ძალიან გამიტკბა ხო???
მოკლედ, მინდა შემოგთავაზოთ, რომ ვიფიქროთ ათონის წმინდა მთის მოლოცვაზე (წინდაწინ ბოდიშს ვუხდი გოგოებს ). გაითვალისწინეთ, რომ საბერძნეთის რესპუბლიკის კანონებით, ათონის მთის სამონასტრო ავტონომიაში კვება და სასტუმრო არის აბსოლუტურად უფასო (!)
ფაქტიურად საჭიროა მგზავრობის ფული + ვიზისა და ოფიციალური დოკუმენტების (რამდენადაც საბერძნეთი ევროკავშირის წევრია და მის ტერიტორიაზე შესვლა გართულებულია ჩვენი მოქალაქეებისათვის). ცხადია ამას დაემატება თანხაც თუკი რაიმე სუვენირის წამოღება გვინდა (და გვენდომება ალბათ )
თბილისი - სალონიკი ავტობუსი ჯდებოდა (5-6 თვის წინანდელი ინფორმაციაა) 85$. სალონიკიდან საჭიროა ქ. ურანოპოლისში ჩასვლა, ხოლო შემდეგ კატერით - კარიესში (წმინდა მთის დედაქალაქში). არსებობს რეისები ურანოპოლისი - ივერონიც კი!
აბა, გისმენთ.....
მოკლედ, ვადგენთ წამსვლელთა სიას. სავარაუდოდ, უნდა წავიდეთ 2008 წლის პირველ კვარტალში. მომზადებას იმდენი რამე ჭირდება, რომ ძალიან ნაადრევი არ გეგონოთ
კანონისტი
მნათე ?
ირაკლი
მნათე
საბერძნეთის საელჩოს მოთხოვნები ვიზის მისაღებად http://www.greekembassy.ge/documents/georg%20dik.pdf
ძალიან კარგი ადეაა! ერთხელ კი ვიყავი ხუთი დღით, მაგრამ ისე ჩქარა გაიარა ამ დღეებმა ვერაფერიც ვერ მოვასწარი... მხოლოდ შვიდი მინასტერი და ერთი სკიტი...
აუცილებლად წამოვალ! (ღვთის წყალობით რათქმაუნდა!)
თუ დააზუსტებთ თანხას ძალიან კარგი იქნება. მანამდე მოვემზადებით წინასწარ.
ხო მართლა! ბათუმელ ფორუმელებს გაირევთ ჯგუფში?
ერთს გთხოვთ იქ მომიხსენიეთ ლოცვებში...
მეც მომიხსენეთ რა თუ არ შეწუხდებით
თუ ღვთის ნება იქნა იქნებ მეც შევძლო წამოსვლა. გაზაფხულამდე დიდი დროა.
მეც მიმათვალეთ სიაში, ოღონდ საკმაო დროით ადრე შემატყობინეთ ფინანსების და სხვა საორგანიზაციო დეტალების შესახებ რომ შვებულება და სხვა მისთნანები რომ დავგეგმო
ახლა ვეცნობი ვიზის პირობებს...
1. კანონისტი
2. მნათე
3. ირაკლი
4. piligrimi
5. abo
6. ქავთარაძე ?
7. ნიკოლოზ_V
8. shota_shotadze
9. sxalteli
10. ალექსანდრე
11. თემო
არასრულწლოვნების საყურადღებოდ:
საბერძნეთის კანონებით, თქვენი წამოსვლისათვის პასპორტთან ერთად საჭირო იქნება:
1. დაბადების მოწმობის ორიგინალი, ასლი (ასლს დაიტოვებენ)
2. მშობლების ქორწინების მოწმობა
3. მშობლების თანხმობა თქვენ წამოსვლაზე + ვის ანდობენ თავის შვილს (იმედია მე )
გოგოების საყურადღებოდ:
იმის გათვალისწინებით, რომ უძველესი ტრადიციისა და საბერძნეთის კონსტიტუციის 103-ე მუხლის თანახმად, ათონის წმინდა მთის ავტონომიურ სამონასტრო რესპუბლიკაში არ დაიშვებიან მდედრობითი სქესის წარმომადგენლები და უცხოდ-მადიდებლები, შეგიძლიათ გამოგვყვეთ და დარჩეთ თესალონიკში სადაც მოილოცავთ წმინდა დიმიტრის ნაწილებს, შემდეგ კი ეწვევით მეტეორას მონასტერს
რა კარგია მოგვიხსენიეთ მაინც გოგონები ისედაც ვიჩაგრებით
გამარჯობათ,
ეხლა გადავქექე ეს თემა და მაინტერესებდა მიახლოებითი თანხა მაინც რო დაგეწერათ მე ვერ ვნახე აქ ......
მაინტერესებს რა ჯდება
ადრე მთხოვა დავითმა, ვერ მოვახერხე აქამდის, ამიტომ არ მინდა რომ საერთოდ უპასუხოდ დავტოვო, რაღაც ინფორმაციებს ჩემს თემაში "ზაფხულის ჩანაწერებში" ნახავთ, რაღაც დეტალებს დავაზუსტებ ნელნელა, დღეს რაც გამახსენდა
ა. თესალონიკი-ურანუპოლისი
ავტობუსები დღეში რამოდენიმეჯერ გადის,მაგრამ ავტოსადგური საკმაოდ მოშორებულია ცენტრიდან,მაინც ადვილად მიაგნებთ, რადგან ახლოსაა ცნობილე "IKEA"-სთან, იქვე მიდიან ავტობუსები ცენტრიდან, ეგნატიუსიდან ( ასე ქვია ცენტრალურ გზას) და რკინიგზის სადგურიდან, ბილეთებს თუ ცოტა ადრე აიღებთ კარგს იზამთ, ფასი არ მახსოვს, სადღაც 20-25 ევრო იყო... დავაზუსტებ... მაგ. დილით აიღებთ და საღამოს გაემგზავრებით ურანულოპოლისისაკენ.
ბ. ურანუპოლისი
ეს პატარა და ლამაზი დაბაა ზღვის პირას, თუ დროს დაიტოვებთ და ამ ლამაზ უბანსაც დაათვალიერებთ კარგ იზამთ, ბევრი რამის ყიდვა იქვე ზღვის ნაპირას გაშლილ ბაზრობაზეც შეგეძლებათ, იქნებ მერე შეძლოთ იმ საოცარ ზღვაში ცურაობა, ათონზე ამის საშუალება არ მოგეცემათ და თესალონიკში კი ისეთი წმინდა წყალი არ არის, სასტუმროსაც წინასწარ თუ დაჯავშნით კარგს იზამთ, რადგან ხანდახან ბუმია, თუმცა როგორც კი ჩამოხვალთ ავტობუსიდან, მაშინვე დაგხვდებათ ვინმე გაღიმებული, რომელიც ბინას შემოგთავაზებთ, ფასები, როგორც მთელ საბერძნეთში , აქაც ხელმისაწვდომია, ჩვენ ერთ ღამეში საუზმითურთ 64 ევრო გადავიხადეთ რაც ძალიან იაფია ორი კაცისათვის, და თან ძალიან ლამაზი ხედები იშლებოდა ჩვენი სასტუმროდან და კარგი სერვისიც იყო და საუზმეც ( ), სურათებს ზემოთხსენებულ თოფიქში დავდებ, წინასწარ უნდა გქონდეთ ასევე მოთხოვნა გაგზავნილი ათონის მთის ვიზისათვის, რომელსაც სპეციალურ ოფისში მოგცემენ გამგზავრების წინ, ჩვენ თვეებით ადრე დავჯაშნეთ ყველაფერი, ჯერ ივერონიდან მივიღეთ დასტური და მერე უკვე იმ საბუთების ოფისიდან... ასე რომ საბუთებზე დიდი ყურადღებაა საჭირო!
გ. ათონის მთისაკენ
უცნაურია, მაგრამ ათონის მთა საკმაოდ ძვირია, ვიდრე თავად საბერძნეთი, შესაბამისად გადაადგილების საშუალებებიც ძვირია, დიდ ბორანს გადაყავახართ დაფნიმდე, მანამ კი სხვდასხვა მონასტერებთან აჩერებს, მათ შორის რუსულ პანტელეიმონთან, მაგრამ თუ ივერონში მიდიხართ, დაფნიში უნდა ჩახვიდეთ, ბორანზევე მოგიწევთ ვიდეოკამერებბის შენახვა, ათონის მთაზე ვიდეოს გადაღება აკრძალულია, ჩახვალთ რა დაფნიში გადაჯდებით ავტობუსში, რომელიც საკმაოდ ძველია, მაგრამ ლამაზი ხედები იშლება როცა ზემოთ ადის, ავტობუსი მიგიყვანთ ათონის მთის ცენტრამდე კარიესამდის. აქედან უნდა გაიკითხოთ ივერონისაკენ მიმავალ "მარშუტკების" ( იქაცაა ) განრიგი, იქვე გირჩევთ დააზუსტოთ ყველა განრიგი თქვენი გეგმის მიხედვით, ეს საკმაოდ ძნელი იქნება, რადგან ქაოსია სრული... ასევე სანამ რომელიმე ტრანსპორტში ახვალთ ან წინასწარ იყიდეთ ბილეთი ან ფასი იყიდეთ, იქაც არიან აფერისტები!
დ. ივერონისაკენ
ივერონისაკენ, როგორც დაგიწერეთ, კარიესიდან მიდის მცირე ავტობუსები ან მარშუტკები, უნდა გაითვალისწინოთ, რომ გადაადგილება ათონზე ძირითადად დღის პირველნახევარში ხდება, როგორც მიწის ისე ზღვის ტრანსპორტი დღის მეორე ნახევარში ფაქტობრივად არ დადის, ამიტომ კარგი იქნება, თუ საკუთარი ტრანსპორტი გექნებათ, ამის შესახებ , ვერაფერს გეტყვით... ივერონის მონასტრის კარიბჭესთან გამოკრულია ავტობუსის მოსვლის და გასვლის განრიგი, რაც კარგად უნდა დაიმახსოვროთ, თუმცა დაგვიანებებიც მოსული ამბავია , შიგნით არის სპეციალური სასტუმრო შენობა, სადაც მიგიღებენ, ცოტა ლოდინი აქაც მოგიწევთ, მაგრამ არ მოიწყინოთ, იქვე იქნება ცივი წყალი და ლუხუმი და მიირთვით, იმის შემდეგ რაც დაბინავდებით, კარგად გაეცანით შესასვლელთან გაკრულ განცხადებებს, იქაა ინფო ათონის კატარღების, ტაქსის და სხვათა შესახებ.
დღეს საკმარისია...
იხარეთ,
კაიროსი!
KAIROS
გაიხარე
გავითვალისწინებთ
სამწუხაროდ ათონზე ასე ადვილი არ არის წასვლა და თან ძალიან დიდ დროს მოითხოვს მაფგის მომზადება
ჩემი ახლობელი ათონის მთაზე არ გაუშვეს, სხვათა შორის ეთნიკური კუთვნილების გამო, სასულიერო პირების წასვლა ათონზე შეუზღუდავია, საეროსი შეზღუდული, ანუ კარგია წასვლისას თუ საბერძნეთის ვიზა გეგნებათ. ანუ მიდიხართ ზოგადად საბერძენთსი და არა კონკრეტულად ათონზე, სხვა მხროვ შორს ვერ წახვალთ დაიჯერეთ
მაშ ასე მეგობრებო, ბევრი რამ გავარკვიე უკვე
საბერძნეთის რესპუბლიკის ვიზის მისაღებად საჭიროა:
1. მოქმედი პასპორტი
2. შევსებული სავიზო განცხადება
3. ორი ბიომეტრული სურათი
4. ათონის მთიდან მოწვევის ორიგინალი
5. დაზღვევა
6. ცნობა სამუშაო ადგილიდან
7. სტუდენტთათვის - სტუდბილეთი
ხარჯები:
თბილისი - სალონიკი - თბილისი (არ ვიცი ზუსტად)
საბერძნეთის ვიზა - 150 ლ
ათონის მთის ვიზა - 25 ევრო
თესალონიკი-ურანოპოლისი - 11 ევრო
ურანოპოლისი-კარიესი - 8 ევრო
ამ დღეებში დავაზუსტებ მგზავრობის ღირებულებასაც
მგონი დროა, რომ უკვე დავიწყოთ სიის შედგენა
არასრულწლოვნებზე ცოტა გართულებულია პროცედურები
დავით, ათონის მთაზე ვის უნდა დაუკავშირდე უკვე იცი? თუ არა, მე მგონი შემიძლია გაგიგო ივერონის მონასტრიდან ან ვატოპედიდან ბერების ტელეფონის ნომერი.
იოანა
ილია
ავტობუსების შესახებ:
თესალონიკიდან ურანუპოლისში
ყოველდღე დილის 06.00 რომ მიუსწროთ გემს: 09.45
სხვა შემთხვევაში ავტობუსები გადიან:
08.30, 10.30, 12.30, 14.30, 16.30, 18.30
ურანუპოლისიდან თესალონიკში
ყოველდღე 05.30, 07.30, 09.30, 13.00, 14.00, 16.00, 18,15
ინფორმაციებისათვის თესალონიკის ავტოსადგური: Markou Botsari & Karaiskaki strs. (Tel.031/924444)
დანარჩენი დაგიწერეთ უკვე წინა გვერდებზე
მე ნამყოფი ვარ.(ისე შეგახსნებთ გოგო ვარ და რომ ნანა მქვია).ხოდა იმასაც იტყვით იქ როგორ მოხვდიო.საბერძნეთში ვცხოვრობდი რამოდენიმე წელი და მოსალოცად ვიყავით წასულები,ოღონდ გემით და მეტი არაფერი,ანუ ხმელეთზე რა თქმა უნდა ფეხი არ დამიდგავს.მართლა არაჩვეულებრივია იქაურობა
თქვენ ოღონდ ამას დაადგით საშუელი,და თუ შემშურდეს რაა
სამი წელია მიდიხართ და ვეღარ წახვედით.. ერთი 5წლის მერე კიდევ შემოვიხედავ ამ თემაში,რა იცი რა ხდება
გუშინ დავბრუნდით ამ ადგილიდან..
http://www.radikal.ru
ikaragua
კიდევ დადე რა ფოტოები
მეც მივესალმები ფორუმელის სურვილს ძალიან საინტერესო იქნება ფოტოები და შთაბეჭდილებები
ikaragua
ბედნიერო
ფორუმელი ალბათ მარტო შენ ნიყავი ხო?
ხო, მარტო მე ვარ ფორუმზე..
დავდებ ეხლავე სურათებს.. ბოდიშით..
ეს ვატოპედის მონასტერია.. შიგნით სურათების გადაღება აკრძალულია, ამიტომაც მარტო გარედან მოვახერხე გადაღება..
აქ ბევრ სიწმინდესთან ერთად ინახება ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სარტყელი!
რომელსაც ვემთხვიეთ ღმერთის მადლით!!
დამიჯერეთ, უბედნიერესი განცდაა!
მთავარი ტაძარი დაკეტილი დაგვხვდა, გაგვიღო ბერმა და წარმოიდგინეთ, მოვხვდით სუნთქვისშემკვრელ გარემოში! ბიზანტიური ოქროსფერი ბრწყინვალება ყველგან, ხალხის შეწირული ძვირფასეულობით სავსე ხატები და უზამრაზარ თვალებიანი ბერი, უკეთილშობილესი ღიმილით.. გამოგვიბრძანა ლუსკუმა და შიგნით ეს უდიდესი სიწმინდე..
დამიჯერეთ, მაშინ გრძნობ რა უღირსი ხარ ადამიანი და რისი ღირსი ხდები იმ წამებში..
ეს ქალაქი კარიესია, წმინდა მთის ადმინისტრაციული ცენტრი..
ikaragua
ბედნიერო ჩემი მამაოც ათონის მთაზეა, 10ში ბრუნდება
ამ წელს თუ დაიგეგმა ათონის მთაზე მოლოცვითი ექსკურსია, ძალიან კარგი იქნება
იკარაგუა ბედნიერი კაცი ხარ, ბევრი მთელი ცხოვრება ოცნებობს ათონის მთაზე გამგზავრებას,შენ ეს უკვე შესძელი!
mtawmindeli
უბედნიერესი ვარ მართლა. ვერ გეტყვით და ვერ გამოვხატავ ყველაფერს. მეორედ ვიყავი უკვე ღმერთის მადლით და წყალობით!!
ეს წასვლა ძალიან გაგვიჭირდა, 1 იანვარიდან გვქონდა წმინდა კუნძულზე შესვლის უფლება, პირველშივე ვიყავით ურანოპოლისში (საიდანაც გადის გემი). როგორც გვითხრეს ღელვის გამო არ იქნებოდა გემი.. მოგვიწია დარჩენა, 1 და 2-ში დავრჩით, თან არ ვიცოდით წავიდოდა თუ არა გემი 3-ში მაინც. ვილოცეთ, ვილოცეთ და ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით მესამე დღეს რაღაც სასწაულით მივასწარით რომელიღაც პატარა კატერს, რომელმაც ჩაგვიყვანა ვატოპედამდე.
ikaragua
http://church.ge/index.php?showtopic=7432
შეუერთდი
ikaragua
მართლა საინტერესოა როდის მოეწყობა ათონის მთის მოლოცვა, ძალიან მინდა ამ წმინდა ადგილის მონახულება
წმინდა გიორგი და ექვთიმე ათონელები
წმ. იოანე და გაბრიელ ათონელები
წმიდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი
ეხ რამდენი ხანი ველოდე ამ ექსკურსიას მაგრამ
საბერძნეთში მცხოვრებ არალეგალებს აქვთ უფლება და შესაძლებლობა ათონის მთაზე მოხვედრის?
ახლა საბერძნეთში ვარ რამოდენიმე თვით და სამწუხაროდ არალეგალურად და ძალიან მინდა ათონის მთაზე რომ მოვხვდე
MONTY
ლეგალურად ჭირს მანდ მოხვედრა და არალეგალს ვინ შეგიშვებს?..
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience