გიორგი გამარჯობა!
იცი, რომ ამ ფორუმის კარგა ხნის წევრი ვარ, მგონი რიგით მე 12. ძალიან მიყვარდა ეს ფორუმი და ფორუმელები.
მადლობა, რომ შენს მიერ შექმნილ ამ ფორუმის მეშვეობით უამრავი ბრწყინვალე პიროვნება გავიცანი, მათ შორის შენც. ბევრ აქ გაცნობილ ადამიანთან დღემდე კარგი ურთიერთობა მაქვს და ვმეგობრობ.
სამწუხაროდ, ამ ფორუმმა (ჩემთვის) ამოწურა თავისი თავი...დიდი ხანია...მას შემდეგ რაც ის ადამიანები აღარ არიან აქ, რომლებთანაც მძაფრი კამათიც კი ერთობ საინტერესო იყო...
ბევრი რომ არ გავაგრძელო - ჩემი თხოვნაა, გაუქმდეს ყველა ჩემი თემა და პოსტი, რაც ამ ფორუმის შექმნიდან დამიწერია და შემიქმნია..გაუქმდეს ჩემი ანგარიში.
იმედი მაქვს ამ თხოვნას გაითვალისწინებთ და რაც შეიძლება მალე.
წინასწარ მადლობა.
პატივისცემით, სერგი
ვუერთდები წინადადებას! ჩემი ყველა თემა და პოსტიც გააუქმეთ!
პატივისცემით, ატმანი!
აი ორი ჭკვიანი.
გოორგი იმედია თავად გაგცემთ პასუხს, მაგრამ მეც მაქვს სურვილი საკუთარი აზრი გამოვხატო თქვენს მოთხოვნაზე.
თუ ასე ძალიან არ გინდათ ამ ფორუმზე თქვენი პოსტები არსებობდეს, თავადვე შეგიძლიათ ჩამოყვეთ და გაანადგუროთ.
სერგის ორი ნიკი აქვს რამდენადაც მე მახსოვს ( თუ არ ვცდები და მეტი არ აქვს სინამდვილეში ) მაგრამ ატმანის ნიკებს ვინ დაითვლის. ხომ ვერ მეტყვით ვის ექნება იმის დრო და საშუალება, რომ ჩამოყვეს და 2006 თუ 2007 წლიდან დღემდე მოიძიოს თქვენი დაწერილი პოსტები თუ გახსნილი თემები და ანადგუროს?
ზედმეტის უფლებას ხომ არ აძლევთ თავს და ზედმეტად ხომ არ ავალდებულებთ სხვას?
აბა კარგად დაფიქრდით. თუ პოსტების წერა არ გინდოდათ არც არავინ გაძალებდათ, თუ რამე არ მოგწონთ თქვენს ნაწერებში, ან თუნდაც არ გაქვთ სურვილი ამ ფორუმზე თქვენი პოსტი არსებობდეს, ადექით და თავად გაისარჯეთ მათ წასაშლელად.
რაც შეეხება ნიკის, უფრო სწორად ნიკების გაუქმებას, ჩამოწერეთ რა ნიკებიც გაქვთ და გააუქმებენ.
ესაა სულ.
ნაინა
არ გამოგეხმაურებოდი, მაგრამ აი ამის გამო უნდა გიპასუხო:
სერგი არ მინდა დაგკარგო, გთხოვ პირადში მობილურის ნომერი გამომიგზავნო. იქნებ კიდევ შევხვდეთ ერთმანეთს
პატივისცემით აბო.
ჩემი არც ყველა სახელი მახსოვს და მითუმეტეს არც პაროლები
მეგონა ადვილად შეიძLებოდა ყველას ერთად წაშლა, თუ ასეთი ძნელია დაე იყოს!
სერგი კარგი კაცია, ჯერ კიდევ ცაგერიდან მახსოვს
Atm@n-ც კარგია ტიპია თავის აზრებიანად
მოკლედ თუ დარჩებით მე გამეხარდება გულწრფელად.
თემო
კაი, შენი ხათრით ვრჩები!
წადით ბატონო, რახან მასეა საქმე. საცა არა სჯობს, გაცლა სჯობსო, ძველებს უთქვამთ
ქევანა
მეც გამიუქმეთ !!! წინასწარ მადლობა
esre ars cheshmariteba
შენ არავინ გეხვეწება ამ ფორუმზე ყოფნას. რაც ფორუმზე იწერება ის ფორუმს ეკუთვნის და მათი წაშლა მიმაჩნია, რომ დაუშვებელია (თუ რაღაც უზრდელობას არ შეიცავს). რაც შეეხება შემოსვლა არ შემოსვლას ეს მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული.
ბიჭებო, ცხელ გულზე ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებას. მიუხედავად ყველაფრისა, ფორუმელებისთვის ძვირფასები ხართ და გვიყვარხართ!!!!!!!
Atm@n
აბა კალთებს ვერ დაგახევთ
ძალად ადამიანის ერთ ადგილზე გაჩერება ვერ წარმომიდგენია
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience