ხაშურში ხანძრის შედეგად ჩემი კოლეგა დაზარალდა. ხანძარი 13 ნოემბერს მოხდა. 8 ოთახიანი სახლი მთლიანად დაიწვა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ერთ–ერთ ოთახში დაწყობილი თივა გახდა. მიუხედავად იმისა, რომ სახანძრო დროულად გამოიძახეს ხანძრის ჩაქრობა ვერ მოხერხდა, სანამ ბორჯომიდან არ ჩამოვიდა დამხმარე სახანძრო მანქანები. ვერაფრის გადარჩენა ვერ მოასწრეს. ოჯახის წევრები მხოლოდ იმ ტანსაცმლის ამარა დარჩნენ რაც ეცვათ. ადგილობრივმა გამგეობამ 500 ლარი გამოუყო, რაც არ არის საკმარისი იმისთვის, რომ თუნდაც სახურავი შეაკეთონ, რათა გადარჩენილი კედლები ზამთარში არ დაიშალოს. ქალბატონ ირმას (სახლის პატრონი, ჩემი თანამშრომელი) 3 შვილი ჰყავს, ასევე მეუღლე. რომლებიც დამწვარი სახლის სარდაფში არიან. თუ შესაძლებლობა გექნებათ იქნებ ფორუმელებიც დავეხმაროთ.
ღმერთმა მოგცეთ მოწყალების გაცემის საშუალება.
მარი იქნებ ითავო რა ორგანიზება. ფონდში არაა თანხა ამ წუთას
ალბათ ტანსაცმელი სჭირდებათ, საოჯახო ნივთები... იქნებ რაღაცით მაინც დავეხმაროთ
რა ხდება ამ ამბავთან დაკავშირებით? არ ვაგროვებთ თანხას? ვის შევეხმიანოთ დაპოსტეთ რა
.ნინო
ფონდიდან გადაეცემა 200 ლარი
http://church.ge/index.php?showtopic=8668&pid=657483&st=0entry657483
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)
There appears to be an error with the database.
You can try to refresh the page by clicking here.
Error Returned
We apologise for any inconvenience