თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ 9 აპრილი

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Apr 9 2008, 05:03 PM

http://www.link.ge/file/15347/----------------------.doc.html

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Apr 9 2008, 08:04 PM

falestra

ძალიან მომეწონა, კარგი მოთხრობაა...

პოსტის ავტორი: falestra თარიღი: Apr 10 2008, 12:28 AM

.nino
დოჩანაშვილი ძალიან მიყვარს...

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Apr 10 2008, 01:32 PM

falestra
ეს თემა რომ დავინახე მაშინვე მივხვდი რა მოთხრობაც იქნებოდა wub.gif

უძლიერესია... smile.gif

სხვათა შორის შენ მაჩუქე წიგნი სადაც ეს მოთხრობაა smile.gif

2kiss.gif

პოსტის ავტორი: Amuza თარიღი: Apr 10 2008, 01:56 PM

გახსენება

ვუძღვნი ჩემ თანასოფლელს
შალვა ქვასროლიაშვილის
ნათელ სულს

შალვას ვიხსენებ, შემორჩა სახედ
თავისუფლებას, როგორც მძევალი;
აკურამ ზარდა ნაკურთხ მიწაზე,
სულით შავლეგოს გზის მიმდევარი.
ცხრა აპრილის დღეს და იმ განთიადს
რატომ უტევდა ასე მდევარი?!
რატომ ინება ნეტავ განგებამ
ასეთი მსხვერპლი, შესაწევარი?!
როცა განკითხვის ზარმა დარეკა,
ლაღად, ამაყად ცეკვავდა მაშინ,
ისე მხნე იყო თურმე იმ წუთში
ალბათ უფალი თუ ედგა მხარში.
დაიგრუხუნა ტანკების დელგმამ
შემოიგრაგნა ღრუბელი ცაში...
იდგა "ბართლომეს ღამე" თბილისში
თავგანწირულთა ფოლადი ხმაში...
მგოსნის სიტყვები ძველ ხანჯლის ელდად,
სიოს ფოთლების შრიალი ქარში
უსინათლოთა ბნელში სიმღერამ,
ჩაახშო აბჯართ ჟღარუნი ხალხში...
გათენდა დილა, გადათელილი
და მართალ სულებს უხმობდა ცაში
და „ცხელი გული“ სვეტიცხოველში
სისხლის წვეთს თვლიდა გმირების ძარღვში.

ცინარი-მარიამ ხმიადაშვილი

9 წელი
2004 წელი

პოსტის ავტორი: tiko282 თარიღი: Apr 23 2008, 09:51 PM

არაჩვეულებრივია, smile.gif ეს მოთხრობა ბავშვობაში წავიკითხე, მაშინ ჯერ კიდევ არაფერი ვიცოდი დოჩანაშვილზე


პოსტის ავტორი: შოთაძე თარიღი: May 1 2008, 11:58 PM

რ უ ს თ ა ვ ე ლ ი ს რ ა ი ნ დ ე ბ ი
(1989 წლის 9 აპრილი)


ფრთათეთრ ანგელოზების თრთის გაშლილი ბანაკი,
მამულის სამსხვერპლოზე ადის ხალხი ზვარაკად.

ეს რა სულმა გაშალა ძველი დროშა ქართული,
დავითის და ვახტანგის გულებში გარანდული.

ქეთევანის კალთაში ბარტყობდნენ რაინდები,
მათ სუნთქვას დარაჯობდა მთაწმინდა გარინდებით.

ქართლის დედამ ლეკვები რაინდულად დაზარდა,
სულს ერჩივნათ ლოცვების გაგონება ტაძართან.

წმინდანები მოფრინდნენ ძველის-ძველი ფრესკიდან,
ლოცვებამოკაწრული ქრისტეს ჯვრები ეკიდათ.

იჯიჯგნება მკერდები... მიწები ილორთქება,
აღა-მაჰმად ხანებად და თურქეთის ხონთქრებად.

კივის სისხლი ქართული... ხატები იქაფება,
წმინდა სალოცავები უწყალოდ იკაფება.

ცხრა ძმა ხერხეულოძეს აღურიეს საფლავი,
ნინოს თმებით შეკონილ ჯვარს მიწაში აფლავენ.

შეგვიბღალეს ურჯულოთ ჩვენი მთვარე უბიწო,
ფრთებს აჭრიან უფალთან გადასაფრენ უფლისწულთ.

დაცრემლილი ხატის წინ ქართლი მანდილმოხდილი
დგას საყდარში მხურვალე ვედრებად ჩაჩოქილი.

მუხლმოყრილი თამარი ლოცვით ქრისტეს ავედრებს
ჯვრით შეფოთლილ ვაზებს და ჩვენი მიწის ხავერდებს.

ჩაიხუტეთ, დიდგორის საარაკო გმირებო,
ამ რაინდთა სულებშიც ვაჟკაცობამ იმეფა!
...
ქართულ დროშას დარაჯობს ანგელოზის ბანაკად
სამშობლოს სამსხვერპლოზე შეწირული ზვარაკი.
დაღლილი საქართველო ძაძებით იმოსება
და რაინდებს ლოცავენ თეთრი ანგელოზები.

1989 წ. აპრილი
რატი (ტატო) ნინუა

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)