თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ სახალისო ფორუმსერიალი

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 24 2007, 11:50 AM

წარმოგიდგენთ ფორუმსერიალს.
გთხოვთ მომე3ხმარეთ წერაში smile.gif
ვიხალისოთ, ოღონდ ეს ყველაფერი უხეშობაში და უზრდელობაში არ გადავიდეს.
თუ რომელიმე თქვენგანი წინააღმდეგი იქნებით თქვენი პერსონის მონაწილებისა, გთხოვთ გვითYხრათ და არ დავწერთ თქვენზე smile.gif
აბა სიყვარულით smile.gif wub.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 24 2007, 11:54 AM

გლახა

ციტატა
წარმოგიდგენთ ფორუმსერიალს.
გთხოვთ მომე3ხმარეთ წერაში
ვიხალისოთ, ოღონდ ეს ყველაფერი უხეშობაში და უზრდელობაში არ გადავიდეს.
თუ რომელიმე თქვენგანი წინააღმდეგი იქნებით თქვენი პერსონის მონაწილებისა, გთხოვთ გვითYხრათ და არ დავწერთ თქვენზე
აბა სიყვარულით


ჩვენ რითი მოგეხმაროთ? შინაარსი მოვიფიქროთ ერთად?? smile.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 24 2007, 12:00 PM

I სერია.

შარდენის ქუჩაზე ერთი სიფრიფანა საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა, ასე 21 წლამდე ასაკი ყმაწვილი გამოჩნდა. ქუჩას მოუყვებოდა. საბრალოს ძალიან შიოდა. მიიზუზებოდა და თან პრესტიჟული კაფეების ფანჯრებში მოქეიფე საზოგადოებას აკვირდებოდა, თან ნერწყვებს ყლაპავდა. უეცრად ნაცნობი სახე სეამჩნია. იმავე წუთს შეიჭრა ამ კაფეში და თავისი ნაცნობის წინ გაჩერდა.
ნაცნობი ასე 16 წელამდე იქნებოდა-შავგვრემანი, ხელსი 2 ლიტრიანი კოკაკოლას ბოთლი ეჭირა. თითები კლავიატურაზე პარტყუნისგან საკმაოდ გასცვეთოდა...
სიფრიფანა ყმაწვილი მიესალმა თავის ნაცნობს.
რა გინდა ჰკითხა ნაცნობმა?
-არაფერი მიუგო სიფრიფანამ.
-კოკა კოლას ვერ დაგალევინებ...ჩემია...
უეცრად კაფეში ძველი ყაიდის 24 წლამდე ახალგაზრდა მანდილოსანი შემოვიდა. ხელშო 2 მეტრის რადიუსის ქოლგა ეკავა, და მარცხენა ხელით ცხვირს იფარავდა.
იგი ახალგაზრდებს მიუახლოვდა და იკივლა: აქ რა გინდათ!!!!!!!


გაგრძელება იქნება smile.gif

კანონისტი

ციტატა
ჩვენ რითი მოგეხმაროთ? შინაარსი მოვიფიქროთ ერთად??

უბრალოდ გააგრზელეთ ხოლმე აზრი smile.gif
ვთქვათ მე 2 სერია სენ დაწერე, მესამე სხვამ და ასე სემდეგ smile.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 24 2007, 12:17 PM

და ზოგს რომ ვერ ვხვდებით ვინ ვინ არის? biggrin.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 24 2007, 12:33 PM

სიფრიფანა-ადმინი
ნაცნობი-მნათე
ახალგაზრდა მანდილოსანი-ლილიანა

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 24 2007, 12:40 PM

შუაში როა ის მივხვდი biggrin.gif wink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2007, 01:04 PM

ციტატა(გლახა @ May 24 2007, 12:50 PM) *

.
თუ რომელიმე თქვენგანი წინააღმდეგი იქნებით თქვენი პერსონის მონაწილებისა, გთხოვთ გვითYხრათ და არ დავწერთ თქვენზე smile.gif



პირიქით, მაინტერესებს რომელიმე სერიაში თუ მოვხვდები rolleyes.gif

პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: May 24 2007, 01:09 PM

მე უკვე წარმომიდგენია როგორ პერსონაჟს შექმნიან ჩემი სახით :ლოოლ:

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: May 24 2007, 01:10 PM

ამ სერიალში ყველა ფორუმელი მიიღებს მონაწილეობას? wub.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 24 2007, 01:10 PM

ციტატა
იგი ახალგაზრდებს მიუახლოვდა და იკივლა: აქ რა გინდათ!!!!!!!


'და, მან მას უთხრა'-ს ვარიაციაში..? laugh.gif ხოხვა ხარ laugh.gif

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: May 24 2007, 01:14 PM

ალბათ სერიალში აქტიური ფორუმელები იქნება ხო, ნუ ვისაც კარგად იცნობთ და ვინც ისე რა ახალია და ან უფრო ცინცხალია როგორ მიხვდეს ვიზეა საუბარი? blink.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 24 2007, 01:20 PM

გლახა

ციტატა
შარდენის ქუჩაზე ერთი სიფრიფანა საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა, ასე 21 წლამდე ასაკი ყმაწვილი გამოჩნდა. ქუჩას მოუყვებოდა. საბრალოს ძალიან შიოდა. მიიზუზებოდა და თან პრესტიჟული კაფეების ფანჯრებში მოქეიფე საზოგადოებას აკვირდებოდა, თან ნერწყვებს ყლაპავდა.

ის გამოქრჩა იქვე ახალგაზრდა ბიჭი წვერებში რომ მიგდებულიყო ქუჩის კუთხეში და ლუდს მიირთმევდა ნასიამოვნები სახით biggrin.gif

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 24 2007, 01:51 PM

2 სერია

შემოსწრებული მანდილოსნის კივილზე ორვე ახალგაზრდას ტანში გასცრა და ორივე თითქოს დამუნჯდა..
..თქვეეეენ თქვენნნ..ვინ ბრძანდებით?
-რას ჰქვია ვინ ვბრძანდებიიიიიი.....ვირტუალური სამყაროს "კნეინა" გამოსცრა 2-2 სანტიმეტრით დაშორებული კბილებიდან და თავისი ოქტაგონის ფორმის ქოლგა მოუღერა.....
უი..მაპატიეთ როგორ არა..ვიცი ვინც ხართ... კნეინავ -წამოიკნავლა სიფრიფანამ...
-ახლავე გამომყევით !..ნუთუ არ იცით ცნობილი მომღერალი ბორა-ბორა რომ არის ჩამოსული და ახლა კონცერტს მართავს? ჩქარა წამომყევით თორემ შავი დღე დაგადგებათ...
ორივენი კანკალით გაჰყვნენ კაპას მანდილოსანს...
მეტეხის ძირში სახელდახელოდ გამართულ სცენაზე ბორა ბორა ბუქნაობდა ...უეცრად საშინელი ჭახანი გაისმა და სცენა ჩაიმტვრა..ბორა ბორას ქვეშ სცენა ჩაიმტვრა და "მობუქნავე ბორამ" სცენის ქვეშ მოადინა ბართხვანი...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2007, 02:02 PM

ციტატა(გლახა @ May 24 2007, 02:51 PM) *

2 სერია

"მობუქნავე ბორამ" სცენის ქვეშ გაადინა ბართხვანი...


"ბართხვანი" პირველად გავიგე.. გლახუნა, რა საყვარელი სიტყვა თქვი wub.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 24 2007, 06:03 PM

სერია 3

ოდნავ ცრიდა....
მინდოდა დამეწერა შემოდგომის საღამო იყო-მეთქი, მაგრამ სჯობს გაზაფხული იყოს....

ბილიკის მიუყვებოდა ორი ფორუმელი, ერთი მაღალი, მეორე საშუალო სიმაღლის, საუკეთესო ოცნებებით გულანთებული

მაღალი ფიქრობდა, თუ რაოდენ მაღალი იყო მსახურება და პატივი მღვდელმთავრისა ქრისტესმიერისა.... რა კარგი იქნებოდა და ბედნიერი ის დღე, როდესაც სვეტიცხოვლის წმინდა საკურთხეველში ხელს დაასხამდნენ მას, ისპოლას უგალობდნენ, ორივე ხელით ჯვრის გამოსახვის უფლებას მოიპოვებდა....

ალბათ გაინტერესებთ, რას ფიქრობდა მეორე? და ჰოი, საოცრებავ, მეორეც იგივეს ფიქრობდა....

და რომ არა, გვერდით მდგომი კაცის შეძახილი, ბიჭებო, მანქანის აკუმულატორი დამიჯდა და მომაწექითო, კიდევ შეიძლება დიდხანს ყოფილიყვნენ ილუზიის ტყვეობაში.....

პოსტის ავტორი: Qeti თარიღი: May 24 2007, 07:06 PM

ციტატა(კანონისტი @ May 24 2007, 10:03 AM) *

სერია 3

ოდნავ ცრიდა....
მინდოდა დამეწერა შემოდგომის საღამო იყო-მეთქი, მაგრამ სჯობს გაზაფხული იყოს....

ბილიკის მიუყვებოდა ორი ფორუმელი, ერთი მაღალი, მეორე საშუალო სიმაღლის, საუკეთესო ოცნებებით გულანთებული

მაღალი ფიქრობდა, თუ რაოდენ მაღალი იყო მსახურება და პატივი მღვდელმთავრისა ქრისტესმიერისა.... რა კარგი იქნებოდა და ბედნიერი ის დღე, როდესაც სვეტიცხოვლის წმინდა საკურთხეველში ხელს დაასხამდნენ მას, ისპოლას უგალობდნენ, ორივე ხელით ჯვრის გამოსახვის უფლებას მოიპოვებდა....

ალბათ გაინტერესებთ, რას ფიქრობდა მეორე? და ჰოი, საოცრებავ, მეორეც იგივეს ფიქრობდა....

და რომ არა, გვერდით მდგომი კაცის შეძახილი, ბიჭებო, მანქანის აკუმულატორი დამიჯდა და მომაწექითო, კიდევ შეიძლება დიდხანს ყოფილიყვნენ ილუზიის ტყვეობაში.....

ეს შენ და ბექა ხომ არ ხართ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 24 2007, 07:08 PM

Qeti

ციტატა
ეს შენ და ბექა ხომ არ ხართ

უფრო დავით ივერიელი და მნათე smile.gif

მე პრეზიდენტობას ვაპირებ პირადად, ეპისკოპოსობა არ მხიბლავს wink.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: May 24 2007, 08:27 PM

კაპასი მანდილოსნის გარდა ყველა გამოვიცანი biggrin.gif

ისა და... მნათე მთავარი მოქმედი პირია? ყველა სერიაში იქნება? laugh.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 24 2007, 08:55 PM

მნათეს გარეშე არ გამოვა სერია laugh.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: May 24 2007, 09:14 PM

ციტატა
კაპასი მანდილოსნის გარდა ყველა გამოვიცანი

ეგ მეც ვერ გამოვიცანი,ნინორე მეგონა biggrin.gif
თვით გიოც რომ ვერ ამოვიცანი?.. სიფრიფანა კი არის,მაგრამ უბრალოდ ვერ წარმოვიდგინე მასეთ საწყალ და გაუბედურებულ მდგომარეობაში laugh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 24 2007, 10:14 PM

4

საკათედრო ტაძრის ეზოში, ორი ჩოხოსანი ერთმანეთს დიდაქტიკურ საუბარს უბამდა... ერთი უფრო დაბალი, შედარებით მაღალს თითქოს რაღაცას უსწორებდა...

ასწავლიდა რომ ხანდახან საჭიროა წიხლების რაოდენობა შეამცირო - ვინაიდან ეს შენს შრომისუნარიანობას ძირს დასცემს..

უეცრად შადრევნის ჟღურტულში (რომელმაც უკვე ეკლესიის ეზოებიც დაიპყრო) ორი ეპისკოპოსობა/პაპობა მეოცნებე 'ბავშვი' გამოჩნდა, დიდაქტიკოსმა ნახევრადხუმრობით ხელის მიმართულება - კმევის პოზიციას დაამთხვია და შედარებით მაღალის 'ისპოლა ეტიდესპოტას' აკომპანიმენტით (რომელიც რასაკვირველია დიდაქტიკოსის ნაკარნახევი იყო tongue.gif ) სამეუფეო შეხვედრა მოაწყო..

ოთხივე იღიმოდა, შემდეგ დიდაქტიკოსი პოლიგლოტობას მიეცა და საზოგადოება დაღეჭილი ხმოვანი ვარიაციებით დაათრო laugh.gif

ბინდდებოდა, კიბეებზე იმპერატორის ლანდი გამოჩნდა - თუმცა ლანდსა და იმპერატორს შორის დეფინიცია, ამ შემთხვევაში მხოლოდ ბუკვალურია... მოდიოდა ამაყად, ნელად აუჩქარებლად სახეზე მამა-შვილური ღიმილი დასთამაშებდა...

სენატორი შეიმართა და მიმართა - მოხვედი ნერონ? laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: May 24 2007, 10:17 PM

ეეეეეეეეეეეეეიიიიიიიი რეკლამის დროა:
დალიე ფანტა იყავი ბამბუჩაააააა
biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ისა ყველა აქტიური ფორუმელი იქნება ამ სერიებშიიი?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 25 2007, 12:20 AM

მე ვარ სადმე?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: May 25 2007, 12:49 AM

ციტატა
მე ვარ სადმე?


5 სერია

საიდანღაც აქასქასებული ქალბატონი რიხიანად 'საპატრიარქოს უწყებანის' ხელგამოდებული ფრიალით, ხუთ მამრობით სქესს შეეგება, - (იმპერატორი, პაპობას ტრფიალი სენატორი, აყლაყუდა ეპისკოპოსობამეოცნებე ბალღი და ორი ჩოხოსანი - დიდაქტიკოსი და 'შედარებით მაღალი'), ერთ-ერთმა ჩოხიანმა მიმართა შემომატებულს - გამარჯობა, - ახლადმოსულმა კი ჩვეული' სწერვა' ღიმილი სტყორცნა 'რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს' მაღალმატერიული მოტივით და 'გამარჯობის' შემდეგ მრავლობითი 'თ' - არასტილურად შენიშნა laugh.gif

- აბა როგორ მოგეწონათ? იკითხა მრავლისმომეტყველი სახით, ხელში მომარჯვებული გაზეთი ოდნავ მაღლა აწია და შეკრებილ საზოგადოებას ამაყად გადახედა...

- დიდი მადლობა, - თქვა ნერონმა, და კმაყოფილმა განაგრძო - ასეთი სიტაციები მხიბლავს...

- სენატრს გაეღიმა...


პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 25 2007, 01:49 AM

ნეტა თუ იცით ქუტეისიდან არ დოურეკიათ?

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: May 25 2007, 01:59 AM

ციტატა(abo @ May 25 2007, 02:49 AM) *

ნეტა თუ იცით ქუტეისიდან არ დოურეკიათ?

მაგი ამ სერიაშია? biggrin.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: May 25 2007, 09:41 AM

ვაიმე პირველ სერიაში რო ვფიქგურირებ როგორ გამიხარდა არ იცით biggrin.gif
ესეგი ისევ აქტუალური ვარ ხოო ლოლ
გლახაა იდეები არ გელევააა ხოოო ?მპუია

პოსტის ავტორი: გლახა თარიღი: May 25 2007, 07:43 PM

სერია 6

თავისუფლების მეტროსთან ზედა ჩასასვლელში დიდი ჩოჩქოლი იყო.
ირგვლივ 8 მდე პატრულის მანქანა მოგროვილიყო. ამვლელ ცამვლელი ჩერდებოდა და მოვლენის ეპიცენტრის დანახვა სურდა.
უეცრად ტანმორჩილი ახალგაზრდა ყმაწვილი გამოჩნდა, ზურგზე "ტრენაჟორი" მოეგდო და თან კუნტებზე იყურებოდა...
მან გაარღვია ბრბო და თვითონაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ტრენაჟორი ძირს დადო და "კაჩაობას " შეუდგა...
ეპიცენტრში მაღალი, შავთმებუკანგადავარცხნილი წვეროსანი ყმაწვილი წამოწოლილიყო, ტოპსონიკის 15 ლარიანი მაგნიტოფონი ჩაერთო და "სამი დალიეს" უსმენდა...გვერზე ჭაჭის არაყი ედგა ნახევრად დაცლილი ბოთლით და იქვე "კომუნისტის" გაზეთის ნაგლეჯზე ორი ნაჭერი სალა და ერთი მკვახე დამწნილებული პომიდორი ედო....
დედა გენაცვალოოოოს ...გაისმა სასოწარკვეთილი კივილი და ბრბო დაიძაბა...

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: May 25 2007, 08:25 PM

შეყოლა იცის სერიალებმა და მეც აგერ მოუთმენლად ველი მომდევნო სერიასbiggrin.gif

პოსტის ავტორი: ზესქვი_უჩა თარიღი: May 26 2007, 02:40 AM

დედა აქ რა ხდება უყურეთ.
რა სერიები გაუჩარხიათ.smile.gif

აბა გაგრძელებას ველოდები.

პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: May 26 2007, 07:45 AM

ბავშვებო სერიალი რომელ საათებში გადის? biggrin.gif
არ გამომაპაროთ რა არც ერთი სერია laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: May 27 2007, 09:09 PM

ციტატა(გლახა @ May 25 2007, 08:43 PM) *

სერია 6

თავისუფლების მეტროსთან ზედა ჩასასვლელში დიდი ჩოჩქოლი იყო.
ირგვლივ 8 მდე პატრულის მანქანა მოგროვილიყო. ამვლელ ცამვლელი ჩერდებოდა და მოვლენის ეპიცენტრის დანახვა სურდა.
უეცრად ტანმორჩილი ახალგაზრდა ყმაწვილი გამოჩნდა, ზურგზე "ტრენაჟორი" მოეგდო და თან კუნტებზე იყურებოდა...
მან გაარღვია ბრბო და თვითონაც საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა. ტრენაჟორი ძირს დადო და "კაჩაობას " შეუდგა...
ეპიცენტრში მაღალი, შავთმებუკანგადავარცხნილი წვეროსანი ყმაწვილი წამოწოლილიყო, ტოპსონიკის 15 ლარიანი მაგნიტოფონი ჩაერთო და "სამი დალიეს" უსმენდა...გვერზე ჭაჭის არაყი ედგა ნახევრად დაცლილი ბოთლით და იქვე "კომუნისტის" გაზეთის ნაგლეჯზე ორი ნაჭერი სალა და ერთი მკვახე დამწნილებული პომიდორი ედო....
დედა გენაცვალოოოოს ...გაისმა სასოწარკვეთილი კივილი და ბრბო დაიძაბა...

არა ვარ მე შენი შვილი, რატომ მომაკითხე? სახლში გინდა წამოგყვე?- ასევე ყვირილ კივილით შეეპასუხა შავთმებუკანგადავარცხნილი წვეროსანი ახალგაზრდა და "სამი დალიეს" ჩაუწია. შEმდეგ წამოხტა და თან ისე მკვირცხლად , რომ იქვე "ტრენაჟორმოკაჩავე " ახალგაზრდას თავზე გადააფრინდა. ერთი უკან კი მოიხედა , თითქოს "კომუნისტის "ნაგლეჯზე დადებულ მჟავე პომიდორს შესტირისო , შემდეგ ხელი ჩაიქნია და ჩაიბურტყუნა , დაბერდა კაცი და "სვიდანიაზე მოსვლა ვერ ვასწავლეო თან 15ლარიან მაგნიტოფონს საიმედოდ ბღუჯაბდა ხელიდან რომ არ გავარდნოდა. ეჰე მოესმა ამდროს და ...თავისუფლების მეტროს ზედა ჩასასვლელიდან ამომავალი საშუალო ტანის, ჭაღარა თმიანი და ასევე ჭაღარა თხელ წვვერიანი შუა ხანს გადაცილებული გამხდარი მამაკაცი დაინახა , რომელსაც ხელში პოლიეთილენის გამჭირვალე პარკით "პივის " ბოთლები ეჭირა . მეტად გულისამაჩუყებელი იყო ამ ორი ,ახალ და ბებერგაზრდას შეხვედრა. წამსვე წააძვრეს თავი ლუდის ბოთლებს და ყლუპუნით მოიკითხეს ერთმანეთი. ბებერგაზრდა თან ყვებოდა როგორ შევიდა "წიფის ტუნელში" იმის იმედით რომ ბოლოში სინათლეს დაინახავდა, მაგრამ შენც არ მომიკვდე სინათლე არსად ჩანდა. არადა 'სვიდანიაზე" აგვიანდებოდა. ბოლოს როგორც იქნა პირველად საქართველოში - გამოჩდა ეს მადლიანი სინათლე და პირდაპირ თავისუფლების მეტროსთან ამოყვინა. მეგობრები თან ლუდს ყლუნწავდნენ და თან დიდი ხნის უნახავები ერთმანეთს რაღაცას ატყუებდნენ.
კაი მეყოფა ახლა სხვამ...

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: May 28 2007, 02:30 PM

abo
მე მაგარი მოუფიქრებელი ვარ მასეთ ამბებში happy.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 02:30 PM

მოდერატორს ვთხოვ რომ აქ მაინც დატოვოს ეს თემა smile.gif სასაუბროში არაო და აბა სად? ადრე მანდ იყო და არავის არაფერი უთქვამს...მოდერს წინასწარ დიდი მადლობა smile.gif

მოკლედ იმედია ცოტას ამითიც ვიხალისებთ:





მთავარ როლებში: ფოთოლა-არავინ sad.gif
კვანწა-მარიამი, კნეინა-ლილიანა, მუქთამჭამელა-მნათე, კანცლერა-კანონისტი, მეცნო-კანუდოსელი, სიფრიფანა-გიო ადმინი, მუზიკანტი-გუჯა, წამებული-გლახა

თანდათან შემოგვემატებიან ახალი პერსონაჟებიც.


ველი თქვენს მიერ დაწერილ პატარ პატარა სერიებსაც
აბა ვიწყებთ


ფოთოლას ყველა იცნობდა ქაჯეთის ვიწრო ქუჩაზე. იგი მეეზოვე იყო. დილას წყევლა კრულვით იწყებდა: ეს რა დოზანაა, სულ ძირს ყრიან ამ ნაგავს, ბოთლებიო, ქაღალდებიო...ჭირი სიკვდილიიიიი...აი ამ ხმით იღვიძებდნენ მეზობლები დილის 7 საათზე...

2 სართულიანი ფანჯრიდან თავს გამოყოფდა უბნის კანცლერა, რომელიც უუფსკრულესად განათლებული იყო, 27 ენაზე მეტყველებდა; გეყოფა რა! დაჯექი მაგ ცოცხზე და გაფრინდი რა გაგვიწყალე გული უფფფ....
მალე სხვა სარკმლებიც იღებოდა და კანცლერას სხვებიც უერთდებოდნენ. კვანწა ოპერის მომღერალი იყო და აჰყვებოდა კანცლერას: გეყოოოოოოო...დორეეეეეეეეეე მიიიიიიიიი...ასე გადადიოდა მისი კივილი ვოკალიზში...
მოკლედ ქაჯეთის ქუჩა ასეთი ორომტრიალით იღვიძებდა....
ერთ დღესაც ფოთოლას წყევლა კრულვის ნაცვლად ქაჯეთის ქუჩაზე ლამაზი სიმღერა გაისმა...
მეზობლებმა სარკმელი გააღეს თუ არა გაოცებულნი დარჩნენ.


გაგრძელება იქნება

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 03:00 PM

ფოთოლას საიდანღაც ძველი ვიოლინო მოეტანა, გულსი ჩაეკრა და ლამაზ სიმღერას მღეროდა....
ვაიმე ფოთოლას რა მოუვიდა? იკითხა სარკმლიდან თავგადმოყოფილმა კანცლერამ და თვალები მოიფშვნიტა...
დედააააააააააააააააა იკივლა კვანწამ: საწყალიიიიიიიიიიიიი

აშკარა იყო, რომ ქაჯეთის ქუჩის მცხოვრებნი სრულიად შეცვლილ ფოთოლას ხედავდნენ.

უეცრად ფაეტონი გამოჩნდა . მეფაიტონე გამეტებით ურტყამდა ცხენს მათრახს. როგორც კი ფოთოლას მოუახლოვდა ფაეტონი გაჩერდა და იქიდან ჯერ ქოლგა გადმოჩნდა, ხოლო შემდეგ კნეინაც გადმოვიდა.

აი ეს ქურდი ესა!!! ჩემს შვილს ვიოლინო მოპარა და მღერის აქა! ჩქარა პატრული გამოიძახეთ! ფოტოლას ფერი ეცვალა. ფეხზე ძლივს იდგა. ცოტაც და წაიქცეოდა ალბათ.

მოულოდნელად კანცლერას მოპირდაპირე სარკმლიდან ვიღაცამ წყალი გადმოასხა და განრისხებული კნეინა ახლად გარეცხილი ქსოვილის დიდ ნაჭერს დაემსგავსა..

ვაიმე კაპლი ჩქარააააააააააა...აღმოხდა კნეინას და ასფალტზე თურქული ხალიჩასავით გაეფინა..


გაგრძელება იქნება.




ახალი მონაწილეები:

ბურნუთა-დავით ივერიელი
ქაბატო- ნინორე

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Feb 5 2008, 03:07 PM


sergi_glaxa
ძალიან მიახრია ძველი სერიალის გაციცხლებაა smile.gif

წარმატებები ....

მოუთმენლად ველი ახალ სერიებს smile.gif

p.s. მე მაპატიეთ, ეს სარეკლამო ტიხარი იყო tongue.gif

პოსტის ავტორი: ninore თარიღი: Feb 5 2008, 03:18 PM

მე როდის გამოვჩდები?

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Feb 5 2008, 04:01 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 5 2008, 02:30 PM) *



ქაჯეთის ქუჩაზე ლამაზი სიმღერა გაისმა...


ალბათ ფორუმის ანსამბილი მღეროდა არაა? laugh.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 04:39 PM


III სერია: მდევარი

ქაჯეთის ქუჩაზე დიდი არეულ დარეულობა და გნიასი შექნა. ვისაც კი ეძინა ყველა წამოხტა და ნიფხავ პერანგ ხალათიანები თვალების ფშვნეტით კნეინას შემოეხვივნენ...კნეინა იწვა და კვნესოდა...
სად იყო სად არა ორი ნიღბიანი პიროვნება გამოჩნდა, ერთს ავტომატი ჰქონდა წამოკიდებული, ხოლო მეორეს "ლაგატკა" ეჭირა ხელში.
ისინი თვალისდახამხამებაში მივარდნენ ფოთოლას, ვილოლინო გამოსტაცეს და გაიქცნენ...
გულწასული კნეინა უცბად გონს მოეგო...
5 წამში ყაჩაღებს მთელი ქაჯეთის ქუჩა დაედევნა.
წინ კნეინა მირბოდა ქოლგა გაშლილი, უკან ფოთოლა მიჰყვებოდა და შემდეგ კი ფოხანიან პერანგიან პიჟამოიანი ქაკეთის ქუჩის მაცხოვრებლები cocxali.gif


გაგრძელება იქნება

თამარი_ცქნაფო
a025.gif wub.gif
ნეტა ყველამ ასე გამიგოს

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 04:49 PM

სერია 4

ნოდარიკო იგივე ვანდამა

იმ დროს როდესაც მთელი ქაჯეთის ქუჩა ვიოლინოს ყაჩაღებს მისდევდა, სახლში მარტო იყო დარჩენილი ნოდარიკო, იგივე ვანდამა...
აი ახლა კი განვახორციელებ ჩემს საწადელ საქმეს თქვა და აბაზანას მიაშურა, აიღო ერთჯერადი საპარსი ჯილეტისა, პირზე ქაფი წაისვა და გასაპარსად მოემზადა...
საქმე ის გახლავთ რომ ნოდარიკოს მშობლები პირს არ აპარსვინებდნენ, ერთხელ ამის გამო ტუჩებზე ანთებული სიგარეტიც კი ჩააქრეს...
მართალია ნოდარიკოს პირზე მხოლოდ ღინღლები ჰქონდა, მარა სჯეროდა, რომ სრულყოფილი მამაკაცობისათვის, პირი უნდა გაეპარსა...
აი მოიმარჯვა ნოდარიკომ საპარსი და კარებზე კაკუნიც გაისმა

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 04:57 PM


ამ აყალმაყალის "შემყურე" ქუჩის კუთხეში, ერთერთი შენობის სახურავზე, თავისი ჩვეული ირონიით იცქირებოდა მეცნო...არავინ იცის რატომ იყო ამძვრალი სახურავზე, მავანნი ამბობდნენ ზეცაში მოელვარე კოშკს ეძებსო, სხვანი კი იმასაც ჩურჩულებდნენ, რომ თურმე ოდესღაც დაკარგული ვარსკვლავი ეპოვნა და ხელიდან გაშვების შიშით თავის უცნაურ ლითონის მილს არ წყდებოდა და გამალებით იცქირებოდა სადღაც შორს....მაგრამ ახლა საქმე სულ სხვაგვარად იყო, უცნაურია, მაგრამ იმ აყალმაყალის შემყურეს სულ გადაავიწყდა აგერ უკვე ერთი თვის "საქმე" და სახურავიდან დიდი ინტერესით იცქირებოდა.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 5 2008, 05:06 PM

. . . შეჰყურებდნენ ქვემოთ მდგომნი და უკვირდათ: მეცნო და შიში ერთად არავის წარმოედგინა. მაგრამ ფაქტი ჯიუტი იყო....

ამასობაში კნეინა მოსულიერდა. ყველამ დაინახა - ამ მოვლენებს ჩუმად შესცქეროდა კანცლერა. რატომ არ დაგვეხმარეო? - შესძახოდნენ ქვემოდან, მაგრამ მას თითქოს ხალხისა არა ეყურებოდა. უცებ კანცლერამ ნაცნობი სახე დაინახა და მისკენ გაეშურა ხელგაშლილი. ხალხი დამშვიდდა, მიხვდნენ რა იმას, რომ როგორც იქნა კანცლერაც ხალხთან მივიდა, მაგრამ საოცრებავ! მისი ნაცნობი ვერ მიხვდა კეთილ განზრახვას, რატომღაც ცუდად მიიღო ეს ჟესტი და გაქცევა დააპირა

ხალხი აჩერებდა, ზოგი უყვიროდა, ზოგი რაღაცას ხმამაღლა უმტკიცებდა, მოკლედ ისევ დიდი ღრიანცელი დადგა, თუმცა ეს ნაცნობი მაინც გაქცევას ლამობდა, ვერავინ აკავებდა. ყველა ხვდებოდა, რომ ეს ახირება იყო, მაგრამ რატომ, რისთვის, რა მიზნით ვერ ხვდებოდნენ, არც ის იცნოდნენ, რა ექნათ?!..

და სწორედ მაშინ, როცა კანცლერა ხალხს მიუახლოვდა და თავისი ნაცნობისკენ ხელი გაიშვირა, ნაცნობი გაუსხლტა ხალხს და გაიქცა

ეს წამებული იყო........

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:12 PM

წამებული გარბოდა და გონებაში გეგმას აწყობდა თუ რა ეღონა.
უცბად გადაავლო თვალი გონებაში თავი მეგობრების გრძელ სიას და გაახსენდა კარატისტი ქაბატო...ქაბატოს შაულინის სკოლაში კურსები ქონდა გავლილი...
ცოტა მოფარებულ ალაგს რომ მიუახლოვდა მობილური დააძრო და ქაბატოს გადაურეკა.
ალოოოოოოო
იყო პასუხი მეორე მხრიდან...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 5 2008, 05:13 PM

ქაბატო ვიღაა? wink.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:15 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
ქაბატო ვიღაა?


ნინორე smile.gif

მთავარ როლებში: ფოთოლა-არავინ
კვანწა-მარიამი, კნეინა-ლილიანა, მუქთამჭამელა-მნათე, კანცლერა-კანონისტი, მეცნო-კანუდოსელი, სიფრიფანა-გიო ადმინი, მუზიკანტი-გუჯა, წამებული-გლახა

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 5 2008, 05:15 PM

სანამ პასუხს გავიგებდეთ, მანამდე ხალხს დავუბრუნდეთ.

კანცელრამ გაიხარა თავისიანების ნახვა, ბურნუთა აქტიურობდა განსაკუთრებით, მერე კი - სიფრიფანას გადაეხვია. ძალიან გულითადი შეხვედრა იყო. ამასობაში მეცნომ დაამთავრა კოშკზე მოღვაწეობა და ჩამოვიდა. მეცნოს აზრს ყველა გულისყურით ელოდა, მეცნომაც დაიწო....

თავს აღარ შეგაწყენთ მკითხველო, იმაზე, თუ რამდენი საინტერესო ამბავი მოყვნენ. ყველანი კმაყოფილი აპირებდნენ დაშლას, რომ არა....

რომ არა გულის გამყინავი ხარხარი. ეს წამებული, ქაბატო და მუზიკანტი იყვნენ. ხარხარზე კანცლერა გამოეყო ხალხს და მოხარხარეებისკენ წავიდა.

სიჩუმე ჩამოვარდა უცებ.........

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 05:16 PM

კანონისტი

ბრავისსსსიმოოოოოოოოოოოოოო smile.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 5 2008, 05:17 PM

უეცრად ვიღაცამ პიმ-პონგის ბურთისგან დამზადებული დიმაუშკა გადმოაგდო ფანჯრიდან და დაიშალეთ გვარბევენო დაიყვირა. არეულობამ მსწრაფლ მიაღწია ნიღბიანების ყურამდე და ვიოლინო მოისროლეს, რაც ძალი და ღონე ქონდათ მოცოცხეს. მუქთამჭამელამ დაიყვირა: რაარი ამ დილაუთენია რას მაღვიძებთ თქვე პრიმიტივებო, ეხლავე გაჰქრით აქედან თორემ დავუძახებ ნიღბიან ძიას, რომელიც რეპერების კლიპში ყავთ გადაღებული , მერე ნახეთ თქვენაო.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2008, 05:18 PM

მეც მინდა მონაწილეობა. თუნდაც ანტიგმირი ვიყო biggrin.gif biggrin.gif
მაგალითად g.gif , ვერ ვიფიქრებ user.gif

ვიხალისე biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:19 PM

ახალი მონაწილე
ქავთარაძე: პაკრეშკიბერია


k@the
ფოთოლა იყავი, მაგრამ ფოთოლა დადებითი გმირი უნდა ყოფილიყო წესით sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2008, 05:20 PM

sergi_glaxa
რაზეა საუბარი, ფოთოლა biggrin.gif biggrin.gif
ჩამსვით yes.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 5 2008, 05:21 PM

სრგი მეც ჩამრთე სერიალში რა როლიც გაგიხარდეს ის მომარგე ძამი smile.gif
ქეთის კი გულ არ დაწყვიტო თოოორემ !!!! smile.gif ქეთი მაგარი ადამიანია იცოდე სერგი
იხარეთ

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 5 2008, 05:21 PM

მარიამის გმირი არ მომწონს და რედაქტორის უფლებებიდან გამომდინარე, იქნებ ცოტა გადაასხვაფეროთ და სახელიც დაუხვეწოთ smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:24 PM

k@the

ციტატა
რაზეა საუბარი, ფოთოლა

smile.gif იცოცხლე!
ასევე შეგიძლია ჩემზე იხუმრო ისე როგორც გენებოს smile.gif

თამარი_ცქნაფო
ციტატა
მარიამის გმირი არ მომწონს და რედაქტორის უფლებებიდან გამომდინარე, იქნებ ცოტა გადაასხვაფეროთ და სახელიც დაუხვეწოთ

შემოგვთავაზე ალტერნატივა smile.gif და ნო პრობლემ smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 5 2008, 05:26 PM

ხუმრობა შეურაცხყოფებში ნუ გადავა და ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყოს ოღონდ!



პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 05:28 PM

ყოველივე ამის შემხედვარეს, მეცნო გაოგნებული იდგა და გაფაციცებით ცას შეჰყურებდა....ამასობაში ფოთოლამ მორთო ღრიალი. არა, ამას თვით მეცნოს სადისტი გულიც ვერ გაუძლებდა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა უკან აედევნა წამებულს, დაეწია და თავში ის თავისი შვილივით რომ უფრთხილდებოდა ლითონის მილი უთავაზა....მაგრამ მოხდა ისეთი რამ, რასაც თვით მეცნოც ვერ წარმოიდგენდა. საწყალი გაბრუებული წამებულის მაგივრად კიდევ უფო გაბრუებული მუქთამჭამელა შერჩა ხელში biggrin.gif.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 5 2008, 05:30 PM

მე აქაც ცქნაფო მერქვას რაააა! biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 5 2008, 05:31 PM

უბანში ყველას უკვირდა ვიღაც მაზუთიან ბიძიას რატომ ერქვა წამებული, ამაზე პასუხი მხოლოდ ზავხოზამ(ალექსანდრე) იცოდა.
თურმე წამებული თავიდანვე ამ უბანში არ ცხოვრობდა, ის რომელიღაც მიწურ სახლში თბილისის გარეუბანში დაუტოვებიათ უცნობ ბიძიებს!!! მისთვის ვარდუა დაურქმევიათ, როცა ვარდუა წამოიზადა თავისი სურნელოვანი სახელი არ მოეწონა და შეიქმნა თავისი პირადი ”იმიჯიდან” გამომდინარე სახელი-წამებული. მას ყოველთვის უყვარდა თავის ამ როლში წარმოჩენა.
წამებული რამოდენიმეჯერ უბნის ბიჭებმა მოცოცხეს და მას შემდეგ იგი მხოლოდ წვერებში და კახურ ქუდში თუ შეგხვდებოდათ. თან თავის ძველ სახელ-ვარდუას გვარად იყენებდა.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2008, 05:31 PM

სირბილში გულაქოშინებული ფოთოლა, სამართლის საძებრად თავის მეზობელ იურასთან (თემო) გაიქცა. რათა ამ უსამართლო ქვეყანაში, თავისი სამართალი ეპოვა. თუმცა ფოთოლას სულ არ ახსოვდა, რომ იურა, სულაც არ იყო იურისტი, არამედ ერთი ღატაკი კარისკაცი იყო, დიდი სასამართლოსი! თუმცა, თქვენ რა იცით, კარისკაცს მეტი ესმის კანონებისა ვიდრე მოსამართლეებს yes.gif

მოვალ მალე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:31 PM

თამარი_ცქნაფო

ხუმრობა შეურაცხყოფებში ნუ გადავა და ყველაფერი ნორმის ფარგლებში იყოს ოღონდ!

მე არ მგონია თუ ვინმეს შეურაცყოფა მივაყენე.
როგორც ჩანს ნინომ იგრძნო თავი შეურაცყოფილად.

ღიად ვუხდი ბოდიშს

და თუ კიდევვინმე ამ ხუმრობაში თავს შეურაცყოფილად გრძნოს, თქვას და არანაირად არ დავწერთ მასზე

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2008, 05:33 PM

კანუდოსელი
laugh.gif ვახ, საწყალი
biggrin.gif. ვსიო გავეტიე აქედან

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:34 PM

ამასობაში საოცარი ამბები დატრიალდა ნოდარიკოს სახლში:
კარებზე კაკუნისას ნოდიკო გამოვიდა გააღო კარი და წინ ორი ყაჩაღი შეეფეთა . არც აციეს არც აცხელეს , ნოდარა გაკოჭეს, სკამზე მიაკრეს და არამარტო ულვაშები არამედ თავიც გადაპარსეს...

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 5 2008, 05:35 PM

რაცხა ქავთარაძის პოსტიც ზღვარაგასული მეჩვენება და ასეთებს ნუ დაწერთ! ვკრძალავ სასტიკად! ხუმრობა ხუმროაბა, მაგრამ ნორმის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ! ნურავის ნუ შეურაცხყოფთ! smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 05:36 PM

ვაჰაჰაჰაჰაჰაჰაჰა

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:38 PM

ქავთარაძე

ციტატა
წამებული რამოდენიმეჯერ უბნის ბიჭებმა მოცოცხეს და მას შემდეგ იგი მხოლოდ წვერებში და კახურ ქუდში თუ შეგხვდებოდათ.

cocxali.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 5 2008, 05:39 PM

თამარი_ცქნაფო
sad.gif ოკ წაშალეთ ბატონო წაშალეთ

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:42 PM

თამარი_ცქნაფო

ციტატა
რაცხა ქავთარაძის პოსტიც ზღვარაგასული მეჩვენება და ასეთებს ნუ დაწერთ! ვკრძალავ სასტიკად! ხუმრობა ხუმროაბა, მაგრამ ნორმის ფარგლებში, კიდევ ერთხელ ვიმეორებ! ნურავის ნუ შეურაცხყოფთ!


მე პრობლემა არ მაქვს smile.gif ჩემს შესახებ რაც წერია არ წაშალო smile.gif

ქავთარაძე
ციტატა
თამარი_ცქნაფო
ოკ წაშალეთ ბატონო წაშალეთ


friends.gif
აუ ბორა არ გამიბრაზოთ რა smile.gif გიო გააჯაზე ბოლომდე smile.gif


თამარ მე ჩემს მომართ ასეთი ხუმრობა არ მიმაჩნია შეურაცყოფად smile.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 5 2008, 05:53 PM

ციტატა(k@the @ Feb 5 2008, 03:31 PM) *

სირბილში გულაქოშინებული ფოთოლა, სამართლის საძებრად თავის მეზობელ იურასთან (თემო) გაიქცა. რათა ამ უსამართლო ქვეყანაში, თავისი სამართალი ეპოვა. თუმცა ფოთოლას სულ არ ახსოვდა, რომ იურა, სულაც არ იყო იურისტი, არამედ ერთი ღატაკი კარისკაცი იყო, დიდი სასამართლოსი! თუმცა, თქვენ რა იცით, კარისკაცს მეტი ესმის კანონებისა ვიდრე მოსამართლეებს yes.gif

მოვალ მალე biggrin.gif biggrin.gif


ხალხნო შევარდნაძისტი გამიგია, ზვიადისტიც მაგრამ ეს იური ვინ იყო ხომ არ იცით ა? smile.gif აბა იურისტიაო ადამიანზე რომ ამბობენ biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 05:59 PM

იურას თავისი პატარა ბიზნესი ჰქონდა. "კარგვა პოვნა და კომპანია"
სწორედ იურას მიაკითხა მუზიკანტმა თავისი ვიოლინოს მოძებნაში დასახმარებლად, რადგან ქაჯეთის ქუჩის მცხოვრებლებმა ვერანაირად ვერ შეძლეს მისთვის ვიოლინო დაებრუნებინათ.
იურასთან მისულ მუზიკანტს ფოთოლაც დახვდა. როცა ფოთოლამ გაიგო რომ მუზიკანტიც ვიოლინოს პოვნაში დახმარების სათხოვნელად იყო მოსული- ელდა ეცა.
პაკრეშკი ბერია! გასძახა იურამ თავის მდივანს პაკრეშკიბერიას: ყავა მოუდუღე ჩვენს სტუმრებს!
რა ყავა რის ყავა: იყვირა მუზიკანტმა და თვალები საბჭოთა მრიცხველივით დაატრილა და წამში 2 კილოვატი დაწერა...
ფოთოლამ: შენ თვალში ხომ არ გეპატარავებიო და "პეპელნიცას" დაავლო ხელი...

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 5 2008, 06:10 PM

sergi_glaxa
იი მე არავიი მდივანი არა ვაარ biggrin.gif აქეთ მყავს ვარდსურნელოვანი მდივნეებიიი biggrin.gif

მამან სანამ იურა ცდილობდა ვიოლინოს პოვნას, მასკიანმა ბიჭებმა იქვე, ბუჩქებში მიგდებული ვიოლინო იპოვნეს და გადაწყვიტეს,"ბარიგა" წამებულთან მიეტანათ laugh.gif , თავისმხრივ ბარიგა შეესწრო ამ ორუმტრიალს და გული აუჩვილდა . გაჰკივლა:ვიოლინო , ვიოლინო ვიპოვნეეეეეეეე..., თან არ უნდოდა ყაჩაღების გამოაშკარავება და მათაც ფული ჩაუკუჭა ჯიბეში წადით მაჭახელაში ჩემს სახელზე კაი სამარხვო ხაჭაპურები ჩაარტყითო!!!
გახარებული ფოთოლა და მუზიკანტა გაექანნენ ვიოლინოსკენ და ერთმანეთს მთელი ინერციით შეასკდნენ. მუზიკანტამ შეჰკივლა-რასაა რომ აკეთებო, ფოთოლამ მთელი ძალით გადაუჭირა ბამბუკის ტარიანი ცოცხი მუზიკანტას ბეჭებზე და ვიოლინოს ჩააფრინდა.

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Feb 5 2008, 06:14 PM

პირველი პოსტიდან დაწყებული ბოლოს ჩათვლით თითქმის ყველა წავიკითხე, მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რა ხდება smile.gif
ან რაზეა ეს მოგონილი ისტორიები ან კიდევ რა აზრი აქვს ამეების წერას smile.gif

ცუდად არ გამიგოთ მაგრამ მართლა აჯაფსანდალია, მგონი ჯობდა 1 კაცს დაესწერა, და ესე ნაწილ ნაწილ კი არა მთლიანად დაეწერა და დაედო რო თავი და ბოლო გაგვეგო smile.gif. ასე ძალიან გაურკვევლობაა და არც ისე მომხიბვლელი smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 06:16 PM

თათარაშვილი

ციტატა
პირველი პოსტიდან დაწყებული ბოლოს ჩათვლით თითქმის ყველა წავიკითხე, მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ ვერ მივხვდი რა ხდება
ან რაზეა ეს მოგონილი ისტორიები ან კიდევ რა აზრი აქვს ამეების წერას

ცუდად არ გამიგოთ მაგრამ მართლა აჯაფსანდალია, მგონი ჯობდა 1 კაცს დაესწერა, და ესე ნაწილ ნაწილ კი არა მთლიანად დაეწერა და დაედო რო თავი და ბოლო გაგვეგო . ასე ძალიან გაურკვევლობაა და არც ისე მომხიბვლელი


დარდი გაუშვი გიგილო smile.gif ყველა ყველაფრით ვერ ვიქნებით კმაყოფილი smile.gif

პოსტის ავტორი: თათარაშვილი თარიღი: Feb 5 2008, 06:19 PM

ციტატა(sergi_glaxa @ Feb 5 2008, 06:16 PM) *

თათარაშვილი
დარდი გაუშვი გიგილო smile.gif ყველა ყველაფრით ვერ ვიქნებით კმაყოფილი smile.gif


არა, მინდა რომ ვიყო კმაყოფილი და იმიტომ დავწერე smile.gif


პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 06:21 PM

თათარაშვილი

ციტატა
არა, მინდა რომ ვიყო კმაყოფილი და იმიტომ დავწერე

მაშ ჩვენ გვაცალე smile.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 5 2008, 06:30 PM

დიდი მეცნიერი, რომელიც ცოტა ხნის წინ ჩამოვიდა "კრიშიდან" უეცრად მოხუცი ბებო გურანდას(თინკა) და მისი დაქალოჩკა კატიას(::სალომე:smile.gif ალყაში მოხვდა და მასაც 15 წყვილი ქოლგის ტარი მოხვდა ტვინით გაპენტილ თავში. მიზეზი იყო შემდეგი-წყალი ჩამოდის შე უპატრონო, რა უქენი სახურავს? კრამიტები სულ დამტვრეულია , წყალია ნავთობი ხო არაა რო მიხაროდეს?
მან კი მიუგო: ქალბატონო, ქალბატონებო, ნუ მცემთ, ნუ, გემუდარებით, მართლმადიდებლებს ღიმილი გვიხდება ქალბატონო ნუღარ მირტყამთო იძახდა ის. ზემოდან კი ვანდამა ყრიდა თვითნაკეთ ხლაპუშკებს და თავგადაკორტნილი სიცილით იგუდებოდა!!! biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 06:33 PM

იურას ოფისში გასროლილი "პეპელნიცის"შედეგად პაკრეშკიბერიას ყავის ჭიქები ხელიდან გაუვარდა და ხელები დაეწვა...მან პროტესტის ნიშნად იურას ოფისი დატოვა.
იურისტო იურია, მიაძახა პაკრეშკიბერიამ: ალალი იყვეს შენზე ჩემი ადუღებული ტონობით ყავა...წავალ გავხსნი ვულკანიზაციას და ჩემი ბიზნესი მექნება..ეს თქვა და კარები გაიჯახუნა...
ფოთოლა და მუზიკანტი კი ერთმანეთს დაეტაკნენ და ამ ჩხუბისა და გამიშვი გამაკავეს დროს იურია იურისტს ოფისი მიწასთან გაუსწორეს ...

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 5 2008, 06:34 PM

kitxva.gif ნახევრად გამოვძვერი ქაღალდებიდან, ჰე სერგი გააგრძელე და იმედია მეც გამინათდება გონება და შემოგიერთდები smile.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 06:38 PM

ამ დროს მეცნოს გამოეღვიძა საშინელი განცდით და აღმოხდა: "ეს რა საშინელი ისტორია დამესიზმრა, თავიც მტკივა ცოტა....ვინ იყო ის თავში რომ მითავაზა სიზმარში?" ... ამ ფიქრებში იყო, რომ უეცრად რაღაც ალიაქოთის ხმა მოესმა ქუჩიდან...მივიდა ფანჯარასთან და რას ხედავს biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 06:42 PM

...სიფრიფანას Fოთოლასათვის დახმარება დადაუწყვეტია, აუღია ცოცხი და გვის...
შენ აქ რა გინდა? - მიაძახა მეცნომ..
რაღა რა მინდა- ამოიკვნესა სიფრიფანამ და სამხრეთით მობერილი ნიავის მიმართულებით გადაიხარა,
ცხვირსახოცი ამოიღო და ცრემლები შეიმშრალა...
ეხ რაღა რა მინდა, ნაგვით აივსო ქუჩა, ფოთოლამ მუშაობას თავი დაანება და მე მიწევს ახლა დაგვა sad.gif
არა უშავს- მიუგო ციფრომ, დააძრო თავისი "პნპოკიანი" ცოცხი და ფანჯრიდანვე დაიწყო დაგვა...

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 06:49 PM

...ამასობაში მეცნოსთან მისი მეზობელი მუქთამჭამელა შემოვიდა და უმალ მიაძახა მეცნოს: "იცი წუხელ სიზმარში რა ვნახე?" ვიცი ვიცი, თავში მე გითავაზე ის მილი ხომ? ... გაშეშდა მუქთამჭამელა ვერაფერი გაეგო და მის უწმინდეს ბაგეებს (biggrin.gif) აღმოხდა:"ოო ციცერონ, რა სიდიადეა შენი სიბრძნის კვლევა, ჭეშმარიტი ფილოსოფიზმია ეს..." მეცნომ არ დააყოვნა და ახლა უკვე რეალში უთავაზა მუქთამჭამელას ის მითიური მილი, რითიც მუქთამჭამელა საბოლოოდ გამოაფხიზლა

უცნაური ამბები ტრიალებდა ქაჯეთის ქუჩაზე....ქაჯეთის ქუჩას ვიღაც დაპატრონებოდა
biggrin.gif


პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 5 2008, 06:56 PM

ციტატა
ვერაფერი გაეგო და მის უწმინდეს ბაგეებს () აღმოხდა:"ოო ციცერონ, რა სიდიადეა შენი სიბრძნის კვლევა, ჭეშმარიტი ფილოსოფიზმია ეს...

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ქაჯეთის ქუჩა რომელ უბანს ეკუთვნოდა?
მართლმსაჯულების ქუჩის პარალელზე ხომ არ გადიოდა?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 06:59 PM

ციტატა(თემო @ Feb 5 2008, 07:56 PM) *

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ქაჯეთის ქუჩა რომელ უბანს ეკუთვნოდა?
მართლმსაჯულების ქუჩის პარალელზე ხომ არ გადიოდა?



მართლმასაჯულების პარალელური ქუჩა ლინჩის ქუჩაა (აი ლენჩის ქუჩის ჩასახვევთანbiggrin.gif) და სწორედ იქ ხდებოდა ეს ამბებიbiggrin.gif

პოსტის ავტორი: თემო თარიღი: Feb 5 2008, 07:01 PM

მე ვფიქრობ ეს ისტორია სტრადივარიუსის ვიოლინოს გატაცებას ცნობილ ისტორიასთანაც დაგვაკავშირებს smile.gif, რამეთუ სტრადივარიუსიც ხომ საიდუმლოებით მოსილ რეცეპტს იყენებდა ვიოლინოს ლაქის დასამზადებლად მსგავსად ამ ისტორიის საიდუმლო და მეცხრე პირში საუბრისა, smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 5 2008, 07:01 PM

ეს ვიღაც, ამბობდნენ, კანცლერა იყოო....

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 5 2008, 07:06 PM

იმასაც ამბობდნენ: იმდენი მაგას გვერდები არ აუდგეს biggrin.gif, რაც კანცლერა ჯერ დაბადებული არ იყო, ის ვიღაც რომ ფორიაქობდა ქაჯეთის ქუჩებშიო, მარა ამბობდნენ ყველაფერს, ის ვიღაც კი თვლემდა და თვლემის ნირვანაში ქაჯეთის ქუჩის ბინადრებს მოსვენებას არ აძლევდა


ქაჯეთის ქუჩას ის პატრონობდა....ის პატრონობდა ბინადართ მისას

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 5 2008, 07:07 PM

ამ არეულდარეულობის დროს ყველა მიხვდა, რომ ერთმანეთისა არ ესმოდათ ...თურმე ყველა სხვადასხვა ენაზე ლაპარაკობდა...
თარჯიმნობა კანცლერამ იკისრა რადგან 27 ენაზე მეტყველებდა იგი...
მაგრამ მთელ ქაჯეთის ქუჩას ვერ გაუმკლავდებოდა მისი ენა...
სად იყო სად არა ქაჯეთის ქუჩა განათდა და დიდი კაიროსი გამოჩნთა ქაჯების ქუჩაზე ახლახანს აღმართულ ფანტანის წყლის ჩქეფებზე მოთამაშე...
მე გიშველით ხალხო..ნუ გეშინიათ დაიძახა, ჯადოსნური ჯოხი აიქნ დაიქნია და უმალ ენებ არეულ ხალხთან გაჩნდა...

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 5 2008, 08:10 PM

sergi_glaxa


კაიროსს ზედმეტსახელი არ აქვს? იკითხა ნამეტანი სერიოზულმა ტასიკომ (კატო_ბატომ), რომელსაც ასეთი როჟა დიდი ხნით სარკეთან ცოდვილობის შედეგად დაეყენებინა და განრისხებით გადახედა აუდიტორიას, რომელიც მარტო იმიტომ გაჩერდა მის მოსასმენად, რომ სახელი ჰქონდა გავარდნილი, დიდი ბუა ვინმეაო biggrin.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2008, 08:19 PM

არადა რა იციან, რამ უბიძგა ფოთოლას ხელში ვიოლინო აეღო...

განა მეეზოვე-მეცოცხეებად იბადებიან?

არა! თქვენ ვერ გაიგებთ!

ახ, ისიც ყოფილა ახალგაზრდა და ისიც ყვაოდა ვარდივით... cray.gif



biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პ.ს. 'პეპელნიცა' მაგარი იყო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 5 2008, 09:23 PM

k@the
მასაც სცოდნია მათრახივით ცოცხის ქნევა.
ამ დროს ტანჯული ვარდუა ადგა და დააპირა ქუჩაზე გადასვლა, სადაც ოპერის მომღერლები დაჰქროდნენ, ფოტოების შემგროვებელი ნიჭიერა ბიძიებიც არ აკლებდნენ, როცა მაზუთიანი ტანჯული დაინახეს ყველამ მუხრუჭს მოარიდა ფეხი, გაზს მიაჭირა და ჯიჟინით გაექანნენ მისკენ, მან ძალზედ შეშინებული "როჟით" გამოიხედა უკან და რას ხედავს, პაკრიშკაბერიამ ჰკრა მას ხელი და ტროტუარიდან შორს, ისევ თავისი მიწური სახლის წინ დაეცა, ხოლო ყველა მანქანა პაკრიშკა ბერიას შეეჯახა.
პაკრიშკა ბერიამ მიმალვა მოახერხა, მანქანის მძღოლები შეშფოთებულნი არიან, ჩვენი სოპრანო შოკშია, აეროპორტის გზატკეცილზე 190 კმ/სთ რომ ავკრიფე არ დამიგდია ისე შევასკდი და მანქანა აღარ მივარგაო.
ისინი ბაიბურშიც არ იყვნენ რომ ტანჯულის ნაცვლად პაკრიშკაბერიას მსხვერპლნი გახდნენ
მუ ჰა ჰა ჰაა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 5 2008, 09:43 PM

... ბედისწერის დაღმართს რომ დაჰყვებით, პირველი მკვეთი ქუჩა მართლმსაჯულებისაა. იქ თუ არ შეუხვევ და კიდევ ჩასცილდები, შეგხვდებათ ლინჩის ქუჩა. აი, ლინჩის ქუჩას რომ გაუყვე მარცხნივ, მიადგებით ერთ ვეებერთელა ფუღუროიან ხეს, რომელიც თავისი ტანით, ქაჯეთის ქუჩის ჩიხის შესასვლელს ნახევრად ფარავს...
სწორედ ამ ჩიხში გაიზარდა ფოთოლა... ერთი ლოთი მამა ჰყვავდა, ქართველი. თუმცა ფოთოლას დედა მოხეტიალე ციგანკა იყო... სწორედ დედისაგან ისწავლა ფოთოლამ ხელის გულზე მარჩიელობა... უფრო სწორად რომ ვთქვათ, გამვლელთა მოტყუება, თითქოს მათი ბედის თქმა შესძლებოდეს და მათგან ფულის ოსტატური აწაპნა... რა ექნა, ცხოვრებამ მოუტანა...

დაინახავდა გამვლელად, ახალგაზრდა, გაპრანჭულ, მინი კაბაში გამოწყობილ გოგონას და 2 წამში მის გვერდით იყო...

- ერთი ლარი მომე ლამაზო, სულ სიმართლე გითხრა. (ასე იწყებოდა დიალოგი)
- მომშორდი ერთი, სიმართლე არა, ვითომ რამე იცოდე!
- კაი 20 თეთრი მომე გოგო. აი გეუბნები, დაქალი გყავს გველი. შენ პირში გიცინის და პირს უკან გჭორავს. (ესეც ტაქტიკური სვლა იყო, გოგონას დასაინტერესებლად)
- დაქალი? (მგონი წამოეგო და ხელი უკან აღარ მიაქ) ვინ დაქალი.
- ვინაა და უნამუსო, გველია ერთი. იმ ბიჭსა თვითონ ყვარობს. იცოდე არ დაუჯერო... ერთი ლარი მომე გოგო, სულ სიმართლეს გეტყვი..

გოგოს ჯიბისკენ ხელი მიაქვს. დაბნეულია. ორლარიანი აქვს.

- ორი იყოს გოგო, მომე უფრო მეტი გითხრა. გათხოვდები გოგო მალე. (გოგონა უკვე ხელს უშვებს 2 ლარს. ამ დროს სწრაფად უნდა იმოქმედო. ფიქრის საშუალება არ უნდა მისცე თორე გაფრინდება გოგოც და ფულიც.. )
5 შვილი გეყოლება, შვილებს ვხედავ. ბედნიერი იქნები გოგო. ხელის გულზე გატარებს შენი კაცი. მერე მადლობებს მეტყვი გოგო.(გოგოს სახე ებადრება)
- მოიცა ეს რა შავი ლაქაა? blink.gif (ისევ ტაქტიკური კითხვა, გოგო შებმულია, ფული კიდევ იქნება)
- 5 ლარი ხელის გულზე დაიდე, გეუბნები საფრთხე გელის. ვიღაც ქალი გეღობება შენსა და შენ ქმარს შორის. (ამის თქმა და ხელის გულზე 5 ლარი ერთი იყო.)
- ის ქალი გველია. ოჯახი უნდა დაგინგრიოს. ხფთუ! (ვითომ შელოცვას უკითხავს ახლა, სულ დააგიპნოზა საწყალი...)
- ახა, ეხლა წადი. ყველაფერი კარგად გექნება. წადი მეთქი გოგო.
- კი მაგრამ, ჩემი 5 ლარი? huh.gif
- რომელი 5 ლარი? რეებს მიედები შე უმადურო! (მორთო კივილი ფოთოლამ, რაც შეიძლება ხმამაღლა, რომ გოგო შეეშინებინა და გასცლოდა)

ასეც მოხდა. საწყალი გოგო თავქუდმოგლეჯილი გაიქცა და ღმერთს მადლობას სწირავდა, იმ ავ სულს რომ დავეხსენიო... თუმცა უკვე ოცნებებში იყო, როგორ გათხოვდებოდა და როგორ ეყოლებოდა 5 შვილი...


აი, ასე ცდილობდა საწყალი ნახევრად ციგანი და ნახევრად ქართველი ფოთოლა თავის გატანას...

თუმცა იყო ერთი ბიჭი, რომლის სიყვარულს გულით ატარებდა... ლამაზი იყო ფოთოლა, თუმცა იმ სიყვარულის გაცხადებაზე არც უოცნებია..



პ.ს. ნერვიულად არამდგრადი პერიოდი მაქვს, ნოსტალგიური შემოტევებით და არ შეიცხადოთ ეხლა ეგ სისულელე biggrin.gif biggrin.gif
პ.პ.ს. ხო მართლა, ფოთოლა ხომ მე ვარ გლახა?! მე ჩემ თავს დავცინე biggrin.gif

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 5 2008, 10:24 PM

ამ დროს იგი პასკალის საკუნთხედს აგებდა,თან გულში ფიქრობდა;-"თაბახი? არა ეგ არ მეყოფა,დიდი ფორმატი დამჭირდება"
იყიდა რამოდენიმე ფორმატი ერთმანეთს მიაწება და დაიწყო მათემატიკის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა პასკალის სამკუთხედის გავლით
იგი არ ჩერდებოდა,მიჰქროდა,რიცხვები თავში გამჭოლად დაშხუილებდნენ,სადაცაა პიკს მიაღწევსო მაგრამ არა,იგი კვლავ აგრძელებდა სამკუთხედის აგებას.
და რას ხედავს ფორმატებზე აღარ ეტევა,იგი იმდენად იყო შეჭრილი რიცხვთა სამყაროში უცბათ მიაგნო გზას და მაგიდაზე გადავიდა,მაგიდა რომ არ ეყო იატაკზე,ხოლო როდესაც იატაკის გაავსო პასკალის სამკუთხედით 5 საათში ჭერიც და შპალერიც რიცხვთა უწესრიგოდ მოწესრიგებული მწკრივებით აივსო.
მორჩა ყველაფერი დამთავრდა,მე ეს შევძელი,წამოიძახა მან...
მაგრამ ჰოი ჰოი რომ სახლში კიდევ ბევრი ოთახი იყო,მან მკვირცხლად ამოიწერა ბოლო რიცხვთა კოდრინატები ხოლო 2 თვის შემდგომ მთელი სახლი რიცხვებით აივსო.არა! მას ეს არ ეყო და მთავარი გზატკეცილის რიცხვებით დაფარვა დაიწყო.გადიოდა თვეები და წლები ხოლო გზა რიცხვებით იფარებოდა
ასე გრძელდებოდა წლები,რიცხვები რიცხვები......მეტი რიცხვები მეტი მეტი....არა ეს ცოტააა....ფურცლები მომიტანეთ რიცხვები.......რიცხვები....ეს ცოტააა
ამის მერე მასზე არავის არაფერი გაუგონია,ასე ამბობენ რიცხვებმა შთანტქესო.


laugh.gif laugh.gif
ხო მაგადი მოთხრობაა?

პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Feb 5 2008, 10:44 PM

ლოლ კარგია biggrin.gif ველი გაგრძელებას biggrin.gif

პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Feb 5 2008, 11:09 PM

ხოო სახალისოდ კარგია smile.gif
მასე გაგარდძელეთ, მე ხომ იცით ყვეკლაფერს ვკითხულობ

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Feb 6 2008, 02:26 AM

მმმაგარიააააა biggrin.gif

საშინლად ვარ დაღლილი, მაგრამ ვერ შევეშვი სანამ ბოლომდე არ ჩავიკითხე smile.gif

მეც ვიქნები რა ვინმე? rolleyes.gif

პიონერულ სიტყვას გაძლევთ, არაფერი არ მეწყინება tongue.gif

წარმატებებიიი smile.gif

პოსტის ავტორი: ქეთუ თარიღი: Feb 6 2008, 05:40 AM

ციტატა
საშინლად ვარ დაღლილი, მაგრამ ვერ შევეშვი სანამ ბოლომდე არ ჩავიკითხე

+++

გაიხარეთ კარგად ვიცინე smile.gif)) თან საშინლად გადაღლილი და საშინელ ხასიათზე sad.gif ვიყავი და ცოტა აზრზე მოვედი smile.gif))

ყველანი ძალიან კარგები ხართ ბავშვებო, ოღონდ მართლა IPB-ს სურათი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 6 2008, 12:21 PM

ციტატა(_Matasi_ @ Feb 6 2008, 03:26 AM) *

მეც ვიქნები რა ვინმე? rolleyes.gif


ვაკანსიაა "პენსიონერ გულნარას" ადგილზე, იქნები? biggrin.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Feb 6 2008, 01:05 PM

Lenus

ციტატა
ბოდიში, აქ პოპკორნი სად იყიდება?

პოპკორნი გვერდზე ,,ბუტკაშია'' აქ ,,სილიოტკა'' და ,,ტომატიანი კილკა''იყიდება და კიდევ შავი პური biggrin.gif




თქვენ გაიხარეთ, კარგად ვიხალისე, ასე გააგრძელეთ, ახალ-ახალ სერიებს ველოდები biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 6 2008, 04:13 PM

დაიძაბა სიტუაცია ქაჯეთის ქუჩაზე, თავგატეხილი და შეურაცყოფილი მუქთამჭამელი მაშინვე თავის ძმა-ბურნუთას მიადგა, მან კი თავისი ნოყიერი მიწიდან ამოალაგა ფეხები(რომელსაც ყოველ დღე უცვლიდნენ რათა გაზრდილიყო) და სამართლის საძებნელად მეზობელ ქუჩას მიაშურა. ეს ქუჩა ლინჩის ქუჩა იყო.

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 6 2008, 04:28 PM

ლინჩის ქუჩიდან ლინჩელების სასტავი შეიყარა და გამოეშურა მეცნოსთვის საქმის გასარჩევად.
პენსიონერმა გულნარამ(მატასი) თავისი ქოლგა გადატენა (კნოპკიანი) და "სასტავს" შეუერთდა, კუნთებ დაბერილი ჯუღაზი(ლლააშშაა) "აჩკებით" თავზე რო ქონდა თავზე ჩაუდგა შუაში, გვერძე კი ლაკი ტუფლებიანი ჯონდი(გენესისი) დაუდგა. სასტავი შეიყარა და ქაჯეთს მოაშურეს.

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 6 2008, 04:28 PM

იქ კი პენსიონერი გულნარა ვიღაცას გამალებით თავში ურახუნებდა რაღაცას....ბურნუთა გაოგნებული შეჰყურებდა ამ სანახაობას..რას შვები ბაბო? მოკლავ....ბაბო არ დაიბნა და ახლა მეორე ტუფლი გაიძრო ფეხიდან (ის ნივთი თურმე "ტუფლი" იყო) და რაც ძალი და ღონე ჰქონდა ბურნუთას სასიამოვნოდ გაკვირვებულ სიფათში ესროლა...
ამასობაში მუქთამჭამელა მოვარდნილიყო და პენსიონერ გულნარას უყვიროდა: ოოო
უმეცრებავ, ოო ნიჭთა ატყორცნილო სიბრმავევ (biggrin.gif), რას სჩადიხარო, მაგრამ პენსიონერი გულნარა ლინჩის ქუჩის ბინადარი იყო
.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 6 2008, 04:36 PM

ამ დროს, სად იყო და სად არა, მუქთამჭამელას ზურგს უკან მეცნო გაიჩითა (biggrin.gif)
იფიქრა მეცნომ, ერთი ამ მუქთამჭამელას,
მუქთა ფსევდოდიდო-მაღალუმაღლესადაღმეტაბული ფრთიანი ფრაზების ნერვი სად მაქო. მოუქნია ის თავისი განუყრელი რკინის მილი და კეფაში სდრუზა! ...

ამ აურზაურის შემყურემ, იძრო ჯონდიმ თავის ლაკის გაპრიალებული ფეხსაცმელები, გაიქანა უბეში (არ დამესვაროსო biggrin.gif) და მეცნოს რკინის მილს დაუწყო საეჭვოდ ყურება! . .

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Feb 6 2008, 04:41 PM

აუ რა ქალი ვარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Feb 6 2008, 04:47 PM

m16

ციტატა
ამ დროს იგი პასკალის საკუნთხედს აგებდა,თან გულში ფიქრობდა;-"თაბახი? არა ეგ არ მეყოფა,დიდი ფორმატი დამჭირდება"
იყიდა რამოდენიმე ფორმატი ერთმანეთს მიაწება და დაიწყო მათემატიკის ჯადოსნურ სამყაროში მოგზაურობა პასკალის სამკუთხედის გავლით
იგი არ ჩერდებოდა,მიჰქროდა,რიცხვები თავში გამჭოლად დაშხუილებდნენ,სადაცაა პიკს მიაღწევსო მაგრამ არა,იგი კვლავ აგრძელებდა სამკუთხედის აგებას.
და რას ხედავს ფორმატებზე აღარ ეტევა,იგი იმდენად იყო შეჭრილი რიცხვთა სამყაროში უცბათ მიაგნო გზას და მაგიდაზე გადავიდა,მაგიდა რომ არ ეყო იატაკზე,ხოლო როდესაც იატაკის გაავსო პასკალის სამკუთხედით 5 საათში ჭერიც და შპალერიც რიცხვთა უწესრიგოდ მოწესრიგებული მწკრივებით აივსო.
მორჩა ყველაფერი დამთავრდა,მე ეს შევძელი,წამოიძახა მან...
მაგრამ ჰოი ჰოი რომ სახლში კიდევ ბევრი ოთახი იყო,მან მკვირცხლად ამოიწერა ბოლო რიცხვთა კოდრინატები ხოლო 2 თვის შემდგომ მთელი სახლი რიცხვებით აივსო.არა! მას ეს არ ეყო და მთავარი გზატკეცილის რიცხვებით დაფარვა დაიწყო.გადიოდა თვეები და წლები ხოლო გზა რიცხვებით იფარებოდა
ასე გრძელდებოდა წლები,რიცხვები რიცხვები......მეტი რიცხვები მეტი მეტი....არა ეს ცოტააა....ფურცლები მომიტანეთ რიცხვები.......რიცხვები....ეს ცოტააა
ამის მერე მასზე არავის არაფერი გაუგონია,ასე ამბობენ რიცხვებმა შთანტქესო.

2kiss.gif
როგორ მიყვარს ეს საძაგელი ბაია smile.gif

wub.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Feb 6 2008, 04:52 PM

kato_Bato
ვა ეგ ეხლა წავიკითხე biggrin.gif საღოლ ბალღო ნიჭიერი რამა ხაარ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 6 2008, 04:55 PM

ციტატა(_Matasi_ @ Feb 6 2008, 05:41 PM) *

აუ რა ქალი ვარ biggrin.gif



დროს ნუ კარგავ, ლინჩის ქუჩის ზემო ასახვევში პენსიები რიგდება biggrin.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Feb 6 2008, 05:45 PM

კანუდოსელი
კტო ტაკაია გულნარა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Feb 6 2008, 05:48 PM



კაიF biggrin.gif

სერიალში გადასაღები კასტინგი სად ტარდება მიმასწავლეთ რააbiggrin.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Feb 6 2008, 09:42 PM

თამარი_ცქნაფო

me var mgoni da ver migrdzvnia rogor davberebulvar am axalgazrdobashi wacko.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 8 2008, 01:46 PM

ქაჯეთის ქუჩაზე კვლავ დიდი აურზაური იდგა. ქუჩა ნაგვით იყო გავსებული, რადგან ფოთოლას არ ეცალა დასაგველად მთელი კვირა ვიოლინოს საქმეებზე დარბოდა ადვოკატთან, მეცნოსაც მოსწყინდა თავისი "კნოპკიანი" ცოცხით მეორე სართულიდან დაგვა...

მე ნამდვილად არ მეხება დაგვა- აცხადებდა კანცლერა და 2 კვირის დასაბან თავს (ქაჯეთის ქუჩაზე წყალიც არ მოდიოდა) ხან ერთი ხელით იფხანდა ხან მეორეთი...ისედაც სამსახურში მე ვარ ყველაფერი; დამლაგებელიც ფა "კოფეს" მომდუღებელიც...
აბა მაშ მე სულ არ მეხება გენაცვალე დაგვა..ვგავო თუ იმას ვუყარაულო მეტეორიტი არ დაეცეს ჩვენს ქუჩას..ვერც კი აფასებენ ჩემს ამაგს ეს გაუნათლებლები..ნეტა ერთი წიგნი მაინც გქონდეთ წაკითხული- გამოხატავდა თავის პრეტენზიებს მეცნო და "ბინოკლს" წმენდდა ოლეინას ზეთით, რადგან ამ საღამოს მორიგე იყო "კრიშაზე"...

მუქთამჭამელას სულ არ ადარდებდა დაგვა, მას საკმაოდ მოემარაგებინა ჰამბურგერები, გადმომდგარიყო ფანჯარაში და ყბებს ისე იქნევდა, როგორც კუალტას...

ბურნუთა რატომღაც დაღონებული იყო, რადგან ჯუმბერის გოგოსთვის, ზეინაბისთვის ხელი ეთხოვა, იმას კი უარით გამოესტუმრებინა ...

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Feb 8 2008, 01:52 PM

წერეთ, წერეთ ჩემო კარგებო, როგორ ველოდები ახალ-ახალ სერიებს ნეტავ იცოდეთ. კარგად ვხალოსობ, გაიხარეთ. biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Feb 9 2008, 03:59 PM

ქაჯეთის ქუჩას სათავეში ვარლამი ჩაუდგა... თავის რკინის ხელქვეითებს, ყველა მცხოვრები რიგრიგობით დააპატიმრებინა და მერე გააშვებინა... ბაბოს ტუფლები, ელექტრო სიმულატორის სადენებზე, ბაწრის თასმებით საჯაროდ გამოჰკიდა... მეცნოს რკინის მილის სურათები მთელს ქუჩაზე გამოაკრა და მპოვნელს, მუქთამჭამელას ულუფაში ჩაზიარება დაჰპირდა... გულნარას კნოპკიანი ქოლგა გუდრონში ამოავლებინა... ქუჩაში ხეები და სახლები ფერადფერადად შეაღებვინა, რომ კანცლერს ქუჩა ვერ დაენახა (იცოდა რომ კანცლერი სამყაროს ნაცრისფერ ფერებში აღიქვამდა)... ვარლამმა, რათა ქუჩაზე საბოლოოდ სიმშვიდე (სიჩუმე) დაემყარებინა ბევრი სხვა "რეფორმა" გაატარა...
ქაჯეთის ქუჩის მაცხოვრებლები შეწუხდნენ... მონახეს ლინჩის ქუჩაზე დაბნეულად მოხეტიალე კანცლერი და თათბირი დაიწყეს... ყველა შეკრებილიყო... მუქთამჭამელაც კი აქ იყო. ხელში მეცნოს რკინის ჯოხი ეჭირა და რომ არავის ეცნო თათარაში ამოევლო...
-ვარლამი უნდა მოვიშოროთ... თქვა ყველაზე ჭკვიანმა
-მოვიშოროთ!!! მოვიშოროთ!!! შემართებით აჰყვა მთელი შემოგარენიდან არეკლილი ექო..
წვიმის მიუხედავად არდაშლილ ქაჯეთის ქუჩის საზოგადოებას, აშკარად ეტყობოდა, რომ მძიმე თათბირს გეგმავდნენ... ამასობაში, თავისი გაფისული ქოლგით გულნარაც ჩემოუერთდა მოთათბირეთ და ბჭობა ეკუმენურ სიმშრალეში განაგრძეს... წვიმა არავის აწუხებდა... ქოლგა გუდრონში კარგად ამოევლოთ. მხოლოდ პათოსით მოსაუბრე მეცნოს თავზე წყალი წვეთევთად ჟონავდა... რაც მის რიტორიკას მეტ დამაჯერებლობას ჰმატებდა. არც ქოლგის გაუმართაობა და არც მუქთამჭამელას ხელში, ნახევრამდე დაყვანილი უშველებელი "ჩურჩხელა", მეცნოს არ აწუხებდა... ის მხოლოდ ტირანის მოშორებაზე დარდობდა და იმაზე, თუ ვინ თქვა პირველად მოვიშოროთ ვარლამიო...
ქაჯეთის ქუჩაზე სიმშვიდე (სიჩუმე) იდგა... მხოლოდ ვარლამის სახლის წინ, ბაბო ვარლამს, ტუფლის სადენიდან ჩამოხსნაზე გამუდმებით ევედრებოდა... რადგან მაცხოვრებელთა კეთილდღეობაზე მოთვალთვალის ყურადღება საკუთარ თავზე გადაეტანა და მეზობელად შეკრებილ მოსახლეობას მშვიდად ყვირილის საშუალება ქონოდა...
ვინ იფიქრებდა რომ ლინჩის ქუჩიდან რამე ხეირს ნახავდნენ...

პოსტის ავტორი: m16 თარიღი: Feb 10 2008, 12:09 AM

თქვენის ნებართვით ქაჯეთის ქუჩას შტურმით ავიღებ და შეყვარებულს გავანთავისუფლებ?
ჰა?

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 11 2008, 12:08 PM

Genesis

ციტატა
რომ არავის ეცნო თათარაში ამოევლო...

laugh.gif cocxali.gif cocxali.gif

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Feb 12 2008, 02:24 PM

ციტატა(m16 @ Feb 9 2008, 11:09 PM) *

თქვენის ნებართვით ქაჯეთის ქუჩას შტურმით ავიღებ და შეყვარებულს გავანთავისუფლებ?
ჰა?


სადიყო და სადარა.. მოვარდა ემ16 და სანამ ლინჩის ქუჩაზე ბჭობდნენ, ვარლამი (ან ბაბო) განაათავისუფლა...


ასე გაწყობს ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Feb 27 2008, 06:24 PM

ის თუ გაიგეთ ქაჯეთის ქუჩაზე, დავარი რომ ბრძანდება, ქმარი რომ დაუჭრია და თვითონ ამილახვრისკენ რო გაუქუსლავს?არ იცით? ეხლა მითხრა ენრიკომ

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Feb 27 2008, 06:50 PM


Genesis

ციტატა
მუქთამჭამელას ულუფაში ჩაზიარება დაჰპირდა...
laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 27 2008, 07:28 PM

ნოდარიკომ ვარლამი ბაბო კი გაათავისუფლა, მაგრამ უცბად ქსენია და ჯემალა 'გაიჩითნენ' ნოდარიკო 'პადიეზდში' შეათრიეს, ხელფეხი სკოჩით შეუკრეს და საულვაშეზე ამოსული ღინღლები ჯილეტის ბრენდის ერთჯერადი საპარსით ისე გაპარსეს ქაფიც კი არ წაუსვიათ საბრალო ნოდარიკოსთვის...
თუმცა ნოდარიკოს უხაროდა კიდეც გულში, რადგან ნოშრესთან და გულბაშასთან სანაძლეო ჰქონდა წაგებული -ულვაშებს თავისი ნებით 25 წლამდე ვერ გაიპარსავდა...

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Feb 27 2008, 07:39 PM

smile.gif მაგრები ხართ smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 28 2008, 03:10 PM

დელისის ქუჩაზე პურისმჭამელთათვის მხარდამჭერი აქცია იყო გამართული. სცენასთან უამრავი ხალხი შეკრებილიყო. მათ ნიკორას ძეხვეული მოეტანათ პურისმჭამელთა დასახმარებლად. დინამნიკებში ბორა-ბორას მუსიკა იყო ჩართული ძალიან მაღალ ხმაზე. სცენაზე პაკრეშკიბერია ბუქნაობდა...

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 28 2008, 05:05 PM

ლინჩის ქუჩის გაშავების ამბავი თეთრ ამაზონ ქალსაც გაეგო, კლიჩკა "white"-ს. რახან მარჩიელი გოგო იმ ხანებში სიცხეს უჩივოდა, იძულებული შეიქმნა მამრი აეყვანა ნაპარნიკად და ორი წყვილი ამაზონკა-ჩექმები შეჰპირდა მკლავში გამოცდილ ჯონდის დახმარების საზღაურად. ვიღაც მოხალისე M16-ზეც სმენოდა ვაითს და PM გაუგზავნა, სურვილისამებრ შემოერთებოდა მის მცირერიცხოვან რაზმს. ეს ორი ყმაწვილი და ერთი ვაჟკაცი (biggrin.gif ) დეზებალესილნი დაეშვნენ ლინჩის ქუჩაზე. სტრატეგია მეტად ამოუცნობი ქონდათ მტრისათვის, არც პაგრიშკებბერიას ძალუძდა მათი გეგმის გაშიფრვა. ტყვია-წამალი და სააღლუმო ტანკი კი ვაითმა ძველ შუშოსან მებრძოლს, სახელად პატრიოტს დაამატებინა, ვინ იცის რა დროს იქნებოდა მინამატი საჭირო. "ხანდახან მამრებსაც სარგებელი მოაქვთ!" - გულში ფიქრობდა ვაითი და თავს უფრო ინუგეშებდა ამით, რომ მისი საქციელი გაემართლებინა. პირველი ვინც შესასვლელში შემოხვდათ, პენსიონერი გულნარა იყო, რომელმაც მიუხვდა მათ გულისნადებს და აკურთხა ისინი.რახან გულნარა მდედრი იყო, ვაითმა ჰეკლერ-კოხი ქარქაშში ჩააგო, თორემ სხვას სკალპის ახდა არ ასცდებოდა, თუმცა C.J.H. დანით ცოტა ენის წვერი აათალა თავის დასაზღვევად. სამეული უბანში მიმიოფანტა და სავარაუდოდ ფოთლებიან ხეებს ეძებდნენ....

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 28 2008, 07:28 PM

staywhite
laugh.gif laugh.gif
მაგარიაააა

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Feb 28 2008, 07:32 PM

გლახა smile.gif 2kiss.gif მომენატრე იცოდე sad.gif

გაგრძელება იყოს? biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Feb 28 2008, 07:35 PM

staywhite

ციტატა
გლახა მომენატრე იცოდე

გაგრძელება იყოს?


დიდი მადლობა..მეც მომენატრეთ. უბრალოდ კომპთან რომ ვზივარ ბევრი სამუშაო მაქვს და ვეღარ ვახერხებ ხშირ კომუნიკაციას.

აბა რა გაგრძელება აუცილებლად უნდა იყოს smile.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: Mar 18 2008, 03:37 PM

ამასობაში ქსენიას და ჟორას ქორწილიც დაინიშნა. ჟორა ტრაქტორისტად მუშაობდა სოფელ მიშველეს კოლექტივში..დიდი ხვეწნა მუდარის შემდეგ უფროსობამ ქორწილის დღეს დასვენება მისცა ჟორას. თუმცა შაბათს ისედაც ისვენებდა...\ქორწილში მთელი ჩარჩი დაპატიჟეს. მუზიკანტად გუჯმაჯი აირჩიეს. ვოკალისტთა ჯგუფში შედიოდნენ: კანონისტი , მხევალი ნინო და სიფრიფანა, ხოლო დანარჩენები სიმღერის დროს ტაშს დაუკრავდნენ...
აი დადგა ქორწილის დღეც და ჩარჩელები რესპუბლიკის მოედანზე შეიკრიბნენ..ყველა მოვიდა და ავტობუსი სოფელ მიშველესკენ გაემართა..
როგორც კი ჟორას სახლს მიუახლოვდნენ გუჯმაჯმა ვიოლინო მოიმარჯა და მისი ფხანით ჩამოვიდა ავტობუსიდან. იქვე გაჩნდნენ კანონისტიმ მხევალი და სიფრიფანა და სამი დალიე შემოსძახეს...

გაგრძელება სლედუეტ...

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Mar 20 2008, 04:16 PM

ქსენია და ჯორა რომელი ფორუმელები არიან? ზურა და ართი ვარდი? biggrin.gif

2kiss.gif

პოსტის ავტორი: ართი ვარდი თარიღი: Mar 20 2008, 04:53 PM

_Matasi_
ალბათ მატასი და ირაკლი არა? biggrin.gif 2kiss.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Apr 30 2008, 03:57 AM

ციტატა(გლახა @ May 24 2007, 10:50 AM) *

წარმოგიდგენთ ფორუმსერიალს.
გთხოვთ მომე3ხმარეთ წერაში smile.gif
ვიხალისოთ, ოღონდ ეს ყველაფერი უხეშობაში და უზრდელობაში არ გადავიდეს.
თუ რომელიმე თქვენგანი წინააღმდეგი იქნებით თქვენი პერსონის მონაწილებისა, გთხოვთ გვითYხრათ და არ დავწერთ თქვენზე smile.gif
აბა სიყვარულით smile.gif wub.gif

smile.gif ვაა,ფორუმსერიალებიც დაიწყო,გახალისებას ხელს, თუ შეუწყობს და კარგ განწყობაზე დაგაყენებს კაცს,რატომაც არა,გაიხარე გლახა ბიჭო...


ციტატა
I სერია.

შარდენის ქუჩაზე ერთი სიფრიფანა საშუალო სიმაღლის ახალგაზრდა, ასე 21 წლამდე ასაკი ყმაწვილი გამოჩნდა. ქუჩას მოუყვებოდა. საბრალოს ძალიან შიოდა. მიიზუზებოდა და თან პრესტიჟული კაფეების ფანჯრებში მოქეიფე საზოგადოებას აკვირდებოდა, თან ნერწყვებს ყლაპავდა. უეცრად ნაცნობი სახე სეამჩნია. იმავე წუთს შეიჭრა ამ კაფეში და თავისი ნაცნობის წინ გაჩერდა.
ნაცნობი ასე 16 წელამდე იქნებოდა-შავგვრემანი, ხელსი 2 ლიტრიანი კოკაკოლას ბოთლი ეჭირა. თითები კლავიატურაზე პარტყუნისგან საკმაოდ გასცვეთოდა...
სიფრიფანა ყმაწვილი მიესალმა თავის ნაცნობს.
რა გინდა ჰკითხა ნაცნობმა?
-არაფერი მიუგო სიფრიფანამ.
-კოკა კოლას ვერ დაგალევინებ...ჩემია...
უეცრად კაფეში ძველი ყაიდის 24 წლამდე ახალგაზრდა მანდილოსანი შემოვიდა. ხელშო 2 მეტრის რადიუსის ქოლგა ეკავა, და მარცხენა ხელით ცხვირს იფარავდა.
იგი ახალგაზრდებს მიუახლოვდა და იკივლა: აქ რა გინდათ!!!!!!!


გაგრძელება იქნება


biggrin.gif მაგ გაგრძელებაში სადმე მეც,თუ მოვხვდები მაინტერესებს...

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Apr 30 2008, 08:11 AM

მე რომელი ვარ ? თავიდან კნეინა რო იყო მე ვიყავი და ეხლა მგონი სიფრიფანა ჰა :პ ? !

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 1 2008, 05:25 AM

მეც ვიქნები რა რამე? biggrin.gif თუნდაც ზღმარტლის ხეე,ან ბოთლი... biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: sergi_glaxa თარიღი: May 22 2008, 11:09 AM

კანცლერა საარჩევნო შტაბისკენ მიიჩქაროდა..ის დრესაც მოწოდების სიმაღლეზე იდგა. ხელში საქართველოს დროშა ეჭირა სიამოვნებისაგან კრუსუნებდა...
სად იყო სად არა ორი ნიღბიანი პიროვნება გადმოუხტა წინ , ერტს ხელში ინდაურის მოხარშული ბარკალი ეჭირა, მეორეს კი "ლაგატკა"..
ხელები მაღლა დაუყვირეს კანცლერას.
ვერ ეღირსებით-დაიძახა კანცლერამ და მობილურში საქართველოს ჰიმნი დააგუგუნა...
ყაჩაღებს ელდა ეცატ, მუხლები აუკანკალდატ და ტირილი დაიწყეს....

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)