თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ მაკარი ლეთეთელი - ქართველი მწიგნობარი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 16 2008, 03:45 PM

ძალიან გთხოვთ, თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ქართველი მწიგნობრის მაკარი ლეთეთელის შესახებ, მომაწოდოთ.

ჩემდასამწუხაროდ, ამ მწიგნობრის არსებობის შესახებ პირველად ახლა გავიგე და თან ძალიან მწირი ინფორმაციით, რომ წარმოშობით უნდა ყოფილიყო სოფელ ლეთეთიდან, რომელიც თრიალეთის ქედის კალთაზე მდებარეობს, რაიონული ცენტრიდან 3 კილომეტრის დაშორებით.



წინასწარ მადლობა wub.gif


ინტერენტში ეს ვნახე ახლა:

მაკარი ლეთეთელი, IX საუკუნის ქართველი მწიგნობარი, გიორგი გრძელის ძე. წარმოშობით ქართლიდან უნდა ყოფილიყო, ქარელის ახლოს მდებარე სოფ. ლეთეთიდან, რომელიც XVII საუკუნის ისტორიის საბუთებშიც იხსენიება.

სავარაუდებელია, რომ იყო მაწყვერელი ეპისკოპოსის ეფრემის ნათესავი და გრიგოლ ხანძთელის მოწაფე.

მოღვაწეობდა იერუსალიმში, საბას ლავრაში.

მაკარი ლეთეთელი პირველი ქართული თარიღიანი ხელნაწერის "სინური მრავალთავის" (864) შექმნის ინიციატორი და ალბათ მისი ერთ-ერთი გადამწერი იყო. ტექსტის ის ნაწილი, რომლის გადამწერადაც ივარაუდება მაკარი ლეთეთელი, მარტივად და უსამკაულოდ არის შესრულებული. ტექსტი განაწილებულია ორ სვეტად, ნაწერი ფართოა და მკაფიო, დაწერილია თანაბარი მრგლოვანი ასოებით.



"სინური მრავალთავი"

http://armazi.uni-frankfurt.de/armaziII/enebi/kartuli/damcerloba/otxtavi.html

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)