თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ კითხვები და თხოვნები

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 1 2008, 06:03 PM

აქ განათავსეთ თქვენი კითხვები და თხოვნები განყოფილების თემატიკიდან გამომდინარე: რა გაინტერესებს, რას ეძებთ, რამით ხომ არ შეგვიძლია თქვენი დახმარება ან რომელიმე წიგნის მოწოდება და ა.შ.

რაც შეეხება გრამატიკულ საკითხებს, მიაკითხეთ მეზობელ თემას აი, აქ: http://church.ge/index.php?showtopic=392&st=0



წინასწარ გიხდით მადლობას.

პატივისცემით,

თამარი_ცქნაფო


smile.gif

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Aug 5 2008, 12:24 AM

ხალხო, ქართულ-სვანური, ქართულ-მეგრული ან ქართულ-ბაცბური (წოვა-თუშური) ლექსიკონი არსებობს თუ იცით? და თუ არსებობს, ვინმეს ელ-ვერსია ხომ არ მოგეპოვებათ? ძალიან მინდა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 5 2008, 08:36 PM

Ismail

http://titus.uni-frankfurt.de/texte/etca/cauc/megr/kajaia/kajai.htm



http://titus.fkidg1.uni-frankfurt.de/texte/caucasica/batsbi/tatyar.htm

პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Aug 5 2008, 09:11 PM

კანონისტი
შენ გაიხარე! biggrin.gif









აბა, კიდევ თუ გაქვთ ვინმეს რამე, დააგდეთ რა. smile.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jan 14 2009, 10:41 AM

ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძმაბს" ელექტრონული ვერსია ხომ არ გაქვთ? თემა მაქვს დასაწერი წიგნი კიდევ ვერ ვიპოვნე...
დამეხმარეთ თორემ ლია დამბრიდავს ორი თვეა თემას ვპირდები

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 14 2009, 12:07 PM

ციტატა(m16 @ Jan 14 2009, 11:41 AM) *

ლეო ქიაჩელის "ჰაკი აძმაბს" ელექტრონული ვერსია ხომ არ გაქვთ? თემა მაქვს დასაწერი წიგნი კიდევ ვერ ვიპოვნე...
დამეხმარეთ თორემ ლია დამბრიდავს ორი თვეა თემას ვპირდები

http://www.lib.ge/body_text.php?3454

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 21 2009, 11:39 PM

ადამიანი მაინც მარტოა:

ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული დიდხანს აგროვა
მერე...
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
ადამიანი მაინც მარტოა

ზოგს ნინო უყვარს, ზოგს ქეთევანი ...
ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა

ქუჩაში მიდის კაცი და ძაღლი,
ადამიანი მაინც მარტოა !

აი ეს ლექსი დამიმთავრეთ რა smile.gif

პოსტის ავტორი: Маиа თარიღი: Jan 21 2009, 11:45 PM

გოდერძი ჩოხელის "თევზის წერილი," "ადამიანთა სევდა" და "წერილი ნაძვებს" ხომ არ გაქვთ ვინმეს??

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 22 2009, 12:03 AM

ციტატა(Маиа @ Jan 22 2009, 12:45 AM) *

გოდერძი ჩოხელის "თევზის წერილი," "ადამიანთა სევდა" და "წერილი ნაძვებს" ხომ არ გაქვთ ვინმეს??

ეს ერთი ვნახე

http://www.lib.ge/body_text.php?760

ციტატა(KAIROS @ Jan 22 2009, 12:39 AM) *

ადამიანი მაინც მარტოა:

ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული დიდხანს აგროვა
მერე...
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
ადამიანი მაინც მარტოა

ზოგს ნინო უყვარს, ზოგს ქეთევანი ...
ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა

ქუჩაში მიდის კაცი და ძაღლი,
ადამიანი მაინც მარტოა !

აი ეს ლექსი დამიმთავრეთ რა smile.gif

ხვალამდე მაცალე, მძინავს laugh.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Jan 26 2009, 11:23 AM

აუ ბავშვებო პაოლო იაშვილის "პირამიდებში" და "წერილი დედა" სად ვნახო?
ეს ლექსები თუ ვერ ვიპოვე დაღუპული ვარ...

თამააარ, შენ გეცოდინება biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jan 26 2009, 12:03 PM

ციტატა(m16 @ Jan 26 2009, 12:23 PM) *

აუ ბავშვებო პაოლო იაშვილის "პირამიდებში" და "წერილი დედა" სად ვნახო?
ეს ლექსები თუ ვერ ვიპოვე დაღუპული ვარ...

თამააარ, შენ გეცოდინება biggrin.gif

შვილო, ან გუგლი რისთვის გამოიგონეს, ან ფავორიტები რატომ აქვს ამ ვინდოუსს? ერთხელ და სამუდამოდ ისწვალე ინტერნეტით სარგებლობა რა biggrin.gif

მეთერთმეტე კლასის წიგნი არ გაქვს? არც წიგნები გაქვს სახლში ისე?


აჰა, დაგვანებე თავი biggrin.gif

http://www.lib.ge/body_text.php?3497

http://www.lib.ge/body_text.php?3500

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 2 2009, 02:35 PM

თამარ, სანატრელო wub.gif

ამჯერადაც უნდა მიშველო, ვერსად ვნახე ლეონიძის ნატვრის ხე..

ეხლა თუ არ დამეხმარებით მაწავლებელი თავს მომკვეთავს, ვუთხარი მაქვს ეგ წიგნი მეთქი და აღმოჩნდა რომ იჰ ჰაბე ნიხთ..

თამარ საყვარელო შენ გეცოდინება გთხოვ sad.gif( wub.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 2 2009, 10:43 PM

ამჯერად არაო? laugh.gif

ვნახე ლიბ ჯიზე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 2 2009, 10:50 PM

სვანურ-ქართული ლექსიკონი მინდა რაააააააააააა.
მეგრული არის და სვანურიც უნდა იყოს მგონებ.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 2 2009, 11:13 PM

ციტატა(m16 @ Feb 2 2009, 11:43 PM) *

ამჯერად არაო? laugh.gif

ვნახე ლიბ ჯიზე biggrin.gif

მაოცებს ეს ბავშვი blink.gif

ციტატა(ბიძია თომა @ Feb 2 2009, 11:50 PM) *

სვანურ-ქართული ლექსიკონი მინდა რაააააააააააა.
მეგრული არის და სვანურიც უნდა იყოს მგონებ.

მგონებ არა, ვგონებ. არის, მაგრამ ნეტში არ დევს მგონი, ბიბლიოთეკებს ან ბუკინისტებს მიაკითხე

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Feb 2 2009, 11:18 PM

ბიძია თომა
ბიბლიოთეკაში რომ იყო 10 წლის წინ, საჯაროში, ნამდვილად მახსოვს smile.gif

პოსტის ავტორი: ბიძია თომა თარიღი: Feb 2 2009, 11:33 PM

ციტატა(maZiebeli @ Feb 2 2009, 11:18 PM) *

ბიძია თომა
ბიბლიოთეკაში რომ იყო 10 წლის წინ, საჯაროში, ნამდვილად მახსოვს smile.gif

გაიხარეთ კი ვნახე უკვე მარა მე მინდოდა იქნებ სადმეს იყოს ნეთში თქო,

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 2 2009, 11:58 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 3 2009, 12:26 AM) *

ჩემმა თხოვნამ წაიღო ჭირი? biggrin.gif

რა გინდა?

ვინმე მადლიანი დაფაცურდეს, თუ გაქვთ სახლში რეზო ამაშუკელის პოეზია, დაუდეთ ის ლექსი სრულად (თუმცა მე ეს სრული მგონია). მე არ მაქვს ეს წიგნი.

პოსტის ავტორი: xevsuri თარიღი: Feb 3 2009, 07:27 PM

თუ იცით ვიკინგური (ვიკინგების) მითოლოგია არის რამე ცალკე გამოცემად? ან თუ არის სად შეიძლება ვიშოვო?

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Feb 3 2009, 10:45 PM

KAIROS

ციტატა
ჩემმა თხოვნამ წაიღო ჭირი?

რამდენადაც მახსოვს, სულ ეგაა მთელი ლექსი,
გაგრძელება არ უნდა ჰქონდეს.
(ისე ჩემს სკლეროზს ძალიან ნუ ენდობით biggrin.gif)

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 4 2009, 06:17 PM

ციტატა(xevsuri @ Feb 4 2009, 12:17 PM) *

კი ზეგამდეც wub.gif

საბავშვო ენციკლოპედიების სერია ''რა არის რა'', სქელი ყდით, თეთრ ფონზე გაფორმებული, ტომი 10, ვიკინგები. სუპერმარტკეტ ''ზემელში'' ნამდვილად ვიცი, იყიდება. შესაძლოა, რუსთაველის მეტრომდე სანამ მიხვა, წიგნები რომ აქვთ, იქაც იყოს. სკოლის ბიბლიოთეკაში გვაქვს, მაგრამ გამოტანას ვერ შეგპირდები sad.gif

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Feb 5 2009, 02:29 PM

ვიკინგებზე გამახსენდა: ბლუთუსი ვიკინგების მეფეს რმევია თურემ. სად შეიზლება მასზე წავიკიტხო? ინტერნეტი არ მითხრათ, ისეც მივხვდებოდი.


ციტატა(KAIROS @ Jan 21 2009, 11:39 PM) *

ადამიანი მაინც მარტოა:

ქაშუეთის წინ ლოთმა სანდრუამ
არაყის ფული დიდხანს აგროვა
მერე...
დაუსხეს დიდ ჭიქაში და...
ადამიანი მაინც მარტოა

ზოგს ნინო უყვარს, ზოგს ქეთევანი ...
ზოგისთვის გონჯიც ბრიჯიტ ბარდოა

ქუჩაში მიდის კაცი და ძაღლი,
ადამიანი მაინც მარტოა !

აი ეს ლექსი დამიმთავრეთ რა smile.gif
ციტატა(KAIROS @ Feb 2 2009, 11:26 PM) *

ჩემმა თხოვნამ წაიღო ჭირი? biggrin.gif
ეგ ლექსი სულ არ წამიკითხავს, მაგრამ თუ გინდა ჩემით გაგიგრძელებ:

ზოგს უხარია ვიწო გზებით სვლა,
ზოგს ის გზა მოსწონს, რაც რომ ფართოა.
ყველას თავისი გზით გაუმარჯოს,
ადამიანი მაინც მარტოა...

ზოგს ეზოში ჰყავს ხუთი მანქანა,
ზოგის საფიქრი თბილი პალტოა,
მე ორივენიც ფეხზე მკიდია,
ადამიანი მაინც მარტოა

ვოტ! laugh.gif laugh.gif


პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 5 2009, 02:34 PM

M.M.
ჩემი ზედა პოსტი გეუბნება, სადაც წაიკითხვა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2009, 02:36 PM

M.M.
biggrin.gif biggrin.gif გენაცვალე! kiss1.gif


პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Mar 9 2009, 07:18 PM

აუ ოსტატი და მარგარიტა მინდა და ვინმემ ხომ არ იცით სად ვიშოვნო?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 9 2009, 08:12 PM

ციტატა(m16 @ Mar 9 2009, 08:18 PM) *

აუ ოსტატი და მარგარიტა მინდა და ვინმემ ხომ არ იცით სად ვიშოვნო?

გუგლის ხმარება ისწავლე!
აღარ გეტყვი!

აქაც არის ისე თემა...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 2 2009, 08:26 PM

ბავშვებო, რომელი ლექსი მინდა იცით:

"მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე "... ეს და კიდევ "ყივჩაღის პაემანი" smile.gif გამომიგზავნეთ, გთხოვთ wub.gif ერთხელ მგონი თამარმა მომცა და აქ არ მაქვს, სერბიაში დამრჩა კომპ-ზე sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: May 2 2009, 08:31 PM

staywhite

ციტატა
"ყივჩაღის პაემანი"


აი smile.gif

http://lib.ge/body_text.php?1016

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 2 2009, 10:56 PM

რევაზ ინანიშვილის "იალნო" ხომ არ მოიპოვება სადმე ინერნეტში? მე ვერ ვიპოვე user.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 3 2009, 12:40 AM

ესეც ''მე ყაჩაღებმა მომკლეს არაგვზე''

http://literatura.iatp.ge/

პოსტის ავტორი: ბარბარე თარიღი: Jul 7 2009, 08:39 PM

"კაცი რომელიც იცინის"(ჰიუგო)-მინდა ქართულად ონლაინშიიი....

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jul 7 2009, 09:12 PM

ციტატა(ბარბარე @ Jul 7 2009, 09:39 PM) *

"კაცი რომელიც იცინის"(ჰიუგო)-მინდა ქართულად ონლაინშიიი....

უნდა გაგაწბილო, არსად დევს sad.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 13 2010, 12:15 AM

დიდი მოწიწებით მინდა გთხოვოთ....

ვაჟას "ბახტრიონის" კრიტიკული გარჩევა ხომ არ მოგეპოვებათ?

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 14 2010, 11:27 AM

ikanosi

pm ნახეsmile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 14 2010, 01:50 PM

სოფი
აქაც მადლობას გიხდი biggrin.gif
ღმერთმა დაგლოცოს kiss1.gif kiss1.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 23 2010, 09:05 PM

რა მინდა გთხოვოთ....ვინმეს შემთხვევით ხომ არ გაქვთ ოთარაანთ ქვრივის გააზრება ან რამე მსგავსი?


ასევე "საქართველოში ასე უყვარდათ".....ნიკოლოზ ბარათაშვილი მაქვს არჩეული და უნდა წარმოვადინო მისი სიყვარული, ოცნებებ და იდეები....

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 26 2010, 03:27 PM

არავინ მეხმარება? sad.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Mar 27 2010, 10:29 PM

ikanosi

არცერთი არ მაქვს მე.
შეეჩვიე შრომა-წვალებას და სხვის იმედზე არ იყო biggrin.gif დათვურ სამსახურს ნუ გვაწევინებ აქtongue.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Mar 29 2010, 12:12 PM

5 ლარი ღირს ყვითელი წიგნები ''სკოლაში შესასწავლი მწერლები'', ყველანაირი გარჩევა მოჰყვება, გადი ბარზობაზე და იყიდე. წიგნის ხელში აღება ცოდვა არაა.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 29 2010, 03:03 PM

ციტატა
წიგნის ხელში აღება ცოდვა არაა.

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 16 2010, 02:58 PM

ციტატა(კანონისტი @ Aug 16 2010, 02:48 PM) *

მარიამი
ყარაული არ ითვლება ბარბარიზმად. ისე კი, გუშაგი სჯობს ყველას.

თუ არ ითვლება ბარბარიზმად, მაშინ იყოს. ისე მეორე კითხვაც დამებადა, ამჯერად როგორც იურისტთან: ჩამეთვლება თუ არა რამე დარღვევად, სხვის თარგმანში ასეთი მცირეოდენი ცვლილება რომ შევიტანო (ყარაული - გუშაგად გადავაკეთო) და ისე დავბეჭდო ან გამოვაქვეყნო სადმე? ეს კიდევ მარტივი შემთხვევაა, მაგრამ უხეში შეცდომა რომ იყოს, მაშინ როგორაა საქმე? თუ მასეთ წვრილმანებზე ჩვენთან კანონმდებლობა ჯერ არ არსებობს და მარტო მორალური კანონებით უნდა ვიხელმძღვანელოთ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 16 2010, 03:17 PM

მარიამი
თუ საავტორო უფლება არსებობს, კორექტურის გარდა ყველა ჩასწორება ითვლება უფლების დარღვევად. თვით, ზოგმა, შეიძლება კორექტურაც კი ჩათვალოს გასწორებად, ანუ გადაკეთებად...

ისე, დაბეჭდვასაც უნდა ნებართვა laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 16 2010, 03:19 PM

ციტატა(კანონისტი @ Aug 16 2010, 03:17 PM) *

მარიამი
თუ საავტორო უფლება არსებობს, კორექტურის გარდა ყველა ჩასწორება ითვლება უფლების დარღვევად. თვით, ზოგმა, შეიძლება კორექტურაც კი ჩათვალოს გასწორებად, ანუ გადაკეთებად...

ისე, დაბეჭდვასაც უნდა ნებართვა laugh.gif

დაბეჭდვის ნებართვა საავტორო უფლებებში შედის და მაგდენი მესმის smile.gif აი, ეს კორექტურის ამბავი მაინტერესებდა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Aug 16 2010, 03:22 PM

მარიამი
ჰოდა, დაბეჭდვის ნებართვის აღების დროს შეგიძლია დააზუსტო მასთან, რისი შეცვლის უფლება გაქვს ან არ გაქვს.

მარტო ტექსტშიც ხო არ არის საქმე, ყდა, გარეკანი, სურათები, ფოტოები, წყობა... ზოგი ამეებს არსებით მნიშვნელობას ანიჭებს, ზოგიც არა. და ამიტომ გეუბნები smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 16 2010, 03:34 PM

ციტატა(კანონისტი @ Aug 16 2010, 03:22 PM) *

მარიამი
ჰოდა, დაბეჭდვის ნებართვის აღების დროს შეგიძლია დააზუსტო მასთან, რისი შეცვლის უფლება გაქვს ან არ გაქვს.

მარტო ტექსტშიც ხო არ არის საქმე, ყდა, გარეკანი, სურათები, ფოტოები, წყობა... ზოგი ამეებს არსებით მნიშვნელობას ანიჭებს, ზოგიც არა. და ამიტომ გეუბნები smile.gif

არაფრის დაბეჭდვას არ ვაპირებ, სიტყვას მოყვა უბრალოდ smile.gif მე თუ სადმე რამეს ვბეჭდავ და ვაქვეყნებ, შენც კი იცი სად a075.gif

გავუოფე ცქნაფოს თემა, მაგრამ FB-ზე და მსგავს ადგილებში რამის გამოქვეყნებაზე ნეტა როგორაა საავტორო უფლებების საქმე?

ცქნაფო, თუ გინდა ეს პოსტები შესაბამის თემაში გადაიტანე (თუ არსებობს ასეთი თემა საერთოდ).

პოსტის ავტორი: (Νικόλαος) თარიღი: Nov 12 2010, 01:21 PM

გთხოვთ მითხრათ თბილისის სემინარია-აკადემიაში რა საგნები ბარდება და რა უნდა ვიცოდეთ?

პოსტის ავტორი: Fewlless თარიღი: Nov 12 2010, 01:28 PM

...

პოსტის ავტორი: (Νικόλαος) თარიღი: Nov 12 2010, 08:46 PM

უღრმესი მადლობა smile.gif

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Dec 12 2010, 11:20 PM

ქართული წიგნების ლინკი დამიდეთ რააა

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jan 28 2011, 11:43 PM

ოთარ ჭილაძIს რომელიმე
რომანის ელ ვერსია არ გაქვთ? sad.gif

რკინის თეატრის და
ყოველმან ჩემმან მპოვნელმან-ის გარდა

პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Mar 28 2011, 04:25 PM

სიცოცხლე უნდა ქარიშხალს გავდეს

მეხის გავარდნას გავდეს სიკვდილი
მტერიც გყავდეს და მოყვარეც გყავდეს

მაგრამ არცერთთან ჭამო სირცხვილი


სიცოცხლე უნდა სიმღერას გავდეს

ვიდრემდე გული შესწყვეტდეს ფეთქვას

და თუ ცხოვრებას ვერ გაუმკლავდი

უნდა თქვა მაინც რაც უნდა გეთქვა!!!

სიცოცხლე უნდა მადლობა იყოს,

ღვთისადმი შენგან კრძალვით მიძღვნილი,

ისე ლამაზად უნდა იცხოვრო,

მზის ჩასვლას უნდა ჰგავდეს სიკვდილი!..


პოსტის ავტორი: nikolas თარიღი: Mar 28 2011, 11:09 PM

ეს ლექსი ვის ეკუთვნის ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Apr 9 2011, 10:58 PM


nikolas

ეს ლექსი როგორც მითხრეს ეკუთვნის აწ განსვენებულ ტარიელ ჩარქსელიანს. ”ნიანგში” მოღვაწეობდა.

პოსტის ავტორი: Camsvleli ... თარიღი: Feb 23 2012, 08:02 PM

უკვე რამდენი ხანია მაინტერესებს და ვინც დამეხმარება მართლა უღრმესი მადლობააა......
ანა კალანდაძის ლექსი "განძად გპოვებდი" გამოყენებული აქვს ერთ მწერალს თავის მოთხრობაში, სადაც სტუდენტს და ხანშიშესულ ლექტორს უყვარდებათ ერთმანეტი... არც მწერლის სახელი და გვარი მახსოვს და არც მოთხრობის სათაური, უბრალოდ ვისაც გაქვთ რაიმე ამდაგვარი შეინაარსის მოთხრობა წაკითხული მითხარით : ))
მწერალი ქალია.

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Nov 12 2012, 01:38 AM

ციტატა
გთხოვთ მითხრათ თბილისის სემინარია-აკადემიაში რა საგნები ბარდება და რა უნდა ვიცოდეთ?


http://church.ge/index.php?showtopic=9528

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jan 13 2013, 12:34 AM

ზიუსკინდის "ბრძოლა" ხომ არ იცით სადმე ქართულად რომ იდოს?

სამი ამბავი და ერთი დაკვირვება - ამ წიგნშია შესული

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 23 2013, 09:46 PM

წმინდა ფანოურიოსზე ქართულად ინფორმაცია ხომ არ იცით სადმე წიგნში ან საიტზე, ან თქვენ ხომ არ იცით რამე მასზე? სასწაულმოქმედი რომ იყო ეგ გავიგე აქედანაც http://vatopaidi.wordpress.com/2009/08/27/ο-άγιος-φανούριος/
მაგრამ უფრო დაწვრილებით მინდა

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Apr 7 2013, 02:05 AM

ხომ არ იცით ტრონების თამაში ქართულად არ უთარგმნიათ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 7 2013, 11:19 PM

ႲႭႡႰႠႬ

ციტატა
ხომ არ იცით ტრონების თამაში ქართულად არ უთარგმნიათ?

რა არის თუ ძმა ხარ ეგ?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Apr 8 2013, 02:11 AM

A.V.M

Game Of Thrones წიგნების სერიაა ასეთი რომლის ავტორიცაა George R. R. Martin თუ არ ვცდები ათი ნოველაა სულ დაწერილი.

ამავე სახელწოდების სერიალია გადაღებული წიგნის სიუჟეტის მიხედვით.

აი ეს:

http://www.youtube.com/watch?v=XuKfFzk1uQs

ჯერ ჯერობით მხოლოდ ორი სეონია გადაღებული და მესამე სეზონის ორი სერია

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Apr 8 2013, 03:30 AM

ციტატა(ႲႭႡႰႠႬ @ Apr 7 2013, 02:05 AM) *

ტრონების თამაში


laugh.gif

პირველ სეზონს ვუყურე, მომეწონა მაგრად... მეტი ქართულად ნათარგმნი ვეღარ ვნახე და მასე კარგად არ ვიცი არცერთი ენა რო ეგ გავიგო... თან მაგარი ჩახლართული ამბებია, 1 სირტყვაც არ უნდა გამოგრჩეს biggrin.gif წიგნი არ უთარგმნიათ ქართულად და ალბათ არც თარგმნიან კაი ხანს... ეგ კი არა ნეტა სილმარიონის თარგმნა მოაფიქრდეს ვინმეს... ძალიან მაინტერესებს...

პოსტის ავტორი: ႲႭႡႰႠႬ თარიღი: Apr 8 2013, 11:23 AM

MIRDAT

ჩახლართული ამბები მეორე სეზონში უნდა ნახო შენ. თავბრუ დამხვევი ინტრიგები. ყველა ერთანეთს ატყუებს და ხანჯალს არჭობს ზურგში.

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 9 2013, 10:54 AM

მაცხოვრის იერუსალემში შესვლის სახელობის ტაძარი არსებობს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 10 2013, 02:30 AM

qetevano

ციტატა
მაცხოვრის იერუსალემში შესვლის სახელობის ტაძარი არსებობს?

ბზობის ტაძარი გინდა?

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 10 2013, 07:19 PM

A.V.M
ხო

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 12 2013, 11:10 PM

რატომ არ შეიძლება მარხვაში ჯვრის დაწერა ლინკი მომეცით თუ იცით ან რომელიმე წმინდა მამის განმარტება.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 13 2013, 12:46 AM

ციტატა
რატომ არ შეიძლება მარხვაში ჯვრის დაწერა ლინკი მომეცით თუ იცით ან რომელიმე წმინდა მამის განმარტება.

მთალად წმ.მამა არაა , მარა მამაა :
biggrin.gif

მამა ალექსი (სინაურიძე) პასუხობს:

შეკითხვა : –– რატომ არ შეიძლება მარხვაში ქორწინება?

პასუხი: –– ქორწინება ერთ– ერთი იმ შვიდ სადუმლოებათგანია , რომელიც ეკლესიაში აღესრულება, ყოველთვის ახალი ეტაპია ადამიანის ცხოვრებაში და თან ახლავს უდიდესი სიხარული და საზეიმო განწყობილება, მრავალფეროვანი სუფრები, მუსიკა, მხიარულება და ა. შ. მარხვა კი საკუთარი ცოდვების გამო ტირილი , ამის გამო გლოვაა, ამასთანავე მარხვა ცოლ–ქმრული ურთიერთობისაგანაც თავის შეკავებას გულისხმობს. სწორედ ამის და სხვა უამრავი ფაქტორის გათვალისწინებით დაადგინა ეკლესიამ, რომ მარხვაში ქორწინება არ შეიძლება.

http://imeroni.ge/gverdebi/shekitxva.htm

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 13 2013, 09:23 AM

A.V.M
მეც ეგ არ ვუპასუხეე? სხვანაირი აზრი თუ იცით, ის მინდაო.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 13 2013, 12:34 PM

არა ეგ მეც წაკითხული მქონდა და უფრო ვრცლად ვეძებდი სადმე თუ იყო. ვეძებე და ვერ ვნახე იქნებ თქვენ იცოდეთ თქო. biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 13 2013, 10:17 PM

ვინმემ არ შეგიძლიათ მითხრათ აღდგომა 1947 წელს რომელ რიცხვში იყო? ან როგორ გავიგო? ძალიან მჭირდება გელოდებით რა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Apr 13 2013, 10:37 PM

G_saxva

ციტატა
არა ეგ მეც წაკითხული მქონდა და უფრო ვრცლად ვეძებდი სადმე თუ იყო. ვეძებე და ვერ ვნახე იქნებ თქვენ იცოდეთ თქო.

სახარებაში მაგას ვერ ნახავ უეჭველი და სჯულისკანონშიც ეწეროს ვერ ვიხსენებ და ჰა...
ეძებე თუ გინდა...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 13 2013, 10:53 PM

ციტატა(A.V.M @ Apr 13 2013, 11:37 PM) *

G_saxva

სახარებაში მაგას ვერ ნახავ უეჭველი და სჯულისკანონშიც ეწეროს ვერ ვიხსენებ და ჰა...
ეძებე თუ გინდა...
biggrin.gif

ვეძებე და ვერ ვიპოვე biggrin.gif საქმეც მაგაშია biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 13 2013, 11:40 PM

ციტატა(qetevano @ Apr 13 2013, 10:17 PM) *

ვინმემ არ შეგიძლიათ მითხრათ აღდგომა 1947 წელს რომელ რიცხვში იყო? ან როგორ გავიგო? ძალიან მჭირდება გელოდებით რა.

ვერ გამოვთვლი? მართლა მჭირდება არ ვმაიმუნობ

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Apr 14 2013, 11:57 AM

qetevano
13 აპრილი

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Apr 14 2013, 12:43 PM

ციტატა(qetevano @ Apr 13 2013, 11:40 PM) *

ვერ გამოვთვლი? მართლა მჭირდება არ ვმაიმუნობ

http://www.orthodoxy.ge/agdgoma.htm 13 აპრილი იყო smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 14 2013, 02:43 PM

ikanosi
G_saxva
მადლობა ბიჭებო smile.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Apr 22 2013, 10:02 PM

რაღაც თხოვნა მაქვს, ესე იგი რაღაც რეპორტაჟს აკეთებს ჩემი მეგობარი და უნდა ჩაატაროს გამოკითხვა. რა არის მართლმადიდებლობა. ხოდა დახმარება მთხოვა და ყველამ თქვენი აზრი რომ დამიწეროთ შეგიძლიათ? ასე იწყებოდეს: მართლმადიდებლობა არის.......................

პოსტის ავტორი: გორგასალი თარიღი: May 27 2013, 02:01 PM

პირველ რიგში მოგესალმებით smile.gif

ერთი სათხოვარი მაქ : იქნებ მითხრათ საქართველოს ეკლესიისა და "ვეფხისტყაოსნის" დამოკიდებულება.მე როგორც ვიცი არსებობს მოსაზრება რომ ეკლესია ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ ასევე არსებობს ამის საპირისპირო მოსაზრება. იქნებ ვინმემ მიმითითოდ სად შეიძლება ამის შესახებ დასაბუთებული პასუხის მოძიება.(უკეთესია იყოს ტექსტური სახის ).
ასევე თუ გახსნით თემას სადაც იქნება აგუმენტირებულად დადასტურებული მოსაზრებები ამ თემაზე ძალიან დამეხმარებით და არა მარტო მე smile.gif

გთხოვთ არ დაიზაროთ smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 27 2013, 02:50 PM

http://orthodox-geo.com/2012/04/03/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A/

პოსტის ავტორი: გორგასალი თარიღი: May 27 2013, 04:21 PM

ციტატა(G_saxva @ May 27 2013, 02:50 PM) *

http://orthodox-geo.com/2012/04/03/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%A4%E1%83%AE%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A7%E1%83%90%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98-%E1%83%93%E1%83%90-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%A3%E1%83%9A/


ეს ვიცი ნანახი მაქვს მაგრამ მე მინდა რაიმე ძირითადად ტექსტური სახის თანაც არგუმენტებით დადასტურებული ორივე მხრიდან smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 27 2013, 08:55 PM

გორგასალი
მე და შენ რომ ვილაპარაკოთ არგუმენტირებულად არ გინდა?

პოსტის ავტორი: გორგასალი თარიღი: May 27 2013, 10:59 PM

ციტატა(A.V.M @ May 27 2013, 08:55 PM) *

გორგასალი
მე და შენ რომ ვილაპარაკოთ არგუმენტირებულად არ გინდა?


biggrin.gif მე რა ვიცი შენ რომ გეკამათო ამ საკითხზე smile.gif

დავიჯერო არავის არასოდეს არ უსაუბრია ამ საკითხზე? ( საეკლესიო პირებს ვგულისხმობ )
ჰმმმ smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 28 2013, 09:48 PM

გორგასალი
სავალდებლოა რაღაც ციტატები ვაკოპიროდ?
ავდგეთ და განვიხილოთ რომელმა სასულიერო პირმა , როდის რა თქვა ...

პოსტის ავტორი: გორგასალი თარიღი: May 28 2013, 11:06 PM

კარგი მაშინ მე მოვიყვან ცნობილ მოსაზრებებს ( ახლა ვკითხულობ ვიქტორ ნოზაძის "ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება"-ს არ ვიცი რამდენად შეესაბამება საეკლესიო(მართმადედებულ) შეხედულებას "ვეფხისტყაოსნის" შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ეს მოვძებნე რომელიც უპირისპირდება იმ მოსაზრებას : თითქოსდა ეკლესია "ვეფხისტყაოსანს" უპირისპირდებოდა).

მოდით საქმეზე გადავიდეთ ( კარგი იქნება თუ სხვა მომხმარებლებიც მიიღებენ ამ საკითხში მონაწილეობას).

1) ყველაზე გავრცელებული არის მოსაზრება რომლის მიხედვითაც ეკლესიამ (ეკლესიის წარმომადგენლებმა) "auto da fe" გამოუცხადა "ვეფხისტყაოსანს" დააწვევინა წიგნები, ზოგი მათგანი დაახევინა და მდინარე "მტკვარში" გადააყრევინა. მოკლედ ეს არის ერთ ერთი პირველი რაც შემხვდა როდესაც ამ საკითხით დავინტერესდი. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ ამის დასადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მაინტერესებს რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ საკითხთან მიმართებაში.

მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია იმ მღვდლების დამოკიდებულება რომლებმაც თითქოსდა "auto da fe" გამოუცხადეს "ვეფხისტყაოსანს". (მხედველობაში მყვანან : კათოლიკოს ანტონ პირველი და ტიმოთე მთავარ ეპისკოპოსი)

იქნებ მითხრათ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხთან smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 29 2013, 04:09 PM

გორგასალი

ციტატა
არგი მაშინ მე მოვიყვან ცნობილ მოსაზრებებს ( ახლა ვკითხულობ ვიქტორ ნოზაძის "ვეფხისტყაოსნის ღმრთისმეტყველება"-ს არ ვიცი რამდენად შეესაბამება საეკლესიო(მართმადედებულ) შეხედულებას "ვეფხისტყაოსნის" შესახებ, მაგრამ სამწუხაროდ მხოლოდ ეს მოვძებნე რომელიც უპირისპირდება იმ მოსაზრებას : თითქოსდა ეკლესია "ვეფხისტყაოსანს" უპირისპირდებოდა).

მოდით საქმეზე გადავიდეთ ( კარგი იქნება თუ სხვა მომხმარებლებიც მიიღებენ ამ საკითხში მონაწილეობას).

1) ყველაზე გავრცელებული არის მოსაზრება რომლის მიხედვითაც ეკლესიამ (ეკლესიის წარმომადგენლებმა) "auto da fe" გამოუცხადა "ვეფხისტყაოსანს" დააწვევინა წიგნები, ზოგი მათგანი დაახევინა და მდინარე "მტკვარში" გადააყრევინა. მოკლედ ეს არის ერთ ერთი პირველი რაც შემხვდა როდესაც ამ საკითხით დავინტერესდი. თუმცა აქვე აღსანიშნავია რომ ამის დასადასტურებელი მტკიცებულება არ არსებობს. მაინტერესებს რა დამოკიდებულება აქვს ეკლესიას ამ საკითხთან მიმართებაში.

მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია იმ მღვდლების დამოკიდებულება რომლებმაც თითქოსდა "auto da fe" გამოუცხადეს "ვეფხისტყაოსანს". (მხედველობაში მყვანან : კათოლიკოს ანტონ პირველი და ტიმოთე მთავარ ეპისკოპოსი)

იქნებ მითხრათ როგორია ეკლესიის დამოკიდებულება ამ საკითხთან


ამ საკითხს მეც ვარ გაცნობილი და უნდა ითქვას, რომ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა. ის, რომ ანტონმა ვეფხისტყაოსნის ის პირველი გამოცემის ყველა ტომი დააწვევინა არაერთი ადამიანის ცნობით ვიცით, თუმცა ყველა ეს ადამიანი მოგვიანო პერიოდის მოღვაწეა და მათ შორის არავინ არის უშუალო თვითმხილველი, ეს ფაქტია. ის აზრი, რომ ანტონი სათავეში უდგა რადიკალურ ჯგუფს, რომელთაც თითქოს ვეფხისტყაოსნის ყველა ეგზემპლარი დაწვეს უფრო არარეალური ჩანს. ყოველშემთხვევაში ანტინი არ იქნებოდა ამის არც მომხრე და არც ინიციატორი, რადგან მისი მოღვაწეობა და შეხედულებები აბსოლუტურად განსხვავებულია ასეთი მიდგომისგან, მეტიც, ის თავად არაერთ ადგილას იყენებს ციტატებს ვეფხისტყაოსნიდან და მათ მაღალ შეფასებებს აძლებს. მის წინააღმდეგ იმ ფრაზას იყენებენ, როცა მან შოთა რუსთაველის შესახებ თქვა, რომ ის კარგი ღვთისმეტყველი იქნებოდა ფუჭად რომ არ დახარჯულიყოო. არადა ამ ციტატას სრულიად სხვა გააზრება აქვს და სხვა მნიშვნელობითაა ნათქვამი.

რაც შეეხება ზოგადად ეკლესიურ დამოკიდებულებას, ცხადია ამ ფაქტს, თუ ის მოხდა საერთოდ (მე არ მჯერა რომ მოხდა), ვერ განვაზოგადებთ და ვერ ვიტყვით, რომ ეკლესიას რადიკალური მიდგომა აქვს ამ ძეგლისადმი, უფრო პირიქით არის ცხადია და ეს ბუნებრივიცაა.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 29 2013, 10:11 PM

მეც დავწერ ცოტა მოგვიანებით ...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 31 2013, 02:56 AM

ამ საკითხში აბსოლიტურად ეთანხმება ჩემი პოზიცია დეკანოზ ლევან მათეშვილის აზრზს , იმიტომ რომ :
1– კრეტინიზმია შეეწინააღმდეგო ვეფხისტყაოსანს და მისი აღმოფხვრა გინდოდეს .
2–უფრო კრეტინიზმია ის აზრი , რომ ეკლესია როდესმე და რაიმე ფორმით ეწინააღმდეგებოდა ამ გენიალურ ნაწარმოებს .

ეს ცილისწამება კომუნისტურ პერიოდში გავრცელდა და ძალიან ვწუხვარ რომ დღესაც აქვს მოკიდებული საზოგადოებაში ფეხი . მახსენდება დეკანოზ დავით ისაკაძის სტუმრობა უცნობთან და ის ,,კონსესუსი'' რომელიც იქ შედგა :
,,კათალიკოსი რომელიც წვავდა და დევნდა ვეფხისტყაოსანს იყო ანტონი და არა კირიონი . ''

აფხაზმაც აღნიშნა , რომ ყველა ის ინფორმაცია , რაც კი მოწოდებულია ანტონის მიერ ვეფხისტყაოსნის მდევნელობაზე არის მისი მოღვაწეობის შემდგომი დროს დაწერილი და ვერ მივიღებთ უეჭველ ჭეშმარიტებას , მით უმეტეს , რომ ანტონი , როგორც ფილოლოგი , რადიკალურად განსხვავებულად მოქმდებდა მისი ცხოვრების მანძილზე .

კომუნისტურ პერიოდში რომ ვრცლდებოდა ცრუ ინფორმაციები , ამის შესახებ , ეს გასაგებია . მაგრამ საინტერესოა დღეს რა გვაძალებს რომ ამგვარი დეზინფორმაციები ვავრცელოთ?
ვფიქრობ ის , რომ საზოგადოების გარკვეულ წრეებში მიღებულია აზრი ანტონ პატრიარქის კათოლიკეობის შესახებ . და ხალხს იმდენად უნდა რომ შეურაცხყონ , ჩრდილი მიაყენონ , დაამდაბლონ იგი , რომ ხაზს უსვამენ მის მიერ სხვა , დადებითად შესრულებულ საქმეებს . ამის საფუძველს კი აძლევთ ანტონის შემდეგი ფრაზა : ,,რუსთაველი ამაოდ დაშვრა . '' რომელიც კონტქსტიდანაა ამოგეჯილი .

ვფიქრობ იმ ხალხს , ვისაც ეს ფაზა აქვთ ხელზე დახვეული , საერთოდ არ აწვთ წაკითხული თუ რა კონტექსტშია მოხმობილი . თქვენის ნებათვით , კიდევ ერთხელ გაგახსენებთ , თუ რას წერს კათალიკოსი აქამდე შოთა რუსთაველზე :

,,დიდი პირიტიკოსი , დიდი რიტორი , დიდი სიტყვათა გამომთქმელი , დიდი ღვთისმეტყველი და.ა.შ მაგრამ იგი ამაოდ დაშვრაო . ''

ეს ფრაზა თავად ნაწარმოების პროლოგს მიემართება და არა ,,მდევნელ–დამწველობას . ''
ია რას წერს შოთა მიჯნურობაზე :

,,ვთქვა მიჯნურობა პირველი და ტომი გვართა ზენათა,

ძნელად სათქმელი, საჭირო გამოსაგები ენათა,

იგია საქმე საზეო, მომცემი აღმაფრენათა;

ვინცა ეცდების, თმობამცა ჰქონდა მრავალთა წყენათა.''


ახლა უყურეთ მე რას ვშვებიო:
,,ვთქვენ ხელობანი ქვენანი, რომელნი ხორცთა ჰხვდებიან''


აა...ბატონო . თვითონ წერს , რომ საღვთო სიყვარული პირველიაო , აღმატებულიო , მე კიევ უფრო მდარეზე , უფრო ქვედაზე ვწერო .
სხვა რამე თქვა ანტონმა ? არა .
შოთა ნასწავლი , მორწმუნე , განათლებული და.ა.შ კაცი იყოო , შეეძლო დაეწერა უაღმატებულესზეო , მაგრამ დაწერა უფრო მდარეზეო რითაც ამაოდ დაშვრაო .

რაც შეეხება ეპისკოპოს ტიმოთე გაბაშვილს . თავიდანვე უნდა უარვყოთ რო მას რაღაც უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა შოთაზე , მტერი იყო ვეფხისტყაოსნის და.ა.შ ამას ისიც აბათილებს , რომ სწორედ მის მიერ მოწოდებული ცნობებით მოხდა იმ ფრესკის აღოჩენა , რომელიც პალესტინაშია . ხოლო მის მიერ გამოთქმული აზრი : ,,შოთას სწავლებით განირყვნა ერი ჩვენი . '' არის პირადი აზრი . ზოგს შეიძლება ვეფხისტყაოსანი ეგონა გამრყვნელად , ზოგს შეიძლება უნათლავი ჩვილები ეგონოს რომ ჯოჯოხეთში მოხვდება , ზოგს რა და ზოგს რა . მაგრამ ეს ყოველივე არის პირადი აზრი და არა ეკლესიის დამოკიდებულება !

ვინმე თუ წარმომიდგენ სხვა დოკუმენტურ მასალას , საიდანაც ამ ორი (ან თნდაც სხვა ) სასულიერო პირის აზრია გამოთქმული ამ საკითხის შესახებ , იმაზე გესაუბრებით .

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 31 2013, 11:26 AM

რა განხსავებაა კათოლიკურ და მართლმადიდებლურ ჯვარს შორის? არ ვიცი და მაინტერესებს რითი განსხავდება? ჯვარი ხომ ჯვარი აკურთხებ და მართლმადიდებლური იქნება. biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: May 31 2013, 11:44 AM

G_saxva
დაგიწერე უკვე და მოძღვრის განყოფილებაში ნუ პოსტავ , თორემ ჩემთან ,,ზემლიაკობა'' არ ჭრის . ესც განსხვავებული თემაა და აქაც ნუ აოფებ . kiss1.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: May 31 2013, 11:52 AM

ციტატა(A.V.M @ May 31 2013, 11:44 AM) *

G_saxva
დაგიწერე უკვე და მოძღვრის განყოფილებაში ნუ პოსტავ , თორემ ჩემთან ,,ზემლიაკობა'' არ ჭრის . ესც განსხვავებული თემაა და აქაც ნუ აოფებ . kiss1.gif

ჯვარცმაზე არ ვამბობ ჩვეულებრივ ჯვარზე ვამბობ. საქმე გავაადვილე მოძღვარიც აღარ შეწუხდება და სწრაფათაც გავაგებინეთ კითხვის ავტორს პასუხი. biggrin.gif

პოსტის ავტორი: თინანო თარიღი: Mar 6 2016, 08:26 PM

სასწრაფოდ! იყიდება იაფად ხბოს ტყავში ჩასმული "ვეფხისტყაოსანი" რომელიც გამოცემულია XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, და დასურათებული მიხაი ზიჩის მიერ. რეცენზიები ეკუთვნის დავით კრიჭაშვილს. ეს არის საკოლექციო გამოცემა. გთხოვთ ვინც რეალურად იცით მისი ფასი და იცით რას წარმოადგენს ეს წიგნი, უმორჩლესად გთოვთ დამეხმარეთ მის გაყიდვაში, გაყიდული თანხიდან გპირდებით 10% საჩუქრად. სასწრაფოდ გვჭირდება თანხა შვილის სამედიცინო გამოკვლევისთვის! (დამიკავშირდით ტელეფონზე 577187199)

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)