თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ლექსიკონი ქართული
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 16 2008, 04:13 AM
ახალი თემა...
სადღაც გამიგონია, რომ სომხებმა მოახერხეს და ბევრი ისეთი სიტყვები თარგმნეს, რაც ჩვენთან პირდაპირ იქნა გადმოღებული, მაგალითად ვაგონი ან ტელეფონი ან ფოტოაპარატი, ასევე სხვა ენებიც ერიდებიან ენის გავსებას უცხო ელემენტებით, ჩვენთან ცოტა სავალალო ვითარებაა "ნაით-ქლაბი" ასე ეწერა რუსთაველზე ქართულად , და მოკლედ რა ჩამოთვლის...
იყო მცდელობა კონსტანტინე გამსახურდიასი ( ხომ გახსოვთ მისი კროჭი და ერთი კათხა ლუდი?) და სხვების ქართული ანალოგი მოენახათ ბევრი სიტყვისათვის, უფრო არ გამოვიდა ეგ საქმე, და მერე რუსული რეჟიმის დროს მივიღეთ ისე , რომ ბევრ რამეს რუსული სახელი შერჩა და ქართული შესატყვისები ლექსიკონებში დარჩა, მაგალითად მანქანის ნაწილების : "ვიკლუჩატელი", "პერეხადნოი" "ზადნი" და ა.შ.
მოკლედ დაწერეთ ქართველებისათვის გაუცხოებული ქართული სიტყვები, იქნებ მერე ვინმემ ფანტაზია გამოიყენოს ვცადოთ გაქართულება გაუქართულებელი სიტყვებისა, ასევე ტერმინებისა, მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη , შინაარსით გასაგებია ქართულადაც : წინასწარდარწმუნებულობა თუ რაღაც ამგვარი, მაგრამ მაინც როგორ იქნება ქართულად?
მოკლედ გავაკეთოთ ქართული სიტყვების კონა, გავიცნოთ ქართული ტერმინოლოგია, გავამდიდროთ ჩვენი ლექსიკონი
იხარეთ;
კაიროსი!
პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 16 2008, 05:09 AM
KAIROS
ციტატა
Prejudice
ამ სიტყვის ქართული ვარიანტია ____ წინასწარ შეგონება.
ან იგივე, როგორც შენ გაქვს მოცემული_____ წინასწარ დარწმუნებულობა, ანუ წინასწარ დარწმუნება.
Prejudice რუსული ვარიანტი კი შენც გიწერია რომ არის ,,Предрассудок'' და ასევე შეეფარდება მეორე სიტყვაც ,,Предубеждение''
საინტერესო თემაა, მომეწონა
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 16 2008, 11:06 AM
ციტატა
წინასწარ შეგონება.
ხო მაგრამ საუბარში ამას ხომ ვერ გამოიყენებ? არაა პრაქტიკული...
საერთოდ ტერმინოლოგია მაინტერესებს, საღვთისმეტყველოდან დაწყებული ( იქ ე. ჭელიძე აღადგენს ძველ ქართულ ტერმინოლოგიას მაგ : ისათნოვა და ა.შ.) გაგრძელებული ზოგადი ან სპეციფიკური ტერმინოლოგიით ( ტექნიკა და ა.შ. )
პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Jun 16 2008, 11:15 AM
ციტატა
Prejudice
შეგულიანება
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 16 2008, 11:17 AM
ციტატა
შეგულიანება
მმმმ. არა , აქ სხვა რამ იგულისხმება,
ციტატა
суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину
მაგალითად არსებობს წინასწარ გავრცელებული აზრი , რომ ვიღაც ეკლესიის საწინააღმდეგოდ წერს ვინც ამ აზრის ზეგავლენის ქვეშ არის უკვე, წინასწარგანწყობილად კითხულობს მის ნაწერს და უკვე შიგ ვეღარ ამჩნევს სისწორეს, არამედ მხოლოდ ცუდს...
წინასწარგანწყობა ალბათ...
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 16 2008, 11:19 AM
KAIROS
მე მქონდა იდეა რესპუბლიკისთვის ხალხმმართველობა დაგვერქმია...
სომხებზე კარგი გაიხსენე. ჩვენ არათუ გადმოვიღეთ ბევრი ახალი ევროპული სიტყვა, არამედ მის კვალობაზე - ქართულიც დავკარგეთ (ისტორია - მატიანე)
მაგალითად:
ლათინური - ქართული - სომხური
historia - ისტორია - პატმუციუნ
res publica - რესპუბლიკა - ჰანრაპეტუციუნ
praesident - პრეზიდენტი - ნახაგაჰ
minister - მინისტრი - ნახარარ
passport - პასპორტი - ქაღაქაციგირ (ანუ მოქალაქის წიგნაკი)
constitucio - კონსტიტუცია - საჰმანადრუციუნ
და ასე შემდეგ...
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 16 2008, 11:29 AM
ვახ, დავით მაგარია, ხედავ სომხებს? საქებარია ნამდვილად
ციტატა
ლათინური - ქართული - სომხური
historia - ისტორია - პატმუციუნ
res publica - რესპუბლიკა - ჰანრაპეტუციუნ
praesident - პრეზიდენტი - ნახაგაჰ
minister - მინისტრი - ნახარარ
passport - პასპორტი - ქაღაქაციგირ (ანუ მოქალაქის წიგნაკი)
constitucio - კონსტიტუცია - საჰმანადრუციუნ
რა იქნება ჩვენეული ვარიანტი?
კანონისტმა
რესპუბლიკა-ხალხთმმართველობა
სხვები?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 16 2008, 11:43 AM
ისტორია - მატიანე
რესპუბლიკა - ხალხმმართველობა
პრეზიდენტი - მეთაური
მინისტრი - მზრუნველი (?)
პასპორტი - მოწმობა
კონსტიტუცია - მთავარი (ან ძირითადი) კანონი, დებულება, წესდება
მსგავსივე სიტუაციაა თურქულსა და ბერძნულში
ლათინური - თურქული - ბერძნული
ისტორია - თარიჰ - ისტორია (ეს მათია )
რესპუბლიკა - ჯუმჰურიეთ - დიმოკრატია
პრეზიდენტი - ბაშქან - პროედროს
მინისტრი - ბაქან - იპურღოს
კონსტიტუცია - ანაიასა - სინტაღმა
პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Jun 16 2008, 11:56 AM
KAIROS
ციტატა
ხო მაგრამ საუბარში ამას ხომ ვერ გამოიყენებ? არაა პრაქტიკული...
საერთოდ ტერმინოლოგია მაინტერესებს, საღვთისმეტყველოდან დაწყებული ( იქ ე. ჭელიძე აღადგენს ძველ ქართულ ტერმინოლოგიას მაგ : ისათნოვა და ა.შ.) გაგრძელებული ზოგადი ან სპეციფიკური ტერმინოლოგიით ( ტექნიკა და ა.შ. )
ააა, ეხლა მივხვდი რასაც ამბობდი
შესაფერისს და შესატყვის სიტყვას გულიხსმობ ესე იგი.
მე კი მეგონა უბრალოდ ქართული თარგმანი იყო საჭირო.
თემა უფრო მეტად საინტერესო გამოდგა
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 16 2008, 10:57 PM
ციტატა
თემა უფრო მეტად საინტერესო გამოდგა
მადლობა, ეგ ძალიან მტკივნეული თემაა, ჩვენ უძველესი და ძალიან ღრმა ენა გვაქვს ( ამას მე ვამბობ
ისე რომ რაიმე ესქატომანიებში არ ვარდები
) , და ამ მართლაც სერიოზულ ენას დღეს გაღარიბებული და გაჩაჩანაკებული ლექსიკონი აქვს, აქ არაა მხოლოდ საუბარი გრამატიკაზე, აქაა ტერმინებზე, სიტყვებზე საუბარი...
მივიღეთ სიტუაცია, სომხურ-თურქულ-ბერძნული პოლიტიკა ჩვენში მხოლოდ იშვიათ სიტუაციაში აისახა, მაგალითად რუსებმა ვერ თარგმნეს " ინგლისური Football ასევე დარჩა ფუტბოლ რუსილად, ჩვენ აქ გავისარჯეთ და ფეხბურთი ქვია ... იტალიურად კალჩიო ( დარტყმა), ე.ი. შეგვძლებია უცხო ტერმინთა გაქართულება, მავიწყდება სულ კონსტანტიენ რა დააარქ
ციტატა
თემა უფრო მეტად საინტერესო გამოდგა
მადლობა, ეგ ძალიან მტკივნეული თემაა, ჩვენ უძველესი და ძალიან ღრმა ენა გვაქვს ( ამას მე ვამბობ
ისე რომ რაიმე ესქატომანიებში არ ვარდები
) , და ამ მართლაც სერიოზულ ენას დღეს გაღარიბებული და გაჩაჩანაკებული ლექსიკონი აქვს, აქ არაა მხოლოდ საუბარი გრამატიკაზე, აქაა ტერმინებზე, სიტყვებზე საუბარი...
მივიღეთ სიტუაცია, სომხურ-თურქულ-ბერძნული პოლიტიკა ჩვენში მხოლოდ იშვიათ სიტუაციაში აისახა, მაგალითად რუსებმა ვერ თარგმნეს " ინგლისური Football ასევე დარჩა ფუტბოლ რუსილად, ჩვენ აქ გავისარჯეთ და ფეხბურთი ქვია ... იტალიურად კალჩიო ( დარტყმა), ე.ი. შეგვძლებია უცხო ტერმინთა გაქართულება, მავიწყდება სულ კონსტანტინემ რა დააარქვა "ვაგონს"?
მოკლედ:
ციტატა
საერთოდ ტერმინოლოგია მაინტერესებს, საღვთისმეტყველოდან დაწყებული ( იქ ე. ჭელიძე აღადგენს ძველ ქართულ ტერმინოლოგიას მაგ : ისათნოვა და ა.შ.) გაგრძელებული ზოგადი ან სპეციფიკური ტერმინოლოგიით ( ტექნიკა და ა.შ. )
ციტატა
ბა პარაშუტი თარგმნეთ
ოტიამ მითხრა მაგას ქართულად ცა-საკიდი ქვიაო...
საინტერესოა "ცა-საკიდი", ტერმინოლოგიურად
Парашют — от французского «parachute» (греческое «para» — «против» и французского «chute» -"падать") — устройство для торможения объекта за счет сопротивления атмосферы. Используют для безопасного спуска с высоты людей, грузов, космических аппаратов, уменьшения пробега при посадке самолетов и др.
http://ru.wikipedia.org/wiki/%D0%9F%D0%B0%D1%80%D0%B0%D1%88%D1%8E%D1%82%D0%B8%D0%B7%D0%BC
ე.ი. ჩამოვარდნის საწინაღმდეგო, თუმცა ქართული ვარიანტი ლამაზად ჟღერს...
პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jun 16 2008, 11:34 PM
ძაან კარგი თემაა, მაგრამ ძაან პურიტანიზმიც არ გვინდა რა...
ბარბარიზმები, ჟარგონი და კალკი აღარიბებს ენას, კი, მაგრამ უმჯობესია თუ ჯერ იქიდან დავიწყებთ, რომ რასაც ქართულში შესატყვისი აქვს ის არ დავკარგოთ და უცხოური კალკით არ ჩავანაცვლოთ. (ანუ გასაგებად ავხსნი: რატომ უნდა იხმარო "კუხნა" თუკი გაქვს სიტყვა "სამზარეულო")
მისწავლია რომ ილია ცდილობდა ეთარგმნა სიტყვები მაგრამ ასევე ილია იყო, რომ იყენებდა ბევრ რუსულ სიტყვას, შკაფი იქნება თუ სტოლი და რავიცი რამდენი შემხვდა... ეს მემრე გავარჩიოთ თუ როგორ და რატომ...
ხოდა ისე ცნობისათვის, რაც ქართული გგონია ის არც მაინცდამაინც ქართულია, ზოგი არაბულიდან და სპარსულიდან თურქულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვებია..
პ.ს. მოიცა, მოვა ცქნაფო მასწი და ის უკეთ ახსნის.. ან მე დამცოცხავს ჩემივე მატრაკვეცობისთვის
პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 16 2008, 11:46 PM
ციტატა(KAIROS @ Jun 16 2008, 04:13 AM)
მაგალითად სხვა ენებში არსებობს ასეთი კარგი ტერმინი " Предрассудок " — суждение, не имеющее фактического подтверждения и не соответствующее действительности, но при этом принимаемое человеком за истину. იტალიურად Pregiudizio , Prejudice ინგლისურად; Vorurteil გერმანულად, და ამ სიტყვის ბერძნული ვარიანტი Προκατάληψη
წინასწარ სჯა, წინდაწინი სჯა (საუბარ-განხილვის გაგებით)
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 17 2008, 02:58 AM
ციტატა
ძაან პურიტანიზმიც არ გვინდა რა
რათქმაუნდა
სწორედ მაგაზე მიანიშნებს, ის რაც სწორად შენიშნე:
ციტატა
ისე ცნობისათვის, რაც ქართული გგონია ის არც მაინცდამაინც ქართულია, ზოგი არაბულიდან და სპარსულიდან თურქულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვებია
ფანჯარა თუ სარკმელი და ა.შ. მაგრამ რამდენი სიტყვაა ისეთი რომელსაც არ ვიცნობთ, არადა არსებობენ, ან შეიძლება იარსებონ? რაც თურქებმა-სომხებმა-ბერძნებმა ( და ბევრმა სხვამ ) შეძლო ჩვენ რატომ ვერ უნდა მივბაძოთ კარგში?
გამოდის რომ "წინასწარ სჯა" სიტყვა არსებობს და უიშვიათესად იყენებენ, არადა ძალიან მნიშვნელოვანი ტერმინია..
პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 17 2008, 05:20 AM
ციტატა(KAIROS @ Jun 17 2008, 02:58 AM)
ფანჯარა თუ სარკმელი
ადრე, ერთ კარგი ადამიანის მიერ მსგავს თემაში სხვა ფორუმზე განთავსებულ ნაწერში მაქვს ამოკითხული-
მზისკარი (სხვათა შორის, ფილოლოგია)
კიდევ უფრო გენიალურია ქართული ენა
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 17 2008, 05:28 AM
ციტატა
მზისკარი
ვა, ლამაზია
მიდი დაამატე რამე მსგავსი თუ იცი
პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 17 2008, 05:35 AM
წამართ-იგივე "აწი"
დანარჩენი საუბარს მოჰყვება თანდათან
ახლა კი შევუყევი კუდიგორის გზას
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 18 2008, 03:29 AM
მოდი ერთი-ორ კარგ და დავიწყებულ კარგ სიტყვებს შემოგთავაზებთ:
ბაბილო - ”მაღალი ვაზი” (საბა).
ბავთი - ”ბოროტი მოამბე” (საბა)
დედაზარდლი - ობობა.
ებგური - მცველი, დარაჯი, გუშაგი.
ველოანი - ველი, გაშლილი ადგილი.
თბე - ახლად მოზელილი ცომი
თემანი - სამხრეთი.
თნავს: სთნდა - მოსწონდა; არა სთნდა - არ მოსწონდა; მთნავს - მომწონს; უკუეთუ გთნდეს - რომ კიდევაც მოგწონდეს, რომ გინდოდეს.
თუალ-ღებით; თუალთ-ღებით - მიკერძოებით.
ისერებს: ისერონ - ივახშმონ.
კბოდე - ციცაბო ნაპირი მდინარისა (ზღვისა).
ლირბი - ურცხვი, თავხედი.
მამზებელი - მზის მომფენი.
მაღნარი - ხშირი ტყე, ტევრი.
მედიმოსე - ხარკის ამკრეფი (შდრ. დიმოსი).
მოდი - სითხისა და მარცვლეულის საწყაო.
მოთხე - კოლოფი, ყუთი.
მორჩი - ყლორტი.
მტილი - ბაღი, ბოსტანი.
მყაფარი - დაქანებული, დაფერდებული.
პირმარხვა - დიდმარხვის დასაწყისი.
...
მოკლედ ბევრია... მერე გავაგრძელებ,
იცით, რა გამახსენდა, ერთხელ ერთი ადამიანი მიყვება იმ ზემოთნახსენებ ისტორიას კოწია ( კ. გამსახურდია), რომ შევიდა სალუდეში და ითხოვა :
"ერთი კათხა ლუდი, მოწუწნიკი და მწიკვი მდოგვი მინდაო" ვერაფერი გაუგიაო, მიყვება ეს კაცი მელუდეს, აბაო და ჩაატარე ლექცია, რომ ქართული როგორ უნდა ვიცოდეთ, და ცოტა ხანში მის ბიჭს დაუძახა, ბიჭო ტორმუზი მიეცი ზანდი რომ მიდიხარ თორემ ჩაშლი კარობკასო
მოკლედ...
პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 19 2008, 09:22 AM
მოღუნულია: თინეიჯერი
სწორია: ნინველი/ნინველა
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 19 2008, 11:28 AM
კანონისტი
ციტატა
ლათინური - ქართული - სომხური
historia - ისტორია - პატმუციუნ
res publica - რესპუბლიკა - ჰანრაპეტუციუნ
praesident - პრეზიდენტი - ნახაგაჰ
minister - მინისტრი - ნახარარ
passport - პასპორტი - ქაღაქაციგირ (ანუ მოქალაქის წიგნაკი)
constitucio - კონსტიტუცია - საჰმანადრუციუნ
ეჰ, დათო მასე თუ წავიდა მართალს ჩიოდა ი კაცი, პეტრიაშვილი:
ვიოლინო - ყელ-ფანდურა
ვერტმფრენი - ჰაერმფრქვევი
პომიდორი - ოქროვაშლა
და ა.შ.
კარგი მერე ეს?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 19 2008, 11:45 AM
Giorgi-
ციტატა
კარგი მერე ეს?
მაგ ტალღის დროს არის მოგონებული "გამზირი" (ნაცვლად პროსპექტისა) და უკვე ხომ ხარ მიჩვეული?
"უნიკალურ დაპატენტებულ ანტიბაქტერიულ ფორმულას" ყველაფერი მირჩევნია...
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 19 2008, 12:06 PM
კანონისტი
ციტატა
უნიკალურ დაპატენტებულ ანტიბაქტერიულ ფორმულას" ყველაფერი მირჩევნია...
ერთადერთი, გამომგონებლის უფლებადასმული, მავნე წარმონაქმნების საწინაარმდეგო კანონზომიერებების გამოსახატავი გზა
ასე?
თუმცა კანონი არ ვიცი რამდენად ქართულია
ზედმეტი ნაციონალიზმი, ბოდიში, ეროვნულობა ფანატიზმში (ბოდიში, ახირებაში) გადადის
პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 19 2008, 12:37 PM
ფრიად საინტერესო თემაა
მე პირადად, აი ეს სიტყვა მიყვარს, ფრიად და საკმაოდ ხშირადაც ვიყენებ, თუმცა შიანურულ საუბარში, იმდენად 'გაუცხოვდა" ჩვენი ენა, რომ სასაცილოდ არ ჰყოფნის ბევრს და მეც თავს ვარიდებ ვინმე "რეგვენის" დაცინვის ობექტი რომა რ გავხდე .
მაგრამ, აი ეგეთი სიტყვების თარგმნას რაც ზემოთ ვნახე, რავიცი, მარტო თარგმანი ხომ არაა სიტყვის, მთავარია მათი პრაკტიკაში დამკივდრება, თორე მეც სულ ამაც გავიძახი: რატომ ვიძახოთ "პლოსკო" იგივე "პლასკაგუბცი", როცა გვაქვს ბრტყელტუჩა?! ან "ატიორკა" თუ 'ატვიორკა" როცა გვაქვს სახრახნისი, იგივე ქანჩი, თუ ჭანჭიკი და ასე შემდეგ?!
ჩემის ვიწრო ჭკუით, ეს ყველაფერი იმის ბრალია, რომო ქართული ენა, ვერასდროს გახდება ტექნიკის ენა. ძალიან ხმამაღლა კი გამომივიდა, რა ვქნა, მაგრამ, ეგრეა. ნაით-ქლაბსა და სუპერმარკეტს რომ თავი დავანებოთ (ეს უკვე მატრავკვეცობაა და უბრალოდ ცუდი ტონი, მეტი არაფერი, იმიტომ რომ მათი შესატყვისი სიტყვები არსებობს, და გამოყენება 'გვიტყდება" ხანდახან) მაგრამ, აბა დაფიქრდით, რატომ გახდა ინგლისური ან თუნდაც რუსული ბარბარიზმების წყარო??? იმიტომ, რომ მათ მოახაერხეს ტექნიკის ენაზე ამეტყველება ანალოგიურია ჩინური და იაპონურიც, უბრლაოდ საქმე ისაა, რომ მათ იოროგლიფებს ასე მასიურად ვერ ვკითხულობთ
ხო კიდე ეს გამახსენდა, მიყვარს ეს სიტყვა
"შტეფცელი" - დენცქვიტა
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 19 2008, 12:40 PM
likka
ციტატა
ქართული ენა, ვერასდროს გახდება ტექნიკის ენა
თუ არ მოვინდომებთ, ცხადია.
მაგრამ ამას უნდა სურვილი, რომ როდესაც რამე ახალ სიტყვას გავიგებთ, ვიფიქროთ თარგმნაზე
პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 19 2008, 01:00 PM
კანონისტი
მონდომება, არაფერშუაშია დათო
კი, ბევრ რამეს შვება ეგ, რუსულის შემთხვევაში ეგრეა, ნადმვილად, იმიტომ რომ ტექნიკის ბევრი მიღწევა სულაც არ არის რუსული წარმოშობის, მაგრამ მათი თარგმანები უფრო დამკვირდებულია ჩვენში დღესდღეობით. მაგრამ, აბა დააკვირდი, თვით რუსული რამდენ ინგლისურ სიტყვას იყენებს??? ეს იმიტომ, რომ ორივე ენა ტექნიკურ ტენდენციებს კარგად აჰყვა, და რახან რუსულისთვის ეს მეტნაკლებად ახლობელი სფერო იყო, აგიტომ გახდა რუსულიც დომინანტი ე.წ პლასკაგუბცებისა და ატვიორკების სამყაროში
საინტერესოა კიდევ "ფიდბექი"-ს თარგმანი, ბევრი ამას უკუკავშირად თარგმნის, მაგრამ ფილოლოგების აღშფოთებას საზღვარი არა ააქვს ხოლმე მერე
ყოველზე ცუდი ისაა, რომ ენის სპეციალისტები მარტო აკრიტიკებენ ბარბარიზმების არსებობას, და არანაირ ქართულს ალტერნატივას არ გვთავაზობენ, ამიტომაც არის რომ თუ რომელიმე ტერმინმა შეძლო და დამკვიდრდა ქართულში, მერე წამოიჭრება ხოლმე იმის პრობლემა რომ თურმე ვერ ყოფილა მთლად კაი ქართული
თუნდაც, ვინდოუსის ქართული მენიუ ავიღოთ, მახსოვს კაი ხანი მუშაობდნენ ამაზე და გამოვიდა კიდეც, მაგრამ მე არავისგან გამიგია ვინმე ამას იყენებდეს ძალინააც მივესალმები, მაგრამ თუ გვინდა ასეთი ტექნიკური ტერმინების დანერგვას შევუწყოთ ხელი, მაშინ ეს პროგრამა სულ მცირე უფასო უნდა გახდეს, და მით უფრო საინტერესო იქნება, ქართველი "იუზერებისთვის" ახალ ქართულთან ურთიერთობა
პ.ს. მარტო ფორუმის ლექსიკონი რომ ავიღოთ, იმდენი ბარბარიზმია აქაც
თუნდაც "გაოფება" - უსაქმოდ ლაპარაკი, თემიდან გადახვევვა,
საქმე აქ ისაა, რომ ქართული თარგმანი უფრო უხვ-სიტყვია ნი გამოდის ხშირ შემთხვევაში, და პრაკტიკული მიზნებიდან გამომდინარე ხდება მათი უფრო მოკლე და ლაკონური ტერმინებით ჩანაცვლება
რისი დამტკიცებაც გვინდოდა
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 19 2008, 03:41 PM
კანონისტი
likka
ციტატა
უნიკალურ დაპატენტებულ ანტიბაქტერიულ ფორმულას" ყველაფერი მირჩევნია...
ერთადერთი, გამომგონებლის უფლებადასმული, მავნე წარმონაქმნების საწინაარმდეგო კანონზომიერებების გამოსახატავი გზა
ჩემი აზრით ასეთ სისულელემდე არ უნდა დავიდეს ქართული ენა, ამ შემთხვევაში ორივე უკიდურესობაა, რატომ გვეშინია, რომ ენას დავკარგავთ?
იცით ვინმემ რომ, ქართულ ენაში ბევრია სპარსული და სხვა ენების სიტყვები?
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 19 2008, 04:01 PM
ქალი, ფანჯარა, ჩანთა და ა.შ.
დღეს ვინმე ფიქრობს, რომ მანდამაინც დედაკაცი უნდა ერქვას ქალს?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 19 2008, 04:26 PM
Giorgi-
ციტატა
დღეს ვინმე ფიქრობს, რომ მანდამაინც დედაკაცი უნდა ერქვას ქალს?
კახეთში არამხოლოდ ფიქრობენ, ეძახიან კიდევაც
პოსტის ავტორი: levan gelovani თარიღი: Jun 19 2008, 04:55 PM
ციტატა(syd @ Jun 16 2008, 11:46 AM)
ოტია იმასაც გეტყოდა რომ ქართულად მიკროფონს ხმამადიდი ქვია, კაპიშონს კი -თავსარგავი
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 19 2008, 05:25 PM
ჩემი აზრით (არაკომპეტენტურით ) , მართებული იქნებოდა, თუკი ქართულ ენაში არსებულ სიტყვებს დავყოფდით 4 კატეგორიად:
1. ისეთი სიტყვები, რომლებიც უდავოდ მიუღებელა (ვგულისხმობ ძირითადად ინგლისურიდან შემოსულ ახალ-ახალ სიტყვებს, აგრეთვე რუსულიდან შემოსულ ქართული ენის დამამახინჯებელ სიტყვებს (ჩაინიკი, პოლი, შკაფი, მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვები , და ა.შ.));
2. საზოგადოდ დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, რომლებიც არაა მიუღებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ენებში მოიძებნება მათი შესატყვისი (სომხების მაგალითი დაგვისახელა კანონისტმა) და შესაბამისად, ქართულშიც შეიძლებოდა არსებულიყო (ბერძნულიდან, ლათინურიდან, აგრეთვე ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. შემოსული საერთაშორისო სიტყვები).
3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...)
4. "ნაღდი" ქართული სიტყვები.
აქედან:
I ტიპის სიტყვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს (გამონაკლისს წარმოადგენს "პახმელია", რომლის დამკვიდრებასაც ქართულ ენაში მე მხარს ვუჭერ - რის ნაბახუსევი, რა ნაბახუსევი! );
II ტიპის სიტყვებიდან შესაძლებელია მოეძებნოს ზოგიერთს შესატყვისი ქართულ ენაში;
III ტიპის სიტყვები უნდა იყოს (სხვა რა გზაა);
ხოლო IV ტიპის სიტყვები ხომ ჩვენი სიმდიდრეა პირდაპირ.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 19 2008, 05:32 PM
Ismail
როგორ გეტყობა იურისტი რომ ხარ ძამი
ციტატა
მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვებისა
ამ წინადადების წყობა შეცდომითაა
სიტყვებს "მთელი რიგი" უნდა მოყვეს სიტყვა
სახელობით და არა
ნათესაობით ბრუნვაში. ეგ ფორმა კალკია რუსულისა, სადაც целый ряд-ს უნდა მოყვეს ნათესაობით ბრუნვაში მდგარი სიტყვები
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 19 2008, 05:38 PM
ციტატა(კანონისტი @ Jun 19 2008, 05:32 PM)
Ismailამ წინადადების წყობა შეცდომითაა
სიტყვებს "მთელი რიგი" უნდა მოყვეს სიტყვა
სახელობით და არა
ნათესაობით ბრუნვაში. ეგ ფორმა კალკია რუსულისა, სადაც целый ряд-ს უნდა მოყვეს ნათესაობით ბრუნვაში მდგარი სიტყვები
ბიჭო ამ რუსულ კალკს ვერ აცდები ადამიანი რა...
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 19 2008, 05:57 PM
Ismail
ციტატა
3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...)
პრეზიდენტი, კონსტიტუცია, მონარქია, ანარქია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, იზოლაცია, პარკეტი, ციფერბლატი, სავიზიტო ბარათი, ელექტროობა, მოლეკულა, ატომი, ავტომატი, ავტომატიკა, მექანიკა, და ა.შ...
1. როგორ ფიქრობთ არ არის დამკვიდრებული?
2. თუ არ არის და ახლა მკვიდრდება რამე შავდება? აღარიბებს ქართულ ენას?
3. "მესამე ტიპის სიტყვები", რომლებზეც ვამბობთ რომ სხვა გზა არაა, იქნებ იმ დროს, როდესაც პირველად შემოვიდა იყო სხვა გზა? ანუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიტყვები (და მრავალი სხვაც) თუ ისე დამკვიდრდა რომ სხვა გზა აღარაა?
პირველში გეტანხმები, სპიჩკა და კარობკა არც არის ოფიციალური და აღმოსაფხვრელია
ეჰ, კანონისტო, ნამეტანი ეროვნულობა ნამეტან არაეროვნულობას იწვევს ხომ იცი?
უკიდურესი ცხელი და უკიდურესი ცივი ერთნაირ შეგრძნებას იწვევს ადამიანში
აბსოლუტურად ყველა ენა წელიწადში ათეულობით ათას უცხო სიტყვას იღებს, რასაკვირველია, ლათინური და სლავური არაა ჩვენი ენა, მაგრამ ხომ გვინდა ევროპელობა? პარაშუტს ცისკიდურა დაუძახოთ, თუ ცაზე ჩამოსაკიდი?
რატომ გვგონია, რომ პატრიოტიზმია ვერტმფრენს ჰაერშემფრქვევი დავუძახოთ? მე ვფიქრობ, რომ ეს უბრალოდ "ნამეტანია"
ფორუმს რა დავარქვათ? წარმოსახვითი თავყრილობა?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 19 2008, 06:02 PM
Giorgi-
ციტატა
მაგრამ ხომ გვინდა ევროპელობა?
ეს რა არგუმენტია? ბერძნები აბა აზიელები არიან??
ციტატა
რატომ გვგონია, რომ პატრიოტიზმია ვერტმფრენს ჰაერშემფრქვევი დავუძახოთ?
ეგ კომიკური სახელების ბრალია. ვერტმფრენს სუფთა ქართული სახელიც ჰქვია - შვეულმფრენი, რომელიც არც კურიოზულია და მიღებულიცაა (ოფიციალურად)
ასევე, არ დამკვიდრდა "სანთებელა", "სამორინე" თუ რა?
ჩვენ ისტორიულად გვჭირს მიდრეკილება უცხოურისადმი, რასაც თუნდაც სიტყვაა "საუცხოო" ადასტურებს.
ჩვენში ადრე გამოიყენებოდა წმინდა კრება და მამამთავარი, დღეს - წმინდა სინოდი და პატრიარქი. არც ესაა მოსაწონი...
და ასე
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 19 2008, 06:07 PM
კანონისტი
ციტატა
ეს რა არგუმენტია? ბერძნები აბა აზიელები არიან??
ეს არგუმენტი არაა, არგუმენტი ისაა, რომ ინტერნეტი, ინტერნეტია და საერთაშორისო ქსელს ვერ დაამკვიდრებ, ლამაზიც არ იქნება და არც პატრიოტიზმში ჩაგვეთვლება
რაც შეეხება შვეულმფრენს და სამორინეს, ნამდვილად ქართულია? სამორინე უფრო აღმოსავლური უნდა იყოს, თუ ვცდები მაპატიე
მე უბრალოდ იმის თქმა მინდა, რომ ეს უცხო სიტყვების შემოდინება მანდამაინც უარყოფითი პროცესი არ არის, აბა კომპიუტერს რა გინდა რომ დაუძახო, გაღიზიანებს? ელექტროობა, ატომური ბომბი, იგივე ბაქტერია, მოტოციკლი, ავტომობილი... ეს სიტყვები არაფერს არ აფუჭებს
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 19 2008, 06:10 PM
Giorgi-
ციტატა(Giorgi- @ Jun 19 2008, 05:57 PM)
Ismail
პრეზიდენტი, კონსტიტუცია, მონარქია, ანარქია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, იზოლაცია, პარკეტი, ციფერბლატი, სავიზიტო ბარათი, ელექტროობა, მოლეკულა, ატომი, ავტომატი, ავტომატიკა, მექანიკა, და ა.შ...
1. როგორ ფიქრობთ არ არის დამკვიდრებული?
2. თუ არ არის და ახლა მკვიდრდება რამე შავდება? აღარიბებს ქართულ ენას?
ეგ სიტყვები, რაც ჩამოთვალე, "მეორე ტიპის: სიტყვებში მოვიაზრე.
რა თქმა უნდა არაფერი არ შავდება. ენა საერთაშორისო სიტყვების გარეშე არ არსებობს.
ციტატა
3. "მესამე ტიპის სიტყვები", რომლებზეც ვამბობთ რომ სხვა გზა არაა, იქნებ იმ დროს, როდესაც პირველად შემოვიდა იყო სხვა გზა? ანუ ჩემს მიერ ჩამოთვლილი სიტყვები (და მრავალი სხვაც) თუ ისე დამკვიდრდა რომ სხვა გზა აღარაა?
მართალი ხარ სხვა გზა აღარაა. "მეორე ტიპის" სიტყვებს (პრეზიდენტი, კონსტიტუცია, მონარქია, ანარქია, კომპიუტერი, ინტერნეტი, სიგნალიზაცია, იზოლაცია, პარკეტი, ციფერბლატი, სავიზიტო ბარათი, ელექტროობა, მოლეკულა, ატომი, ავტომატი, ავტომატიკა, მექანიკა, და ა.შ...) ისევე ვეღარ აღმოვფხვრით (და არცაა აღმოსაფხვრელი მათი უმეტესობა), როგორც "მესამე ტიპის" სიტყვებს (ჩანთა, ქაღალდი, საათი და სხვა სიტყვები, რომლებიც უცხოურიდანაა შემოსული).
ახლა მთავარია, "პირველი რიგის" სიტყვების აღმოფხვრაზე ვიფიქროთ.
თორემ ნელ-ნელა იკიდებს ფეხს
სკაბრეზულად დეკლარირებული სეპსისი, რაიმე აზრის
მუსირება და მისი მსგავსი საშინელი გამოთქმებ.
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 19 2008, 06:10 PM
სიტყვა "საათი" რატომ ითვლება ქართულად და სიტყვა მაგ.: "ეკრანი" არაქართულად?
იმიტომ რომ საათი უფრო ადრე დამკვიდრდა?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 19 2008, 06:12 PM
Giorgi-
ციტატა
ავტომობილი
თუკი გვაქვს თვით-მფრინავი, თვით-მცლელი, არ შეიძლება იყოს თვით-მავალი?
ახლა ცუდად ხვდება ყურს... როგორც პროსპექტის სანაცვლოდ გამზირი...
ციტატა
ელექტროობა
ამას უკვე ჰქვია "დენი"
Giorgi-ციტატა
სიტყვა "საათი" რატომ ითვლება ქართულად და სიტყვა მაგ.: "ეკრანი" არაქართულად?
და ვინ გითხრა რომ ითვლება? ქართულად არის ჟამი
მასე, პრეზიდენტ-რესპუბლიკა-პარლამენტიც ითვლება ოფიციალურად...
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 19 2008, 06:12 PM
Ismail
პირველი ტიპის სიტყვები, ვფიქრობ არ დამკვიდრდება ოფიციალურ ქართულში, და სლენგში შეიძლება, (სლენგზე მაპატიეთ
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 19 2008, 06:14 PM
Giorgi-
ციტატა(Giorgi- @ Jun 19 2008, 06:10 PM)
სიტყვა "საათი" რატომ ითვლება ქართულად და სიტყვა მაგ.: "ეკრანი" არაქართულად?
იმიტომ რომ საათი უფრო ადრე დამკვიდრდა?
და ვინ ამბობს რომ ეკრანი არაა ქართული?
კანონისტიციტატა(კანონისტი @ Jun 19 2008, 06:12 PM)
Giorgi-თუკი გვაქვს თვით-მფრინავი, თვით-მცლელი, არ შეიძლება იყოს თვით-მავალი?
ახლა ცუდად ხვდება ყურს... როგორც პროსპექტის სანაცვლოდ გამზირი...
ამას უკვე ჰქვია "დენი"
Giorgi-და ვინ გითხრა რომ ითვლება? ქართულად არის ჟამი
მასე, პრეზიდენტ-რესპუბლიკა-პარლამენტიც ითვლება ოფიციალურად...
დავით ე მემგონი მართლაც ზედმეტად ეროვნულობაა...
პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Jun 19 2008, 06:39 PM
მოკლედ, ახლა ჩამოვაყალიბებ ჩემს საბოლოო აზრს ამ საკითხთან დაკავშირებით:
ჯერ ჩემს პოსტს დავაკოპირებ:
ციტატა(Ismail @ Jun 19 2008, 05:25 PM)
ჩემი აზრით (არაკომპეტენტურით
) , მართებული იქნებოდა, თუკი ქართულ ენაში არსებულ სიტყვებს დავყოფდით 4 კატეგორიად:
1. ისეთი სიტყვები, რომლებიც უდავოდ მიუღებელა (ვგულისხმობ ძირითადად ინგლისურიდან შემოსულ ახალ-ახალ სიტყვებს, აგრეთვე რუსულიდან შემოსულ ქართული ენის დამამახინჯებელ სიტყვებს (ჩაინიკი, პოლი, შკაფი, მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვები
, და ა.შ.));
2. საზოგადოდ დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, რომლებიც არაა მიუღებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ენებში მოიძებნება მათი შესატყვისი (სომხების მაგალითი დაგვისახელა კანონისტმა) და შესაბამისად, ქართულშიც შეიძლებოდა არსებულიყო (ბერძნულიდან, ლათინურიდან, აგრეთვე ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. შემოსული საერთაშორისო სიტყვები).
3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...)
4. "ნაღდი" ქართული სიტყვები.
აქედან:
I ტიპის სიტყვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს (გამონაკლისს წარმოადგენს "პახმელია", რომლის დამკვიდრებასაც ქართულ ენაში მე მხარს ვუჭერ - რის ნაბახუსევი, რა ნაბახუსევი!
);
II ტიპის სიტყვებიდან შესაძლებელია მოეძებნოს ზოგიერთს შესატყვისი ქართულ ენაში;
III ტიპის სიტყვები უნდა იყოს (სხვა რა გზაა);
ხოლო IV ტიპის სიტყვები ხომ ჩვენი სიმდიდრეა პირდაპირ.
ხოდა:
"მეორე ტიპის" (უფრო სწორად, მეორე სახის, მეორენაირი
) სიტყვებიდან ზოგიერთი რომ გადავამოწმოთ:
მაგალითად
რესპუბლიკარესპუბლიკა არცერთ უძველეს და კულტურულ ენაზე არ არის რესპუბლიკა.
მაგალითად:
ჩინურად ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის
ჯუნხუა ჟენმინ გუნხეგო.
სომხურად -
ჰანრაპეტუთიუნ თუ რაღაც...
ბერძნულად რესპუბლიკა არის
დემოკრატია.
მონღოლურადაც კი არ არის რესპუბლიკა რესპუბლიკა (
ნაირამდახ).
ხოდა ქართულადაც რომ თავის დროზე სხვა სიტყვა დამკვიდრებულიყო, უკეთესი იქნებოდა. უკეთესი იქნებოდა, რომ ქართული ენის მთელი სიმდიდრე და პოტენციალი (კი არადა - შესაძლებლობანი
) გამოყენებული ყოფილიყო.
იგივე შეიძლება ითქვას სხვა ბევრ საერთაშორისო სიტყვაზეც.
მაგრამ: დღეს ამას ვეღარ შევცვლით. დღეს შეუძლებელია რესპუბლიკა ხალხმმართველობად, ხოლო კონსტიტუცია - ზეკანონად გადავაკეთოთ.ასე რომ, მოდით და ახლა იმაზე ვიფიქროთ, რომ კიდევ ახალი სიტყვები არ შემოვიდეს უცხოურიდან...
P.S. ქართულად ნათარგმნი Windows-ის შესახებ თუ გაგიგიათ?
მაგალითად: Shortcut - მალმხმობი
პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 19 2008, 07:38 PM
ციტატა(Giorgi- @ Jun 19 2008, 04:01 PM)
დღეს ვინმე ფიქრობს, რომ მანდამაინც დედაკაცი უნდა ერქვას ქალს?
რა გენიალური, უღრმესი და უძველესი მნიშვნელობა აქვს სიტყვა დედაკაცს...
კაცი: დედაკაცი, მამაკაცი
ოფი: ლაი-ლაი
გაოფება: გალაილაება
("შუტკა")
პოსტის ავტორი: likka თარიღი: Jun 19 2008, 09:57 PM
Ismail
ციტატა
ჯერ ჩემს პოსტს დავაკოპირებ:
ორმაგ სტანდარტებს აქვს აქ ადგილი
და სტანდარტიც რომ არაა ქართული???
მოკლედ, ვინცხამ თქვა, და იმდენად ვართ დღეს მიჩვეული ქარხანას და ფარდას და ათას ეგეთს, რომ ეგენიც ქართული გვგონია არადა არაა
ხოდა იგივე დღეში ვართ დღეს რა....თითქოს არ უნდა გვაშფოთებდეს, მაგრამ აქვე ჩნდება კითხვა??? როდემდე?? რა იქნება იგლისურის მერე?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 19 2008, 10:40 PM
ოხ, ჩემი დიდი კომპლიმენტები ( თარგმნეთ ქართულად ) მეგობრებს, ნამდვილად სწორი მიმართულებით მიიქცა თემა
მადლობა!
სადღაც ვეთანხემები ისმაილს, საინტერესო კატეგორიებია, და ათანხმებს გიორგის და კანონისტის პოზიციებს, თუკი ქართულ ენაში გაჯდა ზოგი უცხოური სიტყვები ( ალბათ საკმაოდ ბევრი) ეს არ ნიშნავს, იმას რომ რაც ითარგმნება არ ვთარგმნოთ ( ასევე პირიქითაც რათქმაუნდა), ჰოდა კარგი იქნება თუ ამ კატეგორიების მიხედვით დავაწყობთ და ვაჩვენებთ რომელი სიტყვებია დასამკვიდრებელი და მისაღები პირველი რიგში... როგროც გონივულად აღნიშნა ისევ ისმაილმა
ციტატა
მაგრამ: დღეს ამას ვეღარ შევცვლით. დღეს შეუძლებელია რესპუბლიკა ხალხმმართველობად, ხოლო კონსტიტუცია - ზეკანონად გადავაკეთოთ.
ასე რომ, მოდით და ახლა იმაზე ვიფიქროთ, რომ კიდევ ახალი სიტყვები არ შემოვიდეს უცხოურიდან...
ციტატა
1. ისეთი სიტყვები, რომლებიც უდავოდ მიუღებელა (ვგულისხმობ ძირითადად ინგლისურიდან შემოსულ ახალ-ახალ სიტყვებს, აგრეთვე რუსულიდან შემოსულ ქართული ენის დამამახინჯებელ სიტყვებს (ჩაინიკი, პოლი, შკაფი, მთელი რიგი მანქანათმშენებლობის დარგის სიტყვები biggrin.gif , და ა.შ.));
2. საზოგადოდ დამკვიდრებული ისეთი სიტყვები, რომლებიც არაა მიუღებელი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ზოგიერთ ენებში მოიძებნება მათი შესატყვისი (სომხების მაგალითი დაგვისახელა კანონისტმა) და შესაბამისად, ქართულშიც შეიძლებოდა არსებულიყო (ბერძნულიდან, ლათინურიდან, აგრეთვე ფრანგულიდან, ინგლისურიდან და ა.შ. შემოსული საერთაშორისო სიტყვები).
3. ისეთი სიტყვები, რომლებიც ისეა დამკვიდრებული ქართულში უცხოურიდან, რომ ვერც კი მიხვდები, უცხოურიდან რომაა შემოსული (თურქულიდან, არაბულიდან, სპარსულიდან და ა.შ. შემოსული სიტყვები, მაგ: ვარდი, ფორთოხალი, თოფი, ფანჯარა...)
4. "ნაღდი" ქართული სიტყვები. smile.gif
აქედან:
I ტიპის სიტყვები საერთოდ არ უნდა არსებობდეს (გამონაკლისს წარმოადგენს "პახმელია", რომლის დამკვიდრებასაც ქართულ ენაში მე მხარს ვუჭერ - რის ნაბახუსევი, რა ნაბახუსევი! smile.gif );
II ტიპის სიტყვებიდან შესაძლებელია მოეძებნოს ზოგიერთს შესატყვისი ქართულ ენაში;
III ტიპის სიტყვები უნდა იყოს (სხვა რა გზაა);
ხოლო IV ტიპის სიტყვები ხომ ჩვენი სიმდიდრეა პირდაპირ. smile.gif
კარგადაა დაწყობილი და მივუსადაგოთ ჩვენც სიტყვები:;
იხარეთ;
კაიროსი!
პ.ს.
კარგი სიახლეები:
ციტატა
ოფი: ლაი-ლაი
გაოფება: გალაილაება
ციტატა
Shortcut - მალმხმობი
ციტატა
მოღუნულია: თინეიჯერი
სწორია: ნინველი/ნინველა
(აქ რაღაც სქესი სჩანს, უცნაურია)
ბრტყელტუჩა,
ქანჩი,
ციტატა
"შტეფცელი" - დენცქვიტა
(
ამააზე მოვკვდი სიცილით
)
ციტატა
მიკროფონს ხმამადიდი ქვია, კაპიშონს კი -თავსარგავი
ციტატა
წმინდა კრება და მამამთავარი, დღეს - წმინდა სინოდი და პატრიარქი.
მასე გააგრძელეთ!
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 20 2008, 10:36 AM
კანონისტი
Ismail
მოკლედ დღეს დილით სამსახურში მოვდიოდი და სიბრძნის სიყვარულთან(ფილარმონიასთან) მსტოვრების თვითმავალი (პატრულის მანქანა) გამომეკიდა, საბუთები მომთხოვეს და უსადენო თვითმრეკზე (მობილურზე) ლაპარაკის გამო ჯარიმა გამომიწერეს, თან გამაფრთხილეს 1 თვის ჟამში (ვადაში) ნებისმიერ ფულსანახში (ბანკში) გადაიხადეო. რა უნდა მექნა? წამოვედი გაბრაზებული და ჩემთვის ვფიქრობდი: ეგ არის თქვენი ხალხთმმართველობა (დემოკრატია) ?, ამისთვის ვიდექი თავყრილობაზე (მიტინგზე) ვარდების გადატრიალების (რევოლუციის) დროს? ამისთვის მივეცი ხმა ქვეყნის თავკაცს (პრეზიდენტს)? რომ ვიღაც ღლაპმა მსტოვრებმა (პატრულმა) დამაჯარიმოს? არადა ცასმკიდელი (პარაშუტისტი) ვიყავი ომამდე. ყველაფერი იმ მოშლილი დენცქვიტას (შტეფსელის) ბრალია. უსადენო თვითმრეკი (მობილური) ტყუილად ყოფილა შეერთებული, მკვებავი (ბატარეა) არ დაუტენია და მეც ვამოწმებდი გზაში.
არა, რა, ძმაო, უნდა გადადგეს ეს მთავრობა. ატყავებენ ხალხს, თვითონ ჰაერშემფრქვევბით (ვერტმფრენებით) დადიან და კიდევ მე მაჯარიმებენ...
არადა ჩემთვის მოვდიოდი, წყნარად. ტალღგადამცემი (რადიო) მქონდა ჩართული და ყელფანდურაზე (ვიოლინოზე) შესრულებულ მეჯლისს (კონცერტს) ვუსმენდი.
უი, რომელი ჟამი (საათი) ყოფილა უკვე? წავედი, წავედი, თორემ აზრძირადან (თემიდან) გადახვევის გამო შამწყრომები (მოდერატორები) გამიწყრებიან
დავით! მოდერატორებს შამწყრომები დავარქვათ? იმ გაგებით არა, ფერეიდნელი ქართველები რომ ხმარობენ, არამედ რომ უწყრება რა
რა გვეშველება
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 20 2008, 05:18 PM
მაგარია გიორგი
აბა ახლა ის სიტყვებიც გვითხარი , მაშინ რომელიც ამოვარდნილია და სამაკვიდრებელია ჩვენს ენაში ( მაგ: შტეფცელი...)
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jun 20 2008, 06:24 PM
KAIROS
ციტატა
აბა ახლა ის სიტყვებიც გვითხარი , მაშინ რომელიც ამოვარდნილია და სამაკვიდრებელია ჩვენს ენაში ( მაგ: შტეფცელი...)
ჩემო კაიროს, მე მაგ მაღალფარდოვანი სიტყვების რა გამეგება, მე მკითხეთ ვენახი როდის უნდა გაისხლას, ტყემალი როგორ უნდა დაიმყნას და ასეთები. მე პურისა და ღვინის მომყვანი კაცი ვარ...
იხარე (როგორც შენ იტყვი ხოლმე)
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Nov 10 2009, 10:38 AM
ამ თემის ბოლო გვერდი (მიუხედავად იმისა, რომ გიორგის ხუმრობაზე , მეც ბევრი ვიცინე) აუცილებლად გასაწმენდია, და ვფიქრობ ძველ ქართულში არის ძალიან ბევრი სიტყვა, რომელიც დაკარგულია და არის მოთხოვნილება ქართულ ტერმინოლოგიაზე.
დავიწყებ ჩვეულებრივ არსებული ლექსიკონიდან ამოკრეფილი სიტყვებით
არდაგი – წინსაფარი, ტილო.
ბასრობა – კიცხვა, დაცინვა, გინება.
გავალაკი – საჩრდილობელი, თავს გადასაფარებელი.
დადუხჭირება – დაუშნოვება.
დაცადება – შეჩერება, დაყოვნება, შენელება. დაცადებული – დაყოვნებული, შეჩერებული. დაუცადებელი – შეუჩერებელი, შეუნელებელი, დაუყოვნებელი.
დაწერტა – დაჩხვლეტა ეკლით.
დიკა – გაზაფხულის ნათესი ხორბალი.
ებგური – გუშაგი, ყარაული.
ზეზი – ოქროქსოვილი.
იძრვისი – რაც მოძრავია (ცხოველები, ფრინველები და ქვემძრომნი).
კაჩალო – ხორცის ჩამოსაკიდი კაპიანი ხე, ჩანგალი.
კბოდე – ზღვის ან მდინარის კლდოვანი (ციცაბო, ფრიალო) ნაპირი.
ლალვა – ჩხუბი.
მეკრე – კარის მცველი.
....
რა ყველა ეს სიტყვა ცუდია, გამოუყენებელი და სადღაც ლექსიკონებში ჩასაწერი მხოლოდ?
აი ის სიტყვები რაც წინ დავწერეთ:
ციტატა
მოდი ერთი-ორ კარგ და დავიწყებულ კარგ სიტყვებს შემოგთავაზებთ:
ბაბილო - ”მაღალი ვაზი” (საბა).
ბავთი - ”ბოროტი მოამბე” (საბა)
დედაზარდლი - ობობა.
ებგური - მცველი, დარაჯი, გუშაგი.
ველოანი - ველი, გაშლილი ადგილი.
თბე - ახლად მოზელილი ცომი
თემანი - სამხრეთი.
თნავს: სთნდა - მოსწონდა; არა სთნდა - არ მოსწონდა; მთნავს - მომწონს; უკუეთუ გთნდეს - რომ კიდევაც მოგწონდეს, რომ გინდოდეს.
თუალ-ღებით; თუალთ-ღებით - მიკერძოებით.
ისერებს: ისერონ - ივახშმონ.
კბოდე - ციცაბო ნაპირი მდინარისა (ზღვისა).
ლირბი - ურცხვი, თავხედი.
მამზებელი - მზის მომფენი.
მაღნარი - ხშირი ტყე, ტევრი.
მედიმოსე - ხარკის ამკრეფი (შდრ. დიმოსი).
მოდი - სითხისა და მარცვლეულის საწყაო.
მოთხე - კოლოფი, ყუთი.
მორჩი - ყლორტი.
მტილი - ბაღი, ბოსტანი.
მყაფარი - დაქანებული, დაფერდებული.
პირმარხვა - დიდმარხვის დასაწყისი.
ციტატა
მზისკარი - ფანჯარა/სარკმელი
ციტატა
თინეიჯერი- ნინველი/ნინველა
რათქმაუნდა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სომხებივით ყველაფერი შევცვალოთ იყოს ვიოლინო და არა ყელფანდურა ან იყოს პომიდორი და არა ოქროვაშლა ან იყოს ვერტმფრენი და არა ჰაერმფქვევი... მარამ ეს ხომ არ ნიშნავს დანარჩენ ყველაზეც დავხუჭოთ თვალი?
პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jan 18 2010, 05:19 AM
ამ თემაში კარგა ხანია არ დამიწერია, არადა სათქმელი ბევრია...
რუსული ჩექმა საშინლად დაეტყო ჩვენს ენას, იმ ცნობილი სპიჩკა-სტოლის იქით, რომელსაც ადვილად
გამოვასწორებთ, არის ისეთი სიტყვები რომელიც იმდენად ჩაჯდა ჩვენს ლექსიკაში ყველას სწორი
გონია.
ევროპის ქალაქების ბევრი სახელი, ჩვენ აღებული გვაქვს რუსული ენიდან, რუსებს არ შეუძლიათ ზოგი სიტყვის
სწორად წარმოთქმა და მისი რუსიზაცია მოახდინეს (მსგავსად იქცევიან სხვებიც მაგალითად იტალიელები, რომელთათვის თბილისი-ტიბ'ლიზია, შვეიცარია- ზვიცერა, შტუტგარტი- სტოკარდაა, და მიუნჰენი-მონაკო დი ბავიერა ), ჰოდა ჩვენც რუსულის გავლენით გარუსებული ტერმინები მივიღეთ და შედეგად რუსული ტერმინები ჩაენაცვლა ორიგინალ სახელებს, რომელთა ორიგინალში წარმოთქმა ჩვენთვის პრობლემა არაა ჩვენი ენის საკმაოდ მოქნილობის გამო.
იქნებ შევაგროვოთ ეს მაგალითები
პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jan 28 2010, 09:51 PM
იდენტიფიცირება (identification) - გაიგივება
რემარკი (remark) - შენიშვნა
პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2023, 08:23 PM
"იჭიბოჭია" = ამაო გარჯა და უაზრობა, რასაც ლათინურად ნონსენსი ეწოდება
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)