თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ სიმბოლიზმი ქართულ მწერლობაში

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 14 2007, 06:33 PM

ქართულ პოეზიაში ეს მიმდევრობა განსაკუთრებით მომწონს, რა აზრის ხართ? მოგწონთ სიმბოლისტი მწერლები?
დადეთ მათი ნამუშევრები და ა.ს.შ

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Dec 14 2007, 06:56 PM

ლიტერატურათმცოდნეება თან განმარტეთ ეს ტერმინი smile.gif გთხოვთ. მე გალაკტიონი ბავშვობიდან მიყვარდა და სულ მეყვარება... "როგორ მაგონებს ეს აფრები ჩემს იდეალებს....", "და ვაი მას, ვის სიკვდილი,სიცოცხლეშივ ავიწყდება..." sad.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Dec 14 2007, 07:55 PM

staywhite
მიყვარს გალაკტიონი მეც smile.gif

''როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.''

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 14 2007, 08:28 PM

staywhite
სიმბოლიზმი მაგარი რამეა smile.gif
სიმბოლიზმი მე-19 საუკუნის დასასრულის და მე-20 საუკუნის დასაწყისის ევროპული ლიტერატურის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულებაა, სიმბოლისტური თვალთახედვით, სამყაროს არსი იდუმალებაა და პოეზიის დანიშნულებაც უპირველესად იდუმალების განცდის გამოხატვაა. პოეზიამ უნდა აღმოაჩინოს იდუმალი ,ჯადოსნური და სასწაულებრივი რეალობა, რომელიც ჩვეულებრივი, ყოველდღიური სინამდვილის მიღმაა შეფარული. ზმანებების ამ სამფლობელოში შეღწევის საშუალება ინტუიცია და თავისუფალი ფანტაზიაა.
სამყაროსი იდუმალებას ყველაზე ადეკვატურად მუსიკა ავლენს და სიმბოლისტებმაც პოეზია მუსიკას მიუახლოვეს("მუსიკა უპირველეს ყოვლისა" - ამბობდა ფრანგი სიმბოლოსტი პოეტი პოლ ვერლენი) სიმბოლიზმში მუსიკალურობა გულისხმობს არა მარტო და არა იმდენად მელოდიურობას , რამდენადაც მხატვრული სახეების ემოციურ მომნუსხველობას. ასეთი ხატებით გადმოიცემა ბუნდოვანი და მყიფე , მოუხერხებელი განცდები, განწყობილებები, ფანტაზიის თამაში-ადამიანის სულის მუსიკა.


აქვე მინდა დაგიწეროთ ვალერიან გაფრინდაშვილის ლექსი
სენტიმენტალური ტრიოლეტი
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.
შენს სილამაზეს ჩემი ტრფობა ესაფეხურა.
ვარ მოწყენილი ,ვით ზამთარში ნაზი ბეღურა.
მე განშორების ცივი თოვლი დიდხანს მეხურა.
ვტიროდი ხარბად-მარტოობით ნაალერსალი.
ვარ მოწყენილი, ვით ზამთარში ნაზი ბეღურა,
ვით შემოდგომის ღამეებში თეთრი ვერსალი.

მიყვარს ეს ლექსი რა..

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 14 2007, 08:35 PM

ციტატა
''როგორც ნისლის ნამქერი, ჩამავალ მზით ნაფერი,
ელვარებდა ნაპირი სამუდამო მხარეში!
არ ჩანდა შენაპირი, ვერ ვნახე ვერაფერი,
ცივ და მიუსაფარი მდუმარების გარეშე.''

სხვათაშორის "ლურჯა ცხენები" პირველი ლექსი იყო რომელიც "ცისფერ ყანწებში" გამოაქვეყნა სიმბოლისტმა გალაკტიონმა.

ისიც აღსანიშნავია რომ გალაკტიონმა შემდეგ შეიცვალა მიმდევრობა და ჩამოშორდა სიმბოლისტთა წრეს ... (რაღაცით ტეხავს sad.gif )

"დედაო ღვთისავ, მზეო მარიამ,
როგორც ნაწვიმარ სილაში ვარდი,
ჩემი ცხოვრების გზა სიზმარია
და შორეული ცის სილაჟვარდე"

მმაგარია რა...

ეს ლექსი- " სილაჟვარდე ანუ ვარდი სილაში" გალაკტიონმა შემდეგი შთაგონებით დაწერა:
ერთ დილას გადაწყვიტა ეკლესიაში მისვლა და როცა მივიდა დაინახა 2 მეძავი რომლებიც ღვთისმშობლის ხატს რაღაცას ევედრებოდნენ და ცრემლს ღვრიდნენ... სახლში დაბრუნებულმა კი ეს შედევრი შექმნა...


m16
"და როცა ბედით დაწყევლილ გზაზე
სიკვდილის ლანდი მომეჩვენება,
განსასვენებელ ზიარებამზე
ჩემთან არ მოვა შენი ხსენება..."

პოსტის ავტორი: პილატე თარიღი: Nov 7 2008, 03:51 PM

გალაკტიონი ნამდვილად იყო სიმბოლისტი მარა მისი მხლოდ სიმბოლისტად მოხსენინება ცოტა უხერხულია, გაცილებით დიდია
იმდენად დიდი ჯანრებში მქცევას არ ექვემდებარება.


თავად ქართველი ე.წ სიმბოლისტების (სიმბოლურად ისმბოლისტები biggrin.gif) მოღვაწეობის გარაშე კი ძალიან ბევრს დაკარგავდა ქართUლი პოეზია. არამხოლოდ ლექსების სახით.
აღარ იქნებოდა უმრავი თარგმანი (ოგორც რუსულიდან, ინგლისურაიდან, ფრანგულიდა და სხვა ენებიდან ქართულზე ასევე პირიქით) კრიტიკული თU თეორიული წერლები, ჩანახატები და საერთO ბოჰემური ცოხვრბის მანამდე უცნობი გემო ქართული სინადმვილისთვის.

ბევრი რო აღარ გავვაბრძელო ყანწელთა შემოქმედება საკუთარ თავს მირჩვენია ლამის : ))


ესეც პაოლოს შედევრი "წერილი დედას"
http://lib.ge/body_text.php?3497

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)