თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ სენატი _ სენატის გ ა დ ა წ ყ ე ტ ი ლ ე ბ ა

პოსტის ავტორი: admin თარიღი: May 27 2008, 04:27 PM

მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს

სენატის

გ ა დ ა წ ყ ე ტ ი ლ ე ბ ა

იუზერ მნათეს საჩივართან დაკავშირებით


იუზერ მნათეს http://church.ge/index.php?showtopic=4399 დაკავშირებით მართლმადიდებლურ ფორუმ church.ge-ს სენატი:

1. განუმარტავს ფორუმის ყველა იუზერს, რომ მართლმადიდებლური ეკლესიის სწავლებით და საქართველოში გავრცელებული ზნეობრიობის წესებით მიუღებელია გარდაცვლილ ადამიანზე და მით უმეტეს, სასულიერო პირზე ზომას გადასული გამოთქმები. თუკი ვინმეს მიერ კონკრეტული პიროვნებისადმი ზედმეტად გამოხატულია პატივისცემა თუ თაყვანისცემა, ეს არ შეიძლება გახდეს ამ პიროვნების შეურაცხყოფის, დაცინვის თუ არასათანადოდ მოხსენიების საფუძველი;

2. აღნიშნავს, რომ გარდაცვლილის წმინდანად შერაცხვის ერთადერთი და აუცილებელი პირობა არ არის მისი აღიარება (შერაცხვის წესის შესრულება) და თუკი სასულიერო იერარქთა და მორწმუნე მრევლის მიერ ესა თუ ის პიროვნება პატივდებულია წმინდანად, ეს მისი აღიარების უმნიშვნელოვანესი საფუძველია (იხ. მსოფლიო საპატრიარქოს 1931 წლის 24 მარტის ΣΤ სინოდალური განჩინება "წმინდანად აღიარების შესახებ", პ. 2). ამიტომ სენატი ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) მიმართ ფორუმზე ბოლო დროს გამოთქმულ მიუღებელ ფრაზებს და კატეგორიულად თხოვს ყველა იუზერს პატივი მიაგონ მის ხსოვნას და გაგებით მოეკიდონ მორწმუნე მრევლის მიერ მისდამი გამოხატულ პატივისცემას, როგორც წმინდად მცხოვრები ადამიანისადმი, რომლის სახელთან სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც დაკავშირებულია არაერთი სასწაული;

3. მიუთითებს გალერეის მოდერატორებს, რომ ოფტოპიკად მიჩნეულ იქნეს მხოლოდ უსურათო ტექსტი, ხოლო ისეთ შემთხვევაში, თუკი სურათის კომენტარი ეწინააღმდეგება ფორუმის წესებს და პრინციპებს, წაიშალოს მხოლოდ ეს ტექსტი და არა სურათიც;

4. ადგენს, რომ აღდგენილ იქნეს იუზერ მნათეს მოდერატორ უჩას მიერ წაშლილი ორივე სურათი;

5. მკაცრად აფრთხილებს იუზერ მნათეს, რომ შეწყვიტოს მისი მაღალღირსების, არქიმანდრიტ გაბრიელის (ურგებაძე) წმინდანად მიჩნევის თაობაზე საეკლესიო იერარქიის, სასულიერო პირებისა და მორწმუნე მრევლის მიმართ არასათანადო დამოკიდებულების მიუღებელი ფორმით გამოხატვა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)