თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ მომლოცველობა _ ექსკურსია ერევანში, ეჩმიაძინსა და ზვართნოცში
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 2 2008, 03:07 PM
მოკლედ, ზოგმა ფორუმელმა იცის და ბევრმა არ იცის, რომ სექტემბრისკენ იგეგმება ფორუმის მორიგი საზღვარგარეთული გასვლა მეზობელ სომხეთში
I. მნიშვნელოვანი ადგილები, რომლებიც უნდა მოვინახულოთ:
1. ქ. ერევანი, რესპუბლიკის მოედანი და ერევნის ცენტრი (საინტერესო არქიტექტურით და მოიასამნისფრო ტუფით მოპირკეთებული), წმ. გრიგოლ განმანათლებლის სახ. კათედრალი, ერევნის მართლმადიდებლური ეკლესია
2. ქ. ეჩმიაძინი, სომხური საპატრიარქო საყდარი, აგებული 303 წ. მეფე თრდატ III-ის მიერ, თავისი მუზეუმით, სადაც ინახება VII ს. სახარების ხელნაწერი და აგრეთვე, გადმოცემით, ასისთავ ლონგინოზის შუბი, რომელიც მან ჯვარცმულ მაცხოვარს უგმირა
3. ზვართნოცის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები (დაცულია UNESCO-ს მიერ)
4. ისტორიული ქალაქი ვაღარშაპატი (ეჩმიაძინი სადაც მდებარეობს). სამონასტრო კომპლექსები, მათ შორის, წმ. ნინოს მეგობრების წმ. ქალწულმოწამეების რიფსიმესა და გაიანეს (ორივე VII ს.) სახელობის ეკლესიები
5. გზად სახელოვანი დილიჟანი, მისი წყარო და სევანის ტბა
II. მგზავრობა:
თბილისი - ერევანი არის 380 კმ. ხაზის მიკროავტობუსით მგზავრობა ღირს 25-30 ლარი.
ერევანი - ზვართნოცი 9 კმ
ზვართნოცი - ეჩმიაძინი 11 კმ
სასურველია, მიკროავტობუსი ჩვენ დავიქირავოთ
III. ღამის გათევა
ალბათ მოგვიწევს 1 ღამე. სასტუმროები საკმაოდ ძვირია ერევანში (რაც ვნახე). ყველაზე იაფი რაც ღირდა არის სასტ. "ოლიმპია", რომელიც დაახლ. 80-90 ლარი ღირს.
აბა, ვინ არის მსურველი?
P.S. ՇՐՋԱԲԵՐԱԿԱՆ ՀԱՄԱԺՈՂՈՎ ՀԱՅԱՍՏԱՆՈՒՄ
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 2 2008, 03:23 PM
miss sevda
დაახლ. 200 ლარი (მაქს.). ეს სასტუმროშიც თუ დავრჩით, თუ არა, ბევრად იაფი მაშინ, 100-ზე ქვემოთ
1. კანონისტი
2. ბექა ?
3. piligrimi
4. zedela
5. seminarieli lela
6. miss sevda
7. teo.. tee
8. S a l l y
9. ?
პოსტის ავტორი: miss sevda თარიღი: Jul 2 2008, 03:33 PM
ციტატა(კანონისტი @ Jul 2 2008, 03:26 PM)
miss sevdaბათუმზე ახლოა და
გაითვალისწინეთ:
წესრიგში უნდა იყოს საზღვარგარეთის პასპორტი ვაიიიი საზღვარგარეთის პასპორთი არ მაქვსსს
რა ვქნა?
პოსტის ავტორი: kiki თარიღი: Jul 2 2008, 03:34 PM
კანონისტი
სექტემბერში? თუ დროის პრობლემა არ მექნება შემოგიეთდებით:)
კარვებით რომ წავიდეთ არა:):):)
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 2 2008, 03:35 PM
კანონისტი
ციტატა
თავისი მუზეუმით, სადაც ინახება VII ს. სახარების ხელნაწერი და აგრეთვე, გადმოცემით, ასისთავ ლონგინოზის შუბი, რომელიც მან ჯვარცმულ მაცხოვარს უგმირა
მუზეუმს არავინ განახებს, ეს ჩემმა ახლობელმა სომეხმა გოგომ მითხრა, რომელიც ძალიან ახლოს არის სომე პატრიარქთან და მათი ეკლესიის წევრია.
ეჩმიძინში ფასებს ცეცხლი უკიდია, ასე რომ გაიტვალისიწნეთ
ეგებ, წინასწარ განსაზღვროთ სად უნდა იცხოვროთ, ფასებიაააააა
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 2 2008, 03:44 PM
მნათე
ციტატა
ბოლო დროს გარეგინმა დიდი გონიერება გამოიჩინა და, პატივს დავდებდი
"მერ ტერ იევ ასტვაწ იესუს ქრისტოს ორნუმ ე ქეზ თაგავორუციუნუმ"-ო, შემოგითვალა გარეგინმა
მხევალი ნინოციტატა
მუზეუმს არავინ განახებს
რასსს ლაპარაკობ?
ფულზე არ განახებენ კი არა, იქნებ გაწირიონ კიდევაც
miss sevdaციტატა
ვაიიიი საზღვარგარეთის პასპორთი არ მაქვსსს რა ვქნა?
უნდა აიღო
ასე ადრე იმიტომ გავხსენი თემა, რომ ჯერ ერთი, ფული მაინც საკმაოდ უნდა, მეორეც, საზღვარგარეთია მაინც და ბევრი რამ საჭიროა
პოსტის ავტორი: miss sevda თარიღი: Jul 2 2008, 04:00 PM
ეხლა გავიგე ,რომ პასპორტის აღება 35 ლარი ჯდება,და 10 დღეში გაძლევენ ,ასე ,რომ ვისაც არ აქვს პრობლემა არაა ეგ
პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Jul 2 2008, 04:14 PM
ნათია
ვინ გამომიშვებს, თორემ... ცოლი რომ გადმომხედავს ერთს.. მოკლედ გამოჭერილი ვყავარ რა... სმაილებზე ხელმოწერაში
კანონისტი
ციტატა
ის მაინც გამაგებინეთ საბოლოოდ, თურქეთია ჩემი სამშობლო თუ სომხეთი?
არც ერთი და არც მეორე, ონელი ებრაელი ხარ შენ (სმაილიკი ხელმოწერაში)
ერთი კარგი საქმე მეც ხომ უნდა გავაკეთო
საქართველოს მოქალაქის პასპორტის ასაღებად ან შესაცვლელად წარმოადგინეთ:
განცხადება-ანკეტა (მიიღებთ ტერიტორიულ სამსახურებში)
პირადობის მოწმობა (დედანი და ასლი);
ორი ფერადი ბიო-სურათი (დაბეჭდილი და CD დისკზე);
32-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი - 35 ლარი (იხილეთ შეღავათები).
48-გვერდიან პასპორტზე სახელმწიფო ბაჟის გადახდის ქვითარი - 40 ლარი (იხილეთ შეღავათები).
პასპორტის შეცვლის შემთხვევაში - ძველი პასპორტი.
შენიშვნა:
საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქე, რომელმაც მიიღო საქართველოს მოქალაქის პასპორტი ან პირადობის მოწმობა და რომლის შესახებაც არსებობს შესაბამისი განცხადება-ანკეტა, უფლებამოსილია პასპორტის მისაღებად წარმომადგენლის მეშვეობით მიმართოს სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობას ან საკონსულო დაწესებულებას. წარმომადგენლობა უნდა დადასტურდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.
პასპორტის გაცემის ვადები და მომსახურების საფასურები:
განაცხადის შეტანიდან მე-10 სამუშაო დღეს პასპორტის გასაცემად მომსახურების საფასური არ გადაიხდევინება.
განაცხადის შეტანიდან 32- ან 48-გვერდიანი პასპორტის მე-5 სამუშაო დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 25 ლარს;
განაცხადის შეტანიდან 32- ან 48-გვერდიანი პასპორტის მე-3 სამუშაო დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 55 ლარს;
განაცხადის შეტანიდან 32- ან 48-გვერდიანი პასპორტის 24 საათის გასვლისთანავე გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 125 ლარს;
განაცხადის შეტანიდან 32- ან 48-გვერდიანი პასპორტის იმავე დღეს გასაცემად მომსახურების საფასური შეადგენს - 170 ლარს.
შენიშვნა:
მომსახურების საფასურის გადახდა ხდება ნებისმიერ ბანკში.
ტერიტორიული სამსახურები :
გლდანის სამსახური - უფროსი ჯაბა შარვაძე
სარაჯიშვილის გამზ. 3, ტელ: 624877
დიდუბე-ჩუღურეთის სამსახური - უფროსი ლელა ზურაბიანი
წერეთლის გამზირი 67ა. 4 ტელ: 342088
ვაკის სამსახური - უფროსი
აბაშიძის 68, 222184 915441
ისნის სამსახური - უფროსი ქეთევან ბენდელიანი
ქეთევან წამებულის 65, ტელ: 746539
მთაწმინდა-კრწანისის სამსახური - უფროსი გოჩა მაჭავარიანი
ბროსეს ქუჩა 1, ტელ: 934183, 982338
ნაძალადევის სამსახურის - უფროსი ლელა დოლიძე
გურამიშვილის 17ა, ტელ: 66 22 60, 66 22 40
საბურთალოს სამსახური - უფროსი
ფანჯიკიძის(ბუდაპეშტის) 2, ტელ: 371226, 382645
სამგორის სამსახური - უფროსი მამუკა ბუცურეიშვილი
თრიალეთის 50, ტელ: 760489
ერთი სომხური ლავაში ჩამომიტანეთ
პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 2 2008, 05:44 PM
კანონისტი
ციტატა
რასსს ლაპარაკობ? ფულზე არ განახებენ კი არა, იქნებ გაწირიონ კიდევაც
მე გაგაფრტხილეთ. ეს ადამიანი ძალიან ახლო ურთიერთობაშია იქუარ პატრიარქთან, ამ ეკლესიის წევრია, ხშირად იქ მიდის და ცხოვრობს, გეუბნებით რომ არავინ დაგათვალიერებინებს . ვკითხე რატომ ტქო და ასე მიპასუხა ისინი თვლიან რომ თუ მოსალოცად ხარ, არ არის სავალდებულო სიწმინდეების ნახვაო. სიწმინდეები სანახავი არ არისო.
რაც შეეხება სასტუმროებს, უძვირესია და გირჩევნიათ იქირავოთ ვინმესთანო.
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 2 2008, 05:52 PM
მხევალი ნინო
ციტატა
გეუბნებით რომ არავინ დაგათვალიერებინებს
[5/19/2008 11:42:17 AM] Davit Chikvaidze says: sheidzleba siwmindeebis naxva da rame?
[5/19/2008 11:42:46 AM] Hrant Miqaelyan says: ki
[5/19/2008 11:42:52 AM] Hrant Miqaelyan says: iq muzeumi aris
[5/19/2008 11:42:58 AM] Hrant Miqaelyan says: erti shig eklesiashi
[5/19/2008 11:43:00 AM] Hrant Miqaelyan says: erti calke
[5/19/2008 11:43:12 AM] Hrant Miqaelyan says: eklesiis shida muzeumshi inaxeba es shubi
[5/19/2008 11:45:07 AM] Davit Chikvaidze says: aha
[5/19/2008 11:45:10 AM] Davit Chikvaidze says: kai dzaan
[5/19/2008 11:45:22 AM] Davit Chikvaidze says:
da naxvis calke droebi xom ar aris gamoyofili[5/19/2008 11:45:29 AM] Davit Chikvaidze says:
tu, nebismier dros sheidzleba?[5/19/2008 11:46:41 AM] Hrant Miqaelyan says:
2-4mde nebismier dros, am dros viyavi[5/19/2008 11:46:48 AM] Hrant Miqaelyan says: da danarcheni ar vici
I. მნიშვნელოვანი ადგილები, რომლებიც უნდა მოვინახულოთ:
1. ქ. ერევანი, რესპუბლიკის მოედანი და ერევნის ცენტრი (საინტერესო არქიტექტურით და მოიასამნისფრო ტუფით მოპირკეთებული), წმ. გრიგოლ განმანათლებლის სახ. კათედრალი, ერევნის მართლმადიდებლური ეკლესია
2. ქ. ეჩმიაძინი, სომხური საპატრიარქო საყდარი, აგებული 303 წ. მეფე თრდატ III-ის მიერ, თავისი მუზეუმით, სადაც ინახება VII ს. სახარების ხელნაწერი და აგრეთვე, გადმოცემით, ასისთავ ლონგინოზის შუბი, რომელიც მან ჯვარცმულ მაცხოვარს უგმირა
3. ზვართნოცის სამონასტრო კომპლექსის ნანგრევები (დაცულია UNESCO-ს მიერ)
4. ისტორიული ქალაქი ვაღარშაპატი (ეჩმიაძინი სადაც მდებარეობს). სამონასტრო კომპლექსები, მათ შორის, წმ. ნინოს მეგობრების წმ. ქალწულმოწამეების რიფსიმესა და გაიანეს (ორივე VII ს.) სახელობის ეკლესიები
5. გზად სახელოვანი დილიჟანი, მისი წყარო და სევანის ტბა
II. მგზავრობა:
თბილისი - ერევანი არის 380 კმ. ხაზის მიკროავტობუსით მგზავრობა ღირს 25-30 ლარი.
ერევანი - ზვართნოცი 9 კმ
ზვართნოცი - ეჩმიაძინი 11 კმ
სასურველია, მიკროავტობუსი ჩვენ დავიქირავოთ
III. ღამის გათევა
ალბათ მოგვიწევს 1 ღამე. სასტუმროები საკმაოდ ძვირია ერევანში (რაც ვნახე). ყველაზე იაფი რაც ღირდა არის სასტ. "ოლიმპია", რომელიც დაახლ. 80-90 ლარი ღირს.1. კანონისტი
2. ბექა ?
3. piligrimi
4. zedela
5. kiki
6. miss sevda
7. teo.. tee
8. S a l l y
9. davita88
10. ?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jul 3 2008, 02:45 PM
ეჩმიაძინი
წმ. გაიანეს სახ. ეკლესია
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 3 2009, 11:43 AM
ფასი?
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 3 2009, 11:50 AM
ქავთარაძე
50 ლარი დაახლოებით
პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Mar 3 2009, 11:59 AM
კანონისტი
სასტუმრო?
მთლიანი ხარჯი რამდენი იქნება ეგ მაინტერესებს
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 3 2009, 12:32 PM
ქავთარაძე
დაახლოებით ჯამში 100 ლარამდე საკმარისი უნდა იყოს. ზუსტად არ ვიცი და ამას ვგულისხმობ.
თან რაა იცი, რაოდენობაზეც არის დამოკიდებული, იმიტომ, რომ პატარა სასტუმროები იაფიანი ხოლმე, მაგრამ ადგილები ცოტაა
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 6 2009, 01:02 PM
ნათია
როგორც ტრაბზონში - 2 დღით
ერთი დღე ერევანი, მეორე ვაღარშაპატის კომპლექსი (ეჩმიაძინი, ზვართნოცი და ა.შ.)
პოსტის ავტორი: piligrimi თარიღი: Mar 6 2009, 06:07 PM
მეც მინდა წამოსვალაააააა
თან საკმაოდ დიდი სურვილიც გამაჩნია.......
მაგრამ მანამდე მაინც დიდი დროა წინასწარ არ ვიცი რა საქმე მექნება, ასე რომ თუ თავისუფალი ვიქენი აუცილებლად წამოვალ.......
ხედავ დავით რამდენჯერ დავაფიქსირე რომ მოვდივარ
ხო ისე მე კარვებით წასვილს იდეასაც ვუჭერ მხარს, თუ კი ასეთი იდეა იყო საერთოდ ეგეც მომენატრა........
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 7 2009, 01:45 PM
1. კანონისტი
2. likka
3. Amuza
4. ალექსანდრე
5. ნათია
6. zviadauri
7. .:Lela:.
8. piligrimi
9. ???
P.S.
ბარემ აქვე გეტყვით, რომ ეს
ციტატა
ՇՐՋԱԲԵՐԱԿԱՆ ՀԱՄԱԺՈՂՈՎ ՀԱՅԱՍՏԱՆՈՒՄ
იკითხება "შრჯაბერაკან ჰამაჟოღოვ ჰაიასტანუმ"
და ნიშნავს "მართლმადიდებლური ფორუმი სომხეთში"
პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Mar 9 2009, 01:04 PM
გუშინ ვიყავი წერაქვში,მიხეილ ჯავახიშვილის სახლმუზეუმში,იქიდან ულამაზესი დედათა მონასტერი მოვილოცე და მერე ვყავი "ხოჯალეთის" ღვთისმშობლის ტაძარში..რომელიც ადერ მართმადიდებლური იყო,მერე სომხური,ეხლა, როგორც ირკვევა ორივეა..ძალიან ჰგავს სტილი ხანძთიოსას.სომხეთის საზღვარზეა..ისეთი დამუხტული ჩამოვედიიქიდან რო რა გითხრათ....
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Mar 13 2009, 12:03 PM
სასტუმრო "მუსა ლერი"
http://www.armeniainfo.am/lodging/?section=hotels_desc&est_id=2549
1–კაციანი – 10 000 დრამი = 45 ლარს
2–კაციანი – 12 000 დრამი = 54 ლარს
სასტუმრო "რაზდანი"
http://www.armeniainfo.am/lodging/?section=hotels_desc&est_id=766
2–კაციანი – 30 000 დრამი = 135 ლარს
მინი სასტუმრო "პარევ დონი" (8–კაციანია სულ)
http://www.armeniainfo.am/lodging/?section=hotels_desc&est_id=1297
1-კაციანი – 18 000 დრამი = 81 ლარს
2-კაციანი – 20 000 დრამი = 90 ლარს
3-კაციანი – 22 000 დრამი = 99 ლარს
კურსი დღევანდელი მდგომარეობითაა, 1 ლარი = 221 დრამს
საგულისხმო ინფორმაცია სომხეთში მოგზაურობის მსურველთათვის:
http://www.eucca.am/?page=content&parent=About%20Armenia&link=Business%20Traveller%20Facts
პოსტის ავტორი: likka თარიღი: Mar 13 2009, 12:28 PM
კანონისტი
ციტატა
ასტუმრო "მუსა ლერი"
http://www.armeniainfo.am/lodging/?section...esc&est_id=2549
1–კაციანი – 10 000 დრამი = 45 ლარს
2–კაციანი – 12 000 დრამი = 54 ლარს
ეს მგონი ნორმალურია -
პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Mar 13 2009, 04:51 PM
ციტატა(likka @ Mar 13 2009, 12:28 PM)
კანონისტიეს მგონი ნორმალურია -
კი სავსებით
იმედია შეისვლება
პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Apr 30 2009, 03:55 PM
რაღაც მიჩუმდა ეს თემა
http://www.youtube.com/watch?v=JxOmlQzBhIk&feature=related
პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Nov 2 2010, 10:29 PM
კანონისტი
ციტატა
არადა, მე უკვე რომ ვიყავი?
რამე რომ იყოს,მეორედ არ წახვალ?
მოკლედ, ჯერ კიდევ 2008 წელს მოფიქრებული ეს ექსკურსია უკვე მეორედ ჩაიშალა. არაერთმა მცდელობამ კვლავ უშედეგოდ ჩაიარა და დღემდე ვერ დაადგა საშუელი სომხეთში წასვლას.. გავასუფთავე თემა ძველი პოსტებისგან.
თუ ვინმეს გაგიჩნდათ წასვლის სურვილი, და სხვა უხელმძღვანელებს ამ ექსკურსიას თუ ისევ კანონისტი,ამას დრო გვაჩვენებს
აგერ ბურთი და აგერ მოედანი
პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 5 2010, 11:05 AM
სოფი
ციტატა
რამე რომ იყოს,მეორედ არ წახვალ?
დიდი სიამოვნებით.
სხვათა შორის, ამჯერად ინფორმაციაც მეტი მექნება და ნაცნობობაც. ასე რომ, მსურველებმა იაქტიურეთ.
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)