თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ენა და ლიტერატურა _ ცხრა ნეტარება

პოსტის ავტორი: nato tcibadze111 თარიღი: Apr 29 2011, 02:42 PM

ნეტარნი არიან გლახაკნი,
ღარიბნი,სულით მნათნი,
რამე თუ მათი იქნება
სასუფეველი ცათი.

ნეტარნი იყვნენ ყოველნი,
მგლოვარნი, სულით ცემულნი,
რამეთუ იგნი არიან,
მუდამ ნუგშინცემულნი.

ნეტარნი იყვნენ მშვიდები,
მათ სამუდამოდ ეხარათ,
რათა იხილონ უფალი,
და დაიმკვიდრონ ქვეყანა.

ნეტარნი იყვნენ მწყურვალნი,
სიმართლისათვის მშიერნი,
რამეთუ გაძღნენ,დაპურდნენ,
იხილონ სახლი ციერნი.

ნეტარნი იყვნენ კეთილნი,
და მოწყალენი გულითა,
მათ შეიწყალებს უფალი,
აღავსებს სიხარულითა.

ნეტარნი იყვენენ ყოველნი,
სულით და გულით წმინდანნი,
რამეთუ ღმერთი იხილონ,
აღსრულდეთ მათი მიზანი.

ნეტარნი არიან ყოველნი
მშვიდნი კეთილისმყოფელნი
ძე ღვთისად იწოდებიან
მათია უფლის სოფელი.

ნეტარ არიან დევნილნი,
მართლისთვის ღამისმთეველი
კალთქვეშ შეიფარს უფალი,
მათია სასუფეველი.

ნეტარი არის უფლისთვის
განდევნილნი და ყვედრილი
მხიარულ იყავთ რამეთუ
ცაშია შესასყიდელი.








უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)