თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ენა, მამული, სარწმუნოება!

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Sep 6 2007, 11:13 PM

დამარხულ არს ენაჲ ქართული დღედმდე მეორედ მოსლვისა მისისა საწამებელად, რაჲთა ყოველსა ენასა ღმერთმან ამხილოს ამით ენითა

და ესე ენაჲმძინარე არს დღესამომდე, და სახარებასა შინა ამას ენასა ლაზარე ჰრქჳან.

და ახალმან ნინო მოაქცია და ჰელენე დედოფალმან, ესე არიან ორნი დანი, ვითარცა მარიამ და მართა.

და მეგობრობაჲ ამისთჳს თქუა, ვითარმედ ყოველი საიდუმლოჲ ამას ენასა შინა დამარხულ არს.

და ოთხისა დღისა მკუდარი ამისთჳს თქუა დავით წინაჲსწარმეტყუელმან, რამეთუ » წელი ათასი, ვითარცა ერთიდღჱ»,-

და სახარებასა შინა ქართულსა თავსა ხოლო მათჱსსა წილი ზის რომელ ასოჲ არს და იტყჳს ყოვლად ოთხ-ათასსა მარაგსა;-და ესე არს ოთხი დღჱ, და ოთხისა დღისა მკუდარი, ამისთჳს მისთანავე დაფლული სიკუდილითა ნათლის-ღებისა მამისაჲთა.

და ესე ენაჲ შემკული და კურთხეული სახელითა უფლისაჲთა, მდაბალი და დაწუნებული, მოელის დღესა მას მეორედ მოსლვისა უფლისასა, და სასწაულად ესე აქუს ოთხმეოც- და ათოთხმეტი წელი უმეტჱს სხუათა ენათა ქრისტჱს მოსლვითგან დღესამომდე.

და ესე ყოველი, რომელი წერილ არს, მოწამედ წარმოგითხარ ესე წილი ანბანისაჲ.

ზოსიმე, იოანე
(X საუკუნე)


ქართული ენის ისტორია, მისი განვითარება და ამდენი მტრის მიუხედავად ისევ მტკიცედ არსებობაsmile.gif ცნობილი ადამიანის გამოთქმები ჩვენს მშობლიურ ენაზე... ეს ხომ სიყვარულის, სითბოსა და მრავლისმეტყველების ენაა....

ქართულმა სალიტერატურო ენამ V საუკუნიდან დღემდე მნიშვნელოვანი ცვლილებები განიცადა, ერთმანეთს დაუპირისპირდა ძველი და ახალი ქართული. ძველი ქართული ენა გულისხმობს, უძველესი ქართული წერილობითი ძეგლების ენას V-XI-ს ჩათვლით. ხოლო ახალი ქართული XIX და XXს-ის მწერლობის ენას. XIIს-დან XVIIIს-მდე ქართული სალიტერატურო ენა გარდამავალ საფეხურს წარმოადგენს. ძველი ქართულიდან ახალი ქართულისაკენ, ამ პერიოდის სალიტერატურო ენას საშუალო ქართული ჰქვია.

პოსტის ავტორი: jevrie თარიღი: Sep 19 2007, 09:30 PM

ჰომ ,რა შეიძლება ითქვას ქართულე ენაზე?! ქართველი ერის სულიერების შარავენდედი...

როცა ამ თემას წავაწყდი ფორუმზე , ეს სიტყვები გამახსენდა რატომღაც"რა ენა წახდეს ერიც დაეცესო" დამეთანხმებით, ერის წახდენის სერიოზული საფრთხის წინაშე ვდგავართ ქართველობა sad.gif

სამწუხაროდ , ერის სიწმინდისთვის ბძოლა დღემდე ვერ ქცეულა სყოველთაო საზოგადოებრივი ზრუნვის საგნი ....

კომუნისტური ტოტალიტარიზმის და ორასწლოვანი რუსიფიკატორული რეჟიმის დროსაც კი , არავის ახსობს ქართული ენა ასე წარყვნილი და შეურაცხყოფილი...

ვფიქრობ , ამ ყველაფერში უდიდესი წვლილი ტელევიზიას და საერთოდ მასმედიას მიუძღვის...დაუდევარი დამოკიდებულება ენისადმი,გაღარიბებული ლექსიკა და მიუტევებელი ენობრივი შეცდომები ყველაზე თვალსაჩინოდ სწორედ ტელევიზიიდან "ფიქსირდება" ( :ირონია: )

ის რომ ენა ცოცხალი ორგანიზმია და განვიტარებასა და განახლებას საჭიროებს, ამნაში 2 აზრი არ არსებობს.... ენა აუცილებლად უდა შეივსოს ნასესხები სიტყვებით სხვა ენებისგან.... ენა ნყოველდღიურად უნდა განახლდეს და განვითარდეს... წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარების თვალსაზრისით შეწყვეტს არსებობას ... ენის განახლების და "რე-ანიმაციის" მოწინააღმდეგე არავინაა... აქ სხვა რამეზეა საუბარი... უბრალოდ არ შეიძლება ჟურნალისტი იდგეს ტელე-კამერასთან და ამბობდეს : "ბოდიი გადავუხადოთ, მადლობა მოვუხადოთ, მეძავეები, კარებები... და ა.შ.....

პოსტის ავტორი: rock თარიღი: Sep 20 2007, 05:32 PM

q-e-T-i

ციტატა
აქ მინდოდა დაგვეწერა რამდენჯერ შეხვდა წინააღმდეგობა ჩვენი ენის განვითარებას და ყველაფრის და მიუხედავად მაინც დღემდე არსებობს............

ყველაზე სერიოზული წინააღმდეგობა, რომ ერთმორწმუნე რუსეთისგან შეხვდა მაგის აღნიშვნა არ დაგავიწყდეთ.
jevrieც მართალია, რუსებზე უარესი ქართულ ენას ქართველმა ჟურნალისტებმა და პოლიტიკოსებმა (საჯარო გამოსვლებისას) დამართეს და თუ არავინ მიხედავს საბოლოოდ დაასამარებენ.

პოსტის ავტორი: PUSKU თარიღი: Oct 18 2007, 08:32 PM

ქართული ეროვნული სულის, ქართველთა მოდგმისათვის ღვთაებრივად ბოძებული წმინდა საუნჯის გამომხატველი სამების ფორმულა: „ენა, მამული, სარწმუნოება“.

„ენა, მამული, სარწმუნოება“-ს საწყისი სახე „მამული, ენა, სარწმუნოება“ ეკუთვნის ილია ჭავჭავაძეს,რომელიც შემდეგ უახლესი პერიოდის ეროვნული მოძრაობის მიზნებისამებრ შეცვალეს ზვიად გამსახურდიამ და მერაბ კოსტავამ ქართული ენის, როგორც საქართველოს სსრ სახელმწიფო ენის შენარჩუნებისათვის ბრძოლის პერიოდში: „ენა, მამული, სარწმუნოება“.

კათალიკოსი ილია II :

«მაგრამ როცა ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა არის ჩვენი საუნჯე, შეუძლებელია არ გავიხსენოთ, წმიდა ილია მართლის სიტყვები: „ენა, მამული, სარწმუნოება.“ აი, ეს არის ჩვენი საუნჯე და ამას უნდა მივხედოთ. ჩვენ უფალმა მოგვცა ისეთი მამული, რომლის გამოც ყველას შურდა ჩვენი. ახლო მეზობელი იყო თუ შორეული, ყველა ცდილობდა, დაეპყრო ჩვენი ქვეყანა. ქართველი კაცი ყოველთვის იცავდა თავის ენას, მამულს და სარწმუნოებას. ალბათ, ეს ჩვენი ხვედრია და ესეც ღვთის განგებით ხდება, რადგან არაფერი ხდება მისი უზენაესი ნების გარეშე. უფალმა მოგვცა ასეთი მშვენიერი მამული, ქართული ენა, მართლმადიდებელი სარწმუნოება, ასეთი კულტურა, გალობა, სიმღერა, - ყველაფერი, რაც აოცებს მთელ მსოფლიოს და აი, ამასაც უნდა გავუფრთხილდეთ.»

ამ სამ საგანძურს ყოველი კაცი უნდა გაუფრთხილდეს,რათა ეს ჩვენი ბედნიერების საწინდარია! თქვენი აზრით დღევანდელ საქართველოში ,რამდენად ხდება ამ 3 საგანძურის დაცვა და კეთილდღეობა?


პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Oct 26 2007, 08:47 PM

მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არსებობს ჩვენი ენა და ვფიქრობ თუ არა ერეკლე მეფის რუსეთთან შეერთების გადაწყვეტილება ქართული ენა და მითუმეტეს სარწმუნოება სამუდამოდ გაქრებოდა....

პოსტის ავტორი: Shemickale თარიღი: Mar 1 2008, 11:22 PM

სახარება იოანესი.
დასაბამიდან იყო სიტყვა, და სიტყვა იყო ღმერთთან და ღმერთი იყო სიტყვა.

ეს ჭეშმარიტებაა. სამყაროს შექმნაც სიტყვებზე იყო დამოკიდებული,

სთქვა იქმნას ნათელი და იქმნა ნათელი და ასე შემდეგ...

მინდა გავამახვილო ქართულ ენაზე ყურადღება, როგორი მდიდარი ენა გვაქვს.

ქებაი და დიდებაი ქართულისა ენისაი.

ეხლა მინდა ერთი პატარა რამე გიამბოთ, ეს ჩემი დაკვირვებაა ქართულ ენაზე და იქნებ ამიხსათ შემთხვევითია თუ მართლა პირდაპირი მნიშვნელობა აქვს? ჩემი აზრით პირდაპირი მნიშვნელობა აქვს მაგ:

სიტყვა ღმერთი ერთადერთია ქართული სიტყვაა მთელ დედამიწაზე რომ პირდაპირ გვეუბნება ღმ ერთი ანუ ღმ (ღვთიური მეფე) ერთი smile.gif ეს სიმართლეა, ეს ჭეშმარიტებაა უფალი მართლაც ერთია და ამას მხოლოდ ქართული ენა ხსნის ამინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!




პოსტის ავტორი: anano-27 თარიღი: May 17 2008, 08:40 PM

ძალიან საინტერესო მიგნებაა! საოცარია, ადრე როგორ ვერ აღვიქვი? მეტად დამაფიქრა, დამაჯერებლად ჟღერს -ღმერთი, რუსთველიც ხომ ამბობს:"ჰე ,ღმერთო ერთო, შენ შეჰქმენ სახე ყოვლისა ტანისა!"

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 17 2008, 11:03 PM

არც არაფერია მიგნება smile.gif სომხურად მსგავსად არის "ღოთორ" , ანუ ან რატომ სჯობს ვითომ ბერძნულ-ლათინურ თეოს-დეოს, ან რუსულ ბოგს ? იმიტომ რომ ქართულია? რა
იქ არ იქნება არაფერი საინტერესო? ან ებრაულ ღვთის სახელებზე რას იტყვით? ბოლობოლო მთელი ძველი აღთქმა ებრაულადაა დაწერილი და ახალი - ბერძნულად, კარგით
რა!
არ გინდათ ახლა ნაციონალური სექტანტიზმი,

ციტატა
ჭეშმარიტებაა უფალი მართლაც ერთია და ამას მხოლოდ ქართული ენა ხსნის ამინ!
სისულელეა ეგ, ჭეშმარიტებას ქრისტიანობა მიგვაახლებს და არა რომელიმე ენა თუ გრამატიკა, ვინც ქართული არ იცის იმან რა ქნას? biggrin.gif არ დატოვა უფლის ერთობის გაგების გარეშე მოციქულებიდან დაწყებული ყველა არაქართულის მცოდნე მთელი ქრისტიანული სამყარო? biggrin.gif მკრეხელობაცაა ეგ!

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: May 18 2008, 12:25 AM

[quote name='Shemickale' date='Mar 1 2008, 11:22 PM' post='271464

სიტყვა ღმერთი ერთადერთია ქართული სიტყვაა მთელ დედამიწაზე რომ პირდაპირ გვეუბნება ღმ ერთი ანუ ღმ (ღვთიური მეფე) ერთი smile.gif ეს სიმართლეა, ეს ჭეშმარიტებაა უფალი მართლაც ერთია და ამას მხოლოდ ქართული ენა ხსნის ამინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
[/quote]
შენ გაიხარე!!!მოძღვარს ვკითხავ!!!ძაან მაგარი "ახსნაა!!!" smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: May 18 2008, 05:40 PM

სიტყვები ძალიან ბევრს გვაწავლიან და ყველა ენაში, არა მხოლოდ ქართულში...

ენა თავის თავში ინახავს ისტორიულ გამოცდილებას... სიტყვები, საგნებისა და მოვლენების შინაარს ასახავენ, რაც დროდადრო იკარგება ხოლმე... მაგალითად, - ,,სასწა-უ-ლი" არის ის რაც ჯერ არ გვისწავლია ანუ, - ,,სასწა-ვ-ლი"... ასეთი მიგნებები ძალიან ბევრი შეიძლება ნახო ყველა ენაში...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 18 2008, 08:35 PM

KAIROS

ციტატა
სომხურად მსგავსად არის "ღოთორ"

no.gif no.gif no.gif

სომხურად "ღმერთი" არის "ასტუაწ", ხოლო "უფალი" - "ტერ"

იესუს ქრისტოს, ასტუაწი ვორთ - იესო ქრისტე, ძე ღვთისა

ციტატა
რა
იქ არ იქნება არაფერი საინტერესო? ან ებრაულ ღვთის სახელებზე რას იტყვით? ბოლობოლო მთელი ძველი აღთქმა ებრაულადაა დაწერილი და ახალი - ბერძნულად, კარგით
რა!

რამდენიმე ენაზე ვიცი ეტიმოლოგია (აი ქართულზე - ეჭვი მეპარება e025.gif)

ანგლო-საქსური God, Gott მოდის good, gut-იდან, ანუ სიკეთე, სიკეთის წყარო, სიკეთის მომცემი

შუმერული "არალ", მოდის სიტყვიდან "არ" - მოცემა, ანუ "ყოველივეს მომცემი"

P.S. ასეთი ნაციონალისტ-სექტანტი ადრე მიმტკიცებდა - "ადამიანი", ანუ "ადამის შთამომავალი" ერთადერთი ქართულშიაო დააა..... რომ გაიგო თურქულშიც იგივე ყოფილა, კინაღამ ანათემას გადამცა e025.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: May 18 2008, 09:05 PM

ციტატა
სომხურად "ღმერთი" არის "ასტუაწ

რას გაუგებ მაგათ biggrin.gif
ციტატა
ომ გაიგო თურქულშიც იგივე ყოფილა, კინაღამ ანათემას გადამცა e025.gif

ბეწვზე გადარჩენილხარ biggrin.gif
მოკლედ ვაოფებთ გამწარებული ამ თემაში biggrin.gif

ლათინური "დეოს" მოდის divus ბრწინავიდან, მარადიული ნათელი...

ეს ცნობილი ებრაული ტეტრაგრამაა მყოფს ნიშნავს

י (yod) ה (heh) ו (vav) ה (heh)



პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 24 2008, 04:05 AM

საქართველოს ერმა გადაიხსნა გული, შიგ განიბნივა იგი ჯვარი პატიოსანი და თვითონაც ჯვარს ეცვა და არავის კი არ შეარყევინა არც თავისი გული და არც გულში ღრმად და მკვიდრად გაბნეული ჯვარი. მას აქეთ თხუთმეტი საუკუნე გულში ჯვრით და ხელში ხმლით იბრძოდა, ღვწოდა, სისხლსა ჰღვრიდა ქართველი კაცი და ნათელი ბნელზედ ვერავინ შეაცვლევინა.

ჩვენი ისტორიის სახელი და დიდება, ჩვენთა დიდებულთა წინაპართა სასწაულმოქმედი მხნეობა, თავგანწირვა, თავდადება, ვაჟკაცობა სულ იმ ნათლით არის გასხივოსნებული, იმ შარავანდედით არის მოსილი, რომელიც „ძელმა ჭეშმარიტებისამ“, წმინდა ნინოს მადლით და ღვაწლით აღმართულმა, მოჰფინა მთელს ჩვენს ქვეყანასა. ამ ძელზე სხივოსანის ასოებით, ქრისტეს წმინდა სისხლით დაწერილი იყო და არის იგი მცნება, რომელიც უდიდესია ყოველს მცნებაზედ: „გიყვარდეს მოყვასი შენი, ვითარცა თავი შენი“.

ამ მცნების მოძღვარს ეთაყვანებოდა ჩვენი ქვეყანა, იგი აღიარა ღმერთად და იმას აუნთო თავისი გული წმინდა სანთლად, რომელიც დღეს აქამომდე არ გამქრალა და არც გაჰქრება, მინამ არ გაჰქრება თვითონ ქართველიცა. ამ კაცთმოყვარე ღმერთისათვის იწამა ჩვენი ქვეყანა, ამას ანაცვალა, მას შესწირა ყოველივე, რაც კი ადამიანს საბედნიეროდ აქვს მონიჭებული, ეკლის გვირგვინი დაიდგა თავზედ, თხუთმეტი საუკუნე გულგაუდრეკლად ატარა თავ-პირდასისხლიანებულმა ჩვენს დრომდე შეუმწიკვლელად მოიტანა
ილია..

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 24 2008, 01:18 PM

მეცოდება ქართUლი ენა... sad.gif
ტელევიზია რომელიც საზოგადოებრივი აზრის ფორმირების ერთ-ერთი მტავარი შემოქმედია თავად გახდა ქართული მშობლიური ენის უნებლიე ნუ შეგნებული მტერი... sad.gif

პოსტის ავტორი: Nina komnene თარიღი: May 24 2008, 02:42 PM

სამი ღვთაებრივი საუნჯე დაგვრჩა ჩვენ მამა-პაპათაგან: მამული, ენა და სარწმუნოება. თუ ამათაც არ ვუპატრონეთ, რა კაცები ვიქნებით, რა პასუხს გავცემთ შთამომავლობას?!

პოსტის ავტორი: kmunebi თარიღი: May 24 2008, 02:52 PM

თქვენ რა აზრის ხართ იმასთან დაკავშირებით,რომ შეიქმნას სტრუქტურა ან თუნდაც საპარლამენტო კომიტეტი რომელიც მკაცრად გააკონტროლებს ქართული ენის სიწმინდის დაცვას სახელმწიფო და კერზო სექტოში, ტელევიზიაში,რადიოში,პრესა და სხვა საინფორმაციო საშუალებებში?
ნუ რა თქმა უნდა საპატრიარქოსტან შეთანხმებით და ამ პროცესში ჩართონ მეცნიერები,სასულიერო პირები და სხვა კომპეტენტური და პროფესიონალი ადამიანები. smile.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: May 29 2008, 08:36 AM

ნაწყვეტი ვალერიან ვეკუას ენა, მამული, სარწმუნოების შესახებ დაწერილ სენტენციებიდან

კარიდან "ენა"


* * *
ენა ის საუნჯეა, რომელიც აკეთილშობილებს ერს და აახლოებს უფალთან.

* * *
ენა ერის ციხე-სიმაგრის ის გალავანია, რომლის მორღვევით ჩქარდება ერის სიკვდილი.

* * *
ენა სამიზნეა იმათთვის, ვისაც ერის სიკვდილი აქვს გადაწყვეტილი.

* * *
ენა ერის ძლიერების ლიბოა, ამის უარყოფა კი საფუძველს ურყევს ამ ძლიერებას.

* * *
ენა შესაძლებელს ხდის, მოხდეს ერის კონსოლიდაცია და მობილიზება უკეთესი მერმისის მისაღწევად.

* * *
ენისა და ერის გადარჩენა ცალ-ცალკე არ ხდება. ეს ერთიანი პროცესია და ამ კეთილშობილი საქმისათვის თავდადება ერის წიაღიდან უნდა მომდინარეობდეს. რომელიმე მათგანისათვის უპირატესობის მინიჭება დამღუპველია ორივესათვის.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: May 29 2008, 12:13 PM

გაგრძელება

* * *
ენის გარეშე ერი საჭურისია, ხოლო პირველი მეორის გარეშე-მკვდარი.

* * *
ენასთან ბრძოლით ერს ებრძვიან.

* * *
ენის მტერი ერის მტერია.

* * *
ენის უარყოფა ერის უარყოფაა; ერთიც და მეორეც-გაუცხოება და სიკვდილი.

* * *
ენის საკრალურობის უარყოფა ერის გადაშენებისკენაა მიმართული.

* * *
ენის მეოხებით ხდება ერში სიქველის აღზრდა.

* * *
ენისაგან მოწყვეტა ნიშნავს მოწყდე ერის წარსულს, ხოლო წარსულის გარეშე არ არსებობს მომავალი.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 3 2008, 08:59 PM

(გაგრძელება)

* * *
ენის გარყვნა ერის გარყვნაა, ორივე ერთად-მათი გარდაუვალი სიკვდილი.

* * *
ენის აკრძალვა ერის სიცოცხლის აკრძალვაცაა.

* * *
ენას ესხმის მტერი.

* * *
ენის სიმდიდრე ერის კულტურაზე მეტყველებს

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 4 2008, 06:05 PM

(გაგრძელება)

* * *
ენას ქართველები დედას უკავშირებენ და დედაენას უწოდებენ, კოლხები ნანას უკავშირებენ და ნანინას ეძახიან; ორივე შემთხვევაში მშობელთან არის დაკავშირებული, კერძოდ, ქალთან; ქალი კი სულიწმინდას უკავშირდება, ღვთიურია, ერთარსი, უკვდავი, რომლის გზა წამების გზაა, ჯვარცმის გზა; ჯვარცმას კი უცილოდ აღდგომა უნდა მოჰყვეს, რაც გარდაუვალია.

* * *
ენის უარმყოფელს არ შეიძლება უყვარდეს ერი და იყოს მისი ქომაგი.

* * *
ენა ერის მზეა, მზე კი-სიცოცხლისა და უკვდავების სიმბოლო.

* * *
ენის სიწმინდე ერის ჯანმრთელობაზე მეტყველებს.

* * *
ენა ბუნებაში სიცოცხლის ხის ის ტოტია, რომელზეც ერია ჩამომჯდარი-მისი მოჭრა თვითმკვლელობას უდრის.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jun 7 2008, 04:42 PM

(გაგრძელება)


* * *
ენა ერის მაჯისცემაა.

* * *
ენა სხივია, ერის მაცოცხლებელი.

* * *
ენა სიმია, ერი ჩონგური: როგორც სიმის გარეშე მკვდარია ჩონგური, ასევე, ერი-ენის გარეშე.

* * *
ენის უკვდავება ერშია, ერისა კი-ენაში.

* * *
ენის გარეშე ერი უნაყოფო ხეს ემსგავსება.

* * *
ენის გარეშე არ არსებობს ეროვნულობა.

* * *
ენა მტერს ერით იგერიებს.

* * *
ენას ერისშვილები იცავენ.

* * *
ენის გუშაგი ერის ბურჯია.

* * *
ენის დამცველი ერის დამცველია.

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Jun 7 2008, 10:27 PM

georgianeli
2kiss.gif

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: Jul 2 2008, 01:17 AM

იოსებ ნონეშვილი

* * *

ჩვენი ქართული - სიტყვაქარგული
სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა.
ჩვენი ქართული - რუსთველის ენა,
ილიას ენა, აკაკის ენა.

ხან ყვავილების ნელი შრიალი,
ხან იადონთა ხმატკბილი სტვენა,
სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი,
ბარაქიანი ქართული ენა.

გულუხვი, როგორც რთველში ვენახი,
საამო, როგორც შრიალი ხეთა...
ჩვენ ხომ მას დედა-ენას ვეძახით,
გვიყვარდეს, როგორც მშობელი დედა.




პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 8 2008, 07:29 PM

ვალერიან ვეკუა - "ენა, მამული, სარწმუნოება"

(გაგრძელება)

* * *
ენის სიწმინდე ერის სიცოცხლეა.

* * *
"ენა, მამული, სარწმუნოება" ერის წმინდა სამებაა, ხოლო მისი დაცვა-ერის უკვდავება.

* * *
ენის მოძულეს ერი არ შეუყვარდება.

* * *
ენით ერი ღმერთთან საუბრობს.

* * *
ენას ღმერთი გაძლევს, ეშმაკი გართმევს.

* * *
ენის უარყოფა იგივეა, უარი უთხრა უფლის ნაბოძებს.

* * *
ენის უარყოფით ეშმაკის ლაბირინთებში შედიხარ ნებაყოფლობით, საიდანაც არ არსებობს გამოსავალი.

* * *
ენა უარყო ეს იგივეა, უარი თქვა სულზე, გვამის სადიდებლად: უსულო გვამი მკვდარია.

* * *
ენას უფალთან მიყავხარ.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 8 2008, 07:59 PM

georgianeli
კარგია მამულისშვილო. kiss1.gif
აბო.

პოსტის ავტორი: Rozoma თარიღი: Jul 8 2008, 11:04 PM

მართლაც საკმაოდ ხშირად ვხვდებით-ხოლმე დამახინჯებულ მეტყველებას, რაც ნამდვილად არაა მოსაწონი. პირადად მე, მეგობრებს და ახლობლებს თავი მოვაბეზრე უკვე ამდენი შესწორებებით smile.gif ვფიქრობ, ეს მაქსიმუმია, რაც დღეისათვის შემიძლია გავაკეთო ქართული ენისთვის და მეც დიდი სიამოვნებით ვასრულებ "დაკისრებულ მისიას" smile.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 9 2008, 02:23 AM

ციტატა(abo @ Jul 8 2008, 07:59 PM) *

georgianeli
კარგია მამულისშვილო. kiss1.gif
აბო.


მე არ დამიწერია.
ჩემი აღმზრდელი ბიძისა და სულიერი ძმის, ვალერიან ვეკუასია

(გაგრძელება)

* * *
ენის მგმობელი ერისთვის ღირსების მომტანი ვერ იქნება.

* * *
ენის გარეშე არა ხარ ერი.

* * *
ენის წართმევით აკვდინებენ ერს.

* * *
ენის დაბინძურებასთან ერთად იწყება ერის ავადმყოფობა.

* * *
ენის დაბინძურება აჩქარებს ერის სიკვდილს.

* * *
ენაზე ზრუნვა ერზე ზრუნვაა.

* * *
ენის დამახინჯებით მახინჯდება ერი.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 10 2008, 01:15 AM

ვალერიან ვეკუა "ენა, მამული, სარწმუნოება"

(გაგრძელება)


* * *
ენის გაფრთხილება მომავლის ჭვრეტაა

* * *
ენას დამპყრობლები კლავენ.

* * *
ენა ის გზაა, რომელზეც ერი უსასრულოდ მიაბიჯებს: იკარგება ეს გზა, იღუპება ერი.

* * *
ენისა და ერის ბედნიერება განუყოფელია.

* * *
ენას ერი ტაძრამდე მიჰყავს.

* * *
ენის უკვდავებაში იწრთობა ერის უკვადავება.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 15 2008, 09:01 PM

ვალერიან ვეკუა: "ენა, მამული, სარწმუნოება"

(გაგრძელება)

* * *
ენის პატივისმცემელი ერის პატივისმცემელიცაა.

* * *
ენაზე შეტევით ერთან იწყებენ ომს.

* * *
ენას დღეს თუ ქვას ესვრიან, ხვალ ერს ტყვიას დაუშენენ.

* * *
ენას რომ ებრძვიან, იქ ერს არ ეფერებიან.

* * *
ენის დაცვით მამულიშვილი ქვეყანას იცავს.

* * *
ენა როგორც ერის, ისე ბერის კუთვნილებაცაა.

* * *
ენის წართმევით იოლდება ერის დამარცხება.

* * *
ენის წართმევით ხელყოფენ ერის სიცოცხლეს.

* * *
ენა თუ დაუცველია, ერი ვერ იქნება დაცული.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Jul 15 2008, 11:22 PM

georgianeli
ხალხი სხვის ნაწერს ივიწყებს , თუნდაც ბიძის იყოს რომ იმეორებ და გვამცნობ უკვე მაგარი ხარ. გაიხარე.
აბო.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 17 2008, 12:50 AM

ვალერიან ვეკუა: "ენა, მამული, სარწმუნოება"

(გაგრძელება)

* * *
ენა იმ სახელმწიფოშია დაუცველი, სადაც ხელისუფლებაა მარიონეტი.

* * *
ენით იწყება ერის სიცოცხლე და მთავრდება მისი წართმევით.

* * *
ენა ის წყაროა, რომლის წართმევით წყურვილით კვდება ერი.

* * *
ენას კარგავ დღეს, ხვალ იღუპები.

* * *
ენაზე უარის თქმა იგივეა, უარი თქვა იავნანაზე.

* * *
ენისა და ერის სიყვარული აკვანთან ერთად ირწევა და ნანინათია ნასაზრდოები.

* * *
ენა ერთია ქვეყანაზე, რადგან ნანინაა ერთი.

* * *
ენას მოწყვეტილი ერი ეს იგივეა, როგორც-დედის მკერდს მოწყვეტილი ჩვილი.

* * *
ენა დედაბოძია დიდი ეროვნული ოჯახის, რომლის კერაზე ირწევა ერის აკვანი; ამ ბოძის წაქცევა ეროვნული ოჯახის დანგრევისა და გადაშენების ტოლფასია.

პოსტის ავტორი: orthodox-georgia თარიღი: Jul 17 2008, 10:22 PM

georgianeli
ყოჩაღ!


პ.ს. მოდით ამ ფორუმზე მაინც ნუ დავამახინჯებთ ქართულ ენას "ჟარგონებით" და მსგავსი სისულელეებით. ვწეროთ ("ვპოსტოთ") გამართული ქართულით. მგონი კარგი იდეაა

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 19 2008, 04:55 PM

ვალერიან ვეკუა: "ენა, მამული, სარწმუნოება"

(გაგრძელება)

* * *
ენის შეგინებით მტერი ერის სიფხიზლეს ამოწმებს, შეტევაზე გადასასვლელად.

* * *
ენის წართმევა თუ გაგიბედეს, ქვეყნის წართმევას არ შეგეკითხებიან.

* * *
ენას დღეს თუ წაგართმევენ, ხვალ ქვეყნის დასაკარგად მოემზადე.

* * *
ენა ის წმინდა კარიბჭეა, რომლის შეგინებიდან სახლის წაქცევამდე ერთი ნაბიჯია.

* * *
ენის შემგინებელი მოყვარედ არ გამოგადგება.

* * *
ენა ის ბაირაღია, რომელიც ერს წინ მიუძღვის სასახელოდ და რომლის ღირსების დასაცავად ერის შვილები იხოცებიან, მაგრამ ამ გმირობის მაგალითზე იზრდებიან ღირსეული მედროშენი, დამცველები ღვთისგან ბოძებული უდიდესი სიწმინდისა, რასაც ნანინა ჰქვია.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 30 2008, 07:29 PM

ვალერიან ვეკუა: "ენა, მამული, სარწმუნოება"

(გაგრძელება)


* * *
ენა დედაენით იწყება.

* * *
ენა დაცვას საჭიროებს.

* * *
ენის ბედი, თუ უბედობა ერს მოეკითხება.

* * *
ენის საფრთხე ქვეყნის საფრთხეცაა.

* * *
ენას არ დაიცავ, დაკარგავ მამულს.

* * *
ენა ყრმას თუ შეაძულეს, ერი მის ხანდაზმულობამდე ვერ მიაღწევს.

* * *
ენა თოთო ბავშვითაა: ერთიც და მეორეც ერთნაირად მზრუნველობას საჭიროებს.

პოსტის ავტორი: chelo თარიღი: Jul 30 2008, 08:00 PM

სიტყვა ღმერთი ერთადერთია ქართული სიტყვაა მთელ დედამიწაზე რომ პირდაპირ გვეუბნება ღმ ერთი ანუ ღმ (ღვთიური მეფე) ერთი smile.gif ეს სიმართლეა, ეს ჭეშმარიტებაა უფალი მართლაც ერთია და ამას მხოლოდ ქართული ენა ხსნის ამინ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! ეს სიტყვები ეკუთვნის შემიწყალეს.



მართლაც აღფრთოვანებული ვარ ან აღმოჩენით.წამიკითხავს ასევე,სიტყვა შეწყალება დაკავშირებულია ნათლისღებასთან,იგივე თავიდან დაბადებასთან.ასევე ერთ ბავშვს უთქვამს ბებიისთვის,რომ სიტყვა სულ იმიტომ იწოდება ასე,რომ სულიც სულ არის.ანუ უკვდავია.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Dec 11 2008, 09:10 PM

ვალერიან ვეკუა: "ენა, მამული, სარწმუნოება"

(გაგრძელება)

* * *
ენის დაბინძურება ეს იგივეა, ერს ბანგი გაურიონ სასმელში, რათა დააძინონ: მძინარეს უკეთ მოერევიან.

* * *
ენის შველა სახვალიო საქმე არაა.

* * *
ენა ცოცხალი ორგანიზმივითაა: იბადება, ვითარდება და კვდება. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება სიკვდილი ბუნებრივ შემთხვევად ჩაითვალოს-აქ უფრო მის მიმართ აგრესიასთან გვაქვს საქმე.

* * *
ენისა და ერის გამიჯვნით მათი სიკვდილი იწყება.

* * *
ენის და ერის გზაგასაყარიდან იწყება ორივეს სიკვდილი.

* * *
ენისა და ერის უკვდავება ამ უკანასკნელის სიფხიზლეზეა დამოკიდებული.

* * *
ენას ერი ამდიდრებს, მაგრამ ენის გაკოტრებიდან იწყება ერის სიკვდილი.

* * *
ენის სისუფთავეზე მზრუნველი ერი იხანგრძლივებს სიცოცხლეს, არა და-კვდება.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Feb 17 2010, 09:44 AM

ციტატა(georgianeli @ May 29 2008, 09:36 AM) *

ნაწყვეტი ვალერიან ვეკუას ენა, მამული, სარწმუნოების შესახებ დაწერილ სენტენციებიდან

კარიდან "ენა"
..............

გამოსაცემი წიგნის საშესავალო მიმოწერიდან

გამარჯვება, ვალერი ბიძია.

ჩავუტარე რედაქტირება გამოთქმებს "ენა, მამული, სარწმუნოება"-ს შესახებ. არის რამდენიმე აზრობრივი თუ სტილისტური ხასიათის საკითხი, რომელიც გასარკვევია და უკეთ გამოსაკვეთი. ამაზე ცალკე, ან როცა შევხვდებით.

ილია ჭავჭავაძიდან მოყოლებული არაერთგზის გააზრებულა ეს ეროვნული წმინდა სამება და დაწერილა სხვა და სხვა სოციოლოგიური კვლევა, თუ ნარკვევი, მაგრამ სენტენციების სახით თქვენ სრულიად ორიგინალური ფორმისა და სიღრმის ფიქრთა კრებულს მოუყარეთ თავი, რაშიც მდგომარეობს კიდეც ნაშრომის უმთავრესი ღირსება.

განსხვავებულ დროს ინტერნეტ-სივრცეში გამოქვეყნებული მაქვს "ენისა" და "მამულის" კარედები, რამაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ეს თავისთავად სასიამოვნო ფაქტია, მაგრამ საკითხის გაშლას, ვფიქრობ, უფრო მეტი რეზონანსი შეიძლება მოჰყვეს ერის ბედზე, ყოფას, აწმყოსა და მომავალზე მოფიქრალ ადამიანებს შორის.

ამ შემთხვევაში, საგნის პოლიტიკური მხარე მაინტერესებს. თუმცა, უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ნაშრომის საფუძველი კენტი თეორიული ანალიზით კი არა, ცხოვრებისეული გამოცდილებითაა შედედებული. ამიტომაა, გამოკვეთილად ძლიერია ზნეობრივი პათოსი. ეს უკანასკნელი კი, დიდაქტიკური ხასიათისას ქმნის თქვენს "ენა, მამული, სარწმუნოება"-ს, რაც მისასალმებელია მსოფლიოს წამყვანი ძალების მიერ ნაწარმოებ უზნეო, დანაშაულებრივი და სისხლიანი საერთაშორისო პოლიტიკის პირობებში.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანთა დღევანდელ მაინც უფრო დაბალი აკადემიური შეგნების პირობებში უმნიშვნელოვანესად მიმაჩნია თვითონ პოლიტიკის არსი და განსაზღვრება, ამჯერად მისი საფუძვლების ჩამოყალიბება-განხილვას არ შევუდგები, რადგან ეს სრულიად ცალკე თემაა.

ჯერ კიდევ უძველესი ხანიდან მოყოლებული, ადამიანისა და საზოგადოების ყოფა სამყაროული წესრიგის შემადგენელ ნაწილად მოიაზრებოდა. ამ კოსმიური ჰარმონიის გამოხატულებას წარმოადგენდა ეგვიპტელების ქალღმერთი-მაატი, რომელიც თვით ღმერთების არსებობის მომწესრიგებელი ძალის სახით გვევლინებოდა. შუმერში გვაქვს დურ-ან-ქი (კავშირი ცასა და მიწას შორის), რაც არა მარტო ანტიკურობის უდიდეს ქალაქს-ბაბილონს, არამედ შუმერისა და ბაბილონის ხანის სხვა დიდ ქალაქ-სახელმწიფოებს აღნიშნავდა. ანუ არსობრივად, შუამდინარეთის პოლისების ყოველდღიურ ცხოვრებაში განხორციელებადი კავშირი მიწასა და ზეცას შორის წარმოადგენდა დაახლოებით იმას, როგორ ერთობასაც გულისხმობს დიმიტრი უზნაძის “განწყობის თეორია”-ში მოხსენიებული შინაგანი და გარე სამყაროს ურთიერთთანხვედრა.

ამ მითაჟამური ტრადიციის გაგრძელება იყო პრეელინურ კულტურებზე ამოზრდილ ძველბერძნულ ცნობიერებაში ადამიანის მნიშვნელობის ზრდა პოლიტიკურ მოღვაწეობასა და პოლისის ფარგლებში, სადაც ქალაქ-სახელმწიფო მოიაზრებოდა, როგორც ადამიანის შემოქმედების ნაყოფი (უღრმესი ესთეტიკური დატვირთვითაც). თუმცა, მაშინაც ელადის ქალაქების საუკეთესო შვილთა მისწრაფებას პოლისში დამყარებული წესრიგის სამყაროული ჰარმონიის მიხედვით გამართვა წარმოადგენდა. რენესანსული პერიოდისაგან განსხვავებით ანტიკური ხანის პოლიტიკოსისა და პოლიტიკურ საქმიანობაში განმსაზღვრელი იყო ქველი ზნეობა. ასწლეულების განმავლობაში შემთხვევით არ წარმოადგენდნენ სოკრატე, პლატონი, არისტოტელე, ციცერონი, სენეკა, კვინტილიანე, ბოეციუსი სასულიერო, თუ საერო ინტელიგენციის ორიენტირებს.

მაგრამ, აი, დადგა აღორძინების ხანა, სადაც დასავლეთის გვიან შუა საუკუნეების სულიერმა კრიზისებმა და აპოსტასიამ გონების პრიმატი გამოიწვია. ამის შედეგი იყო, მექანიკური მსოფლმხედველობის გაბატონება ჯერ აინშტაინის ფარდობითობის თეორიამდე, ხოლო შემდეგ კვანტურ მექანიკამდე.

რა მოვლენა იყო ეს?

თანამედროვე მეცნიერებების წარმოშობას საფუძველი ჩაუყარა ფრენსის ბეკონმა, როგორც მექანიციზმის თეორეტიკოსმა, ხოლო გალილეო გალილეიმ - როგორც პრაქტიკოსმა. სინამდვილის შესწავლა მათემატიკური მეთოდის მიხედვით დაიწყო, სადაც "საბუნებისმეტყველო ფილოსოფია" რეალობის ამა თუ იმ დეტალს იკვლევდა ნებისმიერი გარეპირობისაგან განკერძოებულად. ნაწილის შესწავლის მიზანი მთელის დაუფლება, შეცნობა გახდა, რადგან შემეცნება მოიაზრებოდა, როგორც ძალა და ადამიანის სამყაროზე გაბატონების საშუალება. შემეცნების პროცესის მთავარ მეთოდად ექსპერიმენტი იქცა.

სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება პოლიტიკური მეცნიერების დაბადება, როცა ნიკოლო მაკიაველიმ და თომას ჰობსმა მექანიკური მოდელი საზოგადოებისა და სოციალური ურთიერთობების შესწავლას მიუსადაგეს. შესაბამისად, ისინი პირველები იყვნენ, ვინაც პოლიტიკას და საზოგადოებას ზნეობისა და მეტაფიზიკისაგან დამოუკიდებლად იკვლევდნენ. ამიტომაა, საზოგადოებრივი ურთიერთობების განყენებული განხილვა უფრო მათი მოდელის სტრუქტურულ დადგინებამდე მიდის. აქვე უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პოლიტიკური მეცნიერების მამები არ გამორიცხავდნენ ზნეობა-მეტაფიზიკის ურთიერთობას პოლიტიკასთან, როგორც ეს, სამწუხაროდ, არაერთ საკითხში ჩაუხედავ ადამიანს ჰგონია.

თომას ჰობსი სახელმწიფოს განიხილავს, როგორც ადამიანის ბუნებრივი მდგომარეობის (სადაც ადამიანი ადამიანისათვის მგელია, ანუ ყველა ყველას წინააღმდეგ, რადგან თვითგადარჩენის ინსტინქტი სხვის თავისუფლებას ან პიროვნებას შეიძლება ვნებდეს, ზიანი მოჰქონდეს) შემზღუდველ მექანიზმად, სადაც მისი თითოეული წარმომადგენელი თანასწორია სახელმწიფოს წინაშე. აქვე შემუშავებულ იქნა ანტიკურისაგან განსხვავებულ ახალ ხანაში გაჩენილი კონცეცია სახელმწიფოს შესახებ: თუკი პლატონ-არისტოტელესთან სახელმწიფო ჭეშმარიტებამდე მისაღწევი საშუალებაა, შუალედური მექანიზმია ინდივიდუალური და საზოგადოებრივი ბედნიერების მისაღწევად (ეუდაიმონია), აქ თვითონ სახელმწიფო აწესებს ჭეშმარიტებას, აკანონებს ზნეობას. თუ რა შედეგებამდე შეიძლება მიიყვანოს ამ მიმართებამ მაშინ, როცა საზოგადოება ფსევდო-ღირებულებებითაა მართული და მათ ემყარება, ამის უცხადესი მაგალითი XX საუკუნე იყო. როდესაც ზნეობრივი პოლიტიკის კონცეფციით სახელმწიფოს სათავეში უზნეოთა მთავრობაა მოქცეული, ან საზოგადოებაა უზნეო, ან ორივე ერთად (კიდევ უარესი), მაშინ უზნეობის ნორმადქცევის ტენდენცია იძალებს, ან უზნეობა იქცევა საზოგადოებრივ ნორმად. გასული და ჩვენი ასწლეულის პერიოდში დამყარებული ტოტალიტარული და ავტორიტარული რეჟიმები (მათ შორის, ჩვენს სამშობლოში) ამაზე ნათლად მეტყველებენ. ამად, არაორაზროვანია თქვენი სენტენციების ზნეობრივ-დიდაქტიკური ხასიათის მნიშვნელობა ჩვენს ქვეყანაში ეროვნული პოლიტიკური ამინდის დაკნინების პირობებში და მათი აქტუალურობა თანამედროვე ქართულ, თუ მსოფლიო პოლიტიკაში.

2008 წელი


პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 22 2010, 10:53 PM

ციტატა
ენა ცოცხალი ორგანიზმივითაა: იბადება, ვითარდება და კვდება. ამ შემთხვევაში, არ შეიძლება სიკვდილი ბუნებრივ შემთხვევად ჩაითვალოს-აქ უფრო მის მიმართ აგრესიასთან გვაქვს საქმე.

ნამდვილად smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 25 2014, 09:11 PM

მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა

https://www.youtube.com/watch?v=FBy29Iusrpo&feature=youtu.be

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 25 2014, 09:11 PM

მსოფლიოს 5 ყველაზე ლამაზ დამწერლობას შორის ქართული მე-3 ადგილზეა

https://www.youtube.com/watch?v=FBy29Iusrpo&feature=youtu.be

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)