ჩვენი მეზობელი და საყვარელი ფორუმის-კარავის წევრი- შატილის ასულის ნიკით, მოყვა უმძიმეს ავარიაში.
ყველას ვთხოვ რომ მოიხსენიოთ ლოცვებში მხევალი ღვთისა თამარი.
წევს რესპუბლიკური საავადმყოფოს რეანიმაციაში, ნუ დაიზარებთ ამ ადამიანისათვის ლოცვას, შეგეწიოთ უფალი.
ღმერთმა უშველოს მხევალს ღვთისა თამარს!
აბა უფლის და თქვენი იმედი მაქვს.
მეც ვიცნობ თამუნას ძალიან კარგი გოგოა...
ღმერთმა უშველოს.
ქავთარაძე
მოვიხსენიებ.
ღმერთმა ინებოს მისი გამოჯანმრთელება.
უიი
მოვიხსენიებ..ღმერთი იყოს მისი შემწე!
ოკ
შენ მხოლო ხარ ქრისტე, მსწრაფლ შემწე,
მსწრაფლ გამოაჩინე ზეცით საფარველი შენი ჭირვეულსა მხევალსა შენსა თამარსა ზედა
და იხსენ სნეულებათაგან, ჭირთა და მწარეთა სალმობათაგან;
და აღადგინენ მაქებელად შენდა და სადიდებელად სამარადისოდ,
მეოხებითა ღვთისმშობელისაითა,
მხოლოო კაცთმოყვარე.
დიდება მამასა და ძესა და წმინდასა სულსა.
სალმობასა სარეცელსა ზედა მდებარესა და სასიკუდინოითა წყლულებითა მოწყლულსა,
ვითარცა ოდესმე აღადგინე, მაცხოვარ, სიდედრი იგი პეტრესი და
განრღვეული ცხედარსა ზედა ტვირთული,
ეგრეთვე აწცა, მოწყალეო, ვნებულსა ამას ,თამარს მოხედენ და განჰკურნენ, რამეთუ შენ მხოლო ხარ უძლურებათა და სალმობათა და სნეულებათა ნათესავისა ჩვენისათა აღმხმელი,
და ყოველივე ძალგიძს, ვითარცა მრავალმოწყალე ხარ.
აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე.
ამინ.
ბავშვებო, ხვალე 18:00 იკრიბებიან კარავის ფორუმელები რესპუბლიკურის ფანტანთან და ვისაც შეგიძლიათ მოდით და ფინანსურადაც უშველეთ ამ ადამიანს, წუხელ 1300 ლარი აუგროვეს კარაველებმა და მაინც ძალიან ძვირი ჯდება რეანიმაცია... აბა თქვენი იმედი მაქვს. გთხოვთ ვინც შეძლებთ მოდით!
ცუდი ამბავია
მოვიხსენიებ აუცილებლად.
ღმერთმა უშველოს და გააძლიეროს.
რაარი რა გეზარებათ აქ შემოსვლა?
რა ცოდოა
ღმერთმა უშველოს
ქავთარაძე
სამწუხაროა
ღმერთი შეეწიოს
დედა ღვთისა იყოს მისი მფარველი
უფალ იშეეწიოს, საბას სიცხე აქვს და წამლებში მივახარჯეთ ყველაფერი, 5 ლარი დამრჩა, თუ ვინმე გამომივლის გამოვატან
მოვიხსენიებ აუცილებლად
ძალიან სამწუხაროა გიო.
ღმერთმა უშველოს და გამოაჯანმრთელოს.
უფალი მოწყალეა.
ლოცვით ნამდვილად ვილოცებ მისთვის.
ძალიან სამწუხაროა , უფლის ნებით უველაფერი კარგად იქნება
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს
ketino
თუ გსურს რატომაც არა, კარაველებმა აი მაგ პრობლემის გადასაჭრელად პარკში ააგროვეს ფული რომ არ ენახათ ვინ არმდენს დებდა
მაგრამ არ არის აუცილებელი , 30 წუთი დარჩა და წავედი ჩავალ.
მეც 5 ლარი მაქვს და დავდებ
ღმერთმა დაიფაროს
დღეს ვიყავით კარავის ფორუმელები და მდგომარეობა არ შეცვლილა, მძიმეა მაგრამ სტაბილური...
უფლის წყალობით გადარჩება ჩვენი შატილიონკა
დღეს პარაკლისი გადავიხადეთ წმინდა ბარბარეს ეკლესიაში და იმედი დიდია !
გაიხარეთ ხალხნო, ჩვენი მეგობრის გასაჭირის გულთან ახლოს მიტანისთვის. პირადად რომ იცნობდეთ, წარმოუდგენლად მოგეჩვენებოდათ ასეთი ხალისიანი და სიცოცხლით სავსე გოგო უმოძრაოდ, ხელოვნურ სუნთქვაზე მყოფი, რეანიმაციაში მწოლიარე, კომაში ჩავარდნილი, თავის ტვინის დაზიანებით.
ერთადერთი და უდიდესი რამ რაც სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ გაუკეთოთ, ლოცვებში და კვეთაში მოხსენიებაა. ამაზე მნიშვნელოვანი რა ფინანსური დახმარება შეიძლება იყოს?
კიდევ ერთხელ დიდი მადლობა
ახლა როგორაა?
Likuna12
უიიიიიიიი რა ცუდია.ღმერთმა დაიფაროს და გააძლიეროს
ჩვენს ტაძარშიც ვიხსენოებთ თამარს, მე პირად ლოცვებშიც ვიხსენიებ ამ თემის გახსნის დღიდან. იმედი მაქვს ყველაფერი კარგად იქნება ღვთის შეწევნით და მის ოჯახს იმედიანი და ბედნიერი აღდგომა გაუთენდება
ეგ არის, "ლაგუნასთან" რომ მოხდა, სიუჟეტიც იყო. ერთი ქალი კი არა სამნი გარდაიცვალნენ. დედა-შვილიც დაიღუპა , სულ შვიდნი ისხდნენ. შატილის გარდა შატილის ძმიშვილიც იყო და ისიც მძიმედაა .
ეს ეხლა ვნახე "კარავში" გახსნილ თემაში...
საწყალი ოჯახი... უფალი შეეწიოთ
ღმერთმა ისურვოს ამ ადამიანის გამოჯანმრთელება.
ნეტა როგორ არის? ახალი ხომ არაფერია?
ნათია
გუშინ საღამოს აეთი მდგომარეობა იყო:
თამუნას მდგომარეობა სულ ოდნავ შეიცვალა სასიკეთოდ, მაგრამ როგორც ქავთარაძის დამ (რომელიც იმავე საავადმყოფოში მუშაობს) შეგვატყობინა, ძალიან დიდი იმედები არ უნდა დავამყაროთ ამ ფაქტზე, რადგან სიტუაცია ყოველ წუთს შეიძლება შეიცვალოს როგორც უკეთესობისკენ, ასევე უარესობისკენ. მაგრამ ჩვენ იმედს არ ვკარგავთ და გვჯერა რომ ლოცვით, პარაკლისებით და კვეთაში მოხსენიებით ჩვენი შატილიონკა გამოჯანმრთელდება. ხვალ ან ზეგ შეიძლება ტომოგრაფიაც გაუკეთდეს და უფრო ზუსტად გვეცოდინება პროგნოზები.
.nino
როგორ არის თამარი?
ღმერთმა და წმინდა თამარ დედოფალმა დაიცვას.
როგორ არის თამარი?
რას გვეტყვით ახალს თამარზე? არავინ იცით როგორაა?
ისეც ისე. მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
ესაა ანას დადებული ბოლო ინფორმაცია:
მდგომარეობა სტაბილურია, ტემპერატურა საღამოს როგორც იქნა ჩამოვწიეთ...სხვა ცვლილებას ადგილი არ ჰქონია...დავამატეთ ახალი ანტიბიოტიკი, ინფექციის საწინააღმდეგოდ.
უფალმა გააძლიეროს და გამოაჯანმრთელოს
როგორ მებრალება, ამდენი ხანი გავიდა და ისევ მძიმე მდგომარეობაა.
ღმერთმა გააძლიეროს და გამოაჯანმრთელოს.
უფალმა უშველოს, რომელ საავადმყოფოშია?
იქნებ საბანკო რეკვიზიტები მომაწოდოთ და სამედიცინო დასკვნა, ცოტას მაინც დავეხმარებით ოჯახს
karavi.ge-ზე თუ ვინმე ხართ დარეგისტრირებული ნიკი მათხოვეთ რა...
ახლა დავრეგისტრირდი, მაგრამ სანამ ადმინისტრატორი 24 საათის განმავლობაში არ დამიდასტურებს ვერ შევძლებ შესვლას
კარავზე ერთ-ერთ მომხმარებელს ხელმოწერაში ეს რეკვიზიტები უწერია:
შატილიონკასთვის გახსნილია ანგარიში
სტანდარტბანკი, N: 36010113490701
გიორგი ჩანადირი
მაგრამ, ფონდისთვის აფთიაქის (თუ რამე წამალი სჭირდებათ) ან საავადმყოფოს საბანკო რეკვიზიტები უფრო ხელსაყრელია... + სამედიცინო დაკსვნაც რომ საქმეში ჩავდო...
ე.ი. შატილის ასულისთვის საჭირო წამლები:
ჰესი - 2 ცალი
დიაკარდი (აბები) - 1 ლისტი
ლაზოლვანი (მგონი სწორდა დავწერე ) (სიროფი) 1 ბოთლი..
+ მამაოს წამლებიც
აი ეს სია მივაწოდე ქალბატონ ნანას და სამშაბათს შემეხმიანება
მარიამი
პარასკევი და ორშაბათი დასვენებაა...
ეს წამლები მგონი ყოველთვის სჭირდება...
დღეს ვიკრიბებით კარაველები რესპუბლიკურში რვის ნახევარზე 7:30 წუთზე
ვისაც გენებოთ მობრძანდით
ყველაფერი კარგად იქნება! უფლის წყალობით
შატილიონკაც დაგვიბრუნდება თუ ბევრს ვილოცებთ მისთვის.
ქავთარაძე
ესეც შატილის გუშინდელი მდგომარეობა
თამარის ძმამ დამრეკა ახლა, ბუღალტერია ისვენეს სამშაბათამდე და რეკვიზიტებს უფრო ადრე ვერ გავიგებთ
შატილიკოს მდგომარეობა ისევ ისეთია, სტაბილურად მძიმე.
ლოცვა არ შევწყვიტოთ მეგობრებო.
ღმერთმა გაგვაზლიეროს და დაგვაბრუნებინოს ჩვენი საყვარელი გოგო!
თამარ, გვენატრები...
ნინი_85
''ფრიად შემძლებელ არს ლოცვა მართლისაი შეწევნად''
tuchlik2
ფონდიდან გადაეცემა 100 ლარი
http://church.ge/index.php?showtopic=4282
ქავთარაძე
როგორაა თამარი? კიდევ მისი ახლობლებიც იყვნენ ცუდად, იმ ბავშვების მდგომარება როგორია ხომ არ იცი?
14 მაისის მდგომარეობით:
რას ქვია არ შეგროვდა!
აბა იქნება ვინმემ დაიანგარიშოთ მაგ წამლებისთვის საჭირო მთლიანი თანხა?
ნათია მე შევიძენ ამ წამლებს და კვირას რომ შეგხვდები გადმოგცემ
tuchlik2
უფალმა დაიფაროს...
tuchlik2
ჩვენმა ფორუმელმა tuchlik2-მა გადმომცა შატილისთვის წამლები და ლამასვანს გადავეცი
დიდი მადლობა მარი, უფალმა შეგიწიროს!
გუშინდელი მდგომარეობით:
ღმერთი იყოს მისი მფარველი....
ნათი რით შეიძლება დავეხმაროთ????
tamar84
ღმერთმა უშველოს..
ღმერთმა უშველოს საბრალოს, ვილოცებ მისთვის
ბავშვებო როგორ არის თამარი?
თუ ვინმემ იცით თამარის ამჟამინდელი მდგომარეობა იქნებ დაწეროთ?
ლოცვებში რა თქმა უნდა ვიხსენიებ!!!
maikusi
როგორც ვიცი სტაბილურად მძიმეა... პრაქტიკულად არ შეინიშნება საგრძნობი წინსვლა. მაგრამ უარესობაც რომ არაა ეგეც კარგია....
დღეს მოსახსენიებელი განვაახლე და ძალიან დიდი იმდე მქონდა, რომ ტამარის ამოშლა მომიწევდა...
რა სამწუხაროა... როგორ ვერ ვშველით!
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს თამარი, გააძლიეოროს მისი ახლობლები და შეისმინოს ჩვენი ლოცვა!
ახალი ამბები შატილის ასულზე: ორშ აგვ 11, 2008 8:53 pm
rogorc ikna operaciebis ketebas morchnen
exla mtavaria mdgomareoba daustabiluron da kvelaze cota rac sheidsleba am etapze gaketdes rom
sasuntki aparatidan gaantavisuflon
2 dgis cin sicxem aucia 38 da 2-ze da echvi gachnda rom ragac virusi xom ar sheekarao, amitom sinjebi auges da laboratoriashi gadaagzavnes
gushin ki mdgomareoba radikalurad dadebitad sheecvala
sicxemac daucia da meri deidam rom velaparakebodio, reaqcia qonda titkoso da
marjvena xelic ki damikniao
dges sheshupebac shedarebit damcxrali kondao
ხუთ აგვ 14, 2008 10:13 am
sxva qalaqSi unda gadaikvanon reabilitaciis centrshi
an chamoikvanen tbilisshi
ღმერთმა შეეწიოს და გამოაჯანმრთელოს!
ღვთის წყალობით იმედი მაქვს კარგად იქნება, ღმერთი იყოს მისი მფარველი...
მადლობა უფალს ოპერაციებს წარმატებით ჩაუვლია დაგამოდის მდგომარეობიდან.ვუსურვებ მალე სრულიად გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდეს
აღარც კი მახსოვს უკვე რამდენი ხანია რაც თამარს ყოველდღიურად ვიხსენიებ ჯანმრთელობის ლოცვებში და სრულ გამოჯანმრთელებამდე ასე გავაგრძელებ.
ღმერთმა ქნას მალე თავად შეძლოს სხვებისთვის ლოცვა და დახმარება
ძალიან მეცოდებოდა გოგონა, მიხარია რომ უკეთესადაა.
უფალმა გამოაჯანმრთელოს და გააძლიეროს.
აგვ 26,
dges 2 urtiertgamomricxavi infornacia momceres jer Tamunas gadmoyvana gadaido filvebis anTeba aqvso , mere mainc gadmoyavTo
ეს ინფორმაცია ახლა ვნახე "კარავზე" რა ცუდია ფილტვების ანთებაღა აკლდა რა
აგვ 26
არ ვიცი რა ჭირს, ისევ აპარატზე შეაერთესო
სექტ 02, 2008 11:13 pm
მძიმედაა,მაგრამ დღევანდელმა დღემ მშვიდობიანად ჩაიარა...
შუნტი მუცლიდან ამოუღეს და ახალი ვეღარ ჩაუდგეს.ქალის წნევა მომატებული ქონდაო...
შეშუპება თავიდან დაეწყო
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს თამარი!
ყევლამ ჩვენს ლოცვებში მოვიხსენიოთ და ვინც შევძლებთ წირვაზეც შევაგზავნოთ.
ძალიან გული შემტკივა ამ გოგოზე!
lamara
ზალიან გთხოვ, თუ რამეს ახლას გაიგებ, დაწერე.
ვაიმე, როგორ მეცოდება ეს გოგონა,
ნეტავ ყველაფერი კარგად იყოს და მალე დაუბრუნდეს
თავის ოჯახს და მეგობრებს.
უფალი დიდია და მოწყალე, იმედი მაქვს ყველაფერი საუკეთესოდ ჩაივლის.
თუ ვინმე რამეს გაიგებთ დაწერეთ აუცილებლად.
lamara
როგორ არის თამარი?
მდგომარეობა უცვლელია?
იქნება პმ-ით მაინც მიპასუხო...
გუშინ ჩამოიყვანეს თამუნა გერმანიიდან, სამწუხაროდ ცვლილება არ არის... მდგომარეობა უცვლელია... უფალმა უშველოს ჩვენს მეგობარს...
ქავთარაძე
თამარის მდგომარეობაზე რას გვეტყვით?
უკეთ არისო თამუნა, ჯერ ისევ მძიმედაა, მაგრამ გამოკეთების დიდი შანსი აქვსო, სიცხე 37-ო, ორგანიზმი ინფექციას ებრძვის და ალბათ აპარატიდანაც გამორთავენო, ამ ყველაფერს კარავი.გე-ზე ვიგებ, მე არ ვიცნობ თამუნას და მის ახლობლებს ამიტომ პირდაპირი კონტაქტი არ მაქვს მათთან, მისი ამბავი ამ ფორუმზე გავიგე, როცა ვახერხებ ვნახულობ კარავი.გე-ს ამ თემის მეორე გვერდზეა ლინკი
lamara
რა კარგია, დიდება უფალს!
lamara
გაიხარე!
მე მაქედან გავიგებ რამეს..
კარგი ამბავია...
ბოლო ინფორმაცია შატილის ასულზე:
დღეს საავადმყოფოში ვიყავით
ერი-ერი თიკო ერი,
ლინდა,
ლომი,
ნაია,
მთაშენკა,
ნუსა,
TuTa
ნამცეცა
მე.
ვიმედოვნებ, სხვა არავინ გამომრჩა.
თიკო და მე შატილიონკას ვესაუბრებოდით.
უნდა გითხრათ, როდესაც ახალი წლის ამბებს და სხვა სიგიჟეებს ვახსენებდი, მარჯვენა თვალს სანახევროდ ხსნიდა.
როდესაც კარაველთა სახელებს ვეუბნებოდი (გვალვა, ნინუკალა, მაო, Toma, კორტი, ლ(ი)ამა, ნაია,
მთაშენკა, TuTa, უმა, ზვიოსული და ა.შ), ნიკაპის მოძრაობით რეაგირებდა. უფრო მეტიც, რაღაც დეტალების
გახსენებისას მისი დახუჭული თვალებიდან სისველე გადმოდიოდა. ექიმი (ან ექთანი იყო) მეუბნებოდა,
ასე რექციები რომ აქვს, ე.ი გადარჩებაო.
ამ ამბის შემხედვარე ''იავნანამ რა ჰქმა'' გამახსენდა.
გახსოვთ, ჰო, 2 წლის ასაკში ლეკების გატაცებულ ქეთოს დიდობაში ''იავნანას'' ჰანგები გაახსენდა.
სულ უფრო ვრწმუნდები, რომ დღეში 1 რომელიმე ჩვენთაგანი რომ მივიდეს ავადმყოფ თამუნასთან და ესაუბროს,
ის აუცილებლად გაახელს თვალს.
ისე კი, როდესაც ხმამაღლა შევძახებდი, ''შატილი, გაახილე თვალი, ის მორჩილად ახელდა (რა თქმა უნდა,
პრობლემის გამო, სანახევროდ, მაგრამ ყველა შეძახილზე ირეაგირა).
ხალხ, ესეაბრეთ მას
_________________
lamara
რა კარგი ამბებია!
პარ ოქტ 17
1 კვირაა დაახლ. მოხსნილია სასუნთქი აპარატიდან. პირველი დღეები ღამე მაინც რთავდნენ, რომ არ დაღლილიყო ან ყოველი შემთხვევისთვის.
ეხლა უკვე ღამეც აღარ ურთავენ.
თუ ასე გააგრძელა 2 კვირაზე მეტი, მაშინ იმ რაღაც მილს ამოუღებენ.
რეაქციებს რაც შეეხება, თავის სახელზე აშკარად ახელს თვალსო...
სხვა მნიშვნელოვანი მოძრაობები არ აქვს... ყოველ შემთხვევაში მიზანმიმართული
გულწრფელად გეუბნებით, თვალებში ცრემლები მომადგა!
მადლობა უფალს!
ხუთ ოქტ 30, 2008 9:08 pm
Mta Mkvarebia
სამწუხაროდ გასახარი ამბები ვერ მოვიტანეთ. როგორც თამუნას დედამ გვითხრა, ისევ აპარატზეა შეერთებულიო და ისევ იჩინა თავი ძველმა პრობლემებმაო, წნევის დაჭერაც ძველებურად უჭირსო. უწინ რომ ცუდად იყო, ისევ ისეაო
lamara
რა ცუდია...
უფალმა დაიფაროს...
ღმერთი მოწყალეა და აუცილებლად დაიფარავს... არ მიატოვებს
უფალი იყოს მათი შემწე
ფინანსურად რაც შემიძლია მინდა დავეხმარო,როცა წახვალთ თუ შეიძლება მეც გამაგებინეთ
ახლა როგორ არის ხომ არ იცით ვინმემ? (
სამ ნოე 04, 2008 9:20 am
თითქოს, შატილიონკას მდგომარეობა გაუმჯობესდა. მცირეოდენი სასიკეთო ძვრები შეიმჩნევა.
სისხლდენა შეჩერებულია, ბოლო დროის იფექციაც დამარცხებულია.
მომავალი კვირის რომელიმე დღეს შევიკრიბოთ საავამყოფოში.
მანამდე კი, თუ ვინმე შევძლებთ, მივიდეთ თამუნასთან პალატაში
_________________
Мозг обладает свойством пластичности. Если поражен один из его отделов, другие отделы через некоторое время могут компенсировать его функцию. Пластичность мозга играет роль и в обучении новым навыкам."
ორშ ნოე 10, 2008 8:15 pm
mdgomareobas rac sheexeba, tamunas mdgomareoba samucxarod isevs zalian mzimea, wnevas ver inarchunebs tavisit da poliorganuli ukmarisoba akvs, anu uchirs gvizls, tirkmels, filtvebs da zogadad mtels organizms...zalianaa dasustebuli.
sisxlis sachiroeba am etapze ar aris.
სამ ნოე 11, 2008 3:42 pm
ძალიან ცუდად არის,ყველა იმედი გადაწურულია
ანანომ, ძალიან დამძიმებულიაო, ბევრი ორგანოს უკმარისობა აქვსო და ორგანიზმი ვეღარ იბრძვისო
სამ ნოე 11, 2008 4:48 pm
ტვინის აქტივობა აღარ ფიქსირდებაო
სამწუხაროა,ღმერთმა გამოაჯანმრთელოს თამარიმ,შეეწიოს წმ.თამარის ლოცვა.
lamara
აუფ
ვაიმე, რა საცოდაობაა მეც მოვიხსენიებ ლოცვებში და ჩემს ახლობლებსაც ვთხოვ რომ მოიხსენიონ კატო-ბატო თუ იცი თანხა კიდევ გროვდება? ან საერთოდ როგორ არის? დაწერეთ ვინმემ რა
მზევინარის პოსტი ცოტა გადამეტებული იყო... უბრალოდ გამოკეთებული იყო და დამძიმდა ისევ... მაგრამ არის მაინც რაღაც იმედი...
უფალი მოწყალეა... ლოცვებში მოიხსენიეთ რა თამარი
რაც შეეხება თანხას, თამუნა(თუ შეიძლება ითქვას საბედნიეროდ) დაზღვეული იყო და ხარჯებს სადაზღვეო ფარავს.(კარგი პაკეტი აქვს თან)
შეიძლება იცით კიდეც, ავარიაში მოყვა ასევე მეორე კარაველი - გიო-გიორგი რომელიც აგრეთვე რეანიმაციაშია, ის საბედნიეროდ გამოკეთდა და უკეთესობისკენ მიდის საქმე დღითიდღე, აი მას ჭირდება თანხა, ის არც დაზღვეული ყოფილა. ოჯახს ძალიან უჭირს და თუ ვინმეს სურვილი გაუჩნდება შემიძლია გამოვართვა და გადავცე მის ოჯახს.
რა სამწუხარო ფაქტია.ღმერთმა, სულ კარგად ამყოფოს!
ახლა როგორაა?
ძალიან სამწუხაროა ამდენი ხანი გავიდა და თამარი ისევ მძიმედაა თამარს რაც ეს ამბავი შეემთხვა მას მერე ვიხსენიებ ლოცვებში და ასევე გიორგისაც
ღმერთმა მალე გამოაჯანმრთელოს და ფეხზე დააყენოს ორივე
სამწუხაროდ, თამარი გარდაიცვალა...
რაც შეეხება გიორგის მდგომარეობას, როგორც ვიცი უკეთ არის...
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience