ხშირად, ხან სად და ხან ვისგან, გადავაწყდები ან მოვისმენ ხოლმე ძალიან ლამაზ სიტყვებს, ფრაზებს, ანდაზებს...
ამ თემაში მინდა თქვენთან ერთად ასეთ სიტყვებს თავი მოვუყარო...
შემომიერთდით
„მახსენდება ერთი მარტივი, სამხაზიანი ანდრეზი*, მარტის ნასესხობაზე რომ გვაფრთხილებს მოხუცი: „ერთ ხან ისეთა დიდ თოვლ მასულას სესხჩია, რო ჩიტ თოვლზე გულაღმ დაწოლილა და მწკალნი ცისაც მიუხირებიან.“
ეხლა სალიტერატურო ენაზე ვთქვათ: ერთხელ სესხში (მარტის ნასესხობაში) ისეთი დიდი თოვლი მოსულაო, რომ ჩიტი თოვლზე გულაღმა დაწოლილაო და ბრჭყალები ცისთვის შეუხიაო... რა ციცქნა ანდრეზია და რამდენ სათქმელს გეუბნება.“
/გამოჩენილი ქართველი პოეტი ეთერ თათარაიძე/
„საპატრიარქოს უწყებანი“ N30, 2012
*ანდრეზი, ხევსურულ ზეპირსიტყვიერებაში — სამაგალითოდ შემონახული ამბავი ლაშქრობა-მესისხლეობის, გმირობისა და ლაჩრობის, თემის ან ბჭეების გადაწყვეტილებისა და სხვა შემთხვევათა შესახებ, ერთგვარი მორალურ-იურიდიული შეგონება. ამავე მნიშვნელობით იხმარებოდა ხევსურეთში "ანდაზა", სვანეთში — "ჰარაკი".
„ანთილიოსი“ - ღრუბელში გამავალი მზის სხივი.
„ღრუბლოვანთა შინა მზისა რამ მსგავსი იხილვებოდის.“
/სულხან-საბა/
(საქართველოს საპატრიარქოს წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის გოგონათა ანსამბლს ჰქვია „ანთილიოსი“)
"ირემმა ირემს ბალახი მიაწოდა, არც შენ გაკლია და არც მეო"
ეს ანდაზა დედაჩემისგან (ცისანა პაპუაშვილი) გამიგია:
"ავადმყოფობა ლიტრობით შედის და წვეთ-წვეთობით გამოდის."
“საბჭოეთგამოვლილი ადამიანების ცნობილი გამოთქმაა - ეკლესია მწამს, მაგრამ მღვდელი არაო.
ამის საპასუხოდ ერთი ასეთი მოარული ფრაზა გამოდგება: ეს იგივეა, რომ მედიცინა გწამდეს, მაგრამ ცოცხალი ექიმის დანახვა არ გინდოდეს.“
/დეკანოზი იოანე მამულაშვილი/
ამ საკითხისადმი ასეთი სიტყვებით მიდგომა მომეწონა
"შენ წისქვილში წაბრძანდი და მე ქორწილში წავეთრევიო."
“ბედნიერები საათს არ უყურებენო.”
ზღვისფერი გაქვს თვალები და თავად გავხარ ზღვას
სახლი და საქართველო და სიყვარული და რაღაცა.. რაც ძალიან შენია ის..
/მანანა სურმავა/
ikanosi
Mariam.Q
იკა, მარი, გენაცვალეთ მადლობა, რომ ჩემ თემაში შემოიჭყიტეთ ლამაზი სიტყვებით, თორემ მეგონა მარტო საკუთარ თავს ველაპარაკებოდი
"შენ სილამაზე და მე ბედიც არაო?"
http://www.youtube.com/watch?v=FKsxj7Re9vo
მართლა ლამაზი სიტყვებია
ყველა თემაში ვპოსტავ მარა ეს ლამაზი სიტყვები არაა ჩემი საქმე და ჰა...
რავიცი ლამაზია თუ როგორია მაგრამ თავში სულ ეს სიტყვები მიტრიალებს ჩემი აზრით ძალიან დასაფიქრებელია. აი ყველა ჟამნის მერე რომ ლოცვაა იქაა:
"რომელსა მართალი გიყვარს და ცოდვილთა სწყალობ".
†სერგი
Elisa_Day
სრულიად საქართველოს პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსი ხელაიამ აღსაყდრების დროს სვეტიცხოვლის ტაძარში წარმოთქვა ეს სიტყვები: „მე ავდივარ გოლგოთაზე.“
„თუ წინაპართა ძახილი მისწვდება ჩვენს ყურთასმენას, თუ შევძლებთ პეშვით ავიღოთ და გავათბოთ მათი სისხლით ნაჟური მიწა ქართული, მამულიშვილობის უზადო სიყვარულის ხიბლით შევმოსოთ ჩვენი ცხოვრების გზა-ბილიკები, ვიგძნოთ მათი ნასათუთევი და ნატერფალი ქართული მიწის მადლი და სიყვარული - შევძლებთ ვთქვათ, რომ ღირსეულად მოვიხადეთ ვალი წინაპრების, ერისა და ქვეყნის წინაშე.“
/თეა ცაგურიშვილი/
„ზოგჯერ დუმული ოქროა და ზოგჯერ კი დუმილით ქრისტე განიცემის.“
„ბუზის ფრთასაც კი აქვს წონა, ღვთის სასწორი კი უზუსტესია.“
/სქემმონაზონი არისტოკლე ათონელი/
„მშვიდობაი მობაძავ წვიმისა არს.“
/წმ. იოვანე ოქროპირი/
ხელბურჭულა - ადამიანი, რომელსაც თითქმის ყველაფრის გაკეთება ეხერხება
"ერთმანეთის სიყვარული ვამოციქულოთ."
/წმ. ილია მართალი/
ადამიანი ადამიანის ადამიანური ადამიანობით ადამიანობს!
/გოეთე/
ულამაზესად გამოითქმის ქართულ ენაზე სიყვარულის აღმნიშვნელი ზმნა - მიყვარხარ! სიყვარული ”საიდუმლოა”, ”იდუმალება”, ხოლო ”მიყვარხარ” მისი გამოხატვა, თანაც ისეთი, რომ არსებობის ორი მთავარი ფუძე ჟღერდება ერთად - ”ვარ” და ”ხარ”, ანუ - ”მიყ=ვარ+ხარ!”
/რატი იონათამიშვილი/
ფიქრარეული
ენაშეუნახავი
ფეხმსუბუქი გოგოები
მიცუხცუხდა
„იესომ აკურთხა მოციქულები და ამაღლდა ზეცად, ღრუბელმა შეიწყნარა იგი.“
თვალთაგან ცრემლი გადმოეწურა
"მცხეთაში ისე ცხელა, არაგვმა მტკვარი დაჭრილი ირემივით დალია."
/მამა პეტრე/
"ბედნიერებავ შემიჩერდი ერთხელ კარებთან, გიხილო მხოლოდ, რომ დავიფიცო ნანახი მყავხარ....."
"უფლის მცნება გულის ფსკერზე უნდა იყოს ამოკრული."
"ღმერთმა, რომელიც თავად სიცოცხლეა, საკუთარ თავში არსებული სიცოცხლე ყველა სულდგმულსა და არსებულზე გადაღვარა."
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/
კაცი ყოველთვის ელოდება თოვლის მოსვლას,ალბათ იმიტომ რომ ციდან მოდის.
ხალხური
ფერეიდნელი ქართველები ცხვირსახოცს ცხვირსაწურს უწოდებენ
სული - ეს ადამიანის სიცარიელეა, რომელსაც ან ღმერთი ავსებს, ან სატანა.
აზრი - სიყვარულის შემდეგ დედამიწაზე ყველაზე ძლიერი ძალა.
სირცხვილი - ცეცხლი, რომელიც ადამიანის სულისგან ცოდვას აფრქვევს.
როლი - ეს არის ცხოვრება, რომლითაც ცხოვრობენ თამაშში.
აუტიზმით დაავადებული ბავშვის სიტყვები
"ხორცშივე ანგელოზებრივად მოღვაწეობდნენ. წვრილი ძაფიღა აკავშირებდათ მიწასთან. ხორცი ხელს აღარ უშლიდათ ამ ნათლის მოპოვებაში".
მეგრულად აღდგომას თანაფა (განთიადი) ჰქვია.
გუშინ დედამ თქვა, ნიახურმა გაბუტვა იცისო, შეიძლება დარგო და არ ამოვიდესო არ ვიცოდი მცენარემ თუ ბუტიაობა იცოდა, გოგრაც ასეთი ყოფილა
"გულის სიღრმეში შემწყვდეული"
"ზომიერი მორწმუნე"
"ყელს ზემოთ ნათქვამი"
"ასიათასმაგად"
"ღმერთ-ადამიანი"
დილისთვის, სიცივისთვის, მოგზაურობისთვის, საუბრისთვის, შეხვედრისთვის, გზისთვის, ფიქრისთვის, სიჩუმისთვის, წვიმისთვის, სუნთქვისთვის, უჰაერობისთვის გადაგინახე...
/მამა პეტრე/
"ამგვარი რამ ეკლესიის არსებას, ბუნებას არ ეთვისება".
"ზეცა გახსნა ასეთმა ვედრებამ"
"სულიერი მსახიობობა და თეატრალური სიწმინდე"
განეკლესიურობა და დექრისტიანიზება
"უფალთან თანამყოფობა"
"სავანეში დაასრულა ცხოვრება (ასე ვთქვათ "ძვლები დააწყო")"
"ქრისტესმიერი სიგლახაკე"
„სამანთმფარველი - მესაზღვრეთა მფარველი ღვთისმშობლის ხატი. (სამანი ძველი ქართული სიტყვაა და საზღვარს ნიშნავს)“.
"... იმდენი ტკივილი გაიახლა.."
საქართველო საუცხოო ქვეყანაა
"მხურვალე საღვთო მწუხარება"
"გაცუდკაცება"
ფერგაცრეცილი
"მამა ამბროსის (ოპტელი) თვალები ზეცად ჰქონდა აღპყრობილი, სიხარულით სახე უბრწყინავდა, მასზე ისეთი კაშკაშა ნათელი განისვენებდა, რომ ამ მღვდელმონაზონმა მისი დათმენა ვეღარ შეძლო და გარეთ გამოვიდა".
თავ-მუხლმოდრეკით ლოცულობდა
მოუსყიდავი სამართლიანობა
რბილი იუმორი
"გული მოიდრიკა"
"უნანელი ამპარტავანი ადამიანი"
"მისი პირით თავად უფალი გეზრახებოდა"
"სიცოცხლე ქრისტეში და ქრისტესთან ერთად"
"ვიაროთ სწრაფად, ძლიერად და მაღლა, დროებითი მარადიულად ვაქციოთ".
/დეკ. გიორგი სხირტლაძე/
"შუაღამის მზე - უფალი იესო ქრისტე"
"თანაგანცდა"
"ფართო გონებრივი ჰორიზონტი"
"წმინდა უმანკოება"
"უმწიკვლო, წმინდა, ვითარცა თოვლი ხელშეუხებელი"
მოკრძალება მხიარულებაში
ენამზეობა
ღვთისკენ დაუსრულებელი ზესწრაფვა
"ის იდგა, როგორც დაუმარცხებელი ათლეტი, რომელიც ბედის ვერავითარმა დარტყმამ ვერ გატეხა"
რა არის სიყვარული?
"ხოლო უბრწყინვალეს უფროის თოვლისა აქუნდა გონებაი"
"ლოყებზე ყალბი სიწითლის წასმა"
"სიამეთმოსურნეობა" "გემოთსიამე"
"ადვილსაწვდომი"
"კეთილობა"
"ღმერთი დაიმკვიდრო (ღმერთი იწილხვედრო)"
"ქალწულ ხორცითა... ჰაეროვან და სპეტაკ ხორცითა"
"გონებაჭვრეტითი თხზულება"
"ჭეშმარიტად წმინდანი, თავის სინამდვილეზე იმდენად წინმსწრები".
"კეთილსა შინა სიბერისასა" გარდაიცვალა
"ხმლით კეჭნაობა" "სიმდი"
ჭეშმარიტებით აღძრული ეჭვი
"დიდი დრო გამოხდა, რაც მათ შორის უფსკრული გაიხსნა, ახლა კი ამ მანძილმა მეუღლეები საბოლოოდ განათითოვა".
ინტელექცია = გონით წვდომადობა
"მზის დღე" ანუ კვირა დღე. ეს არის დღე, "როცა უფალმა ღმერთმა გაფანტა წყვდიადი და შექმნა ნათელი; ამავე დღეს მოხდა მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომა და მოწაფეებთან განცხადება".
"ზნეობრივი სიბინძურე"
პირველყოფილი სიწმინდე
"ეს ნათელი უქმნელია, შეურქმეველია"
"გაჩაღებული ქვეყანა"
"ბენედიქტე უსწავლელ ბრძნად დარჩა"
"ღვთის თვალთა წინაშე მარტოდმარტომ დაიწყო ცხოვრება"
"ის გონების თვალით მუდამ საკუთარ თავს ჭვრეტდა"
"სულიერი სიკვდილისგან მრავალი გააცოცხლა"
"ნუღარ იწუხებ"
"ამ სასიყვარულო შეკამათებისას"
"დაარიგა, რომ მისი არყოფნისასაც ისე მოქცეულიყვნენ, როგორც მასთან ყოფნისას"
"მან ხელნი დაასხა ერთ ბრმას, განსდევნა მის თვალთაგან სიბნელე და მხედველობა დაუბრუნა"
"არჩია სიკვდილით უკვდავი სიცოცხლის შეძენა"
"გარეგნულად ღარიბულად მცხოვრებნი, მდიდრები გახლდნენ სათნოებებით"
"უმაღლესი დონის მორჩილი"
"გამოირჩეოდნენ განკრძალული ცხოვრებით, უჩვეულო თავშეკავებით"
"დიდხანს იწვა უხმოდ და გაშეშებული, გეგონებოდა, სიცოცხლის სულმა დატოვაო"
"ნამდვილი სიტყვის მესაიდუმლე"
"გავიდა ხმა გარემოს"
"უნაკლულოდ შესრულება"
"ბედნიერ წარსულში დავეხეტები"
"გვანუგეშებდა, გაგვახარებდა და თან წაიღებდა ყველანაირ სიმძიმეს ჩვენსას"
"რადგან ამ აზრებს არაწმინდად მივიჩნევდი"
"ტკივილამდე მრცხვენია ისეთი სიტყვების წარმოთქმა"
უთმინობა
კაც-ღმერთი
დამეწყრილი სხეული
სალსა და ღადაღუდა კლდეებს შორის
ჯვარისეული ძალა
ხელებდაკარწახებული
"მის სულს უქრობი სიხარული უფალმა მისცა"
"თითოეულის ცოდვა თითქოს ხელისგულზე ედო"
"მაშინ უდაბნო ავსებული იყო ღვთის ყვავილებით, მეუდაბნოე მამებით. მელანია და აპინიანე, როგორც ღვთის ფუტკრები, გადადიოდნენ ყვავილიდან ყვავილზე, ღირსი მამების კელიებში და იღებდნენ იქიდან უტკბეს ნექტარს - მამათა მადლიან დარიგებებს".
"დაე, შეწირულ იქნას ისინი კეთილსასურველ მსხვერპლად და გადმოვიდეს მათზე შენი სიწმინდე.
ამ სიტყვებთან ერთად სული თვისი წმინდა სასურველ უფალს ჩააბარა"
"შინაგანი ჯვარცმა"
"კრავმა წარმოაცარიელა საფლავი"
"აზრებით გარე-გარე დავეხეტებით"
"გულ-გონებისმიერი მოწიწება"
"უფალმა უკვდავების წყაროს წყალი შესავა პეშვით - სამოთხე ახილვინა"
მეტანოია - სინანული
"შებრკოლების ლოდად გადაიქცა"
"ღრმად სწამდა, რომ ოცნების ახდენას ადამიანები ადამიანების თანადგომით ახერხებენ!... სწამდა, რომ სიცოცხლე მარადიულია და რომ "დასასრულში დგას დასაწყისი!"
"გარდაიცვალა და ვითარცა ჩიტი, მისი სული აღიჭრა ზეცად"
"პატიოსანი სურვილი"
"უგუნური სიყვარული"
"გული სიყვარულის საბრძანისია"
"ჩიტუნები სილაღის ბუდეებს იშენებდნენ"
"გაყინულ თითებს სითბო მოეალერსა"
"უხარვეზო ჰარმონია"
ასკეტური შიმშილი
ყურჭუმი = წყალში ფლობა, წყალში ჩაძირვა, ჩაყურყუმალება
"რამეთუ მათგან ოდენ იყურჭუმა ჭეშმარიტად ემბაზსა შინა ნათლისღებისასა"
იყურჭუმა რა კარგი სიტყვაა...
ჭიანჭველეთი
კეთილმოკრძალება
"სხვაგვარად ყოფნის ვერშემძლებლობა"
/რილკე/
"იგი იყო აზრის მხატვარი"
"პავლე სახარების მოციქულად იქცა"
"სრულყოფილი სულიერი სიფხიზლით ჰგიებდა ამქვეყნად"
"ღვთის უჩინარი კარნახი"
სულთმარგებელი
"სიკვდილი ძარღვგადაჭრილი და თავწაკვეთილი, სადაც ძელზე გადმოკიდებულია ცოდვა"
შესიტყვება
უხუმრა
"სახეგანთქმული" და არა სახელგანთქმული
/მარიამ წიკლაური/
"ცა, რომელსაც ჯერ კიდევ არ აპობდა ელვა და ჯერ კიდევ არ დაღლილა მზის განუწყვეტელი ამოსვლა-ჩასვლით და თავის ვარსკვლავებთან ერთად იცავდა სამოთხის ბინადართ"
"ამ სიტყვების ფესვები ჩემს გაუხეშებულ ქსოვილს აპობდა და გულამდე აღწევდა"
სხივმცინარე
"მე შენ დაგკარგე როგორც იმედი"
"ღმერთმა სანატრელ-ჰყოს მისი ღვთიური სული"
"აზრის ჭიდილი"
"ქრისტეს ძალამ მიუყუჩა ტკივილი"
"ღირსი დანიელის ხელში თვითონვე აღეშენებოდნენ სულიერად"
"უპირველესად საკუთარი სულის ყოველი კუთხე-კუნჭული მოაწესრიგა. მერე კი ღვთის ტაძრად ქცეულ თავის სულში საოცარი სიხარული იხილა"
"სათნოება დაფარულია, რომელიც საიდუმლოდ ამოიზრდება გულის სამალავში"
"ოდნავ მოდრეკილი ცხვირი"
"ისინი ["უჩინარი ღირსი მამანი"] უსახელონი და შეუმწიფველნი არიან სოფლისათვის"
"სადაყუდებელი ადგილები"
"ქალწულებრივი მოკრძალება"
"დიდი სულიერი სიხარული"
"კარგღიმილიანი"
"ტკბილგულა ადამიანი"
"საკუთარ თავში გამომწყვდეული"
"ფართო დიაპაზონის პიროვნება"
"სიბრძნისეული სიმდიდრე"
"სულით ყრუ"
"რწმენისა და ცოდნის ნაზავი"
"თანალმობა კი იმგვარი უსიამოვნებაა, რომელიც ადამიანს სხვათა უბედურების გულთან ახლოს მიტანის გამო ეწვევა"
/წმ. იოანე დამასკელი/
"მტერი საკურთხევლისა"
"ღმერთმა მოგვცეს სულიერი სამოთხე და ღვთის ტახტად ქცეული გული"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"გონების სალარო"
"წმინდა ქალწულის სული გაფრინდა სასურველ უფალთან"
"თუმც სხეულით მიწაზე იყო, სული მისი სულ სხვაგან ფრენდა, - იმ ცისკენ, ასერიგად რომ ისწრაფოდა"
"დედა ნიკოდიმა, დივეევოს სავანის კიდევ ერთი ღვთივსურნელოვანი ყვავილი"
ნოღა - პაჭუა ცხვირის წვერი, ზემოთ აწეული
"მეუფეს გულში სიყვარულის კოცონი ჰქონდა"
"არამყვირალა მოღვაწეობა"
"გოჭი" ქართულად მოფერებით "გოჭუნია" ესპანურად - "გოჭინიო"
"რათა მზიან ღამეს ღვთის დაუვალი ნათელი ჩაენაცვლოს"
ყაფუზუნა ძველი ქართული სიტყვაა და მაიმუნს ნიშნავს
ქალში სიძულვილი არაა - ან უყვარხარ, ან წაშლილი ფერი ხარ მისთვის.
/ვაჟა ხორნაული/
"მოსალბუნების ნიჭი და გადამდები სიკეთე"
ნათლისღება - მეორედ შობის აბანო
"რადგანაც არ მსურს დღესასწაულის ამ სიხარულის შემღვრევა"
გულის ინტუიცია
"გზები მეტად "უკმაკური" იყო"
"თავს ღვთის გულმოწყალების აკვანში მწოლიარედ გრძნობდა, რომელსაც თვით შემოქმედი არწევს"
"უსასრულო ვარსკვლავიერი ცა"
სიტყვაოქროვანი
გამომკრთოლვარება
უმწიკვლო ფიქრი
"მაცხოვარი ამ იგავს მომავლიდან ამბობს"
"ღვთის მადლის უბიწო ჭური"
„სანამ უზენაეს სულიერებას არ ეზიარა“
"აღათიამ ძილისშორისში ყოვლადწმინდა დედა იხილა"
"უდრტვინველად, უშფოთველად მიიძინა, რომ თვალნი სხვა ცხოვრებაში აღეხილა"
„რომელნიც მომავალ დიდებულ სავანეს ესაძირკვლნენ “
„სულიერი არ გაამიწიერო“
"ქართული კალამი ორეულია გოლგოთის ჯვრისა, ხოლო მისი პატრონი ყოველთვის ჰგავდა იმ მთაზე აღმავალ მაცხოვარს"
/მიხეილ ჯავახიშვილი/
"წილმქონე"
"იესო ქრისტემ კი ხალხს ახალი მცნებით მოუწოდა, ოღონდ, როგორც აღვნიშნეთ, ამჯერად ღმერთს ეს მცნება, მხოლოდ ებრაელთათვის, ფიქალზე არ ამოუტვიფრავს. მან ეს მცნება დედამიწას წააწერა"
„როდესაც ჩიტი ცოცხალია, იგი მწერებს ჭამს, მაგრამ როცა კვდება, მწერები ჭამენ მას. გარემოება შეიძლება შეიცვალოს ნებისმიერ დროს. არ შეიძულოთ და არ დააზიანოთ თქვენზე სუსტი. თქვენ შეიძლება ძლიერი ხართ დღეს, მაგრამ გახსოვდეთ, დრო თქვენზე ძლიერია! ერთი ხე მილიონ ასანთს იძლევა, მაგრამ საკმარისია ერთი ღერი ასანთი მილიონიბით ხის დასაწვავად“
„სასაუბრო ენა ფერეიდანში ქართულია, ოღონდ ძველ ქართულ სიტყვებს ვხმარობთ. მაგალითად, მიყურეს ნაცვლად ვამბობთ მიჭვრიტე , მისმინეს მაგივრად - მიყურე“
/ბარბარე ბათუაშვილი/
"ჰაერი მესიის მოლოდინით იყო დამუხტული"
"საშინელი ცოდვის კითხვა დატრიალდა"
"უფალი კი აუცილებლად გვიწინამძღრებს და სულიერად გაგვამეფებს "
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"სადაც მას მოიცავს წმინდა, საიდუმლო სიჩუმე"
"მსხვერპლგამღებობა"
"მოფონება"
იდეათა გაშლა და აღნაგობა
"საიდუმლოთმხილველი"
"გულგაცრუებული"
"წვიმით მოჭოჭებული ეზო"
"ყოვლად უბრალო"
"ერთ ფანჯარაში ორი იყურებოდა.
ერთმა დაინახა წვიმა და ჭუჭყი, მეორემ მწვანე ფოთლები გაზაფხული და ცისფერი ცა.
ერთი ფანჯრიდან ორი იყურებოდა..."
"შინ რომ ბავშვი სტიროდეს, გარეთ ტაბლას რა უნდა"
"მიშემოდგომდა მთვარეა"
/გიორგი რამაზაშვილი/
"ფურცელნაკლები წიგნი"
"დაწმენდილი შთაბეჭდილებებით"
"უცებ უწყინარმა სიომ ჩამოიქროლა და სახეზე ოფლი მომწმინდა"
"წუხილისგან გულგამოჭმული და სულშეკრული"
"გულის ხმამაღალი ცრემლი"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/
"ტკივილები და ცრემლები ყვავილობენ"
/მადონა ნატრიაშვილი/
"თანამოკალმე"
"სიბრძნის მზედაუვალობა"
/ელგუჯა მაღრაძე/
"ემოციური ანაბრწყინი"
/ელგუჯა მაღრაძე/
"ხალხმა გულის წყლული გაარკინა"
/ელგუჯა მაღრაძე/
"შთანაფიქრი იდეით"
/ელგუჯა მაღრაძე/
„გულგასენილი კაცი“
/ელგუჯა მაღრაძე/
"უკანასკნელ სულისდგმამდე"
/ელგუჯა მაღრაძე/
„სხივოსანი ნიჭი“
/ელგუჯა მაღრაძე/
"მარადიულ სულიერ საუნჯეს აითვისებს"
/ილია მეორე/
„გავიამხანაგე“
/ელგუჯა მაღრაძე/
"ასე გვმოძღვრის თავისი კეთილი ფუნჯით"
/ელგუჯა მაღრაძე/
„სრულად აისაკრა მათ სახეში“
/ელგუჯა მაღრაძე/
მოსაღამოსლოცვისდროვდა
/ანტონ გაგუა/
"ტაძრის ეზოც მივალამაზე"
/თამარ დადიანი/
"პოეტური დაყვავილება"
/ელგუჯა მაღრაძე/
"სათქმელს ხომ დიდი ოქროპირი უნდა"
/ელგუჯა მაღრაძე/
„გაუშიფრავი ეჭვი“
/ელგუჯა მაღრაძე/
„გონსაწიერი და თვალსაწიერი“
/ელგუჯა მაღრაძე/
„სულდაღებული“
/ელგუჯა მაღრაძე/
"ფიქრიც კი ფიქრობს, ფიქრი ფიფქია"
/გიორგი რამაზაშვილი/
“ამაშრიალებს წარსულის რწმენა”
/გიორგი რამაზაშვილი/
"მენატრები, უშენობას ვფიცავ"
/გიორგი რამაზაშვილი/
„ამჟრჟოლი ხმა“
/ელგუჯა მაღრაძე/
"ჩვენი სიცოცხლე წამისყოფაა"
/ილია II/
"თანაშეზავება"
"კეთილსიმშვიდე"
"შეცდუნება"
/სულხან-საბა/
"გმადლობთ ჩემთვის დროის გამონაწილებისთვის "
/პოეტი მაყვალა დავლაძე/
"...ქარს თავქარიანს სურს..."
/თამარ ქამადაძე/
"ამპარტავნობის საკინძეები"
/ირმა კიკოლიაშვილი/
"ცხოვრებაში მამაკაცის აბჯარი ქალის ერთგულებაა, ფარი ქალის სიყვარული, ხმალს კი შენი მამაკაცური ღირსება და სიმართლე მოგაქნევინებს"
/მწერალი გიორგი აღნიაშვილი/
"გამონათქვამი აზრი ბოლომიუდევნებელია"
/ელგუჯა მაღრაძე/
„ქვიშის საათში ჩაცლილი ქვიშა
ვით, თითებშუა ჩაღვრილი წყლები“
/გიორგი აღნიაშვილი/
„ცრემლს ვერ გიმალავს წვიმა სახეზე“
„წრფელყოფა სათქმელისა“
/ელგუჯა მაღრაძე/
"ზურგს უკან ჩამოლაპარაკება"
/ელგუჯა მაღრაძე/
“ყრმობიდან დაჭაბუკებამდე“
/ელგუჯა მაღრაძე/
"თავისი მართალი სული ლოცვით უბოძა უფალს"
“რა ფერი აქვს სითბოს, ოცნებებს რომ გვითბობს?”
/თამარ ქამადაძე/
"...როსტოვის ეპისკოპოსად აკურთხეს, სადაც დიდი მნათობისებრ გაბრწყინდა..."
„გასალკდევებული“
"ჩემი დუმილიც მიითვალე შენდამი ლოცვად"
"ღმერთის სხივცისკროვნება"
"პიროვნული აღსასრულის შეგრძნება"
"ნათელშემომდგარი"
შემოდგომა-ეს მეორე გაზაფხულია,როდესაც ყოველი ფითოლი ყვავილია.
ალბერ კამიუ
"კეთილმოკრძალებული"
„უამრავი სამუშაო დამეყარა თავს“
"უფლის მკერდს ჩაკონებული სამოთხეში ცხოვრობ"
/ღირსი პაისი ათონელი/
„გულისთქმებს ესაუბრებიან“
„გულისთქმებთან უქმეტყველებენ“
"წმინდა მამებში ვიცქირებოდი, როგორც სარკეში"
/ღირსი პაისი ათონელი/
"მხატვრულ ელემენტთა მომარჯვება"
"მე-გაზაფხულ-ფერება"
"მსხვერპლგამღებლობა"
"ფერად-ფერადთა სათნოებათა სიუხვე"
/კალისტრატე ცინცაძე/
"ხალხიც გასულ-გამოსულა"
“რაც ითქმის, ის არსებობს კიდეც“
"ცუდად ჩანდა ირგვლივეთი"
"ქრისტეს კუბოთდება"
"სამოთხე გახდა საზღვარდებული"
"გულ-ახსნილი ლაპარაკი"
"სულგრძელობის ზეწარი გადააფარეთ"
/უწმინდესი კალისტრატე ცინცაძე/
„რიგზე აკინწლული, ერთი-ერთმანეთთან გაწყობილი სიტყვები“
„ძნელია ამ გვარ ლაპარაკიდამ კაცმა საყურადღებო რამ გამოსწუროს“
"ცრუ საზრისის ტყვეობაში"
"ფართო ერუდიცია"
"სულიერი გადაძახილი"
"ეს ნაშრომი საქმეებისაგან განდგომის შემდეგ დაწერა"
"შეუპირისპირებია"
„ოკეანის ერთ წვეთში მთელი ოკეანე ირეკლება“
„ბერმა უთხრა დანიელს, წინ წადი და მოგეწევიო. იფიქრა დანიელმა, რომ ბვერი ხორციელი საჭიროების გამო შეჩერდა“
"ახალგაზრდობისთანავე მკაცრი და მაწყინარი ბუნებით გამოირჩეოდა"
"ფიქრები დაიმორჩილე"
"სააქაოსაკენ ვიბრუნე პირი"
"სიტყვიერების ჭურჭელი"
"ოცნებაში მათთვის ხელსაყრელ ფასად აგებდნენ სულის ხსნის კოშკს"
"თანამარადისი"
„შეუმღვრეველი სიხარული“
„მისი მსჯელობის უჩვეულო ცხოველსმყოფელობითა და უზადო სიტყვიერი გარსით, რომელშიაც ის გასაოცარი სიმსუბუქით აქცევდა თავის აზრებს“
"ზოგიერთი ადამიანი ჰგავს ციცინათელას.
გისახლდება სხეულში და დროდადრო განათებს..."
"ცამყარი"
"იმ ჰაეროვან სივრცეს, რომელსაც ასევე ცას უწოდებენ"
„ღამის ნუგეშს - მთვარესა და ვარსკვლავებს“
„მიწონებს თუ მიწუნებს“
„ქარმა ხომალდები ნაპირზე მიყარა და წაფერდებულები უკვე წყლით ივსებოდნენ“
„შენდამი ნათელფენილმა“
„რამეთუ ჩვენ გვახსოვს, რომ ბოლო სიტყვა - სიტყვა სიხარულისა, სიყვარულისა და სასოებისა, რჩება მასთან, რომელსაც შვენის დიდება, პატივი და თაყვანისცემა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!“
„ქედი წარუპყრა მახვილს“
"სიძულვილის არავითარი ნიშანკვალი არ დამჩნევია შენს სულს"
„ღვთის უჩინარქმნადობა“
"გრძნობადი მზე"
„ღვთის დიდების უნაპირობა“
"მხარნაქცევი"
"ჟამითი-ჟამად ცრმლებიც წამოსცვივიან"
„სიხარულო განუწყვეტელო“
ყოვლად-ყოვლად
„უღვთისმეტყველესი გონების ნაყოფი“
"ქების სიტყვებით, რომლებიც ფუჭად იბნევიან ჰაერში"
„შეემოყვსება“
„ბაგიდან გადმოდინდება ამაღლებული სიტყვები, ხორხიდან ღმრთივკურთხეული სხივები ბრწყინავენ“
„დროდადრო თვალს ჩავკრავდი საღვთო ნაწერებს“
„ღარიბულად შემოსილთათვის - შუქმფინარი სამოსელი“
„ფრთოვანქმნილები“
„ამ ბოროტების შუაგულში მჯდომს გამომიშუქე წმინდა სინათლე“
„იგი მისი სულის ხანგრძლივი მწუხარებისა და საღმრთო სულის მოქმედების ურთიერთმირქმის ნაყოფია“
"ღვთივსასურველობა"
"სულიერი საბადო"
„უმალ აჩქაფუნდა წყალი“
"ეს სიტყვები თითქოს გადახატულია ჩვენი დროის ნატურიდან"
"უფალმა კეთილდროულად დასაჯა"
„ერთ დღეში დასნეულდა და ამოიწერა ცოცხალთა სიიდან“
"თავდაყირა დაყენებული ლოგიკა"
"გონმიღებული"
იჯდა ბრმა...წინ ედო დაფა წარწერით:"ბრმა ვარ,დამეხმარეთ"...მის ქუდში ორად ორი მონეტა ჩანდა...გამოიარა ერთმა...შეუცვალა წარწერა,ორი მონეტაც დაუმატა და წავიდა...ცოტა ხნის შემდეგ ისევ მოვიდა...ნახა რომ ქუდი სავსე იყო..."რა დააწერე ასეთი?" ჰკითხა ბრმამ..."მხოლოდ უბრალო,პატარა სიმართლე"-იყო პასუხი...
"გაზაფხულია,მაგრამ ვერ ვხედავ...".
"უხვმეტყველება"
„სიყვარულის ბადით მონადირებული“
„მარადის ირწყავდა ღაწვებს ცრემლებით“
"შეჩქვიფდა"
"ჭვრეტითი პოეზიის ავტორი - წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი"
„ცდილობდა, მარადისობის კუთვნილი სიმდიდრე მოეგო“
„აღტაცებული მოკრძალება“
"ცეცხლოვანი ტკივილების გავლაა აუცილებელი, ამ წმინდა ტკივილს მე მადლიერების გრძნობით ვიღებ"
/არქიმანდრიტი სოფრონი/
"მოშვებულობა"
"ჩვენ წინ მარადისობის უფსკრულია, უკან - უმყოფობისა"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
"დიდძნელოვანი წუთისოფელი"
„გონებით ზეაღიწია“
„დაფლითეს ქვეყანა“
„გაიმახვილებდა სულიერ ხედვას“
"მიწიერ რბოლას ორმოცდაათი დღის მერე დაასრულებდა"
„ზოგიერთის ყურნი უფრო მძიმედ იჯერებენ, ვიდრე თვალნი, ამიტომაც ჩვენი თხრობა მსმენელთა უძლურებას უნდა შევუთანადოთ“.
“განთიადისას ჯდებოდა სკამზე და წამწამებს დასვენების უფლებას აძლევდა“
"ფიქრთა ფრენა"
"მე ძალზე ბევრი რამ მოვყევი, ვფიქრობდი, წვეთით წვიმა მეჩვენებინა და თითის წვერით გამესინჯებინა სიტკბოება თაფლისა"
/ნეტარი თეოდორიტე კვირელი/
"ქალწულური სხეული"
"ცივი აღწერილობითი სტილით საუბარი"
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience