ა.წ. 18 ივლისს იგეგმება ზემო ლომისის მოლოცვა, აბა დავირაზმეთ და ჩავეწერეთ სიაში :
დაწვრილებით დიონისე გაგვაცნობს მარშრუტს
მოკლედ. კარვულ სტილში დავწერ
თარიღი: 18 ივლისი
შეკრების ადგილი: სამთო ქიმია, დილის 8 სთ.
მარშუტი: თბილისი-ანანური-მლეთა-ზემო ლომისას ეკლესია
ფეხითაა მთაზე ასასვლელი და სასიარულო გვექნება დაახლოებით ასვლა 2 სთ, ჩამოსვლა 1.5 სთ (დამოკიდებულია თქვენს სპორტულობაზე)
20 კაციანი მარშუტკის ფასი იქნება დაახლოებით 150-160 ლარი.
ეს არის ხედი ზემოდან, მდინარე რომ ჩანს იქიდან მოგვიწევს ფეხით ამოსვლა. (სურათზე ხარვეზი არ შეიმჩნიოთ)
http://pix.ge/
ესეც ლომისის ეკლესია
http://pix.ge/
დანარჩენ დეტალებს დავწერ ნელ ნელა
წამომსვლელთა სია:
1. di_onise
2. ???
სიაში ჩაეწერეთ თქვენ თვითონვე
მინდა
ადგილები შეზღუდული არ არის. არც პლიუსების წამოყვანაა აკრძალული.
თუ ცოტანი ვიყავით უფრო პატარა მარშუტკით წავალთ, თუ 20 კაციანში ვერ ჩავეტიეთ, 2-ით ან ავტობუსით წავალთ
150-160 ლარი ძვირია
მაგ მარშუტზე 140 ლარზე მეტი არ უნდა გადაიხადოთ ნაზის მამას დაუკავშირდით წაგიყვანთ ალბათ.
ბიძია თომა
მაქსიმალური დავწერე ეგ, ვნახოთ ჯერ რამდენი იქნება მსურველი
di_onise
არა რავა ვაფრთხობ ხალხს, იქ ყველა ქართველ უნდა იყოს ნამყოფი, საოცარი ადგილია, სვენებ სვენებით ვედით ჩვენც... დაღლა უკვე დამავიცყდა
18-ში მგონი კი მეცლება შვებულებაში უნდა ვიყო წესით, ნამყოფი კი ვარ მაგრამ ფორუმელებთან შეხვერდრა მომენატრაააა
მოვდივარ.
Ismail +
ოღონდ როგორმე იქნებ არ ჩაიშალოს რა.
მომწონს იდეა. შეიძლება წამოვიდე. ოღონდ სიაში არ ჩამწეროთ ჯერ.
Atman
ხო წამო, მაინტერესებს ვინ მიოფებს და მირევს განყოფილებას... : )
ზუსტად ვერ მივხვდი ვინ მოდის მაგრამ სიას დაუმატეთ მხევალი და ზაქარია. რა ტქმა უნდა ორი ადგილი გაითვალისიწნეთ :
თქვენ თვითნ მიაწერეთ თქო თქვენი თავები
1. di_onise
2. ანუკა
3. Ismail
4. მხევალი ნინო
5. ზაქარია
6.???
ისე რამე რო იყოს ადმინი მთავარ გვერდზე არ გამოიტანს ამ თემის ლინკს?
წაქმოდით წამოდით, ნუ დაიზარებთ ფეხით სიარულს. ლამაზ ადგილებთან ერთად ჩვენ გველოდება
http://pix.ge/
და
http://pix.ge/
ბოდიში მმარხველ ხალხთან
Atman
კაი რა.
თუ ეგრეა რით განსხვავდება ქათამი, თევზი და ძროხა?
მე ქათამი უფრო მიყვარს და მეცოდება თუ ეგრეა.
და ძროხისთვის თვალებშიც ჩამიხედია, ჩემი ხელითაც გამიზრდია და დამიკვლია კიდეც. გემრიელადაც მიჭამია
პ.ს. კიტრი და პამიდორი არ გეცოდება?
მარა ამ თემაში ესენი რა შუაშია,
ექსკურსიის თემაა ეს.
izi-bartki
კი დაახლოებით ეგეთია.
ადვილი გზაა. ეხლა თოვლი და ტალახიც აღარ იქნება თუ წვიმამ ამ მოგვისწრო და სირთულე ნამდვილად არაა.
აი ესეთია
http://pix.ge/
di_onise
მშვენიერია.ყდოდა ხომ გახსოვს და ვერ წამოცედი, ყველანაირად ვეცდები რომ წამოვიდე,შარშანაც მინდოდა და ვერ წამოვედი ხომ გახსოვს ახლა მაინც მოვილოცო
izi-bartki
წამო წამო, არ ინანებ
მაგარი აზრია, ძალიან მომწონს, მეც სიამოვნებით შემოგიერთდებით თუ მიმიღებთ
ეკატო
ისა და, მლეთაში რომ დაგხვდეთ არა? :? ყაზბეგში ვიქნები მაგ დროს სავარაუდოდ, არა და ძალიან მინდა
რატომ უნდა ჩაიშალოს? მთელი კვირაა წინ, ადმინს მივწერე და გამოიტანს იმედია მთავარ გვერდზე თემას.
მთელი გულით გგულშემატკივრობთ, ნეტა შემეძლოს წამოსვლა
ვისაც სურვილი გაქვთ წასვლის, გადააკოპირეთ სია და ქვემოთ მიაწერეთ თქვენი თავი!
წამომსვლელთა სია:
1. di_onise
2. ანუკა
3. Ismail
4. მხევალი ნინო
5. ზაქარია
6. mtawmindeli
7. ??
ადგილები არის, წინ გელით ულამაზესი ხედები, სითბო და კარგი ადამიანების კომპანია! :რეკლამა:
ნანინა
შენ უარს ვინ გეტყვის არა კი არა, აუცილებლად წადიი
ძალიან ცუდი.
იქნებ გავაგებინოთ სხვებსაც, ძველ ფორუმელებსაც, არ რომ აღარ შემოდიან, თორემ 6 კაცის წასვლა სისულელეა, ვერც წავალთ.
ნანინა
რავა არ შეიძლება. ჩაგწერო?
ისა და 18-ში არ წამოხვალთ ლაგოდეხის ნაკრძალშI?
თუ არა და არ ჩაგდოთ ეს გასვლა სარეისოთი მაინც წადით.
ბიძია თომა
ლაგოდეხსჰი რა გინდა 18-ში? ეხლა არევებს არ ვართ... ხო იცი მერე აზრი გაიყოფა და....
შედეგი ბევრჯერ გაქვს ნანახი
.ნინო
მე რომ ჩანჩქერშI მინდა ბანაობა.:D:D:D:D
არა არა ეს ისე ხუმრობით წადით წადით გზებიც დამილოცნია.:*
რომ მეცალოს შემოგიერთდებოდით.
ბიძია თომა
იმ ჩანჩქერში ბანაობა? იქ დარჩენას აპირებ შენ?
არა რა ლომისას და ლაგოდეხის შედარება არც შეიძლება,
ლომისაზე წადით....
ორივე კარგია და არაჩვეულებრივი, მაგრამ მე ლაგოდეხში მაგალითად მეორედ არ წავალ, აი ლომისზე კი
მე კი ლაგოდეხშIც სიამოვნებით ვივლი ყოველ კვირა.
ინტრიგა ჩავაგდე არსად არ მივდივარ არა.
di_onise
ეხ, ცუდია რა
ჩაიშალა ?
jkizen
აბა არ გროვდება ხალხი და. 20კაცი მაინც ხო უნდა მოგროვდეს და დღეს ოთხშაბათია. ისე ნეტა ადრე გაგეხსნათ
ხოო ცუდია, ხალხის ნაკლებობას ცხელი ზაფხული იწვევს 1/4 გაკრეფილია უკვე დასასვენებლად გრილ ადგილებში
:|
sandro40
მგონი არ ჭრის... :|
ისმაილ რამფერ ხარ ძამა? რას შობით? მწვადებზე მიდიხართ ვითამ? )))))))))))
მეგობრებსაც შეეხმიანეთ და შესთავაზეთ წასვლა, 15 რომ მოგროვდეთ თანხა მაინც არ იქნება ბევრი დასადები, ასე რომ მაინც სცადეთ
ფულს რამდენს დებთ?
დეტალები არ დამიწერია.
16 კაციანი მარშუტკა იქნება, მეტი არცაა საჭირო თუ წავედით. 130-140 ლარი მარშუტკას.
საჭმელებზე კიდევ, გზაზე აქედან გავლისას ფაცხებში შევუკვეთავთ ხინკალს და მწვადს და იქიდან რომ ჩამოვალთ გამზადებული დაგვხვდება ყველაფერი.
ლომისობაზე რომ ვიყავით სუფრა კაცზე 10 ლარი დაგვიჯდა მარტო მაგრამ ყოველი შემთხვევისთვის საჭმელზე 12-13 ლარი გვედოს ჯიბეში.
მარშუტკაზეც 10 ლარი დაახლოებით, გააჩნია რამდენი წამოვა.
jkizen
ზაფხული რა შუაშია. ფორუმი რო ფეხს იკიდებდა ზუსტად შუა ზაფხულში 3 მარშუტკით ვიყავით წასული ყაზბეგში. შემდეგ 2 მარშუტკით ცაგერში იყვნენ.
ასე რომ სხვა მიზეზებია უფრო
di_onise
მერე რო დააკვირდე სხვა მიზეზი რა უნდა იყოს , ფულის არ იქნება იმიტომ რომ კაცს 10 ლარზე მეტი თითქმის და არ უწევს და სხვა მიზეზეი მე ვერ ვჰპოვე
კარგად იყავით, მე უკვე შევცვალე გეგმები. გერგეთზე მივდივარ...
რაღაც ჯადო სჭირს ფორუმს, არადა, მოლოცვებს ვერ ავუდიოდით...
Atman
ერთი კვირით რო გადავწიოთ არ გამოვა ნეტა, მეც წამოვიდოდი. 18 ში ვერ ვახერხებ და კიდევ ერთი კვირაც რო მოვიცადოთ იქნება ხალხიც უფრო მეტი შემოგვიერთდეს.
ანუ ივლისის ბოლოს წავიდეთ, მერე აგვისტოში ყველა გაიკრიფება და მართლა ვეღარ მოვახერხებთ.
თუ წასვლაა ივლისში უნდა წავიდეთ.
terra
ტერა, სად ხარ?
მხევალი ნინო
აქ
Atman
1. di_onise
2. ანუკა
3. Ismail
4. მხევალი ნინო
5. ზაქარია
6. mtawmindeli
7. Ismail-ის მეგობარი
აჰა, მე-7 კაციც მოვამატე, ოღონდ კიდე გვინდა ერთი 8-9 კაცი... : (
Lego
გადაიდო ეს გასვლა, სანამ ხალხი შეიკრიბება.
შემდეგ კვირას არ მოხერხდება, არტგენია და იმის მერე, როცა კი ხალხი მოგროვდება წავიდეთ არაა პრობლემა
გავაჩნაძიანდა
ასე უცებ რატომ ჩაიქნიეთ ხელი, ჯერ კიდევ გაქვთ წინ 3 დღე და იქნებ შემოგიერთდეთ ვინმე
აბა როგორ ხართ ფორუმელებო? მომენატრეთ მაგრად ხვალ გეტყვით მოვდივარ თუ არა ჯერ არ ვიცი იმედია წამოვალ
ერთად წასვლა მეათე ხარისხოვნად რომ გაქვთ მიჩნეული მაგიტომაც ვერ მიდიხართ
გუშინ ვიყავი.. სავსე ვარ.. : ) ძალიან კარგი იყო...
გერგეტზე ვიყავი
ფორუმელებს რა სჭირთ ვეღარ გავიგე. არ მეცალა ფორუმისთვის და ფორუმული მოლოცვებისთვის და ზურგჩანთებს არ დებდით, მოვიცალე და..
აბა რა ხდება, არ მიდიხართ?
არადა თავისუფლად შეიძლებოდა რეისის მარშუტკით წასვლა და იქნებ გეფიქრათ?
ეკატო
გვიანია უკვე არა და ხალხი საკმაოდ იყავით რომწ ასულიყავით მთავარია სურვილი და მონდომება.
მხევალი ნინო
გაიხარე ნი ვამაყობ შენით
იყო ვინმე?
იმედა ცხადია წავიდოდა, არა?
სარეისოთი, რამდენიმე ადამიანის წასვლა რომ მდომნოდა აქ არ დავწერდი ამას.
ერთად მინდოდა წავსულიყავით, მარა რა ვქნა, იმ 20 კაცსაც კი არ უნდა ერთად წასვლა და....
ხალხნო ახალ თემას არ გავხსნი და აქ გეტვით ბარემ...
ამ შაბათ კვირას დავგეგმოთ რა სადმე გასვლა... გასვლა გასვლად შეგვრჩება და ამავდროულად გაგიცნობდით კიდევაც...
როგავა
წავიდეთ, მეც წამოვალ
თუ სადმე წახვალთ, მე აუცილებლად წამოვალ, მაგრამ ელემენტარული ორგანიზებაა საჭირო.
თუ ვინმე მოახდენს ორგანიზებას, მე მოვდივარ.
ეჰ!..
არ წასულხართ ?? თუ უკვე იყავით???
Ismail
რას ეძახი კაცო ორგანიზებას?
მარშუტკაც ნანახი მყავდა და იქაურ მეხინკლეებსაც დავუკავშირდი და, ხალხს სათითაოდ ვერ დავპატიჟებდი მე.
ვერ ჩამოვივლი და ყველას ვერ შევეკითხები აუ წამოდი რა-თქო
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience