თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ ხაშურის დედათა მონასტერს დავეხმაროთ

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Sep 18 2008, 05:50 PM

ღმერთის წყალობით ხაშურში სულ რაღაც 1 თვეც არ არის რაც დედათა მონასტერი იკურთხა. მონასტერში ჯერ-ჯერობით მხოლოდ 2 წევრი ცხოვრობს. წინამძღვარი არის დედა მარინე (რაზმაძე). მონასტერი ახალი აშენებულია და არ აქვს სახურავი. ამჟამად არ არსებობს თანხა, რომ შესძლონ შენობის გადახურვა. იმისათვის რომ სრულად გადაიხუროს შენობა საჭიროა დაახლოებით 3000 ლარი. შენობა უნდა გადაიხუროს მეტალოკრამიტით. თუ ვინმეს გაგიჩნდებათ სურვილი შემოწირულობის გაღების შეგიძლიათ მომწეროთ და მოგცემთ წინამძღვრის საკონტაქტო ნომერს. smile.gif
ღმერთმა შეგაძლებინოთ მონასტრისთვის დახმარება.

ჩვენი მცირედი წვლილი შევიტანოთ მონასტრის აღმშენებლობაში. smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 3 2008, 10:39 AM

რიგორც ვხედავ ამ ბოლო დროს ეს განყოფილება ნაკლებად აქტუალური გახდა.
ხაშურის დედათა მონასტერს ღვთის წყალობით გამოუჩნდა სპონსორი და შენობა დაგაიხურა. მაგრამ მეტალო-კრამიტის ყიდვა მერ მოხერხდა და გადაიხურა შიფრით. ასევე გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც მონასტერს საკმაოდ დიდი თანხა შიწირა, რაც შიდა სამუშაოებში დაიხარჯა. მონასტერი ახალი აშენებულია და მას ძალიან ბევრი რამ სჭირდება.

რადგან სახურავი გაკეთდა მონასტერში, იქნებ ახლა სასულიერო ლიტერატურით დავეხმარით. იმედია მსურველები გამოჩნდებით.

ხაშურის დედათა მონასტერი

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 3 2008, 11:28 AM

მონასტერს ასევე სჭირდება სეფისკვერების დასაბეჭდი.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 3 2008, 08:02 PM

თემის გახსნიოდან დრემდე არავინ გამოხმაურებია ამ თემას. ძალიან სამწუხაროა. sad.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Nov 5 2008, 12:30 PM

ამ კვირას ან იქითა კვირას შეიძლება წავიდე ხაშურის დედათა მონასტერში, როგორც მარიამმა მითხრა სეფისკვერის დასაბეჯდი ჭირდებათ, ასევე იქნება სასულიერო ლიტერატურითაც დავეხმაროთ. ვისაც სურვილე ექნება ფინანსურად ან სასულიერო ლიტერატურით დაეხმაროს დედათა მონასტერს დამიკავშირდით PM ით smile.gif

უფალმა გაგაძლიეროთ.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 5 2008, 02:03 PM

ზევით, მარცხნიდან მეორე (ჩემს გვერდით) ხაშურის დედათა მონასტრის წინამძვარი დედა მარინეა.

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Nov 6 2008, 10:14 AM

თუ დაჭირდებათ გაზეთები "საპატრიქრქოს უწყებანი" და "კანდელი" საკმაო რაოდენობით მაქვს.

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 6 2008, 10:23 AM

მაგდალინა
კარგი იქნება. მონასტერი ახალი გახსნილია და სასულიერო ლიტერატურა ძალიან მცირე რაოდენობით აქვთ.

პოსტის ავტორი: მაგდალინა თარიღი: Nov 6 2008, 10:24 AM

mariami-k
სად, როდის და როგორ მოგაწოდო? smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 6 2008, 10:33 AM

მაგდალინა

ციტატა
სად, როდის და როგორ მოგაწოდო?

მე ვერ მომაწვდი, იომიტომ რომ გორში ვარ. admin-ს მიწერე pm, გიომ თქვა,რომ ვისაც დახმარების სურვილი გექნებათ მე მომწერეთო.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Nov 6 2008, 11:14 AM

aucileblad Sevexmianebi gios

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Nov 6 2008, 07:07 PM

smile.gif კარგი საქმეა,ღმერთმა ბევრი კეთილი ადამიანი გამოუჩინოთ. ვეცდები რაიმეთი დავეხმარო მონასტერს,უფალმა ძალი მოსცეს ჩვენ სიკეთეს.

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Nov 6 2008, 08:10 PM

ესეიგი ხვალ საახლოებით 6:50 წუთიდან 7:10 წუთამდე გელოდებით სპორტის სასახლესთან, ვისაც რითი შეუიძლია დავეხმაროთ smile.gif ასევე ვინც სპორტის სასახლესთან დაპირებს გამოსვლას წინასწარ დამიპიემოს smile.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Nov 6 2008, 10:08 PM

როდის აპირებთ დახმარების გაწევას?
7ნოემბერი ბოლო ვადაა?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 7 2008, 10:15 AM

http://church.ge/index.php?showtopic=5336&pid=422790&st=0&#entry422790

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 7 2008, 10:56 AM

ნათია

ციტატა
ფონდის ოქტომბრის თვის ბიუჯეტიდან ხაშურის წმ. მარინეს სახელობის დედათა მონასტრისთვის სებისკვერების დასაბეჭდის შესაძენად გამოყოფილ იქნა 100 ლარი

გაიხარეთ. ღმერთმა შეგიწიროთ.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Nov 7 2008, 11:21 AM

მარტო ეგ 100 ლარი საკმარისი ალბათ არ იქნება. იქნებ მოვახერხოთ და დამატებით ავაგროვოთ ჩვენც. დედებს იმდენი რამე სჭირდებათ...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Nov 7 2008, 11:26 AM

.ნინო

ციტატა
მარტო ეგ 100 ლარი საკმარისი ალბათ არ იქნება. იქნებ მოვახერხოთ და დამატებით ავაგროვოთ ჩვენც. დედებს იმდენი რამე სჭირდებათ...

მართალი ხარ ნინ, ვინც ჩაიტანს ამ აპარატს თან პროდუქტიც გავატანოთ თუ აგროვდება თანხა...

ეს წინადადება ძალაშია:
admin
ციტატა
ესეიგი ხვალ საახლოებით 6:50 წუთიდან 7:10 წუთამდე გელოდებით სპორტის სასახლესთან, ვისაც რითი შეუიძლია დავეხმაროთ ასევე ვინც სპორტის სასახლესთან დაპირებს გამოსვლას წინასწარ დამიპიემოს

ანუ დღეს

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2008, 04:50 PM

admin

გიო, ესემესი გამოგიგზავნე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია sad.gif ლიტერატურა მაქვს და იქნებ დიდ დიღომში დავთქვათ შეხვედრა და მოგაწვდი.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Nov 7 2008, 05:08 PM

marine

ციტატა
ესემესი გამოგიგზავნე, მაგრამ პასუხი არ მიმიღია sad.gif

ეჰ, ჩემო მარინე.... ვის მისვლია გიოს პასუხი შენთან რომ მოსულიყო.... biggrin.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: Nov 7 2008, 09:11 PM

დღეს მაგდალინამ გადმომცა სასულიერო ლიტერატურა, ხვალ მარინე გადმომცემს და შეიძლება Tamuna_m მაც მომაწოდოს. დილით მე და ნათია წავალთ და ვიყიდით სეფისკვერის დასაბეჭდს smile.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 7 2008, 09:33 PM

admin
გაიხარეთ. ღმერთმა შეგიწიროთ.


პოსტის ავტორი: admin თარიღი: Nov 8 2008, 08:57 PM

დღე მე და ნათიამ ვიყიდეთ სეფისკვერების საბეჭდი smile.gif დღესვე შემხვდა თამუნა და გადმომცა ლიტერატურა, ხვალ გამთენიისას კი დავადგებით ხაშურის გზას smile.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 8 2008, 09:37 PM

მშვიდობის გზით გევლოთ!

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2008, 04:44 PM

კანონისტი
2kiss.gif

admin

გიო, გუშინ მესანთლის ნაცვლად ვიღაც ბიჭი დამხვდა და იმას ჩავაბარე ლიტერატურა. ხომ გადმოგცეს?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 9 2008, 06:56 PM

დღეს ვიყავით ხაშურში, გადავეცით სეფისკვერების დასაბეჭდი და სასულიერო ლიტერატირა. ასევე გზაში შევუძინეთ პროდუქტებიც. ძალიან გაეხარდა დედაოს. დიდი მადლობა ყველას. smile.gif ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ. smile.gif

პოსტის ავტორი: iakob7 თარიღი: Nov 9 2008, 08:30 PM

რა ადგილზეა ეგ მონასტერი.რომელ ქუჩაზე.მითხარით რა

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 10 2008, 09:05 AM

iakob7

ციტატა
რა ადგილზეა ეგ მონასტერი.რომელ ქუჩაზე.მითხარით რა

9 აპრილის ქუჩაზეა

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Nov 20 2008, 11:26 AM

ნათია დახურე ეს თემა. დედაომ კიდევ ერთხელ დიდი მადლობა შემოგითვალათ. ძალიან კარგად დაიბეჭდა სეფისკვერებიო. smile.gif


ეს კი მონასტრის წევრები. დედა მარინე და ნინო.
http://www.radikal.ru

პ.ს. ნინოს შემოსვას მეუფე შობის მარხვაში გეგმავს. smile.gif




კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას.
ღმერთმა მოგცეთ ძალა მოწყალებისა.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)