გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
ფორუმის მოდერირებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ
1. http://church.ge/index.php?showtopic=137 მე-20 მუხლის შესაბამისად ფორუმის წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები:
ა) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
"4. მოძღვრის განყოფილება განკუთვნილია მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული კითხვების სასულიერო პირისათვის დასასმელად. ფორუმის მთავარ გვერდზე განყოფილებაზე განთავსდება წარწერა "პასუხობს მხოლოდ მოძღვარი";
ბ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით:
"გ) მინიჭებული უფლებების ფარგლებში ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის წევრისთვის სიტყვიერი ან ვადიანი გაფრთხილების შესახებ, შემდეგი სახით: თავდაპირველად აძლევს სიტყვიერ გაფრთხილებას, შემდეგ 10%–იან გაფრთხილებას (warn), ხოლო იმავე საკითხზე ან უახლოესი 3 დღის განმავლობაში ფორუმის წესების კვლავ დარღვევის შემთხვევაში – აკრძალვას (ban) საკუთარი შეხედულებით განსაზღვრული ვადით;".
2. ეთხოვოს admin-ს, ტექნიკურად შეასრულოს 1-ლ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება.
სენატის თავმჯდომარე,
afxazi
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience