თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ "ეშმაკის ქვა"

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Apr 24 2007, 09:51 PM

მიხეილ ჯავახიშვილს, ჩვენი ქართული პროზის მშვენებას, აქვს მოთხრობა "ეშმაკის ქვა". გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი შეხედულებანი მის ირგვლივ. ვისაც არ წაუკითხავს, შესაძლოა, სურვილი გაუჩნდეს და წაიკითხოს. ადრე მე-8 კლასში იკითხებოდა. გასაკვირიც კი იყო, ასეთი რთული ნაწარმოები რად შეიტანეს მერვეკლასელთა სახელმძღვანელოში. მოკლედ, მთავარი პერსონაჟია სოფიო, რომელსაც მთელი სოფელი უწოდებს ანგელოზს. ჰოდა, ეს ანგელოზი ერთ ავბედით დღეს მონაწილეობას მიიღებს ადამიანის, რომელმაც ქალი მოკლა, ჩაქოლვაში. მერე კი , როცა გაიაზრებს, ფსიქიურად შეირყევა. თავის მართლებასავით ამბობს: არ მინდოდა, ეშმაკმა მასროლინა, სულ ერთი ქვა იყოო. საინტერესო სახეა "სოფიოს ფენომენი". როგორ ფიქრობთ, მართლმადიდებლური მრწამსიდან გამომდინარე, ვინ არის სოფიო: ანგელოზი თუ დაცემული ადამიანი?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 25 2007, 12:01 AM

იქნებ თვითონ მოთხრობა დაედო ვინმეს. არა მაქვს წაკითხული sad.gif სკოლაშიც არ მისწავლია, ნეტა რატომ? unsure.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Apr 25 2007, 08:12 AM

საინტერესოა ვის გულისხმობდა ჯავახიშვილი ეშმაკში რომელმაც სოფიო აიძულე ქვა ესროლა მოთხრობის მიხედვით ეშმაკის მხედრებათან ბრბო უნდა გავაიგივოთ რომელიც თავისი დამნაგრეველი წამლეკავი ძალით სანახაობის ჟინით აღტიკნებული ქოლავს დამნაშავეს ( აღარ მახსენდება რაში დებენ ბრალს sad.gif ) სოფიოც ამ ძალის ჰიპნოზურად გამაბრუებელი ხმის მსხვერპლი ხდება და მექანიკური შემსრულებელი .... მისი როგორ პიროვნების ნება ბრბოში წაილეკა ისე საერთო შეძახილს უერთდება


სოფიო როგორ შეიძლება რო დავახასიათოთ არის კი ის ნამდვილად ანგელოზი ? ის სათნო გოგონააო რომელიც ყველას განურჩევლად ეხმარება მაგრამ მისავე მაგალითზე ვხედავთ რო თუ არ გვქონდა განსაჯა თუ პირველ რიგში საკუთარ თავს არ დავუდეგით მსაჯულებად ნებისმიერ დროს შეიძლება ერთი ცოდვით წყალში ჩავყაროთ ჩვენი სათნოებაა

პოსტის ავტორი: თამარი თარიღი: Apr 25 2007, 10:44 PM

ჩემი რჩევაა, სახარებას რომ წაიკითხავთ და საგანგებოდ იმ ადგილთან გაავლებთ პარალელეს, სადაც ბრბოს ქალის ჩაქოლვა უნდა და მაცხოვარი ამბობს, ჯერ მან ესროლოს, ვინც უცოდველიაო, მერე ხოსე ორტეგა ი გასეტის ''მასების ამბოხი'' წაიკითხეთ, განსაკუთრებით პირველი ნაწილი

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: Apr 26 2007, 12:03 AM

თამარ, შენ როგორ ფიქრობ ბრბოს ფსიქოლოგიაზე, ან თავად სოფიოს ხასიათზე. ასეთი კეთილშობილი ადამიანი იყო და ამგვარად რატომ მოიქცა?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Apr 26 2007, 09:55 PM

აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ მიხეილ ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვა":
http://literatura.iatp.ge/javaxishvili/eshmakis_qva.htm

პოსტის ავტორი: შოთა თარიღი: Apr 27 2007, 01:27 AM

მარიამი
მარიამ მადლობ ბმულის დადებისთვის, აუ მაგარი რახაც იყო საწყალი გოგო, მაგი კი არა ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ლამის მეც გამიჩდა მაგ საზიზღარის მოკვლის სურვილი , ძალიან ძნელია სიტოაციაში იყვენენ ხალიხც უბრალოთ, გამოსავალიც არ ქონდათ ან უნდა მოეკლათ და ან ეტანჯვათ, სანამ მაგათ მდგომარებაში არ აღმოჩდებით ნუ გასჯით მაგ ხალხსაც.

პოსტის ავტორი: ninca თარიღი: May 6 2007, 09:56 PM

ბრბო იძლევა ორგვარ საშუალებას: გამოაჩინო საკუთარი პიროვნება და პირიქით, დამალო და წაშალო პიროვნება. ვიწრო წრეში ადამიანი ზრუნავს თავის იმიჯზე და იკეთებს ნიღაბს. ბრბოში ადამიანი შეუმჩნეველია და თავს იჩენს დაცემული ბუნების თვისებები შელამაზების გარეშე. მხოლოდ ძლიერ (და არა უბრალოდ კეთილ ადამიანს) ძალუძს ბრბოში შეინახოს საკუთარი სახე . ძლიერება მხოლოდ თავისუფალი ადამიანის თვისებაა. თავისუფლებას კი მხოლოდ ჭეშმარიტების შეცნობა და მისდამი უპირობო მორჩილება გვანიჭებს.
თვალში საცემია სოფიოს ზებუნებრივი სათნოება ყოველგვარი ნაკლის უქონლობის ფონზე. სათნოება უშრომველად, უტანჯველად დაცემულ ადამიანს არ ეძლევა.სიკეტე ღვაწლის გარესე ხიბლია და უკიდურესი ამპარტავნებისაგან მოდის. ერთი მომენტი იქცევს ყურადღებას:აღწერილია სოფიოს სათნოება სასწავლებელში დარუნების შემდეგ . ასეთი მდგომარეობა მისთვის ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მწერალი გვეტყოდა, რომ სოფიო ბავშვობიდანვე იყო ასეთი, მოგვითხრობდა მის საწავლებამდელ კეთილ საქმეებზე, მაგრამ ჩანს, რომ ის იზრდებოდა როგორც, შეიძლება კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი გოგონა. სიკეთე დაცემიდან ამოსვლაა. სოფიოს სიკეთე უფრო ეშმაკის მახეა. იგი დათას დედას მიყვება , როგორც მხსნელი და არა როგორც თანამგრძნობი. ეკლესიის მამები მოწმობენ , რომ ამპარტავნების მწვერვალზე ადამიანი ან გიჟდება ან იკლავს თავს. სოფიოს ნარცისული ტვითკბობა, დამყარებული ზნეობაზე, ირღვევა ბრბოსთან შეხებისთანავე. ქვას ის საკუთარ თავს, საკუთარ სახეს ესვრის და შედეგიც საკლაოდ ლოგიკურია -ის ვერ იტანს თავის თავს ასეთს. სინანული, ღვთის იმედი მისთვის უცხოა.

პოსტის ავტორი: ninela თარიღი: May 1 2008, 10:52 PM

მართლაც გენიალური მოთხრობაა, მაგრამ ბრბოს ფსიქოლოგიაზე შექმნილი ქართული ნაწარმოებებიდან მე გოდერძი ჩოხელის მგლები მომწონს! ყველაზე ცხადად აქ ჩანს, რომ ბრბოდ ქცეული ადამიანი ადამიანი კი არა ,გაავებული და მტაცებელი ცხოველია რომელსაც ზნეობასა და ღირსებასთან საერთო არაფერი აქვს! ცოტა პათეტიკა კი გავურიე , მაგრამ ია ტაკ დუმაიუ! umnik2.gif

პოსტის ავტორი: nino_ni თარიღი: May 1 2008, 11:29 PM

სოფომ ინანა თავისი საქციელი....
ღმერთი აპატიებდა......

პოსტის ავტორი: milana თარიღი: Apr 30 2009, 02:01 AM

მახსოვს პირველად რომ წავიკითხე
რა მძაფრი შეგრძნება მქონდა..
კარგია,მომეწონა..
მე "ლამბალო და ყაშა" მიყვარს ..

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 30 2009, 12:08 PM

ციტატა
მოთხრობის წაკითხვის შემდეგ ლამის მეც გამიჩდა მაგ საზიზღარის მოკვლის სურვილი

მე კიდე შემეცოდა ეგ კაცი smile.gif

ციტატა
სოფიოს ნარცისული ტვითკბობა, დამყარებული ზნეობაზე, ირღვევა ბრბოსთან შეხებისთანავე. ქვას ის საკუთარ თავს, საკუთარ სახეს ესვრის და შედეგიც საკლაოდ ლოგიკურია -ის ვერ იტანს თავის თავს ასეთს. სინანული, ღვთის იმედი მისთვის უცხოა.

საინტერესოა,
რამდენადაც ვფიქრობდი (და ვფიქრობ ეხლაც), რომ ბრბო ყველაფერს ანადგურებს...
ვინც მას მიყვება მასში შთაინთქმება და წაიშლება და ვინც მას შეეწინაღდეგება, განადგურდება...
ამიტომ, წაშლაც არის და წაშლაც, გაააჩნია როგორი დასასრული გინდა... ჭეშმარიტად, სოფო რომ გამოსარჩლებოდა, მასაც ჩაქოლავდნენ და სამაგიეროდ განამტკიცებდა იმ სახელს რაც მას შეარქვეს - ანგელოზი

ნარცისული თვითტკბობა კიდე მე რატომღაც ვერ შევამჩნიე sad.gif ნუთუ არის და გამომრჩა? unsure.gif



ციტატა
მე "ლამბალო და ყაშა" მიყვარს ..

ყოველთვის მეწიწკნება გული ლამბალოს ბედზე sad.gif


არა რაა, ჯავახიშვილი არის ჟენიალ cool.gif რა ვქნა, გამსახურდიას მირჩევნია მე პირადად smile.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: May 4 2009, 10:36 AM

ციტატა(ქევანა @ Apr 30 2009, 12:08 PM) *

არა რაა, ჯავახიშვილი არის ჟენიალ cool.gif რა ვქნა, გამსახურდიას მირჩევნია მე პირადად smile.gif


რაღა დაგიმალო და მეცა biggrin.gif
და საერთოდ ყველა მწერალს მირჩევნია, ანუ შემი საყვარელი მწერალია

რაც შეეხება სოფიოს, "გველმა შემაცდინა" (ევა) "ეშმაკმა შემაცდინა" (სოფიო) რა ვართ ეს ქალები, არ ვიცვლებით რა biggrin.gif

ბრბო შეიძლება არც არაფერს შუაში იყოს აქ , ეგ ჩემი აზრია და სოფიო სულაც არ აყვა ბრბოს, არამედ დაინახა სასტიკი დამნაშავე (მართლა სასტიკი დამნაშავე) და "ადამიანურმა" გრძნობებმა იმძლავრა იმ მომენტში

თუმცა მე როგორც ვიგრძენი, მგონია რომ შეინანა მან ეს "ადამიანური" საქციელი, მაგრამ ეს "ეშმაკმა შემაცდინა" იგივედ დარჩა რაააა, როგორც "გველმა შემაცდინა"

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: May 4 2009, 10:32 PM

ეს ნაწარმოები ეხლა წავიკითხე პირვლად...

მგონია რომ ახალგაზრდა ქალმა ვერ აიტანა მკვლელობის თანამონაილეობა... ის ხომ სულ სხვა განზრავით მივიდა იქ...


პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 5 2009, 01:32 AM

მარიამი

ციტატა
აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ მიხეილ ჯავახიშვილის "ეშმაკის ქვა":

მადლობთ yvavilebi.gif მეკითხა უნდა და ვნახე რომ უკვე დევს შენგან ლინკი 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ana.anu თარიღი: May 5 2009, 06:25 PM

მიხეილ ჯავახიშვილი გენიალური მწერალია.განსაკუთრებულად "ლამბალო და ყაშა" და "ჯაყოს ხიზნები" მიყვარს,ჩემი უსაყვარლესი ნაწარმოებებია smile.gif რაც შეეხება ეშმაკის ქვას,ჩემი აზრით,აქ მკაფიოდაა გამოხატული ბრბოს ფსიქოლოგია...

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: May 5 2009, 08:53 PM

შარშან ვისწავლეთ ეს მოთხრობა smile.gif
ჩემი აზრით სოფიო იქ სულ სხვა განზრახვით იყო მისული და სულ სხვა რამ გააკეთა, ალბათ ერთ ერთი მიზეზი ის იყო მისი გაგიჟებისა,რომ სინდისი ქენჯნიდა დათას დედის წინაშეც, რადგან დახმარება აღუთქვა და ვერ შეასრულა კი არადა მონაწილეობაც კი მიიღო დათას სიკვდილიში, მართალია ის ერთი ქვა არაფერი იყო, მაგრამ მაინც...
თანაც ის მიჩვეული იყო ხალხის დახმარებას და სწორედ ამის გამო შეარქვეს ანგელოზი, ამ დროს კი სულ საპირისპიროდ მოიქცა, მაგრამ მგონი მთლად მისი ბრალი არ იყო, ჯერ ერთი ვიღაც ქალმა ჩააგონა და თან ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა, და როცა გააცნობიერა ნამდვილად ინანა კიდეც..
რავიცი, მე არ მგონია დამნაშავე smile.gif
მარიტასაც გავს მოთხრობა smile.gif

უჰ რამდენი მიბოდიალია biggrin.gif

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: May 5 2009, 11:27 PM

ana.anu

ციტატა
რაც შეეხება ეშმაკის ქვას,ჩემი აზრით,აქ მკაფიოდაა გამოხატული ბრბოს ფსიქოლოგია...

მეც ეს წარმოდგენა დამრჩა ამ მოთხრობის წაკითხვის შემდეგ, დღეს წავიკითხე მატარებელში, ამოვბეჭდე მანამდე . არეულია ბევრი გრძნობა ერთმანეთში: სათნოება, სიძულვილი, თავის გადარცენის ინსტიქტი... მე მგონი ეს უკანასკნელი უფრო იყო მიზეზი ხალხის მიერ ლინჩის წესის გამოყენებისა, რამდენადაც ხშირად იმეორებდნენ: "თუ არ მოვსპეთ, ხვალ ჩვენ დაგვერევაო" - რაღაც ამ სტილში...

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 6 2009, 10:09 AM

რატომ მიუჩინა ბოროტი ადამიანი ღმერთმა სოფელს?
პასუხი:
სოფელმა ღმერთი დაივიწყა.
როგორ უნდა მოეშორებინა ბოროტი სოფელს?
პასუხი: ლოცვით და მარხვით.
და რა შედეგი გამოიღო ჩაქოლვამ?
ადამიანი მოკლეს ბოროტება კი უფრო გაძლიერდა და ყველაში გადანაწილდა.
რატო მაინცდამაინც სოფიომ გარეკა?
ამაზე პასუხი ninca მ გასცა , იმიტომ რომ სოფიო სოფლელებტან შედარებით მეტ ბოროტებაში იდგა, რასაც ამპარტავნების ხიბლი ჰქვიან.
ისე ასეთი სუსტი ნაწარმოები ბევრი არა აქვს ავტორს.
laugh.gif

--------------
http://tamarapaint.com

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: May 6 2009, 10:46 AM

ციტატა(*ana* @ May 5 2009, 08:53 PM) *

მაგრამ მგონი მთლად მისი ბრალი არ იყო, ჯერ ერთი ვიღაც ქალმა ჩააგონა და თან ვერც აცნობიერებდა რას აკეთებდა, და როცა გააცნობიერა ნამდვილად ინანა კიდეც..
რავიცი, მე არ მგონია დამნაშავე smile.gif
მარიტასაც გავს მოთხრობა smile.gif


რას ქვია ვიღაც ქალმა ჩააგონა და მისი ბრალი არ იყო, მასე ევასაც გველმა ჩააგონა ვაშლის ჭამა და გამოდის რომ მისი ბრალი არ იყო?
დამნაშავე იყო, როგორ არ იყო,
მერე როგორ ინანა უკვე ეგ სხვა საკითხია,
რაც შეეხება ლეონტის აზრს, მე ვერსად დავინახე ამპარტავნების ხიბლი მაგ გოგოში, თუ ახლა მიხეილ ჯავახიშვილმა შეგნებულად დამალა და თავისთან დაიტოვა , მაშინ ვანგა არ ვარ ჭვრეტა დავუწყო მიხეილ ჯავახიშვილის ფიქრებს, biggrin.gif, თუ არა და თუ მაგ ცოდვის გადმოცემა ენდომებოდა როგორმე ერთ წინადადებას ჩაურთავდა , თუნდაც მის განცდებში და გაგვაგებინებდა ვინ იყო სოფიო

მე ასე მგონია

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 6 2009, 11:30 AM

ლეონტი

ციტატა
ისე ასეთი სუსტი ნაწარმოები ბევრი არა აქვს ავტორს.

:ეჭვი:

ციტატა
იმიტომ რომ სოფიო სოფლელებტან შედარებით მეტ ბოროტებაში იდგა, რასაც ამპარტავნების ხიბლი ჰქვიან.

ციტატა მოთხრობიდან ამ ვარაუდის დასადასტურებლად yes.gif

პოსტის ავტორი: Ligia თარიღი: May 6 2009, 12:11 PM

ციტატა(ქევანა @ May 6 2009, 11:30 AM) *

ციტატა მოთხრობიდან ამ ვარაუდის დასადასტურებლად yes.gif


ეგ მეც მაინტერესებს

პოსტის ავტორი: ლეონტი თარიღი: May 6 2009, 12:51 PM

მე მგონია ამაზე პასუხი ნინცამ გასცა აი აქ:

ციტატა(ninca @ May 6 2007, 09:56 PM) *


თვალში საცემია სოფიოს ზებუნებრივი სათნოება ყოველგვარი ნაკლის უქონლობის ფონზე. სათნოება უშრომველად, უტანჯველად დაცემულ ადამიანს არ ეძლევა.სიკეტე ღვაწლის გარესე ხიბლია და უკიდურესი ამპარტავნებისაგან მოდის. ერთი მომენტი იქცევს ყურადღებას:აღწერილია სოფიოს სათნოება სასწავლებელში დარუნების შემდეგ . ასეთი მდგომარეობა მისთვის ბუნებრივი რომ ყოფილიყო, მწერალი გვეტყოდა, რომ სოფიო ბავშვობიდანვე იყო ასეთი, მოგვითხრობდა მის საწავლებამდელ კეთილ საქმეებზე, მაგრამ ჩანს, რომ ის იზრდებოდა როგორც, შეიძლება კარგი, მაგრამ ჩვეულებრივი გოგონა. სიკეთე დაცემიდან ამოსვლაა. სოფიოს სიკეთე უფრო ეშმაკის მახეა. იგი დათას დედას მიყვება , როგორც მხსნელი და არა როგორც თანამგრძნობი. ეკლესიის მამები მოწმობენ , რომ ამპარტავნების მწვერვალზე ადამიანი ან გიჟდება ან იკლავს თავს. სოფიოს ნარცისული ტვითკბობა, დამყარებული ზნეობაზე, ირღვევა ბრბოსთან შეხებისთანავე. ქვას ის საკუთარ თავს, საკუთარ სახეს ესვრის და შედეგიც საკლაოდ ლოგიკურია -ის ვერ იტანს თავის თავს ასეთს. სინანული, ღვთის იმედი მისთვის უცხოა.


და მგონია ზუსტი თუ არა მიახლოებით ზუსტი ანალიზია, და მომეწონა ამ ბავშვის უნარი ამ საკითხის ჭვრეტისა.

--------------
http://tamarapaint.com

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: May 6 2009, 02:06 PM

ციტატა
დამნაშავე იყო, როგორ არ იყო

არა დამნაშავე ნამდვილად იყო smile.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 6 2009, 03:04 PM

ციტატა
მომეწონა ამ ბავშვის უნარი ამ საკითხის ჭვრეტისა.

მაგ ბავშვის ანალიზი მეც მომეწონა biggrin.gif კაი თავი აქვს.. yes.gif

მაგრამ მე მაინც ჩემი ვარაუდი მაქვენ:
1) რადგან მწერალი არაფერს გვეუბნება სოფოს ბავშვობის პერიოდზე, ესე იგი მოსაყოლი არც არაფერია. იყო ჩვეულებრივი ბავშვი; ან ეს შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ სასწავლებელმა ან სასწავლებელში გატარებულმა პერიოდმა განსაკუთრებულად შეცვალა იგი. ბოლობოლო რატო არ შეიძლება ამას ნიშნავდეს? ამბავი, რომელიც მწერალმა თვალწინ უნდა გადაგვიშალოს, ხდება სწორედ ზაფხულში და სწორედ სოფოს მიერ სასწავლებლის დასრულების შემდეგ. ან რა მნიშვნელობა ექნებოდა, რომ ეთქვა ჯავახიშვილს, რომ "სოფო ბავშვობიდანვე კეთილი იყო", როგორ ფიქრობ, მაშინ სხვანაირად დამთავრდებოდა ამბავი? rolleyes.gif

2) ნარცისულმა თვითტკბობამ და ამპარტავნებამ გაგიჟებისა და თავის მოკვლის გარდა რა იცის? smile.gif
ან რას ნიშნავს: ის მასთან შედარებით მეტ ბოროტებაში იდგა biggrin.gif წმინდა მამები რას ამბობენ ბოროტების ხარისხზე? სინანულიო არაფერს ნიშნავსო?

3) სოფოს მამასაც ეკავა ხელში ქვა, მაგრამ არ უსროლია, შეიძლება (და არის კიდეც ნათქვამი,თუ არ ვცდები) ბრბოს მიერ იყო აღგზნებული, მაგრამ არ უსვრია. ეს რაღას მიანიშნებს?

4) ხოდა ჩემი აზრით, აქ ბრბოსა და პიროვნების ფსიქოლოგიაზეა საუბარი (მეტწილად) და ზნეობაზე მსჯელობა ასე ცალსახად ძნელია ამ ნაწარმოებში, სხვადასხვანაირად უნდა მიუდგე... ხოდა ამიტომ სუსტი მოთხრობა სულაც არაა biggrin.gif (როგორ მეტყობა, რომ მე ეს "სუსტი" მემწარა biggrin.gif)


პ.ს. ნეტა რა მინდოდა? user.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 7 2009, 02:19 PM

ციტატა(ლეონტი @ May 6 2009, 01:51 PM) *

მე მგონია ამაზე პასუხი ნინცამ გასცა აი აქ:
და მგონია ზუსტი თუ არა მიახლოებით ზუსტი ანალიზია, და მომეწონა ამ ბავშვის უნარი ამ საკითხის ჭვრეტისა.

ზედმეტად რადიკალური და განაჩენის გამომტანია biggrin.gif ცალსახად, მხოლოდ რელიგიური, თან საკუთარი რელიგიური გამოცდიების შედეგად აღქმულია. მწერლის მსოფლმხედვლეობა არ უნდა დაგვავიწყდეს ხოლმე გარჩევისას, თუმცა რა ჩემის აქმეა, წერეთ, მე გაკვირდებით biggrin.gif

ქევანა


ვერ დავმალავ, მომეწონე biggrin.gif უფრო ობიექტურ სიბრტყეში გადაგაქვს მსჯელობა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)