თემის საბეჭდი ვერსია
მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ დავეხმაროთ იცოცხლოს...
პოსტის ავტორი: ქრისტიანე თარიღი: Jun 20 2009, 12:01 AM
24 წლის გიორგი მსხილაძეს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. ორთვიანი აქტიური ქიმიოთერაპია უშედეგო აღმოჩნდა, ვიანიდან ვერ მოხერხდა რემისიის მიღწევა. გიორგი საჭიროებს ძვლის ტვინის გადანერგვის სასწრაფო ოპერაციას, რაც მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი. გიორგის ოჯახს არანიარი საშუალება აღნიშნული ოპერაციის დასაფინანსებლად არ გააჩნია: მას დედა გარდაცვლილი ჰყავს, ჰყავს სამი უმცროსი და-ძმა და ხანშიშესული მამა, რომლებსაც გიორგი უწევდა პატრონობას (ის მუშაობდა და ოჯახი ფინანსურად მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული). დეტალური ინფორმაცია გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის დასკვნასთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ: http://gio.itcs.com.ge/index_eng.html
ვისაც რა საშუალება გვაქვს, იქნებ დავეხმაროთ გიორგის სიცოცხლის გადარჩენას. მისი მდგომარეობა ახლა უკიდურესად მძიმეა და ყოველ დღეს, ყველა ჩვენთაგანის თუნდაც მცირეოდენ გულისხმიერებასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად!
საბანკო რეკვიზიტები ნახეთ ზემოთ მითითებულ ბმულზე.
SMS ნომერი ჯეოსელიდან 700 610 (ზარის ღირებულებაა 1 ლარი).
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 899 160 189 (ეკა მსხილაძე)
ღმერთმა შეგიწიროთ და გაგახაროთ!
პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 20 2009, 11:51 AM
სამწუხაროა,რომ ასე ახალგაზრდა ადამიანს ასეთი ავადმყოფობა დაემართა.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება,რადგან უფალი მოწყალეა
უფალი იყოს მისი შემწე
პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jun 20 2009, 11:42 PM
ვაიმე რა ცოდოა ასეთი ახალგაზრდა და ასეთი მძიმე დიაგნოზი
ლოცვებში მოვიხსენიებ ხოლმე აუცილებლად,უფალი ფარავდეს
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 23 2009, 09:14 PM
ჩემი გიოოოოოოოოოოოოოოოო
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jun 23 2009, 09:31 PM
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 23 2009, 11:18 PM
ქრისტიანე
ციტატა
899 160 189 (ეკა მსხილაძე)
ეს ვინაა? და?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 23 2009, 11:37 PM
ციტატა(ნათია @ Jun 24 2009, 12:18 AM)
ქრისტიანე
ეს ვინაა? და?
ხო ნათი დაა
ჩემი მეზობელია, ერთად ვართ გაზრდლები
იცით როგორ მიყვარს
http://www.radikal.ru
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 23 2009, 11:38 PM
ა ნ უ კ ა
ციტატა
ჩემი მეზობელია, ერთად ვართ გაზრდლები იცით როგორ მიყვარს
რაც შეგვეძლება ვცადოთ...
უფლის დახმარებით გამოჯანმრთელდება
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 24 2009, 02:04 AM
ღმერთმა გამოაჯანმრთელოს, როგორ შემეცოდა
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2009, 09:47 AM
ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა თანხა გამოგზავნა და გიორგის (ეკა) ანგარიშზე ჩავრიცხავ დღეს
პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 24 2009, 09:55 AM
ციტატა(ნათია @ Jun 24 2009, 10:47 AM)
ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა თანხა გამოგზავნა და გიორგის (ეკა) ანგარიშზე ჩავრიცხავ დღეს
პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 24 2009, 10:03 AM
ნათია
ციტატა
ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა თანხა გამოგზავნა და გიორგის (ეკა) ანგარიშზე ჩავრიცხავ დღეს
შეუწიროს უფალმა.
პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jun 24 2009, 12:49 PM
როგორ არის ?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 24 2009, 01:29 PM
ციტატა(*ana* @ Jun 24 2009, 01:49 PM)
როგორ არის ?
შენი მტერი იყოს ისე, ეგ როგორც არის
გული მიკვდება რომ ვუყურებ
ციტატა(ნათია @ Jun 24 2009, 10:47 AM)
ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა თანხა გამოგზავნა და გიორგის (ეკა) ანგარიშზე ჩავრიცხავ დღეს
შეუწიროს უფალმააა
პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jun 24 2009, 01:43 PM
ა ნ უ კ ა
ვაიმე რა ცუდია
ღმერთმა უშველოს
ექიმები რას ამბობენ, ან თანხა მაინც თუ გროვდება სამკურნალო
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 24 2009, 01:50 PM
ციტატა(*ana* @ Jun 24 2009, 02:43 PM)
ა ნ უ კ ავაიმე რა ცუდია
ღმერთმა უშველოს
ექიმები რას ამბობენ, ან თანხა მაინც თუ გროვდება სამკურნალო
ექიმები ამბობენ, რომ რაც დრო გადის მდგომარეობა მძიმდებაო
სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ოპერაცია
ჯერ 10.000 $ არის
პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jun 24 2009, 01:59 PM
ა ნ უ კ ა
ღმერთმა ქნას შეგროვდეს თანხა და ოპერაციამ კარგად ჩაიაროს...
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 27 2009, 11:04 AM
ფონდიდან გადაერიცხა 100 ლარი (იხ. ბმული http://church.ge/index.php?showtopic=6579 )
პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Jun 27 2009, 01:42 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jun 27 2009, 01:35 PM)
ეხლა არის აივანზე და რომ დამინახა, ხელი დამიქნია
საშინლად გამოიყურება
გული დამეწვა
აუ რა ცუდია,ძალიან მეცოდება.
ღმერთმა გააძლიეროს
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 30 2009, 03:42 PM
სისხლის ანალიზი გაგზავნეს ისრაელში
სულ რაღაც 4580 EUR დაჯდა
როდის შეუგროვდება ოპერაციის თანხა?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 1 2009, 07:22 PM
ვაიმე ბავშვებო იცით რა გახარებული ვარ
ეტყობა სპონსორი იპოვეს და 89.000-ზე მეტია ანგარიშზეე
მე ძალიან გამიხარდა, სიხარულისგან ცრემლები მომდის
შეუწიროს უფალმა
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 1 2009, 07:56 PM
მიხარია, იმედია მკურნალობა წარმატებით დასრულდება და გიორგი გაჯანსაღდება!
პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 1 2009, 08:30 PM
ა ნ უ კ ა
ციტატა
ეტყობა სპონსორი იპოვეს და 89.000-ზე მეტია ანგარიშზეე
ვაიმე, რა კარგიაა :rolleyes:
ისე შემტკიოდა გული მაგ ადამიანზეე.. უფალმა შეუწიროს,ვინც მასეთი სიკეთე გამოიჩინა :)
იმედია,ყველაფერი კარგად დამთავრდება..
პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jul 1 2009, 11:38 PM
ძალიან გამიხარდა თანხის ასე უცებ მომატება
გაახაროს ღმერთმა ვინც თანხა გადარიცხა
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 1 2009, 11:40 PM
ა ნ უ კ ა
ციტატა
ვაიმე ბავშვებო იცით რა გახარებული ვარ
ეტყობა სპონსორი იპოვეს და 89.000-ზე მეტია ანგარიშზეე
მე ძალიან გამიხარდა, სიხარულისგან ცრემლები მომდის
შეუწიროს უფალმა
ძალიან კარგი!
როდის წაიყვანენ?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 2 2009, 02:31 PM
გაიხარეთ გოგოებო
ნათია
ციტატა
როდის წაიყვანენ?
ზუსტად არ ვიცი ნათ, აპირებენ ამ დღეებში
დავწერ როცა გავიგებ
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 2 2009, 07:21 PM
http://www.radikal.ru
ამას ვენაცვალეე მეე , ჩემი სიმპათიურიი
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 6 2009, 12:23 AM
ძალიან კარგი ამბავი
დღეს წაიყვანეს გიო ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 6 2009, 09:23 AM
ა ნ უ კ ა
ციტატა
დღეს წაიყვანეს გიო ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად
ძალიან კარგი, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის, დაწერე ხოლმე თუ იქნება რამე ახალი
პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jul 6 2009, 03:01 PM
ციტატა
ძალიან კარგი ამბავი დღეს წაიყვანეს გიო ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად
გამიხარდა ძალიან,
ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება,
ღმერთმა გააძლიეროს!
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 6 2009, 07:30 PM
ღმერთი შეეწიოს.
დაგვიწერე ხოლმე ანნ ამბები.
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 6 2009, 07:31 PM
ციტატა
დღეს წაიყვანეს გიო ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად
უფალმა გააძლიეროს და განკურნებული დაბრნებულიყოს
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 6 2009, 10:12 PM
კი დავწერ თუ რამეს გავიიგებ
გაიხარეთ
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 9 2009, 08:11 PM
ა ნ უ კ ა
ციტატა
გიო წაიყვანეს, მაგრამ ოპერაციას ვერ უკეთებენ არასაკმარისი თანხის გამო
როგორ თუ არასაკმარისი თანხის გამო?
შენ ხომ დაწერე 89 000 დაუჯდა ანგარიშზეო,
მანამდე კი ბევრად ნაკლები სჭირდებოდა ოპერაციას
და ეხცლა ნუთუ ეგაც აღარ ჰყოფნის?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 9 2009, 08:17 PM
არა ნინ სულ საჭიროა 130.000 $
ანგარიშზე 116 453.18 $ დევს
აი ნახეთ აქ http://gio.itcs.com.ge/
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 12 2009, 09:23 PM
10.000$ აკლია ოპერაციის თანხა სრულად რომ გადაიხადონ
იმედია მალე შეუგროვდება
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 12 2009, 09:34 PM
ა ნ უ კ ა
ციტატა
10.000$ აკლია ოპერაციის თანხა სრულად რომ გადაიხადონ
იმედია მალე შეუგროვდება
ხო, ანაუკა, კი ვნახე ეხლა, ცოდოა ძალიან.
ნეტავ მალე შეგროვდებოდეს თანხა.
ისე კატასტროფულად ძვირია 130 000 მაინც,
მაგრამ მე რა მიკვირს ნეტა.
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 12 2009, 09:42 PM
ნაინა
გაიხარეე
ოპერაციის შემდეგ, გამოჯამრთელების ალბათობა 75%-იაო, ესე უთქვამთ
ძვლის ტვინის დონორი მისი პატარა ძმა იქნება
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 12 2009, 11:21 PM
ა ნ უ კ ა
როდისაა დანიშნული ოპერაცია?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 12 2009, 11:27 PM
ციტატა(.ნინო @ Jul 13 2009, 12:21 AM)
ა ნ უ კ ა
როდისაა დანიშნული ოპერაცია?
10.000$-ღა აკლიათ და თუ გადაურიცხავენ, გაუკეთებენ
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 12 2009, 11:36 PM
ტუ არადა, არა?
და ეხლა იქ რომ არიან, ესეც ხომ ხარჯია?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 12 2009, 11:44 PM
ციტატა(.ნინო @ Jul 13 2009, 12:36 AM)
ტუ არადა, არა?
და ეხლა იქ რომ არიან, ესეც ხომ ხარჯია?
რავიცი ნინ
ისედაც გვიანდება და სადაც ამდენი ჩაირიცხა, იმედია ვინმე ღვთისნიერი გადაურიცხავს
130.000$თან შედარებით, დარჩენილი თანხა ზღვაში წვეთია
პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 13 2009, 12:18 AM
ა ნ უ კ ა
გული მცკდება, რომ ვერ ვეხმარებით...
ოდნოში დატრიალდა? კიდევ ერთხელ ხომ არ დავატრიალოთ?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 13 2009, 01:02 AM
ციტატა(.ნინო @ Jul 13 2009, 01:18 AM)
ა ნ უ კ ა
გული მცკდება, რომ ვერ ვეხმარებით...
ოდნოში დატრიალდა? კიდევ ერთხელ ხომ არ დავატრიალოთ?
ყველგან არის რეკლამა, ჩასარიცხი აპარატების ე.წ."ფეიბოქსის" მონიტორზეც ვნახე დღეს
ტელევიზორში ხშირად ტრიალებს ტიტრებში
რავიცი ყველა ფორუმზე და საიტზეა გავრცელებული
ყველგან დავწერე
ეჰ რავიცი იმედი მაქვს, მალე გამოჯამრთელებული დაგვიბრუნდება
პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Jul 16 2009, 03:10 PM
ა ნ უ კ ა
ახალი არაფერი იცი??
პოსტის ავტორი: tekla_tekla თარიღი: Jul 16 2009, 03:48 PM
უფალმა დაიფაროს და შეეწიოს......იმდენი ცუდი მესმის უკვე დაზაფრული ვარ......
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 16 2009, 05:57 PM
ციტატა(ნინ@ @ Jul 16 2009, 04:10 PM)
ა ნ უ კ ა
ახალი არაფერი იცი??
ჯერჯერობით არაფერი
პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Jul 17 2009, 02:31 PM
ა ნ უ კ ა
თუ გაიგო, დაპოსტე რა გეხვეწები. დღეში ასჯერ მახსენდება
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 17 2009, 05:54 PM
ციტატა(ნინ@ @ Jul 17 2009, 03:31 PM)
ა ნ უ კ ა
თუ გაიგო, დაპოსტე რა გეხვეწები. დღეში ასჯერ მახსენდება
კი აუცილებლად
მეც მაინტერესებს რა ხდება
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 2 2009, 07:23 PM
დღეს გიოს და შემხვდა
ცუდი ამბავი მაქვს, გული მომიკვდა
ისე ცუდად არის, ოპერაციას ვერ რისკავენო
პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Aug 2 2009, 07:41 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Aug 2 2009, 07:23 PM)
დღეს გიოს და შემხვდა
ცუდი ამბავი მაქვს, გული მომიკვდა
ისე ცუდად არის, ოპერაციას ვერ რისკავენო
ვაიმე რა ცუდიააა
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 2 2009, 07:50 PM
როგორ მეცოდება ეს ბიჭი,
10 000 გამო არ გაუკეთეს ოპერაცია, არადა რამდენი თანხა მოგროვდა
და ეს დარჩენილი რაღა გახდა ამისთანა. აქამდე რომ გაეკეთებინათ,
ბოლო-ბოლო თანხა მოგროვდებოდა და გადაიხდიდნენ მაგასაც.
გული და შებრალების უნარი დაკარგულია ექიმებშიც, ისე კი, მე
ნამდვილად ვეღარაფერი გამაკვირვებს მაგ მხრივ სამწუხაროდ
პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Aug 2 2009, 08:06 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Aug 2 2009, 08:23 PM)
ისე ცუდად არის, ოპერაციას ვერ რისკავენო
გული მომიკვდა,როგორი ახალგაზრდაა და...
გიოს ლოცვებში სულ ვიხსენიებ
იმედი მაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება,თანხაც შეგროვდება და მალე გამოჯანმრთელებულიც დაგვიბრუნდება.
პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Aug 2 2009, 09:24 PM
ა ნ უ კ ა
რა საშინელებაა როგორ მეცოდება...
და რას ქვია ვერ რისკავენ, მდგმარეობის გაუმჯობესების იმედი აქვთ და მერე გაუკეთებენ?
აბა, ეგრე როდემდე უნდა იცადონ? თუ თანხის პრობლემაცაა და მაგიტომ არ უკეთებენ?
პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Aug 3 2009, 04:18 AM
არ დავუშვებ ერთი წამითაც მაგ ფიქრს.
აუცილებლად უნდა გაუკეთონ ოპერაცია და გამოჯანმრთელდეს!
ა ნ უ კ ა
ციტატა
ვერ მივდიოდი ტელეფონთან
მიდი ხოლმე ტელეფონთან რა, დღეში ასჯერ შემოვდივარ ამ თემაში და ამბები რომ არ მხვდება უარესად ვნევროზდები. მე დას არ ვიცნობ, ვერ დავურეკავ ამიტომ
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 3 2009, 11:27 AM
ნინ@
nino84
ციტატა
აუცილებლად უნდა გაუკეთონ ოპერაცია და გამოჯანმრთელდეს!
მძიმედ არის, შეიძლება ოპერაციას ვერ გაუძლოს და .......
მეტი ვერაფერი ვკითხე, ესეც რომ მითხრა გული გამიჩერდა
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 3 2009, 04:43 PM
ნაწლავი აქვს გახვრეტილი
41 კილოა დარჩენილი
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 3 2009, 05:11 PM
არ ვიცი რა დავწერო
დავიჯერო, ვერავის მოულბა გული რო რაც აკლდა დაემატებინათ, ან ეპატიებინათ...
იმ ზომამდე ცუდად როგორ მიუყვანეს ბიჭს საქმე, რომ ვეღარ ვრისკავთო ამბობენ...
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 3 2009, 05:16 PM
ციტატა
ნაწლავი აქვს გახვრეტილი
როცა ჩაფრინდნენ მაშინ დამართნია
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 3 2009, 08:15 PM
გული მიკვდება ამ ბავშვის გამო, ყოველ დღე შემოვდივარ ამ თემაში იმ იმედით,
რომ ეგებ რამე კარგი სიახლე დამხვდეს.
ისრაელის მედიცინა განთქმულია და ნაწლავის გახვრეტა გაუხდათ პრობლემა?
უფფ
პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Aug 3 2009, 08:16 PM
ა ნ უ კ ა
შეიძლება მაგის აღდგენას ელოდებიან რომ ოპერაცია გაუკეთონ??
დასუსტებული თუა ძალიან, იმუნიტეტის ეშინიათ ალბათ
პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Aug 4 2009, 08:35 PM
სამწუხაროა,ღმერთმა და დიდმოწამე გიორგიმ შეწევნა და ჯანმრთელობა მიმადლოს გიორგის! დავმძიმდი... ღმერთმა უშველოს!!!
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 4 2009, 08:37 PM
ნაწლავზე ოპერაცია კი გაუკეთეებიათ მალევე, მაგრამ ძალიან მიასუსტა
41 კილოა დარჩენილი
გული ჩამეწვა
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 6 2009, 03:45 PM
პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Aug 13 2009, 02:53 PM
ა ნ უ კ ა
რა ხდება, ახალი ხომ არ იცი რამე??
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 13 2009, 05:52 PM
ციტატა(ნინ@ @ Aug 13 2009, 03:53 PM)
ა ნ უ კ ა
რა ხდება, ახალი ხომ არ იცი რამე??
არა არაფერი გამიგია, სახლი დაკეტილია და ვერავინ ვნახე
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 30 2009, 05:06 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Aug 30 2009, 05:55 PM)
ღმერთმა გააძლიეროს...
ამინ!
პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Aug 30 2009, 08:30 PM
ციტატა
დგევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილო არ არიან
გამახარე ძალიან
შეეწიოს უფალი
პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Aug 31 2009, 09:59 PM
ა ნ უ კ ა
ძალიან გამიხარდა ამდენი ხნის შემდეგ,როგორც იქნა კარგი ამბავიც დაგვიწერე იმედია მალე მთლად გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდება გიო
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 1 2009, 12:41 PM
ა ნ უ კ ა
შიშით შემოვიხედე და მადლობა ღმერთს, მშვიდობა დამხვდა
გაიხარე ანუკა
პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Sep 2 2009, 02:28 AM
ციტატა
გიოს რამდენიმე დღის უკან გაუკეთეს ოპერაცია
ეეეეე, ვაშააააააააააა
სადღაც ორი კვირის წინ სკაიპში იყო შემოსული ცოტა ხნით და თვალებს არ ვუჯერებდი : ))) მას მერე ცუდი ამბების აღარ შემშინებია
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 2 2009, 04:20 AM
გააქტიურებული რომ ვნახე ეს თემა, ვფიქრობდი, ნეტავ ცუდი არაფერი იყოს თქო.
ძაიან სასიხარულო ამბავია, ღმერთმა გააძლიეროს და გამოაჯანმრთელოს.
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Sep 2 2009, 11:52 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Aug 30 2009, 05:55 PM)
ეს დედაჩემმა დაწერა ჩემი ნიკით
მეც ისე გამიხარდა, გაიხარეთ
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 5 2009, 08:13 PM
ა ნ უ კ ა
შესანიშნავი ამბავია, გაიხარე ანუშკი
პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Oct 3 2009, 01:57 AM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Sep 5 2009, 09:06 PM)
დღეს შემხვდა გიოს და
ჰოოოდააა ესე მითხრა, რომ უკეთესობა შეიმჩნევაო
პირველი შედეგი 3 კვირაში გამოჩნდებაო
და ისრაელში დეკემბრამდე დარჩება
რა ხდება ანუკა, ამ ბიჭთან დაკავშირებით?
3 კვირა კი გავიდა უკვე და რა შედეგი აქვს ოპერაციას ხომ არ გაგიგია?
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Oct 10 2009, 10:37 PM
დღეს ვნახე ეკა(გიოს და)
კარგად არის, უკეთესობა იგრძნობა, რა შედარებააო
აკვირდებიან და 3 თვეში გამოუშვებენოოოო
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 10 2009, 10:49 PM
ა ნ უ კ ა
ციტატა
აკვირდებიან და 3 თვეში გამოუშვებენოოოო
რახან ამდენ ხანს არაფერი ცუდი არ მოხდა (ღმერთმა დაიფაროს)
ესე იგი, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ყველაფერი რიგზეა.
ძალიან გამეხარდა, მალე სრულიად გამოჯანმრთელებული
დაუბრუნდება სახლში.
პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 10 2009, 11:03 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Oct 10 2009, 11:37 PM)
დღეს ვნახე ეკა(გიოს და)
კარგად არის, უკეთესობა იგრძნობა, რა შედარებააო
აკვირდებიან და 3 თვეში გამოუშვებენოოოო
ძალიან კარგი, ღმერთმა უშველოს!
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 16 2009, 06:46 PM
ა ნ უ კ ა
ძალიან გამიხარდა! ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს გიორგი
პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Nov 16 2009, 06:51 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Nov 16 2009, 06:45 PM)
ძაააააააააალიაააააააააააან კარგი ამბავი გითხრათ?
გიო უკვე საქართველოშია, რაც მთავარია გამოჯამრთელებული
უკვე გარეთაც გადის, სტუმრად და რავიცი
წეღან აივანზე იყო, ისე გამიხარდა სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა
შეუწიროს ყველას, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ საქმეში
ვაიმეეეეე რა მაგარიაააა,სიხარულისგან ძლივს ვზივარ და ვწერ
გიოს ყოველდღე ვიხსენიებდი ლოცვებში,მაგრამ გუშინ ვფიქრობდი შენთვის მომეწერა და ამბავი მეკითხა,მაგრამ მერე გადავიფიქრე,რადგან ახალი რო იცოდეს ხო დაწერდათქო და აი ამბავიც ასეთი უნდააააააა,ძალიან გამიხარდა
გაიხარე ანუკ ასეთი კაი ცნობისთვის,თეთრი მტრედი ხარ
ყველას შეგიწიროთ ვინც კი რაიმეთი დაეხმარეთ გიოს გამოჯანმრთელებაში
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 16 2009, 06:59 PM
lingvo
maikusi
გაიხარეთ
ციტატა
თეთრი მტრედი ხარ
ცოტაღა მიკლია
მეც ისეთი გახარებული ვიყავი ერთი სული მქონდა, როდის დავწერდი აქ
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 16 2009, 07:36 PM
ძალიან გამიხარდა! მადლობა ღმერთს!
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 28 2009, 12:38 AM
ე.ი. რა ხდება, დღეს ნათიას კი ვუთხარი
ქრონიკაშიც იყო სიუჟეტი , სამწუხაროდ myvideo.ge გათიშულია და ვერ ვნახე ლინკი
გიოს სჭირდება საბოლოო ოპერაცია, რომელიც ჯდება 40.000 $
თუ ეს ოპერაცია არ გაკეთდება, ჯამრთელობის მდგომარეობა კვლავ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება
http://gio.itcs.com.ge/
პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 28 2009, 01:24 AM
ა ნ უ კ ა
ციტატა
გიოს სჭირდება საბოლოო ოპერაცია, რომელიც ჯდება 40.000 $
თუ ეს ოპერაცია არ გაკეთდება, ჯამრთელობის მდგომარეობა კვლავ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება
ოიიი და ასე რატომ შეიცვალა მდგომარეობა? აკი ყველაფერი კარგად იყო,
ძალიან მეწყინა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, კეთილი ხალხის
დახმარებით აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 28 2009, 07:03 PM
ციტატა(ნაინა @ Dec 28 2009, 01:24 AM)
ა ნ უ კ ა
ოიიი და ასე რატომ შეიცვალა მდგომარეობა? აკი ყველაფერი კარგად იყო,
ძალიან მეწყინა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, კეთილი ხალხის
დახმარებით აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.
ეხლა კი კარგადააა
მაგრამ ერთი ოპერაცია კიდევ სჭირდება რომ მდგომარეობა საბოლოოდ გამოსწორდეს
რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, არადა ძალიან იყო დასუსტებული
"მედიცის სასწაულად" აღიარეს მისი გამოჯამრთელება
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 28 2009, 07:30 PM
ა ნ უ კ ა
ანუკა, მგონი ტელევიზიითაც აჩვენეს გიოს ამბავი
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 28 2009, 07:34 PM
ციტატა(tamuna m @ Dec 28 2009, 07:30 PM)
ა ნ უ კ ა
ანუკა, მგონი ტელევიზიითაც აჩვენეს გიოს ამბავი
კი ქრონიკაში იყო რამდენიმე დღის წინ
პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 19 2010, 09:37 PM
რა ხდება ახალი ხომ არაფერია????
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 19 2010, 09:45 PM
ციტატა(rcmena @ Mar 19 2010, 09:37 PM)
რა ხდება ახალი ხომ არაფერია????
მგონი არაფერი
უნდა წასულიყო ისრაელში,მაგრამ რამდენიმე დღის წინ ეზოში შემხვდა... ვერაფერი ვკითხე, სადღაც მირბოდა
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 26 2010, 12:33 AM
გიოს ოპერაცია გაუკეთდა დღეს დილით, 7 საათზე
ეხლა რეანიმაციაშია; ერთ კვირას დააკვირდებიან, როგორ წავა შეთავსების პროცესი
პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 26 2010, 02:30 AM
უფალი შეეწიოს და დაიფაროს.
მისი წყალობით ყველაფერი კარგად იქნება...
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 27 2010, 12:27 AM
ციტატა(rcmena @ Mar 26 2010, 02:30 AM)
უფალი შეეწიოს და დაიფაროს.
მისი წყალობით ყველაფერი კარგად იქნება...
გაიხარე
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Apr 21 2010, 10:34 PM
გიო საქართველოშია
ძალიან არის დასუსტებული, მაგრამ ღვთის წყალობით, გამოჯამრთელების გზაზეა
პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 22 2010, 10:44 PM
ციტატა(ა ნ უ კ ა @ Apr 21 2010, 10:34 PM)
გიო საქართველოშია
ძალიან არის დასუსტებული, მაგრამ ღვთის წყალობით, გამოჯამრთელების გზაზეა
რა კარგი ამბავი გვითხარი, გამიხარდა ძალიან
პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 29 2010, 04:14 PM
საშინელი ამბავი მაქვს
გარდაიცვალა.....
ჩემი კორძახა
პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 29 2010, 04:42 PM
უფალმა აცხოვნოს გიორგი.
პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 29 2010, 04:58 PM
ღმერთმა აცხოვნოს!
პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 29 2010, 05:09 PM
შენდობა ჰქონდეს!!
პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 29 2010, 06:34 PM
ღმერთმა აცხოვნოს
პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 29 2010, 09:08 PM
ვაი!
ღმერთმა აცხოვნოს!
პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 3 2010, 09:45 PM
მოვიხსენიებ ფსალმუნებში აქ ვერ შევძელი დავხმარებოდი და იქ მაინც დავეხმაროთ სადაც სიცოცხლეს გააგრძელებს
პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jul 3 2010, 11:00 PM
ციტატა
გარდაიცვალა.....
ვაიმეე, აბა უკეთააო?
როგორ შემეცოდა ეს ადამიანი...
აცხოვნოს ღმერთმა
პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jul 4 2010, 12:51 AM
ა ნ უ კ ა
ციტატა
მამამისს ცოტა ხნის წინ ისტერიკა დაემართა და მთელი ხმით ყვიროდა, გიორგი სად ხარ შვილოო user.gif
საშინელებაა....
ღმერთმა გაძლება მიცეს მის ოჯახს
პოსტის ავტორი: shorena2 თარიღი: Jul 8 2010, 03:14 PM
სულ ხმამაღლა ავტირდი.ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს მშობლისთვის.აცხონოს უფალმა
პოსტის ავტორი: nananikusha თარიღი: Jul 8 2010, 03:19 PM
ვაი მის დედას.ამდენი ტანჯვისტვის რომ გაიწირა.უფალმა აცხონოს.თქვენ გაიხარეთ რომ ყველაფერს ეცადეთ.უფალი და თქვენ ხართ ჩვენი ასეთი შვილების დედების იმედი.იმედი არ მოგიშალოთ უფალმა
პოსტის ავტორი: mtawmindeli თარიღი: Jul 12 2010, 05:04 PM
ღმერთმა გაანათლოს გიორგის სული და მარადიულ სასუფეველში დაამკვიდროს
პოსტის ავტორი: ajax_123 თარიღი: Jan 24 2011, 05:33 AM
ამ ცხოვრების ........
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)