გასულ კვირას დამიკავშირდა ტაშისკარის ბავშვთა სახლის ყოფილი დირექტორი მაკა დიდებულიძე, რომელმაც მთხოვა ხაშურის #2 საჯარო სკოლაში მისვლა. მაკა ახლა სწორედ აღნიშნულ სკოლაში მუშაობს ინკლუზიურ ბავშვებთან. ეს ის პროექტია "ვისწავლოთ ერთად" რომ ჰქვია. ამ პროექტის მიზანია, რომ ინკლუზიურმა ბავშვებმა ისწავლონ ჩვეულებრივი გონებრივი და ფიზიკური მონაცემების მქონე ბავშვებთან ერთად, თუმცა ზოგიერთი მათგანი ძალიან მძიმე ფორმით არის დაავადებული და არ შეუძლიათ სწავლა. ძირითადად იქ მყოფი ბავშვები დაავადებულნი არიან დაუნის სინდრომით. ზოგი კი ინვალიდის სავარძლით არის და არ შესწევთ მეტყველების უნარი და ზოგს კი სმენაც დაქვეითებული აქვს. სახელმწიფო მარტო პედაგოგების ხელფასს და ბავშვების გადაადგილების ხარჯებს აფინანსებს. ძირითადი პრობლება ის არის, რომ ამ ბავშვებს არ აქვთ სათამაშოები, ფერადი ფანქრები და ა.შ.
რაკი ფორუმი აწყობს აქციებს ბავშვთა სახლებში და მათ ეხმარება, იქნებ ამ ბავშვებსაც დავეხმაროთ? მათთვის ყველა სახის დახმარება მისაღები იქნება, მაგრამ განსაკუთრებით გაახარებთ სახატავი რვეულები, ფერადი ფანქრები, გუაშები, სათამაშოები და ა.შ.
ღმერთმა მოგცეთ ძალა მოწყალებისა
განმეორებით ვეწვიოთ ხაშურს? მე დიდი სიამოვნებით... ვნახოტ ტანხა თუ ჩაირიცხა ფონდში... ჯერ არ გვაქვს არაფერი
.ნინო
კარგი იქნებოდა ცოტა რამეს თუ შევუგროვებდით და ვითავებდით ამ საქმეს. ასეთ ბავშვებზე ძალიან მტკივა გული. 25 ბავშვისთვის ფერადი ფანქრების და გასაფერადებელი რვეულების ყიდვა არ უნდა დაჯდეს ძვირი.
სათამაშოები მაგათ პატარა ბავშვების უნდათ, მაგალითად ფერადი კუბიკები რომ ააწყონ და ასეთი, ცოტა გონების ვარჯიშიც რომ გამოუვიდეთ.
მეც შემოგიერთდებით და იქნებ რამე შევუძინოთ ბავშვებს
მეც შემოგიერთდებით
მე გავიგე ხაშურის #2 საშუალო სკოლის დირექტორის ტელეფონის ნომერი და ხვალისთვის დავწერ რა ესაჭიროებათ ბავშვებს
როდის იქნება გასვლა ? მე დაგჭირდებით ?
neo
შეიძლება ნაზის მოუხდეს წასვლა (იქაურებში გავათხოვეთ ) და გავატანოთ
ჩვენ არ წავიდეთ?
მეგონა ჩამოხვიდოდით და გნახავდით.
რა ხდება ამაზე ? ფულის გატანება არ მგონია სწორი, ბავშვებს ფულზე მეტად სტუმრობა ჭირდებათ...
neo
ფულს არ ვატანთ, ნაზი იყიდის საჩუქრებს და მაინც იქეთ აქვს გზა და წაუღებს
მსოფლიო ბანკმა საჩუქრები გამოუგზავნა ამ სკოლის ბავშვებს და დირექტორმა მითხრა ბევრი რაღაც მოგვიტანეს და შეგიძლიათ სხვას დაეხმაროთო, ამიტომ ამ თვის ბიუჯეტიდან ამოვიღეთ
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience