თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ დავეხმაროთ შიდსით ინფიცირებულთ...

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 13 2007, 07:01 PM

იმდღეს ეკლესიაში რომ ვიყავი,დედა ორ შვილთან,პატარა და-ძმასთან ერთად იყო.ეს ბავშვები ისე ცოცხლად და მოუსვენრად დახტოდნენ,რომ მრევლში გაკვირვებაც კი გამოიწვიეს და დარიგებაც მიიღეს.ვერც კი წარმოვიდგენდი,რომ მეორე დღეს,ჩემ წინ მოთამაშე ამ ცისფერთვალება,ლამაზ ანგელოზებზე და მის დედაზე,მოძღვარი იტყოდა,რომ შიდსით იყვნენ დაინფიცირებულნი.წარმოგიდგენიათ რამდენად მოულოდნელი იყო ეს?sad.gif sad.gif
საოცრად შემეცოდნენ...
ამიტომ გადავწყვიტე თქვენთვისაც მომემართა თხოვნით,მართალია,ამ ადამიანებს სამკურნალოდ ძალიან ბევრი ფული სჭირდებათ,მაგრამ ჩვენც რომ შეგვეტანა პატარა წვლილი და გაგვეწია მცირე დახმარება კარგი იქნებოდა.
ეს ადამიანები,რამდენადაც მივხვდი,სხვა ეკლესიებშიც დადიან... ჩემმა მოძღვარმა,ალბათ მერე ანგარიშის ნომერსაც გავიგებთ და ასე შეგვეძლება ფულის გადარიცხვაო.მანამდე კი მრევლი ასე აპირებს ფულის შეგროვებას.მეც ვიფიქრე,იქნებ ამ ორ დღეში რამე მოვასწროთ და კვირას მივიტანო ფული-მეთქი.მერე ალბათ კიდევ გააგრძელებენ აგროვებას ეკლესიაში,მაგრამ ვიცი რომ ამგროვებელმა კვირას უნდა გადასცეს ფული მოძღვარს,ამიტომ ვიფიქრე,კვირამდე რასაც მოვასწრებთ-მეთქი,რომ მეც მივიტანო,თუ არადა მერე კიდევ გავიგებ ინფორმაციას,რა და როგორ...

ვისაც რა შეგეძლებათ,თუ მოახერხებთ,მადლობელი დაგრჩებით.

უფალმა გაგახაროთ!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 13 2007, 11:09 PM

ეხლა ყველას გავუგზავნი ამ ლინკს..... და რაც შეგვეძლება დავეხმაროთ... sad.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 13 2007, 11:15 PM

sad.gif((((((((((((((((

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 13 2007, 11:16 PM

ციტატა
შიცით

ღმერთი გაგახარებს სოფი, უნდა დავეხმაროთ რა თქმა უნდა . . .

ერთი შენიშვნა, "შიცი" არასწორია, "შიდსი" არის სწორი ფორმა, ეს არის ინიციალები ამ დაავადების სრული სახელწოდების: შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი - ანუ შ ი დ ს ი

თემის სათაურიც გაასწორე.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 13 2007, 11:16 PM

და შიდსი იკურნება? sad.gif

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 13 2007, 11:18 PM

აუ რა სამწუხაროა sad.gif(( როგორმე გვერდში ამოვუდგეთ

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 13 2007, 11:22 PM

ციტატა(მარიამი @ Jul 14 2007, 12:16 AM) *

და შიდსი იკურნება? sad.gif



მე მოვისმინე TV-ში რომ მკურნალობა შეიძლება....

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 13 2007, 11:24 PM

ციტატა(ნათია @ Jul 13 2007, 10:22 PM) *

მე მოვისმინე TV-ში რომ მკურნალობა შეიძლება....


მკურნალობა კი მაგრამ განკურნება თუ შეიძლება ნეტა sad.gif((

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 13 2007, 11:26 PM

არ ვიცი მაგრამ თუ დავეხმარებით მცირედითაც მაინც, კარგი იქნება .... sad.gif

პოსტის ავტორი: nino-nino თარიღი: Jul 13 2007, 11:28 PM

ციტატა(ნათია @ Jul 14 2007, 12:09 AM) *

ეხლა ყველას გავუგზავნი ამ ლინკს..... და რაც შეგვეძლება დავეხმაროთ... sad.gif



nati, ras apireb? ra unda vqnat, rogor unda mivawvdinot gadasaricxi tanxa?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 13 2007, 11:32 PM

sofi89


სოფი ანგარიში როდის იქნება?

ციტატა(nino-nino @ Jul 14 2007, 12:28 AM) *

nati, ras apireb? ra unda vqnat, rogor unda mivawvdinot gadasaricxi tanxa?



ამჯერად თუ მცირე თანხას შევაგროვებთ ეგაა, როცა ანგარიში გაიხსნება მერე რამეს მოვიფიქრებთ sad.gif

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Jul 13 2007, 11:35 PM

sad.gif
ძალიან ცუდია რითაც შეგვეძლება უნდა დავეხმაროთ

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 13 2007, 11:35 PM

ისე სათაური გაასწორეთ ვინმემ. შიდსი ჰქვია მაგ დაავადებას.
ფულს როდის აგროვებთ?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 13 2007, 11:40 PM

ციტატა(მარიამი @ Jul 14 2007, 12:35 AM) *

ისე სათაური გაასწორეთ ვინმემ. შიდსი ჰქვია მაგ დაავადებას.
ფულს როდის აგროვებთ?



როგორც სოფის უწერია კვირას მამაოს უნდა გადასცენ ფულიო და შეგვიძლია კვირას ავაგროვოთ ? sad.gif

ციტატა
მეც ვიფიქრე,იქნებ ამ ორ დღეში რამე მოვასწროთ და კვირას მივიტანო ფული-მეთქი.მერე ალბათ კიდევ გააგრძელებენ აგროვებას ეკლესიაში,მაგრამ ვიცი რომ ამგროვებელმა კვირას უნდა გადასცეს ფული მოძღვარს,ამიტომ ვიფიქრე,კვირამდე რასაც მოვასწრებთ-მეთქი,რომ მეც მივიტანო,თუ არადა მერე კიდევ გავიგებ ინფორმაციას,რა და როგორ...

პოსტის ავტორი: მარიტა თარიღი: Jul 14 2007, 12:17 AM

საქმე ისაა რომ ანტივირუსული პრეპარატები ჭირდებათ თან თითოს დაახლოებით 4 ან 5 კომბინაცია,ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 14 2007, 12:24 AM

ციტატა(მარიტა @ Jul 14 2007, 01:17 AM) *

საქმე ისაა რომ ანტივირუსული პრეპარატები ჭირდებათ თან თითოს დაახლოებით 4 ან 5 კომბინაცია,ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს sad.gif



ხო მარი და ცოტათი მაინც რომ შევეწიოთ... sad.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 14 2007, 12:29 AM

აუ მაშინ იმის ფულის მაგივრად ეს ავაგროვოთ რა იქნება ? sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 14 2007, 12:32 AM

ციტატა(stch @ Jul 14 2007, 01:29 AM) *

აუ მაშინ იმის ფულის მაგივრად ეს ავაგროვოთ რა იქნება ? sad.gif




ეხლა მეც მაგაზე ვფიქრობ ეს ფული ამ ქალს ხომ არ გადავცეთ და 2 კვირაში ავაგროვოთ გლუკომეტრის ფული თქო


თანახმა ხართ?

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 14 2007, 12:34 AM

მე კი სიხარულით smile.gif

პოსტის ავტორი: ბექა.შუხოშვილი† თარიღი: Jul 14 2007, 12:38 AM

მეც პრობლემა არ არის smile.gif

პოსტის ავტორი: Tatarashvili თარიღი: Jul 14 2007, 12:41 AM

ციტატა
ეხლა მეც მაგაზე ვფიქრობ ეს ფული ამ ქალს ხომ არ გადავცეთ და 2 კვირაში ავაგროვოთ გლუკომეტრის ფული თქო


თანახმა ხართ?


მეც თანახმა ვარ smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 14 2007, 01:00 AM

მაშ ასე გადაწყდა....



ნატვრებისთვის, კერძოდ გლუკომეტრისთვის, აგროვებული ფული გადაეცემა ამ ქალბატონს



ნატვრებზე კი 2 კვირაში შევაგროვოთ ფული smile.gif



დიდი მადლობა ყველას 2kiss.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 14 2007, 01:02 AM

რა მადლობა პირიქით მადლობა ჩემგან smile.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 14 2007, 11:37 AM

ციტატა
ერთი შენიშვნა, "შიცი" არასწორია, "შიდსი" არის სწორი ფორმა, ეს არის ინიციალები ამ დაავადების სრული სახელწოდების: შეძენილი იმუნო დეფიციტის სინდრომი - ანუ შ ი დ ს ი

მადლობ გიორგი,მიღებულია smile.gif გული კი მიგრძნობდა არასწორად ვწერ-მეთქი biggrin.gif თან საუბრისას ეგრე ვიძახი ხოლმე და წერისასაც დავუშვი შეცდომა.

ნათ, თუ შეგიძლია შეცვალე რა სათაური.

ახლა რაც შეეხება დახმარებას,მინდა მადლობა გადაგიხადოთsmile.gifრა ვიცი,კარგი იქნება ცოტათი ჩვენც შევეშველოთ,თორემ სამკურნალოდ მართლაც რომ დიდი თანხა სჭირდებათ... მამაომ იქნებ ბავშვები გადავარჩინოთ მაინცო,და ისე მომიკვდა გულიsad.gif

გუშინ ნათიას sms მივიღე და აქაც წავიკითხე თქვენი პოსტები,რომ გადაწყვეტილი გაქვთ იმ ქალბატონისთვის აგროვებული თანხა,მათ გადავცეთ,ძალიან კი მომერიდა user.gif რა ვიცი,სხვისთვის აგროვებდით და... user.gif ვიფიქრე,მაშინ ჯერ ამ ქალბატონს დაეხმარონ და მერე ავაგროვოთ ამათთვის თანხა-მეთქი. ალბათ,მამაოს მათი კორდინატები ექნება და მერეც მოახერხებს თანხის გადაცემას-მეთქი,თორემ ანგარიშის ნომერი(მგონი ჯერ არც ჰქონდათ გახსნილი,მამაოსაც იმიტომ არაფერი უთქვამს) და სხვა რაიმე ინფორმაცია არ გამაჩნია. მოკლედ რა ვიცი,თქვენ გადაწყვიტეთsmile.gif

დიდი მადლობა,უფალმა დაგლოცოთ!

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 14 2007, 11:46 AM

ციტატა(sofi89 @ Jul 14 2007, 12:37 PM) *


ახლა რაც შეეხება დახმარებას,მინდა მადლობა გადაგიხადოთsmile.gifრა ვიცი,კარგი იქნება ცოტათი ჩვენც შევეშველოთ,თორემ სამკურნალოდ მართლაც რომ დიდი თანხა სჭირდებათ... მამაომ იქნებ ბავშვები გადავარჩინოთ მაინცო,და ისე მომიკვდა გულიsad.gif

გუშინ ნათიას sms მივიღე და აქაც წავიკითხე თქვენი პოსტები,რომ გადაწყვეტილი გაქვთ იმ ქალბატონისთვის აგროვებული თანხა,მათ გადავცეთ,ძალიან კი მომერიდა user.gif რა ვიცი,სხვისთვის აგროვებდით და... user.gif ვიფიქრე,მაშინ ჯერ ამ ქალბატონს დაეხმარონ და მერე ავაგროვოთ ამათთვის თანხა-მეთქი. ალბათ,მამაოს მათი კორდინატები ექნება და მერეც მოახერხებს თანხის გადაცემას-მეთქი,თორემ ანგარიშის ნომერი(მგონი ჯერ არც ჰქონდათ გახსნილი,მამაოსაც იმიტომ არაფერი უთქვამს) და სხვა რაიმე ინფორმაცია არ გამაჩნია. მოკლედ რა ვიცი,თქვენ გადაწყვიტეთsmile.gif

დიდი მადლობა,უფალმა დაგლოცოთ!



სოფი დღეს კიდევ მომიტანებენ ფულს და ხვალ გადმოგცემ ....

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Jul 14 2007, 11:46 AM

ციტატა(sofi89 @ Jul 14 2007, 10:37 AM) *

მადლობ გიორგი,მიღებულია smile.gif გული კი მიგრძნობდა არასწორად ვწერ-მეთქი biggrin.gif თან საუბრისას ეგრე ვიძახი ხოლმე და წერისასაც დავუშვი შეცდომა.

ასევე არასწორია "იმფიცირებული", უნდა იყოს "ინფიცირებული", ესიც გაასწოროს მოდერატორმა . . .

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 14 2007, 11:47 AM

ციტატა
ნათ, თუ შეგიძლია შეცვალე რა სათაური.



ჯერ ჩემთვის მოდერატორობის უფლება არ მოუნიჭებიათ ასე რომ მე ვერ შევცვლი ... გიოს უთხარი და შევცლის smile.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 14 2007, 12:12 PM

ციტატა
ჯერ ჩემთვის მოდერატორის უფლება არ მოუნიჭებიათ ასე რომ მე ვერ შევცვლი ... გიოს უთხარი და შევცლის

უი,არ ვიცოდი ნათ,ok:)
დავურეკო,ერთ ვკითხო,რა უშლის ხელს,შენი აქამდე მოდერატორად ხელდასმა რომ არ მოხერხდაbiggrin.gif laugh.gif
ციტატა
ასევე არასწორია "იმფიცირებული", უნდა იყოს "ინფიცირებული", ესიც გაასწოროს მოდერატორმა . . .

ნუ, რა ხარ რა tongue.gif აქამდე ეგ როგორ ვერ შენიშნე? biggrin.gif

ჩვენ შორის დარჩეს და
ციტატა
ესიც

არასწორია tongue.gif laugh.gif laugh.gif
ციტატა
სოფი დღეს კიდევ მომიტანებენ ფულს და ხვალ გადმოგცემ ....

ok,მადლობაsmile.gif თან ხვალ ჩემთან, რაღაც მიზეზის გამო,ლოცვა 3სთ-ზე იწყება,ხოდა ყველანაირად მოვასწრებsmile.gifოღონ ის პრობლემაა, მე შენ სად შეგხვდე.

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jul 14 2007, 01:08 PM

sad.gif sad.gif sad.gif
შეეწიოთ უფალი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 14 2007, 04:19 PM

ციტატა(sofi89 @ Jul 14 2007, 01:12 PM) *



ok,მადლობაsmile.gif თან ხვალ ჩემთან, რაღაც მიზეზის გამო,ლოცვა 3სთ-ზე იწყება,ხოდა ყველანაირად მოვასწრებsmile.gifოღონ ის პრობლემაა, მე შენ სად შეგხვდე.



ხვალ წირვის მერე სადაც გინდა.... smile.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Jul 14 2007, 05:08 PM

ე.ი. რამდენს ვაგროვებთ და სად გადმოგცეთ?


გააჩნია რა სტადიაშია,შესაძლოა მკურნალობა.....

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 14 2007, 07:50 PM

მაეასი

ციტატა
ე.ი. რამდენს ვაგროვებთ და სად გადმოგცეთ?

თანხას მნიშვნელობა არა აქვს,არ არის განსაზღვრული,შენ რამდენიც შეგეძლებაsmile.gif
ნათის ხვალ უნდა გადასცენ ბავშვებმა თანხა,ალბათ სამებაში,უკეთესი იქნება თუ მას დაელაპარაკები პირადადsmile.gif
ციტატა
გააჩნია რა სტადიაშია,შესაძლოა მკურნალობა.....

მეც გამიჩნდა ეგ კითხვა,მაგრამ არაფერი უთქვამთ.თუმცა რადგან სამკურნალო ფულს აგროვებენ,ე.ი. რაღაცით მაინც შეეშველებიან... შეიძლება პრეპარატებით იმუნიტეტი გაუძლიერონ და სიცოცხლე გაუხანგრძლივონ,რა ვიცი sad.gif

ნათია
ციტატა
ხვალ წირვის მერე სადაც გინდა....

ნენა,რა კარგი ხარ 2kiss.gif PM-ს მოგწერsmile.gif

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 14 2007, 10:33 PM

აივ ინფექცია/შიდსის განკურნება დღეს არსებული სამკურნალო საშუალებებით შეუძლებელია, მაგრამ არსებობს ანტირეტროვირუსული პრეპარატები, რომლებიც იძლევა საშუალებას რომ შიდსი მომაკვდინებელი დაავადებიდან ქრონიკულ მართვად დაავადებად გადაიქცეს.

ანტირეტროვირუსული მკურნალობის (არვ) დაწყება ხდება შესაბამისი ლაბორატორიული და კლინიკური ჩვენების შემთხვევაში. ყველა აივ ინფიცირებულს არვ არ ესაჭიროება. სწორად შერჩეული და დროულად დაწყებული არვ გამოირჩევა მაღალი აქტიურობით

2001 წელს აივ ინფექცია/შიდსის ეპიდემიის წინააღმდეგ გაეროს ინიციატივით შეიქმნა შიდსთან, მალარიასთან და ტუბერკულოზთან ბრძოლის გლობალური ფონდი. ფონდში მთელი მსოფლიოს მასშტაბით ხდება ეკონომიკური რესურსების მობილიზება და მიზნად ისახავს დაეხმაროს ქვეყნებს შიდსის, ტუბერკულოზის და მალარიის ეპიდზედამხედველობაში, ინფიცირებულ პაციენტთა მკურნალობაში. გლობალური ფონდის საბოლოო მიზანია ხელი შეუშალოს აღნიშნული დაავადებების გავრცელებას და შეამციროს მათ მიერ გამოწვეული სიკვდილიანობა.

საქართველო არის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა დსთ-ს ქვეყნებს შორის, რომელიც უზრუნველყოფს არვ თერაპიის 100% - იან ხელმისაწვდომობას (ყველაფერი უფასოა) აივ ინფიცირებული პაციენტების მკურნალობას და მოვლას გლობალური ფონდი ხელშეწყობით საქართველოში ახორციელებს ,,ს.ს. ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიუკული ცენტრი”. აივ სტატუსის განსაზღვრის შემდეგ პაციენტი ცენტრის ეპიდემიოლოგიური განყოფილებიდან გადადის დისპანსერულ განყოფილებაში, სადაც იგი ხვდება ცენტრის ექიმი ინფექციონისტის მეთვალყურეობის ქვეშ და ტარდება პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის კლინიკური და ლაბორატორიული შესწავლა, აივ ინფიცირებულებს უტარდებათ ორგანიზმის გამოკვლევის ფართო პანელი, მიმდინარეობს იმუნური სისტემის (CD4, CD4/CD8) და სისხლში ვირუსული დატვირთვის შესწავლა. საბოლოოდ მიღებული შედეგების საფუძველზე ცენტრის ექიმის მიერ ხდება მკურნალობის საკითხის გადაწყვეტა. თუ პაციენტის მდგომარეობა არ მოითხოვს მის სტაციონარიზაციას მაშინ ხდება პაციენტის მკურნალობა ამბულატორიულად. ამ შემთხვევაში პაციენტს თავისი მკურნალი ექიმის მიერ ენიშნება არვ თერაპია და იგი ყოველთვიურად მოდის ცენტრში არვ პრეპარატების წასაღებად. ყოველი ვიზიტის დროს პაციენტი იღებს ერთი თვის სამყოფ არვ პრეპარატებს. ყოველი ვიზიტისას ექიმი არკვევს თუ რამდენად სწორად იცავს პაციენტი არვ თერაპიის რეჟიმს, რა პრობლემები და ჩივილები აქვს მას. ექიმი აძლევს რჩევებს და რეკომენდაციებს, რათა სწორად მოხდეს მკურნალობის წარმართვა და გვერდითი ეფექტების არსებობის შემთვევაში ექიმი უნიშნავს გვერდითი ეფექტების საწინააღმდეგო მკურნალობას ან ცვლის პრეპარატს სხვა შედარებით უფრო ადვილად გადასატანი პრეპარატით. საჭიროების შემთხვევაში ხდება პაციენტის ჰოსპიტალიზაცია ცენტრის სტაციონარულ განყოფილებაში, სადაც თანამედროვე აპარატურით აღჭურვილ პალატებში პაციენტს მორიგე ექიმის მიერ უტარდება ყველა საჭირო სამკურნალო ღონისძიება. შიდსის ცენტრში აღრიცხვაზე მყოფ პაციენტებს წელიწადში სამჯერ უტარდებათ გამოკვლევები ხდება იმუნური სისტემის მდგომარეობის და ვირუსული დატვირთვის შესწავლა, მიმდინარეობს პაციენტის მდგომარეობის მონიტორინგი, რაც აუცილებელია მკურნალობის დაწყების მომენტის განსაზღვრისათვის. ასეთი დამოკიდებულების გამო პაციენტი თავს დაცულად გრძნობს, მან იცის, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმის მუდმივი კონტროლის ქვეშაა აყვანილი და საჭიროების შემთვევაში შეუძლია დახმარებისათვის მიმართოს თავის მკურნალ ექიმს.

ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის
სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრი

თბილისი. საქართველო.

ალ. ყაზბეგის გამზირი N16

ტელ.: (+995 32) 39 80 18



პ.ს. საქართველოში ფუნქციონირებს აივ ინფექცია შიდსით დაავადებულთა ორი რეგიონალური ცენტრი: ქ. ბათუმში და ქ. ზუგდიდში, ამ ცენტრებში შექმნილია ყველა პირობა ინფიცირებულთა მკურნალობისა და მოვლისათვის.


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 14 2007, 10:39 PM

იოანა


მეც მქონდა ამაზე გაგებული და ისიც ვიცოდი რომ შიდსით ინფიცირებულნი უფასოდ მკურნალობდნენ....



P.S. სოფი იქნებ მიაწოდო ეს ინფორმაცია ზემოთაღნიშნულ ქალბატონს

პოსტის ავტორი: იოანა თარიღი: Jul 15 2007, 12:11 AM

ციტატა(ნათია @ Jul 14 2007, 11:39 PM) *

იოანა
მეც მქონდა ამაზე გაგებული და ისიც ვიცოდი რომ შიდსით ინფიცირებულნი უფასოდ მკურნალობდნენ....
P.S. სოფი იქნებ მიაწოდო ეს ინფორმაცია ზემოთაღნიშნულ ქალბატონს


სამკურნალოდ ნამდვილად არ დასჭირდება თანხა, მაგრამ სხვა მხრივ ალბათ უჭირს მატერუიალურად და სულ მთლად ნუ გადაიფიქრებთ დახმარებას ამ ინფორმაციის გულისთვის. რა ვიცი აბა

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 15 2007, 12:14 AM

ციტატა(იოანა @ Jul 15 2007, 01:11 AM) *

სამკურნალოდ ნამდვილად არ დასჭირდება თანხა, მაგრამ სხვა მხრივ ალბათ უჭირს მატერუიალურად და სულ მთლად ნუ გადაიფიქრებთ დახმარებას ამ ინფორმაციის გულისთვის. რა ვიცი აბა



მე სოფოს ველოდები როგორც მეტყვის ისე მოვიქცევი.....

ჩემი აზრით, უკეთესია გადავცეთ (რადგან მამაომ თქვა ე.ი საჭიროა)

პოსტის ავტორი: teo.. თარიღი: Jul 15 2007, 07:03 AM

ციტატა(მარიტა @ Jul 13 2007, 11:17 PM) *

საქმე ისაა რომ ანტივირუსული პრეპარატები ჭირდებათ თან თითოს დაახლოებით 4 ან 5 კომბინაცია,ეს ყველაფერი ძალიან ძვირი ღირს sad.gif


რა პრეპარატებია გამიგეთ და რა თანხები ჯდება მანდ, იქნებ აქ შევიძინო და აქედან გამოვაგზავნო?,ან მანდ სჯობდეს თანხის გადმორიცხვა ხვალვე თუ შემატყობინებთ მთლდ უკეთესი იქნება.

აგრეთვე მაინტერესებს რა რაოდენობის თანხა იქნება გადასარიცხად გამოყოფილი, მე გადმოვაგზავნი თანხას მაგრამ ვის სახელზე ან რა ანგარიშზე? გთხოვთ შემატყობინოთ

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 15 2007, 11:58 AM

ე.ი. ხალხო, ყველაფერი წავიკითხე,გავარკვიე(სამწუხარ
ოდ გუშინ ვეღარ შემოვედი და ახლა ვნახე),ნათიასაც ვესაუბრე ახლახანს და გადავწყვიტეთ, რომ ამ ფულით ისევ იმ ადამიანს დავეხმაროთ,ვისთვისაც ვაპირებდით,ანუ გლუკომეტრი ვაჩუქოთ.
ასევე, საქმე იმაშია,რომ მე,სამწუხაროდ,შემექმნა პრობლემებიsad.gifვირუსი მაქვს და ძალიან მაწუხებს ყელ-ყურის ტკივილი,თან ამას ცუდი და ქარიანი ამინდიც რომ დაერთო,დედაჩემმა გარეთ ვეღარ გაგიშვებ,მეშინია უფრო ცუდად არ გამიხდეოsad.gif

გამორიცხული არაა,რომ

ციტატა
სამკურნალოდ ნამდვილად არ დასჭირდება თანხა, მაგრამ სხვა მხრივ ალბათ უჭირს მატერუიალურად

ასევე შეიძლება ქალმა არ იცოდეს ამ ცენტრის შესახებ... მაშინ ყველაზე უკეთესი ის იქნება, თუ მე მამაოს ამ ინფორმაციას მივაწვდი... მადლობა იოსsmile.gif
ასევე,მამაოსთან საუბრის შემდეგ,თუ იქნა ინფორმაცია,ანაგარიშის ნომრის თაობაზე,მერეც შეგვიძლია გადავრიცხოთ თანხა,მანამდე კი ჯობია გლუკომეტრი შევიძინოთ. ასვე მახარებს ის,რომ ამ ოჯახს 3 ეკლესია (ეს მე რაც ვიცი) დაეხმარება,ხოლო იმას,ვისი დახმარებაც ჩვენ ახლა გადავწყვიტეთ,შეიძლება არავინ.

ასე რომ,ეს საკითხი ჯერ-ჯერობით ასე დავტოვოთ.მე დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას,ვინც შეწუხდით და განსაკუთრებით კი ნათიას ასეთი აქტიურობისა და მხარდაჭერისთვის.

უფალმა გაგახაროთ!

პოსტის ავტორი: zviadauri თარიღი: Jul 15 2007, 12:55 PM

შიდსით მკურნალობა მთელ მსოფილიოში არის უფასო. მხოლოდ პირადად თუ დასჭირდება სხვა მხრივ, თორემ სამკურნალოდ თანხას არ გამოართმევენ არცერთ კლინიკაში.

რაც შეეხება მკურნალობას, სტადიას გააჩნია ვირუსისას.
საბოლოო ჯამში შიდსით ინფიცირებულის სიცოცხლე შეიძლება გახანგრძლივდეს, საბოლოოდ განკურნება კი ჯერ არსად გამიგია.

აუ რა ცუდია

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 15 2007, 02:07 PM

ე.ი. გადაწყდა .... აგროვილი თანხა ისევ ნატვრების ასრულებას მოხმარდება....

ციტატა
აგრეთვე მაინტერესებს რა რაოდენობის თანხა იქნება გადასარიცხად გამოყოფილი, მე გადმოვაგზავნი თანხას მაგრამ ვის სახელზე ან რა ანგარიშზე? გთხოვთ შემატყობინოთ



თიკა, როცა ანგარიში გაიხსნება, სოფო შეგვატყობინებს და აუცილებლად გაგაგებინებ 2kiss.gif

პოსტის ავტორი: sofi89 თარიღი: Jul 24 2007, 02:52 PM

ე.ი. ხალხო,მე მამაოს ვესაუბრე და ასე მითხრა,რომ ეს ადამიანები იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილან.შესაბამისად,მათ შესახებ რაიმე სხვა ინფორმაცია,ანგარიშის ნომერი და ა.შ. არ გააჩნია.მან მხოლოდ ის იცის,რომ მათ საზღვარგარეთ წასვლა ესაჭიროებოდათ... (მამაომ იოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მაინც გამომართვა).
მამაომ ასე მითხრა,მრევლმაც ააგროვა ფულიო,მაგრამ... იმ დღეს,რა თანხის აგროვებაც მოვახერხეთ,მხოლოდ ის გადავეცითო...

ყოველ შემთხვევაში,თუ გამოჩნდებიან და რაიმე ახალს გავიგებ მათ შესახებ,შეგატყობინებთ.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 24 2007, 04:57 PM

ციტატა(sofi89 @ Jul 24 2007, 03:52 PM) *

ე.ი. ხალხო,მე მამაოს ვესაუბრე და ასე მითხრა,რომ ეს ადამიანები იმ დღის შემდეგ აღარ გამოჩენილან.შესაბამისად,მათ შესახებ რაიმე სხვა ინფორმაცია,ანგარიშის ნომერი და ა.შ. არ გააჩნია.მან მხოლოდ ის იცის,რომ მათ საზღვარგარეთ წასვლა ესაჭიროებოდათ... (მამაომ იოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია მაინც გამომართვა).
მამაომ ასე მითხრა,მრევლმაც ააგროვა ფულიო,მაგრამ... იმ დღეს,რა თანხის აგროვებაც მოვახერხეთ,მხოლოდ ის გადავეცითო...

ყოველ შემთხვევაში,თუ გამოჩნდებიან და რაიმე ახალს გავიგებ მათ შესახებ,შეგატყობინებთ.



აუცილებლად გაგვაგებინე რა

მაინტერესებს 2kiss.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 26 2007, 12:51 AM

საინტერესო ინფორმაცია მომაწოდა ჩვენმა ფორუმელმა lingvo-მ (თურმე ჩემი მეზობელია სულ აქვე და ეხლა აღმოვაჩინეთ ერთმანეთი... laugh.gif) თავისი რეფერატი აივ ინფექცია/შიდსის შესახებ ....


ვგონებ ძალიან საინტერესოა.... გაეცანით

აი ლინკიც: http://docs.google.com/View?docid=d9mnfnj_4d88qdw

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)