თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ მშვიდობიანი მეომრის გზა

პოსტის ავტორი: Atm@n თარიღი: Oct 6 2013, 12:34 PM

ჩემი ნათარგმნი წიგნია:

http://www.radikal.ru

http://geoastro.ge/?p=1965#more-1965

მილმენის წიგნები რუსულ ენაზე:

http://www.koob.ru/millman_dan/

ამ წიგნის მიხედვით გადაღებული მხატვრული ფილმი:

http://www.radikal.ru

http://myhit.ge/index.php?FID=1&id=5812


წიგნის გადმოსაწერი ლინკი:

http://bin.ge/dl/85484/Mshvidobiani-Meomris-Gza.rtf.html



რამდენიმე ციტატა წიგნიდან:


«არა, მე არ ვაპირებ სხვა ფაქტებით დაგტვირთო; მე მინდა ,,სხეულის სიბრძნე’’ გაჩვენო. ყველაფერი, რისი სწავლაც მოგიწევს, შენს შიგნითაა; სამყაროს საიდუმლოებები შენი სხეულის უჯრედებშია აღბეჭდილი. მაგრამ შენ ჯერ კიდევ არ გაქვს შინაგანი ხედვა. არ იცი როგორ წაიკითხო სხეული. შენი ერთადერთი წყარო წიგნები და ექსპერტები იყვნენ, და ისღა დაგრჩენოდა მათ დაყრდნობოდი იმ იმედით, რომ მართლები არიან. როცა სხეულის სიბრძნეს დაეუფლები, მასწავლებელთა შორის მასწავლებელი გახდები».


«შენთვისვე იქნება უკეთესი, თუ საკუთარ თავზე აიღებ პასუხისმგებლობას შენს ცხოვრებაზე, იმის ნაცვლად, რომ სხვა ადამიანებზე, ვითარებებზე და სირთულეებზე იწუწუნო. იმის შესაბამისად, რაც მეტად გაგეხილება თვალები, დაინახავ, რომ შენი ჯანმრთელობის, ბედნიერების ან ნებისმიერი სხვა მოვლენის მდგომარეობა შენს ცხოვრებაში, უმეტესწილად შენს მიერ იყო ორგანიზებული: გაცნობიერებულად ან გაუცნობიერებლად».


როგორც მასწავლებელი, მე გამოვიყენებ ნებისმიერ მეთოდს და საშუალებას, რაც ჩემს განკარგულებაშია, რათა შევინარჩუნო შენი ინტერესი და დაგეხმარო წინააღმდეგობების გადასალახად შეუპოვრად შრომაში.

მე რომ უბრალოდ მოვიდე და ყურში ჩაგჩურჩულო ბედნიერების საიდუმლო, არც კი მომისმენდი. შენ გჭირდებოდა ადამიანი, რომელიც მოგაჯადოებდა, ფოკუსს გიჩვენებდა, სახურავზე ახტებოდა, რათა როგორმე გაეღვიძებინა შენი ინტერესი.

«შენთვის დენ, გაცნობიერებული ტრანსფორმაციის პროცესი დაიწყო. ეს უაზროდ არ უნდა მიუშვა. უკან დასაბრუნებელი გზა აღარ გაქვს. როგორც კი მობრუნებას გადაწყვეტ, სიგიჟით დაამთავრებ. ამ მომენტიდან შენ შეგიძლია მხოლოდ წინ იარო. ახლა უკვე ვალდებულებით ხარ შებოჭილი».

«განსაზღვრული ნიშნულის იქით, ვეღარავინ დაგეხმარება, დენ. მე რაღაც პერიოდი გატარებ, მაგრამ დადგება დრო, როდესაც მეც უნდა გაგეცალო და მარტო დარჩები. დიდ განსაცდელებს მოგიწყობენ მანამ, სანამ სწავლას დაამთავრებ. მოგიწევს, რომ დიდი შინაგანი ძალა განივითარო. ვიმედოვნებ, რომ დროულად მოგისწრებს ეს ძალა».


სწორედ ესაა შენი სწავლება. ტკივილს შეუძლია გაწმინდოს შენი ჭკუა და სხეული; შეუძლია მრავალი წინააღმდეგობა დაწვას». მან უსიტყვო კითხვა დაინახა ჩემს თვალებში და დაამატა: «მეომარი არ ეძებს ტკივილს, მაგრამ თუ ტკივილი მოდის, იყენებს მას.

პოსტის ავტორი: qimeri თარიღი: May 13 2014, 05:01 PM

ძალიან კარგი ფილმია! საერთოდ კარლოს კასტანედა გენიალურია! წიგნი ეხლა გადმოვწერე უნდა წავიკითხო.
გირჩევთ უყუროთ ფილმს ყველამ ყურადღებით

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)