თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ნ. დუმბაძე

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 13 2006, 06:44 PM

ხალხო რა აზრის ხართ ამ მწერალზე?
აი რომ აქვს დაწერილი უფალზე ვითომდა იუმორისტული ნოველები მისი წიგნების 3 ნაწილის ბოლოშია.
მე მაგალითად მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი ძალიან მომწონს მაგრამ ეს რომ წავიკითხე ცუდად გავხდი
აბა დაწერეთ

პოსტის ავტორი: მარინე თარიღი: Dec 13 2006, 06:50 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Dec 13 2006, 06:44 PM) *

ხალხო რა აზრის ხართ ამ მწერალზე?
აი რომ აქვს დაწერილი უფალზე ვითომდა იუმორისტული ნოველები მისი წიგნების 3 ნაწილის ბოლოშია.
მე მაგალითად მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი ძალიან მომწონს მაგრამ ეს რომ წავიკითხე ცუდად გავხდი
აბა დაწერეთ

მეც ასე დამემართა,მაგრამ კარგი ნაწარმოებებიც აქვს და მარტო ამით ნუ განვიხილავთ. smile.gif შეცდა კაცი unsure.gif

პოსტის ავტორი: ვეშაპო თარიღი: Dec 13 2006, 06:53 PM

ზოგადად, მისი შემოქმედება არის ძალიან კარგი.
ძალიან მიყვარს ეს მწერალი.
ეგ ნოველები მართლაც უარყოფითი მოვლენაა მის შემოქმედებაში, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება ზურიკელას ბებიის ლოცვაც ღვთისმშობლისადმი სიკვდილის წინ.
მე ეჭვი მაქვს რომ ეგ ნოველები მაინც შეკვეთილია საბჭოური პროპაგანდის მიერ.
თუმცა, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ გურულები პირველი რევოლუციონერები იყვნენ ყოველთვის. biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 13 2006, 07:02 PM

ხო მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი იყო დროის ბრალი ხალხის 99 % ათეისტი იყო sad.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 13 2006, 11:06 PM

QUOTE
აი რომ აქვს დაწერილი უფალზე ვითომდა იუმორისტული ნოველები მისი წიგნების 3 ნაწილის ბოლოშია.

წიგნების დაზიანება არ მიყვარს საერთოდ, მაგრამ ეგ ფურცლები ამოვხიე წიგნიდან და სანაგვეში მოვისროლე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 13 2006, 11:25 PM

მარიამი
ყოოჩაღ biggrin.gif
იცით როგორ ვინერვიულე ეს რომ წავიკითხე?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 13 2006, 11:29 PM

QUOTE(ქავთარაძე @ Dec 13 2006, 11:25 PM) *

მარიამი
ყოოჩაღ biggrin.gif
იცით როგორ ვინერვიულე ეს რომ წავიკითხე?

მე კიდე ისეთ დროს წავიკითხე, აზრზე არ ვიყავი ვინ იყო ღმერთი და ბევრიც ვიხალისე (ღმერთმა შემინდოს sad.gif). მერე საღ გონებაზე წავიკითხე და... კი იცით უკვე, რაც მოვიმოქმედე rolleyes.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 13 2006, 11:30 PM

ციტატა
მერე საღ გონებაზე წავიკითხე


აფექტში რომ წაგეკითხა რას იზავდი laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 13 2006, 11:36 PM

QUOTE(მნათე @ Dec 13 2006, 11:30 PM) *

აფექტში რომ წაგეკითხა რას იზავდი laugh.gif

აფექტი იყო ზუსტად laugh.gif ისე გემრიელად ამოვხიეეეეეე biggrin.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 13 2006, 11:37 PM

ციტატა
აფექტი იყო ზუსტად ისე გემრიელად ამოვხიეეეეეე


განბრდღვენი? laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 13 2006, 11:40 PM

QUOTE(მნათე @ Dec 13 2006, 11:37 PM) *

განბრდღვენი? laugh.gif

ოფტოპიკების მეფევ biggrin.gif სხვა ფურცლები არ დამიზიანებია, ფაქიზად განვბრდღვენი laugh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 13 2006, 11:42 PM

ციტატა
სხვა ფურცლები არ დამიზიანებია, ფაქიზად განვბრდღვენი


და შემდეგ განაგდე? laugh.gif თუ მოჰკუჭე და იფრიალე? laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 13 2006, 11:44 PM

QUOTE(მნათე @ Dec 13 2006, 11:42 PM) *

და შემდეგ განაგდე? laugh.gif თუ მოჰკუჭე და იფრიალე? laugh.gif

დავჰკეცე და სანაგვესა შინა შთავაგდე laugh.gif
სარჩევში კიდევ შავად გადავხაზე, მოკლედ ყველანაირი კვალი მოვსპე smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 13 2006, 11:46 PM

ციტატა
მოკლედ ყველანაირი კვალი მოვსპე


მდააა. . . ამ კვირას გაგვქურდეს laugh.gif უკვალოდ laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 13 2006, 11:47 PM

QUOTE(მნათე @ Dec 13 2006, 11:46 PM) *

მდააა. . . ამ კვირას გაგვქურდეს laugh.gif უკვალოდ laugh.gif

ნოდარ დუბმაძის მე-3 ტომი შეამოწმე.... ფურცლები თუ აკლია, მე ვიქნებოდი laugh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 13 2006, 11:51 PM

ციტატა
ნოდარ დუბმაძის მე-3 ტომი შეამოწმე.... ფურცლები თუ აკლია, მე ვიქნებოდი


არა, ანდრეი კურაევი აკლია laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Dec 14 2006, 12:00 AM

მარიამი
მნათე

მინდა დიდითა მწუხარებითა გაუწყოთ, რომ წესების II თავის მე-3 პუნქტის შესაბამისად ორივენი "დაჯილდოებული" ხართ სიტყვიერი გაფრთხილებით ამდენი ოფტოპიკისათვის!!!

wink.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 14 2006, 12:00 AM

ციტატა
მინდა დიდითა მწუხარებითა გაუწყოთ, რომ წესების II თავის მე-3 პუნქტის შესაბამისად ორივენი "დაჯილდოებული" ხართ სიტყვიერი გაფრთხილებით ამდენი ოფტოპიკისათვის!!!


ჩაქრი შენა laugh.gif

პოსტის ავტორი: A L U B A L A თარიღი: Dec 14 2006, 12:07 AM

ისა,რა ჰქვიან,ხო,ეგ მწერალი ვერ არი ცოტა,შიგადაშიგ ურემს,მაგრამ რომ მახსენდება"ჰელადოს","მე,ბებია,ილიკო და ილარიონი","მე ვხედავ მზეს"ვჩუმდები,მაგრამ ისე ცოტ-ცოტა ყველა მწერალი ურევს,არა?

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 14 2006, 12:08 AM

ციტატა
ცოტ-ცოტა ყველა მწერალი ურევს,არა?


როგორ არა, ერთი პოსტის მაღლა გაქვს მაგალითი laugh.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 14 2006, 12:10 AM

A L U B A L A
ისა ვერ არი და ასეთები მგონი არ ვარგა , ყველაფერს რომ თავი გავანებოთ მიცვალებულია უკვე დიდი ხანია smile.gif

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Dec 14 2006, 12:14 AM

მე არ მაქვს წაკითხული მითხრით რომელ მოთხრობებზეა საუბარი ? unsure.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 14 2006, 12:20 AM

QUOTE(ლილიანა @ Dec 14 2006, 12:14 AM) *

მე არ მაქვს წაკითხული მითხრით რომელ მოთხრობებზეა საუბარი ? unsure.gif

ლიკა, არ გიჩევ წაკითხვას, ისეთი მკრეხელობებია, ჯობია ეგ ტვინში არ შეუშვა mad.gif მერე იქიდან გამოდევნა არ გაგიჭირდეს.... wink.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2006, 12:57 PM

ნოდარ დუმბაძე ჩემი უსაყვარლესი მწერალია, მისი წიგნების კითხვაში გავიზარდე smile.gif ძალიან მიყვარდა იუმორისტული ნოველებიც, ჩემს დებს ხმამაღლა ვუკითხავდი და ერთად ვიცინოდით (შეგვინდოს უფალმა). სამწუხაროდ ეს ის ათეისტური პერიოდი იყო, როცა ეკლესიაში არ დავდიოდი და ღმერთი წმინდა გიორგი მეგონა...

რათქმაუნდა, ამ გადასახედიდან უკვე იკვეთება, რომ ის ნოველები ღმერთის შესახებ მკრეხელობაა, მაგრამ მე მაინც არ შემიძლია ნოდარ დუმბაძეზე რამე ცუდი ვთქვა, მისმა წიგნებმა უამრავ ადამიანს შეაყვარა კითხვა. უბრალოდ ის ათეიზმის პერიოდში ცხოვრობდა, თუმცა ისიც ვიცი რომ ეს მწერალი მორწმუნე იყო და ეკლესიაშიც დადიოდა, რაც მაშინ სასტიკად ეკრძალებოდათ პარტიულ პირებს.


პოსტის ავტორი: tinka თარიღი: Dec 20 2006, 09:29 PM

აუ ეს მოთხრობები მეც წავიკითხე, მაგრამ ადრე და წესიერად აღარც მახსოვს, მაშინ ეკლესიაში არ დავდიოდი, მაგრამ ღმერთის მწამდა რა თქმა უნდა და მაგრა არ მომეწონა. მკრეხელობაა, მაგრამ ნოდარ დუმბაძე მაინც მიყვარს, რავქნა biggrin.gif

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Dec 20 2006, 10:39 PM

imee raga dros nodaraa laugh.gif

amg nawarmoebs hqvia nu geshinia deda... egre konstanitne gamsaxurdias isetebi uweria mtrisas... laugh.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 20 2006, 10:48 PM

ციტატა
imee raga dros nodaraa


აბაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 20 2006, 11:15 PM

QUOTE
imee raga dros nodaraa

QUOTE
აბაა

რა გაცინებთ, ბავშვებო? ნოდარ დუმბაძეს სულ მკრეხელობები კი არ უწერია... წაიკითხეთ მისი სხვა ნაწარმოებები და სიყვარულის საუკეთესო გაკვეთილებს მიიღებთ smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 20 2006, 11:17 PM

ციტატა

რა გაცინებთ, ბავშვებო? ნოდარ დუმბაძეს სულ მკრეხელობები კი არ უწერია... წაიკითხეთ მისი სხვა ნაწარმოებები და სიყვარულის საუკეთესო გაკვეთილებს მიიღებთ


სულელური გადმონაშთია, რამდენიმეს გარდა გადასაყრელია. . . . დრო გავიდა და ფასი დაკარგა, ასეთ ნაწარმოებებს არ ვაფასებ....

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 20 2006, 11:19 PM

QUOTE(მნათე @ Dec 20 2006, 11:17 PM) *

სულელური გადმონაშთია, რამდენიმეს გარდა გადასაყრელია. . . . დრო გავიდა და ფასი დაკარგა, ასეთ ნაწარმოებებს არ ვაფასებ....

ცხადია, ზოგი რამ მისი ნაწარმოებებიდან აქტუალური აღარ არის და ალბათ დღეს ბევრი ვერც გაიგებს (განსაკუთრებით 15 წლის ბაღნები laugh.gif ) მაგრამ ყველაფერს ნამდვილად ვერ გადაყრი. აქვს ამ ადამიანს მართლა ფასეული აზრები... და დიდი სიყვარული smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 20 2006, 11:20 PM

ციტატა

ცხადია, ზოგი რამ მისი ნაწარმოებებიდან აქტუალური აღარ არის და ალბათ დღეს ბევრი ვერც გაიგებს (განსაკუთრებით 15 წლის ბაღნები ) მაგრამ ყველაფერს ნამდვილად ვერ გადაყრი. აქვს ამ ადამიანს მართლა ფასეული აზრები... და დიდი სიყვარული


არა, ნუ შეიძლება 35 წლის ქალისთვის ისევ აქტუალურია laugh.gif laugh.gif laugh.gif tongue.gif

პ.ს მარტო შენ კი არ იცი კბენა laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 20 2006, 11:21 PM

QUOTE(მნათე @ Dec 20 2006, 11:20 PM) *

არა, ნუ შეიძლება 35 წლის ქალისთვის ისევ აქტუალურია laugh.gif laugh.gif laugh.gif tongue.gif

პ.ს მარტო შენ კი არ იცი კბენა laugh.gif

რატომ მაბერებ გენაცვალე? laugh.gif შენს ასაკს კი იმ გაგებით გავუსვი ხაზი, რომ იმ დროს არ მოსწრებიხარ, რა დროშიც გვიწევდა ჩვენ (მე და ნოდარ დუმბაძეს laugh.gif ) ცხოვრება....

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 20 2006, 11:22 PM

ციტატა
რატომ მაბერებ გენაცვალე? შენს ასაკს კი იმ გაგებით გავუსვი ხაზი, რომ იმ დროს არ მოსწრებიხარ, რა დროშიც გვიწევდა ჩვენ (მე და ნოდარ დუმბაძეს ) ცხოვრება....


ხო ბებო laugh.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 21 2006, 12:31 AM

QUOTE(მნათე @ Dec 20 2006, 11:22 PM) *

ხო ბებო laugh.gif

გენაცვალოს ბებია smile.gif ახლა კანონისტი მეორე გაფრთხილებას მოგვცემს IPB Image

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Dec 21 2006, 12:32 AM

ციტატა
გენაცვალოს ბებია ახლა კანონისტი მეორე გაფრთხილებას მოგვცემს


იოცნებე laugh.gif

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Dec 21 2006, 12:33 AM

მარიამი

ციტატა
იმ დროს არ მოსწრებიხარ, რა დროშიც გვიწევდა ჩვენ (მე და ნოდარ დუმბაძეს laugh.gif ) ცხოვრება....

აქამდე ვთვლიდი რომ ახალგზრდა ვიყავი, მაგრამ ამ პოსტის მერე აღმოვაჩინე რომ თურმე ერთ დროში გვიცხოვრია მე, ნოდარ დუმბაძეს და მარიამს biggrin.gif


ისე, შეგიძლიათ მითხრათ რომელ ნაწარმოებებზე საუბრობთ? სამი გასაუბრება ღმერთთან?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Dec 21 2006, 12:38 AM

QUOTE
ისე, შეგიძლიათ მითხრათ რომელ ნაწარმოებებზე საუბრობთ? სამი გასაუბრება ღმერთთან?

კი ეგაა
შენც მოესწარი ცოცხალ ნოდარ დუმბაძეს? wink.gif

პოსტის ავტორი: ana-xatia თარიღი: Dec 21 2006, 12:40 AM

მარიამი
ტოლები ვართ smile.gif

მე დ შენ რა თქმა უნდა და არა მე და ნოდარი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2007, 05:07 PM

ნოდარ დუმბაძე
(ამონარიდები)
* * *

„ქვეყნის სიყვარულს საყველპუროდ და საარშიყოდ ნუ გაიხდით, სამშობლო როსკიპი ქალი არაა, მთვრალს რომ მოგენატრება და მაშინ გაიხსენებ, სამშობლო ტაძარია სალოცავი. მუხლზე დაჩოქილი უნდა იდგე მის საკურთხეველთან, ცალი ხელით პირჯვარს უნდა იწერდე, მეორეთი კი ხმალს იქნევდე, ეშმაკები რომ არ დაეპატრონონ... და კიდევ ერთი, შესაწირავის მიტანა ვერავინ ვერ უნდა მოგასწროს ამ ტაძართან.“

„მარადისობის კანონი“

* * *

„კაცი რომ სხვის სალოცავს დაანგრევს, თავისი სალოცავი იმაზე მაღალი, იმაზე მედგარი და იმაზე ლამაზი უნდა ააგოს...“

„მარადისობის კანონი“

* * *

„როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით...
(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“

„მარადისობის კანონი“

* * *

„ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს - მზე უყვარს... როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით...“

„ნუ გეშინია, დედა!“

* * *

„დათვის ღელის გაყოლებით იწვა უზარმაზარი ჭალა, მიწის ორთქლითა და ოდის საკვამურებიდან ამოსული თეთრი, ქათქათა კვამლით სუნთქავდა, ჭალას სისხლის დედო-ძარღვივით მისდევდა სუფსა და ქვევით მიჰქონდა ამ ვეებერთელა მიწაზე დაღვრილი ოფლი და ცრემლი, რომელიც ყოველი მხრიდან უერთდებოდა მას, გროვდებოდა ერთ დიდ მდინარედ, რწყავდა ამ უსასრულო ქვეყანას, ალბობდა ამ მკერდგადმობრუნებულ ნიადაგს, მერე მიდიოდა ისევ ქვევით, ქვევით, და გაუთავებელი სიცოცხლის ნაკადად შედიოდა ზღვაში. ვუცქერდი ჩვენი სოფლის გორაკზე მიწებებულო ერთი მტკაველა ნაკაფიდან, - რომელიც უზარმაზარ კედლებში ჩატანებულ ვიწრო ფარჯარას გავდა, ამ დაუსრულებენ სიცოცხლეს, და ვხედავდი, რომ ეს ცოცხალი მიწა ჩემს გასახედზე არ თავდებოდა, რომ იგი იმის იქით ისევ იწყებოდა, მერე ისევ, მერე ისევ და ასე დაუსრულებლად, მე ვხედავდი მზეს, რომელიც ოქროს ჯიღასავით ადგა ამ ქვეყანას და ვხვდებოდი, რომ არავის სისხლი არ ეყოფოდა, ძალა არ ეყოფოდა, სიცოცხლე არ ეყოფოდა, რომ ეს მიწა, ზღვა და მდინარე დაელია“.

„მე ვხედავ მზეს“

* * *

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

„მზიანი ღამე“

* * *

„მზის ჩასვლას სამი თითის დადება აკლდა. მერე მზე ოდნავ შეეხო ზღვას და შორეული ჰორიზონტიდან ნაპირამდე ოქროს მოციმციმე ბილიკი გაწვა. მინდოდა, წამოვმხტარიყავი, გამერბინა ამ ბილიკზე, მერბინა ჩქარა, ჩქარა, მიმესწრო და ვიდრე ჩავიდოდა, ხელით შევხებოდი მზეს. ისე მომინდა, ისე, რომ ფეხზევ წამოვდექი. გურამი იჯდა დაფიქრებული და მზეს გასცქეროდა. მზე უკვე შუამდე იყო ჩასული ზღვაში, ბილიკი დავიწროვდა, გამუქდა, შეიკრა და ახლა ბაგირივით იყო გაჭიმული ნაპირიდან მზემდე. გურამი უცებ წამოხტა და გიჟივით გაიქცა ბულვარისაკენ. მე გაოცებულმა გავაყოლე თვალი. იგი გარბოდა დიდი ნაბიჯებით, ქვიშაში ეფლობოდა, ეცემოდა, დგებოდა, ისევ გარბოდა და ასე გავარდა პლაჟიდან. მერე უცებ ისევ მოვარდა გიჟივით, ნაპირთან მიირბინა და მზის ბილიკთან უზარმაზარი ლურჯი გორტენზია დადო. მერე მომიბრუნდა და ჩემს გვერდით დაჯდა აქოშინებული.

- მზეს ყვავილი მივართვი! - მითხრა მან და ბედნიერი ღიმილით გამიღიმა. მე არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ თავი დავუქნიე და გავუღიმე. თან შემშურდა, დიდი შურით, ნამდვილი შურით, რომ ეს მე ვერ მოვიფიქრე. მზეს წვერიღა უჩანდა და სხვივი ახლა ცის დასალიერიდან გამოწვდილ ოქროს ხელს ჰგავდა, რომლის მტევანზე უზარმაზარი ლურჯი გორტენზია ესვენა. მზე ჩავიდა. ბინდში გაქრა ბილიკი და ყვავილიც.

- ნახე, გურამ, მზემ ყვავილი წაიღო! - ვუთხარი მე. გურამმა ისევ გაიღიმა. მზემ წაიღო ყვავილი.

„მზიანი ღამე“

* * *

ფუნიკულიორიდან ღამის თბილისი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, და ისე ჰგავს, რომ გეგონებათ ზეცა დაბლა ჩამოვიდა, გულაღმა ამოტრიალდა და თქვენ ზევიდან დასცქერით. ყველა ნაცნობი ვარსკვლავი და თანავარსკვლავედი აქ არის, თქვენს ქვემოთ, დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავედები, სასწორ-სამართალი, მარეხი, ირმის ნატხომივით დაღვრილი მსუბუქი ნისლი. შორს, უამრავი მოწყვეტილი ვარსკვლავებივით გაელვებული და ჩამქრალი მანქანის ფარები. ფუნიკულიორი კოსმოსში მოცურავე დედამიწას ჰგავს. რადგან დაბლაც ზეცაა, მაღლაც და ყველგან, ყოველი მხრიდან ზეცაა: უსაზღვრო, უნაპირო, დაუსაბამო, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა და კიდევ მეტი, თქვენ თვითონა ხართ დედამიწა, პატარა დედამიწა, ცოცხალი, მსუნთქავი, ფიქრიანი, მეოცნებე, ადკარგული და გზადაბნეული თქვენი ბადალი, ყველა თქვენი ტკივილისა და სიხარულის ბადალი, ცოცხალი მიწის მაძიებელი, ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში.

„მზიანი ღამე“

* * *

„უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.

„თეთრი ბაირაღები“



პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jan 26 2007, 05:10 PM

ციტატა
„როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით...
(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“




ეს ცემი საყვარელი სიტყვები. ხშირად ვიყენებ ამ სიტყვებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 26 2007, 05:11 PM

მხევალი ნინო

ძალიან ლამაზი სიტყვებია!!!!!! smile.gif

პოსტის ავტორი: nat_nat თარიღი: Apr 9 2007, 12:12 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Dec 13 2006, 06:44 PM) *

ხალხო რა აზრის ხართ ამ მწერალზე?
აი რომ აქვს დაწერილი უფალზე ვითომდა იუმორისტული ნოველები მისი წიგნების 3 ნაწილის ბოლოშია.
მე მაგალითად მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი ძალიან მომწონს მაგრამ ეს რომ წავიკითხე ცუდად გავხდი
აბა დაწერეთ

ძალიან მიყვარს მისი შემოქმედება.
მარა რავიცი ალბათ ცოტა გადამეტებული იყო "შეხვედრა ღმერთთან" თუ რაც ქვია...თუმცა სასაცილო იყო,ნეტა მართლა ასეთი წარმოედგინა ღმერთი? unsure.gif
მაგარი კაცი იყო,მიყვარს მისი ნაწარმოებები,ხან აგატირებს ხან გაგაცინებს...ძალიან მაგარია biggrin.gif

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 9 2007, 12:48 PM

ძალიან გთხოვთ ჩემს საყვარელ მწერალს აუგად ნუ მოიხსენიებთ. ეგ ნაწილი მეც მაქვს წაკითხული მაგრამ ცოდვილი აზრები არ გამჩენია. მე სულაც არ ვთვლი მკრეხელობად. მკრეხელობა ის უფროა, გამსახურდიას რომ უწერია "დიდოსტატში" ან "დავით აღმაშენებელში" (ვეთანხმები დავით ივერიელს). დუმბაძემ დამანახა თუ როგორ უნდა უყვარდეს კაცს მზე, ზღვა, სამშობლო, ადამიანები. . . ეხლაც მეტირება, როცა პეტრო შერბინას სიკვდილის ეპიზოდს ვკითხულობ. . .განა ეს კაცი უღმერთო იყო? სულაც არა. dry.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 9 2007, 12:57 PM

ketino

ციტატა
ძალიან გთხოვთ ჩემს საყვარელ მწერალს აუგად ნუ მოიხსენიებთ. ეგ ნაწილი მეც მაქვს წაკითხული მაგრამ ცოდვილი აზრები არ გამჩენია. მე სულაც არ ვთვლი მკრეხელობად. მკრეხელობა ის უფროა, გამსახურდიას რომ უწერია "დიდოსტატში" ან "დავით აღმაშენებელში" (ვეთანხმები დავით ივერიელს). დუმბაძემ დამანახა თუ როგორ უნდა უყვარდეს კაცს მზე, ზღვა, სამშობლო, ადამიანები. . . ეხლაც მეტირება, როცა პეტრო შერბინას სიკვდილის ეპიზოდს ვკითხულობ. . .განა ეს კაცი უღმერთო იყო? სულაც არა.




ქეთი, მოდი შენც ნუ მოიხსენებ ჩვენს საყვარელ გამსახურდიას აუგად. ნ. დუმბაძე ძალიან მიყვარს, მაგრამ ზოგიერთი მისი მოთხრობა მაინც და მაინც ღვთის სიყვარულით გაჯერებულია ან რელიგური ადამიანები და ღმერთი კარგად ჰყავს გამოყვანილი ვერ ვიტყვით. მე უბრალოდ პატრიარქის სიტყვები მასენდება დუმბაძესთან დაკავშირებით, მან განაცხადა, რომ ნ. დუმბაძემ ისეთი აღსარება ტქვა სიკვდილის წინ, რომ ასეთს თავადვე ისურვებდა. ამასთან, რადგან მიცვალებულებზე კარგის მეტს არაფერს ამბობენ, ამიტომ თავს ვიკავებ ცუდი ვთქვა. ნ. დუმბაძე ჩემი ერთ-ერთი საყვარელი მწერალია და მისი ნაწარმოებები ზეპირად ვიცი, ნოველების ჩათვლით, უბრალოდ რაღაცეებზე თვალს ვხუჭავ (შეუნდოს უფალმა). რაც შეეხება კონსტანტინეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებში გეთანხმები, კონსტანტინე კლასიკოსია და სულ სხვა დონეა.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 9 2007, 01:04 PM

მხევალი ნინო
შენიშვნა მიღებულია, გამსახურდიას არ შევეხები. მაპატიე. user.gif უბრალოდ, გავფიცხდი. . .

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Apr 9 2007, 01:59 PM

ისე, რაღა დუმბაძეს მივადექით, მოდით რა ქართულ ლიტერატურას თვალი გადავავლოთ . . . . აღვრიცხოთ, ვინ სად რა დაწერა ღმერთზე და ამოვხიოთ. (გ. ლეონიძეს ოხროხინე ცუდად რომ ჰყავს გამოყვანილი? ესეც ამოვხიოთ). . .მასე, მამამ მითხრა, ანტონ კათალიკოსს (ერეკლე II მამიდაშვილი) თურმე ვეფხისტყაოსანი დაუწვავს, მკეხელურიაო და ამიტომ.

პ.ს. სანამ ამოხევთ და რამეს იტყვით, მაპატიეთ წინასწარ თუ თქვენი ხუმრობა ვერ გავიგე, მაგრამ მამაოს დაეკითხეთ რა არის მკრეხელობა. სასხვათოშორისოდ გეტყვით, რომ მე ძალიან მეწყინა დუბბაძეზე ასე რომ ფიქრობთ.

პოსტის ავტორი: natali თარიღი: Apr 22 2007, 11:38 PM

[quote name='marine' date='Jan 26 2007, 04:07 PM' post='40827']
ნოდარ დუმბაძე
(ამონარიდები)
* * *


... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“

„მარადისობის კანონი“

ხალხო,როგორ შეიძლება ამ სიტყვების ავტორს ღმერთი არ სწამდეს?? იგივეს არ ვაკეთებთ ჩვენ,როცა ერთმანეთს მოვიხსენიებთ ლოცვებში და ფსალმუნებში? ეს მისმა შვილმაც თქვა ერთ-ერთ ინტერვიუში..უბრალოდ იმ დროს უნდა დაეწერა ასეთები,თორემ არავინ არ დაუბეჭდავდა პირდაპირ ღვთის სადიდებელ სიტყვებს....ასევეა გამსახურდიაც...
მამაომ მითხრა,ნაწარმოებს რომ წაიკითხავ,იქედან მხოლოდ შენი სულისთვის სასარგებლო ამოიღეო..
თანაც " ნუ განიკითხავ მოყვასს,რადგან მისი ცოდვა ცნობილია შენთვის,ხოლო სინანული არა" - ამბა დოროთე

პოსტის ავტორი: likka თარიღი: Apr 23 2007, 12:50 AM

მარიამ, მე მაპატით, მაგრამ ვერ მოგიწონებთ რჩევას....

ციტატა
ლიკა, არ გიჩევ წაკითხვას, ისეთი მკრეხელობებია, ჯობია ეგ ტვინში არ შეუშვა მერე იქიდან გამოდევნა არ გაგიჭირდეს....


არ შეიძლება მწერლის და განსაკუთრებით ნოდარ დუმბაძის, ერთი მოთხრობით განსჯა.....არ შეიზლება...მითუმეტეს, რომ ყველას კარგად მოგეხსენებათ რა დროშიც ცხოვრობდა და წერდა ეს კაცი....და ის ამონარიდები რაც ზემოთააა მოცემული ზუსტად მაგის მაგალითია...ანა კიდე ერთხელ გადაიკითხეთ, სადმე თუა ღია ლაპარაკი ღმერთზე და სარწმუნოებაზე, მაგრამ ეს კაცი მაინც ახერხებდა, და თან გენიალურად ახერხებდა ეთქვა, შეფარვით, მაგრამ მაიც ეთქვა ის რასაც გრძნობდა და ფიქრობდა....ამისთანა ნაწარმოებების ავტორს, შეიძლება ყოველ კვირას ტაძარში არ ევლო (და ვერც ივლიდა..smile.gif ) მაგრამ მკრეხელობის დაბრალება ეს უკვე მეტისმეტია....და მაგაზე თუ გქონდათ კურთხევა რო წიგნიდან ფურცლები ამოხიეთ???? თქვენი წიგნიდან ფურცლების ამოხევა მაინც არაფრის მაქნისია, სახლებში ხო არ დაივლით მთელ საქართველოში და ყველას ხო არ ამოუხევთ?!....ეგ წიგნები ყველა ოჯახშია...smile.gif

....ამ სიტყვების მერე, მთელ იმ მოთხრობას აზრი ეკარგება როგორც მკრეხელობას....და თან არ დაგავიწყდეთ სათაური..."იუმორისტული მოთხრობები"....სათაური თავად გულისხმობს, რომ ამ მოთხრობებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, ბატონ ნოდარს რომ ნდომოდა, ერთ კაი სერიოზულ რომანსაც გამოაცხობდა კომპარტიის სადიდებლად და ღმერთის საგმობად, მარა თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ უქნია ეს.....თუმცა შეე>ლო....smile.gif და როგორც ხედავთ ძააან კარგათაც გაართმევდა ამას თავს...smile.gif

დუმბაძის ყველა მოთხობა ხაზებს შორის იკითხება თუ დააკვირდებით, ყველა ფრაზა ქვეტეტსტს მოიცავ, და არანაირად არაა მკრეხელობა...
ეს კაცი იმას წერდა რასაც ხედავდა იმ დროის საზოგადოებაში, პირიქით, ჩემი აზრით ეს მოთხრობა, ძალიან კარგი მაგალითია ავუხსნათ სხვებს, ახალგაზრდებს , განსაკუთრებით ისეთებს "რა დროს ნოდარააააო" რო დაწერეს, თუ როგორი იყო ათეისტურ საბჭოეთში ცხორება, ეს მოთხრობა, კერძოდ, მთელი კომუნისტური რეჟიმისა და მისი იდეოლოგიის კრიტიკააა უმაღლეს დონეზე....და საერთოს მკრეხელობაა ისააა რაც ამ თემაში წავიკითხე ძირითადად, ყველას არ ვეხები.....

ასეთი პოსთებით, პატარებს საერთოს ხალისი წაუხდებათ ამ უდიდესი მწერლის ხსენებისაც...

და კიდე უარეს პასუხს მივიღებთ ვიდრე უკვე იყო....

არ ჯობია, პირიქით, იმაზე ვისაუბროთ, რაც აკ მაცს კარგი დაუწერია?????

არ მესმის პირდაპირ....sad.gif

პოსტის ავტორი: Floyd თარიღი: Apr 23 2007, 02:11 AM

ამ კაცს რაც დაუწერია ყველაფერი სიყვარულით არის გაჯერებული და ყველგან უფალი იგრძნობა ასე რომ ვინც ვერ ხედავს დაკვირვებიტ წაიკითხოს და მიხვდება სად იმყოფება და რას კითხულობს smile.gif

პოსტის ავტორი: mariana თარიღი: Apr 23 2007, 07:34 AM

ციტატა
ნ. დუმბაძე ძალიან მიყვარს, მაგრამ ზოგიერთი მისი მოთხრობა მაინც და მაინც ღვთის სიყვარულით გაჯერებულია ან რელიგური ადამიანები და ღმერთი კარგად ჰყავს გამოყვანილი ვერ ვიტყვით

მოცა რაღაც ვერ გავიგე. თუ გიყვარს დუმბაძე მაშინ მასში ყველაფერი უნდა მოგწონდეს. ბოლოსადაბოლოს ხაჭაპური ხომ არა ყველი გიყვარდეს და ქერქი არა.
ამ თემას რომ ვკითხულობდი ერთი ფილმი გამახსენდა "საკარნავლო ღამე". ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი. იქ ერთი ეპიზოდი იყო როცა უფროსი, რომელსაც კარნავალი უნდა მოეწყო კლოუნები დაიწუნა რადგან მათ ხუმრობაში გარყვნილება დაინახა.
ციტატა
რაც შეეხება კონსტანტინეს, მიუხედავად იმისა, რომ რაღაცეებში გეთანხმები, კონსტანტინე კლასიკოსია და სულ სხვა დონეა.

რაღაც ვერ გავიგე რადგან დუმბაძე კლასიკა არ არის მისი გაკრიტიკება შეიძლება, ხოლო გამსახურდიასი არ შეიძლება თუნდაც მასში რაღაც არ მოგვწონდეს.

პოსტის ავტორი: A_L_I_L_O თარიღი: Apr 23 2007, 11:13 AM

nat_nat

მკრეხელობა არაფერ შუაშია. მის რომანებში ძალიან ბევრგანაა მსგავსი გამოთქმები რელიგიასთან დაკავშირებით ის ძალიან თამამად საუბრობს, მაგრამ განა იმიტომ რომ ეს მისი აზრია, არამედ მისი ბაგედან იმდროინდელი საზოგადოება ლაპარაკობს. ასე ფიქრობდნენ მაშინ ღმერთზეც, და ყველა იმ საკითხზე რომელზეც მის რომანებშია ლაპარაკი. მისი გენიალურობაც სწორედ ამაში მდგომარეობს რომ დაგვანახა მაშინდელი საზოგადოების მანკიერება. თუნდაც გაიხსენეთ მზიან ღამეში თემურის"სიმთვრალის" საქმე რომ განიხილება უნივერსიტეტის საბჭოზე.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Apr 23 2007, 12:32 PM

mariana

ციტატა
რაღაც ვერ გავიგე რადგან დუმბაძე კლასიკა არ არის მისი გაკრიტიკება შეიძლება, ხოლო გამსახურდიასი არ შეიძლება თუნდაც მასში რაღაც არ მოგვწონდეს




გაკრიტიკესბი უფლებას ვერავინ წაგართმევს ჩემო ძვირფასო. კლასიკოსისაც. მაგრამ დუმბაძის და გამსახურდიას სედარება, რომ შეუძლებელია ალბათ იცი.

ციტატა
მოცა რაღაც ვერ გავიგე. თუ გიყვარს დუმბაძე მაშინ მასში ყველაფერი უნდა მოგწონდეს. ბოლოსადაბოლოს ხაჭაპური ხომ არა ყველი გიყვარდეს და ქერქი არა.




არანაირი ვალდებულება არ მაქვს მასში ყველაფერი მომწონდეს. მსოფლიოს დონის კლასიკოსებისაც კი ყველაფერი მოსაწონი არ არის.

ძალიან მაგარი იყო გალაკტიონი, მაგრამ შეიძლება მისი ლექსი, რომელიც კრემლს და ლენინს ეხებოდა მოგწონებოდა? არც გამსახურდიას მთვარის მოტაცება არ მომწონს, ჩემი აზრით ძალიან სუსტია. არც დიუმას ორი დიანა ძალიან სუსტია, მაგრამ ამის გამო ვერ ვიტყვი, რომ ბავშვობაში განსაკუთრებულად არ მიყვარდა სამი მუშკეტერი ან არ მიყვარს გამსახურდია და გალაკტიონი.

დიდი სიამოვნებით ვკითხულობ კოელიოს, მაგრამ ვერონიკამ თავის მოკვლა გადაწყვიტა არ მომეწონა.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Apr 23 2007, 12:46 PM

ეპოქა გაითვალისწინეთ ე პ ო ქ ა!

დამღალა ამაზე ლაპარაკმა.

წარმოიდგინეთ საუკუნე, მწერლობის ბედი, მერე სხვა მწერლების ცხოვრება და მერე აკრიტიკეთ, თუ გინდათ რომ შედეგი მოგიტანოთ კრიტიკამ.


პოსტის ავტორი: .nino თარიღი: Apr 23 2007, 03:50 PM

საერთოდ თუ შეიძლება ნოდარ დუმბაძის წაუკითხაობა ვერ წარმომიდგენია...

ნამდვილად არ შევადარებ კონსტანტინე გამსახურდიას, ცხადია კლასიკა სხვაა, მაგრამ როგორ უნდა წაიკითხო და გაიგო(გაიაზრო და გაითავისო) დიდოსტატის მარჯვენა, თუ არ წაგიკითხავს "ჰელადოს"! "მარადისობის კანოანი"; "მზიანი ღამე" "ნუ გეშინია დედა"...

და სანამ ამ ნაწარმოებებამდე მივიდოდეთ, მისი საბავშვო ლექსები მაინც არ გყვარებიათ ბავშვობაში?



შეიძლება ამხელა ამაგი დაუკარგო მას მხოლოდ ერთი ხარკისათვის, რაც იძულებით გადაიხადა საბჭოთა რეჟიმის წინაშე?

პოსტის ავტორი: mariana თარიღი: Apr 24 2007, 06:56 AM

მხევალი ნინო
თუ მოგწონს დუმბაძე მაშინ მასში ყველაფერი უნდა მოგწომდეს. შენი არ ვიცი მაგრამ სანახევრო სიყვარული არ გამიგია
საერთოდ ეს თემა ძალიან უაზროდ მეჩვენება. ძალასძალათ ნაპოვნი პრობლემაა. უბედურ კაცს იმას აბრალებენ რაც არ ყოფილა. ჩემი აზრით ნოდარ დუმბაძეს იმ ნოველებით სურდა დაეცინა საბჭოთა ხალხისთვის და მათი ღმერთისთვი. შეუძლებელია ავტორი ერთ ნაწარმოებს ღვთის სიყვარულით გაჯერებულს წერდეს და მეორეთი ღმერთს გმობდეს. მე პირადად მიყვარს დუმბაძე. მის წიგნებ ყოველთვის გავუფრთხილდები და არავის დავაგლეჯინებ.

პოსტის ავტორი: likita თარიღი: May 7 2007, 02:37 PM

კარგია ............მე წაკითხული არ მაქვს და თავს შევიკავებ,თორემ ვინ იცის იქნებ წარმოდგენა შემეცვალოს

პოსტის ავტორი: shavski თარიღი: Nov 14 2007, 06:33 PM

ნოდარ დუმბაძე მართლა ნიჭიერი მწერალი იყო, ახლა ცოცხალი რომ იყოს დიდი სიამოვნებით გავიცნობდი და მასთან ერთად ერთი გემრიელ მამა-პაპურ ლხინს გავმართავდი....ვწუხვარ ცოცხალი რომ აღარ არის.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 1 2007, 01:33 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Dec 13 2006, 06:44 PM) *

ხალხო რა აზრის ხართ ამ მწერალზე?
აი რომ აქვს დაწერილი უფალზე ვითომდა იუმორისტული ნოველები მისი წიგნების 3 ნაწილის ბოლოშია.
მე მაგალითად მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი ძალიან მომწონს მაგრამ ეს რომ წავიკითხე ცუდად გავხდი
აბა დაწერეთ
მაგ ნაწარმოებებს (და ზოგ სხვაში გაპარულ მკრეხელობებს) მეც ვერ ვიტან. ისე უძლიერესია ნოდარი. სიყვარულის მწერალია. ნათლიაჩემის ბიძა იყო.
ციტატა(ქავთარაძე @ Dec 13 2006, 07:02 PM) *

ხო მე ვფიქრობ რომ ეს ყველაფერი იყო დროის ბრალი ხალხის 99 % ათეისტი იყო sad.gif
ის არ ყოფილა ათეისტი
ციტატა(დავით ივერიელი @ Dec 20 2006, 10:39 PM) *

imee raga dros nodaraa laugh.gif
ციტატა(მნათე @ Dec 20 2006, 11:17 PM) *

სულელური გადმონაშთია, რამდენიმეს გარდა გადასაყრელია. . . . დრო გავიდა და ფასი დაკარგა, ასეთ ნაწარმოებებს არ ვაფასებ....
უკომენტაროდ

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Dec 1 2007, 02:10 PM

ketino
აუგად მოხსენიება რას ნიშნავს? სიმართლის თქმა? შენ ეტყობა სულით ძლიერი ხარ ნამეტანი და ის არ ახდენს ზემოქმედებას დუმბაძე რომ იძახის უფალი ტელევიზორში უყურებს ფეხბურთსო wink.gif ეტყობა მკრეხელობა არაა ხო?
აუგად მოხსენიება რა შუაში იყო ვერ მივხვდი wink.gif არავის არ მოუხსენიებია აუგად, უბრალოდ ეგ მოთხრობა არ უვარგა და ვფიქრობ რომ იძულებით დააწერინეს...

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 2 2007, 03:13 PM

ციტატა(ketino @ Apr 9 2007, 12:48 PM) *

ძალიან გთხოვთ ჩემს საყვარელ მწერალს აუგად ნუ მოიხსენიებთ. ეგ ნაწილი მეც მაქვს წაკითხული მაგრამ ცოდვილი აზრები არ გამჩენია. მე სულაც არ ვთვლი მკრეხელობად. მკრეხელობა ის უფროა, გამსახურდიას რომ უწერია "დიდოსტატში" ან "დავით აღმაშენებელში" (ვეთანხმები დავით ივერიელს). დუმბაძემ დამანახა თუ როგორ უნდა უყვარდეს კაცს მზე, ზღვა, სამშობლო, ადამიანები. . . ეხლაც მეტირება, როცა პეტრო შერბინას სიკვდილის ეპიზოდს ვკითხულობ. . .განა ეს კაცი უღმერთო იყო? სულაც არა. dry.gif
დუმბაძე მეც მიყვარს, მაგრამ რაც მართლა მკრეხელობაა, იმაზე თვალი არ უნდა დავხუჭოთ. უცდომელი არავინაა და რაღა ნოდარისგან ვითხოვთ?
ციტატა(ketino @ Apr 9 2007, 01:04 PM) *

მხევალი ნინო
შენიშვნა მიღებულია, გამსახურდიას არ შევეხები. მაპატიე. user.gif უბრალოდ, გავფიცხდი. . .
აკაკის მამის არ იყოს, ეგეც ხომ ჩემნაირი ადამიანია. რას ჰქვია კლასიკოსი? ჩემს სარწმუნოებას ვინც შეურაცხყოფს, იმას ნიჭის გამო კუდს არ გავუქიცინებ. უძლიერესი იყო, კი ბატონო. მერე ეს ძალა ვინ მისცა? ისე, თუ გინდა ჩამქოლეთ, მაგრამ დუმბაძე გამსახურდიაზე მეტი თუ არა, ნაკლები არა მგონია. მერე რა, რომ კლასიკოსის იარლიყი არ აქვს. მგონი არც პატრიოტიზმი ჰქონდა ნაკლები, არც ადამიანობა და სამწერლობო სტილი მთლად მასეთი კლასიკური რომ არა ჰქონდა, მერე რა?
ციტატა(ketino @ Apr 9 2007, 01:59 PM) *

ისე, რაღა დუმბაძეს მივადექით, მოდით რა ქართულ ლიტერატურას თვალი გადავავლოთ . . . . აღვრიცხოთ, ვინ სად რა დაწერა ღმერთზე და ამოვხიოთ. (გ. ლეონიძეს ოხროხინე ცუდად რომ ჰყავს გამოყვანილი? ესეც ამოვხიოთ). . .მასე, მამამ მითხრა, ანტონ კათალიკოსს (ერეკლე II მამიდაშვილი) თურმე ვეფხისტყაოსანი დაუწვავს, მკეხელურიაო და ამიტომ.

პ.ს. სანამ ამოხევთ და რამეს იტყვით, მაპატიეთ წინასწარ თუ თქვენი ხუმრობა ვერ გავიგე, მაგრამ მამაოს დაეკითხეთ რა არის მკრეხელობა. სასხვათოშორისოდ გეტყვით, რომ მე ძალიან მეწყინა დუბბაძეზე ასე რომ ფიქრობთ.
მკრეხელობა ბევრგანაა, გამორჩევა უნდა. მწერლების მთლიან უარყოფას აქ არავინ ქადაგებს.
ციტატა(likka @ Apr 23 2007, 12:50 AM) *

მარიამ, მე მაპატით, მაგრამ ვერ მოგიწონებთ რჩევას....
არ შეიძლება მწერლის და განსაკუთრებით ნოდარ დუმბაძის, ერთი მოთხრობით განსჯა.....არ შეიზლება...მითუმეტეს, რომ ყველას კარგად მოგეხსენებათ რა დროშიც ცხოვრობდა და წერდა ეს კაცი....და ის ამონარიდები რაც ზემოთააა მოცემული ზუსტად მაგის მაგალითია...ანა კიდე ერთხელ გადაიკითხეთ, სადმე თუა ღია ლაპარაკი ღმერთზე და სარწმუნოებაზე, მაგრამ ეს კაცი მაინც ახერხებდა, და თან გენიალურად ახერხებდა ეთქვა, შეფარვით, მაგრამ მაიც ეთქვა ის რასაც გრძნობდა და ფიქრობდა....ამისთანა ნაწარმოებების ავტორს, შეიძლება ყოველ კვირას ტაძარში არ ევლო (და ვერც ივლიდა..smile.gif ) მაგრამ მკრეხელობის დაბრალება ეს უკვე მეტისმეტია....და მაგაზე თუ გქონდათ კურთხევა რო წიგნიდან ფურცლები ამოხიეთ???? თქვენი წიგნიდან ფურცლების ამოხევა მაინც არაფრის მაქნისია, სახლებში ხო არ დაივლით მთელ საქართველოში და ყველას ხო არ ამოუხევთ?!....ეგ წიგნები ყველა ოჯახშია...smile.gif

....ამ სიტყვების მერე, მთელ იმ მოთხრობას აზრი ეკარგება როგორც მკრეხელობას....და თან არ დაგავიწყდეთ სათაური..."იუმორისტული მოთხრობები"....სათაური თავად გულისხმობს, რომ ამ მოთხრობებს სერიოზულად არ უნდა შევხედოთ, ბატონ ნოდარს რომ ნდომოდა, ერთ კაი სერიოზულ რომანსაც გამოაცხობდა კომპარტიის სადიდებლად და ღმერთის საგმობად, მარა თქვენც კარგად მოგეხსენებათ, რომ არ უქნია ეს.....თუმცა შეე>ლო....smile.gif და როგორც ხედავთ ძააან კარგათაც გაართმევდა ამას თავს...smile.gif

დუმბაძის ყველა მოთხობა ხაზებს შორის იკითხება თუ დააკვირდებით, ყველა ფრაზა ქვეტეტსტს მოიცავ, და არანაირად არაა მკრეხელობა...
ეს კაცი იმას წერდა რასაც ხედავდა იმ დროის საზოგადოებაში, პირიქით, ჩემი აზრით ეს მოთხრობა, ძალიან კარგი მაგალითია ავუხსნათ სხვებს, ახალგაზრდებს , განსაკუთრებით ისეთებს "რა დროს ნოდარააააო" რო დაწერეს, თუ როგორი იყო ათეისტურ საბჭოეთში ცხორება, ეს მოთხრობა, კერძოდ, მთელი კომუნისტური რეჟიმისა და მისი იდეოლოგიის კრიტიკააა უმაღლეს დონეზე....და საერთოს მკრეხელობაა ისააა რაც ამ თემაში წავიკითხე ძირითადად, ყველას არ ვეხები.....

ასეთი პოსთებით, პატარებს საერთოს ხალისი წაუხდებათ ამ უდიდესი მწერლის ხსენებისაც...

და კიდე უარეს პასუხს მივიღებთ ვიდრე უკვე იყო....

არ ჯობია, პირიქით, იმაზე ვისაუბროთ, რაც აკ მაცს კარგი დაუწერია?????

არ მესმის პირდაპირ....sad.gif
მე ნოდარის მხარეს ვარ, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, რომ ასეთ თემაზე ხუმრობა მისაღებია. პატარებს ხალისი მაშინ არ დაკარგვიათ, "ჰარი პოტერზე" ეკლესიამ ერთი ამბავი რომ ატეხა და აქ ჩვენი ჭუკჭუკი რა გავლენას მოახდენს? თუ ვინმემ წაიკითხა, ეცოდინება რა არის კარგი და რა ცუდი.
ციტატა(mariana @ Apr 23 2007, 07:34 AM) *

მოცა რაღაც ვერ გავიგე. თუ გიყვარს დუმბაძე მაშინ მასში ყველაფერი უნდა მოგწონდეს. ბოლოსადაბოლოს ხაჭაპური ხომ არა ყველი გიყვარდეს და ქერქი არა.
ამ თემას რომ ვკითხულობდი ერთი ფილმი გამახსენდა "საკარნავლო ღამე". ალბათ ბევრს გაქვთ ნანახი. იქ ერთი ეპიზოდი იყო როცა უფროსი, რომელსაც კარნავალი უნდა მოეწყო კლოუნები დაიწუნა რადგან მათ ხუმრობაში გარყვნილება დაინახა.
ეგ რას ქვია, ადამიანს რამე უარყოფითი თვისება რომ აქვს (და ყველას აქვს), ისიც უნდა გიყვარდეს? ადამიანი უნდა გიყვარდეს და არა მისი ცუდი თსაქმეები და თვისებები. იმ კლოუნებს მეც დიდი სიამოვნებით დავიფრენდი biggrin.gif
ციტატა(mariana @ Apr 24 2007, 06:56 AM) *

შეუძლებელია ავტორი ერთ ნაწარმოებს ღვთის სიყვარულით გაჯერებულს წერდეს და მეორეთი ღმერთს გმობდეს.
ძალიან შესაძლებელია. ჩვენი ქცევით სულ ამას არ ვაკეთებთ? ერთ წუთში ვადიდებთ, მეორე წუთში ვგმობთ.
ჩემი აზრით ნოდარ დუმბაძეს იმ ნოველებით სურდა დაეცინა საბჭოთა ხალხისთვის და მათი ღმერთისთვი.ძალიან ხელის აფარება ხომ არ გამოგდის? რა სურდა მე არ ვიცი, რა გამოუვიდა ხომ ვნახეთ.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 2 2007, 03:33 PM

ნამეტანი ტანზე შემოხევა არ გამოგვივიდეს ახლა, ყველაფერი ვერ მოგეწონება ერთი მწერლისა გემოვნებიან მკითხველს.
ჩვენ რაღაცეების განხილვისას უკიდურესობაში ვვარდებით ხოლმე, არ ნიშნავს წერა-კითხვის ცოდნა იმის უთუობას, რომ კარგი მკითხველი ხარ და სწორად გაიგე რა უნდოდა მწერალს ეთქვა.

ერთი ეპოქის და ქვეყნის მწერლის ნაწარმოების განხილვას, მთელი მისი ეპოქის და ისტორიის ცოდნა უნდა, აბა როგორ, ჰაერში გამოკიდებული არცერთი ლექსი და მოთხრობა არ იწერება, თუნდაც ის საცოდაობები, დღეს რომ განსაკუთრებით მოგვიმრავლდა და ცისფერყანწელების გზის გამგრძელებლობას ჩემულობს.
ამასაც კი, როცა დრო მოვა, ეპოქასთან მიმართებაში ახსნიან აუცილებლად.

არ იყო მაშინდელი მწერლების გზა ასე იოლი ჩვენ რომ ვუყურებთ.

ასე, მსუბუქად რომ ვთქვათ, არ შეიძლება და განათლების სიმცირეზე მეტყველებს.
რაც საწყენი სულაც არ არის, თუკი გამოსწორებას ექვემდებარება.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 5 2007, 03:12 PM

ციტატა(kato_Bato @ Dec 2 2007, 03:33 PM) *

ერთი ეპოქის და ქვეყნის მწერლის ნაწარმოების განხილვას, მთელი მისი ეპოქის და ისტორიის ცოდნა უნდა, აბა როგორ, ჰაერში გამოკიდებული არცერთი ლექსი და მოთხრობა არ იწერება,
გეთანხმები, მერე რაო?

კაფიები რატომ დაივიწყე?

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 6 2007, 12:55 PM

თუ ზეწოლას გულისხმობ, დუმბაძე ის კაცი არა მგონია, კომუნისტების საამებლად ასეთი რამეები ეწერა. ალბათ უფრო მოჭარბებული იუმორის გამო მოუვიდა.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Dec 6 2007, 09:51 PM

M.M.

ციტატა
თუ ზეწოლას გულისხმობ, დუმბაძე ის კაცი არა მგონია, კომუნისტების საამებლად ასეთი რამეები ეწერა. ალბათ უფრო მოჭარბებული იუმორის გამო მოუვიდა.

კაი ახლა არ გადამრიო smile.gif

ვინ იყო დუმბაძე, ან ვის თვლიდნენ რამედ... კომუნისტების საამებლად კი არა შიშით, ძამია შიშით..
კონსტანტინეს დააწერინეს ვაზის ყვავილობა და გალაკტიონს აფრიალებინეს წითელი დროშები...დუმბაძეს ვერ დააძახებინებდნენ ერთ "ურო და ნამგალს დიდებას"??

ნტ.

პოსტის ავტორი: georgekhujadze თარიღი: Dec 13 2007, 02:10 AM

დუმბაძეს სიცოცხლე უყვარდა... მისი იუმორი ხალასია და ბუნებრივი...
იგი რომ ლექსებდ დაწერდა ბავშვებისთვის, თავის შვილებს წაუკითხავდა ერთხელ და თუ ვერ გაიმეორებდნენ მაშინვე აგდებდა თურმე, არ ვარგაო...

რატომ არის მკრეხელობა ის ნოველები არ მესმის... ნოდარ დუმბაძეს ჩემი დაცვა არ სჭირდება, მაგრამ...

პს. ამას წინათ, ევროპელმა მასწავლებელმა, სათამაშო დათუნიას მოჰამედი დაარქვა და კინაღამ სიკვდილით დასაჯეს მუსულმანურ ქვეყანაში...

ჩვენი რელიგია ხომ უფრო მიმტევებლურია, რატომ ვერ გვიპატიებია დუმბაძისთივს ის ნოველები... საოცარია პირდაპირ... ვინ მოგვცა ჩვენ იმის უფლება რომ ადამიანი განვიკითხოთ...

პოსტის ავტორი: jariskaci თარიღი: Dec 13 2007, 02:17 AM

დუმბაძეს პოლიტიკაში ნუ გარევთ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2007, 01:14 PM

ნოდარ დუმბაძის შემოქმედებამ უამრავ ქართველს შეაყვარა კითხვა, შეაყვარა წიგნი.

ჩემი უსაყვარლესი მწერალია და დღემდე მომყვება მისი სიტყვების, მისი იუმორის საოცარი სითბო.

ეს იყო უდიდესი სიყვარულით გაჯერებული ადამიანი და შეუძლებელია ეს სიყვარული არ იგრძნოს ქართველმა მის თითეულ სიტყვაში.

ვისაც მისი თუნდაც ერთი მოთხრობა არ წაუკითხავს, ძალიან ღარიბად და უწიგნურად მიმაჩნია.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Dec 13 2007, 01:44 PM

marine


ზეპირად ვიცი ნოდარა, ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩემს მშობლიურ ენაზე საუბრობს smile.gif ნაწილობრივ გურული ვარ და დიდი შეხება და სიყვარული მაქვს გურიასთან. ისეთი მშობლიურია რასაც წერს, ხადახან მიკვირს კიდეც რა არის ამაში საოცეება, ან დასაწერი რა იყო, ზუსტად ასეთი ცხოვრებაა გურიაში თქო, მაგრამ არ დავმალავ, არის საკითხები, რაც მაღიზიანებს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2007, 01:54 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Dec 13 2007, 01:44 PM) *

marine
ზეპირად ვიცი ნოდარა, ჩემთვის ძალიან ახლობელია, ჩემს მშობლიურ ენაზე საუბრობს smile.gif ნაწილობრივ გურული ვარ და დიდი შეხება და სიყვარული მაქვს გურიასთან. ისეთი მშობლიურია რასაც წერს, ხადახან მიკვირს კიდეც რა არის ამაში საოცეება, ან დასაწერი რა იყო, ზუსტად ასეთი ცხოვრებაა გურიაში თქო, მაგრამ არ დავმალავ, არის საკითხები, რაც მაღიზიანებს.



ოჯახში ხმამაღლა ვკითხულობდით ხოლმე და თამამად შემიძლია ვთქვა, რომ მის შემოქმედებაზე აღვიზარდე და მეც ზეპირად ვიცი smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 13 2007, 03:02 PM

http://ciskara.iatp.org.ge/dumbaze.htm

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Dec 14 2007, 11:56 AM

ციტატა(kato_Bato @ Dec 6 2007, 09:51 PM) *

M.M.

კაი ახლა არ გადამრიო smile.gif

ვინ იყო დუმბაძე, ან ვის თვლიდნენ რამედ... კომუნისტების საამებლად კი არა შიშით, ძამია შიშით..
კონსტანტინეს დააწერინეს ვაზის ყვავილობა და გალაკტიონს აფრიალებინეს წითელი დროშები...დუმბაძეს ვერ დააძახებინებდნენ ერთ "ურო და ნამგალს დიდებას"??

ნტ.

რა ვქნა, ვერ დავიჯერებ, რომ დუმბაძეს კომუნისტების საამებლად ან შიშით აქვს მკრეხელობები განზრახ დაწერილი. ნამგლის და უროს დიდება სახვა ამბავია, ასეთ დათმობებზე მიდიოდნენ ხოლმე, სხვა რამეების გადასარჩენად. მაშინ ე. წ. "პარაოზები" იყო მიღებული, მწერალს კრებულში ერთი-ორი კომუნისტური ნაწარმოები შეჰყავდა, რომელსაც დანარჩენი, მართლა ღირებული ნაწარმოებები უნდა გაექაჩა. ასევე იყო სიმღერებზეც...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 14 2007, 01:57 PM

ნურავის დაავიწყდება, რომ კომუნიზმის დროს მწერლების თითეული პწკარედი საშინელ ცენზურას გადაიოდა..

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Jan 31 2008, 12:02 AM

„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“

„მზიანი ღამე“

„როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით...
(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“

„მარადისობის კანონი“

პოსტის ავტორი: Genesis თარიღი: Jan 31 2008, 01:33 AM

ილიკო ჩიგოგიძეს ცალი თვალი არ უვარგოდა და ამიტომ ცხოვრებას საღი თვალით უყურებდაო

biggrin.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: Jan 31 2008, 04:47 AM

აუ დუმბაძე ძალიან მიყვარს რა.
საოცრება ნაწარმოებები აქვს რა პირდაპირ ისეთი რომ ჩემ სულს და ხასიათს ყოველთვის რო უდგება რა.smile.gif

ქართველები რბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერსიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისათვის შეიძება კაცი მოჰკლან. ამხანაგი უყვართ. ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ. ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლას და ჩასვლას მაყურებინებს - მზე უყვარს... როცა დედას იფიცებს, მაშინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ, ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქვეყანა სიგიჟემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქვეყანაა, საქართველო, სამოთხესავით...“

„ნუ გეშინია, დედა!“







"...ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა..."

"მზიანი ღამე"




„...მზის ჩასვლას სამი თითის დადება აკლდა. მერე მზე ოდნავ შეეხო ზღვას და შორეული ჰორიზონტიდან ნაპირამდე ოქროს მოციმციმე ბილიკი გაწვა. მინდოდა, წამოვმხტარიყავი, გამერბინა ამ ბილიკზე, მერბინა ჩქარა, ჩქარა, მიმესწრო და ვიდრე ჩავიდოდა, ხელით შევხებოდი მზეს. ისე მომინდა, ისე, რომ ფეხზევ წამოვდექი. გურამი იჯდა დაფიქრებული და მზეს გასცქეროდა. მზე უკვე შუამდე იყო ჩასული ზღვაში, ბილიკი დავიწროვდა, გამუქდა, შეიკრა და ახლა ბაგირივით იყო გაჭიმული ნაპირიდან მზემდე. გურამი უცებ წამოხტა და გიჟივით გაიქცა ბულვარისაკენ. მე გაოცებულმა გავაყოლე თვალი. იგი გარბოდა დიდი ნაბიჯებით, ქვიშაში ეფლობოდა, ეცემოდა, დგებოდა, ისევ გარბოდა და ასე გავარდა პლაჟიდან. მერე უცებ ისევ მოვარდა გიჟივით, ნაპირთან მიირბინა და მზის ბილიკთან უზარმაზარი ლურჯი გორტენზია დადო. მერე მომიბრუნდა და ჩემს გვერდით დაჯდა აქოშინებული.

- მზეს ყვავილი მივართვი! - მითხრა მან და ბედნიერი ღიმილით გამიღიმა. მე არაფერი ვუპასუხე, მხოლოდ თავი დავუქნიე და გავუღიმე. თან შემშურდა, დიდი შურით, ნამდვილი შურით, რომ ეს მე ვერ მოვიფიქრე. მზეს წვერიღა უჩანდა და სხვივი ახლა ცის დასალიერიდან გამოწვდილ ოქროს ხელს ჰგავდა, რომლის მტევანზე უზარმაზარი ლურჯი გორტენზია ესვენა. მზე ჩავიდა. ბინდში გაქრა ბილიკი და ყვავილიც.

- ნახე, გურამ, მზემ ყვავილი წაიღო! - ვუთხარი მე. გურამმა ისევ გაიღიმა. მზემ წაიღო ყვავილი..."


"მზიანი ღამე"




"ფუნიკულიორიდან ღამის თბილისი ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ჰგავს, და ისე ჰგავს, რომ გეგონებათ ზეცა დაბლა ჩამოვიდა, გულაღმა ამოტრიალდა და თქვენ ზევიდან დასცქერით. ყველა ნაცნობი ვარსკვლავი და თანავარსკვლავედი აქ არის, თქვენს ქვემოთ, დიდი და პატარა დათვის თანავარსკვლავედები, სასწორ-სამართალი, მარეხი, ირმის ნატხომივით დაღვრილი მსუბუქი ნისლი. შორს, უამრავი მოწყვეტილი ვარსკვლავებივით გაელვებული და ჩამქრალი მანქანის ფარები. ფუნიკულიორი კოსმოსში მოცურავე დედამიწას ჰგავს. რადგან დაბლაც ზეცაა, მაღლაც და ყველგან, ყოველი მხრიდან ზეცაა: უსაზღვრო, უნაპირო, დაუსაბამო, ვარსკვლავებით მოჭედილი ზეცა და კიდევ მეტი, თქვენ თვითონა ხართ დედამიწა, პატარა დედამიწა, ცოცხალი, მსუნთქავი, ფიქრიანი, მეოცნებე, ადკარგული და გზადაბნეული თქვენი ბადალი, ყველა თქვენი ტკივილისა და სიხარულის ბადალი, ცოცხალი მიწის მაძიებელი, ამ ვარსკვლავების უსაშველო ორომტრიალში."

"მზიანი ღამე"




"როგორც ჩანს, ერთი მძიმე ავადმყოფობა ყველა ადამიანმა უნდა გადაიტანოს ცხოვრებაში, რომ მთელს თავის განვლილ ცხოვრებას ანალიზი გაუკეთოს და მის მიერ განვლილი გზა ხელმეორედ გაიაროს. უკვე დადინჯებული გონებით...
(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე..."

"მარადისობის კანონი"


უი ნუცას დაუწერია უკვე. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jan 31 2008, 01:23 PM

უჩა
გაიხარე ძმაო, მეც მიყვარს დუმბაძე. გუშინაც "მარადისობის კანონს" ვკითხულობდი, მერამდენედ უკვე, ვინ იცის?....

მომწონს, კომუნისტურ ანტიეკლესიურ იდეოლოგიას რომ აქილიკებს მამა იორამის პირით smile.gif

"- ვისია ეს ფეხსაცმელი? - იკითხა ექთანმა.
- ჩემია, ბატონო, ვირთხას ვესროლე. - უპასუხა მოძღვარმა.
- აკი, "არა კაც-კლა"-ო, მამაო?
- თქვენი დასაცინი არაფერი ჭირს მაგ მცნებას, ქალბატონო ჟენია, და ისე დროა, თქვენი ხნის ადამიანი კაცსა და ვირთხას არჩევდეს ერთმანეთში..."

laugh.gif

marine

ციტატა
(მარადისობის) კანონის არსი იმაში მდგომარეობს, რომ... ადამიანის სული, გაცილებით უფრო მძიმეა, ვიდრე სხეული, იმდენად მძიმე, რომ ერთ ადამიანს მისი ტარება არ შეუძლია, ამიტომ, ვიდრე ცოცხლები ვართ, ერთმანეთს ხელი უნდა შევაშველოთ და ვეცადოთ, როგორმე უკვდავყოთ ერთმანეთის სული; თქვენ ჩემი, მე სხვისი, სხვამ სხვისი და ასე დაუსაბამოდ, რამეთუ იმ სხვისი გარდაცვალების შემდეგ არ დავობლდეთ და მარტონი არ დავრჩეთ ამ ქვეყანაზე...“

„მარადისობის კანონი“


მარადისობის კანონი არაფერია, თუ არა პავლე მოციქულის სიტყვების პერიფრაზა:
"ურთიერთას სიმძიმე იტვირთეთ და ესრეთ აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" yes.gif

პოსტის ავტორი: nuca_ge თარიღი: Jan 31 2008, 08:28 PM

სოფელი გადავჭერით. მთავარი შარიდან გავედით და მდინარისკენ მიმავალი ბილიკით ფიქალიანი ჩაშლილი ფერდი ჩავიარეთ. ძაღლი კოჭლობით მომდევდა და მთელი ამ ხნის მანძილზე ერთხელაც არ ამოუხედია ჩემსკენ. მდინარის პირას ჩავედით. ძაღლს ყელზე ბაწარი შევხსენი და დიდ ქვაზე ჩამოვჯექი. ცოტა ხანს ვიჯექი ასე. გული საშინლად მიცემდა. გული, როგორც იქნა, დაწყნარდა. თოფი გადმოვიღე მხრიდან. მაშინ აწია თავი ძაღლმა და პირდაპირ შემხედა. თვალი ვერ გავუსწორე. თოფი გადავხსენი, ორივე გილზი ამოვიღე სავაზნეებიდან და წყალში გადავყარე. თითქოს უზარმაზარი ტვირთი გადამეგდოს, ისე გავიმართე მხრებში და თავისუფლად ამოვისუნთქე. ძაღლი გაუბედავად მომიახლოვდა და ხელი ამილოკა. უცებ მოწყდა ადგილიდან, წყალში გადავარდა. იდგაფუნა, იწუწავა, აადუღა ნაპირი, მერე ისევ ამოვარდა, იხტუნავა და ბოლოს ილაჯგაწყვეტილი გაგორდა სილაზე. მე დავინახე, როგორ გამოჟონა თეთრ დოლბანდზე გახსნილი ჭრილობიდან სისხლმა ძაღლს და როგორ წამოუვიდა ჭკვიანი თვალებიდან ცრემლი, მაგრამ, თუ გნებავთ, ახლაც დავიციფებ ხატზე, რომ იმ წუთში ძაღლი იცინოდა.
- წადი ახლა შენ, ძაღლო, სოფელ-სოფელ არ იარო, ასე აყევი კალაშისპირს. ავი ხარ შენ და გზაში არავის გადაეყარო, არ დაუღრინო, წაუწექი ყველას, ვინც შეგხვდება, ახლა ასეა საჭირო, თორემ ცოფიანი ეგონები ვიღაცას და მოგკლავენ. წადი, ძაღლო, ხომ ხედავ, ჩვენს სოფელში აღარ დაგედგომება, წადი და არ დაბრუნდე. ხომ გესმოდა რა თქვა ბაბუამ? - არ შეიძლება ძაღლის გულისთვის კაცი სოფელს გადაუდგესო. ეტყობა, მართლა არ შეიძლება. მაგრამ მე მაინც გადავდივარ ბაბუას სიტყვას და ნუ დაბრუნდები სოფელში, ნუ მიზამ მაგას, იქნებ მართლა ცოფიანი ხარ და ნუ ჩადგები სოფლის ცოდვაში. წადი ახლა, შენი ჭირიმე, წადი... - ამას კი არ ვეუბნებოდი, ვფიქრობდი. ძნელია იმის თქმა ხვდებოდა თუ არა ძაღლი, რას ვფიქრობდი მე, მაგრამ რომ ავდექი და სოფლისკენ წამოვედი, არ გამომყოლია.
- რა ქენი? - მკითხა ბაბუამ დაბრუნებულს, ხმა რომ არ გავეცი. თოფი მოვიხსენი მხრებიდან და მივაწოდე. ბაბუამ თოფი ჩამომართვა, გადახსნა და სინათლეზე გახედა ლულას.
- ასე თუ ქენი, ბაბუა, შენ გაგიჭირდება ცხოვრება. - მითხრა და თოფი დამიბრუნა.

ძაღლი

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Feb 29 2008, 11:54 AM

ციტატა(უჩა @ Jan 31 2008, 04:47 AM) *

აუ დუმბაძე ძალიან მიყვარს რა.
საოცრება ნაწარმოებები აქვს რა პირდაპირ ისეთი რომ ჩემ სულს და ხასიათს ყოველთვის რო უდგება რა.smile.gif


„ნუ გეშინია, დედა!“

ეს ნაწარმოები ყველაზე ბოლოს წავიკითხე და ლამის შოკში ჩამაგდო, ისეთი კარგია.

პოსტის ავტორი: neva თარიღი: Mar 14 2008, 02:39 PM

ნოდარ დუმბაძისთანა მწერალი (იუმორისტი) არცერთ ქვეყანას არ ყავს. რაც შეეხება ''გასაუბრებას ღმერთთან'' მწერალს უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე დაწეროს ის რაც მას უნდა, შემდეგ ამას საზოგადოება განსჯის და მე არავინ მინახავს ''ზოგზოგიერთების'' გარდა, რომ ეს ნაწარმოები არ მოსწონდეს ყურადგებით წაიკითხეთ და დარწმუნდებით რომ ღმერთი აქ არაფერ შუაშია და ის იგავის მსგავსი ნაწარმოებია ფაქტიურად იგავია.

პოსტის ავტორი: iisperiTOVLI თარიღი: May 6 2008, 06:09 AM

მეც ძალიან მიყვარს დუმბაძე.. smile.gif „უამრავი ნაკლის მიუხედავად ქართველს ისეთი თაკარა გული, უმზესი სული და მაღალი ბუნება აქვს მთელს სამყაროს დასწვავდა, კავკასიონის მარადი თოვლი რომ არ აგრილებდეს და აშოშმინებდეს“.

„თეთრი ბაირაღები“

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: May 18 2008, 03:11 PM

ციტატა(neva @ Mar 14 2008, 02:39 PM) *

ნოდარ დუმბაძისთანა მწერალი (იუმორისტი) არცერთ ქვეყანას არ ყავს. რაც შეეხება ''გასაუბრებას ღმერთთან'' მწერალს უფლება აქვს ნებისმიერ თემაზე დაწეროს ის რაც მას უნდა, შემდეგ ამას საზოგადოება განსჯის და მე არავინ მინახავს ''ზოგზოგიერთების'' გარდა, რომ ეს ნაწარმოები არ მოსწონდეს ყურადგებით წაიკითხეთ და დარწმუნდებით რომ ღმერთი აქ არაფერ შუაშია და ის იგავის მსგავსი ნაწარმოებია ფაქტიურად იგავია.
მაგაზე ბოდიში!
თუ დააკვირდი, მე დუმბაძეს ვექომაგებოდი ამ თემაში, მაგრამ ყველაფრრის წერის უფლება არავის აქვს ნამდვილად. სხვა საქმეა, რომ შეცდომა ყვლას დმოსდის და უცოდველი არავიანა.

პოსტის ავტორი: tekla_ თარიღი: May 18 2008, 03:39 PM

"დედა!
ჩემო საყვარელო დედა. წერილი და ამანათი მივიღე შენგან, წერილზე ლაქებია. გიტირია. რა მჭირს სატირალი? ომში ხომ არ ვარ?! გათავდეს ეს მეორე წელიც და ჩამოვალ. რომ იცოდე რა კარგად ვარ, აკი გწერდი კიდევაც, ძალიან კარგად ვარ-მეთქი, არც მწურია, არც მშია, არც მცივა, კინო არ მაკლია და ცეკვა. ყოველ კვირას მიშვებენ ქალაქში. ზღვა გვერდითა მაქვს და მთა. აქ ყველაფერი ერთადაა - ზღვაც, მთაც, ზამთარიც, ზაფხულიც, გაზაფხულიც და შემოდგომაც. მეგობრები კარგი მყავს და მეთაურიც, შენი შვილი პედრო შერბინა ყველას უყვარს, წარჩინებული მესაზღვრე ვარ. ჯერ ჯაშუში არ დამიჭერია. მაიორი ჩხარტიშვილი დამპირდა, თუ ორს დაიჭერ, ერთს სახლში გაგატან დედაშენთან, მარია პავლოვნასთანო. ჰა, დედი, რას იტყვი, ჩამოვიყვანო? ჩვენი ძაღლი დაბერდა უკვე, დავაბათ ეზოში და ვაყეფოთ და ვაყეფოთ. აქ ისეთი მეგობრები მყავს, სულ მზესა და მთვარეს ჩემზე იფიცებენ. იძახიან, ნეტავი დედაშენს, რა შვილი გაუზრდიაო, ჩვენ რომ შენისთანა შვილები გვყავდეს ჩვენ მშობლებს რა უჭირდათო. ადრეც გწერდი, ერთი ქართველია, ჯაყელი, მეორე ჩვენებური პარხომენკო, ჩვენმა კოლმეურნეობამ ბუღა რომ ჩამოიყვანა ჩერნიგოვიდან იმას ჰგავს, სურათს გიგზავნი. სამნი ვართ, შავი ჯაყელია, დანარჩენს მიხვდები. ეს საქართველო, თედორეს ქსენია რომ გიყვებოდა, ის არ გეგონოს, სულ ტყუილია დედა, ახლა რომ მაგონდება, მრცხვენია კიდევაც. ამ ჩაის და მანდარინს, პურს რომ სჭირდება ათი იმდენი შრომა უნდა, ღვინოს კიდევ მეტი. ქართველები თბილი ხალხია, ჭკვიანი, ალერიანი, სიმღერა უყვართ. დედის გინებისთვის შეიძლება კაცი მოკლან. ამხანაგი უყვართ, ამხანაგის გულისათვის სახლს გაყიდიან, ოღონდ შენც სამაგიერო სიყვარულს გთხოვენ, ეს ჯაყელიც ასეთია. მომკლა, ყოველ დღე მზის ამოსვლასა და ჩასვლას მაყურებინებს- მზე უყვარს, ქსენია არ შემოუშვა სახლში, დედი, სულ ტყუილებს გიყვებოდა. ჯაყელს დედა არ ჰყავს, შენი სურათი ვაჩვენე, ასე მითხრა, სულ დედაჩემს ჰგავსო, ტყუილს ამბობ-მეთქი, რომ ვუთხარი ასე მითხრა- თვალებით ჰგავსო, ალბათ, მართლა ჰგავხარ, აბა ტყუილს არტომ იტყვის. დედას იფიცებს ხოლმე. როდესაც დედას იფიცებს მასინ არ სტყუის. ქართველები თუ დედას იფიცებენ ხატზე დაფიცებას უდრის. კიდევ მეტს. თავისი ქყვეყანა სიგიჯემდე უყვართ, საქართველოს სადღეგრძელოს რომ ამბობენ, ხანდახან ტირიან კიდევაც. სამოთხესავით ქყვეყანაა, მაგრამ ერთი ჩემს ტრამალზე მარბენინა ახლა, ერთი ჩემს პურის ყანაში მაგორავა. რომ იცოდე როგორ მენატრები! წინ ამანათი მიდევს, პურს ჩვენი ბეღლის სუნი აქვს, არაჟანს ჩვენი ძროხის სუნი, მურაბას - ჩვენი ალუბლის ბაღის სუნი, ხახვს- ჩვენი ბოსტნის სუნი, ძეხვს - ჩვენი სხვებსი სუნი და თვითონ ამანათს ჩვენი სახლის სუნი აქვს, სკოლიდან მომავალს, კვამლის სუნთან ერთად ნიავი რომ შემაგებებდა ხოლმე. ორი თვეღა დარჩა, ჩემი თბილო და ჩემი ტკბილო დედი. ჩამოვალ და ჩავაბარებ ინსტიტუტში. მომიკითხე მეზობლები.
გკოცნი შენი შვილი პედრო შერბინა".

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jul 21 2008, 05:34 PM

ნოდარ დუმბაძეს 14ივლისს 80 წელი შეუსრულდებოდა, ის 56 წლის ასაკში გამოეცალა ოჯახს ხელიდან,იმ საკაში როცა ზოგს "მეორე სუნთქვა" ეხსნება და ახალ ცხოვრებას იწყებს.
ქეთევან დუმბაძე:
-სევდიანი ისტორიით დავიწყებ, გარდაცვალების დღეს მამამ ამომხედა და მითხრა,მამა, გადი ოთახიდან უნდა მოვკვდე და არ მინდა მიყურო, შენთვის არ შეიძლებაო. მაშინ მე ორსულად ვიყავი, გვერდით ოთახიდან მესმოდა ყველაფერი, როგორ წვალობდა როგორ ეხვეწეოდნენ იქიმები ესუნთქა..
მაშინ არ ვიცოდი რომ მამაჩემი ამხელა ადამიანი იყო, ის რაც მე მამას პანაშვიდზე ვნახე,წარმოუდგენელი იყო,ამდენი ხალხი არავის დაკრძალვაზე არ მინახავს. მწერალთა კავშირიდან მზიურამდე გაჭედილი ხალხი იდგა და ტიროდა. ძალიან ახალგაზრდა, ცოცხალი,ხითხითა მამიკო გამომეცალა ხელიდან. “მზიურის” ჩასასვლელში დაიდგა ქვა, რომელსაც ეწერა: “აქ დაიდგმება, დიდი ქართველი მწერლის, საზოგადო მოღვაწის, ნოდარ დუმბაძის ძეგლი”. ჩემში გაორება მოხდა - იყო ნოდარ დუმბაძე და იყო ჩემი მამა ნოდარ დუმბაძე, ჩემთვის წლები დასჭირდა იმას რომ ეს ორი შეერთებულიყო.

ოჯახში ის ზეიმი იყო! მამა იყო უასაკო ადამიანი, დიდთან დიდი იყო, პატარასთან პატარა. მამაჩემი ჩემთან ერთად უსმენდა ჯენის ჯოპლინს, წარმოუდგენელია,არა? მასთან ეთად ვცურავდი, მასთან ერთად დავდიოდი კოდორზე და სათვზაოდ,ველოსიპედის დარებაც მამამ მასწავლა, მანქანის მართვა…. ამალობანას გულრიფშშიც ერთად ვთამაშობდით, მთელი ბავშვები მამას ვეძებდით ის კიდევ პალმებში იმალებოდა. მამა მინახავს ძალიან სერიოზულიც, მუშობის პროცესში, მთელ დღს მეგიბრებში ატარებდა, ღმის სიწყნარეში როცა ყველას გვეძინა ,მაშინ მუშაობდა. საოჯახო საქმეები დედას კისერზე იყო, მამას ტანსაცმელაც დედა ყიდულობდა.

საბავშვო ლექსებს მამა ჩვენზე სინჯავდა, რომ დაწერდა გვიკითხავდა თუ მოგვეწონებოდა აქვეყნებდა თუარადა ხევდა და ყრიდა. სახლში მაქვს მამას ხელნაწერები, რომელებიც დაკუჭელი,დათხვრილია. ნაგვის ყუთიდან ვიღებდი და ვინახავდი. მამს პირველი მკითხველი დედა იყო.
მე რომ გავთხოვდი და ჩემს წასაყვანად რომ მოვიდნენ ,ისე იტირა, კინაღამ სახლშ დავრჩი.

როცა ნოდარი წერდა ჩვენ გვეძინა, მოკრძალებული კაბინეტი ქონდა, და ღამე როცა იქ შუქი ენთო ესეიგი მუშაობდა. მაგალითად “მე ბებია ილიკო და ილარიონი” სამზარეულოს მაგიდაზე აქვს დაწერილი.

ხშირად ვისვენებდით გულრიფში, ამ სანაპიროს მამა სამოთხეს ეძახდა, მარადიულ დღესასწაულს უწოდებდა. ნოდარს ძალიან კარგიურთუერთობა ქონდა აფხაზებთან, მამამ გულრიფში ჩვენი სახლის კარზე “ნოდარ დუმბა” დაწერა, შაყირობდა, აფხაზური ძირი მაქვსო, ქართველებთან კი შყირობდა, საღებავი არ მეყო “ძე”-ც რომ მიმეწერაო.

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 22 2008, 11:55 AM

ნოდარ დუმბაძე, კარლო კალაძე, ევტუშენკო-ჩემი გულრიფშელი მეზობლები. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, თუ რა ლამაზად შესცქეროდნენ თავიანთ კოპწია სახლებთან ერთად ზღვას პირდაპირ თვალებში. thumbs.gif

პოსტის ავტორი: T.L. თარიღი: Jul 22 2008, 12:55 PM

ციტატა(georgianeli @ Jul 22 2008, 11:55 AM) *

ნოდარ დუმბაძე, კარლო კალაძე, ევტუშენკო-ჩემი გულრიფშელი მეზობლები. პატარა ვიყავი, მაგრამ მახსოვს, თუ რა ლამაზად შესცქეროდნენ თავიანთ კოპწია სახლებთან ერთად ზღვას პირდაპირ თვალებში. thumbs.gif

rolleyes.gif wub.gif

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 22 2008, 04:20 PM

არც დუმბაძისა და არც კალაძის შემოქმედებათა მეხოტბე ვარ პრინციპული მიზეზების გამო. უბრალოდ, ჩემი სახლი, ზღვა (100 მეტრიც რომ არ მაშორებდა), ჩემი წალკოტი მხარე და ბავშვობის ტკბილი წლები მომაგონდა...

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 24 2008, 10:57 AM

ციტატა(georgianeli @ Jul 22 2008, 04:20 PM) *

არც დუმბაძისა და არც კალაძის შემოქმედებათა მეხოტბე ვარ პრინციპული მიზეზების გამო. უბრალოდ, ჩემი სახლი, ზღვა (100 მეტრიც რომ არ მაშორებდა), ჩემი წალკოტი მხარე და ბავშვობის ტკბილი წლები მომაგონდა...
მაინც რა მიზეზების გამო? ძალიან მაინტერესებს

პოსტის ავტორი: georgianeli თარიღი: Jul 24 2008, 05:24 PM

ვხედავ, დუმბაძის შემოქმედება ძალიან გიყვარს (მძაგსოს ვერ ვიტყვი და არც ვაკადრებ ავტორს, რადგან ბევრი სითბო და მზე ამომიკითხავს მის ნაწარმოებებში). შესაბამისად, უკვე უნდა იცოდე პასუხი და არც ჩემზე ნაკლებად. მაგრამ რახან მეკითხები, მოიძიე-უფრო მეტს გაიგებ, ვიდრე ელოდები. ნეტშიც შეგიძლია გადააწყდე ჩემს პასუხს. ზოგიერთ მომენტზე კი უკვე ითქვა ამ თემაში.

პოსტის ავტორი: M.M. თარიღი: Jul 25 2008, 01:51 PM

ციტატა(georgianeli @ Jul 24 2008, 05:24 PM) *

ვხედავ, დუმბაძის შემოქმედება ძალიან გიყვარს (მძაგსოს ვერ ვიტყვი და არც ვაკადრებ ავტორს, რადგან ბევრი სითბო და მზე ამომიკითხავს მის ნაწარმოებებში). შესაბამისად, უკვე უნდა იცოდე პასუხი და არც ჩემზე ნაკლებად. მაგრამ რახან მეკითხები, მოიძიე-უფრო მეტს გაიგებ, ვიდრე ელოდები. ნეტშიც შეგიძლია გადააწყდე ჩემს პასუხს. ზოგიერთ მომენტზე კი უკვე ითქვა ამ თემაში.
იმ ზოგოერთ მომენტზე (ანუ ღვთისმგმობელ რაღაცეებზე) მე ჩემი აზრი ვთქვი. ესენი მართლა მძაგს. სხვა თუ გაქვს რამე მიზეზი? ნეტში სად სემიძლია შენი პასუხი ვნახო ამაზე? და პირდაპირ რარტომ არ გინდ ათქვა?

პოსტის ავტორი: tuchlik2 თარიღი: Jul 31 2008, 12:26 PM

როგორ გული მწყდება როცა ნოდარ დუმბაძეს, ამ საოცარ ადამიანს უღმერთობაში ადანაშაულებენ, ჩემო ძვირფასებო აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ ის პერიოდი როცა ეს მართლაც საოცრად კარგი და თბილი ადამიანი ამ ნაწარმოებებს ქმნიდა, მისი ყოველი ნაწარმოები უმკაცრეს ცენზურას გადიოდა, ამიტომ არის მასში ცოტაოდენი "მკრეხელობა" ისე ვერც ერთი ნაწარმოები მზის სინათლეს ვერ იხილავდა, შესაბამისად ვერ მოვიდოდა ჩვენამდე, ტყუილად გგონიათ რომ მას ღმერთი არ სწამდა, მე ნაკლებად ვიცი იმ დროინდელი მწერალი, რომლის შემოქმედებაში ამდენი რამ წერია ღვთის შესახებ (კარგს ვგულისხმობ), რამდენიც დუმბაძის ნაწარმოებებში, სამწუხაროა რომ დღევანდელი ახალგაზრდობა არ იზრდება მის შემოქმედებაზე და მოძველებულად მიაჩნიათ, განა ადამიანების სიყვარული, პატივისცემა უფროსებისა, ურთიერთ გატანა, მეგობრობა, სამშობლოს სიყვარული, თბილი და გულწრფელი იუმორი ის მცნებებია რომელიც დროთა განმავლობაში ძველდება და უფასურდება? მე არ ვიცი რამდენჯერ მაქვს მისი ნაწარმოებები წაკითხული მაგრამ ყოველი წაკითხვისას გულწრფელად ვტირი და გულწრფელად ვიცინი, იმიტომ რომ თვითონ ნოდარი იყო ასეთი გულწრფელი, ასეთი მხიარული და ამავე დროს ასეთი სევდიანი ადამიანი.
ძალიან გამიხარდა რომ გაიხსნა მისი საიტი და ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ გადაათვალიეროთ
http://www.nodardumbadze.ge/

პოსტის ავტორი: tatiusi თარიღი: Aug 4 2008, 01:36 AM

მიყვარს ეს მწერალიიი!!!!! უმაგრესიი და ჩემიი უსაყვარლესი ნაწარმოებები აქვს დაწერილიიი!!!!

პოსტის ავტორი: butiko თარიღი: Sep 14 2008, 10:03 PM

ციტატა(ქავთარაძე @ Dec 13 2006, 06:44 PM) *

ხალხო რა აზრის ხართ ამ მწერალზე?
აი რომ აქვს დაწერილი უფალზე ვითომდა იუმორისტული ნოველები მისი წიგნების 3 ნაწილის ბოლოშია.
მე მაგალითად მისი ნაწარმოებების დიდი ნაწილი ძალიან მომწონს მაგრამ ეს რომ წავიკითხე ცუდად გავხდი
აბა დაწერეთ


ნოდარ დუმბაძე ჩემის აზრით მორწმუნე ადამიანი იყო, მის ყველა ნოველაში თუ რომანში, გინდ მოთხრობაში ღმერთის სიყვარული კარგად იგრძნობა. შენ ალბათ საუბარი ღმერთთან გაქვს მხედველობაში, იქ უბრალოდ ადამიანზეა საუბარი რომელსაც არ სწამს და მაინც იწამებს ბოლოს. ჩემი აზრი ესეთია.

ძალიან მიყვარს დუმბაძე მაგარია

პოსტის ავტორი: maikoo-84 თარიღი: Dec 5 2008, 02:27 PM

დუმბაძე მაგარია და ეგეთ რაღაცეებს რაღა მარტო მაგაზე იძახით, რომ მკრეხელიაო. ეგრე სტალინიც იყო მორწმუნე მაგრამ არ იმჩნევდა ან ჩარლზ დარვინი რომ ავიღოთ ეგეც ყველაზე მაგარი მორწმუნე ადამიანი ყოფილა, მაგრამ ასე განაცხადა რომ ადამიანიო მაიმუნისაგან შეიქმნაო
ერთი მოთხრობის გულიზე ადამიანი არ უნდა განსაჯო თან როცა ის ადამიანი სხვის ფიქრებს და სხვის აზრებს გადმოგვცემს და არა საკუთარს. ის ამ მოთხრობით ღმერთს კი არა ჩვენ დაგვცინის ადამიანებს რომლებმაც ღმერთი უარყვეს და რაღაც კომუნისტურ იდეოლოგიაში გაცვალეს. ეკლესიები დაანგრიეს და ხატები შეურაცხეს და კიდე ბევრი მკრეხელური და უმსგავსო საქციელი ჩაიდინეს. დუმბაძე კი ამას პირდაპირ გვეუბნება. რა ასე არაა?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)