თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მილოცვა _ მარიამს ვულოცავთ!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 21 2013, 12:35 PM

ხალხებო!
მიხარია რომ ახალი , სასიხარულო , თემის გახსნა მიწევს.
ჩვენს უსაყვარლეს სენატორს-მარიამს , შეეძინა გოგონა , პატარა თეკლა .
ღმერთმა აჯანმრთელოს და სახელოვანი ქალი გაზარდოს.
მარიამს კი ვუსურვებთ რომ ბედნიერი დედა ყოფილიყოს!

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 21 2013, 12:43 PM

ლაცკეც მივულოცავ და ყოველივე კარგს ვუსურვებ მის პატარას kiss1.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jun 21 2013, 01:04 PM

ვუერტდები თქვენს მილოცვას

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jun 23 2013, 08:58 AM

აქაც გილოცავ მარიამ!

ბედნიერი და წარმატებული გიმყოფოს ღმერთმა!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 24 2013, 12:37 PM

გილოცავ მარიამ kiss1.gif
ღმერთმა ჯანმრთელი და წარმატებული შვილები გაჩუქოს! <3


სურათი გვინდა wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2013, 02:52 PM

უზომოდ მიხარია და რაც დედამიწაზე სიკეთე და სილამაზეა, უფალმა პაწაწინა თეკლას დააბერტყოს!!!!!!!!!!!!!!!
wub.gif 2kiss.gif სამივე შვილი სასახელო გაეზარდოს ჩვენს მარიამს!!!!!!!!! 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ბადრი თარიღი: Jun 25 2013, 03:28 AM

ნამეტანი გამიხარდა smile.gif ღმერთმა გაზარდოს ბედნიერი smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 25 2013, 09:25 AM

რამდენადაც მახსოვს, მაირამ აინტერესებდა საყოველთაო ნათლობასთან დაკავშირებით და აქ დავუდებ იმფორმაციას, რომელიც გამოქვეყნდა ერთ-ერთ მართლმადიდებლურ საინფორმაციო საიტზე.

30-ე საყოველთაო ნათლობის რეგისტრაცია იწყება
იწყება ოცდამეათე ეტაპი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ს მიერ ახალდაბადებული მესამე და შემდგომი ბავშვის მონათვლისა.

ნათლობა

დღეისათვის მონათლულია 17000 – ზე მეტი ბავშვი.

ნათლობის მსურველთა რეგისტრაცია იწარმოებს 28 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით 12 საათიდან 16 საათამდე. მისამართზე: საქართველოს საპატრიარქო (შესასვლელი რესტორან “ქალაქურის” გვერდითა მხრიდან).

რეგისტრაციის მსურველებმა თან უნდა იქონიონ:

• მშობლების პირადობის მოწმობების ასლები
• მშობლების ჯვრისწერისა და ქორწინების მოწმობების ასლები
• შვილების დაბადებისა და ნათლობის მოწმობების ასლები
• მოსანათლის 2 ფოტო 3X4-ზე დაბეჭდილი სიდი დისკით

საკონტაქტო ტელეფონები:
593 90 08 10
555 41 33 40
593 46 45 71

წყარო: www.ambioni.ge

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 25 2013, 11:30 AM

G_saxva
კარგი ბიჭი ხარ...
გადავაკოპირებ ამას ნათლობის თემაში...

(მარა წყარო მიუთითე ხოლმე აწი , როდესაც დააკოპირებ...)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 25 2013, 11:40 AM

ციტატა(A.V.M @ Jun 25 2013, 11:30 AM) *

G_saxva
კარგი ბიჭი ხარ...
გადავაკოპირებ ამას ნათლობის თემაში...

(მარა წყარო მიუთითე ხოლმე აწი , როდესაც დააკოპირებ...)

ეტყობა გამომრჩა წყაროს მითითება. ჩავასწორებ smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 26 2013, 03:02 PM

მარიამმა FB-ზე დადო პაწუკას სურათები და გადავირიე ისეთი ლამაზი ბავშვია zafxuli.gif rolleyes.gif girl_angel.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 13 2013, 02:29 PM

ეს თემა ძალიან გვიან ვნახე...

დიდი მადლობა ყველას მოლოცვისთვის და კეთილი სურვილებისთვის kiss1.gif

ხვალ უნდა მოინათლოს თეკლა smile.gif

ესეც სურათი:

IPB-ს სურათი


პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2013, 08:04 PM

მარიამი
გაიხარე მარიამ და ბედნიერი დედა ყოფილიყავი...

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 13 2013, 08:50 PM

A.V.M

ციტატა
ბედნიერი დედა ყოფილიყავი...



და მე რა ბედნიერი ნათლია ვარ, არ იცი.

უზომოდ გამიხარდა ეს წინადადება!!! უზომოდ!!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2013, 09:03 PM

მხევალი ნინო

ციტატა

და მე რა ბედნიერი ნათლია ვარ, არ იცი.

ვააააააააააააააააა
დაბალ მიზნებზჩემი ლოცვა ,,ჭრის'' ხო ე.ი.?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 13 2013, 10:03 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 13 2013, 08:50 PM) *

A.V.M
და მე რა ბედნიერი ნათლია ვარ, არ იცი.

უზომოდ გამიხარდა ეს წინადადება!!! უზომოდ!!

rolleyes.gif kiss1.gif

ეს სამივე:

IPB-ს სურათი


A.V.M
კიდე მადლობა smile.gif

ბარემ ჩემს გუშინდელ სასიხარულო ამბავსაც დავწერ: გიორგი (ჩემი მეუღლე) შეხვდა გუშინ უწმინდესს. პირველად ეს უკითხავს თურმე - რამდენი შვილი გყავსო smile.gif გიორგის უპასუხია - მესამე შეგვეძინა და თქვენი ნათლული უნდა გახდეს ზეგო. გახარებია პატრიარქს და დაულოცია ჩვენი ოჯახი. შეგვეწიოს მისი ლოცვა და დალოცვა!

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 14 2013, 02:14 PM

მარიამი

ციტატა
ბარემ ჩემს გუშინდელ სასიხარულო ამბავსაც დავწერ: გიორგი (ჩემი მეუღლე) შეხვდა გუშინ უწმინდესს. პირველად ეს უკითხავს თურმე - რამდენი შვილი გყავსო გიორგის უპასუხია - მესამე შეგვეძინა და თქვენი ნათლული უნდა გახდეს ზეგო. გახარებია პატრიარქს და დაულოცია ჩვენი ოჯახი. შეგვეწიოს მისი ლოცვა და დალოცვა!

ის გამიკვირდებოდა ამ ამბის მერე გახარებული რომ არ ყოფილიყავი...

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 14 2013, 10:39 PM

ესეც ასეეე smile.gif

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 14 2013, 10:46 PM

მარიამი
მერამდენე ნათლობა იყო ეს მარიამ და რამდენი ბავშვი მოინათლა ხომ არ იცი?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 14 2013, 11:06 PM

A.V.M
მერამდენე იყო არ ვიცი და მოინათლა 371 ბავშვი (იმედია სწორად მახსოვს რიცხვი)

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 15 2013, 10:24 AM

ციტატა(A.V.M @ Jul 14 2013, 10:46 PM) *

მარიამი
მერამდენე ნათლობა იყო ეს მარიამ და რამდენი ბავშვი მოინათლა ხომ არ იცი?

14 ივლისს სამების საპატრიარქო ტაძარში რიგით 30-ე საყოველთაო ნათლობა გაიმართება.

როგორც ,,მდიანიუსს” ფონდ ,,ლაზარედან” აცნობეს, ამჯერად პატრიარქის ნათლული 433 ბავშვი გახდება. ნათლობა დღის მეორე ნახევარში დაიწყება, მისი დასრულების შემდეგ ტრადიციულად პატრიარქი ტაძარში მივა და ნათლულებს დალოცავს.

პატრიარქს უკვე ჰყავს 17158 ნათლული, რომელიც ჯვარდაწერილი ოჯახების მესამე და მომდევნო შვილები არიან.

ჩვილთა პირველი საყოველთაო ნათლობა პატრიარქის ინიციატივით ყოვლადწმინდა სამების საპატრიარქო ტაძარში 2008 წლის 19 იანვარს შედგა.

შეგიძლია სხვა თემაშიც გადაიტანო biggrin.gif
პ.ს მარიამ გილოცავ ღმერთმა ერის სასახელო ადამიანი გაზარდოს kiss1.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 16 2013, 02:57 PM

ციტატა(მარიამი @ Jul 14 2013, 08:39 PM) *

ესეც ასეეე smile.gif

IPB-ს სურათი


გილოცავთ თეკლას გაქრისტიანებას kiss1.gif
ღმერთმა ჯანმრთელი და დალოცვილი გიმყოფოს ოჯახი <3 <3

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)