ახალი თემა გავხსენი ჩემს განყოფილებაში.
გადავავლე თვალი და ვერ ვნახე ამის იდენტური და ამიტომ ახლის შექმნა მომიწია.
ძალიან კარგია , რომ ჩვენს საყვარელ ფორუმელებს მუდამ ვულოცავთ დაბადების დღეებს , მაგრამ ამის გარდა სხვა მისალოცი თარიღებიც ხომ არსებობს?
ხოდა სწორედ მათ შესახებ იქნება აღნიშნული თემა.
თემას ერთი სასიხარულო ამბის ცნობით გავხსნი!
მოგახსენებთ რომ სულ რამდენიმე დღეა ჩვენი ფორუმელი სიდი:
http://church.ge/index.php?showuser=3444
მამა გახდა.
ვულოცავთ მას ამ მართლაც ღირსშესანიშნავ მომენტს ცხოვრებისას და ვუსურვებთ რომ ღმერთმა წყალობა არ მოაკლოს პატარა ანას!
ვულოცავ სიდს!
ვუსურვებ ღირსეული მამობა გაეწიოს და მისი ანი ჭეშმარიტი ქართველი ქალი დამდგარიყოს!
ღმერთმა გაგიზარდოს syd
Syd გილოცავ! ღმერთმა ჯანმრთელი და ბედნიერი გაგიზარდოს!
Atm@n
George Leluashvili
A.V.M
დიდი მადლობა, გაიხარეთ
ვაა, რა ლამაზი ამბავია!!!!!!!!!! სიდ, გილოცავ და ბედნიერი მამობას გისურვებ კიდევ გაგამრავლოს უფალმა, მინიმუმ შვიდი შვილი გაჩუქოს და ყველა სასახელო გაგეზარდოს
syd
ვა, გილოცავ მამიკო ^^
დედასაც ვულოცავ, მესიმპაწიურებოდა მაგის პოსტები ამ ბოლო დროს არ ვიცი რა ნიკით პოსტავს იქ.
ისე, რა კარგია ამ თემაში რომ შემოვიხედე, ძლივს ერთი კარგი ამბავი გავიგე და ახლა მთელი საღამო კარგი განწყობა მექნება, თორე მიმდინარე მოვლენების ფონზე, დეპრესია მჭირს მგონი
syd
გთხოვ, შენი პაწუკას ფოტოები დაგვიდე, რომ ვისიამოვნოთ და კეთილი სურვილებით ავავსოთ
syd
მაგარია, გილოცავ, ბედნიერი და ჯანმრთელი გაგიზარდოს ღმერთმა, შენთვის და ასევე ყველასთვის სასახელო და საამაყო ქალი.
სურათებიც მოგვაშველე, ვნახოთ ჩვენი ახალი ფორუმელი რა ქალია
ამ 3 კვირაში, სამი პატარა გოგონა დაიბადა, 3 კვირის წინ ჩემს ერთ მეგობარს შეეძინა მარიამ-ელიზაბეთი, 18 სექტემბერს კი მეორე მეგობარს სოფია-მარიამი. დღეს კი ჩვენი სიდის პატარა ანას დაბადებაც გავიგე.
მიხარია ხალხნო, ამრავლოს ღმერთმა ქართველები.
marine
ქევანა
ნაინა
უღრმესი მადლობა
ისე ამ ორ ორი სახელების დარქმევა ამ ბოლო დროს მაგარ მოდაში შემოვიდა საქართველოში
ესეც ჩემი ღაბუა ჩიტი, ახალგამოჩეკილი
http://www.radikal.ru
syd
ულამაზესი ბავშვია, ღმერთმა ბედნიერი გაგიზარდოს.
ნაინა
დიდი მადლობა კიდევ ერთხელ
syd
ნაინა
რომელ ქვეყანაში? ესპანეთში მაგალითად კი ქვიათ ორი სახელები მაგრამ ყველას არა. მაგრამ აქ სამაგიეროდ ორი გვარი ეძლევა ბავშვს, დედის და მამის.
syd
შტატებში, ამერიკაში ვარ.
აქ ფაქტიურად სავალდებულოა ორი სახელი, გვარი არა, თუ მშობლებს არა აქვთ სურვილი რომ ბავშვმა დედის და მამის გვარები ატაროს.
ორი კი არა აქ ზოგს სამი და ოთხი სახელი ჰქვია.
რა მაგარი ტიპია...
syd
გილოცავ. ბავშვზე დიდი ბედნიერება არაფერია ცხოვრებაში
ღმერთმა დალოცოს და მხოლოდ სიხარული გვანახოს ჩვენი შვილების.
k@the
დიდი მადლობა. როგორც მივხვდი თქვენც პატარა ბაია გყოლიათ. ღმერთმა გაგიზარდოთ ჯანმრთელი და ბედნიერი.
syd
მადლობა. ჩემი პატარა უკვე 2 წლის გოგოა ))) და თვითდამკვიდრებას ცდილობს ოჯახში ხმის უფლებით .
სიდს უკვე მივულოცეთ მამობა.ახლა სერგის ჯერია.
შეგახსენებთ რომ საუბარი მაქვს ამ კაცზე-http://church.ge/index.php?showuser=12672 ,
რომელიც ჭარმაგი ფორუმელია. თუმცა პაროლი დავიწყებული ჰქონდა და ახალი ნიკით დარეგისტრირდა.
სხვა ყველაფერთან ერად ცემი ჯგუფელია სემინარიაში და დღეს მამა გახდა კაცი .
http://church.ge/index.php?showtopic=2210&st=300
ღმერთმა გაუზარდოს პატარა ანდრია ისეთ ვაჟკაცად როგორც თავად სურს და ხვალე დაგვიდოს პატარა ,,ტოლმის'' სურათები.
(დღეს მე და ლელუაშვილი ვეწვიეთ. მე გემრიელად მივირთმევდი ბარკლებს , გიორგამ კი ნიახური და პრასი გააწყო მაგიდაზე.
(შემდეგ ატმანიც შეუერთდა სუფრას...)
Upalma gauzardos sadideblad gvtisa! Dalocvili baia iyos,gaxarebuli da sasaxelo kaci!
სერგის აქაც ვულოცავ მთელი გულით და სულით ამ უზარმაზარ ბედნიერებას
http://www.radikal.ru
ნახეთ რა კაცი შეემატა საქართველოს...
პატარა ტოლმა...
A.V.M
ტოლმა კიარა ჩემი ბოკვერია იმხელა ფაფარი აქვს წვერებიც ნამდვილი ქართველი მამაკაცია
syd,†სერგი
გილოცავთ, ღმერთმა დალოცოს პატარები თავისი მშობლებითურთ
ჩვენი ერთგული ფორუმელი – აკაკი ჯოხაძე (აკაკი) , გახდა იმ ჯგუფის ,,სინოდის'' წევრი რომელსაც ,,junor theologians'' ქვია . ჯგუფი შედგება ახალგაზრდა , ჭკვიანი თეოლოგების მიერ რომლებიც აქვეყნებენ სხვადასხვა პუბლიკაციებს. ვულოცავ აკაკის ამ წარმატებას და ვუსურვებბევრი სასარგებლო გაეკეთებინოს ამ ჯგუფისთვის , ფორუმისთვის და ეკლესიისთვის . ეს კი მისი პირველი სტატიაა მგონი :
http://jtheologians.wordpress.com/2013/07/23/%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%9D%E1%83%A0-%E1%83%95%E1%83%AE%E1%83%94%E1%83%93%E1%83%90%E1%83%95%E1%83%97-%E1%83%91%E1%83%98%E1%83%91%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A1-3/comment-page-1/#comment-17
მეც ვულოცავ წარმატებებს ვუსურვებ.
აკაკი
წინსვლას გისურვებ. კარგი ბავშვი ხარ
ვაიმე, მეც ვულოცავ!!!!!!!!!! ძალიან მიყვარს ეგ ჭკვიანი ბავშვი და სულ წინ-წინ ევლოს სულიერებაში
ძალიან მიხარია ამ ამბის თქვენთვის უწყება!
ჩემო ტკბილო ხალხო , ოდნავ ძველ ფორუმელებს ყველას გემახსოვრებათ გიორგი სარია .
http://church.ge/index.php?showuser=2386
ძალიან ჭკვიანი , მეგობრული და სანდო კაცი . სხვადასხვა პუბლიკაციების , ნაშრომების და შარშან გამოშვებული წიგნის–,,საქმე მოციქულთას განმარტების'' ავტორი .
დღეს გავიგე რომ მონასტერში წასულა და შემოსილა.
აი ფოტო!
http://radikal.ru/fp/a92d8248bb7a497180168f2a8bd219e3
უფალი შეეწიოს ამ მძიმე ჯგვრის ტვირთვაში!
marine
მართალი ხარ მარინე . ძალიან მაგარი კაცია...
რამდენიმე თვე ერთადაც ვცხოვრობდით და რავი რა...
არ ველოდი , მაგრამ უფალმა გააძლიეროს!
ღმერთმა გაძლიეროს.
A.V.M
ვა რა მაგარია! ძალიან მომწონს ეგ წიგნი, გამიხარდა! ქრისტე შეეწიოს,გაახაროს ,ნუგეში და სიყვარული არ მიოკლებოდეს ღვთისგან, ასე მითხრა ,როგორც კი პირველი წიგნი გაიყიდება,მეორეც გამოვაო, სულმოუთქმელა ველი
qetevano
ნუ მეცილებით რა...
ვულოცავ ქარიზმას ამ დიდ წარმატებას!!! ეს ერთი და სხვა მრავალი!!! მაინც რა ნიჭიერები ვართ ხაშურლები!!!
გაიხარეთ, დიდი მადლობა!
qarizma2
გილოცავ! წარმატებები!
ვისაც გახსოვთ ჩვენი ფორუმელი - აღმსარებელი - (ზვიად ცაბაძე) , გეტყვით რომ დაოჯახდა.
ღმერთმა აბედნიეროს და ამრავლოს . ჯიგარი , მცოდნე კაცია .
გაიხარე ძმა !
ჩვენი ფორუმელი - გიორგი სარია ბერად აღკვეცილა და გამხდარა ბერი ანდრია .
გიორგი სარია აღარ არსებობს ამქვეყნად !
გილოცავ ძმაო და მამაო ! შეგეწიოს უფალი !
http://radikal.ru/fp/850677c3a7f14384901ebfd7893f46e3
ეკატო გათხოვდა და მთელი გულით ვულოცავ, უდიდეს ბედნიერებას ვუსურვებ!!!
ღმერთმა აბედნიეროთ .
ფორუმზე ვინც ხართ დედები , ყველას გილოცავთ 3 მარტს !
ფორუმელქალბატონებსგილოცავთ , კლარა ცეტკინის ხსენების დღეს!
მრავალ როზაობას დაესწარით !
კაიროსი რომ გაბედნიერდა , რატომ არ აღნიშნეთ არავინ , ხალხებო ?
A.V.M
მიმილოცნია ასეთი მშვენიერი ამბავი. ღმერთმა სულ ბედნიერები ამყოფოთ მთელი ცხოვრება
ვააა კაიროსი კაცო? ჩვენი? ვულოცავ და ბედნიერებას ვუსურვებ!
P.S. რამე სურათს არ დადებთ?
MIRDAT
ქორწილის თუ ისე?
MIRDAT
ნეტა რა იცი , კაიროსი ვინაა...
A.V.M
ვიცი კაცო, სადღაც მყავს სურათში ნანახი და პოსტებსაც ხო ვკითხულობ მაგისას, აზრზე ვარ რა ტიპიც იქნება
თუმცა მაინც მართალი ხარ გურამ
MIRDAT
ძაან მაგარი ვიღაცაა .
ცოდნით თუ კაცობით ...
A.V.M
მე პირადად მივულოცე
,, მეგობრებო,
სასიამოვნო ინფორმაცია მივიღე დღეს (დაგვიანებით), რომ 2013 წელს აღმოსავლეთის ეკლესიათა სამართლის საზოგადოების მმართველმა საბჭომ ამირჩია ამავე საზოგადოების ნამდვილ წევრად. ''
კანონისტს არ მიულოცავთ ?
A.V.M
ძალიან კარგია, მიხარია ვულოცავ.
ვისაც გახსოვთ ჩვენი ფორუმელი ზვიადი - (აღმსარებელი) , მოგახსენებთ რომ მამა გახდა და შეგიძლიათ მიულოცოთ !
ვულოცავ
ვულოცავ ზვიადს. ბედნიერ მამობას ვუსურვებ, ჯანმრთელი და სასახელო შვილი გაზრდოდეს.
ნაინა
ვუერDები მილოცვას ღმერთმა სასხელო შვილები მიჰმადლოს
მხევალი რომ დედა გახდა იცით ?
A.V.M
უი არ ვიცოდი, ღმერთმა ბედნიერი დედა ამყოფოს და დედა ღვთისა ფარავდეს მას და მის პატარას მუდამ
G_saxva
შენ სურათიც არ გექნება ნანახი , პატარა მხევალის ...
A.V.M
არა არ მაქ ნანახი და დიდი სიამოვბნებით ვიხილავ თუ გვხვდა წილად ბედნიერება.
სახვას არ მივულოცოთ გაბედნიერება? ფოტოებს იმედია გვაღირსებს მალე
კიდევ ერთხელ გილოცავ და უუუუუუუუუუუუუუუუუუდიდეს ბედნიერებას გისურვებ
qetevano
ქეთ, შენგან გავიგეე იმრავლონ და იბედნიერონ!!!!
qetevano
marine
მადლობა ახალგაზრდებო თქვენთვისც მალე მომელოცოს
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience