სოფ. ხაშმი არის თბილისიდან 45 კილომეტრში. იქ არის რამდენიმე ეკლესია და მონასტერი, ამჯერად შევჩერდები სამების მონასტერზე, ვახტანგ გორგასლის მიერაა აშენებული, ზუსტად თბილისის ანჩისხატის ნაირია ოღონდ ერთნახევარჯერ უფრო დიდი უნიკალური ფრესკებით. ამჟამად ერთი ბერი ცხოვრობს მამა ანდრია. კარგ ამინდში ჩვეულებრივი მანქანით შეიძლება მისვლა, მაგრამ სასურველია ნივა ან ჯიპის სტილის მანქანა. სოფლიდან 3, 5 კილომეტრია ულამაზეს ტყეში სავალი. მე, გთავაზობთ ვისაცმანდ მოლოცვის სურვილი გაგიჩნდებად, შემომეხმაურეთ და ორგანიზება გავუწიოთ ყველამ ერთად და მოვილოცოთ ეს წმინდა და მადლიანი ტაძარი.
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
ალბათ ამას ზაფხული აჯობებს ფეხით წასვლა და კარვების წაღება.
ხაშმი ძალიან კარგი იქნება,თანაც მანდ ნამყოფი ვარ ,მეგობარი ცხოვრობს იქ ჩემი და უმაგრესი სიტუაციაა.ხაშმის საფერავს კიდევ რა სჯობს
მოკლედ, ჩემს შესახებ პროფესიით ვარ ეკონომისტი და იურისტი ამჟამად ვარ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის წევრი. ვმუშაობდი სხვადასხვა საკმაოდ პრესტიჟულ თანამდებობებზე, მაგრამ ამჯერად არჩევანი ადვოკატობაზე გავაკეთე. ყველაფერს თავიდან, რომ ვიწყებდე ალბად ისტორიკოსი გავხდებოდი, ამჟამად ჰობია ეს ჩემი და მეტი არაფერი. შემდეგ ბარათში კვლავ ხაშმის სამებას დავუბრუნდები და ვფიქრობ ძალიან საინტერესო იქნება თქვენთვის. ეს მასალები პირადად მე, მოვიძიე და მის რეალობაზე პასუხისმგებლობას რა თქმა უნდა მე ვიღებ. ამ შრომას {შრომა ცოტა ხმამაღალი ნათქვამია}, ეს ყველა ქართველი მართმადიდებლის ვალია, საკმაო დრო დასჭირდა. თუ ვინმე შესწორებას ან რამე ახალ ინფორმაციას მომაწვდის პირადად მე დიდ მადლობას მოვუხდი და ფორუმისთვისაც სასარგებლო იქნება.
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
სოფ. ხაშმი შუა საუკუნეებში იწოდებოდა კაწარეთის სახელწოდებით. XVIII საუკუნის პირველ ნახევრამდე ხაშმის ს ა მ ე ბ ა ისტორიულ წყაროებში მოხსენიებულია კაწარეთის სახელწოდებით. საისტორიო მწერლობაში კაწარეთი პირველად იხსენიება ისტორიულ თხზულებაში ,,მოქცევაი ქართლისაი". იმ ადგილას სადაც ლაპარაკია წ მ ი ნ დ ა ნ ი ნ ო ს მოღვაწეობაზე, მემატიანე ბრძანებს ,,და ნ ი ნ ო შთავიდა კხოელთა და დადგა კაწარეთს: მონათლნა კხოელნი და სოჯნი. იგივეა ნათქვამი ,,ქართლის ცხოვრებაში": ,,ხოლო წმინდა ნინო ჩავიდა კახეთსა და დადგა კაწარეთს და მოაქცივნა იგინიცა. გ ა გ რ ძ ე ლ ე ბ ა შემდეგ ბარათში რამეთუ თავი არ მოგაბეზროთ.
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
უკვე გითხარით, რომ ხაშმის სამება იწოდებოდა კაწარეთად. გადმოცემით კაწარეთის ეკლესია აშენებულია ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ლ ი ს მიერ. ილია ჯაში გვამცნობს ამ გადმოცემას: ვ ა ხ ტ ა ნ გ გ ო რ გ ა ს ა ლ ი თავისი ერთ-ერთი ლაშქრობის დროს მთიელთა წინააღმდეგ, გაჩერდა ღამის სათევად სწორედ იმ ადგილას, სადაც ახლა ს ა მ ე ბ ა დგას. კეთილმორწმუნე მეფემ, მისი თანამძროლთა დასწრებით, მისცა ღმერთს დიდებული აღთქმა, თუ ვინიცობაა დაამარცხოს მტერი და მშვიდობიანათ დაბრუნდეს ლაშქრობიდან, სადგომის ადგილას ააგოს ეკლესია წ მ ი ნ დ ა ს ა მ ე ბ ი ს სახელზე. ვახტანგმა გაიმარჯვა მთიულებზე და თანახმად პირობისა, მალე ეკლესიაც ააშენა. გაგრძელებას შემდეგ ბარათში შემოგთავაზებთ --->
მიმაგრებული სურათ(ებ)ის ესკიზ(ებ)ი
ხაშმში ნამყოფი ვარ -
იქ 5 - თუ 6 ეკლესიაა -
სამი სოფელშია - და მათი ნახვა პრობლემა არაა -
ესენი ნანახი მაქვს -
ორი ეკლესია (წმ მარინესი და კიდევ ერთი... ) - ფრესკებით არის მთის წვერზე -
თუ თოვლი ან ტალახი არ იქნა- -
ღირს იქ წასვლა...
აუ ძალიან საინტერესო ადგილი და ტაძრები ჩანს. დიდი სურვილი გამოცნდა მოლოცვის.
მაგრამ ჩემი აზრით მაინც აჯობებს ამინდები რომ გამოვა მერე წავიდეთ და ყველა ტაძარი მოვილოცოთ სოფელში და მერე იმ მთის წვერზე ფეხით ავიდეთ.
სამების ტაძარმა ძალიან დამაინტერესა. სურათები ხომ არ მოგეპოვებათ?
როდის წავიდეთ ხაშმში?
ბავშვებო -
ხაშმში გასვლა დაიგეგმა კარავზე -
აღდგომის მერე -
თუ ვინმეს გინდათ -
შემოგვიერთდით..
http://karavi.caucasus.net/viewtopic.php?t=3197&start=0
ეს მონასტერი რომელზეც kent5 ამბობს ძალიან მაგარი და ძალიან მადლიანია, თანაც ძალიან ახლოსაა. ვინმემ ითავეთ არ ინანებთ მე, პირადად ნამყოფი ვარ და თუ რამე რჩევა დაგჭირდებათ დიდი სიამოვნებით მივიღებ მონაწილეობას.
12 KM ფეხით გექნებათ სასიარულო.
სოფლიდან ბლოკპოსტამდე 4 კმ და ბლოკპოსტიდან მონასტრამდე 8 კმ.
ტყეში უამრავი კოღოებია... ნუ უამრავზე ოდნავ მეტი გზა კიდევ ტყეში გადის.
დასალევი წყალიც არ ჩითავს.
ერთადერთი ნორმალური დასაჯდომი მანდ ტბების პირას არის... შეშები დაჭრილი ყრი და მწვადსაც შეწვავთ რამე რომ იყოს...
ხო ბანაობა თუ მოგინდებათ ტბაში მარცხენა ნაპირი შედარებით სუფთაა
კარგ დროსტარებას გისურვებთ... სამხედროებს თუ შეხვდებით ზურამ მოკითხვა დაგვაბარა თქვენთან რომ იყო დაბანაკებული ერთი კვირის წინთქო... მეწყვილე კინარამ მგელბს რომ შეაჭამა იმ ზურამთქო
არა რა -
ხაშმის ტალახზე ლექსი უნდა დავწერო
ეს ისეთი შთაგონების წყაროა რომა...
ეს მართლაც ძალიან მადლიანი მონასტერია ეს ფოტოები ცოტა ადრეა გადაღებული, ეხლა იქ მამა ანდრია მსახურობს და ისეთი მოვლილია იქაურობა გულს ესიამოვნება, თუ გადავწყვეტთ ხაშმის სამების მოლოცვას მერწმუნეთ ძალიან კმაყოფილები დარჩებით. თან ძალიან ახლოსაა თბილისიდან.
არავითაი ფეხით სასიარულო ჩვეულებრივი გზა არის, ახალი გაკეთებული არანაირი პრობლემა, ყველანაირი მანქანა მიდის.
კიდევ ვიმეორებ ეგ ძველი ფოტოებია ეხლა კარგი გზა არის!
patrioti1
გზა ნრომალურია
ეს ტალახი ავიკიდეთ უკან დაბრუნებისას –
ლაფაინხევით ჩამოვედით უკან და მიტომ
რამდენიმე დღის წინ ვიყავით.
უბრალოდ თუ წახვალთ
წაირეთ კოღოს საწინააღმდეგო სპრეი.
ლაფიანხევში იცის ეგეთი ტალახი, რატომ ჩვეულებრივი გზით არ დაბრუნდით?
როდის იგეგმება ეს გასვლა ვერ გავიგე ?
ერთი წლის მერე რომ მოვაბათ თავი და გავიდეთ არ გინდათ?
კარგი გასვლა გამოვა
სიამოვნებით შემოგიერთდებით
როდის აპირებთ წასვლას?
giga tatarashvilis fani
შენ რო გაიჩითები მერე ცალკე წაგვიძეხი თუგინდა მშობლიურ მხარეში
მარტო ვარ ჯერჯერობიტ და როდის იქნება არ ვიცი
წვიმაში ან ნაწვიმარზე არ წახვიდეთ....
რაო მიდიხართ?
ამჟამად ორი ბერი მსახურობს ხაშმის სამებაში, წინამძღოლი მღვდელმონაზონი ანდრია და ეხლახანს მივიდა ბერი მამა ზინობი, მამა ანდრიას ღვაწლი ხაშმის სამებაში მართლაც, რომ დიდია. გაიყვანა წყალი ააშენა კელიები ღმერთმა შეუწიროს. ბოლოს და ბოლოს გადავწყვიტოთ და ნივებით ან ჯიპებით არანაირი პრობლემა არ არის იქ მისვლა. მე მინდა, რომ თქვენ ფორუმელებმაც ნახოთ ეს წმინდა ადგილი, თორემ მე, ეს სიამოვნება ღვთის მადლით არ მაკლია. უფალი იყოს ჩვენი შემწე. ამინ
ეს არის უახლესი ინფორმაცია ხაშმის სამების შესახებ, მამა ანდრია გადავიდა დავით გარეჯში მამა ზინობი ავადაა და მარტო ვერ დარჩა და მგონი სხვა ეპარქიაში მიდის, ამ ორი ბ ბერის მერე მე პირადად არ ვიცნობ მგონი 3-ბერი მისულა იქ სამოღვაწეოთ, მაგრამ არ ვიცი მიზეზი მალევე წასულან, ეხლა მგონი მარტოა მონასტერი, მე ესე გავიგე მეუფე ლუკა დედათა მონასტრის გაკეთებას აპირებსო, ღმერთმა ხელი მოუმართოს. ა მ ი ნ.
kent5
დაახლოებით4 კვირისა წინ ვიყავი მოსალოცად.
დედები მოღვაწეობენ და მეუფე ლუკაც იქ დაგვხდა.
მისასვლელი გზა საშინელია!
რა არი არავინ არ სცემს აქ პასუხებს (
რაც შეეხება გზას იყო დრო 09-ით ავდიოდი, მაგრამ ეხლა ხეებს ჭრიან და არ ვიცი იპარავენ თუ საკუთრებაში აქვთ, {საკუთრება რომც იყოს 100-200 წლიანი მუხების მოჭრის უფლება არა აქვთ}. ერთხელ დავრჩი მამა ანდრიას დროს 2-3 წლის წინ და ღამის 3-4 საათზე, რომ დაიწყო დიდი ურალების სიარული იქ რა გზა გაძლებს, ისე ნივა და მაგნაირი ცოტა მაღალი პასატკის მანქანისთვის პრობლემა არ არის.
დედათა მონასტერია ამჟამად. ღმერთმა ხელი მოუმართოთ, ა მ ი ნ.
გეგმავტ ამჯამად რაიმე ტურს???
dr.herc
ბატონო?
მეუფე ლუკა ძალიან ხშირადაა სამებაში. ეხლა იქ მოსალოცად წასვლა ძალიან კარგი იქნება. ვისა გაქვთ სურვილი თქვით და მერე დავგეგმოდ. საბურთალოდან ზუსტად პეკინის ქუჩიდან ხაშმის სამებამდე არის 53-კმ.
მოკლედ, ორი დღის წინ ვიყავი ხაშმში, მეუფე ლუკა თითქმის სულ იქ არის გადავიდა რა მოკლედ და რამდენიმე დედაოა. მეუფეს დაწყებული აქვს რაღაცეებს აკეთებს, მოკლედ უვლის ძალიან. ძალიან დიდი მეუფეა მეუფე ლუკა ხაშმის სამება კი არის თბილისთან ძალიან ახლოს მაგრამ სკიტეა ნამდვილი სკიტე. წ ა ვ ი დ ე თ მოსალოცათ არ ინანებთ, მაგრამ ჯიპებით!
ხაშმის სამება არის; წარმოიდგინეთ ანჩისხატის ეკლესია ოღონდ დაახლოვებით ერთნახევარჯერ დიდი და მეხუთე საუკუნის ფრესკებით, გალავნით და რაც მთავარია დიდი მადლით.
რამდენი წლის წინ არის ეს პოსტები დაწერილი, ეხლა კარგ ამინდსი არ წავიდეტ, მეუფე ლუკა და დედები არიან ეხლა იქ და მაგარზე მაგარია დიდი მადლი ტრიალებს.
Kენტ5 მოგესალმებით, ძალიან მიხარია ,თქვენ რომ მოგაგენით. ძალინ მინდა ხაშმის სამების მოლოცვა. მინდა გავარკვიო როგორია ამჟამად გზა და რა მანქანით შეიძლება იქ ასვლა. იქნებ იცოდეთ და დამეხმაროთ. დიდიმადლი იქნება. ან იქნებ იცოდეთ რაიმე კონტაქტი, სადაც ან ვისთანაც იქნება ამის გარკვევა.
ხომ არ იცით ეხლა როგორია გზა ხაშმის სამებაში ასასვლელად , რა მანქანით შეიძლება ასვლა, ან რაიმე კონტაქტი ხომ არ გაქვთ, ვისაც ეს ინფომაცია შეიძლება ჰქონდეს?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)