http://www.radikal.ru
უფლის ამაღლება
და, აჰა, მე თქუენ თანა ვარ, ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა
აღდგომის შემდეგ უფალი იესო ქრისტე ორმოცი დღის მანძილზე მიწაზე იმყოფებოდა და მოწაფეებს ათჯერ გამოეცხადა. ამ ქვეყნად ხილული ყოფნის უკანასკნელ დღეს მან მოციქულებსა და მოწაფეებს უბრძანა, იერუსალიმს არ განშორებოდნენ. ელეონის მთაზე გაუძღვა მათ, იქ უქადაგა და სასწაულებრივი ძალის მოვლინება აღუთქვა: „მიიღოთ სული წმიდაჲ“. ელეონის მთაზე ხელი დაასხა ყველას, აკურთხა და მათ თვალწინ ცად ამაღლდა. ამაღლების დროს იქ იყო ყოვლადწმინდა ღვთისმშობელიც. ეკლესია ამგვარად უგალობს ამ სასწაულებრივ მოვლენას:
„სრულ ჰყავ რა ცხოვრება ჩვენი და ზეცისათა შეაერთნენ ქვეყანისანი, ამაღლდი დიდებით, ქრისტე ღმერთო, რომელი არასადა განეშორები, მხსნელო, არამედ ჰგიე განუშორებელად და ეტყოდი საყვარელთა მათ შენთა: მე მხოლო ვარ თქვენთანა და ვერვინ შემძლებელ-არს ვნებად თქვენდა“.
ელეონის მთაზე, როდესაც ღვთისმშობელმა თავისი ძისა და ღმერთის ამაღლება იხილა, კაცობრიობის გამოხსნის საქმის აღსრულებით გაიხარა. ჯვარცმული იესო ქრისტე მჯდომარეა მარჯვენით მამისა. იგი ამაღლდა, რათა მოავლინოს სული ნუგეშინისმცემელი, მან თვით უქადაგა მოციქულებს, რომ სულიწმიდის გარდამოსვლას დალოდებოდნენ. უფლის ამაღლებასთან დაკავშირებით ეკლესიამ დააწესა დღესასწაული, რომელსაც აღდგომიდან მეექვსე კვირის ხუთშაბათს ყოველწლიურად აღასრულებს. ძველ წინასწარმეტყველებაში ნათქვამია:
„შედგება იმ დღეს ფეხი მისი ზეთისხილის მთაზე, იერუსალიმის პირდაპირ რომ არის, აღმოსავლეთით“.
- See more at: http://orthodoxy.ge/tveni/gvtismshobeli/14_amagleba.htm#sthash.q6CSs10w.dpuf
მრავალს დაესწარით ხალხებო!
გიოლოცავთ და გისურვებთ ყველას სულიერ ამაღლებას. უფალი იყოს ცვენი შემწე და მფარველი.
გილოცავთ უფლის ამაღლებას.
A.V.M
ძვირფასო ფორუმელებო გილოცავთ ამაღლების ბრწყინვალე დღესასწაულს, შეგეწიოთ მისი მადლი და ძალა
მეც გილოცავთ მაგრამ გურამმა არ გახსნა ამაღლებაზე თემა? გურამ სად ხარ?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)