თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ სენატი _ აპოლოგეტიკის თემები
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 01:24 PM
ვეღარ გავიგე რისთვისაა ეს განყოფილება.
განსხვავებული აზრის,რელიგიისა და მსოფლმხედველობის ხალხი როცა რაიმე თემაში თავის აზრს გამოთქვამს,სხვებისგან განსხვავებულს(ჩემ თავზე არ მაქ ლაპარაკი)მაშინვე იხურება ეს თემა.
თუ არ შეიძლება,რომ უცხო რელიგიებზე, არამართლმადიდებლურ რელიგიებზე, მათ სწავლებებზე, მათ წარმომადგენლებსა და მსოფლმხედველობაზე ვისაუბროთ,მაშინ პირდაპირ თქვით.
მითუმეტეს არაფერი განსაკუთრებული არ ხდება.ვგულისხმობ დაპირისპირებას,სწავლებების თავზე მოხვევას და ა.შ.
"იეჰოვას მოწმეების" თემა რომ დაიხურა მეორედ,კაი-ეს გასაგებია.
"კრიშნაიზმი"ესეც სრულიად გასაგებია.
მაგრამ ვედურ სწავლებებზე ბევრი თემა დაიხურა და ახლა კიდევ"საი ბაბაზე"-ეს კი გაუგებარია.
მომიტევეთ მაგრამ,პროტესტს კი არ ვაცხადებ,უბრალოდ ზემოთ რა კითხვებიც დავსვი,მათზე მაინტერესებს პასუხი.
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 30 2011, 06:06 PM
GIORGI LELUASHVILI
სადისკუსიოდ, გენაცვალე
აპოლოგეტიკა, გლეხურად რომ ავხსნათ, რელიგიის დაცვა არის
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 10:04 PM
ქევანა
არ ვიცი,მე ვერ გავიგე.
ერთ რამეს კი მივხვდი-რაიმეს რომ იტყვი არამართლმადიდებლურ რელიგიაზე(სწავლებები,ტრადიცი
ები,პიროვნებები) და ცოტა პატივისცემით რომ იქნები მათ და მათი წამომადგენლების მიმართ-თემები იხურება.
შენ მაინც ხომ ვერ მეტყვი,რატომ დაიხურა აპოლოგეტიკის თემა"შრი სატია საი ბაბა"?
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 30 2011, 10:18 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
შენ მაინც ხომ ვერ მეტყვი,რატომ დაიხურა აპოლოგეტიკის თემა"შრი სატია საი ბაბა"?
მე გეტყვი თუ გინდა და თუ დაგაკმაყოფილებს ჩემი პასუხი.
შენ გახსენი თემა მაგ პიროვნებაზე, დადე მისი სწავლებები, ჩვენ წავიკითხეთ, ზოგს მოეწონა ზოგს არა.
სასწაულებზეც ვიმსჯელეთ ცოტა თუ მეტად.
თავადაც აღიარე მისი სასწაულები ეშმაკისგანააო.
მეტი რაღა გვექნა? გასაგები გავიგეთ და წასაკითხი წავიკითხეთ.
გასარჩევი და საკამათო მანდ აღარაფერი იყო.
ნებისმიერი ადამიანის გარდაცვალება საწყენია, ვინც არ უნდა იყოს
და რა რელიგიის აღმსარებელიც არ უნდა იყოს ის.
ხოდა რა უნდა გაგვეკეთებინა მეტი, საფლავში ხომ ვერ ჩავყვებოდით.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 10:22 PM
ნაინა
ეე კაი რა.
მასე თემების 80% დასახურია.
მე მაგალითად მინდოდა ბევრი რამ დამეწერა.
მაშინ მეორე-მესამე გვერდებზე რა თემებიც არსებობს მოუსვით ხელი და დახურეთ.
უბრალოდ ძალიან ძალიან სკეპტიკურები ხართ სხვა რელიგიებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ,ეს არის და ეს!
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 30 2011, 10:31 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
უბრალოდ ძალიან ძალიან სკეპტიკურები ხართ სხვა რელიგიებისა და მათი წარმომადგენლების მიმართ,ეს არის და ეს!
თუ ვაღიარებთ რომ ეშმაკეულია, რაღაა იქ გასარჩევი?
არსებობს სადისკუსიო თემები, სადაც შეიძლება მსჯელობა და ასეთი თემები საკმაოდ დიდ ხანს ცოცხლობენ.
შენს თემაში კი მსჯელობისთვის მიზეზიც არ იყო.
კარგი, დავუშვათ დადებდი ახალ-ახალ პოსტებს შენ და ჩვენც წავიკითხავდით,
მაგრამ რა შეიცვლებოდა ამით?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 10:37 PM
ნაინა
ციტატა
თუ ვაღიარებთ რომ ეშმაკეულია, რაღაა იქ გასარჩევი?
თვით ეშმაკებზე არჩევენ და დიდი ამბავი ეშმაკეულებზე გავარჩიოთ.ამას მართლმადიდებლობაში ძალიან დიდი ადგილი უკავია და ნამდვილად არაა ეს თემა ტაბუდადებული-პირიქით
ციტატა
არსებობს სადისკუსიო თემები, სადაც შეიძლება მსჯელობა და ასეთი თემები საკმაოდ დიდ ხანს ცოცხლობენ.
კაი რა,მაგას უაზროდ ამართლებ.
თემა ერთი დღეც არ გასულა რაც გავხსენი და ასე უცებ როგორ ამოიწურა ყველაფერი ამ თემის ირგვლივ?აქ სხვა რაღაცაშია საქმე!
ციტატა
შენს თემაში კი მსჯელობისთვის მიზეზიც არ იყო.
ეგ შენ გგონია მასე
ციტატა
კარგი, დავუშვათ დადებდი ახალ-ახალ პოსტებს შენ და ჩვენც წავიკითხავდით,მაგრამ რა შეიცვლებოდა ამით?
არ არსებობს ასეთ პოსტებს გამოხმაურებები არ მოჰყოლოდა.
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 30 2011, 10:47 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
თვით ეშმაკებზე არჩევენ და დიდი ამბავი ეშმაკეულებზე გავარჩიოთ.ამას მართლმადიდებლობაში ძალიან დიდი ადგილი უკავია და ნამდვილად არაა ეს თემა ტაბუდადებული-პირიქით
ადამიანს ენა არ სტკივა, ყველაფერზე შეუძლია საუბარი, მაგრამ ღირს კი?
ციტატა
კაი რა,მაგას უაზროდ ამართლებ.
თემა ერთი დღეც არ გასულა რაც გავხსენი და ასე უცებ როგორ ამოიწურა ყველაფერი ამ თემის ირგვლივ?აქ სხვა რაღაცაშია საქმე!
უაზროდ სულაც არ ვამართლებ, ზოგიერთი თემა იმდენად საინტერესოა
რომ შეიძლება წლებიც კი იყოს გახსნილი და მსჯელობა მაინც მიდიოდეს.
ზოგს კი 2 დღეც არ ეწეროს სიცოცხლე.
ციტატა
ეგ შენ გგონია მასე
მარტო მე რომ მგონებოდა მასე, შენი თემა ეხლაც ცოცხალი იქნებოდა.
ციტატა
არ არსებობს ასეთ პოსტებს გამოხმაურებები არ მოჰყოლოდა.
კი, გამოხმაირება მოყვებოდა, კინკლაობა და ლანძღვა, გაწყობდა მსგავსი პოსტები?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 10:54 PM
ნაინა
ციტატა
ადამიანს ენა არ სტკივა, ყველაფერზე შეუძლია საუბარი, მაგრამ ღირს კი?
ყველაზე მეტი სწავლებები ეშმაკების და მისი მიმდევრების შესახებ წმინდა მამებს აქვთ...
ციტატა
უაზროდ სულაც არ ვამართლებ, ზოგიერთი თემა იმდენად საინტერესოა რომ შეიძლება წლებიც კი იყოს გახსნილი და მსჯელობა მაინც მიდიოდეს.ზოგს კი 2 დღეც არ ეწეროს სიცოცხლე.
ამის მერე იტყვი არ ვამართლებო...
ხომ არშეიძლება რახან ერთ ადამიანს არ მოსწონს-დაიხუროს?
ციტატა
მარტო მე რომ მგონებოდა მასე, შენი თემა ეხლაც ცოცხალი იქნებოდა.
ციტატა
მარტო მე რომ მგონებოდა მასე, შენი თემა ეხლაც ცოცხალი იქნებოდა.
კაი,მაშინ ვიტყვი-შენ და აფხაზს
ციტატა
კი, გამოხმაირება მოყვებოდა, კინკლაობა და ლანძღვა, გაწყობდა მსგავსი პოსტები?
აპოლოგეტიკაში სულ ეგეთი ამბებია.ამას თავს ვერ აარიდებ
პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: Apr 30 2011, 10:57 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 30 2011, 01:24 PM)
მე მხოლოდ იმაში გეთანხმები რომ სხვა რელიგიაზე აგრესია არც ერთ მორწმუნეს არ უნდა ქონდეს რადგან ისინიც ჩვენი დები და ძმები არიან....მაგრამ არარელიგიურ ადამიანზე(ათეისტებზე,სატანის
ტებზე)ლაპარაკისგან შევეცადოთ თავი შევიკავოთ იმიტომ რომ ვიღაც სულელს შეილება მოეწონოს და დაბრკოლდეს
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 11:01 PM
Nobody_33
ციტატა
.მაგრამ არარელიგიურ ადამიანზე(ათეისტებზე,სატანის
ტებზე)
ესენი არ არიან ჩვენი და-ძმები და მოყვასი???
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 30 2011, 11:01 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ყველაზე მეტი სწავლებები ეშმაკების და მისი მიმდევრების შესახებ წმინდა მამებს აქვთ...
წმინდა მამებს რომ აქვთ იმათ ვკითხულობთ და ვეთანხმებით.
ხომ არ ვლანძღავთ და ვაკრიტიკებთ?
ციტატა
ამის მერე იტყვი არ ვამართლებო...
ხომ არშეიძლება რახან ერთ ადამიანს არ მოსწონს-დაიხუროს?
გინდა თქვა რომ არ არსებობს ასეთი თემები?
ან შენი თემა ძალიან საინტერესო იყო?
უბრალოდ ერთხელ წასაკითხად ღირდა, მაგრამ ზედმეტად საკამათოდ უკვე აღარ.
ციტატა
კაი,მაშინ ვიტყვი-შენ და აფხაზს
რახან სხვამ არაფერი დაწერა ხო?
ისე კი სხვამაც დაწერა, დაინახავდი უკეთესად რომ წაგეკითხა.
ან კიდევ, ძალიან საინტერესო რომ ყოფილიყო, გგონია მაგ რამდენიმე პოსტზე გააჩერებდნენ?
როცა თემა დააინტერესებთ იქ ლამის ასტრონომიული სისწრაფით ივსება გვერდები.
ჯერ მაგით უნდა მიხვდე, რომ შენი თემა დიდად საინთერესო არ იყო ხალხისთვის.
ციტატა
აპოლოგეტიკაში სულ ეგეთი ამბებია.ამას თავს ვერ აარიდებ
და კარგია მერე? მოგწონს? ხანდახან შეხედვაც არ მინდა,
შევდივარ, ვკითხულობ, მაგრამ ხომ ხედავ არაფერს ვწერ, არა იმიტომ რომ
ჩემი აზრი არ გამაჩნია, არ მინდა ზედმეტი კამათი და ვიღაცისთვის რაღაცის მტკიცება.
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Apr 30 2011, 11:05 PM
რადგან მე დავხურე აღნიშNული თემა, მეც გამოვეხმაურები ამ ყველაფერს. აქ ითქვა ის, თუ რას წარმოადგენს აპოლოგეტიკის განყოფილება. როდესაც ეს განყოფილება გაიხსნა, ითქვა, რომ განსხვავებული აღმსარებლობის პირებს შეძლებოდათ გამოეხატათ საკუთარი შეხედულებანი, მაგრამ არ თქმულა ის, რომ დეტალურად განეხილათ თავიანთი მოძღვრებანი და, ასე ვთქვათ, ექადაგათ. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამ ბოლო დროს ერთი და იგივე პირისგან (ვგულისხმობ GIORGI LELUASHVILI-ს) იხსნება უამრავი თემა, რომელიც აბსოლუტურად გაურკვეველი წარმომავლობისაა და ვერავინ ვერ მიხვდება რა აზრი შეიძლება ქონდეს მათ გახსნას. მაგ. ვერავინ დამარწმუნებს, რომ ე.წ. ცოცხალი წმინდანის გარდაცვალება განხილვის საგანი იყოს ამ ფორუმზე. გარდა ამისა საკმაოდ დეტალურად იწერება და ბევრი თემა ეძღვნება ინდუიზმს და ა.შ. ეს კი დარწმუნებული ვარ ბევრს აღიზიანებს.
რაც შეეხება თემას იეღოველებთან დაკავშIრებით, გასაგებად დავწერე თუ რატომაც დავხურე. ეს ხალხი (ნუ ადამიანი) წარმოადგენდა ინტრიგანს და მხოლოდ ასარევად იყო აქ შემოსული. მასთან კამათი კი სრულიად უშედეგოა და უარყოფითის მეტს არაფერს მოიტანს.
ასე რომ...
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 11:08 PM
ნაინა
ციტატა
წმინდა მამებს რომ აქვთ იმათ ვკითხულობთ და ვეთანხმებით.ხომ არ ვლანძღავთ და ვაკრიტიკებთ?
მე იმის თქმა მინდოდა,რომ ვინაიდან შენ მითხარი სატანისტებზე ლაპარაკი არ შეიძლებაო,მე გიYთხარი რომ სატანისტებზე ყველაზე მეტს წმინდა მამები ლაპარაკობენ-მეთქი
ციტატა
გინდა თქვა რომ არ არსებობს ასეთი თემები?ან შენი თემა ძალიან საინტერესო იყო?უბრალოდ ერთხელ წასაკითხად ღირდა, მაგრამ ზედმეტად საკამათოდ უკვე აღარ.
ვინმეს უშლიდსა რამეს?ეხლა გინდა დასახური ყოფილა და გინდა დახურული,ადგილს მაინც იკავებს და მაშინ სულ გააქრეთ!
ციტატა
რახან სხვამ არაფერი დაწერა ხო?ისე კი სხვამაც დაწერა, დაინახავდი უკეთესად რომ წაგეკითხა.
სხვათაშორის ბევრმა გამოთქვა თავისი აზრი და მეც ზუსტად ეგ მაინტერესებდა...
ციტატა
ან კიდევ, ძალიან საინტერესო რომ ყოფილიყო, გგონია მაგ რამდენიმე პოსტზე გააჩერებდნენ?
ვინმემ დააცადა უფრო მეტის დაწერა???კაი რა!
ციტატა
როცა თემა დააინტერესებთ იქ ლამის ასტრონომიული სისწრაფით ივსება გვერდები.
ეს თემა გუშინ საღამოს გავხსენი და დღეს შუა დღისას უკვე დახუული დამხვდა და კიდე კარგადაა საქმე
ციტატა
ჯერ მაგით უნდა მიხვდე, რომ შენი თემა დიდად საინთერესო არ იყო ხალხისთვის.
ზოგი თემის ფერი ლამის წლებია კვლავ ლურჯია და რატო იმათ არ ხურავთ?მიპასუხეთ!
ციტატა
და კარგია მერე? მოგწონს? ხანდახან შეხედვაც არ მინდა,შევდივარ, ვკითხულობ, მაგრამ ხომ ხედავ არაფერს ვწერ, არა იმიტომ რომ ჩემი აზრი არ გამაჩნია, არ მინდა ზედმეტი კამათი და ვიღაცისთვის რაღაცის მტკიცება.
თუ მასეა,მაშინ რაღატო არსებობს ეს განყოფილება?
ერთმანეთთან დაპირისპირება და განსხვავებული აზრი ყველა განყოფილებაშია
პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: Apr 30 2011, 11:11 PM
ციტატა(afxazi @ Apr 30 2011, 11:05 PM)
რაც შეეხება თემას იეღოველებთან დაკავშIრებით, გასაგებად დავწერე თუ რატომაც დავხურე. ეს ხალხი (ნუ ადამიანი) წარმოადგენდა ინტრიგანს და მხოლოდ ასარევად იყო აქ შემოსული. მასთან კამათი კი სრულიად უშედეგოა და უარყოფითის მეტს არაფერს მოიტანს.
ასე რომ...
გეთანხმები იაღოველების სექტა უბანშიც მეყოფა
არა სერიოზულად... მაგათზე ლაპარაკი არ ღირს
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 11:12 PM
afxazi
ციტატა
როდესაც ეს განყოფილება გაიხსნა, ითქვა, რომ განსხვავებული აღმსარებლობის პირებს შეძლებოდათ გამოეხატათ საკუთარი შეხედულებანი, მაგრამ არ თქმულა ის, რომ დეტალურად განეხილათ თავიანთი მოძღვრებანი და, ასე ვთქვათ, ექადაგათ.
სწავლებების გაცნობა ქადაგებას ნიშნავს?
ციტატა
ბოლო დროს ერთი და იგივე პირისგან (ვგულისხმობ GIORGI LELUASHVILI-ს) იხსნება უამრავი თემა, რომელიც აბსოლუტურად გაურკვეველი წარმომავლობისაა
იქნებ დააკონკრეტო ასეთი თემების სათაურები?
ციტატა
ვერავინ დამარწმუნებს, რომ ე.წ. ცოცხალი წმინდანის გარდაცვალება განხილვის საგანი იყოს ამ ფორუმზე.
მაშინ მარტო წმინდა მამები განვიხილოთ და იყოს მარტო ამის შესაბამისი თემა და ყველაფერი მოგვარდება...
ციტატა
გარდა ამისა საკმაოდ დეტალურად იწერება და ბევრი თემა ეძღვნება ინდუიზმს და ა.შ. ეს კი დარწმუნებული ვარ ბევრს აღიზიანებს.
მსგავსი ვერაფერი შევნიშნე...
ციტატა
რაც შეეხება თემას იეღოველებთან დაკავშIრებით, გასაგებად დავწერე თუ რატომაც დავხურე. ეს ხალხი (ნუ ადამიანი) წარმოადგენდა ინტრიგანს და მხოლოდ ასარევად იყო აქ შემოსული. მასთან კამათი კი სრულიად უშედეგოა და უარყოფითის მეტს არაფერს მოიტანს.ასე რომ...
ამ თემის მეორედ დახურვაზე მგონი არაფერი მითქვამს საწინააღმდეგო
პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: Apr 30 2011, 11:13 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 30 2011, 11:01 PM)
Nobody_33
ესენი არ არიან ჩვენი და-ძმები და მოყვასი???
აქ საერთოდ იმდენი უაზრო თემაა გახსნილი შეხედვაც არ მინდა და რატომ უნდა ვიკითხო იაღოველებზე როცა სჯობს დავჯდეთ და სახარება ვიკითხოთ? ვერ გამიგია რატო გაუჩნდა ადამიანს გაეხსნა იაღოვას გვერდი?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 11:14 PM
Nobody_33
ციტატა
გეთანხმები იაღოველების სექტა უბანშიც მეყოფა არა სერიოზულად... მაგათზე ლაპარაკი არ ღირს
ვაა მართლა?მარე ვიმიტოა ხოლმე ციტატებს რომ მოგაყრიან და პირდაღებული რომ შეჰყურებთ ხოლმე.(პირადად შენზე არ მაქ ლაპარაკი)
აბა ბიბლიიდან შეეწინააღმდეგეთ თუ მაგრები ხართ.
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Apr 30 2011, 11:14 PM
GIORGI LELUASHVILI
ერთი სიტყუვით ამ ყველაფერზე ერთად გიპასუხებ.
როგორც სჩანს არ გინდა დაკვირვებით წაიკითხო რას გწერ,
ან კითხულობ მაგრამ არ გინდა გაიგო.
ხოდა კამათის გაგრძელების სურვილი ნამდვილად აღარ მაქვს.
რამდენჯერ გაგიმეორო ერთი და იგივე, ოღონდ სხვადასხვა სიტყვებით.
,,შეაყარე კედელს ცერცვი'' გამომდის.
აფხაზმა დაგიწერა გასაგებად თუ რატომ დაიხურა შენი თემა.
მგონი პასუხმა უნდა დაგაკმაყოფილოს.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 11:16 PM
Nobody_33
ციტატა
აქ საერთოდ იმდენი უაზრო თემაა გახსნილი შეხედვაც არ მინდა და რატომ უნდა ვიკითხო იაღოველებზე როცა სჯობს დავჯდეთ და სახარება ვიკითხოთ? ვერ გამიგია რატო გაუჩნდა ადამიანს გაეხსნა იაღოვას გვერდი?
ჯერ ეგ ერთი იმიტო,რო ვიღაც რომ შენი ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან სრულიად განსხვავებულს ასწავლის,შეგეძლოს დამტკიცება,რომ შენი რელიგიაა ჭეშმარიტი.
შეგიძლია ამის დამტკიცება?
ნაინაafxaziკაი ბოდოშით ამდენი რომ გავბედე...
პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: Apr 30 2011, 11:17 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 30 2011, 11:14 PM)
Nobody_33
ვაა მართლა?მარე ვიმიტოა ხოლმე ციტატებს რომ მოგაყრიან და პირდაღებული რომ შეჰყურებთ ხოლმე.(პირადად შენზე არ მაქ ლაპარაკი)
აბა ბიბლიიდან შეეწინააღმდეგეთ თუ მაგრები ხართ.
და ვაფშე რა გაჩხუბებს აქ? რა გინდა გინდა რომ იაღოვაზე იყოს აქ საუბარი? იცი რამდენი ფორუმებია მაგაზე? წადი და იქ იქადაგე მე არავის არ ვაყენებ შეურაწყოფას მარა ახალი ვარ და თვალში მხვდება რელიგიურ საიტზე შენი იაღოვა რომელიც მაგარი არ მსიამუვნებს
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Apr 30 2011, 11:18 PM
და მეც რომ ჩემ აზრს გამოვთქვამ,ამას არ აქვს ხომ მნიშვნელობა?
Nobody_33
ციტატა
რა გინდა გინდა რომ იაღოვაზე იყოს აქ საუბარი?
ჯერ შენ ისიც არ იცი ვინ არის იეღოვა და იეღოველებს დასცინი?რა სჭირთ შენი დასაცინი?
პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: Apr 30 2011, 11:20 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 30 2011, 11:16 PM)
Nobody_33
ჯერ ეგ ერთი იმიტო,რო ვიღაც რომ შენი ჭეშმარიტი სარწმუნოებისგან სრულიად განსხვავებულს ასწავლის,შეგეძლოს დამტკიცება,რომ შენი რელიგიაა ჭეშმარიტი.
შეგიძლია ამის დამტკიცება?
მეგობარო ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა,შენ თუ უფალი გწამს იყავი შენთვის ეს ჩემი რჩევა იქნება და ნუ მიედ მოედები
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ Apr 30 2011, 11:18 PM)
და მეც რომ ჩემ აზრს გამოვთქვამ,ამას არ აქვს ხომ მნიშვნელობა?
Nobody_33
ჯერ შენ ისიც არ იცი ვინ არის იეღოვა და იეღოველებს დასცინი?რა სჭირთ შენი დასაცინი?
მაგარია
))) სხვის მაგივრათ ლაპარაკიც გცოდნია
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 1 2011, 12:20 AM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
კაი ბოდოშით ამდენი რომ გავბედე...
ეს მე მგონი საჭირო არ იყო.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 1 2011, 12:04 PM
Nobody_33
ციტატა
მეგობარო ჭეშმარიტ ღირსებას ყვირილი არ უნდა,შენ თუ უფალი გწამს იყავი შენთვის ეს ჩემი რჩევა იქნება და ნუ მიედ მოედები
ვააა რა მაგარი ლოგიკააა!
მასე რომ იყოს ჭეშმაიტების მაძიებელს რას ეტყვი,მე ასე მჯერა და იმიტოა ჩემი სარწმუნოება ჭეშმარიტიო?მასე რომ ყოფილიყო აღარ გაიმართებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებები,სადაც მწვალებლობების,ცრუ სწავლებების გარჩევა და დაგმობა ხდებოდა.
მაშინ რაღა საჭიროა დოგმები?
სწავლებები?
ქრისტიანობას დღესდღეობით 30 000-მდე მიმდევრობა ყავს და თითოეულ მათგანს სჯერა და იმას ქადაგებს,რომ მისი სარწმუნოება ჭეშმაიტია.შენ კი,მართა ჭეშმარიტი სარწმუნოების მქონეს,სხვებისთვის უნდა შეგეძლოს შენი სარწმუნოების ჭეშმარიტების დამტკიცება.წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაგიჯერებს და ყველა ცრუსა და წარმართს გიწოდებს.
ციტატა
მაგარია ))) სხვის მაგივრათ ლაპარაკიც გცოდნია
კი ნუ იკრიჭები,კითხვაზე გამეცი პასუხი!!!
afxaziციტატა
ეს მე მგონი საჭირო არ იყო.
მაშინ ამიხსენით რატომ დაიხურა აპოლოგეტიკის რამდენიმე ისეთი თემა,რომლებიც სხვა რელიგიებს ეხებოდა?
პასუხი ვითომ მომცა ნაინამ,მაგრამ აბსოლუტურად გაუგებარია.შესაბამისად მე ერთ რაღაცას გკითხავთ:
რას ნიშნავს ლურჯი ფერით არსებული თემები?ეს ნიშნავს იმას,რომ თემა არაა აქტიური.
გასაგებია...
ისიც მითხარით,რომ თემა,რომელიც არაა აქტიური,უნდა დაიხუროსო.
მაშინ გეკითხებით:რატომ არ ხურავთ ასეთ თემებს,რომლებიც წელიწადზე მეტია ლურჯი ფერითაა?
ამას იმიტომ გეკითხებით,რომ საი ბაბას თემაზე მითხარით,რომ თემა არ იყო საინტერესო და მაგიტომ დაიხურაო,მაგრამ წინა საღამოს გახსნილი თემა მეორე დღეს დამიხურეთ,მითუმეტეს თემა აქტიურად ითვლებოდა,ვინაიდან ფოუმელებმა 16 პოტის დაწერა მოასწრეს(ჩემი პოსტები რომ არ ჩავთვალოთ)და ფაქტიურად თემამ ერთი დღეც ვერ იარსება.
პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: May 1 2011, 02:19 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ May 1 2011, 12:04 PM)
Nobody_33
ვააა რა მაგარი ლოგიკააა!
მასე რომ იყოს ჭეშმაიტების მაძიებელს რას ეტყვი,მე ასე მჯერა და იმიტოა ჩემი სარწმუნოება ჭეშმარიტიო?მასე რომ ყოფილიყო აღარ გაიმართებოდა მსოფლიო საეკლესიო კრებები,სადაც მწვალებლობების,ცრუ სწავლებების გარჩევა და დაგმობა ხდებოდა.
მაშინ რაღა საჭიროა დოგმები?
სწავლებები?
ქრისტიანობას დღესდღეობით 30 000-მდე მიმდევრობა ყავს და თითოეულ მათგანს სჯერა და იმას ქადაგებს,რომ მისი სარწმუნოება ჭეშმაიტია.შენ კი,მართა ჭეშმარიტი სარწმუნოების მქონეს,სხვებისთვის უნდა შეგეძლოს შენი სარწმუნოების ჭეშმარიტების დამტკიცება.წინააღმდეგ შემთხვევაში არავინ დაგიჯერებს და ყველა ცრუსა და წარმართს გიწოდებს.
კი ნუ იკრიჭები,კითხვაზე გამეცი პასუხი!!!
afxazi
მე არავის არაფერს დავუმტკიცებ მას თუ წამს იწამოს თუ არადა ნუ იწამებს მე არავიზე ძალადობას არვახდენ და შენ აზრებს ჩემს მიმართულებით ნუ მახვევ რა
ხო კიდე რაც შეეხება არავის დაჯერება და ცრუ წარმართის დაძახებას მე არავის გამო არ ვლოცულობ არავის გამო არ დავდივარ ტაძარში ვისაც უნდა ცრუ მიწოდოს ჩემთვის ეს ჰაერივით გავა გამოვა არავითარი მნიშვნელობა არ ექნება
)))
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 1 2011, 11:08 PM
Nobody_33
ციტატა
მე არავის არაფერს დავუმტკიცებ მას თუ წამს იწამოს თუ არადა ნუ იწამებს მე არავიზე ძალადობას არვახდენ და შენ აზრებს ჩემს მიმართულებით ნუ მახვევ რა
მაშინ რახან ვერაფერს გაგებინებ,გეტყვი-შენ არ ხარ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი,ცრუ ხარ სარწმუნოებრივი საკითხიდან გამომდინარე.
პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: May 1 2011, 11:23 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ May 1 2011, 11:08 PM)
Nobody_33
მაშინ რახან ვერაფერს გაგებინებ,გეტყვი-შენ არ ხარ ჭეშმარიტი სარწმუნოების მიმდევარი,ცრუ ხარ სარწმუნოებრივი საკითხიდან გამომდინარე.
აბა შენიცი
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 1 2011, 11:27 PM
Nobody_33
მე მივხვდი,რომ შენ არ გაინტერესებს შენი სარწმუნობა რას ასწავლის.
კაი დავანებოთ ამაზე ამ თემაში საუბარს თავი.
მე ახლა მოდერების პასუხს ველოდები 25 პოსტზე
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 1 2011, 11:33 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მე ახლა მოდერების პასუხს ველოდები 25 პოსტზე
ნუ შეგვჭამე ამ შენი მიცვალებულით
ეს ხუმრობით, მაგრამ მართლა რა გჭირს?
იმ 16 პოსტს რომ გადაეკიდე, ხომ ნახე რომ ერთი და იგივე ხალხი
პოსტავდა და გეუბნებოდნენ რომ მისი სასწაულების არ სჯეროდათ და არ აინტერესებდათ რასაც ის ამბობდა.
არაა მასისთვის საინტერესო ეგ თემა, მხოლოდ შენთვის თუ გინდა კი გქონია მასალები და თავად წაიკითხე.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 1 2011, 11:37 PM
ნაინა
თვალებში ნაცარს მაყრით რა!
თემას არ უარსებია ერთი დღეც კი!
მეც ზუსტად განსხვავებული აზრი მაინტერესებდა და იმიტო გავხსენი ეგ თემა.სასწაულების არ ჯეროდათ,ეგ იმას არ ნიშნავს,რომ თემა არ აინტერესებდათ.
კიდე ვაკოპირებ კითხვას,რაც ყველაზე ძაან მაინტერესებს:რას ნიშნავს ლურჯი ფერით არსებული თემები?ეს ნიშნავს იმას,რომ თემა არაა აქტიური.
გასაგებია...
ისიც მითხარით,რომ თემა,რომელიც არაა აქტიური,უნდა დაიხუროსო.
მაშინ გეკითხებით:რატომ არ ხურავთ ასეთ თემებს,რომლებიც წელიწადზე მეტია ლურჯი ფერითაა?
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 1 2011, 11:42 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
მაშინ გეკითხებით:რატომ არ ხურავთ ასეთ თემებს,რომლებიც წელიწადზე მეტია ლურჯი ფერითაა?
არააქტიურსა და არასაჭიროს შორის განსხვავებს ვერ ხედავ ხო?
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 2 2011, 01:44 PM
GIORGI LELUASHVILI
მე მაშინ ბაბუაჩემზე გავხსნი თემას და მის აზრებს გადმოავალაგებ.. კაი იქნება?
ყველაფერს აქვს ზომა, ეგ თვით ატმანსაც არ ეშლებოდა
ეს ყველაფერი იმჰოა
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 2 2011, 03:32 PM
ნაინა
ციტატა
არააქტიურსა და არასაჭიროს შორის განსხვავებს ვერ ხედავ ხო?
თუ არაა საჭირო,არც დაინტერესებები იქნება.
მაშინ აპოლოგეტიკაში თემების 80% სულ მასეთი არასაჭიროა.სხვა არამათლმადიდებლურ რელიგიაზე თემა რომ გაიხსნას,არაა საჭირო?მაშინ რიღასთვის არსებობს ეს განყოფილება?
ქევანაციტატა
მე მაშინ ბაბუაჩემზე გავხსნი თემას და მის აზრებს გადმოავალაგებ.. კაი იქნება?
ბაბუაშენია არამგონია საი ბაბაზე ცნბილი იყოს...
პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: May 2 2011, 04:18 PM
GIORGI LELUASHVILI
საი ბაბა ცნობილი იყო? მე პირველად გავიგე
აა, ნუ ინდოეთში ხომ მილიარდამდე ხალხია, ხოოო, მაშინ იყო ცნობილი, მაგრამ მერე რა? ნუთუ ცნობილობა განსაზღვრავს იმას რომ ჭეშმარიტებას ღაღადებს?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 2 2011, 04:25 PM
ქევანა
"ცნობილობაზე"მე რატოც დავიწყე საუბარი აიხედე ზემოთ
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 2 2011, 09:40 PM
არ გეწყინოთ,მაგრამ ვერ ხსნით რატომ დამიხურეთ საი ბაბას თემა
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 2 2011, 10:34 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
არ გეწყინოთ,მაგრამ ვერ ხსნით რატომ დამიხურეთ საი ბაბას თემა
შენ თუ გაგება არ გინდა ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვერ აგიხსნეს.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 2 2011, 10:53 PM
ნაინა
ციტატა
შენ თუ გაგება არ გინდა ეგ იმას არ ნიშნავს რომ ვერ აგიხსნეს.
რომ აგეხსნათ საფუძვლიანად,ნამდვილად გავიგებდი.
რატომ უწოდეთ თემას "არასაჭირო" და "არააქტიური"??-ეს ორივე სრული აბსურდია,ვინაიდან ფაქტები სულ სხვანაირად მეტყველებს...
არაფერი დაშავდება იმით,რომ აღიაროთ,რომ "შრი სატია საი ბაბას" თემა,როგორც უცხო რელიგიისა და მისი წარმომადგენლის შესახებ,პიროვნულად არ მოგეწონათ და ვერ იტანთ მსგავს თემებს.
თქვენ კი საბაბი გამოჩხრიკეთ,რომ თემა დაგეხურათ!
ეს ნამდვილად ასეა.
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 2 2011, 11:34 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
რომ აგეხსნათ საფუძვლიანად,ნამდვილად გავიგებდი.
რატომ უწოდეთ თემას "არასაჭირო" და "არააქტიური"??-ეს ორივე სრული აბსურდია,ვინაიდან ფაქტები სულ სხვანაირად მეტყველებს...
არაფერი დაშავდება იმით,რომ აღიაროთ,რომ "შრი სატია საი ბაბას" თემა,როგორც უცხო რელიგიისა და მისი წარმომადგენლის შესახებ,პიროვნულად არ მოგეწონათ და ვერ იტანთ მსგავს თემებს.
თქვენ კი საბაბი გამოჩხრიკეთ,რომ თემა დაგეხურათ!
ეს ნამდვილად ასეა.
რომელმა დაწერა შენს თემაზე რომ მისთვის საინტერესო იყო?
კი ბატონო უნდა ვიცნობდეთ სხვა რელიგიებს, მაგრამ იმის გასაგებად თუ რას ქადაგებდა შენი საი ბაბა, სრულიად საკმარისი იყო ის რაც დაწერე.
მაგრამ უნდა დაგვეტოვებინა იმიტომ რომ შენ მოგწონს?
შენ კრიშნაც მოგწონს და არ გინდა ზედმეტი რაღაცეები, აქ ბრმა არავინ არაა.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 2 2011, 11:40 PM
ნაინა
ციტატა
რომელმა დაწერა შენს თემაზე რომ მისთვის საინტერესო იყო?
მასე არც ის დაუწერიათ,რომ არ იყო საინტერესო.
საინტერესო რომ არ ყოფილიყო,კიდე ვიმეორებ:არ ქინებოდა გამოხმაურებები.
და თუ ეს თემა იმიტომ დამიხურეს,რომ საინტერესო არ იყო,ასეთი ძალიან ბევრი თემაა,რომლებიც წლებია ლურჯი ფერითაა აღნიშნული.
ციტატა
კი ბატონო უნდა ვიცნობდეთ სხვა რელიგიებს, მაგრამ იმის გასაგებად თუ რას ქადაგებდა შენი საი ბაბა, სრულიად საკმარისი იყო ის რაც დაწერე. მაგრამ უნდა დაგვეტოვებინა იმიტომ რომ შენ მოგწონს?
არ უნდა დაგეტოვებინათ იმიტომ,რომ მარტო შენ და აფხაზს არ მოგწონთ?
ციტატა
შენ კრიშნაც მოგწონს და არ გინდა ზედმეტი რაღაცეები, აქ ბრმა არავინ არაა.
რაც არ იცი,ნუ გამოიტან დასკვნებს
პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: May 2 2011, 11:47 PM
ციტატა(ქევანა @ May 2 2011, 02:44 PM)
GIORGI LELUASHVILIმე მაშინ ბაბუაჩემზე გავხსნი თემას და მის აზრებს გადმოავალაგებ.. კაი იქნება?
ყველაფერს აქვს ზომა, ეგ თვით ატმანსაც არ ეშლებოდა
ეს ყველაფერი იმჰოა
კარგი იყო
რა გინდა გიორგი, მეც პირველად გავიგე ეგ ბაბა თუ ბობო
რაღა დაგიმალო და გამეცინა,შენს პოსტზე იმ თემაში, ისე განიცდიდი : სწერვა:
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 2 2011, 11:51 PM
GIORGI LELUASHVILI
რატომ გახსენი ეგ თემა?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 3 2011, 08:25 AM
ანანო
შენ რაღა გჭირს გოგო!...
afxazi
ციტატა
რატომ გახსენი ეგ თემა?
საერთოდ მინდოდა ფორუმელებისათვის გამეცნო ეს პიროვნება,მისი სწავლებები,სასწაულები და ამის შემდეგ მათი აზრი მაინტერესებდა:რას ფიქრობდნენ,როგორ პიროვნებად მიიჩნევდნენ,რა აზრს გამოიტანდნენ მომხდარიდან და ა.შ.
სასუბროდ მგონი კარგი თემა იყო.
როგორც თქვენ ამბობთ,რამდენიმე პოსტში ვერ ამოიწურებოდა თემა.
და თუ ამოიწურა და მაგიტომ დახურეთ,რატომ ასეთი თემების 80% არ ხურავთ?
პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: May 3 2011, 04:09 PM
GIORGI LELUASHVILI
მართლმადიდებლური კუთხით ამოწურე შესაძლებლობანი?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 3 2011, 04:11 PM
afxazi
ციტატა
მართლმადიდებლური კუთხით ამოწურე შესაძლებლობანი?
ეს ჩემ კითხვასთან რა კავშირშია?
პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: May 3 2011, 11:50 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ May 1 2011, 11:27 PM)
Nobody_33მე მივხვდი,რომ შენ არ გაინტერესებს შენი სარწმუნობა რას ასწავლის.
კაი დავანებოთ ამაზე ამ თემაში საუბარს თავი.
მე ახლა მოდერების პასუხს ველოდები 25 პოსტზე
მე საჭიროდ რასაც ვთვლი იმას ვაკეთებ უფროსწორედ ჩემი მოძღვარი როგორც მეუბნება მე არავისთან არ ვკამათობ და ჩემი რელიგია ჩემთან არის დდა არ ვაპირებ ვინმეს რამე ავუხსნა
)))
პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: May 4 2011, 12:21 AM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ May 3 2011, 09:25 AM)
ანანოშენ რაღა გჭირს გოგო!...
ბოდიალობ ერთი რა
თან გვეჩხუბები, რატომ მიხურავთ თემებს-ო
აქ კი არა, ფორუმ.გეზეც დაგიხურავდნენ
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 4 2011, 08:27 AM
ანანო
ციტატა
ბოდიალობ ერთი რა
ციტატა
თან გვეჩხუბები, რატომ მიხურავთ თემებს-ოაქ კი არა, ფორუმ.გეზეც დაგიხურავდნენ
ჰოდა რატო,რატო-პასუხს ვერ ვღებულობ.
ეხლა კიდე ამაზე უარესიც მოხდა.
საერთოდ თემა რომ იხურება,ელემენტარულად მიზეზი ხო მაინც უნდა მიუთითო?
ეხლა კიდე ხორცის ჭამაზე.იმას გარდა,რომ არ ვიცი რატომ დაიხურა ეს თემა,გაფრთხილება რაღატომ მომცეს,ამას საერთოდ ვერ ვხვდები,მიუხედავად ჩემი რამდენიმე თხოვნისა,რომ სულ მცირე მიზეზი მაინც ეთქვათ.
ესეიგი პიროვნებას თემას უხურავ,გაფრთხილებას აძლევ და ელემენტარულად იმის ღირსს არ ხდი,რომ მიზეზეი მაინც აუხსნა.
მაგარია რა!
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 4 2011, 03:46 PM
http://church.ge/index.php?showtopic=7910&pid=669487&st=160entry669487
ეს თემა, განსაკუთრებით ბოლო გვერდი ჩემი აზრით გაცდა აპოლოგეტიკის ჩარჩოებს. ვინაიდან ფორუმი მართლმადიდებლურია, სხვა რელიგიების განხილვა ვფიქრობ მართლმადიდებლობის ჭრილში უნდა ხდებოდეს. ნებსით თუ უნებლიეთ კრიშნაიზმის პროპაგანდა სამწუხაროდ ხდება მართლმადიდებლურ ფორუმზე.
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 4 2011, 03:58 PM
lingvo
ხოდა დაიხუროს.
პირიქით მომრავლდეს მართლმადიდებლური. ჩვენ მივუყვებით ქრისტეს გზას, სხვა რელიგიის თემები ძირითადად უნდა იყოს შემეცნებითი ან აპოლოგეტიკური სადაც მოხდება ცრუ სწავლების მხილება, და არა ისეთი თემები სადაც ამ რელიგიის პროპაგანდა მიმდინარეობს.
აქ კი მგონი სხვა რელიგიის თემებში უფრო აქტიურობაა.
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 4 2011, 04:24 PM
lingvo
ikanosi
მაშინ ნუ ამოაღებინებთ საერთოდ ხმას არამართლმადიდებლებს და იყავით მარტო თქვენ!
არადა აქ ყველანაირი რჯულის ხალხია და თუ მისცემთ მათ საშუალებას საკუთარი რელიგიის შესხებ გაგცნონ კეთილი სუვილებით,რა დაშავდება?
"პროპაგანდა"ნამეტანი ხმამაღალი ნათქვამია.ვინმეს რომ მუჰამედზე და მექაზე დაეწერა რამე მოითხოვდით იგივეს?
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: May 4 2011, 04:30 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
არადა აქ ყველანაირი რჯულის ხალხია და თუ მისცემთ მათ საშუალებას საკუთარი რელიგიის შესხებ გაგცნონ კეთილი სუვილებით,რა დაშავდება?
მოვითხოვდი. აქ ყველანაირი რჯულის ხალხი არაა. უდიდესი უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტეანებია. ვინაიდან ფორუმია მართლმადიდებლური.
ამ საკითხს ფორუმის სენატი გადაწყვეტს გიორგი.
პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: May 4 2011, 04:31 PM
ციტატა
ვინმეს რომ მუჰამედზე და მექაზე დაეწერა რამე მოითხოვდით იგივეს?
თავზე ხელს გადავუსვამთ
პ.ს. ისე იცოცხლეთ
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 4 2011, 04:35 PM
lingvo
ციტატა
აქ ყველანაირი რჯულის ხალხი არაა.
პროტესტანტი
კათოლიკე
ვაიშნავი
ათეისტი
იეჰოვას მოწმე
იუდეველი
საიენტისტი
ეს რაც მე ვნახე და სხვა რამდენია კიდე წარმომიდგენია
ანანოციტატა
პ.ს. ისე იცოცხლეთ
ეს სიტყვები მე მეკუთვნის?
პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: May 4 2011, 04:43 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ May 4 2011, 05:35 PM)
lingvoპროტესტანტი
კათოლიკე
ვაიშნავი
ათეისტი
იეჰოვას მოწმე
იუდეველი
საიენტისტი
ეს რაც მე ვნახე და სხვა რამდენია კიდე წარმომიდგენია
ანანოეს სიტყვები მე მეკუთვნის?
ვინც დაწერს, იმათ
ისეთი კარგი დაBANვის საშუალებები გვაქვს იF იF იF : ))))))))))))))))
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 4 2011, 04:45 PM
ანანო
ციტატა
ვინც დაწერს, იმათ
რას დაწერს?
ციტატა
ისეთი კარგი დაBANვის საშუალებები გვაქვს იF იF იF : ))))))))))))))))
ნამიოკების გარეშე.ვერ ვხვდები რას გულისხმობ
პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: May 4 2011, 04:45 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ May 4 2011, 05:44 PM)
ანანო
რას დაწერს?
ოო ვითომ ვერ მიხვდი
მეზარება ბევრი ლაპარაკი რა
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 4 2011, 04:46 PM
ანანო
ციტატა
ოო ვითომ ვერ მიხვდი
რავი გაფრთხილება კი მომცეს უაზროდ და...
ალბათ უარესსაც უნდა ველოდო,მაგრამ რატო დაუმსახურებლად-ეს არ მესმის
ციტატა
მეზარება ბევრი ლაპარაკი რა
ეს ნამდვილად გეტყობა
ლაპარაკი კი არა,წერა
პოსტის ავტორი: ანანო თარიღი: May 4 2011, 04:47 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ May 4 2011, 05:46 PM)
ანანორავი გაფრთხილება კი მომცეს უაზროდ და...
ალბათ უარესსაც უნდა ველოდო,მაგრამ რატო დაუმსახურებლად-ეს არ მესმის
ეს ნამდვილად გეტყობა
ლაპარაკი კი არა,წერა
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 4 2011, 05:08 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
.ვინმეს რომ მუჰამედზე და მექაზე დაეწერა რამე მოითხოვდით იგივეს?
თუ შემეცნებით ხასიათს ატარებს არა, მაგრამ თუ პროპაგანდა მიმდინაორებს კი
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 4 2011, 05:49 PM
ikanosi
ციტატა
თუ შემეცნებით ხასიათს ატარებს არა, მაგრამ თუ პროპაგანდა მიმდინაორებს კი
საერთოდ"პროპაგანდას"რას ეძახი?
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 4 2011, 05:53 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
საერთოდ"პროპაგანდას"რას ეძახი?
რამდენი თემა გახსენი კრიშნაზე?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 4 2011, 06:11 PM
ikanosi
ციტატა
რამდენი თემა გახსენი კრიშნაზე?
აუ რა გამაცინეეე
რამდენი?აბა დათვალე
პოსტის ავტორი: Nobody_33 თარიღი: May 4 2011, 06:40 PM
კაი იკანოს მორჩი
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 4 2011, 10:26 PM
ikanosi
ციტატა
რამდენი?აბა დათვალე
პასუხი?
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 4 2011, 10:58 PM
GIORGI LELUASHVILI
დაახლოებით 6
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 4 2011, 11:11 PM
GIORGI LELUASHVILI
ikanosi
ციტატა
რამდენი თემა გახსენი კრიშნაზე?
გახსნა რად უნდა, ცოტაა გადასცა ატმანმა მემკვიდრეობით?
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 4 2011, 11:18 PM
ikanosi
ციტატა
დაახლოებით 6
გთხოვ სათაურები,თემის სახელები დაწერე რა
ნაინაციტატა
გახსნა რად უნდა, ცოტაა გადასცა ატმანმა მემკვიდრეობით?
ატმანი ჩემი მასწია
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: May 4 2011, 11:19 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
ატმანი ჩემი მასწია
მე ცოტა სხვა რამე მგონია
პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: May 4 2011, 11:20 PM
GIORGI LELUASHVILI
ციტატა
გთხოვ სათაურები,თემის სახელები დაწერე რა
მიდი და თავად ნახე საკუთარი თემები, უფრო მეტიცაა მაგრამ შენიღბული "ცნობიერების" ამაღლებით დაახლებით 6ია
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 4 2011, 11:59 PM
ციტატა(GIORGI LELUASHVILI @ May 4 2011, 02:24 PM)
lingvo
ikanosi
მაშინ ნუ ამოაღებინებთ საერთოდ ხმას არამართლმადიდებლებს და იყავით მარტო თქვენ!
კარგი
პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: May 5 2011, 08:22 AM
ნაინა
ციტატა
მე ცოტა სხვა რამე მგონია
არანაირი "სხვა რამ"
ikanosiციტატა
მიდი და თავად ნახე საკუთარი თემები, უფრო მეტიცაა მაგრამ შენიღბული "ცნობიერების" ამაღლებით დაახლებით 6ია
ვააჰ კაცო,თუ მასეა ჩემ მიერ კრიშნას შესახებ შექმნილი თემების სათაურები დაწერე.
მიდი,გელოდები.რა არის ამაში გაუგებარი
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)