,,ერთი იყო როკ-ჯგუფ "ზღვარის" სიმღერების შემქმნელი და ერთ-ერთი თანამონაწილე ბაკურ სვანიძე,,
ეს არის ამონარიდი თქვენ ფორუმზე განთავსებული ერთ-ერთი პოსტიდან.
იუზერი:
Amuza May 9 2010, 01:50 PM პოსტი #95
გიორგი
თემა - ,,ზოგადი რელიგიური საუბრები,, (მგონი ბასე ერქვა)
საქმე ის არის, რომ მე უკვე მერამდენედ გადავაწყდი მსგავს ბრალდებებს ჩემს მიმართ!
სრულიად შემთხვევით გადავაწყდი ამასაც, გუგლის მეშვეობით.
ყველას ვთხოვ - როცა ასეთ სისულელეს წერენ, ინფორმაცია კარგად გადაამოწმონ!
არასოდეს არ ვყოფილვარ მე პოეტური ჯგუფის - ,,დემონის,, წევრი. ამათმა შექმნეს მერე მუსიკალური ჯგუფი ,,ზღვარი,,
რომლის არც ერთი სიმღერის, არც ერთი ტექსტის არც ერთი სიტყვა მე არ დამიწერია!!!
ჩემი ნომერია 877 762001 - და ვიდრე ასეთ უაზრობებს დაპოსტავდეთ დამირეკეთ ხოლმე
მე არ ვამბობ რომ ,,ზღვარის,, წევრებს არ ვიცნობ. ვიცნობ და ჩემი ახლო მეგობრებიც არიან. არც ერთი მათგანი არ არის სატანისტი! სისულელეა ეგ!
არ იმას ვამტკიცებ, რომ მე თავგადაკლული მართლმადიოდებელი ვარ!
უბრალოდ ნუ იგონებთ დებილურ ჭორებს და ნუ ამახინჯებთ ფაქტებს!
მით უმეტეს თU მართლმადიდებლობაზე გაქვთ პრეტენზია!
პატივისცემით
ბაკურ სვანიძე
Amuza
გიო, გახსოვს რომელი თემაა ეგ?
ზოგადი რელიგიური საუბრები ჩემი განყოფილებაა, მაგრამ შეიძლება თემას
ჰქონდეს ეგ სათაური და სხვა განყოფილებაში იყოს. თუ ჩემთანაა გახსნილი
მომწერე და მივხედავ.
კიდევ გამარჯობა.
არასოდეს, არც ერთ პოეტურ გაერთიანებასთან ერთად, არც ერთ პოეზიის საღამოში მონაწილეობა მე არ მიმიღია!
ჩემი მეგობრები არიან სერგი ლომაძე, კახა ბაციკაძე, გიორგი ზუხბაია და შესაძლოა მათ პოეზიის საღამოს უბრალოდ ვესწრებოდი.
კიდევ ვიმეორებ - არ ვაპროტესტებ იმას, თქვენს გაგებაში ჩემი ლექსები არის თU არ არის სატანისტური.
სიტყვა ,,სატანიზმი,, მე სულ სხვანაირად მესმის მეგობარო!
მაგ ლოგიკით სულ იოლად დავამტკიცებ ტერენტი გრანელის, გალაკტიონ ტაბიძის, ტიციან ტაბიძის და უამრავი სხვა ქართველი თუ უცხოელი პოეტის ,,სატანისტობას,,
არ შეიძლება მასე!
მაგით უპირველესად ზიანს სწორედ მართლმადიდებლურ რელიგიასა და მის დამცველებს აყენებთ!
ვინ ცმე მიცნობს ყველამ კარგად იცის, რომ ყველგან და ყოველთვის ვიცავ მართლმადიდებლურ რელიგიას.
მიზეზი მარტივია - ამაზე დგას ჩემი სამშობლო! ჩემი სახელმწიფო!
მე რას ვწერ ლექსებში ეგ ცალკე თემაა და თუ სურვილი გექნებათ, შემიძლია განვიხილო თქვენთან ერთად ჩემი ნებისმიერი სტრიქონი!
რადგან ეს თემა შეეხება მხოლოდ იმას, ვკითხულობდი თუ არა მე ,,დემონის,, წევრებთან ერთად ლექსებს (გინდ სატანისტურს და გინდ არასატანისტურს) ეს არასოდეს არ ყოფილა!
ვინც მე მიცნობს, ყველამ კარგად იცის, რომ პოეზიის საღამოებში არასოდეს ვმონაწილებდი!
ორჯერ თუ სამჯერ მაქვს გამართული ღრმა ჭაბუკობაში ჩემი საავტორო პოეზიის საღამო.
სულ ეგ არის.
ბოლო ლექსი საჯაროდ 1997 წელს წავიკითხე თეატრალურ სარდაფში!
იმის მერე გავიდა 13 წელიწადი.
უბრალოდ სასაცილოა რომ მაშინდელი დეტალები ახლა მახსოვდეს.
კიდევ ერთხელ გთხოვთ უბრალოდ, ადამიანურად, არ არის ეს ყველაფერი ლამაზი.
ვინც მართლა ებრძვის ჩვენს რელიგიას, იმას მიხედეთ.
მე სულაც მაიმუნი რომ ვიყო შინაგანი რწმენით, მაინც არასოდეს მივაყენებ საჯაროდ შეურაცხყოფას მართლმადიდებლობას და პატრიქრქ ილია მეორეს.
თუნდაც მხოლოდ იმიტომ, რომ ამ რელიგიაზე და კონკრეტულად ამ ბრძენ ადამიანზე დგას დღეს ჩვენი დაუძლურებული და მართლა სატანების ხელში ჩავარდნილი სახელმწიფო!
აი ეს არის ჩემი მრწამსი!
პოეზიას და ხელოვნებას კი თავისი ადგილი აქვს მეგობარო!
ჩმოგართვი ხელი ადამიანურად და იმედია გესმის ჩემი.
წავიკითხე შენი პასუხიც. მიხარია რომ კარგ ადამიანთან მქონია საქმე.
თუ პირველ პოსტში ცოტა ვიუხეშე გამიგეთ და მაპატიეთ.
თემა კი თუ გსურთ დახურეთ, თუ გსურთ წაშალეთ და მოიქეცით სურვილისამებრ.
რაც იყო, იმას რაღა აზრი აქვს.
ადამიანურად გთხოვ, მომავალში უფრო ყურადღებით იყო, როდესაც კონკრეტულ პიროვნებას რაიმე ბრალს უყენებ.
დარწმუნებული ვარ გამიგებ ადამიანურად.
იმიტომ რომ შენი პასუხიდან გამომდინარე - კარგი ადამიანი ჩანხარ!
კიდევ ერთხელ გართმევ ხელს!
პატივისცემით
ბაკურ სვანიძე
რას გადაეკიდეთ ამ კაცს, საიდან უგონებთ ამ ჭორებს?
ნაინა ამას გიორგი დაწერდა თორნიკეს გვარი დამავიწყდა დაწერილ წიგნზე, საიდუმლო სირობაზე, ანუ თქვა რომ თუ არ აინტერესებს ადამიანს ადგება და წავა და წიგნის შავი პიარისთვის უფრო მოაგებინეს ავტორს
ეს თემა დახურულია ალბათ კაი ხნის წინ, არქივი გადაქექე
თამარი_ცქნაფო
bakur svanidze
არა არის პრობლემა ბაკურ, მე საკამათოდ ნამდვილად არ მომიყვანია ეს მაგალითი, არც შენი პიროვნების დასაკნინებლად და გასაკრიტიკებლად და არც სატანიზმში გდებ ბრალს. უბრალოდ ახალგაზრდობის და ახალგაზრდულ ვნებებზე იყო საუბარი, ეს საუბრები ეკო დეისაძის მიერ დაწერილ წიგნზე აგორდა და თუ კარგად წაიკითხავს ყველა ჩემ პოსტებს, მკითხველი მიხვდება, რომ მე ძალადურად შეკრებების დარბევის წინააღმდეგი ვარ და ზუსტად მაგაზე ვსაუბრობდი აბოსთან როდესადაც ეს მაგალითიც მოვიყვანე.
აგერ იმ პოსტის ლინკი
http://church.ge/index.php?showtopic=7874&st=80
არ არის პრობლემა, კორექტირების გარეშე მიშალოს მოდერმა, ნებას ვრთავ, რადგან უბრალოდ თემა დახურულია და მე არ მძალუძს პოსტის კორექტირება )
კიდევ ერთხელ შენდობას ვითხოვ, ღმერთმა გაგვაძლიეროს ერთობაში.
ძმური სიყვარულიდ გართმევ ხელს. http://ge.smiles.26l.com/smile.159201.html
Amuza
Amuza
ნაინა
ნება შენია )
bakur svanidze
ძალიან კარგი იდეაა, ასეთ საკითხებზე საუბარი, რაც სამომავლოდ წაადგება ახალგაზრდობას. შესაძლებელია იგივე იმ ლიტერატურულ კაფეში ან სადმე მოხდეს ამის ორგანიზება და დაფიქსირდეს აზრი სად არის ზღვარი თავისუფლებასა და გარყვნილებას შორის. რა უნდა იწერებოდე და რას უნდა კითხულობდეს ახალგაზრდობა. როგორები ვიყავით 15 წლის წინანდელი სტუდენტები, მიუხედავად დუხჭირი ცხოვრებისა მაინც ვახერხებდით, იმას, რომ სტუდენტური ცხოვრება გაგველამაზებინა, იყო ახალი იდეები, იყო საინტერესო საუბრები და მსჯელობები, ახლა სტტუდენთთა ცხოვრებაში პაუზაა, ალბათ ეს იმითაც არის გამოწვეული, რომ ის სტუდენტები, რომლებსაც ახალი იდეები გენერირება შეუძლიათ, განათლების მიღებას საზღვრებს გარეთ ეძიებენ და ეს კარგიცაა, მაგრამ ამით ჩვენი უნივერსიტეტების სტუდენთების ცხოვრება არ უნდა გაუფერულდეს. დადგება დრო და უნივერსიტეტის ლაბორატორიებში სადაც ახლა ხაჭაპურები ცხვება, კვლავ ჩაატარებენ ცდებს და კვლავ გაუზრდიან ქვეყანას სპეციალისტებს.ალბათ ამ ფორუმში მეც ლიბერარულ ფრთასთან მომიაზრებენ, მაგრამ მე არავისთან, მე ვცდილობ, რომ ვიყო ქრისტიანი, მართალი ძალიან რთულია მაგრამ ვცდილობ და ყოველთვის ვეცდები.
ვეთანხმები ბაკურს, რომ დღეს თითქოს ახალგაზრდობაში მწვავე ფსიქოზის მოვლენები იგრძნობა,თითქოს შიზოფრენიამ დაისადგურა ყრმების ცნობიერებაში.
იმედია ფორუმის ადმინისტრაცია გაითვალისწინებს ბაკურის იდეას, რომლის მიმართ მე პირადად მომხრე ვარ და ასევე, ბევრი ჩვენი ფორუმის საინტერესო წევრებიც დაეთანხმებიან და თავიანთ მუხტს მისცემენ და ხორცს შეასხამენ.
გაიხარე ბაკურ!
ნორმალური ადამიანები მშვიდად გაარკვევენ ერთმანეთში საქმეს.
ისე როგორც ეხლა.
ძალიან კარგი.
ბიჭებო, ეხლა რა მაინტერესებს იცით?
დავტოვო ეს თემა, მომავალ სავარაუდო შეკრებაზე სასაუბროთ თუ დავხურო და ახალს გახსნით?
მე ვფიქრობ რომ დახურვა და ახლის გახსნა აჯობებს.
ნაინა
bakur svanidze
იქნებ უმჯობესია შენ თავად გახსნა თემა, რახან შენ გაგიჩნდა ასეთი იდეა, გახსნის უფლებაც გაქვს. ამ ფორუმის წევრი ხარ უკვე.
სათაურიც თავად შეარჩიე, აგყვება მერე ხალხიც.
როცა მიპასუხებ ამ თემას მერე დავხურავ და გავუშვებ არქივში.
ნაინა
რავიცი, არ ვარ საერთოდ მე ,,ფორუმისტი,,
არც ერთ ფორუმზე არ ვაქტიურობ.
მირჩევნია სხვამ გახსნას თემა და მე ერთ-ორ პოსტს დავტოვებ იქ.
რეალურ შეკრებაზე კი სიამოვნებით მოვალ.
,,ხალხის აყოლიებაში,, არ მაქვს გამოცდილება
პირიქით, ,,ხალხს ავყვები,, შეძლებისდაგვარად
,,იდეის ავტორობაზეც,, არ მაქვს პრეტენზია
ჩემი აზრი ვთქვი უბრალოდ
bakur svanidze
მესმის ჩემო კარგო, როგორც გინდა.
მოვიფიქრებთ და გავხსნით თემას
ან ამუზას ვთხოვთ.
ბავშვებო ისე ხომ არის თემა გახსნილი ფორუმის შეკრებაზე და იქ რომ დაწეროთ ?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience