არა ვარ ფილოლოგი, არცა მაქვს პრეტენზია, მაგრამ ჩემს მოკრძალებულ ფიქრს და გრძნობას გაგიზიარებთ, მიყვარს რა ლიტერატურა ძალიან, მხიბლავს პროზა-პოეზიაში გადმოცემული ცოცხლად და ძლიერად, ნაზად და გულში ჩამწვდომად, ბრძნულად და დამაფიქრებლად თქმული აზრი თუ გრძნობა, მიტაცებს და თან მივყვები ულამაზესად აწყობილ რითმების ტალღოვანებას და სიტყვათა ნარნარის ჰარმონიულობას, მაგრამ საოცრად ვეტრფვი მხატვრული შედარებების სიღრმეს!
იქნებ აქ ლამაზი პარალელებზე, ლამაზ და კარგად დაჭერილ შედარებებზე ვისაუბროთ, ნელნელა შევამატებ როგორც მოვახერხებ და თქვენც ასევე, რადგან ეს ლიტერატურის ერთერთი ყველაზე ბასრი იარაღია, რომელიც ხშირად მიზანს წვდება.
იხარეთ;
კაიროსი!
თავად დავიწყებ:
პაოლო იაშვილი
პოეზია
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დახრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დავხვდები,
ლექსო, გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
რამდენი შედარებაა ამ მცირე ნაწყვეტში?
სიტყვა როგორც მადანი, რომელიც შეიძლება დამთავრდეს, ან პირიქით შეიძლება მოულოდნელად აღმოვაჩინოთ...
მერე შინაგანი და გარეგანი მზის ურთიერთობა, და ის მზე მე უფრო მზეთამზისაკენ მიბიძგებს...
და მერე კიდევ ლექსის შობის მტკივნეული განცდა...
ძალიან მომწონს ასეთი ენა ...
აი კიდევ და ამას კომენტარებიც არ უნდა
ლადო ასათიანი
ჩემი სამშობლო
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
- ჩემი სამშობლო ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
და კვლავ ლადო:
მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
ვეტრფი მოხნული მიწის ოხშივარს,
ამიჩქარდება სისხლი ველური
და ვაჟკაური ლექსი მომშივა.
მე ქალის თმების სურნელის მსგავსად
მათრობს სიმინდის ულვაშის სუნი...
ლექსის სათქმელად რომ ვემზადები,
ვარ ოჯალეშით გულდასისხლული.
მე მხოლოდ მისი სახელი მიყვარს,
ვისაც სიცოცხლე ამგვარად მიჰყავს,
და მხოლოდ მისი ცეცხლი მედება,
ვისაც ასე სწამს შემოქმედება.
............
დღეისთვის კი უცილობლად მეფით დავამთვარებ:
გალაკტიონი...
ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნობით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
.....
კარგია რა
იხარეთ;
კაიროსი!
KAIROS
ძალიან კარგი თემაა
და რათქმაუნდა გალაქტიონი მეფეა თუნდაც მისი "თოვლი" განვიხილოთ
"მე ძლიერ მიყვარს იისფერ თოვლის
ქალწულებივით ხიდიდან ფენა... "
დოჩანაშვილს აქვს კიდევ ბრწყინვალედ თავის შედევრებში უძლიერესი შედარებები გაკეთებული, რაც თავისთავად უფრო ამძაფრებს და აძლიერებს კითხვის დროს მიღებულ ამა თუ იმ ემოციას...
"გვალვადამტყდარ მიწასავით დამსკდომოდა საყლაპავი და ხახა."
"მზერანათელი, კანონებივით მკაცრი თითებით კლავესინზე დაბჯენილი, მწყობრ, ფაქიზ ხმათა მეშვეობით მთლად გამჭვირვალე, თითქოს ბერიკაცი."
"ქავილამდე აჟრჟოლებული, დამთბარი სული იმა ჯადოქრის შიგანს ჩასწვდა და შეაშმუშნა."
"გვალვადამტყდარ მიწასავით", "კანონებივით მკაცრი თითებით..." "ქავილამდე აჟრჟოლებული"...
უუუკომენტაროდ... ისედაც უამრავი რამაა ნათქვამი...
უუძლიერესია!!!
KAIROS
....და როგორც დანით გაჭრილი თითი, ტუჩებზე მტკივა შენი სახელი...
რა მარტივია და თან რა ლამაზი.....
არ ვიცი ვისია. ერთხელ გავიგე და დღემდე ძალიან მიყვარს და ეხლაც გამახსენდა.....
ქეთუ
ქეთ, უსაში სად აძრობ ამისთანა მაგარ რაღაცეებს???
თუ ზეპირად გახსოვს ყველაფერი???
რა კარგი თემაა
გააგრძელეთ გთხოვთ
likka
მარიამი
ნუ დოჩანაშვილსა და ჭილაძეზე შემიძლია ვთქვა რომ თითქმის ზეპირად ვიცი
ისე კი ძალიან მიყვარს ლიტერატურა და... წიგნებიც მაქვს, ახალი თუკი რაიმე გამოვა მიგზავნიან და მასე
კიდევ კომპიუტერში მქონდა წლების ნაგროვალი დიდი ბიბლიოთეკა და რაღაც დაემართა კომპს და დამპირდნენ აღგიდგენთო და ველიიი .
likka
და ლიკ ეს ულამაზესი ლექსი მართლაც არის მხატვრული ენის გენიალურობა, მთლიანად არა ნაგლეჯები არა...
აგვისტოს შვიდი
სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
დაღლილი ქუჩა. ძველი ნაღველი...
და როგორც დანით გაჭრილი თითი
ტუჩებთან მტკივა შენი სახელი.
ისევ სავსეა ხსოვნის ჭიქები,
გულს რაღაც თბილი შერჩა ქალიდან.
ღამეს შემოაქვს ძველი ფიქრები –
კალენდარივით ვფურცლავ თავიდან.
საღამო თვლემდა, როგორც სველი ტყე.
შენ უკრავდი და რა გვამღერებდა?!
გადაუღებლივ წვიმდა მთელი დღე
და წვიმა თავის თავს ასველებდა.
სველი ფოთლები. აგვისტოს შვიდი.
ქუჩაც ძველი და ძველი ნაღველი...
და როგორც დანით გაჭრილი თითი,
ბაგეზე შემრჩა შენი სახელი.
ბესიკ ხარანაულისაა მისი შემოქმედებაც ძალიან მიყვარს ეს ლექსი განსაკუთრებით ...
ვახ რა კარგად ააწყვეთ, ყოჩაღ გოგოებო
მოდი მე ისევ ჭილაძით გავაგრძელებ
"მე უცებ ვიგრძენ, როგორ გამიშვეს,
თითქოს აქამდე მიჭერდნენ ძალით
და როგორც ხელი ნაცნობ კლავიშებს
შენს ნაფეხურებს მიყვება თვალი.
გესმის? უშენოდ ჩემი ხელები
გვანან უნავოდ დარჩენილ ნიჩბებს
და ყოველ წუთში ზღვა მეჩვენება,
მაგრამ ვეჩვევი და აღარ ვიმჩნევ."
და კიდევ:
" მე მოვითხოვე ღვინო და სვამდი,
ჯერ ცარიელი იყო დარბაზი
და საცოდავად მოწყენილ ზამთარს
სუსტი ხელები ეწყო რაფაზე....
მე არ ვჩქარობდი ამბის გაგებას,
თუმცა საკმაოდ ბევრი დავლიე.
და დათოვლილი ლიანდაგები
ჰგავანან საწოლებს, ცივს და ცარიელს..."
რა უბრალოა, რა ქრისტიანული
გოეეთე, ფაუსტი, რაფაელ მთავარანგელოზი:
"დიდი ხნის წინათ დადგენილ წესით
მზე თანამოძმე სფეროთა წყებას
ქუხილისებრი გუგუნით ამცნობს
წინასწადათქმულ გზის დამთავრებას
ჩვენის ამის ხილვა ძალასა გვმატებს
თუმც კი მის სიღრმეს ვინ უნდა სწვდესა!
შენი მსახურნი უფალო ნათელს
ისე შევხარით ვით პირველ დღესა."
- მე მეშინია , მართლა არ გავგიჟდე.
- მგონი უკვე ...
- არა, ჯერ არა. იცი ხშირად რას ვნატრობ?
- რას?
- მე რომ ისეთი დიდი ვიყვე ... მართლა რომ ისე დიდი ვიყვე ... ღმერთმა რომ თავისი ძალა მომცეს , რას ვიზამ იცი?
- რას?
- ავიყვანდი და ხელისგულზე დავისვამდი მიწას.
- რატომ?
- ამდენს რომ ბრუნავს, ერთი წამით დავასვენებდი .
(გოდერძი ჩოხელი )
შენ რომ არ იყო ჩემს გვერდით ახლა
თავმორღვეული და უთარიღო
კედლები გვიცქერს შამბნარქვეშიდან,
ახლა ჩემს გვერდით შენ რომ არ იყო
ალბათ სიკვდილზე ფიქრი შემშლიდა!
დგახარ ნანგრევზე შუქით მოსილი
და მართლა ჰგავხარ სიტურფის ქალღმერთს,
ქვებში ყვავილი ხარ ამოსული
და შენს გარშემო სიცოცხლე ფეთქავს!
ირგვლივ ხავსი და მხოლოდ სუროა,
შენ კი მზით სუნთქავ ბნელ აკლდამაზე -
და მჯერა მართლა უსასრულოა
ქვეყნად სიცოცხლე და სილამაზე!
ამღერებული მოგყვები მაღლა
და ვსვამ სიცოცხლეს შენი პეშვიდან,
შენ რომ არ იყო შენც გვერდით ახლდა
ალბათ სიკვიდილზე ფიქრი შემშლიდა!
გრიგოლ აბაშიძე
ვგიჟდები ამ ლექსზე.....
* * *
ჰაერივით მაკლდა ბედი
უბედობის ასთმა მქონდა,
დარდი მქონდა თმაზე ბევრი,
თუმცა ბევრი არც თმა მკონდა.
ვინც ასულა ფორთხვით ცაში,
მეც რომ დაფნით შეგემოსე,
ვწევარ ახლა ოთხ ფიცარში
გაშხვართული ჩემს გემოზე.
ციხეს ვგავდი, თუ ნაციხარს
მხედავ ღვთისგან გადაჯეგილს.
ნუ მაწუხებ, თუ კაცი ხარ
და სხვის ქვაზე გადაჯექი!
ვასილ ბესელია (მამაჩემის დეიდაშვილია სხვათაშორის....)
დიდი ემიგრანტის დიდი პოეზია!
გრიგოლ რობაქიძე
..........
ფრანგ პოეტს
შენი გენია მეტეორის ალმა გაჰმურა.
სიგიჟის ხორბლით ავსებ მარად ქვეყნის ხვიმერებს.
ღამის სოროებს დასტრიალებ როგორც ღამურა.
ავხორცი ტვინით ბუდეს უნგრევ ყვითელ ქიმერებს.
........
ს.ჯ.-ს
(სიმონ ჯაფარიძეს)
ეშხით გახსნილან გიშრის თასში შენი თვალები,
შენი თვალები შაირია სილამაზისა:
როს გაიღიმებ – ირხევიან მთის მწვერვალები.
როს დაფიქრდები – იჩრდილება მდელო ვაზისა.
.......................
წმინდა ნინო
ქალწულო ნინო, ეშვები ჩრდილებით:
დალურსულ ფოთლებში მზის თვალი დაღვარული,
ჩვენ, დანებულნი და გულახდილები
შენ წინ ვეფინებით უშრეტი სიყვარულით.
...
ნათელო ნინო! ვით მიწის ხნულები
შენ წინ გადასხნილან აწ ჩვენი გულები
მო, გადაგვიარე, ბედს გადავურჩებით
და ტერფებს დაგიკოცნით მაგარი ტუჩებით.
...................................
ილექსეთ;
კაიროსი!
მოდერატორის განცხადება
ძვირფასო ფორუმელებო, მეტად მეამა ამ თემის გახსნა ჩვენს განყოფილებაში და უპირველესად მადლობას მოგახსენებთ, შემდეგ კი წარმატებებს გისურვებთ. ვეცდები, მეც აგიბათ მხარი. თუმცა აქვე ერთს დავძენ და შეგახსენებთ, უფრო კი ამჯერად რჩევის სახით გეტყვით. ეს ყველაფერი ძალიან კარგი, მშვენიერი და ამაღელვებელია, მაგრამ, როგორც უკვე იცით, ამ განყოფილებაში არსებობს თემა ''პოეზია'', სადაც ვდებთ ჩვენს საყვარელ ლექსებს. ეს თემაც რომ მისი ანალოგი არ გახდეს, მოდით, თქვენ მიერ დადებულ ნაწყვეტებს, ლექსებსა თუ ჩანაწერებს მცირეოდენი ანალიზიც მოაყოლეთ. არ არის აუცილებელი კრიტიკული ტრაქტატები, _ თქვენი განცდები, რატომ მოგწონთ ესა თუ ის ადგილი, რას ხედავთ ამა და ამ ფრაზაში - ესეც საკმარისი იქნება. თორემ ისე გამოდის, აქ ტყუპისცალი თემებს გახსნას ვიწყებთ.
ამასთან, რჩევის სახით დავძენდი, რადგან მაინც მხატვრული ენის გენიალობას ვეხებით, ერთი-ორი ლიტერატურისმცოდნეობის ტერმინი: შედარება, მეტაფორა, გაპიროვნება, ეპითეტი, ჰიპერბოლა და ა.შ. მაინც გამოიყენეთ.
გმადლობთ ყურადღებისთვის. იმედია, გაითვალისწინებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში, რაც არ უნდა მშვენიერი ნაწყვეტი თუ ლექსი დადოთ, სათანადო ანალიზი-განწყობის გარეშე, ის აუცილებლად წაიშლება!
გისურვებთ წარმატებებს!
თამარი_ცქნაფო
სჯობს მართლაც მხოლოდ შედარებები მოვიყვანოთ...
მე გავაგრძელებ
ძალიან მიყვარს მირზა, და ყოველთვის მეცოდებოდა, რომ ასე ახალგაზრდა წავიდა...
მირზა გელოვანი
ცხრაკარა
...
ასე დაინგრნენ ცხრაკარას ბჭენი.
მაგრამ ნანგრევთან როცა გავივლი,
დამხვდება თაღთან ბავშვობა ჩემი, -
როგორც ლამაზი, თეთრი ყვავილი.
დამხვდება ქარიც და, როგორც ღრუბელს!
გამაქანებს და წარსულში მიხვევს.
კედლები დგება და ჩემს ვრცელ უბეს
შეეფარება მდუმარე ციხე.
1938 წელი,
თიანეთი
ეს ლექსი კი მთლიანად მეტაფორაა, ისეთი კარგია და ისეთი ნაზი...
....................
ფოთოლი
მსუბუქი ტანი გაქვს,
სურვილს აყოლილი,
ნეტა შენ...
არ ვგავართ ერთმანეთს
მე და შენ.
ქარს გინდა რომ აჰყვე
და სივრცეს სულ ევლო?
დედიკოს რომ მოსწყდე,
დასჭკნები, სულელო.
1933 წელი,
თიანეთი
.......
მალე აღარც იყო...
მართლა ზეცაზე მოუწია სუფრის გაშლა...
მაინც რა ლამაზია არა
" როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს."...
... და ქორწილს ზეცის სუფრაზე გავშლი,
ოღონდ მოსვლამდის, ოღონდ ბოლომდის,
როგორც გაზაფხულს ელიან მთაში, -
შენი ლამაზი თრთოლვა მელოდეს.
1942 წელი,
ფრონტი
ანა კალანდაძის ამ პატარა ლექსში გაპიროვნებისა და შედარების ძალიან ლამაზი მაგალითებია:
მზემ აიწია ფეხის წვერებზე,
მზემ მზის ქალაქში ჩამოიხედა,
იდგა თბილისი, როგორც ერეკლე,
ხმალშემართული ნარის ციხესთან...
ღრუბლები როკვით დაიძრნენ ქარში
და მიაშურეს ლილისფერ მთათა...
ასეთი დარი თუ იყო მაშინ
ოდეს თბილისი აიკლეს სპარსთა?!
KAIROS
ორივე ნაწყვეტი ძალიან ლამაზია
მშვენიერი შედარება ნიკოლოზ ბარათაშვილის "საყურე"-დან:
ვითა პეპელა
არხევს ნელნელა
სპეტაკს შროშანას, ლამაზად ახრილს,
ასე საყურე,
უცხო საყურე,
ეთამაშება თავისსა აჩრდილს...
"დაღლილ წამწამთ ქვეშ გამოხედვას უდაბნოსებურს,
რაც დასრიალებს უმიზნობით ხანდახან ქალში,
შეუბოჭია მოძრაობა მთელი ქვეყნისა,
მთელი ქვეყანა გახვეულა ქალის დალალში..."
თემას ვაგრძელებ და ველი აქტიურობას, მხოლოდ შედარებები, და მხოლოდ ნაწყვეტები...
თბილია მედეა კახიძის ეს სტროფები:
მედეა კახიძე
ბები
წახვედი და მიმატოვე ჩუმი ბავშვი,
როგორც მერცხლის უპატრონო ბუდე,
ვიცი, საგზლად გაიმძღვარე ჩემი დარდი,
გულში უტყვი ბოღმა დაიგუბე.
....
ქეთევანი
მე ვითმენ წამებას დიდხანს
და ყელში მობჯენილ კივილს,
რამეთუ ნაშენი ვიყავ
ქართული მიწით და კირით.
ქოქოლას მაყრიან მძევალს,
ვიწვი და მაინც არ ვგმინავ,
ასევე სჭდავდნენ ძველად
ცეცხლში ხალიბები რკინას.
მე ჩემს სიზვიადეს ვენდე,
ტანთ აბჯრად სიმშვიდე მეცვა…
ეგრე,
დედოფალო,
ეგრე,
ცოტაც და,
იწყება ზეცა...
.........
ჩემი მიწის სადღეგრძელო
ვკეცე, ვკეცე, ვერ დავკეცე
საქართველოს
საოცნებო გზები,
გრძელი, როგორც
ჩვენი მრავალჟამიერი,
ხვავრიელი,
როგორც პურის ძნები.
KAIROS
მიხარია ისევ რომ განახლდა ეს თემა, იმედია აწი მაინც შევუნარჩუნებთ სახეს. არ გადავასხვაფეროთ...
შედარება ყველაზე ფართოდ გავრცელებული ტროპის სახეებს შორის : ) . სწორად და ლამაზად შერჩეული შედარებები რამხელა ემოციურობას მატებს ნაწარმოებს. : )
ზემოთ გალაქტიონზე ჭილაძეზე დოჩანაშვილზე ვისაუბრეთ, გოგლაზე რა აზრის ხართ? ბრწყინვალე შედარებებს ქმნიდა. ვფიქრობ ლეონიძის შემოქმედებაში საკმაოდ დიდი ადგილი უკავია ტროპის ამ სახეს მეტაფორასა და განპიროვნებასთან ერთად. მიყვარს გოგლა განსაკუთრებული და გამორჩეული სტილი აქვს : )
"რამდენი წვიმა ჩამოიცალა,
რამდენი წვეთი, რამდენი ცვარი...
მაგრამ გული არ გამოიცვალა
და სიყვარული არი,
არც არი...
ხან შეივსება, ვით ჯამში ღვინო,
ხან იფანტება, როგორც ნაცარი,
ხან აყვავდება, როგორც ღიღილო,
ხან ჩამოდნება, როგორც ანჩხარი,
ხან ჩუმად არი.., თითქოს არც არი...
მაგრამ გვსურს იგი კვალად ვიხილოთ,
თუმც გვახსოვს მისი ნაავკაცარი.
ხან კი ჩაგვივლის ველურ კივილით,
როგორც დამლეწი სალმანასარი!
მაშ, ვთქვათ სახსრების ყველა ტკივილით,
ამწვარ ლოყაზე ცრემლის ნაცვარით;
"ერთხელ ვიხილოთ"
დავიღიღინოთ,
ჰეი, არი და...
ვგონებ, არც არის."
ან თუნდაც ეს...
მე გული წმინდა ვერცხლივით
ხალხის წინაშე ვატარე,
უმისოდ შუქი, ვერც სხივი,
სიტყვას ვერ გამოვატანე!
ჩემი უსაყვარლესი ლექსი,ყივჩაღის პაემანიც
ქსანზედ, არაგვზედ ისევ ჰყვავიან
ხოდაბუნები თავთუხებისა,
შენი ტუჩებიც ისე ტკბილია,
როგორც ბადაგი დადუღებისას.
.............................................
მოდი, მომხვიე ხელი ჭრილობას,
ვეღარა გხედავ, სისხლით ვიცლები...
როგორც საძროხე ქვაბს ოშხივარი,
ქართლის ხეობებს ასდით ნისლები...
კიდევ უამრავიაა, უჰ, უძლიერესია გოგლას შემოქმედებაც, მისი ექსპრესიული გამონათქვამები მხიბლავს...
მადლობა ქეთუ
ახლა ესენი საერთოდ დაუვიწყარი და უკვდავი შედარებებია:
ქეთუ
გიორგი ლეონიძის შედარებები მართლა ძალიან ორიგინალური და მძაფრია. მეც ძალიან მომწონს
იორის ღამე
მთვარე შრიალებს ფიჭვივით
დაუსრულებელ ოხვრაში,
ამოდის კოხტა ბიჭივით
ცისკარი ახალ ჩოხაში.
კახეთი
..ციაგის ციალს აჰყვება
შუქი შორეულ შუქურთა
და გამოჩნდება სამშობლო,
როგორც მოჭრილი ჩუქურთმა…
…დურაჯის ცეცხლებრ ბრიალი,
წანანდლის გედის გალობა...
..დაღისტნის მთები, გაშლილი,
ვით უკვდავების გუჯარი.
ესეც ჩემი უსაყვარლესი ლექსიდან, "ღამე ივერიისა ":
ისევ აყვავდა გული ვარდივით,
და ისევ მინდა შენზე დავწერო...
ტოროლასავით შეფრინდი გულში
...ტოროლასავით დაჰქროლავ გულში,
რომ სულს წამითაც არ მიეძინოს.
"როგორც ფანდური უზარმაზარი
გოლიათისგან აჟღერებული
მღერის შავი ზღვა მკერდის ზანზარით
აჩქეფებული, აღვირებული.“
უცნობ ქალს კაბარეში
ცამეტ ქვასავით აინთება მწვანე კაბარე,
დაჭრილ სკვითივით როიალი მოგესალმება...
ხვლიკისფერია განთიადისას სვეტიცხოველი
”დიდოსტატის მარჯვენა”
გაზაფხულის საღამოა მშვიდი,
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი
”ტერენტი გრანელი”
საამო არის საცქერლად
დიაცის უბესავითა
” ვაჟა”
მეტაფორების კორიანტელი შეიძლება დააყენოს ქართველმა კაცმა...
არაჩვეულებრივი ლექსები აქვს ლეონიძეს, საოცარი შედარებებით, მიყვარს ძალიან.
თემურის ხანძართ ნატისუსალი...
გიორგი ლეონიძე.
მთვარე კაშკაშებს მტრედისფერ ბურში,
თამარის სახის დასადარელი.
მთები... სიჩუმე, როგორც ბნელ ჭურში...
ფოთლის არხევას არსად არ ელი...
უცბად მეყნოსა სუნი დამწვრისა, _
თემურის ხანძართ ნატისუსალი, _
თითქოს მან ქართლი ამ წამს გასრისა
და ერთი ფეხით ვერ მივუსწარი!..
KAIROS
"თუ გადარჩი, ხომ გადარჩი, კარგი..
ატმის რტოო, დაღალულო რტოო...."
გალაკტიონი
როცა ცუდად ვარ, სულ ეს მახსენდება ხოლმე.
პ.ს. "დაღლილი" როგორ არ მოუხდებოდა არა? "დაღალული", რაღაცნაირია, თბილი, დაყვავებით თქმული...თანაგრნობით სავსე
დღევანდელი ჩანაწერი ლამაზი შედარებებისა მინდა მივუძღვნა ახლადშესვენებულ, საყვარელ პოეტს ანა კალანდაძეს
ანა კალანდაძე
არაბი ხარ?
...
როგორც ია
თავდახრილი ბუჩქის ძირას,
მორცხვი ხარ და
როგორ გშვენის კდემა დიდი...
....
ანა კალანდაძე
ბოშა ქალი
და რა ქალი?! ხელის გულით სატარები...
რა თვალები?! ელვის ცეცხლის დამჭერი...
........
ზოგი მისი მთელი ლექსები მთლიანად ულამაზესი მეტაფორა ან შედარება
ბროწეულები
მზაკვარი სხივი როგორ ქირქილებს
ბროწეულებზე:
იმას ჰგონია, აქ განზრახ შეხვდნენ
ჩვენი გულები...
ჩქარა წავიდეთ, თორემ სიჩუმით
დაქანცულები
პირს რომ გახსნიან, ალბათ გაგვცემენ
ბროწეულები!
1959
...............
ფოთლები... ფოთლები...
ატირდნენ მთები და
ლამის მეც ავტირდე,
ნაძვები დაღონდნენ
და მეც, მეც ვღონდები...
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...
ხეთ ხელი აღაპყრეს
და ღმერთი ადიდეს,
მაგრამ უჩვეულო
კვნესით და გოდებით
მოწყდნენ და გაფრინდნენ,
გაფრინდნენ,
გაფრინდნენ
ფოთლები... ფოთლები...
1945
* * *
აჰა, განქარდა
ყოველივე ესე ციური,
ამაოების კვლავ აჩრდილმა
გული განკვეთა...
ახლა, შენ აღებ ცივ დარბაზებს
ჩემი სულისთვის
და...
მწუხარების სახლში მიწვევ,
სასოწარკვეთავ!
1969
* * *
ბაღში ისევ
ტირიფების ლოდინია,
ხანგრძლივი და
უსასრულო ლოდინი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
მთა კვნესის და
ცაიც გულდაკოდილია,
ჩემო კარგო,
მტკვარიც გულდაკოდილი...
ხეივნები
მოდიან და მოტირიან,
ქარი მოდის
და ხეივნებს მოსტირის...
1945
..........
შრიალებს ღოლოს მინდორი,
მაღონებს მისი შრიალი,
ვით მზის მიდრეკა დასავალს,
ვით სინანული გვიანი...
........
შორია თამარ
მზის ღიმილი აღაჩინა ცამან,
ვარდს აღმოხდა ხმაჲ საოცარი:
ფეხშიშველი მიდიოდა თამარ...
დედოფალო, საით მიიჩქარი?
ძოწისფერად ირიჟრაჟა ცამან
და პეპელას აღვიძებდა ქარი...
მდუმარ იყო, ნაღვლიანიც იყო...
მზე შეიჭრა ნაძვის სამეფოში...
...........
ჩემი საყვარელი სიტყვები და ლექსი
...
შენ ისე ღრმა ხარ, ქართულო ცაო,
შენ ისე ღრმა ხარ….,......
გამომდინარე ჩემი ბუნებიდან, მე უფრო ცინიკური ლექსები მომწონს
პ.ს.
ომარ ხაიამი მაგალითად....
პ.პ.ს.
ეს რობაი უკავშირდება ლეგენდას, რომლის თანახმადაც ომარ ხაიამი მიიპატიჟა ნადიმზე შეიხმა, პასუხად ომარმა ეს რობაი გაუგზავნა:
Лучше впасть в нищету, голодать или красть,
Чем в число блюдолизов презренных попасть.
Лучше кости глодать, чем прельститься сластями
За столом у мерзавцев, имеющих власть.
არაჩვეულებრივი პოეტების არაჩვეულებრივი შედარებები:
გალაკტიონი
"...გავქრე ისე როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება..."
"...დედაო ღვთისავ,მზეო მარიამ
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე..."
გიორგი ლეონიძე
"...ვით მეთავთავე ქალები ჰკრეფენ
ყანის ნამკალში პურის თავთავებს,
ისე ვკრეფ ხალხში სიტყვის ნაფერფლებს,
და ალბათ, დიდხანს ვერც მოვათავებ..."
ლადო ასათიანი
"ხომ ლამაზია ეს ჩემი ცოლი,
მაგრამ მე უფრო ლამაზი მინდა,
ატმის ხესავით აფეთქებული
და მოქნეული გავაზივითა”
მუხრან მაჭავარიანის ეს ლექსი შედარებებითაა სავსე. განსაკუთრებულად მომწონს...
საოცრად აღწერს ბუნების სურათს....თვალწინ დაგიდგება.
სახლი
თავწაწყვეტილი ქათამივით ფართხალებს ვერხვი...
ქარი ბრმასავით ეხეთქება
ხან რას
და
ხან რას...
მოულოდნელად
ქვემეხივით გავარდა მეხი
და
ლაშქარივით
გაენართხა მიწაზე ყანა.
შუაეზოში
გაბარჯღული კაკალი ღელავს:
ღობეს
ტოტები
ტალღებივით
ასკდება კაკლის...
თავშესაფარის ძებნაშია გარშემო ყველა, —
ყველაზე უფრო მძაფრად ახლა იგრძნობა სახლი.
კარგია ჭილაძე
ქართული ენა
ლადო ასათიანი
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
სიყვარულის, ლექსის, სადღეგრძელოს ენავ!
მოიმღერა დღემდის უძველესმა ტომმა
შლეგი ჩანჩქერების ნაპრალებზე ხლტომა,
მყინვარების ღვთიურ ბრწყინვალებით დნობა,
ჯაგნარებში ირმის ჯოგის ნავარდობა,
გაფანტული ფარის მთაზე დაჯანღება
და ქართული ფარის ფარზე დაჯახება!
უძველესმა ტომმა დღემდის მოიმღერა,
მწიფე პურის ყანა ქარში როგორ ღელავს,
სარკინეთში გრდემლზე როგორ სცემენ უროს
და ვარსკვლავი ზღვებზე როგორ მოგზაურობს,
ან მთვარიან ღამით ციხე-კოშკის ჩრდილში
რა ტკბილია ფარულ სიყვარულის შიში,
როცა ღამისმთევლებს ლხინი გაუმართავთ
და სიზმრები როცა თვლემენ სასთუმალთან…
საქართველოს მთებში გაგაჩინა ზენამ,
ხმათა ხავერდების და ღმერთების ენავ!
რაც შეეხება დოჩანაშვილს ამგვარ შედარებებს და მხატვრულად გამოსახვას ის უფრო რომელიმე პერსონაჟის განქიქების მიზნით იყენებს"განს მდგომი შუაკაცი"-" მსხვილკუპიურიანი ხელის სილამაზე დააგდო"
ჩვენს ქვიშის საათს ამოუშრა მუცელი ლუწი
და ჟამი _ ხვლიკი გადაიქცა მარადისობად.
მთვარეს მოუკვდა მზის შობისას თენება უწინ
და ალიონი ჰორიზონტზე ფრენას შიშობდა
დათა გულუა
მომწონს ....
ხალხურია
ქალვ გიხდება ქამარი
ვერცხლის ღილები წელზედა
ისე ლამაზად დადიხარ
ვით წყაროს წყალი ქვებზედა
მიყვარს ვაჟას ეს ლექსი,მისთვის დამახასიათებელი ბუნების დიდი სიყვარულით,ბუნების ეს დიდი მესაიდუმლე როგორ ლამაზად უმღერს გაზაფხულს,ბუნებას.
გაზაფხული
ბუნებამ გამოიღვიძა,
ადგა, გაცოცხლდა მკვდარია...
ძლივს საამური დამეცა
ცივი ციური ცვარია.
თოვლი დამდნარა მთაზედა,
ხევებზე მოჰყეფს ღვარია,
აქეთ არაგვი აყვირდა,
იქით ბანს აძლევს მტკვარია
-გაზაფხულისთვის დამახასიათებელ მთავარ თვისების,ანუ სიცოცხლის მინიჭებას ყოველი არსებისათვის,მხატვრულად გადმოგვცემს იოსებ გრიშაშვილი, ლექსით "გაზაფხული".
გაზაფხული
აგერ ნუში, ჩვენს ბაღჩაში
რომ დგას ასე ობლად, კენტად,
გაზაფხულმა გააცოცხლა,
ყვავილებით გადაპენტა.
იამ გული გადუშალა,
მზის სხივებს და ჭრელ პეპელას,
ჩვენ კი მიწა სამუშაოდ
მოგვიწოდებს ყველას, ყველას!
ჰა, მერცხლებიც დაგვიბრუნდნენ,
გაახარეს ხალხის გული!
რა კარგია ყინვის შემდეგ
თვალჟუჟუნა გაზაფხული!
-და კიდევ, ტიციანის ეს ლექსი,რომელიც მრავლისმომცველია თავისი შინაარსით...
ტიციან ტაბიძე
ლექსი მეწყერი
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
მე დავიბადე აპრილის თვეში,
ვაშლების გაშლილ ყვავილებიდან,
მაწვიმს სითეთრე და წვიმის თქეში
მოდის ცრემლებად ჩემს თვალებიდან.
აქედან ვიცი, მე რომ მოვკვდები,
ამ ლექსს რომ ვამბობ, ესეც დარჩება,
ერთ პოეტს მაინც გულზე მოხვდება
და ეს ეყოფა გამოსარჩლებად.
იტყვიან ასე: იყო საწყალი,
ორპირის ფშანზე გაზრდილი ბიჭი.
ლექსები იყო მისი საგზალი,
არ მოუცვლია ერთი ნაბიჯი.
და აწვალებდა მას სიკვდილამდე
ქართული ცა და ქართული მიწა,
ბედნიერებას მას უმალავდნენ,
ბედნიერება მან ლექსებს მისცა.
მე არ ვწერ ლექსებს... ლექსი თვითონ მწერს,
ჩემი სიცოცხლე ამ ლექსს თან ახლავს.
ლექსს მე ვუწოდებ მოვარდნილ მეწყერს,
რომ გაგიტანს და ცოცხლად დაგმარხავს.
1927
-დავით გურამიშვილის "დავითიანიდან" ავტოპორტრეტზე წარწერილი ლექსი:
დავითიანი
ეს კაცი ასე ილოცავს
ღმერთო, მაჩვენე ყანები
ამ სარწყავთ მონაყვანები;
ღმერთო, დამასწარ ზაფხულსა,
ფქვილს ამ წისქვილზედ დაფქულსა.
ყოვლად წმინდაო, დამადევ
წყლულზედ წამალი სამთელი,
შემაძლებინე აღვანთო
მე შენს სახელზე სანთელი.
-ვეტრფი ბესიკის ამ ლექსს,რომელსაც დღესაც ბევრი ალბათ სიამოვნებით გაიხსენებს...
ბესიკი
ტანო ტატანო
ტანო ტატანო, გულწამტანო,
უცხოდ მარებო!
ზილფო, კავებო, მომკლავებო,
ვერსაკარებო,
წარბ-წამწამ-თვალნო, მისათვალნო,
შემაზარებო,
ძოწ-ლალ-ბაგეო, დამდაგეო,
სულთწამარებო,
პირო მთვარეო, მომიგონე
მზისა დარებო!
თვალთა ნარგისი, დამდაგისი,
შეგშვენის მწველად,
ყელსა ბროლისა, უტოლებსა,
გველი გყვა მცველად,
გეხსნეს ხალები, მაკრძალები,
ამარტის ველად,
ნარინჯნი ორნი, ტოლნი, სწორნი,
მიქმოდენ ხელად,
მიწვევენ შენად შესამკობლად,
დამამწარებო!
ალვაო, გესხნეს ორნი ნორჩნი
მოსარხეველნი,
ზარიფსა წელსა დაეკვირნეს
ქვეყანად მვლელნი,
ოდეს გნახვიდი, შევიმატნი
ათასნი წელნი.
აწ დამლევიან ყოვლნი დღენი,
უცხო ვარებო.
ბაგემდუმრიად გიალერსებ,
ბაგეო ვარდო!
თვალთა სურიან ხილვა შენი,
კეკელა მარდო!
გულსა სწყურიან დამაშვრალსა
რას შეგაფარდო?
თუცა შენ დაგთმო, ვინღა ვპოვო,
სად გავიზარდო?
უშენოდ ხილვა არვისი მსურს,
შევიზარებო.
შენმა გონებამ მიმამსგავსა
მილეულს მთავრეს,
სიცოცხლის ნაცვლად მოვინატრი
სიკვდილსა მწარეს.
მოდით, მიჯნურნო, შემიბრალეთ,
მოვლეთ ჩემს არეს,
მკვდარი მიჯნური დამიტირეთ,
დამფალთ სამარეს!
ვაჰ, სიცოცხლეო უკუღმართო,
დანაცარებო!
და ბოლოს, ჩემთვის ერთ-ერთი საყვარელი ლექსი,რომელიც დრო და დრო შემახსენებს ხოლმე თავს.
ალექსანდრე ჭავჭავაძე
ვაჰ, დრონი, დრონი
ვაჰ, დრონი, დრონი, ნაგებნი მტკბარად,
წარილტვნენ, განჰქრნენ სიზმრებრივ ჩქარად;
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
მოვშორდი მოყვასს, ძალს ცხოვრებისას,
არ გიკვირსთ მხედავთ კვლავცა სულმდგარად?
მე იგივე ვარ მარად და მარად!
გლახ ბედისაგან ესრეთ დასჯილი,
იმედოვნებას ვუწოდებ ფარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.
იგიცა მელტვის, მიბრალეთ ამით,
უსასოდ ყოფნას სჯობს ყოფნა მკვდარად...
მე იგივე ვარ მარად და მარად.
მე ერთმან ერთგზის ერთს ვუძღვენ თავი,
მასვე ვმონებდე მტკიცედ და მყარად -
მე იგივე ვარ მარად და მარად.
თუ მასცა ჩემებრ უცავს სიმტკიცე,
ვიბრალებ რაყიფს, შვრების მომცდარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად.
ჰსაჯეთ: პყრობილმან უწყისა ტრფობა?
საცა გინდ ვიყო, მასთან ვარ მარად,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
არ ვსდევ ჟამთა ცვლას,
მე იგივე ვარ მარად და მარად!
ქართული პოეზია ამოუწურავია ულამაზესი შედარებების, მეტაფორების, განპიროვნების და ა.შ მაგალითებით
გიორგი ლეონიძე:
"სთქვი, მეწისქვილევ, ერთი ზღაპარი.
სთქვი ნაღვლიანი ძველი ქართლივით.."
მუხრან მაჭავარიანი:
"...ამაოდ ებრძვის თვალი ჩემი სევდის საბურველს,
წრიალებს აწმყო, როგორც მწერი ობობას ქსელში;
რაც იყო უწინ, კიდეც მსურს და არც მსურს დაბრუნდეს...
ნისლივით აწევს სოფელს სევდა უმსუბუქესი."
მიხეილ ქვლივიძე:
"..ვაპირებ ცხოვრებას და აღარ დამადგა
საშველი, — თადარიგს თავი ვერ გავართვი,
შაქარყინულივით თითებში ჩამადნა
ბავშვობის სიტკბო და სიმწიფის ლაზათი.."
გოდერძი ჩოხელი:
სევდა ზღვა არის,
იდუმალი და უნაპირო,
გულ-გონებაში ჩამომდგარი ჩუმი მთა არი,
მზის ჩასვლის მერე დარჩენილი
თალხი ნაგრილი.
მზე იწურება მთების იქით, მიმწუხრი დგება,
გულში კი სევდა საღამოვდება,
დგას ბნელი ღამე,
იდუმალი და თავდახრილი...
გაივლის ჟამი,
მთის იქიდან ამოვა მთვარე
და ამ სევდიან ღამეებში ისე ჩადგება,
როგორც ნაზამთრალ თალხ ტყეებში
თეთრი აპრილი.
[code][quote]
:) მდიდარი ენა გვაქვს,ღვთის მადლი არის დავანებული...
[size=2]გრიგოლ ორბელიანი
წინანდლის ვარდო, სულითა ტრედო, გულითა წმინდავ,ვით მთისა წყარო! ვითა ცისკარი, ხარ მოცინარი, რომე მხილველის გული ახარო.
იმხიარულე, ვიდრე სიცოცხლე შენი მშვენივრებს, ვით ყვავილთ ჯაჭვი; ვიდრემდის შენ ზე დაგნათის, ვით მზე, სიჭაბუკისა ნათელ ვარსკვლავი!
..............ღიმილით გევხარ მაისის დღესა...:
გივი ძნელაძე
[color=#6600CC]მეხუთე დღეა ამდენ ხალხში დაგეძებ ისე_ ვ%E
ვითა პეპელას ყვავილებში დაეძებს ბავშვი...... და როცა შენს მსგავსს უცაბედად თვალს მოვკრავ ვისმეს,_ ცეცხლივით ცხელი ჟრუანტელი დამივლის ტანში.. (ლექსივით დავწერე და მოთხრობასავით მოვიდა.. )
იისფერი თოვლი და თიკო, მართლა ლამაზებია
ხორნაბუჯელი, კაცო, ეგ ლექსები პოეზიაში დადე, აქ მხოლოდ შედარებები და მხოლოდ ნაწყვეტები , თორემ მოდერატორის რისხვას დავიტეხთ
ალბათ თვითონ ღმერთი ირჩევს – უცნაური რამეა,
ქრისტეშობა თითქმის მუდამ საოცარი ღამეა.
დეკემბერი დააჭენებს, ყინვით ნახატ ეტლებსა,
ამ ღამით ხომ წამებული ქრისტე იშვა ბეთლემსა.
სუცხოოა, გაგრძელება კიდევ უკეთესი
KAIROS
ნახეთ, რა კარგი შედარებებია და განპიროვნების როგორი მაგალითები ბოდლერის ამ ნაწყვეტებში უფრო სწორად ბოდლერის თარგმანში. სამწუხაროდ, ორიგინალის წაკითხვა არ შემიძლია.
მზე
"...და როცა ეს მზე, ვით პოეტი, ქალაქში ჩადის,
ის ასხვაფერებს არსს უბნელეს მწიკვლის და ზადის,
და ვით უხმოდ და უამალოდ მავალი მეფე -
ყოველ დარბაზში შეაბიჯებს, შუქმოიეფე."
დღის დასასრული
”ბინდბუნდ ნათელში, რაც კი აქვს ძალა,
მირბის, მიცეკვავს, მიიკლაკნება
ცხოვრება - ურცხვი, ბრმა და მყვირალა...”
შენი თვალები-მაღლები-
samxretis zgvebis peria,
kbilebi_tetri dzaglebi_
მიღრენენ არაფერია.. **გალაკტიონი***
მაგარი თემაა ძალიან
ახლა დავწერ ერთს, ოღონდ აღარ მახსოვს ვისია:
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი
tinka
ქეთუ
მადლობა ქეთუ, რომ შემახსენე ლამაზია ძალიან
ესეც ლამაზი შედარებაა "დიდოსტატის მარჯვენადან", მომწონს:
ფაქიზი იყო შორენა, როგორც ქერუბიმის ფრთენი და სევდიანი, როგორც ყინწვისის მჭმუნვარე ანგელოსი.
ყელისმიერი ხმა ჰქონდა, ისეთი წკრიალა, როგორც ვერცხლის ეჟვნები, ხევისბერების დროშის ბუნზე შებმულნი.
ჰარილესავით რბილი და ტფილი იყო მისი ბუნება სრულიად.
დღეს დიკოს ლექსებს ვკითხულობდი და ეს თემა გამახსენდა...
ძალიან ძალიან ლამაზი და ემოციური შედარებები აქვს გაკეთებული, განსაკუთრებით ეს ლექსი "წვიმა" მიყვარს...
მოკლედ
დიანა ანფიმიადი...
წვიმა
სამი კვირაა
ჩემს ქალაქში წვიმა დასახლდა
და ფეხშიშველა კითხვის ნიშნებით დავტოპაობ
თქვენი თვალების გუბეებში
ახლა სათქმელიც დამიმოკლდა
შიშველ მუხლივით გამომიჩნდა რაღაცის შიში
სხეულზე მჭიდროდ მოხვეული სიმყუდროვიდან
................................................
გუშინ სიჩუმის პურის ჭრისას
გრძნობა გამეჭრა
და ჭრილობიდან სიმარტოვე ვერ შევიჩერე
თქვენ ხომ არ იცით
რამდენ ასეთ წვიმად დამიჯდა
სიზმრის სიჭრელე.
გული სავსეა უნაზესი სიცარიელით
და თუმცა ზურგზე დამასრისეს ჩემივე ჭერი
სიჩუმეს ვხვდები ახლადშობილ ჩვილის იერით
მე - ლოკოკინა წვიმისფერი.
სამი კვირაა
ჩამისახლდა სახსრებში წვიმა . . .. .
ქეთუ
დიანას იცნობ? ქეთი ნინიძე, ნათია ნაცვლიშვილი და სხვებიც გეცოდინება
მოდერი რომ გააოფებს რა...
ვაუ, საღოლ... არ ვიცნობდი , დადე კიდე ქეთუ ( მაოცებს ეს გოგო )...
აღარ მაძინებდა მზერა ალმაცერი,
ხალიანი ტუჩი...მკლავი ანაცერი..
მზის და ცხელი ქვიშის ვნებით ატკეცილი
ტალღებს მოაპობდა ტანი კალმახური.
თვალებს ჩავკიდებდი წყალში ანკესივით
და შინ ვბრუნდებოდი, როგორც გალახული..
ზღვა ღელავდა, თრთოდა, ტალღებს შლიდა მწვანედ,
გახველ ნაპირზე და ღელვაც გაიტანე.
განა ბევრი მინდა...ჰოი, დავიქანცე,
ბევრი თეთრი ღამე ზღვასთან გადავფურცლე,
მოვიდოდი მხოლოდ და შენს აცრილ მკლავზე
თითებს დავაწყობდი, როგორც სალამურზე....
შოთა ნიშნიანიძე
გადასარევია.... ძალიან ორიგინალურია და ძალიან პოეტური..
ოთარ ჭელიძე
"ცა როცა მემღვრევა შავ ზღვასავით
და როცა მეწყება განსაცდელი,
როდესაც შენს გარდა აღარსაით,
არასგზით აღარ მაქვს გასაქცევი,
ტკივილი ცოტახნით დამიამე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ძარღვებში სისხლივით დამიარე,
თვალებში შუქივით შეიჭერი.....
...სხეულზე ცეცხლივით მომდებია
სიცოცხლის უშენო დასასრული.
და იწვის ბუხარში წუხანდელი
წერილი, კუნძივით მობრიალე,
სტრიქონებს ედება ჟრუანტელი:
მარტო ვარ, მომხედე, მომიარე!
ლურჯ კვამლად იერთებს საკვამური
ლიცლიცა ღამეებს, საღამოებს
და როგორც ვეება სალამური
ოთახში აკვესებს საგალობლებს.
ქარს მიაქვს ნაშთივით მწარე ბოლი
და შენსკენ გადმოაქვს დაქსაქსული,
ვით გულისჯიბიდან ვალიდოლი,
აბებად გულისკენ გადასული......
ტკივილი ცოტახნით დამიყუჩე,
შენს ჭერად მიიღე ჩემი ჭერი,
ხომ ხედავ, კუნძივით გავირუჯე,
ჰაერში კვამლივით შევიჭერი."
და ოთარ ჭილაძე
"ეცემა თოვლი,როგორც ცხოვრება,
თოვლივით ჩუმი და შემპარავი...
ეცემა თოვლი და დროს ბარდება
ლამაზი,მაგრამ უკვე ყოფილი,
როგორც შემკრთალი ჩვენი ლანდები
სადღაც სივრცეში გადაჭდობილი."
მოკლედ ოთარები ჭ-ი/ე-ლაძეები
მაგრებია!
ულამაზესი შედარებებია ასევე ბიბლიაშიც, უმხატვრულესი, ახლა ვკითხულობდი "იობის წიგნს" ნახეთ რა ლამაზია:
"19. ჩემი ფესვი გაიშლებოდა წყალში და ჩემ რტოებზე ღამეს გაათევდა ცვარი. "
ეს ლექსი მთლიანად შედარებაა... სავსეა არაჩვეულებრივი მეტაფორებით, ამიტომ მთლიანად დავდებ
გოგლა ლეონიძე
მხარე ვაზებში გამოხვეული
ყანა - კახური, ათქვირებული,
და ყამირები ყარაიისა,
ვაზი - თორმეტი ფურის ნაწველი,
დასხმული ოქროს ბარძიმივითა,
წინანდლის ღვინო დედისრძიანი,
თაფლი - ხეებზე ჩამოღვენთილი
ბროწეულის ტყე წყაროებითა,
ცა -არწივების კლანჭით გარტყმული,
მთები - ფერადი დროშებივითა,
ნაციხარები ქვასისხლიანი...
მხარე - ნათხარი საძირკველების,
მხარე - სარკინე ფალავნებისა,
მხარე - ვაზებში გამოხვეული,
იქ ფერფლი ჰყრია ჩემი ყრმობისა,
ფერფლი, ლერწამის ნაცარივითა.
ახლა ვკითხულობდი ტერენტის და მომინდა ამ ულამაზესი შედარება-მეტაფორების აქ დადება
ჰოდა, ა, დავდე:
“…ახლა თოვლივით ვილევი მზეზე
და მომდევს ქარი შორი აპრილის...
..ღამდება ასე, დაეცა წვიმა,
და მოდის ფიქრი, როგორც ღრუბელი...”
“…სული ნაზია და სული წმინდა,
როგორც ქაღალდი დაუწერელი.”
“…ვდგავარ საოცრების კარებთან,
როგორც სიზმარი წარსულის…
..გულში - ნისლიანი ღამეა,
სულში - ცისფერი სინათლე...”
არ ვიცი რამდენად იცნობთ თანამედროვე მწერლებიდან: გიორგი ზანგურს,მაგრამ მე ძალიან მომწონს მისი ლექსები და რამდენიმე ნაწყვეტს დავდებ
"ნისლისზღვიდან რიფებივით ამოყრილან სოფლები,
სადაფისფერ ღრუბლებშია მზის ბაჯაღლოს მონეტა.
ანგელოზი ემუქრება ზეცას წვიმის მოკრეფით
გახსენება ამტკივდება გასულ სიმარტოვეთა"
"ტვინის ნაოჭ ლაბირინთებს როცა ფიქრი მოიარს
სურვილები ამიტაცებს შენთანყოფნის გარეშე"
"შენ ხომ ზღვაში დაკარგულ მარგალიტის ფასი ხარ''-ლამაზია არა?!
"ჩემი გულის ფეთქვის ხაზი კავკასიის ქედებია
უშგულიდან ჯიხვის რქები,როცა მთვარეს ენაცვლება"
საოცარი შედარებებია, ულამაზესი...
"ვარ, როგორც ღვინო ალადასტური
და მიხარია ფათური ქვეყნად.”
პაოლო იაშვილი
”..მომწყურდი ახლა, ისე მომწყურდი,
ვით უბინაოს - ყოფნა ბინაში...”
გალაკტიონი
თოვდა..
თეთრ წინდას ქსოვდნენ შორეული ცის ლურჯი ხელები..
გოდერძი ჩოხელის "თოვაში გასვენებული დღესასწაული"
მე შენ მიყვარხარ იმავე გრძნობით,
როგორც ამოსულ მზეს დედამიწა...
რატი ამაღლობელი
ძაბული
კონსტანტინე გამსახურდია
მე სათუთი ვარ,
როგორც ქორფა ყვავილი ვაშლის,
ჩუმი და სათნო,
ვით ქურციკი ორიოდ კვირის,
ჩემს ნაზ ოცნებას
ერიდება ფრთებისა გაშლის,
და ჩემს ნაზ სულში
ცეცხლი ღვივის და ცეცხლი სტირის.
ალეგორია
დათა გულუა
მზე ჩაილეწა კლდეთა ნაოჭში,
ფრთებზე დააკრო ლურჯი სანდალი,
დღეს ხომ ტორფივით ღმუის ჭაობი,
სად არის ფერფლი, გულის სადარი?!
მკლავდანგრეული ზეცის პრომეთე,
ღრუბლებზე ჯაჭვებს ვედიდგულები,
მიქელანჯელოს ბედის მოკეთე,
ჩვენ ორნი ედემს ვართ დარგულები.
ფერთა გოლიათები ცას კაბას აუწევენ,
და სამოთხის კარების გვესმის ჟრიამულები,
ჩვენს ოცნებას ღმერთები ცის აკვანს დაურწევენ
და ქედზე აინგრევა გუნდი ნიამორების.
ხიდი ამოილეწა, სულთა შორის ბონდები,
ქარის სველი თმებიდან შემომხედეს ლანდებმა,
შენი მზერიდან ხტიან ალისფერი ქორდები
და აღმიძრა ოცნება შორით დანაბადებმა
სველია ცრემლით ხე სარეცელი
და უკვე მთვარე მზის ნაქონია,
მახსოვს ბაჯაღლოს ფრთის სავარცხელი
და ჩემში შენი ალეგორია.
ოთარ ჭილაძე
***
გარეთ ისევ წვიმს და ჯერ ადრეა,
გარეთ ისევ წვიმს და სულ იწვიმებს,
მე ვგრძნობ რომ მცივა და მენატრები
მაგრამ ვარ გხედავ,როგორც სიცივეს!
გარეთ კი წვიმითსველი აბრები
აშიშინებენ შერჩენილ სიცხეს,
მე აღარ მინდა,რომ სხვებს დაბრალდეს ჩემი სიჩუმე
და ხმაურს ვიწყებ....
გათავდა..აღარ ჩამოგეხსნები,
არ მახსოვს ვის რა ვუთხარი გუშინ
და ვაფათურებ სიცხიან ლექსებს
შენს თმებზე,მხრებზე,მუხლებზე...სულშ
ი...
ნარბენი კაცის გულივით ფეთქავს
საათიც,ქუჩაც,ფოთოლიც,წვეთიც...
შენ ხარ-აქამდე რაც უნდა მეთქვა,
შენ ხარ ოთახში ჰაერზე მეტი!...........
* * * მეფეებივით ფიქრობენ მთები...
ღამე კოცონთნ სველ ფეხებს ითბობს...
მთვარეს მისდევენ მშიერი მგლები...
მთვარემ არაგვში შეასწროთ თითქოს...
ისე მაკლიხარ, ისე მომწყურდი -
ლამის არაგვის შევსვა პეშვებით.
ერთი ხევიდან ძლივს ამოსული,
უფრო უარეს ხევში ვეშვები.
კაცი არა ჩანს , რომ რამე ვკითხო.
გარინდულ კლდეებს ვესაუბრები.
და აი, ცაში ავედი თითქოს
და ბატკნებივით დაფრთხნენ ღრუბლები.
"ჩუმი ვარ, როცა ჩემს ლურჯ წყალზე თვლემს მთვარის სხივი;
მაშინ ჩემს სულში მარგალიტი ციმციმებს ცივი...
როცა მძვინვარე ქარიშხალი ბორგავს ჩემს მკერდში
და როცა ხშირად ხომალდების გზა-კვალსაც შევშლი...
ესეც იმიტომ, რომ ურიცხვი განძია ჩემში..."
ანა კალანდაძე
[/b]ნახე - თოლიაც როგორ გაფრინდა -
ნისკარტში - ჩემი სურვილის თევზით.
ლელა სამნიაშვილი [b]
* * *
ვიცი მომელიან ახლა ეგ თვალები-
შენი მათრობელა თაფლის ღვინოები...
როგორც პეიზაჟი ლამაზ მოგონებას,
როგორც ცეცხლის ალებს ლერწმის ღეროები.
აღარ დავბრუნდები ნუღარ მელოდები..
თმაზე მომაბარდნის ვარდებს თებერვალი...
დარდსაც თავის მიაქვს, წლები-ფოთოლცვენას,
რჩება ხელისგულზე ჩემი ნატერფალი.
რატომ მემღერება ახლა მეც არ ვიცი,
სული გავაცილე ქარში მინამული...
ყველა გიორგობის თვეში დაბადებულს
თითო ყვავილივით მოაქვს სინანული.
/თამარ ლომიძე/
KAIROS გაიხარეე!
მე ერთი ქვა ვარ შატილის კოშკის,
ლებაისკარის ქვითკირის ზღუდე,
იახსრის კლდე ვარ, ლოდი ვარ როშკის,
თორღვას ციხეში არწივის ბუდე.
მე ხომ არაგვის ერთი წვეთი ვარ,
უღელტეხილის გრილი ვარ წყარო,
გუროს კლდეებთან ნაწვეთრები ვარ,
ის აწუნთა ვარ დეკა რომ ხარობს.
ცივი მთვარე ვარ არხოტის ცაზე,
ძალა რომ შესწევს ლამის ზევსური,
ჩირდილის ყმა ვარ, მლოცველი მასზე,
ამიტომ მქვია ალბათ ხევსური.
გიორგი არაბული
iisperiTOVLI
გარჩევებს თუ არ მოაყოლებ, მაპატიე, მაგრამ პოსტებს ვშლი.
ეს ამ თემის წესია, თორემ ასე პოეზიაშიც შეგვიძლია დავდოთ ტექსტები
პ.ს. ეს ბევრჯერ დავწერე აქ და არ გეცოდებით? ცოტა წინა გვერდებიც წაიკითხეთ გულისყურით
რაფერი მკაცრია ეს მოდერატორი
კი მაგრამ ეს ჩემი პოსტი OFF-ი არ იყო და აი რატომ:
მუხრან მაჭავარიანი
რა მხატვრულად და პოეტურად აღწერს...
,,ჭასთან,- თავისით ამოსული
კოხტაობს იფნი,
იქვე მოხუცნი რაღაცაზე ბჭობენ ტირიფნი”
ეს კი ლამაზი შედარება ანას ერთი პატარა ლექსიდან:
"…ისევ გახსენი გული ჩემი
მზე-მთვარისათვის
და დამიფარე, ვით წალკოტში
ყვავილს იფარავ!"
iisperiTOVLI
KAIROS
ანა კალანდაძე
* * *
შრიალებს ღოლოს მინდორი,
მაღონებს მისი შრიალი,
ვით მზის მიდრეკა დასავალს,
ვით სინანული გვიანი...
ფრინტას გადუფრენს ქეროზა,
წყაროებს თვალებმზიანებს...
სევდანარევი ჩრდილებით
ღოლოს მინდორი შრიალებს...
T I K O
iisperiTOVLI
რა ვქნა, ვიყვირო, ჩემი გაფრთხილება რომ წაიკითხოთ, თუ გავსწერვდე და მომაქციოთ ყურადღება?
ერთი რაღაც უნდა ვთქვა ოღონდ არ გეწყინოთ და გაიბუტოთ
ამ შემთხვევაში ცქნაფო აბსოლიტურად მართალია,მიდის მხოლოდ ლექსების დაკოპირება, რაც წარმოქმნის ერთმანეთის კლონ თემებს და მაშინ თამუნას ისღა დარჩენია გააერთიანოს, ვინც მხოლოდ ლექსებს ვაკოპირებთ გავითვალისწინოთ და უბრალოდ ორი სიტყვით თუ არ გავარჩევთ საკუთარი მოსაზრებები და ფიქრები მაინც დავუწეროთ, რას ნიშნავსთქვენთვის ეს სტრიქონები, რა ემოციებს იწვევს, როგორ შეაფასებდით და ასე შემდეგ......
არ მიწყინოთ, უბრალოდ უნდა მეთქვა, რადგან მომწონს ეს თემა და ცარიელი სტრიქონებით უინტერესო ხდება და აზრს კარგავს...
პ.ს. ცქნაფო სორრი, ოFFია, მარა მიაშალე მერე : *
ხოდა მაშინ ეს თემა რაღას ვიკითხო ლექსები აგერ პოეზიაშიცაა და იქაც კი ამოვიკითხავ შედარებებს ამიტომ რა საჭიროა ეს თემა, გააერთიანოს ცქნაფომ მაშინ და ეგაა
ფორუმის წმენდას რაც შეეხება, ჩემი პრეროგატივა სულაც არაა ამ განყოფილების წმენდა და არ მგონი ახლა ცქნაფოსაც ცოცხით სიარული ხიბლავდეს
უბრალოდ კარგი თემაა და ნუ აკარგვინებთ აზრს და ორიგინალურობას თქო, სულ ესაა : )
აი შარიიი
ამიჯანყდა ქალები
რისთვის მომწონს და ლამაზი შედარებაა, რა ვქნა ახლა ტერმინოლოგია და პოეზიის თეორიები არაა ჩემი საქმე, და არცაა აუცილებელი,
KAIROS
რა ყველა ბუზღუნებთ რა
ხუმრობაც აღარ შეიძლება?
რაც შეეხება თემას ფილოლოგიური გარჩევები არა მაგრამ ორი სამი სიტყვით რომ დაწეროს მომწონს იმიტომ რომ რაღაც თბილია, საოცარია, ლამაზია ამას დიდი წვალება უნდა?
მოკლედ თქვენ იცით მე ჩუმად ვარ
ყველას ყველაფერი გწყინთ და იბუტებით რაა : )
KAIROS
კაიროს, მეგონა წაკითხულის გააზრება შეგეძლო!
ვინ გთხოვს შენ ფილოლგიურ გარჩევას, ადამიანო, გეუბნებიან: რატომ მოგწონს და რა ემოცია გამოიწვია, ის დაწერეო და ესაა სულ. აუჩემებია ''ფილოლოგიური გარჩევა'', საერთოდ ეგ ფსევდოტერმინი რაღაა, ახსენი მაშინ!
პ.ს. თუ დამაძინებ ხოლმე, დიდად დამავალებ!
როგორც რიყის ქვა სიპი და ჭრელი
წყაროს თვალიდან წყალთა დინებამ,
როგორც ლოდინმა ჩემი და შენი
აზრის სიმშვიდე და მოთმინება,
როგორც პირველი წიგნის ხელიდან
ხელში ტარებამ, გადაშლამ მერე,
ათასმა თვალმა, სხივმა ზევიდან,
ხელმა ხელახლა ფურცლების ფერი,
"მიყვარხარ" სიტყვაც ისე გაცვითა ბაგემ,
ღაწვიდან რომ დააწვიმდა ცრემლი.
ახლა თავს მოვიკლავ და მოვხვდები ჯოჯოხეთშიიიიიიიიიიიიიიიიიი
იიიიიიიიიი
რა არის მართლა, ჩემი თავი წარმომიდგენია მოდერატორის ადგილას. ვიცით, რომ გვიყვარს პოეზია და გვაქვს საყვარელი ლექსები, მაგრამ ამისთვიას არსებობს პოეზიის თემა. აქ მარტო ლექსების დაწერა არაა საკმარისი!
Ismail
ჰოდა, იმას ვამბობდი რომა
ჩემთვის დღეს ესაა გენიალურობა და რომ ვამბობ მბურძგლავს! ბრრრ!
''უფლისციხესთან სისხლისფერი ყაყაჩოს წვეთი,
არა დაღვრილის – დასაღვრელის, ალბათ, მაცნეა...
...
არავითარი სხვა სამშობლო ამაზე მეტი,
სხვა გზა
სხვა ხსნა
არ გამაჩნია!''
ჩემი სამშობლო! მრავალი სისხლი დაღვრილა მის მიწაზე! ყაყაჩოებიც მიილია უფლისციხესთან. (იქნებ, თქვენც შეგიმჩნევიათ...) შარშან ზაფხულს ერთი-ორი ძლივს დავლანდე... ალბათ, იმ დაღვრილს მიჰყვა... ჩემი რწმენით და ღვთის მადლით იქნებ, დასაღვრელმაც იკლო...
ჰოდა, ნურც დაიღვრება! სადღა გვაქვს დასაღვრელი სისხლი, ამ ერთი ბეწო ქართველებს . . .
ოთარ ჭელიძე ეს წვეთები ჩემთვის სიყვარულია.. წამლის წვეთებივით ჩემში
კირავს,აკოწიწებს ბზარებს,
წვეთებს გავუწოდე პეშვი,
როგორც წუთისოფლის მგზავრებს.
''საკუთარი შემოქმედება'' უნდა გავხსნა ტოპიკი
კარგია, არ ვხუმრობ, მომეწონა, მაგრამ ცოტა თავმდაბლობა რა უკანასკნელი პოსტი სულ საკუთარია და თემას რა ჰვქია, არ დაგვავიწყდეს.
ისე მომეწონა
მთის გაღმა მიწყდა ღრუბლის ხველება...
მზე გამობრწყინდა
და ბალახს ჰქონდა
ახლადდაბანილ თმის სურნელება გაზაფხულის ემოციას იწვევს ჩემში..
მიხეილ ქვლივიძე
რა დროს ლექსიაო, მოუკვდა პატრონი,
ხმლით გამოვარდნილა ერეკლე ბატონი
შორს ალაზანი, როგორც ნაწნავი,
გდია ჭალებით გარშემორტყმული.... მიხეილ ქვლივიძე
მოგონებები დაცურავენ წყალში თევზივით...
ო, ღმერთო ჩემო, ერთი მაინც დამაჭერინა!
დილიდან აქ ვარ. ანკესით ხელში
ქვაზე ვზივარ და ტალღებს დავცქერი.
ჩამავალი მზე, ვით მეომარი,
მთის ფართო ბეჭებს ამოეფარა,
მიხეილ ქვლივიძე
****ჩემგან ჩამოზრდილს სადღაც შენამდე.
ჩემი რომელიღაც გაზაფხულიდან
შენს მერამდენე ზამთრამდე,
ხიდივით გადებულ არა ცისარტყელას, არამედ მირაჟს.
ახლა ვიპოვე , საინტერესოა არა? ჯესიკა-სან ასე აწერს ავტორი ხელს...
სიყვარულის მირაჟები ... ხანდახან ცისარტყელაც კი მირაჟია თურმე,ეხ ამორე, ამორე
საყვარელიააა ხოო?..
ვით მეზობლის მაბეზღარა ბავშვი,
ფუღუროდან იჭყიტება სოკო...
შოთა ნიშნიანიძე
ლერწმებიდან ნადირივით გამოვარდა მთვარე..
ოთარ ჭელიძე
შორს, თეთრი ეზოს გადაღმა
თეთრი ზამთარი
ლურჯად იღებავს წვერს.
თოვლი ფიქრების დღიურს შლის,
ქარი ქუჩებში მიიკვლევს გზებს,
ცაში, ვით აქვარიუმში,
ოქროს თევზივით
დაცურავს მზე...
მორის ფოცხიშვილი
და ჩემი მწუხარე სული
მსგავსია დათოვლილ სანთლის..
ტერენტი გრანელი
ფრთამოტეხილი ხოხობივით
შენს სარკმელთან
ფართხალებს დილა.
<მორის ფოცხიშვილი>
სოფლის გუბეში გაჩრილა მთვარე
აქ რომელი მხატვრული ხერხია გამოყენებული? გამოცდაზე შემხვდა და ყველა სხვადასხვა რაღაცას ამბობს მე მეტაფორა დავწერე. არადა კაი რაღაცაა
"ცოდნად დაიღვარა"
ერთი კარგი ნაცნობის მეტყველებიდან-შემოხვალ და კი მიხვდები
ხრეშად დამცვივდა სიტყვები..
მ.გელოვანი
ლამაზი სულის მქონე პოეზიის მოყვარულებს მინდა მოგაწოდოთ ლამაზი შედარებების,უფრო სწორად "პოეტური სახეების" უბადლო მაგალითები ქალბატონი მედეა კახიძის ულამაზესი პოეზიიდან და გთხოვოთ თქვენი აზრი გამოთქვათ. მადლობას მოგიხდით წინასწარ.
ამ პირველ ლექსსს ჭაშნიკად მოგართმევთ
უშენოდ სკა ვარ ცარიელი,
უსარგებლო და უნაყოფო,
უშენოდ ბაღი ვარ ცარიელი,
ღმერთმა უშენოდ ნუ მამყოფოს!
უშენოდ სიბერის ყავლი მოდის,
უშენოდ ჩემთვის დღე არ დღეობს,
უშენოდ ვაზი ვარ ყვავილობის
სადა ხარ ჩემო მებაღეო!
-----------------------------------
ალაზნის ველზე
იწვის შარაგზა,
როგორც თონეში
შოთი ჩაკრული,
მოდი სიმღერა ვუთხრათ ალაზანს,
ჭრიჭინობელის გრძელი მაყრულით!
-----------------------------------
...მზე გადაივლის ზეცის გუმბათებს
მერე წავა და მთებში ჩადნება,
რომ ვარსკვლავები
ღამემ სუფრაზე
ჩამოარიგოს ოქროს შანდლებად.
---------------------------------
როგორც არაბები,
მოიჭრნენ ქარები
ყიჟინით დაეცნენ მინდვრებს,
ყვავილთა ლაშქარი
ვით გურჯის ქალები
ტყვეებად წაასხეს
იმ დღეს ....
----------------------------------------
თუნდაც ეს ლექსი:
..სიმღერა ლოცვა-ვედრებად
აკვნებთან შექმნეს დედებმა,
თრთოლვით გაგვიხსნეს საკინძე
და მოწიწიებით დაგვკიდეს
ავგაროზებად გულზე...
---------------------------------
მუხა მოკვდება ზეზედა,
არწივებს ისხამს მხრებზედა
რაგინდ ვიცხოვროთ ხერხზედა,
ყველას სიკვდილი ხერხდება...
--------------------------------
არწივს ყვავ-ყორნებით მონადიმეს,
არ ესვრის ნამდვილი მონადირე!
არც ბულბულს საგალობლად ყელაღერილს
არ გაბრდღვნის ალალი ხელაღებით.
ჭაობში სალამურად გაზრდილ ლერწამს
ქარი არ დალეწავს თვალიერწამ.
არც ლოდებს, გაჩენიდან ძილისგუდებს
გულში შიშს ვერავინ ჩაუბუდებთ.
რადგან სიკვდილისთვის სულერთია,
ეს მზის სამეფო თუ სულეთია,
რადგან სული გვიდგას ნასხვისარი,
არ გვაქვს სიკვდილისგან დახსნის თავი
არ გვინდობს ნაგზაურს თუ მონადიმეს
სიკვდილი ულმობელი მონადირე!
,,მდინარეში მტირალი საღამო იცქირება..''
მ.ლებანიძე
....მე ისე მიჭირს წასვლაზე ფიქრი,
როგორც გაფრენა ფრთადაჭრილ წეროს...
ო, რა ძნელია, ო, რა ძნელია...
...ღმერთს უყურო და ლექსები წერო........
/გ.გოგოლაძე/
პოეზიის მოყვარეულები გაქრა თუ პოეზიაში ლამაზი შედარებები?
ამ თემის გაცდენა შეიძლება?
ეს ლექსი ერთერთმა ჩვენმა ლამაზმა ფორუმელმა დაწერა და შემთხვევით წავაწყდი, ნახეთ რა ლამაზი შედარებაა
ორსული ცხოვრების ბებიაქალი ვარ
და მინდა, ლამაზი შვილი შეეძინოს!...
( მ. ქვილივიძე)
გენიალობაა მა რა არი
გაგიჟება სჯობს, თუ გათავდა სიტყვის მადანი,
და თვალთა დათხრა, თუ მზეს ქებით ვეღარ დახვდები,
ლექსო გულიდან ხორცად რომ ხარ გამონატანი,
თუ უნაპიროდ, სამუდამოდ არ გაჩაღდები.
პაოლო იაშვილი
KAIROS
ფიქრი მეგულება ბინად,
დედად მეგულება ღამე,
ქარი_ნათლისმცემლის სიტყვად,
სულის კელაპტრებად_მთვარე.
მორცხვი შემოდგომა_ლოცვად,
ლექსად_შორეული არე,
წვიმა მეგულება მოძღვრად,
სატრფოდ მეგულება მთვარე.
მამა პეტრე(კვარაცხელია)
"სიტყვები მძივების თვლებივით დავშალე,
ფიქრების ძაფებად - ღამეთა თავშალი.
დღეები გავფანტე ლექსების აცმაში,
სიმშვიდე არ იყო, არც ეხლა, არც მაშინ"
რატი ამაღლობელი
კაია თეო
ნახეთ რა ვიპოვე
ზვიადი - "რობინსონ ჯეფერსი"
ცრემლის მაგიერ...
ცრემლის მაგიერ
ლავა სდის თვალთაგან,
შუბლი – დაღარული გრანიტი ანდების,
სიტყვა – ოკეანის მქუხარე მოქცევა.
ესაუბრება მარტოსულ თოლიებს,
ქარში სინათლის ნიმბად იშლება
ცისა და ზღვის უსაზღვროება,
ფიქრი – სასოება
გარიჟრაჟზე
ფიფქად იფრქვევა,
------
ეს ნაწყვეტია, მაგრამ ლამაზი ნაწყვეტი
სადა ხართ ხალხო, მოეწყინა თემას
''დავეძებდი ვარსკვლავებს
ჭაში,
როგორც ცაში''.
ვ. ჯავახაძე
”..ყოფნას და არყოფნას, სადღაც შორისა ვარ,
საფლავს მინაწერი წლების დეფისივით”
გ. საჯაია
საინტერესო განწყობაა..
ისეთია კაცის გული
ვით მორევი შავი ზღვისა,
რა გინდ კარგი ცოლი ჰყავდეს,
მაინც მოუნდება სხვისა.
* * *
მთვარეო, მთვარის ნალეო,
ქედში ამოდი მალეო,
სოფელში ორი ქალია,
ერთი მზე, ერთი მთვარეო,
ერთი შეირთე ცოლადა,
ერთი მე წამომგვარეო.
***
ქალაუ, შენმა მერდინმა
ქალაუ, შენმა მერდინმა
ჰაერში გაიფრიალა,
სახე გამოჩნდა, თოლებმა
ელვარებ გაიკრიალა.
ცხელმა ნიავმა დამქროლა,
გზად შენკენ დამატრიალა,
გულს ცეცხლი შემოაყარა
და ჩალად ამაბრიალა.
ესეც ასე, ეს თემა გავაცოცხლოთ პოეზიის მოყვარულნო
ილექსეთ;
კაიროსი!
KAIROS
ეს აშკარად ვიღაცის შავმა თვალებმა მიცხრილა
არადა მთელი ცხოვრება ვენებს იჭრის ლურჯ თვალებზე
შენ ეს ნახე
რა მაგარია, როგორ მოუხდა მარხვის დაწყებას
"
გულიდან გამხმარ ხელისგულზე გადმოვიწერე
ყველა სიზმარი, ყველა დილა, ყველა შეხება,
ყველა ნაჭერი ლურჯი პური და ჭიქა თოვლი
ქვიშად დავაგე ყრმა იესოს დაღლილ ფეხებთან."
დიანა ანფიმიადი
რაც კარგია, კარგია!
კაიროსი!
KAIROS
ვახახახააააააა
დიანასთან პარდონი, მიყვარს ეგ გოგო. შენზე გამეცინა
კაცისა მიყვარს სტუმრობა კაცისა არნახულისა
დავწვი შეშა და ფიცარი, ფიცარი ჭირნახულისა,
ურმისა მორგვი დავხეთქე, ცეცხლი დავანთე გულისა,
ორკეცად ალი ამოსდის, ნახე დახვედრა სტუმრისა!
ხალხური პოზიიდან
(გურჯაანული ჩაკრულოს სიმგერი ტექსტია.)
პ.ს
ეტყობა ძველად საშუალო სტატისტიკური უცონბი - არნახული კაცი , ძაან კაი ტიპი უნდა ყოფილიყო რაკიღა მისი სტუმრობა კაცს ასე მაგრად ახარებდა.
ხო
არა მართლა კარგი შედარებები აქვს
იშვიათი, ჭილაძისეული და მაგრად მომწონს
ჩაის ცერემონიალი
დიანა ანფიმიადი
ჩემი გულიდან შენს გულში – სისხლი
შენი გულიდან ჩემს გულში – სისხლი
გული ფაიფურის მყიფე ჭურჭელი.
სისხლი – მდუღარე...
კაია რა
KAIROS
ახლა დაოკდიიიიი
KAIROS
ეს პოეტი ვინ გირჩია?
"მე შენ მინდი, შავო ქალო, მე შენ მემშვენიერები,
დღისით მეფერები მზესა, ღამით მემთვარიანები"
ხალხური
ეს ლექსი მთლიანად შედარებაა და ეს შედარება მთლიანად ლექსია!
***
შენ თითქოს მიხვდი: ბედი რაც არი,
გაკრიალებულ და უნატიფეს
შანდლებზე ცვივა ვნების ნაცარი,
რომელიც ცივი ცრემლით დატვიფრეს.
შენ თითქოს მიხვდი, რომ ბრძოლა არ ღირს,
რომ ჩაფლული ხარ ლაფში ყელამდე,
გამოიწრიტა სისხლისგან ძარღვი,
რადგან დუმილით ებრძვი ყველაფერს.
შენ თითქოს მიხვდი... მაგრამ არ იცი,
რად შერჩა ხელი მწვანე ფასადზე,
შენ დიდხანს დგახარ ღია კარის წინ
და სულ სხვა მხარეს ეძებ გასასვლელს
ბაძაღუა თამაზი
გარდაიცვალა 27 წლისა
თAმაზ ბაძაღუა მართლა თავიდან აღმოსაჩენი პოეტია და კიდევ რამდენი მაგ თაობიდან, ვიღაც ვითომპოეტებისა და კონფორმისტების პირად ინტერესებს რომ გადააყოლეს.
თავიდან უნდა აღმოვაჩინოთ ეგ პერიოდი ლიტერატურაში.
როგორ გამიხარდა, რომ ამ პოეტს იცნობთ
ოსკარ ვაილდს აქვს კიდევ ლამაზი შედარებები... უცნაური კაცი იყო ოსკარი... მაბნევს...
She sang first of the birth of love in the heart of a boy and a girl. And on the topmost spray of the Rose-tree there blossomed a marvellous rose, petal following petal, as song followed song. Yale was it, at first, as the mist that hangs over the river - pale as the feet of the morning, and silver as the wings of the dawn. As the shadow of a rose in a mirror of silver, as the shadow of a rose in a water-pool, so was the rose that blossomed on the topmost spray of the Tree.
But the Tree cried to the Nightingale to press closer against the thorn. 'Press closer, little Nightingale,' cried the Tree, 'or the Day will come before the rose is finished.'
"ბულბული და ვარდი"-დან
(ჩამავალი მზე ...)
თამაზ ჭილაძე
ჩამავალი მზე _
სისხლის წვეთი სიტყვაში...
მშობიარე ცა _
ეკლესიის ვიტრაჟი...
: )
,,მისეირნობს ზღვაზე
ღიპიანი იალქანი...''
ჭილაძე
რა საყვარელი შედარებაა.. : )
სანამ გავიქცეოდე
***
შეხებასავით მარტივია დღეს ყველაფერი.
***
გადმოვაბრუნე ჩემი თავი,
როგორც პერანგი
და გადმოვბერტყე ვარსკვლავები, გზები, სიზმრები
***
დილა დავაწერე შენს ფანჯრის მინას
თუ გინდა
ფარდას გავაფარებ -
საღამო, მწუხრი
მე შემიძლია მოგაჩვენო
რომ ახლა გძინავს
და თავქვეშ ჩემი გიგია მუხლი.
***
KAIROS
უპატრონოა?
KAIROS
მე მაპატიეთ
ეპილოგი
რატი ამაღლობელი
ჩამიქრა ცეცხლი და მე გულით
დამაქვს ნაცარი.
დამეპნა სიტყვა, როგორც პურის
თითო მარცვალი.
ესეც კაი ვინმეა
ეს ავტორი ადრე უფრო მომწონდა, ახლა რარAც სხვაგან გაუტია.
მარა ეს კარგი ლექსია:
წესები დიანასათვის მარჯვენა-მარცხენას გასარჩევად
მან მითხრა
თუკი გაცდუნებსო მარჯვენა თვალი...
სჯობს სკალპელივით დაახვედრო ფერთა სიმკვეთრე
და კატასავით გატრუნული მარცხენა ხელი
მის თბილ ჯიბეში...
ან დაახრჩვე
ან მოიკვეთე!
მე ვთქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.
მან მითხრა,
როცა გაცდუნებსო ორივე თვალი
თვალებს მზერის გზა აურიე და დააელმე,
ცაში - ცა, ზღვაში - ზღვა და თევზი და ქაფი თვალე
რომ რას აკეთებ,
არ იცოდეს არცერთმა ხელმა.
მე თქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.
თქვა, ორივეგან მოკვდებიო,
მარჯვნივ და მარცხნივ,
და რა აზრი აქვს ჩრდილი სხეულს საით გადახრის,
აქ დარჩი, ვითომ ტყის მცველი ხარ, ტყეს ძეძვებს ვარცხნი
ჭიანჭველების ანბანს სწავლობ,
რატომ? არ გახსოვს.
მე ვთქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.
მან მითხრა, გული მარცხნივაა
სიფრთხილე გმართებს,
მისალმებისას გაუწოდე ხელი მარჯვენა,
და სულ ერთია ღამით რომელ მხარეზე წევხარ
რადგან თუ წევხარ
ეს ნიშნავს რომ, სისხლი გაჩერდა.
მე ვთქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.
მან მითხრა
- თვალებს აცაბაცად ხომ არ გაკერებს,
ტუჩებს მრუდედ ხომ არ გაქარგავს თერძი ცაცია,
რადგან ტირილი
- თითქოს მხოლოდ თვალი მილულე
რადგან ღიმილი
- თითქოს ეკალს გაუკაწრია....
მე ვთქვი:
ეცლიათ და ორივე ხელით დავწერდი
დამნაშავე ან ორივეა
ანდა არცერთი.
შევეცადოთ მოვერიდოთ ავტორების გაკილვასა და ასევე მთლიანი ლექსების მოყვანას, თუკი იგი ამაღლობელის ლექსივით მთლიანად შედარება არაა, ამ შემთხვევაში შედარებების ცალკე ამოკრეფაც შეიძლებოდა, თუმცა ეს ლექსი მართლა ძალიან ლამაზია და მთლიანადაც შეიძლება, უბრალოდ შემდეგისათვის გავითვალისწინოთ სანამ მოდერის რისხვა დაგვატყდება თავს
KAIROS
ნუ ხარ მიკერძოებული რა
საერთოდ, მე თანამედროვე პოეზია არ მხიბლავს, ხელოვნურად გაფილოსოფოსებულ-გამხატვრულებული მგონია. ვნახოთ, დრო ყველაფერს დამწმენდს და ნამდვილს დატოვებს
ochokochi
საქმე ისაა, რომ ინტელექტუალური პოეზია დღეს სხვანაირად ესმით. ჰგონიათ, რაც მეტ ცნობილ შედარებას, რემინსესციას, უცხო, ფილოსოფიურ ან ბიბლიურ სახელს გამოიყენებენ, უფრო ბრძენნი და საუკეთესო გამოჩნდებიან. მე ამის არ მჯერა. სულიდან უნდ ამოდიოდეს. სიყალბე კი თუ ყველასთვის არა, გამოცდილი თვალისთვის მაინც არ რჩება შეუმჩნეველი. სწორედ ეს გამოცდილი თვალ (ებ)ი ქმნიან მერე დროში შეფასების საფუძველს.
ნეტა კარგად ავხსენი?
თამარი_ცქნაფო
კიც და არაც
ახლა რა ხდება, ჩვენ თეოლოგიაშიც გვაქვს ასეთი ნაირსხვაობები ენისა და მეტყველებისა, მაგალითად ოქროპირი მარტივია თითქოს და უფრო რითმიანი, ხოლო გრიგოლ ღვთისმეტყველი სწორედაც რომ ენციკლოპედიაა, ედიშერი გვეუბნებოდა ხოლმე ღიმილით, გრიგოლი რომ ერთ წიგნს განმარტავდა, თავად ამ განმარტების განმარტებას სხვა სამი წიგნი სჭირდებოდა იმდენად ღრმა და სავსე იყო შედარებებით და წიაღსვლებითო, ახლა განა ვინმე იტყვის რომ რომელიმე სჯობია და რომელიმე ნაკლებია?
ორივე წარმოადგენს საღვთისმეტყველო ენის სიმდიდრის და გადმოცემის მრავალმხრივობის ნათელ მაგალითს, ორივე საგანძურია ჩვენი ეკლესიისა, მეტიც გრიგოლს ღვთისმეტყველიც კი უწოდეს ( მხოლოდ 4-ს აქვს ეს წოდება მთელი ქრისტიანობის ისტორიაში) , მე ასე მესმის ეს შემთხვევაც, ეს პოეზიის ის გზაა, რომელიც კარგად გაიხსენა
ochokochi
ესეც მე ვარ?
KAIROS
ჰო, მაგის დაწერა დამავიწყდა და მერე მკენწლავდა გული.
კითხულობ, ხედავ რომ ავტორი არის განათლებული, ძალიან განათლებული და განეწყობი ხოლმე დადებითად.
მაგრამ ლექსის წერას სხვა ჭია უნდა, სხვა "დაიმონი" ..(Aრ დავაკონკრეტებ, ვის უყვარდა ესე თქმა, რადგნ ეს თაობა ისედაც წუწუნებს, რომ ბუმბერაზებით ყელში ამოვუყვანეთ ცხოვრება )
პ.ს. ისე, იმასც პირველად ვხვდები მგონი, ლიტერატურაში, ასე უნიათოდ ებრძოდეს ახალი ძველს
რატომ იცი?
იმიტომ რომ ზოგს სწავლა არ უნდა და ნიჭიერების იმედზე ყავს მიშვებული ლექსები.
ზოგს ეკონომიკა უფრო გამოსდის და არ სჯერა.
რას იზამ.
კაცია და გუნება.
ისე რა შეტევაზე არიან, ვერ გავიგე, არ მომწონს ლექსი, ვთქვათ, არ მჯერა "მიცვალებულის წერილის" რადგან ავტორი აშკარად ცოცხლია (ნუ გამომეკიდებით (თხოვნა მავანთა), სხვა შედარებებიც მრავლად მაქვს)
ნუ პასუხად მომდის მიმართულება: იხ. ლექსი "ვირიშვილ მთვარეზე"
ეს 3/4 ვინ გასწავლა?
მე ვფიქრობ , ამ თემაში გარჩევები ოFF-ებად არ უნდა ჩაითვალოს მხოლოდ ლექსიდან ამონარიდები არ არის საკმარისი.
კი ნანა, ნამდვილად არაა საკმარისი მარტო ამონარიდები, მაგრამ ამონარიდებს აქვთ თავისი ადგილი და ეს ადგილი აქაა, გარჩევებს სხვა ადგილი და ის თემაც არსებობს.
მე-9 გვერდამდე ასე იყო, მე ამისათვის გავხსენი თემა
ხოლო საკამათო თემა არსებობს:
"ნახევრად ბინდი, ნახევრად შუქი", თანამედროვე ქართული პოეზია და პროზა
ვფიქრობ და დარწმუნებული ვარ, რომ გაგრძელება გარჩევებისა და კამათებისა აქ უნდა მოხდეს
დაანებეთ დიანას თავი
მე მომწონს მისი შოკოლადივით ლექსები
KAIROS
უკვე დამღალე. მართლა ზედმეტები მოგდის რა, ადამიანებს სურთ გარცევა და ამას ვერ ავუკრძალავ, ძლივს დაიწყო დაკოპირებული ფრაზების ნაცვლად საუბარი და წავშალო? არა! უნდა ვსიწავლოთ ერთმანეთთან ნორმალური თანაცხოვრება და მხოლოდ საკუთარი არ უნდა გვეჩვენებოდეს სიმართლედ. დავიღალეთ უკვე რა, გავიგეთ, რომ გეტკინა დიანას კრიტიკა, მორჩა, არავინ იღებს ხმას. ვაჰ!
მე უმორჩილესად გთხოვთ რომ თემა რისთვისაც არის გახსნილი (ლამაზი შედარებები) იმაზე გაგრძელდეს საუბარი, მაქვს ამის უფლება?
საკამათო თემა ხომ არის ცალკე?
ძალიან გთხოვთ დაასვენეთ ეს თემა და კამათი გააგრძელეთ სხვაგან, თუ დაუკვირდებით სიტყვა გთხოვთ ამ ბოლო ორ პოსტში უკვე მერამდენეჯერ დავწერე.
მე თვითონ დავწერ ახლა იმ საკამათო თემაში და იქ გადმოიტანეთ ეს კამათები არ შეიძლება?
კაიროს, რა გწყინს, ის რომ შენს მოწონებულს ყველა ტაშს არ უკრავს? იქნებ, არაა მოსაწონი და ამიტომ.
არ ვიცი ვისია, მაგრამ ეს შესავალი მომეწონა
ადამინური ამპარტავნობიდან,
ვით გაბურძგნული ტყიურობიდან,
მის თიხის წყლულობამდე მანძილი ძალზედ მცირეა,
მაგრამ საკმარისი, რომ, ჩამოვარდეს და სული მოტყდეს
და არა ფეხი.
პ.ს.
მორჩა კამათი, აქ დაწერილ გამოხმაურებას გავცემ პასუხს მხოლოდ გვერდით მითითებულ თემაში!
KAIROS
გეშლება ბევრი რამ. ის თემა სხვაა და იქ გავცემ პასუხსო, რა ლოგიკაა. კიდევ ერთხელ გიმეორებ - ამლაშებ.
KAIROS
რატომ მიფუჭებთ თემას, გუნებას, განწყობას და საერთოდ აქ დაწერის სურვილს?
განა ასე ძნელია გასაგებად, რომ
1. ეს თემა არაა საკამათო, ასე იყო მთელი წელი და მთელი ის წინა 9 გვერდი
2. ნუ მეხებით პიროვნულად ნურც მე და ნურც ჩემს დამოკიდებულებებს
3. ვიკამათოთ იქ სადაც არის საკამათო თემა გახსნილი.
კაიროს, კეთილი ინებე და ის პოსტი თავად გადმოიტანე აქ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დატოვე თემა. სერიოზულად გეუბნები! ზედმეტები მოგდის! აქ გესაუბრება ადამიანი და არა ცხრა მთას იქით. კონკრეტულ შედარებაზე კონკრეტულ თემაში აქვს ინტერესი, იქ რომ უნდოდეს, გზა იცის, არ უნდა შEნი სწავლება.
ნინო!
გთხოვ გავაგრძელოთ საუბარი მითითებულ საკამათო თემაში
KAIROS
არ დავინახო მე თქვენი ჩხუბი თორე ვიკივლებ
შერიგდით
კაიროს, იკამათონ მაგრამ თუ დისკუსია შორს წავა, მერე ალბათ სხვა თემა გაიხსნება და იქ გადავა პოსტები, ცოტა თუა, იყოს რას ერჩი
ნახეთ რა ლექსია პირდაპირ მოვკვდი სიცილით... რას არ მოიგონებს კაცის ფანტაზია
.. თან საბავშვო-ში გადის
http://www.lib.ge/body_text.php?5833
"შენი ჩაის ფერი ვარ
და ლიმნის არომატი,
მინდა ხარბად შემხვრიპო,
გაილოკო ტუჩები,
მერე ჩემზე ფიქრები
ლექსად მინდა აკინძო,
გაიხსენო დღეები
ჩემთან განაურჩები. "
....
ნათია ჯანაშია
(წარმოდგენა არ მაქვს ვინაა, კულინარიაზე დავგუგლე, რაღაცას ვეძებდი და შემთხვევით წავაწყდი)
KAIROS
გამეღიმა არ ვიცი საიდან მიხვდი ან საიდან იფიქრე ასე... ან რა მნიშვნელობა აქვს
ლექსებს არ ვწერ, თუმცა ვაღიარებ მქონდა უბადრუკი მცდელობა შაირობისა ერთმა ჩემმა ძვირფასმა მეგობარმა დამიყოლია, მაგრამ მერე მევე შევეშვი, არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი-ს მიზეზით, ნუ რა ვქნა, შეიძლება ლექსის წერის ნიჭი გვიან მეწვიოს.
სამაგიეროდ ვწერ ჩანახატებს
შორეულ წარსულში მქონდა ასევე უბადრუკი მცდელობა მეთარგმნა უილკი კოლინზი და შექსპირი
სხვა რა.. მეტი არც რაი.. ჩემი ნიჭი უფრო კრიტიკოსობაა, ვინემ რაიმის წერა ან ხატვა ან შექმნა
პ.ს. საყვარლობა ლექსიო? მე კი მაცინა და .. დაიცა კიდე ვიპოვი რამეს..
პ.პ.ს. ხო და ისა, გახსენებთ: მე ეკა არ მქვია არაააა
აი თქვენ ერთი დიდი შედარება:
ტკბილია, როგორც დედის რძით ბალღი ტუჩშეუშრობელი,
ტკბილია, როგორც ცის ნამი, როგორც ალერსი მშობელის,
ტკბილია, როგორც ველებზე ჯეჯილის მწვანე ფაფარი,
ტკბილია, როგორც ძილისპირს ძველი ქართული ზღაპარი.
ბარში ბულბულთა ჯარია, მთაში ირემი ყვირისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადმოხდილი ღვინისა,
ტკბილია, როგორც სურნელი ახლადგამომცხვარ პურისა,
ტკბილია, როგორც ნუგეში ბედისგან დაღუპულისა.
ტკბილია, როგორც ბეღელი, ამოვსებული თავამდი,
ტკბილია, როგორც სიმღერა და შეძახილი თამადის:
— ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული, მხარე მეორე სად არი?
ჩემი სამშობლო ქვეყანა რა ლამაზია, რა კარგი,
ცა-ფირუზ, ხმელეთ-ზურმუხტი, ნაირფერებით ნაქარგი!
ტკბილია, როგორც რუსთველი, ტკბილია, როგორც აკაკი,
ხალხი, შრომაში გართული, ამღერებული ფანდური,
იადონების გალობა და იავნანა ქართული.
როგორც კრიალა მთის წყარო, ცადმიჭედილი ნაძვები
და იის წყალით ფერილი ლაჟვარდის ლიბრი ღაწვები,
ტკბილია, როგორც ხალხისთვის თავდადებული ლომგული,
ტკბილია, როგორც ურმული, ტკბილია, როგორც ჩონგური.
საამო არის, ვით რთველი, მწიფე მტევნების ნაჟური,
დილისკენ ხოხბის ყივილი, სიმღერა გარიჟრაჟული,
იალაღებზე ღრუბლებად მიმოფანტული ნახირი
და გაზაფხულის პირზედა ტყიდან გუგულის ძახილი.
ტკბილია, როგორც წიქვილში მთვარიან ღამის გათევა,
ტკბილია, როგორც აპრილში ტყემლების შემონათება.
ტკბილია, როგორც მტევანი, ვაზზე ასხმული შავადა,
და სიყვარული უებრო, მოსული თავისთავადა.
ხალხია ენამზიანი, გმირი და არამკვეხარა, —
დიდია ჩემი სამშობლო, ტკბილია ჩემი ქვეყანა.
ჩემი სამშობლო, ზურმუხტის და მარგალიტის სადარი,
ამრიგად აყვავებული მხარე მეორე სად არი?
არ მინდოდა ლექსის დაგლეჯა, იმედია მაპატიებთ.
ვიპოვე
ინდური სერენადა
პერსი ბიში შელი
თარგმანი ინგლისურიდან - მედეა ზაალიშვილი
II
შუაღამისას მდუმარებს ქარი,
მწუხრის ნაკადზე მშვიდად ისვენებს
და როგორც ტკბილ ფიქრს აქრობს სიზმარი,
ჩამპაკის სუნიც ქრება ისევე.
როგორც ბულბული ქვითინებს ხეზე
და გულში იკლავს დარდსა და გლოვას,_
მეც ისე უნდა დაგაკვდე მკერდზე,
ძვირფასო, როცა სიკვდილი მოვა!
რატომღაც ამ ნაწილმა დამაინტერესა..
მთლიანად იხილეთ აქ:
http://www.lib.ge/body_text.php?5408
გალაკტიონის უმშვენიერესი სიტყვათწყობა
http://lib.ge/body_text.php?2417
..."ეზოში ყეფდა ბამბურა მურა,
ეზოში მწვანე ჰყვაოდა ბაო.
ვაზის ბარდებში სცურავდა სურა,
შენ ბანცალებდი, ბურულო ცაო. "....
აი ეს შენ ბანცალებდი ცაოოო მომწონს, რომ წარმოვიდგენ, მაგარია... გინახავთ ცის ბანცალი?
დიდმა მარიამმა, მზე მარიამმა, მზემ, მიიახლოვა და გულში ჩაიკრა, ჭრილობაზე აკოცა, გაათბო; ეფერა, ეფერა, როგორ მშვიდად და წყნარად, ფერხთით დაისვა მერე.
აქ, ყველაზე დიდ ქალბატონთან, უხვ მარიამთან, სამხმოვანებისგან როგორღაც უფრო გამოირჩეოდა შუა ბგერა, მაგრამ აქ ბგერა აუარება ხმიანებას მოიცავდა, ეს შუა ბგერა, რომელსაც ერქვა „ძე“, იყო მბრძანებლურიც და მუდარიანიც, „არამოიღო... არა... არა... არა ჰქმნე...“, და, „გიყვარდეს... გიყვარდეს... პატივ-ეც...გიყვარდეს...გიხაროდენ.“
- მეც საქართველო უფრო ავირჩიე, შვილო, შენი ქვეყანა.
იმას ხმა ჰქონდა რომ, ეკლესიაზე მთვარის შუქსა ჰგავდა.
და ისევ, ისევ ტიროდა ნეტარებით გაოგნებული გოგონა, „მე აქ ასე ძალიან ვარ და... ჩემებმა რა იციან..
- უნდა იცოდნენ წესით, შვილო.
საოცრად მათბობს დოჩანაშვილის "ორნი, აქა იქ'' და განსაკუთრებით ეს ნაწყვეტი.
თითქოს ჩემს მისტიკურ მოლოდინს ეხმიანება ავტორი და სრული სისავსით აიმედებს ცნობიერებას სასიტყვეთიდან.
ჩემი უსაყვარლესი და აწ განსვენებული ბ.ნი ოთარ ჭილაძე
მე განსაკუთრებულად ჩემი, ქართველი ახალგაზრდა მეცოდება - უნიჭიერესი და უვიცი, არასწორი წარმოდგენებისა და ფუჭი ილუზიების ტყვე.
შენ რომ არ გისმენს, არაფრად რომ აღარ გაგდებს, ეს კიდევ არაფერი, ამას შენც მოინელებ და, რა თქმა უნდა, აპატიებ, მაგრამ შეიძლება მართლა გაგისკდეს გული, როცა საკუთარი თვალით ხედავ, როგორ ბრმად ენდობა ნებისმიერ სულგაყიდულ, სინდისგარეცხილ მედროვეს, რომელიც აშკარად პირადი გამორჩენის მიზნით, ანდა კიდევ უარესი, სხვა, უფრო დიდი მედროვის ფარული მითითებების შესაბამისად, დაუნანებლად სვრის, ბილწავს, ასახიჩრებს ირგვლივ ყველაფერს; აკნინებს, აბითურებს წმინდა ცნებებს; ეჭვის ქვეშ აყენებს საუკუნეობით დადგენილსა და დაკანონებულს...
პირუტყვულ თავისუფლებას ქადაგებს ზნეწამხდარ ოჯახებსა და ფუნქციადაკარგულ სკოლებში...
ოთარ ჭილაძე
როდესაც საკუთარ ღრიალზე არ კრთები, ყველა ლომს დაახრჩობ.
არცერთი გველია საკუთარ ხელებზე ჩუმი და საშიში
შიმშილი თუ გფატრავს ველური ტახივით ,მოკალი – დანაყრდი.
სკამის ქვეშ დააბი საკუთარ ფეხების ველური ირემი.
სურვილებს დააძრე ბრინჯაოს ფრთები და ბრინჯაოს კლანჭები
საკუთარ ოთახის დახვეტა ისწავლე– ავგიას ბოსელი.
ერთხელაც ცის თაღი თუ ძლიერ ბეჭებზე სხვის ნაცვლად შეიდგი
შეძლებ რომ ჭიშკართან მყეფარი სიკვდილი დააბა - გოშია.
-----------
ჰოოო...
დავტკბი თქვენი განსწავლულობით და პოეტთა ნიჭიერებით. გაიხარეთ
ნამდვილად კარგია ბოლო ანფიმიადი იყო,დიანა..
"სიკვდილის გზა არრა არის ვარდისფერ გზის გარდა" (გალაკტიონი)
ამ ბოლო დროს ეს ფრაზა ამეკვიატა.. ვარდისფერი გზა, ვარდის ფურცლებით მოფენილი სიკვდილის გზა : |
ბუსონი...
ნაწყვეტები "ჰაიკუები"-დან:
***
სევდის სუნი აქვს
აყვავილებულ ქლიავის ტოტს
ჩამომჭკნარ ხელში.
***
მხოლოდ მწვერვალი ფუძის მთისა
გადარჩენიათ
გაფოთლილ ხეებს დაუმარხავი
***
მაკრატელიც კი
ყოყმანობს წამით
ქრიზანთემების ბაღის წინაშე.
***
ლამაზ
"მისი ღაწვების ელვარებას ფიჭვების კენწეროების ზემოთ,დასავლეთის ცაზე მოკიაფე ვარდისფერიც ვერ შეედრებოდა ბრწყინვალებითა და სინატიფით. არცთუ აისი იქნებოდა ისე ხალისიანი,როგორც მისი გულითადი ღიმილი იყო."
ჯეიმზ ფენიმორ კუპერი
ვახ, რა დაუწერია კაცო ქალზე
ასეა
შანდორ პეტეფის ლექსი "მიყვარხარ ძლიერ, ძლიერ".. საოცარი ულამაზესი, უთბილესი ლექსი მიუძღვნა ქალს, ჯერ გაყვა ცოლად და მერე როცა პეტეფი მოკვდა, მტრის გენერალს გაყვა ცოლად...
ახლა მის შედარებებით სავსე ლექსს მოვიყვან:
შენ გაზაფხული გიყვარს
შენ გაზაფხული გიყვარს და გშვენის,
ზამთრის სიცივე გეუცხოება,
გაზაფხულია ცხოვრება შენი,
შემოდგომაა ჩემი ცხოვრება.
ჩემს სახეს ჩრდილი დაჰკრავს უხეში,
შენი ლოყები ვარდივით ღვივის,
ჩემი თვალების დაღლილ გუგებში
კრთის შემოდგომის დაღლილი სხივი.
გულსაც ნაღველი შემოეპარა,
ჩემს გულს,ნაღველს რომ არ იკარებდა,
და უკვე ერთი ნაბიჯი კმარა,
რომ უცებ დავდგე ზამთრის კარებთან.
შენ რომ წინ წადგა ნაბიჯი სწრაფად,
მეც უკან წავდგა ნაბიჯი ერთი,
ერთი ხნისანი,ზაფხულში,ალბათ,
აღმოვჩნდებოდით ერთურთის გვერდით.
შანდორივით...
კაიროსი!
"ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი" (ნაწყვეტი):
"დიდო დედაო, ცაო მშვენიერო,
მომცველო ყოველივესი,
შემქმნელო და დამბადებელო,
უსასრულო სამყაროში ჩაუტეველო,
უმცირესში ჩატეულო,
უწონ-უმანძილო,
ცარიელო და სავსეო,
უჟამო, უძრავო, წყვდიადო ცაო,
სივრცეში, დროში ნათლით გამოვლენილო,
ერთო და ერთთა ერთობაო,
მომეც უფლებათა უფლება
დავრჩე მართალი ჩემთა უფალთან და
სამართლიანი სხვათა მიმართ,
რათა დავიცვა ცის სიწმინდე და ვიყვე თავისუფალი, ვითარცა შენ ცაო თავნებაო!"
გავოგნდი და გავგიჟდი ეს რომ მოვისმინე! აქყველაფერია, შეადარეთ ლაო ძის (დაო დე ძინი), უმაღლესი დიალექტიკაა. ესაა ძველქართული ლოცვა, რომელიც იოანე ზოსიმემ შემოგვინახა. რაულ მამალაძის ვიდეოში მოვისმინე ეს და ჩავწერე. სხვათა შორის კარგად ახსნა რატომ გვაქვს ჩვენ "დე დაო", ხოლო აღმოსავლეთში "დაო დე". აღმოსავლეთში კაცური საწყისი იდგა პირველ ადგილზე, ქართულში კი ქალურია ჯერ: დედ-მამა, ქალ-ვაჟი, ქალის პატივისცემის კულტზე ხო აღარაფერს ვამბობ. ლოგოსზე რომ არაფერი ვთქვათ შინაარსით იგივეა ფაქტიურად.
ვსო, დღეიოდან ამ სიტყვებით ვილოცებ!
http://www.myvideo.ge/?video_id=680012
ამ ბმულში წავაწყდი შემთხვევით, დაახლოებით მეათე წუთიდან იწყება.
კარგია ბიჭებო
"ქოლგის მაგვარი ნათელი ფერის ყვავილები დიდი ფრთახატულა პეპლებივით ფარფატებდნენ და კრძალვით თავს დაბლა ხრიდნენ."
"ალისფერი ტიტა ცეცხლის ენებივით თრთოდა."
"ჩამავალი მზის სხივები მოპირდაპირე სახლის ზემო სარკმლის მინებს მოწითალო ოქროსფრად წაჰკიდებოდა. სარკმლის მინები გახურებული ლითონის თეფშებივით ლაპლაპებდა. ზეცა ჭკნობაშეპარულ ვარდს წააგავდა."
ოსკარ უაილდი
"მომიპყრენით საჩინონი ეგე სასმენელნი თქუენნი და უფროისღა ყურნი გულისა და გონებისა თქვენისა განჰმარტენით სმენად და მასპინძელ ექმენით სიტყუათა ამათ ჩემთა"....
აბო თფილელი იწყება ასე... :-P
გენიალურია ჩემი აზრით...
ნუ შოთა ნიშნიანიძეს აქვს თავის ლექსებში გამოყენებული, რამდენიც გინდათ
...
დილა ატმებში შეყუჟულა ხოხბის ლაპრივით,
ცრის თეთრი წვიმა - ცის წყალობად გამოგზავნილი.
თოხისპირებზე გამოუკრავს მზე საგზალივით
და მინდორ-მინდორ სათოხარში მიდის აპრილი.
ნაწყვეტი ლექსიდან "კვიცისა და ბროწეულისა"
ლექსებში და გოგონებში სულ ერთ რამეს ვეძებდი -
აფეთქებულ ბროწეულს და დაფეთებულ კვიცს.
"დიოსკურია"
წყალქვეშა ზღაპარს ჟამი ლოკავს ქვამარილივით
და უცხო ხილვებს ლანდებივით გააქვთ ლივლილვი.
კუს ბაკნებია ახორხილი თუ ქვითკირია,
ერთმანეთზე რომ ფიჭასავით ჩაუკირიათ?
ეს დაჟანგული ჯაჭვია თუ მზის ქერეჭია?
ზღვისქვეშ დამარხულს აღსასრული ცის ქვეშ ერჩია.
ბნელ ჯურღმულებში ოქროს თევზი გაიკომეტებს
და გაანათებს ქვირითივით დაყრილ მონეტებს.
ლაზის შუბივით წამახული ციხე წოწოლა
გაფოფრილია ბალახების ყვითელ კოცონად.
ქვიშად დაქნილა უამრავი ციხე-ტაძარი,
ტალღებისაგან ბღუჯა-ბღუჯა დანატაცარი.
აქა-იქ ფსკერი აღიგზნება და, როგორც ჟრჟოლა,
წყალქვეშა წიაღს ფოსფორული ციაგი ჟონავს.
ანათებს ელვა მარჯნის ტყეებს,ქედებს ცარცოვნებს, -
შენ,ზღვის ფსკერზედაც - სიკვდილშიაც, ვხედავ, აზროვნებ!
ფსკერზე მარხია საიდუმლოს ვერგამეტებით
ხბოს ტყავის მძიმე გრაგნილები,პერგამენტები...
"ორივე უფლის ტრაპეზზე დანთებულ წმინდა სანთელს მიაგავდა"
"ემაგ თვალების ლაჟვარდი
ღმერთმა რა რა მელნით დაწერა?"
/ნათია მჭედლიშვილი/
"თავად კაცთა ცხოვრებას მიაგავდა მოზღუდული კანიონი მტკვრისა, დროის მდინარებასავით ერთგზიანი და არსადგადამხვევი".
"მზეზე ნათლად ბრიალებდნენ თრიმლის ბუჩქები, ვითარცა მაყვალი ღმერთისგან ცეცხლკიდებული"
"რაოდენიმე ჟამს ხმისუძვრელად ვიდოდნენ მხედარნი"
/ბესარიონ სოლოღაშვილი/
"გიორგობისთვის ასკილის მწიფობისფერი გაუხდა თვალთა თეთრონნი"
"პირდაპირ მუქარას ტკბილნარევი საყვედური სჯობნის ყოველთვის, რამეთუ იგი უფორიაქებს კაცს სულს".
"იმპერატორმა წამზე უსწრაფესად განყარნა ფიქრნი"
/ბესარიონ სოლოღაშვილი/
"მგლების თვალებმა გაიკვესეს კუნაპეტ სიბნელეში. სიკვდილის თვალებს ჰგავდნენ".
/ლელა ჩხარტიშვილი/
"ოცნება კი ის "გასაღებია, რომელიც სინამდვილეს არ ერგება"
"დაღვრემილი გოლგოთა"
"ლამპის მკრთალი სინათლე შეშინებულივით კრთოდა"
"პეტრე მოციქულივით სინანულის ცრემლებით ამომწვარი თვალებით"
"თონესავით თბილი"
"პეპელასავით უპრეტენზიო"
"ოქროს დღეები გავატარე იქ"
/წმ. პორფირი კავსოკალიველი/
"ცვილზეც კი ასე ზუსტად ვერ აღიბეჭდება თითის გამოსახულება, როგორც პოლიქრონიონში აღიბეჭდა დამახასიათებელი თვისებები ამ ნეტარისა."
"ღია ფანჯრისკენ მიტრიალდა, თითქოს ქარში ბედისწერის ჩურჩულს უგდებდა ყურს"
"მდუმარე იყო, როგორც ფერდობზე შეფენილი სასაფლაოსავით"
"სახეზე ზამთრისფერი დაედო"
/ელიფ შაფაქი/
"სიბნელეში სახლების შუქი ანთებულ სიგარეტებს ჰგავდა"
/ელიფ შაფაქი/
"პატივმოყვარეობა მშიერი ძაღლივით თან სდევდა"
/ელიფ შაფაქი/
"ყოველთვის, როცა გრძნობებზე ლაპარაკს დააპირებდა, როქსანა ხელს აუქნევდა, თითქოს შემაწუხებელი თამბაქოს კვამლის გაფანტვა უნდაო"
/ელიფ შაფაქი/
"საკანში ბნელოდა, მხოლოდ მავნე ყვითელი სინათლე იძურწებოდა დერეფნიდან"
"ბუშტიანი ბავშვივით გახალისდა"
/ელიფ შაფაქი/
"საღამო ბუდეში დარჩენილი ჩიტივით მოღუშულმა გავატარე"
"ნუშისებური თვალები, საავდრო ღრუბლების ფერი"
/ელიფ შაფაქი/
"ჭორები აბრეშუმზე დაწვეთებულ მელანზე სწრაფად გავრცელდა"
"ჩქარობდა ტოტზე შესკუპებული ჩიტივით"
/ელიფ შაფაქი/
"ჯამილას სქელი თმა მხრებზე ყავისფერ მდინარედ ჩამოეშალა"
"ტაფაზე კვერცხს ვაბრუნებ, კარგად შემწვარ ნაწილს ქვევიდან ზემოთ ვაქცევ, აწმყოში ამოტივტივებული წარსულის მოგონებასავით"
/ელიფ შაფაქი/
"თეოფილაქტე გახლდათ საშუალო სიმაღლის, გამხდარი, როგორც ფოთლებჩამოცლილი ლერწამი"
"სარკმელში ჩანდა ფუტკარივით ნაყარი ხალხი"
/ლევან გოთუა/
"ჯერ წინდის ჩავარდნილი თვალივით გაექცა ფიქრის რღვეული, მერმე კი დაგორებული მორგვივით აერია და აებურდა"
/ლევან გოთუა/
"ელექტრონის შუქზე აციმციმებულ სველ ასფალტზე წვიმა ისე დგაფუნებდა, თითქოს რიყეზე ამოყრილი თევზები ფართხალებენო"
/გურამ ფანჯიკიძე/
"ვისაც ზეციდან ჩამოთოვილი სევდითა აქვს სული სავსე და ეს სევდა გუდასავით გადაკიდებული დააქვს მუდამ"
/ზაალ ბოტკოველი/
"ტროტუარზე კარმოგლეჯილი ძველი მაცივარი ეგდო, იქვე, ბორდიურზე - დაგლეჯილი, გაფატრული ლეიბი, რომელსაც მავთულები ალაგ-ალაგ ნეკნებივით ამოსჩროდა"
/დენიელ კიზი, "ყვავილები ელჯერნონისთვის"/
"ვიწრო პარიზული მანსარდის ფანჯრიდან უცქერდა ჰაერში მოფარფატე ფანტელებს, უამრავ პატარა ფიფქს, თეთრი თვითმფრინავივით მიწაზე დასაჯდომ ადგილს რომ ეძებდა"
/თეონა დოლენჯაშვილი, "პერსონალური ქრისტე"/
"ქარდაკრული ასკილივით მოიხარა"
/ლევან გოთუა/
"ხეობათა შორის გადასავლებზე, დაწყვეტილ ტასმებად ეკიდნენ ბილიკები"
/ლევან გოთუა/
"მეხსიერებაც დაწყვეტილ ჯაჭვის პერანგივით შემორჩენია"
/ლევან გოთუა/
"შორეულ ბაღებსა და სოფლის პირებში ქარგაკრული ალვის ხეები გაანჩხლებული პატარძლებივით ერთმანეთს ეჩხუბებოდნენ, ჩიქილებში და თმებში სწვდებოდნენ და ვერც სწვდებოდნენ... მათ თავზე მხრებდაზნექილი, თავწაქინდრული გორაკები გადმომდგარიყვნენ... ჩრდილმწვანე ლაქებს ყვითლად ჩამწვარი ფორეჯები და ჩათასმული რუხი ნეკნები ენაცვლებოდნენ... ვეფხისა და კამეჩის ვეება ტყავების ნაერთს ემსგავსებოდნენ..."
/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა"/
"მტკვარზე შეღამების გამურული ბინდი მოფაფუკობდა"
/ლევან გოთუა, "ქვის ხოხობი"/
"ხშირად უგემია ილიას ამ კნუტისოდენა დუქანში"
/ლევან გოთუა, "წიწამურის მიწა"/
"ილიას თვალის კილოში ამო ცრემლი ხორბალივით ამომარცვლდა"
/ლევან გოთუა/
"ნიუ-იორკის ყურის ჭუჭყიანი წყალი, რომელიც ვერცხლისფრად, მსუყედ ბრწყინავდა ცხელი სხივების ქვეშ, ახლა მზის ჩასვლისას, ლივლივებდა როგორც გამდნარი ოქრო"
/წმ. ნიკოლოზ სერბი/
"მრავალრიცხოვანი, როგორც ფოთლები ტყეში"
/წმ. ნიკოლოზ სერბი, "ომი და ბიბლია"/
"იმ გორაზე კი შარაგზა მიიკლაკნება და ზედ ციცინათელებივით მიცოცავენ მანქანები"
/რეზო ინანიშვილი/
"გადაიხდის საბანს და გდია საბერე კიტრივით არხეინად საბანგადახდილი"
/რეზო ინანიშვილი/
"მორი დაეცა მარცხენა ფეხზე და ძვალი მარილივით გადაუმტვრია"
/რეზო ინანიშვილი/
"უცებ ბრტყელ-ბრტყელი, ბრჭყვიალა წვიმა წამოვიდა"
/რეზო ინანიშვილი/
"გადაიხრება მზე. წამოგრძელდებიან გრილი ჩრდილები".
"მიწაზე დაგებული თოვლი ქაფქირივით დაიხვრიტა".
/რეზო ინანიშვილი/
"წარბები ცისარტყელებივით სწორად ჰქონდა გადახატული"
/რეზო ინანიშვილი/
"ბარდი სულ მაყვალია და ასხია, ასხია, შავად არის მიბნელებული"
/რეზო ინანიშვილი/
"კედელზე ძველებური შავი საათი ეკიდა და ბებერი ბუღალტერივით გამწყრალი ანგარიშობდა რაღაცას"
/რეზო ინანიშვილი/
"ეზო დაუწერელი წიგნის სუფთა გვერდივით იყო. მერე მოვიდნენ მეზობლები და თავიანთი წარწერები, კვალი დატოვეს მასზე"
/ლელა ჩხარტიშვილი/
"თეთრი კვიცივით გარეთ ჭიხვინებს თოვლი სპეტაკი და უზაკველი"
/დავით მჭედლური/
"ქვეყანა განსაცდელში ჩავარდნილიყო და ყველა ახალი ძალა ცისარტყელის ნატეხად მოსჩანდა ცრემლიან ცაზედ"
/ვასილ ბარნოვი/
"შეკრთა, შეშინდა: მკვდრის კანივით ცივი მოსჩანდა"
/ვასილ ბარნოვი/
"როგორც მრავალფრთიანი ფრინველი, როგორც ექვსფრთიანი სერაფიმი, როგორც ცეცხლოვანი წინასწარმეტყველი ელია, ისე ვეშვებოდი მთიდან და სანაპიროსკენ გემში ჩასაჯდომად მივისწრაფოდი"
/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/
"დავრწმუნდი, რომ კეთილი უნდა ყოფილიყო, ამდენად მის სიკეთეში ანდაც მოცემულ მისამართში ეჭვის შეტანა იმწუთას ბიბლიაში ეჭვის შეტანის ტოლფასად მიმაჩნდა"
/შარლოტ ბრონტე, "ვილეტი"/
"მოსაღამოვდა და ჩამობნელდა, გარეთ კი ისევ ცივი ქარი ქროდა და თავსხმა მოდიოდა, როგორც წარღვნის დროს"
/შარლოტ ბრონტე/
"ზაფხულის ცხელი დღე საშობაო შეშასავით ჩაიწვა"
/შარლოტ ბრონტე/
"დავარგებულ ღვინოსავით კეთილშობილი სული ჰქონდა, რომელსაც ჭექა-ქუხილი ვერ დააძმარებს"
/შარლოტ ბრონტე/
"თუ ღრუბლები წეღან წითლად ღუოდნენ, ახლა ისე გაფითრდნენ, თითქოს გული გაუსკდათო"
/შარლოტ ბრონტე/
"ისევ გაყინულ არაგვში მოუწია ფეხშიშველს გასვლა და ისევ თავისდაუნებურად ჩამოსცვივდა თვალებიდან ორი ლურჯი კურცხალი"
/გოდერძი ჩოხელი/
"ის წყლის წვეთები სხვა წვეთებს ერთვიან, მრავლდებიან, ნაკადულს ქმნიან და ბროლივით მიიმსხვრევიან კლდეზე"
/გოდერძი ჩოხელი/
"ბაკის საკმაოდ მაღალ მარგილებზე დიდი, წითელი ნაჭერი იყო გაკიდებული, რომელზედაც მთვრალი კაცის ნავალივით მრუდე ასოებით ეწერ: - წიგნი, წიგნი და წიგნები"
/გოდერძი ჩოხელი/
"როგორღაც მორცხვად იჯდა ბრიგადელი. მერე ისეთი ქვითინი ამოუშვა, რომ მიწამაც კი კანკალი დაიწყო"
"ზემოდან კი მთების წვერებზე ლურჯი ცა არის ჩამომხობილი და ღამღამობით ისე მოირთვება ხოლმე ვარსკვლავებით, ნემსის ჩასაგდებ ადგილს ვერ იპოვი ვარსკვლავთა შორის. უცნაურად წკრიალებენ ვარსკვლავები და მათ შორის ლაღად მიცურავს ხან გასათხოვარ ქალივით წელვრილი, ხანაც კიდევ გავსილი და პირგაბადრული ლაღი მთვარე"
/გოდერძი ჩოხელი/
"ხევის კლდეები - ვეებერთელა, ბნელი, გრანიტის - სიმშვიდისა და ვარსკვლავებით განათებული სასიამოვნო ღამის მცველებივით იდგნენ, და ამ სიმშვიდეს მხოლოდ ჭრიჭინას მსუბუქი ხმა და უკიდეგანო ზღვის ტალღების დგაფუნი არღვევდა"
"მის სახეზე თეთრი ქათქათა წვერი შორიდან დანახული კლდის წყალივით მოედინებოდა"
"ო, ღამევ, დღეზე ნათელო; ო, ღამევ, მზეზე სიხარულევანო; ო, ღამევ, თოვლზე თეთრო სითეთრევ; ო, ღამევ, ელვაო გასხივოსნებულო; ო, ღამევ, ძილის განმდევნელო; ო, ღამევ, ანგელოზებთან ერთად ფხიზლობის მასწავლებელო"
/ასტერიუსი/
"შავ ნიადაგს აქა-იქ თოვლის ფიფქი მარილივით აყრია"
"საყარაულოში ფიცარნაგზე ისე ვიწექი, თითქოს აბრაამის წიაღში განვისვენებდი"
"ეს იგავები გათვლილია იმაზე, რომ კითხვის დროს ადამიანი შეეცადოს გონების წისქვილის შეჩერებას, რომელიც ათასგვარ ზრახვებს დაუსრულებლად ფქვავს"
"გაჩაღდა თეთრი ქორწილი"
/ვალერიან წიკლაური/
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience