თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ საქველმოქმედო აქცია გამოფენა-გაყიდვა კვირას, 4 მაისს

პოსტის ავტორი: admin თარიღი: May 2 2008, 10:39 PM

4 მაისს 1 საათზე, სიონის წინ მდებარე სკვერში(ქარვასლასთან) საქველმოქმედო აქცია გამოფენა-გაყიდვა გაიმართება.
მონაწილეები:გოჩა მანველიძე, დათო ტურაშვილი, აკა მორჩილაძე, მიხო მორჩილაძე, თიკა ჯამბურია, მარიკა თხელიძე და მოძრაობის თეატრი "ქასთინგი"
გასაყიდად გამოტანილია ცნობილი მწერლების, მსახიობებისა და მომღერლების პირადი ნივთები, ფერიცვალების დედათა მონასტრიდან ხატები, ინვალიდთა საზოგადოებიდან მათივე ნაკეთი ნივთები. მონაწილეობს აგრეთვე კარიკატურისტი ზაალ სულაკაური.

საქველმოქმედო აქცია გამოფენა-გაყიდვიდან შემოსული თანხა მოხმარდება ინვალიდ ბავშვს ჯაბა მურცხვალაძის მე -6 ე ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის კურსს ქ. მიუნხენში.

ორგანიზატორი ი.ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა საქველმოქმედო კლუბი.
მხარდამჭერი: მართლმადიდებლური ფორუმი church.ge

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: May 2 2008, 10:43 PM

კარგი რამ მოუფიქრებიათ smile.gif. სიამოვნებით მივიღებდი მონაწილეობას რომ შემეძლოს.
ღმერთმა ხელი მოუმართოს, მონაწილეებს და შემომწირველებს.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 2 2008, 10:49 PM

admin
იმედია მთელი ფორუმი იქ ვიქნებით smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 3 2008, 12:42 PM

რომელ საათზეა?

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 3 2008, 01:03 PM

ვააა რა მაგარიააა.smile.gif

რომელ საათზეა მართლა?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 3 2008, 01:04 PM

უჩა

ციტატა
რომელ საათზეა მართლა?

იმედია დიდი "იმპერატორი" პატივს დაგვდებს და გაგვაგებინებს smile.gif

პოსტის ავტორი: უჩა თარიღი: May 3 2008, 01:25 PM

ნათია

ციტატა
იმედია დიდი "იმპერატორი" პატივს დაგვდებს და გაგვაგებინებს

გაგვაგებინებს აბა სა წავა. 2kiss.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 3 2008, 02:28 PM

კაიააა....თუ საღამოთი იქნება..აუცილებლად მოვალ

პოსტის ავტორი: admin თარიღი: May 3 2008, 02:31 PM

ციტატა
რომელ საათზეა მართლა?



13:00 საათზე smile.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 3 2008, 08:04 PM

ნეტა რამდენ ხანს გაგრძელდება? ვეცდები მოვიდე, მაგრამ ხვალ მეგობარს ვაცილებ ბაქოში, სამუშაოდ მიდის და...

პოსტის ავტორი: S a l l y თარიღი: May 3 2008, 08:11 PM

ციტატა(admin @ May 3 2008, 02:31 PM) *

13:00 საათზე smile.gif

რა ცუდი დროა user.gif

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 3 2008, 08:25 PM

ციტატა
რა ცუდი დროა


კვირასაც მუშაობ თუ წირვის მერე ვერ ასწრებ?

პოსტის ავტორი: BOO თარიღი: May 3 2008, 08:30 PM

თუ მოვახერხე მოვალ აუცილებლად

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 4 2008, 01:09 AM

მეც წამოვალ ალბათ აბა ვინები მოდიან შემომეხმიანონ smile.gif

ადმინ თუ წამოხვალ ის საბუთები წამომიღე რომ გამიმზადე smile.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 4 2008, 03:46 AM

smile.gif ღამენათევი ვიქნები და თუ, არ დამეძინა,ალბათ მოვალ.

პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 4 2008, 04:07 AM

ამ ბავშვს გერმანიაში თუ აქვს ანგარიში, იქნება დაწეროთ და აქედან ცოტას ჩვენც გადავრიცხავთ, ვისაც რამდენი შეგვეძლება.

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 4 2008, 12:18 PM

მეც მოვალ, რა კარგიააა smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 4 2008, 03:23 PM

ჯაბა და დედამისი
IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი



პოსტის ავტორი: nana_007 თარიღი: May 4 2008, 03:26 PM

ციტატა(nana_007 @ May 4 2008, 04:07 AM) *

ამ ბავშვს გერმანიაში თუ აქვს ანგარიში, იქნება დაწეროთ და აქედან ცოტას ჩვენც გადავრიცხავთ, ვისაც რამდენი შეგვეძლება.


ამ კითხვას ვერ ხედავ ნათია?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 4 2008, 03:33 PM

nana_007

ციტატა
ამ ბავშვს გერმანიაში თუ აქვს ანგარიში, იქნება დაწეროთ და აქედან ცოტას ჩვენც გადავრიცხავთ, ვისაც რამდენი შეგვეძლება

კლინიკის ანგარიშია, მაგრამ იმ ანგარიშზე ჯანდაცვა რიცხავს, გერმანიაში პერსონალური ანგარიში არამგონია ჰქონდეს


IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი


IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 4 2008, 10:29 PM

დღეს გამოფენაზე ჯაბას მამამ გვითხრა, რომ საქველმოქმედო კონცერტი ტარდება 8 მაისს 19 საათზე. რკინიგზელთა სახლში. ბილეთი ღირს 5 ლარი.
შემოსული თანხა მთლიანად გადაეცემა ჯაბს ოჯახს...

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 4 2008, 11:19 PM

15 წლის ჯაბა მურცხვალაძეს სჭირდება მე -6 ე ოპერაციის შემდგომ რეაბილიტაციის კურსი ქ. მიუნხენში.

მის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი ტარდება 8 მაისს, 19 საათზე. რკინიგზელთა სახლში. ბილეთი ღირს 5 ლარი.

იქნებ წავსულიყავით ფორუმელებიც?

აბა ვინაა მსურველი? სიაში ჩაწერა დაიწყო:

1. მე biggrin.gif
2. ?

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 4 2008, 11:34 PM

ვისი კონცერტია??

პოსტის ავტორი: artist_teo თარიღი: May 5 2008, 07:50 PM

მე ვიყავი და კარგი იყოbiggrin.gif
კარგი რაგაცაც შევიძინე smile.gif


და იმ ბავშვს ვისაც ვეხმარებით, ერთი ქალი რომ ეჯდა გვერდით ის მისი დედა იყო?


რა ტიპის კონცერტია ხომ არ იცი?

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 5 2008, 09:39 PM

ციტატა
რა ტიპის კონცერტია ხომ არ იცი?


რადენადაც ვიცი ფოლკლორული კონცერტია... აფიშა ნათიამ გადაიღო მობილურიტ და იმედია დადებს...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 5 2008, 09:46 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: maikona თარიღი: May 5 2008, 09:48 PM

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 6 2008, 12:44 AM

ხუთშაბათამდე იქნებ შევძლოთ და დავეხმაროთ. გახსოვდეთ თითოეული თქვენს მიერ შეძენილი ბილეთის საფასური გადაირიცხება ჯაბას ოპერაციისათვის.

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 6 2008, 03:12 AM

ბილეთები იქვე უნდა ვიყიდოთ???
აუ საინტერესო იქნებაააა

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 6 2008, 04:25 PM

შეგიძლიათ იქვე იყიდოთ, თუ ხვალამდე კიდევრამოდენიმე მოვგროვდებით, დავუკავშირდეთ ჯაბას მამას და გამოვართვათ წინასწარ, რომ სასურველი ადგილები ავარჩიოთ smile.gif

პოსტის ავტორი: zedela თარიღი: May 6 2008, 05:44 PM

მე წამოვალ...
და იმედია თავსხმა წვიმა არ იქნებაsad.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 7 2008, 02:07 AM

მეც წამოვალ და ალბათ რამოდენიმე ადამიანსაც წამოვიყვან smile.gif


აბა ხალხო ცოტა ვიაქტიუროთ, თითოეულ ჩვენთაგანის მიერ გაღებული ბილეთის საფასური გადაირიცხება ჯაბას ოპერაციისათვის და ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. დარჩა მხოლოდ ერთი დღე

პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: May 7 2008, 03:17 AM

ნუ ჩოხოსნები სულ რაინდები არიან რაა biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: May 7 2008, 10:37 AM

ვეცდები ყველანაირად, რომ წამოვიდე

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 7 2008, 01:12 PM

smile.gif ვეცდები, დავესწრო ამ კონცერტს ჩემი ოჯახით...

პოსტის ავტორი: t a m a r i თარიღი: May 7 2008, 05:47 PM

მე არ შეიძლება წამოვიდე?
cray.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 7 2008, 05:47 PM

t a m a r i

ციტატა
მე არ შეიძლება წამოვიდე?

შეიძლება! smile.gif

შეგიძლია მეგობრებიც წამოიყვანო smile.gif

პოსტის ავტორი: t a m a r i თარიღი: May 7 2008, 06:09 PM

ძალიან კარგი მაშინ წამოვალ madlioba.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 7 2008, 08:26 PM

smile.gif ვეცდები,რომ წამოვიდე და ბავშვებიც წამოვიყვანო, ბილეთები წინასწარ ჯობია,რომ ვიყიდო,თუ ხვალაც არ იქნება პრობლემა...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 7 2008, 11:21 PM

xornabujeli

ციტატა
ვეცდები,რომ წამოვიდე და ბავშვებიც წამოვიყვანო, ბილეთები წინასწარ ჯობია,რომ ვიყიდო,თუ ხვალაც არ იქნება პრობლემა...

არამგონია რამე პრობლემა იყოს ბილეთებზე smile.gif

პოსტის ავტორი: admin თარიღი: May 8 2008, 12:12 PM

ციტატა
, ბილეთები წინასწარ ჯობია,რომ ვიყიდო,თუ ხვალაც არ იქნება პრობლემა...


350 ბილეთი მაინც, რომ გაიყიდოს უკვე გერმანიაში წასასვლელი თანხა გროვდება smile.gif

ვისაც შეგეძლებათ ყველს მიაწვდინეთ ხმა smile.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 8 2008, 12:47 PM

ციტატა(admin @ May 8 2008, 12:12 PM) *

350 ბილეთი მაინც, რომ გაიყიდოს უკვე გერმანიაში წასასვლელი თანხა გროვდება smile.gif

ვისაც შეგეძლებათ ყველს მიაწვდინეთ ხმა smile.gif

ბილეთებზე ბატონ გოგიტას უნდა დავურეკო თუ სალაროში იქნება?

პოსტის ავტორი: Didgoreli თარიღი: May 8 2008, 06:18 PM

ფორუმის მგალობელთა გუნდში ვინ გალობს??? blink.gif ?

პოსტის ავტორი: tetnuldi თარიღი: May 8 2008, 07:04 PM

აუუუ....ახლა გავიგე!! sad.gifღმერთმა გააძლიეროს ამ ბავშვის დამხმარენი!!!ვწუხვარ,რომ მე ვერაფრით ვერ ვეხმარები sad.gif ლოცვებში მოვიხსენიებ!

პოსტის ავტორი: .nino თარიღი: May 8 2008, 08:28 PM

იყავით? მე სტუმრები მყტავდა და ვერ წამოვედი sad.gif


პოსტის ავტორი: t a m a r i თარიღი: May 8 2008, 09:16 PM

უფალი შეეწიოს პატარა ჯაბას...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 8 2008, 11:02 PM

ნეტა როგორ ჩაიარა კონცერტმა? ბილეთები გაიყიდა?

დღეს ლექცია მქონდა და ვერ მოვიდოდი sad.gif

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 8 2008, 11:02 PM

მე, ადმინი და ხორნაბუჯელი ვიყავით smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 8 2008, 11:06 PM

ალექსანდრე

ციტატა
მე, ადმინი და ხორნაბუჯელი ვიყავით

ალექს, იყო ხალხი?

ადმინმა მიმართვა მოგაწოდა?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 8 2008, 11:32 PM

ნათია

ციტატა
ალექს, იყო ხალხი?

ხალხი კი მაგრამ ჩვენი ამხელა ფორუმიდან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი.

ნათია
ციტატა
ადმინმა მიმართვა მოგაწოდა?

მიმართვა არა იხვის ტოლმა მომაწოდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 8 2008, 11:34 PM

ალექსანდრე

ციტატა
მიმართვა არა იხვის ტოლმა მომაწოდა

დედაა, გავაქრობ მაგას biggrin.gif

ციტატა
ხალხი კი მაგრამ ჩვენი ამხელა ფორუმიდან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი

მდასსს...

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 8 2008, 11:39 PM

ნათია

ციტატა
მდასსს...

ჭავჭავაძის უნივერსიტეტის საქველმოქმედო სტუდენტური კლუბი homelesi ტრიალებდა ძირითადად და მართლაც დიდი შრომა ჩადო ამ კონცერტის ორგანიზებაში. დამდვილად იმსახურებენ ქებას. ჩვენი 4000 ზე მეტი მომხმარებლიანი ფორუმიდან კი 10 კაციც კი არ იყო მისული

პოსტის ავტორი: seminarieli lela თარიღი: May 8 2008, 11:44 PM

ციტატა(ალექსანდრე @ May 8 2008, 11:39 PM) *

ნათია

ჭავჭავაძის უნივერსიტეტის საქველმოქმედო სტუდენტური კლუბი homelesi ტრიალებდა ძირითადად და მართლაც დიდი შრომა ჩადო ამ კონცერტის ორგანიზებაში. დამდვილად იმსახურებენ ქებას. ჩვენი 4000 ზე მეტი მომხმარებლიანი ფორუმიდან კი 10 კაციც კი არ იყო მისული



sad.gif unsure.gif

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 9 2008, 12:27 PM

ციტატა(ალექსანდრე @ May 8 2008, 11:32 PM) *

ნათია

ხალხი კი მაგრამ ჩვენი ამხელა ფორუმიდან მხოლოდ რამოდენიმე ადამიანი.




მე და ნინუნაც ვიყავით, ორიც მიგვამატეთ. მაგრამ იქ ისეთი ამბავი იყო გამოსვლა არ ღირდა, მითუმეტეს საგალობლით. ამიტომ დედაომ თავი შეიკავა, თორემ გალობაც გვინდოდა sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 9 2008, 01:53 PM

N. R.

ციტატა
მაგრამ იქ ისეთი ამბავი იყო გამოსვლა არ ღირდა, მითუმეტეს საგალობლით

რა ხდებოდა ნინ?

ალექსანდრე
ციტატა
ჭავჭავაძის უნივერსიტეტის საქველმოქმედო სტუდენტური კლუბი homelesi ტრიალებდა ძირითადად და მართლაც დიდი შრომა ჩადო ამ კონცერტის ორგანიზებაში. დამდვილად იმსახურებენ ქებას. ჩვენი 4000 ზე მეტი მომხმარებლიანი ფორუმიდან კი 10 კაციც კი არ იყო მისული

ყველა ბილეთი გაიყიდა მაინც?

პოსტის ავტორი: t a m a r i თარიღი: May 9 2008, 02:12 PM

მეც ვიყავი...

იმედია ცოტათი მაინც დავეხმარეთ...
უფალი შეეწიოს read.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: May 9 2008, 02:57 PM

უფალმა შეგიწიროთ ვინც ვიყავით 2kiss.gif

სამწუხაროდ,მე ვერ მოვახერხე წამოსვლა sad.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: May 9 2008, 05:56 PM

ციტატა(ალექსანდრე @ May 8 2008, 10:02 PM) *

მე, ადმინი და ხორნაბუჯელი ვიყავით smile.gif

smile.gif უფრო სწორად ხორნაბუჯელი იყო თავის ჯალაბობით-თქო,გარდა ყველაზე უმცროსისა,სახლში ბებიას დავუტოვეთ პაწია ქეთევანი.ისე რა იყო ალექს, ყურის ბარაბნები კინაღამ გაგვისკდა,იმხელა ხმაზე "მღეოდნენ" ჯეოსტარელები.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: May 9 2008, 10:39 PM

xornabujeli

ციტატა
რა იყო ალექს, ყურის ბარაბნები კინაღამ გაგვისკდა,იმხელა ხმაზე "მღეოდნენ" ჯეოსტარელები.

მაგი არ თქვა biggrin.gif იმხელა იკივლა ერთმა რომ მე და ადმინი კინაღამ სკამებიდან გადმოვარდით

პოსტის ავტორი: N. R. თარიღი: May 10 2008, 11:16 PM

ნათია


ცუდი არაფერი ნათ, უბრალოდ გალობისთვის შეუფერებელი ადგილი იყო. ესტრადის მომღერლები მღეროდნენ, ზოგი საშინელი ნომერი იყო

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: May 11 2008, 12:15 AM

თემა იხურება!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)