დღეს ერთ-ერთი ქალბატონი დამიკავშირდა მობილურზე და დახმარება მთხოვა, რადგან თვითონ ვერ მოახერხებდა თემის გახსნას, ვთხოვე ჩემს იმეილზე გამოეგზავნა ის წერილი რაც უნდა დაეწერა აქ, ამიტომ ვაკოპირებ:
"ვარ მარტოხელა მარჩენალდაკარგული სამი შვილის დედა.
1. გიორგი თალაკვაძე დაბადებულია 1985 წელს. 7 თვის იყო როდესაც ხილიანზე ინფექციურ საავადმყოფოში გადასხმების შედეგად დაიმფიცირდა და დაავადებულია ქრ. B ჰეპატიტით.
2. ბაჩანა თალაკვაძე დაიბადა 1987 წელს. 9 წლის ასაკში დაავადდა შაქრიანი დიაბეტით და მას შემდეგ, ინსულინით ცოცხლობს.
3. ლუკა (გიორგი) თალაკვაძე დაბადებული 2001 წელს - დაავადებულია ბავშვთა ცერემბრალური დამბლით, მიკროცეფალიტი. ეს სამშობიაორო ტრამვამ და შემდგომ ჩირქოვანმა მინინგიტმა გამოიწვია
ჩემი მეუღლე, ლევან თალაკვაძე გარდაიცვალა უბედური შემთხვევით, სხეულის თერმული დამწვრობა 55%.
ცერებრალურ ბავშვს სჭირდება დიდი ყურადღება იმიტომ რომ გონება შეზღუდულია. ამის გამო ვარ უმუშევარი და ვარ პენსიებზე დამოკიდებული. ეს კი მოგეხსენებათ თუ რა მცირე შემოსავალია.
ვცხოვრობ გლდანში, დროებით თავშესაფარში, ყოფილი უშიშროების აკადემიაში პირველ სართულზე, ბინა 111/ა. ძალიან მძიმე საცხოვრებელი პირობები მაქვს. არ მაქვს იატაკი და ბეტონზე ვცხოვრობ, რის გამოც ხან ერთ ბავშვს აქვს ფილტვების ანთება და ხან მეორეს. გაულესავი ჭერიდან სილა ცვივა.
ყოველდღე ვფიქრობ , ბავშვებს რა ვაჭამო. ხშირათ ჩაით და პურით ვაკმაყოფილებ. შიმშილისგან დიაბეტიანი შვილი თექვსმეტჯერ ჩამივარდა კომაში.
ჩემი დიდი და მოკრძალებული თხოვნაა რისი საშუალებაც გექნებათ რომ დამეხმაროთ.
თუ სურვილი და შესაძლებლობა გექნებათ ჩემი დახმარების, ჩემი საკონტაქტო ტელეფონია 855 71 70 39.
ღმერთმა მოგცეთ ძალა და საშუალება აკეთოთ ბევრი კეთილი საქმე
ზეინაბ თალაკვაძე"
მივიდეთ, მოვინახულოთ და რაც შეგვიძლია დავეხმაროთ. რას იტყვით?
ვაიმე ღმერთო, რა უბედური დედა ყოფილა, 3 შვილი დს სამივე ასეთი მძიმე დიაგნოზით.
თან ასეთი გაჭირვება და გაუსაძსლისი პირობები, მართლა საშინელებაა.
გული გაგისკდება ადამიანს ამას რომ წაიკითხავ.
ძალიან გთხოვთ თუ წასვლას გადაწყვეტთ დამიკავშირდით, რამდენიმე ადამიანი უკვე ძალაა... 877 211113 თამარი
საბანკო რეკვიზიტები:
საქართველოს ბანკი, ცენტრალური ფილიალი
ბანკის კოდი: 220101502
ანგარიშის ნომერი: 191175000
მიმღები: ზეინაბ თალაკვაძე
ვაიმე, გული დამეწვა
თან ყველა დაავდება რომ შეძენილია, როგორ მეშინია ეგეთი რამის.
ღმერთმა ყველას აშოროს. 3-ივე შვილი ეგრე
ვაიმე ღმერთო
იქნებ ფონდიდანაც გამოუყოთ თანხა.
ვაიმე
სამი ჯანმრთელი ვაჟკაცი გააჩინო და სამივეს რაღაც შეძენილი დაავადება დაემართოს რა საშინელებაა მშობლისთვის
damiane80
ფონდიდან გაეწია დახმარება 300 ლარი http://church.ge/index.php?showtopic=7564
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience