თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ წიგნი რომელმაც შემცვალა

პოსტის ავტორი: m.g.giorgi93 თარიღი: Dec 14 2010, 06:00 PM

IPB-ს სურათი

ფორუმელებს გვთხოვთ დაასახელოთ ის წიგნი, რომელმაც დაგაფიქრათ და ცოტათი მაინც შეგცვალათ.

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Dec 14 2010, 07:04 PM

ახალი აღთქმა........

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 14 2010, 10:50 PM

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru


ჰო, და მათეს სახარების განმარტება, მთაწმინდელის მიერ.



პოსტის ავტორი: გუდაგუდა თარიღი: Dec 14 2010, 11:27 PM

ახალი აღთქმა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 15 2010, 10:59 AM

terra
ცვეიგი მართლა ტიტანია...და იმ უვიცი ლაზარეს წიგნი რამ მოგაწონა შეკაცო? biggrin.gif

პ.ს.
შემცვალა, ნამეტანია მგონი, თუმცა გავლენა იქონია დოსტოევსკის ნაწარმოებმა "დანაშაული და სასჯელი"
პ.პ.ს.
მე მგონია, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც შეგცვლის...ეს ჩემი პირადი აზრია და არ ვკამათობ

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 15 2010, 11:05 AM

კანუდოსელი

ციტატა
შემცვალა, ნამეტანია მგონი

+1

ციტატა
იმ უვიცი ლაზარეს წიგნი რამ მოგაწონა შეკაცო?

მომაწონა არა. შემაყვარა.
და ლაზარე თუ უვიცია, მცოდნეები ჩამომითვალე.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 15 2010, 11:07 AM

ციტატა(terra @ Dec 15 2010, 11:05 AM) *

კანუდოსელი

+1
მომაწონა არა. შემაყვარა.
და ლაზარე თუ უვიცია, მცოდნეები ჩამომითვალე.

ქართულ სინამდვილეში თუ უცხოურში?
პ.ს.
ლამაზი სიტყვებით წერო იდიოტობა არ ნიშნავს რომ ხარ გენიოსი...ერეტიკოსია, უბრალოდ ის დრო არაა, თორემ გაუყენებდნენ გზას biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 15 2010, 11:10 AM

კანუდოსელი

ციტატა
ქართულ სინამდვილეში თუ უცხოურში?

ქართულში.

ციტატა
ლამაზი სიტყვებით წერო იდიოტობა არ ნიშნავს რომ ხარ გენიოსი

შთაბეჭდილება მრჩება, რომ ან წაკითხული არ გაქვს, ეს კაცი რას წერს,
ან პირადი ნეპრიაზნის გამო წიხლავ.

ციტატა
ერეტიკოსია

ამაზე გამეღიმა smile.gif

არ ღირს ამ საკითხის გაღრმავება. აზრს ვერ ვხედავ.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 15 2010, 11:12 AM

კანუდოსელი

ციტატა
მე მგონია, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც შეგცვლის...ეს ჩემი პირადი აზრია და არ ვკამათობ

შენ რა შეგცვლის კანუდოს, მარადიულად უცვლელი ხარ tongue.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 15 2010, 11:12 AM

ციტატა(terra @ Dec 15 2010, 11:10 AM) *

კანუდოსელი

ქართულში.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ ან წაკითხული არ გაქვს, ეს კაცი რას წერს,
ან პირადი ნეპრიაზნის გამო წიხლავ.
ამაზე გამეღიმა smile.gif

არ ღირს ამ საკითხის გაღრმავება. აზრს ვერ ვხედავ.

გაატარე biggrin.gif

პ.ს.
ედიშერ ჭელიძეა საკმაოდ განსწავლული ადამიანი პატრისტიკაში...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 15 2010, 11:12 AM

იცით რა, წიგნი არ მცვლის, რაღაც ახალს მაცნობს, რომელსაც მხოლოდ მაშინ ვიჯერებ, როცა ცხოვრებაში მხვდება ხოლმე. ანუ, რეალურად, მცვლის და მასწავლის ცხოვრება.

ძალიან გავანადგურე წიგნი... biggrin.gif ცოტას მასწავლის , ცოტას. დანარცენს ცხოვრება.

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 15 2010, 11:22 AM

მხევალი ნინო

ციტატა
იცით რა, წიგნი არ მცვლის, რაღაც ახალს მაცნობს

გეთანხმები.
არსებობენ წიგნები რომლებიც სხვაგვარად დაგანახაბენ რაღაცას.
მაგრამ გცვლის ცხოვრება, გამოცდილება და ის რისი გავლაც და გადატანაც
გიწევს სიცოცხლის გზაზე.
დღეს შეიძლება ერთ რამეს აფასებდე, ხვალ კი შენი ფასეულობების
გადაფასება მოგიხდეს და სულ სხვაგრავარ შეხედო ყველაფერს.
ოღონდ არა წიგნების ხარჯზე.

ნუ რა ვიცი, საკუთარი გამოცდილებით ასეა smile.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 15 2010, 11:34 AM

წიგნს გააჩნია. სახარების წაკითხვა ცვლის ადამიანებს. ასევე - წმინდა მამების. საერო ლიტერატურაშიც შეიძლება მოიძებნოს ალბათ ასეთი წიგნები, თუმცა ახლა ვერ ვიხსენებ.
ერთი კი, რაც პირველი მომივიდა თავში, მეუფე ანტონ სუროჟელის ცხოვრების ეპიზოდია. ეს ადამიანი რადიკალურად შეცვალა მარკოზის სახარების წაკითხვამ. კითხვა დაიწყო სკეპტიკური განწყობით, ამიტომაც შეარჩია ყველაზე მოკლე სახარება, რომ დიდხანს არ ეკითხა და... როცა დაამთავრა უკვე ღრმად მორწმუნე იყო. ამის შემდეგ მისი ცხორება რადიკალურად შეიცვალა.

მე პირადად, სახარებაზე აღარ ვიტყვი, და წმინდა მამების წაკითხვის შემდეგაც მიმიღია გადაწყვეტილებები, რასაც მათ წაუკითხავად არ მივიღებდი, ანუ შემიცვლია ცხოვრება.

და ა.შ.

საერო ლიტერატურიდანაც თუ გამახსენდა რამე მსგავის მაგალითი, დავწერ. შთაბეჭდილება, აღფრთოვანება და ა.შ. უამრავი მახსოვს, მაგრამ ცხოვრების შეცვლისნაირი არაფერი მახსენდება ამჯერად.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 15 2010, 11:39 AM

ციტატა(მარიამი @ Dec 15 2010, 11:34 AM) *

მე პირადად, სახარებაზე აღარ ვიტყვი, და წმინდა მამების წაკითხვის შემდეგაც მიმიღია გადაწყვეტილებები, რასაც მათ წაუკითხავად არ მივიღებდი, ანუ შემიცვლია ცხოვრება.


მარიამ, აქ ძიერულ შეცვლაზეა საუბარი და არა ქმედებითობაზე...დღეს მრევლის 70% კურთხევებით ბორშს ჭამს biggrin.gif, მაგრამ გარეთ გამოსულს ელემენტარული დახმარება რომ სთხოვო - ისეთ პასუხს მიიღებ....

აქ ძირეულ ცვლილებაზე - ფერისცვალებაზეა საუბარი

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 15 2010, 11:46 AM

მარიამი

ციტატა
სახარების წაკითხვა ცვლის ადამიანებს



გაცნობს მარიამ. მაგალითს გიჩვენებს, როგორ გამოიყენებ, ამას ცხოვრება გასწავლის. ერთი ორი წიხლით და ერთი ორი მაგალითით.

თუმცა, არინ გამონაკლისი ადამინაები, რომლებიც წაიკითხავენ და მზად არიან... სამწუხაროდ, მათ რიგს არ მივეკუთვნები. მაგრამ, მე ვფიქორ, ასეტი ადამიანებიც 100%-ით ვერ იცვლებიან, მათაც სჭირდებათ ცხოვრებისეული გამოცდილება, მაგალითები, დამარცხება გამარჯვებები და აშ. უბრალოდ, წიგნის უმცდარობაში ცქნაფო მაპატიე, ალბათ უფრო სწორი იქნება ჭეშმარიტებაში) არიან დარწმუნებულები.

ციტატა
როცა დაამთავრა უკვე ღრმად მორწმუნე იყო. ამის შემდეგ მისი ცხორება რადიკალურად შეიცვალა.



და ცხოვრებაში, რამდენჯენრ დაეცა კონკრეტულ მაგალითებზე და ადგა, ჩვე ხომ არ ვიცით. მან უბრალოდ გაიცნო რაღაც. ამასთან, სახარება და ბიძია თომას ქოხი ხომ არ უნდა შევადაროთ ერთმანეთს. ფაქტია, რომ არც მონობაა მისაღEბი ცხოვრების წესი და არც ადამიანის შრომის და სიცოხსლის ექსპლუატირება, მაგრამ ამ წიგნს სახარებას ვერ შეადარებ.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 15 2010, 11:47 AM

ფსიქოლოგები ამბობენ რომ ცვლილება ხდება შინაგანი სერიოზული ცვლილების ხარჯზე
რელიგია ამბობს, რომ ცვლილება ხდება მადლის შედეგად

მგონი ერთი და იგივეა ჩემი აზრით...

ანუ გარედან ჩარევის გარეშე არც სახარებაა არაფერი...ჩვენ პროტესტანტები არ ვართ - იკითხო და ტაში....

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 15 2010, 11:50 AM

კანუდოსელი

ციტატა
ჩვენ პროტესტანტები არ ვართ - იკითხო და ტაში..



სადაა ეხლა სერგი-გლახა, ტაშს და ტუშს გაჩვენებდა შენ biggrin.gif




პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 15 2010, 11:57 AM

ნაინა

ციტატა
საკუთარი გამოცდილებით ასეა



თავი და თავი ესაა. სხვისი დაწერილი, სხვისი ანანხი და გამოცდილია. შენ მას მხოლოდ ეცნობი, მაგრამ შენი ხდება, ანუ სრულად შეიცნობ, გამოცდილების ხარჯზე.

წიგნით ბრძენი ვერ ხდები.

კანუდოსელი
ციტატა
მე მგონია, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც შეგცვლის...



შენც ჩემს აზრზე ყოფილხარ : )))

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 15 2010, 12:06 PM

მხევალი ნინო

ციტატა
თავი და თავი ესაა. სხვისი დაწერილი, სხვისი ანანხი და გამოცდილია.

აბა რა, სხვამ შეიძლება ბევრი ნახოს, ბევრი გამოსცადოს, დაგიწეროს წიგნად და წაგაკითხოს.
დაფიქრებით დაგაფიქრებს რა თქმა უნდა, ცოტა სხვა თვალით შეგახედებს
რამეს, მაგრამ ძირეულად ვერ შეგცვლის, თუ საკუთარ თავზე არ გამოსცადე,
თუ შენ თავად არ გადააბიჯე ყველა განსაცდელს თუ სიხარულს,
ისე ვერც გამოცდილებას შეიძენ, ვერც ცხოვრებას ისწავლი და ვერც
ვერანაირად შეიცვლები, რჩები ერთ დონეზე.
მხოლოდ წაკითხულით, სხვის მიერ ხონჩით მორთმეული გამოცდილებებით
და დაპროგრამებულივით სიცოცხლეს რა აზრი აქვს.

უფფ, გავაჭენე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 15 2010, 04:23 PM

terra
არქიმანდრიტი ლაზარე და ცვაიგი :ყბაჩამომივარდა:
ეს იგივეა საზამთრო ჭამო პურით smile.gif მე არ მიყვარს, ბებიაჩემს უყვარდა

კანუდოსელი

ციტატა
მე მგონია, რომ არ არსებობს წიგნი, რომელიც შეგცვლის...ეს ჩემი პირადი აზრია და არ ვკამათობ

biggrin.gif ეგრეა

ამიტომ არ დავწერ მე, რადგან ძალიან ბევრმა წიგნმა მოახდინა ჩემზე გავლენა (ახალი შემმატა, განა ძირეულად შემცვალა), ხოდა სია გამოვა უსასრულო... რა აზრი აქვს, არ მესმის smile.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 15 2010, 04:46 PM

კანუდოსელი
ქევანა

არ ვიცი არ ვიცი... smile.gif მართალია სერიოზული ემოციური მიზეზები მქონდა მაშინ როცა ღმერთის არსებობაში დავეჭვდი(იმედგაცრუებული ვიყავი და ბევრი სხვა რამ), მაგრამ წიგნმა ძალიან დიდი ბიძგი მომცა აშკარად...

საუბარი ეხება "Question of God"-ს, ფროიდის წიგნია, რომელიც ღმერთის არსებობაზე ედავებოდა ვიღაც ლიუსს... მას მერე ხელში აღარ ამიღია ის წიგნი, მაგრამ მაშინ კარგდ მახსოვს რა საშინლად ვგრძნობდი(დაზაფრული - ზუსტი სიტყვაა) თავს როცა ვკითხულობდი და ვხვდებოდი რომ ღმერთი მართლაც ფანტაზიის ნაყოფია...

ასე რომ მართლაც არის ზოგიერთი წიგნი რაც ახდენს დიდ გავლენას... smile.gif



ეხლა დიდი აგნოსის თაყვანისმცემელი ვარ, მისი იმედი ჯერ კიდევ შემრჩა... tongue.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 15 2010, 04:56 PM

ციტატა
საუბარი ეხება "Question of God"-ს, ფროიდის წიგნია, რომელიც ღმერთის არსებობაზე ედავებოდა ვიღაც ლიუსს...


როდის წაიკითხე?

ასაკს დიდი მნიშვნელობა აქვს, ანუ რომელ ასაკში წაიკითხე რომელი წიგნი : )

ეხლა, 10 წლის ბავშვს რომ ფროიდი წაუკითხო (მაგალითად), კი იმოქმედებს მასზე აბა რას იზამს და გავლენით გამოწვეული რეაქციის დაშოშმინებას წლები უნდა : ) მაგრამ შეუძლებელი არაფერია...

რა არის ხალხო, 5-10 წლიდან კითხულობთ ცვაიგსა და სახარებას და ფროიდს და ჰიუგოს? laugh.gif

ერთგან შემხვდა ბლოგზე ვიღაცის კომენტარი, დიუმას სამი მუშკეტერი საბავშვო წიგნიაო და კინაღამ ვიხოხიალე laugh.gif

პოსტის ავტორი: Otherguy თარიღი: Dec 15 2010, 04:58 PM

ქევანა

ფროიდზე(ფსიქოლოგიურ ნაწილს) მართლა 10 წლიდან ვკითხულობდი... biggrin.gif მაგრამ ეგ წიგნი(ღმერთზე) რომ წავიკითხე დაახლოებით 15-ის ვიყავი... smile.gif

მე სერიოზული ემოციური მიზეზი(ნიადაგი) მქონდა ათეიზმისთვის... smile.gif ვეძებდი წიგნს, რომელიც ამ საკითხს კარგად განიხილავდა და ეგ შემხვდა... smile.gif

პოსტის ავტორი: Adam თარიღი: Dec 15 2010, 10:36 PM

ბიბლია smile.gif


პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 16 2010, 12:08 AM

ციტატა(ქევანა @ Dec 15 2010, 04:23 PM) *

terra
არქიმანდრიტი ლაზარე და ცვაიგი :ყბაჩამომივარდა:
ეს იგივეა საზამთრო ჭამო პურით smile.gif მე არ მიყვარს, ბებიაჩემს უყვარდა


რაღაც ვერ გაგიგე, ქევან.
ეს წიგნები ერთად არ მიჭამია. ცალ-ცალკე ვჭამე, სხვა და სხვა დროს.

და თუ მაინც ვერ მიხვდი, რატომ იმოქმედა ამ წიგნებმა ჩემზე ასე, უბრალოდ წარმოიდგინე, რომ ბებიაშენი ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 16 2010, 12:09 AM

ციტატა(terra @ Dec 16 2010, 12:08 AM) *

და თუ მაინც ვერ მიხვდი, რატომ იმოქმედა ამ წიგნებმა ჩემზე ასე, უბრალოდ წარმოიდგინე, რომ ბებიაშენი ვარ smile.gif

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
დაგლიჯა biggrin.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 16 2010, 12:49 AM

საკმაო რაოდენობის რელიგიური წიგნი მაქვს წაკიტხული, ბევრი მათ შორის სასწულებზე, მაგრამ ჯვრის ძალა ყველაზე მეტად, ოსტატი და მარგარიტაში ვიგრძენი, როცა ერთ-ერთი პერსონაჯI პირჯვარის გადაწერას შეეცდება და ბეჰემოტი (კატა) მას ამის გაკეთებას აუკრძალავს, სხვაგანა სეთი არ მიგრძვნია. ანუ, ბოროტი ძალისგან ჯვრის სიძულვილს განცდა და შესაბამისად, ჯვრის დიდი მნიშვნელობა და ძალა ამ ერთი მცირე ეპიზოდით რომ შევიგრძენი, არც ერთი სხვა სულიერი წიგნით იგივე არ განმიცდია.

ანუ, რა თქმა უნდა წიგნი ემოციებსაც გაძლევს, განცდასაც, შეიძლება შეხედულებაც შეცვალოს, მაგრამ წიგნია ეგ მაინც. ცხოვრება ამ მიღებულ განცდას, მილიონჯერ შეგიცვლის...

პოსტის ავტორი: თინათინი თარიღი: Dec 16 2010, 11:06 AM

ადამიანს გააჩნია, შეიძლება უამრავი წიგნი, რომ იტყვიან მთელი ბიბლიოთეკა ჰქონდეს გადაკითხული, მაგრამ ვერაფერი შეიგნოს და შეიძლება ერთმა წიგნმა ბევრი ისეთი რამე დაგანახოს, რასაც ადრე ვერ ხედავდი, ცხოვრება გაგილამაზოს, სიბრძნის პატარა მარცვალი შეგძინოს.

პოსტის ავტორი: თინათინი თარიღი: Dec 16 2010, 11:35 AM

არქიმანდრიტ რაფაელის წიგნი "умение умирать, или искусство жить" წავიკითხე მაშინ, როცა ტაძარში მისვლის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ამ წიგნმა მიბიძგა იმისაკენ, რომ ტაძარში მოვსულიყავი. თუმცა ისიც ვიცი, რომ ტაძარში ჩვენ რაიმე წიგნს კი არა უფალს მივყავართ.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 16 2010, 11:47 AM

ციტატა(თინათინი @ Dec 16 2010, 11:35 AM) *

არქიმანდრიტ რაფაელის წიგნი "умение умирать, или искусство жить" წავიკითხე მაშინ, როცა ტაძარში მისვლის დიდი სურვილი მქონდა, მაგრამ ამ ნაბიჯს ვერ ვდგამდი. ამ წიგნმა მიბიძგა იმისაკენ, რომ ტაძარში მოვსულიყავი. თუმცა ისიც ვიცი, რომ ტაძარში ჩვენ რაიმე წიგნს კი არა უფალს მივყავართ.

რა უცნაურია, კაცი, რომელიც ნესტორიანული ერესის მიმდევარია (თუმცა არ იცის biggrin.gif - ედიშერის წიგნის შემდეგ უკვე იცის) და სქიზმების კონვეერი, ხანდახან საკმაოდ საინტერესოდ წერს...მთავარია, თეოლოგიას არ ეხებოდეს საქმე biggrin.gif

პ.ს.
არა, დავფიქრდი და მოდი მაინც გაიტანეთ კარელინი biggrin.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Dec 16 2010, 11:51 AM

ამ წიგნმა მოახდინა დიდი შთაბეჭდილება

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: თინათინი თარიღი: Dec 16 2010, 12:12 PM

არქიმანდრიტ რაფაელის ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, ძალიან საინტერესოდ წერს და როგორც ვიცი "სწორად" წერს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 16 2010, 12:44 PM

ციტატა(თინათინი @ Dec 16 2010, 12:12 PM) *

არქიმანდრიტ რაფაელის ბევრი წიგნი მაქვს წაკითხული, ძალიან საინტერესოდ წერს და როგორც ვიცი "სწორად" წერს.

ეგ საკითხები ავტორიტეტულ წყაროებთან დააზუსტეთ, მაგალითად ცნობილ პატროლოგთან ედიშერ ჭელიძესთან biggrin.gif

პ.ს.
ეჭვი მაქვს გაგაწბილებთ biggrin.gif
პ.პ.ს.
სერიოზული კვლევა მიუძღვნა იმას, რომ მაგ ადამიანის ნაწერებში ოხრადაა მწვალებლობები, რომლებიც არაერთგზიოს დაგმეს მსოფლიო კრებებმა

პოსტის ავტორი: თინათინი თარიღი: Dec 16 2010, 12:51 PM

ციტატა(კანუდოსელი @ Dec 16 2010, 12:44 PM) *

ეგ საკითხები ავტორიტეტულ წყაროებთან დააზუსტეთ, მაგალითად ცნობილ პატროლოგთან ედიშერ ჭელიძესთან biggrin.gif

პ.ს.
ეჭვი მაქვს გაგაწბილებთ biggrin.gif
პ.პ.ს.
სერიოზული კვლევა მიუძღვნა იმას, რომ მაგ ადამიანის ნაწერებში ოხრადაა მწვალებლობაბი, რომლებიც არაერთგზიოს დაგმეს მსოფლიო კრებებმა

თუ შეიძლება მითხრათ რომელი კვლევა მიუძღვნა მას და სად შეიძლება მისი წაკითხვა. უცნაურია, მაგრამ პირადად მე, სწორედ მისმა ნაწერებმა "გამაბედინა" 5 წლის უკან მართლმადიდებლურ ტაძარში მისვლა, გადამადგმევინა ეს ერთი ნაბიჯი, რადგან სასულიერო პირებთან მანამდე მიახლოებაც კი მერიდებოდა და მეშინოდა.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Dec 16 2010, 12:59 PM

ციტატა(თინათინი @ Dec 16 2010, 12:51 PM) *

ედიშერ ჭელიძეს აქვს რამე დაწერილი აღნიშნულ საკითხზე?


წიგნი 200 გვერდს აღემატება მოცულობით და დასათაურებულია შემდეგნაირად:
"მართლაც ვის შემოაქვს შფოთი და დამღუპველი მოძღვრებანი საქართველოს სამოციქულო ეკლესიაში"
დოგმატურ-საღვთისმეტყველო სერია N5
გამომცემლობა "საეკლესიო სიწმინდენი"
თბილისი-2004

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Dec 16 2010, 06:23 PM

terra

ციტატა
რაღაც ვერ გაგიგე, ქევან.
ეს წიგნები ერთად არ მიჭამია. ცალ-ცალკე ვჭამე, სხვა და სხვა დროს.

და თუ მაინც ვერ მიხვდი, რატომ იმოქმედა ამ წიგნებმა ჩემზე ასე, უბრალოდ წარმოიდგინე, რომ ბებიაშენი ვარ

ტერუკა, ჩემი ორივე ბებია მკვდარია : ) უყვარდა მეთქი ტყუილად არ დამიწერია წარსულში biggrin.gif

არ ინატრო მაგათი ადგილი, რადგან არ ვიცი სიკვდილის მერე სად მოხვდნენ smile.gif

პ.ს. ცალცალკე რომც "გეჭამა" მაინც საკვირველია. რატომღაც მგონია ცვაიგი პირველი იყო, მერე არქიმანდრიტი ლაზარე smile.gif

კანუდოსელი
დაგლიჯა კიარა, ისეთი რამე დაწერა კაცმა, ვფიქრობ და ვერ გამირკვევია: მე ვწერ ჩინურად თუ ტერას ეწყინა biggrin.gif

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Dec 16 2010, 07:20 PM

ქევანა

ციტატა
რატომღაც მგონია ცვაიგი პირველი იყო, მერე არქიმანდრიტი ლაზარე

კაკ რაზ რომ პირიქით იყო.
მამა ლაზარეს აღნიშნული წიგნი, 20 წლის ასაკში წავიკითხე, ცვაიგს კი წლების მერე გავეცანი,
მეტნაკლებად ზრდასრულ ასაკში. (ემპირიის გარეშე, ცვაიგს მაინც ვერ გაიგებ ისე, როგორც ხამს).
ცვაიგი, მგონი ერთადერთი საერო ავტორია, რომლის კითხვამაც მატირა და
რომელიც თავაუღებლად წავიკითხე, უძილომ და თვალებმტკივანმა.
ლაზარეს ბროშურას რაც შეეხება, 2 კვირა ვკითხულობდი, სვენებ-სვენებით,
იმდენად დამგრუზა და იმდენი მძიმე პლასტი გამიხსნა სულიერ ცხოვრებაში.

და თუ შენთვის გაუგებარია, თუ რატომ, მაინც რატომ და როგორ.. ?
ამისთვის ჩემს შინაგანზე და ცხოვრების ისტორიაზე უნდა მოგითხრო,
მაგრამ ამის სურვილი, რატომღაც არ მაქვს.
ასე რომ, გავიარეთ.

პ.ს. არაფერი მწყენია smile.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Dec 16 2010, 08:04 PM

ჩერნობროროვის "რელეინნაია ზაშიტა" ძა;იან მაგარი წიგნია. გირჩევთ ორიგინალში წაიკითხოთ.

პოსტის ავტორი: ხახაბოელი თარიღი: Dec 17 2010, 10:56 PM

იოანე სინელის "კლემაქსი ".ამ წიგნმა დიდად იმოქმედა ჩემზე და დამანახა რამდენად ცოდვილი ვარ.უდიდესი სიბრძნეა.და კიდევ იოანე დამასკელის მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა ამას ვკითხულობ და გაოცებული ვარ ამ დიდი წმინდანის სიბრძნით, საოცრებაა.ღმერთს ვმადლობ რომ ეს წიგნები წავიკითხე.როგორც მწყურვალს წყარო და როგორც დაჭრილს მალამო, ისე მოხვდა ჩემ სულს, თითქოს ბრწყინვალე განძი აღმომეჩინოს.


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)