თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ სენატი _ ფორუმის ლოგო

პოსტის ავტორი: grigoli1970 თარიღი: Oct 1 2010, 12:13 AM

ესეიგი მემგონი ბევრს ექნება ეს პრობლემა : როდესაც ფორუმზე შემოვდივარ მთავარ გვერდზე გადასასვლელად მიწევს ფორუმის ლოგოზე ანუ მაცხოვრის და ღმრთისმშობლის ხატზე დაწკაპუნება და ეს ძალიან უსიამოვნოა, მემგონი კარგი იქნება თუ ლოგოთ დააყენებთ ჯვარს ან თუ მაინცდამაინც შუაში დააყენეთ ხატი, მარცხენა მხარეს კი ცარიელი იყოს ადგილი, რავიცი შეიძლება არცაა საჭირო ამის გაკეთება, თქვენ გადაწყვიტეთ

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 1 2010, 12:20 AM

grigoli1970
> მართლმადიდებლური ფორუმი > ფორუმის შესახებ > სენატი

ამაზე დაკლიკე, რა ღა ღვთისმშობელს და მაცხოვარს ეხები.
მგონი ცხოვრებაში არ დამიწკაპუნებია მაგ ადგილებში.
ეხლაღა ვცადე, შენი პოსტის წაკითხვის მერე.

პოსტის ავტორი: grigoli1970 თარიღი: Oct 1 2010, 12:22 AM

არა, მე მიჩვეული ვარ როგორც წესი ლოგოზე ვაკლიკებ ხოლმე, რა თქმა უნდა ეხლა როგორც მირჩიე ისე მოვიქცევი, ნუ რავიცი ჩემი აზრი ვთქვი უბრალოდ

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Oct 1 2010, 12:32 AM

grigoli1970

ჰო, ჩვევა ცოტა ისეთი რამეა smile.gif

პოსტის ავტორი: თამარი_ცქნაფო თარიღი: Oct 1 2010, 02:09 PM

ციტატა(terra @ Oct 1 2010, 12:20 AM) *

grigoli1970
> მართლმადიდებლური ფორუმი > ფორუმის შესახებ > სენატი

ამაზე დაკლიკე, რა ღა ღვთისმშობელს და მაცხოვარს ეხები.
მგონი ცხოვრებაში არ დამიწკაპუნებია მაგ ადგილებში.
ეხლაღა ვცადე, შენი პოსტის წაკითხვის მერე.

blink.gif ჰო რა, მეც არასდროს მომსვლია აზრად იქ დაწკაპუნებ

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 1 2010, 02:56 PM

ციტატა(თამარი_ცქნაფო @ Oct 1 2010, 02:09 PM) *

blink.gif ჰო რა, მეც არასდროს მომსვლია აზრად იქ დაწკაპუნებ

მეც ანალოგიურად smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 1 2010, 04:50 PM

ციტატა
ჰო რა, მეც არასდროს მომსვლია აზრად იქ დაწკაპუნებ

მე თითქმის უმეტესად მანდ დამიწკაპუნებია ხოლმე

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Oct 1 2010, 07:50 PM

grigoli1970

მეც მარცხნივ და შუაში მიყვარს ხოლმე დაწკაპუნება,მაგრამ ამ ფორუმზე ვცდილობ მარჯვნივ დავაწკაპუნო.

შეეჩვევი,თუ მოისურვებ smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 1 2010, 09:27 PM

შეიძლება გაგეღიმოთ მაგრამ არასდროს დამჭირვებია ბანერზე დაკლიკება smile.gif

პოსტის ავტორი: tok@ თარიღი: Oct 1 2010, 11:01 PM

ციტატა(ნათია @ Oct 1 2010, 09:27 PM) *

შეიძლება გაგეღიმოთ მაგრამ არასდროს დამჭირვებია ბანერზე დაკლიკება smile.gif

აუ მე კიდე არც ვიცოდი ბანერით თუ მთავარ გვერდზე გადადის oops.gif cocxali.gif cocxali.gif girl_angel.gif gio.gif

პოსტის ავტორი: dariala თარიღი: Oct 2 2010, 02:47 AM

ვაიმე, ეხლაღა დავაფიქსირე რომ მეც ღვთისმშობელზე და მაცხოვარზე მიმაქვს ისარი sad.gif სხვა ფორუმებზე მიჩვეული ვარ რომ მანდ არის ლოგო და მანდედან გადადიხარ მთავარ გვერდზე - ამის ბრალია ეს ჩვევა რომ გამოგვიმუშავდა. აწი უნდა გავაკონტროლოთ ჩემო grigoli1970 ჩვენი თავი smile.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 15 2010, 05:39 PM

აუ დავაკლიკე თუ არა ბანერს , რატომღაც, მაშინვე ამოვიდა თემა ფორუმის ლოგო, უცებ გავიფიქრე არასოდეს დამიწკაპუნებია ბანერზე, რაღა ახლა მეთქი... ვა საოცარ

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Oct 15 2010, 05:42 PM

leluka
ბანერზე რომ აკლიკებ მთავარ გვერდზე გადაყავხარ და თემას როგორ ამოგიგდებდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: leluka თარიღი: Oct 15 2010, 05:44 PM

ikanosi

ციტატა
ანერზე რომ აკლიკებ მთავარ გვერდზე გადაყავხარ და თემას როგორ ამოგიგდებდა

ბუჰეჰეჰე

ტვინიკოს tongue.gif
ზუსტად მთავარ გვერდზე რომ გადამიყვანა თუ არა, პირველი რაც თვალში მომხვდა ანუ სპონტანურად თუ როგორ ვთქვა, ეს თემა მომხვდა თვალში.

პოსტის ავტორი: Mariam.Q თარიღი: Aug 19 2012, 09:41 PM

ციტატა
ვაიმე, ეხლაღა დავაფიქსირე რომ მეც ღვთისმშობელზე და მაცხოვარზე მიმაქვს ისარი sad.gif სხვა ფორუმებზე მიჩვეული ვარ რომ მანდ არის ლოგო და მანდედან გადადიხარ მთავარ გვერდზე - ამის ბრალია ეს ჩვევა რომ გამოგვიმუშავდა. აწი უნდა გავაკონტროლოთ ჩემო grigoli1970 ჩვენი თავი smile.gif

მეც ვუერთდები თვითკონტროლს.. არადა არ მიმიქცევია ყურადღება.

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Sep 19 2012, 05:22 AM

1: ბანერზე დაკლიკება ახალი ფასონია, თუ გასწავლათ ვინმემ?
და 2: რომც დააკლიკოთ, so what? ეს ხომ ხატის ციფრული ვარიანტია, რომელსაც სიწმინდესთან არაფერი კავშირი აქვს? ჰემ ჰემ ჰემ...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 19 2012, 04:15 PM

ციტატა(Lucrezia Borgia @ Sep 19 2012, 06:22 AM) *

1 ეს ხომ ხატის ციფრული ვარიანტია, რომელსაც სიწმინდესთან არაფერი კავშირი აქვს? ჰემ ჰემ ჰემ...

ხატმებრძოლივით მსჯელობ.

ამ ხატს ნამდვილად აქვს სიწმინდესთან კავშირი, რადგან დედა ღვთისმშობელია გამოსახული მაცხოვართან ერთად.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 19 2012, 09:45 PM

Lucrezia Borgia
ნაცნობი სული გამოსჭვივის შენი პოსტებიდან ლუკრეცია...

პოსტის ავტორი: Lucrezia Borgia თარიღი: Oct 3 2012, 06:21 PM

marine
არაფერ შუაშია ხატთმებრძოლეობა smile.gif უფალმა შემინდოს თუ ასეა, მაგრამ იგივე პრინციპით მათმატიკის რვეულების გადაგდება არ შეიძლება, რადგან პლიუსს (+) ჯვრის ფორმა აქვს. წარმოიდგინე სკოლის მოსწავლე რამდენჯერ სვამს ამ ნიშანს თავის რვეულში. smile.gif

A.V.M

ციტატა
Lucrezia Borgia
ნაცნობი სული გამოსჭვივის შენი პოსტებიდან ლუკრეცია...

ეს როგორ გავიგო? smile.gif 58.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Oct 4 2012, 12:34 AM

ციტატა

ეს როგორ გავიგო?

როგორც გინდა...

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2012, 04:40 PM

ციტატა(Lucrezia Borgia @ Oct 3 2012, 07:21 PM) *

marine
არაფერ შუაშია ხატთმებრძოლეობა smile.gif უფალმა შემინდოს თუ ასეა, მაგრამ იგივე პრინციპით მათმატიკის რვეულების გადაგდება არ შეიძლება, რადგან პლიუსს (+) ჯვრის ფორმა აქვს. წარმოიდგინე სკოლის მოსწავლე რამდენჯერ სვამს ამ ნიშანს თავის რვეულში. smile.gif

ის პლიუსია და ამ ნიშნით გამოიყენება (არა როგორც ჯვარი)... შედარებაც არ შეიძლება ხატთან, რომელზეც გამოსახულია წმ. მარიამი და იესო.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 5 2014, 10:56 PM

ადმინი არ ყავს ამ ფორუმს? მაგის გამოსწორებას 2 წუთიც არ ჭირდება თუ ასეთი პრობლემა იყო მემგონი, სადაც ამხელა საქმეს აკეთებს რა პრობლემა გახდა სურათის უერელის და ლინკის გაყოფა ერთმანეთისაგან?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 7 2014, 12:07 AM

sanfol
აი ძლივს არ დაწერე რაღაცა , რაშიც გეთანხმები ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 8 2014, 04:24 PM

A.V.M
ისე საინტერესოა როგორ უნდა მოვინანიო მოძღვართან რა ვუთხრა უფლის და ღმრთისმშობლის ხატს დავაწექი მაუსით თქო? მემგონი მთავარია როგორ გამოიყენებს ადამიანი მას რა შეგნებით თორე ისე ხატებიც ცოდვა გამოდის ხატი შეიძლება თაყვანისცემისთვის გამოიყენო ან სალოცავად და აქ მოყვანილი ხატი მთავარ გვერდზე მშვიდობით გადასასვლელად თუ გამოიყენე და იმას არც ფიქრობდი ამით ცოდვას ჩადიოდი გიწყენს ღმრთისმშობელი?

ასეთი თემებით შეიძლება ადამიანმა იფიქროს 100 მოწამის გარდა ვინც ხატს დააბიჯა იმის მსგავსი ვარო, აგონიაში ჩავარდეს ადამიანი და თავი მოიკლას ამიტომ მისახედია პასუხი უნდა გაეცეს არის თუ არა ცოდვა მასზე "დაწკაპუნება"

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 9 2014, 12:12 PM

ამას სერიოზულად კითხულობ?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 9 2014, 01:35 PM

afxazi
არ ვიცი წინის წინა პოსტში რაც დავწერე თავიდან მართლა არ მიმიქცევია ყურადღება, მაგრამ რომ დავუფქრდი ხატია და მადლს გამოსცემსო და თან მაუსს აჭერ რა გამოდის არ ვიცი უკვე აღარაფერი რას დავუჯერო სინდისი შემიწუხდა უკვე ამდენი ფიქრებით ალბათ გაგიჟდება ადამიანი ყველაფერზე რომ დაფიქრდეს, ცოდვაა თუ არა ხატის გამოსახულებაზე დაწკაპუნება?

პოსტის ავტორი: mari90 თარიღი: Dec 9 2014, 05:37 PM

sanfol

ციტატა
ისე საინტერესოა როგორ უნდა მოვინანიო მოძღვართან რა ვუთხრა უფლის და ღმრთისმშობლის ხატს დავაწექი მაუსით თქო? მემგონი მთავარია როგორ გამოიყენებს ადამიანი მას რა შეგნებით თორე ისე ხატებიც ცოდვა გამოდის ხატი შეიძლება თაყვანისცემისთვის გამოიყენო ან სალოცავად და აქ მოყვანილი ხატი მთავარ გვერდზე მშვიდობით გადასასვლელად თუ გამოიყენე და იმას არც ფიქრობდი ამით ცოდვას ჩადიოდი გიწყენს ღმრთისმშობელი?

როგორც ღმერთს მიაჩნია, ისე უნდა მიიღო. თუ ეწყინება საწყენია და თუ არა არა.
მის ლოგოზე აწკაპუნებ და აზრს ჩვენ გვეკითხები. თან ამ დროს გიყურებს. რას იფიქრებს? smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 9 2014, 06:14 PM

mari90
არ ვიცი რას იფიქრებს ინტერნეტი არ იყო I საუკუნეში და მაშინ მაშინდელ გაგებებს თუ შემოვიტანთ ხატზე დამიბიჯებია ასე გამოდის?

პოსტის ავტორი: mari90 თარიღი: Dec 9 2014, 08:00 PM

sanfol

ციტატა
არ ვიცი რას იფიქრებს ინტერნეტი არ იყო I საუკუნეში და მაშინ მაშინდელ გაგებებს თუ შემოვიტანთ ხატზე დამიბიჯებია ასე გამოდის?

თუ არ იცი, რისი გწამს აბა? თუ ქრისტესი გწამს, მარტო მაშინ იყო 1 საუკუნეში? დღეს არაა? თუ იცნობ შენს ღმერთს ანუ ქრისტეს, კი უნდა იცოდე ხატზე დაწკაპუნებაზე რა აზრისაა.
აბა რომ წარსდგები, მაშინ უნდა გაიგო ღმერთისგან თურმე რას თვლიდა ცოდვად და შენ როგორ გამოგპარვია? ეგრე ვერ მიხვალ ღმერთთან, იმიტომ რომ ბრმად შეიძლება ბევრი ცოდვა გამოგეპაროს. ანდა ცოდვა გეგონოს და ტყუილად იკავო თავი სისულელეების გამო.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 9 2014, 08:22 PM

mari90
მართალი ხარ არ ვიცი და ამიტომ ვკითხულობ იქნებ სხვამ იცოდეს?

ინტერნეტში თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ეკლესიაცაა და სანთელიც დამინთია რამდენჯერმე, ამით რა გამოდის მე ეკლესიაში ვიყავი? ვგულისხმობ ფიზიკურს. ბევრი რამეა რაც თანამედროვე სამყაროში უნდა გადმოიტანო ის ძველი და ესე მე მარტო ვერ განვსაზღვრავ რა არის მაშინდელიდან ახლა გადმოტანილი რა აზრის მატარებელია?

პოსტის ავტორი: mari90 თარიღი: Dec 9 2014, 09:01 PM

sanfol

ციტატა
მართალი ხარ არ ვიცი და ამიტომ ვკითხულობ იქნებ სხვამ იცოდეს?

ინტერნეტში თქვენ შეიძლება არ იცოდეთ, მაგრამ ეკლესიაცაა და სანთელიც დამინთია რამდენჯერმე, ამით რა გამოდის მე ეკლესიაში ვიყავი? ვგულისხმობ ფიზიკურს. ბევრი რამეა რაც თანამედროვე სამყაროში უნდა გადმოიტანო ის ძველი და ესე მე მარტო ვერ განვსაზღვრავ რა არის მაშინდელიდან ახლა გადმოტანილი რა აზრის მატარებელია?

სხვის იმედად ნუ ხარ. ვთქვათ და სხვამ არასწორად იცის და შეცდომაში შეგიყვანა უნებლიედ, მერე რამე რომ იყოს, შენმა მოცემულმა მორწმუნემ შემიყვანა შეცდომაშიო, ასე უნდა გაიმართლო თავი ღმერთთან? ხომ იცი მაგაზე რა აზრისაა ღმერთი.
ანუ ღმერთი თავდაპირველად შენში უნდა ეძებო. თუ მისი ქმნილება ხარ, გონიც, გულიც და ნამუსიც მისგან გაქვს. ამიტომ თამამად მოუსმინე შენს გულს, ნამუსით აწონ-დაწონე და გონებით მიიღე სწორი გადაწყვეტილება. ამავდროულად არ დაგავიწყდეს სხვისი აზრების მოსმენაც, რაც არ უნდა ურწმუნო იყოს. იქნება კარგს გირჩევს რამეს? ყველა ღვთის შვილია. ხო და კიდევ ბავშვებით იღაღადება სიმართლე და ბავშვებსაც უსმინე. ყველაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ზოგადად ასეა.

sanfol
ციტატა
ამით რა გამოდის მე ეკლესიაში ვიყავი?

შენ თვითონვე გაეცი აბა პასუხი? გული რას გკარნახობს? ღმერთმა რომ გითხრას ეკლესიაში რატომ არ დადიოდიო რას ეტყვი, ვირტუალურად დავდიოდიო? ან და შეიძლება არც არაფერი გითხრას, ვირტუალურიც მისაღები იყოს მისთვის. ეგ უკვე შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ისე უნდა მოიქცე რომ ნაკლებ გაურკვევლობას ქონდეს ადგილი ღმერთთან როცა მიხვალ.
ანუ მისმა გადაწყვეტილებამ მასთან იქნები თუ არა, შენ უსამართლობის შეგრძნება არ უნდა გაგიჩინოს გულში. იმიტომ რომ ისაა სიმართლე და შენი უსამართლობის შეგრძნება მხოლოდ შენი ეგოისტობის(საკუთარი სიმართლის) გამო გექნება. ის აუცილებლად დაგიმტკიცებს რომ ცდები, რადგან ის სიმართლეა და შენ მიიღებ მას, უბრალოდ მანამდე ეგოისტობის(ამპარტავნების) გამო ვერ ათვითცნობიერებდი. ამიტომ კარგად უნდა გაიცნო ღმერთი, რომ ფაქტიურად ღმერთის სამართალი, შენი სამართალი იყოს. და ამიტომ ამპარტავნება უნდა მოიცილო, რომ გული გონება გაგეხსნას. ღმერთს მიემსგავსო(მისნაირად იაზროვნო) რომ თქვენი სამართალი ერთმანეთს დაემთხვას.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 10 2014, 02:16 PM

mari90

ციტატა
სხვის იმედად ნუ ხარ. ვთქვათ და სხვამ არასწორად იცის და შეცდომაში შეგიყვანა უნებლიედ, მერე რამე რომ იყოს, შენმა მოცემულმა მორწმუნემ შემიყვანა შეცდომაშიო, ასე უნდა გაიმართლო თავი ღმერთთან? ხომ იცი მაგაზე რა აზრისაა ღმერთი.
ანუ ღმერთი თავდაპირველად შენში უნდა ეძებო. თუ მისი ქმნილება ხარ, გონიც, გულიც და ნამუსიც მისგან გაქვს. ამიტომ თამამად მოუსმინე შენს გულს, ნამუსით აწონ-დაწონე და გონებით მიიღე სწორი გადაწყვეტილება. ამავდროულად არ დაგავიწყდეს სხვისი აზრების მოსმენაც, რაც არ უნდა ურწმუნო იყოს. იქნება კარგს გირჩევს რამეს? ყველა ღვთის შვილია. ხო და კიდევ ბავშვებით იღაღადება სიმართლე და ბავშვებსაც უსმინე. ყველაზე თავს ვერ დავდებ, მაგრამ ზოგადად ასეა.

კი მაგრამ ლოგიკური აზროვნების უნარი ხომ მაქვს და დავასკვნი რაიმეს შეიძლება სულაც არ დავუჯერო, სინდისი კარგი რამეა. რას მიგრძნობს გული ესაა მთავარი, მაგრამ თუ 2 საპირისპირო აზრი არ შეეჯახა ერთმანეთს ვერც გამარჯვებული სიმართლე იარსებებს რადგან იცხოვრებ შენი სიმართლით და არა საღმრთო.
ციტატა
შენ თვითონვე გაეცი აბა პასუხი? გული რას გკარნახობს? ღმერთმა რომ გითხრას ეკლესიაში რატომ არ დადიოდიო რას ეტყვი, ვირტუალურად დავდიოდიო? ან და შეიძლება არც არაფერი გითხრას, ვირტუალურიც მისაღები იყოს მისთვის. ეგ უკვე შენს გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. ისე უნდა მოიქცე რომ ნაკლებ გაურკვევლობას ქონდეს ადგილი ღმერთთან როცა მიხვალ.
ანუ მისმა გადაწყვეტილებამ მასთან იქნები თუ არა, შენ უსამართლობის შეგრძნება არ უნდა გაგიჩინოს გულში. იმიტომ რომ ისაა სიმართლე და შენი უსამართლობის შეგრძნება მხოლოდ შენი ეგოისტობის(საკუთარი სიმართლის) გამო გექნება. ის აუცილებლად დაგიმტკიცებს რომ ცდები, რადგან ის სიმართლეა და შენ მიიღებ მას, უბრალოდ მანამდე ეგოისტობის(ამპარტავნების) გამო ვერ ათვითცნობიერებდი. ამიტომ კარგად უნდა გაიცნო ღმერთი, რომ ფაქტიურად ღმერთის სამართალი, შენი სამართალი იყოს. და ამიტომ ამპარტავნება უნდა მოიცილო, რომ გული გონება გაგეხსნას. ღმერთს მიემსგავსო(მისნაირად იაზროვნო) რომ თქვენი სამართალი ერთმანეთს დაემთხვას.

ონლაინ ეკლესიაში ვერ ივლი რადგან ეკლესია 2 ან მეტი ადამიანის ერთობაა, იქ კი არავინაა შენს გარდა(შეიძლება არის ერთდროულად იყოთ შესულები ვებ-გვერდზე, მაგრამ შენ ვერ ხედავ მას ერთობაც ირღვევა) მაგრამ მაშინ ამას ვერ ვათვიცნობიერებდი და ჩამინაცვლებია რამდენჯერმე და არ წავსულვარ იმის გამო, რომ სახლში შემეძლო ჩემი ეკლესია მქონოდა, ამას ვერ ვხვდებოდი ახლაც არ გამახსენდებოდა და სავარაუდოდ მოუნანიებელი დარჩებოდა ეს ცოდვაც(თუმცა გაუთვიცნობიერებელი ცოდვა ცოდვაა თუ არა არ ვიცი, ერთი შეხედვით ვიღაცას პასუხი ექნება ეკლესიაში ვიყავიო, მაგრამ ის სინდისს მოატყუებს და პასუხიც ექნება ღმერთთან რომ მივა, მაგრამ მცდარი და მასეთი პასუხები რათ მინდა?) კიდევ კარგი ხატზე ვმსჯელობდით და მაქედან გამახსენდა ციფრულ ხატზე მაუსის დაჭერა ცოდვაა თუ არა?

პოსტის ავტორი: mari90 თარიღი: Dec 10 2014, 05:00 PM

sanfol

ციტატა
მაგრამ თუ 2 საპირისპირო აზრი არ შეეჯახა ერთმანეთს ვერც გამარჯვებული სიმართლე იარსებებს რადგან იცხოვრებ შენი სიმართლით და არა საღმრთო.

ნამუსი კარგი რამეაო რომ ამბობ, მაგით უნდა მიხვდე, რომელია მართალი ამ ორ აზრს შორის. აბა სხვა რისთვისაა საჭირო? მაგისთვისაა ზუსტად.
ერთი ღმერთის აზრია, მეორე შენი(ეგოისტური). ხოდა უნდა ეცადო, ამოიცნო რომელია ღმერთის აზრი - ჭეშმარიტი სამართლიანობა(რომელიც თქვენ ორივესთვის კარგი იქნება ერთდროულად). თუ შენს აზრს აირჩევ, მხოლოდ შენთვის იქნება კარგი და უფლისთვის სათნო არა. ანუ უნდა დააკვირდე. ეგოისტური აზრი თუა, უნდა მოიშორო ეგრევე და დაუჯერო მეორე აზრს, რომელიც შენთვისაც კარგი იქნება და ღვთისთვისაც. თან გაითვალისწინე, რომ ღვთისთვის სათნო მხოლოდ მისი პირადული კი არაა, არამედ მისი ყველა ქმნილების პირადული.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 14 2014, 09:43 PM

mari90
ჩემი აზრით ხატზე თითის დადება ამ შემთხვევაში მაუსის დაჭერა მასზე არ უნდა იყოს რაიმე ცოდვა, მაგრამ ვაი რომ ეს მხოლოდ ჩემი აზრი იყოს?

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)