.
ekato
მესამე გვერდამდე ძლივს ჩავედი.
მეტი აღარ შემიძლია
აღარ გეცოდებით?
ერთ დღეში ამდენი სიცილი არ შეიძლება
ერთი ძელწერილიც მოვიდა.
ცოტა ცუდი ხარისხია, იმიტომ, რომსანამ დავასკანერებდი ხელიდან ხელში გადადიოდა.
იმედია გაარკვევთ.
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
Amuza
სად პოულობ ამ ,,ძელწერილებს'' ადამიანო, გავიგუდე სიცილით/
უფფ შენ გაიხარე, ნამეტანი ვიხალისე.
ლექსიც მაგარი იყო ძაან.
თემა იხურება! მიზეზები:
ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი, თავიდან გამოცდების შედეგები დავდეთ, რომლებიც უფრო იქ არსებული სავალალო სიტუაციის გამოვლენას გულისხმობდა, ვიდერ სიცილს და გართობას. ნელ-ნელა კი ეს ყველაფერი მხოლოდ სიცილსა და დაცინვაში გადადის. რა ვქნათ, თუ ვიღაცამ წერა და აზროვნება ისე ჯეროვნად არ იცის, როგორც ჩვენ, ვიცინოთ მის ნაწერზე? ეს ამ ფორუმის სპეციფიკსთვის და არა მარტო ფორუმის, ზოგადად ადამიანურად გაუმართლებლად მიმაჩნია. მით უფრო, არც შესაცოდია ასეთი ნაწერის ავტორი, შესაცოდები ისინი ვართ, ვინც ამით ვერთობით. ასე რო, თქვენთან ბოდიში და დაიხურა სიცილის ოთახი!
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience