რამოდენიმე დღის წინ შემატყობინეს 11 წლის მარიამ კაჭარავას შესახებ და დახმარება მთხოვეს...
მარიამს დაუდგინდა უმძიმესი დაავადება, ლოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზი, თირკმლის ქრონიკული დაავადება IV სტადია. ამჟამად მას უტარდება პროგრამული ჰემოდიალიზი
ესეც ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. წითლად შემოხაზულია დიაგნოზი.
მარიამს ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც რამოდენიმე თვეშია დაგეგმილი. თუ მშობლები გამოდგებიან დონორად, ოპერაციის გაკეთება საქართველოშიც შესაძლებელი იქნება და თან სახელმწიფოც დააფინანსებს ალბათ. მაგრამ თუ მშობლები არ გამოდგებიან დონორად, ბავშვს საზღვარგარეთ უნდა გაუკეთონ ოპერაცია, რადგანაც საქართველოში ასეთი დონორები არ არიან და ეს კი კოლოსალური თანხა 100 000 ჯდებაო...
ტელევიზია იმედის ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, მაგრამ უშედეგოდ... ეს ოჯახი ძალიან გაჭირვებულია ფინანსურად. ჰომეოდიალიზი უფასო კი არის, მაგრამ წამლებისა და სხვა წვრილმანი ხარჯების დაფარვაც უჭირთ... იქნებ როგორმე შევძლოთ და დავეხმაროთ მარიამს...
უფალმა ინებოს, რომ გამოდგნენ დონორებად ეს მშობლები, თორემ ასეთი კოლოსალური ღირებულების ოპერაციას ალბათ არავინ დააფინანსებს...
საკონტაქტო ინფორმაცია:
895 48-52-70 მარიამის დედა, ხათუნა.
895 75-96-43 მარიამის მამა, ზურაბი.
ბანკში ანგარიშს ამ დღეებში გახსნიან და შემატყობინებენ რეკვიზიტებს და დავწერ.
აბე
აბე, ცნობას უკანაც უნდა ქონდეს ინფო და ისიც დაასკანერე რა...
ფონდიდანაც ცოტას დავეხმარებით, დავუკავშირდები მარიამის დედას
ნათია
სანამ აქ გავხსნიდი თემას ვახოს ვუთხარი ამ ბავშვის შესახებ და გავუგზავნე ეს დასკანერებული ცნობა. მან მითხრა, რომ მემგონი არ დასჭირდება უკანა გვერდის დადება ფორუმზეო და ამიტომ აღარ დავდე მაშინ.
გმადლობ ვახო, რომ ჩემს აქ არ-ყოფნის დროს დადე დოკუმენტის მეორე გვერდი...
მარიამის დედამ დამირეკა, ისევ ცუდად გახდა ბავშვი 2 დღის წინ და ისევ წავიყვანეთ საავადმყოფოში და კვლავ დიალეზზეაო...
ფონდიდან გაეწია დახმარება 150 ლარი http://church.ge/index.php?showtopic=7564
ნათია, არამატერიალურ დახმარებაზე რას იტყოდი: შესაძლებელია, რომ მარიამს ჯეოსელში და მაგთიში ნომრები გავუკეთოთ ჩვენი ფონდის სახელით? (როგორც ვიცი მხოლოდ იურიდიულ პირებს უკეთებენ ფასიან ნომრებს და...) ნომრების გავრცელებაზე ქალაქში და ინტერნეტში მე ვიზრუნებ... ასევე თუ რაიმე ადმინისტრაციული ხარჯები იქნება ამ ნომრების გაკეთების დროს, მე ვიზრუნებ მაგაზე და დროით დანახარჯებსაც მაქსიმალურად ავიღებ ჩემს თავზე. თუ შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტებზე ხელმოსაწერ დროს წაგართმევ, დანარჩენზე ყველაფერზე მე "ვირბენ"...
შესაძლებელია?
აბე
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)