ჰა არ ვულოცავთ ჩვენს ბიჭებს წარმატებებს კალათბურთში??? მოდით ვისაუბროთ,ვიკამათოთ ჩატარებულ შეხვედრებზე...
პ.ს. ისეთებმა დაპოსტეთ რომ გაგეგებათ ამ სპორტის
ვულოცავ ვულოცავ. დამაწყდა ნერვები მთელი კვირაა უკვე
ფეხბურთი მაინც იყოს,მაგრამ არც კალათბურთში ვარ ჩაინიკი.
გილოცავთ ყველას!!!
რას ვერჩით ამ ბიჭებს.ჯერ ,,ბე"დივიზიონიდან გადავიდნენ ,,ა"დივიზიონში"მერე პირველსავე სეზონში გავიდნენ ევროპაზე და შემდეგ,პირველსავე წელს ჯგუფიდან გავიდნენ.როგორღა უნდა მოგიტრიალდეს ენა მათზე რომ ცუდი თქვა.
ეხლა ცუდი ამბავიც.მიკლედ უახლესი ინფორმაციის თანახმად ზაზა ფაჩულიამ ქვედა კუნთის ძარღვი გაიწყვი და ნაადრევად დაემსვიდობა ევროპას.
მაგრამ რას ვიზავთ.იმედია კოკოშკოვი(კოშკა ხო ჯობია) რამეს მოიფიქრებს და გვიშველის.
პ.ს.სხვათასორის ქართველებმა რეკორდიც დაამყარეს.პირველი გუნდია ევრო ჩემპიონატზე,რომლებმაც პირველსავე ,,ევრობასკეთზე"მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა!!!
პ.ს.სხვათაშორის ქართველებმა რეკორდიც დაამყარეს.პირველი გუნდია ევრო ჩემპიონატზე,რომლებმაც პირველსავე ,,ევრობასკეთზე"მოახერხეს ჯგუფიდან გასვლა!!!
A.V.M
ხო ფაჩულიას ეგ ძველი ტრავმა ქონდა მგონი...მაგრად გავიწიეთ წინ...
orthodox-georgia
ჰო..
არ შემარჩინოთ ეხლა არაფერი...
orthodox-georgia
გეთანხმები აფხაზ!
საქართველოს ნაკრებმა დაანახა ყველას,რომ ნებუსმიერ მეტოქესთან იბრძვის.
ვნახოთ რა მოხდება,ეს სპორტია და ყველაფერი შეიძლება მოხდეს.
A.V.M
დღეს კალათბურთს საქართველოში კალათბურთელები თამაშობენ,
ეროვნულ ნაკრებში კი გვარები და ამაშია საქმე.
A.V.M
ფაჩულია დიდი ძალაა(და ასეც უნდა იყოს)მაგრამ ეს ჭიდაობა არაა,რომ ერთი კაცი ჭიდაობდეს და მორჩა,გუნდურია კალათბურთი და სწორედ ეს შეკრულობა და საერთო მიზნისკენ სწრაფვა უნდა გახდეს წარმატების საწინდარი.
მაგრამ თუ აქამდე მიზანი რთული იყო,ეხლა ზაზას გარეშე ორმაგად გართულდება.
მე სადამდეც ახლა მივედით, იმითაც ძალიან ბედნიერი ვარ. ანალოგიურ შედეგს ჩვენი ფეხბურთელები ალბათ კიდევ 50 წელი ევრ მიაღწევენ
მთავარი მწვრთელი კოკოშკოვი უნდა მიხვდეს, რომ ზონური დაცვა არ გამოსდით ბიჭებს,რასპასის დროს ყოველთვის ვიღაცა სამქულიანზე ეპარებათ,ყველა თამაში მაგის გამო წავაგეთ ,გვტენიან სამქულიანებით და ხელისშემშლელი არავინაა,არ გამოდის ზონური დაცვა!
რაც შეეხება ცენტრს:ცქიტიშვილს და შერმადინს,ვერცერთი ვერ თამაშობს, მე პირადად ისევ სანიკიძე,მარკოიშვილი,ჰეინსი,
ენგელიას იმედი მაქ.
დღეს რაგბის მსოფლიო ჩემპიონატიც დაიწყო. წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს
orthodox-georgia
წარმატებებიიიიიიიიიიიიი
ჩვენ მაინც გავარდნილები ვართ და დაიკიდეთ ნუ მაინც პრესტიჟის ამბავია, რომ ბოლოსწინაზე გავიდეთ სად ჩვენ და სად წეღან ლიტვა-საფრანგეთი რომ გადიოდა, ეეხ.
subterranean
შენა და ფეღბურთზე ხო არ საუბრობ?? ჰეინსიმ რაც თავი გამოიჩინა ეგრე ეთამაშა ნეტა ყველას: (
დღევანდელი წაგება არ გვეპატიება.... სამწუხაროა ძააან...
mari-mari15
უF მომეშალა ნერვები...
შEნ ჩემი თქვი
mari-mari15
შენი როგორ ვთქვა ჩემი ძლივს ვთქვი
ძლივ ამოვიღე ხმა ბიჭო... ეს რა გაგვიკეთეს რააა....
ბოლო მატჩი დაგვრჩა საბერძნეთთან
ცუდია,რომ ორი მოგებული ტაიმის მერე მაინც დავმარცხდით.
არა უშავს,დებიუტისთვის საკმაოდ კარგია და იომედია ბიჭებიც გამოცდილებას შეიძენენ.
მაკედონია ყოჩაღ
მაკედონიას მართლა ყოჩაღ და ვის მოწონს ჰეინსი არ გადამრიოთ ეხლა ხალხო!!!
დაიწყეს ჩვენმა რაგბისტებმა გუშინ. შოტლანდიასთან წავაგეთ 6-15. ლელო ვერ დაგვიდეს, მარტო ჯარიმები გაგვიტანეს.
თარსი თვე გვაქვს სპორტში
orthodox-georgia
18-ში თბილისის დროით 10 საათზე (დილის 10 საათზე ) ინგლისს ვხვდებით რაგბში
პ.ს. გადაგვივლიან
orthodox-georgia
ვერაფერსაც ვერ გვიზამენ
მეც მაგის იმედი მაქვს თოკა.
A.V.M
მაგრები ვართ ხომ იცით
მოკლედ მადლობა უფალს რუმინეთს მაინც მოვუგეთ.
ეს კარგია,მაგრამ ერთი ქართველი მაინც დამანახა არგენტინასთან წაგებას კლასს რომ დააბრალებს და არა ,,სუდიას."
მომწყინდა მესამე მსოფლიოა ამდენი ,,ღირსეულად წაგება."
A.V.M
მართალია ამხანაგური მატჩი იყო და ამასთანავე ხარისხიც საკმაოდ დაბალი მაინც სასიხარულოა,რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა წარმატებული მატჩი ჩაატარა და შინაურ კედლებში მოახერხა გამარჯვება...
მოკლედ და კონკრეტულად.
არ სეიძლება არ აღინიშნოს ის,რაც გააკეთა საქართველოს 17 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრებმა.
მათ ჯგუფში ჩატოვეს ისეთი ნაკრებები,როგორებიცაა-ინგლისი, ესპანეთი , უკრაინა და მოიპოვეს უფლება ევრიპის ჩემპიონატს ფინალურ ეტაპზე ასპარეზობისა.
მადლობა ამ ბიჭებს და წარმატებები ევროპაზე!
(საცა ინგლისი და ესპანეთი ჯგუფში ჩავტოვეთ, იქვე შეიძლება ევროპაზე საპრიზოზე გავიდეთ.)
ბელგია
საფრანგეთი
საქართველო
გერმანია
ისლანდია
ჰოლანდია
პოლონეთი
სლოვენია
ეს გუნდები მონაწილეობენ ჩვენთან ერთად ჩემპიონატზე...
A.V.M
გეთანხმები ისმაილ,მაგრამ უკვე მეორე ნაკადია ამ ასაკში კარგი კონტინენტია და ამან ნუნდა ჰპოვოს შედეგი რამდენიმე წელიწადში.
(ამ ხალხიდან და წინადანაც ვიცნობ ბIჭებს. მათთან ერთად მითამაშია და დიდი იმედი მაქვს მაგათი)
ეს თემა არ დახუროთ რა, გთხოვთ
სათაური აქვს მხეცური, პირდაპირ კაი დამრტყმელ–პურისმჭამელი ვაშკაცების
მოკლედ ვინ რამდენად ხართ დაინტერესებული ფორუმზე ფეხბურთით არ ვიცი,მარა 2 ახალი ამბავი მაქვს.
1-ცუდი-ქუთაისის ტორპედო დაემშვუიდობა ევროპა ლიგის გათამაშებას დღეს.
2-კარგი-რუსთავის მეტალურგმა ორივე მატჩში პირწმინდად გაანადგურა მეტოქე ალბანური გუნდი და გადავიდა შემდეგ ეტაპზე.
ვულოცავ მეტალურგის ყველა გულშემატკივარს ამ წარმატებას...
შეგახსნებთ რომ გორის დილა წარმატებით გამოდის ევრო სარბიელზე და უეფას თასის ფლეი-პფის მეორე ტურში, დანიული ორჰუსი უშანსოდ დაამარცხა.
გილოცავთ ყველას ლაშა შავდათუაშვილის წარმატებას და პირველ ოლიმპიურ ოქროს ლონდონში.
ეგ ერთი და სხვა მრავალი.
(ამასაც თუ არ გამოეხმაურეთ ...)
მეც ძალიან ვბალიშიკობ ყველა ოლიმპიადას
A.V.M
მართლა რა...
გორის წელია წელს...
შურიანო!
ჯიგარი ხარ...
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=gpbhq&seekTime=29-07-2012+20%3A15
უმაგრესი მოგება იყო. ვულოცავ ლაშას და სრულიად საქართველოს.
სანამ ეს ოლიმპიადა დამთავრდება მე ალბად ერთ-ორ ინფარქტს კი გადავიტან.
გუსინ როგორ მოგვიხსნეს 300 გრამის გამო ბიჭი.
http://www.radikal.ru
http://www.myvideo.ge/?video_id=1777736
მეც ვუერთდები თქვენს მილოცვას, მართლაც დიდი გამარჯვებაა, ყველას გილოცავთ. ჩემთვის ორმაგად სასიხრულოა ეს ფაქტი, რადგან ძიუდო ჩემთვის ძალიან ახლობელია, 13 წელი გავატარე ტატამზე და დღესაც ბეწვი მეშლება, რომ შევივლი ხოლმე დრო და დრო.ნამდვილად არ მეგონა თუ ეს ახალგაზრდა და გამოუცდელი ბიჭი ამდენს შეძლებდა, სასწაულივით მეჩვენება მისი ასეთი ბრწყინვალე გამარჯვება.
ყველაზე მეტად ლიპარტელიანის იმედი მაქვს, თუმცა ვშიშობ, რომ ფინალამდე ეგ და ილიადისი(ზვიადაური) შეხვდებიან ერთმანეთს და ვინ იცის ვინ გაიმარჯვებს, ჯარჯიც ძალიან მაგარი ძიუდოისტია.
A.V.M
ყველა სფეროში გვაქვს არაპროფესიონალიზმის გამოვლინება...
აბა ყველა გადავედით ოლიმპიადაზე.
წარმატებები-ვარლოამს,ნინოს და ჯარჯისაც...
ძალზედ სამწუხაროა, რომ ლიპარტელიანი დამარცხდა, თანაც ისეთ ბრძოლაში, რომელიც ძალიან იოლად შეეძლო, რომ მოეგო.თავიდანვე ეტყობოდა რაღაც სჭირდა, აშკარაა, რომ ან გადაიღალა, ან რაღაც ისე ვერ იყო.იქნებ ჯარჯიმ მაინც მოიგოს, თუმცა პირველ შეხვედრებში, ეგეც ცუდად გამოიყურებოდა.რუსს უკვე ბევრჯელ აჯობა და იმედია დრესაც გაიმარჯვებს.
ხახაბოელი
შეიძლება არ უნდა ვთქვა მაგრამ მეეჭვება საქართველომ ამ ეტაპზე ძიუდოსი რამე წარმატებას მიაღწიოს.
ხაბარელის გაშვება იყო დიდი შეცდომა და ვხედავთ შედეგს...
აბა ახლა წავედით და გორის ,,დილას'' ვუგულშემატკივროთ...
A.V.M
A.V.M
გორელებმაც გაგვიცრუეს იმედი.... ამდენი გაფრთხილებები რა უბედურებაა... უხეშად თამაშობდნენ ძალიან და ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენეს...
A.V.M
წეღან ვნახე შუკვანის წაგებული შეხვედრა და მაგრად გავნერვიულდი. აშკარაა რომ წააგებინეს და თან ყველაზე მეტად გამაღიზიანებელი ის არის, რომ ქართველი კომენტატორი იძახის დღეს არ დაუჩაგრიათო.პირველი გდება ვაზარი იყო და არა იუკო, მანამდე გასაფრთხილებელი იყო და არ გააფრთხილეს ფრანგი.მეორე გდება რომ გაუუქმეს, სამართლიანად რომ ემსაჯათ იპონით უნდა შეფასებულიყო. მოკლედ ქვეყანაზე სამართალი არ არის, არსად და არაფერში.
A.V.M
A.V.M
A.V.M
მასე მარტივადაც არ არის საქმე, რომ ვთქვათ უცხოელი არ გვჭირდებაო.საქმე იმაშია, რომ საქართველოში არ არის არც ერთი ძიუდოს მწვრთნელი, ვისაც შეუძლია სათანადოდ მოამზადოს ნაკრები ფიზიკურად, დასახოს გეგმა, ისე თანმიმდევრულად, რომ ფორმის პიკში შეხვდნენ შეჯიბრს. ჩემი აზრით ნაკრების საქმეში პოლიტიკა არ უნდა ერეოდეს, მთავარი მწვრთნელი ქართველი უნდა იყოს, მაგრამ ფიზიკური მომზადების მწვრთნელი აუცილებლად დაგვჭირდება უცხოეთიდან.
ხახაბოელი
სიდნეის ოლიმპიადაზეც ხაბარელი იყო მწვრთნელი მაგრამ შედეგი არ ჰქონია საერთოდ.მთავარი განა ნაკრების მწვრთნელია, მთავარია ნაკრებამდე მიმყვანი მწვრთნელი, რომელიც ბავშობიდანვე ზრდის სპორცმენს.ნაკრებში ჭიდაობას ვეღარ სწავლობ, ნაკრებში უკვე მოჭიდავე ხვდები. ხაბარელი კარგი მწვრთნელი იყო, მაგრამ მისი ასეთი კარგი შედეგი, განპირობებული იყო იმ კარგი თაობით,ახლა კი თაობათა ცვლაა. ფიზიკური მომზადება კიდე საქართველოში არ იციან, 13 წელი ტატამზე გავატარე, ხაბარელის ვარჯიშებზეც ვყოფილვარ, ტოტიკაშვილისაც, ლიპარტელიანისაც, თავად მე პროფესიით ძიუდოს მწვრთნელი ვარ და ვიცი, რომ ფიზიკური მომზადება მთლიანად საქართველოს სპორტის პრობლემაა და არა მარტო ძიუდოსი.
აბა ქართველებს ვუქომაგოთ ყველამ!წავედით!
ღმერთით ვიგებთ...
კიდევ ერთი მედალი გარანტირებულია.ლაშხი ფინალშია.
გვაქვს გარდა ამისა კიდევ ორი მედლის მოპოვების რეალური შანსი.
შეგვეწიე უფალო!
A.V.M
ნაინა
ლაშხმა სერიოზულ წარმატებას მიაღწია და ამისთვის მადლობა ვუთხრათ.
მეორეგან ბრინჯაო მსაჯებმა წაგვართვეს.
საერთო ჯამში ოქრო და ვერცხლი გვაქვს.უკეთესიც შეიძლებოდა მაგრამ არა უშავს...
მთავარია კლასიკური სტილით მოჭიდავეები კაცურად და ქართულად ჭიდაობენ და საერთოდ უილეთოდ არ ბრუნდებიან შინ.
კიდევ ერთი მედალი ავიღეთ, და პირველად შევასრულეთ დამოუკიდებელ საქართველოს ისტორიაში ე.წ. კომპლექტი, ანუ სამივე სინჯის მედალი.
იმედია და მჯერა რომ თავისუფალი სტილით მოჭიდავეები უკეთეს შედეგს მიაღწევენ.
გილოცავთ ყველას გორის დილას ამ მშვენიერ თამაშს!
დაუჭამიათ კვიპროსელებს ერთმანეთი,მთავარია უძლიერესი გუნდი გვყავს...
A.V.M
mariami-k
გორის წელიწადია წელს...
A.V.M
ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ფინალშიააააა .... ვუგულშემატკივროთ...
ესეც გორელიაააააააააააააააააააა
აბა... წარმატება ვუსურვოთ
გორის წელიწადია რა...
ჩემი სიტყვა დაიმახსოვრეთ რამდენ მედალს ველოდები თავისუფალი სტილით მოჭიდავეებიდან.
ღმერთო ოქრო!
A.V.M
უკვე მეორეთ დაგვაკარგვინეს მსაჯებმა მედალი!
რა თქმა უნდა შეცდომები იყო დაშვებული,მაგრამ ბოლო გდება შესაფასებელი იყო...
A.V.M
მსაჯებს დისკვალიფიკაცია მისცეს. მართალია ეს შედეგს ვეღარ შეცვლის და ოლიმპიურ მედალს ვეღარ დაგვიბრუნებს, მაგრამ ყველა დაინახავს რომ უსამართლობის მსხვერპლი გახდა ლადო...
ლადოს მოპოვებული ვერცხლი ოქროს ტოლფასია... ჩემთვის ის ოლიმპიური ჩემპიონია.
ქართულ დელეგაციას პროტესტი უნდა გამოეცხადებინათ გეგეშას რომ დააკარგინეს ბრინჯაო მაშინ და ლადოს ფაქტი აღარ მოხდებოდა...
კიდევ ერთ მედალს ავიღებთ დღეს...
დღეს მაინც იყოს ოქრო...
მოძმანაშვილი ფინალშია.
(იქნებ ერთი ბრინჯაოც გამოვიდეს...)
A.V.M
A.V.M
კიდევ ერთი ბრინჯაო...
და ოქროს მოლოდინში ვართ...
(3 მედალი უკვე გვაქვს თავისუფლებში.
ჩემი ვარაუდი არ დაგავიწყდეთ...)
ნაინა
მართლაც
ვაჟკაცური ჟესტი იყო
წარმატებებს ვუსურვებ
კიდევ ერთი ბრინჯაო,წარმატებები მარსაგიშვილს,
ნამდვილად კარგი მომავალი ელის ამ ბიჭს
ალბათ ფსიქოლოგიური პრობლემებიცაა ფინალის თანმხვედრი ჩვენთვის...
კარგი იქნებოდა ვინმეს ეგ ნავსი გაეტეხა...
ვერცხლიც არ არის ცუდი... ვულოცავ და გილოცავთ... საკმაოდ ძლიერი მეტოქე ჰყავდა
დღეს ვინ ასპარეზობს... ოქროსთვის იბრძვის ვინმე?
აკაკი
1 ოქროზე მეტი ვერ მოვიპოვეთ,ესე იცის სპორტში პოლიტიკური შეხედულებებით შერჩევამ.
ამდენი მედალი და მხოლოდ ერთი ოქრო...
საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრება, ლუქსემბურგს მოუგო სტუმრად. ანგარიშით : 2-1
დღეს, 23 საათზე დილა თამაშობს და აბა ჩვენ ვიცით...
ფლეიოფია უკვე, ეს თუ გადავლახეთ ჯგუფში ვართ...
A.V.M
A.V.M
არ ვართ განებივრებული ფეხბურთელთა წარმატებებით და ამ ფონზე ორმაგად სასიხარულოა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის პირველი მატჩი საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელორუსიის გუნდთან მოიგო.
წარმატებები ბიჭებს!
წინ ესპანეთია. შავ დღეს დავაყრით!
ჰო, ჩამოვლენ ივარჯიშებენ და წავლენ...
აკაკი
პროფესიონალები არიან და ნებისმიერ მეტოქეს აფასებენ...
მეც გულწრფელად აღვნიშნავ, მართლაც არ მეგონა ასე თუ იქნებოდა.. (საერთოდ იშვიათად ვადევნებ თვალს ფეხბურთს)
მაგრად იბრძოლეს...
არ დამავიწყდება ეს თამასი არასდროს...მადლობა ბიჭებს!
და მართლა. კალათბურთელებს მივულოცოთ ზედიზედ მეორე ევრობასკეტი...
http://www.worldsport.ge/Read.aspx?news=42054&lang=1
ეს ნახეთ ძმებო...
დედაჩემი უყურებდა და მეც მესმოდა კომენტარები (წიგნს ვკითხულობდი)... აღფრთოვანებული ვარ ჩვენი ბიჭების თამაშით... მართალია წავაგეთ, მაგრამ მაინც ღირსეულები ვიყავით
ბიჭების წარმატებით ვერ ვართ მთლად განებირებულნი , მარა ნახეთ გოგო ფეხბურთელებმა რა ქნეს?
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/qaltha-fekhburthi/47930-saqarthvelos-qaltha-nakrebma-litvas-mougo-da-jgufshi-galiderda-video.html
(დააკვირდით კაპიტნის (7 ნომერის) თამაშს. ისეთ სტანდარტებს აკეთებს , ისე ხედავს მოედანს , ისეთ პასებს აკეთებს რომ... ბევრი ბიჭი ვრ დაიკვეხნის ...)
(თან თუ კარგად მახსოვს , ზამთარში რომ ვიყავით ფორუმელები რესტორანში , იქ შემოგვიერთდა 2 გოგო და ერთ-ერთი მათგანი სწორედ ეგ იყო)
ბრავო!
A.V.M
ისევ გოგოები რაა
ბიჭების იმედი არ მაქვს კიდევ კაი ხანი
თორნიკე შენგელიას პირველი ორმაგი დუბლი ნბა-ში :
http://www.palitratv.ge/akhali-ambebi/sporti/29910-thornike-shengelias-fantastikuri-thamashi-da-pirveli-ormagi-dubli-nba-shi.html
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ეროვნულმა ნაკრებმა, ლიტვაში გამართული მსოფლიოს 2015 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ეტაპი ვერ გადალახა.
ჩვენმა ნაკრებმა შესარჩევი ლიტვასთან გამარჯვებით დაიწყო - 4:3. შემდეგ, მეორე შეხვედრა მონტენეგროსთან დათმო - 0:2. ხოლო ჯგუფის ბოლო მატჩში, როცა მხოლოდ გამარჯვების შემთხვევაში გავდიოდით ჯგუფიდან, ქართველმა გოგონებმა ფარერების ნაკრებთან წააგეს 1:2 და ამგვარად, ჯგუფური ეტაპი ვერ გადალახეს.
არადა, შესარჩევი ციკლი ისე კარგად დავიწყეთ, რომ ეჭვი თითქმის არ გვეპარებოდა, ჯგუფიდან გამსვლელ ორ გუნდს შორის აუცილებლად ვიქნებოდით.
გადამწყვეტ მატჩში, უპირატესობას საქართველოს ნაკრები ფლობდა და მეტოქის კარს გამუდმებით უტევდა. თუმცა, პირველი გოლი ჩვენს კარში მივიღეთ. მეორე ტაიმი ორი წუთის დაწყებული იყო, როცა ლელა ჭიჭინაძემ ანგარიშის გათანაბრება მოახერხა; მაგრამ სამწუხაროდ, მეორე გოლის გატანის ნაცვლად, გავუშვით და ამით ყოველგვარი შანსი დავკარგეთ.
საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ნაკრები თბილისში ხვალ, გამთენიას დაბრუნდება.
GFF
ლადო დვალიშვილის დუბლი პოლონეთის თასის გათამაშებაზე. ქართველმა ფეხბურთელმა "რუხთან" მატჩში 52-ე წუთზე ანგარიში გახსნა. 55-ე წუთზე სტუმრებმა წონასწორობა აღადგინეს. გაშვებული გოლიდან ხუთ წუთში "ლეგიას" ქართველმა ლეგიონერმა თერთმეტმეტრიანი გამოიყენა და მისმა გუნდმა 2:1 მოიგო. ვარშავის "ლეგია" პოლონეთის თასის ფინალში ითამაშებს
GFF
ეგ კი არა ონიანი თამაშს შეძლებსო. წეღან ვნახე სადღაც, მოიცადეთ თუ ვიპოვე ლინკი
http://www.primerinfo.com/?p=1243
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/legionerebi/48478-lionel-mesis-konkurenti-25-tslis-qarthveli-forvardia.html
ძალიან სასიხარულო ამბავია...
თან მოულოდნელიც...
http://gff.ge/u16.aspx?newid=2797
ავთანდილ ჭრიკიშვილი ევროპის ჩემპიონია! [VIDEO]
19:27 26-04-2013
26 აპრილს, ბუდაპეშტში მიმდინარე ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებს მესამე ოქროს მედალი ავთანდილ ჭრიკიშვილმა მოუტანა (81).
ფინალურ შეხვედრაში ქართველი ძიუდოისტი ხორვატ ტომისლავ მარიჯანოვიჩს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში ერთი გაფრთხილებით სძლია მეტოქეს.
ნახევარფინალში ჭრიკიშვილმა ბელგიელ იოაჰიმ ბოტიეაუს აჯობა, მანამდე კი ჩერნოგორიელ სრდან მრვალჯევიჩს, პორტუგალიელ ლუზ კარლოსსა და ესტონელ გიორგი ლადოგინს სძლია.
ამრიგად, საქართველოს ნაკრებმა ბუდაპეშტში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ჯამში მეხუთე მედალი მოიპოვა. შეგახსენებთ, 25 აპრილს ოქროს მედლები ამირან პაპინაშვილმა (60) და ლაშა შავდათუაშვილმა (66) დაისაკუთრეს. 26 აპრილს ვერცხლის მედლის მფლობელი ნუგზარ ტატალაშვილი (73 კგ), ბრინჯაოს პრიზიორი კი ზებედა რეხვიაშვილი (73) გახდა.
საქართველოს ნაკრებიდან 26 აპრილს უმედლოდ მხოლოდ ლევან წიკლაური დარჩა, რომელმაც ბრინჯაოსთვის ორთაბრძოლა ბელგიელ იოაჰიმ ბოტიეაუსთან დათმო.
http://sportall.ambebi.ge/sport/tcidaoba/dziudo/48861-avthandil-tcrikishvili-evropis-chempionia-video.html
დინამოს წარმატებამ ძალიან გამახარა...
მართალია მეტოქე ძალიან სუსტი იყო , თუმცა ანგრაიში შთამბეჭდავია.
ვერ ვიხსენებ თუ როდის დაფიქსირდა ერთ თამაშში , ქართველი გუნდების მიერ გატანილი 6 გოლი ევროტურნირებზე.(მით უმეტეს ,ლიგის მეორე ეტაპზე) თან ხშირად , ამაზე სუსტი მეტოქეც შეგვხვედრია...
A.V.M
რა აკლიმატიზაცია...
ფარერებს სამოყვარულო დონე აქვთ ფეხბურთში...
A.V.M
ხოო კარგი ვიხუმრე უბრალოდ. თუმცა მაგათთან მოგება დიდი ვერაფერი კლასის მაჩვენებელია.
ვაჰ მე....
ფარერების კლასზე ვინ რას ამბობს გოგო , სხვა რამე ვთქვი...
A.V.M
HAAAAAAAAAA..........
დილაზე რაღას იტყვით...
თვით დანიური ოლბორგი...
(აუ...აბუ რა კაცია...ნათამაშებიცა ვარ მაგის წინააღმდეგ. ,,პროფესორია'' ტიპი)
G_saxva
G_saxva
http://www.myvideo.ge/?act=dvr&chan=mecxre
19 წლამდელები თამაშობენ და ვუგულშემატკივროთ...
საფრანგეთთან ფრე...
მშვენიერია...
A.V.M
ნამდვილად. აუ ხაზი რომ არ გადაკვეთა ბურთმა როგორ მომეშალა ნერვებიიიიი
qetevano
არ ვიცი...
დალინკე აბა...
თამაშს არ მიყურებია მაგრამ ცუდი ნამდვილად არ არის ფრე შემდეგი თმააში 23 ში სერბებთან გვექნება
ქართველებმა რუსები დაამარცხეს და ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონები მესამედ გახდნენ
ქართველებმა რუსები დაამარცხეს და ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონები მესამედ გახდნენ
02-09-2013
საქართველოს ვაჟ ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიოს გუნდური ჩემპიონია – კვირას, გვიან ღამე მათ ფინალში რუსებს დრამატულ შეხვედრაში 3:2 მოუგეს.
გადამწყვეტ ბრძოლაში ადამ ოქრუაშვილმა (+100) იმარჯვა, რომელმაც ალექსანდრ მიხაილინი შებოჭა. ჩვენი ნაკრები, ტრადიციულად, დასაწყისშივე ჩამორჩა - ლაშა შავდათუაშვილი (66) ალიმ გადანოვთან დამარცხდა, ზებედა რეხვიაშვილმა (73) კი მოგებული შეხვედრა წააგო მურატ კოძოკოვთან.
ანგარიში ავთანდილ ჭრიკიშვილმა (81) და ვალერი ლიპარტელიანმა (90) გაათანაბრეს - მათ გაფრთხილებებით აჯობეს სირაზუდინ მაგომედოვსა და კირილ დენისოვს.
აღსანიშნავია, რომ ლიპარტელიანმა და ოქრუაშვილმა ამ ტურნიზე ორ-ორჯერ მოუგეს რუსებს - პირადსა და გუნდურში.
http://www.kvirispalitra.ge/sport/18541-qarthvelebma-rusebi-daamarckhes-da-dziudoshi-msoflio-chempionebi-mesamed-gakhdnen.html
მადლობა საქართველოს 21–წლამდელებს და ეროვნულ ნაკრებს რა თქმა უნდა!
მასაჟისტიდან დაწყებული და მწვრთნელით დამთავრებული !
,, თბილისის ანძა რომ სჯობია ეიფელს ,
ეს შენც ხომ იცი ,,დეშამ ? ''
შუქი ჩაქვრა ჩემთან და ტაიმნახევარს ჩინურ ტელეფონზე ვუყურე. ჯდებოდა და ლეპტოპზე მქონდა უსბ–თი შეერთებული თან და ხელს რომ ვუშვებდი ანტენას ითიშებოდა...
ამ თამაშსი მინდა გმაოვყო კანკავა გელაშვილი და ოქრიაშვილი უდიდესი თამში ჩაატარეს ჩვენებმა. მეგონა კიდევ ერთ საშინელება ვუყურებდი
გურამ ვაფასებ შენს ტანჯვას
G_saxva
კალათბურთელებს ველით !
A.V.M
ვიმდეოვნებ გავიმაჯვებტ.ისე ჩვენი გუნდის რაც მომწონს უკეთ თამაშობს უფრო გუნდურად, მაგრამ ცქიტიშვილს რომ შანსს არ აძლევს კოკოშკოვი ცოტა მწყინს.
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის...
A.V.M
და მსაჯებს სლოვენიასთან ასეთი კომპეტენტურობისთვის
აბა ძმებო თქვენ იცით!
მოვუგოთ ფინელებს!
ესპანეთს გაჩენის დღე უნდა ვაწყევლინოთ. მიდით ბიჭებო!!!
პ.ს.
G_saxva
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონიააააა!!!!!!
https://www.facebook.com/GeorgianJudoFederation
მადლობა უნდა მოვუხადოთ ეროვნული ნაკრების მორაგბეებს .
თამაშითაც მოუგეს კანადელებს და ჩხუბშიც არ დაინდეს .
მაგარ იჩხუბი იყო მაგრად კი გავლახეთ აბა რა ეგონათ
G_saxva
დღეს ხაშურშია რაგბი . თუ ხარ მანდეთ შეგიძლია უყურო და დატკბე...
A.V.M
ხაშურში ბოლოს როდის ვიყავი აღარც მახსოვს
ვასილ მაისურაძის გაწვრთნილი გუნდი პირველი ქართული ნაკრებია, რომელმაც ჰოლანდია დაამარცხა. ეროვნულის დონეზე აქამდე ამ ქვეყნის გუნდთან არასოდეს გვითამაშია, ასაკობრივებში კი "ტიტების ქვეყნის" გუნდები ხან ადვილად, ხან კიდევ ბრძოლით, მაგრამ ყოველთვის გვიგებდნენ.
მართალია, პირველ ორ შეხვედრაში ჩვენმა ნაკრებმა გაიმარჯვა და ელიტრაუნდის საგზური მოიპოვა, მაგრამ ჰოლანდია ლაკმუსის ქაღალდივით არის და ჩვენი გუნდის რეალური შესაძლებლობები სწორედ ამ გუნდთან მატჩში უნდა გვენახა.
ნავსი გატყდა! მაისურაძის ბიჭებმა შეხვედრა აქტიურად დაიწყეს. ახალგაზრდა "ჯვაროსნები" ცდილობდნენ, მეტოქე მისივე საჯარიმოში შეებოჭათ და გასაქანი არ მიეცათ. ქართველების ასეთი თამაში, სხვადასხვა ნაკრებში, ადრეც გვინახავს, თუმცა ეგაა, ეს ჟინი და სათამაშო დისციპლინა მალე ქრება და მეტოქე თავისი საქმის კეთებას იწყებას...
Sportall.Geმთელი მატჩის განმავლობაში სწორედ ამგვარი ჩავარდნის შიში იგრძნობოდა ირგვლივ, მაგრამ მაისურაძის ნაკრებმა აჩვენა, რომ ის სხვა ყაიდის გუნდია - მთელი 90 წუთი იყო ჟინი და ბრძოლა, ფეხბურთელები სათამაშო დისციპლინას თითქმის არ არღვევდნენ. პლუს ამას, იყო აფეთქებებიც, რაც გუნდის თამაშს ხიბლს სძენდა.
უკვე მე-11 წუთზე ჩვენს გუნდში ერთ-ერთი აქტიური, მარცხენა ფლანგის შემტევი ლუკა კიკაბიძე მეკარესთან პირისპირ აღმოჩნდა. "ალკმაარის" კიპერმა ნიკ ოლეიმ ბურთი მოიგერია, მაგრამ დამატებაზე გიორგი პაპუნაშვილმა იყოჩაღა და ანგარიში გაიხსნა - 1:0.
კიკაბიძე არ ჩერდებოდა. მალე ის დრიბლინგით კვლავ მეკარესთან მარტო დარჩა და ოლეიმ ჰოლანდიელები ამჯერად გადაარჩინა. სახიფათო გამოდგა ლუკა ზარანდიას შეტევაც, რომელიც მარჯვენა ფლანგიდან "აიაქსის" მცველ ჯაირო რიედევალდს 90 წუთის განმავლობაში "ატერორებდა".
ჰოლანდიელები ტაიმის ბოლოს გააქტიურდნენ და სახიფათო მომენტებიც შექმნეს: "გრონინგენის" თავდამსხმელ რიკაირო ჟივკოვიჩის პირველი დარტყმა ბექა ქურდაძემ მოიგერია.
მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ დროში ჩვენს მცველებს "ჩაეძინათ" და "ჰერენვეენის" ფორვარდ ბილალ ბასაჩიკოღლუს ფლანგური შეტევა ჟივკოვიჩმა თავური დარტყმით დააგვირგვინა - 1:1.
ამას ფეხბურთელები "გასახდელში გატანილ ბურთს" ეძახიან, რაც მეტოქეზე დამთრგუნველად მოქმედებს. პლუს, დასაწყისში ნათქვამიც გავიხსენოთ - ქართველებს მოედანზე ჟინი პირველივე გაშვებულ ბურთზე უქრებათ.
ჩვენი ნაკრების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ ეს ტრადიცია დაივიწყეს, მეორე ტაიმი უკეთესად ჩაატარეს და მეტოქე დააჩოქეს.
ჯერ ზარანდიამ სცადა გუნდის დაწინაურება, ილია კერძევაძეს კი ორჯერ ჰქონდა მომენტი. განსაკუთრებით აღსანიშნავია მეორე შანსი, როცა კიკაბიძემ ის მეკარესთან პირისპირ დატოვა, მაგრამ მშვენიერი შანსით ვერ ისარგებლა.
ჰოლანდიელთა კარის ბადე მეორედ მაინც შეირხა: 53-ე წუთზე გიორგი აბურჯანიამ რამდენიმე მეტოქე ჩამოიცილა და საჯარიმოს ხაზთან პაპუნაშვილს "სამკუთხედი" გაუთამაშა. ბურთი ჰოლანდიელმა მცველმა ჩაჭრა, მაგრამ ისევ აბურჯანიამ მოიპოვა, მცველს გასცდა, მეკარესთან მარტო დარჩა და შეტევა ლამაზად დააგვირგვინა - 2:1.
როგორც ჩვენ ვიცით, რომ ჰოლანდიელებთან სულ ვმარცხდებით, ასევე იციან მათ, რომ სულ გვიგებენ. აშკარა იყო, სტუმრები მოვლენათა ასეთ განვითარებას არ ელოდნენ და ერთი ხანობა დაბნეულები ჩანდნენ. მათ მხოლოდ მატჩის ბოლოს შექმნეს რეალური მომენტები.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge
ფლანგური გარღვევის დაგვირგვინებას აიაქსელი ელტონ აკოლასტე ცდილობდა, მაგრამ ქურდაძემ ახლო მანძილიდან დარტყმულ ბურთზე საოცარი რეაქცია გამოავლინა.
მატჩის მიწურულს კი ჩვენს მეკარესთან მარტო დარჩა ბასაჩიკოღლუ და მიზანს გვარიანად ააცილა.
მსაჯის საფინალო სასტვენმა საქართველოს 19-წლამდელთა დამსახურებული და ლამაზი გამარჯვება დააფიქსირა - 2:1.
ვიდეო: როგორ ზეიმობენ გამარჯვებას ქართველი ბიჭები
Sportall.Ge
ამ თაობამ ევროპის 17-წლამდელთა ჩემპიონატის ნახევარფინალში წაგებისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო და ჰოლანდიას არათუ კონკრეტული მატჩი მოუგო, არამედ საკვალიფიკაციო ეტაპიდანაც გააგდო.
საქმე ისაა, რომ XI ჯგუფის მერე შეხვედრაში, რომელიც "დინამო არენაზე" გაიმართა, უელსმა მოლდოვას 6 უპასუხო გოლი გაუტანა, ჰოლანდიას ბურთების სხვაობით გადაუსწრო და ელიტრაუნდის მეორე საგზური მოიპოვა; ეს კი ის უელსია, რომელსაც მაისურაძის გუნდმა ჯგუფის პირველ შეხვედრაში 5:1 მოუგო...
Sportall.Ge
* * *
ამრიგად, საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა დამსახურებულად გაიმარჯვა, შესარჩევის თბილისური ეტაპი უდანაკარგოდ გაიარა და იმედი, რომ ეს თაობა გამორჩეულია, კიდევ უფრო გაამყარა.
ვასილ მაისურაძემაც კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ახალგაზრდებთან მუშაობა ეხერხება. ეს ბიჭები საქართველოში თამაშობენ - "დინამოში", "ზესტაფონში", "დილაში", "ტორპედოში", "საბურთალოში", "მეტალურგში", "ლოკომოტივში"... მაგრამ მათ ბევრად უფრო აზრიანად ითამაშეს, ვიდრე ჰოლანდიელებმა, რომელთა შორის "აიაქსის", "ეინდჰოვენის", "ფეიენოორდის", "ალკმაარის", "გენკისა" და სხვა ცნობილი კლუბების მოთამაშეები გამოდიოდნენ.
მგონი დიდად სასიხარულოა და მისალოცი ამბავია ჩვენი ახალგაზრდებისთვის ასეთI წარმატება. ღმერთმა ქნას სულ წარმატებული ყოფილიყვნენ მუდამ.
ძალიან კარგი თაობაა და იმედია არ გააფუჭებენ...
გილოცავთ ქართველი მორაგბეების გამარჯვებას. არ მიყურებია თამაშისთვის და რა ხდებოდა რთულად მოიგეს?
http://info9.ge/?l=G&m=1000&id=30985
qetevano
ძალიან კარგი თამაში იყო . ღირსეულად მოვიგეთ ...
არ მიყურებია მაგრამ კარგია რომმოვიგეთ
რა სორცხვილია რა არის :/
სამწუხარო რეალობა: საქართველოს ნაკრებთან თამაში არავის უნდა
ბოლო წლებია, ჩვენს ეროვნულ გუნდთან თამაში არავის სურს. მოგვწონს თუ არა, ეს ობიექტური და ძალზე სამწუხარო რეალობაა.
ახლაც იგივე მოხდა - საქართველოს ნაკრებს ნოემბერში საერთაშორისო ამხანაგური შეხვედრა უნდა გაემართა. მოლაპარაკება რამდენიმე ქვეყნის ფედერაციასთან მიმდინარეობდა, მაგრამ...
"თემურ ქეცბაიას სურდა, ნოემბერში თბილისში ამხანაგური თამაში ჩაგვეტარებინა, რადგან ბოლო ორი წელია, საქართველოს ნაკრებმა გასვლაზე გაცილებით მეტი თამაში ჩაატარა, ვიდრე - შინ.
მოლაპარაკება რამდენიმე ფედერაციასთან გვქონდა. თითქოს, წინასწარი შეთანხმებაც არსებობდა, მაგრამ ბოლოს უარი შემოთვალეს", - გვითხრა ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურმა დირექტორმა ნიკა ჩხეიძემ.
გარდა სურვილისა, არის ფინანსური მხარეც. თუ გახსოვთ, ადრე საქართველოში თურქეთისა და ურუგვაის ნაკრებები გვესტუმრნენ. მაშინ მათ ჩვენმა ფედერაციამ არც ისე მცირე თანხა გადაუხადა, მაგრამ ეს ყველაფერი სახელმწიფოს დახმარებით მოხერხდა. დღეს კი სახელმწიფო ფეხბურთის ფედერაციას ძველებურად აღარ ათამამებს, საბიუჯეტო დაფინანსებაც შეუმცირა და გრანდებს ვინ ჩივის, ჩვენი დონის გუნდებიც უარობენ საქართველოსთან თამაშს.
http://sportall.ambebi.ge/fexburti/qarthuli-fekhburthi/erovnuli-nakrebi/57670-samtsukharo-realoba-saqarthvelos-nakrebthan-thamashi-aravis-unda.html
http://www.youtube.com/watch?v=cQnz7TkRJCI&hd=1
ბარსელონა-ლოკომოტივი (0-1)
ყოჩაღ ბიჭებს . საწყენი უბრალოდ ისაა , რომ რამდენიმე წელში , ბარსელონას ახალგაზრდული გუნდის წევრები , ან ამავე კლუბის მთავარ გუნდში გააგრძელებს ასპარეზობას , ან რომელიმე გრანდში . ჩვენი ბიჭები კი , რომლებიც დღეს ჯობდნენ ბარსელონას , მაქსიმუმ რუსეთის რომელიმე კლუბში თამაშობდნენ , ანაც საერთოდ დაანებებენ ფეხბურთს თავს .
G_saxva
არადა რამდენი თაობა გაქრა უკვალოდ ...
A.V.M
ჩემი აზრით ესენიც გაიზრდებიან და უკრაინას ვერ გაცდენა ვერცერთი ჩვენდა სამწუხაროდ.
G_saxva
მაგას ვამბობ ზუსტად...
35-0
აწვალებენ მაგ ბიჭებს და მაგათ მეტოქეებს ტყუილად...
წყალბურთს უყურეთ ?
A.V.M
არა მარა გავიგე მოგვიგია
კიდევ ერთხელ გაგვახარეს მორაგბეებმა ...
ვულოცავ გამარჯვებას
ხოდა მასე, ხო მოვუგეთ იმ საძაგელ რუსებს
G_saxva
არაა მასე და ნუ მაბრალებ. მე საქართველოსკენ ვიყავი.
qetevano
ეგ როდის როცა უკვე ვიგებდით? სანამ გვიგებდნენ მანამ ვისკენ იყავი? ხო გამხილე?
G_saxva
იცემები. და ნუ აოფებ
აეჰააააააააააააააააააააააა
ააა
A.V.M
გურამ ნუ აოფებ.
G_saxva
ვოფებ კი არა , გამაბრაზეთ .
საღამოთი ვშლი პოსტებს .
A.V.M
კაი საღამოს გადაშალე..
პ.ს ნუ გაბრაზდაბი გენაცვალე ნუ.
ონურ ბეი და მისი ბიჭები დავამარცხეთ !
A.V.M
სულ მაინტერესებდა რა ვქენით წყალბურთში და ალბათ ეს იმას ნიშნავს ევროპის ჩემპიონატზე გავედით პირველად.
კი . პირველად გავედით ევროპაზე...
A.V.M
სასიხარულოა ფრიად
ახალგაზრდა ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის თასის პირველ დღეს 5 მედალი მოიპოვეს
AutoSharing Option Yes No
13:14 06-04-2014
ბერძნულ სალონიკში მიმდინარე ახალგაზრდა ძიუდოისტთა ევროპის თასზე წარმატებით გამოდიან ჩვენი ფალავნები.
5 აპრილს მათ 5 მედალი მოიპოვეს - 3 ოქრო, 1 ვერცხლი და 1 ბრინჯაო.
მათგან ჩემპიონები თორნიკე ნაგლიაშვილი (55), ივანე ჯავახიშვილი (60) და გიორგი გუგულაშვილი (66) გახდნენ.
ომარ ნიაზაშვილი (73) ფინალში დამარცხდა და ვერცხლს დასჯერდა, ბექა ვიბლიანი (66) კი მესამეზე გავიდა.
ტურნირი სალონიკში 6 აპრილს დასრულდებA
http://sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/62746-akhalgazrda-qarthvelma-dziudoistebma-evropis-thasis-pirvel-dghes-5-medali-moipoves.html
ჯანომ მესამე გოლი გაიტანა ზედიზე ძალიან კარგია, იმედია უკეთ ათამაშდება.
უნდა გავიდეს მაგ ქვეყნიდან მალე და კარგი იქნება...
A.V.M
G_saxva
რაღაც უბედური კონტრაქტი აქვს სპარტაკთან ...
ჯაბა კანკავას უკრაინის საგანგებო შემთხვევების სახელმწიფო სამსახურმა გმირობისთვის მედალი გადასცა.
https://www.facebook.com/photo.php?fbid=681917101869135&set=a.138374036223447.25405.107966629264188&type=1&theater
A.V.M
უკრაინა იმ დღეშია ახლა მედლების დარიგების დრო არ აქ. საქმეს მიხედოს საქმეს.
საქართველოს ნაკრებმა რუსეთს მოუგო და ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი!
AutoSharing Option Yes No
21:11 27-04-2014
მონპელიეში ევროპის ჩემპიონატი ძიუდოიში საქართველოს ნაკრების ტრიუმფით დასრულდა.
ტურნირის ფინალური აკორდი გუნდური ასპარეზობის ფინალი იყო ვაჟთა შორის, რომელშიც საქართველოს ნაკრები (მწვრთნელი ირაკლი უზნაძე) რუსეთს დაუპირისპირდა.
პირველ ბრძოლაში შალვა ქარდავა დამარცხდა გადანოვთან, თუმცა საქართველოს ნაკრებმა უმალ გაათანაბრა - ნუგზარ ტატალაშვილმა გაფრთხილებით მოუგო მეტოქეს - 1:1.
ავთანდილ ჭრიკიშვილმაც მეტოქე გაფრთხილების წყალობით დაამარცხა. ხოლო ჩვენს გუნდს გამარჯვება ვალერი ლიპარტელიანმა მოუტანა, რომელმაც ბეჭებზე გააკრა მეტოქე - 3:1.
ბოლო შეხვედრას მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, თუმცა ადამ ოქრუაშვილმა მაინც იმარჯვა - 4:1.
საქართველოს ნაკრები ზედიზედ მესამედ გახდა ევროპის ჩემპიონი.
შეგახსენებთ, რომ ინდივიდუალურ ასპარეზობებში ქართველებმა 4 მედალი აიღეს: 2 ოქრო (ვალერი ლიპარტელიანი, ავთანდილ ჭრიკიშვილი) და 2 ვერცხლი (ამირან პაპინაშვილი, ადამ ოქრუაშვილი).
http://sportall.ge/sport/tcidaoba/dziudo/63538-saqarthvelos-nakrebma-ruseths-mougo-da-zedized-mesamed-gakhda-evropis-chempioni.html
ჯანო ანანიძემ "როსტოვის" შემადგენლობაში რუსეთის თასი მოიგო - ახალგაზრდა ფეხბურთელი საქართველოს დროშით
https://www.facebook.com/GeorgianFFofficial
კობი დიდი ფეხბურთიდან წავიდა
ლევან კობიაშვილი დიდი ფეხბურთიდან წავიდა. ის დღეს დორტმუნდის "ბორუსიასთან" მატჩის შემდეგ გააცილეს. თამაშის დაწყების წინ გულშემატკივრები დიდი ოვაციიით შეხვდნენ ქართველ მოთამაშეს. "ჰერტას" გენერალურმა დირექტორმა მიხაელ პრეეტცმა კობის კლუბის 3-ნომრიანი მაისური აჩუქა და თაიგულიც გადასცა. ლევანისთვის ეს ბუნდესლიგაში გამართული 351-ე შეხვედრა იყო. მან მთელი ამ დროის განმავლობაში 32 გოლის გატანაც მოახერხა.
ლევანი დღევანდელ მატჩში სასტარტო შემადგენლობაში იყო და 67-ე წუთზე რამოსმა შეცვალა, დღეს ამ უკანასკნელსაც დაემშვიდობნენ ბერლინელები.
კობიაშვილი იმ მცირერიცხოვან ქართველ სპორტსმენთა შორისაა, რომელმაც მოახერხა ჩვენი ქვეყნის სახელი საზღვრებს გარეთ გაეტანა. ის ერთადერთი ფეხბურთელია, რომელმაც ეროვნული ნაკრების მაისური 100-ჯერ მოირგო. მთელი საფეხბურთო კარიერის განმავლობაში მან 772 მატჩი ჩაატარა და 82 გოლი გაიტანა.
კობის არაერთხელ გაუხარებია ქართველი გულშემატკივრების გულები. მან ხორვატიასთან გატანილი გამარჯვების გოლით მთელი ერის გაერთიანება მოახერხა. ის მართლაც ქართული ფეხბურთის ლეგენდაა.
დღეს კობი დიდი ფეხბურთიდან წავიდა...
http://geosports.ge/index.php?option=com_content&view=article&id=17581%3A2014-05-10-19-14-17&catid=9%3A2012-03-05-10-17-18
არავის დაავიწყდება ხორვატიის კარში გატანილი გოლი და ის სიხარული რაც სადიონზე იყო.
G_saxva
გორგოძე , მსოფლიო ნაკრებში გამოუძახიათ ...
A.V.M
ხო მოვკარი თვალი მაგ სიახლეს მარა, არაა ეს რაგბი ჩემი ინტერესის სფეროში და რა ვქნა?
https://www.facebook.com/media/set/?set=a.684246558313231.1073741857.125389414198951&type=1
19 წლამდელებმა მლიგეს...
გენაცვალეთ ...
კვიპროსს გადავუარეთ ...
A.V.M
კარის მშრალად შენახვა რატომვ ერ ვისწავლეთ რატომ?
2-0
თან , დვალიშვილმაც გაიტანა....
ვააა...
A.V.M
არა და კარგი გოლი იყო პირველი. კარგია მოგებაც რომ შეგვიძლია
ასე ლოცულობს , საქართველოს 19 წლამდელთა ნაკრები , თამაშის წინ .
გაიხარეთ !
http://www.newposts.ge/?l=G&id=42516-%E1%83%A5%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%98%2C+%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%AE%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%2C+%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%9D%2C+%E1%83%A9%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%9D
რაგბში წავაგეთ არა?
თურქეთში 0–0 ითამაშა ჩიხურამ , ჯიგრები ხართ ...
A.V.M
დინამომ და ზესტაფონმა ხომ გვასახელა?
დინამომ მიქარა , აი ზესტაფონმა კი იმდენად არა...
A.V.M
ჩემი აზრით სახელმწიფომ არ უნდა დააფინფნასოს. ჯერ უნდა გაუქმნდეს შიდა ჩემპიონატი დაშალონ ფეხბურთის ფედერაცია და თავიდან რომ აღადგენენ მერე მივხედოთ საქმეს დაფინანსებისას.
G_saxva
თბილისის დინამოს 19 წლამდე ფეხბურთელთა გუნდმა გერმანიაში მიმდინარე საერთაშორისო შეჯიბრის, რურის თასის ფინალში სტამბულის გალათასარაი დაამარცხა.
მატჩის სათამაშო დროის ანგარიშით 1:1 დასრულების შემდეგ, კახი გოგიჩაიშვილის შეგირდებმა მეტოქეს პენალტების სერიაში 3:2 სძლიეს და პრესტიჟულ ტურნირში გამარჯვება იზეიმეს.
დინამოსა და გალათასარაის გარდა, რურის თასზე დორტმუნდის ბორუსიის, ბენფიკას, ოლიმპიაკოსის, ვოლსბურგის, ვესტ ჰემის, მაქაბის, შალკესა და მიუნხენგლადბახის ბორუსიის ახალგაზრდა ფეხბურთელები ასპარეზობდნენ.
http://www.tabula.ge/ge/story/86199-tbilisi-dinamos-u-19-gundma-ruris-tasi-moipova
სერიოზული წარმატებაა , კიდევ ერთხელ დაამტკიცეს მათ , რომ არავიზე ნაკლები არ არიან . ახლა კი ამარცხებენ გერმანიის ,თურქეთის ,პორტუგალიის და ევროპის სხვა წამყვანი ქვეყნების გრანდებს , მაგრამ აზრი? გავა რამდენიმე წელი ,გადაიყვანებენ პირველ გუნდში და ყაზახები გაგვიერთიანებენ თავპირს , 0-4 ანგარიშით .
ძირეული ცვლილებებია საჭირო ,ა მის თავიდან ასაცილებლად.
20 ქულით მოიგეს ძმებმა...
კარგი თამაში იყო თოკოს ტრამვავ შემაწუხა ბოლოს თორემ ყველაფერმა ჩIნებულად ჩაიარა. იქაც მოვიგებდით რომ არა მსაჯები.
კალათბურთელები...ზედიზედ მესამედ , ევრობასკეტზე !
მართლაც მისალოცი ამბავია.
მორაგბეებმა ტონგა დაატონგავეს...
მორაგბეებმა ტონგა დაატონგავეს...
sanfol
მიზეზი?
sanfol
A.V.M
G_saxva
ჩვენი და სხვისი რამ გაყო?
sanfol
G_saxva
კი
sanfol
იქნებ მეც განმიმარტო თემის არსი და რატომ არის ყოველივე ამის შემდგომ ეს სამარცხვინო?
G_saxva
თემის არსი ეხება ქართველ სპორტსმენებს, გარდა იმისა რომ მე ჩვენში მთელ მსოფლიოს მოვიაზრებ სპორტსმენები ხშირად ყიდიან თამაშებს და მთლიანად სპორტი არის მასონების მართული ბრბოს გასართობი მიზანი და მიმაჩნია რომ ასეთი თემა არ უნდა არსებობდეს
marine
ჩემი ყოფილი ძმაკაცია ფეხბურთელი და ზეპირად ვიცი რაებიც ხდება მანდ და კიდე წახალისება უნდა ვინმეს ამ თემით სპორტის? მითუმეტეს მართლმადიდებლური ფორუმია და მე მიტყდება მოდერატორების და თემის ავტორის მაგივრად ასეთი თემა რომ არსებობს
marine
sanfol
შენი ყოფილი ძმაკაცი რას გიყვება არ ვიცი,მაგრამ მე რომ ყოფილი ფეხბურთელი ვარ ეგ კი ვიცი.
უკანასკნელ ხანებში ფეხბურთელების,კალათბურთელებ
ს და მორაგბეების წარმატებამ მთლიანად ერი გაახარა.
რა მასონები ,საერთოდ ვინ არიან ეგენი ან ...
ნუ აზრი არ აქვს, შენ შეგიძლია ასეთ ,,სამარცხვინო'' თემებში არ შემოხვიდე ხოლმე...ჩვენ ,,უსირცხვილოებს'' დაგვითმე ხოლმე...
A.V.M
G_saxva
სპორტის ბრალია ამდენი ტოტალიზატორები რომ არსებობს და ხალხი თავებს იხოცავს წაგებული ფულის გამო
შენ მარტო ერთი მხრიდან უყურებ ყველაფერს გიორგი
სპორტი=ჯანმრთელი ცხოვრება და მორჩა
sanfol
G_saxva
რა თქმა უნდა კარგიცაა რაღაც მაგრამ უმნიშვენლოდ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience